შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბაჰ' ისეული (სრულად)


10-02-2021, 11:25
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 6 157

მოკლედ ასეე... როგორც იქნა დადგა ჩემი დაბადების დღეც და შევყარე ხალხობა. ყოველ წელს ვამბობ, ჩემ დაბადების დღეზე მოვაწყობ დიდ წვეულებას და ავყრი ჩემ დაქალებს მეთქი, მაგრამ არა და არ დადგა ეს დღე. ამ წელს კი თავი გავიგიჟე ( პრინციპში პანდემიამაც ხელი შემიწყო ), ჩემს ქმარს ვეღრიჯე, ვემუდარე, ვიღნავლე და ბოლოს ძლივს დავითანხმე, რომ ყაზბეგის სახლში მომეწყო ტუსოვკა და ძლივს ერთხელ სადაქალოთა სრული შემადგენლობა წამესხა გადათოშილ სოფელში. დავიფიცე, რომ ამ წელს მაინც ვუშოვიდი კარგ საბედოს კატერინას, ქვეყნის მაჭანკალი რომ გახდა და თვითონ დაიარება ეულად.
მოკლედ ასეე...
-ეგ ხომ უკვე თქვი,- მეუბნება ჩემი ქმარი და ყავის ჭიქას მაწვდის.
-ხო, დამავიწყდა, ახლავე წავშლი,- ვპასუხობ და თითს ვწევ, რათა წავშალო, მაგრამ ვახო ხელს მიკავებს.
-გაეშვი, დარჩეს ისე, როგორც არის,- და ხელზე მკოცნის ჯელტმენივით,- ისიც ჩაამატე, რომ დაწერაში გეხმარები.
-მოგიკვდი...

***


ჩემ დაბადების დღემდე 2 დღით ადრე, მე და ვახო იმის გასაგებად წავედით კიდევ იდგა თუ არა სახლი მიწაზე. გოგონები, მეორე დღისით უნდა ჩამოსულიყვნენ შეყვარებულებითურთ. რომ დავთვალე ბევრი გამოვიდა, მაგრამ ამად ღირდა, ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად უნდა გამეტარებინა ჩემი დღეობა. ჩემი ბიჭო არ მომყვებოდა იქამდე სანამ გაიგებდა, რომ ბიჭებიც იქნებოდნენ. გოგოებში რა მინდაო- გაიძახოდა, ძმაკაცებთან ერთად წავალ რამდენიმე დღით სადმეო. მე იმის ქალი ვიყავი ეს სადღაც გამეშვა და ეპარპაშა? გოგონების შეყვარებულებიც დავპატიჟე და ესეც სიხარულით დავითანხმე.
ხურთისში ყოფნა მიყვარს, აქ სიმშვიდეა, სიწყნარე, სუფთა ჰაერი, დღეში ერთი მანქანა თუ ჩაივლის მხოლოდ ან საერთოდაც არ ჩაივლის. 2014 წლის აღწერით სოფელში მხოლოდ 47 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა უფრო შემცირებულია, სახლები ცარიელი, ეზო-კარი მივიწყებული. ადრე იშვიათად თუ ჩამოდიოდნენ ხოლმე სახლის პატრონები და დაუვლიდნენ კრუგს კარ-მიდამოს, ახლა ეს იშვიათობაც გაქრა. ბევრი ქალაქში წავიდა, ბევრიც საიქიოში. დავრჩით მხოლოდ ჩვენ, მოხუცი ვანო პაპა და კიდევ რამდენიმე ადამიანი.
გზა უარესად იყო გაფუჭებული, ვიდრე მახსოვდა, თეთრი მანქანა სახლის ჭისკართან სულმთლად ტალახიანი მივიყვანეთ. კრუგი დავურტყი სახლს, კიდევ კარგი ზამთარი იყო და ბალახი ჩაწოლილიყო, თორემ კარამდე მისვლა გაგვიჭირდებოდა. საკეტს გასაღები მოვარგე და კარი შევაღე. ისეთი ხმა ამოუშვა თითქოს სახსრებატკივებული მოხუცის სიმშვიდე დამეფრთხოს. მტვერს მიჰქონდა იქაურობა, საშინელი სიმარტოვის და მივიწყების სუნი ასდიოდა პაპაჩემის სახლს. არადა როგორ უყვარდა, როგორ უფრთხილდებოდა, იძახდა წინაპრების დატოვებულია, როგორ შეიძლება არ მივხედოვო. ,, პაპა გენაცვალოთ, - გვეუბნებოდა და მე და ჩემს დას მუხლზე დაგვისვამდა, - მე რომ მოვკვდები ამ სახლს ხომ უპატრონებთ? "- გვკითხავდა ხოლმე და ჩვენც ღიმილით ვუქნევდით თავს, სიკვდილის მნიშვნელობა რომ არ ვიცოდით და გვეგონა პაპიკო (მოფერებით) სამუდამოდ გვეყოლებოდა. ტუჩი ამიკანკალდა და ყელში გაჭედილი უხილავი ბურთი გაჭირვებით გადავყლაპე. ნოსტალგია და მონატრება მომაწვა, ერთ წამს ისიც კი ვიფიქრე, რომ თავისი საყვარელი ოთახიდან გამოვიდოდა ხელგაშლილი და მკერდში ჩამიხუტებდა პაპას გულს, მაგრამ სიჩუმისა დ სიბნელის მეტი არაფერი მეგებებოდა ხელგაშლით.
ფიქრებიდან მხარზე შეხებამ გამომაფხიზლა, ვახო ზურგს უკან ამომიდგა და ჩემი გაშეშებით შეშინებულმა შემომატრიალა.
- კარგად ხარ, საყვარელო? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ლოყებზე ჩამომავალი ცრემლები მუჭით შევიმშრალე.
-კარგად ვარ, უბრალოდ პაპა გამახსენდა და..., - ამოვისლუკუნე და ცას ავხედე, პირი ფართოდ გაეღო, სათოვლედ, - იმედია ისე არ ითოვებს, რომ გოგოები გზაში გაიჭედონ.
-არ მგონია, - მხრები აიჩეჩა და მანაც ახედა ცას, - თოვლი არ ვიცი, მაგრამ რომ იწვიმებს ეგ ზუსტად ვიცი. წამოდი, შევიდეთ, სახლი გავასუფთავოთ და პროდუქტები შემოვიტანოთ.
შალითა გადაფარებული ავეჯი მტვრის დადებისგან დაცული იყო, მაგრამ მე არ ვიყავი ალერგიისგან დაცული. ცემინება ამიტყდა და მანამ ვერ გავჩერდი სანამ გარეთ გამოსულმა სუფთა ჰაერი არ ჩავისუნთქე.
-ღმერთო, რა საშინელებაა.
-პირბადე გაიკეთე, ცოტათი დაგიცავს, - გამომძახა ვახომ, ნეტავ აქამდე მე რატომ ვერ მოვიფიქრე? საბოლოოდ, როგორც იქნა გავყარე ,, დევნილები“ სახლიდან და ნაჭერი ფანჯრიდან გადავბერტყე. თავი მისკდებოდა უჰაერობისგან. ძლივს დაემსგავსა სახლი საცხოვრებლისთვის ვარგისს, ძველებური ავეჯი ისევ ისე იწონებდა თავს, როგორც უწინ. პაპაჩემის კაჩალკაში ჩავჯექი და დაველოდე ვახოს მოსვლას, რომელიც საშეშეში იყო გასული. შეშა ყოველთვის გვქონდა. პაპაჩემი რომ დაიღუპა ერთი პერიოდი მამაჩემსა და ვანო პაპას მოჰქონდათ ხოლმე, მერე ჩვენც გადმოვსახლდით თბილისში სამუდამოდ და დარჩა მოხუცი თავის სახლ- კართან და ძროხასთან ერთად მარტო. შვილიშვილი ხშირად აკითხავდა ხოლმე, უნდოდა ისიც თბილისში გაჰყოლოდა, მაგრამ ვანო პაპა კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მე რომ წამოვიდე ჩემსა და დათიკოს (პაპაჩემი) სახლ-კარს ვინ მიხედავსო. ცოტა მოგვიანებით მასთან სტუმრობა გადავწყვიტე, უყვარდა მე და ვახო რომ ვსტუმრობდით, ჭიქის ამწევი ჩემს ოჯახში ყოველთვის გამიხარდებაო. ჩარტყმა უყვარდა, მაგრამ ასაკის გამო ბევრს ვეღარ სვავდა. ცოლს გაიხსენებდა ხოლმე, ძალიან უყვარდა, იტყოდა უდროოდ გამომეცალა ჩემი თამარა ხელიდანო, კედელზე დაკიდებული ქალის სურათს ჭიქას მიუჭახუნებდა და სვავდა. ამ მდუმარე სახლში ერთადერთი იყო ვისთანაც საუბარი შეეძლო.
ოთახს კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს და ბავშვობის მოგონებები მიტივტივდება გონებაში. ადრე არასდროს დამმართნია ასე, ახლა არ ვიცი რა ხდებოდა ჩემს თავს. პაპას კაჩალკა ყოველთვის ბუხართან იდგა,- ვამბობ გონებაში და მექანიკურად თითს ვიშვერ იმ ადგლისკენ. ვხედავ როგორ ტენის თავის საყვარელ ჩიბუხში თუთუნს და უკიდებს. ბებიაჩემი სამზარეულოდან გამოდის და ჯუჯღუნს უწყებს, ბავშვებთან ნუ ეწევიო. ხელში ბავშვებისთვის გამომცხვარი ქადებიანი თეფში უჭირავს და მაგიდაზე დადებისთანავე გვეძახის ,, ჭინკებს“. მე, ჩემი და და ჩემი ბიძაშვილი, თორნიკე, ბუზებივით ვეხვევით და ისე ვჭამთ გაციებასაც არ ვაცდით. დედაც გამოდის სამზარეულოდან და ატმის კომპოტი გამოაქვს, წინსაფარს იხსნის და სკამზე კიდებს, მორჩა მისი საქმე სამზარეულოში. კარი იღება და მამაჩემი და თორნიკეს მამა შემოდიან, ხელში ღვინის დოქები უჭირავთ ორივეს და რაღაცაზე გულიანად იცინიან. კიბეზე კიდევ ისმის ფეხის ხმა და მალე კარში ვანო პაპა შემოდის, პაპაჩემი მის დანახვაზე ფეხზე დგება და მას ისე ეხვევა, თითქოს კარგა ხანი იყო რაც არ ენახა. ბუხრის წინ მაშინვე შლიან ნარდის დაფას და იწყება კამათლების განუწყვეტელი რახუნი დაფის ხის კედლებზე. მამა და ბიძაჩემი ( თორნიკეს მამა) ქონდრიანი წვნიანის მოსამზადებლად შედიან სამზარეულოში და დედაჩემსა და ბიცოლაჩემს გარეთ უშვებენ, ბებიაჩემს ვერ უბედავენ გამოგდებას, რადგან ის სამზარეულოს მბრძანებელია. მოიცადე, ყავა მაინც ავიღოვო, ხელიდან უსხლტება დედაჩემი და გამოსვლისას ძლივს იგერიებს მამაჩემის ხელს, მოღუტუნებისთვის რომ აქვს მომართული. დედას ჭიქას ვეპარები და თეფშზე დაქცეულ ყავას ვწრუპავ. თავი დიდი ქალი მგონია.
არ ვიცი, ეს რომელი დღის მოგონება იყო, მაგრამ გონებას ისე მკვეთრად ჩაემახსოვრებინა, რომ ახლა თვალწინ მიტრიალებს ფილმის კადრებივით. ეს იყო ბოლო დღე ჩემი მოგონებებიდან, რომელიც ბებიას უკავშირდებოდა, რადგან მალევე გარდაიცვალა. გონს მაშინ მოვედი ვახო რომ შემოვიდა და ბუხრის წინ შეშა დაყარა. შიშისგან შევხტი და კაჩალკა სკამიც შეირხა, ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გადავყირავებულიყავი.
-რა გჭირს, გოგო, შენ? - დოინჯშემოყრილი მომიახლოვდა და წინ დამიდგა.
-არაფერი, უბრალოდ ჩავფიქრდი.
-რაღაც ძაან ხშირად ფიქრდები, - დაიხარა და მაკოცა, - ხომ კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ, - ფეხზე წამოვხტი და თვალი ავარიდე, - პროდუქტს შემოვიტანოთ, ხო?
-იყავი, მე შემოვიტან, დაისვენე შენ, - თმაზე მომეფერა და გარეთ გავიდა.
-ვახო?! - უკან ავედევნე, - ბუხარი დანარჩენ ოთახებშიც დღეს ავანთოთ?
-ხოო, ხვალამდე მოტეხავს სიცივეს, - მანქანიდან ცელოფნები გადმოიღო და უკან გამობრუნდა, - რომ დავლაგდებით ვანოს გადავუაროთ, ვიყურებოდი და არ გამოსულა გარეთ.
პროდუქტები დავაბინავეთ. ხვალინდელი და ზეგინდელი ქეიფისთვის საჭმელი ბლომად გვქონდა, სასმელი ლიზას გიორგის შევაწერე, კახელია მაინც, კარგი ღვინო ექნება. ხინკლისთვის მზა ფარში საყინულეში ჩავაგდე და გავემზადე ჩემ მოგვარესთან სტუმრობისთვის. ამ სოფელში სულ რაღაც ექვსი გვარი იყო გავრცელებული, მაგრამ მეეჭვება ახლა ექვსივე გვარის წარმომადგენელი იყოს შემორჩენილი. სახლის კარი გამოვიხურე და შალმოხვეული გავყევი ვახოს უკან. გაუბედურებულ გზაზე გაკეთებული ზოგიერთი ღრმული იმხელა იყო, ნავით გადაცურვა ჩვეულებრივად შეიძლებოდა. ბედი ჩემი, რომ სუსტი ვარ და ვახოს ჩემი თრევა არ გასჭირვებია, თორემ დამტოვებდა რომელიმე გუბესთან. ეზოს კარი ჭრიალით შევაღე და გამოვარდა კიდეც ბებერი ბროლია ყეფით, ერთ დროს თეთრი ბეწვი ახლა ყავისფერი რომ გამხდარიყო.
-დედა, - შევიცხადე მისი დანახვისას, - ეს ძაღლი კიდევ ცოცხალია?
-რა მოკლავდა, - მოახლოებულ ძაღლს ხელები გაუშალა და მოსაფერებლად დაიხარა. 10 წლის ვიყავი ლეკვი რომ შეეკედლა ვანოს და დღემდე ჯანზე იყო. ხმაურზე მასპინძელი გამოვიდა, მოჭუტული თვალებით გვიყურებდა უკვე შებინდებულზე მისულ სტუმრებს და ვერ გაერკვია ვინ ვიყავით. უფრო მეტად დასტყობია ასაკი მოხუცს, წელში მოხრილი გაჭირვებით ჩამოვიდა კიბეზე. ჭაღარა წვერი კარგად მოზრდოდა და თმაც დეკემბრის პირველი თოვლივით სულმთლად თეთრი გახდომოდა. მოგვიახლოვდა და უკეთესად დაგვაკვირდა, სახეები როგორც კი გაარჩია, სახეზე ფართო ღიმილი გადაიფინა.
-ოიშეე, - სიხარულით შეიცხადა და მკლავები განზე გაშალა, - ვახო, შვილო, შენა ხარ?- მას მოშორდა და მერე ჩემკენ გამობრუნდა, - საბაჰო, ბალღო აგრე, რამხელა გოგო გაზრდილხარ, თქვენზე დავსწუხდი. ( მოხევ.- ბალღო აგრე- უფროსი ეტყვის უნცროსს, როცა კარგად იქცევა ან უბრალოდ ლამაზია; თქვენზე დავსწუხდი- მომენატრეთ)
- ჩვენც მოგვენატრე, ვანო პაპა,- წელში გავსწორდი და გავუღიმე, სიბერეს მოეხარა მისი სხეული,- როგორ ხარ?
- როგორ ვიქნები აბა, შვილო, დავრჩი მარტო და ვარ,- დამწუხრებით ამოილაპარაკა და სახლისკენ წაგვიძღვა. ვახო ხელების დასაბანად გაჩერდა წყაროსთან და მალევე დაგვეწია.
- თორნიკე აღარ მოდის ხოლმე?
- თორნიკე კი მოდის, მაგრამ იმასაც საქმეები აქვს და დიდი ხნით ვერ რჩება. ორიოდე დღე თუ გაჩერდება შაბათ- კვირა და გარბის ეგრევე.
- თბილისში რატომ არ მიყვები, ოჯახთან იქნები, ხმის გამცემიც გეყოლება,- ჩაერთო ვახოც და ოთახში შემოსულმა კარი მიხურა. ოთახი ისევ ისეთი იყო, როგორიც მახსოვდა, არაფერი იყო შეცვლილი, გარდა ვანო პაპასი. როგორც პაპაჩემს, მასაც ძალიან უყვარდა ბუხართან მდგარ კაჩალკა სკამში ჩაჯდომა და ჩიბუხის გაბოლება. ბავშვობიდან მახსოვს, კვამლის რგოლებს უშვებდა ხოლმე პირიდან. მაგიდასთან მიგვიწვია. კარადიდან თავისი გაკეთებული სალა, ყველი, მოხარშული ხორცი, პური და თიხის ძველებური დოქით ღვინო გადმოიღო და სუფრა გაგვიშალა შინაურობაში.
- დიდი არაფერი, მაგრამ მთელი გულით არის ყველაფერი, დაგადნით,- თვითონაც მოუჯდა მაგიდას და გააგრძელა,- თბილიში რა მინდა, ჩემო ბიჭო, იქ რა ვაკეთო?! ძროხას წამაყვანინებს ვინმე?- არა; ბროლიას?- არა. ამათ გარეშე რა უნდა გავაკეთო მე იქ, დავჯდე და იმ მოლაპარაკე ყუთს ვუყურო მთელი დღე? არა, დაგენაცვლე, არა, აგერ ჩემი თამარაც დამიკვერებს, რომ მე იქ ვერ გავჩერდები,- მერე წამით დადუმდა და ისევ გააგრძელა,- ეჰ, შვილებო, ეს არის ჩემი ბედი, ჩემი წინაპრების სახლჩი გარდაცვალება. აქ მოკვდა მამაჩემიც და იმისი მამაც, ჩემი თამარაც აქ ჩამაკვდა ხელებში, მე როგორ ვუღალატო ამათ. ( მოხევ.-დაგადნით- გენაცვალეთ; დაკვერება- დამოწმება)
- კარგი, ვანო პაპა,- ჩამოწოლილი დუმილი დაარღვია ვახომ,- რადგან მოვედით, ცოტა ხომ არ დაგველია?- კაცს თვალები გაუბრწყინდა.
-ეგრე რა, - ჭიქა გაუწოდა და ღვინო ჩამოასხმევინა,- ემ წინაზე ჩამომიტანა თორნიკემ, იმ ჩიხამ, იმან. ადრე ორი- სამი დღე რომ რჩებოდა, ახლა მეორე დღესვე წავიდა. ( მოხევ. ემწინაზე- ცოტა ხნის წინ)
- ჩიხა რა არის?
- ჩიხა უშნოს ნიშნავს,- განვუმარტე და ღვინის ჭიქა წინ დავიდგი,- ხვალ მინდა ჩამოვიყვანო.
- შენ თუ მაგას იზავ, შვილო, რამეს გიკისრებ,- ხელები გაშალა,- ვეხვეწები აიღე ის ტიალი შვებულება და დაისვენე სუფთა ჰაერზე მეთქი, მაგრამ ვის ესმის.
ცოტა ვილაპარაკეთ ყველაფერზე, იქაურობაზე, ხალხს რომ სოფელი აღარ უნდოდა, არადა მოვიდოდა დრო როცა დააფასებდნენ სოფლებსაც და ბოლოს გადავედით თამარა ბებო პირველად რომ დაინახა, იმ ამბავზე.
- ღუჭის კუკლა (შავგვრემანი) იყო, შვილებო, ჩემი თამარა, მაგრამ თოლიაღიც იყო (ლამაზი ქალი) . სულ ნაწნავები ეკეთა, გაშლილი თმით მე ეგ არ მახსოვს მენახოს,- წამით ჩაფიქრდა,- არა, მახსოვს კიი, რომ მოვიტაცე კიკინები არ ეკეთა მაშინ. 16 წლისა იყო, მე კიდევა 20 წლისა ვიყავი. დავინახე თუ არა მაშინვე ჩამივარდნია გულჩი, კოკა ედგა მხარზე და წყალი მიჰქონდა სახლჩი, მაშინვე ვიანდე (მივხვდი) , რომ ეს ჩემი ცოლი გახდებოდა და გახდა კიდეც. ღამით გავიტაცეთ მე და ჩემმა ძმამ, ღამის პერანგიანი გავახვიე ნაბადჩი და შემოვისვი ცხენზე. ხმა კი არ გაუღია, მშვიდად იჯდა. იყვირე მაინცა, ასე მშვიდად რადა ზიხარ ქალაუ მეთქი, ვეუბნები და მერეღა დაიყვირა იმ პატარა მაიმუნმა,- ღიმილი მოეფინა მთელს სახეზე, იმ დღის გახსენებამ ბედნიერება მოუტანა,- ოჯახი რომ შევქმენით მერეღა მითხრა, რატომ უნდა მეყვირა, ვინც მომწონდა ის მიტაცებდაო,- მხრები აიჩეჩა კაცმა,- ერთ წელში გიორგაც შეგვეძინა ( თორნიკეს მამა) , მერე ეკატერინე და სიდონიაც მიაყოლა ერთმანეთს და ავშენდით მეთქი მეგონა, მაგრამ ეკა წაგვართვა იმ ოხერმა ავადმყოფობამ მალევე.
-რა დაემართა?
-არ ვიცი, შვილო, სიცხემ მისცა სამი წლის ბავშვს და მერე მალევე დაიღუპა კიდეც. ცუდი დრო იყო, სად იყო მაშინ ექიმები და საავადმყოფოები, ახლა რომ არის. ერთი ექიმბაში გვყავდა და იმანაც ვერაფერი გაუკეთა. ღმერთმა აცხონოს მისი სული,- ჭიქა მოგვიჭახუნა და სასმელი გამოსცალა, - შენ არა სვავ, პაპას ქალო?
-არა, ვანო პაპა, დღეს რაღაცნაირად არ მინდა,- უარის ნიშნად თავი გავაქნიე, სასმლის სუნზეც კი გული მერეოდა.
-არადა სუფრაზე სულ კაცებთან იჯდა და მამამისის ჭიქიდან წრუპავდა ღვინოს. დათოს უხაროდა ბიჭი მეზრდებაო,- გულიანად გაიცინა,- ისე მამასაც და შვილსაც რომ დავითი ჰქვიათ ხომ საინტერესოა? დათო რომ დამეძახა ორივე იხედებოდა, ამიტომ უფროსს დავითას ვეძახდი, უმცროსს- დათოს და აღარ ირეოდნენ ხოლმე.
რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ კაცებმა ბუხართან გადაინაცვლეს, ნარდის დაფა გაშალეს და რიტმულად დააწყებინეს კამათლებს ცეკვა. ვახო სულ მეწუწუნებოდა იმის გამო, რომ ნარდის თამაში ვერ მასწავლა, სამსახურის გამო კი მამაჩემთან ხშირად ვერ თამაშობდა ხოლმე და მონატრებული იყო. ახლა მთელს გულს დებდა პარტიაში, მაგრამ ბოლოს მაინც წააგო, არ მახსოვს ვინმეს მოეგოს ვანო პაპასთვის, თვით პაპაჩემსაც კი. მაგრამ იყო ერთი შემთხვევა, როცა პაპაჩემმა მოიგო და ამის აღსანიშნავად ქათამს წააცალა თავი. სულ დუდღუნებდნენ, კამათობნენ, ერთმანეთს ატყუებდნენ სვლებში, ყალთაბანდობდნენ, მერე იცინოდნენ იმაზე, რომ ვერ გაუგეს ერთმანეთს როდის და როგორ მოატყუეს და ა.შ. მომნატრა ამ ორი ადამიანის ერთად დანახვა, დაძაბული პარტიის დროს გამეტებით ეწეოდნენ ჩიბუხს და კვამლით ავსებდნენ იქაურობას. მერე გვიწევდა ფანჯრებისა და კარების დიდხანს ღიად დატოვება, რათა როგორმე ერთმანეთი დაგვენახა. მეცინება. ჩემს უნებლიე სიცილს ორივე ამჩნევს და მათაც ეცინებათ, მაგრამ არ იციან რაზე იცინიან. უბრალოდ იცინიან შეზარხოშებულები. ვანო მიყურებს და რაღაცას იხსენებს, მერე აგონდება და ცბიერად უღიმის ვახოს.
-შენ იცი ეს რა ქვეყნის ამომგდები იყო?- მიყურებს და ეცინება,- ესა და თორნიკე ერთი პარტიის ჩამოსხმა არის, ერთი ჭკუა, ერთი აზროვნება. არადა, ჩემი შვილიშვილი ხუთი წლით დიდია ამაზე, მაგრამ ჭკუა არ ჰქონდა. ამის და, ლია, უფრო დამჯდარი და დალაგებული იყო, მაგრამ ეს ორი ალღეში (გიჟი) იმასაც აიყოლიებდნენ ხოლმე ათაში ერთხელ და სოფელს აწიოკებდნენ. იცი ხვლიკს რა უქნეს? საცოდავი,- გამომცდელად გამომხედა, უკვე ვიცოდი რაც უნდა მოეყოლა და სახეზე ავიფარე ხელები. ვახოსთვის არ მქონდა მოყოლილი ქირურგის როლი რომ შევითავსეთ ბავშვებმა,- ხვლიკი დაიჭირეს და მუცელი გაუჭრეს ცოცხალს.
-არ გინდათ, ვანო პაპა, ნუღარ გააგრძელებთ მაგას, ქმარს ნუ დამაშორებთ,- შევიცხადე და ვახოს გავხედე, სიცილს ძლივს იკავებდა.
-არა,- თითი ზევით ასწია,- შენმა ქმარმა ყველაფერი უნდა იცოდეს, რაც კი ჩადენილი გაქვს, შემდეგში ფრთხილად რომ იყოს. მოკლედ ეს ორი ონავარი და ის მესამე, ჩემი რა ბრალია, ამათმა წამიყვანეს, ბავშვი (ჩემი და ასე იმართლებდა ხოლმე თავს) ერთ დღეს ბედნიერი სახეებით მოვიდნენ სახლში და რაღაც ლამაზი მოაქვთ. მწვანე ფერის იყო, თორნიკეს ეჭირა ხელში, ბებიაშენმა რომ გაარკვია რა იყო, გული შეუღონდა, ძლივს მოაბრუნა პაპაშენმა. ესენი კიდევ სიხარულით ამბობდნენ, რომ ხვლიკი ორსულად იყო და ამშობიარეს, თურმე კვერცხები ჰქონია მუცელში და უნდა დაებადა,- რომ წარმოვიდგინე რა საშინელება ჩავიდინეთ მაშინ, გული შემიღონდა. არადა მიყვარს ხვლიკები, ლამაზები არიან, არაფერს გიშავებენ, ჩვენ კიდევ მოვკალით, ეგეც კი არ ვაკმარეთ კვერცხები ამოვაცალეთ მუცლიდან და ვუვლიდით.
-კიდევ რა სადისტობა აქვს ჩადენილი, ჩემს ცოლს?- დაინტერესება გამოთქვა ვახომ.
-ამასა და თორნიკეს გველის წიწილი დაუჭერიათ, ბოთლში ჩაუსვამთ და გამოკეტილი ყავდათ უჰაეროდ. ამის დამ კიდევ წიწილები მოახრჩო და ძაღლს აჭამა, შიოდა და რა უნდა მექნაო,- იცინის გახსენებაზე.
-ეს ყველაფერი მე არ ვიცოდი,- გულიანად იცინის ვახო,- კიდევ რას მეტყვით?
-ერთხელ მახსოვს, ეს ქალბატონი ნეხვში რომ ჩავარდა.
-ეგ არ მოუყვეთ,- წამოვიყვირე და მუდარა ჩამდგარი თვალებით შევხედე, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია.
-ეს, თორნიკე, ლია და კიდევ ერთი მეზობლის ბავშვი დამალობანას თამაშობდნენ. თორნიკე იხუჭებოდა, ესენი იმალებოდნენ, ხოდა ერთიც ამან ჩაიგდო მომენტი ხელში, გამოვარდა სამალავიდან, გარბის რომ უნდა დაასტუკოს, და ბრახ აუსრიალდა ფეხი და ჩავარდა ნეხვებში. ახალი ტანსაცმელი ეცვა, თავს იწონებდა და მონათლა უცებ,- ორივე გულიანად იცინის, მე დამცინიან,- ერთხელ ძროხა გამოეკიდა და ძლივს მოასწრო სახლჩი შესვლა,- უფრო უმატეს სიცილს. მორჩა, ჩემი ბავშვობის კრიმინალური საქმეები და სირცხვილები გამომზეურებულია,- კიდევ რა იყო?!- ჩაფიქრდა მოხუცი,- გამახსენდება და გეტყვი.
-მეც მაქვს ერთი მოსაყოლი,- სიცილს ვერ წყვეტს ვახო და მიყურებს,- გორში ისვენებდა თავის დაქალთან წინა ზაფხულს და...
-აუ კარგი რაა, ვახო, დღეს რომ გაიღვიძეთ ჩემი დაცინვა დაგეგმეთ ორივემ?- ფეხზე წამოვხტი და სუფრის ალაგება დავიწყე. ვახომ ცხენის მოტაცების ამბავი უკვე ყველას მოუყვა.
-მოკლედ, წინა ზაფხულს დაქალები გორში ისვენებდნენ, ერთ- ერთის სახლში, კატერინა ქვია იმ გოგოს. ხოდა, ამას ხომ იცით ცხენებთან სულიერი კავშირი აქვს, გადაუყვანია კატერინას თავის მეზობელთან ესა და მეორე დაქალი და გაუცნია იმ კაცისთვის. ამან ხესთან მიბმული ცხენი დაინახა და გავაჭენებო, იმანაც გააჭენე თუ შეგიძლიაო. ესეც მოახტა ალქაჯივით და სადღაცას გააქანა. პატრონმა ეს რომ დაინახა უკან გაეკიდა, სად მიგყავს ჩემი ცხენი შე უპატრონოვო. მერე იმ ცხენმა ტალახებში ათრია და ისეთი დააბრუნა იმ კაცმა უკან, ამისმა დაქალმა ძლივს იცნო.
-აზვიადებ,- თვალები დავუჭყიტე.
-ცხენიდან რანაირად გადმოვარდი, გოგო?
-არ გადმოვვარდნილვარ, ვანო პაპა,- თავი ვიმართლე,- ცხენიდან რომ ჩამოვდიოდი, შემთხვევით აღვირი ამექნია და პირდაპირ ტალახებში გაქანდა ის უდღეური,- მათი სახეების შემხედვარეს მეც სიცილი ამიტყდა.
-მალადეც შენ,- ხარხარებდა ვანო და გულზე იდებდა ხელს, შემეშინდა ამდენი სიცილისგან რამე არ დამართნოდა.
-მოკლედ, ვანო პაპა,- საათზე დაიხედა ვახომ,- გვიანია უკვე და წავალთ ჩვენ. თქვენ დაისვენეთ და ხვალ გადმობრძანდით, სტუმრები გვეყოლება.
-ჩაგაჭკნდით გულაჩი(თქვენ გენაცბალეთ), - გაჭირვებით წამოდგა ვანო და ხელები გაშალა ჩასახუტებლად,- გამიხარდა რომ დამაფასეთ და მოხვედით ჩემთან. გაიხარეთ, შვილებო,- გადაგვეხვია და ჭიშკრამდე გამოგვაცილა, ისე ბნელოდა თითის თვალთან მიტანისა შემეშინდა.
ჭიშკრიდან გასულებს იმავე გზის გავლა გვიწევდა, რაც აქამდე მოსასვლელად დაგვჭირდა. შეზარხოშებულმა ხელში ძლივს ამიყვანა, მე გზას ვუნათებდი ტელეფონის ფანრით და ასე გაჭირვებით მივყავდი. ის იყო სამშვიდობოს ვიყავით, ბოლო გუბე უნდა გაევლო და ჭყაპ, ორივენი გუბეში ვწევართ, ვახო ზევიდანაა მოქცეული და კვდება სიცილით. წამით ვერ მივხვდი რა მოხდა, ტელეფონიანი ხელი ჰაერში დამრჩა, ბოლოს სისველე რომ ვიგრძენი, მერე მივხვდი- იმ გუბეში ვიწექი, ნავით გადაცურვა შესაძლებელი რომ იყო. აღარ ვიცოდი მეტირა თუ მეცინა, ვახო კი ვერ იძვროდა ადგილიდან, ზედ მეწვა და იგუდებოდა სიცილისგან. ბოლოს სიცილსა და ტირილს შორის პანიკური შეტევა ავირჩიე და ბებერი ქალივით ჯუჯღუნი დავუწყე, საბოლოოდ მეც ვიცინოდი. დაიხარა და მაკოცა, თან დაიწუწუნა საშინელი გემო გაქვსო. შენ მაშინ უნდა გენახე, ნეხვში რომ ჩავვარდი მეთქი ვუპასუხე და ისე ჩავემხე გუბეში, გეგონება სუფთა წყალი ყოფილიყოს. გოჭებივით ვეყარეთ ტალახში და ვიცინოდით უაზროდ, ვერც ერთი მივხვდით, რომ ავმდგარიყავით და სახლში შევსულიყავით. ჩემს ქმარს აღარ ვუყვარვარ?! ჰმმმ, ეს აზრი თავიდან უნდა ამოვიგდო. ბოლოს როგორც იქნა წამოვჯექი, ტელეფონი ისევ ჰაერში მქონდა გაკავებული სუფთად, მეზობელი სახლიდან ვანოს ხმა გაისმა.
-მშვიდობაა, შვილებო? რატომ არ შედიხართ შინ,- ხმაში ნერვიულობა ჰქონდა გაპარული.
-კარგადა ვაართ, ვანო პაპა, ნუ ღელავთ,- გასძახა ვახომ და ჩემი წამოყენება სცადა, მაგრამ ტალახში ფეხი ისე სრიალებდა, ისევ მუხლებზე დაეშვა.
-ვგიჟდები ტალახის აბაზანებზე.
-რომელი ჯობია, გორის თუ ხურთისის.
-ერთი მარგალურიც უნდა ვცადო და მერე გამოვარჩევ,- ენას ვუყოფ, მაგრამ მერე ვნანობ, ტალახი გავილოკე ტუჩებიდან.
-ოოო, მარგალურ ტალახის აბაზანებს არაფერი ჯობია,- კმაყოფილად ამოილაპარაკა და ძლივს გაჭირვებით წამოდგა ფეხზე,- ადგები თუ დაგტოვო აქ.
-ამაყენე,- ხელი გავუშვირე და მეც გაჭირვებით წამოვდექი,- ხელით გარეცხვა მომიწევს ტანსაცმლის.
-პირდაპირ გადავყაროთ ჯობია,- წელზე მომხვია ხელი და სახლისკენ წამიძღვა
-შენი ნაყიდია.
-ააა, მაშინ გავრეცხოთ.
-შე წუწკო,- დავიხარე და ტალახი ავიღე ხელში, მაგრამ გამიძალიანდა და სახეზე წამასმევინა საკუთარი ხელით,- საზიზღარო.
-რას იქაჩებოდი, შენი ბრალია.
-ძალადობისთვის გიჩივლებ.
-შენ დაგიჭერენ პირიქით, ჩემს გვერდებს რომ ნახავენ.
-ნაკბენები კიდევ არ გადაგსვლია?- ვცდილობ მაისურს შიგნიდან შევძვრე, თან ტელეფონს ვანათებ.
-ცივი ხელები გაქვს, გოგო,- ყვირის და სახლისკენ გარბის,- ზოოპარკში ერთი ვოლიერი ჰქონიათ თავისუფალი და თბილისში რომ ჩავალთ ჩაგაბარებ,- სახლში ისე შეაბიჯა ფეხზე არც კი გაუხდია, ლამის გული წამივიდა ტალახიანი იატაკი რომ დავინახე.
-ამას შენ მოწმინდავ, გაიგე?- გავყვირე და სააბაზანოში შევუვარდი, ნახევრად გახდილმა მაისური ისე აიფარა შიშველ სხეულზე, თითქოს პირველად ვხედავდე. ყური არ მიგდია მისი წუწუნისთვის, ტანზე გავიხადე და ცხელი წყლის ქვეშ შევდექი, დავტოვე ვახო პირღია,- ჰაა, შემოხვალ თუ მოსაწვევს ელოდები?- ცბიერად გავხედე და თითის ქნევით შემოვიპატიჟე.
ნუ იმ ღამეს რა მოხდა თქვენც კი მიხვდებით.

***
მეორე დღისით მანქანის განწირულმა სიგნალმა გამომაღვიძა. ისე მესიკვდილებოდა წამოდგომა და გახედვა, რომ ვახოს მხარეს გადავყავი ხელი, მაგრამ იქ აღარ დამხვდა. გარედან რამდენიმე ხმა მესმოდა, რამდენიმე მათგანი გავარჩიე კიდეც- სალო, მარიამი, მარიამო, ლიზა, მია, წერეთლის ასული და აიხნიე, ვიღაც მაკლია. გონებაში ვითვლი და შვიდი გამოდის, კატერინას მოკვლის სურვილი მიჩნდება. იმედს ვიტოვებ რომ უბრალოდ ხმა ვერ გავიგე და სინამდვილეში თბილისში არ დარჩენილა. მარიამოს ხმა მესმის, მკითხულობს და როგორც კი ვახოს პასუხს იღებს, მაშინვე მობატუნობს ოთახისკენ, ფეხის ხმაზე ვხვდები, რომ დანარჩენებიც მოყვებიან. კარი ყვირილით შემომიღეს, ძლივს მოვასწარი საბნის გადაფარება თავზე.
-რას იმალები, ქალო,- რამდენიმე ხელი ექაჩება საბანს და მხდიან, ვკივივარ და საბანს ვეპოტინები, რომ შიშველ სხეულზე ავიფარო,- შიშველი ხარ, გოგო?
-რა გაყვირებ, გოგო,- წავუცაცხანე მარიამოს,- მოსდე ბარემ მთელს ქვეყანას.
-გუშინ ვის ქონდა ცეცხლოვანი ღამე?- წარბებს მითამაშებს ლიზა და კიდევ ერთხელ ცდილობს საბანი გადამხადოს.
-უზრდელებო, არც კი გცხვანიათ,- ხელში ჩავარტყი და წამოვჯექი,- გაიხედეთ უნდა ჩავიცვა.
-ოჰ, რა გაქვს ახლა ისეთი, რაც ჩვენ არ გვაქვს,- იწყინა სალომემ.
-ღირსება, გენაცვალე,- გავეპრანჭე და ფეხზე წამოვდექი.
-კიდევ ერთხელ მიკბენ ეგრე ცუდად და ყბაში დაგადებ,- წარბები შეკრა სალომემ.
-შენ ვინ რა გითხრა ერთი, გამაგებინე,- ჩხუბისთვის გავემზადე.
-ახლა გაჩერდით,- წამოხტა მია და ჩვენს შორის ჩადგა,- შენ ჩაიცვი, შენ კიდევ ყველაფერზე ნუ ხტები, აქ არავინ არ ვართ პატიოსანი სულის ადამიანები, მარიამისა და მარიამოს გარდა.
-ჩემგან რა გინდა,- თმები მხარს უკან გადაიყარა მარიამომ და მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა.
-ახლა არ მითხრა, რომ შენ და იკა...,- დაიწყო და აღარ გააგრძელა მარიამმა, მარიამომ თავი დაუქნია,- აბა მე რას გავიგიჟე თავი,- ხელები გაშალა თავის თავზე გაბრაზებულმა.
-ერთადერთი ქალიშვილი შენ გვყავხარ?- სიცილით გადაწვა წერეთლის ასული საწოლზე და საბანი გადაიფარა.
-აეგდე ან მეც დამაწვინე,- საწოლში შეწვა აიხნიეც და ბათინკიანი ფეხები გარეთ დატოვა,- უღირსოები ვწვებით საწოლში, ღირსიანები ფეხზე.
-ისე ღირსება- უღირსოებაზე გამახსენდა, სად გდია ქალბატონი კატერინა?- შარვალი ამოვიცვი და ტელეფონს დავხედე, ცარიელი ეკრანი ნერვებს მიშლიდა, ყოვლ დილით ველოდებოდი რაღაც ახალს, მაგრამ რას არც მე ვიცოდი.
-ქალბატონი კატერიანა არ წამობრძანდა, ასე გვითხრა ბებიაჩემს უნდა გავყვე ექიმთან და ვერაო,- მხრები აიჩეჩა აიხნიემ.
-იმ ქალს რაღა ახლა მოუნდა ცუდად გახდომა?- მერე დავფიქრდი რაც ვთქვი და გამოვასწორე,- იმედია კარგად არის, კარგი ქალია. გუშინვე ვერ დამირეკეთ მერე?
-გუშინ საერთოდ არ ვიცოდით ჩვენ,- მხრები აიჩეჩა წერომ,- გაბრიელს ვუთხარი გავუაროთ მეთქი და რომ მივედით არც ჩამოსულა, აივნიდან გადმოგვძახა მიზეზი,- გული დამწყდა ამის გამო, მეგონა ძლივს ერთხელ შევყარე მეთქი სადაქალოთა სრული შემადგენლობა და ჰოპ, ჩამეშალა ყველაფერი, სულ ასე ხდება.
-აბა ხვალე დაბადების დღე რომ მაქვს?- ხმა დამიწვრილდა, ჩემდა უნდებურად ტირილს ვიწყებდი.
-აუ კაი რაა, საბაჰო, არ იტირო,- მომცვივდნენ გოგონები და დაწყნდარება დამიწყეს,- არაუშავრს, ალბათ მართლა სერიოზული რამაა, თორე კაწია უარს არ იტყოდა წამოსვლაზე.
-აქ რა ხდება?- ვახოს ხმა გაისმა და შემოყო კიდეც თავი ოთახში,- რა გაღნავლებს, გოგო,- მიყვარს თბილი ბიჭები.
-კაწია არ არის,- ამოვიტირე.
-უი მართლა?- სერიოზულად გაიკვირვა,- იმდენები ხართ, კატერინას არ ყოფნა ვერც კი შევამჩნიე.
-ბოროტი ხარ შეენ, ვახო კვარაცხელია,- უნებურად მეგრულ კილოზე გადავედი.
-თორნიკეს ველაპარაკე და სამი საათისთვის წამოვალო, დაურეკე შენ დაქალს და უთხარი მაგ დროისთვის თუ ეცლება გამოყვეს, თუ რამე სერიოზული მიზეზი არ აქვს თბილისში დასარჩენად,- თვალები გამინათდა.
-ბინგო,- შევძახე და ჩემი სახიდან საავდრო ღრუბლები გავყარე,- ჭკვიანი ქმარი მყავს, მოდი უნდა გაკოცო,- ხელებგაშლილი მივდივარ ვახოსკენ, ის კი ადგილს სწყდება და გარბის. როგორც ავღნიშნე, მიყვარს თბილი ბიჭები.

**

ჩემი სახლის წინ პარკინგი იყო მოწყობილი. ჩემი, სალომეს, წეროს ბიჭისა და იკას მამის მინივენი გზაზე იყო ჩამწკრივებული. ამდენი მანქანა ერთიანად, მგონი მთელს სოფელს არ ეყოლებოდა ნანახი. კატერინას დავურეკე და ვუთხარი, რომ სამი საათისთვის მზად ყოფილიყო, რადგან ჩემი ბიძაშვილი გამოუვლიდა და წამოიყვანდა. ბევრი წუწუნის შემდეგ ძლივს დავითანხმე და სანამ კიდევ რამეს ვეტყოდი სალანძღავს, იმის გამო რომ გოგონებს არ გამოყვა, თვითონ ჩამეკითხა როგორ ვიცნოვო.
-გოგო კაი ბიჭია რაა, დაგევასება.
-გოგო, როგორ ვიცნო მეთქი,- გამიმეორა კითხვა და განმიმარტა ისე, თითქოს მე ვერ მივხვდი რა მკითხა,- ანუ მაღალია თუ დაბალი, შავგვრემანია თუ ქერა, რა მანქანით იქნება? სხვას არ ჩავუჯდე, ვინმეს, თორე აღარ გეყოლებათ თქვენი The Best კაწია,- ბოლო სიტყვები ნარცისულად წარმოთქვა.
-მაღალია შენზე ბევრად,- დავიწყე თორნიკეს გარეგნობის გახსენება,- შავგვრემანი, ხუჭუჭა თმიანია, მაგრამ ახლა მგონი გადაპარსული აქვს, ნუ ორივე დაიმახსოვრე; შავი თვალები აქვს, და ნაცრისფერი პიკაპი.
-ოქეი,- სიტყვის თქმაც არ დამაცადა ისე გამითიშა. რისი ღირსი იყო აბა ახლა ეს, მშვენიერ ბიჭს ვურიგებდი და ბოლომდე ამეღწერა, არ მაცადა.
კატიამ რომ გამითიშა უკან შევბრუნდი. სამზარეულოს მოკლე დივანზე ჩამომსხდარი გოგონები მომლოდინედ მიყურებდნენ, ლიზას მია ეჯდა კალთაში, ჩემი დასაჯდომი ადგილიც კი აღარ იყო, ამაზე უნდა მეზრუნა შემდეგისთვის. We Are The Champions, My Friends, წავიმღერე და ასე ვაცნობე, რომ კატია მოდიოდა, ერთხმად შეყვირა ყველამ სიხარულისგან. ახლა თორნიკეს ჯერი იყო. როგორც ყოველთვის გამითიშა და თავად გადმომირეკა, შენ ბევრი გეხარჯებაო. დიდი მოკითხვების შემდეგ მისამართი ჩავაწერინე სადაც უნდა მისულიყო, მანაც მკითხა როგორ ვიცნოვო- იმ სადარბაზოდან გოგო რომ გამოვა, ეგრევე მიხვდები რომ კაწიაა მეთქი.
- აჰა, ანუ სახეზე ეწერება, რომ კაწიაა? მშვენიერი,- დააზუსტა და წამიერი დუმილის შემდეგ დაამატა,- ნომერი მომწერე, რომ მივალ დავურეკავ.
-ვაიმე, არა იყოს,- თავი გავიგიჟე,- ნომერს მის დაუკითხავად ვერ მოგცემ, შეიძლება მესამე მსოფლიო ომი მომიწყოს.
ნუ საქმე მოვაგვარე. კატერინას თორნიკე წამოიყვანდა და იმედი მქონდა გზაში ერთმანეთს არ დაჭამდნენ. ბიჭები მისაღებში რომელიღაც ფეხბურთის განმეორებით გოლებს უყურებდნენ ტელევიზორში, ვახოს იკა გამოეჭირა და ნარდს თამაშობდნენ, წეროს ბიჭი ცულს ითხოვდა შეშის დასაჭრელად, სახლის უკან მივაგზავნე საშეშეში და წეროსთან მივვარდი.
-წადი, გოგო, ნახე, შენმა ბიჭმა რამე არ მოიჭრას, შეშას დავჭრიო აიტეხა, მიშოც გაყვა,- წერეთლის ასული და მია გარეთ გაცვივდნენ, ასე რომ ჩემთვისაც გათავისუფლდა ადგილი დივანზე და დავემხე, მაგრამ ვინ დაგაცადა, ყავის შეკვეთა მივიღე. აიხნიე წამოდგა, მე გავაკეთებო და ჩაიდანს დაავლო ხელი.
-ეგ არა, სათუთად აიხნიე მარიამ, ის ოქროსფერი აიღე,- დივანზე გადავწექი და თავქვეშ ამოვიდე ხელები.
-ამას რა სჭირს?
-აუ, რავი, გაფუჭებულიაო ვახომ და მეორე აიღე,- აიხნიეს ავუხსენი სად რა იდო და კართან ყველაზე ახლოს მჯდომს, ლიზას, კარის მიხურვა ვთხოვე. ღრმად ამოვისუნთქე, იმის სათქმელად, რაც ამდენი ხანი სერიოზულად მჭამდა,- გოგოებო, მე და ვახომ ბავშვის გაკეთება გადავწყვიტეთ,- სიჩუმემ ყურთან ჩამიწუილა. თითქოს კადრი გამეჩერებინოს და მერე ყველა ერთდროულად გამოცოცხლდა. აიხნიეს კოვზი გაუვარდა ხელიდან, მარიამს წყლის ყლუპი გადასცდა და ხველა აუტყდა, სალომემ ზევით აახედა- ნათლიაშენი ჭერშია დაკიდებული ფეხებითო და მანაც ბავშვურად აიხედა ზევით, მარიამო და ლიზა ყვირილით მეცნენ და ლამის მიმასიკვდილეს, ბედი ჩემი მია და წერეთელიც არ იყვნენ, თორე რას დამმართებდნენ, კაცმა არ იცის.
კითხვები წამოვიდა იმის შესახებ, თუ ვინ გადაწყვიტა პირველმა და როდის. ზაფხულში კატერინასგან იმის გამო წამოვედი, რომ ვახოს სამსახურში პრობლემები შეექმნა და არ მინდოდა მარტო დამეტოვებინა. სახლში რომ მივედი სიგარეტის ბიჩოკების ზვინი დამხვდა, როცა ნერვიულობდა გადაყრა ყოველთვის ავიწყდებოდა. უფროსთან უჩხუბია და განცხადება დაუწერია წამოსვლის თაობაზე, მასაც დიდი სიამოვნებით მოუწერია ხელი და სახეში შეუყრია ქაღალდები, ეს ვახომ ვეღარ მოუთმინა და მუშტი დაარტყა. მერე იყო პოლიცია და მთელი ამბები, ჯარიმა გადაახდევინეს და გამოუშვეს. ახალი სამსახური მალევე იპოვა, უფრო მეტი ხელფასით, ვიდრე მანამდე ჰქონდა და უფროსიც ნორმალური ჰყავს, ყოველ შემთხვევაში თითოეულ თანამშრომელთან კარგი ურთიერთობა აქვს და აფასებს მათ შრომას. აბები რომ დამიმთავრდა, ვახოს ვთხოვე მიყიდე მეთქი და არ მიყიდა, ბავშვის ყოლაზე ფიქრი აღარ დავიწყოთო?- მკითხა.
-ისე გამიხარდა,- აღტაცებით ვყვებოდი და ისინიც ასეთივე აღტაცებით მისმენდნენ,- და ამის...
-მოიცა, მოიცა,- შემაწყვეტინა აიხნიემ,- გაჩუმდი, არ ისაუბრო, ყავას გავიტან და შემოვალ, მარიამო ახტი,- გოგოს ერთი ლანგარი შეაჩეჩა, მეორე თვითონ აიღო და სამზარეულოდან გავარდა. ამათი გასვლა და მიასი და წერეთლის შემოსვლა ერთი იყო.
-ამათ რა სახეები ჰქონდათ,- გაკვირვებული მომიჯდა მია.
-რაღაცას ვუყვებოდი და...,- სანამ წინადადებას დავასრულებდი აიხნიე შემოვარდა.
-შაქარი, შაქარი, შაქარი,- შაქრის ბანკას ხელი დაავლო და გავარდა, წამში უკან დაბრუნდა,- კოვზები, კოვზები, კოვზები,- და ისევ გავარდა.
-ნეტა ეს გაგვათხოვებინა, მეტი არაფერი მინდა, რაა,- ამოვილაპარაკე და მისაღებში გავედი სკამის ბალიშების ასაღებად.
ჯერ ხომ არ მოგიყოლია?- მეცა აიხნიე და მარიამო და სამზარეულოში გამათრიეს.
მიშველეთ, ძალადობენ ჩემზე,- ამოვიყვირე და ბალიშები ძირს დავყარე,- დადეთ ტრაკები.
-მოყევი ჰაა, გვაღირსე,- აწრუკუნდა წერეთელი.
-მაცდით?- უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი,- შემოსწრებულებს გეტყვით, რომ ბავშვის ყოლა გადავწყვიტეთ მე და ვახომ. აბებს აღარ ვსვამ რამდენიმე თვეა და აღარც სხვანაირად ვიცავთ თავს, მაგრამ რატომღაც ჯერ ნიშნები არ არის არანაირი.
-რამდენი ხანია თავს აღარ იცავთ.
-აუ არ მახსოვს,რამდენიმე თვეა, მგონი სექტემბრის ბოლო იყო რაა.
-იქნება ადრე თუ გვიან,- ხელი გადამხვია მარიამომ,- მოთმინება გმართებს, თან დროც გაქვთ და ენერგიაც სამუშაოდ,- ბოლო სიტყვები უცნაური ღიმილით წარმოთქვა.
-ნეტა შენ რაღას ელოდები? შენ და იკა არაფერს აპირებთ?
-მე რატომ მეკითხები მაგას, როცა ლიზა არის აქ?- კითხვა აირიდა მარიამომ და გაკვირვებულ ლიზას გახედა.
-ჩემგან რა გინდა?
-საქმრო შენ გყავს გენაცვალე და აბა ბავშვს თქვენზე ადრე მე ხომ არ გავაკეთებ ?- მხარი აუბა მარიამმა.
-ბავშვი არა ის, მომეშვით მე,- ამოიბუზღუნა ლიზამ და ჩემს მარცხნივ მჯდომ აიხნიეს გამოხედა,- აგე, მაგას უთხარი, რამდენი ხანია კონსტანტინეს ხვდება, არაფერს აპირებენ?
-მაინც წამკბინა ნახე.
-მოდით, გოგოებო, დღეს მაგრად დავთვრეთ და ბიჭებს ხელი ვთხოვოთ,- მაგრად გავიცინე და შემთხვევით უკან გადავყირავდი, ძლივს დამიჭირეს გოგონებმა. მაინც და მაინც მაშინ შემოვიდა ვახოც სამზარეულოში და ნახევრად ძირს გაწოლილი რომ დამინახა, თავში წაიშინა ხელი.
-თორნიკემ მოვდივარ უკვე და რამე ხომ არ წამოგიღოთო.
-კაწია აიღოს და წამოიღოს, სხვა არაფერი.
-კაწია მოყავს და ეჭვი მაქვს უკვე ჭკუიდან გადაიყვანა, ისეთ ხმაზე მელაპარაკება.
კაწიას მოლოდინში მოგვშივდა. ბიჭები ვახომ გადაიყვანა ვანო პაპასთან, გააცნო და მანაც დაიტოვა თავისთან. ჩვენ მისაღებში გადავინაცვლეთ, ზოგი წამოწოლილიყო დივანზე, ზოგი ხალიჩაზე გართხმულიყო, ზოგი ტელევიზორს უყურებდა, სხვა ტელეფონს ჩარკიკიტებდა, მე ვიჯექი პაპაჩემის კაჩალკაში და მათ ვუყურებდი. რა მეშველებოდა მათ გარეშე, რა უნდა გამეკეთებინა ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ან ესენი რას იზამდნენ წამოსვლამდე ინტერნეტი რომ არ აღმედგინა სახლში. კატერინა სერიოზულად მაკლდა, ჯუჯღუნა და ვითომ სერიოზული. გორის ამბების მერე არ მყავდა ნანახი და მონატრებული მყავდა. ნეტავ რაზე საუბრობდნენ მანქანაში ის და თორნიკე? ჩემი ბიძაშვილი აგიჟებდა კაწიას, თუ პირიქით- კაწია ჩემს ბიძაშვილს, ან იქნებ ორივე ერთმანეთს აგჟებდა. ორივე ვირივით ჯიუტები არიან, არც ერთი არ დაეცემა კატასავით ზურგზე კამათისას, საქმეს ისე შემოგიბრუნებენ ბოდიშს აქეთ მოგახდევინებენ. ფერი ფერსაო, რაა. ხელები გადავიჯვარედინე მკერდზე და ჩემსავე ფიქრებზე გავბრაზდი, იქნებ საერთოდაც იდილიური საუბარი ჰქონოდათ ერთმანეთში, რა ვიცი?!
წამოვდექი და სამზარეულში გამოვედი, ისე მშიოდა უმი ხორციც შემეძლო მეჭამა. მაცივარი გამოვაღე და ერთადერთი მზა პროდუქტი რაც გვქონდა, ძეხვი იყო. კარადიდან პური გამოვიღე და სენდვიჩების გაკეთება დავიწყე, ის იყო პამინდორი უნდა გამეჭრა, რომ ლიზა შემოვიდა, უცნაურად დაღლილი სახე ჰქონდა.
-რა გჭირს,- მისი სახის შემხედვარე, შეშინებულმა ვკითხე.
-მშია,- ამოიბუზღუნა და პურის ნაჭერს დაუწყო ლოღვნა.
-სხვა არაფერი?- უარის ნიშნად თავი გააქნია,- მეც ძაან მშია,- პურს იმხელა მოვაკბიჩე ლუკმა ძლივს დავღეჭე,- ძეხვი არ გინდა?- თვალები გაუნათდა.
-საბაჰო, მოხეური იცი?- ისე მოულოდნელად იკითხა, ვერ გავაანალიზე, რომ მართლა მე მეკითხებოდა,- ჰაა?
-მე მეკითხები?
-ხოო, აბა კიდევ არის აქ ვინმე საბაჰი?
-რავი მე,- მხრები ავიჩეჩე,- ცოტა რაღაცები ვიცი.
-მაგალითად მშია, როგორ იქნება?
-მშია, მშიაა მოხეურადაც, ლიზაზუ,- ისე ემოციურად ღეჭავდა, პირდაპირ მოხეურად ვუსაყვედურე, - მაჯახალი არ შამამკრა, ლიზა.
-რა მაჭანკალი?- სიცილი აუტყდა.
-მაჭანკალი არა, სოფლის ჭორიკანა,- სიცილი ამიტყდა მეც და სანამ განვუმარტავდი სალო შემოვიდა.
-ყავას გავიკეთებ რაა,- ვედრებაჩამდგარი თვალებით შემომხედა.
-კარგი, ოღონდ ერთი პირობით, მეც გამიკეთე და ლიზასაც, გოგოებსაც ჰკითხე იქნებ უნდოდეთ,- ბოლო სენდვიჩის გაკეთებაც დავამთავრე და ხელები გავშალე,- ზარალები ხართ რაა.
-მე აღარ მშია,- პირგამოვსებულმა ძლივს ამოილუღლუღა და თეფშს დაავლო ხელი,- გავიტანო?
-რა გეშიება გენაცვალე, მესამე შეჭამე უკვე. გაიტანე მიდი.
სანამ კატერინა მოვიდოდა საჭმლის გაკეთება დავიწყეთ. უკვე კარგად დანაყრებული ლიზა კარტოფილს თლიდა, სალოს სოკოს კუჭმაჭის გაკეთება დაევალა, მაგრამ ეჭვი მეპარებოდა სუფრისთვის რამე დაეტოვებინა. მარიამი თევზს წვავდა და ამხელა სამზარეულოში თითქოს ვერ ეტეოდნენ, ხანდახან სალოს გვერდს წაკრავდა ხოლმე. ხაჭაპურებისთვის ცომს ვზელავდი, ხინკლის ცომი ცალკე მქონდა მოსაზელი. მარიამო ლობიოს ჭ....ტდა ლობიანისთვის, მერე ბლინები უნდა შეეწვა. წერომ თქვა გაბრიელმა მაგარი კუბდარის გაკეთება მასწავლაო და ხორცის წვრილად დაჭრა დაიწყო. აიხნიე ლიზას ელოდებოდა და თან მექსიკურისთვის სოუზს ამზადებდა, იმდენი სუნელი გამოიყენა, ცემინება ამიტყდა. მიას საქმე ვერაფრით გამოვუნახე, გოგონებით გადაჭედილ სამზარეულოში, ამიტომ კარფის ჩარჩოზე მიყრდნობილი ზედამხედველივით გვაკვირდებოდა და ვაშლს ჭამდა. ნეტავ იცოდეს, რომ გასარეცხია. მისაღებიდან ვალერი მელაძის ხმა მოისმოდა, ეს რამდენიმე დღე იყო აკვიატებული მქონდა და ცოცხალი თავით სხვა რამეს არ ვართვევინებდი. პულტი ჯიბეში მედო. ბიჭებს, რომლებიც აგერ უკვე მესამე საათი იწურებოდა, რაც ვანო პაპასთან იყვნენ და გემრიელად მუსაიფობდნენ, სატრფოები არ ახსენდებოდათ. არადა ხორცთან დაკავშირებული ამბები მათ უნდა გადაეწყვიტათ, მწვადი, ოსტრი ( ვახომ აიტეხა), და ა. შ კაცური საჭმელები, თორნიკე შემპირდა, რომ ქონდრის წვენს მოამზადებდა.
გაქანებულ მზადებაში ვიყავით, სამზარეულოში ფუტკრებივით ვფუსფუსებდით, ერთმანეთს ფეხებში ვედებოდით, საჭმელს საჭმელზე ვამზადებდით, ხაჭაპურის ცომის შემდეგ ხინკლის ცომი მოვზილე და მაჯაც ვიღძე მგონი, ისე მტკიოდა. მიას საქმე მიეცა, დეგუსტატორი გახდა, დასრულებულ საჭმელს სინჯავდა და თავის აზრს გამოხატავდა, ზოგს მარილი დაუკლო, ზოგს წიწაკა, ზოგი ისე მოეწონა, რომ ჭამა დაიწყო, ბოლოს ჩემზე გადმოვიდა, მაგრამ ცომს ვერაფერი უქნა და უკმაყოფილომ შემომხედა. თავი კულინარიულ შოუში გვეგონა, გოგონები იძაბებოდნენ, მია მათი შემოქმედების შეფასებას რომ იწყებდა სერიოზული სახით. ის იყო ფქვილიანი ხელები გადავიბანე, რომ გარედან სიგნალის ხმა მოისმა, გაბმული და გამაყრუებელი.
-კაწია ჩამოვიდააა, - გავყვირე და კარში გავიჭედე მიასთან ერთად, - გაიწი, ქალო.
-მაცდი, როო, - წამეჯუჯღუნა და ძლივს გავიდა გარეთ, - მე ვერ ვნახავ, შენ რომ გარბიხარ?
-ჩემი სტუმარია, - წავეჭიდავე და პირველი მაინც მე გავედი ეზოში, კაწია დაბღვერილი იდგა და ელოდებოდა ჩანთას როდის მიაწვდიდა თორნიკე. გული შემიქანდა, მათი სახეების დანახვაზე, - კაწიაა, - კიბეები ჩავირბინე და გადავეხვიე, - რავა ხარ, დაო?
-ნერვებ მოშლილად, - ამოიბუზღუნა და თორნიკეს გაწვდილი ჩანთა ხელიდან გამოგლიჯა, - წყალი მინდა, რაა.
-შედი, შიგნით გოგოები არიან და მოგხედავენ. მშვიდობაა? - მხრები აიჩეჩა და სახლისკენ წავიდა.
-როგორ ხარ, ბიძაშვილო? - ხელში ამიტაცა და დამატრიალა.
-მე კარგად ვარ, მაგრამ ეჭვი მეპარება თქვენც კარგად იყოთ.
-უფ, მომიშალა ნერვები,- ხელი აიქნია და ყუთი გამომიწოდა, - შენს დაქალს დაურეკეს, ტორტი არ გვეყოფა და წამოგვიღეო, მაგრამ ტორტის გარდა თურმე ბევრი რაღაცები ყოფილა საყიდელი, მე რატომ არ მითხარი, - ნაწყენივით ამოილაპარაკა.
-რა რაღაცები, - ნეტავ კიდევ რა მოინდონეს გოგონებმა?!
-რავი, ნამცხვრები, შოკოლადები, წვენები, კონიაკები,- თან პარკებს იღებდა მანქანიდან, - და ნაყინები, ვინ ჭამს ზამთარში ნაყინს.
-კატერინა, - გამეცინა, ეს კაწიას ოინები იყო, გოგონები ამდენ რაღაცას არ დააბარებდნენ, ნაყინს მითუმეტეს,- გააგიჟე ხო ჩემი დაქალი.
-გავაგიჟე?! მე, იის? გულს ნუ მტკენ, - იწყინა და პარკებ მომარჯვებული სახლისკენ წავიდა, - ჭკუიდან გადამიყვანა, ჯერ კიდევ თავის კორპუსთან.
-რა მოხდა, - ვკითხე და მანამ სანამ პასუხს გამცემდა კაწია გამოვიდა სახლიდან.
-ჩემი ნაყინები სად არის, - თორნიკეს წარბშეკრული უყურებდა.
-პარკში.
-რომელში.
-არ ვიცი, შევიტან და ნახე, - წარბშრკრული უყურებდა თორნიკეც და გვერდის ავლას ცდილობდა.
-მე ახლა მინდა, - გაჯიუტდა კატერინა.
-ხოდა დაიჭირე და ქექე, - არ დანებდა თორნიკეც და პარკები კაწიას შეაჩეჩა.
-უზრდელო, - მიაძახა ჭიშკრისკენ მიმავალს და სახლში შევიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ხან ერთს ვუყურებდი და ხან მეორეს, კისერი მეტკინა.
-არა, რაა, ასეთი ცოლი რომ მყავდეს თავსაც მოვიკლავდი, - უკმაყოფილოდ გაშალა თორნიკემ ხელები და კიდევ ერთი პარკი გადმოიღო მანქანიდან.
-მე კიდევ შენთვის გარიგებას ვაპირებდი, - დავიჭყანე.
-თუ გინდა ბიძაშვილობა გავაუქმო შენთან..., - და გაჩუმდა.
-აღარ მეტყვი რა მოხდა?
-რა და...,- დაიწყო და ვეღარ გააგრძელე, სახლიდან ისევ კატერინა გამოვიდა და მოგვიახლოვდა.
-ნაყინი არც ერთში არ არის,- უკმაყოფილოდ დაიკრიფა მკერდზე ხელები, შუა წამთარში თხელი სვიტრით იყო გამოსული გარეთ.
-მაშინ ამაში იქნება,- მოშორებული ჭირივით გაუწოდა პარკი და ჩემკენ შემობრუნდა.
-უზრდელი ხარ, იცი?
-მადლობა, ეს უკვე მითხარი,- რევერანსი გაუკეთა თორნიკემ, კატერინამ ტუჩი აბზიკა და უკან გატრიალდა,- უიშეე, რა მარღვლიანი ყოფილა ეს, - თავი გააქნია თორნიკემ უკმაყოფილებისგან.
-ჯერ შენ სადა ხარ, ბიძაშვილო, სახლს თავზე დაგაქცევს, ძაან ნუ გაუთამამდები, - ძლივს მოვასწარი წინადადების დასრულება, კატერინა შემობრუნდა და თითის ქნევით მიუახლოვდა მთასავით კაცს, როგორც ჩანს მისი ნათქვამი გაეგო.
-მომისმინე შენ, - ქვევიდან უყურებდა კისერმოღერებული და თითს უტრიალებდა ნიკაპთან ( სადამდეც სწვდებოდა), - ჯერ ერთი მარღვლიანი კი არა, ჰელი ვარ გვარად და მერე მეორეც, - მეორე თითიც გაუშალა ღიმილძლივსშეკავებულ თორნიკეს, - მართალია საბაჰი, ნუ გამითამამდები ძალიან, თორე მარტო ამ კი არა ყველა სახლს თავზე დაგაქცევ რაც ამ სოფელშია, გასაგებია?
-ჰელი? ასეთი რამ არ გამიგია, რას ნიშნავს? - დაშრამული ნიკაპი ჩაფიქრებით მოისრისა.
-კატერინ?!- სიტუაციის განმუხტვა ვცადე, მაგრამ ვინ გაცადა.
-მაცალე შენ, - უცებ გამაჩუმა, - ვიცი, რომ შენი ბიძაშვილია და არ მოგწონს რასაც ვეუბნები, მაგრამ არ ვაპატიებ არავის, ვისაც ჩემი გვარი შეეშლება, - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
-ანუ, - ვცადე ამეხსნა, რისი თქმაც მინდოდა წეღან, - ანუ, იმის თქმა მინდოდა, რომ მარღვლიანი გვარი არ არის.
-აბა? - უცნაური გაკვირვებით გამომხედა.
-მარღვლიანი მოხეურად ენამწარეს ნიშნავს, ქალბატონო კატერინა და ახლა უფრო მეტად დავრწმუნდი თქვენს მარღვლიანობაში,- გემრიელად ჩაიცინა. კატერინას ღაწვებს სიწითლე შეეპარა, თორნიკეს სახესთან აღმართული თითები ნელა დაუშვა და თავი დახარა. პირველად ვნახე დამორცხვებული კატერინა, ტყუილ უბრალოდ ეჩხუბა ადამიანს, მაგრამ არ მახსოვს ადრე ოდესმე ამას შეეწუხებინოს მისი სინდისი. ჯიუტი იყო, ძალიან ჯიუტი, არასოდეს ყრიდა ფარ- ხმალს, არასოდეს ეცემოდა ზურგზე კატასავით, არასოდეს იხდიდა ბოდიშს, მაგრამ ახლა მე სულ სხვა კაწიას ვხედავდი, თითქოს წამიერად შემიცვალეს და სხვა ადამიანი დამიყენეს წინ.
-უკაცრავად,- თავისთვის ჩაიბურტყუნა და სახლისკენ გატრიალდა. კიბეზე შეჩერდა, შემობრუნდა, პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ მერე გადაიფიქრა და სახლში შევარდა.
-ახლა რა მოხდა?!- პირღია ვიყურებოდი სახლისკენ. მერე თორნიკეს გავხედე, ისიც იქით იყურებდა სადაც ჩემი დაქალი გაუჩინარდა, გაოცებული იყო თავადაც, მაგრამ ამ გაოცებასთან ერთად მის სახეს რაღაცნაირი, განსხვავებული ღიმილი ეფინებოდა, მაშინვე შევუჩიჩხინე, როგორც მჩვეოდა,- ოიშეე, ჩემო ძვირფასო ბიძაშვილო, მოგეწონა ჩემი კატერინა?- ჯერ უბრალოდ გამომხედა, სახეზე ისევ ის ღიმილი ეხატა, მერე გაერკვა რაც ვუთხარი და თავი გააქნია ფიქრების მოსაშორებლად.
-რა სისულელეა,- უცებ დამისერიოზულა,- ლომისაის მადლმა, ეგ როგორ უნდა მომეწონოს, ნაადრევად დამაბერებს.
-არადა იცი რა კარგი გოგოა? საყვარელი, უშუალო, ერთმანეთს გაუგებთ,- გვერდში თითს ვუტრიალებდი და ვცდილობდი სიმართლე დამეცდევინებინა მისთვის,- ჰაა თქვი რომ მოგეწონა.
-არა მეთქი,- არ შედრკა და გაჯიუტდა.
-ჰაა, თორნიკე, უარყოფას რა აზრია აქვს, ჩემზე კარგად ვინ გიცნობს?
-დამანებე თავი,- გამიბრაზდა, მაგრამ მაინც არ გავჩერდი.
-აღიარე, რომ კატერინა მოგეწონა და შეგეშვები, - თქვი, თქვი, თქვი რაა...
-მარი, გოგო, მარი,- ჩხუბი დამიწყო მობეზრებულმა.
-ჰაა, - ფანჯრიდან გამოგვხედეს მარიამებმა, იმის ინტერესით თუ რაზე ეძახდა ბიჭი, რომელსაც არც კი იცნობდნენ, თან შემოკლებული სახელით. მე და თორნიკე გაოცებულები ვუყურებდით ორ გოგონას, რომლებსაც ვერ გაერკვიათ, რომელ მათგანს ეძახდა. გვიან გამახსენდა, რომ მოხევურად დამიცაცხანა თორნიკემ. სიცილი ამიტყდა, მარი ხომ მომშორდის ნიშნავს ჩვენს დიალექტზე. გოგონები დავამშვიდე და უკან გავაბრუნე, თორნიკემ სიცილი ვერ დაიოკა, ბოლოს მაშინ გაჩერდა ვახოს ხმა რომ გაიგო ზურგს უკნიდან, ჩვენკენ მოდიოდა და ხელს უქნევდა ცოლის ბიძაშვილს, თორნიკემ ხელები გაუშალა და გადაეხვია.
-მუჭო რექ, ჯიმა? - დედა, ეს რა მოესმა ჩემს ყურებს. ( როგორ ხარ, ძმაო?)
-მა ჯგირო, სი მუჭორექ,- მოსმენილისგან აშკარად ნასიამოვნებმა ვახომ ხელი ძლერად ჩამოართვა (მე კარგად, შენ როგორ ხარ?)
-ჯგირო,- ჩაუფინა ისევ მეგრული თორნიკემ და გულში გამიყარა კიდეც ლახვარი ( კარგად ვარ).
-მუსორთუქ?- არ დააყოვნა ვახომაც (რას შვრები?)
-რავი, ვმუშენქ,- და აი აქ გამიწყდა ნერვი ფანდურის სიმივით და დაიხვა ( ვშრომობ)
-ვაიმეე,- წამოვიყვირე, - ქართულად ისაუბრეთ,- არა, იმიტომ კი არ ვბრაზობდი, რომ მეგრულს ვერ ვიტან, ან რამე, უბრალოდ ახლა უადგილო იყო. თან ქმარი, რომელიც თორნიკეს მივაბარე მოხეური ასწავლე მეთქი, აქეთ ასწავლა მეგრული ჩემს ბიძაშვილს. სადაა სამართალი?
შიგნით რამდენიმე წამით შემოვიდნენ, თორნიკე გოგონებს გავაცანი. ამდენები რომ დაინახა, ცოტა არ იყოს და შედრკა, მაგრამ მერე ვახომ გადაუჩურჩულა ნუ გეშინია, თავიდან მეც შენს მდგომარეობაში ვიყავი და მერე შევეჩვიეო და ისიც დამშვიდდა. კატერინა აიხნიესთან და წეროსთან იდგა და თორნიკეს არ უყურებდა, თორნიკე კი პირიქით მას უყურებდა, მე კი ამის დანახვაზე ჭინკები მიჩნდებოდნენ გონებაში. რა კარგი იქნებოდა ეს ორი ერთად, ორი ჯიუტი, მაგრამ მაინც თითქოს ერთმანეთისთვის შექმნილნი, კაწიას თორნიკეს გარდა ვინ გაუძლებდა, მტრისას. ვახომ მაცნობა, რომ იმ საღამოს ვანოსთან გაატარებდნენ და ყველაფერი ის რაც გავამზადეთ გოგონებმა დღეისთვის, არასაჭირო იყო. ე. ი ბიჭების გარეშე უნდა გაგვეტარებინა, მარტოებს ის საღამო. ვფიქრობდი თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა მარტოებს, დალევის გარდა და უცებ ჩემს ფანტასტიკურ გონებას მოაფიქრდა ასეთი რამ, დალევას + თამაში და გართობა. კარგი ვქენი ჩემი დის საჩუქარი რომ გამოვაყოლე ხელს, გული მიგრძნობდა გამომადგებოდა და ასეც მოხდა. თამაშს ჰქვია ,, კიდევ დამისხი დამალე(ვ)ინე“ და არის მათრობელა კარტი. ასი კარტისგან შემდგარი თამაშის ყუთზე გაკეთებული წარწერა გვატყობინებს, რომ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა იქვეა მიწერილი, რომ ,, ზოგჯერ სმა სჯობს არა სმასა“. მოკლედ თამაშის წესები ასეთია, ერთმანეთის მიყოლებით, საათის ისრის მიმართულებით, ვიღებთ კარტს მონაწილეები და ვასრულებთ მასზე დატანილ დავალებას, შეუსრულებლობის შემთხვევაში ვსვამთ. წესები მარტივია, მოთამაშეთა რაოდენობაც ნორმაშია. ასე, რომ ყველა დავითანხმე ამ თამაშზე და კარგად შებინდებულზე ბუხართან დაყრილ ბალიშებზე, ფერად პიჟამოებში გამოწყობილები მოვთავსდით და გვერდით მოვიდგით თორნიკესთვის შეწერილი კონიაკები, რომლის შესახებაც ცხრიდან რვა გოგომ არაფერი ვიცოდით, თუმცა კაწიასი მადლიერები ვიყავით ამისთვის.
პირველი ბარათი სალომ ამოიღო და კითხულობს.
-დაურეკე ყოფილს ხმამაღალ რეჟიმზე და უთხარი, რომ დაბლა ხარ და შერიგება გინდა. წინააღმეგ შემთხვევაში სვავ ოთხჯერ,- სალოს ღიმილი სახეზე შეეყინა, თვალებში ზიზღი ჩაუდგა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ცხრავე გოგონამ ერთდროულად გავიფიქრეთ, ამიტომ სალომეს მიეცა უფლება ბარათი უბრალოდ გვერდზე გადაედო და არც დაელია. სვლა მარიამზე გადავიდა.
-ვისაც თან აქვს პრეზერვატივი, არ სვავს. ვისაც არ აქვს, სვავს ორჯერ,- კი ვიცოდით, რომ იმ წამს არავის გვქონდა, მაგრამ მაინც მოვიქექეთ პიჟამის ჯიბეები, ვისაც ჰქონდა. ის იყო კაწიამ ორ- ორი ჭიქა დაასხა და გაისმა კიდეც მარიამის მორცხვი ხმა,- ისა, რა ქვია. მე ამას არ დავლევ, - და მუჭი გაშალა, ჯერ გაოცებისგან გავშეშდით, მერე ერთიანმა სიცილმა გააყრუა იქაურობა,- ყოველი შემთხვევისთვის ჩავაგდე.
-პიჟამის ჯიბეში?- სიცილით ამოთქვა მარიამომ და ბარათი აიღო,- აუუ, მარიამ მაგარი შარში ხარ, ყველა ქალიშვილი სვავს ორჯერ,- ისევ გააყრუა ოთახი სიცილმა, მარიამს გამოტოვებული ავანაზღაურებინეთ.
-ჩემი ჯერია,- თქვა მიამ და ბარათი აიღო, სახე შეეცვალა,- გამოვტოვოთ, ან დავლევ,- თქვა და წაიკითხა,- მოყევი შენი პირველი სექსის ისტორიის შესახებ, ან დალიე ორჯერ. დავლევ.
-არაფერი გეშველება,- ჭიქა წაართვა კატერინამ,- აი ის მოყევი, ზაფხულში გორში რომ არ ჩამობრძანდი.
-უსამართლობაა,- გააპროტესტა, თუმცა ჩვენთან ვერაფერს გახდა, ამიტომ მოყოლა დაიწყო,- მოკლედ, მიშო გავიცანი ბათუმში, იმ კლუბში ამის ძუკნა ყოფილი ალექსა რომ გამოვიჭირე,- სალოს გადახედა,- იმ არაკაცს ვიდეოს ვუღებდი და თურმე ეს მიყურებდა, უფრო სწორად იმას უყურებდა, რასაც მე ვუყურებდი. ისეთი თვალებით მიყურებდა, მაშინვე ვუთხარი, რომ ჩემი შეყვარებული არ იყო. მერე უფრო ახლოს მომიჯდა და იმით დაინტერესდა თუ ვისი ოჯახი დავანგრიე, იმდენად გაბრაზებული ვიყავი ნანახით, რომ მასთან დავიცალე და ყველაფერი მოვუყევი, სხვათაშორის ყველა მამარობითი სქესის წარმომადგენელი ერთ ქვაბში მოვხარშე,- ნიშნის მოგებით წარმოთქვა და გაიპრანჭა.
-სექსის სცენაზე გადადი,- ვეღარ გაუძლო ლიზამ.
-სექსამდე როგორ მივედით ეგ არ გაინტერესებს?
-ეგეც, მაგრამ სექსის სცენა უფრო,- კაი გამოცდილი ქალივით ამოთქვა და მომლოდინედ შეხედა.
-ნუ ხარ გარყვნილი, გოგო,- უსაყვედურა აიხნიემ,- მია რომ მორჩება, მერე შენ მოყევი, როგორ გთხოვა გიორგიმ ხელი.
-მერამდენედ?- უკმაყოფილოდ ამოთქვა ლიზამ.
-არასდროს მოგვბეზრდება,- ჩავერთე მეც,- აქ ერთი ცარიელი ბარათია და შემიძლია დავაწერო- მოყვეს ლიზა, როგორ სთხოვა გიორგიმ ხელი ან დალიოს ათჯერ.
-მოკლედ, როგორც უკვე ვთქვი, მიშო კლუბში გავიცანი. გამომელაპარაკა, სასმელზე დამპატიჟა, ბევრი მაცინა, ბევრიც საერთო რამ გამოგვიჩნდა, სამსახურის საქმის გამო ყოფილა ჩამოსული და ორიოდე დღე დასასვენებლადაც გამოუნახავს. ის ღამე გავათენეთ. კლუბიდან რომ გამოვედით მზის ამოსვლამდე ბულვარში ვსეირნობდით, ისეთი მშვენიერი იყო. მზის პირველ სხივებს სანაპიროზე შევხვდით, შეზლონგზე ვიწექით და ზღვის ტალღების ხმას ვუსმენდით, მერე მე ჩამძინებია და მიშომ თავის აპარტამენტში წამიყვანა. მის მკლავებში გამეღვიძა, მას კი მშვიდად ეძინა ჯერ კიდევ, მზის სხივებიც კი არ აწუხებდა, თვალებში რომ ანათებდა. რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა, ისეთი სასიამოვნო სუნი ასდიოდა, ერთდროულად სუნამოსი და რაღაცნაირად თავისებური, ისეთი, რომ მომინდა ეს სურნელი ყოველ დღე მეგრძნო. თუმცა მაინც ვიფიქრე, რომ ეს შეუძლებელი იყო და ამიტომ მისგან წასვლა გადავწყვიტე. ძლივს გამოვძვერი მისი მოხვეული მკლავებიდან, არ მინდოდა გამეღვიძებინა, ფეხსაცმელები და ჩანთა ავიღე და წასასვლელად გავემზადე, მაგრამ ვერ მოვასწარი. კართან ვიდექი უკვე, როცა მისი ნამძინარევი ხმა გავიგე, მთხოვდა არ წავსულიყავი, რადგან არ უნდოდა, სიზმრად ქცეულიყო ის დრო, რომელიც ერთად გავატარეთ. რომ მივბრუნდი, უკვე წამომდგარი იყო საწოლიდან და მიახლოვდებოდა, ხელი ჩამჭიდა და ახლოს მიმიზიდა. გულმა გამალებით მიწყო ფეთქვა, მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი, იმდენად ახლოს იყო ჩემთან. შუბლი შუბლზე მომადო და მითხრა, რომ ამის გაგრძელება უნდოდა, ჩვენი ურთიერთობის, რადგან ჩემნაირი არავინ არასდროს უნახავს და რომ ვერც ვერასოდეს ნახავს. მერე ისე ნაზად და მხურვალედ მაკოცა ტუჩებზე, მეგონა იქვე დავდნებოდი, მის მკლავებში დავილეოდი. წელზე ხელები რომ მომხვია და უფრო ახლოს მიმიზიდა, მის კისერზე შევკარი თითები და კოცნაში ავყევი. ვერც კი მივხვდი ისე მოულოდნელად აღმოვჩნდი საწოლზე, მისი მხურვალე სხეულის ქვეშ. მაისური გადავაძრე თავზე და ავეხუტე, მერე ჩემი კაბაც იატაკზე დაეცა და ასე...,- დაასრულა თხრობა მიამ და ჩვენს სახეებზე გაეღიმა. ყოველთვის მიყვარდა ასეთი ისტორიების მოსმენა, მითუმეტეს ჩემი დაქალებისგან. ჩემი და ვახოს პირველ შეხვედრაზე მუდამ იცინოდნენ გოგონები, მიას ისტორია კი განსაკუთრებული იყო, თითქოს რომელიღაცა წიგნიდან ამოწერილი. ხმას ვერც ერთი ვიღებდით, ყველა მოგვნუსხა მიშოს ნათქვამმა სიტყვებმა, მისმა რომანტიკულობამ,- თავიდან მეგონა, რომ უბრალოდ ჩემი საწოლში ჩათრევა უნდოდა, თუმცა დღეს ყველაფერი სხვანაირადაა,- დაამატა და თავისი ბარათი გვერდზე გადადო.
-კარგით,- ფიქრებიდან გამოვერკვიე და ბარათი ავიღე, ლამის სიცილით მოვკვდი, რომ წავიკითხე,- ხმამაღალ რეჟიმზე დაურეკე მას, ვისთანაც ბოლოს გქონდა სექსი და უთხარი, რომ შიდსი გაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სვავ სამჯერ. ძაან მაგარია, სადაა ჩემი ტელეფონი,- წერეთელი მაშინვე წამოხტა და მაგიდაზე დადებულ ჩემს ტელეფონს წვდა. ვახოს ნომერი მოვნიშნე და დავრეკე, რამდენიმე წამის შემდეგ მიპასუხა.
,, - ხო, საყვარელო,- სასმლის სუნი ხმაზევე ეტყობოდა.
-რას შვრებით, ერთობით,- სრული სერიოზულობით ვკითხე, გოგონებმა მანიშნეს, რომ ხმამაღალზე ჩამერთო და მეც თხოვნა შევუსრულე.
-კიი, ვანომ ჩაგვახრჩო სასმელში. თქვენ რას შვრებით.
-რავი, ვსაუბრობთ და ვსვავთ ჩვენც,- მერე წამიერი დუმილი ჩავურთე მეტი სერიოზულობისთვი,- ვახო?! რაღაც მინდა გითხრა და არ ვიცი როგორ დავიწყო.
-ორსულად ხარ?- წამოიძახა უცებ და მივხვდი, ბიჭებმაც შეწყვიტეს საუბარი და მოაყურადეს.
-არა, ვახო, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ... რომ შიდსი მაქვს,- წამიერი დუმილი და ვახოს პასუხი, რომლითაც ყველა მიხვდა, რომ ჩემი ქმარი კარგად მიცნობს.
-რა მოწიეთ, საბაჰო, ამისთანა?- გოგონებმა პასუხის გაცემა არ მაცადეს, მაღალ ტონალობაში დაიწყეს სიცილი და მეც ამიყოლიეს,- რა გეშველებათ თქვენ,- თვითონაც გაეცინა და ჭკუა დამარიგა,- მეტი აღარ დალიო, თორემ რომ მოვალ მიგტყიპავ, ხომ იცი,- უცებ გავთიშე, ვიცოდი გაგრძელება სხვანაირი ექნებოდა.“
-აჰაა, ხომ შევასრულე,- სიცილით ამოვთქვი და დავიმსახურე კიდეც ტაში.
-კარგი იყო, მომეწონა,- საქციელი მომიწონა წერეთელმა და ბარათი აიღო,- აირჩიე მოთამაშე, რომელიც მოიხსნის აზღუდს, ხუთჯერ ჰაერში დაატრიალებს და ესვრის რომელიმე მოთამაშეს. თუ დაგთანხმდება სვავ შენ, თუ უარს იტყვის სვავს ორჯერ. აიხნი დავაი.
-მე უნდა ვქნა?- წერეთელმა თავი დაუქნია, აიხნიემ ლიფი მოიხსნა და თავს ზევით ტრიალს მოყვა.
-ბუხარში არ მოისროლო,- ის იყო თქვა და მოხვდა კიდეც წერეთელს აიხნიეს გასროლილი ლიფი,- დავაი დაასხით. თან ისიც მოყევი გაბრიელ დადეშქელიანი როგორ გაიცანი.
-ისედაც ყველამ იცით, რომ ქალთევზასავით გამახვია თავის ბადეში და ნაპირზე ამომიყვანა,- ნაზად ჩაილაპარაკა წერეთელმა.
-ქალთევზასავით კი არა დამხრჩვალი ქათამივით,- ლიზამ ჩაჭრა მწარე ენით.
-ნეტაი შენ რა იცი.
-იქ ვიყავი და ვნახე, როგორ მოყავდი გაბრიელს კატერინას გაწუწული წიწილასავით,- გემრიელად გაიცინა ლიზამ და ბარათი აიღო,- ვინც დაოჯახებულია, სვავს.
-ფუ თქვენი,- შევიკურთხე და ჭიქა მოვიყუდე, ყველაფერი დატრიალდა,- ეს მერამდენე ჭიქაა?
-შენთვის მეოთხე.
-და რატომ ვტრიალებ?
-დედამიწა ტრიალებს,- დაასკვნა მარიამომ და კარტი სიხარულით აიღო,- გამოტყდი ვისთან გექნებოდა სექსი, ვისზე დაქორწინდებოდი და ვის მოკლავდი მოთამაშეებიდან. ყოველი მათგანი სვავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორჯერ სვავ შენ. მოკლედ, სექსი მექნებოდა ბრედ პიტთან, დავქორწინდებოდი ბრედ პიტზე, მოვკლავდი საბაჰს.
-მოიცა, იკასთან არ გექნებოდა სექსი?
-მქონდა უკვე,- ნიშნის მოგებით ამოილაპარაკა.
-და მე რატომ მომკლავდი?
-რავი, ეგრე მინდა,- მხრები აიჩეჩა და დალია.
-მოიცა შენ რატომ სვავ, ჩვენ უნდა დავლიოთ,- თვალები გაუფართოვდა და ბარათი ხელმეორედ გადაიკითხა.
-ტფუიი,- თავი გააქნია აიხნიემ და უკვე აღებული ბარათის კითხვა დაიწყო,- განასახიერე სექსის 6 პოზა 10 წამის განმავლობაში. სვავ იმდენჯერ, რამდენი პოზის გაკეთებასაც ვერ მოასწრებ. თუ დროში ჩაეტევი, სვავს ყველა დანარჩენი.
ვაიმე უნდა გადავიღო ეს,- ჩემს ტელეფონს დაწვდა სალო, - არავითარი კამერები და გაშუქება, თორემ არ ვიზამ,- გაწყრა აიხნიე და ფეხზე წამოდგა, დრო დავინიშნეთ,- რანაირად ვქნა ერთმა?- სამი გააკეთა, სამიც დალია,- ძნელია, თქვე ჩემებო, ერთმა როგორ ვქნა?
-ბოდიში, კონსტანტინე მეზობელმა წაგართვა,- ჩაიფხუკუნა კაწიამ და კარტი აიღო,- აუუუუ,- სიცილით გადაწვა,- უცეკვე სტრიპტიზი მარჯვნივ მჯდომს. დანარჩენმა მოთამაშეებმა უნდა გამოხატონ ოვაციები და დალიონ შენი სადღეგრძელო. თუ არ იცეკვებ სვავ ოთხჯერ.
-მიდი, კუსკუს,- ორი თითი ჩაიდო პირში მიამ, მაგრამ შტვენის გარდა ყველაფერი გამოუვიდა,- დაჯდა ეტყობა.
- მიდი, მიდი, ცუნცულ, მიცეკვე სტრიპტიზი და ფულს ჩაგიტენი საცვლებში,- გაჰყვირა აიხნიემ. კაწია წამოდგა, იქვე მდგარ სკამს ხელი დაავლო და ჩვენკენ შემოაბრუნა. გადაჯდა, ფეხები ფართოდ გაშალა და ვნებიანად აუყვა სხეულს, თმას იწეწავდა, თავს აქნევდა უფრო მეტი ეფექტისთვის, პიჟამის ღილებიდან ერთის გარდა ყველა შეიხსნა, აიხნიესავით ლიფი მანაც მოიხსნა, თავს ზევით დაატრიალა და ის იყო ჩვენთვის უნდა ესროლა, რომ კარი გაიღო და სიბნელეში ვიღაცის მაღალი სილუეტი გამოჩნდა. გოგოებმა იკივლეს, მეც გული გამისკდა, ვერ გავიგეთ ვინ იყო, არც ხმას იღებდა, იდგა გაშეშებული და გვიყურებდა.
-ფუი ეშმაკს, -იყვირა მარიამომ.
-ჯვარი აქაურობას,- მოყვა მარიამის ძახილი.
-განვედ, სატანავ,- მიაწყევლა სალომემაც.
-რა სიკვდილი გინდა აქ,- უკივლა სილუეტს კატერინამ და აქამდე ჰაერში გაშეშებული ლიფიანი ხელი ძირს ჩამოწია.
-რომელი ხარ,- ვიკითხე ბოლოს და შუქის ასანთებად წამოვდექი.
-შენი იდიოტი ბიძაშვილია,- მომაძახა კატერინამ, შუქი რომ ავანთე და თორნიკე დავინახე, დავწყნარდი. კატერინას უყურებდა რაღაცნაირი სახით, თითქოს ეშმაკი დაენახოს, ან სტრიპტიზის მოცეკვავე ჩემი დაქალი. კაცმა არ იცის.
-თორნიკე, რა გინდა აქ,- ბალიშებს გადავაბიჯე და მასთან მივედი.
-თქვენს სანახავად მოვედი,- კაწიას თვალი ძლივს მოაშორა,- ვიფიქრე ხომ მშვიდობით არიან, სოფელია მაინც, არ შეეშინდეთ მეთქი.
-კარგად ვართ ჩვენ, ვახო რატომ არ გადმოვიდა.
-შენი ქმარი მაგარი მთვრალია, საბაჰო, გადმოვიყვან მერე.
-და დანარჩენები?- უკნიდან ხმა მომესმა გოგონების.
-დანარჩენებიც, ამიტომ გადავწყვიტე მე მოვსულიყავი,- თბილად გაუღიმა ყველას და ისევ კატერინაზე შეაჩერა მზერა, რომელიც ღილებს იკრავდა. ეჭვი მაქვს მის გამო უფრო იყო მოსული, ვიდრე თავისი ბიძაშვილის.
-შენ რატომ არ ხარ მთვრალი,- კატერინა მოგვიახლოვდა.
-მერე შენ ვინ მოგხედავდა?- წამოცდა უცებ და რომ გაანალიზა რა თქვა, ჩაასწორა,- თქვენ, თქვენ ვინ მოგხედავდათ მეთქი, უნდა მეთქვა.
-გაიხარე, ბიჭი,- მხარზე დაკრა ხელი ძმაკაცივით კაწიამ და აიხნიეს გვერდით დაჯდა.
-თუ არაფერი გჭირდებათ, მე წავალ მაშინ,- კატერინას ზურგს გაუღიმა და კიბეზე ჩავიდა.
-კარგი გავაგრძელოთ,- დავჯექი თუ არა, სალომემ ბარათი აიღო,- მოყევით თქვენი ყველაზე ბინძური საქციელი, ან დალიეთ სამჯერ. რა მოვყვე?
- აი ის მოყევი, კატიას თუთის ხე რომ გააუპატიურე.
-ააა, ჰოო,- თითქოს იხსენებსო, მოჭუტული თვალებით ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს უყურებდა,- ისე რატომ მოაჭრევინე ის ხე.
რა რატო, გოგო, ბებიაჩემს რომ ენახეთ მერე სად მიდიოდი.
-ანდონიკესთან, ბაღში, იმასაც ჰქონია თუთის ხე,- ვითომც არაფერი ისე უპასუხა,- ისე, საღოლ ბებიაშენს მაგარი მიზანი ჰქონია, სიბნელეში ანდრონიკეს კისერში გაარტყა ქვა.
-ბედი თქვენი დღე არ იყო, თორემ მე ვიცი სადაც გაგარტყავდათ,- აგრესიულად ჩაიცინა კაწიამ და ბოთლის ძირზე დარჩენილი სასმელი ენით გამოლოკა.
-მოკლედ იმ დღეს რაღაცნაირი აღელვებული ვიყავი და ანდრონიკემ დამაწყნარა.
-მშვენიერი დამაწყნარებელი გაუკეთებია შენთვის,- ჩაიფხუკუნა მიამ, მაგრამ სალოს ყურადღება არ მიუქცევია.
-თუთის ხის ძირში, მორზე ვიჯექი ჩემთვის და ტელეფონში რაღაცებს ვათვალიერებდი, თან ყურსასმენებით მუსიკას ვუსმენდი. შიშისგან შევხტი და წამოვიკივლე, ზურგზე შეხება რომ ვიგრძენი, პირზე რომ ამაფარა ხელი ხომ სულ გადავირიე, მეთქი ვსო, აქანე დამთავრდა ჩემი სიცოცხლეი. მის სუნთქვას კისერზე ვგრძნობდი, მერე კოცნაც ვიგრძენი. პირზე აფარებული ხელი შემიშვა და მხრებზე ჩამოყრილი თმები გვერდზე გადამიწია, ისეთი შეშინებული ვიყავი, გონებაში არც კი გამივლია, რომ ანდრონიკე იქნებოდა. გაშეშებული ვიჯექი იქამდე, სანამ ყურსასმენები არ მომხსნა და რაღაც არ მიჩურჩულა, იმ წამს სურვილი გამიჩნდა, რომ ამ შოუს გამო მეცემა, მაგრამ მერე გადავიფიქრე. თავი უკან რომ გადამიწია და ტუჩებში მაკოცა, იქვე დავდნი, თმები ყალყზე დამიდგა. თავისკენ შემაბრუნა და შიშველ მკლავებზე თითის ბალიშები ამისრიალა, პირდაპირ დამბურძგლა. რაღაცნაირად ელდანაკრავივით წამოვხტი და ხეს ავეყუდე ზურგით, მაგრამ უცებვე მოვეგე გონს, მის მაისურს თითები ჩავავლე და მთელი ძალით მივეკარი ტუჩებზე. მერე ისე მოხდა, რომ ჩემი ფეხები მიწას ასცდა და ჰაერში დაეკიდა, ანდრონიკემ ხის ტოტზე ამსვა და თვითონ მუხლებს შორის მომექცა. ისეთი გრძნობით მკოცნიდა, ერთი წამიც არ გამიელვებია გონებაში, რომ შემეჩერებინა. მისი შეხება ისე მსიამოვნებდა, თითქოს ადრეც მეგრძნო და შეჩვეული ვიყავი. როგორც მიამ თქვა, თითქოს მეც დიდი ხანი იყო რაც ამ მამაკაცს ვიცნობდი, უსასრულოდ მინდოდა მასთან დარჩენა, მის მკლავებში ყოფნა. ვნებამ ისე ამიტანა, ჩემდა გასაკვირად ხელები მისი მაისურის ბოლოსკენ წავიღე და სწრაფი მოძრაობით გადავაძრე თავზე, ანაზდად დამიკოცნა ყელი და კისერი, ჩემი კაბახალათის ქამარი გამიხსნა და სხეულიდან მომხსნა. წამიერად სიმორცხვემ გამიელვა გონებაში, მაგრამ ის ცხოველური ჟინი, მთელი ჩემი გონი და სხეული რომ მოეცვა, გაჩერების უფლებას არ მაძლევდა. თითები ჩავაყოლე მის დაკუნთულ სხეულს და გაუაზრებლად ბეჭებზე ფრჩხილები ჩავასე, წარბი შეკრა და ხელები ზურგს უკან გამიკავა. ჩემ საქციელზე ჩაეცინა და სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა, მკერდზე კბილები ისე ჩამასო, ხმა ვერ დავიმორჩილე და ალბათ ბებიაშენმა ეგ გაიგო.
-ეჭვი მაქვს, მაგის გარდა ბევრს გაიგებდა კიდევ,- წაგესლა კატერინამ და ახალი ბოთლი გახსნა, ამ ისტორიის გაგრძელებას სასმლის გარეშე ვერ გადაიტანდა.
-ცალი ხელით ჩემი მაჯები ეჭირა, მეორე ხელით კი შარვალი გაიხსნა,- აღტაცებით განაგრძო სალომ, თითქოს ჯერ კიდევ თუთის ხის ქვეშ იყო და იმ ნეტარ ღამეს თავიდან გადიოდა,- მერე ისე ძლიერ მიმიკრა მკერდზე, რომ მის გულის ყოველ დარტყმას ვგრძნობდი ჩემ მკერდზე. ვგრძნობდი ანდრონიკეს დაუძლეველ სურვილს, რაც შეიძლება მალე მიეღო ორივესთვის სასურველი. მკერდზე ნაზად შემეხო და მუჭში მოიქცია. სხეული ისე მიცახცახებდა, გული ისე სწრაფად მიცემდა, სუნთქვა ისე გამხშირებოდა, შეწინააღმდეგების თავიც კი აღარ მქონდა და მხოლოდ ისღა შემეძლო, მის ნებას დავყოლოდი და ბოლომდე მივნდობოდი, თავი უკან მქონდა გადაწეული და დაუფარავად სცდებოდა ჩემს ბაგეს სიამოვნების კვნესა. იმ ნეტარ რამეში მეგონა, რომ მეც ბუნებიშ შვილი ვიყავი. მისი ნაზი, მაგრამ ამავე დროს მომთხოვნი მოძრაობა ჩემს ფეხებს შორის არაამქვეყნიური სიამოვნება იყო ჩემთვის, ისეთი ადრე რომ არასდროს მიგვრძნია. თავი არაამქვეყნიურ არსებად, ქალღმერთად წარმოვიდგინე, ანდრონიკე კი სექსის ღმერთი იყო ჩემთვის, - წამით დადუმდა და მერე სწრაფად მიაყოლა,- მერე ბებიაშენმა ქვა გაარტყა ანდრონიკეს და დავიშალეთ.
-უი თქვე გაფუჭებო,- ბალიში ესროლა კაწიამ,- არ უნდა მომეცა ბებიაჩემთან დარჩენის უფლება.
-შენ ვინ გეკითხებოდა ერთი, ბებიაშენმა დამიტოვა.
-ნეტავ გაეგო რა ჩათლაშკაც იყავი, და მერე ვნახავდით სად დაგიტოვებდათ.
-ისე, რანაირად ვერ გაიგო, რომ სახლში არ იყავი?- გაკვირვებით იკითხა მარიამმა.
-ვუთხარი, რომ დასაძინებლად მივდიოდი და რომ ვერ დავიძინე, მერე ჩავედი ბაღში,- სიცილით უპასუხა სალომ.
-კარგით, ასეთი წინადადებით შემოვდივარ,- ხელები ავწიე და ყურადღება მოვითხოვე,- აღარ გვინდა ეს კარტები, მოდით მოვყვეთ ჩვენ ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტები, და სანამ რამეს იტყოდეთ, მე გეტყვით,- წამით ჩავფიქრდი ვის რა ჰქონდა მოსაყოლი ერთმანეთისთვის და მერე განვაგრძე,- მოკლედ, მიამა და სალომ უკვე მოყვა ისტორია, რომელიც მათთვის დარწმუნებული ვარ დასამახსოვრებელი იქნება, ბოლოს და ბოლოს მიშო და ანდრონიკე ყავთ ახლა. მე გთავაზობთ მარიამომ გვიამბოს რა ქნა და როგორ ქნა იკასთან, რადგან დღეს აღიარა, რომ ჰორმონებმა უმტყუვნეს. მერე აიხნიე მოყვეს თუ როგორ გაიცნო კონსტანტინე სინამდვილეში, რადგან ეჭვი მაქვს რაღაცას მალავს,- ეჭვით გავხედე გოგონას, - და ბოლოს, ქალბატონო კატერინა მოყვები თუ რა უქენი ჩემს ბიძაშვილს, რადგან ძალიან ცუდად ახსენა კორპუსი ჩემთან საუბრის დროს.
-რა კორპუსი,- დაიბნა კაწია.
-რავი ასე მითხრა, ჯერ კიდევ კორპუსთან ყოფნის დროს მომიშალა ნერვებიო,- მხრები ავიჩეჩე.
-მე მაწყობს,- ერთდროულად წამოიძახეს მიამა და სალომ,- სასმელი აღარ გვაქვს?- კატერინამ ბოთლი გაუწოდა.
-ჰაა რომელი დაიწყებთ აბა?
-მარიამომ დაიწყოს,- კატეგორიულად წარმოთქვა კატერინამ,- ჩემს ბიძაშვილთან იწვა ბოლოს და ბოლოს.
-კარგი, მე დავიწყებ,- გამბედაობა მოიკრიბა მარიამომ,- სხვათაშორის თქვენი ბრალია, რომ დაგავიწყდით იკას დაბადებისდღეზე,- ყველამ თვალები ვჭყიტეთ. იკას დაბადების დღე ნოემბერში ჰქონდა და ყველა დაგვპატიჟა თავისთან, ბიჭიან - გოგოებიანად. მახსოვს იმ დღეს მაგრად დავთვერი და არა მარტო მე, ყველა გამოჭუკებულებივით ვიყავით, შუაღამემდე ვსვამდით. ან რა კუჭმა გაგვიძლო?!- გახსოვს, კატერინა, მაშინ რამდენი დავლიეთ? მე ყანწიც კი დავლიე, მგონი მაშინ უფრო მოვხიბლე იკა, ვიდრე მანამდე, ოჯახში ჭიქის ამწევი შემომდისო იფიქრა.
-აბა ბიძაჩემს და ბიცოლაჩემს კითხე ახლა?!- იმ დღის გახსენებით გამხიარულდა კაწია.
-ხოდა იმ ყანწის მერე მივხვდი, რომ დედამიწა კი არა მთელი ოთახი ბრუნავდა, რვა გოგოს მაგიერ 16 მელანდებოდით, იკა ვაფშე სამი იყო,- ხელები გაშალა, სიცილს ძლივს ვიკავებდი,- იკამ გამიყვანა თავის ოთახში, წამოწექი და გადაგივლისო და ჩამეძინა.
-მე კიდევ რომ ვერ დაგინახე, მეგონა შენმა დამ გამოგიარა და წაგიყვანა,- გაკვირვებით გამოხედა აიხნიემ.
-ჩემმა დამ არა ისა, ის სხვა კუპეში სვავდა. მეორე დილას მირეკავდა რატომ არ გამომიარე და არ წამიყვანეო, ერთმანეთს ველოდებოდით თურმე,- გოგონების ხარხარმა გაკვეთა მთელი ოთახი,- მოკლედ მაგ ღამეს თქვენი ხმები კი მესმოდა, მაგრამ გონს ვერ მოვდიოდი, რომ ავმდგარიყავი და გამოვსულიყავი, არც თვალები მემორჩილებოდა, არც ენა და კიდურები ხო საერთოდ, ასე ვიწექი,- და მანქანადარტყმული ძაღლივით გადაწვა იატაკზე, სიცილი გაძლიერდა,- სერიოზულად. მერე არ ვიცი რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგრამ დილით იკას გვერდით გავიღვიზე შიშველი, ისიც ამავე მდგომარეობაში იყო, თუ რამე მახსოვდეს?- მე ვიყო კუ,- ლიზამ ჩაიფხუკუნა და პირში ჩაგუგებული სასმელით წერო გაწუწა, გოგონა გაოგნებული იყო, ვერ მიხვდა რა მოხდა, მერე ლიზას ბოდიში რომ მოესმა მის ყურთასმენას, ვითომც არაფერიო, დიდგვაროვანი ქალივით მშვიდად შეიწმინდა სახე და მარიამოს გახედა.
-მერე?
-რა მერე?
-განაგრძეთ ლაპარაკი, თორე ერთი ადამიანი შემომაკვდება,- და მშვიდად გახედა ლიზას.
-სერიოზულად არაფერი გახსოვს?- გვერდით მჯდომი მარიამი მიუბრუნდა მარიამოს,- აი ვაფშე არაფერი? რამე გრძნობა ან რავი...
-გოგო რავი,- დაიწყო მარიამომ და ჩაფიქრდა, განვლილს იხსენებდა,- ბუნდოვნად მახსოვს რაღაცები, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ ჩემი წარმოსახვა არ არის.
-მაინც?- ჩაეკითხა ისევ მარიამი, თვალებში ბავშვური იტერესი ჰქონდა ჩამდგარი.
-მაგალითად, ბუნდოვნად მახსოვს, რომ იკა შემოვიდა ოთახში და გვერდით მომიწვა. ამ დროს თვალები მქონდა გახელილი. მერე მახსოვს, რომ წამოიწია და მკითხა მარიამო შენახარო? პასუხი გავეცი თუ არა არ მახსოვს. მერე ხელი მომხვია მგონი წელზე,- თავისი ხელი შემოიტარა წელზე,- და მიმიხუტა? აუ მაგარი მთვრალი ვიყავი.
-ვინ იცის ძალა იხმარა,- სრული სერიოზულობით წამოიყვირა მიამ.
-მეც მაგაზე ვფიქრობდი,- კვერი დაუკრა მარიამმა.
-ნუ გადარევთ ახლა ამ გოგოს,- წაუცაცხანა ლიზამ.
-იმას უფრო დავიჯერებ, რომ მარიამომ იხმარა ძალა იკაზე, ვიდრე პირიქით,- წარბები შეკრა კაწიამ.
-კაი და რომ გაიღვიძე და შიშველი აღმოაჩინე საკუთრი თავი, რა რეაქცია გქონდა?- აშკარად კარგად გაერთო მია ამ ისტორიით.
-ყვირილი დავიწყე,- გულიანად გაიცინა მარიამომ,- იკას გული გავუხეთე, შეშინებული წამოხტა საწოლიდან და იატაკზე მოადინა ზღართანი, საბანიც თან გაიყოლა და დავრჩი დედიშობილა. ბალიშსღა ვიფარებდი. თავი რომ წამოწია გაოგნებულმა მკითხა შიშველი რატომ ხარო, არადა მე მისგან ველოდებოდი პასუხებს.
-არც მას ახსოვდა?- კითხვა ჩააკვეხა მარიამმმა.
-თავიდან არა და მერე გაახსენდა.
-რაო რა თქვა?- ყველა სმენად ვიქეცით.
ნუ თავიდან თვითონაც ხომ გაკვირვებული იყო და მერე გაახსენდა მთელი ღამის მაიმუნობები, მაგრამ რაც მომიყვა მაგის არ მჯერა.
-რა მოყვა?- თავს ვეღარ იკავებდა აიხნიე, ისე უნდოდა ყველაფრის მოსმენა.
-მე დამაბრალა, გოგო, შენ აიტეხე, ვერ გადაგათქმევინეო და მერე მეც კაცი ვარ, როდემდე უნდა მეთმინაო,- როგორ შეგვეძლო ამაზე არ გვეცინა? ლიზა, წერო და აიხნიე ერთმანეთს ეყუდებოდნენ, მარიამი უცნაურ ხმაზე კაკანებდა, კაწიას და მიას ცრემლები მოსდიოდა უკვე სიცილისგან, სალომე რატომღაც სერიოზული სახით იჯდა.
-მგონი გული მერევა გოგოებო,- ბოლოს ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა და სააბაზანოსკენ გავარდა.
-ორსულად ხარ,- სიცილით მიაძახა აიხნიემ და ძლივს წამოდგა,- გავხედავ რამე არ დაემართოს, - კედელ კედელ გავიდა და რამდენიმე წამის შემდეგ კივილი დაიწყო, გავცვივდით ყველანი და რას ვხედავთ, სალომე უნიტაზზეა დამხობილი და აიხნიეს მისი შუბლი უჭირავს, - მემგონი გონება დაკარგა.
-ღმერთო, გამატარეთ,- გვერდზე გაგვწია მარიამმა და სალომეს გვერდით ჩაიჩოქა,- სალო გესმის ჩემი? შემომხედე აბა?თვალები გაახილე, გესმის?
-ჰმმმმ,- ამოიღნავლა სალომ და მიბნედილი თვალებით გახედა მარიამს.
-ჰმმმ და ჯანდაბა შენ, გამიხეთქა გული,- მიალანძღა აიხნიემ და წელში გაიმართა,- ძაან შემეშინდა,- თითქოს მიას რამე ეკითხოს ისე უთხრა.
-მართლა ორსულად ხომ არ არის ეს,- ეჭვით წარმოთქვა მიამ და სალოსკენ დაიხარა,- სალ, უკეთ ხარ?
-შენ რომელი ხარ,- ძლივს ამოილუღლუღა სალომ და თავის მოტრიალება სცადა, კისრის ძვალი ისე გაუტკაცუნდა, მეგონა მოსტყდა.
-ბებიაშენი,- გაბრაზებით ამოთქვა და წყალი მოუშვა,- პირი მოვბანოთ.
-ვაა, ბებო, რა კარგი პიჟამა გაცვია?- ფხუკუნით კაწიას გავხედე, სახეზე აეფარა ხელები და ეცინა თუ ეტირა ვერ გადაეწყვიტა.
-გაჩუქებ მერე, რომ გაიზრდები, ბებო გენაცვალოს, - მიამ პირი მობანა და ოდნავ გამოაფხიზლა,- უკეთ ხარ?
-გული მერევა,- ძლივს დაასრულა და უნიტაზში ჩაემხო, მარიამი თმას უჭერდა.
-ფუუ,- აღმოგვხდა ყველას ერთად.
-რა არის, თქვე ჩემისებო, გული არასოდეს აგრევიათ,-ძლივს ამოილაპარაკა და კიდევ ერთხელ დაიწყო ,,სიმღერა“.
-ვაიმე, სალომე, შენ თუ კიდევ ერთხელ დაგილევია, პაპაჩემის სულს გეფიცები მაგ უნიტაზში ჩაგახრჩობ,- მოულოდნელად წამომიარა სიბრაზემ, ასეთ დროს ვითიშები, რომ კვდებოდეს ვინმე შეიძლება ვერ დავეხმარო, რადგან ოპოსუმივით ვშეშდები. ახლა ამას რამე რომ დამართნოდა ვერც ვერაფერს ვუზამდი, საავადმყოფო აქედან 12 კილომეტრშია, არც ერთი ჩვენგანი ფხიზელი არ არის, საჭესთან ვერავინ დავჯდებოდით, ბიჭები ხომ გასულები არიან გაღმა, ერთადერთი თორნიკე გვრჩებოდა ადეკვატური და ფხიზელი, მაგრამ მადლობა ღმერთს აღარ დაგვჭირდა და გონს მოეგო.
-ეეეე, მოდი სულები გამოვიძახოთ,- მოულოდნელი იდეა მოუვიდა ლიზას.
-ბაზ... ბაზარი არაა,- ამოთქვა სალომემ და თავი აწია, - წყა... წყალი მინდა მე.
-დოზანა გინდა შენ,- გაშლილი ხელი დაანახა მარიამმა.
-რა გინდა.
-მშვიდობა და სოლიდარობა ერთხელ მაინც,- განაგძო დატუქსვა მარიამმა და მისი წამოყენება სცადა.
-მერე და ახლა ომში ვართ?
-ისე ჩვენ ნორმალურად გაგვეტარებინოს დრო, ასეთი არაფერი მახსენდება,- კედელს მოშორდა წერო და თითზე ჩამოთვლა დაიწყო,- ზაფხულში, ხომ მე ვიხრჩობოდი, მერე სალომესა და ლექსოს არანორმალური ქცევები.
-მაგის დედა კი ვატირე, მე მაგისა, ჰაა,- ლექსოს სახელის გაგონებაზე სალო წამოიმათა,- ტელეფონი მომეცით უნდა ვაგინო, როგორ მიღალატა იმ წაკლასთან, მაგისი ყველაფერი, ჰაა,- ძლივს გამოათრიეს სააბაზანოდან მიამა და მარიამმა და ერთ- ერთ საძინებელში შეიყვანეს. ფურცელი და მარკერი ავიღე და მისი სახელი დავწერე დიდი ასოებით, კარზე გავაკარი ნიშნულივით, იმდენები ვიყავით, ვისი ბიჭი ვისთან შევიდოდა კაცმა არ იცის.
-კარგი, საალ, შენ დაიძინე ახლა და ხვალ ვაგინოთ ლექსოს,- საბანი შეუსწორა წერომ.
-რატომ მიღალატაა,- ამოისლუკუნა სალომ და ხელები სახეზე აიფარა,- მე ხომ მიყვარდა?
-კარგი, საყვარელო, დამშვიდდი, ბედი იყო ალბათ, ანდრონიკე რომ გაგეცნო,- თმაზე გადაუსვა წერომ ხელი, ბოლოს და ბოლოს მისი ნათესავი იყო ლექსო. გული მომიკვდა.
-ანდრონიკე კარგი ბიჭია, მართლა ვუყვარვარ,- ამოისლუკუნა და ცრემლები შეიმშრალა.
-ხოდა რაღატომ მისტირი იმ ავადმყოფს?- გვერდით მიუჯდა ლიზა,- ანდრონიკესთან იყავი ბედნიერი ბოლომდე.
-ვიქნები,- ამაყად წარმოთქვა, - ვინმეს არ დააკლდეს იმხელა იმით, რა ქვია?
-გაჩუმდი, ქალო,- წერეთელმა პირზე ხელი ააფარა,- ყველაფერი კი არ უნდა თქვა.
-ყველაფერი უნდა ითქვას დიახაც, ანდრონიკეს უფრო დიდ...,- დასრულება ვერ მოასწრო, წერეთელმა ისევ ხელი ააფარა პირზე.
-კარგი დაიძინე ახლა, რაც საჭირო იყო ყველაფერი ითქვა,- საწოლიდან წამოდგა ლიზა და ოთახიდან გამოვიდა.
-გოგოებო?- ძილბურანში ამოთქვა სალომემ და გაჭირვებთ დააშორა ქუთუთოები ერთმანეთ,- აი იცით როგორ მიყვარხართ?ძაან ჩათლახები კი ხართ, მაგრამ მაინც ჩემები ხართ. თქვენ გენაცვალეთ ყვე**ბში,- დადო თავი და დაიძინა.
-სადაო?- სიცილით ჩაიკეცა მარიამო.
-ყვე**ბშიო,- ისე გაიმეორა მარიამმა, თითქოს ვერ გაგვეგოს.
-სად გვაქვს ყვე**ბი,- იგუდებოდა მარიამო და კედელ- კედელ გადიოდა მისაღებში.
-კიდევ კარგი ეს ბიჭი არაა, თორე მთელი საქალეთი ნახმარი ეყოლებოდა,- თავი გააქნია წერომ და ოთახის კარი გამოხურა.
-ბავშვებო თქვენ თქვენი სახელები დაწერეთ და კარებზე გააკარით, ბიჭებს რომ არ აერიოთ.
-უკვე ვიძინებთ,- უკმაყოფილოდ დაწვდა აიხნიე სასმლის ბოლო ბოთლს.
-დალევა კიდევ მინდა,- აყვა მიაც.
-რა კუჭში ჩაგდით, ხალხო,- თვალები დააბრიალა კაწიამ,- აქლემები ხართ და კუზში ინახავთ?
-ეჰ, კაწკა,- უკმაყოფილოდ ამოთქვა მარიამომ და გოგონებს მიუჯდა,- სადაა კუზი და კაი ცხოვრება.
-მეც მინდა,- ტრიოს მარიამიც შეუერთდა.
-რაღაცნაირად მეც არ მეყო,- ტუჩი ავიბზუე და ბუხრის გვერდით დავჯექი, თან შეშა შევამატე. კიდევ კარგი სანამ წავიდოდნენ გაბრიელმა მოგვამარაგა, კაი ჯანღონის ბიჭი კია.
-წეღან დედამიწა არ ტრიალებდა, საბაჰო?- გაკვირვებით დამხედა ლიზამ.
-გაჩერდა და ახლიდან უნდა დავატრიალო.
-აბა ჩვენ რაა, ფეტვი ხომ არ გვირევია?- მხრები აიჩეჩა წერომ და გვერდით მოგვიჯდა,- თქვენ არ დალევთ?
-სხვა რა გზა გვაქვს?- მხრები აიჩეჩეს კაწიამა და ლიზამ და ისინიც მოუსხდნენ ბუხარს,- დაასხით.
-რაღაცას ვყვებოდით ხო?- მოაგონდა მარიამს,- ხოო, მარიამო ყვებოდა თავის პირველ ღმეს, მაგრამ არ მახსოვს დაამთავრა თუ არა.
-მგონი არა.
-ანუ მგონი იმაზე გავჩერდი, შიშვლებმა რომ გავიღვიძეთ,- ჩვენ თავი დავუქნიეთ,- ისეთი არაფერი მომხდარა მერე, იკამ გაიხსენა რა და როგორ მოხდა. ოთახში რომ შემოვედი ბალიში მეგონე თვიდანო, მითხრა. მერე რომ ვიგრძენი ბალიში სუნთქავდა, თავი წამოვწიე და შენ დაგინახეო. მიყურებდი და იღიმოდიო, მერე მითხარი, რომ ჩემი გინდოდა გამხდარიყავიო და მაკოცეო. გითხარი, რომ ეს შეცდომა იყოვო, მაგრამ შენ არ დამანება და საროჩკის ღილების გახსნა დამიწყეო, თან მეუბნებოდი შენ გარდა არავის დავნებდებიო. მერე მეც ამიყოლიე, სასმელმაც თავისი ქნა და აგერ კი ვართ ამ მდგომარეობაშიო. პანიკები დამემართა, ძალიან ცუდად გავხდი და ტირილი დავიწყე, ასე არ უნდა მომხდარიყო მეთქი გავიძახოდი, შეცდომა იყო მეთქი ვეუბნებოდი. ძალიან ეწყინა, მაგრამ არ იმჩნევდა, მიმიხუტა და თმაზე დამიწყო ფერება, ადრე თუ გვიან მაინც ხომ მოხდებოდაო?- მკითხა, შენც ხომ იცი, რომ ჩემს გარდა სხვასთან ვერ წახვალო, შენ მარტო ჩემი ხარო, მე კი მხოლოდ შენთვის ვარო, ძალიან მიყვარხარ და მინდა შენთან ვიყოვო. და ასე...,- უცნაურად დაასრულა თხრობა და დაგვტოვა პირ ღიები.
-ი ვსო?- გაოგნებით ამოთქვა აიხნიემ.
-ხოო, აბა მეტი რა გინდოდა?
-რაღაცას გეტყოდა კიდევ იკა,- არ დანებდა აიხნიე.
-სხვა რა უნდა ეთქვა, გოგო?
-მაგალითად როგორ მოეწონა შენთან სექსი.
-ხოო,- კვერი დაუკრა მიამ.
-მოეწონებოდა, მა რა ჯანდაბა იქნებოდა,- თავისი სარძლოს დაცვა დაიწყო კაწიამ.
-ამას დავუბრინდებით,- თითის ქნევით დავემუქრე მარიამოს, ენა გამომიყო,- გოგო, შენ კონსტანტინე მართლა სალაროს რიგში გაიცანი?- აიხნიეს გავხედე,- ეჭვი მაქვს რამე სხვა ამბავია და გვიმალავ.
-არა, რას გიმალავთ, რა სისულელეა, სალაროს რიგში გავიცანი, ნიკორას მაღაზიაში. ადგილი დამითმო და გამოველაპარაკეთ ერთმანეთს.
-და ჰოპი ქენით და შეყვარებულებად ეკურთხეთ?- ჩაეკითხა წერო.
-ხო, რა აიყო, არ შეიძლება? უეჭველი სადმე კლუბში უნდა გამეცნო, სასმელზე დავეპატიჟე, უგონოდ დავმთვრალიყავი და ღამე მასთან გამეტარებინა?
-რა ქენი?- ლიზას სასმელი გადასცდა მოსმენილზე და ხველება აუტყდა,- სერიოზულად?
-ჰაა, აიხნიე ახლა, მოყვეი რას გვიმალავ, დაქალები არ ვართ? მარიამომ, მიამ და სალომ ისეთები მოყვნენ და საწყენია შენ რომ არ გვენდობი,- იწყინა მარიამმა და ცეცხლს გახედა გაბუტულმა.
-არ ნდობა რა შუაშია, მარიამ?- იწყინა აიხნიემაც.
-აბა რას ნიშნავს შენი საქციელი? დაქალებად აღარ მიგვიჩნევ?- ჩხუბში გადადიოდა მათი საუბარი.
-კარგი, გოგონებო, არ ვიჩხუბოთ,- სამშვიდობო მტრედივით ჩაერია მარიამო,- თუ არ უნდა მოყვეს, ნუ დააძალებთ, მერე რა მოხდა? მზად რომ იქნება მერე გვეტყვის ყველაფერს.
-ამდენი ხანია ხვდება, რით ვე მოემზადა?- არ ცხრებოდა მარიამი.
-კარგი, ხოო, მოვყვები,- ხმაში წყენა ჰქონდა გარეული,- ბარში ვიყავი ჩემს ნათესავთან და მის შეყვარებულთან ერთად, ვსვამდით და რომელიღაცა ბენდის სიმღერებს ვუსმენდით. მერე ეს ჩემი ნათესავი სუდად გახდა და თავისმა შეყვარებულმა წაიყვანა სახლში, მე დავრჩი. იმ დღეს ხასიათზე არ ვიყავი და მარტო ყოფნა და დალევა მინდოდა. ბართან ვიჯექი და ღვინოს ვსვავდი, კონსტანტინე გვერით მომიჯდა და გამიღიმა, მეტი არაფერი. მანაც შეუკვეთა სასმელი და მკითხა თუ შეიძლებოდა, რომ მეც დავეპატიჟე. მეც დავთანხმდი, რაც უფრო ნაკლები გავიდოდა ჩემი ჯიბიდან მით უკეთესი ჩემთვის. მერე მკითხა თუ რატომ ვიყავი მოწყენილი და მეც ვუთხარი, რომ ბანალური თემა იყო. მაშინ ის გავიგე ჩემმა ქრაშმა შეყვარებული რომ გაიჩინა და გულნატკენი ვიყავი. კონსტანტინემ მითხრა, რომ ნებისმიერ თემაზე შეეძლო საუბარი და რომ ბანალური თემაც კი ყოველთვის საინტერესო იყო მისთვის, მითხრა რომ კუთხეში მდგარ მაგიდასთან იჯდა და თუ სურვილი მექნებოდა შემეძლო მეც მივსულიყავი. რამდენიმე წუთით ვფიქრობდი ღირდა თუ არა მასთნ მისვლა, იქნებ ისიც ისევე მომქცეოდა, როგორც ჩემი ქრაში მომექცა. მერე საკუთარ თავს ვეჩხუბე იმის გამო, რომ ყველა მამრობითი სქესი არ უნდა დამექრაშა და მასთან მივედი. გაუხარდა ჩემი მისვლა, ხელი გამომიწოდა და გამეცნო. მე კი ვფიქრობდი, რომ უბრალოდ გულს გადავუშლიდი, ჩემს საწუხარს გავანდობდი და დავიშლებოდით, მაგრამ უფრო მეტი მოხდა ვიდრე გულის გადაშლა იქნებოდა. ლაპარაკში ავყევი, ათას რამეზე ვისაუბრეთ, ბევრი მაცინა, ნელ- ნელა სასმელსაც ვიმატებდით და მე ტუალეტში მომინდა. ერთი წუთ ვთხოვე და წამოვდექი, მაგრამ ვაი იმ წამოდგომას, ვაფშე ყველაფერი აიბლანდა ჩემს თალებში, ფეხებიც ამერია და პირდაპირ მუხლებს შორის ჩავუვარდი,- ყველას უცნაური ხმა აღმოგვხდა წარმოდგენაზე,- წამომაყენა და თვითონ გამიყვანა საპირფარეშოში. ისე ცხარე ცრემლით ვტიროდი ვერ მაწყნარებდა, სულ ბოდიშებს ვუხდიდი და პატიებას ვთხოვდი, რადგან რატომღაც არ მინდოდა მის თვალში ახურებული გოგოსავით გამოვჩენილიყავი. ის კი მაწყნარებდა და მეფერებოდა, ბოლოს რაღაცნაირად მისკენ გადავიხარე და ტუჩებში მეკოცნა, შეშინებული ვუყურებდი მის რეაქციას, მეგონა მიმაგდებდა და იქვე დამტოვებდა უმწეოდ, მაგრამ მანაც მაკოცა. ისეთმა უცნაურმა და თან სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში, ბუმბულივით მსუბუქი გავხდი და მის მკლავებს დავეკიდე. გაუჩერებლად მკოცნიდა, მე კი მისი პერანგის ღილებს ვხსნიდი, მაგრამ ხელები გამიკავა და აქ არაო- მითხრა. რაღაცნაირად გამოფხიზლებული ვიყავი უკვე, ხელი ჩამჭიდა და ბარიდან გამიყვანა, ტაქსი გააჩერა, ჩავსხედით და წავედით მის სახლში. მეცხრე სართულზე ცხოვრობს და ლიფტით რომ ავდიოდით ჩემი დამმართა. სახლის კარი ძლივს გააღო, რომ შევედით გასაღები მოისროლა და მისაღებში, დივანზე მიმაწვინა. დილით რომ გავიღვიძე მისი პერანგი მეცვა, ის კი იქ არ იყო, მეგონა მანაც დამტოვა და ტირილს ვაპირებდი უკვე, გარედან რაღაცის რახუნის და გინების ხმა რომ მომესმა. ხმა სამზარეულოდან მოდიოდა, კონსტანტინე საუზმეს ამზადებდა. რომ დამინახა თბილად გამიღიმა, მომიახლოვდა და მაკოცა, მერე მაგიდასთან მიმიყვანა და დამსვა. საჭმელების გაკეთება კარგად გამოსდის, განსაკუთრებით ბეკონიანი ომლეტის, ყავაც კი გამიკეთა,- აღტაცებით ყვებოდა აიხნიე,- იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც.
-ამას გვიმალავდი, შენი?- გაბრაზდა მარიამი და ხელში მოხვედრილი ბალიში მთელი ძალით გაუქანა.
-რავი,- მხრები აიჩეჩა და ტელეფონი მოიმარჯვა. სხვის ტელეფონში ყურება არ მიყვარს, მაგრამ რატომღაც ახლა ჩავიხედე, კონსტანტინეს სწერდა მომენატრეო, და იმანაც უპასუხა, რომ მასაც მოენატრა. დამთბა.
-კაწ,- მავედრებელი თვალებით გავხედე,- ჩემი ისტორიის მოყოლას აზრი არ აქვს, ისედაც იცით როგორ გავიცანი ვახო და როგორ გავყევი ცოლად, ამაზე ისედაც სულ დამცინით ხოლმე. შენ მოყევი რა მოხდა შენსა და თორნიკეს შორის დღეეს რაა.
-რა მოხდა ჩემსა და თორნიკეს შორის?
-არ ვიცი, მეც ეგ მაინტერესებს, კორპუსი ახსენა და აშკარად იჩხუბეთ.
-მერე თავად ბატონმა თორნიკემ არ გიამბო რა მოხდა?- უცნაურ ხმაზე გაისმა მისი ნათქვამი, თვალებში არ მიყურებდა.
-რამდენჯერაც დააპირა იმდენჯერ გამოხვედი და ეჩხუბე, მერე ვახო მოვიდა და წაიყვანა.
-არაფერი ისეთი.
-მიდი, კაწ, გვიამბე რაა,- მხარი ამიბეს გოგონებმაც და სმენად იქცნენ.
-ოოო, რა სისულელეს მაყოლებთ ახლა,- გაიპრანჭა და მოყოლა დაიწყო,- მე ხომ იცით ზამთარ- ზაფხულ სულ ვჭამ ნაყინებს და დღესაც რაღა თქმა უნდა ვჭამდი ნაყინს. შენ რომ დამირეკე თორნიკე მოვიდა და ჩადიო, ავიღე გუდანაბადი და ამ ნაყინის ჭამით ჩავედი კიბეზე. რას მოვიფიქრებდი ეს რომ სადარბაზოსთან იდგებოდა პირდაპირ, ვერ დავინახე, შევასკდი და ეს ნაყინიც ზედ შევაზილე სახეზე და ტანსაცმელზე. ნუ თავი დავარწმუნე, რომ ჩემი ბრალი იყო და სახლში ავიყვანე მოსაწესრიგებლად. ხელები დაიბანა, სახე და მაისური გაიწმინდა და სახელი მითხრა. თორნიკე მქვიაო, რომ გავიგე მეთქი- ეს უეჭველი საბაჰის ბიძაშვილი იქნება მეთქი. ეგრევე შეტევაზე გადავედი, ჩხუბი დავუწყე შენი ბრალია მეთქი, ახლა ნაყინი აღარ მაქვს და რა ვჭამო თქო. იმან შენ წინ ვერ იყურებოდე ჩემი რა ბრალიაო, აქეთ მე დავუწყე ჩხუბი შენ რომ პირდაპირ სადარბაზოს შესასვლელში არ დამდგარიყავი არც დაგეჯახებოდი მეთქი. მერე ის მეჩხუბა გოგონებს თვალები სადა გაქვთ, ან რაზე ფიქრობთ გარშემო რომ ვერაფერს ამჩნევთო და გამაჩუმა. არ მეგონა ესეც თუ ჩხუბს დამიწყებდა, პირველად დამადუმა ბიჭმა. ბოლოს მე კატერინა მქვია მეთქი, რომ ვუთხარი- საბაჰის დაქალი შენა ხარო? მკითხა და ტუჩი აიბზუა. ხოოო, რა იყო, რა გაიგე ამისთანა მეთქი და არაფერიო, მალე ჩამოდი დაბლა გელოდებიო და სახლიდან გავარდა, ჩანთა კი არ წაიღო, ამიტომ კიბეზე რომ ჩადიოდა უზდელი ხარ მეთქი მივაძახე. მაისური გამოიცვალე, ჭუჭყიანი გაქვსო მომაძახა და სადარბაზოდან გავიდა. რომ ჩავედი მანქანაში იჯდა უკვე, არც გადმოვიდა დასახმარებლად არც არაფერი, დაჯექიო შიგნიდან გამომძახა და მეც დავჯექი. ხმა არც ერთს ამოგვიღია, გაბრაზებული ვიჯექი ნაყინი წესივრად რომ ვერ ვჭამე. მცხეთაში ვიყავით უკვე, მანქანა ხრეშიან გზაზე რომ გადააყენა და გადავიდა. საბარგული ახსნა და რაღაც ამოაძვრინა ჩანთიდან, საჭეს რომ მოუჯდა ერთი შემომიბღვირა და მაისურის გახდა დაიწყო. მეთქი რას შვრები, მეც აქ ვარ და იმან- უი ბოდიში ვერ დაგინახეო და გაიხადა. სხვათაშორის მშვენიერი სხეული აქვს,- კმაყოფილებით აღნიშნა,- და შრამებიც აქვს.
-ჯარში ყოფნისას გაუჩნდა ეგ შრამები, ერთი ნიკაპზეც აქვს,- განვუმარტე და გაგრძელება ვანიშნე.
-ახალი მაისური ჩაიცვა და გზა გავაგრძელეთ, ტვინი გავუბურღე იმაზე წუწუნით, რომ ნაყინი ვერ ვჭამე, ბოლოს ისე გამოვიყვანე წყობილებიდან მიღრიალა, თუ არ გაჩუმდები შუაგზაზე ჩამოგსვავო.
-გამკეთებელი იყო სხვათაშორის.
-სანამ კიდევ რამეს ვეტყოდი, ტელეფონი აიღო და ვახოს დაურეკა, რა წამოვიღოვო. მერე მე დამირეკა მიამ ტორტი არ გვეყოფა და შენც წამოიღეო. მე კიდევ გაბრაზებულზე ნახევარი მაღაზია გამოვიტანე. ფული არ გადამახდევინა და ამიტომ კიდევ დავამატე რაღაცები, სასმელებიც მითხრეს და დამავიწყდა მეთქი. 350 ლარამდე დატოვა და წამოვედით.
-ზარალი ხარ რაა.
-ისე აღიარე, რომ სიმპათიურია ეგ ბიჭი,- წარბები აუთამაშა მიამ.
-გაბრიელი რომ არ გამეცნო ზღვაზე, სერიოზულად ვიფიქრებდი თორნიკეზე,- მხარი აუბა წერომაც.
-მოგეწონა, კაწია?- ლიზას თვალებში ჭინკები ათამაშდნენ.
-მოეწონა მა რა არის, შეხედე როგორი ნუკრის თვალებით იყურება,- კვერი დაუკრა მარიამომ.
-მე შემეშვით,- გაწყრა კაწია და თავი შეაბრუნა, მაგრამ მაინც შევამჩნიეთ მის სახეზე გამკრთალი ღიმილი.
-ჰაა, კაწ.
-ნწ.
-ჩემი სარძლო,- ხელები მოვხვიე.
-ნუ სულელობ,- მერე შემომხედა და ღიმილით დაამატა,- ცუდი შესახედაობის არ არის, მაგრამ ჩემს გემოვნებაში მაინც არ ჯდება.
-ეგრე, კაწია, შენს გემოვნებაში საერთოდ არავინ ჯდება,- წაგესლა წერომ და ისიც მიუცუცქდა,- ჰაა, თქვი, რომ მოგეწონა საბაჰის ბიძაშვილი.
-რავი აბა,- დაიმორცხვა კატერინამ და ჩვენში სიხარულის ოვაცია გაისმა. ტაშის დაკვრა დავიწყეთ იმის გამო, რომ ქვეყნის მაჭანკალს, როგორც იქნა ვიღაც მოეწონა.
იმ ღამეს ბევრი ვისაუბრეთ, ბიჭებზე, სიყვარულზე, ქორწილზე, საქორწილო კაბებზე, ერთად ცხოვრებაზე, ბავშვებზე და სიბერეზე საყვარელ ადამიანებთან ერთად. ყველაზე მეტად კი ლიზას ქორწილი გვაინტერესებდა, რადგან ამდენ გოგოში ის ერთადერთი დანიშნული იყო. ( ჩემი ქორწილი უკვე იყო და იგულავეს ქალბატონებმა). რა დამავიწყებს იმ დღეს ზაფხულში ამათმა რომ იჩხუბეს, ლამის მთელი სადაქალო მოესწრო ამ ამბავს, სიძე თბილისიდან ჩხუბობდა, ლიზა ბათუმიდან. მე, კატერინა და მარიამო თბილისიდან ვადევნებდითთვალს თვალს ამ ამბებს.
-მოკლედ,- დაიწყო მან,- მაშინ რაღაცის გამო ვიყავით ნაჩხუბრები, აღარც კი მახსოვს მიზეზი და არ ველაპარაკებოდი. გოგონებთან ერთად ვერთობოდი და ყურადღებას არ ვაქცევდი საერთოდ იმის დარეკილებს და მონაწერებს, თან ისეთ ექშენს ვუყურებდი ლექსოსა და სალოს მონაწილეობით, ვიღას ახსენდებოდა შენი გიორგი. ლექსოს ჩამოსვლის ამბავი რომ გაიგო, მეცა და საწოლზე გადამაწვინა, მეთქი ეგაა, ვსო, გამაუპატიურებს. მეორე დღეს დერეფანში ჩაუსაფრდა, აგენტი 007 ით, რაღაც ყვავილს ამოფარებული უთვალთვალებდა შემოსასვლელს. მერე რა ვიცი რა ეტაკა, გავარდა უცებ და პირდაპირ ლექსოს შეასკდა, დაილეწეს თავპირი. მერე იყო და ლექსომ ყავა შეაფრქვია სახეში, ამან კიდევ სალათის ჯამი დააფარა თავზე, თუმცა ეს ისტორია ჰოთ ენდით დასრულდა სასტუმროს ოთახში და ნავში. ხოდა რას მოვაყოლე ახლა ეს. სალო ლექსომ რომ ქუთაისში წაიყვანა, ჩვენ ხომ იქ დავრჩით და გავაგრძელეთ დასვენება. მე კიდევ არ ველაპარაკებოდი გიორგის და მაგარი ნერვებ ათხრილი მესიჯები მომდიოდა მისგან, თან განუწყვეტლად მწერდა- ,, მიპასუხე, ლიზა; ლიზა, მიპასუხე; მომწერე; რომ გირეკავ უპასუხე; ლიზა, თუ გინდა ჭკუიდან არ შევიშალო, მიპასუხე“- და ა.შ. მე მაგარი დავიკიდე. ერთხელაც, დილით რომ გავიღვიძე გოგონები ოთახში არ დამხვდნენ, მეთქი სად სიკვდილში არიან, ვრეკავ და არც ერთი არ მპასუხობს, უკვე იმაზე ვფიქრობდი, რომ ესენი თბილისში წამოვიდნენ და მე დავავიწყდი. მეთი ვსოო, თბილისში რომ ჩავალ ვერ გადამირჩებიან, მაგრამ კარადა რომ გამოვაღე ტანსაცმელი დამხვდა ამათი. ის იყო ჩავიცვი, რომ დაბლა უნდა ჩავიდე, კარი გავაღე და რას ვხედავ, გიორგი დგას კედელთან და მიყურებს. მეთქი ვაა, მეჩვენება? თვალები დავახამხამე და რომ არ გაქრა კარი მივუჯახუნე ცხვირწინ. გარედან მეძახდა და მთხოვდა, რომ ოთახში შემეშვა, მე კიდევ დებილივით ვიდექი და ვერც თვალებს და ვერც ყურებს ვუჯერებდი, რომ ეს მართლა ის იყო. ბოლოს გავაღე და ამიფრიალა კიდევაც ყვავილები ცხვირ წინ. მითხრა, რომ იქ ჩემთვის იყო ჩასული და რომ ერთი წამითაც არ შეეძლო ჩემს გარეშე. ჩემი გაბუტვა კი გულს სტკენდა და მთხოვდა, რომ შევრიგებოდი. მეც მეტი ვეღარ მოვითმინე და ზედ შევახტი, ლამის ძირს გავადინეთ ზღართანი. შევურიგდი, მაგრამ ისე მახსოვს რომ ჩემი ბრალი იყო ჩხუბი, მაგრამ მაინც მას მოვახდევინე ბოდიში,- ჩაფიქრებით წარმოთაქვა,- ნუ რაც მთავარია შევრიგდით. მისამართი გოგონებისგან გაუგია თურმე და სიურპრიზი მომიწყო. კარგა ხანი ვიყავით ნომერში და მერე ჩავედით ქვევით. გოგონები მისაღებში კაფეში ისხდნენ და ყავას სვამდნენ, რომ ჩავედით იკივლეს და მომაფრინდნენ, მთელი კაფე ჩვენ გვიყურებდა გაოგნებული.
-ხელის თხოვნა?
-მაცა, მივიდე,- თავი გააქნია ლიზამ,- იმ საღამოს ალი და ნინოს სანახავად წავედით. მანდ ხომ პორტიცაა და გიორგიმ გემით გავისეირნოთო. ბორანის მეორე სართულზე ვისხედით მე, გიო და გოგონები და ზღვას ისე ვუყურებდით, გეგონებოდა ყოველ დღე არ ვხედავდით ფანჯრიდან, თუმცა ვაღიარებ შუაგულ ზღვაში ყოფნა მაგრად ასწორებს. გული ამოვარდნას მქონდა, თან მეშინოდა, თან მომწონდა. გოგონებთან ერთად ფოტოებს ვიღებდი, მოულოდნელად უკან რომ შემატრიალა მიამ და გიორგი დამხვდა ცალ მუხლზე დაჩოქილი, ბეჭედი ეჭირა მარჯვენა ხელით, მარცხენათი კი მოაჯირს ეჭიდებოდა, რომ არ წაქცეულიყო, ისეთი საყვარელი იყო. ცრემლები მომადგა მაშინვე და სახეზე ავიფარე ხელები. მითხრა- მე შენ ძალიან მიყვარხარ, ლიზა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ, შენს გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. მინდა, რომ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება შენთან ერთად განვლიო, ღამე შენთან ერთად ვიძინებდე, დილით კი შენი კოცნა მაღვიძებდესო და ცოლად გამომყევიო. გოგონებს გავხედე, გულაჩუყებულები იდგნენ და მიყურებდნენ, მია თავს მიქნევდა, თითქოს მისგან უნდა ამეღო ნებართვა. მერე გიოს მივუბრუნდი და ვეუბნები- მე დილით ადრე გამღვიძებელი არა ვარ, შენ რომ კოცნით გაგაღვიძო, მაგრამ ცოლად გამოგყვები მეთქი. და ასე, გამიკეთა თითზე ბეჭედი და დამნიშნა. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა,- დაასრულა თხრობა და ხელები დაიფერთხა.
-ეს როდის იყო?
-ააამ, ლექსომ სალო რომ წაიყვანა ქუთაისში.
-რომელი საათია? - მთქნარებით დახედა ტელეფონს მიამ,- სამი საათია ჯერ და მე მგონია უკვე უნდა გათენდეს.
-აუ რამე ვქნაათ რაა, სანამ ბიჭები დაბრუნდებიან,- გაიზმორა მარიამიც და ბალიშებზე გადაწვა.
-ან სანამ თორნიკე მოასვენებს,- ჩაიქირქილა კაწიამ.
-შენ რა გიხარია ერთი?!- შეუბღვირა ლიზამ.
-ამას ის უხარია, რომ თორნიკეს ნახავს
-უფფ...
-რა უფ, გოგო, ეგ ბიჭი ხელიდან არ გაუშვა, თორემ მიგაკლავ.
-არ მინდა.
-შენ ვინ გეკითხება?
-ესენი ნახე რაა,- ნერვიულად ჩაიცინა,- გარიგება რომელი ეპოქიდან გადმოგყვათ.
-დინოზავრების ეპოქიდან,- დაახეთქა წერომ.
-დინოზავრებს გარიგებით აქორწინებდნენ ხოლმე?- აიხნიე სიცილით გადაყირავდა.
-აუ მოდით ვიმღეროთ,- წამოხტა მარიამო.
-რა ვიმღეროთ?
-კარაოკე ჩავრთოთ,- და დავიწყეთ ლელა წურწუმიას სიმღერა რვა ხმაში, მაგრამ მოულოდნელად ერთიც დაგვემატა. კარის ჩარჩოზე აყუდებული სალო მისამღერს მღეროდა.
-ღამის სიჩუმე გაფანტე, ჩემთვის ვარსკვლავი აანთეეე,- წაუწვრილა უცებ ბოლოში,-საით წავიდე მასწავლე და შენთან ერთად მატარეეეე,- აქ უკვე ყროყინში გადაიტანა, ლამის ხელები ავიფარე ყურებზე,- მშია რააა,- საწყლად ამოიკნავლა.
-მოგიკვდი,- სალოს კი არა, აღმოჩნდა, რომ ყველას გვშიოდა.
-დღისით გაკეთებული საჭმელები გადმოვიღეთ და გემრიელად ვჭამეთ. აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს მამაკაცებს დავავიწყდით, აშკარად ვანოსთან კარგად ერთობოდნენ, თუმცა უკვე ოთხი საათი ხდებოდა და მე ნერვიულობას ვიწყებდი. ზამთარში მგლები ჩამოდიოდნენ ხოლმე სოფელში და საკბილოს ეძებდნენ, ხოდა მეშინოდა, რომელიმე მათგანი არ გაეგდოთ ყბაში. გოგონებს ვერაფერს ვეუბნებოდი, რადგან არ მინდოდა ამ დროს ესენიც გარეთ გასულიყვნენ, ნამდვილად ვერ შევძლებდით თავის დაცვას ხროვისგან. პირველი ალბათ სალო გახდებოდა მათთვის ლუკბა, ყველაზე მთვრალი იყო და გაქცევას სწრაფად ვერ შეძლებდა, მერე ალბათ აიხნიე ან წერო იქნებოდნენ, შემდეგ დანარჩენები და მე, მხოლოდ კაწია გადაურჩებოდა ამ საშინელ ხვედრს, რადგან ის... რეებზე მეფიქრება?!- თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტად და კუბდარი ჩავკბიჩე. მალევე დავიშალეთ, გოგონები რომ დასაძინებლად გავუშვი ბიჭები ჯერ კიდევ არ იყვნენ მოსულები. დაქალებს დავპირდი, რომ მე მათ დაველოდებოდი და ოთახებში გავუშვი. ცხრა წყვილი ვიყავით ( კატია საკუთარი თავის წყვილიიყო) და ზუსტად ცხრა საძინებელი ოთახი ჰქონდა ჩემს სახლსაც. ქვედა სართულზე მე, სალომე, მარიამო და კაწიას წყვილები ვიყავით განთავსებულნი, მეორე სართულზე კი მარიამი, წერეთელი, აიხნიე, მია და ლიზა გავუშვი და თან გავატანე თავიანთი სახელების მქონე ფურცლები, რომელიც კარებზე გარედან უნდა აეკრათ, რათა მათ ბიჭუკელებს ოთახები არ არევოდათ.
დიდი ხანი ლოდინი არ დამჭირვებია, სადღაც ნახევარ საათში სიცილი გაისმა და ჭიშკარი გაჭრიალდა. კიბეზე ვიღაც მძიმედ მოაბიჟებდა, მერე ჯარის რიტმული ფეხის ხმაც გავიგე და გაიღო კიდეც სახლის გარი. პირველი ბატონი ქმარი შემოვიდა, რომ დამინახა სახე გაებადრა, ისე წამოვიდა ჩემკენ ხელებ გაშლილი, თითქოს დიდი ხანი იყო რაც არ ვყავდი ნანახი. ჩემკენ დაიხარა, თავზე უნდა ეკოცნა, მაგრამ წაბორძიკდა და მხარზე მაკოცა, ბალიშებზე დაჯდა, დაჯდა და ვეღარ ადგა. ხელი დაუქნია, რატომღაც ჯერ კიდევ კარში მდგომ კონსტანტინესა და მიშოს და შემოსვლა ანიშნა. ამ ორ ბიჭს უკან მოყვა გიორგი, გუგუა და ანდრონიკე, ბოლოს კი გაბრიელი, რომელიც ყველაზე მეტად ცდილობდა სიმთვრალე დაემალა. გადავთვალე და რატომღაც ვახოიანად შვიდი ბიჭი გამოვიდა, დავეჭვდი, უფრო მეტნი უნდა ყოფილიყვნენ მეთქი და შემოაბიჟა კიდევაც თორნიკემ, რომელსაც იკა ყავდა მხარზე გადაკიდებული. მთვრალი იკა რაღაცას ღიღინებდა მთელი მონდომებით და ცდილობდა ჩემი ბიძაშვილიც აეყოლიებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. სად წავიყვანოო, საწყლად გამომხედა თორნიკემ და მივასწავლე მარიამოს ოთახი, ასევე გავაყოლე ანდრონიკეც სალოსთან. პარალელურად მეორე სართულზე გავუშვი გუგუა, გიორგი, გაბრიელი, კონსტანტინე და მიშო და ვთხოვე, რომ კარზე გაკეთებული წარწერებისათვის ყურადღება მიექციათ. თორნიკე უკან რომ დაბრუნდა, მკითხა მინდოდა თუ არა ვახო მიმეცილებინა ოთახამდე, რაზეც ჩემმა ძვირფასმა ქმარმა კატეგორიული უარი განაცხადა. ასე, რომ დავრჩით მე და ვახო ბუხრის წინ მარტოები. სიმთვრალეში ბევრი საუბარი უყვარს, საუბრობს ყველაფერზე რაც სასარგებლოა და რაც არა არის სასარგებლო, რაც საჭიროა და რაც არ არის საჭირო, ყველაზე ბევრი კი იმაზე საუბრობდა თუ როგორ გაერთო ჩემი დაქალების ბიჭეთან, თორნიკესთან და ვანო პაპასთან ერთად. ერთი ისიც თქვა, რომ თორნიკე კაწიას შესახებ ეკითხებოდა.
-მე ვუთხარი, - ამბობს ის,- ბევრი არაფერი ვიცი, თორნიკე, საბაჰის მეგობარია და მან უფრო მეტი რამ იცის კატერინას შესახებ, მას კითხე და გეტყვის მეთქი. მან კი შეიცხადა და მითხრა, რომ შენ კატერინას სიყვარულს ვაბრალებ... აბრალებ? თუ ვაბრალებთ,- დაიბნა ბოლოში.
-კატერინას სიყვარულს კი არ ვაბრალებ, უბრალოდ ვიცი, რომ ჩემი დაქალი მოეწონა. თორნიკეს ბავშვობიდან ვიცნობ, ყველაფერი ვიცი მასზე, თითოეული ემოციის წაკითხვას ვახერხებ მისი სახიდან და ვიგრძენი მასში ისეთი რამ , რაც აქამდე არ ყოფილა. შენ იცი თორნიკეს შეყვარებული არ ჰყოლია არასოდეს და ეს რაღაც უცხოა მისთვის, ასევე ხისთავიანი მოხევეა, რომელიც ვირზე რომ შეჯდება ვეღარ ჩამოსვავ. ამავე დროს ძალიან კარგად ვიცნობ კაწიას, ვიცი მასაც რა უყვარს და რა მოსწონს, ისიც ვიცი რა დამოკიდებულება აქვს კაცების მიმართ და დღეს რაღაც ახალი იყო. პირველად თქვა ბიჭზე რომ კარგი შეხედულების იყო და გაწითლდა. გესმის ეს რას ნიშნავს?- ემოციებში ვიყავი.
-არა...
-ვახო, დაფიქრდი, ტვინს მოუღიტინე ცოტა და დაფიქრდი. არც თორნიკეს და არც კატერინას შეყვარებულები არ ჰყავთ, ერთმანეთზე უკეთესს ვის ნახავენ ამიხსენი?
-რა გინდა თქვა?- თითქოს გამოფხიზლდაო ბალიშებზე გაწოლილი იდაყვებზე წამოიწია,- ანუ ქორწილია, ქეიფია, გრიალი?- წაიმღერა.
-ნუ მთლად მაგდენი არ წარმომიდგენია ამ წამს, მაგრამ სამომავლო გეგმებში შედის, კიი. კაწია და თორნიკე უნდა დავაახლოვოთ,- ნიშნის მოგებით შემოვკარი ტაში და მეც გადავწექი ბალიშებზე,- აუ რა კარგი იქნება, წარმოიდგინე. ცხრა გოგო ვართ, აქედან რვას უკვე გვყავს მეორე ნახევარი, მარტო კაწია დაიარეოდა ეულად და ახლა თორნიკე გამოჩნდა, აქამდე რატომ არ მომაფიქრდა ეს?
-ჭკვიანი ცოლი მყავს,- ერთმნიშვნელოვნად ამოილაპარაკა და ხელი ამომიდო თავ ქევშ,- ტყუილად კი არ წაგიყვანე.
იმ ღამეს ბევრი ვიფიქრე ამასთან დაკავშირებით. გეგმებს ვაწყობდი თავში და ვცდილობდი კატერინასა და თორნიკესთვის მომერგო. ჩემთვის ორი უძვირფასესი ადამიანი ერთად, კატერინა ჩემი რძალი გახდებოდა, ასევე რაღაცნაირი ნათესავი გამოვიდოდა მარიამოც ჩემთვის, რადგან ის კაწიას ბიძაშვილის შეყვარებულია. უცნაური სამეგობრო გვაქვს, ყველა ვიღაცის ნათესავი გამოდის. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ჩამეძინა, მაგრამ ძილშიც არ მომშორდა ლანდები. კაწიას ვხედავდი თეთრ კაბაში გამოწყობილს, ხელში თაიგული ეჭირა და ბედნიერი იცინოდა. თორნიკეს უცინოდა, რომელსაც შავი შარვალ- კოსტუმი და თეთრი პერანგი ეცვა, შავი ხუჭუჭები გაზრდოდა, იდგა და ისიც ბედნიერი უცინოდა თავის გულისსწორს. მოულოდნელად კადრი შეიცვალა და არსაიდან კატერინას ზურგს უკან აღმოვჩნდი, გვერდზეც მედგნენ გოგონებიც და პატარძლის სახელს გაიძახოდნენ, მანაც ხელი მოიქნია და თაიგული გადმოგვიგდო, თავს ზევით გადამიფრინა და ვიღაცამ დაიჭირა, სიხარულის ყვირილით მივხვდი მარიამს დაუჭერია. შემდეგი სიზმარი ალბათ მისსა და გუგუას ქურწილს ვნახავდი.
თვალები რომ გავახილე, დღის სინათლეს უკვე შემოღწეული ჰქონდა ფარდა გადაწეულ ფანჯარაში. ბუხარი ჩამქვრალი იყო, რამდენიმე წითლად მობჟუტურე ნაკვერჩხალიღა თუ იქნებოდა ნაცარში გახერგილი. ვახოს გაგუდულს ეძინა და ისე იყო ჩემს სხეულზე აკრული, ყველაფერი მტკიოდა. მისი მკლავებისგან გათავისუფლება რომ ვცადე, გაეღვიძა და თავი წამოწია, ვერ გაერკვია რა ხდებოდა, სად იყო, ან იატაკზე რატომ ეძინა. საბოლოოდ მისმა გონებამაც რომ გაიღვიძა, გაახსენდა თუ რატომ იყო მეინ- კუნივით გაბურძგნულ მდგოამარეობაში ბუხრის წინ. მშვიდად გადაწვა უკან და ბალიშებში ხელები გაყო, მოულოდნელად სახე შეეცვალა, ბალიშის ქვეშიდან რაღაც გამოაძვრინა და დიდი, ინტერესიანი თვალებით დააკვირდა. ოხ, აიხნიე, შენი,- გულში ვაგინებდი, რადგან ახლა ვახოს სწორედ მისი ლიფი ეჭირა და ათვალიერებდა.
-ეს ვისია?- ინტერესით ამოთქვა.
-ჩემი, ვახო, ვისი იქნება?- არადა ჩემი და აიხნიეს ,, აირბაგების“ ზომა საკმაოდ განსხვავებული იყო, მანაც ინტერესით შემითვალიერა მკერდი, მაგრამ არ შეიმჩნია.
-არ მახსოვს ეს ოდესმე გამეხადოს შენთვის.
-შემდეგში მოგცემ ამის შესაძლებლობას,- ხელიდან გამოვგლიჯე და ფეხზე წამოვდექი,- წამოდი ოთახში, თორე სირცხვილია ვინმემ რომ დაგვინახოს,- მაგრამ ვინ დაგაცადა, ის იყო დაწოლას ვაპირებდი, რომ კარზე მოაკაკუნეს. სალომე იდგა, უცნაური ხმით მეძახდა. ხალათი შემოვიცვი და გავედი. ისიც ხალათიანი იდგა და მიცდიდა, სერიოზული საქმე მაქვსო მითხრა და სახლის გასასვლელისკენ წავიდა. უკვე უნდა გამოვსულიყავით, რომ კატერინამ თავი გამოყო სამზარეულოდან.
-სად მიდიხართ,- ჩურჩულით გვკითხა და მოგვიახლოვდა.
-გარეთ,- ჩურჩულითვე უპასუხა სალომ და კარი გააღო.
-შენ რა გინდოდა მანდ,- წინ გავატარე და მეც უკან გავყევი.
-ყავას ვსვავდი.
-ასე ადრე?- გაიოცა სალომ და ტელეფონს ბლოკი მოხსნა.
-ვერ დავიძინე,- მხრები აიჩეჩა კატერინამ და საქმეზე გადავიდა,- რა ხდება აბა? სად მიიპარებოდით?
-გოგო, ძაან საშინელება ჩავიდინე,- დაიწყო სალომ ნერვიულობით,- არ ვიცი გუშინ რა მეტაკა, რამდენი დავლიე, ან როდის რა გავაკეთე, მაგრამ ნახეთ,- ტელეფონი გამოგვიწოდა და მესიჯზე მიგვითითა. ლექსო სწერდა- ,, სალო, ჩემო სიყვარულო, მე ჯერ კიდევ ძალიან მიყვარხარ. ვიცი შენი ზარი ჩემს ტელეფონზე კარგის ნიშანი იყო და ამიტომ გთხოვ შემირიგდე. გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ რაც გინდა, ოღონდ შენ შემირიგდი“.
-რა გააკეთე, გოგო,- ორივეს ერთად აგღმოხდა და თვალები ვჭყიტეთ.
-არ ვიცი, ხალხნო, ხომ გეუბნებით არ ვიცი. რომ გამეღვიძა ეს მესიჯი დამხვდა, დარეკილებში რომ გადავედი მე ორჯელ დამირეკია, იმას კი ბივრჯერ, გამოტოვებული ზარებით სავსე იყო ჩემი ტელეფონი.
-ეს რომელ საათზე?- ჯერ კიდევ სალომეს ტელეფონი ეჭირა კატერინას და დარეკილი შეამოწმა,- სამის ნახევარზე, რო დაგაწვინეთ და ოთახიდან გამოვედით ის მომენტია.
-ხო არ ღადაობ,- პირზე ხელი ავიფარე.
-ანდრონიკემ ეს რომ გაიგოს...,- და აღარ დაასრულა, კატერინას ტელეფონი გამოსტაცა და ყველაფერი წაშალა.
-დაბლოკე.
-არ ვიცი ეგ როგორ ვქნა.
-მანახე,- ხელიდან გამოგლიჯა კატერინამ და ლექსოს ნომერი დაუბლოკა. მე კი კიბის მუაჯირზე დაყრდნობილი იმაზე ვფიქრობდი, თუ რა მოხდებოდა შემდეგ. ის იყო სალოს რაღაცა უნდა ეთქვა, რომ შიგნიდან რაღაცის ხმა გავიგონეთ, იმით შეშინებულებმა, რომ რომელიმე ბიჭმა და განსაკუთრებით კი ანდრონიკემ გაიგო ჩვენი საუბარი, თავები შევყავით სახლში და რას ვხედავთ. თვალებ დახუჭული მარიამო სამზარეულოსკენ გზის გაგნებას ცდილობს. მივვარდი და შემოვატრალე.
-შენ რა მთვარეული ხარ, გოგო?
-არა,- გაოგნებული მიყურებდა.
-აბა რას დაბოდიალობ.
-წყალი მინდა,- მერე კართან მდგარ გოგონებს გახედა,- თქვენ რა გინდათ მანდ.
-წამოდი,- მკლავით გავქაჩე და გარეთ გავიყვანე. სალომ მასაც უამბო რა მოხდა და იმის გამო, რომ მესიჯები უკვე წაშლილი ჰქონდა, ზეპირად მოუხდა ყველაფრის თქმა.
-შიგ ხომ არ აქვს მაგას,- ლამის იკივლა მარიამომ.
-ჩშშშ, ხმას დაუწიე, გაიგებენ. მითხარით რა ვქნა?
-არ ვიცი, მართლა. ერთადერთი ის შემიძლია, მე დავურეკო მაგ იდიოტს და ვაგინო,- ყოველთვის კარგი იდეები მქონდა.
-კარგი რა, საბაჰო, მე მართლა გეკითხები.
-საბაჰი მართალია, სალო, მხარი ამიბა მარიამომ,- ან ეგ ვარიანტი ვქნათ, ან ერთ- ერთის შეყვარებულს, რომელიც მჭიდრო კავშირში არ არის ანდრონიკესთან, ვუთხრათ და ვაცემინოთ ლექსო,- მარიამოს აზრები კიდევ სხვა განზომილება იყო.
-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, ხო დაბლოკე ყველგან და დაველოდოთ რა იქნება,- დაამშვიდა კატერინამ და მხრებზე მოეხვია. ამ დროს ჰაერში გაისმა რაღაც რუსული ბლატნოი სიმღერის მაღალი ნოტები და გამოჩნდა კიდეც ბეემვეს შავი ჯიპი ჩემი დაბალი ჭიშკრის მიღმა. მოულოდნელად გაჩერდა, მარცხენა მხარის წინა და უკანა ფანჯრები ჩამოიწია და თავი გადმოყო ორმა ტიპმა, ერთს კისერი ჰქონდა მოხატული და საყურე ეკეთა, მეორეს კი წარბი ჰქონდა აპარსული და სიგარეტს ეწეოდა. მათ უკან გამოყვა ორი წყვილი თავი, თუმცა მათი გარეგნობები დიდად ვერ გავაჩიე. თუმცა იმას მივხვდი, რომ ოთხივენი მაგარი დაბოლილები იყვნენ.
-კრასავჩიკებო,- შემოგვძახა საჭესათან მჯდომმა და გვერდით მჯდომს გადახედა,- რა ლამაზები არიან, ტოო.
-რას შვებით, გოგონებო, საყვარლებო?- უკან მჯდომიც აყვა და მანქანიდან თითქმის გადმოვიდა ისე გადმოყო ნახევარი სხეული ფანჯრიდან.
-აქ მარტო ხართ?- ლუქიდან ამოყო თავი უკანა სავარძელზე მჯდომმა მეორე ბიჭმა, თვალები ჰქონდა მიბნედილი მოსაწევისგან.
-გაიარეთ, უკაცრავად, ისედაც საკმარისზე ბევრნი ვართ,- ვერ მოითმინა კატერინამ.
-ვაა, მართლა?- ლუქში ამოძვრა მძღოლის გვერდით მჯდომიც,- ჯგუფური არ გინდათ?
-თქვენი დედა მოვ*ყან,- იფეთქა სალომემ და კიბეზე უნდა ჩასულიყო, რომ მარიამმა დაიჭირა.
-ოოოუ, ეს რა ბრაზიანი გოგოები ყოფილხართ,- კარი გააღო საჭესათან მჯდომმა და მანქანიდან გადმოვიდა, დანარჩენებიც გადმოყვნენ, ეშმაკური ღიმილით.
-თქვენთვისვე აჯობებთ, აქედან თუ წახვალთ,- გოგონები ხელით გავწიე უკან, განსაკუთრებით კი სალომე,- შიგნით შედით,- თვალები ვუბრიალე სამივეს და მოსულთ გავძახე,- თქვენ კი თუ პრობლემები არ გინდათ, ჯობია თქვენს გზას გაუდგეთ. არ მგონია ჩვენმა რაოდენობამ გაგახაროთ.
-მოიცადეთ, არ შეხვიდეთ.
-წადით აქედან,- იღრიალა კატერინამ და გვერდით ამომიდგა,- თუ გოგონიათ, რომ რადგან გოგონები ვართ, ვერ გცემთ ძალიან ცდებით.
-კარგით რაა, კრასავჩიკებო,- არ მოგვეშვნენ მაინც. ერთ- ერთმა მათგანმა კიბეზე ამოირბინა და კატერინას ხელი ჩაავლო მკლავში,- მიდი, ლამაზო, ვიცი შენც გინდა.
-რა მინდა, რაა,- ხელი აუქნია კატერინამ და ბიჭს უბიძგა უკან,- დაახვვიე აქედან, სანამ თავ- ყბა გამიერთიანებია შენთვის
-აუ ეს რა კაპასი ყოფილა, - ირონიით შესძახა ბიჭმა, კატერნას მთელი ძალით მოუჭირა თითები მკლავზე და თავისკენ გაქაჩა. მე, მარიამო და სალომე ვეცით და კატერინასგან იმ იდიოტის მოშორება ვცადეთ. დანარჩენი სამი ბიჭი ჩვენ გვეცა და განზე გაგვწიეს. ყვირილი და ფეხების ქნევა დავიწყეთ. სალომემ თავი გადაიქნია და შიგ ცხვირში გასცხო, მარიამომ მის პირზე აფარებულ ხელს უკბინა და ყვირილიც დააწყებინა ბიჭს, კატერინას ბრჭყალებმა ხელები დაუკაწრა. როგორც იქნა გამოგვადგა ინტერნეტ გაკვეთილები თავდაცვაში. ყველანაირად ვცდილობდით თავიდან მოგვეცილებინა ოთხი ავადმყოფი და ეს გამოგვდიოდა კიდეც, მანამ, სანამ იმ ბიჭმა, რომელიც საჭესთან იჯდა, კატერინას ხელი არ გაარტყა და ძირს დააგდო.
-კაწია,- ვიყვირეთ ერთხმად.
-ნაბიჭვრებო,- აღმოხდა მარიამოს და გაიბრძოლა, მაგრამ მასზე ბევრად დიდი ტანის მქონე ბიჭისგან თავი ვერ დააღწია,- კაწია.
-თქვენი დედა მოვ*ყან,- თორნიკეს ღრიალმა ჰაერი გაჰკვეთა და იმ ბიჭს ეცა, რომელმაც კატერინას ხელი გაარტყა. ერთ დარტყმაში ძირს დააგდო.
ხმაურზე ვახო გამოვიდა და რომ დაინახა, ვიღაცას თმით ვყავდი დაჭერილი, ეცა და განზე გაიქნია მისი გამხდარი სხეული. უკან მომავალი იკა და ანდრონიკე ხომ საერთოდ გადაირივნენ, თავიანთი გოგონები ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახეს. ოთხი ოთხზე ჩხუბობდა, ჩვენ კი კატერინასთან ვიყავით და იქიდან ვაკვირდებოდით ყველაფერს. ნელ- ნელა სხვებიც გამოცვივდნენ სახლებიდან და ჩხუბში გაერივნენ, ზოგი დამატებით ურტყავდა დაუპატიჯებელთ, ზოგიც გამშველებლის როლს თამაშობდა, იმის გამო რომ ვინმეს ვინმე არ შემოკვდომოდა ცემაში. გაბრიელი ერთ- ერთ მოჩხუბარ წყვილს მიუახლოვდა და ხელჩართულ ჩხუბში ჩაერია. ბიჭი ტანით საკმაოდ დიდი იყო და არ გასჭირვებია ანდრონიკეს მოსროლა და გაბრიელისთვის მუშტის დარტყმა, ანდრონიკე შეშებზე დაეცა ხეხემლით და საბრალულად დაიკვნესა, სალო მაშინვე მივარდა შეყვარებულს. წერომ დაინახა თუ არა ეს, ეცა და თმები დაუჭირა, ბიჭმა ხელი გაიქნია და ტუჩი გაუხეთქა. გაბრიელმა ჩემს შეყვარებულს ხელი როგორ დაარტყი, შენი დედაო და იქვე დაგდებული ფიცარი ზურგზე გადაამტვრია, მაგრამ იმ ბიჭის, რომელიც იკას დაუსხლტა ხელიდან, მოულოდნელად გაქანებული მუშტი მაინც ვერ აიცილა. იკა გაქცეულს ეცა და უკან გადმოითრია, ძირს დაეცნენ ორივენი და ტალახში ჩაეფლნენ, კონსტანტინემ აიღო და გვერდზე გადმოდო, მერე მეგობარს გაუწოდა ხელი და წამოაყენა. გიორგი სამივეს ურტყავდა, ხან რომელი შერჩებოდა ხელში და ხან რომელი და არც ერთს პატიობდა მისთვის მოქნნეულ ხელს. ვახოს გუგუა ეხმარებოდა და საცოდავი ბიჭი წიხლქვეშ ჰყავდათ გაგდებული, მიშო ცდილობდა, როგორმე გაეჩერებინა ბიჭები, რადგან გონზე აღარ იყო უკვე ძირს მწოლი. თორნიკეს ეზოდან ჰყავდა გაყვანილი პირველი მოშარე და მანქანაზე აყუდებულს გამეტებით ურტყავდა, გამიკვირდა მისი ძალის პატრონს ჯერ კიდევ ცოცხალი რომ შესჩენოდა სახედასისხლიანებული ბიჭი. დარტყმისგან ლოყაგაწითლებული კატერინა ჭიშკარში გავარდა და თორნიკესთან მიირბინა, დასარტყმელად გამზადებული ხელი მთელი ძალით გაუკავა და მავედრებელი თვალებით გახედა. მის დანახვაზე თითქოს დამშვიდდაო, თითქმის უგონოდ მყოფს თავი მიანება და სისხლიანი მუშტები ტანსაცმელზე შეიწმინდა, ჩემი ბიძაშვილის სუსტი წერტილი- ვერასოდეს მიდიოდა ქალის წინააღმდეგ. მკლავები მოხვია და მიიხუტა, ჩემდა გასაკვირად კატერინას ხელებიც შემოეჭდო მის წელს, ეს უკვე რაღაცის ნიშანი იყო.
საბოლოოდ ჩხუბი გასროლის ხმამ შეაჩერა. ყველა აქეთ- იქეთ ვიყურებოდით, ვერ ვხვდებოდით ეს ხმა საიდან გავიგეთ. ბოლოს ქალის წიკვინმა გაჰკვეთა ჰაერი და ჩვენამდე მოაღწია. იქით გავიხედე, საიდანაც ხმა მოისმოდა, ნათელა ბებო მორბოდა ჩუსტებისა ხალათის ამარა. უკან კაცი მოყვებოდა, სანადირო თოფით ხელში, ცოტა რომ მოგვიახლოვდა, მერე გავარჩიე, ნათელას უმცროსი ვაჟი იყო, მალხაზა. შერეკილების ოჯახი იყო, ამ ქალის შვილიშვილებს ვერასდროს ვუგებდით მე და თორნიკე, ჩხუბი გვქონდა ყოველთვის და ვატირებდით. ერთხელ მახსოვს პირველმა შვილიშვილმა ფეხი წამომიდო და წამაქცია, ხელი რომ გავუქანე და ვრედგვე ყბაში, იტირა და ბებიამისთან ჩამიშვა. ნათელამ დამიჭირა და მაგრად მცემა. ეს რომ პაპაჩემმა და ბებიაჩემმა გაიგეს გადაირივნენ, როგორთუ ჩვენს შვილიშვილს ვიღაც ალღეშმა ( გიჟი) სცემაო. ბებიაჩემი ნათელას ეტაკა, პაპაჩემი კი მის ქმარს და იყო ერთი გაწევ- გამოწევა. ბავშვობის მოგონებებიდან კიდევ ერთმა გასროლამ გამომაფხიზლა და ვახოს მივვარდი.
-ნათელაა და მისი გიჟი შვილი,- აღელვებით ვუთხარი და მკლავში ჩავავლე თითები,- გონება ნორმალურად არ უმუშავებს, შეიძლება რომელიმეს გვესროლოს.
-ნუ გეშინია,- თავზე მაკოცა და უკან გამწია,- გოგონებთან იყავი,- და მომავლებისკენ წასულ თორნიკეს უკან გაყვა.
-ალღეშებო, ალღეშებო,- გაჰყვიროდა ქალი და თან თავში იშენდა ხელებს,- ბაბუკიას ძაღლებო ( მაწანწალა ძაღლი),- უცხოები რომ დაინახა, ამიტომ მოგვაყენა ასეთი შეურაცხყოფა. როგორ მინდოდა ენა ამომეგლიჯა ამ საზიზღარი ქალისთვის.
-ნათელა ბებო, მე ვარ, თორნიკე,- წინ აესვეტა ჩემი ბიძაშვილი, ის ერთადერთი იყო, რომელსაც სახეზე არაფერი სჭირდა.
რაი ბედენაა ( რა მნიშვნელობა აქვს),- შესძახა ქალმა და ბიჭს სახეში გაარტყა გაშლილი ხელი, კატერინას სუნთქვა გაუხშირდა დანახულზე,- ეშმაკის მოციქულებო, გუგუტიებო ( მაწანწალები), ღმერთმა დაგწყევლოთ, რა უქენით ჩემს შვილიშვილებს.
-თქვენმა შვილიშვილებმა ჩვენს გოგონებს მიაყენეს შეურაცხყოფა, ქალბატონო ნათელა,- თვალები ჩასწითლებოდა სიბრაზისგან,- ერთ გოგონას ტუჩი აქვს გახეთქილი,- წერეთლისკენ გაიშვირა თითი,- ჩემი ბიძაშვილი, მისი ორი დაქალი და ჩემი შეყვარებული ისე ჰყავდათ დაჭერილი, თითქოს მათი საკუთრება ყოფილიყვნენ. სად მიათრევდნენ წარმოდგენა არ მაქვს,- მე და კატიამ თვალები ვჭყიტეთ თორნიკეს ნათქვამზე, მაგრამ არაფერი ვთქვით.
-ხმა წყვიტე,- იყვირა ნათელამ და ხელჯოხი მოუქნია ფეხებში, თორნიკე გაიწია და ასცდა, სამაგიეროდ ვახოს მოხვდა მწარედ, მათკენ წავედი ამის დანახვაზე. კატერინა და იკა გამომყვნენ,- ჩემი შვილიშვილები დახოცეთ.
-რა თქვენი შვილიშვილები დავხოცეთ, ქალბატონო ნათელა, გაიხედეთ, სხედან და სუნთქავენ,- იქით გავიხედე სადაც მათი მანქანა იდგა, გიორგის, გუგუასა და მიშოს ნათელას შვილიშვილები მანქანამდე ჰყავდათ მოყვანილი.
-ოიშეე,- შეიცხადა ქალმა და ხელჯოხი ავის მომასწავლებლად ამიქნია სახესთან,- შენ, შენ ღუჭის კუკლა (შავგვრემანო) ეშმაკო, ბავშვობიდან ყველა ჩემი სატკივარი შენს გამო იყო. ლომისას წმინდა გიორგიმ დაგწყევლოს და არ გეღირსოს შვილები და შვილიშვილები,- სამუდამოდ დამწყევლა, ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა ეს წყევლა იყო.
-ჰაა, ჰაა, ბებო, სიტყვებს დაუკვირდი,- წინ გაიწია ვახო,- არც მისთვის იყო სასიამოვნო იმ ეშმაკის მოციქულის ნათქვამი.
-როგორც ჩემი ბიჭები გამწარდნენ ახლა, ისე გამწარდი მთელი ცხოვრება, ღმერთს ვთხოვ მალე დაიხოცოთ ყველანი,- გული ამიჩქარდა, ვეღარ ვსუნთქავდი, სხეული ისე მიკანკალებდა ვერ ვჩერდებოდი. ბოლოს იმის თქმა მოვასწარი, რომ ცუდად ვიყავი და ჩავიკეცე, მაგრამ გონება არ დამიკარგავს, სერიოზულად განვიცადე მისი ყოველი სიტყვა. კატერინა და ვახო მიჭერდნენ, მერე გოგონების ხმაც გავიგე ახლოდან.
-დაუფიქრდი რას ამბობ, ქალო,- მოთმინება -დაკარგა ვახომ,- ყველა ის საწყევარი სიტყვა, რაც ჩემს ცოლს უთხარი უკან მოგიბრუნდება.
-მალხაზ,- გასძახა თორნიკემ და ქალის კალთას ამოფარებულ ,, ზრდასრულ“ მამაკაცს გახედა,- დედაშენს მიხედე, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
-დედა...,- ძლივს ამოიბურდღუნა კაცმა, მაგრამ ქალმა ხელის აქნევით გააჩერა.
-შენ გაჩუმდი, გაკრულო ( სულელო), შენ კაცისა ხომ არაფერი გცხია. თქვენ კიდევ მომისმინეთ, ამის გამო ციხეში ჩაგაყუდებთ სულ ყველას, ჩემი შვილები პოლიც...
-თქვენი შვილები ლაჩრები არიან, პოლიციელის სტატუსის იქეთ არაფერი აქვთ, ვერ დაილაპარაკებ ნორმალურად, დგანან და ბეყეებივით გიყურებენ. დებილები არიან, როგორიც აგე შენი მალხაზაა,- სიბრაზისგან თორნიკეც შეურაცხყოფებზე გადავიდა.
-მეე...,- ისევ ამოიბლუყუნა კაცმა.
-ხოო, შენ. რამეს ვიტყუები, ხატის მადლმა? ქალბატონო ნათელა, თქვენს შვილებზე ისეთი რაღაცები ვიცი, თუ მოვინდომე ციხის კედლებს სიცოცხლის ბოლომდე მოხეხავენ, გესმით? თქვენს შვილებს კიდევ აი იმ ოთხ ნაბიჭვარს მივაყოლებ, რადგან ნარკოტიკებს მოიხმარენ. ახლა რას იტყვით, კიდევ გაქვთ იმის გამბედაობა, რომ დაგვწყევლოთ და დაგვემუქროთ?- ქალი ჩუმად იყო, მაგრამ ისეთი თვალებით გვიყურებდა, ნათქვამ სიტყვებზე მეტად ეს გამოხედვა მთრგუნავდა. მალხაზის ანიშნა ბიჭები შიგნით შეეყვანა და უკან გაბრუნდა, სახლისკენ.
ძლივს წამოვდექი ფეხზე, ვახოს წელზე ჰქონდა ხელი მოხვეული და სახლისკენ მივყავდი. კატერინა თორნიკეს უყურებდა, რომელიც ჯერ კიდევ ქალის თვალებს მისჩერებოდა. ბოლოს შემობრუნდა და კატერინას სახე რომ დაინახა შეშფოთებით მიუახლოვდა.
-კარგად ხარ?- ფრთხილად დაუსვა ცერა თითი ყვრიმალზე, გოგონა ტკივილისგან დაიმანჭა,- მაპატიე.
-არაუშავრს,- ნაზად გაუღიმა კაწიამ,- შენ არაფერი გტკივა?- თორნიკემ უარის ნიშნად თავი გააქნია და თმაზე დაუსვა ხელი.
ეზოში შესულებს ასეთი სიტუაცია გვხვდება. სახე დასისხლიანებული გაბრიელი და ოთხად მოკუზული ანდრონიკე კიბის საფეხურებზე ისხდნენ, ტუჩგახეთქილი წერეთელი შეყვარებულს თავზე ედგა და პერანგის ბოლოთი ცდილობდა მისთვის სისხლი ჩამოეწმინდა, სალოც თავზე ედგა ანდრონიკეს და ზურგს უსინჯავდა. ეს ორი ბიჭი სერიოზულად იყო დაშავებული, დანარჩენებს კი წვრილ- წვრილი დაზიანებები ჰქონდათ. ძმისშვილ აკიდებულმა მახაზამ თორნიკესა და კაწიას გვერდით ჩაუარა სწრაფი ნაბიჯით და სახლისკენ წავიდა. ჩვენ კი ჩვენი ოთხი დაზარალებულის საავადმყოფოში წაყვანა გადავწყვიტეთ. გიორგი, მიშო და თორნიკე მანქანის საჭეებს მიუსხდნენ და თვრამეტი ადამიანი გზას გავუდექით.
იმის გამო, რომ ყველას რაღაც პატარა დაზიანება გვქონდა ( რამდენიმე იღბლიანის გამოკლებით), ერთ მთლიან პალატაში შეგვიშვეს და ჩაგვამწკრივეს. ანდრონიკეს ხერხემალი რიგზე იყო, მაგრამ დაბეჟილობები ბლომად ჰქონდა, ერთგან შეშის ფორმა და ზომაც კი ეტყობოდა. წერეთელს ტუჩი დაუმუშავეს და მოსაცდელში გაუშვეს. კატერინას ცივი კომპრესი დაადეს აწითლებულ ლოყაზე და ისიც მოსაცდელში გაუშვეს, თორნიკე ერთი წამით არ ტოვებდა მარტოს. გაბრიელი პაციენტის საწოლზე იჯდა და წარბის გაკერვას აუღელვებლად ელოდებოდა. ექიმმა ჯერ სისხლი მოწმინდა სახიდან რაღაც ხსნარით, მერე ნემსზე ააგო სამედიცინო ძაფი და წინ დაუდგა.
-გამაყუჩებელი გინდათ?- ბიჭმა წარბები აზიდა გაკვირვებისგან.
-უკაცრავად?
-ანუ გამაყუჩებელი გაგიკეთოთ თუ გაუძლებთ მეთქი,- კითხვა განუმარტა, თითქოს ვერ მიმხვდარიყო რას ეუბნებოდა.
-ექიმო, მამონტს ვგავარ?
-ნუუ...,- დაიწყო და გაჩუმდა, როცა მის თვალებს შეხედა,- თავი არ გამირხიოთ,- უთხრა და ნემსით დაარჭო წარბში გამაყუჩებელი, დარწმუნებული არ ვარ რომ სწორად გაუკეთა,- მოდუნდით.
-ექიმო ამაზე მეტად რომ მოვდუნდე, შეიძლება ჩამეძინოს და მალე ქენით თქვენი გასაკეთებელი რაა,- ხმაზე ეტყობოდა, წამი- წამზე აფეთქდებოდა.
-დამშვიდდით, დამშვიდდით,- და გაკერვა დაიწყო, შორიდან მომეჩვენა, რომ ხელი უკანკალებდა,- ისე,- ეტყობოდა საღერღელი ჰქონდა ლაპარაკის აშლილი, ვერ ჩერდებოდა,- ძალიან ლამაზი გოგონები არიან, განსაკუთრებით კი ის გოგო მომეწონა, წეღან ექთანმა ტუჩი რომ უნახა,- გაბრიელმა საღი წარბი ასწია და ექიმს გახედა,- ლამაზი გოგოა, მაღალი, ტანადი, ლამაზი თვალები და პატარა ცხვირი აქვს, ყავისფერი თმა და...
-ექიმო, მორჩით,- სიტყვა გაბრიელმა გააწყვეტინა, თვალებში ზევსის რისხვა ჰქონდა ჩამდგარი.
-კიი, აი გადავჭრი და მორჩენილი ვარ,- ძაფი გადაჭრა და წარბზე წებოვანი ლენტით ბამბა მიაწება.
-ე.ი მორჩით,- წელში გასწორდა გაბრიელი, თითები და კისერი გაიტკაცუნა და ახალგაზრდა კაცს ჩამოხედა,- ხოდა ახლა გაიქეცით სანამ დრო გაქვთ და სანამ სული გიდგათ, ეგ გოგო ჩემი შეყვარებულია,- საწოლიდან ჩამოხტა და მისკენ გადადგა ნაბიჯი, კაცი ადგილს მოსწყდა და კარში გავარდა ყვირილით, გაბრიელმაც აღარ დააყოვნა, ექიმის კვალს გაჰყვა და დერეფანში გაეკიდა ღრიალით- ,, მოგკლავ“.


სახლში გადაღლილები დავბრუნდით, ვის გვახსოვდა, რომ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო, დილით მომხდარმა მოვლენებმა ყველაფერი წაგვიშალა გონებიდან. სახლში კი არ შევედით, არამედ შევლაგდით და დავსხედით ვინც სად ვიპოვედ დასაჯდომი. გაბრიელის საქციელზე ჯერ კიდევ მეცინებოდა და წერეთელის ძახილი- ,, არ იკბინება, ექიმო, გეთამაშებათ“ ხომ საერთოდ. მთელი დერეფანი სიცილს ჰქონდა გაყრუებული, პალატაში ჩვენ ვიცინოდით, გარეთ კი საღსალამათი სადაქალოს რამდენიმე გოგო, მათი შეყვარებულები და სხვა პაციენტები, რომლებსაც ამათ შემხედვარეს თავიანთი გაჭირვება დავიწყებოდათ. კუჭმა და შიმშილმა რომ შეგვაწუხა, მერეღა გაგვახსენდა, რომ იმ დღეს არაფერი გვქონდა ნაჭამი არცერთს. ძლივს ავეხეტეთ გოგონები და სუფრის გაშლა დავიწყეთ. აიხნიემ ყავა გაგვიკეთა ყველას და თითქოს ოდნავ გამოვფხიზლდით, მაგრამ მაინც ყველა რაღაცას ვიტკივებდით მოხუცებივით. გაბრიელი და ანდრონიკეს იძულებითი შვებულება გამოუწერეს ბიჭებმა და თვად საქმეს შეუდგნენ. ერთი შეშას ჭრიდა, მეორე ცეცხლს ანთებდა ეზოში, მესამემ ბუხარი დაანთო მთავარ ოთახში და საძინებლებში, მეოთხე ხორც ჭრიდა სამწვადედ, მეხუთე და მეექვსე ჩხუბის დროს გადავარდნილ ხის ღობეს ამაგრებდნენ, მეშვიდე კი კატერინას ელაპარაკებოდა რაღაცაზე მხიარულად, რადგან ის თორნიკე იყო.
სუფრა დიდი წვალებისა და ვაი ვაგლახის შემდეგ, როგორც იქნა გაიშალა, შამფურებზე აცმული ცხელი მწვადი შემოაბრძანეს მიშომა და გუგუამ, გიორგიმ თავისი მოტანილი სანაქებო ღვინო ამოიტანა სარდაფიდან და დოქებში ჩამოასხა. კატიამ საიდანღაც კონიაკი გამოიტანა და მაგიდაზე დაგვიდგა. ყველა სუფრას მივუსხედით, გოგონები ერთ მხარეს, ბიჭები მეორე მხარეს- ,, ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“ ისე მოხდა, რომ თორნიკესა და კატერინას გვერდიგვერდ მოუწიათ დაჯდომა. თორნიკეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, კაწია კი მორცხვად უყურებდა ხანდახან და ეღიმებოდა. ძალიან უცნაური იყო, მისი ამ მდგომარეობაში ხილვა, გული მიგრძნობს ბოლოს რაღაც მოხდებოდა.
ცოტაოდენი ჭამისა და დალევის შემდეგ, სუფრაზე მიამ თავისი მოტანილი ტორტი შემოიტანა სანთლებ ანთებული. შუქი ჩააქრეს და სიმღერა დაიწყეს- ,, რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ, რომ დღეს საბაჰის, დაბადებისდღეა“. სურვილი ჩავიფიქრე და სანთლები ჩავაქრე, მოლოცვები და ჩახუტებები ჩავამთავრეთ და დადგა ტორტის გაჭრის დრო. მია სამზარეულოში გავიდა დანისთვის, მე კი გოგონებთან ვლაპარაკობდი მხიარულად, რომ მოულოდნელად კატერინა წამოხტა ფეხზე და მიას შემოტანილ ტორტს ხელი დაავლო და თორნიკეს შეაზილა სახეზე.
-შენ მე ვინ გგონივარ, ბიჭო, - კატერინა მიას მოტანილ ტორტს დასწვდა და ბიჭს სახეზე შეაზილა.
-არიქა, ვახო, თორნიკე დაიჭირე, - სკამიდან წამოვხტი და კატერინას მკლავში ვწვდი, თან მეცინებოდა თორნიკეს ბრაზისგან აწითლებულ სახეზე, ტორტის კრემი ნახევრად რომ ჩამოეწმინდა ხელით და თან მეშინოდა მოხეური არ გაერია მის სიბრაზეში და სტუმრები ჩემი სახლიანად არ გადაედგა თბილისში.
-შენ გოგო..., - დაიწყო და გაჩერდა, ნესტოები ჰქონდ დაბერილი, ცოტაც და ყურებიდან ბოლს გამოუშვებდა, - ბიჭი რომ იყო...
-რაა, ბიჭი რომ ვიყო, - არ ცხრებოდა კატერინა და დიდი კაცივით იწევდა მისკენ.
-უუხ...,- ერთი ამოიგმინა და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა, კართან შედგა და შემობრუნდა, კაწიას უცნაური თვალებით შეხედა და განაწყენებით ამოილაპარაკა,- გოგო ხარ, რა უნდა გელაპარაკოვო, - და კარი გაიჯახუნა.
ყველას გაოცება გვეკერა სახეზე, ვერავინ მივხვდით რა მოხდა, რატომ დაეტაკნენ სიმშვიდეზე შეყვარებული კაწია და ,, გოგოს ცუდს არაფერს ვაკადრებ" თორნიკე, მაგრამ ვერც ხმას ვიღებდით, რომ გოგონასთვის ინფორმაცია გამოგვეძალა. ბოლოს მარიამომ გაბედა კითხვის დასმა მისთვის.
-კააწ, რა მოხდა? - მორიდებით ჩაეკითხა და ჭიქა მიაწოდა.
-იდიოტი, - ჭიქა მოიყუდა და სასმელი ბოლომდე გამოსცალა, - ვერაა მატორზე, ცოლად გამომყევიო მითხრა, - სავარძელში ჩაჯდა და აფორაჯებულ სახეზე ხელები დაიწყო. დამსწრეთ გადავხედე, სიცილს ძლივს იკავებდნენ, თითქოს თანხმობას ელოდებოდნენო, რომ ყველას ერთ ხმაში ეცინათ და ეს თანხმობაც იყო, - გაიცინეთ ახლა, რას მიყურებთ, - ფხუკუნი აუტყდა და ბოლოს სიცილით დაამატა, - ხომ იცით, ვერ ვიტან თაყვანისმცემლებს, - სოფლის ბოლოში თუ არა, ვანო პაპას სახლში დარწმუნებული ვარ ისმოდა იუმორინა 2021 წლის საკონცერტო სიცილის ხმა. ვინ იცოდა ახლა თორნიკე სად იყო, შინ არ მივიდოდა, ალბათ სადმე ეზოში დაბოდიალობდა და სიგარეტს გამეტებით ეწეოდა. ასე იცოდა ნერვიულობისას. სამზარეულოდან გამოსული მია, დანასთან ერთად ჩასრიალებულიყო კართან და გულიანად იცინოდა. ხომ ვთქვი რაღაც აუცილებლად მოხდება მეთქი.

**

მეორე დღეს სტუმრები მშვიდობიანად გავაცილე თბილისში. არ მინდოდა ასე მალე წასულიყვნენ, მაგრამ ზოგს რა საქმე გამოუჩნდა, ზოგს რა და ასე ყველა ერთად როგორც მოვიდნენ, ისევე წავიდნენ. მარტო კატერინა დარჩა ჩემთან და ისიც დიდი ხვეწნა მუდარის მეშვეობით. მე და ვახო კიდევ ერთი კვირა ვაპირებდით დარჩენას დასასვენებლად, ისე აღმოჩნდა, რომ თორნიკემაც აიღო ერთ კვირიანი შვებულება და დარჩა სოფელში. იმ დღისით კატერინამ მთხოვა, რომ თორნიკესთვის დამერეკა და მომეყვანა, რადგან დალაპარაკება უნდოდა. მეც თხოვნა შევუსრულე და თორნიკეც სიხარულით მოფრინდა ჩემს ეზოში. კატერინა შალშემოხვეული ელოდა ეზოში, ფეხსაცმლის ცხვირით მიზას ქექავდა და ნერვიულად ცქმუტავდა. თორნიკე ეზოში შემოვიდა თუ არა, მე მაშინვე სახლში შევედი, მაგრამ რა მომასვენებდა, ფანჯარასთან დავდექი და მივაყურადე, ძველი ხის ფანჯრები ამის საშუალებას მაძლევდა.
-კატერინა?!- დაიწყო თორნიკემ, გამბედაობა ჰქონდა სადღაც დაკარგული მის ხმას,- მაპატიე გუშინდელისთვის. ნასვამი ვიყავი და არ ვიცი რა დამემართა, ზოგადად ასეთი არ ვარ ხოლმე.
-არაუშავრს,- წყნარად ამოილაპარაკა კაწიამ,- მეც ზედმეტი მომივიდა, ის ტორტი არ უნდა შემეზილა სახეზე.
-ისე, გემრიელი იყო, გასინჯე?- მხიარულად ჩაიცინა თორნიკემ და გოგონაც აიყოლია.
-რას გავსინჯავდი, სულ შენ წაიღე სახით და,- მხიარულად გაიცინა მანაც და ნერვიულ მოძრაობას მორჩა,- სხვათაშორის გიხდებოდა.
-ხოო, არა? სხვათაშორის კრემი კარგია სახის კანისთვის, საბაჰს კიდევ ექნება შენახული, შენც ხომ არ ცდი?
-არა მადლობა,- სიცილს ვერ წყვეტდა კატერინა,- ე.ი შევრიგდით?- ხელი გააუწოდა.
-შევრიგდით,- ჩამოსართმევად გამზადებული ხელი ნაზი მოძრაობით ამოუტრიალა და აკოცა,- მაგრამ არც ვყოფილვარ გაბრაზებული, კატერინა. როგორ შეიძლება შენზე გაბრაზდეს ვინმე, ისეთ გულწრფელ და პირდაპირ ადამიანზე, როგორიც შენ ხარ.
-ნუ მაწითლებ,- თავი დახარა მორცხვად და აიღიმა.
მეტი აღარ მომისმენია მათთვის, ფანჯარას მოვშორდი და სამზარეულოში შევედი. ვახო რაღაც ფილმს უყურებდა ნოუთბუქში და მეც მას მივუჯექი, მხრებზე ხელი მომხვია და მიმიხუტა, ეს იყო ჩემი ბედნიერების ათვლის წერტილი.

**

იმ საღამოს ითოვა, თორნიკე ჩვენთან იყო და კატერინასთან საუბრობდა, იმ ღამეს ჩვენთან დარჩა.
მეორე დილით სახლის კარი რომ გავაღე, ყველაფერი თეთრი ფერის იყო. ვანო პაპას სახლის საკვამურიდან ბოლი ამოდიო, ნინო ჩაკვვეტაძის ნახატს გავდა, ბავშვების მხიარული ყიჟინაც რომ ისმოდეს, ამ მიყრუებულ სოფელში. ვახოს და თორნიკეს სამუშაო გამოუჩნდათ მეთქი გავიფიქრე და რას ვხედავ ორი წყვილი ფეხის კვალი, ჯერ კიბეზე ჩადიოდა, მერე ეზოს კვეთდა და ბოლოს ჭიშკარში გადიოდა. მაშინვე კატერინას ოთახი შევამოწმე, იქ არ დამხვდა, საწოლი ალაგებული იყო. თორნიკეს ოთახის კარზე მივაკაკუნე და ხმა არავინ გამცა, იქაც შევიჭყიტე და არ დამხვდა. მაშინვე მივხვდი, რომ სადღაც გაპარულიყვნენ.
ბუხრის ანთება ვერაფრით დავამუღამე, ლამის ერთი საათი ვუჩიჩხინე და არაფერი გამომივიდა, ბოლოს ვახო გამოვიდა და თვითონ აანთო. წყლით სავსე ჩაიდანი გაზზე დავდგი ჩაისთვის და ფანჯარასთან დავდექი, ჭორიკანა მეზობელივით გზას ვუყურებდი, რომ არაფერი გამომპარვოდა. ჩაიდანმა ყვირილი რომ დაიწყო, უცებ გავვარდი სამზარეულოში ჩაი მოვამზადე და ისევ უკან დავბრუნდი, ვახო გაკვირვებული მიყურებდა, მაგრამ ახლა სულ არ მედარდებოდა ის. კატერინაზე და თორნიკეზე ვფიქრობდი და ვერ ვისვენებდი. მათი ბედნიერება მიხაროდა და ბოლომდე გამიხარდებოდა, მაგრამ არ მინდოდა ასეთი გზით დაეწყოთ ყველაფერი.
უკვე მუხლების ტკივილი მქონდა დაწყებული, ფეხზე ამდენი ხნის დგომის გამო და დაჯდომას ვაპირებდი, რომ სიცილის ხმა მომესმა. გზაზე ჩახუტებული წყვილი მოაბიჯებდა, ბიჭმა გოგოს შუბლზე აკოცა და თმაზე მოეფერა, იქამდე ვერ დავიჯერე მათი ვინაობა, სანამ ეზოში არ შემოაბიჯეს. თორნიკემ ხელი უშვა და კიბეზე ამოატარა, კარი რომ შემოაღო და ნანახისგან აღშფოთებული ,, მე ‘’ დამინახა ადგილზე გაშეშდა და უკან მომავალს გახედა, მასაც ანალოგიური რეაქცია ჰქონდა ჩემი დანახვისას. კატერინამ დილამშვიდობისაო გვითხრა და სამზარეულოს გავლით სააბაზანოსკენ გაეშურა. თორნიკეს თითის ქნევით ვუთხარი შენ მერე დაგელაპარაკები მეთქი და კატერინას ავედევნე. კარი რომ შევუღე, შეხტა და ყრუდ დაიყვირა.
-გული გამიხეთქე, გოგო.
-გული გაგიხეთხე, მე შეენ?- წარბი ავუწიე და ისე მივაშტერდი,- სად დადიხარ, ჰა?
-არსად,- ეშმაკურად ჩაიცინა და კარადაზე შემოჯდა,- უბრალოდ გავისეირნეთ.
-უბრალოდ გაისეირნე ე. ი.
-აჰამ.
-თორნიკეს მიმართ რას გრძნობ?-ცბიერი ღიმილით გავხედე.
-რა?
-შეგიყვარდა?
-საბაჰო.
-მითხარი, კატერინა,- არ ვეშვებოდი.
-რა სისულელე კითხვას მისვავ ხვდები?-შემომიბღვირა.
-პასუხი მითხარი, თორემ არ მოგეშვები.
-დამანებე თავი, გოგო.
-თქვი, თორემ თორნიკეს ვეტყვი, რომ გიჟდები ისე მოგწონს.
-ნუ სულელობ.
-კარგი, - და მოვემზადე დასაძახებლად, - თორნ…
-გაჩუმდი, გოგო, - კარადიდან ჩამოხტა და პირზე ამაფარა ხელი.
-მჰნ ჰქვი, - ამოვილუღლუღე პირზე ხელ აფარებულმა.
-რომ არ ჩუმდება, ეეე-მერე ხელი მომაშორა და ჩუმად ამოილაპარაკა, - მომწონს, ხოო, რაღაცნაირი ტიპია, ზუსტად ჩემი შესაფერისი თითქოს. მომწონს, რომ ჯიუტია და არ ნებდება ჩემთან, ზოგი ვერ გამიძლებდა და 5 წუთში გაიქცეოდა ჩემგან. იცი, გუშინ რომ მოვიდა ბოდიში მომიხადა, ნასვამი ვიყავი და არ ვიცი რა დამემართაო, - ლამის წამომცდა ვიცი მეთქი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაჭანკლობაში მეც გამოვდდგებოდი თურმე.
-კაწ, კიდევ ერთხელ მითხარი რაა, - კრეჭვას ვერ ვეშვებოდი.
-რა გითხრა.
-ის, რომ თორნიკე მოგწონს. ოღონდ სრული წინადადებით და გამართულად.
-ვერა ხარ შენ.
-მიდი, გთხოვ,-პატარა ბავშვივით ვეხვეწებუდი და მხრებში ჩაფრენილს წინ და უკან ვაქნევდი.
-კარგი ხოო. მე ძალიან მომწონ შენი ბიძაშვილი, თორნიკე, - თითქმის დამარცვლით წარმომითქვა და მასაც გაეცინა. ისე მიხაროდა ამის მოსმენა, საერთოდ დავივიწყე, რომ მისაღებში ბიჭები იყვნენ და ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი.
-არიის, არიიის, მეშველა, გვეშველაა, - კატერინა ჩემს გაჩუმებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ან რას გამაჩუმებდა, მე ხომ თოლიას ბიძაშვილი ვიყავი. (ჭყიპინში)


***

მეორე დღეს თორნიკემ ვანო პაპას კატერინას თავი წარუდგინა. ვანოსაც მოეწონა ჩემი დაქალი და თორნიკეს მისი დატოვება სთხოვა, სარძლოდ უნდოდა. იმავე საღამოს თორნიკეს ბიძაჩემთან დაარეკინა და გოგონას შესახებ მთელი მონდომებით და აღტაცებით უამბო. ბიძაჩემთან საუბარი და კაწიას განხილვა დაასრულა, მაშინვე ბიცოლაჩემმა დამირეკა, ფეისბუქში როგორ არის შენი დაქალი, უნდა დავათვალიეროვო, ჩემს შვილს ძლივს ვიღაც მოეწონა და ამ გოგოს ხელიდან გაშვება არ ივარგებსო და ა. შ და ა. შ. კატერინა კვდებოდა სიცილით, უკვე შეყვარებულად გამომაცხადეს და მომავალი დამიგეგმესო, მაგრამ სახეზე ეტყობოდა თავადაც აღტაცებული იყო ამ ამბით. ცოტა რამ გამომკითხა თორნიკეს ოჯახზე, სადედამთილოსა და სამამამთილოზე. მეც მოკლედ ვუამბე ყველაფერი ის, რაც მათ ეხებოდათ.
-თორნიკეს დედას მანანა ჰქვია, ბიძაჩემმა თბილისში სწავლის დროს გაიცნო და მალევე ვოლად მოიყვანა. მაშინ მგონი 19 წლისა იყო ბიცოლაჩემი, ბიძაჩემი 2 წლით დიდია მასზე. გეპეიში სწავლობდნენ რაღაცის ტექნოლოგიებზე, ზუსტად არ მახსოვს. ძალიან მშვიდი და დამჯდარი ხალხია, კეთილები, მოსიყვარულეები, მხიარულები, მათთან არ მოიწყენ. ვერავის ნახავ ვინც ენდურის მათ, რადგან ყველასთან ხელგაშლილები არიან. თორნიკეს ორი პატარა და ჰყავს- თინანო და კესანე. თინო 22 წლისაა, კატო 20 ის, სტუდენტები არიან და ერთმანეთზე არანორმალურები, თორნიკეს სისხლს უშრობენ ხოლმე. კიდევ რავი, რა გითხრა.
-ვანო? -ინტერესი გაუძლიერდა.
-ვანო რავი, მაგარი კაცია, შენც ხომ ნახე? შვილი ჰყავს დაღუპული, გოგონა.
-რა დაემართა?
-ეკატერინე 2 წლის იყო, მოულოდნელად სიცხემ რომ მისცა და მალევე გარდაიცვალა. როგორც ვანო იხსენებს, ცუდი დრო იყო მაშინ და სოფლის ექიმბაშის გარდა წასასვლელი არსად ჰქონდათ, მაგრამ მანაც ვერ უშველა. კატოს მის საპატივცემულოდ დაარქვეს ეს სახელი. დარჩა თორნიკეს მამა, გიორგი და ეკატერინეს ტყუპისცალი, სიდონია.
-რა ძნელია შვილს რომ კარგავ, - დანაღვლიანება შეეტყო.
-კარგი, აღარ გვინდა ცუდი ამბები, ის მითხრი მივცე თუ არა მანანას შენი ფეისბუქი.
-მიეცი, კიი, მა რა უნდა ქნა.
-კი არ მჯერა, რომ ერთად ხართ,- ჩავიცინე და თინოს მივწერე კატერინას ფეისბუქ მისამართი. აღტაცებული ვიყავი მისი მონდომებით.
- არც მე, - მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და ფეხები შემოიკეცა სავარძელში.
ვახო თორნიკესთან იყო გადასული და თავისუფლად შეგვეძლო საუბარი ყველა თემაზე, მათ შორის თორნიკეზეც. კატერინას ასეთი მოულოდნელი დაინტერესება მამაკაცის მიმართ ადვილი გასახსენებელი არ იყო, მაგრამ ჩქარეულის მამაკაცმა მისი აზროვნება შეცვალა. ვერც კი ვიჯერებდი, რომ ჩემს ბიძაშვილსა და ჩემს დაქალს შორის რაღაც ხდებოდა და ის რაღაც ნელ- ნელა სიყვარულში გადაიზრდებოდა. კატერინა ჩემი რძალი გახდებოდა, რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი კარგად აეწყობოდა, მე კი მისი მული. ღმეერთო, ამის წარმოდგენაზე მეცინებოდა და სიცოცხლის ბოლომდე გამეცინება, ვიცი.
ერთ კვირიანი, მშვენიერი შვებულება დილით უნდა დამთავრებულიყო. არ მინდოდა, მაგრამ თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით, ვახოს სამსახური ამის უფლებას არ მოგვცემდა. ჩვენთან ერთად წამოსვლა კატერინასაც უწევდა, მიუხედავად მისი წუწუნისა, რომ სამების ნახვა ვერ შეძლო, მაგრამ თოვლის გამო თავი შევიკავეთ წასვლისგან. თუმცა ვაღიარებ, ეს მეც ძალიან მინდოდა, ბოლოს როდის ვიყავი არც კი მახსოვს. ვანოს ეტყობოდა უკმაყოფილება ჩვენი წასვლის გამო. ჩვენ თბილისში დავბრუნდებოდით, ის კი დარჩებოდა ისევ მარტო, თითქმის მიტოვებულ სოფელში. თორნიკე კი აკითხავდა ხოლმე თვეში ერთხელ, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი მისთვის, და არც სხვა ვინმესთვის იქნებოდა საკმარისი. 30დღიან თვეში 28 დღე ვერავის ელაპარაკებოდა, ბებერი ძაღლის მეტს. ეს კი ადამიანისთვის ძალიან ძნელია, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანისთვის.
14 თებერვალს, დილის 10 საათზე უნდა გავსულიყავით სახლიდან. წინა საღამოს ყველაფერი გავამზადეთ, ტანსაცმელი ჩანთებში ჩავალაგეთ, საჭმელი, რომელიც გამზადებული გვქონდა ვანო პაპას გადავუტანეთ. კატერინა თორნიკეს მანქანით მოდიოდა, ჩემმა ბიძაშვილმა დაიჟინა, მან კი წინააღმდეგობა აღარ გაუწია, პირიქით სიხარულითაც კი დათანხმდა.
იმ დილით სისხლის გამყინავად ციოდა. ბუხრის ანთებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ერთ საათში უნდა გავსულიყავით და ნაკვერჩხალის დატოვება სარისკო იყო. ცხელი ჩაის ყველი და პური მივატანეთ, რაღაცით ნოსტალგიურიც იყო ეს ქცევა. ბნელ 90- იანებში, ფულის უქონლობის გამო ხშირად შიმშილი ჩაით და პურით გადაგვიტანია, უშუქობაში.
გასვლამდე ავეჯს ისევ შალითები გადავაფარეთ და იმის იმედით, რომ ამ წელს კიდევ ბევრჯერ ჩამოვიდოდით დასასვენებლად, კარი გამოვიხურეთ. ვანო დიდი სიყვარულით დაგვემშვიდობა, თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი, მაგრამ არ იმჩნევდა, მხიარულ ნოტაზე გვესაუბრებოდა წასვლამდე. თორნიკეს არიგებდა და ჭკუას ასწავლიდა, ეუბნებოდა, რომ კატერინა არ გაებრაზებინა და მოხევეობა გვერდზე გადაეწია. კატერინას კი ეუბნებოდა, რომ თუკი ოდესმე თორნიკე მას გააბრაზებდა, მაშინვე ვანოსთვის მიემართა, ის კი სათანადო ზომებს მიმართავდა. გამომშვიდობება იმაზე სევდიანი გამოგვივიდა, ვიდრე გამომშვიდობების წინა საუბარი. ჩემს ბავშვობას ისევ აქ ვტოვებდი, მაგრამ ახლა ბავშვობის მოგონებებთან ერთად, აქ გატარებული 9 დღე იქნებოდა ჩაბეჭდილი ჩემს გონებაში. კატერინას მეხსიერებასაც დაამახსოვრდებოდა საამუდამოდ აქ გატარებული ყოველი წუთი და წამი, რადგან ყაზბეგის ერთ- ერთ თითქმის მიტოვებულ სოფელში ის ადამიანი იპოვა, ვისთანაც ცხოვრების დარჩენილი დროის გატარება სურდა.
წინ ჩვენ მივდიოდით, უკან კი თორნიკე მოგვყვენოდა კატერინასთან ერთად. იმის ინტერესი მკლავდა თუ რაზე საუბრობნენ მანქანაში, ნელ-ნელა ჭორიკანა მეზობელი ვხდებოდი. ჯერ იყო და ფანჯარასთან მდგომი ვუსმენდი მათ საუბარს, ახლაა და ვკვდები ისე მაინტერესებს მათი საუბრის თემა. მთავარ გზატკეცილამდე ათი წუთის სავალი გზა იყო და მთელი ამ დროის განმავლობაში სარკიდან ვუყურებდი ჩვენ უკან მომავალ პიკაპის. გზატკეცილზე გავედით თუ არა და თბილისისკე დავიძარით, გაქრნენ კიდეც ჩემი თვალთახედვიდან. უკან შევტრიალდი მთელი ტანით და ისე გავიხედე, არანაირი ნაცნობი მანქანა, არანაირი თორნიკე და კატერინა, სადღაც გაქრნენ. ვახოს ვუთხარი, რომ გაეჩერებინა, ტელეფონი ამოვიღე და ბიძაშვილს დავურეკე, არ მიპასუხა. ხელის კანკალით მოვნიშნე კატერინას ნომერი და დავურეკე, რამდენიმე გაბმული ზარის შემდეგ გაითიშა, კიდევ ერთხელ ვცადე ორივესთან და აბონენტი მიუწვდომელი იყო. სპეციალურად გათიშეს. გულმა რეჩხი მიყო, ვახო კი თავისთვის ფხუკუნებდა. მან ყველაფერი იცოდა, ისიც ამ გეგმის ნაწილი იყო. კატერინა გაიტაცეს.


(კატერინას მონაყოლიდან)

თორნიკეს საერთოდ არ ეტყობოდა რაიმეზე აღელვება, საჭეზე მსუბუქად ეწყო ხელები და რაღაცას ღიღინებდა. კატერინა ტელეფონში ათვალიერებდა რაღაცებს და თან თორნიკეს ღიღინზე ეღიმებოდა. მაშინ ფიქრობდა, რომ მასთან ერთად დროის გატარება მშვენიერი იქნებოდა და ამიტომ მასთან შეხვედრებს დათანხმდა თბილისში ყოფნის დროს. ბიჭმა რადიო რომ ჩართუ, ზუსტად ის სიმღერა ისმოდა, რომელიც კატრრინას ყველაზე ძალიან უყვარდა, ტელეფონიდან ამოძვრა და სიმღერას აყვა. თორნიკეს მოსწონდა მისი ეს თავისუფლება მასთან, არანაირი კომპლექსები, არანაირი შებოჭვა, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ტექსტის ნახევარზე მეტი არ იცოდა და თავის მოგონილ სიტყვებს ამატებდა. რიტმში მაინც ჯდებოდა.
მთავარ გზატკეცილზე გასვლის დრო რომ დადგა, მოხევემ თავის საყვარელ გოგონას ერთი გამოხედა ცბიერი ღიმილით და საჭე მარცხნივ დაატრიალა, თბილისისკენ მიმავალი გზის საპირისპიროდ. კაწია თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ მერე, როცა სიონი და გარბანის ციხემცავი ანგელოზი წაიკითხა იმის მაგივრად, რომ სადმე კობი და ალმასიანი წერებულიყო, სკამზე შესწორდა და თორნიკეს უნდობი სახით გახედა, ის კი ისევ უდარდელი სახით გაჰყურებდა გზას და ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-სად მივდივართ, - თავის თავში ერთი წვეთი სიმშვიდე მონახა და ხმადაბლა ამოთქვა.
-სამებაში.
-საად? - გაკვირვებით წამოიყვირა და უკანა საქარე მინისკენ შეტრიალდა, - საბაჰისა და ვახოს მანქანა არ ჩანს.
-ისინი არ მოდიან,-ღიმილი არ მოუშორებია სახეზე და მეტიც, თვალის კუთხეებში ნაოჭები ეტყობოდა ფართო ღიმილით.
-რას ამბობ, - გაფითრდა გოგონა, - რას ქვია არ მოდიან?
-საბაჰი და ვახო თბილისში მიდიან, ჩვენ კი სამებაში, ხომ გინდოდა მისი ნახვა?
-კიი, მინდოდა, მაგრამ ეს როგორ.
-აი ასე, - მისი პატარა ხელი თითებში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა, აკოცა და ასე ამოთქვა, - გიტაცებ, ჩემო კაწია.
გოგონას ხმა აღარ ამოუღია, იჯდა მძღოლის გვერდზე, სავარძელში და ღვედს აწვალებდა. მის გონებაში შიში, გაურკვევლობა, ინტერესი და სიხარული ერთდროულად ტრიალებდა და ერთ დიდ ქარიშხალს ქმნიდა. ფიქრები ერთმანეთში ერეოდა, ყველაფერზე ცალ- ცალკე და ერთად ფიქრობდა, ყველა ხერხს წარმოიდგენდა გონებაში, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა საბოლოოდ თავის აუტანელი ტკივილის მეტი ვერაფერი მიიღო. კუჭმაც უმტყუვნა და შიმშილმა შეაწუხა, მუცელმა გასცა კიდეც და თორნიკე გულიანად გააცინა, კატერინა მორცხვად, მაგრამ მაინც იცინოდა. ისე შიოდა, ყველაფერზე თანახმა იყო.
სტეფანწმინდაში სოკარის ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერდნენ და მის უკან მყოფ ვეი მარტის მარკეტში შევიდნენ. მარტო კატერინას კი არა, აღმოჩნდა რომ თორნიკესაც ძალიან შიოდა. სიმართლე ითქვას და იმ შეპარულმა შიშმა მოაშია, კატერინას შესაძლო გაქცევის მცდელობა რომ ერქვა, მაგრამ გაუმართლა და მისი გვერდიდან არ მოშორებულა გოგონა. მანქანაში ისე ჭამეს, თითქოს არც არასდროს უჭამიათ ასე გემრიელად. ერთმანეთზე ეცინებოდათ, მაგრამ რატომ არ იცოდნენ, უბრალოდ ისხდნენ, ჭამდნენ და ბედნიერები იყვნენ ერთად ყოფნით. სტეფანწმინდიდან გერგეტის სამებაში მისასვლელად ათი წუთი სჭირდება და თუ ისე ივლით, როგორც თორნიკეს დაჰყავს მანქანა ხუთი წუთიც საკმარისი იქნება. მანქანა შორიახლოს გააჩერეს და ფეხით გაუდგნენ დარჩენილ გზას. თორნიკეს ტელეფონი ერთი წამითაც არ გაუგდია ხელიდან, კატერინას ყოველ ნავიჯს იღებდა, ყველა რა კურსიდან. ფოტოგრაფია მისი ერთ- ერთი გასართობი იყო და ეს გამოსდიოდა კიდეც, კატერინაც თანხმდებოდა ამაზე, ყოველი მისი გადაღებული ფოტო, გოგონას მოწონებას იმსახურებდა.
ტაძართან მისულებმა პირჯვარი გადაიწერეს, კაწიას უნდოდა სანთელიც დაენთო, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. წრე შემოუარა ტაძარს და აღტაცებული დარჩა მისი სილამაზით, ასევე აღტაცებული იყო ხედით, რომელიც იმ წერტილიდან იშლებოდა. მანამდე ხშირად ენახა ფოტოებში ეს სილამაზე, მაგრამ საკუთარი თვალით დანახვას არაფერი სჯობს. თორნიკემ საბჭეოს სახურავზე გაიყვანა, თავიდან ეშინოდა, რომ ჩაინგრეოდა იმის გამო, რომ ძველი იყო, მაგრამ მერე გამბედაობა მოიკრიბა და ხელჩაკიდებული გაყვა. ხედი დათოვლილი მთების ქვეშ მოქცეულ სოფელ გერგეტზე იშლებოდა. სანახაობით ბედნიერი კატერინა იქვე მყოფ ქვაზე ჩამოჯდა და შორიდან გახედა უკიდეგანო მთებს, რომელსაც სოფლისთვის ბუნებრივი გალავანი შეექმნა. ისე იყო გართული თვალიერებით, რომ ვერც კი მიხვდა, როგორ მოშორდა თორნიკე გვერდიდან და საბჭეოს კიდეზე გავიდა, იქიდან უკეთესად ჩანდა ყოველივე. კატერინამ რომ დაინახა, გული გადაუქანდა, ლამის იყვირა ასე ახლოს რომ დაინახა ხევთან. სუნთქვა აუჩქარდა და გული შეუქანდა, უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა შიშისგან.
-თორნიკე, აქეთ გამოდი, რაა, - ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა და ლოცვის სათქმელად გაემზადა.
-გეფარები? - მისკენ შემობრუნდა ბიჭი. ცალი ფეხი სახურავის ბოლოში ედგა.
-არა, უბრალოდ, ცუდი შეგრძნება მაქვს, ასე ახლოს რომ მიდიხარ.
-გეშინია, - უცნაური კმაყოფილებით გაიღიმა და ცალი ფეხი ჰაერში გადაკიდა. კატერინამ წამოიკივლა.
-ვაიმე, ღმერთო, თორნიკე, გამოდი აქეთ, - ფეხზე წამომდგარიყო და პირზე აეფარებინა ხელი.
-ჩემ გამო გეშინია? - ცბიერად გამოხედა.
-რა თქმა უნდა, მეშინია, რატომ არ უნდა მეშინოდეს? ძალიან გთხოვ, აქეთ გამოდი, არ გადავარდე.
-არ გამოვალ,-თავი გააქნია თორნიკემ და უფრო ახლოს მიიწია კიდესთან, სულ ცოტაც და წონასწორობას დაკარგავდა. კატერინას ისევ ყვირილი აღმოხდა, ცრემლით ევსებოდა თვალები.
-თორნიკე…
-მხოლოდ ერთი პირობით დაგიჯერებ,- გვერდულად გამოხედა შეშინებულს.
-რა პირობით, თორნიკე, ნუ მაგიჟებ.
-ცოლად გამომყევი, კატერინა.
-რაა? - თვალები ჭყიტა გაგონილზე, ეგონა მომელანდაო და სმენად იქცა.
-ცოლად გამომყევი მეთქი, - გაუმეორა მანაც.
-ნუ სულელობ და გამოდი უკან, ახლავე, - ბძანებაზე გადავიდა გოგონა, მაგრამ თორნიკესთან ვერაფერს გახდა.
-თუ ჩემი ცოლი არ გახდები, მაშინ აზრიც აღარ აქვს ჩემს სიცოცხლეს, - დანანებით ამოილაპარაკა და ბეხი გაიშვირა ჰაერიში.
-არაა, - იკივლა კატერინამ და რამდენიმე ნაბიჯი წადგა წინ, - შეწყვიტე.
-კაწია, შენ გგონია ვხუმრობ? მოხევე ვარ, როდის რა დამარტყავს თავში, კაცმა არ იცის. ან დამთანხმდი ცოლობაზე ან გადავეშვები ხევში.
-გეყოფა მეთქი, - კიოდა კატერინა და თავის თმას იყო ჩაფრენილი თითებით, ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა.
-მშვიდობით, ჩემო საყვარელო კატერინ, - თქვა და ხელები გაშალა გასაფრენად. ზამთრის სუსხიან სიოს მიანდო საკუთარი თავი და ის იყო წინ გადაიხარა, რომ გაიგო კიდეც გოგონას ყვირილი.
-კარგი, კარგი, თანახმა ვარ, - უკვე კანკალებდა.
-რაა?
-თანახმა ვაარ მეთქი.
-რაზე? - სიხარულისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.
-იმაზე, რომ შენი ცოლი გავხდე, - თორნიკე ადგილს მოსწყდა და კატერინა ხელში აიტაცა, ჰაერში ატრიალებდა იქამდე, სანამ თავბრუ არ დაეხვა.
-მართლა? - ყურებისთვის ჯერ კიდევ არ დაეჯერებინა.
-მართლა, მართლა, - სიცილით ამოთქვა და პირველი კოცნა იგემა მისგან, სითბო ჩაეღვარა მთელს სხეულში, ვნებამ აიტაცა, - -აქ ასეთები შეიძლება? - ძლივს ამოთქვა მამაკაცის ტუჩებს მოშორებულმა.
-წარმოდგენა არ მაქვს, - ამოილაპარაკა და ხელმეორედ დაეწაფა მის ბროწეულისფერ ტუჩებს,- შემომიყვარდი, კატერინა.
-ეს ნამდვილია? - სიყვარულით ამოილაპარაკა გოგონამ.
-ისეთივე ნამდვილია, როგორც გერგეტის სამების კედლები, - დაიხარა და სახე დაუკოცნა.
-ისე, მართლა იმდენად ვერ ხარ, რომ ჩემ გამო თავს იკლავდი? - წარბი შეკრა და მრისხანედ გახედა.
-არა, სინამდვილეში ვიცოდი, რომ შენ თანხმობას მივიღებდი.
-შენ ხტებოდი, - წამოიყვირა კაწიამ და ხელი ჰკრა.
-მართალია, - თავი დაუქნია ბიჭმა, მერე ხელი ჩაჭიდა და იქით წაიყვანა სადაც თვითონ იდგა ორი წუთის წინ.
-არა, გთხოვ, მეშინია.
-ნუ გეშინია, ჩაიხედე, მოდი, - ძალდატანებით მიიყვანა საბჭეოს სახურავის კიდეზე და გადაახედა. მათ დაბლა დაახლოებით 3-4 მეტრში კიდევ ერთი სახურავი იყო.
-რაა, - იკივლა კატერინამ და ხელი მოუქნია დასარტყმელად, მაგრამ თორნიკემ აიცილა,-მოგკლავ, შე საწყალო. აღარ ვარ თანახმა, გშორდები,-უკან გამობრუნდა და ტრასისკენ გაიქცა, მაგრამ თორნიკე დაეწია, ერთი აწევით მხარზე ჩანთასავით გადაიკიდა და ასე წაიყვანა მანქანისკენ.
-ბეჭედს თბილისში გიყიდი, - მანქანასთან დასვა და გაუცინა.
-არ მინდა, - წარბშეკრული დაჯდა წინა სავარძელზე და ღვედი შეიკრა.
-გინდა, გინდა, - კატერინა თავს აქნევდა უარყოფის ნიშნად, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა ჯიუტ მოხევეს.
- მაშინ ისეთი მიყიდე, როგორიც მე მინდა.



№1  offline წევრი OKI ME

ვაი მე, თუ მჯეროდეს :დდდ როგორც იქნა ეღირსა ჩემს თვალებს მესამე ნაწილის ხილვა :დდ წავედი, წავიკითხო და მოვალ ისევ :დდ ❤️❤️

 


№2  offline წევრი tamuna.s

პირველი და მეორე აწილი სად დევს რო წავიკითხო?

 


№3  offline მოდერი sabah alkhyr

tamuna.s
პირველი და მეორე აწილი სად დევს რო წავიკითხო?

აქვე დევს, კატერინას წიწილები ჩაწერეთ და ორივე ნაწილს ამოგიგდებთ❤️

Megioki
ვაი მე, თუ მჯეროდეს :დდდ როგორც იქნა ეღირსა ჩემს თვალებს მესამე ნაწილის ხილვა :დდ წავედი, წავიკითხო და მოვალ ისევ :დდ ❤️❤️

❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი თ. ა.

ველოდი, მაგრამ ასეთ მხიარულს ნამდვილად არა. ძალიან სახალისო ნაწილი იყო კატერინას ამბავი გამიხარდა ძალიან. რაღაცები დამრჩა გაურკვეველი მაგრამ ალბათ ეს მეოთხე ნაწილისთვისაა შემონახული ამიტომაც დაველოდები შემდეგს.
ყველა ერთიმეორეზე გადარეული და მხიარული და საბოლოოდ გამოვიდა კიდეც კარგი წასაკითხი.

 


№5  offline მოდერი Katerina.

რა კარგი ოცნებაა :დდდდ
კარგიაა
თორნიკენზუსტად ისეთია როგორიც უნდა იყოს! :დდდ
ყოფილიყო რა რეალურიიი
:((((

 


№6  offline მოდერი sabah alkhyr

თ. ა.
ველოდი, მაგრამ ასეთ მხიარულს ნამდვილად არა. ძალიან სახალისო ნაწილი იყო კატერინას ამბავი გამიხარდა ძალიან. რაღაცები დამრჩა გაურკვეველი მაგრამ ალბათ ეს მეოთხე ნაწილისთვისაა შემონახული ამიტომაც დაველოდები შემდეგს.
ყველა ერთიმეორეზე გადარეული და მხიარული და საბოლოოდ გამოვიდა კიდეც კარგი წასაკითხი.

მითხარი რა დაგაკლდა და გათვალისწინებული იქნება ❤️❤️შეიძლება გამომრჩა რამე ❤️❤️მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა ❤️❤️

ჰებე
რა კარგი ოცნებაა :დდდდ
კარგიაა
თორნიკენზუსტად ისეთია როგორიც უნდა იყოს! :დდდ
ყოფილიყო რა რეალურიიი
:((((

ეჰ, კატერინ, ეჰ :(((

 


№7  offline მოდერი sabah alkhyr

რია როსი
ვაიმე (ბეეეევრი სიცილის ემოჯი)
აეხლა მოვკვდები(აქაც ბევრი)
კაწიას ეშველა ხაალხლოოოოუუუ:დდდდდდდდდდ რა ძალიან საყვარელი საყვარლები არიიანნმ❤️
და შენ და ვახო კიდეეეეე,ვუაიმეჰ❤️
ძააააალიან პოზიტიური იყო,გამეხს პირი სიცილისგან :დდდდდდ
ახა მეოთხეს დაველოდები და ასე უსასრულოდ თუ გააგრძელებთ თლად უკეთესი
წარმატებებიი❤️

მადლობა ძალიან დიდი, მიხარია რომ მოგეწონა ❤️❤️

 


№8  offline წევრი kavai

ვაიიმეეე, საბაჰოოოო რაკაარგიიხაროოო, რა ეგონა იმ დაბოლილ ვირთხას ტუჩს რომ მიხეთქავდა ხო მოხვდა გებრიელად, ახლა კიდე სა ვნახო მე გაბრიელისნაირი :)))))))

 


№9  offline მოდერი sabah alkhyr

kavai
ვაიიმეეე, საბაჰოოოო რაკაარგიიხაროოო, რა ეგონა იმ დაბოლილ ვირთხას ტუჩს რომ მიხეთქავდა ხო მოხვდა გებრიელად, ახლა კიდე სა ვნახო მე გაბრიელისნაირი :)))))))

გაბრიელის პიროვნებაზე მეც ვგიჟდები, რაღაცნაირია, სხვანაირი, ყველასთვის სასურველი❤️❤️

 


№10  offline წევრი kavai

sabah alkhyr
kavai
ვაიიმეეე, საბაჰოოოო რაკაარგიიხაროოო, რა ეგონა იმ დაბოლილ ვირთხას ტუჩს რომ მიხეთქავდა ხო მოხვდა გებრიელად, ახლა კიდე სა ვნახო მე გაბრიელისნაირი :)))))))

გაბრიელის პიროვნებაზე მეც ვგიჟდები, რაღაცნაირია, სხვანაირი, ყველასთვის სასურველი❤️❤️

შენ კი გყავს ვახო და წიწილებს თავისი მამალი წიწილები და დანარჩენო საზოგადოებავ, გაბრიელი ჩემია არ დაივიწყოთ,
სიყვარულით, წერეთლის ასული❤

 


№11  offline მოდერი sabah alkhyr

kavai
sabah alkhyr
kavai
ვაიიმეეე, საბაჰოოოო რაკაარგიიხაროოო, რა ეგონა იმ დაბოლილ ვირთხას ტუჩს რომ მიხეთქავდა ხო მოხვდა გებრიელად, ახლა კიდე სა ვნახო მე გაბრიელისნაირი :)))))))

გაბრიელის პიროვნებაზე მეც ვგიჟდები, რაღაცნაირია, სხვანაირი, ყველასთვის სასურველი❤️❤️

შენ კი გყავს ვახო და წიწილებს თავისი მამალი წიწილები და დანარჩენო საზოგადოებავ, გაბრიელი ჩემია არ დაივიწყოთ,
სიყვარულით, წერეთლის ასული❤

:დდდდ

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა მაგარი იყო საინტერესო მომეწონა ძალიან ყველა ერთნაირი გადარეულები მოსიყვარულე წყვილები და მეგობრები გამიხარდა კატია და თორნიკეს წყვილი რომ შედგა მაგარია მადლობა

 


№13  offline მოდერი sabah alkhyr

სტუმარი ნესტანი
რა მაგარი იყო საინტერესო მომეწონა ძალიან ყველა ერთნაირი გადარეულები მოსიყვარულე წყვილები და მეგობრები გამიხარდა კატია და თორნიკეს წყვილი რომ შედგა მაგარია მადლობა

მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონათ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent