ჩამომყვები ჯოჯოხეთში? (1)
გამარჯობა ^^ ახალი ისტორიით დავბრუნდი და დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 წინასწარ არ გეტყვით რაზეა ,რადგან ნელ-ნელა ყველაფერი გამოჩნდება! ცოტა არ იყოს უცნაურად და მოსაწყენად იწყება ისტორია და შეიძლება არც ისეთი საინტერესოდ მოგეჩვენოთ,მაგრამ მაინც გირჩევთ წაიკითხოთ <3 ყველაფერი შეიცვლება მოგვიანებით. რა თქმა უნდა ფენტეზია^^ ლუნა: ბავშვობაში ბევრისგან მსმენია ,ლუნა როგორც ჩანს მთვარე გმფარველობს,მისი შვილი ხარ ,რადგან შენ იმდენად ცივი და შეუმჩნეველი ხარ,როგორც მთვარე. როდესაც ყველას სძინავს,მაშინ გამოჩნდება მთვარე ცაზე და სულ მარტო ანათებს შავ ცაზე,არავინ უყურებს,არავინ უსმენს...გარშემო სიცარიელეა. ასე რომ მეც მგონი მართლაც მთვარესავით ყველასთვის შეუმჩნეველი ვიყავი ყოველთვის. ალბათ ამიტომ მიყვარს ასე ძლიერ ღამე და მშვიდ ღამეში ,ის ერთი მშვენიერი და ნათელი მთვარე. განსაკუთრებით კი სავსე მთვარე. ასეთ დროს დაკეტილ ფანჯარაში ვერ მნახავდით დაძინებულს,სულ ღია ფანჯარაში ვიძინებდი,თუნდაც სიცივე ყოფილიყო! უბრალოდ ძაალიან მომწონს მბრწყინავ ნათელ მთვარეს რომ ვუყურებ ,სანამ თვალები არ დამეღლება და არ ჩამეძინება! ყოველთვის მეჩხუბებოდა მეორე დღეს დედა ,როდესაც შეამჩნევდა რომ გაციებული ვიყავი და იგივეს მეუბნებოდა რასაც ყოველთვის: "ერთხელაც იქნება და გათენებულს აღარ დაგვხვდები,მთვარე მოგვტაცებს შენს თავს ,ისე გიყვარს" ამას რა თქმა უნდა ხუმრობდა, მაგრამ ახლა უკვე ვოცნებობ ნეტა მართლა წამიყვანოს მთვარემ ,სადმე შორს! იქ სადაც არ სტკივათ ,იქ სადაც ვერ გრძნობენ. რადგან ვგრძნობ რომ სულ ცარიელ ცაზე ვარ გამოკიდებული და ჩამქრალი,აქ კი აშკარად აღარ აქვს ჩემს სიცოცხლეს აზრი! ვიცი არ უნდა დავნებდე ,მაგრამ ცოტახნის უკან ჩემი მშობლები და უფროსი ძმა უგზოუკვლოდ გაქრნენ! მაშინ როდესაც მეგონა,რომ უბრალო სამოგზაურო ტურისთვის დავემშვიდობე,როგორც ჩანს სააბოლო გამომშვიდობება ყოფილა ეს. ისინი ვერსად ვეღარ იპოვეს და ვარაუდობენ,რომ ერთ-ერთ სახიფათო გზაზე გადაიჩეხნენ და ავარიამ შეიწირა ,რომლის შედეგადაც სამივე დაიხოცა. დიდხანს ვევედრებოდით მე და ჩემი ახლობლები ,რომ გამოეძიათ ბოლომდე რა იყო მათი ასეთი გაქრობის მიზეზი ან საერთოდ თუ იყვნენ მკვდრები რეალურად,მაგრამ არა...საქმე დაიხურა და ჩემი ოჯახი გარდაცვლილად გამოაცხადეს. ეს კი მხოლოდ იმიტომ ,რომ რამოდენიმე ნივთი აღმოაჩინეს კლდის პირას და ამით ჩათვალეს,რომ კლდეზე გადაიჩეხნენ ავარიის შედეგად. ჩვენც სხვა გზა არ გვქონდა,შეევეგუეთ ბედს და ცარიელ სააფლავებს დავტირეთ გაზაფხულის მშვენიერ დღეს. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ და ვერ ვეგუები,მაგრამ როდესაც მარტო ვრჩები სახლში და ვხვდები ,რომ ისინი აღარ არიან,უბრალოდ რეალობას თვალს ვუსწორებ და მეტად მტკივა! ეს ჩემთვის უდიდესი დარტყმაა,ან კი უფრო მეტიც,სიკვდილის ტოლფასიაა! თითქოს ვიღაცამ გული ამომაგლიჯა და ცარიელი დამტოვა! იცით მათი დასაფლავების დღეს არ მიტიარია,ერთი ცრემლიც არ ჩამომიგდია ,უბრალოდ დადუმებული ვიჯექი ერთ ადგილას...შემდეგ კი არც ვჭამდი ,არც ვსვავდი ,არც მეძინა ,არაფერი! კოშმარებს ვხედავდი მხოლოდ... კოშმარებს ,რომელიც რეალობისგან სამწუხაროდ დიდად არ განსხვავდებოდა. საბოლოოდ კი დიდი ძალისხმევის შედეგად ცოტა ნორმალური ადამიანივით დავიწყე ცხოვრება,მაგრამ არსებობს ადამიანი ,რომელიც ცოცხლობს და ადამიანი,რომელოც უბრალოდ ცხოვრობს. ვსუნთქავდი...მართლა უბრალოდ ვსუნთქავდი! შედეგად კი სტრესმა დღითი დღე იმატა ჩემში და გულში ჩაგუბებულმა ჩემი დახრჩობა დაიწყო. წონაში კატასტროფულდ დავიწყე კლება. აღარავის აღარ ველაპარაკებოდი, აღარავინ არ მინდოდა. არც დეიდას ტკბილი სიტყვა ჭრიდა და აღარც ბიძიას მკაცრი საუბარი. ჩემს თავსაც კი აღარ ველაპარაკებოდი და არც მთვარეს...ბოლოს იმდენი ვქენი დეიდამ დამაძალა და ფსიქოლოგთან მიმიყვანა,მაგრამ ისევ არაფერი. ეგ კი არა ფსიქოლოგს უფრო დასჭირდება ჩემს შემყურეს მალე ფსიქოლოგი. -აბა ლუნა,რას მეტყვი? რას გრძნობ ამ წამმს? მითხარი რა გაწუხებს...მე ხომ ვიცი რომ გტკივა. მინდა რომ ყველა იმ გასაჭირზე და ემოციაზე მომიყვე ,რომელიც შენშია. ასე იწყება ყოველი სენსია,მე კი ისევ იგივეს ვიძახი. -არაფერი. ცოტაც და ვიცი ის ქალი თავისი ხელით გამომიშვებს, მაგრამ ვის ადარდებს? მგონი რომ არც არავის. გეყოფა...ამას ნუ გააკეთებ,იმ ადამიანებზე იფიქრე ვინც დაგრჩა,ვისაც უყვარხარ და ვინც შენზე ღელავს! ამას მეუბნებოდა ჩემი გულის ერთი ნაწილი,მეორე კი გამუდმებით მიღრიალებდა სულში,იქამდე სანამ ყელში ამოსულს მისი მოსმენა არ მიწევდა! შენს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს,მარტო დარჩი! სულ მარტო ამ ცარიელ შავ-თეთრ სამყაროში,აღარავინ დაგრჩა...აზრი არ აქვს შენს სიცოცხლეს! ნეტავი მეც მათ გავყოლოდი და ნეტავი მათან ერთად მოვმკვდარიყავი! მეც მინდოდა თუ არა მეორე ნაწილს ვუგდებდი ყურს და შედეგიც საახეზეა...მერამდენე მცდელობაა? მეოთხე. მოკვდა? ჯერ არა. ცოცხალია? არა. უკვე მერამდნედ თვალი გავახილე თუ არა ,პირველი რაც თვალში მომხვდა საავადმყოფოს თეთრი კედლები იყო. როგორც ჩანს ისევ არ მიშველა წამლებმა და გადამარჩინეს! სუიციდის მცდელობა ისევ წარუმატებლად დასრულდა. არადა გუშინ საღამოს მართლა მეგონა,რომ სააბოლოდ ვაკეთებდი ამას და ამჯერად არავინ და არაფერი აღარ შემიშლიდა ხელს. უბრალოდ ვთქვი...დედა,მამა ,ძმაო მოვდივარ! თქვენთან მოვდივარ,მომენატრეთ. მაგრამ როგორც ჩანს ისევ ვერ მივედი მათან,ვერ მივახწიე. -ლუნა,გაიღვიძე?! გღვიძავს ჩემო საყვარელო?! გავიგე დეიდას ხმაც და ფიქრებიც გაიფანტა. ჩაწითლებული თვალებით ნელა ავხედე ხმის პატრონს და წინ ანერვიულებული დეიდა დამხვდა,რომელიც საშინელ დღეში ჩანდა! განადგურებული და უიმედო,ამავდროულად კი დაღლილი. არც კი მოუცდია და პირდაპირ გულში ჩამიკრა,შემდეგ კი მისი ქვითინის ხმაც მისწვდა ჩემს სმენას. ტირილით მეხვეოდა მთელი ძალით,იმის შიშით რომ კიდევ ერთხელ ვცდიდი და შედეგი შედარებით ცუდი იქნებოდა. -როდის შეწყვეტ ამას?! არ დაიღალე? ლუნა არ დაიღალე?! შემომხედა ცრემლიანი თვალებით ამჯერად გაბრაზებულმა დეიდამ,მე კი ისევ ხმა არ ამოვიღე და გვერძე გადავტრიალდი . არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა,მაგრამ სიმართლე ესაა! მე სიცოცხლე უბრალოდ აღარ მინდა...მე ჩემს ოჯახთან მინდა ყოფნა,მათ გვერდით. -ასეთი ძნელია რომ დაგველაპარაკო მაინც ? გავიგე უცბად ბიძიას მკაცრი ხმაც,რომელიც უკვე ოთახის ბოლოში შევამჩნიე,მაგრამ მალევე მასაც თვალი ავარიდე და ისევ ჩუმად უემოციოდ მივაშტერდი თეთრ კედელს . -ლუნა იცი დღეს შენი მეგობრები იყვნენ სკოლიდან,გიკითხეს! ძაალიან გაუხარდათ რომ გადარჩი,იცი ლუნა მითხრეს რომ ყველას ძაალიან მოენატრე. გავიგე დეიდას ხმა ისევ ,რომელიც ჩემს გახალისებას ცდილობდა ,თითქოს და მე არ ვიცოდი რომ მათგან არც ერთი არ იყო ჩემი მეგობარი! ისევ რომ არ ამოვიღე ხმა ,დეიდამ მოთმინება დაკარგა და მხრებში უხეშად მწვდა...პანიკაში იყო. -ლუნა,რამე გვითხარი! გთხოვ! ტირილით წამომაყენა ფეხზე. -შენ გეუბნები,ხმა ამოღე! ღაპა ღუპით სცვიოდა ცრემლები დეიდას,მაგრამ ვერაფერს ვერ ვიძახდი. ვწუხვარ,მაპატიე? როგორ,როდესაც მე ეს მინდოდა და ამ წამს იმაზე უფრო ვწუხვარ,რომ გადავრჩი და ისევ ტვირთად ვაწევარ დედას და ბიძიას. თვითმკვლელი თინეიჯერი ,მშობლების გარეშე...რა თქმა უნდა რთულია ეს მათთვის. -კარგი ,დაანებეე თავი. ბიძიამ მხოლოდ სამი სიტყვით ცივად მიუგო და ჩემს თითქოს და უსულო სხეულს მოაშორა ,შემდეგ კი პალატიდან უკან მოუხედავად გაიყვანა. -რა ვქნათ!? გავიგე ბიძიას ჩურჩული იქამდე მანამ პალატის კარს გაიხურავდნენ. ბოლოს კი შუშის გრძელი ფანჯრიდან ისღა დავინახე,როგორ გაიყვანა გვერძე,თან კი აშკარად რაღაცაზე ესაუბრებოდა. ავტორი: ------------------------------------------- ბნელ კორიდორში ,სადაც სულიერის ხმა არ ისმოდა,ორი პიროვნების ნაბიჯების ხმა გაჟღერდა. -რა? რა უნდა ვქნათ!? გთხოვ იგივე არ დაიწყო! მე ლუნას არ გავაგზავნი იქ!აღელვებული თვალებით შესცქეროდა ქმარს და თითქოს დათმობას არც აპირებდა! მისი ხმა კი მთელ კედლებს ედებოდა ექოდ. -ამ აზრზე იდექი წინაზეც ,მანამ ლუნამ იგივე გზას არ მიმართა! ბოლოს მართლა მოკვდება და მერე გვიანი იქნება! გეუბნები რომ ასე სჯობს მისთვის . უპასუხა განრისხებულმა მამაკაცმა. -არა ,არ ვარ თანახმა! ლუნას დეიდა მაინც მწარე უარზე იყო. -შენ მგონი ვერ იგებ! ლუნაა ხალხში უნდა გავიდეს ,ან ნებით ან ძალით ! სამყაროს იმდენად მოსწყდა, რომ უკვე ნამდვილი სიცოცხლის ფასი დაავიწყდა. ეს ერთადერთია რაც გონს მოიყვანს,ეგ თუ დაეხმარება ახლა მხოლოდ! თქვა განერვიულებულმა მამაკაცმა და თან უკვე შენობის გარეთ მდგარმა სიგარეტს მოუკიდა. -ანუ იმ გიჟებთან მთხოვ რომ გავაგზავნოო!? -იქ მისნაირები არიან და გაუგებს ! გაიგე დავკარგავთ ასე თუ გაგრძელდა! -არ ვიცი,არ ვიცი... -არანაირი არ ვიცი! მორჩა გადაწყვეტილია,მირჩევნია იცოცხლოს და ცოტა გაიჭირვოს ,ვიდრე თავისი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს! გადაწყვეტილებას არ შევცვლი...ვაგზავნით! სააბოლო სიტყვა თქვა მამაკაცმა და სოგარეტი იქვე ჩააქრო. ------------------------------------------- ლუნა: დედა დასახმარებლად მეძახის ,მამა ცდილობს დედა და ჩემი ძმა მაინც გადარჩინოს,ჩემი ძმა კი განწირული ყვირის . ეს სიზმარი მეორდება ფაქტობრივად ყოველდღე ,ახლაც ეს სიზმარი ვნახე და შეშინებულმა თვალები გავახილე . -ცუდი სიზმარი ნახე? იკითხა იქვე მდგარმა მედდამ ,ამაზე კი ჯერ კიდევ შეშინებულმა თავი დავაქნიე . -დღეს გწერთ და აბა შენ იცი, ერთი თვე მაინც შეიკავე თავი რომ აქ აღარ მოხვდე. დააფასე ლუნა სიცოცხლე,ის ხანმოკლეა. მითხრა უკვე ნაცნობმა მედდამ და პალატიდან მომღიმარი გავიდა. -არ მინდა სახლში. ჩავილაპარაკე მე და მივხვდი სახლში მისულს ისევ მოგონებები მაიძულებდა სუიციდს. ------------------------------------------ ავტორი: საღამო იყო ,ცა მოღრუბლული იყო და შავი ღრუბლებით გადაფარული,ემზადებოდა თავსხმა წვიმისთვის. ლუნა კი უბრალოდ ფანჯარას მისჩერებოდა და ფიქრობდა არაფერზე...ხო ,არაფერზე და თან ყველაფერზე ! ცოტახანში ცა ელვამ გაანათა და საშინელი გრუხუნის ხმამ მოიცვა გარემო . თითქოს ზეცა გაბრაზებული იყო და თავის სიბრაზეს დედამიწაზე ანთხევდა. ცა ღაჟღაჟა სისხლივით წითლად იყო გაფერადებული ,თითქოს და სისხლით შეღებესო . საოცარი სიჩუმე იყო და მხოლოდ ჭექა-ქუხილის ხმა ისმოდა ,ოთახში უეცრად სიჩუმე კარის შემონგრევამ რომ დარღვიაა ! ქარი ისე მისწოლია კარს თითქოს ოთახში უნდოდა შემოღწევა და შემოაღწია კიდეც . ლუნა: თმა ჰაერში გამეფანტა და ქარისგან ძლივს სუნთქვა შეკრულმა ,ფეხზე წამოდგომა დავიწყე ,რადგან ოთახში შემოვარდნილმა ქარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ნელა ავდექი ფეხზე და ჯერ კიდე დასუსტებული მივუახლოვდი კარს და ისე დავხურე,რომ აღარ შემოეღო ქარს,შემდეგ კი ფანჯარას შევხედე, რომელიც ორპირი ქარის გამო გაღებულიყო. შედეგად ნელა ფანჯრისკენ დავიძარი და მივუახლოვდი თუ არა წინ მშვენიერი და ძაალიან უცნაურად გაწითლებული ცა მომხვდა თვალში,შედეგად კი ვეღარ მოვითმინე და თავი გადავყავი . ვგრძნობდი როგორ მეხებოდა მთელ სხეულზე ქარი და თითქოს მეძახდა,მეც ნელ- ნელა უფრო და უფრო გადავიწიე ,უფრო მეტად,უფრო მეტად და უკვე პიკზე მყოფმა ვიღაცის ხელი ვიგრძენი მკლავზე! შემდეგ კი ისე რომ ვერც მოვასწარი გაზრება, უკან იატაკზე დავეცი! ვიღაცამ ფანჯარას მომაშორა და ამით ძაალიან შემაშინა,მაგრამ უკან რომ გავიხედე და იქ არავინ არ დამხვდა,აი მაშინ მართლა შევშინდი. რადგან ეს გრძნობა ,რომ თითქოს და ვიღაც შემეხო,ძაალიან რეალური იყო! არ მომეჩვენებოდა,თან გარეთ ისეთი საშინელი ხმეებია მეტად მეშინია. წითელი ცა და ამოუცნობი რაღაც ,რომელმაც უკან ოთახში შემომაბრუნდა,როდესაც საკუთარი თავისთვის რაღაცის დაშავებას ვაპირებდი . -ვინმეა აქ? შეშინებულმა დავსვი კითხვა,რადგან გულის სიღრმეში მაინც ვიტოვებდი იმედს,რომ შესაძლებელი იყო ვიღაც ყოფილიყო პალატაში. -დეიდა,ბიძია! დავიძახე კიდევ ერთხელ ,მაგრამ ისევ არაფერი . ისევ არავინ რომ არ გამცა ხმა ,ფეხზე წამოვდექი და ტელეფონი ავიღე ,დეიდასთვის უნდა დამერეკა. უკვე ნომერი რომ ავკრიფე ნელა მივიდე ყურზე ყურმილი და დეიდას ხმის გაგებას დაველოდე ,მაგრამ არაფერი,არავის ხმა არ ისმოდა! -აბონენტი ამ დროისთვის მიუწდომელია. გავიგე ოპერატორის ხმა,რაზეც ტელეფონი საწოლზე დავაგდე და გარეთ გასვლა გადავწყვიტე. აღარ მინდოდა პალატაში ყოფნა რამდენიმე წამის წინ მომხდარის გამო! ვინმეს ვნახავ და ვეტყვი მომხდარის შესახებ! იქნებ მართლა ვინმეა ჩემს პალატაში...მაგრამ დერეფანში რომ გავედი იქაც არ დამხვდა კარგი ამბავი! შუქი თამაშობდა,ეგეც ალბათ ამინდის გამო და საოცარი სიჩუმით სავსე კორიდორს თითქოს დასასრული არ უჩანდა. -უკაცრავად,ვინმეს ესმის ჩემი? წამოვიძახე მე,რადგან უკვე მეგონა მხოლოდ მე ვიყავი ამხელა საავადმყოფოში,არავის ხმა აღარ ისმოდა! -არის აქ ვინმე? ვიკითხე კიდევ ერთხელ ,მაგრამ ისევ არაფერი. -ნეტა სამუშაო საათი დაუმთავრდათ,თუ რა ხდება. ჩავილაპარაკე ჩემთვის და ნელა ჯერ კიდევ სუსტად გავაგრძელე დერეფანში სიარული . მაგრამ უეცრად ერთი პალატიდან ლეწვის ხმა ,რომ მომესმა უნებურად შეშინებულმა წამოვიყვირე! ორი წამის შემდეგ კი იქვე მდებარე ღია კარს გავხედე,რომლიდანაც სწორედ ამ წამს ხმა მომესმა! არ მინდოდა ყურადღება მიმექცია,მითუმეტეს ამ წამს ასეთი შეშინებული ვიყავი,მაგრამ ასე უბრალოდ ყურადღება არ მიმექცია ვერ შევძლებდი,ამიტომ ნელა დავიძარი კარისაკენ და შესვლის თანავე შევამჩნიე ვიღაცის სილუეტი ,რომელიც ძირს ეგდო! ამაზე მეტად ავღელვდი და ანერვიულებული ნელა მივუახლოვდი სხეულს. სიბნელეში ძლივს გავიკვლიე გზა და უკვე მის წინ მდგარი მისკენ დავიხარე. -კარგად ხართ? ნაზად შევატოკე ქალი ,იმ იმედით რომ მიპასუხებდა,მაგრამ ის ხმას არ იღებდა. -ქალბატონო? გავიმეორე კიდევ ერთხელ,მაგრამ უეცრად ადგილზე გავიყინე და ენა ჩამივარდა რაღაც უცნაური სისველე ,რომ ვიგრძენი ხელებზე ! შემდეგ კი სწორედ ზუსტ დროს გაანათა ელვამ და გამოჩნდა კიდეც ჩემი დასისხლიანებული ხელები! ამის დანახვახე შეშინებული გადავარდი უკან და ქალს ანერვიულებული მივაშტერდი! თვალებს ვერ ვუჯერებდი ,ხელები სულ სისხლიანი მქონდა! ვერ ვხვდებოდი აქ რა ხდებოდა,მაგრამ მგონი რომ კარგი არაფერი . -ვინმე დამეხმარეთ! წამოვიყვირე მე და ფეხზე წამოდგომა ვცადე, მაგრამ სისხლიან იატაკზე ფეხი ამიცურდა და პირდაპირ ქალს დავეცი. ყველაფერი მისი სისხლითა მოსვრილი,ყველგან მისი სისხლია! -ღმერთო ჩემო! ვეღარ შევიკავე ცრემლები და ხელი პირზე ავიფარე . ვერ ვხვდებოდი ქალი ცოცხალი იყო თუ მკვდარი და ვერც შემოწმებას ვბედავდი! მხოლოდ მიშტერებული მივჩერებოდი კისერზე კარგად გამოკვეთილ ნაკბენს ,რომელიც უფრო მეტად მაშინებდა . რა მოხდა აქ? ეს ვინ გააკეთა? საშინელ პანიკაში ვიყავი ,ქალი ჩემს წინ გამოუცნობი მდგომარეობის გამო ვერც გამეგო მკვდარი იყო თუ ცოცხალი, მე კი სისხლში ამოსვრილი ვიყავი და იქვე ჩაკეცილი ,ცივ კედელს ვეკროდი! ამ ჩემი პანიკის დროს კი უცბად რაღაც ხმა შემომესმა! იმ წამსვე ფეხზე წამოვდექი და იქვე რაღაც ნივთს ვერც გავარკვიე სიბნელეში რას,ხელი დავავლე! -ვინაა აქ? ვიკითხე და ხელში კარგად მომარჯვებული ნივთი მოვიქნიე ,ამის შემდეგ მხოლოდ ხმები მესმოდა, ხან უკნიდან ხან გვერდიდან ,ხან წინიდან , მაგრამ რა იყო ვერ ვხედავდი და ერთ ადგილას ხან იქით ვიხედებოდი ხან აქეთ! და აი უეცრად ვიგრძენი ცივი ხელები ,საშინლად გაყინული ხელები მეხებოდა ყელზე. გავშეშდი...ადგილზე გავშეშდი და აკანკალებულმა ძირს დავაგდე ნოვთი,რომელიც ხელში მეკავა. -დამშვიდი და უბრალოდ არ იყვირო. მალებე გავიგე უცნობის ჩურჩულიც და მისმა ცხელმა სუნთქვამ კანკალი უარესად დამაწყებინა. მაგრამ ასეთ საშინელი სიტუაციის მიუხედავად გავბედე და ხმა ამოვიღე. -ვინ ხარ,რა გინდა? ვიკითხე ისე ,რომ შიშით არც მიმიხედავს მისთვის. -მე ის ვარ ,ვინც დიდიხანია გეძებს. შენგან კი ყველაფერი მინდა...ყველაფერი რაც შენ გეხება. თქვა ბიჭმა და უეცრად ყელზე ნაზად მომისვა ხელი! არ ვიცოდი ვინ იყო,მაგრამ მგონი ეს ჩემი შანსია რომ დიდიხნის სურვილი ავისრულო. -მერე რაღას უცდი? გამიკეთე რაც გინდა...მომკალი. ვთქვი მე ჩვეულებრივად მშვიდად, რადგან მეც სწორედ ეს მინდოდა ,თან კი აშკარაა ეს ვიღაც მანიაკია და ამ წამს ეს ქალი მოკლა! იქნებ ეს ყოველივე ჩემი ბედია და ასეც უნდა დავასრულო...სააბოლოდ ჩემს ოჯახს ვნახავ. მაგრამ ყველაფრის მოლოდინში,ბიჭმა მხოლოდ გაიცინა. -არა,შენი მოკვლა არ მინდა. უკეთესი იდეები მაქვს. თქვა და უფრო ახლოს მოიწია, ისე რომ უკვე ვიგრძენი უკნიდან მისი ტანი როგორ მეხებოდა. -რა გინდა? ვიკითხე ხმის კანკალით. -ჩემი გახდი და ყველა აუხდენელ ოცნებას აგიხდენ. მიპასუხა ბიჭმა მშვიდად. -შენი გავხდე? დაბნეულმა გავბედე და ვიკითხე,რადგან ამ წამს სიკვდილს ვუყურებ თვალებში,შედეგად კი არც ისე დიდად მეშინია შედეგების. -შენი სული მომეცი. მან კი მაცდურად წარმოთქვა ეს სიტყვები,თანაც ჩურჩულით. ამაზე მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და უკვე კითხვა გამიჩნდა თუ ვინ ან რა იყო ეს ბიჭი! -ყველაფერს? მაგრამ ყველაფეის მიუხედაბად ხმის კანკალოთ ვიკითხე და აღელვებულმა ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. -კი ,ყველაფერს...თანახმა ხარ? ცოტახანი გაჩერდა ბიჭი და მიამატა. -ლუნა. მან ჩემი სახელი იცოდა ,ამან უფრო გამაკვირვა...ვინ იყო ეს ბიჭი? ან რა უნდოდა ჩემგან? ყველაფროს მიუხედავად მე არაფერი არ მაქვს დასაკარგი,ამიტომ... -კი ,თანახმა ვარ. თამამად ვუპასუხე,რადგან მინდა რომ მომკლას! მომკლას და სააბოლოდ დაასრულოს ეს ყოველივე. -ანუ თანახმა ხარ ჯოჯოხეთშიც კი ჩამომყვე ლუნა? იკითხა ბიჭმა და ხელი უკნიდან ნელა ყელისკენ ნაზად წამოიღო. -კი ,ჩამოგყვები. თუნდაც ჯოჯოხეთში! ვთქვი და ნელა უკვე გაბედულად უკან მიტრიალება დავიწყე,რადგან ძლიერ მინდოდა უცნობი სახეზე დამენახა! უცნობი,რომელიც ძაალიან არარეალურად გამოჩნდა ჩემს ,,ცხოვრებაში,,ამ წამს. -გაბედული გოგო ყოფილხარ ლუნა. თქვა უცნობმა მშვიდად და თავისი წითელი თვალებით მომაჩერდა...წითელი თვალები,რომლებმაც იმ წამსვე გამაბრუეს ! თითქოს და სულს მწოვდა ამ მზერით. ამის შემდეგ აღარაფერი მახოვს,ამ სამყაროს მოვწყდი და გავითიშე. გარშემო სიბნელე იყო. ისეთი სიბნელე, რომლისაც მე სიბნელის მოყვარულსაც კი მეშინოდა. სიბნელეში კი ისმოდა ნაზი ხმა, უფრო ანგელოზის ხმას მოგაგონებდათ! ის მე მეძახდა და მეუბნებოდა რომ მასთან მივსულიყავი,იქ...სიბნელეში. და უცბად თვალებიც გავახილე! ეს სიზმარი იყო ! სიზმარი ,რომელმაც ჩემი გულის ცემის ასე აჩქარება გამოიწვია...ეს კი სიზმარი იყო ,მაგრამ ის?! გამახსენდა უცბად ბიჭი ,მისი წითელი თვალები, სისხლი ,სიტყვები ,სიცივე და საერთოდ ყველაფერი და ფეხზე წამოვხტი! მაგრამ აღმოვაჩინე ,რომ ისევ ჩემს პალატაში ვიწექი და გარეთ უკვე ნათლად ანათებდა მზე. -სიზმარი იყო. ჩავილაპარაკე იმედგაცრუებულმა და ფეხზე წამოვდექი . ალბათ მიღებულმა წამლებმა და სტრესმა იმოქმედეა ჩემზე ცუდად და ასე ამიტომ დამემართა! აჰ,აქ ყოფნამ როგორ დამღალა. სახლში წასვლა არ მინდა ,მაგრამ არც აქ დარჩენა. -დილა მშვიდობის,როგორ გრძნობთ თავს ლუნა? პალატის კარი სრულიად უცხო ექთანმა შემოაღო და ამ კითხვით შემეგება. -დილა მშვიდობის. დიახ,კარგად ვარ. მშვიდად ვუპასუხე და მეტად დავაკვირდი...ჩემი ექიმი სადაა? გუშინდელი სიზმარი,ყველაფერი უცნაურად დაემთხვა. იქნებ ვიკითხო...იმას მაინც გავარკვევ ჩემი სიზმარი რაც ვნახე ყველაფერი სიზმარი იყო თუ რაღაც ნაწილი! -სხვათაშორის,მოგაკითხეს. მშვიდად მითხრა და დამამშვიდებელი აბები გვერდით წყალთან ერთად დამიდო. -ჩემი ექიმი სადაა? მე კი მისი სიტყვები დავაიგნორე და პირდაპირ ეს ვიკითხე. -არ ვიცი ,დღეს სამსახურში არ გამოცხადდა. მითხრა ქალმა ღიმილით და ტანისამოსი მომაწოდა. -აჰა ,მგონი სჯობს უკვე ჩაიცვა! მეც დაბნეულმა გაგებულით აღარაფერი აღარ ვუპასუხე და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. არადა ვგრძნობდი ,რომ რაღაც არ იყო ნორმალურად. იქნებ დამთხვევა ,ჩემი სიზმარიც და მისი ასე სამსახურში არ გამოცხადებაც,მაგრამ არ მინახავს სამსახური ასე გაეცდინოს ბოლოს და ბოლოს სულ აქ ვარ მგონი. -ლუნა,მზად ხარ?! ამ ფიქრებიდან დეიდას ხმამ გამომიყვანა,რომელიც მომღიმარი მელოდა პალატის კარში. მეც უკვე ჩაცმული გავემართე მისკენ და მკრთალი ღიმილითვე ვუპასუხე. -წავედით. მან მხოლოდ ესღა თქვა და ხელი ჩამკიდა,შემდეგ კი მანქანისკენ წამიყვანა. ამის შემდეგ მანქანაშიც საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა. რა თქმა უნდა არც ერთი ხმას არ ვიღებდთ ,მითუმეტეს მე! მე სულ სხვა სამყაროში დავფრინავდი,თან მითუმეტეს ამ დღეებში მომხდარი თავში მიტრიალებდა და პასუხებს ვეძებდი კითხვებზე,რომლებიც არსად ჩანდა. სახლშიც რომ მივედით დეიდა ერთი წამით არ მტოვებდა მარტო ,ალბათ ისევ სუიციდი რომ არ მეცადა. მეც ამ ყოველივეს ჩვეულებრივად ვხვდებოდი და ისე ვიქცეოდი მომხდარის შემდეგ,თითქოს და არც არაფერი არ მომხდარა. -დეიდა ჩემი საყვარელი წიგნი სადაა? ამოვიღე ხმა დიდიხნის გაჩუმებულმა და დეიდამაც გახარებულმა მკითხა. -რომელი საყვარელო!? ამაზე მე ვუპასუხე. -ბიჭის და ბოროტების შეხვედრა. -შენს ოთახში იქნება. მეც ამის გაგებაზე ჩემი ოთახისკენ დავიძარი ,მაგრამ უეცრად კიბებზე დეიდამ გამაჩერა. -იცოდე გთხოვ,არაფერი მოიმოქმედო. ამაზე მე თავი დავუქნიე და გრძელ მოხვეულ კიბეს გავუყევი ჩემი ოთახისკენ. ოთახის კარი რომ შევაღე ისევ იგივე მდგომარეობა დამხვდა როგორიც დავტოვე ,ერთადერთი მხოლოდ საწოლზე მიყრილი წამლები აღარ იყო. მეც ნელა საწოლზე წამოვჯექი და პირდაპირ ჩემი საყვარელი წიგნის კითხვა დავიწყე. ეს წიგნი ყოველთვის მიყვარდა,რადგან დედაჩემმა მაჩუქა თხუთმეტი წლის იუბილეზე და იქიდან მოყოლებული ჩემი ფავორიტია! ამ წიგნში არის მოთხრობილი ამბავი ბიჭზე ,რომელიც შეხვდა ბოროტებას ,ანუ თვით დემონს,რომელმაც შეაცდინა და სიამოვნების და უდარდელი ცხოვრების სანაცვლოდ სულის გაყიდვა შესთავაზა ბიჭს! ბიჭიც დათანხმდა და ამის სანაცვლოს ყველაზე საშინელი წყევლა მიიღო . ის იქნებოდა უკვდავი,უძლიერესი და უზრუნველყოფილი მთელი თავისი ცხოვრება,მაგრამ ამის სანაცვლოდ მოუწევდა ერთი დიდი მსხვერპლის გაცემა. წყევლა,რომელიც ბიჭს მთელი სიცოცხლე ტვირთად დაედებოდა. -ისეთი ტკბილი იყო ეს საჩუქარი და თან ისეთი მწარე. ამოვიკითხე ჩემი საყვარელი მონკვეთი და პორტრეტს დავხედე. ბიჭის თვალები თითქოს წითლად შეჰყურებდა ავტორს. ეს ბიჭი კი უცნაურ გრძნობებს იწვევდა ჩემში,მისი სახელი არ წერია წიგნში,ვიცოდე მაინც რა ქვია! თან ისე მეცნობოდა,თითქოს სადღაც მყავდა ნანახი...უფრო სწორად მისი თვალები მეცნობოდა ყველაზე მეტად. -ჩემი სიზმარი. გავაცნობიერე უცბად,რომ ეს თვალები იმ სიზმარში ვნახე, რომელიც აღარ მახსოვდა ფაქტობრივად,მაგრამ მან გამახსენა! -ნუთუ მისი სახე იმდენად ჩამრჩა გონებაში რომ სიზმარში ვნახე. ჩავილაპარაკე ჩემთვის და კითხვა გავნაგრძე. დიდხანს ვკითხულობდი წიგნს, მანამ ბოლო გვერდამდე არ ჩავედი. სააბოლოდ კი საათს რომ დავხედე უკვე გვიანი იყო და ძილის დროც მქონდა,მაგრამ ყველაზე ნაკლებად ეს მინდოდა, როცა ვიცოდი ისევ საშინელი კოშმარები შემაწუხებდა, მაგრამ კითხვისგან მოთენთილი თვალები მაიძულებდა დამეძინა,ამიტომ ისე რომ ვერც გავიგე ,ნელ-ნელა ჩამეძინა . ისევ იგივე ! სიბნელიდან გამოძახილი მიხმობდა,და თან მშობლების და ჩემი ძმის ყვირილი მიბჟუებდა ყურებს . -გადაგარჩენთ! ვყვიროდი ,მაგრამ ხმაური ისევ არ წყდებოდა და აი უცბად ვიღაცის სილუეტი დავინახე სიბნელეში ,მე ნელ-ნელა მივუახლოვდი მას,მაგრამ ის ისეთი უცნაური იყო! გაუნძრევლად იდგა და თვალები აკრული ჰქონდა. -ვინ ხარ!? ვიკითხე მე,ბიჭი კი ცოტახანი დუმდა,მანამ ასე არ მიპასუხა . -ჯოჯოხეთი. შემდეგ კი თვალებიდან მოიხსნა ნაჭერი! თვალები,რომლიდანაც ფერადი ცრემლები სდიოდა და უბრალოდ ჩუმად თვალებ დახუჭული იყო. ეს იყო და ეს რომ გამომეღვიძა! შეშინებულმა წამოვყავი თავი და სულ გაოფლილმა, სუნთქვის დარეგულირება ვეცადე ,რომელიც გულის სწრაფი ცემის გამო უკვე მიჭირდა . ცოტა რომ დავმშვიდი და სული მოვითქვი ისევ დავწექი და ძილი გავაგრძელე. დილით დეიდას ღიღინმა გამომაღვიძა ,რომელიც ნათელ მზეზე და დილაზე მღეროდა! ამაში ჩემი გაღვიძების დრო რომ იყო ეგ იგულისხმებოდა. მეც ნელა თვალები გავახილე და გადავწყვიტე ნახული სიზმარისთვის არ მიმეცა ხასიათის გაფუჭების უფლება! -დეიდა რამე ხდება? ვიკითხე და კედელს მივეყრდენი,ისე რომ მომღიმარი შევყურებდი თან. -ჩემო ლამაზო ,არაფერი ! რა უნდა ხდებოდეს ? გამიღიმა დეიდამ და ოთახიდან ჩემი რამდენიმე ტანისამოსი გაყოლა გასარეცხად. მე ნელა ფეხზე წამოვდექი,რადგან მინდოდა დილა თბილი შხაპით დამეწყო,შემდეგ ალბათ ისევ რამე წიგნს წავიკითხავ და ასე გავიყვან დროს. ყველაფრის მიუხედავად ნორმალურ ხასიათზე ვიყავი ,მანამ სააბაზანოში არ შევედი და ისევ ძველმა მოგონებებმა არ შემაწუხეს! რადგან სუიციდი ამ სააბაზანოშიც ვცადე ადრე და ეს არც ისეთი კარგად მახსენდება...ამ ყოველივეს გამო ხანდახან მეც კი ვბრაზობ ჩემს თავზე! ამ ფიქრებში გართულმა ნელა მოვუშვი დუში და თბილი წყალი და თვალები სიამოვნებისგან მოვხუჭე. ვგრძნობდი როგორ ეცემოდა წყალი მთელ ჩემს სხეულს...დიდხანს ვიდექი შხაპის ქვეშ და თან სიზმარზე ვფიქრობდი. რატომ ვხედავ ერთი და იგივე ადამიანის სახეს და ერთი და იგივეს სცენარს...? ვიცოდი ეს ნორმალური არ იყო ,მაგრამ დეიდას ვეღარ ვეტყოდი ,იმ წამსვე ფსიქოლოგთან მიმიყვანდა ისევ. მაგრამ ის ბიჭი...მისი თვალები? ჩემი საყვარელი წიგნის გმირის პორტრეტსაც ვაბრალებდი ამას,რადგან ზუსტად იგივე ბიჭს ვნახულობ,მაგრამ მაინც უცნაურია ერთი და იგივეს რატომ ვნახულობ. ამ ფიქრებში გართულმა უცბად ვიგრძენი რომ თითქოს და რაღაც მეხებოდა! ამის გაცნობიერება იყო,ძაალიან რომ შევშინდი! პირდაპირ საავადმყოფოში მომხდარი და ის სააშინელი სიზმარი გამახსენდა...ნუთუ ესეც უბრალოდ მომეჩვენა? ცოტახანი შიშისაგან გავშეშდი ,შემდეგ კი გავბედე და უკან მივიხედე. იქ რა თქმა უნდა არავინ არ დამხვდა,რამაც მეტად გადამრია,მაგრამ მაინც გადავწყვიტე მოვშორებოდი აქაურობას. აქ ერთ წამსაც აღარ გავჩერდები! ნელა მოვშორდი წყალს და პირსახოცი მოვიხვიე აკანკალებულ სხეულზე! მალე მართლა გამაგიჟებდა ეს ჩემი მოჩვენებები. დააორთქლილ სარკეს ხელი გადავუსვი და სარკეში ჩემს ანარეკლს დავაკვირდი ,თან სველ თმას ვუსმევდი ხელს,უეცრად რაღაც რომ შევამჩნიე ყელზე! ყელს კარგად დავაკვირდი,მასზე კი ფერადი ლაქები მეტყობოდა . სწორედ იმ ფერებში, რომელიც გუშინ სიზმარში ვნახე ,იმ ბიჭის ცრემლებად. მეტს ვეღარ გავუძელი და შეშინებულმა ყვირილი დავიწყე ! ამ ჩემს ყვირილზე რა თქმა უნსა დეიდა მალევე შემოვარდა სამზარეულოდან საბაზანოში და შიშისგან ძირს დაცემული ფეხზე წამომაყენა. -რა გჭირს ლუნა!? იკითხა ანერვიულებულმა დეიდამ. -დეიდა,ის ვიღაც ! ბიჭი,რომელიც სიზმარში ვნახე! ის აქ იყო ,ვიცი რომ აქ იყო! მე დამდევს! ხმის კანკალით მივაყარე ეს სიტყვები,ისე რომ შიშით სულ ვკანკალებდი. -საყვარელო,მოგეჩვენებოდა! ადექი ფეხზე . თქვა დეიდამ ნერვიულობით და შეშინებულმა ფეხზე ამაყენა. -არაა,არ მომეჩვენა! ის ნამდვილი იყო,მე ვიგრძენი როგორ შემეხო! ვუპასუხე უკვე ყვირილით,ისე რომ ცრემლებიც მდიოდა თვალებიდან. -წამოდი და ჩაი დალიე კარგი?დაგამშვიდებს,შემდეგ კი რაიმეს მოვიფიქრებ. ვეტყვი ბიძიას და შეამოწმებს სახლში ვინმე თუა. ესღა მითხრა დეიდამ დამშვიდების მიზნით და სამზარეულოში დამსვა ,თვითონ კი ცოტახანს იქით გავიდა. დეიდა: უკვე მერამდენედ ვნახე ლუნა ამ მდგომარეობაში,მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი ის იყო,რომ ვხვდებოდი ეს სააბოლო არ იყო! მე კი ამ დგომარეობაში მის დანახვას აღარ ვაპირებ...მინდა დავეხმარო ,მინდა! ეგოისტივით ვეღარ მოვიქცევი,მხოლოდ იმიტომ რომ მისი დაცვა მინდა,ამიტომ ვაპირებ იმ ერთ-ერთ ხერხს მივმართო,რომლისაც დიდხანს მეშინოდა. -მაპატიე ლუნა,ამას შენთვის ვაკეთებ. ამღვრეული თვალებით ჩავილაპარაკე და პირდაპირ ჩემს ქმარს დავურეკე. ---------------------- მე:სემ აღარ ვიცი რა ვქნა! მართალი იყავი,მართალი! ისევ იგივე ხდება და ლუნას მოჩვენებები დაეწყო! სემმი:გითხარი?! ბოლოს თავის მოკვლის ცდით ამთავრებს მაგას ხო იცი არა?! მე:ვიცი ,მაგრამ საიდან უნდა ვიცოდე რომ იქ უკეთ იქნება?! სემმი:დამიჯერე ,ამ მომენტისთვის ასე სჯობს. მე:კარგი,კარგი თანახმა ვარ ,გავაგზავნოთ! ოღონთ კარგად იყოს,მე ყველაფერს გავაკეთებ. სემმი:კარგი გადაწყვეტილებაა! ახლა ჩაწერაზე დავრეკავ,დირექტორი ჩემი კლიენტია და მიიყვანე დღეს დარეგისტრირდეს. დრო აღარ უნდა დავკარგოთ! თავს კიდევ რომ რამე ავნოს და ვერ გადარჩეს,ჩემს თავს ვერ ვაპატიებ. მე:კარგი სემმ . ----------------------- ლუნა: ვიჯექი და ხელის კანკალით ვსვავდი ჩაისს,რომელიც დეიდამ მომიმზადა. თვითონ დეიდა კი დაბრუნდა თუ არა მალევე შევატყე ყალბი ღიმილი,რაც იმას ნიშნავს ,რომ რაღაც ხდება! ნეტავი ისევ ფსიქოლოგთან წამიყვანენ? -დეიდა რამე მოხდა? ვიკითხე მე და დეიდას ინტერესით ანერვიულებულმა შევხედე...რამდენიხანია ასეთი ღიმილით არ მინახავს! ბილოს მაშინ ვნახე რაღაც სასწავლებელში ,რომ ფიქრობდნენ ჩემს გაგზავნას...ეს მაშინებს,მათგან შორს ვიღაც შეშლილების სასწავლებელში ვერ ვიქნები! -არაფერი ჩემო გოგო,უბრალოდ დღეს სადღაც უნდა წამომყვე. ამაზე უკვე დავიძაბე ,მაგრამ ყველაფრის მიუხედავად როგორი მშვიდადაც შემეძლო ვკითხე. -სად? ნუთუ მართლა მეგონა,რომ ამაზე სწორ პასუხს გამცემდა. -ყველაფერს გზაში მოგიყვები,კარგი? მოსალოდნელად ,პასუხს თავი ააარიდა და ყალბი სევდიანი ღიმილით ესღა მითხრა,შემდეგ კი კიბებისკენ დაიძრა. -შენს ოთახში ტანისამოს დავტოვებ რომ დალევ ჩაისს ჩაიცვი. თქვა სააბოლო კიბებზე ასვლამდე და შემდეგ კიბებს აუყვა. სად მივყავარ ნეტა? იმედია იქ არა სადაც ვფიქრობ! ვფიქრობდი და სწრაფათ ვსვავდი ჩაის რომ გამეგო სად წამიყვანდა. მოვრჩი თუ არა ჩაის დალევას, პირდაპირ ჩემი ოთახისკენ გავემართე,იქ კი მოსალოდნელად ტანისამოსი დამხვდა : ფერად ფერებში სულ! ნაზი მოვარდისფრო სარაფანა კი უფრო მეტად მომხვდა თვალში . იმდენიხანის ასეთი არაფერი მცმია,თანაც ასეთი ფერის,რომ ცოტა თავს უცნაურად ვგრძნობ. -ეს უნდა ჩავიცვა? ვიკითხე დაბნეულმა და პასუხი,რომ ვერ მოვისმინე ტანისამოსის მორგება დავიწყე . ჩაცმას რომ მოვრჩი, მალევე დეიდას ხმაც მომესმა. -საყვარელო მზად ხარ? ამაზე მე კარიდან გავედი და მოსალოდნელი დეიდას რეაქციაც მივიღე. -ძაალიან ლამაზი ხარ ლუნა,ჩემო ფერია...მოდი წავიდეთ,დრო აღარ დავკარგოთ. თქვა და ჩემთან ერთად დიწყო სვლა,მაგრამ რატომღაც მანამ გავიდოდი ,კართან ცოტახანს შევყოვნდი,რადგან დიდიხანია გარეთ არ ვყოფილვარ და თითქოს სიბნელეს შეჩვეულს აღარ მინდოდა დღის სინათლის დანახვა,ამაზე დეიდამ ღიმილით შემომხედა და ხელი კარგად ჩამკიდა, შემდეგ კი გარეთ გავედით. ლუნა: ორივე მანქანაში ვიჯექით და როგირც ყოველთვის მე ერთი წამითაც არ მოვშორებივარ ფანჯარას, თითქოს გარემოს მონატრებული ვათვალიერებდი ყველაფერს. დაახლოებით ერთი საათი ვიყავით გზაში,ვფიქრობდი მთელი გზა სად მივყავდი დეიდას,სააბოლოდ კი ძლივს მივაღწიეთ იმ ადგილს,რადგან დეიდამ მანქანა გააჩერა. მეც ნელა გავაყოლე თვალი უდიდეს შენობას და სააბოლოდ მივხვდი სად ვიყავით! -ეს რა ადგილიაა? ანერვიულებულმა მაინც ვიკითხე,რაზეც დეიდამ ღრმად ჩაისუნთქა ჯერ ჰაერი და შემდეგ უხერხული მკრთალი ღიმილით მიპასუხა. -ეს ის სასწავლებელია სადაც დედაშენი სწავლობდა. ამ სასწავლებელში ყველანაირი ტიპის ბავშვები სწავლობენ,მათ შორის შენაირიც ძვირფასო ! ამგვარად მე და ბიძიამ ვიფიქრეთ ,რომ აქ ყოფნა უფრო უკეთესი იქნებოდა შენთვის. შენ შენს თანატოლებს ვერ უგებ,რადგან ისინი განსხვავდებიან,მაგრამ აქ ვიცი მათ გაუგებ. როგორც ვიცი აქ ვინც სწავლობს ყველას რაღაც სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს! რას გულისხმობს იმით ,რომ აქ უკეთ ვიქნები! მათგან შორს? -ლუნა მესმის ვერ იგებ ამ წამს,მაგრამ ვფიქრობ ეს ადგილი დაგეხმარება . სააბოლო სიტყვა მითხრა დეიდამ და თან ნაღვლიანად ჩამაშტერდა თვალებში ,მე კი ყველაფრის გაცნობიერებაზე ფერი დავკარგე! მაგრამ რომ მივხვდი,რომ ასე დედას შევაშინებდი და გულს ვატკენდი თავი შევიკავე...ამას ხომ ჩემთვის აკეთებდნენ,ამგვარად სიტუაცია გავმუხტე. -კი მეც ასე მახსოვს რომ აქ უცნაურ ბავშვებს ასწავლიან. ესღა ვთქვი დაბნეულმა და უცნაურში შეშლილი ვიგულისხმე...როგორც ჩანს დეიდამ ფსიქოლოგთან ვიზიტს უარესი არჩია,მაგრამ ვერ შევეწინაღმდეგები მის გაადაწყვეტილებას. -ლუნა,სხვა გზაა არაა,აქ უნდა ისწავლო,იქამდე მანამ საჭირო იქნება ეს. მითხრა დეიდამ აცრემლილი თვალებით ,რაზეც თვალები გამიფართოვდა...ანუ რამდენხანს მომიწევს აქ ყოფნა? მაგრამ რა უნდა ვქნა? სჯობს გავაკეთო ის რაც გადაწყვიტეს. ამგვარად ხმა აღარ ამოვიღე და დავეთანხმე უბრალოდ...რა უნდა მეთქვა? სანამ დირექტორის კაბინეტამდე მივიდოდით ,თვალებს გამალებით ვაცეცებდი...აქაურობა რაღაც საშინელ უდიდეს სასახლეს უფრო მომაგონებდა ,ვიდრე რამე სასწავლებელს! მუქი ფერის კედლები ,რომლებიც საკმაოდ ძველი ჩანდა პორტრეტებით იყო დამშვენებული ,ბავშვები კი აქეთ-იქით ირეოდნენ და თან მაკვირდებოდნენ შორიდან ვინ ვიყავი . აი სააბოლოდ კი ძლივს მივაღწეთ დირექტორის კაბინეტამდე ,კარი დეიდამ ნელა შეაღო და პირდაპირ იკითხა. -შეიძლება? დირექტორმაც გაუღიმა და უპასუხა. -მობრძანდით. ეს იყო და ეს, ამის შემდეგ კი დაუსრულებელი ლაპარაკი დაიწყეს . მე უბრალოდ ჩუმად ვიჯექი დ ვუსმენდი მათ საუბარს,სააბოლოდ კი დეიდამ რაღაც ფურცელზე მოაწერა ხელი და მე შემომხედა . -საყვარელო დირექტორმა ხომ გაიგე რა თქვა ,აქ ბევრს დაუმეგობრდები. მითხრა ღიმილით,მე კი ისევ ხმა არ ამოვიღე და უბრალოდ ძალით გავიღიმე. -შეგიძლიათ უკვე დატოვოთ გოგონა და ხვალ მოუტანოთ ნივთები და ტანსაცმელები. თქვა დირექტორმა ღიმილით,ამაზე კი დეიდამ მე შემომხედა. -რა ვქნათ საყვარელო? როგორ გირჩევნია შენ? -როგორც შენ გინდა. -კარგი აქ დავტოვებ მაშინ. თქვა დეიდამ უხერხულად...ალბათ იმის შიშით ,რომ დღეს სახლში წაყვანის შემთხვევაში ისევ რამეს ვცდიდი. -კარგით ,მაშინ ლუნას ჩვენი პერსონალი მიხედავს,ყველაფერს აუხსნიან და ანახებენ. არაფერზე არ ინერვიულოთ,კარგად იქნება,თქვენ კი შეგიძლიათ მშვიდად წაბრძანდეთ. ამაზე ცოტა ავნერვიულდი ,ცოტახანში აქ სულ მარტო დავრჩებოდი ! -კარგად იქნები ლუნა? დეიდამ ისევ ამ კითხვით შემომხედა და თან ფეხზე წამოდგა,რაზეც დავფიქრდი და გადავწყვიტე,რომ არ შემეშინებინა ჩემი ნეგატიური განცდებით. -კი ,არ ინერვიულო. ვუპასუხე მშვიდად,ამაზე კი დეიდა სააბოლოდ ჩამეხუტა თბილად და კარიც გაიხურა . მე კი დავრჩი ამ უდიდეს უცხო კედლებში,ამჯერად სულ მარტო. გაშეშებული ჩუმად ვიდექი ადგილზე და ველოდებოდი როდის მოვიდოდა ადამიანი ,ვინც მიმაცილებდა ჩემს ოთახამდე და აი ცოტახანში გამოჩნდა ძლივს,მომღიმარი ბიჭი ,რომელიც ჩემსკენ წამოვიდა. -შენ ახალი ხარ ხო? მკითხა ბიჭმა იგივე ღიმილით. -დიახ. ვუპასუხე მე და ძალით გავიღიმე. -წამომყევი. მშვიდად ესღა მითხრა და წინ წამიძღვა ,მეც უკან უხმოდ მივყვებოდი ,მანამ უკვე მესამე სართულზე ერთ კართან არ შევჩერდით. ბიჭმა კარი ნელა შეაღო და მითხრა. -აქ იქნები,ერთ-ერთ მოსწავლესთან ერთად. შემდეგ კი გაიწია რომ შევსულიყავი. -მადლობა. მეც ესღა ვუპასუხე და ოთახს თვალი მოვავლე. ბნელი ოთახი იყო,სწორედ ისეთი როგორიც მიყვარს! -მანამ გავალ გაგაფრთხილებ,რომ შენს მეზობელ გოგოსთან ცოტა ფრთხილად იყო,რადგან ახალ გაცნობილებთან არც ისეთი მეგობრულია...ეს მეგობრული რჩევა იქნება ჩემგან. მითხრა ღიმილით ბიჭმა და პასუხს არც დაელოდა კარი გაიხურა. მე კი იქვე საწოლზე ჩამოვჯექი და ჭერს მივაშტერდი ,რომელიც ლამაზად იყო მოხატული . რაც ოთხში შემოვედი იმის შემდეგ სულ ჩუმად ვიჯექი და ერთ ადგილას ვიყავი მიშტერებული,მანამ უეცრად რაღაცამ არ გამომაფხიზლა. ეს კარის ხმა იყო ,იქიდან კი შავებში ჩაცმული შავ თმიანი გოგო შემოვიდა ,და ცივი მზერა ჩემზე შეაჩერა. -შენ ვინ ხარ? მკითხა უემოციოდ ,მე კი ამაზე ბიჭის ნათქვამი გამახსენდა,ამგვარად ხმა არ გავეცი და ფანჯარას მივაჩერდი. -შენ გეკითხები ჰე!? გაიმეორა გოგომ უკვე აგრესიულად და ჩემსკენ წამოვიდა. -ვინ ჯანდაბა ხარ?! უკვე ხმას აუწია,რაზეც თვალები გამიფართოვდა. -ახალი. ერთი სიტყვით ვუპასუხე ,იმ იმედით რომ თავს დამანებებდა,თან გოგოს ზედაც არ ვუყურებდი. -ახალო,ჩემს საწოლზე რომ ზიხარ იცი!? ისევ მიყვირა გოგონამ ,ამაზე მე უბრალოდ უემოციოდ ავდექი და გავეცალე,რადგან მასთან კამათის არც დრო მქონდა და არც ნერვები. გოგო ისევ რაღაცის თქმას აპირებდა ,მაგრამ არ მოვუსმინე და ოთახიდან გავედი. მერჩივნა სადმე მევლო, ვიდრე ვიღაცა აგრესიული გიჟისთვის მესმინა! კარი გავიხურე და კარიდორს გავუყევი. ნელა მივდიოდი და თან გარემოს ვათვალიერებდი,უეცრად რომ სრულიად უმიზეზოდ გავჩერდი, მეც არ ვიცი რატომ! ნელა კედელს ავაყოლე თვალი და იქ პორტრეტი დავინახე,ნახატი სადაც თითქოს ნაცნობი სახე იყო...ეს რამე დამთხვევაა? რა მჭირს? რატომ ისევ ეს სახე?! ნელა კანკალით უკან დავიწყე დახევა,რადგან ვგრძნობდი გული ისე მიცემდა მალე აფეთქდებოდა ! ხელს გამალებით ვიკიდებდი გაგიჟებულ გულზე და აი უეცრად საშინელი წუილის ხმა გავიგონე ყურებში! ეს ხმა კი მაყრუებდა ,პორტრეტი კი აშკარად მოძრაობდა და თან ნელ-ნელა ბზარი უჩნდებოდა. არ ვიცი მეჩვენებოდა ეს თუ რა,მაგრამ ყველაფერი რატომღაც ისევ მტკივნეულად რეალური იყო! შეშინებულმა შევძელი და ყვირილიღა დავიწყე,ამაზე კი ყველა ჩემსკენ გამოცვივდა...გარშემო ყველა მე მიყურებდა,მე კი კივილს ვერ ვწყვეტდი, ყურბში ხმები მაიძულებდა სიმწრისგან მეყვირა! -ლუნაა!? ჩამესმა ხმა,რაზეც მეტად შევშინდი! -გთხოვთ,გააჩერეთ! გააჩერეთ! ვყვიროდი განწირული ხმით და ყურებზე ხელები მქონდა აფარებული ,უეცრად ვიღაცის მოახლოვება რომ ვიგრძენი . მან ხელები მომკიდა და ამით დამთავრდა ყველაფერი. ტკივილმა გამიარა ,მე კი ცრემლებ მომდგარმა ავხედე უცნობს...ეს გოგო იყო ,რომელსაც თეთრ თმა ჰქონდა და ფითქინა კანი, შეშინებული მიყურებდა და თითქოს ღელავდა ჩემზე,იმის მიუხედავად ,რომ სრულიად უცხო იყო ჩემთვის. -ეს როგორ ქენი? ვიკითხე მე შეშინებულმა ,რადგან გოგონა შემეხო თუ არა ყველაფერი გაქრა! გოგომ არაფერი არ მიპასუხა ამ კითხვაზე და უბრალოდ ჩემგან მოშორებით დადგა. -კარგად ხართ? იკითხა იქვე მდგარმა ასაკოვანმა ქალმა ,ამაზე მე თავი დავუქნიე,შემდეგ კი ბავშვების ბრბო გავწიე და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი! რა მჭირდა!?ვინ იყო ეს ადამიანი?! მეტს ვეღარ ვუძლებდი! გავგიჟდებოდი! ეს მოჩვენებები უკვე ჭკუიდან მშლის? ნუთუ აქ მართლა უკეთ ვიქნები,ნუთუ რამეში დამეხმარება აქაურობა!? მე ეჭვი მეპარება ამაში. ოთახში რომ შევვარდი ის გოგო საბედნიეროდ არ დამხვდა,ხოდა მეც საწოლზე ჩამოვჯექი და ყველაფერზე ფიქრი დავიწყე თუ რა ხდება საერთოდ ჩემს თავს,რადგან მგონი ცოტაც და ფსიქოლოგთან ჩემი ფეხით მივიდოდი ! ამ ფიქრებში უეცრად კარზე კაკუნის ხმა შემომესმა ,ჯერ უცბად გამიკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო და ნელა დავიძარი კარისკენ...იქ კი ის თეთრ თმიანი გოგო დამხვდა, რომელმაც წეღან როგორღაც,ისე რომ მეც არ ვიცი როგორ ,ჩემი ტკივილი წაიღო. -ბოდიში,შენი შეწუხება არ მინდოდა,უბრალოდ მინდოდა მენახე თუ კარგად იყავი. მითხრა გოგომ ღიმილით,რაზეც მეც უბრალოდ გავუღიმე. -მადლობა,შენი დამსახურებით კარგად ვარ. ვუპასუხე მადლიერი თვალებით და შემდეგ მივაყოლე. -უბრალოდ ვერ ვხვდები ეს როგორ ქენი,ვიცი რომ ეს დამთხვევა არ იქნებოდა...შენ ჩემი ტკივილი წაიღე . ეს რომ ვთქვი გოგონას ნერვიულობა შეევატყე ,რადგან ამ სიტყვებს ჩემგან აშკარად არ მოელოდა! -რას გულისხმობ? იკითხა გაფითრებულმა. -შენ შემეხე თუ არა ტკივილი გაქრა. გოგომ ამაზე თავი ჩახარა და ჩუმად მიპასუხა. -ეს უბრალოდ დამთხვევაა... ამის შემდეგ კი უეცრად ხელი ხელზე მომკიდა. -გთხოვ,უბრალოდ დაივიწყე...მოდი გარეთ გავიდეთ,არ გინდა? აქაურობას დაგათვალიერებინებ,თორემ იმხელაა ეს ადგილი ,ერთ დღეს აუცილებლად დაიკარგები. დაამატა ღიმილით და ჩემთან ერთად ფეხზე წამოდგა,რაზეც მეც უკან გავყევი. გარეთ რომ გამიყვანა ,ყველგან მომატარა და თან ყველაფერს მიყვებოდა თითოეულ ადგილზე . მეც ყურადღებით ვუსმენდი მას,რადგან როგორც ჩანს აქაურობას მართლა დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. -ეს სასახლე აქ დიდიხანია დგას,თავიდან აქ ერთი სამეფო გვარი ცხოვრობდა და მათ ეკუთნოდათ ეს სასახლე,სწორედ ამიტომაა აჭრელებული კედლები მათი პორტრეტებით,მაგრამ დროის გასვლის შემდეგ სასწავლებლად გაადაკეთდა,თან გაგიკვირდება და სწორედ ,რომ ამ გვარის მეპატრონის ნება-სურვილით . დაწვრილებით მიყვებოდა და მეც ინტერესით ვუსმენდი რა თქმა უნდა. სააბოლოდ კი ისე გავერთეთ ამ საუბარში ,რომ ბევრი ვიარეთ და ცოტახანში ამას მივხვდი თუ არა, მშვიდად ვთხოვე. -შეიძლება ცოტახან დავჯდეთ? გოგომ ამაზე თავი დამიქნია და იქვე ჩემთან ერთად დაჯდა. ამის შემდეგ კი გოგონას უკვე კითხვით მივუბრუნდი,რადგან მისი სახელიც არ ვიცოდი ,არა და ისეთი სასიამოვნო ადამიანია. -ისე შენ ჩემი სახელი იცი,მაგრამ მე არა...რა გქვია? გოგომაც უბრალოდ გამიღიმა და მიპასუხა. -ესმა. მეც გავუღიმე და თავი დავუკარი. -სასიამოვნოა ესმა შენი გაცნობა. მართლაც რომ სასიამოვნო იყო,რადგან დიდიხანია ასე არავისთან არ მისაუბრია და გავხსნილვარ. -ჩემთვისაც. მიპასუხა ესმამ ღიმილით...ისეთი ღიმილით,რომელიც იმედით და ნდობით იყო აღსავსე. ჩემი თავის მიკვირდა დიდიხანია ადამიანთან ურთიერთობა არ მომდომებია და რატომღაც მისით ძაალიან ვიყავი დაინტერესებული,რადგან ის სხვებს არ გავს. -ლუნა მომიყევი რამე შენს თავზეც,მინდა შენს სახელზე მეტი ვიცოდე,ნუ რა თქმა უნდა ეს თუ გსურს შენ. მითხრა ცოტახანში ესმამ და თან უხერხულად ამომხედა. -რა მოგიყვე არც ვიცი,არაფერი არ ხდება ჩემს თავს. მწარედ მოვიტყუე,რადგან ვერ ვეტყოდი იმ ყველაფერს რაც გადამხდა,ჯერ არა...მზად არ ვარ. -არა და ვიცი რომ ხდება. მოულოდნელად კი ეს სიტყვები ,რომ მითხრა ადგილზე გავშრი! -მითხარი, მაგალითად ცოტახნის უკან რა დაგემართა, მისი ფოტო რომ დაინახე ასეთ დღეში რატომ ჩავარდი? მე ამაზე მას მივაჩერდი...ამ კითხვას არ ველოდი. მე კი მეგონა ამ შემთხვევას უბრალოდ დააიგნორებდა,მაგრამ შევცდი. ახლა რომ ვუთხრა ყველაფერი გიჟად ჩამთვლის და ჩემთან ურთიერთობაც აღარ ენდომება! -ვინ არის ის? ამიტომ უბრალოდ საკითხი სხვა მხარეს შემოვატრიალე და ეს ვიკითხე დაბნეულმა,რაზეც გოგომ გაიღიმა. -ზუსტად მეც არ ვიცი ვინაა,მაგრამ ის კი ვიცი,რომ ეს სკოლა მისს დიდ ბაბუას ეკუთნოდა...წეღან რომ გითხარი სამეფო გვარზე,სწორედ რომ ერთადერთია ვინც დარჩა გვარიდან. ეს შენობაც მას ეკუთნის. ამაზე მე დავიბენი...ანუ ის ნამდვილია?! რეალურად არსებობს?! კი ,მაგრამ მე მას სიზმრებში ვხედავდი! -რა ქვია მას? ვიკითხე ანერვიულებულმა,თან ისე რომ სულ კანკალს ავეტანე. -ჯეფრი ფრენკლენდი. მიპასუხა ესმამ ღიმილით და თან მალევე მიამატა... -ყველა იძახის რომ მისი ნახვის შემდეგ თავიდან ვერ ამოიგდეს იმდენად იდეალურია,მაგრამ აქ იშვიათია გამოჩნდეს. თუ მოდის კიდე ეგეც იმიტომ რომ თავის დაჯგუფებასთან ერთად ცოტა გაიაროს და შემდეგ ისევ მიდის. -ანუ ისიც აქ სწავლობს? -კი ,როგორც ვიცი აქ სწავლობს...რა იყო? იცნობ? ამაზე მე დავიბენი და უბრალოდ თავი გავაქნიე ,ვერ ვეტყვი იმას თუ საიდან ვიცნობ! გიჟად ჩამთვლის. მაგრამ ვერ მოვისვენებ...მე ის უნდა ვნახო,აუცილებლაფ უნდა გავარკვიო ვინნა და რატომ ვხედავ სიზმრებში,რა აკავშირებს მას ჩემთან. ამგვარად უკვე ოთახში რომ ვბრუნდებოდი ინტერესით ვკითხე ესმას. -ესმა სად შეიძლება ის ვნახო? ამაზე კი მას აშკარა ნერვიულობა შევატყე. -შენ ხო არ გაგიჟდი? რა უნდა ნახო ლუნა? არ მიეკარო,ის საშიში ბიჭია! შენ მას არც კი იცნობ,მაგრამ ყველამ კარგად იცის,ვისაც არ უნდა კითხო,რომ ის არც ისეთი სანდო პიროვნებაა. მე გამიკვირდა ასე რატომ ანერვიულდა ჩემს კითხვაზე ესმა,თანაც სახიფათოაო,მაგრამ რატომ? მეტად და მეტად ვინტერესდებოდი მისით თუ ვინაა! -რატომ? ამაზე მან უბრალოდ მკაცრად შემომხედა. -მისგან უბრალოდ თავი შორს დაიჭირე,ეს ჩემი რჩევა იქნება. ეს იყო და ეს ...მეც აღარ ვუთხარი არაფერი და უბრალოდ დავემშვიდობე . ოთახში შესვლისას კი ჩემი მეზობელი რომ დამხვდა ,მეტად გამიფუჭდა ხასიათი! ისევ უხეში მზერით მაკვირდებოდა თითქოს და ცოტაც და მცემდა,მაგრამ ვერ ვხვდები რა დავუშავე? მეც ჩუმად დავჯექი და ტელეფონი ამოვიღე ,რომ ცოტა დრო გამეყვანა,მაგრამ ვერა და ვერ ვწყვეტდი იმ ბიჭზე ფიქრს,რომელსაც ამხელა უცნაური კავშირი ჰქონდა ჩემთან და ჩემს სიზმრებთან! ამ ფიქრებს რომ ვერ შევეშვი,რაღაც მომაფიქრდა! იქნებ მასს ვკითხო სად ცხოვრობს ის ბიჭი ! თუ ყველამ იცის მის შესახებ ,მასაც ეცოდინება და მგონი მეტყვის. -ბოდიში. დავარღვიე ოთახში გამეფებული სიჩუმე,ამაზე კი გოგომ ამაზრზენად ამომხედა. -რა გინდა? -იცი ჯეფრი ფრენკლენდი სად ცხოვრობს? პირდაპირ ზედმეტი შელამაზების გარეშე ვიკითხე,ამაზე კი გოგოს რატომღაც სიცილი აუვარდა და ნელა ფეხზე წამოდგომა დაიწყო. -დავუშვათ ხო,რაში გაინტერესებს? გადმომხედა ზემოდან. -რაღაც უნდა ვკითხო. ვუპასუხე მეც მშვიდად. -რაში მაინტერესებს მე შენ რისი კითხვა გინდა და რაში გინდა. მიპასუხა უხეშად და თან ამაზეზენი მზერით შემათვალიერა. -გთხოვ. ესეც დავამატე ,იმ იმედით რომ ასე მაინც ვათქმევინებდი. -კარგი ,ჯანდაბას გეტყვი. თქვა გოგომ და ფურცელს და კალმისტარს დაავლო ხელი ,შემდეგ კი რაღაც დაწერა და მომაწოდა...გამიკვირდა რომ ასე იოლად მომცა მისი მისამართი. -აი ესა მისი მისამართი. ამაზე უბრალოდ დაბნეულმა მადლობა გადავუხედე და საათს დავხედე. უკვე ხუთი საათი იყო და ოთახში ვიჯექი...რა მიშლიდა ხელს რომ ახლა მენახა ის ბიჭი ? გავაკვევ მაინც რატომ ვხედავ სიზმრებში...იქნებ როდესმე სადმე მყავს ნანახი. ხოდა მეც ავდექი ,აღარ დავაყოვნე და წავედი. საბედნიეროდ სასწავლებლის კარებში მჯდარმა ქალმა ჩემი უცხო გარეგნობის გამო უპრობლემოდ გამიშვა და ვერ მიხვდა ,რომ მეც მათი მოსწავლე ვიყავი. მეც გავედი თუ არა ცენტრისკენ წავედი ,სადაც შემეძლობოდა ტაქსის საშუალებით მივსულიყავი ზუსტ მისამართზე...კიდევ კარგი ცოტა ფული მაინც წამოვიღე სახლიდან ! როგორც ჩანს ამ სასაწავლებელში გადმოსვლით რაღაცებს მაინც მოვუძებნი პასუხებს და სულ მთლად ცუდი არაა. გზაში ერთ საათამდე დამჭირდა და თან მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი თუ როგორ წარიმართებოდა ჩვენი შეხვედრა. სააბოლოდ კი მივედი ადგილზე, სადაც ბიჭს ვნახავდი, რომელიც უცნაურად მიქმნის პრობლემებს. გადასვლის თანავე გარემოს მოვავლე თვალი და გავაცნობიერე,რომ ფაქტობრივად შუა ტყეში იყო ეს ადგილი! შემდეგ კი წინ მართლაც ,რომ უდიდესი სასახლე გადამეშალა,ამგვარად კი ცოტახანს შევყოვნდი. შემიშვებენ მასთან? ბოლოს და ბოლოს სამეფო წარმომავლობისაა...ასე უბრალოდ ყველა ხო არ მივა მასთან. იმედს ვიტოვებ მოვახერხებ მის ნახვას. ნელა ავედი კიბებზე და უდიდეს კარზე ზარი დავრეკე,იმ იმედით რომ დაცვა ან ვინმე გამიღებდა,მაგრამ არაფერი,არავინ არ აღებდა კარს. კიდევ ერთხელ გავიმეორე და მოულოდნელად კარი თვითონვე გაიღო ,მე კი გაკვირვებულმა თავი შევყავი და დავიძახე. -გამარჯობა,უკაცრავად ჯეფრი ფრენკლენდის ნახვა მინდა. პირდაპირ ეს დავიძახე,მაგრამ ხმა არავინ გამცა ,თან სასახლე აშკარად ცარიელი იყო . რა უნდა ვქნა? პირდაპირ ასე ვერ შევალ და ვერ დავიწყებ მის ძებნას! იქნებ სხვა დროს მოვიდე? ესღა გავიფიქრე და უკვე გასვლას ვაპირებდი ვიღაცის ხმა რომ მომესმა. -შენ ვინ ხარ? ხმის პატრონისკენ გავაყოლე თვალი და წინ კედელზე აკრული ბიჭის დამხვდა,რომელიც ცივი მზერით მიყურებდა. -ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის,მე ლუნა ვარ და წასვლას ვაპირებ უკვე. ვთქვი დაბნეულმა,რადგან იმ ვიღაც ჯეფრის გარდა უცხოებთან საუბარს არ გაავაბავ,სულელი არ ვარ! მითუმეტეს ვხედავ ,რომ არც ისე უხარია ამ ვიღაცას ჩემი აქ ხილვა. -არ მაინტერესებს ვინ ხარ,აქ რა გინდოდა? მისმა ამ სვლამ ცოტა შემაშინა! თან ბიჭი ჩემსკენ წამოვიდა,რა უნდა მექნა? ადგილზე გავშეშდი. -უბრალოდ ბატონი ჯეფრის ნახვა მინდოდა, როგორც ვიცი აქ ცხოვრობს. ვუპასუხე დაბნეულმა,რაზეც ბიჭმა ცინიკურად ჩაიცინა. -და რატომ ეძებ მას? თან უფრო ახლოს მოიწია,რაზეც მე უკან გადავდგი ნაბიჯი. -ამას ვერ გეტყვით,უბრალოდ თუ შესაძლებელია,ნება მომეცით ვნახო. ბიჭმა ამაზე თავი გადაააქნია და მობეზრებული ხმით ესღა მიპასუხა. -ჯანდაბას, გამომყევი. თავისთავად გამიხარდა ,რომ მას ვნახავდი დღეს და ნელ-ნელა გავყევი უკან,შემდეგ კი შევედი თუ არა ოთახში, იქვე მდგარ უდიდეს დივანზე დავჯექი . ცოტახანი ასე ვიჯექი და რამდენიმე წუთის წინ წასულ ბიჭს მოთმინებით ველოდებოდი ,უეცრად ისევ ვიღაცის ხმაზე რომ შევხტი! -ვინ გგვყავს აქ? ამაზე მე შეშინებულმა გავიხედე გვერდით,იქ კი მწოლიარე ბიჭი შევნიშნე! აქ როგორ გაჩნდა?! -ბოდიში ,თუ შეგაწუხეთ მალე დაგტოვებთ. ყველაფრის მიუხედავად მშვიდად ვუპასუხე და თვალი ავარიდე. -სულ არა,პირიქით მიხარია რომ ახალი მეგობარი მეყოლება. ეს რომ თქვა ბიჭმა ,გაკვირვებულმა გავხედე და მერეღა დავინახე ,რომ თვალები გაუნათდა! ამაზე მე შევხტი და ადგილიდან წამოვდექი! -უკვე მიდიხარ? იკითხა ბიჭმა და არც კი ვიცი როგორ ,მაგრამ ჩემს წინ გაჩნდა! -კი ,უნდა წავიდე! ამის დანახვაზე უკვე შეშინებულმა ვთქვი და ბიჭი გვერდით გავწიე! აქ არ იყო ნორმალურად რაღაც,მისი თვალები ძაალიან უცნაურია,ის მგონი ადამიანი არაა ,არც ვიცი ვინ და რა არის,მაგრამ აშკარად სახიფათოა! სულელურად მოვიქეცი აქ რომ წამოვედი,არა და ესმამ ხო მითხრა ,რომ აქ მოსვლა არ ღირდა,მგონი სჯობდა დამეჯერებინა. -არსად არ წახვალ. გავიგე ბიჭის სიცილით ნათქვამი,რომელმაც ხელით ადგილზე გამაჩერა და მეც თითქოს გულის ცემა შემინელდა. -სანამ იმას არ მივიღებ რაც მინდა. თქვა და ტუჩემი მოილოკა,შემდეგ კი ხელი მკრა,რაზეც დივანზე ძლიერად დავვარდი ! არ ვიცოდი რას აპირებდა და დაშოკილი ვაკვირდებოდი თვალებ გაფართოვებული! ვერ ვიჯერებდი რომ ეს მართლა ხდებოდა ჩემს თავს. ის უეცრად ზემოდან გადამაჯდა და საროჩკის გახსნა დაიწყო! რას აკეთებს,რა უნდა?! -გაჩერდიი,ხელი გამიშვი! არ მომეკარო! ვცადე შეწიაღმდგება,მართლა ვცადე და თან ფეხებს და ხელებსაც როგორც შემეძლო ვიშველიებდი! -მოკეტე! მაგრამ ბიჭმა ერთი სიტყვით გამაჩერა და ხელები დამიჭირა,ისე რომ საერთოდ ვეღარ ვმოძრაობდი! შემდეგ კი ყელისკენ წამოიწია ,უკვე ვგრძნობდი როგორ მეხებოდა მისი ტუჩები და მზად ვიყავი მოსალოდნელისთვის,თან ვინ იცის რისი,მაგრამ უცბად უეცარ ყვირილზე ყველაფერი გაჩერდა. -ალექს,გაჩერდი და გოგოს მოშორდი! მის ამ ბრძანებაზე ,ეს ვიღაც მართლა გაჩერდა და ნელა თავი ასწია,შემდეგ კი ბიჭს მობეზრებული სახით ახედა. -აუ ,თენისონ რა სულ ცუდ დროს გამოჩნდები ხოლმე! -გოგოს მოშორდი! თქვა უცნობმა და ჩემზე მჯდარ ბიჭს დაჟინებით მიაჩერდა ...ბიჭმაც ცბიერად ჩაიცინა და გვერდით გადაჯდა. მე კი შეშინებული წამოვხტი და კაბა გავისწორე ,შემდეგ კი კარებისკენ გავიქეცი ,რადგან აქ ერთი წუთითაც არ გავჩერდებოდი! მაგრამ უცბად ბიჭმა ,რომელმაც გადამარჩინა რაღაც მითხრა და მეც რატომღაც შევჩერდი. -ჯეფრის ნახვა არ გინდოდა? ისიც გელოდებოდა. ადგილზე გაყინული მისკენ მივბრუნდი. ვიცი რომ აქ რაღაც არა რიგზე,მაგრამ მისი ნახვის შანს ვერ დავკარგავ! თან თვითონაც გელოდებოდაო,ანუ მიცნობს?! იცოდა რომ მასთან მოვიდოდი!? -დიახ,მინდა მისი ნახვა. ხმის კანკალით ვუპასუხე,რაზეც დივანზე მჯდარი ბიჭის სიცილი მომესმა. -ანუ ჯეფრის გაუმართლა დღეს. ამაზე მე ისევ ბიჭს შევხედე გაღიზიანებულმა და შემდეგ მზერა ისევ მეორეზე გადავიტანე და ვიკითხე. -სად ვნახო? -მომყევი. თქვა ბიჭმა და წინ წაიჭრა,მეც უხმოდ უკან გავყევი . ცოტახანი სიარულის შემდეგ კი დიდ ბნელ კორიდორში აღმოვჩნდით,რომელიც დაუსრულებელი ჩანდა,მანამ ერთ-ერთ კართან არ გაჩერდა. -ჯეფრი ამ ოთახშია. თქვა და კარი შემიღო,მე კი რატომღაც უეცრად კანკალი ამივარდა ! ვერ ვიჯერებდი რომ ამ წამს მართლა აქ ვიყავი! იმ ადამიანს ვნახავ ვისაც სულ ვხედავ სიზმრებში! ვინც სულ ყველგან მელანდება! ადამინი,რომელიც მაიძულებს მოჩვენებებისგან გავგიჟდე. სააბოლოდ ღრმად ჩავისუნთქე და ოთახში ნელი სვლით შევედი . გაგრძელება იქნება და დამიჯერეთ ძაალიან ბევრი საიდუმლო იმალება ,ამიტომ გირჩევთ განაგრძოთ კითხვა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.