"სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი"
-სოსოია-წიოდა ბებია ლიანა-ეეთირიე ზეზე, შე სამგლე, თუ არა გაგადე თავით საღორეში. -აუ, ბებია, მეიცა რა. ახლა ჩამოვედი და მაცადე პატარა ხანი. გავშლი მერე ფრთებს და დეგეხმარები ხოლმე. -უიმე, მიწაში რო ჩავწობი ბებია, მერე მიწას თუ მომაყრი და მასე დემეხმარები, თუ არა ისე შენ არაფერს იზამ. მაგიც თუ ქენი კიდო, საკითხავია. -ბებია, სულ რავა უნდა მწყევლიდე? -საწყევარი ხართ მთელი ჯიში და ჯილაგი.ჯერ იყო და ბაბუაშენმა მომინელა, მერე მამაშენი, ახლა კიდო...შენ. თქვენი წერა შევიქენი ამხელა ფილოლოგი ქალი. -ისე ბებია, რაის ფილოლოგობას იბრალი? კუხნიას ვერ გასცდი. -სოსოიე, ბებია, აგერ ამ ჩუსტს ჰო უყურებ? -ვუყურებ. -ჰო და კარგად დააკვირდი ტრაექტორიას, რო თუ წამევიდა პირდაპირ შუბლში, ეისხლიტო ბებია. -ბებია-გადაიხარხარა სოსოიამ-შენ რო გემრიელი წყევლა იცი, იმნაირი თუ იცოდეს ვინმემ. არა, მარია ბებია გამომრჩა. ძაღლი ახსენეო და ჯოხი ხელში დაიკავეო, ამაზეა ნათქვამი. ეზოში ქალის წიოკის ხმა გაისმა: -ლიანა, ქალო, გამოი გარეთ. დეენახვე მზეს რო დეიბუდე ღამურასავით. გამოი ქალო-კიოდა მარია. -უიმე, ქალო, სა დეიარები შენ? -სა წავალ ქალო? კაცების თავი მე აღარა მაქვს, თეძოებს ისე ვეღარ ვათამაშებ ქე რო ბალღი ვიყავ და ახლა მარტო თედოიას თუ ჩოვუვლი და გოვუშრობ სისხლს. -ისე ამ გახსენაბზე, რა შობა თოდიე? -ეჰ, ძალიან მოტყდა მა ოხერი, არა და კინტოურს რო ჩამოუვლიდა. -უი, უი, მაგი არ გამახსენო. კაცი ფრინავდა იმნაირი იყო. -უფ, კაცი არ დადიოდა სოფელში მაგნაირი. -აბა ქალო... -ლიანა, რა შობა ი შენი ტიალი ბოვში? -მაგან მომკლა და მომდაგა მარია. -რაია, რა უნდა? -ჭირი და დოზანა. -რაია ქალო? ამივარდა წნევა. ამოშაქრე. -უჰ, არაფერს ეგი არ აკეთებს. ძინავს დათვივით ამ შეჩვენებულს. -მერე შემოარტყი წკნელი. კაი ბროწეულის წკნელი მაქვს. გინდა ქალო? -არა ქალო, ამხელა კაცს, წკნელით სა ვზდიო? -აპა იყავი მასე და იწიკვინე დილიდან დაღამებამდე. -მევიფიქრებ რაცხას. -რათ უნდა ქალო მაგას ფიქრი!-შეიცხადა მარიამ-მეიყვანოს. -რა მეიყვანოს კი მარა? -ხბოი...რა უნდა მეიყვანოს ლიანა, რავა ფიქრობ? ნუ იცი დაშტერება. -ცოლი, შე ქალო? -ჰო ქალო, ჰო. -ამას ორი ბატი რო ანდო, იმას ვერ მოუვლის და ცოლს მოუვლის? არ გედეირიო. იგიც ჩემი სარჩენი იქნება და ამისავით ზარმაცი თუ იქნა, ქე ჩამოვკიდებ ორივეს ხეზე. -ყველა წყალწაღებული ჰო არაა?! -არი მარია, არი. დრო შეიცვალა. ქე რო ჩვენ ვიყავით ცეცხლები და წამში სახლიდან მინდორში რო ვიყავით, ახა მასე არაა. ეგენი თუ არ დაპატიჟე და არ დოუყარე საკენკი, ისე კუდუსუნს არ ეიტკიებენ, გეიგე? -გევიგე, გევიგე, მარა მაინც საჭიროა ცოლი. დაბერდი ქალო, ვერა ხედავ? ორივე ფეხი მარილზეა გასული. გინდა ვინცხა რო დეგეხმაროს. -შენ გაგიყვანა ჯანდაბამ. რავა მომკლა უცბად. -ქალო, შენზა გეუბნები ისევე, თუ არა მე რა მენაღვლება. გადავგორიალდები ერთ გვერდზე, საჭმელი მაქვს, მეორე გვერდს ვიცვლი და სასმელი. ა, ეგია სიბერე. -ვინ მოვუძებნო დოვუშვათ და... ეშმაკურმა ღიმილმა გადაჰკრა ბებია მარიას სახეზე. -ახა მომისმინე კაათ. ჰო მისმენ? -რათ უნდა ქალო კითხვა? გისმენ. -ჰო, კარგად მომისმინე. აგერ ახა, გვერდითა სოფელში ჩამევიდა ოძელაშვილების ოჯახი. იმფერი კაი ქალი ჰყავთ, მე ჩამამივარდა ქალო ყბა. -სადოურია მერე? -თბილისელია. -დიდუ-შეიცხადა ლიანამ-ბო*ი ჩემი თავი მეზარება ქალო, ვინცხა თბილისელი რო არ მოვათრიო. -უი, შენ ჩაგიწყდა ეგ ხმა, აჰა. რავა იცი ე გადარევა. გულს გოდოუქანებ ადამიანს. ქალო, მომისმინე შე შეჩვენებულო! კაი გოგოა, კაი ოჯახის შვილია, ლამაზი, განათლებული, ჭკვიანი....მეტი რაღა გინდა? თავისით ვერ გააკეთებს ახა მარტო ბოვშებს. პეტერე წოუკრას ხელი სოსოიემ და ეეწყობა ოჯახი. რაღა გინდა მეტი? -მე თბილისელი ქალი, ოჯახში არ მინდა, ეგი იცოდე და ტყვილა აღარ იქაქანო. -ოხ, ლიანა, ოხ. ნეტაი შემეძლოს რო დაგილეწო მა ბებერი ძვლები. -ნეტაი რისი თავი გაქვს, მარია. ძლივს დაყუნცულობ. -მაგი კი არა, სადაა ის ტიალი ბაღანა? -სა იქნება... -კიდო წევს? -აპა რავა გინდა. -სოსოიე-გაჰკივლა მარიამ-გამოი ბებია ჩვენსა. დამწნილდი მაქანა. -გაანებე ქალო თავი. არ გამოვა მაი იქედან. -სოსოიე-თქვა, გამოი თუ არა მევედი მაქანა. -მარია, არ გეყურება ქალო? არ გამოვა, არა. -ჰო და მაჰმუდი მივალ მთასთან. -რაის მაჰმუდი? -მაჰმუდი არ იცი ვინაა? -ქალო, მაი მუჰამედია. -რაცხაა, რა ვიცი. ერთი ოხერია სუ ყველა. სოსოია, დამხვდი, მოდვივარ. ორი წუთიც არ იყო გასული, რომ ლიანას ხმები შემოესმა: „-მარიამ ბებია, მეიცა ერთ წამა, ამომასუნთქე. -ვაი, ბებია, ამეისუნთქავ მიწაში ბოშო. წამოი, გემეეთრიე გარეთ რო ჩაობდი და ჩამყაყდი აქანა. -დამაცა ბებია, ტრუსიკში ვარ. ჩევიცვა რაცხა. -უი, მა ტრუსიკით უნდა შემოგარბენიო სათოხარი. გეეთრიე გარეთ. -მარია ბებია, გეხვეწები, მაცადე და გამოვალ. -ბებია ამაი წკეპლასა ხედავ? -ვხედავ. -ჰო და სანამ მოგარტყი კუდუსუნებში, ჰაიდა, ისკუპე გარეთ.“ სოსოია ისევ კრუგებს უვლიდა მაგიდას და მარიამ მიაწყევლა: -დაგადე გულზე ე ჩუსტი ბალღო. რაც არ მივარჯიშია ახალგაზრდობაში, ამან მარბენია. გავიდა მარია ეზოში ჯუჯღუნით და შესჩივლა ლიანას: -ქალო, ამან ასე თუ იხტუნა რწყილივით ლოგინშიც, ვარაუდით გააკეთებს ბოვშებს. -უიმე, რასაა რო ამბობ? ამნაირი გარყვნილი იყავი სულ. -კაი ახლა. არც შენ ხარ კაპუსტოში ნაპოვნი და არც მე. მაგი იქეთ იყოს და არც ჩვენი შვილები არიან მასე. არა და აზალგაზრდობაში რავა ვაპამპულავებდით ყველას. -სუსი ქალო, არ გეიგოს ბაღანამ. -შე ქალო, ცუდს რას ვაკეთებდით? გიჟია ეგი. -კაი, მეიცა, მოდის ბაღანა. -სოსოიე...-რაღაცა უნდოდა რომ ეთქვა, მაგრამ დააცემინა მარია ბებომ. -ცხონდარჩი, რა დეგემართა? -იმხელაზე დავაცემინე, ფილტვებს ჩოვუბრატდი ქალო რო ამემეყარა. -რაიო?-გადაიკისკისა ლიანამ. -ზმუკიო, ზმუკიო. მამაწოდე ერთი მაქანა რო სალფეტკია. -აჰა. -გეიხარე. სოსოიე, ბებია, მამხედე აქეთკენ. ბებია, ასე როდემდე გინდა რო იხვანცალო? -რავა ვიხვანცალო? -რავა ბებია და ქალი გინდა, ქალი. მაინცადამაინც უნდა მათქმევინო? -ბებია, მაი მეც ქე ვიცი, მარა ვინ გამომყობა? -ვინ და... -აპ, მარია! გითხარი მე შენ და იმას წყალი არ გოუვა. -შენ ჩაგიდგა და გაგივიდა მა ფილტვებში წყალი. ეყარენით მაშინ ასე უქალოდ და ზდიე ამ ბაღანას კიდო. რო დაბერდება, მერე შენ თუ ეყოლება, არ ვიცი...თავს ვერ დავდებ. -ქალო, არა გითხარი რომ თბილისელ რძალს ოჯახში არ გავაჭაჭანებ-თქვა?-დაქაჩა წამწამები ლიანამ. -ბებია, თუ კაი გოგოა, რეიზა არ გააჭაჭანებ?-უთხრა სოსოიამ. -მითუმეტეს ბებია. არ ვათქმევინო ახა ხალხს რო გოგო ჯობიავო. დიდებული გრამიტონას შვილისშვილიზე, გლახას ვინმეს ვათქმევინებ? -არა, ჰო, მაგიც მართალია-დაეთანხმა მარია-მარა ცადე შე ქალო, იქნება ქე ივარგონ. -შენ რო ადამიანს შეუჩნდები. კაი, ცადოს ამ სამგლემ მარა მე ვერ დავპაიჟებ იმას ვერსად. ა, კაცი და ა ყანები. გეინავარდონ. -ბებია, შენ მაგაზე არ იდარდო. ის გოგო თუ არ მევიყვანო, აგერ ნახვე. -ო, აპა გვიჭამია კაი პური და მაგია-ერთი შემოირტყა მარიამ ხელი ღიპიტოზე და საზურგეს მიეყუდა. -ჰა, ახლა, ეესვეტე ზეზე და წეეთრიე. რას დაყუნცლდი აქანა?-უთხრა ლიანამ. -ჰო, ჩევიცვამ და დევერეკები. -მალე ბებია, მალე...დაღამდება და ისედაც ბრუტიანი ხარ, სულ ვეღარ ივლი მერე. წავიდა სოსოია და გზად ფიქრობდა: „-ახა ეგი თუ თბილისელია, თან იმფერი ლამაზი რო მზესაც სწუნობსო, კიდო განათლებული და კიდო რა ვიცი, რაცხა ჰო იქნება და რას შემომხედავს ამფერ მოზაქულ კაცს? არა, კუნთები ქე მაქ, ძალაც მერჩის, ე კულულებიც ქე დამიკოსებია ამ ბაშკაზე და მართლა ციური სხეული ჰო არ იქნება ის შეჩვენებული რო დამიწუნოს ამფერი ბარდღალა ბიჭი?! სოსოია, გაძეგლდი და მყარად დადექი. თლა რო ტორნადო დეიწყოს, შენ მაინც ძეგლი უნდა იყო.“ ამასობაში ოძელაშვილების სახლსაც მიადგა: -მასპინძელო!-გასძახა ჭიშკრიდან. -რომელი ხარ მანდ? -ლიანა დადიანის შვილისშვილი გახლაავართ, ჩემო ბატონო. -ო, შემოდი ჩემო ბიჭო, შემოდი. შეაჭრა სოსოიამ და შევიდა გაჯგიმული სახლში. როგორც კი შევიდა და გაიჯგიმა, ისე გაჯგიმული და ღიმილშემხმარი დარჩა. დაინახა ქალი, ო რა ქალი. გოგონა მართლაც რომ ულამაზესი იყო. „ახლა კი ჩაჰყავი ბიჭო მგლის ხახაშია თავი“-ფიქრობდა სოსოია. -შვილო, აქეთ მოდი-უთხრა ქალბატონმა მაკრინემ. -დიახ, დიდი მადლობა. -ახლავე გავშლი სუფრას და მობრძანდით. შვილო, წამო მომეხმარე-უთხრა გოგონას. -მიდი მაკრინე, მანამდე კაცები ორ სიტყვას გავცვლით ერთმანეთში. სოსო, ბიძია, აბა მომიყევი შენს შესახებ. -განა რა არის მოსაყოლი? ერთი ჩვეულებრივი ბიჭი გახლავართ. ვსწავლობ იურიდიულ ფაკულტეტზე. ზაფხულის ჟამს, სოფლად ჩამოველ და ისევ აქა ვარ. ბებიაჩემს უკვე სისხლი გავუშრე და ასე...-გაღიმებული დარჩა ჩვენი ბიჭი. -აქ რა მოგიყვანა, აბა? -იცით, ნამეტანი კი მერიდება ბატონო გიორგი, მარა რო არ ვთქვა, გულიც გამისკდება. -თქვი გენაცვა, თქვი. -თქვენი ქალი მინდა რო წევიყვანო. -ვინა? ჩემი ანნა? -დიახ. -სოსო, ბიძი, ხომ იცი, მანამდე ბევრი რამეა საჭირო...ასე ნაჩქარევად, რა ვიცი, აბა. -ბატონო გიორგი, თქვენ უბრალოდ ნება მომეცით და დანარჩენი ჩემზე იყოს. -ისეთი ოჯახის შვილი ხარ, უარს უბრალოდ ვერ გეუბნები. ჩემი გოგოს სანდო ხელებში ყოფნაზე, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ საქმე ის არის რას იტყვის ანნა. -მას მე დაველაპარაკები. -კარგი, შვილო. დაე ისე მოხდებოდეს, როგორც უფალს ენებოს. იმ საღამოს კარგად მოილხინეს. კაი სიტყვები გაცვალეს ერთმანეთში და დაიშალნენ, მაგრამ სოსოიას გული იქ რჩებოდა მაინც. მივიდა სახლში და შევიდა თუ არა, ერთი მხრიდან მარია ჩააფრინდა, მეორედან ლიანა: -ჰა ახლა, შობე ბოვშო და თქვი რა მოხდა. -ბებია, რას გაჩუმებულხარ. გლახათ ჰო არ ხარ?-თვალების ცეცება დაიწყო ლიანამ. -რაის გლახათ ქალო, ვერა ხედავ კაცი გაბადრული და გაბრდღვიალებულია. ეგია ახა გლახათ? -მაშინ რაია მარია ეგი? ბოვში ხმას არ იღებს... -სოსოია, ბებია...გახვედი მარილზე თუ რაია? რას გაყუსულხარ? ამეიღე მა ჩასაწყვეტი ხმა ბაღანეო...გამითეთრდა თმა. -ლიანა ბებია, მარია ბებია... -რაია?-ერთხმად წამოიყვირეს. -ცოლი მამყავს. -არიქა, დაადგა საშველი-გამხირალურდა მარია. -დევიღუპე ხალხო და მაგია. -რაია ლიანა? -ცოლი მამყავსო, ქალო და მეტი რაი გინდა. -ქალო, შენ მე გადამრევ. ახა აღარ ხარ თანახმა? -ვჭოჭმანობ მარია. -გაჩეი ახა, გაჩეი. გეიხარონ ბოვშებმა და მერე ეზოში პეტერე სოსიკონები ირბენენ. არ გინდა? -რავა არ მინდა...-თვალზე მოადგა ლიანას ცრემლი-მარა მერე ეგენი ქალაქად წავლენ და მე ქე დამტოვებენ მარტოს და თუ ჩევედი ქალაქამდე, ქე მივაკლავ ტილივითა ამათ. -ბებია, ხომ იცი რომ არასდროს დაგტოვებ სულ მარტოს. -დამტოვებ ბებია და რო აღარ გეყოლები მერე, დეიწყეფ ზლუქუნს, მარა გვიანი იქნება. -აჰ, კაი შე ქალო. რა დრამები დამიდგი აქანა? სულ ამნეირი გულჩვილი რაფერ უნდა იყვე?! -მარია, ჩეიგდე მა ენა, თუ არა წაგაჭერი ძირში. -დედა, ამან შემიწირა მთელი ახალგაზრდობაა. ა, სოსოია, ბებია, ასე მლანძღავდა ბებიაშენი სულ და მემუქრებოდა, მარა ვერ ამისრულა, ქე ხედავ შენც. -იმდენს იზამ რო აგისრულებ. -აწი ნენა ძან არ ქნა რამე მა შენი დაჟანგული ძვლებით. -კაია თქვენთან, მარა წავალ ახა, დევიძინებ. -მიდი ბებია, მიდი. -ძილინებისა სოსოია. -ტკბილი ძილი მარია ბებია. გადაეხვია ორივეს და დასაძინებლად წავიდა. -მარია, რავა ფიქრობ, დაადგება საშველი? -მე დამადგა ქალო და მაგი რა გახდება. ნუ ნერვიულობ. წაი ახა შენც და დეიძინე. ხვალე კიდო მოვალ. -მშვიდად იძინე, მარია. -შენც, ჩემო ლიანა, შენც. მეორე დილა, საკმაოდ ადრიანად დაიწყო სოსოიასთვის. -დილა გათენდა მზიანი, რავა ხარ ბებია ლიანი?-შევარდა სამზარეულოში და შეაფრქვია ხალისიანი ნოტები. -რაია ბებია? ჰო ხარ კარგად? -რავა, რა მეტყობა გლახის? -ბებია, ჯერ რვა საათია, შენ კიდო აქანა დამიყუნცლდი. -ბებია, სიყვარული რა არის, იცი? -რავა არა ბებია. შენ და კარტოფილს რო გიყურებთ, ე მაქანა ვხვდები რა ყოფილა ნამდვილი სიყვარული. წრფელი და უღალატო. -ბებია, მაი სიყვარული არაა. -ნუ მეპასუხები ახა შენ. -სიყვარული, ეს არის ტკბილი, რავარც შიკოლათი და მწარე, ქერო ჩვენი ბოსტნის წიწაკაა. -ამფერი რომანტიკოსი ყანებში გეიზარდე ბოვშო? მაგი არ უთხრა იმ ბაღანას, არ გადარიო. -ამას რავა ვეტყვი? -არ დაგიშალოს ჭკუამ მაშინვე. როის უნდა ნახო? -დღეს. -სა მიგყავს? -მდინარეზე. -არ ჩავარდე იქანა. ჰო იცი რო ცურვა არ იცი. -შენ რავა სულ ჭრილობაზე მაყრი მარილს? -წიწაკა უნდა დემეყარა და გამოფხიზლდებოდი. -მიყვარხარ ბებია-ხმაურიანად აკოცა ლოყაზე. -წაი ახა, წაი...სიყვარული იმ ბოვშს უხსენი. -გვიან მოვალ. -ჭკვიანად! მანძილი ისე მალე დაფარა სოსოიამ სახლიდან თავის სატრფომდე, რომ ვერ გაიაზრა. -გიორგი ბატონო... -ო, ეს ვინ მოსულა. მოდი გენაცვა, მოდი. -არა, არ შეგაწუხებთ. იქნებ თქვენი ქალიშვილის წაყვანის ნება დამრთოთ...გავისეირნებდით. -კი, ჩემო ბიჭო. დავუძახებ ახლავე. ბევრი ლოდინი არ დასჭირვებია და მალევე გამოცუნცულდა ანნა. -მოგესალმები, ანნა. -გამარჯობა-თაფსლისფერი და ბრდღვიალა თვალები შეანათა გოგონამ. -წავიდეთ?-ხელი გაუწოდა სოსომ. თანხმობის ნიშნად, ხელი ჩასჭიდა ანნამ და გაიქცნენ...გაიქცნენ ისე, როგორც მერანი და უკან მოიტოვეს დიდი და ტრიალი მინდორი, ტყე და საბოლოოდ მდინარეზე გავიდენენ. -მოგწონს აქაურობა?-გულის ამოვარდნით ჰკითხა სოსომ. -კი, მართლა არაჩვეულებრივია აქაურობა. -შენს მშვენიერებას მაინც ვერ შეედრება-უეცარმა სურვილმა შეიპყრო სოსო, რო გოგონასთვის ეკოცნა. სურვილს დაჰყვა, თუმცა როგორც კი ცხელი სუნთქვა იგრძნო ანნამ სახეზე, თავი სხვა მხარეს გააბრუნა. სიტუაცია დაძაბული იყო. გრძნობდა, როგორ იმატა ორივეს გულის ცემამ. საჭირო იყო რაღაც მოეფიქრებინა და აი, ბინგო! -ანნა, ხელი მომეცი. -რატომ? -უბრალოდ... ეს იყო და წყლის ნაკადმა, შადრევანივით ამოხეთქა და მზის სხივებზე იწყეს ცეკვა-თამაში...სოსოიას სადღა ახსოვდა, რომ ცურვა არ იცოდა. იკაცა ბიჭმა! -ანნა...ანნა-ძლივს სუნთქავდა. ბოლოს ჩაძირვა რომ დაიწყო, ანნა მხოლოდ მაშინ მიხვდა რაშიც იყო საქმე... დიდი ძალისხმევის შედეგად, როგორღაც ნაპირამდე გამოიყვანა. ანნა სამედიცინოზე სწავლობდა და იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა, თუმცა სრცხვენოდა, მაგრამ მისი მოვალეობა იყო, ადამიანი გადაერჩინა. ცხვირზე მოუჭირა ხელი და თავისი ფილტვებიდნ ამოსუნთქული ჰაერი ჩაჰბერა სოსოს. რამდენჯერმე გაიმეორა ასე და შედეგიც კარგი მიიღო. მობრუნდა სოსოია ჩვენსას. თვალებს სუსტად ახელდა სოსოია. მზის სხივებს, თვით მზე უჩრდილავდა და აბა გამოიცანით რა ქნა, როდესაც გოგონა დაიხარა მის სახესთან ახლოს...? დიახ, აკოცა. იმდენად მოულოდნელად, რომ გააზრებაც ვერ მოასწრო ანნამ, მაგრამ საოცარი ის არის, რომ არც შესწინააღდეგებია. ცეცხლს, პატარა ნაპერწკალი სჭირდებოდა რომ გაჩენილიყო და ნაპერწკალიც იშვა... სიყვარული ნაკვერჩხალს ჰგავს. თუ მოგესურვება, მეტად გააღვივებ და ნებას მისცემ, რომ დაგწვას, ან სულაც ჩააქრობ სამუდამოდ. თუმცა ვის სურს რომ ამ ქვეყნიდან უსიყვარულოდ წავიდეს...? არავის. აღარ გავაგრძელებ რა მოხდა ამის შემდეგ. თქვენთვის მომინდია. ადამიანის ფანტაზია ისეთი ფართოა, არ იქნება რთული თქვენებური ინტერპარეტაციებით წარმართვა:დდდ პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.