შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამარჯობა საკნიდან (1)


27-01-2021, 21:38
ავტორი ბლა ბლა ბლა
ნანახია 796

ყოველთვის მინდოდა რომ მეწერა, მაგრამ ამისათვის განსაკუტრებული საბაბი ან რამე ისეთი მომენტი არ მქონია რომელიც გონებას გამინათებდა. ვიჯექი და ვუყურებდი ფურცელსა და კალამს იმის იმედით რომ რაიმე იდეა შემოიპარებოდა ჩემს გონებაში. ალბათ ხვდებით , ასე არასდროს ხდებოდა... არ ვიცოდი ფურცლისათვის რა უნდა გამენდო... დარდი, სიხარულ, გამოგონილი ისტორია თუ საკუთარი, ეს უკანასკნელი , სიმართლე რომ გითხრათ, რამდენიმე კვირის შემდეგ ამოვიგდე თავიდან, როცა გავაანალიზე, რომ ჩემი ცხოვრება ჩემთვისვე იყო მოსაბეზრებელი და სხვისთვის ალბათ გუნების წახდენის მიზეზი გახდებოდა. მაგრამ მე ახლა აქ ვზივარ და ვწერ, გენდობით, ჩემს გონებაში გიშვებთ, არ ვიცი აქ რისი მოლოდინით შემოდიხართ, არც ის ვიცი იმედებს თუ გაგიმართლებთ, მაგრამ აქაც გულწრფელი უნდა ვიყო, ალბათ არა. არ დაგხვდებათ ის რასაც ეძებთ, ვარდისფერი ისტორია, ფაფუკ ღრუბლებზე მფრინავი ოცნებები.
იმას რასაც შემდეგ გვერდებზე წაიკითხავთ თქვენვე შეურჩეთ შესაფერისი ჟანრი, მე ჩემს იდეას თავზე არ მოგახვევთ, თქვენთვის მომინდია. ჩემი სახელის განდობას გადავწყვეტ თუ არა ამასაც მომავალი მანახებს, ვხვდები მომავალზე ბევრ იმედს ვამყარებ, არ ვიცი ეს რას დავაბრალო ალბათ ამასაც შემდეგ გვერდებზე იპოვით. საბოლოოდ დაასკვნიდით რომ ჩამოუყალიბებელი ადამიანი ვარ მაგრამ ჩემი ისტორია იგივს არ გეტყვით პატარაობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ ზუსტად ვიცოდი რაც მინდოდა და ვაკეთებდი კიდეც ამას, ახლა ყველაფერს შეცდომად აღვიქვამ, ჩემმა გონებამ ყველაფერი არასწორად გადახარშა და უიმედო გალიამდე სწორედ ამან მომიყვანა, დიახ არ მოგესმათ, გალია რომელიც უიმედოობისაცაა და ცივი ბეტონისაც.
ციხე ჩემი ცხოვრების საბოლოო წერტილი აღმოჩნდა, არ მოგატყუებთ და არ გეტყვით რომ აქურობა კარგია, ბეტონი ყველანაირი სულის გამოძახილის ცივი მკვლელია, გიქცევს თავის სულისშემხუთავ სივიწროვეში და მხოლოდ იმის საშუალებას გაძლევს რომ იფიქრო. იფიქრო იმაზე რა ჩაიდინე და ამით რა მიიღე. ჩადენილ დანაშაულებს არ ვნანობ არც დედა და მამა მელოდება გარეთ, რომელთა გულსაც ავაფოქრიაქებდი და აღარც ძმა, მაგრამ მაინც ვფიქრობ... ვფიქრობ, ალბათ არ არსებულ, შესაძლო ცხოვრებას მივტირი, რომლის შექმნაც შემეძლო, იმ ოჯახს რომელიც არასდროს მყოლია და იმის შესაძლებლობაც გავაქრე რომ საკუთარი მქონოდა. მოკლედ ასეთ წვრილმან ადამიანურ ფიქრებს ვაძლევ იმის საშუალებას, რომ გული ცოტათი ამიღელვონ.
შესავალი ძალიან გამეწელა, ბოდიშს მოვიხდიდი ამის გამო, რომ ვწუხდე, მაგრამ არ ვწუხვარ. ადამიანთან დიალოგი დიდიხანია არ მქონია. მიუხედავად იმისა რომ ეს ფურცელია მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ცოცხალ პიროვნებას ვესაუბრები, თვალებში ვუყურებ და ემოციებს ვხედავ, ეს ძალიან მომენატრა, ისევ გამოცოცხლებულად მაგრძნობინებს თავს. მოკლედ მოგიყვები იმ ისტორიას რომელსაც მეგონა არასდროს მოვყვებოდი, დავწერ ჩემი ისტორიის შესახებ, ასე რომ, კარგად მოკალათდი და მომისმინე, თავიდანვე არ ამითვალწუნო და ჩემი ისტორია გაიაზრე.
ყველაფერს ბავშვობიდან დავიწყებ, როდესაც ჯერ კიდევ ერთადერთი რამ რაც ცხოვრებაში მადარდებდა კანფეტი იყო, ჩვენი უბნის კუთხის „ბუტკაში“ რომ იყიდებოდა, ახლანდელ ბავშვებს ის რომ აჭამო ალბათ მოიწამლებიან მაგრამ ალბათ ჩემი თაობა ამას შეგუებული იყო, არაფერი გვაწუხებდა და იმითაც ვერთობოდით, რომ კანფეტი ენას სხვადასხვა ფრად გვიღებავდა.
უმეტეს დროს უბანში ვატარებდი, ბავშვებთან თამაშში. როგორ ძალიანაც მიყვარდა გარეთ ყოფნა, ისე ძალიან მეზიზღებოდა სახლში დაბრუნება. თავიდან მხოლოდ იმიტომ რომ თამაშს ვწყვეტდი, მაგრამ შემდეგში უფრო დიდი მიზეზი გამიჩნდა. არ მინდა ჩვეულებრივი ცრემლებით სავსე ისტორია მოვყვე, არც ის მინდა ხალხმა სიბრალულის თვალებით შემომხედოს ეს უბრალოდ ცხოვრებაა, ძალიან კარგად მესმის, რომ როცა დავიბადე ბრძოლის ველზე მოვხვდი ასე რომ შენი სიბრალულიც არ მინდა, როცა მიზეზსს გაიგებ, ეგ ყველაფერი უბრალოდ მხიარულებას გააფუჭებს. რომ გავაგრძელოთ, მამაჩემი, თავის დროზე მომუშავე ადამიანის უნაკლო განსახიერება, სამსახურის და ხელის გარეშე ერთდროულად დარჩა და ამისგან თავდასაღწევ უებარ წამლად სასმელი იპოვა. დღე მარტივად მიდიოდა ჩხუბი, დალევა ცემა, ჩხუბი დალევა ცემა. მამაჩემი წარსულში დარჩა მას ლოთი მაწანწალა დაერქვა და თავისი საპატიო ადგილი დაიკავა ტელევიზორის წინ. რაც შეეხება დედაჩემს, მასზე საუბარიც არ გაგვიგრძელდება დიდი ხანი, ცემის და ყვირილის შემდეგ ლოთ მაწანწალას შეუერთდა და ბო*ი მაწანწალა გახდა. დავრჩით მე და 2 წლით პატარა ძმა. ალბათ ხვდებით როგორი პატარაობაც გვექნებოდა, ახსა განმარტებებს რა თქმა უნდა არ დავიწყებ, ყველაფერი გასაგებია, ჩვენ გავიზარდეთ ჩემი აზრით ჯელტმენები, ფსიქოლოგების თქმით კი ფსიქოლოგიური პრობლემების მქონენი ,არც ვუარყოფ, ალბათ მაქვს კიდეც.
როდესაც იმხელა გავხდი, რომ სამსახური დამეწყო, დავიწყე კიდეც. მალევე ბო*ი და ლოთი მაწანწალათუხუცესნიც გარდაიცვალნენ. ცხოვრება მარტივი და უკეთესი გახდა.

_____________
პირველ რიგში მოგესალმებით, ეს არის პირველი ისტორია რომელსაც საზოგადოებას გავუზიარებ, იმედი მაქვს ჩემი ნებისოფა საკმარისად დიდი იქნება იმისათვის რომ დავასრულო კიდეც. ისტორიის მთავარი გმირი არის ციხეში და ყვება საკუთარი ცხოვრების შესახებ, ბავშვობა, სამსახური, ოჯახი და რა თქმა უნდა ციხეში მოხვედრის მიზეზ. იმედია მოგეწონებათ... ♥



№1  offline წევრი OKI ME

ჰოო, საინტერესო იატორია ჩანს.

იმედი მაქვს, ამ პერსონაჟის ისტორიას დასასრული მაინც ექნება ჰეფი ენდი.

წარმატებები ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი თამრიკო

მშვენიერი დასაწყისია♥️

 


№3  offline წევრი ბლა ბლა ბლა

სტუმარი თამრიკო
მშვენიერი დასაწყისია♥️

მადლობა heart_eyes

Megioki
ჰოო, საინტერესო იატორია ჩანს.

იმედი მაქვს, ამ პერსონაჟის ისტორიას დასასრული მაინც ექნება ჰეფი ენდი.

წარმატებები ❤️

Megioki
ჰოო, საინტერესო იატორია ჩანს.

იმედი მაქვს, ამ პერსონაჟის ისტორიას დასასრული მაინც ექნება ჰეფი ენდი.

წარმატებები ❤️

ვერ დაგაიმედებ ჰეფი ენდით flushed
მადლობა თბილი სიტყვებისთვის heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent