Him and I ( თავი 15)
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ? -მოგენატრე?-ცინიზმით იკითხა ჰარიმ -რა ჯანდაბას აკეთებთქო-გაუმეორა ანამ კითხვა -მოგენატრეთქო?-და ნელ-ნელა ანასკენ მიიწევდა მაგრამ თან ჩერდებოდა და არ ჩქარობდა. ანა კი უკან იხევდა -არ მომიახლოვდე ჰარი სტაილს-თითი გაუშვირა ანამ -თუ გინდა იყვირე შენი სანდრინიო ვერ გადაგარჩენს არ სცალია შენთვის -ეგ რას ნიშნავს?-დაფიქრდა შემდეგ გაახსენდა დაცვა და მიხვდა ჰარის მოწყობილი რომ იყო-არამზადა ხარ, გული მერევა რომ გიყურებ -ოჰ ანა არადა გულის სიღრმეში შენც როგორ გინდივარ -ოცნებებში წახვედი ძალიან-ცდილობდა დრო გაეწელა იქნებ ვინმე მოსულიყო, ჰარი კი ნელ-ნელა უახლოვდებოდა უცებ ლარნაკი აიღო და დაუყვირა -არ მომიახლოვდე თორემ...-შეაწყვეტინა -თორემ რას იზამ?დაწყნარდი ვიცი რომ შენც გინდა ანუშკი და თავს პატიოსნად ნუ მაჩვენებ, მარტო ჩვენ ვართ, შეგიძლია არ შეგრცხვეს-თქვა და მისკენ წაიღო ხელი, როცა ანამ ლარნაკი მოიქნია, მაგრამ დაიჭირა და ძირს დააგდო, ნამსხვრევები მთელს ოთახში მიმოიფანტა. ანას ხელი მოკიდა და ლოგინზე დააგდო უცებ ანამ ტელეფონს სტაცა ხელი და სანდროს ნომერზე უნდა დაერეკა, როცა ჰარიმ გამოგლიჯა ხელიდან, არც შეუხედავს შემთხვევით თავად დააჭირა, ყურადღება აღარ მიაქცია და ძირს დააგდო -შე კ***ა რამდენს ბედავ თუ ხვდები -წადი შენი-თქვა და საწოლიდან გადაძვრადა კარებთან მიირბინა საკეტი გადაატრიალა,თუმცა ჰარი დაეწია და ისევ უკან დააბრუნა *ამ დროს სანდროსთან* -უკაცრავად ნორმალურად შეგიძლიათ ამიხსნათ რა საბუთებზეა საუბარი?-შეაწყვეტინა დაცვას და მენეჯერს კამათი როცა ტელეფონმა დარეკა-ანა?- წარმოთქვა ხმადაბლა და უნდა აეღო როცა შეაჩერეს -შეგიძლიათ მერე უპასუხოთ?-ანერვიულდა ორივე, ამაზე სანდრო დაეჭვდა -ორი წუთი მადროვეთ-უპასუხა -გისმენ ანა -შე კ***ა რამდენს ბედავ თუ ხვდები-მოესმა ჰარის ხმა-წადი შენი-ანას ხმის გაგონებაზე ყველაფერი ნათელი გახდა, თუ რას ცდილობდნენ ეს ორიც და ჰარის ამბებიც ამოუტივტივდა -თქვენიიი-დაიყვირა სანდრომ და იქაურობას მოშორდაა, ლიფტსაც არ დაელოდა ისე აირბინა კიბეები *ანასთან* -გამიშვი-ყვიროდა ანა და უკვე ცრემლები მოსდიოდა როცა ხვდებოდა რა მოხდებოდა, ჰარიმ ლოგინზე დააგდო და პირზე ხელი ააფარა, რომ არ ეყვირა ამ დროს სანდრომ შემოგლიჯა კარები გიჟივით და რომ დაინახა ეს ყველაფერი სისხლი გაეყინაა და ეგრევე ჰარის მივარდა -ნაბი*ვარო-დაუღიალა, ანას მოაშორა და სახეში მუშტი უთავაზა-როგორ ბედავ და ეხები შენიიი-არ ეშვებოდა და რაც ბრაზი ქონდა ანთხევდა -სანდრო ასე მოკლავ-ტიროდა ანა და სანდროს ამშვიდებდა, ამდროს ანდრო მოვიდა -რა ხდება აქ-თქვა და გასაშველებლად მივარდა. ანამ ანდრო რომ ნახა იფიქრა მორჩა ყველაფერიო, მაგრამ როცა გაახსენდა რა შეიძლება მომხდარიყო სანდრო რომ არა, ძალაგამოცლილი იქვე ჩაიკეცა და გონება დაკარგა... ამის დანახვაზე სანდრო მივარდა, ჰარიმ დრო იხელთა და იქედან აორთქლდა ანდროც მასთან მივიდა -ანა? რამოხდაა?რამოუვიდა?-გაკვირვებას ვერ მალავდა ანდრო. სანდრომ ხელში აიყვანა და ლოგინზე დააწვინა -წყალი მომაწოდე-არც კი გაუხედავს ისე უთხრა სანდრომ, ანას სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული. მანაც მიაწოდა ხელი დაისველა და სახეზე და შუბლზე დაადო სველი ხელი -ანა გთხოვ გონზე მოდი-ეხვერწებოდა სანდრო მაგრამ რეაგირება არ ჰქონდა-საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ-თქვა და ხელში აიყვანა -წამოდი, გასაღები სად გაქვს? მარტო შენ ხარ მანქანით-თქვა ანდრომ, სანდრომ ანიშნა რომ მაგიდაზე იდო,მანაც აიღო და უკან გაყვა. გზად მარიამი შეხვდათ -ვაიმეე, ანაა, რა მოუვიდაა?-აკივლდა გოგონა და მათ უკან გაყვა, მარიამმა უკანა კარი გაუღო და თავად წინ დასხდნენ -რამოხდაა ტოო არ მეტყვი? რა ჭირს არ გამაგიჟო-ისევ იკითხა ანდრომ გაბრაზებულმა თან მანქანას მართავდა -ნაბი*ვარი ჰარიი... ანას გაუპატიურება სცადა -რააააა?-დაიღრიალა ანდრომ -ვაიმეეე-შოკში იყო მარიამიც ამასობაში საავადმყოფოშიც მივიდნენ... ანას სინჯავდნენ ისინი კი გარეთ უცდიდნენ -ჯანდაბა მაშინ უნდა ჩავძიებულიყავი პირველად რომ ასე ატირებული ვნახე ანა ჰარის ლექციის შემდეგ-თქვა ანდრომ -მოიცა ეს როდის იყო?-იკითხა სანდრომ -ახალი საგანი დაგვემატა და ამ ჰარისთან მოხვდა, არუნდოდა ანას მაგრამ მოუწია და პირველივე დღეს რაღაც კომფლიკტი მოუვიდა ჩვენ ასე გვითხრა -ჯანდაბა ტბასთან ამ ჰარიზე იყო საუბარი-თქვა სანდრომ და მუშტი კედელს მიარტყა -რა ტბასთან? რა საუბარი?-ჩაეძია ანდრო, სანდრომაც მოუყვა რაც მოხდა იქ, ამდროს ექიმიც გამოვიდა -როგორაა ანა?-მივარდა სანდრო ექიმს -კარგადაა დასვენება სჭირდება და სიმშვიდე -შეიძლება ვნახოთ?-იკითხა ანდრომ -კი საბუთებს მოვაწესრიგებთ და გავწერთ თან -მადლობა-უთხრა მარიამმა და ანასთან შევიდნენ -ანა კარგად ხარ?-ჰკითხა მზრუნველი ხმით სანდრომ -კარგად ვარ -როგორ შეგვაშინე ჩემო გოგო-უთხრა ანდრომ და შუბლზე აკოცა -ჰარი თავისას მიიღებს გპირდები-თქვა სანდრომ მაგრამ ანამ შეაწყვეტინა -არ გვინდა მასზე საუბარი სანდრო, ახლა არა-თქვა და თვალები დახუჭა -კარგი-ამასობაში ექიმიც შემოვიდა და გაწერა. იქედან სასტუმროში მივიდნენ -თქვენ აქ იყავით ბარგს ჩამოვიტანთ და დაბრუნდებთ სახლში-უთხრა ანდრომ -კარგი- დაეთანხმა მარიამი და ორივე ზევით ავიდნენ... -ჰეი აქ რას აკეთებთ?-თავზე დაადგა ნინი -ახლა არა ნინი შეგვეშვი-უთხრა მარიამმა -რა ხდება მოკვდა ვინმე?ეს ხმას რატომ არ იღებს, მის მწარე პასუხს ველოდი -შენ მოკვდები თუ არ გაივლი-დაუყვირა ანამ -ნერვები გიმტყუნებს ანა მალე, გეტყობა ქეთის ამბავი რომ ვერ გადაიტანე -ქეთის შესახებ სიტყვის თქმა არ გაბედო გადმოსვლას აპირებდა როცა სანდრო და ანდრო მოვიდნენ და გაჩერდა -ნინი მშვიდობა გაქვს?-უთხრა ანდრომ -ჰეი ბიჭებო თქვენი გოგოები დანერვოზებულები არიან და ჯობია უმკურნალოთ -სამკურნალო ჩვენს შორის მხოლოდ შენ ხარ-თქვა ანდრომ გაიცინა და სანდრო და მარიამიც აყვა ანა კი მიბრუნდა და ისევ ჩუმად დაჯდა... ორივემ ბარგი ჩაალაგეს და ადგილები დაიკავეს -სად მიდიხართ? -სახლში ვბრუნდებით და თუ გვიკითხეს გადაეცი ყოველგვარი რედაქტირებების გარეშე-თვალი ჩაუკრა და მანქანა ადგილს მოსწყდა მთელი გზა ხმა არამოუღია ანას, რამეს რომ ჰკითხავდნენ მოკლედ უპასუხებდა და ისევ გზას გაჰყურებდა...ჯერ მარიამი დასვეს თავის სახლში შემდეგ კი სამივე დაბრუნდა. ბარგი გადმოალაგეს და სახლში შევიდნენ -ჰეი ჩამოხვედით?-შეეგება ნიკა და ანას გადაეხვია, ანამ ნაძალადევად გაუღიმა -არა გზაში ვართ-მიაძახა უკნიდან ანდრომ -რა გჭირს ანუშკი-მისი სახე ხელებში მოიქცია მიხვდა რომ რაღაც რიგზე არ იყო -არაფერი გადავიღალე ნიკა-უთხრა და გვერდი აუარა შემდეგ ირაკლიც შეეგება და ჩაიხუდა დაიკო -ანა-დაიწყო ირაკლიმ -დაღლილი ვარ იკა ხვალ ვისაუბროთ-ეს უთხრა და ზევით ავიდა იქ კი იოანე და ქეთი შეხვდნენ -ანაა-დაიყვირა ქეთიმ და მისკენ წავიდა ჩასახუტებლად-როგორ მომენატრე -მეც ქეთუს-შემდეგ იოანეს გადაეხვია -როგორ ხარ?-კითხრა იოანემ -არამიშავს თქვენ? -მშვენივრად ჩვენ რა გვიჭირს -დაღლილი ვარ და ხვალ ვისაუბროთ კაი? -რაღაც მოხდა ხომასეა?-კითხა ქეთიმ, მან არაფერი უპასუხა და ცრელები მოადგა -ანაა რამოხდა?-კითხა იოანემ -ხვალ ვისაუბროთ-თქვა და ოთახში შევიდა...ქეთი და იოანე ქვევით ჩავიდნენ -ჰეიი ქეთინოო-შესძახა ანდრომ, იცოდა რომ არ მოსწონდა ასე როცა ეძახდა -ანდროო მოგხვდება ღლაბუცობისთვის-უთხრა ქეთიმ და მეგობარს ჩაეხუტა -როგორ ხარ? -კარგად თქვენ?-თქვა ქეთიმ და სანდროზეც ანიშნა -არ გვკითხო-თქვა სანდრომ და დივანზე დაჯდა -ასე ადრე რატომ ჩამოხვედით არ გელოდებოდით რა მოხდა?-იკითხა ირაკლიმ -ჯობია დავსხდეთ-თქვა ანდრომ და ყველანი მოკალათდნენ ანდრომ დაიწყო ყველაფრის მოყოლა დეტალურად ჯერ აუდიტორიის ამბები ყველას გაკვირვებული სახე ჰქონდა ქეთის გარდა -ამის დედაც მოვკლაავ მაგ ნა******ს-დაიღრიალა ირაკლიმ -ქეთი შენ რატომ არ გაგიკვირდადა?-კითხა ანდრომ -როგორ არ გამიკვირდა?-გაიოცა ქეთიმ -იცოდი და არ გვითხარი?-ჩაერთო ნიკაც, მიხვდა დამალვას აზრი არ ქონდა და აღიარა -ვიცოდი ჰო მთხოვა არ მეთქვა -ოხ ქეთი-თქვა ირაკლიმ-განაგრძეთ დროზეე განაგრძო, სასტუმროს ამბებიც მოუყვა, ყველაფერი რომ დაასრულა ყველანი გაოცენულები იყვნენ -მაგის დედაც მისამართი მითხარით დროზე სადარის-წამოფრინდა ირაკლი -ჯერ ბათუმში არიან არ ჩამოვიდნონენ დაწყნარდი კარგად მოხვდა სანდროსგან-უთხრა ანდრომ შემდეგ ირაკლი ადგა და მაღლა წასვლა დააპირა -სად მიდიხარ?-კითხრა სანდრომ და ხელით გააჩერა -შენ გკითხავ სად წავალ-თქვა და მოიშორა -დაისვენოს ამსაღამოს და ხვალ დაველაპააკოთ იკა-უთხრა ქეთიმ -შენ ჩუმად იჯექი მანდ-მკაცრად უთხრა ირაკლიმ -ქეთიმ რა იცოდა რომ ასე მოხდებოდა-ჩაერია იოანე -უნდა გეთქვა ყველაფრის და მიუხედავად იქ არ გავუშვებდით მაინც რო გვცოდნოდა-თქვა ნიკამ -ესეიგი მე ვარ დამნაშავე ამ ყველაფერში?-წამოხტა ქეთი, იოანემ ხელი მოკიდა რომ დაემშვიდებინა მაგრამ არჩერდებოდა-თქვენზე ნაკლებად არ მიყვარს ანა და რომცოდნოდა ასეთი რამ მოხდებოდა თქვენზე ადრე მე შევაჩერებდი და არ გავუშვებდი-ტირილი დაიწყო და ზევით გაიქცა -ქეთი-ხმადაბლა თქვა ირაკლიმ-ეს არ მიგულისხმია -შეეშვი დამშვიდდება-უთხრა ნიკამ -გავყვები-თქვა იოანემ და ქეთის უკან გაყვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.