ჭადრის ხის ქვეშ, სიყვარული ხარობს...
-ტასო...-შესძახა დედამ. გოგონა ამ დროს ჭადრის ხის ქვეშ, ქვიშაში თამაშობდა და თავისი სიმწრით ნაშენები კოშკები, ერთიანად ჩამოიშალა, რადგან არ ელოდა თუ დაუძახებდა. წკაპ...წკაპ...და ტასიას ცრემლები ქვიშას შეერია. ადგა გოგონა და მობუზული გაემართა სახლისკენ. -ბატონო, დედიკო, აქ ვარ. -შვილო, არ გშია? მთელი დღეა თამაშობ. -არა, დე...არ მშია. წავალ რა...-კნუტის თვალები მიაპყრო დედას. -კარგი, დე, მაგრამ დიდ ხანს არ იყო, გთხოვ. -კარგი, დედიკო. გოგონა ხტუნვა-ხტუნვით წავიდა თავისი ადგილისკენ და რას ხედავს...ვიღაცა მის კოშკებს ზემოდან დაჰყურებს და ფეხით გადასწევს და გადმოსწევს. -ჩემს კოშკებს შეეშვი!-განაწყენდა ტასია. -ვისი ხარ, პატარა გოგო?-უთხრა ორი, ან სამი წლით უფროსმა მუტრუკმა. -შენ თვითონ ვისი ხარ? -მე დედასი და მამასი-გახუმრება სცადა ბიჭმა, თუმცა შეატყო, რომ სულაც არ ეხუმრებოდა ტასიას. -იცოდე, მამაჩემს დავუძახებ და... -და გამაფრენს ამერიკაში?-გადაიხარხარა ბიჭმა. ოი, როგორ გაიბერა და გაწითლდა ტასია...მკვლელობასაც ჩაიდენდა, რომ არა მისი პატარა ასაკი. ალბათ იკითხავთ ასაკს...10 წლის გახლდათ პატარა ტასიკო და ისევ ქვიშაში თამაშობდა. ის ნამდვილი ბავშვი იყო, ნამდვილი და წრფელი ემოციებით და სწორედ ქვიშაში თამაში გვრიდა მას ამ სიხალისეს... -შენს საქმეს მიხედე! შემეშვი და გაიწიე, ჩემი ადგილია. -კარგი, ერთი. ნეტავ ვინ გადმოგიფორმა? -მამას ვეტყვი! -პატარა გოგო...ტირილიღა გაკლია. -არ გიცნობ, მაგრამ ვერ გიტან! ეს უთხრა და უკან მოუხედავად გაიქცა. დედასთან მივარდა, ჩარგო მის კალთაში თავი და აქვითინდა. -დე, რა გჭირს? -ერთმა ბიჭმა გამაბრაზა.-ამოისლუკუნა ტასიამ. -რატო, დე? -ჩემი ადგილიდან არ წავიდა. -უი, ჩემი სულელი. დე, რა მოხდებოდა მასაც რომ ეთამაშა? -არ მთხოვა...ადგა და ჩხუბი დამიწყო. -კარგი, შენ მაგაზე არ იდარდო. სხვა დროს ასე არ იქნებით. -მე მასთან ერთად არ ვითამაშებ არასდროს. -კარგი, კარგი, როგორც გენებოს.-ჩაეღიმა ქალს. ბავშვობაში თუ გყვარებიათ ვინმე? იცით ეს რა განცდაა? აი, პატარა ტასიამ, ეს იცოდა, მაგრამ ნელ-ნელა ხვდებოდა და ნერვები ეშლებოდა ასეთი უტაქტო, ყოვლად უზნეო არსება როგორ მოეწონა. ოხ, სიყვარულო, რა ძალა გაქვს ასეთი, ნეტავ მაცოდინა... -ტასო...-დაუძახეს მეგობრებმა. -ახლავე გამოვალ. დე, გარეთ გავალ. -ჭკუით, დედი. სიტყვაც არ დაუბრუნდა, ისე გავარდა შურდულივით. პატარა გიჟი. -გოგონებო...როგორ ხართ?-მოეხვია ყველას. ტასია ყველაზე პატარა იყო სამეგობროში, მაგრამ ამას არ აგრძნობინებდნენ არასდროს. ის ხომ საოცარი და განსაკუთრებული მქნილება იყო დედამიწაზე...გოგონა, დიდი თაფლისფერებით, ფახუნა წამწამებით, ბროლივით თეთრი კბილებით და დიდი, ბუთქუნა ტუჩებით... -ე, გავისრისე გოგო, ნელა ცოტა. ხომ იცი, სუსტი ნეკნები მაქვს-უთხრა ანნამ. -ეგ ნეკნები იქნება ერთხელაც რომ ამოგიგდებ, ქალო-დაიწიკვინა გრეტამ. -არ მოგცხო ახლა გვერდებში-არ დააკლო ანნამ. -ხალხო, გეყოთ ახლა-გამოვიდა სიტყვით ბუსა(ისე, სალი ერქვა, მაგრამ გაბუსვა მისი პროფესია გახლდათ).-წავიდეთ, ჭადრის ქვეშ ჩრდილი იქნება. ძია მათემ, საქანელაც ჩამოკიდა, თან ორი. -რას ამბობ? მართლა?-აღფრთოვანება ვერ დამალა ტასიამ. -ჰო! ასწიეთ დუნდულები, გამოადგით ფეხი და წამოდით. ტასია პირველი გავარდა, ვითა მერანი. როგორც ყოველთვის ვერ ითმენდა ხოლმე და პირველობას არ თმობდა. გრძელი, ოქროსფერი თმა, მასთან ერთად მიაპობდა ჰაერს. უღმერთოდ ლამაზი იყო. ბაგეებს ღიმილი უპობდა, მაგრამ ზედ შეეყინა, როდესაც ის მუტრუკი, ისევ იქ იყო. ამჯერად თავის ძმაკაცებთან ერთად. -შენ აქ რა გინდა?-პირდაპირ შეტევაზე გადავიდა. -გამარჯობა, პირველ რიგში. -ჰო, გამარჯობა, ახლა კი აქ რა გინდა? -მეც შემიძლია აქ ყოფნა, რომ იცოდე. -არა, არ შეგიძლია. ეს ჩემი...ჩვენი ადგილია. -პატარა გოგო, როგორ ვერ ისწავლე, რომ ეს ადგილი მხოლოდ შენი არ არის. -თავხედი ხარ! -არც შენ აკლებ! -დიდ ხანს უნდა გიყუროთ?-დოინჯშემორტყმული ადევნებდა თვალს ანნა.-მაინცდამაინც კოჭები უნდა დამახვრეტინოთ რომ გაგაჩეროთ მამაზეციერმა? -გააჩერე შენი დაქალი და მეც გავჩერდები. -ამხელა ვირი ხარ და შენ რომ დაუთმო, არა? -არა. -ვირი! -თქვენ ხომ მყავხართ ციდან გადმოტყორცნილი ანგელოზები. -უი, არ იცოდი? დაე იცოდე. ჩვენ ციური მნათობები ვართ-გაიჯგიმა ანნა. -ჰო, ისე ხართ თქვენ ციურები, როგორც ჩვენ ტყიურები. -ვაიმე...-გადაიკისკისეს ერთხმად.-თქვენ ტყიურები ხართ, კი. ახლაღა მიხვდა რაც თქვა და გაწითლდა. -ბიჭებო! წავედით... -ჰო, წადით...ტყიურებო-შესძახა ბუსამ. -როგორი სულელები არიან, ღმერთმანი-ამოიკისკისა გრეტამ და სახლის გზას, ისევ კისკისით გაუყვნენ. ეჰ, ბავშობა მართლაც რომ ბევრი სისულელისა და სიგიჟის ზღვა არის. რაც არ უნდა იყოს, არ შრება, მაგრამ დრო იცვლება, ბავშვები იზრდებიან და ბავშვობის მოგონებები, ტკბილ ფრაგმენტებად რჩებიან გონებაში. ალბათ გაინტერესებთ როგორ დასრულდა ტასიასა და რატის ურთიერთობა, არა? გეტყვით. ტასიამ, როგორც უზენაეს არსებას, ქალს შეეფრება, დიდ ხანს აწვალა და აწამა ჭაბუკი ბიჭი. ხან სისხლს უშრობდა, ხან ნერვებს უყირავებდა და წყობიდან გამოჰყავდა, ხან კიდევ სულ არ ელაპარეკებოდა, მაგრამ იცით რა იყო მთავარი? ორივეს უყვარდა ერთმანეთი. უერთმანეთოდ, თვალების ფახუნიც კი უჭირდათ. უზენაესი ჭადარი კი მათ მფარველობდა. ბავშვები ჭადრის ქვეშ იზრდებოდნენ და სიყვარული ემატებოდათ. რატომ ჭადარი? გიპასუხებთ...ჭადარი ისეთივე დიადი და მრავალფეროვანია, როგორც სიყვარული. ხან ირემსა მოგვაგონებს ქორბუდა რქებით, ხანაც პატარა ჩიტუნას გაშლილი ფრეთებითა. გეგონება, უჩინარ მხატვარს მოუხატავსო და მთელი შრომა, ამ ჭადრის მოხატვაში ჩაუდევსო...ასეც არის. შუძლებელია გადმოსცე ჭადრის მშვენიერება, ისევე როგორც სიყვარულს ვერ აღწერ სიტყვათა მყარი შეთანხმებითა... მათი ცხოვრების დანარჩენი ფრანგმეტები კიდევ, თქვენთვის მომინდია... პატივისცემით თეთრი შოკოლადი...)))დილეტანტი არსება ვარ. ეს მაინც, სასხვათაშორისოდ...იმედი მაქვს, ცუდი არ არის, თორემ კარგი რომ არ არის, ვიცი)) დროებით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.