შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეჯახება ზევსთან. (თავი 6)


24-01-2021, 15:04
ავტორი naattii
ნანახია 2 932

გაკვეთილები უკვე დაესრულებინა ნინის და სამასწავლებლოში ჟურნალს ავსებდა ტელეფონის ხმა რომ გაისმა. გაკვირვებულმა დახედა უცხო ნომერს:
-გისმენთ?
-ნინი კაშიას ვესაუბრები?
-დიახ, ვინ ბრძანდებით?
-გამომძიებელი გაბრიელ ყიფიანი, შეგიძლიათ მეორე განყოფილებაში დღის მანძილზე მობრძანდეთ?
-შეიძლება გავიგო რას ეხება?
-აჯობებს თუ ადგილზე გავისაუბრებთ_მოკლედ შემოიფარგლა გამომძიებელი.
-კარგით, ნახევარ საათში თქვენთან ვიქნები_მაშინვე დათანხმდა ნინი და ავტომატურად დაიწყო ინტერნეტში მეორე განყოფილების მოსამართის ძებნა.

დათქმულ დროს ნინი უკვე ადგილზე იყო, შიგნით შესულმა მაშინვე გამომძიებელი მოიძებნა და მითითებულ ოთახზე დააკაკუნა, შიგნით შესვლა და დაბნევა ერთი იყო
-განყოფილებაა თუ სამოდელო სააგენტო_ფიქრით მოიქექა შუბლი და გაცინებულ კაცს თვალი აარიდა.
-მოდი დასაკითხ ოთახში დავჯდეთ, ხელს არავინ შეგვიშლის_თავად წაიყვანა გოგო და პატარა ოთახში დააჯინა. სანამ თავად ჩვენების ჩასაწერად საბუთებს ამზადებდა კარი ისევ გაიღო.
-მოვედი ბატონო გაბრიელ, ნინი? აქ საიდან?_სასიამოვნოდ გაოცდა გოგოს დანახვაზე.
-ჩვენებისთვის დამიბარეს, როგორც ჩანს ანონიმურად დამტოვე არ იცი რას ნიშნავს_ნინის ღიმილს კი სასიამოვნოსი არაფერი ეტყობოდა.
-მაგრამ მე არაფერი მითქვამს_დაბნეულმა გადახედა ვაჩემ გამომძიებელს. მაინც როგორ უხდებოდა ეს ფორმა, როგორ მამაკაცურს ხდიდა_წამიერად წავიდა ნინი ფიქრებში და ლამის საკუთარი თავის შემოლაწუნებას აპირებდა გაბრიელის ხმამ რომ მოაბრუნა.
-არც მჭირდებოდა ვაჩე შენი თქმა, ნინის კამერით მივაგენი როცა მოგაკითხა_მხრები აიჩეჩ კაცმა -იქნებ დაჯდე ბოლოსდაბოლოს?_წარბაწეულმა გახედა ისევ კარებში გაჩხერილ ბიჭს. მანაც ამჯერად დუმილით დაიკავა ადგილი.
-მოკლედ ნინი, თავიდან დავიწყოთ, თენგოს რამდენი ხანია თენგოს იცნობ?
-5 წელია ჩვენს ბინაში გადმოვიდნენ, თავიდან ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ენერგო პრო ჯორჯიაში მუშაობდა, ერთხელ დედაჩემსაც დაეხმარა გაყვანილობა რომ გაგვიფუჭდა, შემდეგ სამსახური დაკარგა და ყველაფერი მას შემდეგ აირია, მაია უკვე 2 წლის მოყვანილი ყავდა.
-შეგიძლია დააკონკრეტო შეცვლაში რას გულისხმობ?_ჩაეკითხა გაბრიელი
-კამათს მოუხშირეს, მაიას კივილი ზოგჯერ იმდენად გარკვევით მესმოდა, არასდროს მაძლევდა დედა უფლებას ჩავრეულიყავი ცოლ-ქმარი სულ ჩხუბობსო, თავადაც არ იღებდა ხმას, ყველაფერი იმ საღამომდე ხდებოდა სანამ მეც არ გადავწყვიტე ავსულიყავი.
-აი ეგ საღამო უფრო დეტალებში მომიყევი
-9 საათი იყო ვიცი, იმიტომ რომ მოსწავლეებს მორჩენილი ვიყავი და დაღლილს დაწოლა მინდოდა, ისევ ყვირილი გაისმა, მაგრამ ამჯერად მსხვრევის ხმაც მიჰყვა, თანაც რამდენიმე ნივთის, ვეღარ მოვითმინე, მეთქი არ მოკლასთქო და ასვლა გადავწყვიტე, დედაჩემს პატრულის გამოძახება დავავალე და მე ზემოთ ავირბინე. მაიას თვალი უკვე ჩალურჯებული ქონდა და ხელიც საკმაოდ გაწითლებული. შეწინააღმდეგებას აგრესიის გამწვავება მოყვა და ვაჩე და გოგა, უკაცრავად რიგითი ქავთარაძე მეწყვილესთან ერთად სწორედ მაშინ შემოვიდნენ, როცა ჩემზეც აპირებდა გარტყმას._ბიჭისკენ მაინც გაექცა თვალი
-შემდეგ?
-შემდეგ მისმა ცოლმა ჩვენება არ მისცა , ჩემს სახლში კი ნიღბიანები შემოიჭრნენ, როგორ გადავრჩი არ მახსოვს, სააბაზანოში ჩავიკეტე და გონს საავადმყოფოში მოვედი_წარბ აწევით გადახედა მის სიტყვებზე მოქუფრულ ვაჩეს.
-გგონიათ თენგო იყო?_ფურცელში რაღაც ჩაინიშნა გამომძიებელმა.
-არ მგონია, ვიცი. თავად მითხრა_მხრები აიჩეჩა გოგომ.
-როდის?_ვაჩემაც ვერ მოითმინა არ ჩარეულიყო.
-3 დღის წინ მაია მაღაზიაში ვნახე, უკვე დაბნელებული იყო, ხელი შეხვეული ქონდა და გამოძრავება უჭირდა, ვერ მოვითმინე და მივედი. ვეხვეწებოდი ერთად წავიდეთ და ვუჩივლოთთქო, მაგრამ ცრემლები წამოუვიდა, შენ არ იცი რაში ერევი და შენთვისვე ჯობია გაჩერდეო. თავი დავანებე და სახლში ვბრუნდებოდი სადარბაზოში თენგო თავს რომ დამესხა, გამაფრთხილა, თუ მის საქმეში ისევ ჩავერეოდი დედაჩემს მოკლავდა და სახსოვრად კარგი მწარე სილაც მისახსოვრა.
-ეს ყველაფერი მე რატომ არ ვიცოდი? ხომ გთხოვე მომიყევი თვალი რატომ გაქვს დალურჯებულითქო?_აშკარა გაბრაზება ეწერა სახეზე ვაჩეს.
-უკაცრავად, ისევ გავიმეორო ის ადგილი სადაც დედაჩემის სიცოცხლით დამემუქრა ყრუებისთვის?
-მაშინ ახლა რატომ ყვები? ახლა არ გემუქრება?
-ბოდიში რა, გამომძიებელს უფრო ვენდობი ვიდრე შენ.
-ანუ იმიტომ არ მომიყევი, რომ უბრალო რიგითი ვარ?_აშკარად დაეტყო წყენა ვაჩეს ხმას.
-მგონი ისევ აქ ვზივარ_ირგვლივ მიმოიხედა გამომძიებელმა გაბრიელმა.
-რას ვიზამთ, ჯერ ცოტა დახვეწა გჭირდება_გამარჯვებულის ღიმილი ესროლა ბიჭს.
-ისევ ეს ფრაზა, საქმე ანუ ამაშია? მე ხომ ვიხუმრე? უარესებიც გვითქვამს ერთმანეთისთვის_ისევ გაურკვევლობაში იყო ვაჩე.
-მაგრამ არა პირველ კოცნაზე_გაბრაზებულმა მაგიდაზე ხელის დარტყმით გათქვა საიდუმლო ნინიმ და მხოლოდ გაბრიელის აწეულ წარბებზე მიხვდა რაც წამოროშა, მაშინვე წამოაწითლა და სანამ ბიჭი რამეს ეტყოდა კაცს გადახედა.
-მეტი ინფორმაცია მე არ მაქვს, ფოტოები და ვიდეო რაც მეორე დღეს თვალთვალისას გადავიღე უკვე თქვენთანაა, თუ რამე ჩემი ნომერიც გაქვთ, ნახვამდის_პასუხის გაგონების გარეშე გამოფრინდა ლამის კარებში და საკუთარი თავის ლანძღვით დატოვა შენობა.
-ვწუხვარ ვაჩე, მაგრამ ამ საქმეში შენს დახმარებას ვეღარ მივიღებ_ჯერ კიდევ გაშეშებულ ბიჭს გადახედა გაბრიელმა.
-მაპატიეთ, მაგრამ ვერ დაგეხმარებით, ამ საქმის გამოძიებას არ შევწყვეტ და ნინის გამო სულაც არა, ეს ჩემი პირველი სერიოზული საქმეა და ვერ მივატოვებ, თანაც ნინის ვიცნობ, ვიცი არც თვითონ გაჩერდება და რაღაცეების გარკვევას მოინდომებს, თქვენ კი მის დასაცავად ნამდვილად არ გეცლებათ ამ საქმეს ისეთი პირი უჩანს.
-არანაირი პირადი გარჩევები_მკაცრი სახით გააფრთხილა კაცმა ვაჩე და ოთახში ცოტა სულის მოსათქმელად მარტო დატოვა.

მთელი საღამო დაფიქრებული დადიოდა ვაჩე სახლში, ცდილობდა მიელაგებინა, დედის წამლები თანმიმდევრობით დაელაგებინა ქალს მარტივად რომ მიეგნო და დაელია. შემდეგ სამუშაოს მიუჯდა, მისთვის პირველი მნიშვნელოვანი დავალება იყო და თუ მომავალში კარიერის გაგრძელება უნდოდა ეს საქმე არ უნდა ჩაეფლავებინა და გამომძიებლისთვის ეჩვენებინა, რომ შეუძლია.
არ გამოდიოდა. რამდენი ფურცელს ჩახედავდა იმდენი ნინის თვალები და ტუჩების გემო ახსენდებოდა, ვერსად წაუვიდოდა იმ ფაქტს რომ ამ სცენის გამეორება აშკარად სურდა, თან არაერთხელ. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ პირველი კოცნა იყო და თანაც ასეთი ტკბილი და შეგრძნებებით სავსე. საბოლოოდ მიანება ფურცლებს თვალი და ბუხარზე შემოლაგებულ ფოტოებს გადახედა, კიდევ ერთხელ გაიხსენა სად აირია მისი ცხოვრება და თვალები დახუჭა, ახლა სიყვარულის დრო არ იყო. ღრმად ამოისუნთქა, ნინის თვალები ჯანდაბაში გააგზავნა და საქმეს დაუბრუნდა.
დრო იმაზე ნელა გადიოდა, ვიდრე წყვილიდან რომელიმე იფიქრებდა. აშკარა იყო ნინის ის ადრენალინი შემოაკლდა რაც ვაჩეს შემოსვლამ გამოიწვია. ვაჩეს კი ის მხიარულება რაც ნინის მუდმივად თან ახლდა. აშკარა იყო ერთმანეთი მონატრებოდათ, მაგრამ რატომღაც არცერთი აპირებდა ამის აღიარებას.
ჩვეულებრივზე ცუდ ხასიათზე იყო რატომღაც ვაჩე ოქტომბრის ერთ წვიმიან დღეს. მანქანაში ჩამჯდარი არ იყო, ბუზღუნი უკვე დაწყებული ქონდა და გოგასაც კი ამოუყვანა კისერში.
-ვაჩე ან ახლავე დაურეკავ და ეტყვი რომ შეგხვდეს, ან გეფიცები იარაღს ამოვიღებ.
-ხახვი არავის დააჭრა ყურებზე_ხელი აუქნია ვაჩემ და ის იყო მართლა იარაღისკენ წაიღო ხელი გოგამ ოპერატორის ხმა რომ გაისმა.
-ორმხრივი სროლა ბუხაიძე-ჯავახიშვილის კვეთასთან.
-გავიდეთ_მაშინვე წამოიმართა ვაჩე, ნინის სკოლა სულ ახლოს იყო.
-მოკლედ, არც შენ ანებებ ამ ბუხაიძეს თავს და ვერც ის გელევა_სიცილით ჩართო სირენა გოგამ.
-ბევრს ლაპარაკობ რა_შეუბღვირა ბიჭმა მეწყვილეს და იარაღი შეიმოწმა.



№1 სტუმარი სტტ

აუუ, რა დროს გაჩერება იყოო :დდდდ კარგია ძალიან!❤️❤️❤️

 


ახლა გაჩერება იქნებოდა?
აი, ვიცოდი რა პირველი კოცნა იყო ნინისთვის. თან თავისივე ინიცოატივით :) გიჟია ეს გოგო❤
როგორც ჩანს ვაჩეს არც ისე მხიარული ცხოვრება აქვს როგორც გვგონია :(
ყიფო N1- გაუცინარი ხელმწიფე ადგილზეა და ყიფო N2 - კაცი პოზიტივი სადაა ამ დროს? ველოდები იოანეს გამოჩენას ❤
მალე დაგვიბრუნდი❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

აუ აქ გაჩერება იქნებოდა ახლაა :'(

 


№4  offline წევრი OKI ME

იმედია, აქაც მოვლენების ეპიცენტრში, ნინი არ არის :დდდ

 


№5 სტუმარი სტ

Megioki
იმედია, აქაც მოვლენების ეპიცენტრში, ნინი არ არის :დდდ

აბა სხვა ვინ უნდა იყოს :დდდდ

სტ
Megioki
იმედია, აქაც მოვლენების ეპიცენტრში, ნინი არ არის :დდდ

აბა სხვა ვინ უნდა იყოს :დდდდ

შარიანი გოგოა რა :დ

 


№6 სტუმარი ანუ

როდის დადებ?

 


№7 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაიმე როგორ ველოდები,აქაც ნინი თუა შარში,მართლა გააგიჟებს ამ ბიჭს : ))

 


№8  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ მოუთმენლად ველოდები ახალ ტავს და ბუხაიძე ჯავახიშვილის კვეთაზე განვითარებულ მოვლენებს ❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი ირო

საოცრებაა წერ.აუ ნინიმ როგორ დაფქვა რატომ ბრაზობს ნიკაზე.მახარებს ძველი სახეების გამოჩენა.ყიფიანი იმედია ტყუპი გამოჩნდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent