შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი კატერინას


22-03-2018, 18:26
ავტორი teengirllove
ნანახია 1 952

კატერინას ,ჩემი ცხოვრების სიყვარულს !!!
კატერინა ,ჩემო კატერინა..ნეტავ ცალი თვალით შემოგახედა ეხლა ჩემს ოთახში , იატაკზე უამრავი ფურცელი გდია ,ზოგი დაკუჭული ,ზოგიც ისე ..ათასჯერ ვცადე ყველაფრის თავიდან დაწერა და ათასჯერვე მოვისროლე ..
მომენატრე კატერინა, ჩემო კატო , ჩემო სიყვარულო ,ჩემო გულო და ჩემო ყველაფერო...უშენოდ აქაურობა ნამდვილი ჯოჯოხეთია , ქუჩები დაცარიელდა ,შენი სახლი დაცარიელდა , ჩემი გული დაცარიელდა..რატომ წახვედი ,რატომ დაგვტოვე ,ტვინს ვიჭ....ტ ამაზე ფიქრით , ვერ ვხვდები ასე უცებ რა მოხდა ,რა გეტაკა..სად წახვედი,როგორ ხარ ,რას ჭამ ,რას სვავ ,ყოველ ღამე ამაზე ვფიქრობ , შემდეგ ცრემლები თავისით იწყებენ დენას , წარმოიდგენდი ოდესმე რომ მე ვტირი? ალაბათ ვერა , ვერც მე ..
გუშინ უნივერსიტეტიდან რომ მოვდიოდი გოგონას მოვკარი თვალი, შენსავით გამხდარი იყო, გრძელი შავი თმითა და მწვანე თვალებით , შენ მეგონე , ქუჩა გადავჭერი და გავეკიდე კატერინა კატერინას ძახილით, ნახევარი გზა გამარბენინა ,ბოლოს გამომხედა ,მაგრამ შენ არ იყავი, ის გოგო ჩემი კატერინა არ იყო, გული ჩამწყდა , ის იმედი რომ ჯერ კიდევ ამ ქალაქში იყავი როგორც მოვიდა ისევე გაქრა ...
ბავშვები რომ ვიყავით ,ერთად დავსეირნობდით ამ ქუჩებზში, ერთად ვთამაშობდით ,სკოლაში ერთად მივდიოდით , ხელს არ მიშვებდი ზმუდამ ჩემს გვერდით იდექი და არავის მაკარებდი....ჩვენმა მეზობელმა გივიკომ რომ ხელი გატკინა , გახსოვს როგორ დაგიცავით მე და შენმა ძმამ?, როგორ მიხდიდი მადლობას და მეხუტებოდი ,პირველად მაშინ ვიგრძენი შენს მიმართ სინაზე , მაშინ გაიელვა ჩემს გულში რაღაც ნაპერწკალმა...გახსოვს როგორ ვეჭვიანობდი შენზე და შენს თაყვამისმცემლებზე , გახსოვს როგორ ბრაზდებოდი როდესაც სხვა გოგონებთან ვმეგობრობდი, გახსოვს როგორ აგიხსენი სიყვარული?
მე ყველაფერი მახსოვს , შენთან გატარებული ყოველი წამი მახსოვს ,ყველა შენი მიმიკა ,ყველა შენი მიხრამოხრა ..ცუდად ვარ ქრისტინ , დავსნეულდი, დავავვადდი, არაფერი მშველის ,არც წამლები ,არც დალევა ,არც ხალხი ..ექიმები ვერ ხვდებიან რა მჭირს ,დიაგნოზს ვერ მისვავენ, მაგრამ მე ვიცი რაც მიშველის - შენ , მხოლოდ შენ შეგიძლია გამომაჯანმრთელო, ჩემი წამალი მხოლოდ შენ ხარ ,შენი სურნელი, შენი ჩახუტება ,შენი ღიმილი მენატრება კატერინა , შენ მომენატრე ,მჭირდები, უშენოდ ჰაერი არ მყოფნის , დაბრუნდი გთხოვ, დამიბრუნდი ....
გული მტკივა ,ძალიან მტკივა , სიკვდილამდე მტკივა ...ჰმ , მტკივა , რას ვამბობ ,მეხომ გული აღარ შემრჩა , მეხომ აღარაფერი დამრჩა ,შენ გაგატანე ყველაფერი ,მხოლოდ სხეული დამრჩა , მანეკენივით დავდივარ...
უამრავი კითხვა მიტრიალებს თაში, უამრავ ,ყველა შენზეა , შენს შესახებ , რატომ წახვედი ,რატომ ? რამოხდა ასეთი , იმ ღამეს ხომ ბედნიერი იყავი , ჩემთან რომ მოხვედი და სიყვარულს მეფიცებოდი ხომ ბედნიერი იყავი ..რატომ გაქრი ,სად გაუჩინარდი ...უნდა გავარკვიო,ყველაფერს გავარკვევ ,შენს ძებნას არ შევწყვეტ კატერინა , ყოველ წუთს ,ყოველ წამს შენს ძებნაში დავხარჯავ ,არ მოვისვენებ და მაინც გიპოვი, გიპოვი და გულში ჩაგიკრავ, ჩაგიკრავ და აღარ გაგიშვებ ,მერე ვეღარ გამექცევი ,ვეღარ წახვალ და დამტოვებ ....



ცოტა თემიდან გადავუხვე და აი თქვენ ჩემგან ერთი პატარა სასიყვარულო წერილი...



№1 სტუმარი სტუმარი shalo

male qaosi daiwyeba da ver shemacherebt

 


№2  offline წევრი teengirllove

meocnebe avadmyopi
ეს ისტორიაა გოგონავ?არ ვაპირებდი წაკითხვას მაგრამ ავტორს თვალი მოვკარი და უცებ გამხსენდა რომ ის ისტორია უკვე დაასრულე და რადგან უკვე ახალი დაიწყე შენს ერთგულ მკითხველად მიგულე

ara istoria ar aris , ubralod xasiatze ar viyavi da wera daviwye ,bolos ki es davwere ,erti patara werili,amas gagrdzeleba ar eqneba.....rac sheexeba axal istorias misi wera ukve daviwye da xval an zeg davdeb

 


№3  offline წევრი talia

ჩემი პატარა რომანტიკოსი.არ ვაპირენდი ამის წაკითხვას სანამ არ გავიგე რო შენია.სულამდე ჩაახწია ჩემი პატარა კნუტო.

მე მოგისმენ შენ

 


№4  offline წევრი teengirllove

talia
ჩემი პატარა რომანტიკოსი.არ ვაპირენდი ამის წაკითხვას სანამ არ გავიგე რო შენია.სულამდე ჩაახწია ჩემი პატარა კნუტო.

მე მოგისმენ შენ

Sayvarelo shenn ,madloba didi

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

და ეს ისტორია როგორ ვიპოვო?

სტუმარი მარიამი
და ეს ისტორია როგორ ვიპოვო?

 


№6  offline წევრი teengirllove

სტუმარი მარიამი
და ეს ისტორია როგორ ვიპოვო?

სტუმარი მარიამი
და ეს ისტორია როგორ ვიპოვო?

ar aris istoria..patara werilia ,momafiqrda da davwwre ,arc gagrdzeleba aqvs da arc tavebi

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

"კატრერინა" ამ სახელწოდებით იყო ისტორია მაგრამ ეხლა ვეღარ ვპოულობ

 


№8  offline წევრი teengirllove

სტუმარი მარიამი
"კატრერინა" ამ სახელწოდებით იყო ისტორია მაგრამ ეხლა ვეღარ ვპოულობ

სტუმარი მარიამი
"კატრერინა" ამ სახელწოდებით იყო ისტორია მაგრამ ეხლა ვეღარ ვპოულობ

კი იყო ,მაგრამ ავტორი წავიდა საიტიდან და წაიღო მემგონი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent