შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თინეიჯერის დღიური (დღე 3)


21-01-2021, 23:46
ავტორი AnnyAdyaman
ნანახია 853

დღე 3
''ამინდს აყოლილი"


A Thousand Years - Christina Perri



თითქმის თეთრად გათენებული ღამის შემდეგ გამთენიისას ჩამძინებია, სიცივემ გამაღვიძა. ფანჯრიდან გავიხედე. წვიმდა, საშინლად წვიმდა. კვლავ დავწექი იმ იმედით რომ ძილს შემოვიბრუნებდი, მაგრამ უშედეგოდ.
ავდექი. სხეულში სისუსტეს ვგრძნობდი. ამინდი თავს კიდევ უფრო სუსტად მაგრძნობინებდა. წვიმიან დღეს გარეთ გასვლა არ მიყვარს. ლეპტოპი ჩავრთე, მუსიკა მოვძებნე, ფანჯრის წინ სავარძელში მოვკალათდი, გვერდით ყავაც დავიდგი, პლედი შემოვიხვიე და წერა დავიწყე.
გარეუბანში ცხოვრების დიდი პლუსი ისაა, რომ აქ მუდმივად სიმშვიდეა. ჩემ წინ ყველაფერი დადუმებულიყო, ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ წვიმის დგაფუნი არღვევდა. როგორი იდეალური იყო ყველაფერი.
ფანჯრიდან სახლები ჩანდა, თუმცა ადამიანები არსად. სახლების საკვამურებიდან თეთრი ბოლი ამოდიოდა და მედიდურად იჭრებოდა ცაში. ეს ბოლი იმის მანიშნებელი იყო რომ ადამიანებს ბუხრებში ცეცხლი ენთოთ. ამ ჩემთვის სასიამოვნო ამინდს ადამიანები ერთად შეეყარა კერასთან.
წარმოვიდგინე როგორ ფუსფუსებდნენ, რა უცნაურია რომ ერთად ყოფნისთვის მიზეზი გვჭირდება.
რადგან არ ვიცოდი რით დავკავებულიყავი ძველი დღიური მოვძებნე და მათი კითხვა დავიწყე. დღიური 2017 წლით იყო დათარიღებული. გადავშალე, სიძველის სუნი ვიგრძენი, ალბათ მე არ ვარ მხოლოდ ასე ჩემო მკითხველო, იქნებ შენც გსიამოვნებს ფურცლების სუნი.
ყდაზე დიდი ასოებით მიმიწერია ოდესღაც შემდეგი სიტყვები ,,A Thousand Years - Christina Perri - მუსიკას ერთი საიდუმლო აქვს... ყველა ტკივილს კლავს." გამახსენდა როგორ დიდი მონდომებით დავაწერე ეს სიტყვები.
ის სიტყვები რაც ჩემს დღიურში წავიკითხე ძალიან მძიმე იყო. შეცდომა იქ დავუშვი, როცა დღიურში მხოლოდ ცუდი დღეების შესახებ ვწერდი. თუ დაწერთ, დაწერეთ კარგ დღეებზეც, იმ დღეებზე როცა თავს ბედნიერად გრძნობდით, რადგან წლების მერე, როცა დღიურს კვლავ მიუბრუნდებით, ერთადერთი რაც გასახსენებლად შეგრჩებათ ხელთ - ეს უბედური დღეები იქნება მხოლოდ. არიან დღეები დასავიწყებლად დაგენენაებათ.
სილამაზით გამორჩეული არასდროს ვყოფილვარ და ამის გამო დაცინვის საგანიც გავმხდარვარ.ერთმა ნაწერმა მიიქცია ჩემი ყურადღება: ,,დღეს ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, სრულიად უცნობმა ადამიანმა ასეთი რამ მითხრა - რა ლამაზი და გყავს და შენ ვის დაემსგავსეო,- გამუდმებით ეს სიტყვები ჩამესმის ყურში, ვეღარც ვიძინებ, ვეღარც ვჭამ, სარკეში ჩახედვაც აღარ მინდა, სიცოცხლის სურვილი დავკარგე". ვინმეს გაკრიტიკების სურვილი რომ მოგეძალებათ, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ მზისქვეშეთში ყველას არ ხვდომია წილად ის უპირატესობა რაც თქვენ, ნუ ეტყვით ადამიანებს ასეთ სიტყვებს, ეს მათი სულის ნაწილების მკვლელობის ტოლფასია. ძალიან დიდი დრო დამჭირდა ამ სიტყვების დასავიწყებლად, თუმცა ახლაც მახსენდება ხოლმე, მახსენდება იმ ადამიანის დაუნდობელი სიცილი. რთული გადასალახი იყო ეს პერიოდი ჩემთვის. მქონდა დეპრესიაც, არავისთან მინდოდა კონტაქტი.
მეორე დღიური გადავშალე 2019 წლით დათარიღებული.
როცა ჩემმა საყვარელმა ადამიანმა მიმატოვა დღიურში შემდეგი რამ დამიწერია: როდესაც ადამიანები მიდიან ერთადერთი რაც მათ მერე რჩება უაზრო და უკიდეგანო სიცარიელეა. მე მას მივწერე ,,ნახვამდის'', რადგან მეგონა არ გამიშვებდა, ხელს გამომიწვდიდა, მაგრამ იმ ძაფს ვეპოტინებოდი, რომელიც დიდი ხანია აღარ გვაკავშირებდა. მისმა პასუხმა -,,მშვიდობით'' - გული მომიკლა. დღეს ვფიქრობ, რომ ამ ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება. მიუხედავად ყველაფრის არ ვწუხვარ, საერთოდ არ ვწუხვარ. ალბათ გაგეცინება ჩემო მკითხველო თუ როგორ შეუძლია პატარა გოგონას ამხელა ემოციები გააჩნდეს, ან იცოდეს საერთოდ რას ნიშნავს სიყვარული.
ეს წელი განსაკუთრებულად მიტომ მიყვარს, რომ ამ წელს წავიკითხე ჩემი საყვარელი მწერლის ხალიდ ჰოსეინის წიგნები ,, ათასი მოელვარე მზე'' და ,, ფრანით მორბენალი''. წიგნები ძალიან მიყვარს, უფრო სწორად მათი პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრება მიყვარს. ამ ორი წიგნის პერსონაჟები ჩემი განუყოფელი ნაწილები არიან. ჩემს დღიურს ლამაზად დაწერილი, წიგნიდან ამონარიდი ამშვენებდა ,, შენი გულისთვის თუნდაც ათასჯერ''. ჩემო მკითხველო თუ წაკითხული გაქვს ეს წიგნები აუცილებლად იმავეს იგრძნობ, რასაც ახლა მე, მაგრამ თუ წაკითხული არ გაქვს, მაშინ შენი ძალიან მშურს, რადგან წინ ენით აღუწერელი სიამოვნება გელოდება.
2020 წელს დღიური აღარ დამიწერია. ალბათ დავიღალე. თანაც ისეთი არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში გახსენებად რომ მიღირდა.
მთელი ცხოვრება სიახლეებს გავურბივარ, თითქოს წარსულში ვარ ჩარჩენილი. ცხოვრებაში ახალი ნაბიჯის გადადგმის მეშინია, რადგან მგონია, რომ რაც უფრო წინ მივიწევ ჩემს წარსულს მით უფრო ვშორდები. მეშინია რომ საკუთარ თავს დავკარგავ.მეშინია რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და აღარ გამიხარდება ამომავალი მზის ყურება, ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დანახვისას ბავშვივით აღარ ამიციმციმდება თვალები, მაღაზიაში შესული აღარ ვიყიდი ქინდერ სიურპრიზებს, აღარ დავჯდები ნუტელას ქილითა და კოვზით ხელში, ტელევიზორის გადართვისას ტომი და ჯერის რომ გადავაწყდები გული აღარ ამიფართხალდება.
არ მინდა გავიზარდო...
ჩემო მკითხველო ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ნაწერით არ დაგასევვდიანე. მაგრამ მაინც თუ აგეტირა, იცოდე, ეს ადამიანობის ცრემლებია. იმედია, შევძელი და ჩემი სატკივარი შენს გულამდე მოვიტანე. მეც შენს პატარა გულში დავიკავებ პატარა ადგილს, შენს გულში დავიმალები საიმედოდ, ოღონდაც შენ შემომიშვი და მე არასოდეს დაგტოვებ. შენში ვიპოვი თავშესაფარს. ნურსად ნუ დამიწყებ ძებნას, შენს გულსა და შენს აზრებში მეძებე. მართალია ჩემი სახე არასოდეს გინახავს, მაგრამ ჩემი ღიმილი წარმოიდგინე, ჩემი თვალები წარმოიდგინე. ყური დამიგდე და ჩემს ჩურჩულს გაიგონებ. შენ ხარ ჩემთვის ათასი მოელვარე მზე...
სიყვარულით, შენი ენი...



№1  offline წევრი ელლი

მომწონს ძალიან ძალიან❤️გააგრძელე აუცილებლად❤️

 


№2  offline წევრი AnnyAdyaman

ელლი
მომწონს ძალიან ძალიან❤️გააგრძელე აუცილებლად❤️

❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent