შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ?! (V)


13-01-2021, 18:07
ავტორი ირი ...
ნანახია 1 602

V
არ ვიცი, რამდენ ხანს ვისხედით ასე გაჩუმებულები. მაგრამ წვიმა შეწყდა და ჩვენც თითქოს გამოვფხიზლდით.
-რანაირად? ამდენი ხნის მერე, არც კი ვიცი პირველად რა უნდა გკითხო, იმდენი ფიქრი და კითხვა მაქვს თავში, მგონია, სადაცაა გამისკდება. -მას ხმადაბლა ჩაეცინა, თავი გვერდზე გადახარა და ისე შემომხედა.
-მოდი , იმით დავიწყოთ, რომ ახლა მაინც მომეცი პირობა, თავს მოუფრთხილდები და ასეთ საფრთხეში აღარასდროს ჩავარდები. -მითხრა ღიმილით და თვალებზე ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია.
-ოოო.. აი რა ჩემი ბრალი იყო, მე ხომ შევეცადე გვერდი ამევლო?! ვერა, მე ვერ დავდებ ისეთ პირობას, რომელსაც ვერ შევასრულებ. ცამეტი წლის ასაკში მასწავლა ერთმა შავგვრემანმა ბიჭმა, ყოველთვის შეასრულე შენი სიტყვა და საკუთარ თავსაც უფრო მეტად დააფასებ და სხვებიც პატივისცემით განიმსჭვალებიან შენს მიმართო. -ჩამოვურაკრაკე თავისივე სიტყვები და გავეკრიჭე.
-ეგ კარგად დაგიმახსოვრებია.-მითხრა სიცილით.
-კი, რაც მჭირდება, ყოვეთვის ვიმახსოვრებ. შენ როდის მიხვდი, რომ მე ვიყავი ის სკოლის მოსწავლე?-როგორც იქნა, პირველი კითხვა დავსვი.
-მაშინ, ხიდან რომ ჩამოხტი და თვალებში შემოგხედე. მერე სახეზე დაგაკვირდი და ისევ ისეთი ხარ, არაფერი არ შეცვლილა საერთოდ, სიმაღლეშიც კი არ გაზრდილხარ, სიმართლე რომ ვთქვათ. -მიხვდა, რომ აღფღტოვანებისგან ცოტაც და გავსკდებოდი და ამიტომ, ტრადიციული სარკაზმი გაურია და მიწაზე დამანარცხა.
-არადა, ბავშვობაში ძალიან საყვარელი იყავი და რამ გაგასწევა და გაგაცინიკოსა, გამაგებინე ერთი.-თვალები ავატრიალე მე.
-მე ამდენი წლის განმავლობაში რაღაც ცვლილება მაინც მაქვს, თუნდაც უარყოფითი და შენ არაფერი, საერთოდ არაფერი.-გაეცინა ისევ.
-მაშინ მთხოვე, რომ არასდროს შეცვლილიყავი... მეც ვეცადე, რომ ისევ ისეთად დავრჩენილიყავი.-ჩავილაპარაკე ხმადაბლა და დავინახე, როგორ დაუსერიოზულდა წამიერად სახე.
-კარგი გოგო ხარ.-მითხრა სრული სერიოზულობით და თვალებში ისევ ისე ჩამაცქერდა, მეგონა სულში დაძრომიალებსთქო.
-სად იყავი ამდენ ხანს? ანუ, ჯერ მახსოვს, პირველად მესამე კლასში ვიყავი რომ გნახე, მაგრამ მერე დიდხანს დაიკარგე, მეორედ კი მაშინ გნახე, როცა უკვე სკოლას ამთავრებდი.. ამდენი ხანი გავიდა და დღეს მესამედ გხედავ.
-ჰოო.. ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში.-მითხრა დაღვრემილმა. -პირველად რომ მნახე, რამდენიმე თვეში სახლი შევიცვალეთ და სხვა სკოლაში მომიწია გადასვლა, მაგრამ მერე ისევ უკან დავბრუნდი და ჩვენი სკოლა დავამთავრე, სწორედ მაშინ შეგხვდი მეორედ, სკოლის დამთავრების შემდეგ კი მალევე წავედი საზღვარგარეთ საცხოვრებლად და ნახევარი წლის წინ დავბრუნდი საქართველოში.
-გასაგებია.- ჩავილაპარაკე ხმადაბლა. -ისევ აპირებ წასვლას?
-კი..-თითქოს გული ჩამწყდა და დავინახე, როგორ დაუსევდიანდა თვითონაც გამოხედვა.
-მალე?
-რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და ვფიქრობდი, როგორც კი მოვაგვარებდი, მაშინვე წავიდოდი, მაგრამ ახლა არ ვიცი.-მითხრა ჩაფიქრებულმა.
-რატომ? ახლა რა შეიცვალა?
-სავარაუდოდ ბევრი რამ შეიცვლება, რაც გეგმაში სულაც არ მქონდა, მაგრამ ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა სავსე?! -მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-რაა?! ვერაფერი გავიგე.-დავიბენი მე.
-მოვა დრო და გაიგებ. მიდი ახლა წაცუნცულდი, თორემ იმდენი ხანია აქ ვართ გაჩერებულები, მანქანამ ფესვები გაიდგა. -ისევ ის საძაგელი უცნაური იუმორი.
-რა დიდხანს იყავი სერიოზული, მიკვრის პირდაპირ რაა. წავალ ხო, რას მაგდებ. -ავბურდღუნდი მე და ჩემი ნივთების შეგროვებას შევუდექი, ძილში ჩანთა მუხებიდან გადამვარდნია და ყველაფერი ძირს ეყარა, აკრეფვის დროს რამდენჯერმე გემრიელად ავცხე მანქანის ტორპედოს თავი, რასაც გიოგრის შეუკავებელი ჩაფხუკუნება მოყვა. როგორც იქნა, „ჩავბარგდი“ და მანქანიდან გადმოვიზლაზნე. -აჰა, წავედი, დაწყნარდი?-ვკითხე ირონიულად და უკანა კარი გამოვაღე.
-კი, დღეს მშვდად დამეძიება.-არც ის ჩამომრჩა სარკაზმში და მანქანიდან გადმოვიდა, თუმცა მე მისთვის აღარ მეცალა, მანქანაში თავით შევხტი და ჩემს ახალ მეგობარს ძილი დავუფრთხე.
-კარგად ბუჩი. ვაიმეე, რა საყვარელი ხარ.-თბილი სიტყვების ფრქვევას არ ვწყვეტდი და თან დაუნანებლად ვბურდღნიდი ჩემზე სამჯერ დიდ ძაღლს, მაგრამ ისიც საპასუხოდ ბედნიერი მელაქუცებოდა და მლოკავდა სახეზე. ალბათ ძალიან დიდხანს გაგვიგრძელდა თამაში, ისევ გიორგის ხმამ გამომაფხიზლა.
-შეწუხდა ძაღლი.
-პატრონივით უჟმური კი არაა.- ჩავილაპარაკე მე და მანქანიდან გადმოვფოფხდი, მაგრამ აშკარა იყო, რომ დასამშვიდობებლად ვვერ ვიმეტებდი ბუჩის.
-უჟმური არა, უფრო სერიოზული. მიუჩვეველია ამდენი ლაპარაკის მოსმენას.
-ეჭვი მეპარაკება, საერთოდ ეფერებოდე ძაღლს. -არც ერთ მის სიტყვას უკომენტაროდ არ ვტოვებდი.
-წადი, აღარ მიდიხარ?-როცა მიხვდა, რომ არ დავნებდებოდი, ისევ ჩემი გაგდება გადაწყვიტა.
-წავალ ხო, უიმეე.. უჟმური. -ჩავილაპარაკე და ზედა ტუჩი უკმაყოფილების ნიშნად ავუბზუე. -კარგად ბუჩიკო.-კიდევ ერთხელ დავუქნიე ცუგოს ხელი და მანაც წკმუტუნით, დასევდიანებულმა გამოყო ფანჯრიდან თავი. -აქვე ახლოს ვცხოვრობ, სახლამდე მიგეყვანე ბარემ, რა შუა გზაში ჩამომაგდე. -შევუღრინე ისევ გიორგის.
-ვიცი სადაც ცხოვრობ, სახლთან რომ მიმეყვანე, ვიფიქრე, შენები გამოვიდოდნენ და მომერიდა...
-რისი მოგერიდა კაცო? ან ჩემი სახლი შენ საიდან იცი? -ახალმა კითხვებმა ამოყვეს თავები.
-ვაიმეე... წადი გოგო, დამანებე თავი, მეძინება. - გაეცნა გიორგის და მარჯვენა ხელი შუბლზე შემოირტყა.
-უჟმური.
-ტლიკინა.
-წავედი მოკლედ რა, სბოგამ ბრატ.-ხელი ავუწიე და სახლისკენ შევტრიალდი.
-ოხ შე არანორმალურო.-მომესმა ზურგს უკან, მაგრამ აღარ გავჩერებულვარ.-მელაკუდა, ამჯერად კი გავჩერდი და უკან შევბრუნდი.
-რა იყო?
-ხვალ გეცლება?
-გააჩნია რისთვის.
-სადღაც მინდა წაგიყვანო.-მითხრა დასერიოზულებულმა, მე კი მუცელში ათასი პეპელა ერთდროულად ამიფრინდა, თუმცა სერიოზული სახის შენარჩუნება მაინც მოვახერხე.
-რა იყო, პაემანზე მეპატიჟები?-ისეთი ტონით წარმოვთქვი, თითქოს სულაც არ მაინტერესებდა. ის რამდენიმე წამით შეყოვნდა და მხოლოდ მერეღა გამცა პასუხი.
-კი, კი პაემანზე.-მითხრა ეშმაკურად, მაგრამ მე მასინ მისი ტონისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. მღელვარებამ და სიხარულმა ერთდროულად მომიცვეს.
-კარგი, სამსახურს 5 ზე ვამთავრებ და შეგიძლია, იქ გამომიარო. -ვუთხარი სრულიად მშვიდად.
-მოიცა, ასე უპრობლემოდ დამთანხმდი პაემანზე? -აშკარად არ ელოდა.
-ჰო, უბრალო ადამიანი ვარ, რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ.-ვუთხარი სიცილით. -თავი უნდა დამეფასებინა სხვა გოგოებივით?
-ააა... არა, არა, უბრალოდ...-აშკარად ძალიან დაიბნა, მე კი მის ასეთ დაბნეულობააზე ძალიან ვხალისობდი. -სად მუშაობ?-მკითხა რამდენიმე წამში, როცა გონება მოიკრიბა. მე მისამართი ჩავაწერინე და სახლისკენ შევტრიალდი.
- ხვალ გამოგივლი...-მომაძახა მან.
-ვიცი. -ვუპასუხე თავდაჯერებულმა ისე, რომ მისკენ არ მივბრუნებულვარ.
-ოოხ... თხა..-უკვე შორიდან მესმოდა მისი ბარიტონი.
-ვირო.-არც ერთ სიტყვაას არ ვარჩენდი, თუმცა სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი. ამასობაში სახლსაც მივადექი, სანამ შევიდოდი, კიდევ ერთხელ გავიხედე იმ მიმართულებით, სადაც ის დავტოვე და გულში იმედს ვიტოვებდი, რომ კიდევ იქ იქნებოდა, არც შევმცდარვარ. იდგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, თავი გვერდზე ჰქონდა გადახრილი და ისე მიყურებდა. სიამოვნებისგან გამაჟრიალა. შესვლამდე ხელი ავუწიე, მანაც იმავე ჟესტით მიპასუხა და მეც შინ შევედი.
ჩემი შესვლა და დედაჩემის გამოქოთქოთება ერთი იყო.
-სად ხარ გოგო ამდენ ხარ?! გაგვისკდა გული.- თან ქოთქოთებდა, თან ჩემ გარშემო დადიოდა და მამოწმებდა, რამე ხომ არ მქონდა ნატკენი.
-გამოცდა გვიან დაგვეწყო, რაღაც პრობლემა იყო არ ვიცი და მაგიტომ დამაგვიანდა, ტელეფონი კიდევ დამიჯდა და ვეღარ დაგირეკე, რას ჩაპანიკდები ხოლმე.- გამეცინა მის ქცევაზე.
-ოჰ.. გიჟო?! მოხვედი?! -ოთახში შემოვიდა მამაჩემი ღიმილით.
-თავი გაბია. -არ დავაკელი არც მე და როგორც იქნა დედაჩემი სკამზე დავსვი. მე და მამას ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერტობა გვქონდა, მუდამ შეხუმრებულები ვიყავით, სულ აღნიშნავდა, რომ კარგი ძმაკაცივით ვედექი გვერდში და მეც ჩემის მხრივ ვაღმერთებდი. ადამიანობის და კაცობის ეტალონი იყო და არის ჩემთვის. შვილებზე გადადებული მამა, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩემი და ჩემი ძმისთვის ნათელი მომავალი შეექმნა. არ ვიცი, როგორ შეიძლება, ადამიანი ერთდროულად ამდენ გრძნობას იწვევდეს, მაგრამ მამა ჩემში ერთდროულად არანორმალურ სიყვარულს, პატივისცემას, რიდს, ხათრს, მეგობრობას იწვევდა და იტებდა, შეიძლება, საათობით ვმსხდარიყავით და გვესაუბრა, როგორც მეგობრებს, თუმცა, ჩემთვის ყველაზე დიდი შიში ყოველთვის იყო და იქნება მისთვის იმედის გაცრუება. მუდმივად ვცდილობდი, რომ სასახელო ვყოფილიყავი მისთვის. თუმცა, ასეთი რიდის მიუხედავად, შეხუმრებულები უდაოდ ვიყავით და ხუმრობით გიჟებს ვეძახდით ერთმანეთს.
ერთი რამ კი უნდა ავღნიშნო. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემს სიტყვას მხოლოდ ორ შემთხვევაში გადავიდოდი, სიკვდილის და მამის ხათრის. სხვა შემთხვევაში, თავს შევაკლავდი, მაგრამ რასაც ვიტყოდი, აუცილებლად გავაკეთებდი. ხან მე თვითონაც მიკვირდა, საიდან მქონდა ამდენი სიჯიუტე, თუმცა, სასიხარულოდ,თუ სამწუხაროდ, უნდა ავღნიშნო, რომ ეს თვისება სულაც არ მაღიზიანებდა საკუთარ თავში. პირიქით, მომწონდა და შეიძლება ითქვას, ვამაყობდი კიდეც.
-დეე... მშია, რა გვაქვს? -ვიკითხე მე და სკამზე გავიშოტე.
-კუბდარი. -მითხრა სიცილით.
-აუფფფ... შენ გენაცვალე რაა...ეგრე თუ რამე გამახარებდა არ მეგონა. -კმაყოფილების დამალვა არც მიცდია. ჩემებს გაეცინათ, იცოდნენ, რომ კუბდარზე ვგიჟდებოდი. პირველივე ლუკვმა გავსინჯე თუ არა, თვალებიდან გამოვიხედე.
-დედა..
-რა იყო, ახლა რაღა მოიფიქრე. -იცოდა დედაჩემმა ჩემი მასხარა ხასიათი და მიხვდა, რომ რაღაც ისეთს ვიტყოდი.
-რა და, აი, გათხოვილი რომ არ იყო, ცოლად მოგიყვანდი რა, ისეთი კუბდარია..-თან ვლპარაკობდი, თან სიამოვნებისგან თვალები მებლიტებოდა. მამაჩემს სიცილისგან ლუკმა გადასცდა და შეშინებულმა დედაჩემმა ისე ჩასცხო ზურგში, რომ მამამ წონასწორობა ვერ შეიკავა და თავი მაგიდას დაარტყა. ვაიმეე... სიტყვებით ვერ აღვწერ, რა დამემართა, იმდენი ვიცინე, მეგონა, უჰაერობისგან გავიგოდებოდი. სკამიდან გადმოვვარდი და ოთხად მოკრუნჩხული ვეგდე იატაკზე. რამდენჯერაც დაწყნარება ვცადე, იმდენჯერ გამახსენდა, როგორ დაარტყა მამამ მაგიდას თავი და ახლიდან მიტყდებოდა სიცილი. როგორც ითქვა სული მოვითქვი და მაგიდას დავუბრუნდი, მაგრამ შუბლდაწითლებული მამა რომ დავინახე, ახლიდან წამსკდა სიცილი.
-მამა, დამთავრდა. წაგართვეს კაცობა.-ჯერ კიდევ სიცილისგან დაურეგულირებელი სუნთქვის გამო ძლივს ვაბავდი სიტყვებს ერთმანეთს. -ამის მერე როგორღა გამოგეყოფა თავი გარეთ. როგორ უნდა თქვა, ცოლმა მაგიდაზე მარტყმევინა თავიო. აღარ გამოგეყოფა თავი გარეთ.-სიცილს ვერ ვწყვეტდი მე.
-თავის გარეთ გაყოფას ვინ ჩივის, კარგია, საერთოდ რომ შემრჩა მხრებზე. -ჩაილაპარაკა მამაჩემმა და ნატკან შუბლზე ხელი მოისვა. ამის გაგონებაზე მე კიდევ ერთხელ გადავბჟირდი სიცილისგან. დედაჩემი კი უხერხულად იღიმოდა და მაქსიმალურად ცდილობდა არ გასცინებოდა, მაგრამ როცა დაინახა, რომ მამას სიწითლიდან უზარმაზარი კოპი ამოიზარდა, ვეღარც მან შეიკავა სიცილი.

ცოტახანს კიდევ ვისაუბრეთ, მერე მოვწესრიგდი და დასაძინებლად წავედი... ეგ უბრალოდ წავედი, თორემ მძინებია, თუ არა, მეორე საკითხია. წამით ვერ მოვხუჭე თვალი. მთელი ღამე გიორგიზე და ბედის მოულოდნელობებზე მეფიქრებოდა. სიხარული, აფორიაქები და კითხვების დაუსრულებელი მარაგი ერთმანეთს ცვლიდნენ ჩემს თავში და მოსვენებას მიკარგავდდნენ. ასე იყო , თუ ისე, როგორღაც მოვახერხე და ჩამეძინა.
დილით ისე ადრე წამოვხტი საწოლიდან, როგორც გენდალფი მოევლინა მეგობრებს, მზის პირველი სხივის გამოჩენისთანავე.
სწრაფად ვიბანავე და მთელ ჩემს გარდერობს მუსრი გავავლე. ყველაფერი მოვიზომე, მჭირდებოდა, თუ არა. მათ შორის -საცურაო კოსტიუმიც. მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები, ასე რატომ მოვიქეცი. ბოლოს კი არჩევანი თეთრ, მაქმანებიან სარაფანზე შევაჩერე, არაჩვეულებრივი ამინდი იყო გარეთ და ჩემი ლამაზი კაბა განწყობას მიმაღლებდა. მსუვუქი მაკიაჟი გავიკეთე, წელამდე თმა გავიშალე, ჟაკეტი ავიღე და თავპირისმტვრევით გავვარდი სამსახურში.
დღე ძალიან იწელებოდა. ყველას აკვირვებდა ჩემი ისეთ ფორმაში ნახვა, თუმცა პასუხებს თავს ვარიდებდი და უბრალოდ ამინდის გამო გაჩენილ კარგ განწყობას ვუკავშირებდი ჩემს ისეთ ვიზუალს.
როგორც იქნა, დასრულდა სამუშაო საათები , მეც ბოლოჯერ ჩავიხედე სარკეში და საკუთარი თავით კმაყოფილი ჩავედი ეზოში, სადაც გიორგის წითელი მანქანა შორიდანვე მჭრიდა თვალს. ჩემი დანახვისთანავე, მანქანიდან გადმოვიდა და ჩემი მიმართულებით წამოვიდა. რომ მომიახლოვდა, შეჩერდა და ხმისამოუღებლად დამაკვირდა. დავინახე, როგორ ჩაეღიმა კმაყოფილს, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. რაც შემეხება მე, ცოტა გამიკვირდა მისი ვიზუალი. სპორტულად იყო გამოწყობილი. ბოტასები, სპორტული შარვალი და მოტკეცილი მაისური ეცვა, თავზე კი შებრუნებული კეპი ეხურა.
-მგონი შეუფერებლად მაცვია ხომ?-მისალმების ნაცვლად პირველად ამ სიტყვებმა გაიჟღერა ჩემი ტუჩებიდან.
-არა, რატომ?! ზუსტად ისაა, რაც უნდა იყოს.-მითხრა სერიოზული სახით და მანქანის კარგი გამომიღო.
-ოჰ, როგორი ჯელნტმენი ხარ. -გავიღიმე მე, თუმცა მისი ეს ქცევა ძალიან მომეწონა.
-ჯერ მიგიყვანო იმ ადგილზე, მერე ნახე როგორი ჯელნტმენიც ვარ. -მიპასუხა მან, შემდეგ მანქანას სწრაფად შემოუარა, ჩაჯდა და სწრაფად მოსწყვიტა ადგილს.
დაახლოებით 10 წუთში კი მივადექით იმ დაპირებულ ადგილს, ასე მოუთმენლად რომ ველოდებოდი, ღამე რომ არ დამაძინა და მოსვენება დამიკარგა. არც მეტი, არც ნაკლები-„ელიავას“ ბაზრობას.
მე გაოგნებისგან გავშტერდი და ადგილიდან ვერ ვიძროდი. თუმცა, გიორგიმ ამჯერადაც „იჯელნტმენა“, მანქანიდან სწრაფად გადავიდა და კარი გამიღო.
-ჰა, აღარ გადმოდიხარ?! -მკითხა ძლივს შეკავებული სიცილით. ისე ვიყავი გამწარებული, გონებაში ათსჯერ მაინც წარმოვიდგინე, როგორ ვაპუტავდი ღერა-ღერა იმ შავ თმას, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და მშვიდი, ამაყი გოგოს ნიღაბი ავიკარი სახეზე.
-„ელიავაზე“ მეპატიჟებოდი ანუ გუშინ?-ვკითხე მე და ისე „სწერვულად“გავუღიმე, საკუთარი თავის მე თვითონ შემეშინდა.
-ჰო, მაგრამ ისე მკითხე გუშინ, პაემანიაო? რომ შემეცოდე და ვეღარ გაგიტეხე ხათრი, ამიტომ აღარაფერი გითხარი.-მითხრა მან და აქ უკვე ვეღარ შეიკავა სიცილი.
-გასაგებია .-ვუპასუხე ისევ ღიმილით . თუმცა, ხალხო, დამიჯერეთ, სხვების შემთხვევაში არ ვიცი როგორაა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, როცა მსგავსად გამწარებული ვარ, ჯობს ვიყვირო და ვიჩხუბო, ვიდრე ეგრე მშვიდად ვიყო, რადგან ყველაზე საშიში მაშინ ვარ ხოლმე. -რას ვეძებთ აბა ელიავაზე?-ისე ვკითხე, თითქოს ვიცოდი, რომ იქ მოვდიოდით.
-სახლი მაქვს გასარემონტებელი და მასალა მჭირდება.-მიპასუხა დასერიოზულებულმა.
-მერე ჩემზე ახლობელი არავინ გეგულებოდა, რომ ის წამოგეყვანა?
-კი, მაგრამ მერე გადაკეთებას, ჯობს თავიდანვე შენი გემოვნებით გავაკეთო. -მითხრა მან და ეშმაკურად შემომხედა. თუმცა, მე მის გადაკრულ სიტყვას ვერ მივხვდი.
-მართალი ხარ, დიდი ალბათობით, დღევანდელისთვის აუცილებლად ვიძიებ შურს და სტუმრად თუ მოვხვდი შენთან ოდესმე, შეიძლება ან კედლები დაგიჩხაპნო, ან იატაკი, მაგრამ ლამაზი თუ იქნება შემეცოდება. -წარმოვთქვი ჩემი ვარაუდი მე და სერიოზული სახით შევხედე.
-რამდენი წლის ხარ? -მკითხა მოულოდნელად მას შემდეგ, რაც ჩემს ფილოსოფიაზე გული შეუწუხდა.
-25, მაგრამ ეგ რა შუაშია?!
-მართალი თქვი გუშინ, ბოლოს რომ გნახე, იმის მერე მართლა არ შეცვლილხარ, ისევ ბავშვი ხარ!-მიპასუხა, თავი გადააქნია და წინ წავიდა.
-ვერაა ეს უბედური კარგად! -ჩავილაპარაკე ჩემთვის და მას მივყევი. დაახლოებით მაინც თუ წარმოგიდგენიათ, ან ყოფილხართ ამ ადგილზე, გეცოდინებათ, როგორი ჩაცმული დადის იქ ხალხი.
მე კიდევ-ჩემი გაშლილი თმით და ფრიალა, თეთრი სარაფანით მივიკვალავდი ჟანგის, ნამწვების და ბინძური დახლების შუაში გზას და თან თავი ისე ამაყად მეჭირა, თითქოს ელიავაზე კი არა, სცენაზე ვიყავი, საოპერო არიას ვასრულებდი თეთრ კაბაში გამოწყობილი და ეს ხალხი კი ასეთი გაოცებით რომ შემომყურებდა, ჩემით აღფრთოვანებული მსმენელი იყო.
-ისე, რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც თეთრი კაბის ჩაცმა?-მკითხა გიორგიმ და კიდევ ერთხელ შემათვალიერა ღიმილით.
-რა იყო, არ მიხდება?-ვკითხე გამომცდელად.
-ჯერ მე გკითხე. -ასეთ პასუხს ნამდვილად არ მოველოდებოდი, სხვა ბიჭები მსგაბს შემთხვევაში კომპლიმენტებით ავსებენ ხოლმე გოგოებს, მაგრამ იმ სხვა ბიჭებს ელიავაზე არ დაყავთ გოგონები. გიორგი არ იყო სხვა. ის უბრალოდ იყო გიორგი, უჟმური, ცინიკოსი, ხუმარა გიორგი. ისეთი იყო, რაღაცას რომ ამბობდა ხუმრობით და შენ უნდა დაგეჭირა მის სიტყვებში სიმართლის წერტილი.
-რატომ თეთრი და როლი მოვირგე რა და ეს იმიჯი შევარჩიე. -ვუპასუხე მე.
-რისი როლი, მოჩვენების?-მკითხა ისევ სარკასთულად და ჩემს გაწიწმატებულ სახეზე კიდევ ერთხელ გაეცინა.
-არაა.... ანგელოზის, ანგელოზის, რას ვერ მიხვდი, უიიმეე.. უჟმურო. -ავბურდღუნდი მე და წინ გავასწარი. სრაფად მივდიოდი, გაბრაზებული დახლებს არც ვუყურებდი და სულ არ მაინტერესებდა, მომყვებოდა თუ არა უკან.
-ძალიან ლამაზი ხარ.-ჩამჩურჩულა ყურში მოულოდნელად. მისმა სუნთქვამ და გაგონილმა სიტყვებმა ტანში ჟრუანტელი გამოიწვია, რამდენიმე წამი ადგილზე გამყინა და მეტყველების უნარი დამიკარგა.
-ჰაა.. აღარ მოდიხარ?-ისევ თვითონვე დამაბრუნა რეალობაში და ისე დამიძახა, თითქოს მას კი არა, ვინმე სხვას ეთქვას კომპლიმენტი ჩემთვის. თავიდან მაბნევდა მისი ასეთი წამიერი ცვლილებები ხოლმე, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ იმიტომ გადაჰქონდა ასე უცებ ყურადღება და იმიტომ ხუმრობდა ხშირად, რომ დაძაბულობა გაექრო და მე თავი უხერხულად არ მეგრძნო. თუმცა ერთი კია, უნდა აღვშნიშნო, რომ აშკარად ძალიან კმაყოფილი ჩანდა, მისმა სიტყვებმა და სუნთქვამ ასეთი გავლენა რომ იქონია ჩემზე.
საკმაოდ დიდხანს დავდიოდით დახლებს შორის და უამრავ დეტალს ვათვალიერებდით... წამიერად გამიჩნდა იმისი განცდა, თითქოს, ჩვენი სახლისთვის ვყიდულობდით შეხმატკბილებულად საჭირო ნივთებს, მაგრამ ამას რა მათქმევინებდა, თავი გავაქნიე და მაშინვე უარვყავი ჩემი ფიქრები. მაგრამ რა იცი, რას გიმზადებს ცხოვრება. არაფერია გამორიცხული, ერთ დღეს შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რასაც ვერასდროს იფიქრებდი და გეგონა, რომ შეუძლებელი იყო......



№1  offline წევრი Nobodyelse

კარგია. სასიამოვნოდ იკითხება, სიამოვნებით ველოდები ახალ თავს. heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი ანიკა

მიხარია მალე რომ დებ, უბრალოდ თავები მეპატარავება ;დ
სასიამოვნოდ იკითხება, გამართულია და ბანალური დიალოგებიც არაა. წარმატებებს გისურვებ, ველოდები ახალ თავს.

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

რამდენი ვიცინე მამამის და მის ამბაბზე,ძალიან კარგია.

 


№4 სტუმარი Elitsa’bed

მამამისის და მის ამბავზე იმდენი ვიცინე ლამის ჩავბჟირდი, გაკვირვებულები მიყურებდნენ მშობლები. ასეთი მოთხრობა არ მინახია, ძაან განსხვავებული და კარგია, იმედია მალე დადებ შემდეგ თავს.

 


№5  offline წევრი Margo Tokyo

კომენტარის დატოვება ვერ მოვახერხე, მაგრამ იცოდე რომ ვკითხულობ.
ძააალიან მესაყვარლება ორივე :დდ ვგიჟდები ასაკით “დიდი” ადამიანები, ასეთი ბავშვურები რომ არიან<3
“-კი, მაგრამ მერე გადაკეთებას, ჯობს თავიდანვე შენი გემოვნებით გავაკეთო. “ ეს მომენტი სასტიკად მესიამოვნა :დდდ <33
გელოდებიიი

 


№6  offline წევრი Nobodyelse

აღარ აგრძელებ? :/

 


№7 სტუმარი სტუმარი ანიკა

ახალი თავი როდის დაიდება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent