შემიყვარებ! 3 თავი
მარიანა ძალიან დაძაბული და აღელვებული იყო ალექსანდრეს ასეთი სიახლოვით, ცდილობდა, რომ მაქსიმალურად შეენარჩუნებინა სიმშვიდე, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა და ნელ-ნელა მაინც უჩქარდებოდა გულისცემა და ერეოდა სუნთქვა -ძალიან ლამაზი ხარ-მოულოდნელად დაუჩურჩულა ალექსანდრემ ზედ ტუჩებთან და მარიანა თვალებში ჩააცქერდა მომღიმარ ბიჭს -მადლობა-უთხრა კარგახნის სიჩუმის მერე და მზერა აარიდა Მის დანისლულ სფეროებს, თავი სულ ოდნავ გვერდზე მიატრიალა, რომ მისი სახე აღარ დაენახა, რადგან ვერ უძლებდა მის დაჟინებულ და გამომწვევ მზერას, მოულოდნელად საფეთქელზე იგრძნო ალექსანდრეს შეხება და მაშინვე გააჟრჟოლა, უცნაურმა გიჟურმა გრძნობამ დაურბინა მთელს სხეულში და იგრძნო როგორ აუჩქარდა პულსაცია, ალექსანდრე სულ, სულ ოდნავ ეხებოდა ცხვირის წვერით მის კანს, მაგრამ ეს საკმარისი იყო მისთვისაც რომ რაღაც სასიამოვნო და გიჟური განეცადა, მარიანამ ვეღარ აიტანა მისი შეხება, ცხელი სუნთქვა სახეზე და თავი ოდნავ უკან გასწია და თვალებში ჩააცქერდა ისევ, ალექსანდრე იკვლავ მომღიმარი სახით უყურებდა, ისე თითქოს არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებდა, მარიანას უარესი დაემართა როცა ბიჭმა მისი წელიდან ხელები ოდნავ ზევით ააცურა და მის შიშველ ზურგს შეეხო თან ისე რომ თვალი არ მოუშორებია მისი ზღვისფერი ჩამუქებული სფეეოებისთვის, გოგონას მაშინვე ჟრუანტელმა დაურბინა მთელს სხეულში და საშინლად დაიძაბა, ხელები მღევარებისგან ოდნავ აუთრთოლდა კიდეც, მაგრამ მიიღო მისი გამოწვევა და განზრახ ჯიუტად გაუსწორა მზერა მის დანისლულ სფეროებს, ასე ჯიუტად იდგნენე ძალიან დიდი ხანი და არცერთი არ არიდებდა თვალს მეორეს, ბოლოს ისევ მარიანა აარიდა მზერა და ხელები მის მკერდს მიაბჯინა -სუფთა ჰაერზე უნდა გავიდე-ეგონა თავს მოერეოდა და მშვიდად ეტყოდა მაგრამ იმდენად იყო აღელვებული რომ არამარტო სხეულს, ხმასაც კი ვეღარ იმორჩილებდა, ალექსანდრემ მაშინვე ხელი გაუშვა და თვალი გააყოლა გასასვლელისაკენ მიმავალ გოგონას -აქ რა ხდება?-გიორგი მიუახლოვდა სიცილით და ყურში ჩასჩურჩულა ბლუყუნით -შენ და ცეკვა?! ვერ ვიჯერებ -გავალ მოვწევ-უთხრა ალექსმა არეული ხმით გიორგის და გარეთ გავარდა , თან თვალებით მარიანას ძებნა დაიწყო ეზოში, რომელიც მალევე შეამჩნია შადრევანთან მდგომი, ჯერ მისვლა დააპირა, მერე გადაიფიქრა ამიტომ მასთნ შორია-ახლოს დადგა და სიგარეტს მოუკიდა, ისე ეწეოდა რომ მარიანას თვალს არ აშორებდა, გოგონამ თითქოს იგრძნო დაჟინებული მზერა და მისკენ მიტრიალდა მოულოდნელად, ალექსანდრე დაიბნა, თითქოს დანაშაულში გამოიჭირესო, მარიანას კი ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში და ახლა თავად Მიაჩერდა დაჟინებით, ალექსანდრე თავს მოერია და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა -ცივა, შიგნით შედი გაცივდები-დაიწყო ლაპარაკი არეული ხმით თან მის თვალებს გაექცა -არ მცივა-გაეღიმა მარიანას და მის ათრთოლებულ ხელს გაუშტერა მზერა რომელშიც სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი ეჭირა ალექსს -ერთხელ მეც მოვწიე-თქვა კარგახნის სიჩუმის მერე მარიანამ და გაოცებულიმა ბიჭმა შადრევნიდან მზერა მასზე გადაიტანა -მერე?-გაეღმა ალექს -სურვილი აღარასდროს გამჩენია მომეწია-უთხრა მშვიდი ტონით -კარგია, აი მე კი მაგრად გამისწორდა -ახლა?-ინტერესით ჰკითხა გოგონამ -ახლა ხან მისწორდება... ხან არა... -ჩვევაა... -ჰო უფრო მიჩვევაა ვიდრე სიყვარული-გაეცინა ალექს -სისულელეა გიყვარდეს ის რაც გვნებს... ასე არააა?- ჰკითხა მომღიმარი სახით და მის თვალებს უკვე მეორეთ გაექცა -ასეა-დაეთანხმა გოგონა და მაშინვე გაუქრა ღიმილი სახიდან რადგან მათ შორის ლევანი ჩადგა მოულოდნელად, სახით მარიანასკენ და სრულიად დააიგნორა ალექსი -გეძებდი-უთხრა არეული ხმით -თავი დამანებე-უთხრა მშვიდი ტონით გოგონამ და მიტრიალდა რომ წასულიყო მაგრამ ლევანმა ისევ მაჯაში ჩაავლო ხელი და თავისკენ მიატრიალა -ხელი გაუშვი-დაუღრინა ალექსანდრემ და წინ წადგან ნაბიჯი ისე რომ მარიანას და ლევანს შორის მოექცა, თან სიგარეტის ნამწვი მოისროლა და ამღვრეული თვალებით ჩააცქერდა ბიჭს ჩაწითლებულ თვალებში, რომლიდანაც ვეღარ იყურებოდა სასმლისგან გაბრუებული -რომ არ გაუშვა რა მოხდება?-თქვა და უფრო მეტად მოუჭირა მარიანას წვრილ მაჯას ხელი, ალექსანდრემ დაიხედა და ზუსტად იმ ადგილას იდგა სადაც ლევან გოგონას მაჯა ჰქონდა დაჭერილი, ტვინში სისხლმა აასხა როცა მისი დაწითლებული მაჯა დაინახა -შე ნაბიჭვ.რო-დაიყვირა მოულოდნელად და თავი თავი ჩაარტყა სახეში, ტკივილისგან გაგიჟებულმა ლევანმა მარიანას ხელი გაუშვა მომენტალურად და ცხვირზე წაივლო ხელი, მის ყვირილზე მოცვივდნენ მისი მეგობრები და გარს შემოეხვივნენ -ცხვირი გამიტეხაა-ყვიროდა ლევანი და ფეხზე დგომას ძლივს ახერხებდა ისე კილაკნებოდა ტკივილისგან გამწარებული, მარიანა შიგნით შევარდა ჩანთას ტელეფონს და ჩანთას წამოავლო ხელი და ეზოში გამოვარდა, ანა და გიორგი გამოეკიდნენ -რა მოხდა? სად მიდიხარ? რამ გადაგრია-გაოგნებული ანა მის შეჩერებას ცდილობდა მაგრამ მარიანა გიჟივით მიდიოდა წინ -ჰეი დაწყნარდი-გიორგი წინ გადაეღობა და შეაჩერა როგორც იქნა -გამატარე -დამშვიდდი ძალიან გთხოვ-სთხოვა გიორგიმ -რა მოხდა ?-ჰკითხა დაძაბული ტონით ანამ -მინდა რომ ორივემ თავი დამანებოთ-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში მარიანას -არ მინდოდა ასე გამოსულიყო-ზურგს უკან მოესმა ალექსანდრეს ჩავარდნილი ხმა თვალცრემლიან გოგონას და გაბრაზებული მარიანა მაშინვე მისკენ შეტრიალდა -ღმერთო...შენ მას ცხვირი გაუტეხე-უთხრა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ -Დაიმსახურა -არ გატყდა ალექსანდრე -რაა?-ჩაერია ამ მძიმე საუბარში ანა და სიცილი აუტყდა -ლევანს ცხვირი გაუტეხე? -მიხვდა ვინც დაიმსახურებდა ასეთ სასჯელს და უფრო გიჟივით გაეცინა -ეგ ს.რი კიოდა წეღან?-გიორგისაც გიჟივით ეცინებოდა -გეყოფათ-გაბრაზდა მარიანნა-სულ არაა სასაცილო ეგ -კარგი გიქნია უარესის ღირისია ეგ-ანა ვეღარ მშვიდდებოდ და გიჟივით იცინოდა -ჰო Მეტის ღირსია ეგ ქათამი-თქვა გიორგიმ და იმდენი იცინეს ანამ და მან რომ ბეღარ სულიერდებოდნენ -ღმერთო რა არანორმალურები ხართ-გაეღიმა მარიანას მათ სიცილზე და მალევე ისევ შუბლი შეკრა -მოკლეთ მე სახლში მივდივარ-თქვა მოულოდნელად და გარეთ გავარდა -მოიცადე სად მიდიხარ ერთი-გაეკიდა გიორგი -რა დროს წასვლაა -აუ კაი რა-აბუზღუნდა ანა -რა დროს წასვლაა? მაგ ს.რის გამო მიმათრევ სახლში ? ძლივს გვეღირსა სახლიდან გამოსვლა დედას და მამას გარეშე -სახლში არ მიგათრევ დაწყნარდი-გაბრაზდა მარიანა - თქვენი წამოსვლა არ მჭირდება, ტაქსით წავალ... მარტო ყოფნა და დამშვიდება მინდა ახლა -ტაქსით გაგაშვებთ გგონია? თან მარტოს?-ჯერ გაბრაზდა მერე კი გაეცინა გიორგის -არავითარ შემთხვევაში -თავი დამანებეთ ორივემ-ჯერ გიორგის შეხედა გაცეცხლებული თვალებᲘთ მერე ანას -შემეშვით, წადით და გაერთეთ, მარტო ყოფნა მინდა... ასე ძნელია ამის გაგება -მე აქ გავერთო მაშინ, როცა ვიცი, რომ შენ დამჟავებული ხასიათით სახლში უნდა წახვიდე? რავითარ შემთხვევაში -ვაიმე თავი დამანებეთ ძალიან გთხოვ მარტო ყოფნა მჭირდება, თქვენ უარესად მომიშლით ნერვებს, ვიცი... ტაქსით წავალ, ნუ ღელავთ არაფერი მომივა -ტაქსით ვერ წახვალ-ჩაერია ლაპარაკში ალექსანდრე -მე წაგიყვან! -არ მჭირდება შენი წაყვანა-უთხრა გაბუტული ტონით მარიანამ -აირჩიე ან ყველა ერთად ტაქსით წავალთ ან ალექსი წაგიყვანს სახლში-თვალებში ჩააცქერდა ანა დას და წარბი აწკიპა, მერე ალექს გახედა და მომღიმარი სახით თვალი ჩაუკრა -ასე რატომ იქცევით?-გაიბუტა მარიანა -ნუ გეშინია რა მოგიტაცებს-უთხრა სიცილით გიორგიმ -იცის ამისავით ქაჯი რომ ხარ-ანაზე მიუთითა და მკლავზე რომ უჩქმიტეს დებმა ერთდროულად, აყვირდა საცოდავად , ალექსანრემ მანქანა დაქოქა და მათთან ახლოს მიაყენა, მოთმინება დაკარგული ელოდა მარიანა ჩაჯდებოდა თუ არა და ადგილიდან, რომ არ იძვროდა გოგონა გაღიზიანებული მიაჩერდა იქვე მდგომ სამეულს -მიდი ახლა ნუ ქაჯობ- კარი გაუღო გიორგიმ, მარიანა გაბრაზებული სახით მიაჩერდა მას და თვალები დაუბრიალა, შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა, გიორგიმ ნაზად მიკეტა კარი, ალექსმაც მაშინვე გაზს მიაჭირა და მანქანა საბურავების Ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა, ხმას არცერთი არ იღებდა კარგა ხანს, ბოლოს ისევ ალექსმა დაარღვია უხერხული სიჩუმე -მართლა არ მინდოდა ასე რომ მომხდარიყო -მაგრამ მოხდა-უთხრა მარიანამ და მისკენ მიიხედა სულ ერთი წამით -შენი მაჯა რომ დავინახე თავი ვერ შევიკავე-ალექსი ცდილობდა გაბუტული გოგონასთვის აეხსნა თავისი გაგიჟების მიზეზი -ალექსანდრე-თქვა მარიანამ პირველად მისი სახელი და გაოცებულიმა ბიჭმა მაშინვე მისკენ მიიხედა, გოგონამ ვერ დააიგნორა მისი მზერა და თავადაც მისკენ მიიხედა, მათი თვალები ერთმანეთს შეეფეთა და ორივე აშკარად დააბნია ამ გამოხედვამ, ამიტომ მაშინვე მოწყვიტეს ერთმანეთს მზერ და საქარე მინას გაუშტერსეს თვალი -ეს უ რალოდ საშინელება იყო... შეიძლება დაიმსაზურა კიდეც ასე მოქცევა მაგრამ... -მარიანა-ალექსმაც პირველად მიმართა სახელით გოგონას და მისკენ მიიხედა, შემდეგ მზერა მის მაჯაზე გადაიტანა და მოულოდნელად ხელი წაავლო ნატკენ მაჯაზე, ხელი ფრთხილად ააწევინა და თან მანქანა გადააყენა გააჩერა და მარიანას მიაჩერდა რომელიც აშკარად დააბნია მისმა ამგვარმა ქცევამ, ამიტომ დაბნეულმა ჯერ მის ხელს გაუშტერა მზერა შემდეგ მის დანისლულ თვალებს -ამას ვერავის ვერასოდეს ვაპატიებ!-ჯერ ისევ ნატკენ დაწითლებულ მაჯაზე მოუთითა გოგონას -არცერთ კაცს არ აქვს უფლება რომ ქალს ძალით შეეხოს! მითუმეტეს ტკივილი მიაყენოს! -უთხრა არეული ხმით და მარიანამ მის თვალებში საშინელი სევდა და ტკივილი დაინახა, ალექსანდრემ ხელი გაუშვა მის მაჯას და საქარე მინას მიაშტერდა -ვიცი რომ შეგაშინე...-თქვა კარგახნის სიჩუმის მერე -ვიცი რომ დაგაბნიე, მაგრამ თავი ვერ შევიკავე... -გასაგებია-უთხრა მშვიდი ტონით და მზერა აარიდა მის პროფილს -ანუ შემირიგდები?-გახედა მომღიმარი სახით მარიანას რომელმაც თავი ვერ შეიკავა გაეცინᲐ -შენთვის ასეთი მნიშვნელოვანია ეს?-ჰკითხა გამომწვევი ტონით და კარგა ხნის მერე გახედა ამღვრეული თვალებით ბიჭს -კი ძალიან მნიშვნელოვანიᲐ-უთხრა გულწრფელად -რატო?-აღელდა მარიანა -არ მინდა ჩემი გეშინოდეს-უთხრა გულწრფელას -მხოლოდ ამიტომ?-აშკარად იმედები გაუცრუვდა გოგონას -სხვა მიზეზიც გინდა რომ იყოს?-იმდენად დაჟინებით ჩააცქერდა ალექსამდრე თვალებში გოგონას რომ მარიანამ ვერ გაუძლო მის მზერას და კვლავ საქარე მინას გაუშტერა თვალი -თუ ეს დაგაᲛშვიდებს გეტყვი რომ შენი არ მეშინია, უბრალოდ საშინლად გავბრაზდი...-უთხრა კარგა ხნის სიჩუმის მერე, თან ისე, რომ მისკენ არ გაუხედია -ისევ გამებუტე-უთხრა დანანებით ბიჭმა -ასე არაა-მაშინვე მისკენ მიიხედა გაბრაზებული სახით მარიანამ მის დასარწმუნებლად -გაბრაზებაც ძალიან გიხდება-გაუღიმა ლაექსმა და მის ღიმილზე მარინასაც გაეცინა -ასეთი ბანალური კომპლიმენტებით კიდევ იკერებინ გოგოები?-ჰკითხა მოულოდნელად და აშკარად დააბნია ბიჭი -გგონია შენს შებმას ვცდილობ?-ისეთი გაოცებული ტონით ჰკითხა ალექსანდრემ რომ მარიანა სულ არია -სახᲚში წამიყვანე-უთხრა მარიანამ და მზერა მისიდან ისევ საქარე მინაზე გადაიტანა -ისევ გამებუტე?-ჰკითხა ალექსმა -იცოდე გადავალ-შაანათა ზღვისფერო თვალები გოგონამ და ალექსმაც მაშინვე მანქანა დაქოქა. მარიანა იმდენად არია ამდენმა ემოციამ რომ სახლში წასვლა ყვაზე ნაკლებად უნდოდა ახლა ამიტომ დედას დაურეკა -დე წვეულებიდან წამოვედი, ძაან მოსაწყენი იყო და შეიძლება ამაღამ მარიამთან დავრჩე?-ჰკითხა ხვეწნით -მარიამი! მარიამი!-აფეთქდა სოფო- სახლში მოდი -დედა გთხოვ მარიამთან დავრჩები -მარიანა სახლში მოდი!-უყვირა ქალმა -რა ხდება?-გეგამ წაგლიჯა ცოლს ტელეფონი -მამა გთხო რა იქნება ერთი ღამე მარიამთან დავრჩე? -დალიე?-ჰკითხა კაცმა გაღიზიᲜებული ტონით -ღმერთო დევა რა შუაა? უბრალოდ მინდა მასთან დავრჩე -სახლში მოდი!-უბრაძანა კაცმა და სანამ რამეს იტყოდა მარიანა გაუთიშა, გოგონას უმალ ცრემლები მოეძალა -თუ შეიძლება გააჩერე-უთხრა ალექს რომ მისი ცრემლები არ დაენახა ბიჭს, მანაც მაშინვე გადააყენა მანქანა, მარიანა გავიდა და მაშინვე გადმოსცვივდა ცრემლები, ალექსანდრე მანქანას მიეყრდნო ზურგით და მარიანას მიაჩერდა, თან სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად გააბოლა, ძალიან ეცადა თავის ხელში აყვანას მაგრამ ვერაფრით მოახერხა რომ თვალი მოეწყვიტა მისი სხეულისთვის, მზერა ჯერ მის თმაზე მიეყინა რომლსაც ცივი ქარი უწეწავდა, შემდეგ დანისლული ნაცრისფერი სფეროები მის შიშველ ზურგზე მიეყინა, მიხვდა ცუდად რომ იქცეოდა და მზერა Არიდა მის უზადო სხეულს, მაგრამ თმა... მისი თმა მაინც თვალს სტაცებდა, უნებურად კი ამღვრეული თვალები კვლავ მის ზურგს მიეყინა, შემდეგ კი ფეხებს, ბოლოს გაბრაზებულმა მზერა საკუთარ ფეხსაცმელს გაუშტერა და ცოცხალი თავით არ სწევდა მაღლა თავს... ასე იდგა იქამდე სანამ მეორე ღერს არ მოუკიდა, მარიანა კი ფიქრებში წასული ერთ წარტილს მიშტერებოდა და ვერც გრძნობდა რომ სიცივისგან სულ კანკალებდა, გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა სითბო იგრძნო ზურგზე, ჯერ დაიბნა მერე თითქოს გონს მოვიდა -მადლობა-თქვა უმისამართოდ და ალექსის მოსაცმელი ჩაიცვა და ელვა შესაკრავი ბოლომზე შეკრა, როცა ის მის გვერდზე დადგა მაინც არ გაუხედია მისკენ, ისე იყო არეული რომ თავი არ ჰქონდა ახლა მის თვალებს და გამოხედვას გამკლავებოდა, როცა ქარმა ალექს სახეში შეაყარა მისი აწეწილი თმა, ვეღარ მოითმინა და მისკენ მიიხედა, მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა და ორივეს გაეღიმა, მარიანამ მაშინვე უკან გადაიყარა თმა , მაგრამ სახეზე ჩამოეყარა ისევ ოქროსფერი თმა და მიტრიალდა -წავიდეთ-უთხრა ზურგს უკან მდგომ ბიჭს რომელსაც ძალიან დაენანა ეს წუთები... მარიანას ეგონა რომ დაᲛსვიდდა მაგრამ სინამდვილეში უარესი დაემართა მანქანაში -თუ გინდა...-დაიწყო ალექსანდრემ და მისკენ გააპარა თვალი -შემიძლია სადმე მშვიდ ადგილას წაგიყვანო... -მინდა-დაუᲤიქრებლად უთხრა მარიანამ ისე რომ მისკენ არ გაუხედია. სოფი დივანზე იჯდა და სიგარესტს ნერვიულად აბოლებდა -კაი ნუ გიჟდები-გეგა მივიდა დივამზე დაწვა და კალთაში ჩაუდო თავი გაცეცხლებულ ცოლს -ვერ ვხვდები რას აკეთებს ეს გოგო იმისთანას რომ ჩემს შვილებს სულ მასთან ყოფნა უნდათ -დაა და უყვართ ... რაა ამაში გასაკვირი?-ახედა გეგამ ცოლს -ჩემს წინააღმეგ განაწყობს -რას ბოდავ-გაბრაზდა გეგა-მარიამს უყვარს ანაც და მარიანაც, ისეთს არაფერს გააკეთებს და არ ეტყვის მათ რომ თავგზა აუბნიოს -მას მე ვძულვარ-შეეწინააღმდეგა სოფო ქმარს -შენც სძულხარ და მეც, მაგრამ დები არ სძულს -კაი რა, მას ორივე ვეზიზღებით, როგორ შეიძლება ჩვენი შვილები უყვარდეს? -ჩვენ მას ტკივილი მივაყენეთ... ანამ და მარიანამ რა დააშავეს? მათ ხომ მისთვის არაფერი დაუშავებიათ ? ამას აცნობიერებს და ამიტომაც შეიყვარა დები ასე ძლიერ მარიამმა -კაი რა-დაიჯღანა სოფო -მას დები არ უყვარს -სოფი გეყოფა ეს უაზრო ეჭვიანობა, ბავშვებს ნუ უშლი დასთან ურთიერთობას -არ მინდა რომ თავისო ტკივილი თავს მოახვიოს გოგოებს, არ მინდ აშვილებმა შეგვიძულონ -ჰო ისე კი ვიმსახურებთ ამას... -უთხარ გეგამ და დივანზე წამიჯდა და მაგიდაზე დადებულ სიგარეტის კოლოფს დაწვდა - მთელი სამი წელი ვღალატობდი მაიას, ვატყუებდი და ბოლოს მაშინ მივატოვე საბოლოოდ როცა სამი თვის ორსული იყავი... -რა დავაშავეთ? ერთმანეთი შეგვიყვარდა...უბრალოდ შეგვიყვარდა... შენ მათ ბინა დაუტოვე და წამოხვედი... ახლა იმ ბინაში არ ცხოვრობს მარიამი? დედამისიც გათხოვდა და ახალი ოჯახი შექმნა-მხრები აიჩეჩა -მე მათ ცუდად მოვექეცი...-თქვა გეგამ და ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს -ახლაც მახსოვს მარიამის თვალები როცა ბარგს ვალაგებდი და მოვდიოდი -შენ ის არ მიგიტოვებია-შეეწინააღმდეგა სოფო ქმარს -ჰო მაგრამ სათანადო მამაობაც ვერ გავუწიე... ბევრჯერ ვატკინე-თქვა გეგამ და ცოლს მიაჩერდა -ვერც ტყუპებს უწევ სათამადო მამობას სამსახურს და კარიერას გადაყევი მაგრამ ამის გამო არავინ გდებს ბრალს... არც მარიამმა უნდა დაგადანაშაულოს -იქნებ ისიც მითხრა რომ სათანადო ქმრობას ვერ გიწევ?-გეგამ სახე მიოახლოვა ცოლს და თვალებში ჩააცქერდა -ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი-გაეცინა სოფის და კალთაში ჩაუჯდა ქმარს -მაგიჟებ-უთხრა გეგამ მომღიმარი სახით -ვიცი რომ გაგიჟებ-უთხრა სოფიმ თავდაჯერებულად და ქმრის ტუჩებს მიწვდა. მარიამი აივანზე იჯდა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა, თან სიგარეტს ნერვიულად აბოლებდა, ტელეფონის ხმამ შეაკრთო და მაშინვე უპასუხა -ანა როგორც იქნა სად ჯანდაბაში გაქვთ დებს ტელეფონი? -აუ ვერ გავიგე რომ მირეკავდი-უთხრა სიცილით დას -მარიამ მიყვარხარ-ჩაყვირა გიორგიმ და თან ტელეფონი წაართავ ანას -შენ მგონი ჯობია მეტი აღარ დალიო-გაეცინა მისი ხმის გაგონებაზე მარიამს -აუ კაი რა... დღეს გვაქს დალევის უფლება მარტო და როგორ არ დავლიო?-გაეცინა გიორგის -ორი გოგო გყავს ჩაბარებული და მაგ პონტში გეუბნები-თავი იმართლა მარიამმა -ორი აღარ-უთხრა გიორგიმ -მარიანა ლევანის პონტში წავიდა, ალექსმა წაიყვანა -ვიცოდი რომ გაიბუტებოდა-გაეცინა მარიამს-მეც არ მიკვირდა რატომ გათიშა-მეთქი ტელეფონი... -ხო გაგვებუტა ჩვენც -ჰოდა ახლა უფრო არ უნდა დალიო, იცოდე ანას მიმიხედე, არავინ აწყენინოს -ჩემს გოგოს ვერავინ აწყენინებს-გიორგიმ ხელი გადახვია ანას და საფეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები, მათ ერთმანეთს შეხედეს არეული თვალებით და გიჟებივით აუტყდათ სიცილი -აქეთ არ გახდე ჩემი დასაცავი-უთხრა ანამ და ტელეფონი გამოსტაცა -შენც სვამ?-გაეცინა მარიამს -კი, მაგრამ ისე რომ ცხოვრების აზრზე ვიყო -მიყვარხარ ჩემო გოგო-Უთხრა მარიამმა -მეეეც თან ძაან ძაან-გაეცინა ანას -მეც მიყვარხართ-ჩაყვირა გიორგიმ და ანას ტელეფონი წაართვა ისევ -კაი ჭკვიანად -უთხრა მარიამმა და გაუთიშა. მალევე ისევ აწკრიალდა მისი ტელეფონი დ ისე უპასუხა ნომრისთვის არ დაუხედია -გიო-ეგონა ანას ტელეფონით ისევ გიორგი ურეკავდა, რასგან ერთმანეთის ტელეფონებით ხშირად სარგებლობდნენ ისინი -მარიამ?-გაისმა უცნობის დაძაბული ხმა -დიახ ვინ ბრძᲜდებით? -თორნიმე ავალიანი-აუხსნა ხმამ -თქვენ?-უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები მარიამმა -რა ხდება? -სიგარეტი ჩააქრო და ფეხზე წამოდგა, თან ისნტიქტურად დაბლა გადაიხედა რადგან მანქანამ შეუხვია მისი კორპუსის მიმართულებით -გაემზადე და ჩამოდი გელოდები-ფაქტიურად უბრძანა -უკაცრევად?-გაცეცხლდა მარიამი და მანქანა მისი სადარბაზოს წინ რომ გაჩერდა უარესი დაემართა -სწრაფად-უთხრა თორნიკემ -თავი ვინ გგონია?-ლამის უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ, ამ დროს თორნიკე გადავიდა მანქანიდან და მაღლა აიხედა, იმის გამო რომ მარიამი მეორე სართულზე ცხოვრობდა მათი ცივი მზერა ერთმანეთს დაეჯახა -კიდევ დიდხანს აპირებ აივნიდან ჩემს ყურებას თუ ჩამოხვალ? -უთხრა ძლივს შეკავებული სიცილით -რა ხდება?თუ შეიძლება წესიერად ამიხსნა? -თუ ჩამოხვალ აგიხსნი -კარგი-უთხრა მარიამმა და სახლში შევიდა, შავი მოკლე ტანზე მომდგარი კაბა ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა, სადარბაზოდან დაბნეული გავიდა და თორნიკეს მიუახლოვდა რომელიც მანქანაზე მიყრდნობილი სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა, როცა მარიამი დაინახა გასწორდა და დაჟინებით მიაჩერდა -ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე-უთხრა ისე ეომ თვალი არ მოუშორებია მისი ალეწილი სახისთვის -შენთან ერთად სად და რა მიზეზით უნდა წამოვიდე?-არ დაიბნა მარიამი -გოგამ სცადა ვენები გადაიჭრა -რაა?-შეიცხადა მარიამმა -შეგიძლია ამიხსნა საიდან მოხვდა მის Ხელში ბოთლის ნამსხვრევი? შეგიძლია მითხრა როგორ დაუშვა მსგავსი შეცდომა შენმა პერსონალმა? სანდოა თუ არა ის ეᲥთანი ვინც მას უვლიდა? -უკაცრავად შენი არანორმალური ეჭვმიტანილების გამო ჩემს თანამშრომლებს ნუ გადაუვლი რა... დიახ ლენა სანდოა და ძაან კარგი ადამიანია, კარგი ექთანია რაც მთავარია და ყველა ის ადამინია სანდო ვინც ლაშას და კობას უვლის, რომ იცოდე -მართლა? მაშინ ამიხსენი რა როგორ მოხდა, რადგან ლენა გამყოფილებაში რომ წავიყვანეთ ცრემლებად დაიღვარა და ვერაფერს ამბობს... -ჯანდაბა მე რატომ არაფერი ვიცი-გაცეცხლდა მარიამი -მე გვაფრთხილე აკაი არ დაერეკა -რა?-გაოცდა და თორნიკეს ჩააცქერდა ჭაობისფერ სფეროებში -მინდოდა შენი ჩარევის გარეშე გავრკვსულიყავი სიტუაციაში -და რომ ვერ გაერკვიე ჩემთან დახმარების სათხოვნელად მოხვედი?-უთხრა ირონიული ტონით მარიამმა -არა უბრალოდ არ მინდოდა მამაშენს გაეგო რამე-მიახალა თორნიკემ და წარბი აწკიპა გამარჯვებული იერით -მამაჩემი რა შუაა?-გაცეცხლდა მაშინვე მარიამი -მოითხოვდა რომ სხვაგან გადაგვეყვანა სამივე -ამას არ დავუშვებ -მეგონა Ეს შენც გენდომებოდა-უთხრა გამომწვევი ტონით თორნიკემ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში სახე ალეწილ გოგონას -არ მენდომება გასაგებია?-უთხრა მარიამმა ამაყად და მიტრიალდა, ჩანთას ავიღებ და ახლავე ჩამოვალ, თორნიკემ თვალი გააყოლა მიმავალ გოგონას და მეორე ღერს მოუკიდა ნერვიულად. ალექსანდრემ ფანჯარა ჩაწია და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან -ძაან ხომ არ შეგაწუხებს?-ჰკითხა ფიქრებში წასულ გოგონას, მარიანამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია, აალექსმა ნერვიულად მოუკიდა და გააბოლა, ისე მივიდნენ მისი მეგობრის რესტორანში რომ მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოუღია... რესტორანში ძალიან ცოტა ხალხი იყო და ყველაზე მშვიდ ადგილას დასხდნენ ერთმანეთის პირდაპირ -რამეს დალევ?-ჰკითხა ალექსანდრომ კარგა ხნის სიჩუმის მერე -კი -უთხრა მარიანამ სევდიანი სახით და მზერა მინაზე გადაიტანა რომელსაც წვიმის წვეთები ნაზად ეცემოდა -ყავას თუ წვენს?-დაიბნა ალექსი და მის ხელზე მიეყინა მზერა რომელიც ცივ მინას მიაბჯინა გოგონამ -სასმელს-უთხრა გოგონამ ისე რომ თვალი არ მოუშორებია მინისთვის -ანუ?-ჩაეკითხა ბიჭი -ალკოჰოლურს-უთხრა გოგონამ და არეული თვალები შეანათა დაძაბულ ბიჭს -ალკოჰოლურს? -გაეცინა ალექსანდრეს -უკაცრავად პატარავ მაგრამ აქ არასრულწლოვანებისთვის მხოლოდ წვენი, ყავა და ჩაია -მეკაიფები ხო?-გაბრაზდა მარიანა -არა მართლა-სიცილს ვერ იკავებდა ბიჭი -ნუ დამცინი -გაეცინა მარიანასაც. მარიამი და თორნიკე წინ და უკან დადიოდნე და ერთად ცდილობდნენ გაერკვიათ როდის და როგორ მოხვდა წამლის შუშიანი ბოთლი გოგას ხელში, ლენა რომ გამოუშვეს და მარიამი დაელაპარაკა მაშინ გაიხსენა რომ მართლა შეჰყვა მის პალატაში შუშიანი წამლის ბოთლი რადგან შემდეგი პაციენტისთვის უნდა დაელევინებინა სიროფი. - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.