შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კორეული ვოიაჟი


13-01-2021, 22:31
ავტორი nacnobi123
ნანახია 801

-ლიზ რას შვები აბა? ჩაალაგე ბარგი?
-კი, გოგო ჩავალაგე. იმედია, არაფერი არ დამრჩება.
- იმდია, მარა ჩვენი ამბავი რომ ვიცი, რაღაც მაინც დაგვავიწყდება. გამზადებული პირბადეები ჩაალაგე?
-კი, პირველი ეგ ჩავდე.
-იმედია ფანების შეხვედრაზე მოვხვდებით. ხო ალბათ ყველა გაუგებრობაში ხართ და გეტყვით, რომ მე ელე ვარ 23 წლის, ლიზი კი ჩემი დაქალია და სამოგზაუროდ მივდივართ. აბა თუ გამოიცნობთ სად მივდივართ? ალბათ ყველს პირველი ევროპის ქვეყანა გაგახსენდებათ. მაგალითად: იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია ან რამე მსგავსი. მაგრამ მე და ლიზიმ 23 წლის ასაკში ოცნების ახდენა შევძელით და სამხრეთ კორეაში მივდივართ სამოგზაუროდ. 3 წელია აზიური კულტურით ვართ გატაცებულები. კორონას გამო 2020-2021 წლებში ვერსად ვერ წავედით. 2022 წელს როგორც იქნა შევაგროვეთ ფული და სამოგზაუროდ მივდივართ. პირბადეებს რაც შეეხება, ბითიესის ფანშეხვედრაზე გვინდა მოხვედრა და საჩუქრად მიგვაქვს. ჩვენი ორიგინალური დიზაინი შევქმენით და მათ შესაფერის საჩუქრად ვაქციეთ. კორეული სერიალების ფანები რომ ვართ, ეს ყველამ იცის, მაგრამ ვგიჯდებით ანიმეებზეც.
როგორც იქნა ორივ ჩავბარგდით და აეროპორტისკენ გავეშურეთ.
-ლიზ პასპორტები შეამოწმე აბა. ხომ ორივე თან გვაქვს. იმდენად არ გვჯერა რომ ოცნებას ვისრულებთ, რომ გვგონია რაღაც დაგვრჩება. ან უკანასკნელ წამს ფეხს მოვიტეხთ ან ბარგი დაგვეკარგება ან რა ვიცი კიდევ ათასი რამ.
-ვაიმე ელე ახლა დაწყნარდი. 965 ჯერ შემამოწმებინე უკვე. ყველაფერი აქაა ბილეთებიც, პასპორტებიც, ბარგიც და თავიც ზედ გაბია.
-ხომ იცი ვნერვიულობ. ერთი სული მაქვს როდის ჩავალთ. შენ რა გენაღვლება მიჩვეული ხარ ფრენას. მე კიდე პირველად ვჯდები თვითმფრინავში.
-არაუშავს მარტივია. ხო იცი როგორი საამაყო დაქალი გყავარ, მე მოგივლი.
-კი, ხო იცი შენ იმედად ვარ.
-ახლა იქ იმედია ყველა ოპას მოძებნას არ დაიწყებ (ოპა ქვია ბიჭს, რომელიც მოგწონს და შენზე უფროსია, ან ძმასაც შეგიძლია დაუძახო).
-ხო იცი ტოპ 3 მყავს და მხოლოდ იმათ ძებნას დავიწყებ. ალბათ გიჟი გგონივართ, მაგრამ თინეიჯერობის ასაკში და ცოტა მერეც, ალბათ ყველას გყოლიათ ადამიანი, რომლის ფანიც იყავით. ჩვენ ასეთი ბევრი გვყავდა და ჩვენი ტოპ სამეული შევადგინეთ. მართალია ხანდახან ვცვლიდით ხოლმე, მაგრამ რომელიმე მაინც რჩებოდა მუდმივად.
-იმედია ბიგ ჰითის შენიბაში არ მიადგები მინ შუგას.
-გამკეთებელი ვარ ხომ იცი.
-გოგონებო მივედით. ვაიმეე აქ ტაქსის მძღოლი რომ იყო, ალბათ ორივეს დაგვავიწყდა. ნეტა ეს კაცი რას იფიქრებდა ჩვენზე. შეიძლება აეროპორტის ნაცვლად სურამის საგიჟეთშიც კი წავეყვანეთ.
ამას თავი დავანებოთ. ძლივს გადმოვაბარგეთ ჩვენი ჩემოდნები. საკურას ყვავილობაზე მივდივართ ხალხოო. გაზაფხული სპეციალურად ავარჩიეთ. არც ცივა და არც ცხელა. კორეაშიც სასიამოვნო ტემპერატურა იქნება. ალბათ ყველას გგონიათ, რომ ახლა აეროპორტში ან ვინმე სიმპათიურ ბიჭთან მოვხვდებით. ან ვინმეს დავეჯახებით, ან უარესი ბარგი აგვერევა და ერთმანეთის ნახვა ისევ მოგვიწევს. მაგრამ არაფერიც. ჩემი ფანტაზია ყოველთვის უფრო მრვლფეროვანი იყო. ალბათ მიხვდებით, რომ ცოტა თავის ქება მიყვარს.
ძლივს ჩავაბარეთ ბარგი და თვითმფრინავში დავსხედით. სადაცაა უნდა ავფრინდეთ და უკვე პანიკური შეტევა დამეწყო.
-ვაიმე ლიზ მიშველე სუნთქვა მეკვრის, გული მიმდის, თვალები მეხუჭება.
-გოგო ნუ პანიკიორობ, დაწყნარდი და ღრმად ისუნთქე.
-ღრმად ვისუნთქო რა ორსულად კი არ ვარ და წ....ბი დავღვარე.
-ვაიმე ახლა იცოდე გავიკეთებ ყურსასმენებს და დაგტოვებ ისე.
-კაი ხო მიდი გისმენ. ალბათ ისევ გგონიათ, რომ გამოჩნდება ვინემ ქახრამანი (გმირი) ბიჭი და ამ ჩემი საამაყო დაქალის მაგივრად გადამარჩენს. მაგრამ ისევ ვერ მოგართვით.
როგორც იქნა ამ ჩემმა დაქალმა გარჯა-წვალებით დამამშვიდა და ჩემი პანიკური შტევა ჩააცხრო.
-აბა რომელი ფილმი ჩავრთოთ?
-მოდი პარაზიტი ერთად არ გვინახვს და მაგას ვუყუროთ.
-გეფიცები ისეთი მომზადებულები ვართ, ყველას შეშურდება ჩვენი. სეულში რომ ჩავფრინდებით შენ მერე ნახე ყველაფერი.
- აუუ ერთი სული მაქვს როდის ჩავალთ. მარა ეს გადაჯდომა მაგიჟებს. აეროპორტში მოგვიწევს 3 საათი ლოდინი.
-ეს პირდპირი რეისები აზიასთან ხომ ვერ გვაღირსეს რა. ჩვენც გვინდა დატკბობა, მაგრამ არ გვაცლიან.
-კაი მოდი ფილმი ჩავრთოთ.



მე დვბრუნდი და შეფასებებს ველი.



№1 სტუმარი Łįžį

Saintereso wasakitxia imedia gaagrdzeleb....
Erti suli maqvs eg dge dadges me rom mand waval ....
Da bts ert koncerts mainc daveswrebi...????????????????????????????????????????????????

Łįžį
Saintereso wasakitxia imedia gaagrdzeleb....
Erti suli maqvs eg dge dadges me rom mand waval ....
Da bts ert koncerts mainc daveswrebi...????????????????????????????????????????????????

Da tavebs tu gazrdi shesanishnavi iqneba....????????????????

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

აუუჰჰ საინტერესო იქნება კორეული თავგადასავალი, ვნახოთ როგო გაგრძელდება და წინა ისტორიებს არ აგრძელებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent