შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...რომ არ უნდა გიყვარდეს (27 თავი)


9-02-2021, 23:10
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 18 086

დილით თვალი რომ გავახილე, საწოლის კიდესთან ჩამომჯდარი და ხელებში თავჩარგული დავინახე, გული მომეწურა. ნერვიულად ამოძრავებდა ხელებს სახეზე და ღრმად სუნთქავდა. ძნელი გამოსაცნობი არ იყო ჩემთვის მისი ასეთი ქცევის მიზეზი, რაღაცაზე ზედმეტად ნერვიულობდა. ისევ დავხუჭე თვალები და ჩემს ქმედებებზე კიდევ ერთხელ დავფიქრდი. ამჯერად გაცილებით ღრმა ანალიზი უნდა გამეკეთებია ჩემს ქმედებებსა და მისით გამოწვეულ შედეგებზე. აქამდე ხშირად მიფიქრია, მაგრამ დიმას ასეთ მდგომარეობაში დანახვამ მაიძულა, ეს ჩუმი ისტერიკა, რომელსაც ვერაფრით ვერ ვაკონტროლებდი და ჩემდაუნებურად მომდიოდა აუცილებლად უნდა შემეწყვიტა. ტყავიდან გამოვმძვრალიყავი, საკუთარი თავისთვის მეჯობნა და ძველ მდგომარეობას დავბრუნებოდი. თორემ, ასე გაგრძელების შემთხვევაში საკუთარი ხელებით მივიყვანდი ჩვენს ცოლ-ქმრობას დანგრევამდე. მასაც ხომ ჰქონდა მოთმინება არა? თუ მის გვერდით ყოფნას ვაპირებდი, როგორღაც უნდა შევგუებოდი მომხდარს. თუ ვერ შევეგუებოდი მაშინ უნდა გავცლოდი, რადგან ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ დავანგრევდი ჩვენს ურთიერთობას. ამ ორი ვარიანტიდან, რათქმაუნდა პირველი ავირჩიე, მე მისგან წასვლას ვერ შევძლებდი. მთელი ძალით მოვინდომებდი მათი მამა-შვილობის მიღებას, არც კი ვიცი ბოლომდე გამომივიდოდა თუ არა, მაგრამ მაინც ვერ მივატოვებდი. იცით, რამდენად რთულია რაღაცის შეცვლა შინაგანად რომ არ შეგიძლია, მთელი არსებით რომ გიმონებს ეგ გრძნობა, მაგრამ მაინც იძულებული ხარ თავს ის ძალა დაატანო, რომელსაც ვერ პოულობ. დამღლელია, საშინლად დამღლელი. იმდენად საციცოცხლო ენერგიასაც კი გართმევს. მაგრამ... მაგრამ სასწორის მეორე პინაზე შენი სიყვარული და ბედნიერება, რომ დევს?! ... საწოლზე წამოვჯექი, მისკენ გავჩოჩდი და მხარზე თავი ჩამოვადე. მისთვის არაფრის მტკიცებას არვაპირებდი, არც ჰქონდა აზრი სიტყვებს, უბრალოდ ჩემი გადაწყვეტილება საქციელთ უნდა მეჩვენებინა. არ ვიცი, როგორ გამომივიდოდა, მაგრამ ის იმსახურებდა ჩემგან მ მცდელობას. ერთხანს იგივე პოზიციაში იჯდა. მერე ხელი შემომხვია, მიმიხუტა და თავზე მაკოცა.
- რა დავაშავე ასეთი მაინც ვერ ვხვდები ! - ისე ამოილაპარაკა მთელი სადარდელი ამოაყოლა.

- ჩემი თავი რომ გამოგიგზავნეს სასჯელად ხო? - სიცილნარევი ხმით ვუთხარი.

- უშენობა, რომ გამომიგზავნეს სასჯელად ! - სწრაფად შემეცვალა განწყობა. გავიწიე და სახეში შევხედე. უემოციოდ მიყურებდა. ისე , როგორც მაშინ, ურთიერთობას რომ ვიწყებდით. გულმა რეჩხი მიყო... ნუთუ ? ვაიმე, არა ! ...

- უჩემობა? - ვცადე ემოციები დამემალა და სახეზე მხოლოდ მსუბუქი ინტერესი ავიკარი.

- უნდა ვილაპარაკოთ. - გაუბედავად დაიწყო.

- რაზე?

- იმაზე, რაც ჩვენს თავს ახლა ხდება.

- ცოტა დრო მჭირდება ... - დამნაშავე ბავშვივით ამოვიბუტბუტე.

- რომ მიყვარხარ, საკუთარ სიცოცხლესაც რომ მირჩვენიხა ეგ ხომ იცი?

- დიმა ... - ხელზე ხელი მოვუჭირე და თვალები ძლიერად დავხუჭე. მივხვდი საითაც მიყავდა საუბარი. მან განაგრძო...

- იმდენად მიყვარხარ, რომ... - სიტყვა გაწყვიტა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, კიდევ ერთხელ მოიტარა სახეზე ხელი და კვლავ დაბალი ძალიან ნელი ტონით განაგრძო. - თაკო, მინდოდა ეგოისტი ვყოფილიყავი, მაგრამ არ შემიძლია, არ გამომივიდა... შენი თვითგანადგურების ხარჯზე არა... ისე მიყვარხარ საკუთარი თავისთვის უშენობით გამოწვეული მძიმე დღეების ასარიდებლად არ შემიძლია არ გავაკეთო ის, რის გაკეთებასაც სიკვდილი მირჩევნია... - კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ შევაწყვეტინე და გაპარული ხმით ვუთხარი:

- „ მე შენს გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებ თუ მეცოდინება, რომ ჩემს გვერდით ყოფნა ტკივილს გაყენებს. „ ნუთუ ?! ეს დრო დაგვიდგა? - გაკვირვებული მომაჩერდა. არ ელოდა ამის გაგონებას ჩემგან. - ხო, გავიგონე. იმ ღამით არ მეძინა. - იატაკს გაუსწორა მზერა. - ახლა, ახლა რა იქნება?

- ახლა? - კიდევ ერთი ღრმა ჩასუნთქვა. ისე ხშირად ივსებდა ფილტვებს ჰაერით, თითქოს ჩემი წილიც მიჰქონდა და მე აღარ მყოფნიდა. - თუ მინდა რომ „ჩვენ“ ისევ ვიარსებოთ, თუ მინდა რომ ისევ ბედნიერს და ლაღს გიყურო, თუ მინდა რომ ისევ დაგიბრუნდო, ახლა შენი გაშვება უნდა შევძლო. თაკო, შენ ახლა ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ ჩემთან არა. ეს შენც ხომ იცი?

- დიმა, ვეღარ მგრძნობ ? ასე დაგშორდი?

- იმ სისავსით ვეღარ გგრძნობ და ამას ვერ ვეგუები. ვერ დავუცდი, როგორ დაგვენგრევა თავზე ძლივს მოპოვებული მთლიანობა.

- თუ მე შენგან შორს ვიქნები, გგონია, ეს პრობლემა ასე მოგვარდება და მერე ისევ შევძლებთ გამთლიანებას ? - მიუხედავად იმისა რომ მშვენივრად ვხვდებოდი და მესმოდა რასაც გულისხმობდა მიუხედავად იმისა რომ სიმართლეს ამბობდა, მაინც არ მინდოდა დაჯერება, რომ ახლა ამ სიტყვებს მისი პირით ვისმენდი.

- მე, ის მგონია, თუ ახლა შენ ისევ ჩემს გვერდით დარჩენას გაიძულებ, თუ ახალ გრძნობებს, სურვილებს არ ვაჯობებ და არ გაგიშვებ მაგ მთლიანობას ბოლომდე შემოვაცლით ერთანეთს.ისეთი აღარასდროს იქნება ჩვენი ურთიერთობა, როგორც აქამდე... ვერ დავუცდი, როდის გადაიზრდება ჩვენი სიყვარული მოვალეობასა და მადლიერებაში... გულში სიცარიელეს ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ შენც იგივეს განიცდი. ახლა აქ ხარ, ჩემგან სანტიმეტრების დაშორებით, მაგრამ ჩვენს შორის იმხელა დისტანციაა, სულს მიყინავს. ასე არ შემიძლია გესმის ? ახლა არ ვიცი, გამიგებ თუ არა და ამას არც გთხოვ, მაგრამ ისიც ვიცი, თუ ძალიან ღრმად ჩახვალ შენ ფიქრებთან მიხვდვდები ამას, რატომ ვაკეთებ. თავადაც გჭირდება ჩემგან ცოტახანს შორს ყოფნა უბრალოდ არ აღიარებ. შენი სურვილით არასდროს დამტოვებ. მე კი, უნამუსოდ ვერ ვისარგებლებდი ამით. იმის სანაცვლოდ, რომ სულ ჩემს გვერდით მყავდე, შენს ფერების დაკარგვას ვერ დავუშვებ. ვერ დაველოდებოდი როდის გიმტყუნებს ნერვები და როდის შემრჩები ხელში სრულიად შეცვლილი განაცრისფერებული ცოლი.

- შენგან თუ წავალ გავფერადდები? - მოკლე კითხვა- პასუხებით შემოვიფარგლებოდი და ვგრძნობდი, როგორ ვაკისრებდი ამ გადაწყვეტილების სიმძიმის სრულ პასუხისსმგებლობას.

- რაღაც დროით შავთეთრიც გახდები, მერე ხო, გაფერადდები. გეცოდინება, რომ მე დროებით გაგიშვი და სულმოუთმენლად ველოდები შენს დაბრუნებას. მინდა ამის მჯეროდეს... შენ ჩემგან შორს ყოფნა გჭირდება, ამას მთელი არსებით ვგრძნობ. ახლა, ჩემს გვერდით ყველაფერზე ფიქრობ ჩვენს გარდა. ჩემგან შორს ყოფნა კი მარტო მონატრებას გაიძულებს. მიგახვედრებს, ამ ქვეყნად ჩვენთვის ერთმანეთზე მნიშვნელობანი არაფერია და სხვა ყველა, ირგვლივ განვითარებული მოვლენები უმნიშვნელოა. მერე, ამ ამბავსაც ადვილად გადავლახავთ. როცა ეს მოხდება თავად დაბრუნდები ჩემთან.

- შენ ? - შემიძლია ვთქვა ჩემი სხეული და გონება ბოლო ხმაზე მოთქმით ტიროდა, ოღონდ ისე რომ ცრემლიც არ დამდენია თვალზე. ლარივით დაჭიმული სხეულით ვიჯექი და ათასჯერ გააზრებულ სიტყვებს და მდგომარეობას ორგანულად ვერ ვიაზრებდი.

- მე მანამდე შენი დაბრუნების იმედით ვიარსებებ...

- რომ აღარ დავბრუნდე ?! - ცივად შემომხედა, სახეზე წყენა აღებეჭდა.

- მაშინ ჩავთვლი, რომ ჩვენმა სიყვარულმა ეს გამოცდა ვერ ჩააბარა. - თავლი თვალში გამიყარა ისე მითხრა. - რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი მას შემდეგ მთელი ძალით ვცდილობ სულ გვერდით მყოლოდი, არასდროს მომიცია საშუალება ჩემგან შორს გეფიქრა და ისე გადაგეწყვიტა ნამდვილად გინდოდა თუ არა ჩემთან. ახლა, კი ამის საშუალება უნდა მოგცე. არ მინდა ერთმანეთს რაიმე დავაძალოთ... ჩვენი სიყვარული დიდია, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ზოგჯერ მარტო ეგ არ კმარა...

- იქნებ არ მინდა ეს გამოცდა გავიარო, იქნებ მეშინია რომ უშენობა უფრო გამტეხავს და დამასუსტებს?

- მეც, თაკო მეც, მაგრამ მთელი ცხოვრება მაგის შიშით ხომ ვერ ვიცხოვრებთ? თუ ახლა მაგ გრძნობას ვერ გადავლახავთ შიგნიდან შეგვჭამს. ყოველი ახალი პრობლემა გაძლიერებაში უნდა გვეხმარებოდეს. ხოდა გამოვიყენოთ შანსი და ეს პრობლემა ჩვენი ურთიერთობის სიმტკიცისკენ მივმართოთ. თანაც ჩვენ ხომ დროებით ვიქნებით ცალ-ცალკე.

- შენ ახლა იაზრებ რას მეუბნები ?! არა, კი იაზრებ მაგრამ მე კიდევ სხვანაირ გააზრებას ვგულისხმობ. - ცრემლი, რომელსაც მთელი ძალით ვექაჩებოდი უკან, აღარ დამემორჩილა.

- არ ვიცი... რომ გავიაზრო ალბათ ყველა სიტყვა უკან დავაბრუნებ და ოთახში ჩაგკეტავ, რომ არსად წახვიდე... არ მინდა ამაზე დაფიქრება, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, სწორად ვიქცევი.

- ახლა ველოდები, გაიცინებ და მეტყვი, რომ უბრალოდ მეხუმრე... ახლავე გააკეთებ ამას დიმა ! გესმის ? ახლავე ...

- აი, ახლაც მარწმუნებ, რომ სწორად ვიქცევი. დგახარ გაშეშებული და გაყინული სახით მისმენ. სხვა შემთხვევაში ახლა ამ ოთახს და ქვეყანას თავზე დამამხობდი. შენთვის ინახავ იმას რასაც განიცდი და შენ თავს შიგნიდან იკლავ. ზუსტად ამიტომ... აი, ამიტომ... თაკო, რომ ვიცოდე შენი ყველა სიტყვა და საქციელი მხოლოდ ჩემი გამწარებისთვის არის განკუთვნილი სიამოვნებით ავიტანდი სიცოცხლის ბოლომდე. შენგან მოწყობილ ჯოჯოხეთსაც კი გავუძლებ, მაგრამ ამ ჯოჯოხეთს საკუთარ თავსაც რომ უწყობ თანაც ისე, რომ ვერ აკონტროლებ ამიტომ ვდგამ ამ ნაბიჯს. ის რასაც აკეთებ მხოლოდ შენი ტკივილის გამოძახილია... თან გინდა არ შეგეტყოს და ეს თავშეკავება უფრო მეტად გშლის და გცვლის. თავს ისჯი იმის გამო, რომ ამ ამბავთან შეგუება არ შეგიძლია. მე კი, ამით ათასჯერ მეტად მსჯი. არვიცი, შენ ატყობ თუ არა, მაგრამ მე ცხადად ვხედავ, ამ მოკლე დროში, როგორ შეიცვალე. ხმაც კი სხვანაირი გაქვს. აღარ იღიმი. ცოტას საუბრობ. სახლში ლანდივით დადიხარ და ყველაზე მეტად რაც დაჩოქებას მაიძულებს ისაა, რომ ვგრძნობ, შვილს აღარასდროს მაჩუქებ... - საბოლოოდ გაებზარა ხმა. ბოლო სიტყვებზე შემკრთალმა შევხედე და ამ რეაქციით უნებურად დავუდასტურე კიდეც გაჟღერებული. - აი, ხომ ხედავ !

- უკვე გყავს ! - მტკივნეულად დავარტყი. თავი უსიამოდ გააქნია და ჩემგან ზურგით შებრუნდა. - ესეიგი შენ ისე გადაწყვიტე მე არც კი მკითხე ?

- შენი პასუხი ისედაც ვიცი. ამიტომ თავად გადავწყვიტე.

- ანუ საბოლოოა ? აზრს არ მეკითხები და არც იმას მაცდი გითხრა, მოვინდომებ და უფრო მეტად ვიბრძოლებთქო?

- რა, აქამდე ამას არ აკეთებდი? ჩემზე უკეთ იცი, რომ აკეთებდი. უბრალოდ ვერ აჯობე შენს თავს. ზედმეტად რთული აღმოჩნდა.

- ისევე დაუკითხავად მიშვებ შენი ცხოვრებიდან, როგორც შემომიშვი.

მოჩვენებითი აუღელვებელი ნაბიჯებით სააბაზანოსკენ წავედი. გონებამ განათება დაიწყო.მთელი სიცხადით მიწვდა, ყველა მისი სიტყვა. ვგრძნობდი, როგორ ვეღარ ვიტევდი დაგროვილ ემოციას სხეულში. დიაფრაგმას ერთიანად მოასკდა და მიცდიდა როდის მივცემდი გარეთ გამოსვლის საშუალებას.- შემოსვლა არ გაბედო ! - დაბალ ხმაზე ვუთხარი, სწრაფად გამოვაღე კარი და შიგნით შევვარდი. როგორც კი მის თვალსაწიერს მოვშორდი ჩუმად განწირული ხმით ამოვიგმინე. იქვე თაროზე დაკეცილ მის ხალათს დავწვდი, პირზე ავიფარე და გამწარებული ბგერები ამოვუშვი. იმ ხმებისთვის, რომ არეალი არ დამეხშო ალბათ, კედლებს შევარყევდი, ჩემი ხმა ცას მიწვდებოდა. დაჭრილი მხეცივით ვზმუოდი... შეკავებული ბგერებისგან იოგები, რომ დამეჭიმა და ყელი მეტკინა, მერეღა ვიკადრე დამშვიდება. ცივ იატაკზე ოთხად მოვიკეცე და მისი ხალათი გულზე მივიკარი. არ ვიცი ამ მდგომარეობაში რამდენი წუთი ვიყავი, მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე მარჯვენა მხარე სიცივისგან, რომ დამიბუჟდა. წამოვჯექი და კედელს მივეყრდენი.
წარმოგიდგენიათ? კაცი რომელიც მთელი ეს დრო ჩემს შენარჩუნებას ცდილობდა, ახლა თავისივე სურვილით მიშვებს. განა ვერ ვხვდებოდი რატომ? მშვენივრადაც ვხვდებოდი რასაც აკეთებდა, მაგრამ მაინც ვერ ვიღებდი. ის, ჩემზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. გააკეთა ის, რაც გულის სიღრმეში მეც ძალიან მინდოდა, ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. იმდენად მეშინოდა მისგან შორს ყოფნის ამის აღიარებას ვერ ვბედავდი და მზად ვიყავი, მის გვერდით ასე ომში მეცხოვრა და ყოველდღე წაგვეგო თითო ბრძოლა სანამ საბოლოო დამარცხებამდე არ მივიდოდით. მართალი იყო, სიყვარული არა მაგრამ „ჩვენ“ ნამდვილად გავქრებოდით. მან მაჯობა. თან ეს, ისე გააკეთა თავი დამნაშავედ რომ არ მეგრძნო. თავად აიღო პასუხისმგებლობა და მე გამათავისუფლა... ახლა ვიტყვი, გადავწყვიტე შევგუებოდი მისი სხვა ქალის შვილის მამობის ამბავს და ახლა მიშვებსთქო, მაგრამ მერე რა? უბრალოდ გადავწყვიტე, ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ გამომივიდოდა? ძალიან კი ვეცდებოდი,მაგრამ ეს ვერ იქნებოდა გარანტია, რომ აუცილებლად შევძლებდი ამასთან შეგუებას...
ვხვდებოდი, მესმოდა, ვიაზრებდი, ვგრძნობდი, მაგრამ არამც და არამც, ვერაფრით ვერ გავამართლე რომ მიშვებდა. ვერაფრით ვერ მივხვდი, რისთვის, რატომ, როგორ აჯობა სურვილს, ჩემდამი სიყვარულს ისევ ჩემს, ჩვენს სასიკეთოდა და შემელია თუნდაც დროებით. უმისოდ გატარებული წამიც კი, საუკუნედ მომეჩვენებოდა და ამ აზრს, როგორ შევეგუებოდი? .... მაგრამ შემელია? შეძლო? ხოდა მეც შევძლებდი... სახე მოვიბანე, მოვწესრიგდი და გამოვედი. კართან იდგა. ტირილისგან დასიებული თვალები მისას შევანათე. იმდენი ემოცია დავინახე მასში საბოლოოდ ვერცერთი გავარკვიე.

- არ გინდა გამლანძღო? იჩხუბო იყვირო და ყველაფერი დაამტვრიო? - ცდილობდა მკრთალი ღიმილით ის ემოცია დაემალა რაც, მის შიგნით შტორმს აწყობდა.

- რაიყო, საშუალებას ეძებ გულზე, როგორ მოგეშვას? იმედი უნდა გაგიცრუო.

- სულ ცოტახნით, გიშვებ ხომ იცი?

- ვისთვის ცოტახანი, ვისთვის საუკუნე. ესეიგი არც კი მკითხე ? კარგი. იყოს ისე როგორც შენ გინდა. როგორც ჩანს ძნელი გახდა შენთვის ჩემი ატანა. ახალი საზრუნავიც გამოგიჩნდა... - მინდოდა ტკენოდა, ძალიან ტკენოდა.

- მანდ გაჩერდი, აღარ განაგრძო ! - შეძლებისდაგვარად მშვიდი მაგრამ მკაცრი ტონით მითხრა. თავლები ჩაუწითლდა - ვიცი, რატომაც ამბობ მაგრამ თუნდაც მაგ მიზნისთვის არ გაბედო და ეს ამბები ერთმანეთში არ აურიო.

- ავურევ, ზუსტადაც რომ ავურევ და შენ ამას ვერ დამიშლი. მძულს ის დღე ეგ, რომ მითხარი. ყველაფერი მძულს რაც მაგ ამბავს უკავშირდება... ის დღეც კი მძულს მასთან რომ გორაობდი, გესმის? მაგ დღემ შენი თავი წამართვა. ყველაფერი წამართვა ... დედობის უფლება და სურვილიც კი წამართვა... მძულს ... ყევლაფერი მძულს... გამიშვი, ნუ მეხები... დღეიდან აღარ გაქვს უფლება... ჩემზე ყველა უფლება დაკარგე... შენ მე გამიშვი... დიმა ხვდები რა გააკეთე? ხვდები? ... როგორ გამიშვი ? როგორ ? ღმერთო, როგორ მტკივა... როგორ გავძლო უშენოდ? მე თუ ვერ შევძელი, შენ რატომ გააკეთე? არ მომეკაროთქო... თავი დამანებე... - მისკენ წაღებული არცერთი მუშტი არ აუცილებია. ბოლოს ძლივს მომიხელთა და გულზე მიმიკრა.

- მითხარი, რომ ხვალიდან ყველაფერი შეიცვლება, დამარწმუნე, რომ ჩემს გვერდით ამ ამბავზე არ იფიქრებ, ყოველ ჩემს მოახლოვებაზე არ გაიქცევი და ექიმთანაც წამოხვალ. გავიგე, ვიზიტი რომ გააუქმე. მითხარი, რომ ხვალ ზუსტად ისეთივე იქნები როგორც აქამდე, ისეთივე გაგიჟებით ყოველგვარი კითხვებისა და შიშების გარეშე გენდომება ჩემგან შვილი, როგორც მე მინდა. - მის ხმას მოკანკალე ბგერები შეერია .

- არაფრის თქმას არ ვაპირებ ! აზრი აღარ აქვს. ახლა, რომც შემეხვეწო თავად აღარ დავრჩები. გამეცალე. - გარდეროფის ოთახში გამწარებული შევვარდი. ვერ მივხვდი, ის უფრო მაგიჟებდა ყველა სიტყვას სიმართლეს რომ ამბობდა თუ ის, რომ მიშვებდა. საკუთარ უსუსურობაზე უფრო ვბრაზობდი თუ, მის სიძლიერეზე. სწრაფად ჩავიცვი, ასეთივე სიჩაქრით გამოვვარდი და გასასვლელ კარებს ვესცი, მაგრამ ადგილზე გავშეშდი ოთახის წინ ჩამწკრივებულ გაფითრებულ სახეებს რომ გადავაწყდი.

- რა გააკეთეთ? - სინანულით სავსე ხმა ამოუშვა ნანამ და გულზე ხელი მიიჭირა. - დიმა, რა გააკეთე ? - ჩემს ზურგს უკან მდგომზე გადაიტანა მზერა და კითხვას ცრემლიც მოაყოლას.

- დავამთავრეთ ! - ატირებული ხმით ვუპასუხე. მინდოდა ნანას ჩავხუტებოდი და ისე მეზლუქუნა, მაგრამ რატომღაც ვერ გავბედე.

- რის გამო, ვის გამო ? ასე როგორ მოიქეცით ?

- შენი შვილი უკეთ აგიხსნით !

კიბეებზე კისრისტეხვით დავეშვი. ეზოში გავიჭერი და ჭიშკრამდე გზა წამში დავფარე. დაცვის ოთახიდან ახალგაზრდა ბიჭი შეშინებული გამოვარდა და კითხვისნიშნიანი მზერით შემომხედა რა გავაკეთოვო. ელოდა როდის ვთხოვდი გაღებას, მაგრამ აქ უკვე სასოწარკვეთამ შემიპყრო. წარმოდგენაც კი არ მქონდა სად უნდა წავსულიყავი. უამრავის სახლის კარი იყო, რომელსაც უყოყმანოდ გამიღებდნენ, მაგრამ მე არსად მიმიწევდა გული. უკან შემოვბრუნდი, ამჯერად ჩემი სახლს გავხედე. არც აქ აღარ მინდოდა. გამახსენდა, ბოლო დროს, როგორ მეხუთებოდა სული იქ ყოფნისას... მაშინ მივხვდი, რომ დავიკარგე. უფრო სწორად დიდიხნის დაკარგული ვიყავი... ჩემს ირგვლივ უამრავი ადამინი იყო ვისი იმედიც უნდა მქონოდა, მაგრამ იმ წუთას აღარავინ მეიმედებოდა, აღარავინ მინდოდა. საყრენი იმდენად მქონდა გამოცლილი საკუთრაი თავიც კი უცხოდ მომეჩვენა. ბოლო რამდენიმე კვირა საერთოდ არავის ვეკონტაქტებოდი. ლილესაც კი ვემალებოდი. არავისთან საუბარი და მითუმეტეს ჩემი განცდების გამხელა არ მინდოდა. ნაჭუჭში გამოვიკეტე. აი, რას გულისხმობდა ცხადად ვხედავ შენს ცვლილებასო. მეც ვხედავდი, მაგრამ სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექი ვერ ვაღიარე. ისევ, დიმამ მაიძულა ჩემი პრობლემა დამენახა. ამ ფიქრებში გართულს ნელ-ნელა მომიახლოვდა. შევხედე და მის ნაცვლად ის კედელი დავინახე, რომელიც თავად აღვართე ჩვენ შორის. ვიგრძენი, როგორი გაუცხოება მქონდა მასთან.

- სად გარბიხარ? - ცოტახნიანი დაკვირვების მერე მკითხა. თან დაცვას ანიშნა ოთახში დაბრუნებულიყო.

- სადაც გამიშვი.

- მე შენ ამ სახლიდან არ გამიშვიხარ.

- გამიშვი !

- მე, დრო მოგეცი დასამსვიდებლად და დასაფიქრებლად. შენ აქ რჩები, მე მივდივარ.

- ესეიგი საკუთარი სახლიდან მიდიხარ და მე აქ მტოვებ? სულ გაგიჟდი?

- შენ ხომ არ გავიწყდება ჩემი ცოლი რომ ხარ და ეს სახლი შენიცაა?

- ცოლი, რომელი რამდენიმე წუთის წინ შენივე ნებით დათმე.

- თაკო, ნუ იქცევი პატარა უჭკუო გოგოსავით. ორივემ ვიცით, რომ ყველაფერს მშვენივრად ხვდები. ისიც კარგად იცი რის ფასად მიჯდება ეს გადაწყვეტილება და გთხოვ, ნუღარ მიმატებ.

- ამ სახლში არ დავრჩები !

- კარგი. წამოდი აიღე შენი ნივთები და ბინაში წაგიყვან.

- შენთან ერთად არსად არ წამოვალ. ახლა წესით შენი საძინებლიდან მშვიდად უნდა მიყურებდე, როგორ ვტოვებ შენს სახლს და ცხოვრებას. ხომ დაიწყე? ხოდა ბოლომდე მიიყვანე, ნუღარ მომსდევ !

- ჩემს ცხოვრებას შენ ვერასდროს დატოვებ.

- ასე მშვიდადაც ნუ იქნები. კარგად იცი, გაგიჟებულზე რისი გაკეთებაც შემიძლია.

- ზუსტად ვიცი, რას გააკეთებ და რას არა ! ახლა წამოდი შენს ბინაში წაგიყვან.

- შენგან აღარაფერი აღარ მინდა, საერთოდ არაფერი.

- თუ შეგეკითხო, მასე მაშინ მიპასუხე. წავედით ! - ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა.

- არ მინდა. შენს გვერდით არ წამოვალ. - ხელი გამოვსტაცე და ერთ ადგილზე მიველურსმე.

- ერთხელ მაინც არ იჯიუტო ხომ შეგიძლია ?

- დიმა, დაანებე თავი მე და ნანა წავიყვანთ. - გოგი ამოუდგა გვერდით.

- არა !

- დიმა, ნუ მაიძულებ ის გავაკეთო რაც აქამდე არ გამიკეთბია. ისედაც ძლივს ვიკავებ თავს ნერვებმა არ მიმტყუნოს. - ისეთი გაბრაზებული იყო თავლებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. - საერთოდ რას აკეთებთ თუ ხვდებით რომელიმე? რას ქვია დაამთავრეთ?

- მამა, რაც არ იცი იმ საქმესი ნუ ერევი გთხოვ ! - მისი ტონი ბრძანებას უფრო გავდა. გოგიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მე მომიბრუნდა.

- წავიდეთ ჩემო გოგო.

- ერთი პირობით, მის ბინაში არ წამოვალ !

- კარგი. სხვაგან წაგიყვან და ისიც თუ არ მოგეწონება ახალს გიყიდი. არ ვიცი ახლა რა სისულელეს აკეთებთ, მაგრამ შენ რომ ჩვენი შვილი ხარ ამ ფაქტს ვერაფერი შეცვლის.

- მაგ ფაქტის შეცვლას არც მე ვაპირებ ! მანქანაში დამელოდეთ, მალე მოვალ.

- კარგი.

გოგიმ, ატირებულ ნანას ხელი მოხვია და ავტომობილისკენ წაიყვანა. მე ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი და ძალის მოკრებას ვცდილობდი. ათასი რამის თქმას მინდოდა. ძალინ მინდოდა გამემწარებინა მეტკინა და ასე დამეტოვებინა, მაგრამ ბგერებს ვერ ვუშვებდი. გულის სიღრმეში მისი მესმოდა, თუმცა მისგან შორს ყოფნის შიშს უფრო დიდი ადგილი ეკავა ჩემს გულში. რაც, ირაციონალურ ქმედებებს მაიძულებდა. რამდენჯერმე სიტყვის სათქმელად გაღებული პირი ისევ დავხურე. რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ. მზერა გავუსწორეთ ერთმანეთს. დარდი და ტკივილი სახის ყველა ნაკვთზე ეტყობოდა განსაკუთრებით კი თვალებში.

- მიდი, მითხარი ! - ხელები ჯიბეში ჩაილაგა და უფრო ახლოს მოიწია.

- გავუძლებ, ამასაც გადავიტან და უფრო მყარად წამოვდგები ფეხზე. ყოველი ახალი დაბრკოლება უფრო გვაძლიერებს ხო? ხოდა მეც შევძლებ... შენ კი ამ დროის განმავლობაში თვალით არ დამენახო, ახლოს არ მომეკარო. სრულ თავისუფლებას ვითხოვ...

- კარგი და მერე?

- მერეზე მერე ვისაუბრებთ.

- გიშვებ იმისთვის, რომ უკან დაგიბრუნო, ეს არ დაგავიწყდეს !


ქალაქის ცენტრში, ახლადაშენებულ კორპუსში ძალიან ლამაზ ბინაში მიმიყვანეს. ნანამ შიშით შემაპარა კითხვა ფონდს ხომ არ მიატოვებო. რათქმაუნდა არაფრის მიტოვებას არ ვაპირებდი. სამსახურის და პირადის არევა არასდრის მიმაჩნდა გამართლებულად. თანაც, ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე. ახლა იქ ყოფნა და ადამიანების დახმარება თუ გამომიყვანდა იმ მდგომარეობიდან რაც წინ მელოდა. მერე, დიდხანს მეხვეწა შენი მარტო დატოვება არ მინდა და მეც დავრჩებიო, მაგრამ იმ წუთას მარტო ყოფნაზე მეტად არაფერი მჭირდებოდა. ერთი საათი გაატარეს ჩემთან. ამასობაში ჩემი ნივთებიც მოიტანეს და ეზოში ჩემი მანქანაც დააყენეს. მე უარზე ვიყავი, მანქანისა და ყველა ნივთის უკან წაღება ვთხოვე და ისიც ვუთხარი რამდენიმე დღეში სხვა ბინაში გადავალქო, მაგრამ გოგიმ ისე შემომხედა ყველა გზა მომიჭრა. უარის თქმით ძალიან ვაწყენინებდი, მით უფრო ბინაც და მანქანაც გოგის ნაჩუქარი იყო.
როგორც კი წავიდნენ ტელეფონი გამოვრთე, განათებები ჩავაქრე, ფარდები გადავწიე და სამი დღე ამ გარემოში დივანზე მიყუჟულმა გავატარე. არავინ და არაფერი არ მინდოდა ამ ქვეყნად ერთი ადამიანის გარდა. მჭირდებოდა, ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ მერე გვანცა-ანა, რომ მახსენდებოდა უარეს აგონიაში ვვარდებოდი და ისევ მარტოობას ვამჯობინებდი. ასე განვაგრძობდი კიდებ დიდხანს ერთ საღამოს კარებზე გაბმულ ბრახუნის ხმას, რომ არ აეძულებინა ჩემი ცივილურ სამყაროში დაბრუნება. მესიკვდილებოდა ახლა ვინმეს ნახვა და მითუმეტეს საუბარი, მაგრამ ის სულიერი ძლიერი დარტყმების შეწყვეტას არ აპირებდა. ფეხებმოთრეულივით მივედი კარამდე და უხალისოდ გამოვაღე. თვალებდაქაჩული შეშლილი და შეშინებული სანდრო შემრჩა.

- შენ გოგო, სულ გაგიჟდი? შენი თავი თუ არა სხვა აღარავინ გეცოდება? რას გავს შენი საქციელი? - ღრიალით შემოვარდა და დაღლილი ჩაეშვა სავარძეში.

- ნუ ყვირი, თავი მტკივა.

- ამ დღეებში სარკეში ჩაიხედე?

- არა !

- ხოდა ჩაიხედე, შენი თვალით რომ დაინახავ რას დაემსგავსე იქნებ მოეგო გონს. ტელეფონი სად ჯანდაბაში გაქვს?

- აუ, სანდრო აქ თუ ჭკუის დასარიგებლად მოხვედი, სულ ტყუილად შეწუხებულხარ.

- შენთან სალაპარაკოდ მოვედი.

- ახლა, რამის მოყოლა არ მთხოვო თორემ შევიშლები.

- არაფრის მოყოლას გთხოვ, ისედაც მომიყვა უკვე.

- ხო, რათქმაუნდა. თქვენი მეგობრობა ურყევია. არ შემოსცხე იმის გამო შენი და რომ მიატოვა ?

- რომ მიეტოვებინე შემოვცხებდი.

- სხვა ქალის შვილის მამიკო რომაა მაგაზე რას იტყვი?

- მაგაზეც ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ არამგონია გესიამოვნოს. ამიტომ სჯობს საერთოდ არ ვთქვა.

- ნუ გგონია, რომ მე ეგ შენი აზრი არ მესმის, უბრალოდ ვერ ვეგუები.

- ხოდა, ამიტომ მოგცა დრო. თქვენი შეხვედრის დღიდან დღემდე იმდენი რამ მოხდა თქვენს ურთიერთობაში მეც ვფიქრონ, „ტაიმაუტი“ მართლა გჭირდებოდა.

- ვიცი, მაგრამ რომ მენატრება რა ვქნა?

- გადაგივლის.

- ვითომ მამშვიდებს. რა გადამივლის შე იდიოტო საყვარელი ადამიანის მონატრება? ინგლისში, რომ წაბრძანდი მთელი წელი ზლუქუნით რომ გელაპარაკებოდი დაგავიწყდა?

- მაშინ პატარა გოგო იყავი, ახლა დიდი ხარ !

- დღეს რჩევა-დარიგებებში სრული კრახი გაქვს . რამ დაგაბნია ?

- თაკო რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ მეშინია საბოლოოდ არ გაგიჟდე.

- ამაზე მეტად რაღა გამაგიჟებს. ხომ ხედავ, სახლი კუბოს დავამსგავსე.

- გაემგზავრა.

- ვინ ? - რიტორიკული კითხვა დავსვი იმ იმედით რომ ახვის სახელს მეტყოდა.

- დიმა .

- და შენ ამბობ, რომ არ მიუტოვებივარ ?! სანდრო, წადი !

- ვერა !

- სანდრო, გთხოვ წადი, მარტო დამტოვე.

- თაკო, ვერათქო. ან შენთან დავრჩები ან შენც წაგიყვან. ახლა მარტო არ დაგტოვებ.

შეშლილივით წამოვფრინდი და საძინებელში შევვარდი დაიქაურობა ბრძოლის ველს დავამსგავსე. სანდრო კართან იდგა და მშვიდად აკვირდებოდა ჩემს მოძრაობას. დაღლილი, გულაჩქარებული, გამოფიტული ჩამოვჯექი თავდაყირა დაყენებული საწოლის კიდეზე. ისიც მოვიდა, გვერდით მომიჯდა და ძლიერად ჩამეხუტა.

- როდის მერე გახდი ასეთი არასტაბილური თაკო? ისტერიკიან ქალს დაემსგავსე. ბოლომდე არც კი მომისმინე ისე აფეთქდი.

- არ ვიცი. ძალიან ცუდად ვარ სანდრო, ძალიან ცუდად. ჯერ გამომიშვა, ახლა სულ გაემგზავრა და სულ მიმატოვა და კიდე ის გიკვირს რატომ მაქვს ისტერიკა?

- არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებ მის საქციელს. არ გამოუშვიხარ დრო მოგცა, არ მიუტოვებიხარ უბრალოდ სასწრაფო საქმე გამოუჩნდა.

- ჩემზე მნიშვნელოვანი? თან ისე წავიდა არც კი გამაფრთხილა?

- ხომ უთხარი სრული თავისუფლება მინდა და ახლოს არ გამეკაროვო?

- მერე რას დამიჯერა? იქნებ გულით არ მითქვამს?

- მხოლოს ერთ რამეს გეტყვი ახლა და შენს ბავშვურ გამოხტომებს მეტჯერ აღარ მოვისმენ. ყველა მის გადადგმულ ნაბიჯს ვეთანხები, რადგან ზუსტად ვიცი დაუფიქრებლად და არასწორად არაფერს გააკეთებს. რაც მოხდა ესეიგი ასე იყო საჭირო. ახლა კი კეთილი ინებე და გონს მოეგე, იმაზე იფიქრე რისთვისაც აქ გამოგიშვა და ამხელა მსხვერპლს ნუ ჩაუყრი კაცს წყალში. იცოდე, მე მასავით რბილად არ მოგექცევი.

- როგორ მელაპარაკები სანდრო ? - იმდენად არ ველოდი თვალები ერთიანად დავჭყიტე.

- ისე,როგორც გჭირდება. მორჩი გლოვას. ცნობისთვის, შენი თავი მან ჩამაბარა ორივეს მაგივრად მიხედეო. ასე, რომ ცუდადაა შენი საქმე. ახლა, შებრძანდი აბაზანაში და მოწესრიგდი, გავდივართ ! - ძალით ამაყენა, აბაზანაში შემათრია და მაიძულა სახე ცივი წლით მომებანა, გონზე მოგიყვანსო.

- ველურო, აუცილებლად გადაგიხდი ამისთვის !

- შენსავით თუ უნდა დამემართოს, უარესიც გიქნია.

- კარგი რა სანდრო, რატომ არ გესმის ჩემი? - სველი და ცოტათი დამშვიდებული სახე ისევ სატირლად მომეშალა.

- ვინ გითხრა, რომ არ მესმის? მესმის, მგარამ ეს არ ნიშნავს, რომ გეთანხმები. არ იტირო ახლა გეხვერწები.

- მიყვარხარ დებილო ! - გულზე მივეკარი.

- მეც, ჩემო პატარა ! მიდი ახლა მოემზადე, ბავშვებს ვუთხრათ და სადმე გავიდეთ. მან შენი თავი ჩამაბარა და იმედს ვერ გავუცრუვებ.

- სად წავიდა, რატომ და როდის ჩამოვა?

- ამერიკაში. აი, რატომ თავად გეტყვის როცა გნახავს. როდის ჩამოვა ეგ ნამდვილად არ ვიცი.

- შენ არ იცი, რატომ წავიდა?

- თაკო, სჯობს თავად გითხრას. მე ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს თანაც დაუზუსტებელი.

- კარგი. სანდრო ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად?

- შენ რომ წამოხვიდე ჩემთან?

- არა, გოგის ეწყინება. შენ გადმოდი რა, მარტო აღარ მინდა. თან მეშინია რაღაცნაირად. ლილეს ვეტყოდი, მაგრამ ახლა საქორწინო სამზადისი აქვს და არ მინდა ჩემი პრობლემებით დავრთგუნო.

- ხო ვიცი, რომ გეშინია და აქმადე როგორ გაძელი მიკვირს. კარგი გადმოვალ. და კიდევ, ლილეს ეგ არ უთხრა, თორემ მაგის ქოთქოთ რა გაუძლებს. - გულიანდ გაიცინა და მეც ამიყოლა. - აი ასე, ჩემო ერთადერთო გიხდება სიცილი. - თავზე მაკოცა და საძინებლისკენ მიბიძგა.

- სანდრო დედას და მამას ხომ არაფერი უთხარი, არ მინდა ჯერ გაიგონ.

- არაფერი იციან და ვერ გაიგებენ. მაგას მე მივხედავ.

იმ დღეს, კაფეში დავსხედით. ყველა სათითაოდ მსაყვედურობდა ჩემი ბოლოდროინდელი საქციელისა და დაკარგვების გამო. აი, ლილე კი, რომ არა გაეჩერებინათ პირდაპირ შუა კაფეში გამჩეჩავდა. სასიამოვნოდ ჩაიარა ჩვენმა შეხვედრამ. მივხვდი, როგორ მენატრებოდნენ და რამხელა ბედნიერებას ვართმევდი თავს მათგან შორს ყოფნით. ხშირად ვიკრიბებოთი ასე. ნელ-ნელა გულზეც მომეშვა. თითქოს სადარდელიც დამავიწყდა, მაგრამ გულში ძალიან დიდ სიცარიელეს გამუდმებით ვგძნობდი. მენატრებოდა,მაკლდა მის გარეშე არასრულფასოვნების განცდა მქონდა. ყველა კუთხეში მას ვეძებდი. სულ მქონდა მოლოდინი რომ ახლა გამოჩნდებოდა. და თან ამავდროულად მტკიოდა, მწყინდა, ვბრაზობდი მასზე. თუ აქამდე გონება მიშლიდა ხელს და გულს არ ემორჩილებოდა ამჯერდ პირიქით იყო, გული არ ემორჩილებოდა გონებას. თავში ყველაფერი დალაგებული მქონდა მაგრამ გული სულ სხვა ფიქრებში მიმაქანებდა ხოლმე.
ერთი თვე გავიდა ჩვენი დაშორებიდან. მისგან არაფერი ისმოდა. არავინ არაფერს მეუბნებოდა. უფრო სწორედ მე არ ვკითხულობდი. ნანას რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, მაგრამ მერე ისევ გაჩერდა, ალბათ ჩემი მოჩევენებითი უინტერესობის გამო. ჩემი რუტინა სამსახური, სახლი, ზოგჯერ მეგობრული შეკრება, სანდროს ნერვების მოშლა და ღამე ტირილი იყო. ამ დროის განმავლობაში გვანცაზეც მოვიძიე ცოტა ინფორმაცია,იმ ეჭვებმა მსძლია. სამწუხაროდ საეჭვო არაფერი შემინიშნავს. მის წარსულზე ისედაც ვიცოდი, ახლა კი ძალიან მშვიდად და შეუმჩნევლად ცხოვრობდა ანასთან ერთად, გარეუბანში პატარა სახლში. ალბათ კიდევ განვაგრძობდი მისი ამბების ქექვას, მაგრამ რატომღაც თავი დამნაშავედ ვიგრძენი მის პირადში ღრმად რომ ვიჭრებოდი და შევეშვი. თანაც, აღარ მინდოდა მასზე და ამ ამბებზე ფირქისთვის გამეცდინა გონება.გვანცა, როგორღაც გავაქრე თუმცა, ანას შემოშვება არ შემიწყვეტია და თითქოს გამომივიდა კიდეც. საერთოდ აღარ მესახებოდა ეს პაწაწინა უცოდველი არსება პრობლემად. ნუ პრინციპში ანა არც თავიდან ყოფილა ჩემთვის „საძულველი“ . მე იმ მიზეზს ვერ ვეგუებოდი რასაც ანა მოჰყვა შედეგად. მოკლედ ამაზე ფიქრს საბოლოოდ შევეშვი და დაველოდე, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. დიდი, დრო არ დამჭირვნია იმის მისახვედრად დიმას გარეშე სიცოცხლე, რომ არ შემეძლო და მის გარეშე არაფერი, რომ არ მიხაროდა. ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ ახლა ყველგან და ყველაფერში მის სახეს რომ ვეძებდი, მისი სურნელი და ხმა რომ მელანდებოდა და ქუჩაში ვიღაცეებს, რომ ვამსგავსებდი განსაკუთრებულად მიმახვედრა. ის ჩემი სამყაროს ცენტრი იყო და ვერანაირი მიზეზი ვერ შეცვლიდა ამას. მის მიმართ აქამდე არსებული გრძნობებიდან მხოლოდ უკიდეგანო სიყვარული, მონატრება და გაბრაზება დამრჩა. მაინც ვბრაზობდი მისგან შორს ყოფნა, რომ მაიძულა. ეტაპობრივად ჩემი მდგომარეობაც დალაგდა ბევრად სტაბილური და მშვიდი გავხდი. გოგი და ნანა მზრუნველობას რა მაკლებდნე. სანდროც თავის სახლში გადაბარგდა. მე კი, მხოლოდ მისი დაბრუნების მოლოდინით ვთელავდი დღეებს. მზად ვიყავი მასთან კითხვების ეჭვებისა და შიშების გარეშე ცხოვრების გასაგრძელებლად თუმცა, შერიგებას ასე ადვილად არ დავუთმობდი.
ამასობაში მეორე თვეც მიილია. ზურამ და ლილემ ქორწილი გადადეს, იქ ორივე თუ არ გიხილეთ, ვერც ჩვენ ვიქნებით ბედნიერებიო. ხოდა მეც მომენტით ვისარგებლე და უსაქმოდ დარჩენილი ლილე ფონდის თხუთმეტი წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს სამზადისში დავიხმარე. მთელი კვირა ისეთი რეჟიმი გვონდა დასაძინებლადაც არ გვეცალა. უამრავი სტუმარი იქნებოდა. ყოფილი და ახლანდელი ბენეფიციარები შემომწირველებთან ერთად დაესწრებოდნენ ამ წვეულებას. მინდოდა ჩვენი სპონსორებისთვის მენახვებინა, რამდენად დიდ სიკეთეს აკეთებდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათ მიერ გღებული თითოეული თეთრიც კი და საკუთარი თავლით ენახათ მათ მიერ გადარჩენილი სიცოცხლეები. ერთკვიარიან დაუღალავ შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. საღამომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, იყო ბევრი სიხარულიც და ცერმლიც. გვყავდა რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულებიც. იუბილემ სითბოთი და ამაღლებული განცებით გაჯერებულმა ჩაიარა. როგორც კი დასკვნითი ნაწილისკენ გადავედით ანუ, როდესაც ყველას უბრალოდ გართობა ევალებოდათ მეც, მოვდუნდი და თავს დასვენების უფლება მივეცი. გულრწფელი მადლობების შემდეგ, წითელი ღვინით სავსე ფუჟერით ხელში ვერანდაზე გადავინაცვლე და ლამაზად განათებულ ქალაქს მოვავლე თვალი.

- მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ამაზე საპატიო ჯილდო არ ამიღია ! - მომესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა და გაღიმებულმა გავხედე.


- ბატონო დემნა !

- წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ შემოგიერთდეთ?

- არა, მობრზანდით.

- „უანგარო ქველმოქმედი“ - ხელში დემონსტარციულად აღმართა ვერცხლისფერი ასოებით შეკრული წარწერა. - მადლობა თამარ!

- ვფიქრობ, იმსახურებთ. ფონდის თანამშრომლების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.

- მადლობა თანამშრომლებსაც. უმჯობესია მიკროფონში თუ გამოვაცხადებ ხო ? - გაეცინა. - თითქოს მოწყენილი მეჩვენებით.

- მგონი, გეჩვენებით.

- თამარ, მე სიმართლე ვიცი !

- არც მიფიქრია, რომ არ გეცოდინებოდათ.

- ალბათ ამას სხვა დროს არ გეტყოდით მაგრამ ახლა მომენტით ვისარგებლებ და რაღაცას გეტყვით.

- გისმენთ. - ინტერესი გამიღვიძა.

- გვანცას, რომ დიდი ხანია ვიცნობ ეგ უკვე იცი და ალბათ ძნელი მისახვედრი არ იქნება, ყველაზე კარგად მას მე, რომ ვიცნობ.

- ამით, რისი თქმა გინდა? - დაბნეულმა „თ“ ავტომატურად ჩამოვაშორე.

- ის ახლა, ერთი გაბოროტებული ქალია და მიზნისთვის ყველაფერს იკადრებს.

- დემნა ისეთი, რამ იცი რაც, მეც უნდა ვიცოდე ?

- მე ის ვიცი, მის გამო თქვენი ოჯახი გაწირვად არ ღირს. ამ ბოლო თვეების განმავლიბაში თქვენით ვიწამე, რომ კიდევ შეიძლება ღირსეული ქალის პოვნა ვისაც გულრწფელად უბრალოდ მე, დემნა ვეყვარები და არა ჩემი სტატუსი და ქონება.

- იქნებ, პირდაპირ მითხრა რას ემსახურება შენი ეს სიტყვები.

- შენში ეჭვის გაღვიძებას თამარ.

- მგონი, შენ კიდევ რაღაც იცი.

- მაგას არ აქვს ახლა მნიშვნელობა. უბრალო მე ვიცი დიმა კარგი კაცია და თქვენი ურთიერთობა ამ ქალს არ უნდა შეეწიროს.

- რატომ აკეთებ ამას დემნა?

- მინდა შენ და დიმა ბედნიერები იყოთ. საკმარისზე დიდი მიზეზია ვფიქრობ. გვანცასნაირი ქალის გამო არ ღირს...

- დემნა, მგონი შენი ბენიერების დროც დადგა. თორემ ვატყობ ასაკი გერევა და სენტიმენტალური ხდები. - მომესამ ზურგს უკან ახლობელი, საყვარელი, ნანატრი ხმა და გული ერთინადა ამოვარდა ბუდიდან. ორივე ერთდროულად შევბრუნდით.

- ხო მაგას მეც ვატყობ და ვმუშაობ მაგ საკითხზე დიმა ! - მხიარული ხმა შეაგება და ხელის ჩამოსართმევად ორი ნაბიჯი გადადგა. - მიხარია, რომ გხედავ.

- მეც.

- ყველაფერი რიგზეა?

- რიგზეა.

- კარგია. მაშინ მე დაგტოვებთ.

- ყველაფრისთვის მადლობა დემნა !

- მადლობას იცი, როგორც გადამიხდი. - გაეღიმა და თვალით ჩემსკენ ანიშნა.

მე? მე ამდროს ალბათ მკვდრისფერი მედო. გავხურდი, გავიყინე, დვბუჯი, თავბრუ დამეხვა, გული ამიჩქარდა, თვალები აბირჭყვიალდა, ყელში ბურთი გამეჩხირა, გული ჯერ ამომივარდა მერე, სულ გამეპარა. მოკედ რა აღარ დამემართა. დემნა გააცილა და ჩემსკენ მობრუნდა. ერთხანს თბილი ღიმილიანი სახით მიყურა მერე კი ისევ გააჟღერა ნანატრი ხმა.
- ესეიგი განქორწინება გინა ? - ხელები ჯიბეში ჩაიწყო, წარბები აზიდა და ისე დამაჩერდა. - დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ ეღირსები ! - სიტყვის თქმა ვერ შევძელი. პირი უდაბნოსავით მქონდა გამომშრალი, ტუჩები კი ერთმანეთზე შეწეპებული. გაქვავებული ვიდექი და გაშტერებული ვუყურებდი. - არ მოგენატრე? მე ძალიან. - უფრო ახლოს მოვიდა - ახლა თუ არ გაკოცებ, შენი სილამაზე პასუხს მომთხოვს ! - დაიხარა და ნაზად შემეხო ბაგეებზე. ფუჟერი გამივარდა ხელიდან და მისმა გატეხვის ხმამ გამომაფხიზლა. სწრაფად დავიხიე უკან.

- არ შემეხო ! - მოზრდილი ნერწყვი ძლივს გადავყლაპე გამომშრალ ყელში.

- ანუ, ახლა თავიდან ვიწყებთ? ისევ უნდა გდიო? კარგია, მომენატრა კიდეც. - გაეღიმა.

- არაფერს არ ვიწყებთ თავიდან, პირიქით ვასრულებთ !

- ფორმაში ხარ თაკო, ზუსტად ისეთი ხარ როგორც თავიდან.

- არა ცდები, იმაზე ბევრად უკეთესად ვარ და გაცილებით უკეთ გაგიმწარებ სიცოცხლეს.

- მაგისთვის თავიდანვე ვიყავი მზად.

- რა თვითდაჯერებულობაა? გგონია ძველი წესებით გამოგივა?

- ახალს მოვიგონებ.

- ნერვებს მიშლი უკვე. ხვალ ჩემი ადვოკატი მოგაკითხავს.

- თუ არ გინდა მოხვდეს, ახლოს არ გამაკარო. - ახლოს მოიწია და კვლავ დაპირა კოცნა, მაგრამ იმის სიშიშით რომ ნამდვილად გული წამივიდოდა ბზიკნაკბენივით გავიქეცი დარბაზში და სანდროს ძებნა დავიწყე. ძლივს ვიპოვე და სასწრაფოდ სახლში წაყვანა ვთხოვე.

- რა მოხდა, რა სახე გაქვს? - ისე იცინოდა ვიეჭვე მანაც იცოდა რომ დაბრუნდა.

- დაბრუნდა სანდრო, დაბრუნდა და ჩემი გულის გასახეთქათ პირდაპირ აქ მობრძანდა. ჩქარა წამიყვანე ჩვენსკენ მოდის.

- მაცადე, მივესალმო და მერე.

- რა მერე, დროზე წამოდი თორემ ჩემით წავალ.

- მანდ დაეტიე და მაცადე. - გასაღები ამართვა ხელიდან.

- დიმა? რატომ არ მითხარი რომ მოდიოდი დაგხვდებოდი. - სიხარულით მოეხვია გულითად სიძე-მეგობარს.

- შენ გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე გქონდა. - უთხრა და მე გამომხედა.

- კარგი, ახლა მაგ საქმეს სახლში წავიყვან და მერე სადმე დავსხდეთ. –

- კარგი.
დაეთანხმა და ხელით რაღაც ანიშნა. სხვა დროს ალბათ მივხვდებოდი რა, მაგრამ იმ წუთას ჩემს გამომშრალ ტვისნ მაგის უნარი არ შესწევდა. სტუმრებს დავემშვიდობე და ლილეს თან გაყოლაც დავაპირე, მაგრამ ზურამ არ გამოუშვა. რაღაც, შეთქმულებივით იქცეოდნენ. რაღას ვიზავდი, მძღოლის გვერდით უგემურად მოვთავსდი და სახლამდე ხმა არ ამომიღია. ტავის ბინაში წამიყვანა. როგორც კი კარი შევაღე იქედან მოვყევი, ნერვიულად წინდა უკან სიარულს. მიხაროდა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი რომ დაბრუნდა მაგრა უაზრო სიჯიუტე მაინც მჯობნიდა და გაბრაზების დავიწყების საშუალებას არ მაძლევდა.
- თაკო დაჯდები ახლა თუ მიგაკოჭო სავარძელზე? დამეხვა ბრუ.. - სანდრო დამეტაკა და ძალით დამსვა.

- ხედავ რა გააკეთა? ისე მოვიდა თითქოს სულ არაა დამნაშავე და მის გარეშე ორი თვე და ათი დღე არ გამეტარებინოს. ბოდიშიც კი არ მოუხდია იმისთვის, ასე ერთიანად რომ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან.

- შენი სურვილი შეასრულა ქალბატონო.

- რატომ შეასრულა მერე? ან ახლა რაზე დაბრუნდა ვინ დაუძახა დატეულიყო იქ და მეც ასე მშვიდად განვაგრძობდი ცხოვრებას.

- ვინ დაუძახა? ნუ მაცინებ ახლა. განქორწინების საბუთები რომ გააგზავნინე ადვოკატს მეილზე დაძახება კი არა, საყვირში ჩაბერვა იყო.

- ეგ რა შუაშია ? მოეწერა ხელი და ვსო.

- თავს ნუ იკატუნებ, განქორწინება რომ არ გინდა მშვენივრად ვიცით. იცოდი ,აქ რომ ჩამოვიდოდა და ამიტომაც გაუგზავნე. დაჯექი ახლათქო, რომ გეუბნები

- შენ რანაირი ძმა ხარ?

- იმნაირი. - გაეცინა

- ისე მართლა, რომ ჩამოვიდა ...

- ეჭვი გეპარებოდა ? - ხმის მიმართულებით გავიხედე, მისაღების კარში ჩემი ქმარი იყო თავისი განიერი მხარ-ბეჭით ასვეტილი. არა, რატომ მივაქციე ახლა ყურადღება მის მხრებეს თუარ მენატრებოდა?! ერთი შეხედვითან კი სწრაფად ავითვისე მისი სხეული. - დამიძახე და მოვედი. - მედიდურად გაიჯგიმა და ლამის ვეღარ დაეტია ჩარჩოში.

- ამას აქ რაუნდა ? - ჩემს ძმას მივუბრუნდი და ისეთი ტონით ვკითხე, თითქოს სულ არ მიხაროდა უკან რომ გამომეკიდა. გამიხარდა კიარა, ეს რქამოუტეხელი სიჯიუტე რომ არა, კუნტრუშს დავიწყებდი ოთახში და მერე კისერზე ჩამოვეკიდებოდი.

- კარაქიან პურზე დავპატიჟე, მაგრამ ახლა გამახსენდა კარაქი რომ არ მაქვს, წავალ ამოვიტან. - ადგა და გასასვლელისკენ გაემათა.

- სანდრო ! - მაინც გავიბრძოლე.

- დიმა თოკი თუ დაგჭირდეს, დივნის ანტრესორშია. - მხარზე ხელი დაარტყა.

- მადლობა სანდრო.

- ახლა არ მინდა მადლობა, მაგრამ მეორედ აღარ დამიტოვო იცოდე. ძმური ვალდებულებებიც მეყოფა. გამაგიჟა. - სიცილით უთხრა და ოთახიდან გაუჩინარდა.

- ხომ ხედავ ჩემს გარდა ვერავინ გიძლებს ! - ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა.

- არავის არ ვთხოვ, თუ ვერ მიძლებთ მიბრძანდით. აა, თუმცა შენ უკვე მიბრძანდი.

- ესეიგი შხამის მოზღვავებას ისევ გრძნობ. მოგიხდა ჩეგან შორს ყოფნა.

- დიმა, ნუ მახსენებ. ისიც საკმარისია ეს დრო ჩემით საერთოდ, რომ არ დაინტერესებულხარ.

- აირჩიე ამ ხნის მანძილზე ნებისმიერი დღე და გეტყვი, რას აკეთებდი.

- სანდროს გარდა კიდევ გყავდა სხვა დეტექტივი ? - ეჭვიც არ შემპარვია, ყველა კუთხეში უჩინარ დაცვას რომ მომიჩენდა.

- მოეშვი ახლა მაგ ირონიას. არ მკითხავ, რატომ გავემგზავრე?

- მაგაში შესაკითხი რაა ? ადექი და ასე უბრალოდ წახვედი. ალბათ, არ გინდოდა სადმე შემთხვევით გადამყროდი.

- ასე უბრალოდ არ წავსულვარ, მაგრამ ბოლოს სიმართლე თქვი, არ მინდოდა სადმე გადაგყროდი, რადგან თავს ვერ შევიკავებდი ხელს დაგავლებდი და ისევ ჩემთან წაგიყვანდი. ასე კი წყალში ჩამეყრებოდა, ის მიზანი რისთვისაც გამოგიშვი.

- თუ, წამოგყვებოდი კი.

- არ წამომყვებოდი? - მთელი ტანით შემობრუნდა ჩემსკენ და მომეჩერდა. სხეულში სიმხურვალის ტალღამ დამიარა, სწრაფად გადავჯექი მეორე მხარეს. გაეღიმა.

- ძალიან კარგად იცი, რომ არა !

- ახლაც არ წამომყვები? შენს დასაბრუნებლად მოვედი.

- იქნებ ჯერ კიდევ არ ვარ მზად შენს გვერდით ცხოვრებისთვის? და საერთოდ, იქნებ ამ დრომ ის მიმახვედრა, რომ შენს გარეშეც ძალიან კარგად ვარ?

- ეგ, არ მოხდება !

- უკვე მოხდა ! შენ მე გამომიშვი და არჩევანის უფლება მომეცი. ხომ გინდოდა ჩემს თავში გავრკვეულიყავი ? ხოდა გავერკვიე. ამის შემდეგ ჩემს ადვოკატს დაელაპარაკები.

- რაც არ უნდა გააკეთო, ვერ გამაბრაზებ. ასე, რომ ტყუილი მცდელობები გაქვს.

- მაგასაც ვნახავთ როგორი მცდელობებიც მაქვს. - თავი გააქმია და ჰაერი მობეზრებულად გამოუშვა. - აქ რისთვის მოხვედი?

- იმ ამბების მოსაყოლად რაც, ამ დროში მოხდა.

- მგონი აღარ მაინტერესებს.

- ანა, ჩემი შვილი არ არის !

- რაა? - ფეხზე წამოვფრინდი. ლამის სისხლი ჩამექცა ტვინში ამ სიტყვების გაგონებაზე.- ღმერთო ჩემო, აბა ეს სიმწარე მე რისთვის გამოვიარე? - მგონი ახლა, მერჩივნა სიმართლე ყოფილიყო. იმდენი ემოცია, იმდენი აზრი ამეშალა შეიძლებოდა მართლა გავგიჟებულიყავი.

- გამოვიარეთ. - შემისწორა. - მიდი დაჯექი და მოგიყვები. - თვალით ჩემს სავარძელზე მანიშნა. დაპროგრამებულივით დავემორჩილე. - შენი წასვლიდან რამდენიმე დღეში ბიზნეს ფორუმზე დემნას შევხვდი. როგორც აღმოჩნდა მან ველაფერი იცოდა, მაგრამ არ ჯეროდა რომ გვანცა სიმართლეს ამბობდა, რადგან ვიდრე ანა გაჩნდებოდა მანამდე მასთან ყოფილა მისული და აჯერებდა მამა შენ ხარო. მაგრამ იმდენად უტვინო აღმოჩნდა მათი ურთიერთობისა და ფეხმძიმობის დრო ვერ გათვალა და ასე ჩაეშლა გეგმა. დემნამ მიუხედავად ამისა, მაინც მოიძია მისი ბოლოდროინდელი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. მის სანაცნობო წრეს კარგად იცნობდა. აღმოჩნდა რომ მის კონტაქტებს ნინა და ნიკა დაემატა.ძალიან კი ცდილობდნენ შეუმჩნევლად ურთიერთობას, მაგრამ დემნამ მაინც გაარკვია. გეფიცები, ვერც კი წარმოვიდგენდი მაგ ნაგავს თუ იცნობდა. თავიდან ყურადღება არ მიუქცევია ამ ფაქტისთვის, მაგრამ ჩემზე, რომ გაიგო ეჭვი დაებადა, ნიკას ამ ამბავთან კავშირის შესახებ. მან იცოდა ჩვენს მტრობაზე. მოკლედ დამაკვალიანა და ეჭვი მეც გამიჩინა. ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ნიკა ამერიკაში გავუშვი და სწორედ იმ პერიოდში დაბრუნებულა, როცა გვანცა, ჩემთან ახალი მამის პოვნის მიზნით იყო მოსული. მერე იმ კლინიკაზე შევაგროვე ინფორმაცია სადაც DNM ტესტი ავიღეთ. ლაბორატორიის მმართველი ნიკას ნათესავი აღმოჩნდა. მასთან შეხვედრა მინდოდა, მაგრამ საქართველოში არ იყო. ხოდა მეც შორი გზებიდან ამბების გარკვევას პირდაპირ ნიკას ნახვა გადავწყვიტე.

- მე თავიდანვე, რატომ არ მითხარი ? - გაოცებისაგან ძლივს მოვაბი თავი სიტყვებს.

- ჯერ მინდოდა ყველაფერი ზუსტად გამერკვია, შენთვის ტყუილი იმედის მოცემა უფრო დიდი დარტყა იქნებოდა. ჩემი ეჭვები, რომ არ გამართლებულიყო , უფრო მეტად გეტკინებოდა. ამიტომ გავემგზავრე ამერიკაში. საკმაოდ დიდ ხანი ვეძებე ის ნაგავი. გაიგო, რომ ჩავედი და მემალებოდა. ჩარლი დამეხმარა და როგორც იქნა თვენახევის შემდეგ ძველ მეგობარ გოგონასთან მივაგენით. დიდ წვალება არ დამჭირვებია ყველაფერი დაფრვა. გვანცას მასთანაც ქონია ურთიერთობა... გულს მირევენ... ისეთი არაკაცი და ავადმყოფია საკუთარი შვილიც კი ჩვენს დასაშორებლად გამოიყენა. ის შტერი გვანცა, ის ხო საერთოდ ლანძღვის ღირსიც არ არის.

- დიმა, ანა, ნიკას შვილია და გვანცამ მისი გამოყენების უფლება მისცა? საკუთარი შვილი ამ თამაშისთვის გაწირეს?

- ხო თაკო, მეც ვერ ვიჯერებდი. ლაბორატორიაში ჩემი სისხლი, თავისით ჩაანაცვლა ამ ნაგავმა ნათესავი დაეხმარა და ასე მივიღეთ დადებითი პასუხი.

- იმედია ყველას საკადრისად დასჯი ვინც ამა საქმეში იყო გარეული.

- ეგ საკითხი უკვე მოვაგავრე.

- ახლა სად არის ნიკა ან გვანცა ?

- ნიკა იქ დავტოვე და კარგახანს ვერ ჩამოვა. გვანცას კი თავისი გაჭირვებაც ეყოფა, მე აღარ დავუმატე.

- ღმერთო ჩემო ეგ რანაირი დედაა? როგორ მისცა ნიკას უფლება ასე უღირსად გამოეყენებინა შვილი? რა ვთქვა არც კი ვიცი საერთოდ გული აქვთ ? - მოსმენილისგან სრულიად შოკში ვიყავი. არ ვიცოდი უნდა მწყენოდა თუ უნდა გამხარებოდა ეს ამბავი. იმდენად უღირსი სიმართლე გავიგე, მგონი მერჩივნა ანა, დიმასნაირი კაცის შვილი ყოფილიყო. იმ უცოდველ არსებას ასეთი მშობლებისთვის ვერ ვიმეტებდი. ცალკე ჩვენი ბოლოდროინდელი ცხოვრება, ვისთვის, რისთვის აირია? ეს კოშმარული დრეები რისთვის გამოვიარე? - ანუ რა გამოდის ჩვენი ურთიერთობა არაფრის გამო აირია და შენ არაფრის გამო მიმატოვე? ეს ყველაფერი იმდენად რთულია... დიმა ახლა მართლა შევიშლები.

- მეც გამიჭირდა გონზე მოსვლა.

- დანარჩენი სამი კვირა სად იყავი?

- ვალერის (დიმას უფროსი ძმა) ოპერაციას უკეთებდნენ და იქიდან რუსეთში გავფრინდი. მერე ცოტახანს დავრჩი კიდევ მეტად რომ მოგნატრებოდი.

- მეღადავები? რა მონატრებაზე მელაპარაკები, როცა ეს ყველაფერი არაფრის გამო გამატარე? ხომ გეუბნებოდი შენი შვილი რ იქნებათქო? რომ დაგეჯერებია ახლა ასე არ ვიქნებოდით.

- კარგი ხო, იქ საქმეების გამო დავრჩი ჩემს ძმას ვჭირდებოდი და რომ არ დაგიჯერე მაგას მეც ვნანობ, მაგრამ შენ თავს გეფიცები ნიკას მაგ ამბავში ვერ ვიფიქრებდი.

- მარტო დამტოვე !

- ვერა, შენც ჩემთან ერთად წამოხვალ.

- დიმა, ახლა ისე მჭირდება მარტო ყოფნა როგორც არასდროს. ახლა ჩემს ექსტრაორდინალურ ცხოვრებაზე, სადაც ისეთი რაღაცეები ხდება თავი ფილში მგონია უნდა დავფიქრდე. გთხოვ !

- ვაჰ, კარგი. - დიდი ყოყმანის შემდეგ დამეთანხმა და გასასვლელისკენ წავიდა...



საღამომშვიდობის ჩემო ძვირფასებო !

მაპატიეთ დაგვიანებისთვის ! ჩემს ლეპტოპს რამდენიმე დღე ღრმა ძილით ეძინა. საბედნიეროდ მისი გადარჩენა შევძელით. :)

აბა, სულმოუთმენლად გელით !




№1  offline წევრი OKI ME

აბა, წავიკითხოთ. გამახარა ახალი თავის დანახვამ ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

როგორ მესმის თაკოსი. ძალიან რთულია ასეთი რამის გაგება და შემდეგ მასთან შეგუება. ისეთი გაგიჟებით უყვართ ერთმანეთი. ყველაფერი არასტანდარტულია მათ გარშემო. მოუთმენლად ველი გაგრძელწწბას. მიხარია შენი აღმოჩენა. ზალიანბკარგად წერ. სიუჟეტს კარგად ამვითარებბ. ააე რომ წარმატებებიიი

 


№3  offline მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful
აი რა დავინახეეე?
მამენატრე გო♥️ წავედი წავიკითხე^_^

მეეც ♥️

Megioki
აბა, წავიკითხოთ. გამახარა ახალი თავის დანახვამ ❤️❤️❤️

♥️♥️

Qeti qimucadze
როგორ მესმის თაკოსი. ძალიან რთულია ასეთი რამის გაგება და შემდეგ მასთან შეგუება. ისეთი გაგიჟებით უყვართ ერთმანეთი. ყველაფერი არასტანდარტულია მათ გარშემო. მოუთმენლად ველი გაგრძელწწბას. მიხარია შენი აღმოჩენა. ზალიანბკარგად წერ. სიუჟეტს კარგად ამვითარებბ. ააე რომ წარმატებებიიი

მიხარია ასეთი შეფასების წაკითხვა. მადლობა ♥️♥️

 


№4 სტუმარი ნი

ამ გოგოს არაფერი გამოასწორებს, ისევ ისეთი დებილია როგორიც თავიდან იყოოო, ვერ ვხვდებიი ასეთი უაზრო ქალები როგორ უყვარდებათ მამაკაცებს სიგიჟემდეეე, იმდენი უაზრობები აქვს გაკეთებილი ისევ ისე აგრძელებს, ალბათ დიმას ადგილზე გავშორდებიდიი ხომ უნდა განქორწინებაა ხოდა გავშორდებოდიი და მშვიდ ცხოვრებას მოვიწყობდიი, მერეე სიგიჟემდეე რომ მოუნდებოდა უკან დაბრუნებაა ზედაც აღარ შევხედავდიი, სეორედ თაკოსნაირი უაზრო ქალებითაა დღევანდელი ცხოვრება გატენილიი, ფიქრის უნარიც რომ არ შეუძლიათ, ანუ შვილი რომ ყოფილიყოო შორდებოდაა ახლა არ აღმოჩნდაა და რააა ცხოვრებას მშვიდად გააგრძელებს, თავიდან დიმა სხვანაირ პერსონაჟად დასახე მაგრამ ორივე შენ გაანადგურეე ისეთებად გამოიყვანეე ფიქრის უნარი რომ არ გააჩნიათ, ყველაზე დიდი იმედ გაცრუებააა ეს ისტორია დიმას და თაკოს სახით, ვერ ვხვდებიი ამ ისტორიით რისი თქმა გინდააა, კითხვა შევეყვიტეე უბრალოდ ახლა მომყვა გადავავლე თვალიი და არაფერი შეცვლილააა, ისევ ისეთიი პერსონაჟები არიან რომლებიც შეცდომებზე ვერ სწავლობენ და საერუოდ არ ატიან განვითარებულებიი.

 


№5  offline წევრი OKI ME

რა გაჭედა თაკომ :დდდდ და დიმამ რა ჩაატარა? :დდ ვაჰ, აი, ერთმანეთს რომ შეეფრებიან ორივე. :დდ ❤️ თაკო, ძლივს დალაგდება მოვა გონს, დამშვიდდება და უცებ გამოხტება ისევ რაღაც ან ვიღაც, რომელიც ურევს მთელ, ძლივს დალაგებულ ცხოვრებას. ((( იმედია, ძალიან არ დატანჯავს ჩემს ბიჭს და გოგოს ❤️❤️❤️

ეს ნიკა რა უნიათო არსებაა რა უბედურებაა. უკვე აღარ რა სიტყვებით შევამკო ხოლმე. ნიკა, გვანცა და ნინა ყველაზე სულმდაბალი არსებები არიან. ყველაფერზე წამსვლელები. კიდევ რომ ვერ დაოკდა ნიკა ამაზე ვგიჟდები რა. საინტერესოა შემდეგ თავებში რა მოხდება. ❤️❤️

 


№6 სტუმარი Xato

Satauri ro wavikitxe vikivle sixarulit.vigrdzeni rogor momnatrebia dima da jiuti tako.dzalian miyvarxar da aghar daagviano;-)

Dzalian momenatret shenc da sheni personajebic.gansakutrebit sandro. Dimaze xo aghar vlaparakob.

 


№7  offline წევრი Mariam Khutsishvili

ვააააჰ რაკარგიიი თავიიი იყოოოო, ვგიჟდები ამისტორიაზე, ველი შემდეგთაავს????

 


№8  offline წევრი Life is beautiful

სორიიი...
დაღლილი ვიყავი კითხვა რო დავიწყე და კი დამძინებია საცოდავავ, ახლაც კისერი მტკივა ისე მეძინა... :(


აბა დავიწყე... ეს რამხელა ქაოსი იყო?
დაძაბული არა მაგრამ მშფოთვარე, ნამდვილად იყო. საიდან? რა? რატო? ძლივს გადავხარშე. ასეთი ჩახლართულობააა. იმ ნიკაზე ხო მცვიოდა გული თვალებიდან, მაგრამ ახლა საერთოდ.(მაგარი სამკურნალოა) . ... გვანცა მეცოდება მართლა.. არ ვიცი, ქალური სოლიდარობა და რამე, თუ უბრალოდ მართლა საცოდავია.. ნუ პრონციპში ორივე..

გადავიდეთ ახალ შინაარსზე :დ
უბრალოდ შეუძლებლად მეჩვრნებოდა დიმას "დანაშაული". ამდენი გაქცევის შენდეგ, ასე მართლა ვერ მიახტებოდა თაკო სიხარულით.. მისი არიყოს, მეც ძლივს მოვხარშე და იმდენი ვხარშე ჩამეხრაკა ტვინი.. :D

ერათი სიტყვი, არეული იყო მარა თავისებურად დალაგებული... SHENEULI..
და რაც მთავარია კმაყოფილი ვარ. შემდეგ თავს აუცილებლად გემრიელი დაბრუნება, თუ შერიგება, თუ დაწყება, ნუ რაც ერქმევა უგემრიელესი და უტკბილესი გაგვიმზადე. მაგრამ იმდენად ტკბილოც არა დიაბეტი რო ავიკიდო.. :D

ასე და ამ გვარად ნახვამდის. (ტექტს ვემშვიდობები) :)

ოfქორს გელი♥️

 


№9 სტუმარი ეკა

ძალიან მომეწონა მალე დაბრუნდი რაა

 


№10  offline მოდერი თამარი აჩბა

ნი
ამ გოგოს არაფერი გამოასწორებს, ისევ ისეთი დებილია როგორიც თავიდან იყოოო, ვერ ვხვდებიი ასეთი უაზრო ქალები როგორ უყვარდებათ მამაკაცებს სიგიჟემდეეე, იმდენი უაზრობები აქვს გაკეთებილი ისევ ისე აგრძელებს, ალბათ დიმას ადგილზე გავშორდებიდიი ხომ უნდა განქორწინებაა ხოდა გავშორდებოდიი და მშვიდ ცხოვრებას მოვიწყობდიი, მერეე სიგიჟემდეე რომ მოუნდებოდა უკან დაბრუნებაა ზედაც აღარ შევხედავდიი, სეორედ თაკოსნაირი უაზრო ქალებითაა დღევანდელი ცხოვრება გატენილიი, ფიქრის უნარიც რომ არ შეუძლიათ, ანუ შვილი რომ ყოფილიყოო შორდებოდაა ახლა არ აღმოჩნდაა და რააა ცხოვრებას მშვიდად გააგრძელებს, თავიდან დიმა სხვანაირ პერსონაჟად დასახე მაგრამ ორივე შენ გაანადგურეე ისეთებად გამოიყვანეე ფიქრის უნარი რომ არ გააჩნიათ, ყველაზე დიდი იმედ გაცრუებააა ეს ისტორია დიმას და თაკოს სახით, ვერ ვხვდებიი ამ ისტორიით რისი თქმა გინდააა, კითხვა შევეყვიტეე უბრალოდ ახლა მომყვა გადავავლე თვალიი და არაფერი შეცვლილააა, ისევ ისეთიი პერსონაჟები არიან რომლებიც შეცდომებზე ვერ სწავლობენ და საერუოდ არ ატიან განვითარებულებიი.

შენ ახლა ეს თავი წაიკითხე და გგონია, თაკოს დიმასთან განქორწინება უნდა და მითუმეტეს იმის გამო, რომ ანა მისი შვილი ეგონა? მართლა ? ... მაშინ გასაგებია მთელი შენი კომენტარის პათოსი. თუ შენ ვერ ხვდები მე ამით, რისი თქმა მინდა ან, საერთოდ რაიმეს თქმა თუ მინდა , ეგ არაფერი .... ვისაც როგორ გამოსდის ( შეუძლია, უნდა) ისე იგებს.... და კიდევ რაიმეს "ხმამაღლა" თქმა თუ მომინდება სხვა ჟანრში დავწერ. მადლობა ! ♥️

Megioki
რა გაჭედა თაკომ :დდდდ და დიმამ რა ჩაატარა? :დდ ვაჰ, აი, ერთმანეთს რომ შეეფრებიან ორივე. :დდ ❤️ თაკო, ძლივს დალაგდება მოვა გონს, დამშვიდდება და უცებ გამოხტება ისევ რაღაც ან ვიღაც, რომელიც ურევს მთელ, ძლივს დალაგებულ ცხოვრებას. ((( იმედია, ძალიან არ დატანჯავს ჩემს ბიჭს და გოგოს ❤️❤️❤️

ეს ნიკა რა უნიათო არსებაა რა უბედურებაა. უკვე აღარ რა სიტყვებით შევამკო ხოლმე. ნიკა, გვანცა და ნინა ყველაზე სულმდაბალი არსებები არიან. ყველაფერზე წამსვლელები. კიდევ რომ ვერ დაოკდა ნიკა ამაზე ვგიჟდები რა. საინტერესოა შემდეგ თავებში რა მოხდება. ❤️❤️

ამათი გაჭედვა მე და შენ რის ფასად გვიჯდება ?! :) :) მოვუხერხებ რამეს.
აი, ნიკა ხო საერთოდ სინდისაცდენილი კაცია. ავადმყოფია. დიმას შემწყნარებლობით სარგებლობს. მადლობა ჩემო megioki ! ♥️

Xato
Satauri ro wavikitxe vikivle sixarulit.vigrdzeni rogor momnatrebia dima da jiuti tako.dzalian miyvarxar da aghar daagviano;-)

Dzalian momenatret shenc da sheni personajebic.gansakutrebit sandro. Dimaze xo aghar vlaparakob.

უუფფ, მესიამოვნა ♥️ მადლობა !

Mariam Khutsishvili
ვააააჰ რაკარგიიი თავიიი იყოოოო, ვგიჟდები ამისტორიაზე, ველი შემდეგთაავს????

მადლობა ! ♥️♥️♥️

 


№11  offline წევრი likuu_s

ვიცოდი! აი, ვიცოდიიი! :დდ კარგი იყო, ველი შემდეგს მოუთმელად!!! :დდ❤️
წარმატებები! <333

 


№12  offline მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful
სორიიი...
დაღლილი ვიყავი კითხვა რო დავიწყე და კი დამძინებია საცოდავავ, ახლაც კისერი მტკივა ისე მეძინა... :(


აბა დავიწყე... ეს რამხელა ქაოსი იყო?
დაძაბული არა მაგრამ მშფოთვარე, ნამდვილად იყო. საიდან? რა? რატო? ძლივს გადავხარშე. ასეთი ჩახლართულობააა. იმ ნიკაზე ხო მცვიოდა გული თვალებიდან, მაგრამ ახლა საერთოდ.(მაგარი სამკურნალოა) . ... გვანცა მეცოდება მართლა.. არ ვიცი, ქალური სოლიდარობა და რამე, თუ უბრალოდ მართლა საცოდავია.. ნუ პრონციპში ორივე..

გადავიდეთ ახალ შინაარსზე :დ
უბრალოდ შეუძლებლად მეჩვრნებოდა დიმას "დანაშაული". ამდენი გაქცევის შენდეგ, ასე მართლა ვერ მიახტებოდა თაკო სიხარულით.. მისი არიყოს, მეც ძლივს მოვხარშე და იმდენი ვხარშე ჩამეხრაკა ტვინი.. :D

ერათი სიტყვი, არეული იყო მარა თავისებურად დალაგებული... SHENEULI..
და რაც მთავარია კმაყოფილი ვარ. შემდეგ თავს აუცილებლად გემრიელი დაბრუნება, თუ შერიგება, თუ დაწყება, ნუ რაც ერქმევა უგემრიელესი და უტკბილესი გაგვიმზადე. მაგრამ იმდენად ტკბილოც არა დიაბეტი რო ავიკიდო.. :D

ასე და ამ გვარად ნახვამდის. (ტექტს ვემშვიდობები) :)

ოfქორს გელი♥️

ჩემს დაგვინებასთან შენი რა მოსატანია ?! ♥️ ნიკა/გვანცა, ტანდემის განხილვა ხო საერთოდ აღარ მიღირს. რა ვთქვა არ ვიცი. გასაცოდავებული ხალხია, მაგრამ არ მინდა გვანცა, როგორც დედა ასე წყალწაღებული დავტოვო.

რაც შეეხება სიტოაციის შეწვა-მოხარშვას, მეც შენთანავარ :) ჩავიხრაკე :) დიმას თაკო უნდა გაეშვა, მაგრამ მაინც არ უნდა გაეშვა :) ( ეს თაკომ თქვა) ხოდა აწუწუნებს ახლა. თან შეყვარებულობის პერიოდი ხომ არ გაუვლიათ.

მადლობა, ჩემო ნუგბარო ! ♥️♥️

likuu_s
ვიცოდი! აი, ვიცოდიიი! :დდ კარგი იყო, ველი შემდეგს მოუთმელად!!! :დდ❤️
წარმატებები! <333

მადლობაა ♥️♥️♥️

ეკა
ძალიან მომეწონა მალე დაბრუნდი რაა

მადლობაა ♥️♥️

 


№13  offline წევრი OKI ME

ვაიმე, ამ ორმა გამიჩინა მერე ჭაღარა :დდ მაგრამ რახან ეს ორი ერთად იქნებიან ჯანდაბას ჩემი თავი :დდ

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინი

აჰაამ კარგია რომ ის ბავშვი დიმას შვილი არ აღმოჩნდა.
ახლა იმედია უკვე დალაგდება მათი ურთიერთობა და ეგაა რა ჰეფი ენდი❣❣
ისტორია მომეწონს. ???? და გთხოვ ასე ძალიან ნუ იგვიანებ.
//ერთიკითხვაცც// როდის დაასრულებ ამ ისტორიას??

 


№15  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ნინი
აჰაამ კარგია რომ ის ბავშვი დიმას შვილი არ აღმოჩნდა.
ახლა იმედია უკვე დალაგდება მათი ურთიერთობა და ეგაა რა ჰეფი ენდი❣❣
ისტორია მომეწონს. ???? და გთხოვ ასე ძალიან ნუ იგვიანებ.
//ერთიკითხვაცც// როდის დაასრულებ ამ ისტორიას??

ძალიან გამიგრძელდა ? :):) ალბათ მალე.

დაგვინება მეც ძალიან არ მინდა, მაგრამ ზოგჯერ სხვანირად არ გამომდის. სამწუხაროდ წერის გარდა ბევრი სხვა მოვალეობებიც მაქვს. განსაკუთრებით შვილების სწავლა/განათლებაში (მითუფრო ამ პანდემიის პირობებში, ლომის წილი მშობელზე, რომ მოდის) დახმარება, მთელს დროსა და ენერგიას მაცლის.

 


№16 სტუმარი ფიონა

მოკლედ რა დაიარა ფენთხებში?
მატარებელში მეგონა თავი თან კარგად რო აჯანჯღარებენ კოქტეილივით ისე..
აქვს განმარტება.. ანუ ავირი რა...
და იმედია შენდეგი თავი დამალაგებს თორე ერთი თუ დავიშალე მერე რთული მობოჭვა.... :D
აღმატებულება ფიონა. ;)

დავამატებ მეტი სკანდალი მეტი იტრიგა... მარა არ ქნა..
თაკოს პროვოცირებას ვცდილობ დდ

მიხვდი ხო რა ვიგულისხმე თან უნდა ექნა თან არა... დდდ

 


№17  offline მოდერი თამარი აჩბა

ფიონა
მოკლედ რა დაიარა ფენთხებში?
მატარებელში მეგონა თავი თან კარგად რო აჯანჯღარებენ კოქტეილივით ისე..
აქვს განმარტება.. ანუ ავირი რა...
და იმედია შენდეგი თავი დამალაგებს თორე ერთი თუ დავიშალე მერე რთული მობოჭვა.... :D
აღმატებულება ფიონა. ;)

დავამატებ მეტი სკანდალი მეტი იტრიგა... მარა არ ქნა..
თაკოს პროვოცირებას ვცდილობ დდ

მიხვდი ხო რა ვიგულისხმე თან უნდა ექნა თან არა... დდდ

აღარავითარი სკანდალი და ჯანჯღარი :) მორყეული ვარ მთლიანად :). ავაწყობ ახლა პაზლივით და ეგაა რა . თაკოს პროვოცირება უნდა კიდე? :) მადლობა, აღმატებულება ფიონა ! ♥️♥️

 


№18 სტუმარი ნნნ

როდის დადებ?

 


№19 სტუმარი ატბ

როდის დადებ

 


№20  offline წევრი Marikagogolqdze

როდის გააგრძელებთ?

 


№21  offline წევრი თათია-თათა

აღარ აგრძელებთ? პასუხი მაინც მოგვწერეთ :(

 


№22  offline წევრი Marikagogolqdze

ყველას რატო ეზარება წერა???

 


№23 სტუმარი ნნ

პასუხის ღირსიც არვართ? იქნებ პატივიდაგვდოთ და გვიპასუხოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent