შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბროლის ჭაღი (1)


12-02-2021, 20:22
ავტორი Keke27
ნანახია 3 969

ბროლის ჭაღი


1 თავი.



ნაცნობი ქუჩების ხეტიალში შემოაღამდა.
თავისუფლების მოედანს რომ მიუახლოვდა, ქუჩის მუსიკოსების ხმა შემოესმა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ზაფხულის ცხელი საღამოს მიუხედავად შესცივდა მომენტალურად და ქვედა ტუჩი აუკანკალდა კიდეც შეციებული ადამიანივით. თბილისში საშინელი ჩახუთული ჰაერი იყო, ამ მუსიკის მოსმენამ კი, სუნთქვა შეუკრა.
თვალებით მოძებნა მუსიკოსები, მათკენ გაემართა, შორე-ახლოს დადგა და სმენად გადაიქცა.
თითქოს არაფერი შეცვლილიყო ამ შვიდი წლის განმავლობაში, იგივე სიმღერა, იგივე მომღერლები, იგივე ქუდი რომელიც ერთ-ერთ მუსიკოსს ეჭირა, რათა გამვლელებს ფული ჩაეგდოთ შიგ...
თუმცა იყო ყველაზე დიდი ცვლილება ამ ყველაფერში.. ცვლილება, რომელმაც მთლიანად შეცვალა იზას ცხოვრება.
ახლა მარტო იდგა იქ.. არავინ ხვევდა წელზე ხელს და ყურში არავინ ეჩურჩულებოდა „შენ რომ არ მყავდე, ჩათვალე „დავიბრიდები“..“
თვალები აუცრემლიანდა.
ტკვილით სავსე ღიმილით მიეგება მასთან მისულ ქუდიან გოგონას. საფულედან ოცი ლარი ამოიღო და ქუდში ჩადო. გოგონას თვალები გაუფართოვდა სიხარულისგან, რატომღაც უცხოელ ტურისტად ჩათვალა ის და მადლობა ინგლისურ ენაზე გადაუხადა. იზამ მოკრძალებულად დაუკრა თავი და მზერა მუსიკოსებზე გადაიტანა. მუსიკას ოდნავ შესამჩნევად ააყოლა სხეული და რიტმულად ამოძრავდა.

სიმღერა რომ დასრულდა გზა განაგრძო.

ისე მიაბიჯებდა, თითქოს ამ ქვაფენილზე მისრიალებსო. უნებურად მოგინდებოდა თვალი გაგეყოლებინა მისთვის, ისეთი ლამაზი სანახავი იყო. ცისფერი შიფონის სარაფანი, რომელიც კოჭებს უფარავდა, მის სხეულს უნაკლოს აჩენდა. თმა სახელდახელოდ აეწია მაღლა და დაეგორგლა. ხელში თეთრი ფერის ჩანთა ეჭირა და სიარულისას მსუბუქად იქნევდა. შველივით ლამაზი თვალებით ათვალიერებდა არე-მარეს. იმ წუთებში ის წარსულთან ერთად მოგზაურობდა ამ ქუჩებში.
„ხელი მაგრად ჰქონდა ჩაკიდებული ირაკლითვის. დრო და დრო ღიმილით გახედავდა, თავს ოდნავ გვერდით გადახრიდა და თვალებით ეალერსებოდა.
მამაკაცი ვერ უძლებდა ქალის ამგვარ საქციელს, ჩაკიდებული ხელით მისკენ მიიზიდავდა და ვნებიანად დააცხრებოდა მის სავსე ბროწეულისფერ ტუჩებს.“
_უკაცრავად, გოგონა. - ვიღაც სწრაფად მიმავალმა მხარი გაკრა და წარსულიდან აწმყოში დააბრუნა. დაბნეულად გააყოლა მზერა სწრაფად მიმავალ ახალგაზრდას.
გულში მადლობაც კი გადაუხადა მას, რომ გამოაფხიზლა.
არა ერთხელ აუკრძალა საკუთარ თავს, რომ არ ეფიქრა ირაკლიზე, რომ არ გაეხსენებინა ერთად გატარებული დღეები, რომ დაევიწყებინა მისი სურნელი, მისი ზურმუხტისფერი თვალები, მაგრამ, ვერა, ვერ შეძლო ეს.
დაუკითხავად სულ ეფიქრებოდა მასზე.
შვიდი წელი გავიდა. შვიდი წლის შემდეგ პირველად დააბიჯებდა იმ ქუჩებში, სადაც ირაკლისთან ერთად დადიოდა. ყოველი ნაბიჯი სიცილით, სიხარულით, ბედნიერებით და სიყვარულით იყო გაჟღენთილი.

ქუჩის კუთხეში შეჩერდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო. ხან მარჯვნივ გაიხედა, ხან მარცხნივ, შემდეგ ზემოთ ახედა შენობებს და დარწმუნდა,რომ ის რასაც ეძებდა მარცხენა მხარეს იყო.
კარი ჭრიალით გაიღო, ვიწრო კიბეებს მეორე სართულისკენ აუყვა. კიბე იმდენად ვიწრი იყო, რომ ორი ადამიანი გვერდს ვერ აუვლიდა ერთმანეთს, ამიტომ ზემოდან მომავალი ორი მამაკაცი, რომლებსაც გადაეწყვიტათ სიგარეტი გარეთ მოეწიათ, უკან შებრუნდა და მათთვის უცხო და ლამაზ მანდილოსანს გზა დაუთმეს. იზამ მადლობის ნიშნად თავი დაუკრა.
კიბის ბოლოს დერეფანი რამდენიმე ნაბიჯით დაფარა და მწვანედ შეღებული მძიმე ხის კარი გამოაღო.
პატარა კაფე, რომელიც სახლის გარემოს ჰქმნიდა იქ მყოფთათვის, სასიამოვნო მუსიკის ჰანგებით ავსებულიყო.
მიმტანი ღიმილით მიეგება ახლად მისულს.
_თავისუფალი ადგილი გაქვთ? - ჰკითხა იზამ და თვალი ხალხით სავსე მაგიდებს მოავლო, თან კონდენციონერის გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
_კი, გვაქვს, ოღონდ აივანზე, მხოლოდ ერთი მაგიდა გვაქვს თავისუფალი ორ ადგილიანი.
_შესანიშნავია, მხოლოდ მე ვარ და მაწყობს.
_კარგით, მაშინ მობრძანდით. - ისევ გაუღიმა მიმტანმა.
_სიამოვნებით, მაგრამ ჯერ საპირფარეშოში შევალ, ხელების დაბანა მინდა. შეგიძლიათ მიმასწავლოთ? მე აღარ მახსოვს რომელი კარია.
_აქ ნამყოფი ხართ?
_კი, შვიდი წლის წინ.
_შვიდი წლის წინ? - გაიოცა მიმტანმა.
_დიახ.
_შვიდი წელი ბევრია. მას შემდეგ არ ყოფილხართ? - მიმტან გოგონას მეტისმეტად ცნობისმოყვარეობა დაეტყო.
_არა, არ ვყოფილვარ. საქართველოში არ ვცხოვრობდი, ახლახანს დავბრუნდი სამშობლოში.
_აჰ, გასაგებია. აი, აქ, ეს კარია. - ხელით მიუთითა, - მე აქ დაგელოდებით, რომ შემდეგ თქვენს ადგილამდე მიგაცილოთ.
_კარგი, ახლავე დავბრუნდები. - იზამ სწრაფად დაიბანა ხელები, თმა და წარბები სველი თითებით გაისწორა და ისევ გადაივლო ხელზე ცივი წყალი, შემდეგ კი, კისერზე დაიწყო გრილი თითები და მონიტორულად აათამაშა, თითქოს მსუბუქ მასაჟს იკეთებდა.

ხალხით სავსე ოთახი ისე გაიარა, ადამიანებისთვის არ შეუხედავს, მხოლოდ ბროლის ჭაღს მისჩერებოდა, რომელიც შვიდი წლის წინაც იქ ეკიდა.
მაშინ ზამთარი იყო, სითბოს შეგრძნებით სავსე ნათებას გამოსცემდა ეს ჭაღი.
„_მინდა ასეთი ფერის ნათება იყოს ჩვენს სახლში ყოველთვის. - გადაულაპარაკა ირაკლის და ჭაღისკენ გაიშვირა თითი.
_აუცილებლად იქნება. - უთხრა კაცმა მერე, როცა ჭაღზე დაკვირვებას მორჩა.- შენ როგორც გინდა, ისე იქნება ყველაფერი. - მის ხმაში ის სიზუსტე იკვეთებოდა, რომელიც მამაკაცებს მხოლოდ მაშინ აქვთ, როდესაც დარწმუნებულნი არიან საკუთარ შესაძლებლობებში.
გოგონას კმაყოფილს ჩაეღიმა და ყურთან ახლოს, ლოყაზე ნაზად შეახო ბაგეები. ირაკლის ტანში ჟრუანტელმა დაუარა, თავი გვერდზე გადაწია, ყურით ბეჭს შეეხო.
_იზაბელ, ნუ მიკეთებ ამას! ხომ იცი,რომ ცუდად ვხდები ამ დროს. ხალხში ვართ, რატომ მიწვევ? - ვნება ღიმილით დაფარა.

ორივე ბედნიერი იყო.. ცას წვდებოდა მათი სიხარული როცა ერთმანეთის გვერდით იყვნენ. მაგრამ როგორც წესი, არავინ ვიცით წინასწარ რას გვიმზადებს ცხოვრება. ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ დასასრული გარდაუვალია და მალე დაეშვება ფარდა, რომელიც გვაუწყებს, რომ სპექტაკლი დამთავრდა და სახლში წასვლის დროა.
ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც მთელი არსებით შეუძლიათ შეყვარება, ჩაგისახლებენ მის სულში და გიქმნიან სრულ კომფორტს. ასეთებისგან რატომ უნდა გინდოდეს წასვლა? თუმცა ასეთებისგანაც მიდიან, თან მიდიან ისე, თითქოს იქ არც ყოფილან. ყველაფერს თავის ადგილზე ტოვებენ, არაფერზეა ხელი ნახლები, შუქს ჩააქრობენ და კარს გაიხურავენ. გასაღებსაც არ გიტოვებენ, თან მიაქვთ. იმ ადგილს სამუდამოდ ლუქავენ ისე, რომ ვერ ახერხებ გაღებას და სხვის დაბინავებას.. იქიდან კი მუდამ ბნელი სიცარიელე იგრძნობა, გაწუხებს, გფიტავს.. ზოგჯერ გინდა დაანგრიო კარ-ფანჯარა, კედლები, რათა მზის სხივებმა შეაღწიოს და გაათბოს, მაგრამ ხვდები რომ უძლური ხარ... ნებდები და მოგონებებით იწყებ ცხოვრებას, როდესაც ის ადგილი დაკავებული იყო და მისი ნათება სითბოს შეგრძნებას გიჩენდა...

_აქ დაბრძანდით! მენიუც აქ არის. - მიმტანმა მაგიდისკენ მიუთითა.
იზამ მაგიდას თვალი მოავლო, რომელსაც წითელი ყვავილებიანი ხავერდის გადასაფარებელი ამშვენებდა. ნახა, რომ მენიუს წიგნაკის გვერდით, საფერფლეც იდო.
_აქ მოწევა შეიძლება, როგორ სჩანს. - სკამის საზურგეზე ჩანთა ჩამოკიდა, მერე კი თვითონ დაჯდა. შვება იგრძნო. თითქოს ახლა იგრძნო, როგორ დაღლილა ამ ხეტიალში.
_კი, შეგიძლიათ. მაგრამ ვინც შიგნით ზის, მათ არ შეუძლიათ აქ გამოსვლა და მოწევა. - გაარკვია გოგონა და კალამი მოიმარჯვა, რომ შეკვეთა ჩაეწერა.
_გასაგებია. თუ შეგიძლია, ცივი წყალი მომიტანე და მანამდე მენიუსაც გადავხედავ.
_დიახ, რა თქმა უნდა.

რამდენიმე წუთში ცივ წყალს წრუპავდა დაორთქლილი ფეხიანი ჭიქიდან და ხედს გაჰყურებდა. აივნიდან ძალიან ლამაზად მოჩანდა ოქროსფერი სამების საკათედრო ტაძარი. შვიდი წლის წინ ამ აივანზე იდგა ირაკლისთან ერთად და ფოტოს ირებდა. ფოტოში კარგად ჩანდა ეს ხედი. ჩანთიდან პატარა წიგნაკი ამოაცურა, გადაშალა და ფოტო ამოიღო. ფოტო მოგონებებს ინახავდა. ღრმად ამოიოხრა, ფოტო ისევ წიგნაკში გამოამწყვდია და სივრცეს გაუსწორა მზერა.

დრო ყველაფრის მკურნალიაო რომ ამბობეს, არც ეგრეა საქმე.
ამდენი წელი გავიდა და ერაფერიც ვერ განკურნა. ვერ განკურნა ღალატისგან ატკიებული გული.
ამ ტკივილმა იმოდენა დაღი დაასვა იზას გონიერებას, რომ სიყვარული აღარ შეეძლო, რადგანაც სიყვარული გარდაიცვალა მასში.

მიმტანმა შეკვეთა მიუტანა. მშიერი იყო, მთელი დღე არაფერი ეჭამა.
აივანზე კიდევ ერთი მაგიდა იდგა ორ ადგილიანი , მაგრამ ამჟამად ცარიელი იყო. ცოტა ხანში იმ მაგიდას ქალი და მამაკაცი მიუსხდნენ, ისე რომ მამაკაცი იზასგან ზურგშექცევით დაჯდა. დაჯდომამდე კი, მისთვის ყურადრება არ მიუქცევია, რადგან ქალი ჭამით იყო გართული.

ჭამას რომ მორჩა, ღვინო მოსვა და სიგარეტსაც მოუკიდა. ხედს გაჰყურებდა ჩაფიქრებული, არ აქცევდა ყურადღებას მის შორი-ახლოს მყოფ წყვილს სანამ
აივანზე მიმტანი არ გამოვიდა, წყვილის მაგიდას მიუახლოვდა და მამაკაცს მორიდებული ტონით მიმართა:
_ დიდი ბოდიში, ბატონო ირაკლი, რომ გაწუხებთ, მაგრამ შიგნით თქვენი დახმარება გვჭირდება.
სახელი ირაკლის გაგონებაზე, იზა უმალ გამოერკვა ფიქრებიდან და ყურები ცქვიტა. ახლაღა დააკვირდა მამაკაცს. ზურგიდან ხედავდა, თუმცა მისი აღნაგობა, არასოდეს დავიწყებოდა. ფართო გაშლილი ბეჭები შავ მაისურში გამოკვეთილად უსვამდა ხაზს მის ათლეტურობას. დატალღული ჭაღარა შეპარული თმა ყურებს უფარავდა.
მამაკაცი ფეხზე წამოდგა, მთასავით აღიმართა. იზამ გაფართოებული თვალები მკლავებზე ჩამოაყოლა. მაისურის მკლავში ძლივს იმალებოდა ტატუს დაბოლოება.
„ის არის!“ წამოიძახა გონებაში და ცივმა ოფლმა დაუნამა შუბლი. იგრძნო, რომ მუხლებში ძალა წაერთვა. მუცელში საშინელი სიცარიელე და სიცივე იგრძნო. ქვედა ტუჩს ლურჯი ფერი გადაეკრა.

მამაკაცს უკან არ მოუხედავს, ისე გაყვა მიმტანს.
იზა ადგილიდან ვერ იძროდა. გაშეშებული იჯდა, მხოლოდ თვალების მოძრაობით მიხვდებოდით რომ ცოცხალი იყო.

_გოგონა, კარგად ხართ? - მოესმა შეშფოთებული ხმა. - გოგონა, წყალი ხომ არ მოგიტანოთ? - ირაკლის თანხმლებ სახით ძალიან ლამაზ ქალს, არ გამოპარვია იზას უცნაური გამოხედვა. - გოგონა, მგონი დახმარება გჭირდებათ. - უთხრა და ფეხზე წამოდგა. იზა მყისიერად გამოფხიზლდა. ჯერ გაკვირვებული შეხედა ქალს, შემდეგ წასასვლელად მოემზადა.
_არაფერია, კარგად ვარ,კარგად.. უკაცრავად უნდა წავიდე... - ბუტბუტებდა თავისთვის და ცდილობდა სწრაფად გაცლოდა იქაურობას. საშინლად არ უნდოდა ახლა ამ კაფეში ირაკლის ნახვა, ამდენი წლის შემდეგ და თან ის სხვა ქალთან ერთად იყო. ალბათ მისი ცოლია.
ჩანთიდან მზის სათვალე და საფულე ამოიღო, ფული მაგიდაზე დადო, ზედ ჭიქა დაადო, სათვალე სწრაფად გაიკეთა და სხეულის კანკალით გაეცალა იქაურობას. კარში გასვლისას თვალი შეავლო წამიერად, როგორ საუბრობდა ირაკლი მიმტანთან და ჰალსტუხიან მამაკაცთან ერთად მოჩვენებითი მშვიდი სახით.
კიბეებზე ისე ჩარბოდა, თითქოს ვინმე მოსდევდა დასაჭერად. სინამდვილეში ასეც იყო, მისი წარსული მოსდევდა, რომელიც წლებია თავს არ ანებებდა, არც თვითონ უშვებდა მისგან... არსებობს მცნება, რომ ტვინს აქვს ისეთი ფუნქცია, რომელიც არასასურველ ინფორმაციას ბლოკავს,შეუძლია ისე დაივიწყოს პიროვნება თუ ამბავი, რომ ვერც ვერასოდეს გაიხსნოს. გამოგიყენებიათ ოდესმე ტვინის ეს ფუნქცია? როგორ მუშაობს ნეტავ? მართლა არის ეს შესაძლებელი? ადამიანთან, რომელთანაც ბევრი ლამაზი მოგონება გაკავშირებს და უფრო ბევრი ტკივილი, როგორ არის ეს მარტივი დასავიწყებელი? იზასთვისაც არ იყო მარტივი დაევიწყებინა მამაკაცი, რომელთანაც არაამქვეყნიური გრძნობა აკავშირებდა, ის ყოველ წუთს თავიდან ცოცხლდებოდა მის გონებაში. ვერ უშვებდა მისგან, რადგან მას სწორედ ის გრძნობა უყვარდა, რომელიც ირაკლის მიმართ გააჩნდა. უკონტროლო და სიგიჟის ჩამდენი, ლოგიკას მოკლებული, არასტანდარტული... ალბათ ამიტომაც იყო, ასე რთული მისი გაშვება, აკრძალული ხომ უფრო ტკბილია.
„ _ირაკლი ნაკაშიძე, გაფრთხილებ, სადმე არ გადამეყარო ამის შემდეგ,თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ! „- ბოლო მათი საბარი ამ წინადადებით დასრულდა. მაგრამ ახლა ფაქტის წინაშე რომ აღმოჩდა, ვერ შეძლო დანაპირები მუქარის სისრულეში მოყვანა. შეეშინდა. გაქცევა ამჯობინა, მიხდა რომ არ იყო მზად ამისთვის... „ნაკაშიძე იდგა და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა, მაქსიმალურად თოკავდა თავს, არ უნდოდა კიდევ უფრო მეტი ტკივილი მიეყენებინა მისი საყვარელი ქალისთვის... თავმოყვარეობაც არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ რამე ეთქვა, თავი ემართლა ან გამოეცხადებინა, რომ დამნაშავე იყო... დუმდა და ტუჩის კუთხეს იკვნეტდა. ზუსტად იცოდა რომ იზას ალმოდებული თვალების ნათება და ტკივილისგან გაბზარული ხმა, ძალიან დიდხანს გაყვებოდა მის მეხსიერებას... შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი. „

ფეხქვეშ ქვაფენილი იგრძნო, მაშინ მიხვდა, რომ გარეთ იყო, ქუჩას ლამპიონები ანათებდნენ. სათვალე მოიხსნა, ღრმად ამოისუნთქა, უკან მოიხედა არავინ მოყვებოდა, გული ჩაიწყნარა და ნაბიჯს აუჩქარა. გეზი ქუჩის კუთხისკენ აიღო, რომ ტაქსი გაეჩერებინა და ჩქარა წასულიყო იმ ტერიტორიიდან.
_იზაბელ! - მოესმა, მას ეძახდნენ... ხმა მთელ ქუჩას მოედო, ფასადებს შეეხეთქა და ინერციით იზას გულს ისე მოხვდა, რომ ქალმა მფეთქავ ორგანოზე ხელი დაიდო, ტკივილმა სახე დაუმანჭა...
ასე მხოლოდ ირაკლი ეძახდა.



№1  offline ახალბედა მწერალი Keke27

მოგესალმებით, ჩემო მკითხველებო. მიხარია თქვენთან შეხვედრა. კიდევ უფრო მიხარია, რომ ძალიან მაგარი სიახლით მოვედი.
ცოტა რამეს ამ ისტორიაზე გეტყვით.. თავიდან ვაპირებდი,რომ სრულად დამედო ეს ისტორია, მაგრამ რაღაც მომენტში გავიჭედე შემოქმდებითად, ამიტომ მივიღე სპონტანური გადაწყვეტილება, რომ მომეტანა თქვენამდე, რადგან თქვენი ენერგია, ანუ ჩემი მკითხველის ენერგია მეგრძნო და შემოქმედებითად დადებითად დავმუხტულიყავი.
მე თქვენ მჭირდებით, როგორც თქვენ გჭირდებათ ახალი წყვილი და ახალი ამბების გაგება მათზე. მოკლედ ერთმანეთს ვჭრდებით. შევთანხმდეთ... <3


რაც შეეხება "ერთი ნაბიჯს" წინა ისტორიას, ის ავიღე საიტიდან, რადგან ნახევრად რეალური იყო და ბევრი ცვლილება მოხდა რეალურად ამ ისტორიაში, თუმცა წერა არ შემიწყვიტავს, უბრალოდ გამიგრძელდა მასზე მუშაობა. აუცილებლად დასრულდება და რულ ვერსიად განთავსდება საიტზე. <3

გმადლობთ ერთგულებისთვის და გამხნევებისთვის.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№2  offline წევრი gaomao

კეთილი იყოს შენი დაბრუნება <3

 


№3  offline ახალბედა მწერალი Keke27

gaomao
კეთილი იყოს შენი დაბრუნება <3



კეთილი იყოს თქვენი დახვედრაც. <3
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№4  offline წევრი gogincha

არ მჯერა რომ დაბრუნდი, ძალიან გამახარე დარწმუნებული ვარ ფანტასტიურ სამყაროში გვამოგზაურობ შესანიშნავ გმირებთან ერთად. წარმატებები

 


№5 სტუმარი maco maco

welcome.. წარმატებები ჩვენ სულ აქ ვართ შენთან...

 


№6  offline წევრი ირო

ჯერ მოგესალმები და მერე წავიკითხავ.წარმატებულ 2021 -ს გისურვებ.ისე ხომ იცი ჩემი ელე და გიგაური მენატრება.ამას რომ წავიკითხავ კომენტარი მერე კიდევ.

 


№7 სტუმარი სტუმარი ელისო

დაბრუნებას გილოცავთ ????

 


№8 სტუმარი თმთ

გამიხარდა შენი სახელის ამოკითხვა. საინტერესოდ დაიწყე... იმედია ასევე გააგრძელებ .. ველოდები შენს ისტორიას და არ დაიგვიანო ხოლმე ♥️♥️

 


№9  offline ახალბედა მწერალი Keke27

მადლობა ამ სითბოსთვის ყველას. <3
ბევრჯერ დავრწმუნდი, როდესაც ადამიანები კეთილ სურვილებს მიგზავნიან, სამყარო მათ სიტყვა სიტყვით იმახსოვრებს და ასევე კეთილად მიბრუნებს. თქვენი ნათქვამი კეთილი სიტყვა ჩემამდე მართლა მოდის. <3 გმადლობთ.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№10  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან გაგვახარე რომ დაბრუნდი და თან საინტერესო ისტორიით

 


№11  offline ახალბედა მწერალი Keke27

Daldoni Daldoni
ძალიან გაგვახარე რომ დაბრუნდი და თან საინტერესო ისტორიით


მადლობა <3

გეთანხმები, ისტორია მართლაც საინტერესოა. <3
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№12  offline წევრი OKI ME

წავიკითხე და ეს ისტორია უკვე მიყვარს ❤️❤️ მოუთმენლად ველი ახალ თავს. ❤️❤️

 


№13  offline წევრი ირო

მოკლედ ჩემო ლამაზო გოგო ყველა შენი ისტორია იწყება საოცრად. გრძელდება აბობოქრებული ტალღებივით და ბოლოსკენ დამშვიდებული ლურჯი ზღვასავით მოაქვს სიმშვიდე და ურთიერთობების სისუფთავე.

 


№14  offline ახალბედა მწერალი Keke27

Megioki
წავიკითხე და ეს ისტორია უკვე მიყვარს ❤️❤️ მოუთმენლად ველი ახალ თავს. ❤️❤️


მიხარია მკითხველისგგან ამის წაკითხვა. <3

უკვე ვმუშაობ მეორე თავზე.<3

ირო
მოკლედ ჩემო ლამაზო გოგო ყველა შენი ისტორია იწყება საოცრად. გრძელდება აბობოქრებული ტალღებივით და ბოლოსკენ დამშვიდებული ლურჯი ზღვასავით მოაქვს სიმშვიდე და ურთიერთობების სისუფთავე.



რა შესანიშნავად აღწერე ჩემი ნამუშევრები. ვაფასბ ამას და უდიდეს მადლობას გიხდი. <3
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№15  offline წევრი ვიპნი

ყველაზე თბილო მიხარია შენი გამოჩენა,საინტერესოა ყველაფერი და თავში უკვე ათასი კითხვა მიტრიალებს.წარმატებები მუზასთან ❣️❣️❣️

 


№16  offline წევრი თ. ა.

საინტერესო დასაწყისია. სიუჟეტი ჩამთრევი. ძალიან მიხარია შენი ისტორიის მოლოდინის რეჟიმში რომ ვიქნები. :-*

 


№17  offline წევრი Crazy dreamer

კეკე დაბრუნებას გილოცავთ.
იდეალური დაბრუნებაა.
საინტერესო დასაწყისია მჯერა გაგრძელებაც ასეთივე ექნება. წარმატებებს გისურვებთ.

 


№18  offline ახალბედა მწერალი Keke27

ვიპნი
ყველაზე თბილო მიხარია შენი გამოჩენა,საინტერესოა ყველაფერი და თავში უკვე ათასი კითხვა მიტრიალებს.წარმატებები მუზასთან ❣️❣️❣️



ყველაზე აუცილებელი რამ მისურვე.. <3 <3

თ. ა.
საინტერესო დასაწყისია. სიუჟეტი ჩამთრევი. ძალიან მიხარია შენი ისტორიის მოლოდინის რეჟიმში რომ ვიქნები. :-*


მე შენ მიხარიხარ. <3

Crazy dreamer
კეკე დაბრუნებას გილოცავთ.
იდეალური დაბრუნებაა.
საინტერესო დასაწყისია მჯერა გაგრძელებაც ასეთივე ექნება. წარმატებებს გისურვებთ.


როგორი ამაღელვებელი იყო ამის წაკითხვა ჩემთვის. დიდი მადლობა. <3
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№19 სტუმარი სტუმარი Barbarebibileishvilii

კეკეე, შოკში ჩავვარდი მგონი ისტორია რომ დავინახე შენი ნიქნეიმით.
საოცრება რომ ხარ, სასწაული, სიგიჟე და საერთოდ ყველაფერი. ამას ისე გეტყვი ისტორიის დამთავრებამდე, თვალსაც არ დავახამხამებ, რადგან დარწმუნებაც კი არ მჭირდება ამ ყველაფერში. ვფიქრობ თავის დროზე მოიპოვე შენი სულ-სულ პირველი ისტორიებით ჩემი უუდიდესი კეთილგანწყობა და შემაყვარე შენი თავიც და შენი ისტორიებიც, პერსონაჟებზე ხომ საუბარი არ მაქვს, ყოველი მათგანი დღემდე მიყვარს და სულ ვუბრუნდები ხოლმე, ზოგიერთი მათგანი იმდენჯერ მაქვს წაკითხული, ჩემი და შენი თითები არ გვეყოფა დასათვლელად ❤️❤️❤️


ნუუ, დაბრუნება იყოო ბომბიი, არ გელოდი და მართლა უზომოდ გამეხარდა შენი ახალი შემოქმედებით დაბრუნება ❤️❤️
გული მიგრძნობს შენი იზაბელი და ირაკლი სუულ გადამრევენ, ისედაც ხომ ვერ ვარ და სულ შემშლიან ჭკუიდან. ვერც კი წარმოიდგენ რა დიდი მოლოდინით დაველოდები ახალ თავებს და რამდენჯერ შევამოწმებ დღეში საიტს. შეიძლება გადატვირთვა დასჭირდეთ ბოლოს :დდ (წინასწარ რომ იცოდე რომ თუ ხარვეზი მოხდა რაიმე ჩემი ბრალია)

ისტორია შინაარსით, დასაწყისით და რასაც გული მიგრძნობს იმით უკვე მხიბლაავს, ანუ ყველაფერი მომწონს დასაწყისში და ვერც წარმომიდგენია ასე რომ არ ყოფილიყოო
მომენაატრეეეე, დღეიდან იცოდე გელოდები სუულ და გახსოვდეს სასწაული და სიგიჟე ხარ. ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№20  offline ახალბედა მწერალი Keke27

სტუმარი Barbarebibileishvilii
კეკეე, შოკში ჩავვარდი მგონი ისტორია რომ დავინახე შენი ნიქნეიმით.
საოცრება რომ ხარ, სასწაული, სიგიჟე და საერთოდ ყველაფერი. ამას ისე გეტყვი ისტორიის დამთავრებამდე, თვალსაც არ დავახამხამებ, რადგან დარწმუნებაც კი არ მჭირდება ამ ყველაფერში. ვფიქრობ თავის დროზე მოიპოვე შენი სულ-სულ პირველი ისტორიებით ჩემი უუდიდესი კეთილგანწყობა და შემაყვარე შენი თავიც და შენი ისტორიებიც, პერსონაჟებზე ხომ საუბარი არ მაქვს, ყოველი მათგანი დღემდე მიყვარს და სულ ვუბრუნდები ხოლმე, ზოგიერთი მათგანი იმდენჯერ მაქვს წაკითხული, ჩემი და შენი თითები არ გვეყოფა დასათვლელად ❤️❤️❤️


ნუუ, დაბრუნება იყოო ბომბიი, არ გელოდი და მართლა უზომოდ გამეხარდა შენი ახალი შემოქმედებით დაბრუნება ❤️❤️
გული მიგრძნობს შენი იზაბელი და ირაკლი სუულ გადამრევენ, ისედაც ხომ ვერ ვარ და სულ შემშლიან ჭკუიდან. ვერც კი წარმოიდგენ რა დიდი მოლოდინით დაველოდები ახალ თავებს და რამდენჯერ შევამოწმებ დღეში საიტს. შეიძლება გადატვირთვა დასჭირდეთ ბოლოს :დდ (წინასწარ რომ იცოდე რომ თუ ხარვეზი მოხდა რაიმე ჩემი ბრალია)

ისტორია შინაარსით, დასაწყისით და რასაც გული მიგრძნობს იმით უკვე მხიბლაავს, ანუ ყველაფერი მომწონს დასაწყისში და ვერც წარმომიდგენია ასე რომ არ ყოფილიყოო
მომენაატრეეეე, დღეიდან იცოდე გელოდები სუულ და გახსოვდეს სასწაული და სიგიჟე ხარ. ❤️❤️❤️❤️❤️❤️



ღიმილით წავიკითხე თქვენი კომენტარი. მაბედნიერებს ასე მკითხველი რომ მყავხარ. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა მწერლისთვის. <3

დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის. <3

მიხარია, რომ უკვე მოგწონს იზა და ირაკლი. <3
ეს სტიმულია ჩვენთვის.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№21  offline წევრი Life is beautiful

მიხარია რომ დაბრუნდით♥️
მოლოს დაძახებამ "იზაბელ" მეც გამიყინა ძარღვებში სისხლი არადა გამოთბობელთან ვზივარ და ვიწვი..

ვიცი რომ ძალიან სასიამოვნოდ წერ და უბეალოდ ველი შემდეგს♥️

 


№22 სტუმარი სტუმარი ქეთი

ვიცი რომ დიდხანს იკარგები ხოლმე და გვანატრებ თავს, მაგრამ იმდენად მიყვარს ყველა შენი ისტორია, თავად კეკეც, რომ სულ გელოდები, როდის დადებ რაიმე ახალს და სასწაულს, სასიამოვნოს, სულში და გულში ჩამწვდომს, ვგიჟდები ყველა შენს პერსონაჟზე და დარწმუნებული ვარ, ეს ისტორიაც მიემატება დანარჩენებს, ახლა დღეში ასჯერ უნდა შემოვიხედო ხოლმე, ნეტავ ხომარ დაიდო ახალი თავი??? ახლა ეს ისტორიაც მილიარდჯერ უნდა წავიკითხოთ ალბათ, როგორც სხვები, ლამის ზეპირად რომ ვიცი :დ მოკლედ ძალიან გამეხარდი და გულით თქვენთან ვარ

 


№23 სტუმარი Qeti qimucadze

gamiixardiiiiii. yochag eom gamonaxe droo. saintereso dasacyisiaaa da momdevnoahi ufro rom gavarkvevt ra rogor. mogaxseneb chem azrssss. gelodebi moutmenlad

 


№24 სტუმარი სტუმარი ნინო

პირველ რიგში მიხარია შენი დაბრუნება კეკე.ძალიან გამიხარდა,ძალიან.ისტორია ძალიან სევდიანი ჩანს,მაგრამ საინტერესო.არ მეყოო.ვფიქრობ მალე გავიგებთ მიზეზს ირაკლის და იზაბელას ასე ყოფნისას.წარმატებები საყვარელო

 


№25 სტუმარი სტუმარი nancho

მოგესალმები კეკე,გამიხარდა შენი სახელის დანახვა ,ვგრძნობდი,რომ მაგარი ისტორიიის დასაწყისი იქნებოდა.მართლაც ასეა.კარგი დასაწყისია,საინტერესო.სახელი "იზაბელი"მომწონს უკვე.წარმატებები!

 


№26 სტუმარი ასმათიკო

კეკე საყვარელო გოგო❤️

 


№27  offline წევრი Mary Alice In Wonderland

ვაიმეე, საოცრება იყო. ❤️ უზომოდ მომეწონა. ❤️ წარმატებები ❤️❤️

 


№28 სტუმარი manana khuridze

meore tavi ar dadebula?

 


№29 სტუმარი სტუმარი ანა

როდის იქნება გაგრძელება.

 


№30 სტუმარი mari

Rato agar deb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent