...რომ არ უნდა გიყვარდეს (26 თავი)
მერე... მერე უეცრად შეიცვალა. ისეთივე თბილი მოსიყვარულე და მზრუნველი იყო, მაგრამ ის, ძლივს მოპოვებული სხივი ჩაუქრა. ხშირად ვხედავდი ჩაფიქრებულს და განერვიულებულს. თითქოს თავს მარიდებდა და თუ ჩემთან იყო, სულ იმაზე მელაპარაკებოდა, რომ ჩემს დაკარგვას ვერ გაუძლებდა და რაც არ უნდა მომხდარიყო არ მიმეტოვებინა... გიჟს ვგავდი მისი ასეთი ცვლილებით, ბევრჯერ ვცადე მიზეზის გარკვევა, მაგრამ არ მეუბნებოდა. მეც მასთან ერთად ვქვრებოდი. ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალიან აწუხებდა, მაგრამ საუბარს გაურბოდა. ბევრი დღე გამატარებინა ჩუმად ტირილში. ჩვენს საძინებელში დივანზე ვიჯექი და ვერანდის კარიდან, მთვარიან ღამეს გავყურებდი. თავში, ათასი ვერსია მომდიოდა. თითეულზე კი გულამომჯდარი ვსლუკუნებდი. კარი ფრთხილად შემოაღო. სწრაფად შევიმშრალე ცრემლი და სახე ავარიდე. არ მინდოდა, ამ მდგომარეობაში ვენახე. გვერდით მომიჯდა. დიდხნიანი დუმილი, ძალიან სევდიანი და გატეხილი ხმით დაარღვია. - მაგ ცრემლების მიზეზი მე, რომ ვარ, თავი უკანასკნელი ნაძირალა მგონია. არადა სულ იმისთვის ვიბრძოდი შენ, რომ არ გეტირა. - ამასაც გადავიტანთ ხო? არვიცი ასეთი რა არის, მაგრამ იმდენი გამოვიარეთ ამას გავუძლებთ. - ხმას არ იღებდა. - მინდა ჩემი იმედი გქონდეს დიმა. რა პრობლემაც არ უნდა იყოს ვეცდები გავიგო და შენს გვერდით დავდგე. უბრალოდ მომიყევი რა... ასე გაურკვევლობაში ყოფნა უფრო ცუდად მოქმედებს. - მისკენ შევბრუნდი და ხელებზე შევეხე. სწრაფად მოითავსა თავის ტორებში, ჩემი სიფრიფანა ხელები და ნაზად დამიკონცა. - მხოლოდ იმის იმედით ვსუნთქავ, რომ შენ გამიგებ. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. იმის გაფიქრებაც კი მაგიჟებს, რომ შეიძლება ერთ დღეს ადგე და წახვიდე. ვერ შეეგუო, ვერ გაუძლო და მიმატოვო. - იმაზე ძნელი იქნება, ვიდრე ჩემთვის შენს გარეშე ყოფნა ? - მე, შენ გიცნობ თაკო და შეიძლება მაგ გადაწყვეტილებამდეც კი, მიხვიდე. - მაშინებ, ძალიან მაშინებ ! - მთელი ძალით მოწოლილ ცრემლებს წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე. - მე უშენობა მაშინებს ! იცი ყველაზე ცუდი რა არის? მე, დარჩენას ვერ დაგაძალებ. - არსადაც არ წავალ ! ვერ წავალ, დიმა ვერა ! შენ ჩემს გამო იმდენი გააკეთე ვერასდროს შევძლებ შენს მიტოვებას... შენს გარეშე მოვკვდები. - არ მინდა, ჩემდამი მადლიერების გრძნობამ, შენს გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს. და საერთოდ მინდა ეგ ამბავი დაივიწყო. - შენს გარეშე ვერ ვიარსებებ, დავიშლები ! რომ არ მითხრა შეიძლება? საერთოდ რომ არ გავიგო და ისევ ისე ბედნიერად განვაგრძოთ ცხოვრება არ შეიძლება? - პატარა ბავშვივით ვევედრებოდი. - მაინც გაიგებ ! - მაშინ ახლა მითხარი ! - ერთი დღე მომეცი, გთხოვ! მინდა რაღაცაში სააბოლოოდ დავრწმუნდე. - აღარც კი ვიცი, მაგ ამბის გაგება საერთოდ თუ მინდა. მე, რომელსაც ყოველთვის ყველაფერი მაინტერესებდა და გასარკვევად ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, ახლა შემიძლია ცხოვრების ბოლომდე დავბრმავდე და დავყრუვდე ოღონდ შენთან ერთად ვიყო. - მაპატიე ჩემო პატარა ! - გულზე ისე მიმიხუტა, ამაშიც კი პატიების თხოვნა ჩააქსოვა. - მინდა, რომ შევძლო . როგორც იტყვიან ხოლმე, იმ ღამით წვეთიც არ მძინებია. არც მას. მოსალოდნელ ტკივილს ორგანულად ვგრძნობდი და სულს მიყინავდა. ყოველი ცუდის გაფიქრებაზე ჩემს მეორე, შემართებით მხარეს ვრთავდი და თავს ვაჯერებდი, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო აუცილებლად შევძლებდი მის გაგებას. მისგან შორს ყოფნას ფერფლად მაქცევდა, სიცოცხლის ხალისს დამიკარგავდა და ნაწილებად დამშლიდა. ამის შიში ძვლებამდე ატანდა. არც კი ვიცი, რა შეიძლება ვუწოდო იმ განცდებს რაც, იმ ღამით გამოვიარე. თოთქოს ვხვდებოდი კიდეც რა პრობლემასთანაც გვქონდა საქმე, მაგრამ ხომ იცით, რაღაცას სიკვდილიც რომ გირჩევნია იმ დროს, როგორ იქცევა ადამიანი. აი, ზუსტად მასე მოვექეცი იმ აზრს. ისე შორს გადავისროლე მთელი ცხოვრება არ მეყოფოდა მის მოსაძებნად. დილით ადრე ადგა. ვხვდებოდი, რამდენად რთული იყო, მისთვის ჩემთან საუბარი და ამიტომ თავი მოვიმძინარე. შუბლზე მაკოცა და წავიდა. მარტო, რომ დავრჩი ავდექი და სარკეში ჩავიხედე. არ ვიცი საიდან მომაფიქრდა მაინც და მაინც სარკეში ჩახედვა, მაგრამ ნანახმა ძალიან შემაკრთო. განადგურებულ ქალს ვგავდი. თანაც, არც მეტი არც ნაკლები ფიქრებით განადგურებულ ქალს. ნუთუ ის აზრი საკმარისად შორს ვერ გადავისროლე? ნუთუ ჩემს ქვეცნობიერს ვერ გასცდა და ახლა, შიგნიდან შეუმჩნევლად მიწასთან მასწორებ? ... ოღონდ ის არ ყოფილიყო, ოღონდ ის არა და სიცოცხლესაც კი დავთმობდი... მისაღებში ჩასულს ნანაც უცნაური მომეჩვენა. თითქოს ნამტირალევს გავდა და დაბნეულად მიყურებდა. უსიამოდ ვისადილე და კიბისკენ წასული უკან მოვბრუნდი. ჩემი საყვარელი ქალბატონი სამზარეულოს კარში იდგა და უკან მოტრიალებულს ღიმილი მომაგება. ხელი მოვკიდე და სამზარეულოში ბარის სკამზე დავსვი. ორივესთვის ყავა გავაკეთე და მეც გვერდით მივუჯექი. ასეთი მომენტები ბევრი გვქონია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაიმეზე საუბარი გვინდოდა. უხერხულად შეიშმუშნა. ვაცადე რამდენიმე ყლუპის მოსმა მასაც და საკუთარ თავსაც. - ნანა, როგორ შეეგუე იმ აზრს რომ გოგოსთვის პირველი შვილი შენ არ გიჩუქნია? - სად ჯანდაბაში მომაფიქრდა ეს კითხვა? წარმოდგენა არ მაქვს. ნანა კი, აშკარად დავაფრთხე. ერთხანს გაოცებული მიყურებდა და ძლივს მოაბა სათქმელს თავი. - თავიდანვე ვიცოდი და არ გამჭირვებია ამ აზრთან შეგუება. - არც კი უკითხავს ამას რატომ მეკითხებიო. - თავიდანვე, რომ არ გცოდნოდა და მერე გამოჩენილიყო ? - თუ ეს შვილი ღალატის შედეგი არ იქნებოდა შევძლებდი. - და თუ შენ გოგი ძალიან გეყვარებოდა, იმდენად რომ მის გარეშე წამიც ვერ გაძლებდი, ვერ ისუნთქებდი , ვერ იარსებებდი, დაიფერფლებოდი, მის გარეშე უბრალოდ უსულო საგანს დაემსგავსებოდი, თან იმდენად უსაზღვროდ და ეგოისტურად გეყვარებოდა, რომ მისთვის პირველი შვილის ჩუქებას ვერავის დაუთმობდი, წარმოდგენაც კი ჭკუიდან შეგშლიდა, თუდაც ეს ღალატის შედეგი არ ყოფილიყო, თუ ეს შენთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა ამ შემთხვევაში რას იზამდი? - შენ ახლა, შენი და დიმას სიყვარული აღწერე. - სახეზე სევდამ გადაუარა. - ხო და ბოლოს კითხვაც დაგისვი. - გავიგონე, მაგრამ პასუხი არ მაქვს. - ორივე თვალიდან მოურიდებლად დაედინა ცრემლი. - ვგრძნობ, როგორ ვგიჟდები ! ფერები მეკარგება ნანა ! - დიმას ესაუბრე ? - ამ კითხვით მივხვდი, რომ მან ჩემზე მეტი იცოდა. - არა ! - თაკო... - რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ შევაჩერე. - ნუ მიხსნი, შენი ისედაც მესმის. არ ვიცი ამის შემდეგ რა მოხდება, მაგრამ შენ ჩემთვის ყოველთვის მეორე დედა იქნები. - ნუ ამბობ ასე გთხოვ ! - მადლობა, ნანა ! ავდექი და ნელი ნაბიჯებით, გავეშურე ჩემი ოთახისკენ. სამზარეულოში კი თავშეუკავებლად ატირებული ნანა დავტოვე. დამძიმებული სული და სხეული ძლივს მივათრიე დივნამდე და ზედ დავესვენე. აღარც გამოვსულვარ. არც ნანას შევუწუხებივარ. სამსსახურში დავრეკე და გავაფრთხილე, რომ რამდენიმე დღე არ ვიქნებოდი. მოკლედ ირგვლივ ყველა და პირველ რიგში საკუთარი თავი საგლოვად შევამზადე. საღამომდე თითქმის გაუნძრევლად ერთ პოზიციაში ვიჯექი. ვერანდის ღია კარიდან ავტომობილის ხმა შემომესმა. ის იყო. ამოსვლა შეაგვიანდა და ვიფიქრე ნანას ნახავდა. მერე კიბეებზე ისეთი ნაბიჯების ხმა გავიგონე ფეხები, რომ უკან გრჩება. კართან შეჩერდა და ცოტახანში სახელური ჩამოსწია, მაგრამ არ გაიღო. ახლაღა გამახსენდა, შემოსვლისას გადავკეტე. ნეტავ ვის, ან რას ვუკეტავდი? საკუთარ თავს რათქმაუნდა. თოთქოს ამ საკეტით იმ ამბავსაც სამუდამოდ კარს მიღმა დავტოვებდი. ბავშვური მცდელობა იყო არა? როგორღაც მოვახერხე კარებამდე მილასლასება, საკეტი გადავწიე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. უხმოდ გამომყვა უკან. ამჯერად ჩემს წინ მაგიდაზე დაჯდა და ამ ჟესტით ტრადიციულად მანიშნა გარდაუვალი საუბრის შესახებ. ალბათ ხვდებოდა, რომ ახლა, ყველაზე დიდი გაქცევის მოწყობა შემეძლო ოღონდ ეს არ მომესმინა. გავიქცეოდი კიდეც, საშუალება რომ მოეცა. როგორ მინდოდა დავყრუებულიყავი... თავი ამაწევინა და ერთხანს თვალებში მიყურა. არ ვიცი ჩემს თვალებში რა დაინახა, მაგრამ მე მის ჩამქრალ გიშრებში უკიდეგანო სასოწარკვეთას ვხედავდი. უძირო, სევდიან შავ ტბებში დავიკარგე და სამუდამოდ იქ დავრჩებოდი ოღონდ ხმა არ ამოეღო. - უკვე დაიწყე ჩემი და შენი თავის დანგრევა ხო ? - თითქოს მტუქსავდა. - მომეცი მიზეზი და ამ წამს შევწყვეტ. - სიცოცხლეზეც კი ვიტყოდი უარს ოღონდ ახლა ამ მიზეზის მოცემა შემეძლოს. - დიმა არ მითხრა გეხვეწები, გთხოვ, გემუდარები არ მითხრა, ვერ გადავიტან ! - გულში მთელი ძალით მიმიკრა. - რომ არ გითხრა რამე შეიცვლება ? - არ ვიცი, უბრალოდ მოსმენა არ მინდა... გაქცევა მინდა... დაყრუება მინდა... - ამის დედაც ... გამწარებული წამოვარდ და მაგიდას ფეხი მიკრა. ძირს კონვერტი გასრიალდა. - ეს დეენემის ტესტია ? - იატაკზე დაგდებულ კონვერტზე ვანიშნე. - ამას უცდიდი? - პირიდან ისეთი გმინვა ამოვუშვი, დაკლული ცხოველისას გავდა. - დამთავრდა დიმა, ყველაფერი დამთავრდა? დამრთავდა ჩემი ზღაპარი ? - უხმოდ იდგა კედელთან და კეფას ურტყამდა. - გაჩერდი, გეტკინება ! - მივვარდი და სახე ხელებით დავუჭირე. მის თვალებში ცრემლი შევნიშნე. პირველად,. გესმით? პირველად, ის ტიროდა . ჩემზე მეტად განიცდიდა. ძალა მოვიკრიბე და ვცადე დავმშვიდებულიყავი. თუ აქამდე ქვეყანას თავზე დავამხობდი ახლა მისი დარდი უფრო მეტკინა და ჩემი თავი დამავიწყდა... - შემომხედე, მე კარგად ვარ ! დამშვიდდი გთხოვ ! - თვალებზე ნაზადა გადავუსვი თითები. თავისი ხელები ჩემსას შემოაჭდოდა და მომეალერსა. - შენ ხარ ერთადერთი ქალი, ვისგანაც შვილი მინდოდა. ეს ხომ იცი? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.- არც კი ვიცი, ეს, როგორ მოხდა, მანამდე არ მჯეროდა სანამ დეენემის ტესტმა არ დაადასტურა... ცხოვრებაში ასე გაურკვეველ მდგომარეობაში, ასე დაბნეული, ასე გაორებული არ ვყოფილვარ... მაგრამ არაფრის შეცვა არ შემიძლია . ის არსებობს, ის ჩემი შვილია და მე ვალდებული ვარ... - რა ხნისაა ? - ოთხი თვის. - აქამდე სად იყო? როგორ დაგემალა ? შენ ხომ ყოველთვის ყველაფერი იცი... - არ ვიცი ! ჯერ კიდევ ვცდილობ რაღაცეების გარკვევას... მასთან სერიოზული ურთიერთობა არ მქონია და რაც დავშორდით არც დავინტერესებულვარ მისი ამბით... - როდის გაიგე ? - ერთი თვის წინ. - მაშინვე რატომ არ მითხარი ? - ბოლო წამამდე მეც არ მჯეროდა. - ნახე? - თაკო გთხოვ, ნუ იქცევი ისე თითქოს შენთვის სულ ერთი იყოს. ნუ გაიყინე.. - ნახე? - მხოლოდ ორჯერ . - გგავს? შენსავით შავი თვალები აქვს? რა იგრძენი ? - გავტყდი. დავიბზარე. - თაკო გთხოვ ! - მიპასუხე ! - ვერაფერი ვერ ვიგრძენი. ისიც არვიცი მგავს თუ არა, მაგრამ ის ვიცი, რომ შავი თვალები არ აქვს. - ის შენი შვილია, მაგრამ ჩემი არა . - ეგოისტური გრძნობა მჭამდა შიგნიდან. - ვერასდროს, შეძლებ ამასთან შეგუებას ხო? - ვინ წამართვა პირველობა? ვინ არის დედა ? - ბოლო სიტყვა გაყინული ხმით ამოვუშვი. ღმერთო, როგორ მეტკინა... სიტყვა, რომელიც ყველაზე ძვირფასი იყო, ახლა დამანგრეველად მოედო ჩემს სმენას, გონებას, გულს. - უუუფფფ ! - ამოიხვნეშა, თავზე ხელები მოიჭირა და თითქმის შეუმჩნევლად ამოილაპარაკა. - გვანცა. - კარგი რა დიმა ! - მუხლებზე დავეცი და ავღრიალდი. - მისგან ? ნუთუ მისგან ! რა დამამცირებელია ჩემთვის. რატომ მისგან? ეს მაინც აგერიდებია არ შეგეძლო ? ესეიგი ჩვენ, რომ შევხვდით ფეხმძიმედ იყო? მერე გაქრა იმიტომ,რომ ასე ეფექტურად გამოჩენილიყო? თვდაცვის საშუალებები რომ არსებობდა არ იცოდი ? იმ უღირსი ქალისგან რატომ? - სრულიად გაუზრებლად ვსვავდი კითხვებს. ვერც კი ვხვდებოდი რას ვამბობდი. ნებისმიერი სხვას ველოდი, ნინაზეც კი თანახმა ვიყავი, ოღონდ ის არ ყოფილიყო. არვიცი რა მნიშვნელობა ქონდა მაგრამ ორგანულად უარვყოფდი მის, დიმას შვილის დედობას. დედობას? ეს ადგილი ხომ ჩემი იყო... რამდენი ხანი ვოცნებობდი, როგორ განვიცდიდი, როგორ ვდარდობდი, როგორ მინდოდა და ვინ წამართვა ?! ბედის ირონიაა... - ესეიგი მაინც მოახერხა შენი ხელში ჩაგდება. - წამოვდექი და ცრემლები შევიმშრალე. - შვილი გაგიჩინა და სამუდამოდ დაგიკავშირდა. - ჩვენს შორის ურთიერთობას ბავშვი ვერ შეცვლის. - ის შენი შვილის დედაა. კიდე ვერ ხვდები ეს რას ნიშნავს? შენი შვილის დედა ... მე უნდა ვყოფილიყავი მაგრამ ისაა დიმა ისააა... - მორიგი აღრიალება მქონდა. ისეთი არასტაბილური ვიყავი იმ წუთას. რაც არ უნდა მდომოდა სიმშვიდის შენარჩუნება არ გამომდიოდა. - ჩემი ოცნება მან აიხდინა. წარმოდგენაც კი არ გაქვს , რა მტკივნეულია. - მაქვს და სწორედ ეგ მაშინებს. თუ აქამდე ეჭვი არსდროს შემპარვია ახლა ვგრძნობ, რომ გკარგავ. - დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. - ეგოისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა იმდენად მეშინია შენი დაკარგვის შემიძლია გავხდე და გთხოვო, რომ იბრძოლო. გეხვეწები, მოერიე თავს , ამ გრძნობებს და არ წახვიდე ჩემგან თაკო ! თავლებში შემოხედავ ვერ გაბედა, იატაკს დასჩერებოდა და ისე მესაუბრებოდა. უსაზღვრო მუდარი იგრძნობოდა მის ხმაში. იცით, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მისი დადანაშაულება არ შემეძლო. არ ურალატია. ეს ყველაფერი მანამდე მოხდა ვიდრე დავქორწინდებოდით და თუ იმ უნამუსო ქალის მიზნები ვერ გათავალა მისი ბრალი ნამდვილად არ იყო. გაქცევას და მისგან წასვლას თუ გადავწყვეტდი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გამო. მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემს ემოციებს ვერ ვაჯობე, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ეგოიზმი მის სიყვარულზე დიდი უნდა აღმოჩენილიყო. - არ ვიცი, როგორ გამომივა, მაგრამ ძალიან ვეცდები ! -იმ წუთას მისი თვალები უნდა გენახათ. წამში მომანათა იმედი აღვსილი სფეროები. მისგან შორს ყოფნით ტანჯვას, მის გვერდით ტანჯვა ვამჯობინე. წამში მიღებული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ არ შევცვლიდი. ჩვენს ურთიერთობას ყველაზე დიდი გამოცდის ჟამი ჰქონდა და მე ამ დროს ყველა სხვა მომენტზე რაციონალურად ვაზროვნებდი. მაშინაც კი არ მიგრძვნია ამ დოზით მისი დაკარგვის საფრთხე, როდესაც სიკვდილს ებრძოდა. სიკვდილის ანგელოზისგან უფრო ადვილი მეჩვენა მისის სიცოცხლის დახსნა, ვიდრე ჩვენი ურთიერთობისა ჩემი თავისგან. ერთ წამში მიღებული უმძიმესი, ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტიელაბა იყო, მაგრამ არ მინანია, არც ვინანებდი. კაცმა არ იცის რას გავაკეთებდი, მაგრამ მაინც მის გვერდით დავრჩებოდი. ბევრი რამე შეიცვლებოდა, არარაფერი აღარ იქნებოდა ისე, როგორც ადრე, მაგრამ მასთან ერთად ვიქნებოდი. მე მასზე ეგოსიტი აღმოვჩნდი. ვიცოდი, ყველაზე მეტად მას დავტანჯავდი, მაგრამ საკუთარი თავი მისგან შორს ყოფნისთვის ვერ გავიმეტე. ვხვდებოდი, რაც დამემართებოდა და შემეშინდა. ვერ მივცემდი იმ ქალს უფლებას გამარჯვება ეზეიმა. ზუსტად ამას უცდიდა მთელი ეს დრო. ზუსტად ამისთვის ინახა ყველაზე დიდი კოზირი და ჩემი საქორწინო საჩუქარიც დიდი ალბათობით მისგან უნდა ყოფილიყო. ამ ყველაფრისთვის, კი უდანაშაულო ბავშვი გამოიყენა. - ეცადე ამ ინფორმაციამ მედიაში არ გაჟონოს, რაღაც დროით მაინც. მზად, რომ ვიქნები გეტყვი და ბავშვი ჩვენთან მოიყვანე გავიცნობ. დიდხანს არ გალოდინებთ. თქვენი შეცდომების გამო მან პასუხი არ უნდა აგოს. ბებია-ბაბუას აქვს უფლება მას იცნობდნენ და ეს გაცნობა ამ სახლსი უნდა შედგეს. და საერთოდ ამ ბავსვ აქვს უფლება შენს გვერდით იყოს. - მათ ცალკე სახლს ვუყიდი. ყველაფერი ექნებათ არაფერს მოვაკლებ. - მამას მოაკლებ დიმა, მამას ! - არ შემიძლია, ახლა ასე უცებ მამის როლის მორგება. - ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა, სანამ მასთან თავდაცვის გარეშე გორაობას გადაწყვეტდი. - არც ისე ადვილი აღმოჩნდა მშვიდობის შენარჩუნება და ენამ დაუფიქრებლად გამასწრო. - მაპატიე ! წამომცდა. - ნუ ღელავ, ვიცი ასე ადვილად არ გადაივლის. ის თქვი რასაც ფიქრობდი და უნდა შევეგუო იმ აზრს, რომ ხშირად მომიწევს ამის მოსმენა. - ერთადერთი, რაც მინდა კარგად დაიმახსოვრო ისაა, რომ მე ბავშვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ის, ყველაზე უდანაშაულოა ამ ამბავში. არჩევნის წინაშე არასოდეს დაგაყენებ და თუ შენ ერთ დღეს მისი ამ სახლში მოყვანა მოგინდება ეს სწორიც კი იქნება. მას აქვს უფლება მამა ჰყავდეს ! - მოდი მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. ჯერ კიდევ მაქვს გასარკვევი ბევრი რამ. - შენი სადაც დატოვე, იქვე ნაყოფიერად აღმოცენდა... ნეტა რაღა დაგრჩა გასარკვევი?! - თავს რომ ვიცავდი, საქმეც მაგაშია. აუ, რაზე მიწევს შენთან საუბარი გავგიჟდები ! - დეენემის ანალიზი დადებითია ! - მაშინებს შენი ასეთი სიმშვიდე. ვერ ხვდები რას აკეთებ. - არაფერს არ ვაკეთებ, საერთოდ არაფერს ! - კარებისკენ გავიქეცი - სად მიდიხარ? - არ გამომყვე ! - თაკო, სჭესთან არ დაჯდე გთხოვ ! კარი მთელი ძალით გავიჯახუნე და თვალებზე ნიაღვარმაც არ დააყოვნა. კიბეებზე სირბილით დავეშვი და პირდაპირ გარეთ გავიჭერი. ნანა გამომედევნა, მაგრამ შეჩერება მანაც ვერ გაბედა. სახეზე შიში ეწერა, ალბათ იფიქრა გავრბოდი. უკან მივტრიალდი ჩავეხუტე და დავამშვიდე. ვუთხარი, რომ არსად მივდიოდი უბრაოდ ცოტა დრო მჭირდებოდა. მერე, ჩქარი ნაბიჯებთ ჩემს მანქანასთან მივედი.კარი გამოვაღე და ინსტიქტურად ჩემი საძინებლის ვერანდისკენ ავიხედე . ვგრძნობდი, რომ მიყურებდა და არც შევმცდარვა. თავით მანიშნა არ დაჯდეო. სხვა დროს ალბათ მის ჯინაზე ჩავჯდებოდი, მაგრამ ახლა არც სურვილი მქონდა და არც ძალა. ნამდვილად სადმე გადავიჩეხებოდი. თანაც, თავად გამომეკიდებოდა და მე კი, ამ წუთას მას გავურბოდი. ცოტახნით, მაგრამ მაინც გავურბოდი. კარი უღონოდ დავხურე და იქვე მდგარ, დაბნეულ მძღოლს ვთხოვე, ლილსთან წავეყვანე. ჩემდა გასაკვირად ეზოში დამხვდა. - მან დაგირეკა ხო? - კი და ისეთ ხმა ჰქონდა, ნომერს ასჯერ დავხედე ხომ არ მეშლებათქო. - იცი, რა მოხდა ლილე ? ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო. - აზლუქუნებული მოვეხვიე. - წამოდი, ავიდეთ და მომიყვევი. უკანასკნელი ენერგია მოვიკრიბე და ლილეს გავყევი. როდესაც დივნამდე მივაღწიე ისე ვიყავი გამოფიტული და დაღლილი მივხვდი, იქიდან ფეხის გადადგმაც კი აღარ შემეძლო. დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი. ეჭვები, ვარაუდები, განცდები და იმ ტკივილის გადმოცემაც კი შევძელი რასაც ვგრძნობდი. მთელი სიზუსტით, მთელი სიცხადით ავღწერე. ლილესთან იმ იმედით გამოვიქეცი, მისთვის მოყოლის შემდგ ცოტა სიმსუბუქეს მაინც ვიგრძნობდი, მაგრამ საერთოდ არ მომეშვა. იოტისოდენა შვებაც კი ვერ მომგვარა. - ახლა რა იქნება თაკო ? - ძალიან დიდხნიანი პაუზის შემდეგ მკითხა. როგორც, ჩანს მისმა გონებამ ჯერ კიდევ ვერ აღიქვა მომხდარის სიმძიმე. - ამის შემდეგ იქნება და თან აღარაფერი აღარ იქნება. მეგონა შენთან საუბარი მიშველიდა, მაგრამ როგორც ვხვდები, ახალა აღარაფერი მიშველის. - შენ თავსაც გაინადგურებ და იმასაც თან გაიყოლებ. - ვიცი, მაგრამ მის გარეშე არ შემიძლია, არ მინდა. ვერ მივატოვებ ! - ისიც მეცოდება, შენზე ნაკლებ დღეში არ იქნება. - ხო, მაგრამ მისთვის მე არ გამომიჩენია დამალული შვილი. - მისთვისაც სიურპრიზი იყო. - ყველაფერი კარგად მესმის, ყველაფერს კარგად ვხვდები, მაგრამ ამდენიხნის ოცნება წყალში, რომ ჩამეყარა და მისთვის შვილის ჩუქება, სხვას ხვდა წილადა და თან ვის? გვანცას? ამას ვერასდროს გავიგებ, ვერასდროს შევეგუები და ვერასდროს დავივიწყებ. - და სიცოცხლეს გაუმწარებ, დიდი ალბათობით ორივეს. - ლილე, შეიძლება ერთ დღეს მისი შვილი ჩეზე მეტად შეუყვარდეს ? შეიძლება მის გვერდით ცხოვრების გამო მე დამთმოს? - ვკითხე და მდუღარე ცრემლი გადმომცვივდა. - თაკო, რა სისულელეებს მეკითხები? ! - მიპასუხე, რას ფიქრობ. - ერთადერთი ახლა რასაც ვფიქრობ ისაა, რომ ფსიქოლოგი გჭირდება და დროზე თუ არ მივაკითხავთ, მალე ფსიქიატრიც ვეღარ გიშველის. - მე მხოლოდ ის მჭირდება, თანაც ისეთი, არავისთან გასაყოფი რომ არ მეყოლება. - ეჭვიანი მესაკუთრე ხარ. ამ ხნის განმავლობაში სხვა მეგობარი, რომ არ მყავს მხოლოდ იმის ბრალია, რომ შენ ვერავისთან მიყოფდი. მგონი თქვენს შვილთანაც ვერ გაიყოფ. - ჩვენი შვილი აღარ იქნება ! - რაა, გაგიჟდი? - თუ აქამდე არ ყოფილა, ესეიგი ასე იყო სჭირო და აღარც ამის შემდეგ იქნება. - მაშინებ ! - რამდენადაც არ უნდა აგიხსნა რას ვგრძნობ, მაინც ვერ მიხვდები ლილე. წარმოდგენაც კი არ გაქვს რამდენად მტკივნეულია ეს ჩემთვის. - როგორ აპირებ ამის არიდებას , თავს დაიცავ ? - არა ! უბრალოდ ვგრძნობ, რომ აღარ იქნება. როგორც ჩანს, უფალი არ მთვლის დედობის ღირსად. მე, მისი შვილის დედა, ვერასდროს გავხდები ! - თაკო, გთხოვ, მართლა წავიდეთ ექიმთან ! ამ აზრებით თავს დაიღუპავ. - არ მინდა ! ახლა უბრალოდ დავიძინოთ. - და რომ გაიღვიძებ? - მასთან წავალ. დილით თავად მომაკითხა. უსიტყვოდ მიმიყვანა სახლამდე და ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. ერთკვირიანი დუმილის შემდეგ კაბინეტში მივაკითხე. თუ აქამდე ოთახში მუშაობდა ახლა აქ გადმოინაცვალა. ალბათ იმიტომ, რომ ნაკლებად ეყურებინა ჩემი უმეტყველო სახისთვის. აქამდე საბუთების მოწესრიგებაში ვეხმარებოდი და ვერთობოდით კიდეც, ახლა კი ხმასაც არ ვცემდი. განა სპეციალურად ვიქცეოდი ასე? არა. უბრალოდ სხვანაირად არ შემეძლო... მოკლედ სამუშაოთი გართულს ვესტუმრე და მის წინ სავარძელზე მოვკალათდი. სიყვარულით სავსე თავებით მიყურებდა დაჩემს ხმის ამოღებას ელოდა. სათქმელს ვაჭიანურებდი. მისი თავლებიდან მონატრებულ სიყვარულის სხივებს ვითვლიდი. - ბავშვის ნახვა მინდა ! - ისეთი მტკიცე ხმა მქონდა, მეც გამიკვირდა. - არ ხარ ვალდებული. - თუ ჩემს გვერდით ცხოვრებას აპირებ, ეს გარადაუვალია. თუ არა და ... - როგორ ცდილობ ყველა სიტყვაში მომკლა. - მარტო შენ არ კვდები ! - არასდროს დაივიწყებ ... ასი წელიც რომ გავიდეს ჩემს წამებას არ შეწყვეტ. ეს არაა პრობლემა ათასი წელიც გავუძლებ, მაგრამ შენ რომ იცვლები ეს მანგრევს. - სიმწრით ნაშენები ბედნიერება ერთ დღეში დაგვენგრა თავზე, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ, საყვარელთან პრეზერვატივის გაკეთება დაგავიწყდა და როგორმე მაგ დანგრევასაც გაუძლებ. - ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ არა ჩემთან ! - შენს გვანცას შეატყობინე, რომ დღეს ველოდებით. - კარებთან მდგომმა ვუთხარი და სწრაფად გავიხურე. ჩემს ყურებს კაბინეტიდან მტვრევის ხმა მოსწვდა . სიმწრით თვალები დავხუჭე და კარებს ზურგით ავეკარი, მაგრამ შიგნით შებრუნება არც მიფიქრია. ჩემს წინ წამში გაჩნდა ოჯახის ყველა წევრი. - დღეს სტუმარი გვეყოლება. უფრო სწორად სტურები. - ვუთხარი და უემოციოდ ავუარე გვერდი. - ჩემო გოგო, არ გინდა გთხოვ ! - ნანამ დამაწია ხმა. - მინდა ! დიმა შეშლილივით გამოვარდა კაბინეტიდან, ჯერ მათ შეხედა დამფრთხალნი, რომ უყურებნენ ხან მას ხან მე, მერე წამით ჩემს წინ გაჩერდა და განადგურებულმა შემომხედა. - თავად მიდიხარ მათ მოსაყვანად ? - თაკო რა ჯანდაბას აკეთებ? რას ითხოვ ჩემგან ვერ გავიგე ? მითხარი, გამარკვიე იქნებ გავაკეთო ! - უკვე, გითხარი. შენი შვილის და მისი დედიკოს უკეთ გაცნობა მინდა . იქნებ აღზრდაში ჩემი დახმარებაც დასჭირდეს. - რის მიღწევას ცდილობ? - არაფრის ! უბრალოდ რადგან მე არ მყავს შვილი, დრო ბევრი მაქვს და შენსას გავზრდი. რაიყო არ მენდობი ? გვანცაზე უკეთესი დედა ვერ ვიქნები ? - ამის დედას შე**** ... - ასე პირველად შეიგინა. იქვე მდგარ ლარნაკს ფეხი გაკრა და ნამსხვრევებად აქცია. ვერავინ გაბედა მისი დამშვიდება. - დღეს აქ არავინ მოვა ! - დაიღრიალა. - ან შენ მოიყვან, ან მე ! - თვალი თავლში გავუყარე და ისე ვუთხარი. - არ მინდა იმ ქალის ამ სახლში ნახვა. რატომ არ გესმის? - ის ქალი, შენი შვილის დედა ! - მინდა შენ იყო ! - იმდენად გულრწფელად მითხრა გული ათას ნაწილად დამეფლითა. - მეც მინდოდა ! - ტირილის სურვილით ნიკაპი ამიკანკალდა. შევტრიალდი და ოთახისკენ გავიქეცი. - ახლა წახვალ და იტირებ ხო? - არ მიშველის ! - რატომ ექცევი ასე, შენს თავს ? - ტანჯვა მსიამოვნებს ! - ასე გავგიჟდები, ვერ გავუძლებ. - ამჯერად ვაზა შეიწირა. - უკან მათ გარეშე არ დაბრუნდე ! კარში გაცოფებული გაიჭრა. მეც ჩემს ოთახში შევვარდი და ხო, ცრემლის გაშრობადე ვიტირე. მართლა ტანჯვა მსიამოვნებდა თუ რა ჯანდაბა მჭირდა არ ვიცი, მაგრამ მათი ნახვა მართლა მინდოდა. გამოცდას ვუწყობდი თავს. იმ გამოცდას,რომელიც გარდაუვალი იყო, თუ მის გვერდით დარჩენა მინდოდა. მაგრამ ერქვა კი, დარჩენა ამას? უკან მათ გარეშე დაბრუნდა. მე გამოწყობილი დავხვდი და თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვისთვის, საჩუქარიც კი ვიყიდე. სახლში შემოსულმა ისეთი მადიანი თვალებით ამათვალიერა მიმახვედარ, როგორ მენატრებოდა მისი სხეული, სითბო და ალერსი. ვიდრე მე, კითხვას დავუსვამდი მანამდე მითხრა, რომ მძღოლი მოიყვანდა. და აი, ნანატრი დროც დადგა მოვიდნენ. მუხლები ამიკანკალდა მათი შემოსვლის მოლოდინით. კარში, რომ გამოჩდნენ და გვანცას ხელში ძალიან ლამაზი, ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი გოგონა შევნიშე, ფეხები მომეცელა და იქვე მდგარ დიმას დავეყრდენი. ყელში ისე მომიჭირა თითქოს ვიღაც მახრჩობდა. ცივმა ოფლმა დამასხა და მივხვდი, რომ მათი ნახვისთვის საერთოდ არ ვიყავი მზად და არც არასდროს ვიქბებოდი. დიმამ ჩემი აკანკალებული ხელი მაგრად დაიჭირა და თავისკენ მიმქაჩა. სწრაფად გამოვერკვიე საკუთარი შისებისგან და მეუღლეს კეკლუცურად ავეკარი, შემოსულთ კი ღიმილი შევაგებე. ყველანი დაზაფრულები მიყურებდნენ. იმის მაგივრად, რომ ბავშვს მოფერებოდნენ, იდგნენ და მე მიყურებნენ, თითქოს ჩემგან ელოდნენ ნებართვას. რთქმაუნდა ეს ნებართვა არ გავეცი. ყველანი მოჩვენებითი სიმშვიდით მისაღებში შევიპატიჟე და დივანზე, ქმრის გვერდით მოვკალათდი. თანაც გვანცას ზედმეტი დაკვირვებით, უხერხულობას ვუქმნიდი. ყველა მის მოძრაობას, მიმიკას, გამოხედვას ვსწავლობდი. დაბნეული ჩანდა. - გავაცა, თუ პრობლემა არ გაქვს ბაშვს ავიყავნ. - უხერხულობა გავარღვიე. თავი დამიქნია და მომაწოდა. არც კი ვიცი რა დამემართა ხელში რომ ავიყვანე. ისე ავკანკალდი, ლამის გამივარდა. შეიძლებოდა ჩემი შვილი ყოფილიყო. ამ აზრმა თავში გაგნგაშის ზარი შეჰმოკრა, ერთიანად შემარყია. ისევ ჩესს ადგილს დავუბრუნდი. ბავშვი მუხლებზე დავისვი და ინტერესეით დავაკვიდი. - საყვარელო რა ჰქვია შენს შვილს? - მეუღლეს თვალებში შევციცინე. თითქმის შეუმჩნევლად ამოიხვნეშა. - ანასტასია. - მამიდას მოსახელე ყოფილა. ყოჩაღ გვანცა ! - მთელი ირონია მოვიშველიე. - იცი, ეხლა ვაკვირდები და თოთქოს, მამას საერთოდ არ გავს. დიმას ისეთი შავი თავალები აქვს დავიჯერო ცოტათი მაინც ვერ შეძლო გამოეყოლებინა? - უკვე უტაქტობაში გადამდიოდა ჩემი შენიშვნები, მაგრამ საერთოდ არ მაღელვებდა. -შენ ნაცრისფერი გაქვს. ანას კი ძალიან ღია თაფლისფერი. უცნაურია. ნაკვთებიც განსხვავებული აქვს. - ნეტა საიდან მომდიოდა, ეს აზრები. რა იმედს ვებღაუჭებოდი. - ჯერ პატარა. რომ გაიზრდება ალბათ დაგვემგვანება რომელიმეს. - დაბნეულმა მითხრა, მაგრამ მე მაინც ტყვიასავით მომხვდა გულზე. აბა, რა პასუხს ველოდი ნეტა?! - ხო რათქმაუნდა. იცი, შემიძლია დავიტოვო ხოლმე შენ თუ სადმე წასვლა გენდომება. მაგალითად გასართობად. - ბოლო სიტყვას განსაკუთრებით გავუსვი ხაზი. - გასართობად მას შემგედ აღარ დავდივარ რაც მისი არსებობის შესახებ გავიგე. - მე მესაუბრებოდა და ჩემს ქმარს უყურებდა. - ანუ, დედის როლი კარგად მოირგე. ისე, ძალიან მაინტერესებს აქამდე სად იყავი. თავიდანვე რატომ არ უთხარი? ან თუნდაც მაშინ, როდესაც გაჩნდა. - თქვენი ბედნიერების დანგრევა არ მინდოდა. თანაც ჩვენს ურთიერთობაში ბავშვი საერთოდ არ მოიაზრებოდა. - ალბათ, უნდოდა ეთქვა, ფეხებს მხოლოდ გასართობად მაშლევინებდაო. - ჩვენს ბედნიერებას, ჩვენს ქორწინებამდე ჩასახული ბავშვი ვერ დაანგრევს ! მამაკაცია და ბუნებრივია გართობა სჭირდებოდა. - მგონი ყველაზე დიდი სისულელე ვთქვი, რაც კი ოდესმე მითქვამს ყველა ასპექტში, მაგრამ მთავარია მას მოხვედროდა გულზე, ზუსტად ისე, როგორც მე მხვდებოდა მისი იქ ყოფნა. ვიცი, შურისმაძიებელი, ბოღმიანი ქალივით გამომდიოდა. - თაკო, გეყოფა ! - ჩემსკენ გადმოიხარა და ჩუმად მითხრა. - მგონი ხვდება დედინაცვალი, რომ ვარ და მოუსვენრად არის. არ გინდა დაიჭირო? იქნებ მამიკოს ხელში უკეთესად გაჩერდეს. - არ იფიქროთ ბავშვის მიმართ რაიმე ცუდს ვგრძნობდი. პირიით დაუსრულებლად შემეძლო მასთან თამაში და მოფერება, მაგრამ იმ წუთას მისი მშობლების გამწარება მეტად მინდოდა. - არა, იყოს. დედას დაუბრუნე. - ცოტათი მკაცრი ხმა ჰქონდა. - როგორც გინდა საყვარელო - ანა დედას მივაწოდე და სპეციალურად დავაკვირდი მის მზერას, რომელიც ჩენს კაბაზე მიმაგრებულ გულსაბნევზე იყო მიყინული. . - მოგეწონა? - ვკითხე და შევაკრთე. - ქორწილზე მაჩუქეს, ოღონდ არ ვიცი ვინ. ანონიმურობა მოინდომა. - დიმას მხარზე მივეკარი და მის გაკვირვებულ მზერას ავხედე, მერე კი სხვა მომზირალი გაოცებული თავლები შევათავლიერე, რომლებმაც პირველად გაიგეს საჩუქრის შესახებ. - თუ მოგეწონა მართლა შემიძლია გაჩუქო. - ღიმილიანი სახით შევხედე და კიდევ უფრო მეტად ავანერვიულე. უდაოდ, საჩუქარის ავტორი ეს ქალბატონი იყო ! - არა, მადლობა. შენ უფრო გიხდება. - ხო, ბავშვზე ვსაუბრობდით. თუ ამდენი ხანი დამალე ეს ლამაზი გოგონა, ახლა რამ გადაგაწყვეტინა მისი გამოჩენა? - ერთ დღეს დიმას შემთხვევით შევხვდი და ბავშვზე, რომ მკითხა სიმართლე ვეღარ დავუმალე. თანც, მივხვდი დანაშაული იქნებოდა მამის გარეშე გამეზარდა. - შემთხვევით? ხო, რათქმაუნდა. თქვენი დაუფიქრებელი საქციელის გამო, ბავშმა პასუხი არ უნდა აგოს. იქნებ სჯობდა თავიდანვე გაგემხილა, ბოლოს და ბოლოს მისი მამობის დასამტკიცებლად დეენემის ტესტი აღარ დაგჭირდებოდათ. უბრალო, ცოტა დამამცირებლად მეჩვენა და დარწმუნებული ვარ შენც ასე გრძნობ თავს. - უკვე გვიანაი. ანას ძილის დრო აქვს და სჯობს წავიდე. - დენდარტყმულივით წამოვარდა და ნივთები მოკრიბა. - შეგიძლია აქ დარჩეთ, ბევრი ცარიელი ოთახები გვაქვს და რომელიმეს დაგითმობ. - თითქოს ძალიან გულწფელად შევთავაზე. არადა ზუსტად ვიცოდი, ეს მისი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი იყო ამ სახლში. ანას კი ხშირად მივიღებდი თუ საჭირო გახებოდა. თუმცა მანამდე რაღაც ეჭვები მღრღნიდა და უნდა გამერკვია. - არა. - ცივად წამოიყვირა. - ღაემშვიდობის ! გამარჯვებულის გამომეტყველებით ავუყევი კიბეებს, მაგრამ ვაი ამ გამარჯვებას... მივდიოდი და თითქოს დამძიმებული სხეულიდან ნაწილები მცვიოდა. ყველა კუნთი მიკანკალებდა. ძლივს შევაკოწიწე ჩემი ნაგლეჯები და ოთახში შევიტანე. - შენ ასეთი არ ხარ ! - ვერ შევამჩნიე, როდის შემოვიდა. - უბრალოდ ეს, ის თაკო არ არის, რომელსაც შენ იცნობ. ეს თამარია ! - დამიბრუნე ჩემი ცოლი, გთხოვ ! - ჩემს უკან აისვეტა და მომეკრო. უფრო მეტად ამიტანა ცახცახმა. - დაიკარგა ! - ვხვდები, რომ დაიკარდა, მაგრამ პოვნის იმედი მაქვს ! - ნაზად მომეხვია თავი უკან გადამაწევინა. - ასე ადვილია ? - ის დამპირად, რომ ჩემთან დარჩებოდ და ჩემს გაგებას შეძლებდა. - ხელი ნაზად ჩამოასრიალა ჩემს შიშველ მკლავზე. - შენთან რჩება. გაგებას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. - სამაგიეროდ ჩემი მიწაზე მწარედ დანარცხება გამოსდის. - ელვა შემიხსნა. - შენი არა, ჩვენი ! - თავისკენ შემაბრუან და კაბა მხრებზე გადამიწია. - მომენატრე ! არაადამიანურად მომანატრე ! - კაბა მთლიანად გამხადა. - პრეზერვატივი გაქვს ? - სწრაფად მოწყდა ჩემს ტუჩებს და მომშორდა. - რაა? - არამგონია მეორე შვილისთვის მზად იყო ! - ეს შენ არ ხარ ! საერთოდ არ გგავს ! - ჯერ უკან სვლით წავიდა მერე კი, უკანმოუხედავად გავარდა ოთახიდან. - ვიცი... ვიცი... ვიცი... - ვყვიროდი და აქამდე შენარჩუნებულ სიმშვიდე სადღაც გადავკარდე. კარი გადავკეტე და რაც კი ხელში მომყვა ყველაფერი დავლეწე. არც კარზე გაუთავებელი ბრაგუნის ხმა მესმოდა და ვერც ის გავიგე დიმამ, როდის შემოამტვრია. - დამშვიდდი, დამშვიდდი ... - ხელში მაგრად გამაკავა და ჩემთან ერთად კედელთან ჩაიკეცა. - არ შემიძლია. მჭამს, მღრღნის, სიცოცხლის ხალისს მაკარგვინებს. - მე, რომ შენს გვერდით ვარ, ეგ არ გყოფნის სიცოცხლის სურვილისთვის? - მაგიტომ ვერ გტოვებ და ვერ ვამბობ შენზე უარს. იმდენჯერ გადაარჩინე ჩემის სიცოცხლე ახლა მთლიანად შენ გეკუთვნის. - მხოლოდ მაგიტომ? - დიმა, იქნებ შენი შვილი არაა, საერთოდ არ გგავს. გვანცაც საეჭვოდ იქცეოდა. - მოდი, ახლა დაიძინე ! - ახლაც მინდა, რომ მეძინოს და ხვალ გაღვიძებულზე მივხვდე, რომ ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო. - წამოდი, დაისვენე და ხვალ ვილაპარაკოთ. - შენც ჩემთან ერთად დაიძინებ? - როდის დამიძინია სხვაგან და შენს გარეშე ? - აქამდე სხვა, არ არსებობდა. - გიჟდები და მეც მაგიჟებ ! ასეთს ვერ გიყურებ. ხელში ამიყვანა, საწოლზე დამაწვინდა , გვერდით მომიწვა და მთელი ძალით მიმიკრა. ვერც სინაზეს იჩენდა, ვერც ძალას ზომავდა. ისე მიხუტებდა თითქოს უკანასკნელი იყო. თითქოს ჩემს სითბოსა და სურნელს იმახსოვრებდა. ძალიან მეუცნაურა, მაგრამ ფიქრი არ დამცალდა, ღონემიხდილს მალე ჩამეძინა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.