შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემზე უნდა დაგელაპარაკო... (თავი4)


11-02-2021, 12:04
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 101

29.01.2021

ძვირფასო ნიკ,

ნიკ, შე ყალბო! ისეთი გაბრაზებული ვარ შენზე, რომ მეგონა აღარასოდეს დაგელაპარაკებოდი... მე ხომ გთხოვე, ყოველთვის ისე გაიცინე, მე რომ ვგიჟდებოდი-მეთქი?! იმ დღეს დაგინახე, ზუსტად სამი წუთი გიყურებდი უჩუმრად და ღმერთმანი, რამდენჯერ გაიცინე იმ სამ წუთში - არცერთი ნამდვილი არ ყოფილა. გახსოვს? ჩვენი დაშორებიდან პირველ ახალ წელს, შენთვის წერილი რომ დავწერე? 29 დეკემბერი იყო, ცხადად მახსოვს. ლოგინში ვიწექი, საბანი თავზე მეფარა და ძალიან მციოდა. მთლიანი ლოგინის , ალბათ მხოლოდ მეექვსედი მეკავა, ისე ვიყავი მოხრილი. სიცივისგან სულ ვკანკალებდი და ვერ ვთბებოდი. ლოგინთან, პატარა მაგიდა მედგა და მასზე „კლოუნის თვალთახედვა“ მედო. კითხვას მოვრჩი თუ არა, კანკალმა ამიტანა. მაშინვე მოვიკეცე, საბანი გადავიფარე და გაუჩერებლად ავტირდი. ისეთივე მარტოსული ვიყავი, როგორიც ჰანს შნირი. შეუმჩნეველი, მიტოვებული, უიმედო... შენი სიცილი გამათბობდა მაშინ. გულიანად რომ გაიცინებდი, მთლიან სახეს გიკოცნიდი, ხოლმე. ნიკ, შე ყალბო! სახის კუნთები როგორ არ გტკივა ამდენი სიყალბისგან?! იმ წერილში გეუბნებოდი, საშინლად მეზიზღები-მეთქი! შენი ბრალი იყო, რომ მციოდა. შენ რას აკეთებდი იმ დროს, ნიკ? ეშმაკმა უწყის... იმასაც დაგპირდი, ამ წერილს გამოგიგზავნი-მეთქი, მაგრამ ორი წლის შემდეგ გავბედე გამოგზავნა. ნეტავ, ამ წერილებს რას ვუზამ, ნიკ? იმ წერილის მსგავსად, ამაზეც მეტყვი „გვიანი არასოდესაა, ხომ ხედავ ახლაც იგივენაირად მომადგა თვალზე ცრემლიო?“ ამის მიუხედავად, მე მაშინ მივხვდი რომ ვერაფერიც ვერ გაიგე იმ წერილიდან. ახლა სულ მთლად დაიბნევი, ნიკ... ნეტა თუ გავბედავ ოდესმე ეს წერილები გამოგიგზავნო?!
აღარ მინდა შენთან ლაპარაკი, ნიკ... ძალიან მაწყენინე იმ სამ წუთში. თავას ძალას ვატან, რომ დაგელაპარაკო. იქნებ, რამე მაქვს შენთვის სათქმელი და მაგიტომ ვერ ვანებებ თავს წერილების წერას?! არ ვიცი, არ მესმის საკუთარი თავის. ძალიან დამღალა ყველაფერმა... საკუთარმა თავმა დამღალა. რა სევდიანია ჩემი ისტორიები, ნიკ. წინა წეილებიც რა აბსურდული მეჩვენება ახლა.
ლეო, თომა, სადარა... ჩემი წარმოსახვაა ყოველივე ეს. იქნებ, სულაც არ არიან ისეთები, როგორებადაც ავღწერ?! თქვენ, კაცები ყველაფერს ისე მარტივად ამბობთ. ყველაფერი ლოგიკის ჩარჩოებში გაქვთ მოქცეული და იმის იქით, ყოველივე ღიმილისმომგვრელია თქვენთვის.

31.01.2021

შენ რატომ გელაპარაკები, ნიკ? შენ ყველაზე უაკანასკნელი ადამიანი ხარ, ვისაც უნდა ველაპარაკებოდე.

04.02.2021

ნიკ, შე ნაბი*ვარო!

08.02.2021
ძვირფასო ნიკ,

აბსურდულ ილუზიებში დავიკარგე. მე მახსოვს, როგორ მიყვარდი და ჩემივე თავთან საბოლოოდ გამოთხოვებას ვაყოვნებ ამდენი წელია... მაშინდელ მაშოსთან. მას სხვაგვარად შეეძლო სიყვარული, თითქმის იგივენაირად, როგორც ეს ლეოსთან გამომდის. მენატრება ლეო, სულ მენატრება და არ შემიძლია მის გარეშე. იცი ეს რა გრძნობაა, ნიკ? შენ ამას ვერ გაიგებ, რადგან მხოლოდ იმიტომ გყავს ვიღაც, რომ მარტო არ იყო. მარტოობის გეშინია, მე კიდე არასოდეს ვიქნები მარტო.
ღმერთმანი, ვინ მომცემს მარტო ყოფნის საშუალებას?! იცი, გუშინ მთელი ღამე სადარასთან საუბარში გავატარე. „არასოდეს დავუშვებ რომ ვინმემ წამართვას შენი თავი, ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევო“ - ზუსტად ასე მითხრა, ნიკ. ზუსტ ციტირებას ვაკეთებ. გაგეცინა, ხომ? მეც გამეცინებოდა, სადარას რომ არ ვიცნობდე. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მას არც ჩემთან ყოფნა შეუძლია და არც ჩემს გარეშე. იცი, რამდენჯერ დამპირდა, აღარასოდეს გამოვჩნდებიო? მისი მაქსიმუმი ზუსტად სამი თვე იყო, სამი თვე მართლაც არ გამოჩენილა. იცი რატომ? დაიჭირეს და სამი თვე ციხეში მოუწია გამოკეტვა. ტელევიზიით გააშუქეს, ჯგუფურ თავდასხმაში ამომავალი ვარსკვლავივით, ყველაზე აქტიურად იღებდა მონაწილეობას. სადარასგან ნამდვილად ყველაფერია მოსალოდნელი. ვიცი, ზუსტად ვიცი რომ არასოდეს დამანებებს თავს. ტყიდან გამოქცეულ ნადირს ჰგავს. მიმტკიცებს, „სიყვარული ერთხელ მოდის და სულით ხორცამდე ჩემი უნდა იყოო.“ მასთან ყოფნისას, სულ მგონია რომ ბეწვის ხიდს გავდივარ, წონასწორობას ვინარჩუნებ, მაგრამ არ ვიცი რა დროს მიმტყუნებს.
სადარა ერთადერთი ბიჭია, რომელმაც დანახვისთანავე შემიპყრო. ყველაფერი გავაკეთე რომ მისი ყურადღება მიმექცია. მსგავსად ტორეადორისა, წითელ დროშას რომ უფრიალებს ხარს. ჩემი გავიტანე და მივიქციე ყურადღება. ეს სამუდამოა, მისგან თავს ვეღარ დავაღწევ ასე მგონია. მას უბრალოდ საზღვრები არ აქვს, ყველაფერს გადაუვლის და არავის დაინდობს. ლეო ასეთი არ არის. ლეოს უყვარს აღმაფრენაში, სილამაზეში, სიმდიდრეში და ფუფუნებაში და სწორედ ასეთად წარმოვუდგენივარ მეც და ჩვენი მომავალი ცხოვრებაც. სადარას კი, უყვარს ქაოსში, უსაზღვროობაში, ბეწვის ხიდზე, კრიზისში, წინააღმდეგობაში, სიგიჟეში, ღრუბლებში და ქვესკნელშიც კი.

იცი, რას ვფიქრობ ხოლმე?... სიცოცხლის უკანასკნელი თვე რომ მქონდეს დარჩენილი, სადარასთან გავატარებდი. მისი მოქმედებები, არ შეშვენის ცივილიზაციაში ნაშობ წესებს და ამიტომ მე ვერასოდეს ვიქნები მასთან ამ სამყაროში. მხოლოდ მაშინ შევძლებ მასთან ყოფნას, თუკი ამ სამყაროს ნაწილი აღარ ვიქნები. ხვდები, რას ვამბობ, ნიკ? გესმის ჩემი? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, გესმის თუ არა?
თომას შეყვარებული ჰყავს. რამოდენიმე დღეა, რაც ვიცი. თავად მითხრა და თან ყოველ წამს იმას მეკითხება, ვიეჭვიანე თუ არა? საშინლად მაღიზიანებს. მგონი, შეყვარებულიც იმიტომ გაიჩინა რომ მე ვიეჭვიანო?! რა ეგოისტი ვარ, თავი ვინ მგონია? მაგრამ ასეა, ის უფრო ანაღვლებს მე რას ვგრძნობ, ვიდრე ის რას გრძნობს იმ გოგოს მიმართ?!
ღმერთმანი, რა მარაზმია ყოველივე ეს... გული არ გერევა, ნიკ? რა ლამაზად ავღწერ მთელ ამ აბსურდს...
ლეო მენატრება. ლეო ყველაზე ნამდვილია მთელს ამ ამბავში, რეალობა ის არის, თუმცა ჩემს ირგვლივ მყოფნი ყველაზე არარეალურად მიიჩნევენ ჩემი და ლეოს ურთიერთობას. მითხარი, როგორ უნდა მოსწონდეს დედას თომა, როცა ასეთი საცოდავია?! თომა როგორ შეძლებს ჩემს გაბედნიერებას, მაშინ როცა წამდაუწუმ ჩემს გრძნობებზე მეკითხება, თუ რა ვიგრძენი მაშინ როცა გავიგე, რომ ვიღაც ჰყავს?! გინდა გითხრა, რა ვიფიქრე, ნიკ? ასეთ კაცთან როგორ *იმაობს ეს გოგო-მეთქი. იდეალურად არ შეეფერებიან ერთმანეთს. გოგონას სხეულის ფორმები, საერთოდ არაფერ შუაში არ არის თომას ფორმებთან და პირიქით. ეს რომ ნახატი ყოფილიყო, ტილოსა და ნახატის ზომის ყველაზე უპროპორციო გადმოცემა იქნებოდა უნიჭო მხატვრის მიერ. ფიქრობ, რომ აგრესიული ვარ? ფიქრობ, რომ ვეჭვიანობ? არა! ნეტავ იცოდე, როგორ მირევს გულს ყოველივე ეს. ნეტავ იცოდე, როგორ მერევა გული, როცა ჩემს თავაზიანობას და იმას, რომ ყოველთვის ვცდილობ ადამიანს თავი კარგად ვაგრძნობინო, პირდაპირ ეგოს უმიზნებენ და იმდენად იჯერებენ, თითქოს მათზე მშვენიერი ამ ქვეყნად არაფერი იყოს.
თომასთან, ემოციური კრიზისების დროს, როცა უიმედობა იპყრობდა, ყოველთვის დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ თავი ძველებურად ყოვლისშემძლედ ეგრძნო. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ მას ამის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება. მყესების ნაცვლად სიამაყე აქვს და ის ეხმარება სიარულში. ის კი, ერთ დღესაც მომიბრუნდა და გაბედა ეთქვა ჩემთვის, რომ მასზე ვეჭვიანობ. რა სიმდაბლეა, ნიკ. მე ის ყოველთვის ისე მიყვარდა, როგორც მეგობარი და ვერასოდეს ვიტანდი მის მზერას, როცა მასში საკუთარ თავს ვხედავდი, როგორც ქალს. მან კი, გაბედა ჩემთვის ეჭვიანობა დაებრალებინა და ამ დონემდე დამიყვანა. ყოველი ჩემი სიტყვა, სითბო, მეგობრობა სადღაც გადაისროლა და საბოლოოდ ამიცრუვდა გული მასზე. მაინც ვერ ვხდები, რატომ გამიტყდა ძილი, ამ ამბის გაგებიდან შემდეგი რამოდენიმე დღე?! შენც თუ ჩათვლი, რომ ვეჭვიანობ, მაშინ სანაგვეში მოისროლე ეს წერილები, რადგან სულ ტყუილად მომდომებია შენთან დალაპარაკება.
იცი, რა გამახსენდა, ნიკ? მამა ახალი გარდაცვლილი იყო და გული საშინლად მქონდა დამძიმებული. ღამის თორმეტი სრულდებოდა და უცებ, ნაღვლიანად ვთქვი, ძაღლი მინდა-მეთქი. დილით, რომ გავიღვიძე ჩემს თავთან იდექი, ხელში პატარა გაბურძგნული ძაღლი გეჭირა-ჩინური ქოჩორა. როგორ გამაბედნიერე მაშინ, ნიკ. საოცარი ვინმე ხარ, არ გაპატიებ თუ მაგ ქალთანაც ასეთივე ხარ. არ გაპატიებ, თუ მაგ ქალთანაც იგივენაირად იცინი, მე რომ ვგიჟდებოდი. მაინც, როგორი სიცილი გაქვს, ნიკ. ახლა აღარ მინდა მაგ სიცილის მოსმენა, მისი ადგილი ჩემს მოგონებებშია მხოლოდ და მაგიტომაც აღარ ვარ გაბრაზებული შენზე და გპატიობ იმ სამ წუთს. ასე მხოლოდ ჩემთან იცინოდი, ეს ასეც უნდა იყოს.
მგონი, მე ვარ ყველაფრის თავი და თავი, ნიკ. ლეოც ზუსტად შენნაირად იცინის, ზუსტად ზუსტად ზუსტად იგივენაირად, მე რომ ვგიჟდები. რატომ ჰგავხართ ასე ძალიან ერთმანეთს? ვინ მინდა და რა მინდა, ნიკ? მითხარი, ვისთან მიმიყვანს ყოველივე ეს...
ბოლომდე გულწრფელი არ ვიყავი, ნიკ. მგონი, მე ყველაზე მეტად მეშინია მარტო დარჩენის. იქნებ, ამიტომაც არ ვუშვებ საბოლოოდ არავის?! იცი, რომ თომასთან თავი მოვიკატუნე?! სპეციალურად, ავღელდი რომ ეფიქრა, თითქოს ვიეჭვიანე.
სადარას ბევრი მცდელობის მერე, მაინც ვპასუხობ. უხეშად, მაგრამ მისთვის ეს არ არის მთავარი. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას ვეტყვი. მთავარია რომ ვეუბნები რამეს.
ლეოს ყველაზე მეტად ვებღაუჭები, რადგან ის გიჟდება ჩემზე. მე კიდევ ჩემს თავზე ვგიჟდები, როცა მის გვერდით ვარ. საოცარი ნიჭი აქვს, თავი სრულყოფილად გაგრძნობინოს და ის მხოლოდ ჩემია. ლეო მხოლოდ ჩემია, მე მეკუთვნის მისი ეს თვისებები. ის ჩემი გვირგვინია, გვირგვინის გარეშე კი დედოფალი ვერ იქნები. შენც კი ვერ მადედოფლებდი ისე, როგორც ეს ლეოს გამოსდის. იცი რატომ, ნიკ? შენთვის ყველანაირი მაშო დასაშვები იყო, ყველანაირზე გიჟდებოდი. ლეო კი არასოდეს მომცემს საშუალებას დავეცე, მაშინვე მაფხიზლებს და მახსენებს, ვინ ვარ!
გადავწყვიტე, რომ წერილები აღარ მოგწერო, ნიკ. რაც შენთან დავიწყე საუბარი, სულ ავირიე. ასე მგონია, ლეოს ვღალატობ.
წინა წერილები, ოთხი დღის წინ გამოგიგზავნე და ამ დილით, ფოსტიდან შენგანაც მივიღე წერილი. ახლა გვერდით მიდევს და არ ვხსნი. არ ვიცი, ვარ თუ არა მზად შენს მოსასმენად. მეშინია, ნიკ... ძალიან მეშინია...
მშვიდობით.

მაშო[right][/right]





№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

როგორ მიხარია შენი დაბრუნება და როგორ მიყვარს შენი წერის სტილი.
როგორც ყოველთვის შენი პერსონაჟები ვერ იქნებიან ჩვეულებრივი ადამიანები, უფრო ღრმა და რთული გაგების არიან.

მაშოც არის თავი თავზე ძალიან შეყვარებული ეგოისტი გოგო, რომელსაც სურს ალბათ მის ირგვლივ ბრუნავდეს სამყარო :დდ
მგონი ნიკის პასუხები იქნება მომდევნო თავში. ნიკის თვალით სანახული მაშო საინტერესოა, რატომ დაშორდნენ, მიზეზი რა იყო?
გელოდები დიდი ინტერესით და იმედია წინა ისტორიის მსგავსად არ შეწყვეტ

 


№2  offline მოდერი MoonDaughter

სტუმარი ქეთა
როგორ მიხარია შენი დაბრუნება და როგორ მიყვარს შენი წერის სტილი.
როგორც ყოველთვის შენი პერსონაჟები ვერ იქნებიან ჩვეულებრივი ადამიანები, უფრო ღრმა და რთული გაგების არიან.

მაშოც არის თავი თავზე ძალიან შეყვარებული ეგოისტი გოგო, რომელსაც სურს ალბათ მის ირგვლივ ბრუნავდეს სამყარო :დდ
მგონი ნიკის პასუხები იქნება მომდევნო თავში. ნიკის თვალით სანახული მაშო საინტერესოა, რატომ დაშორდნენ, მიზეზი რა იყო?
გელოდები დიდი ინტერესით და იმედია წინა ისტორიის მსგავსად არ შეწყვეტ

ქეთა, ჩემო საყვარელო. გიცანი და კარგად მახსოვს შენი კომენტარები "იოზე". ძალიან გამიხარდა შენი სიტყვები <3 დიახ, მომდევნო თავში ნიკის წერილს წავიკითხავთ <3 უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის და სტიმულისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent