შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჯახება ზევსთან. (თავი 1)


14-01-2021, 13:00
ავტორი naattii
ნანახია 4 528

საოცრად დაღლილი გამოვიდა სკოლიდან ნინი, 5 გაკვეთილი ჩაატარა და ენას ვეღარ გრძნობდა პირში. ახლა ნახევარ საათში, სახლში მისვლაც უნდა მოესწრო, გამოცვლაც, ჭამა, მოწესრიგება და სამზე მოსწავლეები დაეწყო. რატომ იკლავდა ასე თავს რომ გეკითხათ ვერაფერს იტყოდა, უბრალოდ ვერ ჩერდებოდა, ის ენერგია რაც ორგანიზმში ჰქონდა აუცილებლად უნდა დაეხარჯა. წყნარად რა დააჯენდა. ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ნაცნობი ნომერი აკრიბა.
-გაპეყილ, ჰაუ არ იუუ?_იცოდა მეგობარი როგორ ვერ იტანდა ინგლისურს.
-ნინი ერთი დღე იქნება გცემ.
-გაპეყილი ვერ მცემ, დაიფუშე ჯერ.
-10 კვირის ვარ ადამიანო, რა დროს გაპეყილობაა.
-ჩემი ნათლული თავიდანვე გოლიათი უნდა იყოს_თითის აწევით დამოძღვრა ჯერ კიდევ არ დაბადებული.
-იმედია გოგო თუ იქნება მხოლოდ ძუძუებს არ დაანათლავ._ამოიხვნეშა ნათიამ და გიორგის მოგუდული სიცილი გაისმა ფონად.
-უჰ ამათ ენაცვალოთ ნინი დედა_თავმომწონედ დახედა მკერდს და პირდაპირ ცენტრალურ გზაზე ისე გავიდა ვერც კი შეამჩნია. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა პირდაპირ ფეხებთან რომ იგრძნო მანქანის ტორმუზი.
-ვაი.
-რა მოხდა?_ გამაყრუებელი სიგნალის ხმა ნათიასაც მისწვდა.
-პატრული დამეჯახა_გაოცებულმა დახედა ჯერ ფეხებს და შემდეგ საქარე მინაში მომზირალ უტეხ მზერას გაუსწორა თვალი.
-ქალბატონო, დაბრუნდით ტროტუარზე და დაგველოდეთ_თვალის დაუხამხამებლად და მზერის მოუშორებლად გამოაცხადა მიკროფონში და წამებში შეახტუნა ნინი. მალევე გააკეთა რაც უთხრეს და წამებში პატრულის თანამშრომელიც გადმოვიდა მანქანიდან.
-ღმერთოო, ავარიისთვის მადლობა რანაირად გითხრაა_თვალებ აციმციმებულმა ახედა სიმპათიურ ბიჭს და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა.
-რიგითი ქავთარაძე_გაეჯგიმა გოგოს და პირადობა მოსთხოვა.
-ღმერთო ჩემო, პირდაპირ ასაკს ნუ დახედავთ_თვალების ჟუჟუნით ახედა ბიჭს.
-ქალბატონო, თქვენ ქვეითთა მოძრაობის წესები დაარღვიეთ, ჯარიმა უნდა დაგიწეროთ.
-ჯარიმა?_ხასიათი წაუხდა ნინის.
-თქვენი სახელი ყმაწვილო?
-ვაჩე_თავი დაუკრა ბიჭმა
-ვაჩიკო, სხვანაირად მოვრიგდეთ, ისე, ორივეს რომ გვაწყობდეს, მაგალითად რაც ჯარიმაში უნდა გადავიხადო კაფეში დავტოვოთ ყავისთვის_კიდევ ერთხელ ჩაუჟუჟუნა თვალები ბიჭს.
-თქვენ ახლა საპატრულო ეკიპაჟის მოსყიდვას ცდილობთ, რაც კანონით ისჯება, ეს თქვენ გაორმაგებული ჯარიმა, გადასახდელად 30 დღე გაქვთ ქალბატონო ნინო_თვალი ჩაუკრა ნირ წამხდარ გოგოს და ჯარიმის ფურცელი პირადობასთან ერთად ხელში ჩაუკუჭა.
-ასეთი თავხედი და ასეთი სიმპატიური, ოი მამაჩკიიი _ჯარიმის ფურცელი დაიფრიალა და მიმოიხედა რომ გაეგო სად იყო და გზა გაეგრძელებინა.

ქვითრის ფრიალით შეაღო სახლის კარები რაღაც რომ მიეჯახა მთელს სხეულზე წამში და ლამის მთლიანად დაასველა.
-წარღვნაა?_გაკვირვებულმა დახედა ჩახუტებულ გოგოს.
-წარღვნა კიარა, მოვკვდით შვილო ნერვიულობით_აწითლებული გამოვარდა ნინის დედაც.
-ნათია რა ჯანდაბა გატირებს?_ახლა უკვე გაბრაზებულმა დახედა ორსულს.
-გული გამისკდა, დამეჯახნენო და აღარ გვიპასუხე მობილურზე, მეთქი დაშავდათქო_ხმაურით მოიწმინდა ცხვირი.
-გაგიჟდი გოგო? ასე ტირილი შეიძლება შენთვის?
-შეგეძლო უბრალოდ ამ საჯანდაბე ტელეფონისთვის გეპასუხა, ნახევარი საათია გაუჩერებლად ტირის_დამშვიდებული გიორგი უკვე წარბ შეკრული უყურებდა საღ სალამათს.
-კარგით ხალხო რა გამომიგლოვეთ, აქ ვდგავარ ჩემი გოგოებიც მშვენივრად არიან და იმ დამპალი სიმპატიურის გამო მოსწავლეებამდე ჭამას ვერ ვასწრებ_მოღუშულმა მიაგდო ჩანთა.
-ვინ სიმპატიური?
-დამპალი ვინაა?_ერთად იკითხა სამივემ
-ზევსი ჩამობრძანდა პირდაპირ ზემოდან და რატომღაც პატრულის თანამშრომლობა გადაწყვიტა_ისევ დაინიავა ქვითარი ხელში და მინაბული თვალებით გამოაღო კარები. მოსწავლეები უკვე მოსულიყვნენ ......

მხიარულად ჩაატარა გაკვეთილბი და ლამის მგელივით მშიერი მიახტა მაცივარს. თუ რამე საჭმელი იპოვა ყველაფერი მაგიდაზე გადმოალაგა და დანაყრებას შეუდგა. უკვე თითქმის ამთავრებდა ზემოდან მტვრევა-ლეწვის ხმა რომ გაისმა.
-დედიკო, ხომ კარგად ხარ_ოთახში შემოვარდა დალი
-მე კი დედა, აი მაია არა_ხელი აიშვირა ზედა სართულზე
-საცოდავი გოგო_თავი გადააქნია ქალმა.
-აი დედა არ მესმის, რატომ უჩერდება, რატომ არ ეყრება, თავს რატომ აკლავს_ხელების შლა დაიწყო ნინიმ.
-მაგას ვერავინ გაიგებს დე, შეიძლება ეშინია_მხრები აიჩეჩა ქალმა და ტელვიზორს მიუბრუნდა.
-ასე გულგრილები როგორ ვართ ღმერთო, იქნებ მოკლა უკვე_გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და კარისკენ გაემართა.
-ნინი, რას აკეთებ_გვიან მიხვდა დალი ქალიშვილის გეგმას.
-პატრული გამოიძახე_კარებში გასვლისას მხოლოდ ეს დაიძახა და კარის მიიხურა. მაშინვე სტაცა ხელი დალიმ მობილურს და სამი ციფრი ცოცხლად აკრიბა.

მტკიცე ნაბიჯებით ავიდა ზედა სართულზე ნინი და მონდომებით დააბრახუნა მეზობლის კარზე. ცოტა ხანში გაისმა კიდევაც კარის გაღების ხმა და აწითლებული თვალებით გამოჩნდა მაია.
-ნინი...
-მაი როგორ ხარ? დაზიანებები ხომ არ გაქვს?_წამში მოათვალიერა ქალის სხეული.
-არა, არა კარგად ვარ, წადი გთხოვ_ისევ ამოიტირა ქალმა.
-ვინ ჯანდაბაა ქალო ამ შუაღამეს_შიდა ოთახიდან გაისმა კაცის მთვრალი ხმა.
-არ გინდა_დაღებული პირით გააჩუმა ნინი.
-არ მინდა კიარა_გამწარებულმა გაწია ქალი გვერდით და კარგად გამომთვრალ კაცს დაუდგა წინ. -შენ თავი ვინ გგონია?
-ეს ვინ ჩემი ფეხებია?_სიცილით გადახედა გვერდით ატუზულ ცოლს
-შენი ქვედა მეზობელი ნაბი*ვარო.
-მერე?_უკვე ფეხზე წამოიმართა კაცი და ერთი თავით გაასწრო ნინის სიმაღლეში.
-მერე ის, რომ გაიგე ეს ქალი ცოლია შენი და არა მონა, გასაგებია? მთელ ბინას ესმის ამ საცოდავის ღნვილი, როგორ არ გცხვენია?_წარბებს არ ხსნიდა მასწავლებელი.
-და მერე სად არიან? რაღაცა შენს მეტს აქ ვერავის ვხედავ, შემთხვევით საძინებლიდანაც ხომ არ ჩამოგდის ხმები და იმისთვის ხომ არ ამოსულხარ? შენც ხომ არ მოგინდა?_დამცინავი ღიმილით მიუახლოვდა გოგოს და სავსე მკერდის დანახვაზე ქვედა ტუჩი ენით დაისველა.
-ფუ შენი ...._მუშტი მოიქნია ნინიმ და აუწითლა კიდევაც კაცს მარჯვენა ლოყა.
-ახლა კი მოგი...._საპასუხო დარტყმა უნდა მიეღო ოთახში ფორმიანების ხმა რომ გაისმა.
-თქვენ ადგილას მაგას არ ვიზამდი_ნაცნობი ხმა მოხვდა ნინის ყურს და უკან გახედილს წარბ შეკრული ვაჩე დახვდა. მაინც როგორ უხდებოდა ეს ფორმა.

-აგვიხსნის ვინმე რა ხდება?_ბლოკნოტი ქონდა მის მეწყვილეს უკვე მომარჯვებული.
-ამ აყროლებულ არამზადას ვუჩივი ოჯახური ძალადობისთვის_კაცისკენ გაიშვირა ნინიმ ხელი.
-მე კი მას ფიზიკური შეურაცხყოფისთვის_გამარჯვებული ღიმილით მიიშვირა საჩვენებელი თითი აწითლებულ ლოყაზე.
-ფუ შე არაკაცო_ისევ გაქანება უნდოდა ნინის ვაჩეს ხელებმა რომ შებოჭა.
-ჩვენი თანდასწრებით მაინც გაჩერდი_მობეზრებული სახით გადაატრიალა თვალები ბიჭმა და გაშეშებული ნინი უკან დააბრუნა.
-რადგან ასეა საქმე, ყველანი განყოფილებაში_ომახიანად დაიძახა მეორემ და ხელი კარებისკენ გაიშვირა.
სამივე პატრულის თანხლებით ჩამოდიოდა კიბეებზე თვალებ გაფართოებული დალი რომ გამოჩნდა.
-რა ხდება დედიკო ადვოკატი დაგვჭირდება?
-რა ადვოკატი დედა, ნუ გადამრევ, რომელი მკვლელი ან რეციდივისტი მე მნახე_ამოიბუზღუნა ნინიმ და გაიგონა კიდევაც უკნიდან ვაჩეს ჩაცინება.
-აბა რა ხდება?
-ჩვენებას ჩამოვართმევთ ქალბატონო და უკანვე დავაბრუნებთ_ზრდილობიანად დაუკრა ვაჩემ ქალს თავი და გავიდნენ ბინიდან.
განყოფილებამდე ყველა ჩუმად იყო, მაია თითქოს ხმადაბლა სლუკუნებდა და მხოლოდ მისი ტირილის ხმა არღვევდა სიჩუმეს.
ქალაქში უკვე დაეკიდებინათ საახალწლო განათებები და ნამდვილად იგრძნობდი ახალი წლის მოახლოებას. რა გახდა ერთი თოვლი იქნებოდეს 31-ში გონებაში გაიფიქრა ნინიმ და სცენის წარმოდგენისას გაეღიმა ამ განათების ფონზე რა ლამაზი იქნებოდა ფიფქების ცვენა. არ გაუგია როგორ ჩუმად აკვირდებოდა წინიდან ვაჩე.


-------------------------------------------
ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია ისევ თქვენთან დაბრუნება <3 ეს მათთვის ვინც ნინის ისტორიას მთხოვდა <3



№1 სტუმარი maco maco

ვაიჰ დაგვიბრუნდიიი :)

 


№2  offline წევრი OKI ME

თუ მჯეროდეეს ❤️❤️ როგორ გამახარეე, ახალი ისტორიით ❤️
ნუთუ, ნინის მეგობარი ნათია და გიორგი, ის ნათია და გიორგი არიან, მე რომ ძალიან შემიყვარდა? მითხარი, რომ ისინი არიან წინა ისტორიდან (როცა სიყვარული მარტივია). ❤️
არა თან მახსოვს, წინა ისტორიის წერის დროს ამბობდი ნინის, ბიჭი რომ ყავს მოსატაცებელი. ჰოდა რაღაც დაპირების მსგავსი მახსოვს. :დდ დავიჯერო, ეს ის ნინია და ნათია და გიორგი ის ნათია და გიორგი? დავიჯერო რა პრინციპში უკვე დავიჯერე :დდდ

აი ძაან, მომეწონა ❤️ უუჰ, წინ რა მელოდება წარმოვიდგინე უკვე. მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️❤️

 


№3  offline მოდერი naattii

maco maco
ვაიჰ დაგვიბრუნდიიი :)

მეც არ მჯერა ბოლომდე :D

Megioki
თუ მჯეროდეეს ❤️❤️ როგორ გამახარეე, ახალი ისტორიით ❤️
ნუთუ, ნინის მეგობარი ნათია და გიორგი, ის ნათია და გიორგი არიან, მე რომ ძალიან შემიყვარდა? მითხარი, რომ ისინი არიან წინა ისტორიდან (როცა სიყვარული მარტივია). ❤️
არა თან მახსოვს, წინა ისტორიის წერის დროს ამბობდი ნინის, ბიჭი რომ ყავს მოსატაცებელი. ჰოდა რაღაც დაპირების მსგავსი მახსოვს. :დდ დავიჯერო, ეს ის ნინია და ნათია და გიორგი ის ნათია და გიორგი? დავიჯერო რა პრინციპში უკვე დავიჯერე :დდდ

აი ძაან, მომეწონა ❤️ უუჰ, წინ რა მელოდება წარმოვიდგინე უკვე. მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️❤️

ნამდვილად ეგ არის :D სწორედ ის ნინია, ის ნათია და ის გიორგი :D

 


№4  offline წევრი OKI ME

აუუ, როგორ გამახარეე ❤️❤️ წარმატებებს და მალე ახალი თავით დაბრუნებას გისურვებ :დდ

 


№5  offline წევრი A.N.A

ვინ დაბრუნებულააა
როგორ გამახარე არც კი იცი. ❣️
უკვე საინტერესოა ნინის ისტორია. მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. ❣️

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აი ნინის ამბავი მართლა სასწაული გაკოვა, გიჟი გადარეული გოგო ეს და ასეთივებგიჟური ისტორია გველოდება ალბათ, ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ანი

რას ხედავს ჩემი თვალები ^-^ :დ
გიჟი ნინიკოოოო..
იცოდე ამას თავის სატრფო არ მოუტაციაა არ ვიცი რას ვუზამ :დ :დ :დ

გელიიიი

უზომოდ მიხარია შენი დაბრუნება ^-^

პ.ს "ოი მამაჩკიიი" ამოვყირავდი :დ :დ

 


თუ მჯეროდეს :) დასაწყისი ხომ საინტერესო აქვს და გაგრძელებას დაველოდები, უფრო სწორად ერთ ეპიზოდს რომლის დიდი მოლოდინი მაქვს ❤
პ.ს. გილოცავ შობა-ახალ წელს❤

 


№9 სტუმარი სტტ

ვაიმეე! ძალიან გამიხარდა რომ დაბრუნდიი!!! დასაწყისი საოცრად მომეწონაა. ველი შემდეგსს მოუთმენლად❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიამი

ერთი ვაჩე რა მადლი იქნებოდა ჩემი ლოთი მეზობლისთვის და ჩემთვისაც.უუფ.
პ.ს.გამიხᲐრდი❤

 


№11  offline მოდერი naattii

Megioki
აუუ, როგორ გამახარეე ❤️❤️ წარმატებებს და მალე ახალი თავით დაბრუნებას გისურვებ :დდ

მადლობაა ❤️❤️

A.N.A
ვინ დაბრუნებულააა
როგორ გამახარე არც კი იცი. ❣️
უკვე საინტერესოა ნინის ისტორია. მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. ❣️

აუცილებლად იქნება რომ გვიყვარს ისეთი ❤️

ablabudaa
აი ნინის ამბავი მართლა სასწაული გაკოვა, გიჟი გადარეული გოგო ეს და ასეთივებგიჟური ისტორია გველოდება ალბათ, ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️

კი სიგიჟეების ნაკლებობა არ გველის :D

სტუმარი ანი
რას ხედავს ჩემი თვალები ^-^ :დ
გიჟი ნინიკოოოო..
იცოდე ამას თავის სატრფო არ მოუტაციაა არ ვიცი რას ვუზამ :დ :დ :დ

გელიიიი

უზომოდ მიხარია შენი დაბრუნება ^-^

პ.ს "ოი მამაჩკიიი" ამოვყირავდი :დ :დ

მეც მახსოვს მოტაცების პირობა :D

რუსკიმარუსია
თუ მჯეროდეს :) დასაწყისი ხომ საინტერესო აქვს და გაგრძელებას დაველოდები, უფრო სწორად ერთ ეპიზოდს რომლის დიდი მოლოდინი მაქვს ❤
პ.ს. გილოცავ შობა-ახალ წელს❤

როგორ გელოდი ❤️

სტტ
ვაიმეე! ძალიან გამიხარდა რომ დაბრუნდიი!!! დასაწყისი საოცრად მომეწონაა. ველი შემდეგსს მოუთმენლად❤️❤️

მალე იქნება ❤️

სტუმარი მარიამი
ერთი ვაჩე რა მადლი იქნებოდა ჩემი ლოთი მეზობლისთვის და ჩემთვისაც.უუფ.
პ.ს.გამიხᲐრდი❤

ვაჩე მემგონი ყველასთვის მადლი იქნებოდა :D ❤️

 


№12  offline წევრი 《Sunshine》

ვაუ ეს ისტორია უკვე მომწონს <3

 


№13 სტუმარი ანუ

როდის დადებ

 


№14  offline წევრი ხ_ა_თ_ო

ესეიგი მაინც ისრულებს ოცნებას ნინია და იტაცებს ბიჭს? ???? ????მიხარია რომისევ გამოჩნდიშენი ისტორიით ❤

 


№15  offline წევრი ირო

აუ რა თავგადასავალი მელის,ვერ მოვითმინე დასასრულამდე და შევუდექი კითხვას.

 


№16  offline წევრი sofi_sofiaa13

როგორრრრ მიხააარია
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent