შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჯახება ზევსთან. (თავი 3)


18-01-2021, 19:23
ავტორი naattii
ნანახია 3 121

ნინი გონს უკვე პალატაში მოვიდა, როგორ ვერ იტანდა ამ ადგილს, ისიც ეყოფოდა დედამისი ნახევარ ცხოვრებას ამ კედლებში რომ ატარებდა. მიმოიხედა და მაშინვე დაინახა წარბ შეკრული ნათია.
-შენ მაინც რა გინდა აქ?
-ოჰ, მადლობთ, შეფასება მაგარია, არ უნდა მცოდნოდა? შენმა ზევსმა დამირეკა.
-ზევსმა? ვაჩეემ?_თვალები გაუდიდდა ნინის. -საიდან გაიგო?
-მან გიპოვა_მხრები აიჩეჩა გოგომ -ხო ასე დამაბარა სააბაზანოს კარი გასაკეთებელი მექნება, ბოდიშიო.
-დაგაბარა? წავიდა ხო? დამპალი, არც დაელოდა ჩემ გაღვიძებას_ცხვირი აიბზუა გოგომ.
-დაგელოდა შენც ახლა მისი საცოლე ან შეყვარებული არ იყო_ენა გადმოუყო ისედა გაბრაზბულ გოგოს. -ისე, რას გერჩი გემოვნება გაქ, მართლა ღმერთკაცია_ლამის დასტვენას აპირებდა ნათია, ქმარი რომ წამოადგა თავზე.
-ჰმ, ჰმ_ჩაახველა ცოლის თავთან გიორგიმ და ნინი უკვე სიცილისგან ბჟირდებოდა.
-არა, ძვირფასო, შენ ჩემი ღმერთკაციც ხარ, ზევსიც, მთვარეც და მზეც, ნახე შვილსაც კი გიჩენ_დარწმუნებით დააქნია თავი და ქმრის სახეზე თავი რომ ვერ შეიკავა ნინისთან ერთად ორ ხმაში გააგრძელეს კისკისი.

-რატომ არ მომიყევი ვინმეს თუ დაუპირისპირდი_სერიოზული სახით ჩამოუჯდა საწოლზე ნათია მეგობარს. გიორგი გასულიყო და ახლა წყნარად საუბრის საშუალება ქონამ.
-ხოდა მეტი ეკუთვნის აწი რაც მოუვა_გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ნინიმ და საწოლიდან წამოდგა რომ ჩაეცვა.
იმ ღამით ნათიასთან დარჩა, იგივე თემაზე ბევრი აღარ უსაუბრიათ, ერთი ადგილის ტკეპნას რა მნიშვნელობა ქონდა. მთავარი არ იცვლებოდა. ქალმა ჩვენების მიცემას სახლში ჯდომა და საფრთხეში ყოფნა ამჯობინა.

-სკოლაში წაგიყვანოთ ხო შენც?_ მანქანისკენ წასული ლაპარაკობდა გიორგი.
-კი, თუმცა აღარ, ნაცნობი მძღოლი დავინახე_თვალი ჩაუკრა სიძეს და მოპირდაპირე მხარეს მიმავალი მანქანისკენ გაახედა.
-იმდენი არ ქნა იზოლატორიდან გამოსაყვანი რომ იყო_სიცილი აუტყდა ნათიას
-და პირველივე ჯერზე ნუ დააფიცებინებ_სიცილით დაუქნია ხელი გიორგიმ დამშვიდობების მიზნით.
ისედაც დეკოლტე ეცვა, თუმცა გზაზე გადასვლისას უფრო ჩამოიწია, მკერდი უფრო ააფუმფულა და ლამის ისე გაიარა ზებრაზე თითქოს ტროტუარზე რომელიმე სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელი უცდიდა. ჰოლივუდის ვარსკვლავივით დაიკოფსა სათვალე და რეაქციას დაელოდა. დიდხანს არც დაჭირვებია.
-ნინი?_გაკვირვებული ხმა გაისმა მანქანიდან.
-ვაჩე? აქ საიდან? რაღაც ხშირად ვემთხვევით ამ ბოლო დროს_სათვალე მოხსნილმა მაცდურად გაუღიმა შეღებილი თვალებით და სულაც არ აცადა ბიჭს გონზე მოსვლა ისე დაეყრდნო მისი მხრიდან ფანჯარას და ლამის თავზე დაალაგა თავისი საამაყო სიმდიდრეები.
-ხო, კიარადა არა, ჯანდაბა... უბრალოდ ვცდილობთ ყველგან ვიყოთ_თავი მოიქექა ბიჭმა და მთელი გულით ეცადა მკერდისთვის თვალი აერიდებინა. უკვე სუნთქვა უჭირდა სიცილისგან გოგას.
-უი მწვანე ანთებულა_შუქნიშანზე ჯერ კიდევ გზაზე ჩახერგილს უთხრა და გაისმა კიდევაც უკნიდან სიგნალის ხმები. გზა პატრულის მანქანას უნებურად გადაეკეტა.
-ჯანდაბა, დაჯექი წაგიყვანთ_უკან მიიხედა ვაჩემ და საჭეს დაუბრუნა ხელები.
-ხოო, მაგარ სანახაობას მოვაწყობ სკოლაში პატრულის მანქანით მისული, მადლობთ არ მინდა, მომავალ დამთხვევამდე_თვალი ჩაუკრა ბიჭს და მელოდიური სიცილით მოშორდა მანქანას.
-გააღწევ თუ გამოგიწერო ჯარიმა_სიცილის შეწყვეტას ცდილობდა გოგა.
-ა, უი ხო_სწრაფად მიაჭირა გაზს ფეხი დაბნეულმა.
-რა მაგრად დაგენ*რააა_ხარხარის მეორე ტალღამ დაარტყა მეწყვილეს და კარგა ხანი ვეღარც გაჩერდა.


მთელი კვირა წიგნებს ვეღარ მოშორდა ნინი, არც ნათია და არც სხვა რომელიმე მეგობარი უნახავს. თავისთვის იჯდა და ან მასწავლებლობის საფეხურის ამაღლებისთვის მეცადინეობდა, ან გაკვეთილების გეგმას ადგენდა სკოლისთვის. უკვე კარგად დაბნელებული იყო კუჭმა რომ შეახსენა თავი. დალის გარეშე როგორც ყოველთვის მშიერი დარჩებოდა, რომ არა ბინის ქვეშ მაღაზია საცხობით. თბილი ბაჩუჩები ბოტასებით შეცვალა და საფულით ხელში დაეშვა კიბეებზე. გზაში დრო ქონდა დაფიქრებულიყო, სახლის გატეხვიდან მთელი კვირა გავიდა და არავის არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, ვაჩე საერთოდ არ გამოჩენილა, გამომძიებელი არც კი უნახავს, ისიც არ იცოდა საერთოდ გადაეცა თუ არა საქმე. მხოლოდ ერთხელ დაურეკეს ისიც იმის სათქმელად, რომ ვერანაირი ანაბეჭდი ბინაში ვერ იპოვეს. როგორც ჩანდა ეს საქმეც სხვების მსგავსად ისე ჩაიფარცხებოდა, დამნაშავეებს ვერავინ დაიჭერდა. კარგი იქნებოდა ღმერთკაცი კიდევ ერთხელ ენახა, მაგრამ დამთხვევა აღარ მომხდარა და არც ნინი აპირებდა პირდაპირ მივარდნოდა ბიჭს.
-თამილა დეიდა, ბელგიური ვაფლები მომე, ესეც ნუტელა და ნაყინი, ბანანიც დამჭირდება_უკვე თავისთვის გააგრძელა ფიქრი, წინ მაიას ფიგურა რომ იცნო. ქალი შეხვეული ხელით იღებდა დახლიდან მაკარონს. როგორც ჩანს ჭრილობისთვის ზედმეტად მძიმე აღმოჩნდა და კალათაში ჩადებამდე ვერაფრით შეაჩერა სახეზე გამოხატული ტკივილი.
-რა დაგემართა?_მაინც ვერ მოითმინა ნინიმ არ ჩარეულიყო.
-ნინი? გამარჯობა, არაფერი, დავეცი_სიმწრით გაეღიმა ქალს.
-დებილი გგონივარ? შენს ქვემოთ მაინც არ ვცხოვრობდე, რა გიქნა იმ ცხოველმა?
-ნინი გთხოვ, არ ჩაერიო, შენ არაფერი იცი, ის..... გთხოვ, შენს გამო გეუბნები, მე უკვე დავიღუპე თავი, მაგრამ შენ ... უბრალოდ არ ჩაერიო_მკაცრი სახით უთხრა ბოლო სიტყვები და მაშინვე დატოვა მაღაზიის ტერიტორია.
-რა ჯანდაბას უშვება ეს კაცი ასეთს, ან რითი აშინებს, ხომ არ აშანტაჟებს?_ფიქრებში გართულმა გაატარა პროდუქტები და უკანვე გაუყვა სახლის გზას. უკვე სადარბაზოში იყო შესული და კიბეზე უნდა აედგა ფეხი, გზა რომ გადაუღობეს. ძლიერმა ხელმა უკანვე დააბრუნა და მტკივნულად მიანარცხა კედელს.
-ახლა კარგად მომისმინე არამკითხევ_ბრაზიანი თვალები ელავდა სიბნელეში, -ჩემ ცოლს მეორედ კიდევ გაეკარები, ისევ ეტყვი რაიმე ზედმეტ სიტყვას და დამიჯერე ის ორი აყლაყუდა აბაზანაში რომ დაგტოვეს, ასე მშრალად აღარ გგაიშვებს. შენ დედიკოს მოუფრთხილდი ან ასე საყვარელ მაიკოს, თორემ, კიდევ ერთი ამ წესის დარღვევა, ჩემ საქმესთან ახლოს დაგინახავ და აუცილებლად მოუწევს დალის საავადმყოფოში სამსახურს გარეთ ვიზიტი, გასაგებია?_ნასვამი მყრალი სუნი შეაფრქვია გოგოს და პასუხს არ დაუცდია ისე გაუშვა ხელი.
-ასე როგორ აშინებ? რატომ უკეთებ ამას?_მაინც ვერ გააჩერა ნინიმ ენა და მიიღო კიდევაც კაცის ორმაგად განრისხებული თვალები.
-მე რა გაგაფრთხილე?_თითქმის შეყვირა კაცმა და გაშლილი ხელი პირდაპირ სახეში გაარტყა ნინის. იმდენად ეტკინა ძლიერი დარტყმა კვნესა ვეღარ შეიკავა და მაშინვე ხელი აიფარა მტკივან სახეზე.
-მოვკლავ გესმის? და სინდისი წამითაც არ შემაწუხებს. მოვკლავ_გაბოროტებული თვალებით მიახალა გოგოს და წამითაც არ შეპარვია ნინის მის სიტყვებში ეჭვი. ამჯერად გაჩუმება არჩია და უბრალოდ თვალი გააყოლა კიბეებზე ბარბაცით ამავალ კაცს. ფაქტი ერთი იყო, ნინი კაშია ამ ამბავს ასე მარტივად არ შეარჩენდა.



მეზიზღებიან მამუკას მსგავსი კაცები rage მაიკოსიც მესმის და თან არ მესმის pensive

რას უშვება ეს გიჟი გოგო ამ ზევსივით კაცს smile
"ხურდება" ისტორია და ვატყობ არც ვაჩეს და არც იმ საზიზღარ კაცს კარგი დღე არ ელის smirk
ველოდები შემდეგს <3

 


№2 სტუმარი სტტ

აუუ, მაგარი ამბები გველის წინ! ისე, ასეთი რა დაუშავა მაიამ ამ კაცს ასე რომ ექცევა. მამუკას კიდე ნინისგან რაღა უნდა, უიმე! ფუ საზიზღარი და ამაზრზენი ტიპია რა!
ეჰჰ, ვაჩიკოო :დდ ეგეთი მეც მინდა ვინმე :დდ ნუ, ყველას უნდა :)
სხვა ყველაფერი ძალიან კარგია, ველი შემდეგს! <333

 


№3 სტუმარი ანუ

აუ ძაან ცუცქნი თავი იყო..
მაკლდება მე ვაჩეს და ნინიკოს სცენები რა :(

 


№4  offline წევრი OKI ME

ნინი, ამ ღმერთივით ვაჩეს სულ გამოაშტერებს :დდდ რა დღეში ყავს. ფაქტობრივად, ფსიქოლოგიურად (და არა მარტო) ძალადობს :Dd კი არის ღირსი კიდევ ერთი ჯარიმის ღირსი მაგრამ არ მემეტება :დდ აი, მეწყვილეს კომენტარები არის ხოლმე საოცრება :დდ ძაან ვხალისობ :დდდ

ოხ, მაიკო, მაიკოო. კარგი რაა. არ ვიცი, რა ვთქვა. უფრო სწორად, ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ვატყობ მამუკაც და მაიკოც შემომელანძღებიან. ჯერ-ჯერობით გავჩუნდები :დდდ

ეჰ, ჩემი ნათია და გიორგი ❤️ ვკითხულობ და მივხვდი, რომ მომენატრნენ. ჰოდა გადავწყვიტე, სანამ შენ ახალ თავს დადებ, ნათოას და გიორგის დავუბრუნდე და კიდევ ერთხელ ვისიამოვნო ❤️❤️ რაც მე, მაგათი ურთიერთობის განვითარებისას ვინერვიულე :დდ ❤️

 


№5  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა ჩემო კარგებო რომ კითხულობთ, ვერ წარმოიდგენთ რამხელა სტიმულს მაძლევთ ❤️

 


№6  offline წევრი ხ_ა_თ_ო

ველი შემდეგ თააავს ????

 


№7  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ვაჩე მართლა ცოდოა ნინის ხელში, სულ გადარევს. მეცოდება მაიკო, იმედია გადარეული ნინი დაეხმარება და მამუკა სადაც საჭიროა იქ ამოყოფს თავს ❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი ირო

ოხო, წარმოდგენაც არ მინდა რამდენად ჯიუტია ნინი და რას ჩაიდენს.სახალისო და შენეულია.

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეს რა არი როგორ შეიძლება გოგოს ხელი დაარტყა ან ცოლი ტანჯო მე არ მესმის ასეთი კაცების საზიზღრობაა თან მაისაც ისე ეშინია.ვატყობ ნინი მთლად გამოაშტერებს ვაჩეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent