შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ?! (VII)


29-01-2021, 13:55
ავტორი ირი ...
ნანახია 1 222

VII
-რა ხდება? ისე მკითხა, რომ ჩემკენ არც შემოტრიალებულა.
-მგონი, მაგათი უფროსი გავაბრაზე და ან ჩემ შესაშინებლად მოვიდნენ, ან მოსაკლავად. -გიორგი წამით გაქვავდა, მერე კი ისე გაოცებით შემომხედა, თითქოს, პირველად მხედავდა.
-ხვდები მაინც რას ამბობ? -მკითხა გაცოფებულმა.
-ვერა.
-ისეც შევხვდით ერთმანეთს. - გავიგე ნაცნობი ხმა, რომელიც იმ აყლაყისგან მოდიოდა, დილით ჩემკენ რომ იწევდა.
-რა გნებავთ? -ვიკითხე ცინიკურად და ჩემ წინ მდგარი გიორგის მხრიდან ოდნავ გამოვიჭყიტე.
-უფროსის დავალებით ვართ. სამწუხაროდ, უარზეა და შენს შემოთავაზებას არ დასთანხმდება. ნიკა არც ბოდიშს მოიხდის და მითუმეტეს, ვერც სკოლიდან გააგდებს ვინმე. ამიტომ მოვედით, რომ ეს აგიხსნათ და თუ ძალა დაგვჭირდება, მაშინ ძალით დაგარწმუნოთ.-ამის გაგონებააზე გიორგი წამოენთო, გაშლილი თითები მუშტებად შეკრა და ერთი ნაბიჯი წინ გადადგა.
-თქვენ რა, ემუქრებით?-გამოსცრა კბილებში.
-როგორი მიხვედრილი ხარ.-ამჯერად ის დაცვის წევრი ჩაერთო საუბარში, რომელიც დილით არ ახლდა მშობელს. -თუმცა იმედი მაქვს, რომ ძალის გამოყენება არ გახდება საჭირო.
-თქვენ ნორმალურები თუ ხართ საერთოდ?! ყველასთვის ჯობს, თუ მშვიდად დავიშლებით და სიტუაციას არ გავამწვავებთ. -გიორგიმ მკლავში წამავლო ხელი და მანქანასთან წამიყვანა, მაგრამ ერთ-ერთმა წამიერად ისკუპა ჩვენთან და მეორე მკლავში მან წამავლო ხელი.
-თქვენ რა, ვერ გაიგეთ რა გითხარით? ვერსად ვერ წახვალთ, სანამ ქალბატონისგან თანხმობას არ მივიღებთ.
-შემაჩერეთ მაშინ. -წარმოთქვა ცინიკურად გიორგიმ და მანქანის კარი გამოაღო, თუმცა აყლაყმა კარს ფეხი მიკრა და მთელი ძალით მიაჯახუნა.
-ვერ ხვდები ალბათ, ვისთან გაქვს საქმე .-დაცვის წევრმა ჩემს მკლავზე ჩაჭიდებული თითები უფრო მწარედ შემომხვია, მე ტკივილისგან ოდნავ წამოვიკვნესე და ამის გაგონებაზე, გიორგი საერთოდ გამოვიდა წყობიდან.. მე ხელი გამიშვა და ამჯერად უცნობს წაავლო იმ მაჯაში ხელი, რომელიც ჩემზე ჰქონდა მოწებებული.
-გაუშვი.-გამოსცრა კბილებში და დავინახე, როგორ დაეძაბა ყბის ძვლები. არ ვიცი, ტკივილმა, თუ გიორგის მზერამ, მაგრამ რაღაცამ ნამდვილად აიძულლა უცნობი და ხელი გამიშვა.
-ძალიან გაგვიგრძელდა საუბარი. -ამჯერად „ახალი განგსტერი“ ჩაერთო საუბარში და მან წამავლო მკლავში ხელი.-რადგანაც აქ ვერ შევთანხმდით ვერაფერზე, მოგვიწევს, ქალბატონი ჩვენთან ერთად წავიყვანოთ, ზედმეტი თვითმხილველების გარეშე და ისე მივიყვანოთ თანხმობამდე . -მე ამასობაში ვერაფერს ვეღარ ვხვდებოდი, ისეთი შელაპარაკება იყო, მე არავინ მაცდიდა ხმის ამოღებას, იმ წამს ისე შემეშინდა, რომ გიორგის რამეს დაუშავებდნენ, თანახმა ვიყავი მათ ნნებისმიერ შემოთავაზებას დავთანხმებოდი, მხოლოდ მე რომ ვყოფილიყავი, თავს შევაკლავდი და არ დავთახნდმებოდი, მაგრამ საქმე გიორგის ეხებოდა. უცნობმა იმარჯვა და მანქანისკენ წამიყვანა, შემდეგ კი ორ აყლაყს მიუბრუნდა. -მაგას მიხედეთ.
ამის გაგონებაზე გოლიათები გიორგის მისცვივდნენ, მოვასწარი დამენახა, როგორ გააკავა ერთ-ერთმა ზურგიდან, ხოლო მეორემ ჯერ მუშტი შემოარტყა ყბაში, შემდეგ კი წიხლი ჩააზილა მუცელში. გონებამ საბოლოო საღი აზრიც დაკარგა ამის დანახვისას. გავქვავდი, რეალობის შეგრძნება დავკარგე. მეგონა, რომ სიზმარში ვიყავი. ისე ჩამტენეს მანქანაში, ვერც კი მივხვდი. ვეღარ ვხედავდი რა ხდებოდა გარეთ, კანკალმა ამიტანა.მინდოდა, მეთქვა, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ გიორგისთვის არაფერი ევნოთ, მაგრამ ხმას ვერ ვიმორჩილებდი. ზუსტად ისე ვიყავი დამუნჯებული, როგორც სიზმარში. პირიდან ხავილისმაგვარი ბგერები ამომდიოდა. ხელის ცეცებით მივაგენი კარის სახელურს და გაღება ვცადე, მაგრამ დაკეტილი იყო. ოდნავ მოვიკრიბე ძალა და ფანჯარაზე ჯერ მსუბუქად დავაკაკუნე, თანდათან კი მთელი ძალით დავიწყე მუშტების რტყმა. ისეთი გამწარებით ვურტყამდი ხელებს ფანჯარას და კარს, რომ ვგრძნობდი, როგორ გამოჟონა ხელებიდან სისხლმა. ის იყო, მომდევნო მუშტი მოვიქნიე, რომ კარი გაიღო და იქ წარბგახეთქილი გიორგი დამხვდა.
-დროზე.-მითხრა სწრაფად და ხელი გამომიწოდა.მე უყოყმანოდ ჩავეჭიდე მის თითებს, მანქანიდან გადასულმა კი რამდენიმე მეტრში თვალი მოვკარი, როგორ ეყარნენ უგონოდ უკვე საძულველი აყლაყები, ხოლო მესამე ხან ერთს დასტრიალებდა თავთან, ხან მეორეს. გიორგიმ გასაღები იქვე მოისროლა და სწრაფი ნაბიჯით წამიყვანა მანქანისკენ.
-ამათ რა უქენი? -ვკითხე შეშინებულმა.
-ცოტახნით მივაძინე.-ისე მიპასუხა, სვლა არ შეუნელებია.
-მართლა გეკითხები, რა დროს ხუმრობაა?!
-არაფერი, დამშვიდდი, რამდენიმე წუთი იქნებიან უგონოდ და გამოფხიზლდებიან მალე, ბავშვობიდან კრივით ვარ დაკავებული.
-რაღაც წარბზე არ გეტყობა.-გიორგიმ გაკვირვებულმა შემომხედა და თავი აქეთ-იქით გადააქნია.
-შენ უნდა მომიღო ბოლო ხომ?!-მე თავს უკვე უსაფრთხოდ ვგრძნობდი, უბრალოდ გიორგის დანახვაც კი სიმშვიდეს მგვრიდა. ამასობაში მანქანასაც მივუახლოვდით, როგორც კი გიორგიმ კარი გამოაღო, მესამე, ჯერ კიდევ ფხიზლად მყოფი წინ გადაგვიხტა.
-რას აკეთებ?-ჰკითხა გიორგის კბილების ჭრიალით.
-კარს ვაღებ. -ის აშკარად ვერ მიხვდა გიორგის დაცინვას და ისევ ისეთი ტონით განაგრძო საუბარი.
-ვერსად ვერ წახვალთ, შენ რა გგონია, ეს ამბავი ასე ჩაივლის?
-და ვინ დამიშლის აქედან წასვლას?-ჰკითხა ირონიულად.
-მე.
-ჰო, ის ორიც ეგრე ფიქრობდა და მაგიტომ ყრიან ახლა უგონოდ და თუ არ გინდა, შენც იგივე ბედი გეწიოს, დამეკარგე ახლავე აქედან. -გიორგიმ ყურადღება აღარ მიაქცია, ჩემი მანქანაში ჩასმა განიზრახა, მაგრამ ამ დროს ისევ საზარელი ხმა გავიგე.
-მოშორდით მანქანას, თორემ გესვრით. -ჩვენ ნელა მივიხედეთ ხმის ადრესატისკენ და ის მართლაც იარაღმომარჯვებული იდგა ხელში და ჩვენ გვიმიზნებდა.
-დაიცა რა თუ კაცი ხარ, რა სროლა აგიტყდა, მეხი ხარ?!- გიორგი მის დაცინვას არ წყეტდა. -ჩავსვამ ამას მანქანაში და მერე ვიომაოთ, კარგი?!
-შენ მგონი სერიოზულად არ აღმიქვამ, იცი მაინც, ვისთან დაიჭირე საქმე?
-მაცადეთქო გითხარი!-გამოსცრა გიორგიმ კბილებში, მე მორჩილად დავყევი მის ნებას და სავარძელში მოვთავსდი. ის იყო, გიორგი წელში გასწორდა, რომ იარაღის გასროლის ხმა გავიგე. რამდენიმე წამი საერთოდ ვერ მივხვდი, რა მოხდა, გიორგი უძრავად იდგა, მაგრამ მალევე, მისი მაისური წითელმა სითხემ დასვარა.
-ღმერთო ჩემო.- აღმომხდა მე და მანქანიდან გადასვლა გავიზრახე.
-არ გაინძრე.-გამოსცრა გიორგიმ კბილებში და ცალი ხელით ადგილზე დამაბრუნა.
-კი მაგრამ, შენ ხომ...-სიტყვის დასრულება არ მაცადა, გაჭირვებით მიტრიალდა უკან და ნელი ნაბიჯებით დაიწყო სვლა გასროლის ადრესატისკენ. მზერა გავაპარე და დავინახე, რომ უცნობს ხელი აუკანკალდა, მაგრამ იარაღს მაინც გიორგის მიმართულებით იჭერდა.
-წეღან მკითხე, იცი თუ არა, ვისთან დაიჭირე საქმეო, მაგრამ, როგორც ჩანს, არც შენ იცი, ვის გადაეყარე. -წარმოთქვა გიორგიმ მშვიდად.- მხარში უკვე დამჭერი, ახლა რას აპირებ? შუბლს გამიხვრეტ? მერე ირინას წაიყვანთ და რაღაც დედამოტ...ლ შემოთავაზებაზე წამებით დაითანხმებთ? ეგ ჩემზე ჯიუტია, რომ დაინახოს, სიცოცხლეს გამომასსალმეთ, წარმოდგენაც არ მინდა, რას გიზამთ. ჰა, რას დამაყენე ახლა, დავიცალე კაცი სისცლისგან. თუ მკლავ, მომკალი დროზე. -ამის წარმოთქმისას, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ისე მიუახლოვდა უცნობს, რომ იარაღი უკვე გულთან ებჯინებოდა.
-მიდი, გამოჰკარი სასხლეტს. რა გაკანკალებს, მე არ მაქვს იარაღი, მაგის თუ გეშინია.
-გიჟი ხარ?!-ძლივს გადააბა ორი სიტყვა ერთმანეთს.- ცოტა არ იყოს, კომიკური სიტუაცია შეიქმნა. იარაღი მას ჰქონდა, გიორგიც დაჭრილი იყო, მაგრამ მაინც ეშინოდა, არც შემცდარა, გიორგიმ წამიერად შემომხედა და ისევ ისეთი გაავებული სახე ჰქონდა, როგორც სიზმარში.
-როგორ სწორად აღნიშნე. ამ წამს ნამდვილად სწორი შეფასებაა ჩემთვის, რადგან წარმოდგენა არ მაქვს, რას გიზამ, თუ რამდენიმე წამში არ მომკლავ.
-მე... არაფერში მჭირდება შენი მოკვლა, ზედმეტი შარია, უბრალოდ უფროსმა ქალბატონთან დალაპარაკება გვთხოვა. არაფერს ვავნებთ. მხოლოდ დაველაპარაკებით. მომკლავენ, რომ არ მივიყვანო.
-მგონი, კარგად იაზრებ, რომ ახლა შემიძლია მე მოგკლა.-გიორგიმ კბილებში გამოსცრა და უცნობს პერანგის საყელურში წაწვდა. დავინახე, როგორ ტექნიკურად გამოსტაცა იარაღი და იმ უგონოდ მყოფი აყლაყებისკენ გადაადგდო, შემდეგ კი ისევ მას მიუბრუნდა.- კარგად მომისმინე, ძლივს, ჩემი ცხოვრება რაღაც კარგისკენ შეიცვალა, ძლივს, სიცოცხლის აზრი ვიპოვნე და ნამდვილად არ მოგცემთ არც შენ და არც იმ ახვარს და ზოგადად არავის, რომ ჩემს მომავალს საფრთხე შეუქმნათ, გაიგე ბიჭო?
-კი მაგრამ, თქვენ ხომ არც გიცნობთ, არც გეხებით, პირობას გაძლევთ, თქვეს სახელსაც არ ვახსენებთ, უბრალოდ ირინას დაველაპარაკებით, სულ ესაა. თქვენ და თქვენი მომავალი არაფერ შუაში ხართ.
-მერე ვინაა ჩემი მომავალი, თუ მიხვდები აბა შე ნეანდერტალელო.-უცნობმა დაბნეული მზერა შეავლო გიორგის და მის თვალებში დავინახე, რომ დანებდა.
-როგორ მოვიქცე? უეჭველი ტვინს გამასხმევინებს უფროსი. -გიორგი თითქოს მიხვდა, რომ უცნობი დანებდა და ხელები გაუშვა, რამდენიმე წამი ჩუმად იყო, მერე ისევ მას მიუბრუნდა.
-მოკლედ , თქვენ დიდად არც გერჩით, საქმე თქვენს უფროსთან უფრო მაქვს. ასე რომ, ახლა მე აქედან წავალ ირინასთან ერთად და რამდენიმე დღე დავიმალები, ასე რომ სასწრაფოში დავრეკოთ, ან მე, ან თქვენ, აუცილებლად დაურეკავენ პატრულსაც და ვფიქრობ, პოლიციასთან საქმის დაჭერა და უარესად ახლართვა ყველაფრის არ გვაწყობს. მე მივდივარ რამდენიმე დღით, ჭრილობა როგორც კი ცოტა მომირჩება, მე თვითონ მოვაკითხავ შენს უფროსს. მანამდე კი შეგიძლია დეტალურად მოუყვე, რომ სწორედ მე არ მოგეცით ირინას წაყვანის საშუალება. ჩემი სახელი გიორგი ივანიშვილია, შეუძლია გაიკითხოს და მოიძიოს ინფორმაცია, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ,ისიც აუხსენით, რომ დაჭრილი ვარ და რამდენიმე დღე მჭირდება ენერგიის აღსადგენად. დარწმუნებული ვარ, მისთვის ეგ რამდენიმე დღე ნამდვილად არ იქნება პრობლემა, რადგან, სამი კაცი ერთი გოგოს წაყვანას ცდილობდა, მერე სამივე მე დამეტაკა და უარაღოდ მყოფი დამჭრა, ეგ არაკაცური საქციელია და არ მგონია, მოგიწონოთ. -გიორგიმ სიტყვა დაასრულა და გაკვირვებულ უცნობს შეხედა. -რას მიყურებ, გასაგებია ყველაფერი?
-კი...კიი.-ჩაიბურტყუნა უცნობმა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
-ჰოდა, ძალიან კარგი, წავედი მაშინ.
-მოიცადე, როგორ მოგვაგნებ?! ნომერი მაინც ჩაგეწერა, ან მისამართი.
-ხომ გითხარი, არ იცით ვისთან დაიჭირეთ საქმეთქო. არ იდარდო, თუ დამჭირდა, სამარიდანაც ამოგიღებთ. -უპასუხა გიორგიმ ცინიკურად და მანქანისკენ დაიძრა.

როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, შეშინებულმა მის ჭრილობას გადავხედე.
-ვაიმეე, ეს რა დღეში ჩავარდი.-ვუთხარი ძლივს შეკავებული ცრემლით.
-ხმა არ გამცე ცოტახანს. ძალიან გაბრაზებული ვარ და სახლში დაგელაპარაკები.
-ჩემზე?-ვკითხე გულუბრყვილოდ.
-ჰო.-მიპასუხა მკაცრად.
-კი მაგრამ, რატომ?
-სახლში ვისაუბროთთქო.-მის ხმაში ისეთი ფოლადი ჟღერდა, საუბრის გაგრძელება ვერ გავუბედე. გიორგიმ მანქანა დაძრა, მაგრამ დავინახე, როგორ დაემანჭა სახე, როცა მარჯვენა ხელი საჭეზე მოათავსა, ჭრილობა მარჯვენა მხარზე ჰქონდა და სავარაუდოდ, ტკივილი უკვე აგონიაში აგდებდა.
-გიორგი..-წარმოვთქვი ჩურჩულით.
-ირა, რამდენჯერღა გაგიმეორო, დანარჩენი სახლში.-ვხედავდი, რომ შუბლი ოფლით დაეცვარა და თვალები ეხუჭებოდა.
-არა, სხვა რამე უნდა მეთქვა, საავადმყოფოში წავიდეთ რა.
-დაივიწყე, გამორიცხულია. პატრულში დარეკავენ, ძაან ჩაიხლართება ყველაფერი.
-აბა, რა უნდა ვქნათ?
- სახლამდე მივიდეთ, იქიდან ჩემს ახლობელს დავურეკავ, ექიმია და ის მომხედავს.
-გასაგებია, თუ შეიძლება, საჭესთან მაინც დავჯდები, შენ მხარი გტკივა.
-ისევ იგივე, ტყვიას გადავურჩი და ახლა ავარიით მკლავ?-მერამდენედ უნდა შემომთავაზო?!-ამ ხნის განმავლობაში პირველად ჩაეღიმა.
-არ ვარ ცუდი მძღოლი, ფრთხილად ვატარებ, გპირდები.
-ჰო, თუ ისე მპირდები მაგასაც, როგორც თავის მოფრთხილებაზე დამპირდი, არ დამადგება კარგი დღე.
-ბევრს ლაპარაკობ, გამიცვალე ადგილი დროზე. -მე წარბები შევკარი და გიორგიც ისე იყო ძალა გამოცლილი, კამათის თავი აღარ ჰქონდა და მანქანიდან გადავიდა, ამის დანახვაზე მეც წამიერად გადავხტი გარეთ, დრო ვიხელთე და უცნობებს შევხედე, რომლებიც უკვე გონზე მოსულიყვნენ და წამოდგომას ლამობდნენ.

გიორგიმ მისამართი მიკარნახა, მე ხმისამოუღებლად ვმართავდი მანქანას, შიგადაშიგ გადავხედავდი ხოლმე,სავარძელზე ჰქონდა თავი მიდებული და მშვიდად სუნთქავდა, ვერ ვიგებდი, ეძინა, თუ უბრალოდ თვალები ჰქონდა დახუჭული. გზად აფთიაქს მოვკარი თვალი, მანქანა გავაჩერე და შიგნით შევვარდი, უკან კი უზარმაზარი პარკით დავბრუნდი.
-სად იყავი? -მკითხა დაბოხებული ხმით, მაშინ დავასკვენი, რომ მართლა ეძინა.
-წამლები ვიყიდე.
-მქონდა ყველაფერი.
-ნუღარ ლაპარაკობ და ენერგიას ნუ ხარჯავ, არ შეიძლება. -მან დამჯერი ბავშვივით დამიქნია თავი, ისევ სავარძელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. რამდენიმე წუთში კი მისი სახლის წინ გავაჩერე მანქანა. სახლს დიდი შავი ჭიშკარი ჰქონდა და უამრავ ხეებში იყო ჩაფლული, მეც ყოველთვის მინდოდა, სახლი წყნეთში. პატარა, ჩემი გემოვნებით მოწყობილი კერძო სახლი, თბილისთანაც ახლოს ვიქნებოდი და სუფთა ჰაერსაც ვისუნთქებდი, მაგრამ, ოცნება ოცნებად რჩებოდა.
-გიო, გაიღვიძე, მოვედით. -გამოვაღე მანქანის კარგი და მძინარეს ოდნავ მივადე გრილი თითები ლოყაზე. თვალები ფრთხილად გაახლია.
-კარგი.-მიპასუხა მშვიდად და წამოდგომა დააპირა, მაგრამ როგორც კი ოდნავ შეირხა, ტკივილისგან სახე დაემანჭა და უკან, ადგილზე დაბრუნდა. -ფუ შენი.-ჩაილაპარაკა ხმადაბლა.
-მოდი, დაგეხმარები.-მე მასთან დავიხარე , მარცხენა ხელი ჩემს კისერზე გადავახვევინე და ფრთხილად წამოვაყენე. რომ წამოდგა, ერთი თავით მაინც იყო ჩემზე მაღალი.
-რა მოცუცქნული ხარ.-გაეღიმა ისევ.
-ოო. მე კი არ ვარ მოცუცქნული , შენ ხარ ნამეტანი დიდი.-ავბურდღუნდი მე და ფრთხილად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. თან გიორგის გამომეტყველებას ვაკვირდებოდი, როგორც კი შევატყობდი, რომ ტკივილისგან სახე ეცვლებოდა, ვჩერდებოდი. -ისე გიო, წყნეთში თუ გადმოხვედი საცხოვრებლად, ჩვენს უბანში რაღატომ დარბოდი დილაობით?
-იქ მშობლების სახლია და სანამ აქ რემონტი მაქვს, იქ ვიყავი გაჩერებული.
-გასაგებია.-ამასობაში ჭიშკარსაც მივადექით, გიორგიმ ჯიბეზე მიმითითა, რომ გასაღები ამომეღო, მე ფრთხილად ჩავუცურე ჯიბეში ხელი და გასაღბი ამოვაძვრინე, შემდეგ კი კარს მოვარგე. შიგნით შესულმა აღფრთოვანებისგან პირი დავაღე, ორსართულიანი ნაცრისფერი აგურთით ნაშენები სახლი მთლიანად მწვანეში იყო ჩაფლული, ალაგ-ალაგ უზარმაზარი ნაძვები და ტირიფები იდგა, რომელთა შორისაც პატარა ნათურები იყო გაბმული და თვალისმომჭრელად ციმციმებდნენ, მარცხენა მხარე აუზს ეკავა. ეზოს თვალიერებით ვიყავი გართული, როცა სახლის უკანა მხრიდან უზარმაზარი ძაღლი გამოვარდა, მე შეკივლება დავაპირე, რომ ძაღლი გიორგის ხმამ შეაჩერა.
-ბუჩი, არ მომახტე, დაჯექი. -ცუგომ პატრონს მორჩილად დაუჯერა, ჩემს ხელს დასუნა, შემდეგ ალოკა, და გვერდით მომისკუპდა.
-ვაიმე, ვახსოვარ. -აღმომხდა სიხარულით.
-ჰო, აბა შენ რა გეგონა?! წამოდი ახლა სახლში შევიდეთ, თორემ ვგრძნობ, სადაცაა ჩავიკეცები. -ამ სიტყვებმა წამში დამახეთქეს მიწაზე, ხმისამოუღებლად ავუყევი სამ საფეხურს სახლამდე და მეორე გასაღები სახლის კარს მოვარგე, ხელის ცეცებით მივაგენიი შუქის ჩამრთველს და სახლი გავანათე. ყველაფერი გამჭვირვალე პარკებით იყო შეფუთული, კედლებზე საღებავი ჯერაც არ შემშრალიყო და მისი სუნი იდგა ყველგან, ფუნჯები და სხვადასხვა ხელსაწყოები დაუდევრად იყო გარშემო მიმოფანტული.
-აქ როგორ უნდა დარჩე? ყველაფერი ყირაზეა. -ვთქვი გაკვირვებულმა.-დასაჯდომი ადგილიც კი არაა.
-მეორე სართულზე ავიდეთ, იქ დასრულებულია რემონტი.-მე უხმოდ დავუკარი თავი და გაჭირვებით ავიყვანე ზედა სართულზე. -აქ შევიდეთ.-თავით მიმითითა ერთ-ერთ ოთახზე. კარი ფრთხილად შევაღე და არაჩვეულებრივ საძინებელში ამოვყავი თავი, ოთახი მუქ ფერებში იყო გადაწყვეტილი, ყველგან წიგნის ორგინალური თაროები და მოდერნისტული ნახატები იყო, უზარმაზარი საწოლის გვერდით კი კედლის მაგივრად გამჭვირვალე მინა იყო და ულამაზეს ხეებით სავსე ბუნებას გადაყურებდა.
-რა ლამაზი ოთახია. -გაოცება ვერ დავმალე.
-კარგია, რომ მოგწონს, ესეიგი გადაკეთება არ მიწევს.-მითხრა ღლიცინით,
-რა?
-არაფერი, საწოლამდე მიმიყვანე დროზე, თორემ აქვე დავწვები.
-ახლავე.-გიორგი ფრთხილად წამოვაწვინე საწოლზე და ჭრილობას შუბლშეჭმუხნმულმა დავხედე. -ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ?
-ახლა ჩემს ნაცნობს დავურეკავ, რომელიც მოვა და დამეხმარება.-ამის თქმის პარალელეურად ჯიბიდან ფრთხილად ამოიღო ტელეფონი და რაღაცის ძებნა დაიწყო. რამდენიმე წამში კი ვიღაცასთან დარეკა.
-მწვრთნელო, როგორ ხართ? თქვენი დახმარება მჭირდება, არა არა, გამჭოლი ჭრილობა მაქვს. ვერ წავალ... მოდით და აქ აგიხსნით ყველაფერს. გამორიცხულიათქო..მართლა არ იყო ჩემი ბრალი.. არა, თქვენ გარდა ვერავის ვენდობი. კარგი, იჩქარეთ, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გავქაჩავ. ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე. არა, წყნეთში... კარგი, გელოდებით. -გიორგიმ საუბარი დაასრულა და ტელეფონი საწოლზე მიაგდო.
-მალე მოვლენ?
-კი, 20 წუთში.
-აბა ექიმს ვიცნობო? მწვრთნელი რატომ ახსენე?
-ექიმის ლიცენზიაც აქვს.
-დღეს აქ დავრჩები.
-დღესაც დარჩები და უახლოეს მომავალშიც აქ მოგიწევს დარჩენა, შენ მითხარი, რომ შენები არ არიან და ერთი კვირა მაინც არ დაბრუნდებიან და მარტო ვერ დაგტოვებ სახლში, საშიშია.
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ, ახლა გურამი მოვა, მე მომხედავს, რომ დაასრულებს, ვეტყვი, სახლში წაგიყვანოს, საჭირო ნივთებს ჩაალაგებ და უკან დაბრუნდები.
-კარგი. ასე უკეთესი იქნება, მარტო ასეთ ვითარებაში მაინც ვერ დაგტოვებდი.-ვუთხარი მე და ჭრილობაზე კიდევ ერთხელ დავხედე შეწუხებულმა.
-ნუ ნერვიულობ, გადავრჩები. -მითხრა ღიმილით და თითებზე სისხლით დასვრილი ხელი მომიჭირა. -ხვალ შენ სამსახურში გადარეკე და უთხარი, რომ რამდენიმე დღით ვერ მიხვალ.
-კარგი.-ვუთხარი მე და დავდუმდი, გიორგის თვალები ებლიტებოდა. რამდენიმე წუთი მიიძინა კიდეც, მაგრამ კარზე ზარის ხმა გაისმა და გამოფხიზლდა.
-გურამი იქნება, ჩადი გაუღე რა. -მე თავპირისმტვრევით ჩავირბინე კიბე და კარი გავაღე. ზღურბლზე ძალიან მაღალი, ჭაღარათმიანი კაცი დამხვდა, რომელსაც უზომოდ სანდომიანი გამომეტყველება ჰქონდა.
-გაბარჯობა, ბატონი გურამი ბრძანდებით?-ვიკითხე და თვალებში ჩავაშტერდი.
-კი, შვილო მე ვარ. სადაა ის შარიანი აბა? -მკითხა მას შემდეგ, რაც სახლში შემოვუშვი.
-მეორე სართულზეა.-სანამ ზევით ავიდოდით გურამმა მკითხა მომხდარის შესახებ და მე შეძლებისდაგვარად ლაკონურად ავუხსენი სიტუაცია. ამასობაში გიორგის ოთახსაც მივადექით.
-ავადმყოფს გულთბილი სალამი ჩემგან.-ხელი აუწია გურამმა და ღიმილით შევიდა ოთახში. ცალ ხელში უზარმარი სააფთიაქო ყუთი ეჭირა. მე გამახსენდა, რომ წამლები მეც ვიყიდე და სანამ გურამი გიორგისთან მივიდოდა, ისევ ჩავირბინე ქვევით, მანქანიდან პარკი ამოვიღე და ოთახში დავბრუნდი, რომ შევედი, გიორგის მაისური აღარ ეცვა, მუცელი მთლიანად სისხლით ჰქონდა გაპოხილი. გურამი კი ჭრილობის დამუშავებას ლამობდა....
-ქალბატონს რა ჰქვია? -ჰკითხა გურამმა გიორგის.
-ირინა.
-ძალიან კარგი, ირინა, მითხარით, სისხლის გეშინიათ? -მკითხა სანდომიანი ღიმილით.
-არა.
-მაშინ, თუ არ შეწუხდებით, თქვენი დახმარება დამჭირდება.
-დიახ, რა თქმა უნდა, რა უნდა გავაკეთო?
-დასაწყისისთვის, ხელები კარგად უნდა დაიბანოთ საპნით.-მე ოთახში თვალების ცეცება დავიწყე, მერე გიორგიმ მანიშნა მარცხნივ, პატარა შავ კარზე. სწრაფად შევედი სააბაზანოში და ხელები გულმოდგინედ დავიბანე. ღრმად ჩავისუნთქე და პაციენტთან დავბრუნდი.

ხომ ვამბობ, ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსეთქო, რას წარმოვიდგენდი, ოდესმე მსგავს სიტუაციაში თუ აღვმოჩნდებოდი, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ წინ მქონდა, ჩემი ცხოვრება თავგადასავლებით აღმოჩნდა სავსე.....



№1 სტუმარი ღამის სტუმარი

ვაიმე ამდენი ხანი გვალოდინე და ასე მომცრო თავით ვერ მოგვატყუებ.ძაან საყვარლები არიან ირინა და გიო მალე ველი მომდევნოს

 


№2  offline წევრი ირი ...

ღამის სტუმარი
ვაიმე ამდენი ხანი გვალოდინე და ასე მომცრო თავით ვერ მოგვატყუებ.ძაან საყვარლები არიან ირინა და გიო მალე ველი მომდევნოს





:) მომცრობთავი არაა, არც მოტყუებას ვაპირებ არავისას, არც წაკითხვას და ლოდინს ვაიძულებ ვინმეს :) როცა ვახერხებ მაშინ ვდებ :))

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ეს ისტორია ძალიან.

 


№4 სტუმარი Anj

როდის დადებ

 


№5 სტუმარი სტუმარი ნუცა

ძალიან სახალისო ისტორიაა, ლამაზად წეერ
ველოდები მოუთმენლად <3333

 


№6 სტუმარი Anj

როდის დადებ?

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

ყოჩაღი გოგო ხარ ძალიან მომწონხარ.
გამართულად და დახვეწილად წერ.
შემდეგ თავს როდის დადებ???

 


№8  offline წევრი Nobodyelse

ძალიან მომწონს მაგრამ ისე აგვიანებ, მავიწყდება რა წავიკითხე:((

 


№9  offline წევრი ირი ...

მეგობრებო, ბოდიშო დაგვიანებისთვის, ლეპტოპი გამიფუჭდა და მაგიტომ ვერ ვდებ, როგორც კი გამიკეთებენ, მალვე შემოგთავაზებთ ახალ თავებს მალ მალე❤️ ბოდიში❤️

 


№10  offline წევრი Mariam Khutsishvili

ირი ...
მეგობრებო, ბოდიშო დაგვიანებისთვის, ლეპტოპი გამიფუჭდა და მაგიტომ ვერ ვდებ, როგორც კი გამიკეთებენ, მალვე შემოგთავაზებთ ახალ თავებს მალ მალე❤️ ბოდიში❤️

როგორ ველიი შემდეგ თავეეებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent