90's. 90- იანელი ( 2)
მთელი ღამე აფორიაქრბული მეძინა,ზოზინით ავდექი ხალათი შემოვიცვი ყავა და სიგარეტი ავიღე და აივანზე გავედი,ისეთი ლამაზი დილა იყო,ფიფქები ეფინებოდა მიწას,მანქანების და ავტოფარეხების სახურავებს,ხეებსაც შემოესხათ ნაბადივით თოვლი და ... - ქეთაა... -იამ ეს ზამთრის დილის სუსხიანი იდილია ეზოდან წივილით დამირღვია. - ამოდი რა გაყვირებს! საძინებელში ჩქარი ნაბიჯებით შემოვედი ,სანამ კარებთან მივედი ,მივხვდი რომ იამ უკვე 4 სართული ამოირბინა და კარებთან აქოშინებული მელოდებოდა. - რა ხდება მშვიდობაა? - ქეთ , მგონი არაა კარგი ამბავი...-სახეზე იას ფერი არ ედო ,სიტყვებს აბდაუბდა ამბობდა,შიგადაშიგ სუნთქვა ეკვროდა და ვიცოდი იას ემოციები ტყუილად არ იქნებოდა ესე, ნამდვილად რაღაც მოხდა. - დაჯექი ია ! დამშვიდდი და მითხრი რახდება? მეც აღარ ვიყავი უკვე მშვიდათ . - გუშინ ღამე გაგა ნახე? - რანაირად იწყებ მოყოლას კითხვებით იქნებ მითხრა რა ხდება?! - გაგას სახელის ხსენებაზე როგორც ყოველთვის ტვინი დამებინდა, უაზროდ დატრიალდა ყველა ფიქრი ერთად, გამახსენდა მისი ნათქვამი რომ ბათუმში საქმეზე მიდიოდა . - ცუდი მოხდა ხო რამე ,არ დამიმალო ია ,ჯანდაბა! სადაა? - იყო თუ არა ,არა გაგაზე ესე არ ვიცი ზუსტად , მაგრამ ჩემი ძმა ვერ არკვევს სადაა , გახსენი გონება გაიხსენე თუ იყო და რა გითხრა სად მიდიოდა ? - ხო იყო, ნასვამი იყო ,ხან ჩხუბობდა ხან ეჭვიანობდა როგორც ყიველთვის ,ხო და თქვა ბათუმში მივდივარ საქმეზე და ამ დღეებში ჩამოვა ! რახდება არ მეტყვი? - დავიძაბე,ვცდილობდი გამეხსებებინა რამე, რა მითხრა კიდევ, თავში ათასი ვერსია მიტრიალებდა თუ რა მოხდა ,იას ძმა, დათო თუ ეძებს ესეგი ცუდადაა რაღაც უჭირს რომელიმეს, რადგან არ არსებობდა საქმე სადაც გაგა და დათო ერთად არ იყვნენ, არა ისიც ვიცი რომ საქმეს რომ იტყვის მე არ მეუბნება ,თორემ ბავშვი აღარ ვარ ვხვდები ამ საქმეში იგულისხმება ან ჩხუბობს, ან ქურდობს,ან იპარავს, ან საქმეს არჩევს ,თუ დასრულდება როდესმე ეს პროფესია თუ რაც ქვია ,არმეუბნება ,არ მესაუბრება ამ თემაზე, რადგან იცის ჩემი აზრი,ის რომ ერთის მხრივ მეშინია ,მისთვის მეშინია ,რომ დაიჭირონ? იქნებ დაიჭირეს! ცრემლები ყელში ბურთებათ გამეჭედნენ,ეხლა ერთი ზედმეტი ამოსუნთქვა და ტირილი წამსკდებოდა ,წინა ღამე მიტრიალებდა თავში,მე ისიც ვერ შევძელი მეთქვა რომ მიყვარს, რომ მის გარეშე ცხოვრებას არ აქვს აზრი, რომ ეს უხეში და ამავდროულად ძაან საყვარელი ბიჭი სიგიჟემდე მიყვარს, გავაწამე ეს თვეები ,არადა ვკვდები ისე მინდა ვუთხრა რომ მიყვარს, როდესაც ის ჩემს გვერდითაა მინდა უბრალოდ მივცე იმის საშვალება რომ მომიახლოვდეს ,ჩამეხუტოს,მე აღარ გავექცე, და მივცე იმის საშვალება რომ გავხდე მისი. მაგრამ არა! სიამაყეს რაუყო მერე ! - ჰალოო,დაგავიწყდი აქ მე! -იამ ,გაკვირვებით შრმომხედა , ჩემს გვერდით ჩამოჯდა - ქეთი, ზაზა თურმე გისატკავებდა დაბლა რომ გახვიდოდი,გაგა დაინახა ალბათ თან აქედან რომ გავიდა ,რამოდენიმე ბიჭთან ერთად იყო, ! დაელოდა ალბათ რომ დარწმუნებულიყო რომ გაგა წავიდა! - აქ რა უნდა! რა ვერ მოვიშორე ეგ ბიჭი! რას გადამეკიდა. - საშინლად ავიჭერი ,სიგარეტს მოუკიდე .. - ია დაბლაა ეხლა! - დათოს უთხარი როგორც კი დავინახე, გაგამ თხოვა დარჩენა ,აიჩემა გაგამ 2 - ჯერ ვცემე არ ა*ვარი და აბაროტს ამიღებს ეგ ბო*ი და შენ უბანში დარჩიო .დათა იმათთან ჩავიდა და მე შენთან წამოვედი. - ღმერთო იჩხუბებენ ხო? ჩავიდეთ? მარტოა დათოც თან. - არა.მგონი უკეთესია თუ არ ჩავალთ.ლაპარაკობენ ალბათ. - მოიცა გადავხედო..სამზარეულოს ფანჯარასთან მივედი, ფარდა ოდნავ გავწიე ფანჯარა შევაღე უკეთესად რომ გამეგო,დათო და ზაზა საუბრობდნენ ,ჩანდა რომ მშვიდად ლაპარაკობდნენ. - ია ისინი ლაპარაკობენ,მგონი სიმშვიდეა, თუ დაიძაბა ჩავალ, ჩემს გამო არ მინდა იჩხუბონ. - გაგა გაგიჟდება,ვერ ეგუება რომ ზაზას უყვარხარ, იმის მიუხედავად რომ იცის რომ შენ არ გიყვარს ზაზა და ხვდება რომ მის მიერ გაქ რძნობები, ჯიუტია და მოვარჯულებო ესე მითხრა ვითომ ხუმრობაში, არადა ვიცი როგორ გიყვარს და რატო ვერ ბედავ თქმას რისი გეშინია? - ია კაი რა ის იმდენ გოგოს მოწონს, რომ არ გრძნობდეს იგივეს ჩემს მიმართ, არ ვიცი რა! იმ დღეს შემთხვევით გავიგე რომ ვიღაც საბურთალოელ ნატას ,ბექა რომ არის ხო იცი გაგას ბიძაშვილი იმის დაბადების დღეზე ვნახე მეც ეს გოგო ერთხელ, გაგას ეფლირტავებოდა და გავიგე რო მოწონს თუ უყვარს თუ რაღაც ასეთი, მე არ შემიძლია ვენდო , მეშინია რომ მიმატოვოს, მარტო მის ცხოვრებას არ ეხება ეს საერთოდ ...ვერ გიხსნი რა!!! - რას ვერ მიხსნი ვხვდები ქეთი ძაან კარგათ,ბევრს მოწონს და თქვი მიდი ,ის არ გიმალავს რომ უყვარხარ,რასაც გრძნობს შენს მიმართ,როცა ეჭვიანობს.აღიარე ჩემთან მაინც .- ეშმაკურად ჩაიცინა იამ. - ხო ვაღიარებ! ჯანდაბა!მე ვეჭვიანობ... ბუზღუნით წარმოვთქვი და თითქოს ოდნავ შერცხვენილმა იას გავხედე ქვეშიდან, - არ დაიწყო ეხლა ღადაობა! - არა ვიცი მივხვდი ,ისე რა სწერვა ხარ დაიტანჯა ბიჭი, გაწამებული გყავს. გადაიკისკისა იამ და ჩემსკენ ახლოს მოიწია თვალებში ჩამხედა და ირონიულად მითხრა: - შენ ისე გაწელავ ,ქორწილში მიხვალ გაგასთან ოღონდ სტუმრის როლში! - და მე ვარ სწერვა???ეს რა ხმაა.. - მგონი ჩხუბობენ... - არაფერი ჩანს აქედან...- ფანჯარასთან მივედი ოდნავ გადავიხარე და დავინახე რომ იქ ზაზა რაღაცას ეუბნება ხმადაბლა და დათომ ... - ჯანდაბა ია დათომ ზაზას დაარტყა! მანქანიდან კიდევ გადმოდიან....მე ჩავდივარ ..მალევე - კარებს მივვარდი,არც არაფერი შემომიცვია იასაც ვეღარ ვხედავდი , კიბეებზე გაწყვეტილი ჩავრბოდი, შეიძლება ითქვას მე და ია ერთმანეთს ვახტებოდით თავზე. სანამ სადარბაზოდან გამოვედით,იქ უკვე ხელჩართული ჩხუბი მიდიოდა . - დათოოო - დაიყვირა იამ და მანქანისკენ გაიქცა, მეც მივყევი ..ზაზა მოწყვეტით დაეცა მიწაზე მეორე დარტყმის შემდეგ ,მანქანიდან ორმა გადმოსულმა წამში დათო გააკავეს ,ზაზა წამოდგა და გიჟივით ურტყავდა მუშტებს დათოს ,დათო მათ მოგერიებას ცდილობდა, ებრძოდა რომ როგორმე მათგან თავი დაეღწია ,მაგრამ უშედეგოდ, ვეღარ ვხედავდი რას აკეთებდა ია ,მაგრამ მისი განწირული კივილი ბუნდოვნათ ჩამესმოდა ყურებში, თვალები დამიბინდდა ,თითქოს ნისლში გავეხვიე, ყველაფერი ერთად ამიკანკალდა შიშით და სიბრაზით ავივსე, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, ზაზას მივვარდი და ვეხვეწებოდი შეჩერებულიყო - ზაზა გთხოვ გაჩერდიიი....ძალიან გთხოვ....დათოს დასისხლიანებული სახე დავინახე, ისე თითქოს გათიშვას აპირებდა დამცინავად ახედა ზაზას. - შენი ბო*ი დედას შევ* ი მე ! - ჩახლეწილი ხმით წარმოთქვა დათომ და ზაზას მორიგ დარტყმაზე გაითიშა დათო, პირველ სართულზე მცხოვრი მოხუცი ქალი ჩუმათ ადევნებდა თვალს ამ მოვლენებს, მერე უცებ კივილით და წყევლით გამოვარდა სახლიდან - თქვენ ამოწყდით ,გაფუჭებულებო, თქვენ არ გაიხა -რ - ე - თ ! რას ერჩით ბავშვს, ამოწყდითთთ !!! ყვიროდა ნათელა ბებო უბანში წყევლით ცნობილი 15 წლის ქვრივი ნათელა ბებო რომელსაც მხოლოდ თავისი უბნის ბავშვები უყვარდა,დანარჩები კი მისი წყევლის სამიზნეები იყვნენ, ბალზე ასულ ბავშვებს ისე წყევლიდა მთელი ორი სეზონი აღარ ისხავდა ნაყოფს. ამ წივილ - კივილზე ,მთელი უბანი გამოვიდა არც ზაზა აკლებდა გინებას, ია მივარდა უყვიროდა. - არ გაპატიებ ზაზა ,ისარგებლე ხო არავინ რომ არაა უბანში ბიჭები!!!არ ეშვებოდა ია და მანქანაში ჩაჯდომის საშვალებას არ აძლევდა, უცებ ზაზა შემოტრიალდა ,ერთმა მანქანა უკვე დაქოქა დანარჩენი ორნი უკვე მანქანაში ისხდნენ, შავი ტროიკის მძღოლი ისტერიულად აბღუილებდა ავტომობილს და თან ზაზას ეძახდა - ზაზა გავედითთთ!!! ძაღლები არ დაგვაყენონ! - ერთი წამით, არ დაუმთავრებია! ზაზა მომიახლოვდა ,რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე ,ხელი ჩამავლო მკლავში, ძლიერად მომიჭირა და კბილებში გამოსცრა: - სიცოცხლეს გაგიმწარებ თუ ჩემი არ გახდები! -წასვლას აპირებდა ,წამიერად შეჩერდა თვალი-თვალში გამიყარა - ხელი გამიშვი მეთქი, - შეუღრინე გამწარებულმა. - სხვა მიყვარსო ხო თქვი ,ხოდა მკვდარია ის სხვა გაიგეეე! მოსიარულე გვამია! ვერ გეყოლება სხვა შეყვარებული ,და საერთოდ ის ავჩალკა გაგა რო მომიქსიე გვეგონა შევშინდებოდი? ამ წუთიდან ხელს ვეღარავინ შემიშლის! - შეტრიალდა მანქანაში ჩახტა ,მანქანქანა ისე მოწყდა ერთ ადგილს კარები დაძვრისას ინერციით მიჯახუნდა.დათოსკენ მივვარდი უკვე იქ ხალხი მოგროვდა სასწრაფოც მოვიდა რათქმაუნდა 2 საათის შემდეგ და საავადმყოფოში გადაიყვანეს დათო მრავლობითი მოტეხილობით . სახში ტაქსით შუაღამისას მოვედით მე და ია ,მარტო ყოფნა არცერთს არ გვინდოდა და ია ჩემთან დარჩა და თან ცოტა არ იყოს იმისიც მეშინოდა ზაზა სადარბაზოსთან არ დაგვხვედროდა, სახლში გულისფანცქალით ავედით, იას საერთოდ არ ეშინოდა კი არა რო ყოფილიყო მოკლავდა ისე იყო გაცოფებული,ყურებში ჩემი გულისცემა მესმოდა ,სანამ სახლში შევედით ჩემი დამემართა. - ია ყავას დავადგავ ,და ცოტა აზრზე მოვოდეთ ხო ,უაზროდ მშია. - ხო მეც ,ღმერთო კიდევ კაი დათო ... -ტირილი დაიწყო იამ.. - საქონლები, ერთი ვერ მოერია და.. - ერთი ნეკნი გატეხილიაქ ,ცხოვრებას გაუმწარებ მაგ გარეწარ ზაზას! - ჩემს გამო ,ღმერთო რა დავაშავე ეს ვის გადავეკიდე, რას წარმივიდგენდი თუ ესეთ რამეს გააკეთებდა,არ უნდა ეცემა გაგას, არ უნდა მეთქვა მეც რომ სხვა მიყვარს ჩემი ბრალია ყველაფერი. - კაი ქეთ დამშვიდდი ავადმყოფია, არ შერჩება ეგ მაგ ნაბიჭვარს ბიჭები გზაში არიან და დარხეულიაქ მაგარი,არ შეარჩენენ მაგას, - მაგის მეშინია მეც . - ისე ზაზა რომ მოვიდა შენთან რას გეუბნებოდა? სახე გქონდა ისეთი შეშინებული. - ვერავისთან ერთად ვერ იქნებიო, ავჩალკა რო მომიქსიეო....შეწუხებული სახით უპასუხე იას - ვინ ავჩალკა გაგაზე თქვა? მაგას ნეტა ცოფიანი ავჩალკა თუ ყავს ნანახი. - კაი გაჩერდი რა ისედაც რა ფსიხია და სულ გადაირევა. - მგონი დღეს ეზიარება მაგ ბედნიერებას. გადაღლილები ნერვიულობისგან ისე ვიყავით ყელში ლუკმაც არ გადაგვდიოდა ამიტომ გამოვიცვალეთ და მისაღებში გადავინაცვლეთ,მთელი ღამე გავათენეთ საუბარში, ისე დაგვათენდა ვერც გავიგეთ, 6 საათზე მე და იამ დავიწყეთ მომზადება საავადმყოფოში წასასვლელად . გაგა არ ჩანდა ჯერ არც ჩემთან არ ამოსულა, უფრო მაგიჟებდა და მაშინებდა მისი ნახვა ,ალბათ მართლა ცოფიანს გავს. საავადმყოფოს ეზოში ჩამოვჯექი სკამზე ,სიგარეტს მოუკიდე, და ვიფიქრე იქნებ ეს ყველაფერი არ ხდება ჩემს თავს და იქნებ გამეღვიძოსთქო ,მაგრამ არა! ვინ დაგაცდის ესეთ უაზრო ოცნებასაც, გზიდან მანქანამ შემოუხვია ისეთი აწყვეტილი შემოვარდა მოსახვევში უკვე ვიცოდი რომ ეს ჩემი ცოფიანი მოვარდა.უაზროდ და უადგილოდ ჩამეღიმა ამის გაფიქრებაზე, მაგრამ ჰო ეს ჩემი ცოფიანი და ფსიხი ბიჭია და ის არავის აპატიებს ჩემს ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას, არც დათოსი და არც იასი, ვიცოდი რომ რაღაც იწყებოდა, და ეს რაღაც არ იყო კარგი ,ისე მინდოდა მივარდნილიყავი ჩავხუტებოდი, გულში ჩავეკარი ,მის სურნელი ისე მინდოდა ჩამესუნთქა თითქოს გულის ცემაც გამიხშირდა ,ეს შეგრძნება ნაცნობი იყო ჩემთვის, ყოველ მის დანახვაზე ისეთი შეგრძნება მეუფლებიდა თითქოს გული საგულედან ამომიხტებოდა,მისი თვალები ხომ საერთოდ მთიშავს მაბნევს, ძალას და ენერგიას მაცლის, თვალი მისი ტუჩებისკენ გამირბის ,მივაშტერდები წამიერად მის გამოყვანილ ტუჩებს ისე თითქოს ეხლა ვეღარ გაუძლებ ვებრდღვნები და ვაკოცებ. მაგრამ არ ვაკეთებ უბრალოდ არ ვაკეთებ. მომვარდა გიჟივით შემომხედა ,ისეთი თვალებით მათვარიელებდა თითქოს ამოწმებდა რომ კარგათ ვიყავი, მერე უცებ ჩამეხუტა ,ხელებს უაზროდ მიჭერდა ,ცდილობდა მკლავებში მოვეგუდე - გაგა მტკენ. - ამოვიკვნესე ხმადაბლა. - შენ არ ინერვიულო ქეთ, გესმის?ყველაფერს გამოვასწორებ. ეხლა სახლში გაგიყვანენ ბიჭები შენ და იას "დალშე " ჩვენ მივხედავთ.- დაიხარა მის ხელებში წამებში მოექცა ჩემი სახე და დაიხარა თვალებში ჩამხედა...და აი ისიც ის საშინელი მომენტი როცა აზროვნება დაკარგული მის სუნთქვას ვგრძნობ, მისი სუნამოს სურნელზე დამოკიდებული ნარკომანივით თვალები დავხუჭე, უცბად გავახილე ,რას ვაკეთებ! რა ჯანდაბას ვაკეთებ! თითქოს გაგა მიხვდა, თითქოს კი არადა დამწვა, გასწორებულში სახით გამიღიმა, ეხლა ამ წუთას ის მიხვდა, მე გრძნობებში დავიწვი უთქმელად, ისე რომ სიტყვაც არ მითქვამს,გამოვაშკარავდი, და გულზე მომეშვა ცოტა, დაიხარა შუბლზე მაკოცა - ჩემი სულელი გოგო.- ჩაიჩურჩულა თავისთვის. სახლში მოვედი წყალი გადავივლე პირსახოცი შემოვიხვიე და სამზარეულოში გამოვედი ყავის დასალევად, უკვე საღამოვდებოდა და ალბათ იაც აღარ გადმოვოდოდა დღეს, მეც ვერ გავალ გვიანია თან ძალიან, ძალიან ძალა გამოცლილი ვარ,ვგრძნობდი რომ გაგა მოვიდოდა, ველოდებოდი და შინაგანად ვფორიაქბოდი ,როგორაა დათო, გაგამ რა ჰქნა ნეტა,ყველაფერი კარგათ დამთავრდებოდეს.საძინებლეში გავედი სახლის ტანისამოსი ჩავიცვი, და მისაღებში ტელევიზორი ჩავრთე "mtv" ზე dido ს და Eminem is კლიპი გადიოდა, სიგარეტს მოუკიდე თავქვეშ ბალიში ამოვიდე და თვალები მებნიდებოდა,გავითიშე სამყაროსგან ,ძილს ვეღარ ვებძოდი , უცებ მამაკაცის ხმა ჩამესმა ,კარების მიღმა ვიღაც ღრიალებდა : - ქეთა გააღეეე!!! ‐ ელდა მეცა, ეს ხომ ზაზას ხმა იყო, ჯანდაბა აქ რას აკეთებს, რა ვერ მოვიშორე, მერე თავში დამარტყა გაგა უნდა მოსულიყო, ეხლა რომ მოვიდეს? აქ საშინელება დატრიალდება ,გული გაგლეჯვას მქონდა კარებთან მივედი ფრთხილი ნაბიჯებით - ვიცი ის ავჩალკა გიყვარს! პრინციპის საკითხია, თუ მას აირჩევ დავბრიდავ ბო* იშვილი ვიყო. - კარებზე ბრახუნი განაგრძო ,უფრო და უფრო შორს ისმოდა ეს ბრახუნი, გასაღები გადავატრიალე და ის იყო უნდა გამეღო რომ ....უცებ წამოვხტი , - ჯანდაბა სიზმარი ყოფილა,პირჯვარი გადავიწერე და მესმის კარებიდან გაგა იძახის: - ქეთი მე ვარ გააღე. გულზე მომეშვა ეს კოშმარი სიზმარი რომ იყო,გახარებულმა კარებთან მივირბინე,გავაღე ისე გამიხარდა მისი დანახვა ,ასე დაუფიქრებლად ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცებ,დავიბენი,ისიც.... ძალიან უხერხული მომენტი იყო ზღურბლთან,როგორც ყოველთვის ასეთ მომენტებში ისე ხდება ხოლმე რომ რასაც ვფიქრობ ხმამაღლა ვამბობ ,რა თქმა უნდა დაუფიქრებლად,გაუანალიზებლად და უხერხულ სიტუაციაშიც თავად ვიგდებ თავს,მე ისევ ესე ჩახუტებული შევრჩი ,რამოდენიმე წუთი ესე ვიყავით ,მისი თითები ვიგრძენი როგორ მეხებოდნენე თმებზე - გელოდებოდი...უთხარი ხმადაბლა. და ალბათ გავწითლდი. - ჩემი გოგო...თვალებში ჩამხედა, ვგრძნობდი როგორ ეხებოდნენ მისი თითები ჩემს ბაგეებს, მოძრაობაც აღარ შემეძლო ,გაშეშებული ვიდექი და მორჩა ვიგრძენი რომ ვეღარ ვუარყოფდი მის სიყვარულს, აზრი აღარ ქონდა დავიწვი,გრძნობები გამოვააშკარავე, მინდა უთხრა რომ ..ხოოო მიყვარს ,რომ ყოველ წამს მასზე ვფიქრობ ,დიახაც ვეჭვიანობ, რომ ვეღარ შევძლებ ვერც საკუთარი თავის წამებას და ვერც მისას.უცბად შემოვტრიალდი სახლში შემობრუნებას ვაპირებდი სამზარეულოში დამეწია, ზურგიდან წელზე ხელები შემომხვია,თავისკენ მიმიზიდა და ნიკაპი მხარზე ჩამომადო ,მთელ მის სიმძიმეს ვგრძნობდი მის მხარზე, - გაგა,მეტკინა ... - ნუ ბუზღუნებ. - თავისკენ შემომატრიალა ისე რომ წელიდან ხელები არ მოუშორებია,.. - მიყვარხარ ,გესმის? შენ ჩემი ხარ,რატომ მაწამებ,რატომ არ მეუბნები? - რას ? -უპასუხე ღიმილით, აღარ ვაპირებდი დამალვას უნდა მეთქვა რასაც ვგრძნობდი. - ქეთ ,საერთოდ არაფერს არ გრძნობ ჩემს მიმართ? მითხარი რომ არა და პირობას გაძლევ უკანასკნელად მხედავ. - ამღვრეული ხმით მითხრა მან. -ანუ თუ არაფერს არ ვგრძნობ მეგობრობაც აღარ გინდა? ამას ამბობ? - შიგნიდან ის ჩემი მეორე მე ,ცოტათი ეგოისტი, ცოტათი გადარეული მე სხვა რამეს გრძნობდა და სხვას ამბობდა, მსიამოვნებდა სადღაც გულის სიღრმეში ის რომ იბრძოდა ჩემთვის, რომ ფიქრობდა,ეჭვიანობდა, ვაწამებდი და ესეც კი რაღაც მომენტში სიამოვნებას მგვრის. - რა მეგობრობა! მეკაიფები?! - ცივად გამიშვა ხელები გაგამ, სკამზე ჩამოჯდა ,ქვემოდან ამომხედა და მითხრა: - მიყვარხარ მეთქი და შენ რას მეუბნები , იქნებ სხვა გიყვარს! აჰა? - ტონა აუწია გაგამ - რა სისულელეა ! საიდან მოიტანე? გავიფიქრე იქნებ მაშინ ის სისულელე რომ ვთქვი აი სად დამხვდა, ვინ მექაჩებოდა ენაზე. - ჩემს თავს უბრაზდებოდი. -იცი საიდანაც ! ვისზე თქვი ვინ სხვა გიყვარს? - არავინ გეფიცები ,ისე ვთქვი სხვაზე არ მითქვია. - რა? ეს რა თქვი როგორ გავიგო, - ო ღმერთო ეს რა დებილობა წინადადება ვთქვი ,მგონი ჯობს საერთოდ გავჩუმდე, გავიფიქრე და .. - ამიხსნი რაც თქვი?ქეთი დავიღალე ,გესმის დავიღალე ერთი წელია აღარ ვიცი რა ვქნა, არც იმას მეუბნები არც არას, არ შემიძლია შენთან მეგობრობა ,მიყვარხარ,მაგრამ თუ ესე გაგრძელდება მოვაგვარებ იმ ნაბო* ვრის ამბებს და მერე ვეღარ მნახავ.ეს გინდა? - არა მე არ მინდა ესე. - აბა როგორ? გამარკვიე -ხო.. - რა ხო ? - ხო მიყვარხარ...არ მინდა რომ წახვიდე, არასოდეს არ წახვიდე, მე..მიყვარხარ,ეს შენზე ვთქვი ..-ცრემლები თავისით წამოვიდნენ , კიდევ რაღაცეებს ვბურტყუნებდი მაგრამ, მეც ვეღარ ვიგებდი რას,გაგა უცებ წამოხტა სკამიდან ჩამეხუტა სახეს გააფთრებული მიკოცნიდა ხან გაჩერდებოდა თვალებში მიყურებდა და ისევ აგრძელებდა , - მიყვარხარ, ჩემო პატარა ,ნუ ტირი გთხოვ ,მიყვარხარ,რატომ გამაწამე,რატომ არ მითხარი, -გაფაციცებით მიყურებდა,თითქოს პასუხს ელოდა,მაგრამ აღარ შემეძლო არაფრის თქმა, დავნებდი საკუთარ გრძნობებთან ბრძოლას . ტყავის ქურთუკში ქვეშ ხელები შემოვხვიე, პირველად ვგრძნობდი მის სხეულს ესე ახლოს , ვგრძნობდი მის სურნელს ის რომელიც მე მაგიჟებს,ვიგრძენი ჩემს ზურგზე მაიკის ზემოდან როგორ დასრიალებდა მისი ხელი,ტანში ჟრუანტელი მივლიდა, თითისწვერებზე ავიწიე ვერ მივწვდი მის ბაგეებს, თბილად გაიცინა და ხელში ამიტაცა - დამსვი... -პირველად შეეხო მისი ბაგეები ჩემს ბაგეებს, ვეღარ ვეწინააღმდეგებოდი, ნელ-ნელა ჩამომსვა ,თან მეალერსებოდა, ჩემი ხელები ახლა უკვე მისი მაისურის ქვეშ აღმოჩნდნენ, მის სხეულს პირველად ვეხებოდი,თითები მისი მუცლის პრესზე თავისით მოძრაობდბენ, ისე ვგრძნობდი პრესის კუბიკებს გამოკვეთილად ,შემეძლო დამეთვალა.უცებ გაგამ ხელი დამიჭირა.. - ეს რა არის გაგა? - ვიკითხე დაბნეულმა. - არაფერი ,- თქვა და უცებ მოშორდა,უკან დაიხია მაისური გაისწორა. - ყავა დამიდგი რა , აივანზე სიგარეტს მოვწევ ,გასასვლელივარ თან მელოდებიან ბიჭები. - გაგა შენ რა! გაგაა შემომხედე. - უცებ გამოვედი ეიფორიიდან და სიბრაზის პიკზე მივედი ,დაჟინებულად მოვითხოვდი ეთქვა რა იყო ეს,ის კი სიგარეტს ეწეოდა და მიმტკიცებდა რომ არაფერი. - როგორ არაფერი? ეს ხომ იარაღია?! რათ გინდა ?! გთხოვ მაგით არ წახვიდე, შენ ეხლა გაბრაზებული ხარ ,არ წაიღო გთხოვვვვ .არ მისმენ? - ქეთი დამშვიდდი ,ამას არ შევარჩენ , კაცს მარტო დახვდნენ ეგ ბო*ები ,და შენ რას მეუბნები გგონია მარტო მოვლენ, - რეებს ამბობ გაგა ! კაი გთხოვ არ გინდათ რა.მე დაველაპარაკები ზაზას. - შენ თუ გინდა ვინმე მომაკვლევინო თქვი! ა-რ-ც გაბედო ,არასოდეს მასთან მიახლოება გაიგე! - სიგარეტი ჩააქრო - ლევან გამოვდივარ, ბექა გაემზადოს! - გადასძახა ბიჭებს აივნიდან გაგამ. - გაგა არ წაიღო გთხოვ .- კარებში შემოტრიალდა ,ნიკაპზე თითები მომიჭირა და ტუჩებში ვნებიანად მაკოცა. წავიდა ...ისტერიული "იზმენა " დამეწყო ,ეს რა შარში ვარ,და ჩემს გამო ეხლა ერთმანეთს გადაეკიდებიან ,ვერ გავიგე რა ვქნა,ზაზას რომ მარტო დაველაპარაკო ? მეშინია თან გაგა მე მომკლავს ალბათ, თუ შეხვდებიან ერთმანეთს გაგა ეტყვის ჩემი შეყვარებულია ,ან სულ გაგიჟდება ან დაიკიდებს,დათოც სავადმყოფოშია ,ღმერთო რა შარში ვარ მეც და ესენიც შარში ჩავყარე. ქარი ისე წუოდა ქუჩებში, ანგრევდა ყველაფერს, სახლშიც კი შემოაღწია ამ წუილმა, უცებ წამოვხტი .. - ჯანდაბა ! ჩამეძინა.- ია მელოდებოდა თორმეტ საათამდე იქ უნდა ვყოფილიყავი,ეხლა არის თორმეტი და მე ჯერ არც ჩამიცვამს, ტანისამოს ჰაერში ვისროდი ,სარკესთან მივედი , ვცადე ამ ხუჭუჭა თმისთვის რამე მომეხერხებინა, სპირალებივით დახტოდნენ პრუჟინები აქეთ -იქეთ ,ამის სწორების დრო არ მქონდა, დათო ალბათ უკვე გამოწერეს და სახშია, თან აი უკვე მესამე დღეა გაგა არ გამოჩენილა, გაგიჟებას ვარ, ვერც ვერავის ვეკითხები, სახლშიც ორჯერ დაურეკე და არ მიპასუხა, იქნებ რამე მოხდა, რეებს ვფიქრობ, თან იასთვისაც არ მითქვია იმის შესახებ იმ დღისით რაც მოხდა. უკვე სუფრა იშლებოდა, იასთან და დედამისთან შევედი სამზარეულოში, თან ვფიქრობდი თუ ბიჭები მივიდოდნენ გაგას ამბავსაც გავიგებდი.დათოს ამ მდგომარეობაში ვერ ვკითხავდი ისედაც ჩემს გამო დაემართა ეს. - დათო როგორ ხარ? რამე ხომ არ მოგიტანო? - გვერდით მივუჯექი დათოს. - არა ქეთი,მადლობა.შენ როგორ ხარ? შენ და ია ზე ვნერვიულობდი. - არა დათო მაპატიე ჩემს გამო რომ მოხდა ეს . - ნუ ნერვიულობ ქეთა, მარტო შენი ბრალი არაა ,შენც ხომ იცი ვმტრობდით ისედაც ერთმანეთს, ეხლა უბრალოდ ზედმეტად შეტოპა. - დათო გაგა სამი დღეა არ ჩანს,არც მოსულა, სახლშიც დაურეკე..- ვუთხარი გულგატეხილი ხმით - არ მჯერა შემომხედე...- ნიშნის მოგებით მითხრა. - რა არ გჯერა - როგორც იქნა ! გაგამ გალბო შენი ყინულიანი გული? გადაიხარხარა დათომ - დათო გეყოფა .- დავიჯერო ესეთი შესამჩნევი იყო? გავიფიქრე და იას ვეძებდი თვალებით საშველად . -ია გეს მის და აქ რახდება ? როგორც იქნა მგონი გაგა და ქეთა ... - დათო ენა გააჩუმე.- უყვირა იამ დათოს. - მოიცა ბიჭები მოვიდნენ, დაასრულეთ სუფრის გაწყობა?დათომ ჩუმად ყურში ჩამჩურჩულა : - ნუ ნერვიულობ მოვა, კარგათაა. გულზე მომეშვა , ბიჭებს მივესალმე და იასთან გავედი სამზარეულოში ია იქ გესმის რას ლაპარაკობენ ,თუ იცი რახდება ? - ხო ვერც მე ვერ გავიგე რამდენჯერაც შევდივარ ჩუმდებიან. - გაგა იყო ჩემთან რო ჩამოვიდა ,და .. - ეგ რატო არ ვიცოდი? - ხო აღარ გაგაწამებ დიდხანს და გეტყვი როოომ - ქეთი გწყვიტავ ეხლა! - ხო კაი გეტყვი, მე უთხარი მას ჩემი გრძნობების შესახებ. - რაააა? სერიოზულად? როგორც იქნა , ხო დავიწვით ყველა მაგ ბიჭის ცოდვით. - ხოდა ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ... - ღადაობ? შენ ეს გააკეთე ? არ მჯერა! გადაიკისკა იამ - ჩუ მოიცა გოგო ,გესმის? შენ კისკისში არაფერი მესმის! - რა დროს ესაა ? ანუ შეყვარებულები ხართ?ძაან მაგარია. - ხო რაღაც ასეთი. - ჩამეღიმა და მას პირზე ხელი ავაფარე. - ბექა ძმაო გაგა შეხვდა იმათი სასტავიდან ერთს და "სტრელკა " დადეს ,დათომ ჩაახველა და გააგრძელეს: - რამდენი არიან? იკითხა დათომ. ბექამ ლევანს გახედა და თქვა: - ჩვენ მეტნი ვიქნებით. - ტრუპია ეგ. - თქვა ლევანმა და შემდეგ ვეღარ გავიგე. - გესმის ია ? " სტრელკა" ო , გავაფრენ დაღდად, რა საჭიროა ,უნდა დაველაპარაკო გაგას ან იქნებ... - ეგ იქნებ დაივიწყე, შენ რა ავჩალკის არ გეშინია ? - გაიგოს ეგრე რო ეძახი ია და შრატი გექნება გასაკეთებელი. - უაზროდ გადაიკისკისა იამ - წამო ქეთ ჩვენც დავსხდეთ, ეხლა შენი გაგა მოვა რაშით,- ირონიულად წარმოსთქვა იამ და თვალები უკან გადაატრიალა. - იცი რა ია მე რო მეკაფები, ბექას ვკითხოთ იქნებ .... - აღარ გააგრძელო ,გოგო დათომ არ გაიგოს! - მე თუ მკითხავ გაგიგებს დათო ,ბექა კაი ბიჭია. - სერიოზულად ,ქეთ ის ზედაც არ მიყურებს. - თავი ჩაღუნა იამ - კაი გთხოვ არ დაიგრუზო , უყვარხარ იმასაც ოღონდ ჯერ არ იცის მან ამის შესახებ. - ყოველთვის ნახულობ საშვალებას რომ გამაღიმო - შენც ენძელაა - როდის გადაეჩვევი ამ "კლიჩკ"ების დარქმევას . სანამ ჩვენ ერთმანეთს საყვარლად ვეიაზვებოდით, გვერდით ოთახიდან გაგას ხმა შემომესმა: - გაუმარჯოს ბიჭებს! მერე რაღაცეებს ლაპარაკობდნენ,ვბორძიკობდი შევიდე თუ არა, იქნებ არ უნდა ჩემი ნახვა,იმ ღამის მერე აღარ მოსულა იას გავხედე და გულჩაწყვეტილი ხმით უთხარი, -რო ვაკოცე მეც მაგიტომ არ გამოჩნდა ეს დღეები? - ერთი წამით დანაკვირდა ია და შემდეგ დამაჯერებლად მითხრა: - გაგა? კაი რა რა პარანოიკი ხარ! სუფრას მივუახლოვდი,გაგა ჩემსკენ ზურგით იდგა, დათო დალოცა, ჭიქა არყის გამოცალა და მაგიდაზე დაახეთქა. - ქეთ, მოდი აქეთ დაჯექი.- გაგამ ხელი ჩამკიდა და მის გვერდით ჩამივჯექი. დიდი ხანი თავს ვიკავებდი, ხმას არ ვიღებდი, მერე როდესაც ყველამ ცოტ-ცოტა დალია , გაგას გადაუჩურჩულე: - სად იყავი ეს სამი დღე.? - ნერვიულობდი ჩემი გოგო. - ხო როგორ ფიქრობ ,სახლშიც დაგირეკე. - საქმეებს ვაგვარებდი, მაგრამ ეხლა აქ ვარ ,არსად არ მივდივარ. სუფრის ბოლოდან იას დაკარგული გამოხედვა დავიჭირე ბექას რომ უმზერდა , ერთ მომენტში ბექასიც -ყავას დავლევ ია და გავალ უკვე მე გვიანია. - ვთქვი მე და ადგომას ვაპირებდი იას დასახმარებლად -იყავი ქეთ, მე გავაკეთებ . - ბიჭებო თქვენც ხომ დალევთ? რამოდენიმემ მოითხოვა ყავა , იამ ნამცხვარი და ყავა შემოიტანა და სათითაოდ ჩამოარიგა, ვხედავდი ბექას რომ მიუახლოვდა , როგორ უაზროდ აცანცარებდა ყავიან ფინჯანს და საბოლოოდ გადაასხა ზედ.. - მაპატიე ბექა, რა მოუხერხებელი ვარ! - აბუზღუნდა ია - არაფერია ნუ ნერვიულობ,-გაუღიმა ბექამ. წამით თავალი გაუსწორეს ერთმანეთს, ია დაიბნა და ჩემს გვერდით დაჯდა - იქნებ დარჩე აქ ? გვიანია მაინც, თან შუქიც წავა მალე . - არა არა , წავედი .- ყველას დავემშვიდობე და გაგაც წამოდგა დაემშვიდობა ყველას მადლობა მოუხადა და კიდევ გააგრძელეს საუბარი, მე ქურთუკს ვიცმევდი როდესაც გაგას ხმა გავიგე: - ქეთი დამელოდე, უჩემოდ არ წახვიდე. მეც გავჩერდი კარებში ,ორი წამით დაველოდე არ დაადგა საშველი გამოსვლას და მეც კიბეებზე ჩავედი - დაელოდე გოგო ,ნასვამია და გაჭედავს. - მითხრა იამ - დამეწიეე, - დავუძახე გაგას და გზა გავაგრძელე. სადარბაზოდან გამოვედი და კიბეებზე მძიმე ნაბიჯების ხმა მომესმა, - სად მიდიხარ? ხომ გითხარი დამელოდეთქო, ამ შუაღამისას მარტო აპირებდი წასვლას? - ნასვამი ხარ გაგა! თან შენზე ნაწყენი ვარ, სამი დღეა არც მიკითხე ,იმის მერე რაც,- ვთქვი და გავჩუმდი ,შემრცხვა მეთქვა რაც გამოგიტყდი სიყვარულშითქო . -მოიცადე, გაჩერდი ! რატომ ბრაზობ - არ ვბრაზობ. -ავიდეთ და სახლში ვილაპარაკოთ. კიბეებს ზოზინით აუყევი , სანამ კარებს გავაღებდი შემოვტრიალდი : - გაგა ნასვამი ხარ და, დარჩები ხო ალბათ. - კი დავრჩები ,- მისაღებში შევედით აივანზე გავიდა გაგა სიგარეტს მოუკიდა და ერთი ღერი გამომიწოდა ,მეც გავყევი აივანზე, ანთებული სანთებელა გამომიწოდა - მე დივანზე გამიშალე.. - ირაკლის ოთახში დაწექი თუ გინდა. -არა იყოს აქ დავიძინებ, მაინც ადრე უნდა ავდგე და აღარ გაგაღვიძებ ,გასაღები მაგიდაზე დამიტოვე და რომ გავალ გარედან დავკეტავ, - არა ერთი გასაღები მაქ,გამაღვიძე და მე დავკეტავ კარებს - დამიტოვე ადრე გავდივარ და მალე მოვალ ვერც გაიგებ სანამ ადგები აქ ვიქნები კაი - კაი ხო. მთელი ღამე ვფორიაქობდი, თვალი ვერ მოვხუჭე, ეხლა ჩემთან დივანზე გაგა იწვა , იქ ეძინა ,მინდოდა გავსულიყავი უბრალოდ საოირისპირო მხარეს დავმჯდარიყავი და მეყურებინა როგორ ეძინა. დილის 5 საათი ხდებოდა გამოვედი, მასთან ახლოს მივედი ,სახეზე ფრთხილად შევეხე , - რატომ არ გძინავს? მკითხა ნახევრად ძილბურანში მყოფმა , -ვერ ვიძინებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.