მარადიული მე და შენ (სრულად)
ბუნების სიჩუმეში ჩაძირული ჭადრები მოწყენით იხრებოდნენ ქარის ოდნავ დაბერვაზეც კი და ფოთლებისგან დამძიმებულ ტოტებს სხვადასხვა მიმართულებით ხრიდნენ.მზე ოდნავღა თუ ანათებდა გადამწვანებულ მდელოებს, რომლებიც საღამოს სიმშვიდეში ჰპოვებდნენ საიმოვნებას და მათთან ერთად განაგრძობდა ჰორიზონტიდან სიბნელეში მიმალვას. სინათლეს მომლოდინე სიბნელე ცვლიდა, რომელიც ბუნების სიჩუმეში ჩაძირულ ჭადრებს მოწყენით დაჰყურებდა ზემოდან და თავისი მთვარის შუქით უნაწილებდა იმ სითბოს, რომელსაც ყველა მნათობს უგზავნიდა ცაში. არემარე არნახულ სიამოვნებაში გადაშვებულიყო, ორი წყვილი ფეხის ნაბიჯზე კი სიცოცხლე ჩქეფდა, ისე ,თითქოს აქამდე არასდროს უარსებია ასე ძლიერად. თეთრი კანის მქონე ბიჭი ნაბიჯებით წინ მიიწევდა. უჩუმარ სამყაროში ყველაზე შესამჩნევ არსებობის კვალს ტოვებდა და ფორთხიალით ახტებოდა მიწაზე მისვენებულ ქვებს. ნატიფი სახის ნაკვთებზე ყველაზე ლამაზი ცრემლის წვეთები ქონდა დაწყობილი მარგალიტებივით და სამყაროს ულევ არსებობას ამოწითლებული ცხვირის თანხლებით შესცქეროდა. სიცივისგან გადალურჯებულ ხელებს პირზე აფარებით ითბობდა, ამ ყველაფერს კი ისე ლამაზად აკეთებდა, რომ სამყარო მის არსებობაში განაბული ,თვალს ადევნებდა ბაჩოს ყოველ მოქმედებას. წვიმა, რომელიც ტაძარში შემოპარული სანთელივით მიიბყრობდა ყველას ყურადღებას, ზურგს უსველებდა ბაჩოს და სახეზე ჩამოგორებული ცრემლების თანხლებით ყველაზე სევდიან განწყობას ქმნიდა.ცრემლები იყო ცაში და ბაჩოს ოკეანურ თვალებში, რომლებიც ყველაზე ლამაზად მეტყველებდა მისი გულიდან ამოსულ ტკივილზე,სიცოცხლის არსებულ კუნჭულებში დაგუბებულ სევდიანობაზე. ბაჩო ტიროდა და მუხლმოყრით დამდგარი, საფლავის ქვებს ,ისე როგორც ჭადრის გრძელი ტოტები, სხვა ხეებს ხელებს ხვევდა. სასაფლაო მწუხარებაში უჩუმრად განაბულიყო და წვიმაც ,სწორედ მის გამო მოსულიყო დამძიმებული დედამიწის სამგლოვიაროდ. სიცივისგან გადალურჯებულ ხელებზე, ბაჩოს ციდან ჩამოვარდნილი ცრემლები ედებოდა, შემდეგ კი მიწაში ჩაკარგული, სადღაც მცირე ზომის გუბეებს ქმნიდა.საფლავის ქვაზე გადამწვანებულ ბალახს მოეყარა თავი, ისე თითქოს, ზაფხულია. ვითომ სამყაროში ზეიმია და არც მათ უნდათ გამოაკლდნენ ბედნიერებასო, მაგრამ რა ხანია ბედნიერებამ დატოვა სამყარო , ისევე როგორც ბაჩოს ბოლო არსებობამ სიცოცხლე და ამ ბედკრულ სიშავეში მუხლმოყრილი საფლავის ქვების წინ სულივით დაჩოქილა , როგორც საქორწინოდ ხელის მთხოვნელი მამაკაცი. იმ ხელებში , რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვს პირველი სიყვარულის შეხება ,თეთრი ფერის ვარდი უჭერია და თითქოს სიცოცხლეც , რომელიც ადრე , ტკბილ წარსულში გააჩნდა, მასში გადააქვს. ვარდი წვიმის დაწოლილი წვეთებისგან მძიმდება და მოტეხილი ღეროთი საფლავის შავ ქვაზე ეცემა, დნება მკვდარ არსებობაში თეთრი ფერებით , ისევე როგორც წვიმის ჩაძირულ წვეთებში ბაჩოს დაწითლებული სახის ლამაზი ნაკვთები. ქარისაგან დაბერილი ჭადრის ტოტები არემარეს გამაფრთხილებლად აწყდება და მალე არსებობის ყველაზე დალუქულ კლიტეებს გააღებს. დგას მაღალი ხე, მთელი სიდიადით და ამ ბუნების სევდიან გარემოში ,ბაჩოს ჩამოვარდნილ მხრებს უყურებს...თუ როგორ ეშვებიან ძირს, როგორ მიიწევენ ისინიც მიწისკენ, ბოლოს კი ცივ საფლავის ქვაზე პოვებენ მოსვენებას. ბაჩო წევს სიცივეში. არსებობამ დიდი ხანია გააცივა მისი გულის ყოველ კუნჭულში დამალული სიცოცხლის წვეთები. ასე მონოტონურად წევს და სახის ერთი ნაწილი ისე დაუდია ცივ საფლავის ქვაზე , თითქოს ახლა მის ლამაზ კალთაში მოუსვენებია სხეული. გრძნობს როგორ სველდება წვიმის წვეთებით, მაგრამ თვალებიდან წამოსული ცრემლები რატომაა მათზე უფრო მტკივნეული ასატანი? იქნებ იმიტომ , რომ ისინი გულიდან მოდის და არა ციდან? ჭადარი ისევ დუმს. ჭექა-ქუხილზე ლამის წელში ტყდება, შემდეგ კი მაინც აგრძელებს მომტირალი ადამიანის დაკვირვებას. გარშემო მცირე ზომის ფესვამოყრილ მცენარეებს მოუქცევიათ წრე და ასეთ სიცივეში ერთმანეთს ათბობენ. კაკლის ნერგს თავისი ტოტები წიფელისთვის შემოუხვევია , ისე თითქოს მეხის დაცემისგან იცავს მის ნორჩ ტანს და მზადაა , მისთვის თავიც კი გაწიროს. ყველაზე ჩუმ არსებობაში, ყველაზე ხმამაღალი გოდების ხმები ისმის. რჩება მარტოსული ბაჩო საფლავის ქვებთან, პირდაპირ მიწაზე გადავარდნილი სხეულით და ოცნებობს ,რომ ამ ერთხელ მაინც ჩაიტანოს მიწამ...ისე ღრმად ჩაძიროს უსასრულობაში რომ ციდან წამოსულ ამ წვიმის წვეთებს , მხოლოდ უფერული ხვრელიდან ხედავდეს. არსებობაში გაუცივდა თეთრი თითები, რომლებსაც გულში იკრავს და არც აპირებს მოიცილოს სხეულიდან. ტანში მტკივნეული ტალღები უვლის. რაღაც უცნაურად ჩანს უკვე ყველაფერი, თითქოს იბლანდება...ბუნტდება თვალებით დანახული სამყარო. "იქნებ ჩემი დროცაა?" კითხულობს გულში ბაჩო და ეს ჩუმი სიტყვები თავადაც არ ესმის ,გაყინული არსებობის გამო.თავს ოდნავ მაღლა წევს , შემდეგ კი ათრთოლებულ ხელებს საფლავზე გამოსახულ სურათს ატარებს. მისი სიყვარული გაზაფხულივით იცნის და ზაფხულივით იყურება მეტყველი თვალებით, არ იკარებს ახლოს ზამთარს და შემოდგომა აცვია იმ ლამაზ სხეულზე , რომლიდანაც წითელ-ყვითელი ფოთლები ჩანჩქერივით ასკდება კიდეებს.ცისარტყელები უბრჭყიალებს მოკიაფე თვალის გუგებში, ვარსკვლავებით კანი აქვს დაფარული, რომელიც მთვარითაა განათებული. ბაჩო უყურებს სურათს და ხმას ვერ იღებს...ვერაფერს ამბობს, რადგან ამ სილამაზის აღწერა მის პირს არ ძალუძს. ლამაზი? მშვენიერი? ულამაზესი? - არცერთი სიტყვაა მის შესამკობად შესაფერისი. მეხი ისედაც წელში გადამწყდარ ჭადარს ეცემა და ხეს პირდაპირ სასაფლაოს ბილიკებზე ისვრის. ტოტები სიცოცხლეს სწყდებიან. ქარს სევდიანად მიაქვს ჭადრის მკვდარი ნაწილები...ვინ იცის ,სად დამარხავს მათ? რჩება მიწაში ჩამარხული ჭადარი, რომელიც სწორედაც რომ მეხმა გაწყვიტა შუაზე და სიცოცხლე მოუსპო და ამის შემდეგ რა უნდა ქნას მან, როცა ქარს მისი ლამაზი ტოტები მიაქვს, როდესაც გამოყრილ ფოთლებს სასაფლაოს ცივ ბილიკებზე აბნევს... ჭადარი კი ახლიდან აყვავდება , მაგრამ როდის...რამდენი ხნის შემდეგ, ან რამდენად შეძლებს ის ამას...იქნებ გახმეს?იქნებ, ყველაზე ლამაზმა მზის სხივებმაც კი ვეღარ უშველოს არსებობაში? ჭადარი ისე, როგორც ცრემლიანი ბაჩო, სამყაროს არსებობას სასაფლაოს ყველაზე მაღალი გორაკიდან აკვირდება, შემდეგ კი ტკივილისაგან დაღონებულ მხრებს ძირს უშვებს...კიდევ უფრო დაბლა...უფრო ქვემოთ..უკვე მიწაშია მისი ადგილი..იქ სადაც სხვები არიან, იქ სადაც ,5 წლის წინ თავისიანები მიაბარა სიკვდილს. ჭადარი საბოლოოდ ტყდება, სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლის და ძირფესვიანად ეგლიჯება დედამიწას. რჩება ბაჩო და მისი ნახევრად ცოცხალი არსებობა სასაფლაოს ყველაზე მაღალ გორაკზე. ვარდი ისევ ისე გდია ცივ ქვაზე და წვიმის მოწყვეტილი წვეთებისგან სველდება. ისიც მოაცილეს სხვებს, მოაგლიჯეს ყლორტს, რომელმაც აამაღლა, მიაახლოვა მზესთან , შემდეგ კი დამშვიდობებაც ვერ მოასწრო.ვარდი უსულოდ ავადდება. წვიმაში სცივა მის თეთრ ყვავილებს. სხვებთან უნდა, მათთან ხომ შედარებით ადვილია.. ბაჩო მოჭუტულ თვალებს ახელს და აკანკალებულ სხეულს საფლავის ქვასთან კიდევ უფროს ახლოს კუჭავს. რატომ ბნელდება ასე უცებ მის თვალებში?...გულის ძგერაც სადღაც კუნჭულიდან ესმის.ძარღვები ტკივილისაგან ეჭიმება, შემდეგ კი მონოტონურ არსებობაში მისი ყველაზე ცოცხალი სიტყვები ისმის... -არასდროს დავსრულდებით... ჭადარი თავის დალეწილ ტოტებს გაჰყურებს მიწიდან, ვარდი წვიმისაგან სველდება საფლავის ცივ ქვაზე მისვენებით...ბაჩო კი ცხელი ცრემლებისაგან დამძიმებულ თვალებს, ცის კიაფს აყოლებს. მთვარე ლამაზად ჩნდება ვარსკვლავებთან ერთად , შემდეგ კი უბედურებისაგან ღრუბლებში იმალება , თითქოს არ უნდა ამ სურათის შემსწრე იყოს. ბაჩო ყველაზე ლამაზი სიკვდილით ტოვებს დედამიწას, ჭადრის მკვდარ შრიალში და ვარდის ხელში მოსვენებით. მისი სიყვარული გაზაფხულივით იცნის და ზაფხულივით იყურება მეტყველი თვალებით, არ იკარებს ახლოს ზამთარს და შემოდგომა აცვია იმ ლამაზ სხეულზე , რომლიდანაც წითელ-ყვითელი ფოთლები ჩანჩქერივით ასკდება კიდეებს.ცისარტყელები უბრჭყიალებს მოკიაფე თვალის გუგებში და ვარსკვლავებით კანი აქვს დაფარული, რომელიც მთვარითაა განათებული. სიყვარული თბილ ხელებში იკრავს, შემდეგ კი სითეთრეში ორივენი უჩინარდებიან... ჭადარი გულგამსკდარი ბღავის... იქ ,სადღაც, ვარდს დაუღვრია თეთრი სისხლი ,საფლავის ყველაზე ცივ და ამასთანავე , ყველაზე სიცოცხლით სავსე ქვაზე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.