შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაწირული სიყვარული.


26-01-2021, 16:34
ავტორი მისმარია
ნანახია 788

მზის სხივები შემოიჭრა ოთახში , ფანჯარიდან სუფთა სუსხიანმა ნიავმა დაჰკრა , ნაზი მოძრაობით გაშალა ხელები ელიმ და საწოლზე წამოჯდა , ციდან მოწყვეტილი სხივები ლამაზად ეცემოდა ეზოში მდგარ პატარა აუზს, ჰაერის სასიამოვნო სურნელლი გულს სითბოთი და იმედით უვსებდა .
ცოტახანში სერას ხმაც გაისმა.


- სასადილოდ გელოდებით 5 წუთში
კვირა დღე იყო, ამიტომაც სერას არსად ეჩქარებოდა და დედის დაძახებულზე პასუხი არ გაუცია , დილიდანვე უცნაურად გახარებულმა სერამ ფრისაკრავში მოათავსა ,თავის საყვარელი ჯაზ მუსიკოსის ფირფიტა და ოთახის კარები ჩაკეტა ნაზი მოძრაობით არხევდა წელს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლის გვერდით მდგარ პატარა გარდერობს , აიღო თვის ფუმფულა თეთრი ხალათი , ისევ ნაზი წრიული მოძრაობით განაგრძო ნაბიჯი აივნისკენ გამოხსნა კარები და იქვე მდგარ სკამზე წამოჯდა ფეხები პატარ მაგიდას შემოაწყო , სიგარას გაუკიდა და თავი სკამზე გადადო. მუსიკის ხმა კი მთელ სახლში ისმოდა.
-- დაიწყო დილიდან, როდესმე შეიძლება მშვიდად განვაგრძო და დავასრულო დილის ძილიი ,ელიიიისსს , ( გაღიზიანებული ტომასი საწოლიდან წამოდგა და სამზარეულოსკენ გაემართა )
- შენი ქალიშვილი დილიდან , სიგარეტის კვამლში და მუსიკის ხმაში იხრჩობა ( თომასმა შესჩივლა სერას )
- და რას ხედავ ცუდს იმაში რომ დილას პოზიტიურად იწყებს? ( ნაზად გაუღიმა თომას და მაგიდაზე ცხელი ჩაი დაუდგა )
- ის რომ კვირა დღეა და მთელიკვირის დაღლილ ორგანიზსმს დასვენება სჭირდება მაგრამ მისი ჯაზის ხმა მთელს სახლში და რამის მთელს აქსარაიში ისმის .
- დალიე დამშვიდდები მე კი შენს დას სადილს მივუტან .
- ხო ხო მიუტანე თვითონ არ ეკადრება ადგომა .
- ტომასს ( ოდნავ მკაცრი მზერით გახედა ) კიბისკენ სვლა განაგრძო და ელის კარზეც დააკაკუნა.
მხიარულად წამოდგა სკამიდან ელი , დედას კარი გაუღო და აივნისკენ მიუთითა .

-ცოტახნით ჩამოჯექი (ელი) სერამ მეორე სკამი გამოწია ჩამჯდა და ამ ლამაზი წუთის დამახსოვრება დაიწყო, ელიმ ამჯერად აივნის მოაჯირზე შემოაწყო ფეხი და ჩაი მოსვა.
- ლამაზია არა ? ( სერა )
- ძალიან , ისეთი დღეა ყველაფრის იმედს რომ გაძლევს ( ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ნაზად გაუღიმა )
- მოდი დღეს ქალაქ გარეთ გავატაროთ დღე .
= კარგი აზრია ,სადმე ისეთ ადგილას წავიდეთ სადაც ჩოგბურთის ან გოლფის თამაშსს შევძლებთ .
= რათქმაუნდა , მაგრამ ჯერ ტომასი გყავს შემოსარიგებელი.
- რა სჭირს ?
= დილის ძილი ვერ დაისრულა , შენ გადანაშაულებს.
- ჰაჰ როგორც ყოელთვის. მაშინ შევუდგეთ საქმეს . წამოდგა და სამზარეულოსკენ გაემართა სამზარეულოში ჩასულს მაგიდასთან მჯდარი ტომასი დახვდა , რომელიც გაბრაზებული შეჰყურებდა , ელიმ ელექტრო ჩაინიკი ჩართო მაცივრისკენ წავიდა და უკნიდან ჩუმად ტომას მიეპარა , ხელები სწრაფად შემოხვია კისერზე თავი თავზე დაადო
= ვის გაუბრაზებიაა ჩემი საყვარელი ძამიკოო? ძილი არ გაცადე არაა ? თვალი თვალში გაუყარა და ქვედა ტუჩი პატარა ბავშვივით გადმოაგდო.
= როდის მაცდი ძილს ახლა რომ დაგეცდია , იცი რა მიკვირს ?
- რა გიკვირს აბა ? ( ნაზი ღიმილით უპასუხა )
- მთელი კვირა ხომ მუშAობ ? კვირაშიე ერთი დღე ისვენებ ხო ?
- ხო მართალია
_ საერთოდ არ იღლები ? ანუ არ შეიძლება მაქსიმუმ ათ საათამდე მაინც რომ გეძინოს? აი მაქსიმუმს გთხოვ
- კარგი შენთან შემოთავაზება მაქ თუ დამთანხმდები ბოლო 3 კვირა გამოძინებას დაგაცდი
- ოღონდ შენ ქათამზე ადრე გაღვიძებას გადაეჩვევოდე და პირობას ვდებ ყველაფერს გავაკეთებ.
- ჰმმმ … მაშინ დღეს ქალაქ გაარეთ გავიდეთ მე შენ და დედა . ცოტა გავერთობით ვიპიკნიკებთ ვითამაშებთ და დავბრუნდებით .
= ჰმ.. დღეს? მაგრამ დღეს ბაბის ნახვას ვგეგმავდი .
= უკვე ორი წელია ერთად ხართ, იქნებ გაცნობისთვის შესაფერისი დროც იყოს? რას იტყვი ?
= ჰმ .. მაშინ დავურეკავ წყალს გადავივლებ და გავიდეთ
= კარგი . არ დაგავიწყდეს გააფრთხილე სპორტულად იყოს
= ნუ ღელავ სპორტი მისი სტილია .
ელიმ კიბეებზე სწრაფი ნაბიჯით აირბინა , დედის ოთახის კარზე დაკაკუნებისას მისი შეწუხებული ხმა გაიგონა , ოდნავ მოხრილი თითებით ნელა დააკაკუნა კარზე და კარები შეაღო სარკის ანარეკლიდან თვალცრემლიანი დედა რომ დაინახა შეწუხდა , კითხვის დასმა მოერიდა არ უნდოდა ზედმეტად შეეწუხებინა ,საწოლზე ჩამოჯდა და ტელეფონის გათიშვას მშვიდი სახით დაელოდა , სერამ როდესაც ტელეფონი გათიშა ფარდა გადაწია , ცრემლების ჩუმად მოწმენდა სცადა და მოტრიალდა , ქალიშვილთან ნელი ნაბიჯითმივიდა და საწოლზე ჩამოჯდა . რამდენიმე წუთი ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა , დუმილი
ელისმა დაარღვია
- დედა რამე მოხდა ?
- უნდა დავბრუნდეთ ჩვენს სამშობლოში,
- დედა მერე მაგაზე დიდი ბედნიერება არაფერია, სახე რატომ ჩამოგტირის ?ჩვენ ჩვენს საქართველოს დავუბრუნდებით.
- რათქმაუნდა ჩემო გოგო ბედნიერებაა თუმცა კარგი იქნებოდა ასეთ სიტუაციაში არ გვიწევდეს წასვლა.
- რამე ცუდია დეიდა ლენას ან ბაბუას რამე ხომ არ შეემთხვა ?
- გახსოვს ,ნინა ბებო ?
- როგორ შეიძლება არ მახსოვდეს ის ხომ დენის ბებიაა ? მამა რომ დაეღუპა დედამისი სხვას გაყვა და ნინა ბებო ზრდიდა , თბილი და ყველაზე მოსიყვარულე ქალი როგორ შეიძლება დამვიწყებოდა. ელის მოგონებებმა თვალწინ გაუელვა , წამის მანძილზე ჩამოვარდნილი დუმილი შეშინებულმა დაარღვია
- დედა მას რამე დაემართა ?
- მათ საცხოვრებელთან ახლოს , რუსის ჯარს გარკვეული ტერიტორია წლებია რაც შემოსაზღვრული აქვთ ხომ იცი.
- კი დედა ვიცი მოკლედ მითხარი გთხოვ .
- დენიმ იმ საზღვრის გადაკვეთა ცადა ნინა ბებო კი უკან გაჰყვა .. (სახე ჩარგო სერამ და ქვითინი დაიწყო )
- დედა არ თქვა რომ ჯარისკაცებმა ორივეს.. ( ხმა აუკანკალდა და დედას ძლიერად ჩაეხუტა . )
- ოპაა , ცოტახნისწინ ღიღინებდით , ხომ მშვიდობაა ?
- რუსმა ჯარისკაცებმა დენისი და ნინა ბებოს რუსმა ჯარისკაცებმა..( ტომასმა სიტყვა შეაწყვეტინა დაბნეულმა იკითა)
- დედა ხუმრობაა ? 5წუთისწინ არ იყო გასართობად მივდიოდით მათ ხომ პატარა გოგონაც ყავთ ახლა სად არის როგორ არის? სად არის ?
- ცოტახნით ერთერთმა მეზობელმა შეიფარა ,ჩვენს ჩასვლამდე
- ჩვენ მივდივართ ? ვბრუნდებით ? (უკმაყოფილო სახით წარმოთქვა)
- კი ტომას გაიხსენე ნინა ბებო 7 წლამდე ეხმარებოდა დედას ჩვენს აღზრდაში ახლა კი ტასოს ჩვენ უნდა მივხედოთ (ოდნავ ხმამაღალი ხმით უთხრა)
- რა გაყვირებს გოგო კითხვა დავსვი
-შენი უკმაყოფილო სახე ამოვიდა ყელში , ადამიანობაა სხვა რომ არაფერი ცოტა შეწუხდი მაინც .
- მე აქ ვრჩები , სამსახურს ვერ დავტოვებ და უპასუხიმგებლოდ ვერ მოვიქცევი შენსავით .
- სამსახრს თუ შენს ტურფას ?
- ტ.. დააყენე და წესიერად მესაუბრე
- უნამუსო ხარ საწოლიდან წამოდგა ელი დაკარებიდან გასვლისას ტომასმა ხელი მაჯაზე წაავლო მაგრად მოუჭირა
- არ დაგავიწყდეს რომ მე შენი ძმა ვარ , და ნინა ბებია ჩემთვისაც ძვირფასია .
- ხელი გამიშვი მეტკინა, იდიოტო
- ერთხელ მაინც რომ არ იჩხუბოთ საქმე წყნარად რომ გამაკეთებინოთ და გმოგლოვება რომ დამაცადოთ შეგიძლიათ ( სერას ხმაში ყველაფერი ერთად აისახა გულისწყვეტა გაბრაზება ) ტომასმა ხელი გაუშვა ელის თავი ჩარგო კარიდან გაბრაზებული გავიდა და თავის ოთახში შეიკეტა .ელი დედას მიუბრუნდა მაპატიე მცირე რამეს ჩავაწყობ შემდე ბილეთებს ავიღებ დავბრუნდები და გასამგზავრებლად გავემზადებით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent