შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...რომ არ უნდა გიყვარდეს (25 თავი)


28-01-2021, 21:40
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 4 636

ალბათ ყველა ადამინს აქვს მომენტი, როდესაც უსაზღვროდ ბედნიერია სულ ეშინია, რომ ეს, ადრე თუ გვიან დასრულდება. არვიცი, შეიძლება ყველას არც აქვს, მაგრამ მე, ეს განცდა მქონდა. წესით არ უნდა მქონოდა ხო?... შეიძლება ყველაფერი იდეალურად არ იყო, ისევ ჩვენი ხასიათის გამო, მაგრამ სიყვარული გვქონდა უსაზღვრო და უპირობო. ამ მოკლე ხანში იმდენი გამოცდა გაიარა ჩვენმა გრძნობებმა, რკინასვით გამოიწრთო და განმტკიცდა. ეჭვგარეშე იყო. უამრავი მიზეზი იყო, რაც ჩვენს სიყვარულს ცეცხლს უკიდებდა და მარადიულობის ალში ახვევდა. დიმა იყო, პირველი ადამიანი ვინც ჩემს გულში შემოიჭრა, თავდაყირა დამაყენა, ყველაფერი პირველი განმაცდევინა, უკიდეგანოდ ბედნიერი გამხადა და ზუსტად ვიცოდი, რომ უკანასკნელიც ის იქნებოდა. მთლიანად მისით ვიყავი მოცული. ის იმდენად ბევრი იყო ჩემში, აღარ მყოფნიდა. მეტი და მეტი მინდოდა და თან ამდროს მეშინოდა, ძალიან მეშინოდა უმისობის... ამ ბედნიერების ჟამსაც კი არ მაძლევდა მოსვენებას სადღაც გონების კუნჭულში მიკარგული დამანგრეველი ფიქრები... რამდენადაც ძლიერი ვიყავი სხვა გრძნობებში, იმდენად სუსტი ვიყავი სიყვარულში. თუ სხვა შემთხვევაში მეტი თავდაჯერებულობა მქონდა აქ, სრულიად ვიკარგებოდი. დიდი იყო მისი სიყვარული, ზედმეტადაც კი. ამავსო, გამაგიჟა, ღრუბლებზე სიარული მასწავლა, აღმაფრენაში მამყოფებდა... და ამ დროს დაღმაფრენა, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად მტკივნეული იქნებოდა?! ამ გრძნობამ ჩემში ისეთი სიმძაფრით შემოაღწია უჯრედულ დონეზე გაიფანტა. ტვინის ყველა სფერო, ყველა ნერვული დაბოლოება, მოლეკულა, ატომი კი მოიცვა. კანითაც კი ვგრძნობდი და წასვლის შემთხვევაში თან გამიყოლებდა, დამანგრევდა, მიწასთან გამასწორებდა... დიმა, ჩემი ყველაზე დიდი ძალა და ყველაზე დიდი სისუსტე იყო...

- რაზე ფიქრობ? - ვერანდაზე მდგარს, თბილი პლედი მომახურა და ზურგიდან მომეხვია.

- შენზე, ჩვენს მომავალზე !

- და რას ხედავ ჩვენს მომავალში ? - ლოყაზე თბილად მაკოცა. - რა იქნება? ან რა გინდა, რომ იყოს?

- არვიცი რა და როგორ იქნება, მაგრამ სულ შენ, რომ უნდა იყო, ეგ, ნამდვილად ვიცი !

- მე, ყოველთვის ვიქნები შენს მომავალში თაკო ! დანარჩენს კი, თავად შევქმნით ერთად !

- უშენოდ ვერ ვიცოცხლებ ! - ხელებზე მოვეჭიდე და უფრო მეტად ავეკარი.

- ახლა, ნუ გამაგიჟებ ! რაღაც უცნაური ხარ. .

- რა არის იმაში უცნაური, შენ გარეშე თუ არ შემიძლია? - თავი შევაბრუნე და ორივე წარბი ავუწიე.

- ეგ კარგია, მაგრამ ძალიან რომ ჩაიციკლე მაგას ვგულისხმობ. ხშირად მეუბნები უკვე მასეთ სიტყვებს და მაბრაზებს. მე სულ შენთან ვიქნები ! შენს იმპულსურ ხასიათს ბევრი ფიქრი არ უხდება ! - ცხვირზე მომიჭირა. - და კიდე, მასე ნუ მიყურებ მეცინება ! მე კი სერიოზულ თემაზე გესაუბრები. - ყველა კუნთი დაჭიმა, რომ არ გასცინებოდა.

- ფიქრი კარგია ! აქამდეც, რომ მეფიქრა ხოლმე უკეთესი იქნებოდა. ბევრ პრობლემას ავირიდებდით.

- არის რაღაცეები რაც შენზე არ არის დამოკიდებული და რამდენიც არ უნდა იფიქრო მაინც ვერ აირიდებ ! ასეთი მომენტებიც ბევრი გვქონდა. შენ მარტო ჩემთან მიმართებაში გეზარებოდა ფიქრი ჩემო პატარა . გაბრაზდებოდი, გადაირეოდიი, გაიბუსებოდი და ჩემს ანაბრა ტოვებდი ჩვენს ურთიერთობას. - გაეცინა.

- იმიტომ, რომ ვიცოდი, შენ არასდროს მიატოვებდი ! არასდროს მიმატოვებდი ! ეგოისტი ვიყავი. გაიძულე, მხოლოდ შენი მხრებით მოგეტანა აქამდე ჩვენი სიყვარული.

- გაგეხუმრე და ნუ დაასერიოზულებ ახლა !

- ვიცი, რომ გამეხუმრე, მაგრამ სიმართლე თქვი.

- საერთოდ არ ვფიქრობ მასე. შენგანაც ყოველთვის ვგრძნობდი იგივეს სურვილს. მართალია ძალიან ჯიუტი ხარ და ამას აშკარად არ გამოხატავდი, მაგრამ მე მაინც ვხვდებოდი და ეს მაძლევდა ძალას, უფრო მეტი მონდომებით მებრძოლა შენთვის.

- გაიმარჯვე კიდეც ! იცი? რაც შენ გამოჩნდი ჩემი ყოველდღიურობა ორად გაიყო- შენთან ერთად და მერე ყველა სხვა, საყვარელ ადამიანებთან ერთად. ზოგჯერ მგონია უსამართლო ვარ მათ მიმართ, მიუხედავად იმის, რომ ყველა ცალკეულად და განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ რავქნა? შენ სხვა განზომილება ხარ ჩემთვის. ყველაფერი შენით მიხარია. ყველგან და ყველაფერში შენ ხარ. ერთი დღეც კი ვეღარ ვძლებ შენ გარეშე. დილით შენი ხმა, რომ არ გავიგონო ის დღე, ჩემთვის არ იარსებებს. ამოვჭრი მეხსიერებიდან. არ ვიცი ასეთი, რატომ გავხდი. არ მინდა ! მეშინია... - უაზროდ ამეტირა, შემატრიალა და ჩამეხუტა.

- უკვე, მეც მეშინია ! ახლა, როცა ყველაფერი ძლიან კარგად გვაქვს, ამაზე ფიქრი ნორმალურია თაკო? რა გჭირს ვერ ვხვდები ?

- არ ვიცი ! უფრო ჩამეხუტე !

- მოიცა, ორსულად ხომ არ ხარ ! ძალიან მგრძნობიარე გახდი და მაგ დროს ხო ეგ ბუნებრივია? - ოდნავ მომშორდა და გაცისკროვნებული თავლებით მომაჩერდა.

- არა ! დილით გავიკეთე ტესტი. - როგორ მინდოდა კი მეთქვა. არ შეიმჩნია, მაგრამ იმ წამს შევატყე, როგორ ეწყინა. თვალები ჩაუქრა. ისევ მიმიხუტა.

- ყოველკვირაში ნუ იკეთებ მაგ ტესტს ! ზედმეტად აქცევ ყურადღებას და შეიძლება მაგის ბრალიც არის შენი ცვლილება.

- შეიძლება, მაგრამ ძალიან რომ მინდა, რა ვქნა?

- თუ დაგამშვიდებს წავიდეთ ისევ ექიმთან.

- ორი კვირის წინ ხომ ვიყავით. სირცხვილია უკვე. თან შენ ხომ გითხრეს სრულიად პროდუქციული ხარო. მე მაქვს პრობლემა.

- და შენ ვინ გითხრა, რომ პრობლემა გაქვს?

- არავინ, მაგრამ მეექვსე თვეა უკვე დიმა, ეს ნორმალურია? თუ ყველაფერი კარგადაა აბა, რატომ არ ვფეხმძიმდები?... სხვა ექიმი, რომ ვნახოთ? - მომლოდინე მზერა შევანათე.

- უკვე მესამე ექიმმა გვითხრა და გერმანიის პასუხმაც დაადასტურა, რომ არცერთს არ გვაქვს პრობლემა, უბრალოდ დროა საჭირო. ნუ ფიქრობ ამაზე ამდენს ! მოხუცები ხომ არ ვართ? მშვენიერ ჯანზე ვარ. ასე, რომ მაგაზე მუშაობა მრავალი წლის განმავლობაში შემიძლია. - როგორც შეეძლო ცდილობდა ჩემს გამხიარულებას, მაგრამ ზუსტად ვიცოდი თავად განიცდიდა და ჩემზე მეტად უნდოდა შვილი.

- ძალიან მინდა, მალე გაჩუქო ! - უფრო მეტად ავსლუკუნდი.

- ამ თვეს ძალიან გავხარ !

- ესეიგი მარტივით ცვალებადი ვარ? - მშვენივრად გამოუვიდა თემის შეცვლა.


- გასაბრაზებლად არ მითქვამს ბუსია. მომწონს მასავით უპროგნოზო და გადარეული, რომ ხარ ! ზოგჯერ ძალიან რთულია შენი ნაბიჯების გამოცნობა და ეს, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მომწონს შენში. ტბა არასდროს მიყვარდა. მდინარე მირჩევნია, რომელიც არ იცი, როდის შეიცვლის კალაპოტს და სულ უნდა ფრთხილობდე. - უფრო მეტი მონდომებით მიმიკრა.

- ვიდრე მდინარე ჯებირებს გადმოხეთქავს და კალაპოტს შეიცვლის, მანამდე უნდა წვიმდეს დიმა, ძალიან უნდა წვიმდეს... მაგრამ ზოგჯერ ისე წვიმს ჩვენ ვერ ვხედავთ. მაგალითად, მდინარის სათავეში.

- ხილულ წვიმაზე შენი რეაქციის მოლოდინი მიახლოებით მაინც მაქვს, მაგრამ უხილავის ნამდვილად უნდა მეშინოდეს. - ჩემს ყელში ცხვირჩარგულს გაეცინა.

- შენ ხომ გიყვარს მდინარე დიმა ? მარტიც ?

- მიყვარს, ძალიან მიყვარს ! - მძაფრად და ხმაურიანად მაკოცა ყელში. - აცივდა, შევიდეთ !

- კარგი. - მხრებზე მომეხვია და ოთახისკენ წამიყვანა. - როდის მივფრინავთ, გადაწყვიტეთ?

- ორ კვირაში.

- კარგია ! ანას გაეხარდება.

- ზუსტად ანამ დაგეგმა ეს ფრენა. ქორწილი ოცდაათ მარტს არის და ათი დღით ადრე რატომ გამოგვიძახა ძალიან მაინტერესებს. თან მე, არ მკითხეს ისე დათანხმდნენ.

- შენ ახლა სერიოზულად წუწუნებ მაგაზე?

- არ ვწუწუნებ, უკმაყოფილებას გამოვხატავ.

- ერთი და იგივეა !

- შენც მათ მხარეს ხარ რათქმაუნდა.

- ვერ ხვდები, რატომ დათანხმდნენ?

- ტვინს შეუჭამდა .

- ახლა ისეთ რამეს გამომტყუებ რაც გეწყინება.

- რახან დაიწყე თქვი.

- რაღაც ცვლილებები კი განვახორციელე შენში მაგრამ ზოგჯერ მაინც ისეთივე „ვირი“ ხარ . ანას მერამდენე ქორწილია ეს?

- რას მეკითხები ? პირველი, რათქმაუნდა ! ეგღა მაკლია ცხრაჯერ გათხოვდეს.

- „გრუზინი“ - ჩუმად ჩავიბუტბუტე, მაგრამ ისე შემომხედა მივხვდი, გაიგონა. - პირველი, რომ არის და თან ძალიან მნიშვნელოვანი მეც მაგას ვგულისხმობ. შენი აზრით ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, სტუმრებივით პირდაპირ ქორწილში უნდა მივიდეთ? ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მის გვერდით ვიყოთ. ბევრი საკითხი იქნება რაშიც ჩვენი დახმარება დასჭირდება.

- პირდაპირ ქორწილშითქო არ მითქვამს, მაგარმ ათი დღით ადრე ჩასვლა ზედმეტი მგონაი. რა უნდა ვაკეთო იქ?!

- ამდენი წელი გაატარე ამერიკაში და ის არ იცი, რა უნდა აკეთო? - გემრიელად გამეცინა.- მე არ ვარ ნამყოფი და შეგიძლია დამათვალიერებინო. თან, მთელი შემადგენლობით, რომ მივდივართ ხომ არ დაგავიწყდა? მოსაწყენად არ გვეცლება. და რაც მთავარია ანას ზურგს გავუმაგრებთ. რაც არუნდა კარგად ექცეოდნენ ანას, ჩარლის მშობლები ახლა, მისთვის ჩვენი იქ ყოფნა მაინც, განსაკუთრებულია.

- არ მინდა ჯერ წასვლა !

- მოდი, ასე მოვიქცეთ. ახლა ჩვენ წავალთ , შენ ქორწილის დღეს ჩამოდი.

- ნწ... შენ ვერ გაგიშვებ !

- დიმა, როდის შეეეგუები ანა, ჩარლის ცოლი, რომ ხდება? ან შეეგუები საერთოდ? მშვენივრად ვიცი, რატომაც არ მოდიხარ. მათი ერთად ყურება არ გინდა. ერთ დღეს კი, როგორმე გაუძლებდი.

- არ ვარ „გრუზინი“, მაგრამ მაინც მიჭირს იმის გადახარშვა, ჩემგან ჩაბარებული ანა, რომლისთვისაც დასავით უნდა მიეხედა, რატომ შეიყვარა და ახლა საერთოდ ცოლად მოჰყავს და თან, მე მივეცი ამის ნება. - მისმა ყველა ნერვმა აიწყვიტა.

- კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი სიყვარული უსაშველოდ მესაკუთრეა ! - დასაწყნარებლად თბილი ხმით ვუთხარი და მივეხუტე. - ვისაც არ უნდა წაეყვანა მაინც გაგიჭირდებოდა იმ აზრთან შეგუება, რომ უკვე გაიზარდა, დამოუკიდებელი გახდა და თავისი ცხოვრება აქვს. მშვენივრად ვიცი, როგორ უფრთხილდებოდი მას. ანამ მომიყვა. სწავლაში ხელი ვერ შეუშალე და ვერ წამოიყვანე, მაგრამ აქედან იმხელა სიყვარულს და ზრუნვას აწვდიდი იქ მას, ზოგიერთი ძმა მის გვერდით მყოფს ვერ გაუკეთებს. ვიცი, როგორ ნერვიულობდი იქ, მარტო რომ იყო და შენი ახლანდელი დამოკიდებულება მესმის კიდეც, მაგრამ მოდი ახლა, კიდევ ერთხელ ვაღიაროთ, რომ ზუსტად ამის ბრალია მათი ურთიერთობა. ჩარლის „ძმურ“ ვალდებულებად გაუხადე მისი კუდში დევნა. სულ ერთად იყვნენ, ზრუნავდა უფრთხილდებოდა, ყველა ბიჭი ჩამოაშორებინე... და ბოლოს და ბოლოს ოცდარვა წლის ასაკში ვიღაც ხომ უნდა შეყვარებოდა? შინაბერა ხომ არ დარჩებოდა ეს ვარდივით გოგო ? ხოდა ის ვიღაც, ჩარლი აღმოჩნდა. შენი დავალებით მუდამ მის ცხვირწინ მოტრიალე ძალიან კარგი ბიჭი ... დიმა მომავალ სიძეს, რომ იცნობ და იცი, მის გვერდით ბედნიერი იქნება მაგას რა სჯობს ? აი, ძალიან ელემენტარულს მახსნევინებ ახლა...

- ვაა, უცებ არ მომიგვარა ?! - გბრაზებას ისე გადაევლო, ყურებამდის იღიმოდა. - ვსო ხმას აღარ ვიღებ. - ხელები აწია და აბაზანაში წასავლელად შებრუნდა, მაგრამ მერე ისევ მოტრიალდა. - ახლა კიდე იტყვი „გრუზინიო“, მაგრამ მერჩივნა სხვა პროფესიის ცოლი მყოლოდა. - ჩემს გაკვირვებულ სახეს კიდევ ერთხელ გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. - მარტო ახლანდელი „მოგვარების“ გამო არ ვამბობ. - უკვე აბაზანაში შესულმა გამომძახა.

წასასვლელად მთელი ენთუზიაზმით ვემზადებოდით ყველანი. წინ ნამდვილად დაუვიწყარი დღეები და ლამაზი ქორწილი გველოდა. დიმას ცოტა „უჟმურული“ განწყობის მიუხედავად მაინც ვიცოდი, რომ არ მაწყენინებდა და „ მისი მხიარულების“ ფარგლებში აგვყვებოდა. თან, გარემოსა და განწყობის შეცვლა ჰაერივით მჭირდებოდა. ჩემს შემაწუხებელ ფიქრებსა და ვერ დაორსულების პრობლემას ცოტახნით მაინც დამავიწყებდა. დიმა მართალი იყო, ზედმეტად ჩაციკლული ვიყავი ამ ორ საკითხზე და უფრო ფეხმძიმობაზე. იმდენად ძალიან მინდოდა შვილი და მისი გახარება, თითქმის აკვიატებად გადამექცა. ხანდახან იმაზეც კი ვფიქრობი, რომ არასდროს გამიჩნდებოდა და ამ აზრს საერთოდ ცნობიერებიდან გადავყავდი. ვცდილობდი ამ დარდის დიმასთან დამალვას, მაგრამ მაინც ხვდებოდა. არც ძალიან დიდი დრო იყო ექვსი თვე, მაგრამ რაღაც ძალიან რომ გინდა ხომ იცით, წამიც კი საუკუნედ გეჩვენება...
წასვლამდე ორი დღე იყო დარჩენილი. სამსაურში ვიყავი და ჩემი არყოფნის გამო თანამშრომლებთან, რაღაც საკითხებს გავდიოდი. მობილურზე ანას შეტყობინება მივიღე. მთხოვდა , თუ დიმა ჩემთან ერთად არ იყო, მისთვის ინტერნეტის საშუალებით დამერეკა. მისი თხოვან უცნაურად მომეჩვენა. სასწრაფოდ დავეთხოვე ყველას, კაბინეტში შევედი და შეშინებულმა დავურეკე.
- ანა, იმედია იმას არ მეტყვი რასაც ვფიქრობ ! გული გამისკდება. - მივახალე, როგორც კი ეკრანზე გამოჩნდა.

- გეგონა ქორწილი ჩავშალე? - გულიანად გაეცინა.

- უუფფ, ამოვისუნთქე. ახლა რაც გინდა ის მითხარი. - დამშვიდებული ნელა მივესვენე საზურგეს.

- თაკო, ორსულად ვარ !

- რა მაგარია ! გილოცავთ ! - სიხარულისგან შევკივლე, ელვის სისწრაფით წამოვხტი, ადგილზე შევხტი და ტაში შემოვკარი. - დიმაა ... ვაიმე ! - ამოვიხვნეშე და მიღონებული დავეშვი ჩემს ადგილზე.

- ხო დიმა. გაგჟდება, გადაირევა ეწყინაბა და შეიძლება ქორწილზეც არ ჩამოვიდეს. - სრული სიზუსტით აღწერა მისი რეაქცია.

- ქორწილის შემდეგ, რომ უთხრა? - ვიპოვე გოგომ გამოსავალი.

- ვუთხრა არა, შენ უნდა უთხრა, თან რაც შეიძელბა მალე. - სახე დამანჭა და მომლოდინე მზერით მომაჩერდა.

- კარგი რა ანა ! აგიზგიზებულ ცეცხლში მაგდებ? - ღიმილიანი სახით ვუთხარი და თან მართლა დამიარა ცეცხლმა. ყველა მის გაგიჟებას ჩემზე, როგორ უნდა გადაევლო?

- ვიცი და ბოდიშს გიხდი, მაგრამ მე ვერ შევძლებ. თან, მარტო შენ შეგიძლია მისი დამშვიდება.

- კარგი, ქორწილის შემდეგ ვეტყვი მაშინ !

- ქორწილზე მუცელი სად დავმალო? სამი თვის ვარ უკვე.

- მართლა გადაირევა ! ისედაც ძლივს შეეგუა თქვენს ამბავს და ახლა ქორწილამდე რომ ვერ მოითმინეთ...

- ვიცი, ძალიან ვცდილობდით, მაგრამ მიყვარს და რა ვქნა? ჩარლის თავად უნდოდა ეთქვა და მე დავუშალე.

- მესმის და მე ნუ მიხსნი. ბოლოს და ბოლოს დანიშნულები ხართ. შენი ძმაა ცოტა „კომუნისტი“ თან, მხოლოდ საყვარელი ქალების მიმართ... - სახიდან ღიმილს არ ვიშორებდი, მისთვის დაძაბულობა რომ მომეხსნა, მაგრამ შინაგანად თავად ვიყავი დაძაბული, დიმას რეაქციაზე რომ ვფიქრობდი.

- ძალიან ვნერვიულობ ! - ცრემლები გადმოსცვივდა.

- ახლა არ გადამრიო ! ცრემლი მოიწმინდე, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება ! ახლა, არავინაა შენს შვილზე მნიშვნელოვანი. - რომ წარმოვიდგინე რამხელა ბედნიერება სახლობდა მასში, გული მეც ამიჩუყდა და ცრემლი მომერია.

- თაკო, მაპატიე თუ აგაღელვე, მაგრამ სხვას ვერ ვეტყოდი !

- ნუ სულელობ ! უბრალოდ ძალიან გამეხარდა.

- ვიცი და ისიც ვიცი, ამ საკითხს ზედმეტად მგრძნობიარედ რომ უყურებ ...

- და გეგონა, შენი ორსულობა ჩემზე იმოქმედებდა ?

ხო. შენს თავზე გადაიტანდი და მერე ინერვიულებდი... - დამნაშავესავით მიყურებდა.

- შენმა ორსულობამ ჩემზე, მხოლოდ დადებითან იმოქმედა ანა ! რაც შეეხება ჩემს არ ორსულობას, არ მინდა ვინერვიულო, მაგრამ თავს ვერ ვერევი. - კიდევ მეტად ამემღვრა თვალები.

- უნდა მოერიო ! ემოციური ფონიც ძალიან მოქმედებს და შეეცადე, მასე მძაფრად არ მიუდგე. დარწმუნებული ვარ მალე გამახარებთ ძმისშვილით.

- კარგი, ჩემზე ნუ ვისაუბრებთ. ახლა მთავარი შენ და შენი პატარა ხართ.

- და კიდევ ჩემი „კომუნისტი“ ძმა .

- მაგაზე არ იღელვო. როგორმე შევაგნებინებ.

სამსახურის შემდეგ, ტრადიციულად გამომიარა. მომწერა გელოდებიო. ჩანთას ხელი დავავლე და მისკენ სწრაფად გავეშურე. მენატრებოდა... გარეთ გასულს ძალიან მესიამოვნა მარტის მზიანი და თბილი დღე. გარემოს თვალი მოვავლე და ერთ ადგილას გამიშტერდა. ავტომობილზე თინეიჯერი ბიჭივით იყო მიყრდნობილი. მაჯვენა ფეხი საბურავზე ჩამოედო, ხელში კი გასაღებს ათამაშებდა. ასეთი მანერები არ ახასიათებდა. ისეთი ასოციაცია შემექმნა, თითქოს სკოლის მოსწავლე ვიყავი და სკოლის კართან, დამამთავრებელი კლასის მოსწავლე შეყვარებული მიცდიდა. თან, როგორ მოხდენილად ეცვა. ისეთი სიმპატიური იყო, კინარამ კუნტრუშით მივირბინე მასთან. ნუ, რაღა კინაღამ... ვეტაკე და ვაკოცე.

- შენ, რომ საზოგადოებაში კოცნა არ გიყვარს? - იჯერა ბიჭმა გული და დაცინვაზე გადავიდა.

- ნუ ხარ ასეთი სიმპატიური და არ გაკოცებ ! ვერ მოვითმინე... რაიყო, არ მოგეწონა?

- შენი აზრით?

- ჩემი აზრით, ორივე ვიცვლებით.

- მე მომწონს შენი ცვლილებები პატარა ქალბატონო. - ხელი საჯდომისკენ შეუმჩნევლად ჩააცურა.

- მასეც არ გავთამამებულვარ ჯერ ! - თვალით ხელისკენ ვანიშნე. გაეცინა. - ნუ აკეთებ მასე, თავში უხამსი აზრები მომდის.

- საღამოს ვუშველი მაგ უხამს აზრებს.

- ისეც ნუ იზამ ჰორმონებზე დამოკიდებული გავხდე ! - თვალები კეკლუცურად ავაფახურე.

- მომგებიანი მდგომარეეობა ჩემთვის ! - კიდევ ერთხელ დააგემოვნა ჩემი ბაგეები და ავტომობილის კარი გამიღო.

- სახლში მივდივართ? - ვკითხე მის გვერდით მოკალათებულმა.

- სადაც შენ იტყვი !

- მაღაზიებში გავიაროთ, საჭირო ნივთების ყიდვა მინდა.

- ქალი ამერიკაში მიდის და აქ აპირებს შოპინგს !

- ხომ იცი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია სამოსი კომფორტული იყოს და შენ მოგეწონო.

- მე, სამოსის გარეშე უფრო მომწონხარ !

- მეც ! - ცოტა მორიდებულად ამოვთქვი.

- წინსვლა გვაქვს ! - გაეცინა. - მაღაზიებში იქ გავიაროთ და ყველაფერი ვიყიდოთ.

- კარგი. ვიცი შენთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანად და გემოვნებიანად გეცვას. - სახე შემეცვალა.

- ახლა, რაზე გაიბუსე? - გულრწფელად გაუკვირდა.

- მეეჭვიანება !

- რაზე ? - ეცადა სერიოზულად ეკითხა, არადა ძლივს ალაგებდა სახეს.

- უუუფფფ ! ყველაფერი გიხდება. საშინლად მიმზიდველი ხარ და სხვა ქალებიც რომ გიყურებენ, მერე თავში რომ გხდიან და ათას უხამსობებს ფიქრობენ, მაგაზე. - გაოცებულმა შემომხედა.

- ადგილები გავცვალეთ?

- არაფერიც ! მე სულ ამ ადგილზე ვიყავი, უბრალოდ ახლა აღარ ვმალავ.

- თუ გინდა დაცვა მომამაგრე.

- ნუ დამცინი !

- სასაცაილო ხარ და რა ვქნა? ისე ხო ჩამომაცილე ყველა ქალი და ახლა ფიქრიც აუკრძალე .

- მე არავინ ჩამომიცილებია. შენ, თავად ვეღარ მიდიხარ ჩემს შემდეგ სხვასთან.

- რა თავდაჯერებულობაა ?! დღეს კიდევ ერთხელ მოგიწევს დამიმტკიცო, რომ შეუცვლელი ხარ ! - ჩემს მოშიშვლებულ ფეხზე ხელი აასრიალა. - ეს კაბა ცოტა მოკლეა მგონი ?! - სიამოვნების ჟრუანტელმა და ეკლებმა არ დააყოვნა.

- გეჩვენება ! გაწიე ხელი და მასე ნუ მესაუბრები თორემ, საღამომდე დროა კიდევ... სულ მაგაზე ვიფიქრებ და დებილივით ვიქნები . - ისე ხმაურიანად გადაიხარხარა მეც ამიყოლა.

- გინდა სასტუმროში წავიდეთ? - ისეთი ტონითა და სახით მკითხა უარის თქმით, ნამდვილად იმედ გავუცრუვებდი. თან, ჩვენი ქორწილის დღე გამახსენდა სატუმროში და ცეცხლი მომედო სხეულზე.

- მინდა !

- ვგიჟდები შენზე ! - ავტომობილი სწრაფად მოაბრუნა და გააქროლა.

ისეთ კარგ ხასითზე იყო, მიდი და ახლა უთხარი, შეყვარებულებმა ქორწილამდე ვერ მოითმინეს და მალე ბიძა გახდებითქო. ისე, რატომ უნდა გაკვირვებოდა? ჩვენ საღამომდე ვერ მოვითმინეთ და იმათ თვეები უნდა გაეძლოთ კიდევ... ბევრი სიტყვა და სათქმელი დავალაგე თავში, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი როგორ უნდა დამეწყო, რომ არ გადარეულიყო. ამ დამოკიდებულების გამო, ვერც ვამართლებდი ჩემს ქმარს და ვერც ვამტყუნებდი... მოკლეთ სათქმელი გადავდე.
იცით სად მიმიყვანა? იმ სასტუმროში სადაც ქორწილის დღეს ვიყავით და ისევ ის ნომერი აიღო. შესვლის წამიდან ალმური მომედო. გამახსენდა რაც იმ ღამით გავაკეთეთ და ორგანიზმი ამიფეთქდა. მან კარებიდან დაიწყო ჩემი გახდა. თან, როგორ ოსტატურად აკეთებდა. დედიშობილა, რომ დამტობა და მთელი სხეულით აღიგზნო აბაზანაში შესვლა და წყლის გადავლება მოვინდომე. წინააღმდეგობა არ გაუწევია, ცეცხლჩამდგარი თავლებით კი მიყურებდა, მაგრამ მაინც გამატარა... ხშირად ვუკეთებდი ასე. მის მოთმინებას ბოლომდე ვაწამებდი, შუა გზაში გაგიჟებულს ვტოვედბი. ეს მოთმინება რომ ამოეწურებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ რა სურვილითა და ჟინით დამაცხრებოდა. ახლაც ზუსტად ასე მოხდა. შხაპის ქვეშ ვიდექი და ველოდი, როდის შემოვარდებოდა გააფთრებული... ხუთ წუთს გაუძლო. კარები კიარ შემოაღო, შემოგლიჯა. წამში გაიძრო ტანსაცმელი, მომვარდა, ხელში ამიტაცა და თეძოებზე შემომისვა. ცხოველივით მკოცნიდა ხან მკბენდა... უეცრად კედელს მიმანარცხა და ჩემში ისეთი სიმძაფრით გაერთიანდა, ტკივილისა და სიმაოვნების კვნესა ურცხვად ამოვუშვი. ცდილობდა ნაზად მომქცეოდა, მაგრამ ისე იყო აღგზნებული თავს ვერ თოკავდა. ყოველ მოძრაობაზე სუნთქვა მეკვროდა, გული შეშლილივით ფეთქავდა. სრულიად სველი გამიყვანა ვანიდან და საწოლზე დამაგდო. ცოტახანს აქოშინებული დამჩერებოდა. მეც ხარბი მზერა მოვავლე საოცნებო სხეულზე. თავი ღიმილით გადააქნია ნუ ცელქობო, მერე გვერდით მომიწვა, ბუმბულივით ამიტაცა ჰაერში და ზემოდან შემომისვა. კიდევ ერთხელ ვერ დავხურე პირი. უხეში იყო, მაგრამ საშინლად მსიამოვნებდა. შეშლის ზღვარზე მიმიყვანა. ისეთი მოძრაობები მაკეთებინა რაც მანამდე არ ვიცოდი. მკერდზე ერდროულად საოცრად ნაზად, უხეშად და მომთხოვნად მეალერსებოდა. ვეღარ ვაზროვნებდი. ყველაზე სუსტი წერტილი იყო. სიამოვნებით ვკვდებოდი , კივილამდე მივდიოდი... მასთან სექსი ყოველ ჯერზე ისეთი საოცარი, განსხვავებული და სასიმაოვნო იყო, არაფრით გავდა წინას. ყოველ ჯერზე გონებას მაკარგვინებდა. ახალ შეგრძნებებს მგვრიდა. ვერასდროს ვახერხებდი სიამოვნების ბგერების შეკავებას და ჩემს ოხვრასა და კვნესაზე ის უფრო მეტად ხელდებოდა. ისეთი ვნებიანი იყო, მის მიმართ ისეთი ლტოლვა მქონდა, მართლა მასზე დამოკიდებულს მხდიდა. შეუცვლელი პარტნიორი იყო. იმ საღამოს ოთახის ყველ კუთხე-კუნჭული დავლაშქრეთ. ერთმანეთი ძალის გამოცლამდე მივიყვანეთ...

დილას ისეთი შეგრძნებით გავიღვიძე, თითქოს სატვირთომ გადამიარა. მთელი სხეული მტკიოდა, მაგრამ წინ ღამით გამოვლილი, რომ გამახსენდა ტრამვატოლოგიურში მოხვედრაზეც მზად ვიყავი. მას ჯერ ისევ ეძინა. მისკენ გადავბრუნდი, მარჯვენა ხელს დავეყრდენი და დავაცქერდი. ვუყურებდი და ვეფერებოდი თმაზე, სახეზე, მხრებზე ტუჩებზე. ვეხებოდი და ვხვდებოდი, თუ როგორ მიყვარდა მისი თითეოული სანტიმეტრი, როგორ მაღელვებდა და მაბრუებდა მის კანზე შეხება. ყველაფერი მიყვარდა მასში ხასიათი, სხეული, მიმიკა, მოძრაობა, გამოხედვა, მისი ყვირილიც კი, სითბოთი და მზრუნველობით სავსე ხმაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ის იმდენად დიდი იყო ჩემში, უბრალოდ ვეღარ ვიტევდი... ამ კაცმა რას აღარ გაუძლო ჩემს გამო. რა, არ მოითმინა... რა, არ მაპატია.. და მთელი ეს დრო, საკუთარი მხრებით გვატარა. მფარველ ანგელოზად მომევლინა და ასე გაგრძელდებოდა მთელი ცხოვრება... არასდროს გამიშვებდა და მეც არსად წავიდოდი...
და ახლა ასეთი ბედნიერი დღის შემდეგ, როგორ უნდა მეთქვა ანას ამბავი? ძალიან არ მინდოდა ამ მომენტის გაფუჭება, მაგრამ გადადებაც აღარ შეიძლებოდა. მეორე დღეს მივფრინავდით. მის მხარზე დავდე თავი და დაველოდე როდის გაიღვიძებდა. უფრო სწორად მხურვალე კოცნებით ვაიძულე... ზლაზვნით გაახილა თვალი, გადმომხედა, წარბები აათამაშა და საბნის ზემოდან მიწოლილი, სასწრაფოდ საბნის ქვეს შემათრია. ეს ისე საყვარლად და სასაცილოდ გააკეთა კისკის ვერ ვწყვეტდი. ის კი არ ჩერდებოდა და მკოცნიდა...
- გაჩერდი გეხვერწები ! - ძლივს ჩავაკვეხე ეს სიტყვები სიცილში.

- ნწ... ხომ გაგაფრთხილე ერთხელ, სანამ ხელების ფათურს გადაწყვეტ შედეგებზე მზად იყავითქო ?!

- დამავიწყდა !

- თუ დაგავიწყდა და ...

- ვაიმე, შენ, მე შემიწირავ ! ყველაფერი მტკივა, ასე მგონია დაშლილი ვარ. გაჩერდი რაა...

- მერე არ გინდა აგაწყო ?

- დიმა ვერ გაგიძლებ, სერიოზულად გეუბნები. ცოტახანში ჭრაჭუნს დავიწყებ. - ისე გადაიხარხარა კედლებმაც კი გაიგეს.

- რას იზავ? - სიცილშივე წამოიყვირა

- რა იყო, არ გაგიგია ?

- კი, მაგრამ ჩემს ცოლს თუ ავაჭრაჭუნებდი არ მეგონა. - მისი შემყურე უნებურად მეცინებოდა. - დაგზეთავ !

- როგორ? - ვკითხე და ვინანე. მის იდეას პირდაპირ პროვოცირება გავუწიე. სასწრაფოდ წამოვხტი და კივილით გავიქეცი. - არ მაინტერესებს... არ მინდა ... აღარ ვჭრაჭუნებ ... ვკიოდი და ოთახს კრუგს ვურტყავდი. - მაგრამ ნეტა რა დამარბენინებდა ? არა თუ მომსდევდა, ადგილიდანაც კიარ განძრეულა. ისევ იქ იყო და ჩემს მოძრაობებს კუჭის ტკივილამდე სიცილით აკვირდებოდა. დაღლილი და გულამოვარდნილი მის წინ დივანზე დავეყრდენი და ძლივს შეკავებული სიცილით ვკითხე. - რატომ დავრბოდი შემთხვევით ხომ არ იცი? ვის გავურბოდი?

- ვის, თუ რას ? - თვალი ჩამიკრა და უკვე დასერიოზულებული ფეხზე წამოდგა. - ესეიგი ყველაფერი გტკივა და თან, აქ ჩემს აზრებს მარათონი გაუმართე? - ნელი ნაბიჯითა წამოვიდა. - აი, ახლა უნდა მიკუნტრუშობდე ! - ვიდრე ჩემმა დაღლილმა ტვინმა სიტოაცია გადახარშა და გასაქცევად , ის უკვე ჩემს წინ იყო და ხელში ვყავდი გამომწყვდეული . - დაგიჭირე, ჩემი ხარ პატარავ ! - ისეთი სიყვარულით წარმოთქვა ეს სიტყვები მთლიანად გავინაბე.

- ღმერთო, როგორ მიყვარხარ ! - მთელი გული და სული ამოვაყოლე ამ სიტყვებს და ისე ავეკარი თითქოს მასში შეღწევას ვცდილობდი.

- ვგრძნობ, მთელი არსებით ვგრძნობ ! სიცოცხლეს მაწყურებს იმის ცოდნა, რომ ასე გიყვარვარ. მინდა ათასი წელი ვიცოცხლო ამ განცდებით. ისეთი კარგია... ისეთი კარგია ... - ჩემს ყელში ცვირი ჩარგო და ისე შეისუნთა ჩემი სურნელი მეგონა შემისრუტავდა. - შენ ხომ უსაზღვროდ მიყვარხარ, მაგრამ შენში, ჩემი სიყვარული სიგიჟემდე მიყვარს !

- ბედნიერი ვარ ! შენთან ძალიან ბედნიერი ვარ ! - გამწია და დამთბარი თვალებით შემომხედა.

- იცი? ეს სიტყვები პირველად მითხარი.

- ვიცი !

დიდხანს ვიდექით ასე ერთმანეთზე ჩახუტებულები და ერთმანეთს აჩქარებული გულის რითმებს ვუთვლიდით. საოცარი გრძნობაა, როდესაც შენი საყვარელი ადამიანის გული შენს გამო ძგერს, შენს გამო ჩქარდება და ისევ შენს გამო შეუძლია შეწყვიტოს ფეთქვა. ზუსტად ვიცი იმ წუთას ორივე ერთიდაიგივეზე ვფიქრობდით. თითქოს ერთმენეთზე აკრული სხეულებით, ფიქრებსა და განცდებს ვცვლიდით. იმ წუთას თითქოს მასში გავერთიანდი. თუ აქამდე ყოველი ჩახუტების დროს ამის სურვილი , ახლა ნამდვილად ამიხდა. მთელი არსებით ენით აღუწერელ კავშირს ვგრძნობდი მასთან და ათასეული კილომეტრით შორსაც რომ წასულიყო, ზუსტად ისე ვიგრძნობდი... შევისისხლხორცე და ეს, რამდენადაც მიხაროდა, იმდენად მაშინებდა... ვერასდროს ვიფიქრებდი ასეთი სიყვარული თუ შემეძლო...

- დიმა რაღაც უნდა გითხრა და დამპირდი, რომ ძალიან მშვიდად და გაგებით მოეკიდები ! - შინ დაბრუნებულმა და ბარგის ჩალაგებით დაკავებულმა, ასჯერ, პირზე მომგდარი და შეწყვეტილი საუბრის ასმეერთედ, წამოწყება ძლივს გავბედე.

- დაპირებებზე ჩემი აზრი ხომ იცი ?

- ხო, კარგი ! ეს ისეთი საკითხია ვერც გვერდიდან მოვუვლი, ვერც ნეხევრად გეტყვი, ვერც აზრებს დავალაგებ და სჯობს პირდაპირ გითხრა.

- გისმენ თაკო !

- ანა, ორსულად არის ! - ვუთხარი და მასწავლებლის მიერ დატუქსული ბავშვივით, დაჭიმული სხეულით კედელთან ავიწურე.

- ანუ, ბიძა გავხდები ? - მოიცა ახლა ეს არ ღრიალებს, არ ილანძღება და არაფერს ამტვრევს? მეჩვენება ახლა რამე, თუ რა ჯანდაბა ხდება? პირი დავაღე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. - დახურე პირი თაკო !

- დიმა, მოდი მიჩქმიტე !

- რატომ? - გაეღიმა.

- დამარწმუნე, რომ ახლა შენ წინ ვდგავარ, ის გითხარი რაც, ორი დღეა სადარდელად მექცა და შენ ასე მშვიდად შეხვდი თორემ, მგონია რომ სიზმარში ვარ.

- მერე ვინ გითხრა, რომ მშვიდად შევხვდი ?

- აბა ახლა, რატომ არაფერს ამტვრევ ?

- უკვე დავამტვრიე და ყბაშიც მოხვდა მამიკოს - სახეზე ხან სიბრაზე ეტყობოდა ხანაც ღიმილლი. სულ ავირიე.

- რა დაამტვრიე? ვის მოხვდა? მოიცა, შენ იცოდი? ... ვაიმე დიმა შენ...

- ხო, მე მამიკო გავულამაზე ჩემს დისშვილს ! ნუ გეშინია ქორწილი გავითვალისწინე და ძალიანაც არ დამილურჯებია... სახეზე მაინც...

- ანუ, ჩარლიმ გითხრა ? აბა, ანამ დავუშალეო...

- ეგღა აკლია ჩარლის, ყველაფერი ანას დაუჯეროს ! - ისე წარმოთქვა მივხვდი, ყველაფრის მიუხედავად როგორ ეამაყებოდა.

- როდის, როგორ ნახე?

- ერთი კვირის წინ ჩამობრძანდა და მომახარა ახალი ამბავი.

- რა მაგარი კაცია ! აი, ზუსტად შენნაირი. - ისეთივე სიამაყით ავივსე როგორც დიმა. - უუფფ, მომეშვა. არადა, როგორ ვნერვიულობდით მე და ანა.

- არაფერი გიჭირთ !

- ისე, როგორ ცემე?

- აბა, შევარჩენდი ქორწილამდე, რომ ვერ მოითმინეს?

- ორივეს ჯავრი ამოიყარე ხო?

- არამგონია ტკენოდა, რომ ვცემდი იცინოდა. ანას ელაპარაკე ?

- კი . - მივხვდი რასაც მკითხავდა.

- ბედნიერია ხო?

- ძალიან !

- როგორი ონავარი და ქარაფშუტაც იყო, ისეთივე დარჩა. ახლა მისი ბავშვი ... - ისეთი სითბოთი და სიყვარულით საუბრობდა თვალები ცრემლებით ამევსო. მივედი და მოვეხვიე.

- შენ ბიძა გახდები ! წარმოგიდგენია რა მაგარია? პაწაწინა არსება, შენი დისშვილი მასავით ლამაზი...

- ბიძა გავხდები ... ბიძა გავხდები... - ხელში ამიტაცა და ამფრიალა. - ძალიან მეყვარებაა ! - სულ სხვანაირი იყო, ძალიან სხვანაირი. წარმოვიდგინე, საკუთარი შვილი, როგორ გაახარებდა და უცებ შემეცვალა ხასიათი, მაგრამ მაინც არაფერი შევიმჩნიე.

- ბებიას და ბაბუას არ ვუთხრათ?

- იციან !

- ისიც გეცოდინებოდათ ანამ, მე, რომ დამაკისრა შუამავლის ფუნქცია და ორივეს დაგვცინოდით ხო? ახლა გავიბუტები !

- უცებ შემოგირიგებ !

ულამაზესი, მუცელდამრგვალელბული ანა აეროპორტში დაგვხვდა ახალ ოჯახთან ერთად. . ისეთი მშვენიერი იყო, ქალებმა ცრემლი ვერ შევიკავეთ. ერთხანს კოპებშეკრულმა უყურა ძმამ და ბოლოს ლამის ტირილამდე მისული და, ბედნიერებით ჰაერში იმდენხანს აფრიალა ყვიროდა, ისედაც სულ თავბრუ მეხვევა და ნუღარ მიმატებო. სიძეს, გადახვევის დროს ხელით მოუსინჯა მის მიერ დატობევული დაბეჟილობები და სიცილიც დააყრა. ათ დღეში რამდენადაც შესაძლებელი , იმდენად ავითვისეთ „ნიუ იორკი“. ისე გავერთეთ ლამის დაგვავიწყდა იქ ქორწილისთვის, რომ ვიყავით ჩასულები. დიმამა და ჩარლიმ ყველა მათი საყვარელი ადგილი მოგვატარეს და მთელი, ერთად გატარებული რვა წელი გაიხსენეს. ისეთი განსხვავებული იყო ამ დროს ჩემი ქმარი, თიქოს იმ წლებში დაბრუნდა. ჩვენზე მეტს იცინოდა და მხიარულობდა. ეს კი არა, საცეკვაოდაც კი თავად მიმათრევდა. ათი თვის, ან თუნდაც ოთხი თვის წინ ვინმეს, რომ ეთქვა შენს ქმარს ასეთს ნახავო, შეურაცხადად ჩავთვლიდი. ცხოვრებით ტკბებოდა და მეც მატკბობდა მასთან ერთად...

მერე... მერე უეცრად შეიცვალა. ისეთივე თბილი მოსიყვარულე და მზრუნველი იყო, მაგრამ ის, ძლივს მოპოვებული სხივი ჩაუქრა. ხშირად ვხედავდი ჩაფიქრებულს და განერვიულებულს. თითქოს თავს მარიდებდა და თუ ჩემთან იყო, სულ იმაზე მელაპარაკებოდა, რომ ჩემს დაკარგვას ვერ გაუძლებდა და რაც არ უნდა მომხდარიყო არ მიმეტოვებინა... გიჟს ვგავდი მისი ასეთი ცვლილებით, ბევრჯერ ვცადე მიზეზის გარკვევა, მაგრამ არ მეუბნებოდა... მეც მასთან ერთად ვქვრებოდი...



№1  offline წევრი tamuna.s

უკვე ვხვდები რაც აწუხებს დიმას, დიდი ალბათობით მისი ყოფილი საყვარელია მისგან ორსულად და ეხლა აღარ იცის როგორ უთხრას თაკოს. იმედია ვცდები და სულ სხვა რაღაც აწუხებს.

 


№2 სტუმარი სტუმარი თიკო

ვაიმეე ისეთი კარგი იყო და ბოლოს მეც ,,დავიგრუზე"(დ:). ძალიან მაინტერესებს რა ამბავია, იმედია ისეთი არაფერი თორემ ამათ დრამები ნამდვილად არ აკლიათ. თან შვილის პრობლემა და ვაიმე, ძალიან მაინტერესებს ახალი თავი. კიდევ რამე რომ მოუვიდეთ შევიშლები. მაინც ძალიან კარგია.❤❤

 


№3 სტუმარი ნი

არადა მეგონა რიგითი ბანალური სცენარი არ წავიდოდა და ის თავისი საყვარელი ამისგან არ იქნებოდა ორსულად მაგრამ როგორც ყოველთვის შევცდიი არადა არ მინდოდა ასე ყოფილიყოო, სრული მარაზმიააა, საინტერესოააა ეგ რატომ მოგაფიქრდააა რა საეირო იყოო მასეთი ბანალური ისტორიის განვითარებააა, მე პირადად ძალიან გამიცრუვდა იმედიი.

 


№4 სტუმარი mari

აუუ იმედია ყველაფერი არ გაფუჭდება ისედაც იმედენი რამე გადაიტანეს, ველოდებოდი ამ თავს დიდი ხანი. ძალიაან საინტერეოსა. შემდეგ თავს როდის დადებ?????❤️❤️❤️წარმატებები

tamuna.s
უკვე ვხვდები რაც აწუხებს დიმას, დიდი ალბათობით მისი ყოფილი საყვარელია მისგან ორსულად და ეხლა აღარ იცის როგორ უთხრას თაკოს. იმედია ვცდები და სულ სხვა რაღაც აწუხებს.

ექვს თვეზე მეტი ერთად არიან და რავი, იმედიაა არა

 


№5  offline მოდერი თამარი აჩბა

ნი
არადა მეგონა რიგითი ბანალური სცენარი არ წავიდოდა და ის თავისი საყვარელი ამისგან არ იქნებოდა ორსულად მაგრამ როგორც ყოველთვის შევცდიი არადა არ მინდოდა ასე ყოფილიყოო, სრული მარაზმიააა, საინტერესოააა ეგ რატომ მოგაფიქრდააა რა საეირო იყოო მასეთი ბანალური ისტორიის განვითარებააა, მე პირადად ძალიან გამიცრუვდა იმედიი.

ღალატთან არ გვაქვს საქმე ♥️ მათი პრობლემა უფრო ადრინდელიდანაა... და საერთოდ იმას რასაც მომდევნო თავში დავწერ, ისე არა როგორც ჩანს. უფრო ღრმა და ბოროტული ფესვები აქვს.

 


№6 სტუმარი ანუ

tamuna.s
უკვე ვხვდები რაც აწუხებს დიმას, დიდი ალბათობით მისი ყოფილი საყვარელია მისგან ორსულად და ეხლა აღარ იცის როგორ უთხრას თაკოს. იმედია ვცდები და სულ სხვა რაღაც აწუხებს.

ვაიმე ღმერთო ოღონდ ეგ არ იყოს რააა :/

თაკო რო გაიხსნა დიმასთან ძალიან მომწონს, უხდება სითამამე.

 


№7  offline მოდერი თამარი აჩბა

ნი
არადა მეგონა რიგითი ბანალური სცენარი არ წავიდოდა და ის თავისი საყვარელი ამისგან არ იქნებოდა ორსულად მაგრამ როგორც ყოველთვის შევცდიი არადა არ მინდოდა ასე ყოფილიყოო, სრული მარაზმიააა, საინტერესოააა ეგ რატომ მოგაფიქრდააა რა საეირო იყოო მასეთი ბანალური ისტორიის განვითარებააა, მე პირადად ძალიან გამიცრუვდა იმედიი.

არ ვიცი რამდენად რიგითი ბანალური სცენა იქნება ის, რისიდაწერაც მინდა, მაგრამ საბოლოოდ რომ გაიხსნება კარტი მერეც ველი შენს აზრს ♥️

 


№8 სტუმარი ატბ

თამარი აჩბა
ნი
არადა მეგონა რიგითი ბანალური სცენარი არ წავიდოდა და ის თავისი საყვარელი ამისგან არ იქნებოდა ორსულად მაგრამ როგორც ყოველთვის შევცდიი არადა არ მინდოდა ასე ყოფილიყოო, სრული მარაზმიააა, საინტერესოააა ეგ რატომ მოგაფიქრდააა რა საეირო იყოო მასეთი ბანალური ისტორიის განვითარებააა, მე პირადად ძალიან გამიცრუვდა იმედიი.

არ ვიცი რამდენად რიგითი ბანალური სცენა იქნება ის, რისიდაწერაც მინდა, მაგრამ საბოლოოდ რომ გაიხსნება კარტი მერეც ველი შენს აზრს ♥️

ანუ ვივარაუდოთ რომ უკვე ყავს შვილი და თვითონაც ახლა გაიგო? :(
ნუ მოკლედ რა მოითმენს შემდეგ თავამდე

 


№9  offline მოდერი თამარი აჩბა

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თითოულ თქვენგანს ! მიხარია, რომ კითხულობთ და აზრებს მიზიარებთ. ახლა, რაც შეეხება ისტორიის შემდგომ განვითარებას- სამწუხაროდ ასე ტკბილად ვეღარ გავაგრძელებ ჯერ კიდევ არსებობენ მათი ბედნიერებით უკმაყოფილო კოზირშემონახული ადამიანები. მე დავწერ თქვენ წაიკითხეთ და გადაწყვიტეთ მოგწონთ/არ მოგწონთ, სწორია/არასწორია. ხო და კიდევ რაცარუნდა დავწერო ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, რასაც შემდეგ თავებში გავშლი. ეს ისტორია ერთი თავით არ შემოიფარგლება ხო ?

 


№10  offline წევრი Life is beautiful

ჩემო ტკბილო. ეს რა მხურვალე თავი იყო?
ავდუღდი, ავწითლდი, დავიწვი, დავიდაგე, რავი მეტი სინონიმი არ მახსენდება თორე ვიტყოდი. :D.
ძალიან გამიხარდა რომ" ეს ორი" ასე გახარებული იყო ანას ამბით.. მეც გამიხარხა.
იყო დაძაბვები და დატკბობები მაგრამ ბოლოს ეს ინტრიგული სიტყვა თუ არ ჩაგვიგდე ვერ გაძლებ... გიჩივლებ ჩვენი წამების გამო.. :)
ხუმრობა იქით იყოს და მართლა გადასარევი თავი იყო. დიმას რეაქციაც მომეწონა, ანას ამბავზე, ძველიც და ახალიც.
..... ნუ კი ვთქვი, მაგრამ გავმეორდები და ვიტყვი. რას გვერჩი? ჰა?
რატო გვაინტრიგებ... ახლა მომაწყდება თავში უამრავი შესაძლო ვარიანტი და სანამ დადებ მომდევნოს სულს განვუტევებ...!!! (კომპლიმენტი იყო. :)
მემგონი არეულ დარეული კი იყო მარა გაიგებ რაც აქვს შინაარსი.. დდ
ერთი სიტყვით მოხიბლული ვარ თქვენი ნაშნომით და ასევე სავსებით კმაყოფილი..

პ.ს (სასვენი ნიშნების დაწერა შემეზარა... :)))))..... ) აზრი გასაგებია..(მემგონი) .. ♥️

ველოდები შემდეგ ატმის ან ბროწეულის ყვავილივით თავს..... ♥️

 


№11  offline მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful
ჩემო ტკბილო. ეს რა მხურვალე თავი იყო?
ავდუღდი, ავწითლდი, დავიწვი, დავიდაგე, რავი მეტი სინონიმი არ მახსენდება თორე ვიტყოდი. :D.
ძალიან გამიხარდა რომ" ეს ორი" ასე გახარებული იყო ანას ამბით.. მეც გამიხარხა.
იყო დაძაბვები და დატკბობები მაგრამ ბოლოს ეს ინტრიგული სიტყვა თუ არ ჩაგვიგდე ვერ გაძლებ... გიჩივლებ ჩვენი წამების გამო.. :)
ხუმრობა იქით იყოს და მართლა გადასარევი თავი იყო. დიმას რეაქციაც მომეწონა, ანას ამბავზე, ძველიც და ახალიც.
..... ნუ კი ვთქვი, მაგრამ გავმეორდები და ვიტყვი. რას გვერჩი? ჰა?
რატო გვაინტრიგებ... ახლა მომაწყდება თავში უამრავი შესაძლო ვარიანტი და სანამ დადებ მომდევნოს სულს განვუტევებ...!!! (კომპლიმენტი იყო. :)
მემგონი არეულ დარეული კი იყო მარა გაიგებ რაც აქვს შინაარსი.. დდ
ერთი სიტყვით მოხიბლული ვარ თქვენი ნაშნომით და ასევე სავსებით კმაყოფილი..

პ.ს (სასვენი ნიშნების დაწერა შემეზარა... :)))))..... ) აზრი გასაგებია..(მემგონი) .. ♥️

ველოდები შემდეგ ატმის ან ბროწეულის ყვავილივით თავს..... ♥️

შენთან ყველაფერი გასაგებია ! ♥️ ვეცდები დიდხანს არ დავაგვიანო თორემ,კაცმა არ იცის, როგორ გაშლი ფანტაზიას და მერე, ჩემი დაწერილი რომ არ მოგეწონოს, ხომ გადავდგები ჭკუიდან ! :):)

 


№12  offline წევრი OKI ME

ვახ, საინტერესოდ დამთავრდა. კიდევ უფრო საინტერესოა რა მოხდა.

აუ, როგორ გთხოვო მაგრამ მაინც დავწერ :დდ მალე დადე რა ახალი თავი. სად შემიძლია ამდენი ლოდინი და ნერვიულობა კაცო :დდ

 


№13  offline მოდერი თამარი აჩბა

Megioki
ვახ, საინტერესოდ დამთავრდა. კიდევ უფრო საინტერესოა რა მოხდა.

აუ, როგორ გთხოვო მაგრამ მაინც დავწერ :დდ მალე დადე რა ახალი თავი. სად შემიძლია ამდენი ლოდინი და ნერვიულობა კაცო :დდ

ვეცდები ♥️

 


№14 სტუმარი სტუმარი nancho

ინტრიგა დარჩა.ვნახოთ რა მოხდება.

 


№15  offline წევრი likuu_s

გუშინ წავიკითხე, მაგრამ დღეს გადავხედე და კომენტარის დამატება მომინდა. სხვა კომენტარები რომ წავიკითხე ღალატიო ისაო ესაო ავფოფინდი :დდ მაგრამ დიმა რომ ამას არ გააკეთებდა ახლა ფაქტია, მაგრამ მაინც. მერე შენმა კომენტარმა, ღალატთან საქმე არ გვაქვსო უფრო დამამშვიდა და ძალიან გამიხარდა რომ ეგ არ არის, მართლა ეგრე რომ ყოფილიყო აიი დიმა ყველაზე მეტად მგონი ჩემს თვალში დაეცემოდა. ხო, უფრო ვფიქრობ ალბათ ნიკას და ნინის გამოჩხრეკილი იქნება რამე, ან კიდე სხვა ვინმე მტრის, რაც ალბათ ტყუილი იქნება და ამის გამო ბევრსაც გადაიტანენ. ნუ ახლა თავშიც არ მომდის რა შეიძლება იყოს ისეთი, რომ თაკომ მიატოვოს, დარემუნებული ვარ მაგარი რამ გექნება მოფიქრებული. ახლა, ეს მოთხრობა თვითონ ისეთი სტილისაა მსგავსი “დაძაბვები” რომ არ იყოს ალბათ წარმოუდგენელია. ნუ, დასრულებით იმედია კარგად დაასრულებ და ამის მჯერა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერ ცუდს გადალახავენ და ბედნიერებას ბოლოს მაინც მოიპოვებენ. ძალიან კარგია, წარმატებები! <33 იმედია მალე დაამატებ ახალ თავს. <333

 


№16  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი nancho
ინტრიგა დარჩა.ვნახოთ რა მოხდება.

ვნახოთ :) ♥️

 


№17 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი იყო ემოციებით სავსე მაგრამ ბოლოს დაძაბულობას ტოვებს ტოვებს მეფიქრება მომავალ თავში რა მოხდება ველოდები მოუთმენლად ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№18  offline მოდერი თამარი აჩბა

likuu_s
გუშინ წავიკითხე, მაგრამ დღეს გადავხედე და კომენტარის დამატება მომინდა. სხვა კომენტარები რომ წავიკითხე ღალატიო ისაო ესაო ავფოფინდი :დდ მაგრამ დიმა რომ ამას არ გააკეთებდა ახლა ფაქტია, მაგრამ მაინც. მერე შენმა კომენტარმა, ღალატთან საქმე არ გვაქვსო უფრო დამამშვიდა და ძალიან გამიხარდა რომ ეგ არ არის, მართლა ეგრე რომ ყოფილიყო აიი დიმა ყველაზე მეტად მგონი ჩემს თვალში დაეცემოდა. ხო, უფრო ვფიქრობ ალბათ ნიკას და ნინის გამოჩხრეკილი იქნება რამე, ან კიდე სხვა ვინმე მტრის, რაც ალბათ ტყუილი იქნება და ამის გამო ბევრსაც გადაიტანენ. ნუ ახლა თავშიც არ მომდის რა შეიძლება იყოს ისეთი, რომ თაკომ მიატოვოს, დარემუნებული ვარ მაგარი რამ გექნება მოფიქრებული. ახლა, ეს მოთხრობა თვითონ ისეთი სტილისაა მსგავსი “დაძაბვები” რომ არ იყოს ალბათ წარმოუდგენელია. ნუ, დასრულებით იმედია კარგად დაასრულებ და ამის მჯერა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერ ცუდს გადალახავენ და ბედნიერებას ბოლოს მაინც მოიპოვებენ. ძალიან კარგია, წარმატებები! <33 იმედია მალე დაამატებ ახალ თავს. <333

დიმას მოჰყავს თაკო, სიყვარული, ეს ისტორია ბეჭებით და მაგის დაცემას დავუშვებ? არვიცი,რასაც დავწერ რამდენად მაგარი იქნება, უბრალოდ სხვანაირად ვერ მეწერინება და რომ წაიკითხავ კიდევ მომახსენე შენი აზრი. ♥️♥️

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარი საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი იყო ემოციებით სავსე მაგრამ ბოლოს დაძაბულობას ტოვებს ტოვებს მეფიქრება მომავალ თავში რა მოხდება ველოდები მოუთმენლად ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

ჩემი ნესტანი ♥️♥️

 


№19 სტუმარი ეჯა

ძალიან მაგარი თავი იყო,ეს რა ინტრიგა ჩააგდე ბოლოს.იმედია ყველაფერი დალაგდება და მალე დადებ შემდეგ თავს

 


№20  offline მოდერი თამარი აჩბა

ეჯა
ძალიან მაგარი თავი იყო,ეს რა ინტრიგა ჩააგდე ბოლოს.იმედია ყველაფერი დალაგდება და მალე დადებ შემდეგ თავს

♥️♥️

 


№21  offline წევრი Marikagogolqdze

Au axal tqvs rodia dadebt?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent