90's. 90- იანელი
90's. 90 - იანელი. * 1 * ისევ შუქი წავიდა,როგორ დამაწყდა ნერვები...ალბათ დილამდე აღარც მოვა...სამზარეულოში გავედი ლამპით ხელში და გაზზე ყავა დავადგი ,სიგარეტს მოვუკიდე და ვიფიქრე იქნებ იასთან ავიდე ან იქნებ თვითონ ჩამოვიდეს, მაგრამ ამ სიბნელეში....ყავაც მზადაა ,იქნებ კარგი მომენტიათქო წერისთვის, როდესღაც ხომ უნდა დავასრულო ეს წიგნი, კალამი ავიღე ერთ ღერს კიდევ მოვუკიდე და ის ის იყო წერა უნდა დამეწყო რომ კარებზე საშინელი ბრახუნით ვიღაც ცდილობდა თითქოს კარების შემომტვრევას, " ვიღაც " რა ალბათ გაგაა ... - ქეთი გააღეეე! - მაცადე ვაღებ!!!! -გასაღები გადავატრიალე კარები ოდნავ გავაღე და ცოტა შეშინებულმა და დაბნეულმა შევათვალიერე. - ნუ ჩამოიღე კარები,ვაღებ! - სად ხარ! რატომ არ აღებდი? - შენ რა ნასვამი ხარ? - იქნებ შემომიშვა? თუ აქ ვილაპარაკოთ. - ხო შემოდი, დალევ ყავას? - არა იყოს ,დღეს სად იყავი ? - რა ჯანდაბა გჭირს გაგა ?!რატომ ხარ ესეთი აგრესიული! - არ მეტყვი სად იყავი? - ოდნავ დამშვიდდა და ხელი მომკიდა ხელზე თვალებში შემომხედა თავისი ცისფერი თვალებით ვიფიქრე ეხლა მოვკვდებითქო, მაგრამ მალევე გონზე მოვედი და სიამაყემ მძლია. - ლიკას დაბადების დღეზე ვიყავით მე და ია, რატომ ბრაზობ ვერ ვხვდები გაგა...- ჩურჩულით წარმოვთქვი და თავი დავხარე თითქოს რაღაც დავაშავე, ყოველ შემთხვევაში ასე თვლიდა გაგა. - გეთქვა და წაგიყვანდი ! მარტო რატომ წახვედი . - გაგა ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ უკვე ამაზე,ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ, რატომ ცდილობ ყოველთვის გააკონტროლო ჩემი ცხოვრება. - ქეთი რატომ ! მითხარი რატომ!ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ? თვალებში შემომხედე და მითხარი! - გაგა სჯობს წახვიდე, იცი შენ ძაან კარგათ რასაც ვფიქრობ! - რას ! რატომ მექცევი ასე! ვიცი რომ გიყვარვარ ! - წელზე ხელები მომხვია ,თავისკენ მიმიზიდა და ისე ახლოს ვიყავი მისი გულის ცემა მესმოდა ვგრძნობდი მისი გულის ფეთქვას,ძალა მეცლებოდა ,მუხლები მეკვეთებოდა... - გაგა შენ ხომ იცი არ შემიძლია, არ გამოვა შენ სხვა ცხოვრება გაქ ,შენ ხომ იცი რაზეც ვსაუბრობ . - ქეთი ...გთხოვ კაი რა შენ ზიანს არასოდეს მოგაყენებ ხომ იცი, ვერ შევიცვლები, ვერც ამ გრძნობას შევცვლი შენს მიმართ. - არ შემიძლია გაგა ეს ძველი ბიჭი შეყვარებული ,სულ შარში ხარ და იმ დღეს გახსოვს თუ გგონია არ ვიცი ცდები ზაზაზე! რა საჭიროა ესეთი აგრესია ! შიშით გამარჯობასაც აღარ მეუბნება. - ვინ გითხრა ზაზაზე შენ ,ან რა გითხრეს?! და საერთოდ დაიმსახურა! ხელიდან გამომგლიჯეს თორემ მეტსაც იმსახურებდა! - შენ რა ხუმრობ?! შენ თვითონ თუ გესმის რასაც ამბობ! შენ მას ხელი დაარტყი და ეხლა აქ ხარ და სიყვარულს მეფიცები. - გოგო რა არ გესმის,კაი გინდა ამაზე ვილაპარაკოთ კაი ეხლა კარგათ მომისმინე და მეტჯერ აღარ გავიმეორებ ზაზას მოხვდა იმის გამო რომ, მოწონხარ თურმე ბიჭს!!! გაიგეეე ! შენ მოწონხარ ! ეს როგორ გამიბედა ! ! - მან სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა სახეზე ხელით ნაზად შემეხო და ოდნავ თბილად და ოდნავ განერვიულებული ხმით ჩამჩურჩულა: -ვერავინ ვერასოდეს ვერ გაბედავს ვერც შენ შეყვარებას, ვერც მოწონებას, ვერც თვალის გამოყოლებას! ან ჩემი იქნები ან არავისი !!! ეხლა უნდა წავიდე გვიანია და რამოდენიმე დღე არ ვიქნები ბათუმში საქმეზე მივდივართ ,ჩამოვალ და მერე სადმე წავიდეთ კაი?. - ბოლოს ცოტა დამშვიდდა დაიხარა შუბლზე მაკოცა ,ჭკვიანათო მომაძახა და კარები გაიჯახუნა. -კარები გადავკეტე, საძინებელში გავედი ,საწოლზე გადავწექი და საგონებელში ჩავარდი: - ვფიქრობდი საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და ყოველთვის ესე იყო,ერთ უბანში გავიზარდეთ იმის მიუხედავათ რომ ის ჩემზე უფროსი იყო 5 წლით ,ის ყოველთვის მიცავდა, ყოველთვის ჩემს გვერდით იყო,მე-9-ე კლასში რომ ვიყავი,მაშინ შევამჩნიე როგორი სიმპათიური იყო გაგა,მაღალი ,ნავარჯიშები,ცისფერი თვალებით,გოგოების რისხვა,ყველას უყვარდა,რამოდენიმემ ვენებიც კი გადაიჭრა მის გამო,შეიძლება ითქვას 90-იანების სენი იყო ვენების გადაჭრა რაც სრულ სისულელედ მიმაჩნდა,არც ის იყო გულცივი ჩემს მიმართ,უფრო ხშირად ეჭვიანობით და ჩხუბით გამოხატავდა, მაგრამ მაინც მიყვარდა , სიგიჟემდე მიყვარდა ძველი ბიჭი და ვიცოდი რომ მისი ცხოვრება თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ბოლოს მომიღებდა,განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც ვეტყოდი მას ჩემი გრძნობების შესახებ,ამიტომ მეგობრობა ვარჩიე,ერთხელ სკოლიდან მოვდიოდი,გაგა უბანში ბიჭებთან ერთად იყო ჩემს სადარბაზოსთან,მივესალმე ყველას და ამ დროს ია გამოვიდა სადარბაზოდან: -მეგონა ცუდათ იყავი და მაგიტომ არ წამოხვედი სკოლაში. - უთხარი იას და სადარბაზოში ერთად შევედით. - არა ქეთა პროსტო დამეზარა, თან ერთი სული მქონდა როდის მოხვიდოდი,რაღაც გავიგე და რამის სკოლაში მოგაკითხე! - ეშმაკურად ჩაიცინა იამ და ჩემი სახლის კარებთან შეჩერდა. - მეტყვი რა მოხდა? -გააღე და გეტყვი! -თან სიცილით კვდებოდა ია . - აჰა გავაღე ,შემოდი ,მე ყავას დავადგავ და შენ მომიყევი კაი?... - მოკლედ ქეთ ... ეს გაგას ეხება..არ ვიცი როგორ გითხრა ... - ია ...მითხარი ნუ დამძაბე რა მოხდა? გაგა რა?? - გაგა იყო დღეს ჩემთან ამოსული ,მითხრა რომ ზაზა ჩვენი პარალელური კლასელი .. - ზაზა? ზაზა რა შუაშია... - ხო თავში ზაზას უთქვია ბიჭებთან რომ შენ სიყვარული აგიხსნა..და . - მოიცა გოგო ეგ ხო ისედაც იცი? მე არ მოგიყევი? სიყვარული ამიხსნათქო და მე ვუთხარი სხვა მიყვარსთქო , იმან კიდე მე მაინც მიყვარხარ ო, რა იდიოტია! - ხო !!! მაცადე!!! მოკლედ გაგამ გაიგო გესმის? - რა?? ანუ, მერე ? გაჭედა ხო?ღმერთო ჩემო მეც რომ ვთქვი სხვა მიყვარსთქო ისიც იცის? არ მინდა მიხვდეს მასზე რომ ვთქვი,იცოდე შენს გარდა არავინ იცის.მიტყდება რომ გაიგოს ,იმას რომ არ უყვარდე... - არ მითქვია მე არაფერი ,მაგრამ ხვდება და დამიჯერე მასაც უყვარხარ ეხლა ზუსტად ვიცი,ზაზა უცემია და შენთან მოახლოება აუკრძალა,მერე ჩემთან ამოვიდა და მითხრა რომ შენთან სალაპარაკო აქ და მთხოვა რომ დაგელაპარაკო,მას რომ შეხვდე,სალაპარაკო მაქო! ხვდები? - ვერა .... რა უნდა მითხრას? - ნუ გამაგიჟე რას ვერ ხვდები! - ვითომ?... ია, იქნებ ცდები და არ უყვარვარ და ჩემი ძმის პონტში მაქცევს ყურადღებას. - კაი რა ქეთი, არ მჯერა მე მაგის,ვნახე მისი სახე ზაზაზე რომ მითხრა როგორი აჭრილი იყო,ეჭვიანობს,მისმინე ამოვა ეხლა და წავალ მე და მომიყევი . - არა ,არა მისმინე არ ვარ მზად,არ შემიძლია ეხლა, მოდი გამოვიცვლი და გავიდეთ სადმე გავისეირნოთ კაი ? - კაი ხო ,მიდი გელოდები, როგორც ჩანს შენს ტვინს განიავება ჭირდება! -ზედმეტად ხმამაღლა გადაიკისკისა იამ. - 5 წუთი მინდა... -დავიძაბე მთელი სადარბაზო უნდა ჩავიარო და გაგა სადაც ბიჭებთან ერთად იდგა იქ უნდა გამევლო მაგრამ რომ არ გავიდე ის ამოვა ამიტომ ძალა მოვიკრებე და იას ვკითხე: - ია იქნებ სახურავიდან გადავიდეთ? - შენ რა სერიოზულად გააფრინე? როცა იქნება ხომ მაინც უნდა შეხვდე როცა იქნება , რამდენი ხნით დაემალები? - ხო,მართალი ხარ, კაი ხო გავჩუმდი. - რა სახე გაქ გეგონება ომში მიდიხარ... - ნუ კისკისებ ...!!! ნერვები მეწიწკნება - ხო , ხო კაი დამშვიდდი, აი ისიც ქეთა მგონი ჩვენსკენ მოდის...აბა შენ იცი.. - არ დამტოვო.. ხმას აღარ გაგცემ - გოგოებო როგორ ხართ? საით მიდიხართ?- სახეზე გაგას აშკარად ნერვიულობა დაეტყო. - სასეირნოთ გაგა,-უპასუხა იამ და გზა გააგრძელა . - ქეთა შეიძლება სალაპარაკო მაქ.. - იცი ეხლა მეჩქარება ..გაგა სხვა დროს..- წასვლას ვაპირებდი რომ ხელი ჩამკიდა ...მე ვცადე ხელი გამეშვა მაგრამ უფრო მაგრად მომიჭირა ხელი ხელზე და მითხრა: - ქეთა გთხოვ...თავს რატომ მარიდებ,ხომ იცი სათქმელი მაქვს... - არ გინდა სხვა დროს რომ ვილაპარაკოთ? - არა ეხლა! - ხმაში ბრაზი გაერია და მეც დავიძაბე ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი... - რა გაყვირებს.... - ხმა უფრო ჩაეხლიჩა,სახეზე ვენები დაებერა და ისეთი სახე ქონდა მხოლოდ მისგან მალე გაქცევაზე ვფიქრობდი. - მაპატიე , არ მინდოდა...ქეთი იცი რა მისმინე აღარ შემიძლია ესე.. - ხელი გამიშვი გაგა! - კარგი და მომისმინე...- დაიყვირა გაგამ, იაც შეჩერდა შეშინებული ჩვენსკენ წამოვიდა ,ბიჭებიც ჩქარი ნაბიჯით წამოვიდნენ ჩვენსკენ ,გაგა უაზროდ ყვიროდა ,მანჯღრევდა და აგრესიასთან ერთად მხოლოდ მე ვხედავდი მის აცრემლიანებულ თვალებს, მეშინოდა მისი ესეთი საქციელის და ცრემლები მახსოვდა,ცოტაც და პატარა ბავშვივით ავქვითინდებოდი, ის კი არ ჩერდებოდა : - რატომ არ გესმის,რატომ ჯიუტობ ქეთა! მიყვარხარ ეს დედა მო×××××ი.მიყვარხარ გესმის. - გაგა მე....-უცებ ის ჩამეხუტა და ვეღარ გაუძელი და ტირილი ამივარდა. -მიყვარხარ ქეთა ...გთხოვ ნუ ტირი, ხომ იცი შენი ცრემლები მაგიჟებს,მაპატიე არ მინდოდა შენი შეშინება... - ია მომიახლოვდა,ვცდილობდი გაგას მკლავებიდან დამეხსნა თავი,უკან დავიხიე ვუყურებდი მის თვალებს ცრემლიანს და თავში ათასი აზრი მიტრიალებდა.სახლისკენ წავედი, კიბეები ჩქარა ავირბინე შევარდი სახში კარები გასაღებით ჩავკეტე ,საწოლზე დავემხე და ისტერიულად ვტიროდი ,მე ხომ ის მიყვარს ,სიგიჟემდე მიყვარს,უაზროდ ,ყველაზე სიმპათიური ბიჭი და მასაც უყვარვარ, ამავდროულად ყველაზე ცუდი ბიჭი ,ძველი ბიჭი, ყველაზე აგრესიული, ცოტაც საშიში ,ის ჩემზე შეყვარებულია. მას მერე რაც ჩემი ძმა ირაკლი საზღვარგარეთ წავიდა გაგა უფრო მეტ ყურადღებას მაქცევდა ,ირაკლი...ო ღმერთო როგორ მენატრება, ირაკლი ჩემზე უფროსია მშობლები საგზაო ავარიაში გარდაიცვალნენ, მე არც კი მახსოვს 4 წლის ვიყავი მანქანაში მხოლოდ მე გადავრჩი,ირაკლი მაშინ 17 წლის იყო და საბედნიეროდ ის ჩვენთან ერთად არ იყო იმ საშინელ დღეს, 17 წლის ასაკში მან თავის თავზე აიღო ჩემი მეურვეობა და ფეხზე დამაყენა,გამზარდა, ვიცოდი რომ როდესაც საკმარისად დამოუკიდებელი ვიქნებოდი ის უნდა გამეშვა ,შარშან სკოლა დავამთავრე და ირაკლიც 3 თვის მერე წავიდა .... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.