შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჯახება ზევსთან. (თავი 4)


20-01-2021, 12:50
ავტორი naattii
ნანახია 3 174

სახლში დაბრუნებულმა ცელოფნები სამზარეულოშივე დატოვა და სარკეს მიაკითხა, თვალი აწითლებოდა, ძალიანაც ტკიოდა და სავარაუდოდ ხვალ კარგი ლურჯი სიმრგვალეც ექნებოდა, ამას დაფარავდა მაგრამ ამ ნაბი*ვარი თენგოსთვის რამე უნდა მოეხერხებინა. რა ექნა? იქნებ ეთვალთვალა? ყინულის კუბი დაიდო თვალთვან და დივანზე მოკალათებულმა გააგრძელა ფიქრი, სკოლას როგორ გააცდენდა? რომ მიმხვდარიყო და მართლა დაეშავებინა ვინმესთვის რამ? ანუ ვერ უნდა მიხვდეს_საკუთარი თავი გამოიწვია დისკუსიაში, მაკიაჟს გავიკეთებ, თავზე კეპი და სათვალე. ეს შეიძლებოდა, მეორე მეს საწინააღმდეგო არგუმენტი არ აღმოაჩნდა. წამით ნინის გონებაში ვაჩემაც გაიელვა, მაგრამ თავადაც შეეძლო მოეგვარებინა, რითი იყო ის ზევსი მასზე უკეთესი? სულ მცირე იარაღით, იურიდიული განათლებით და თვალთვალის უკვე ნაცადი ხერხებით, მეტი არაფრით თავში ხელი შემოირტყა მეორე მემ, თუმცა ნინი საკუთარ იდეაზე მყარად იდგა და ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი დაწვა დასაძინებლად. ხვალ დიდი დღე ნამდვილად ელოდა.

ისე იყო თავისიიდეით აღელვებული ლამის გაათენა, სკოლაში უთენია დარეკა და მთელი სპექტკლი მოაწყო გასანთავისუფებლად.
-დიახ, დიახ ქალბატონო მანანა_ძალით ჩახლეჩილი ხმით ეძახდა ტელეფონში, -ისე ვარ გაციებული თვალის გახლაც მიჭირს, მთელი ღამე ვბორგავდი, 40 მქონდა სიცხე.
-უი რას ამბობ შვილო, დაისვენე კარგი, რაღაცას მოვიფიქრებთ აქ, სანამ არ მორჩები არ მოხვიდე, მაინც არ გადაედოს სხვებს_ბოლო სიტყვები თითქოს ჩუმად ჩაილაპარაკა დირექტორმა და ტელეეფონის გათიშა.
-მაინც ყველა თავის თავზე ფიქრობს რა_თავის ქნევით გადადო მობილური და კარადის კარი გამოაღო -შენიღბვის დროა.

მთელი საათი უცდიდა ნინი კაცს საოცარ სიცხეში და უკვე გული მიდიოდა ისეთ დღეში იყო. წინასწარ გაყინული წ....ბით შეიარაღებულიყო და კეპს გაოფლილ შუბლზე მაინც დაბლა იქაჩდა.
-ეს რა შარში გავყავი თავი_მემილიონედ შეისწორა სათვალე და თენგოც გამოჩნდა. დალევა ისე ქონდა ორგანიზმს უკვე შესისხლხორცებული „პახმელია“ მისთვის არ არსებობდა. არხეინად მიუყვებოდა ქუჩას და ბიჭებს ესალმებოდა. რამდენიმესთან ლაპარაკიც გააბა, თუმცა მაინც ქალაქამდე მიიწევდა.
-ეს დებილია? ფეხით უნდა ჩავიდეს მაინდამაინც_საკუთარ თავს ებუზღუნებოდა ნინი ნაცნობი ხმა რომ გაიგონა.
-ნინი?_ჯანდაბა, მთელი კვირაა არ უნახავს, მაინდამაინც დღეს რომ შემოეფეთა.
-გამარჯობა ვაჩე, ნახვამდის ვაჩე_ღიმილით და ნაჩქარევად დაუქნია თავი უკვე გაოგნებულ ბიჭს, ძლივს მოაშორა ღმერთკაცს თვალი და თენგო შეათვალიერა ისევ ხომ ვხედავო.
-რა დაგემართა?_ლამის ცეცხლი წაეკიდა სახეზე ვაჩეს ხელი თვალთან რომ იგრძნო, როგორც ჩანს ტონალურმა სიცხეს ვერ გაუძლო. თენგო? სად იყო თენგო? ან ვინ იყო საერთოდ?
-ა, ეეს? არაფერი, დავეცი. რომელ განყოფილებაში ხარ? მოგაკითხავ მოგვიანებით
-ჯავახიშვილზე, რახდება ნინი?_გაშვებას არ ჩქარობდა ბიჭი.
-მოგაკითხავ_თვალი ჩაუკრა გოგომ და უკვე საკმაოდ მოშორებულ თენგოს ლამის სირბილით გაეკიდა.
-ეს გოგო გადამრევს_მხრების აჩეჩვით გააყოლა თვალი გაქცეულს და მანქანაში დაბრუნდა.

მთელი დღე ზდია კაცს ნინიმ, თუმცა უშედეგოდ, გეგონებოდა უბრალოდ დასეირნობს და ნაცნობებს ნახულობსო. უკვე ლამის ენა გადმოგდებული მიყვებოდა კაცი ქალაქის გზაზე რომელიღაცა ბინის სარდაფში რომ ჩავიდა, ალბათ აქაც უნდა დალიოსო, რადგან კაფე ეწერა, მაგრამ ფოტო მაინც გადაიღო. თენგო საეჭვოდ მალე გამოვიდა. ისევ გზა გააგრძელა და ერთ-ერთ ჩიხში გადაუხვი. ფრთხილად გაიხედა კედელს აზუტულმა და მაშინვე ფუცხუნით გახსნა ვიდეო გადაღება, კაცი პაწაწუნა პაკეტებში დაფასოებულ თეთრ ფხვნილს უნაწილებდა ბიჭებს და სულაც არ იჩენდა დიდ სიფრთხილეს. ეტყობა ეჭვიც კი არ ქონდა იმაზე, რომ ვინმე შეიძლება დაინახავდა.
-ღმერთო რა მაგარი ვარ_ლამის მეცხრე ცაზე აჭრილმა გამორთო კამერა და სალტოების კეთებით გავარდა ცენტრალური გზისკენ. დრო იყო ვაჩესთვის მიეკითხა.

-გამარჯობათ_ლამის ღიმილად დადნა პოლიციაში შესული მიმღების გოგოსთან.-შეიძლება ვაჩე ქავთარაძე ვნახო?
-იცით მორიგეობა აქვს დღეს_სიას ჩახედა ქალმა.
-როგორ შეიძლება დავუკავშირდე? ცოტა სასწრაფოა, ნომერს რა თქმა უნდა არ მომცემთ_სულაც არ გავდა ეს ნათქვამი შეკითხვას და ქალმაც აშკარად დაუდასტურა აწეული წარბებით. -მოდი მაშინ ასე ვქნათ, მორიგეობას როცა მორჩება, ხომ დაბრუნდება და ჩემ ნომერს დაგიტოვებთ, გთხოვთ, მართლა მნიშვნელოვანია_ფურცელზე დაუწერა შეტყობინება და გადაკეცილი დაუტოვა ოპერატორს. ის იყო ქალმა გამოართვა ნინის მკაცრი ხმა რომ გაისმა -ნახვა არც კი გაბედოთ_თითიც აღმართა დამაჯრებლობისთვის და ღიმილით დატოვა განყოფილება, დრო იყო პაემნისთვის მომზადებულიყო.

აქოშინებულმა აირბინა სახლისკენ ამავალი კიბეები და ღიმილით წავიდა სააბაზანოსკენ, ნელნელა თავისუფლდებოდა ტანსაცმლისგან და ბოლომდე გადაეშვა გრილ წყალში. მთელი დღის ოფლი ჩამოირეცხა, თმა გაიკრა და კარადას მიადგა. ვაჩე მხოლოდ სპორტულად გამოწყობილს ან კლასიკურ ტანსაცმელში ყავდა ნანახი, ახლა უნდოდა ბიჭს ის დაენახა, რასაც ნინი აქამდე თითქმის ყველა მამაკაცს უმალავდა, ისეთი ქალური, როგორიც რეალურად იყო. მაშინვე მოხვდა ხელი საყვარელ შავ სარაფანს, ტუჩები წითელი საცხით მოიხატა, არც განუყრელი ტუში და ლაინერი დავიწყებია, შავ კაბას ისევ წითელი საზაფხულო მაღალ ძირიანი სანდალები შეუხამა და მზად იყო, ვარცხნილობის გაკეთებას ასრულებდა ტელეფონის ზარი რომ გაისმა. გამარჯვებულის ღიმილით დახედა უცხო ნომერს და პატარა პაუზით უპასუხა:
-გისმენთ.
-არანორმალური ხარ, ასეთ ბარათს ვინ დატოვებს განყოფილებაში შენს გარდა_ვაჩეს ჩაცინება გაისმა მეორე მხრიდან.
-რა მოხდა, სხვებს უმალავ ღმერთკაცი რომ ხარ?_რატომღაც თამაშის ხასიათზე დადგა ნინი და სიტყვებს აშკარად დაეტყო ვნებიანი ხმა.
-სად გნახო?_ჩახველებით გადაწყვიტა ბიჭმა პირდაპირ საქმეზე გადასვლა.
-აუ ახლა?
-სასწრაფოაო და.
-ვიცი, კი მაგრამ შეხვედრა მქონდა_თითქოს სპეციალურად მისთვის არ ეწყობოდა მთელი საათი ისე წაიწუწუნა
-ნინი..
-ხო, კარგი კარგი, მიოში დამელოდე, ვთხოვ ნახევარი საათი დამელოდოს._პასუხის მოუსმენლად გათიშა ტელეფონი და სწრაფად შეძვრა ტაქსის გამოძახების აპლიკაციაში.

გაუმართლა, ბიჭი ისე იჯდა პირდაპირ გზას უყურებდა, ამიტომ ,ნინის რამის მოფიქრება არ დაჭირვებია ისე წავიდა მოდელის ნაბიჯებით და გამოიწვია კიდევაც ბიჭის სახეზე ღიმილი.
-მნიშვნელოვანი შეხვედრა სჩანს_წარბების აწევით შეაფასა გოგოს გარეგნობა
-კომპლიმენტია?
-მგონი.
-გასაგებია_მაცდური ღიმილით მიუჯდა გვერდით ბიჭს და ტელეფონი წინ დაიდო.
-მაინტერესებდა რა ხდება მაშინ, როდესაც პატრულის თანამშრომელს ანონიმურად მასალა შედის, საკმაოდ მნიშვნელოვანი.
-ესეიგი მართლა საქმე გვაქვს.
-ორ ბიჭთან ერთად პაემანზე არ დავდივარ, ჩემთვისაც კი ზედმეტია_წარბის აწევით ანიშნა ვინ გგონივარო.
-თუ მასალები რეალურია, პატრულის წევრები გადაამოწმებენ და პირდაპირ გადადის გამომძიებელთან.
-მაშინ ინებე ჩემი ანონიმური შემოწირულობა და ქალაქის მიმართ ვალის მოხდა.
-ნინი წინ მიზიხარ და გიცნობ_ამოიხვნეშა ვაჩემ და ტელეფონი თავისკენ მიიჩოჩა.
-უბრალოდ უყურე_ვიდეო ჩაურთო და ფოტოებიც აჩვენა.
-ეს გუშინ გააკეთე? მიტო იყავი შავებში ჩაცმული? თავი აგენტი გგონია? რა ნომერი 00მასწავლებელი? ნინი რაებს აკეთებ საერთოდ?
-უბრალოდ მინდოდა ...
-რა? ყველგან ჩარევა საჭირო არ არის, არც მასეთი დიდი ცხვირი გაქვს, მოიცა, მოიცა, ეს ხომ ის კაცია? შენი....
-ჩემი მეზობელი მოძალადე, დიახ.
-მეტყვი თვალზე რა დაგემართა? მოდი გამოვიცნობ, ამდენი ხანი რადგან არ მომხდარა, ესეიგი წყნარად იჯექი, მერე რაღაც მოხდა, რითიც გააბრაზე და გაგარტყა. მივხვდი? ნორმალური ხარ? რატომ არ მითხარი?_უკვე აშკარა გაბრაზება ეტყობოდა ბიჭს ისე აუელვარდა თვალები.
-დაწყნარდი საყვარელო, ჯერ ისე არ გიყვარვარ ჩემზე ასე რომ ღელავდე_მოციმციმე თვალებით გადაიხარა ნინი ბიჭისკენ.
-ჯერ? ანუ ორ ბიჭს ერთად არ ხვდები, მაგრამ თავს აყვარებ?_არც ვაჩე ჩამორჩა სიახლოვეში.
-სამწუხაროდ ეგ ჩემზე არ არის დამოკიდებული, შენ საქმეზე გხვდები, მას პაემანზე_წითლად შეღებილი ტუჩებით ჩაიღიმა როლში შესულმა.
-ესეიგი ასე, ვთამაშობთ? კაარგი_თვალებში ყურება არ შეუწყვეტია ისე მისწია სკამი ქალისკენ და ხელის თითებზე თავისი დაადო. -გინდა გითხრა რა მოხდება? შენ მასთან წახვალ, წინ დაუჯდები, ეცდები მოუსმინო რასაც გეტყვის, მაგრამ ერთადერთი რის ირგვლივაც შენი გონება იტრიალებს ჩემი ხელებია_ხავერდოვანი ჩურჩულით ეუბნებოდა ვაჩე ერთ ადგილას გაშეშებულს სიტყვებს და ხელებს არ აჩერებდა, ნაზად მიუყვებოდნენ ბიჭის თითები ნინის მკლავს ბეჭზე რომ შეჩერდნენ, თითქოს ყველა იმ წერტილში ცეცხლი წაეკიდა სადაც ხელმა გაიარა, სიამოვნების ჟრუანტელი იმდენად დიდი ძალით დაეჯახა, მთელი გონების მოკრება დასჭირდა თვალები რომ არ მიელულა, ბიჭის ტუჩები კი ზედმეტად ახლოს იყო მის სახესთან. ბეჭზე შეჩერებულ თითებს კი ბოლომდე ვერ გადაეწყვიტათ გზა სახისკენ გაეგრძელებინათ თუ დაყოლოდნენ სურვილს და ის ლავიწის ძვლები გადაევლოთ ასე მაცდურად რომ უმზერდნენ მზის შუქზე. ვერ მოითმინა, ვერც ვაჩემ შეძლო სურვილს გამკლავებოდა და თითები იმ კულონისკენ წაიღო ნინის კისერს რომ ამშვენებდა. ნაზად გადაუტარა თითები გოგოს კანს და სიამოვნებით გაეღიმა ნინის დახუჭულ თვალებზე.
-თვალთვალის შედეგების სათქმელად აუცილებლად დაგირეკავ_უფრო მიახლოებულმა ჩაჩურჩულა დამშვიდობების მაგივრად და ბოროტული ხითხითით ისე დატოვა ჯერ კიდევ თვალ დახუჭული ნინი სულაც არ შეცოდებია.



№1  offline წევრი ვიპნი

აუუ,რა მაგარი ხარ,არ მოველოდი რატომღაც ამ დროს რო დაიდებოდა და გამიხარდა.შავებში ჩაცმული ნინი წარმოვიდგინე :D :D

 


№2  offline წევრი ხ_ა_თ_ო

აი იცი როგორ ველი ყოველ თავს? პატარა ბავშვს რომ რაღაცას შეპირდებიან ზუსტად ისე ???? :D

 


გიჟია ეს გოგო, ოფიციალური გიჟი :) არც ვაჩე აკლებს თურმე სიგიჟეს დატოვა ნინი გაღიმებული :)
რატომ მახსოვდა რომ იმ საზიზღარ კაცს მამუკა ერქვა? ეგ არაფერი. დაემუქროს კიდევ ნინის და ვნახავთ ვინ დარჩება მოგებული.
ველოდები შემდეგს❤

 


№4  offline მოდერი naattii

ვიპნი
აუუ,რა მაგარი ხარ,არ მოველოდი რატომღაც ამ დროს რო დაიდებოდა და გამიხარდა.შავებში ჩაცმული ნინი წარმოვიდგინე :D :D

❤️❤️❤️

ხ_ა_თ_ო
აი იცი როგორ ველი ყოველ თავს? პატარა ბავშვს რომ რაღაცას შეპირდებიან ზუსტად ისე ???? :D

რა საყვარელი ხარ ❤️????

რუსკიმარუსია
გიჟია ეს გოგო, ოფიციალური გიჟი :) არც ვაჩე აკლებს თურმე სიგიჟეს დატოვა ნინი გაღიმებული :)
რატომ მახსოვდა რომ იმ საზიზღარ კაცს მამუკა ერქვა? ეგ არაფერი. დაემუქროს კიდევ ნინის და ვნახავთ ვინ დარჩება მოგებული.
ველოდები შემდეგს❤

შენ შემდეგი თავის ნინი ნახე :D

 


№5  offline წევრი OKI ME

ვაიმე, არ შემიძლია ნინის ქცევები laughing laughing სახის კუნთები ამტკივდა, ისეთი გაღიმებულ-გაკრეჭილი ვკითხულობდი laughing laughing ვგიჟდები მე ამ გოგოზე.

დიდი საფრთხის მოყვარული ვინმე კი არის. ამასობაში კი გახსნა საქმე ნინიმ. მე მგონი, ნინი უფრო გამომძიებელია და შეთავსებით არის მასწავლებელად laughing laughing

ჰაჰ, დატოვა ვაჩემ გაოცებული? თავისივე მეთოდებით ითამაშა ზევსმაც. როგორც თითონ აშტერებს ხოლმე ამ ღმერთკაცს. laughing laughing

უუჰ, ძაან კარგი იყო heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი სტტ

შემდეგზე ნინი გააგიჟებს უეჭველი :დდდდ

 


№7  offline მოდერი naattii

Megioki
ვაიმე, არ შემიძლია ნინის ქცევები laughing laughing სახის კუნთები ამტკივდა, ისეთი გაღიმებულ-გაკრეჭილი ვკითხულობდი laughing laughing ვგიჟდები მე ამ გოგოზე.

დიდი საფრთხის მოყვარული ვინმე კი არის. ამასობაში კი გახსნა საქმე ნინიმ. მე მგონი, ნინი უფრო გამომძიებელია და შეთავსებით არის მასწავლებელად laughing laughing

ჰაჰ, დატოვა ვაჩემ გაოცებული? თავისივე მეთოდებით ითამაშა ზევსმაც. როგორც თითონ აშტერებს ხოლმე ამ ღმერთკაცს. laughing laughing

უუჰ, ძაან კარგი იყო heart_eyes heart_eyes

დამიჯერეთ მეც სულ გაღიმებული ვწერ :D

სტტ
შემდეგზე ნინი გააგიჟებს უეჭველი :დდდდ

ოოოო თან რომ იცოდეთ როგორ :D

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჩვენს ზევსს უყურეთ რა ერთი :დ
აი ესეეე რააა, სად გვყავს ჩვენ, გიჟი ნინიკოს დასამუნჯებელი ღმერთკაცი :დ
ყოჩაღ ვაჩეეს არ დანებდეს :დ

 


№9 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაიმე როგორ მომწონს და როგორ არ მყოფნის ერთი თავიი : )) ვგიჟდები ნინის მსგავს გიჟ და თამამ გოგოებზე ,ვაჩე რადგან დაკავებულია გიგი გაგვაცანი დანარჩენებს : ))

 


№10  offline წევრი A.N.A

აუ რა ტიპები არიან რაა. :)))
გადარეულებიი.მიყვარს ეს ორი❣️
მალე მოდი გთხოოოოოვ❣️

 


№11 სტუმარი სტუმარი nancho

ხო გამიხარდა იმ ისტორიის პერსონაჟების ნახვა.უბრალოდ ძალიან კარგია.

 


№12  offline წევრი ირო

ტომი და ჯერი ვით არიან.დღე გამოშვებით იგებენ.ძალიან საინტერესოა როგორც ვითარდება სიტუაცია.ზოგი როგორ დაემალებოდა პრობლემებს და ნინის ყოჩაღ.

 


№13 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაუ ვაჩემაც დაიწყო თამაში მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent