შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (45)


21-11-2015, 23:28
ავტორი Keke27
ნანახია 13 952

თორნიკემ უფროს შენგელიას მადლიერებით სავსე თვალებით შეხედა და გვანცას ხელი ხელშ მოიქცია. ორივეს გაყინვოდათ და უთრთოდათ ხელები.
ერთმანეთს სიყვარულით სავსე ღიმილი მიაგებეს და მამაოსკენ მიბრუნდნენ.
ჯვრისწერის ცერემონია დაიწყო.
მრავალჟამიერი „შენ ხარ ვენახი“-თ შეიცვალა.
ქორწინების ბეჭდები ლამაზად მოიხდინეს თითებზე და მამაომ ისინი ღვთის წინაშე ცოლ-ქმრად გამოაცხადა.
მთელი ის დრო, რაც ჯვრისწერის ცერემონიას დასჭირდა, ტაძარში შეკრებილ ადამიანებს სახიდან ღიმილი არ მოსცილებიათ. საოცრად უხდებოდნენ ერთმანეთს ჩვენი რომანის მთავარი გმირები. ორივეს თვალებში მწვანე ზღვა ღელავდა, რომლის ყოველი მომოქცევა სიყვარულით იყო სავსე. ყოველი მათი გამოხედვა, ამას მოწმობდა.
_ჩემი ცოლი, - თქვა ავალიანმა ჩურჩულით და ლოყაზე აკოცა შენგელიას. გვანცას ფართედ გაეღიმა.
_ჩემი ქმარი, - ახლა გვანცამ თქვა და მანაც აკოცა კაცს ლოყაზე. ორივე ბედნიერი ღიმილით იღიმოდა.
მილოცვების შემდეგ, მმაჩის ბიუროში წავიდნენ ხელის მოსაწერად. კუს ტბაზე ფოტოებიც გადაიღეს. იქედან კი, მთაწმინდაზე, ფუნიკულიორზე რესტორანში.
დარბაზი ბროლის ჭაღებით იყო განათებული. მაგიდებს თეთრი და იასამნისფერი გადააფარებლები ამშვენებდა. სკამებიც ამ ფერებში იყო შეფუთული.
მაგიდებზე, მაღალ და წვრილ ლარნაკებში, ბროლის ცეფებით გაწყობილი, თეთრი ვარდების თაიგულები იდგა.
განათებას კი ოდნავ დასკრავდა იასამნისფერი. დანახვისთანავე, საოცარ განწყობას გიქმნიდა ადამიანს ეს ყველაფრი.
_ტრადიციულად, დაისი უნდა ვიცეკვოთ, როგორც კი შევალთ, - გადაუჩურჩულა სიძეს მეჯვარემ.
_შანსი არაა. - მოკლედ და კონკრეტულად თქვა თორნიკემ.
_მოიცა, აბა არ უნდა იცეკვო? - გაოცდა გიორგი.
_არ ვიცი ეს დაისი.
_ხელის გაშლას რა უნდა?
_არ მინდა რა, თუ ძმა ხარ, გვანცა აცეკვე, მერე მისი მეჯვარა და ეგაა.
_კარგი. - მხრები აიწურა კაცმა.
მათ მისვლას, სტუმრები ტაშის კვრით შეეგებნენ. მუსიკაც გაისმა და გიორგიც საცეკვაოდ გაიჭრა. ისე ნარნარად დასრიალებდა იატაკზე და ისე მოხდენილად ცეკვავდა, რომ სისხლის აგიჩროლდებოდა ადამიანს. დედოფალი გამოიცეკვა, გვანცამად გრაციოზული სვლით დაიწყო ცეკვა. გიორგი ახლოს დაუდგა.
_თორნიკემ არ ვიცეკვებო.
_ვიცი, მესმოდა, რომ გეუბნებოდათ..
ხალხი ტაშს უკრავდა. ყველა იღიმოდა.
დედოფალი მეჯვარემ შეცვალა და ახლა ნუცა და გიორგი ცეკვავდა. თორნიკემ და გვანცამ კი თავიანთი ადგილი დაიკავეს.
_ცუდის ნიშანია, სიძე-დედოალი ერთად, რომ არ იცეკვებს. - უთხრა შენგელიამ ქმარს, ვითომ გაბუტული ხმით.
კაცს სახე მოეღრუბლა.
_საიდან მოიტანე ახლა ეს?
_ჩვენი წინაპრები ამბობდნენ.
_რომელი ტომი?
_რა ტომი, - ხმამაღლა გაეცინა გვანცას.
_ნუ დაიჯერებ ცრუ რწმენებს.
_კარგი, ჰო, გეხუმრე.
_ვერ ვცეკვავ ამ ქართულ ცეკვას და რა გავაკეთო. თავი იდიოტურ მდომარეობაში წარმოვიდგინე, გავშალე ხელები და ასე დაგდევ უკან. - სერიოზული ტონით თქვა სიძემ.
შენგელია კარკაცებდა უკვე.
_სამაგიეროდ მაშინ პირობა მომეცი..
_რა პირობა? - იკითხა ავალინმა.
_ჩვენი ჩრდილები ვაცეკვოთ ისევ. - თხრა გვანცამ და გულში რაღაც ტკივილი იგრძნო. იმ დროინდელი ტკივილი.
_ჩრდილები ვაცეკვოთ. გაძლევ პირობას. - დასთანხმდა კაცი და ლოყაზე უჩქმიტა მსუბუქად. - ნუღა ფიქრობ წარსულზე, დღევანდელზე იფიქრე, ჩვენ ხომ ძალიან ბედნიერები ვარ.
_უზომოდ, უზომოდ ბედნიერი ვარ. - გულიდან წამოსული სიტყვები თქვა შენგელიამ და ქმარს ხელი ჩასჭიდა.
_რა ლამაზი ხარ. - ერთდროულად გაკვირვება და აღფრთოვანება გაისმა ავალიანის ხმაში.
_მადლობა. - კეკლუცური ღიმილით უთხრა.
_ჰმ, ჩემი ცოლი. - ჩაეცინა კაცს.
_ჰმ, ჩემი ქმარი. - გაეცინა გვანცასაც.

ქორწილი ტრადიციულად გაგრძელდა. მაღალფარდოვანი სიტყვებით და ლექსებით დამშვენებული სადღეგრძელოები ისმოდა თამადის მხრიდან. სტუმრები განაბული უსმენდნენ.
მშობლების ჯერი დადგა.
მანანა, მალხაზი და ალბეგი ფეხზე წამოდგნენ.
მიკროფონი ალბეგს მიაწოდეს პირველს.
ხელები უკანკალებდა მოხუცს. სიხარულის ცრემლის გადაფარვოდა მის თვალებს, თუმცა მაინც ბრგედ იდგა და მთასავით აღმართულიყო.
_შვიდი წლიდან მოყოლებული თორნიკესთვის დედაც ვიყავი და მამაც. ვცდილობდი ადამიანად გამეზარდა და აღმეზარდა. - კაცს ხმა აუკანკალდა, - ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო. ყველა მშობელს უნდა, რომ შვილი ბედნიერი ჰყავდეს. მე ძალიან მიხარია, გვანცას არსებობა. მისი გამოჩენით არა მარტო ჩემი შვილი გაბედნიერდა, არამედ მეც. მე ის ჯერ კიდევ მაშინ ვნახე როდესაც არაფერი ვიცოდი მის შესახებ. სიზმარში გამომეცხადა ფუძის ანგელოზის სახელით. გვანცას სახე ჰქონდა მას. - დარბაზს ჩუმმა ჩოჩქოლმა გადაურბინა. მალხაზმა და მანანამ ერთმანეთს გადახედეს. - მადლობას ვუხდი ჩემს შვილს, რომ ღირსეული ნაბიჯი გადადგა და ოჯახი შეჰქმნა და ასევე მადლობას ვუხდი ჩემს ახლადშეძენილ შვილს, გვანცას, რომ ჩვენს ოჯახში ინება შემოსვლა და ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. - შენგელიას და ავალიანს თბილი ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე. ალბეგმა ჯიბიდან პატარა, ფერად ხავერდის ნაჭერში გახევული რაღაც ამოიღო, - ეს ჩემი მეუღლის, თორნიკეს დედის სახოვარია, ეს ნივთი, თითქმის ოცდა-თექვსმეტი წლისაა... თორნიკეს დაბადებიდან მას თორნიკეს ცოლის სახელი დავარქვით მე და ჩემმა მეუღლემ... - ალბეგს ისევ აუკანკალდა ხმა, - გვნაცა მინდა, რომ ეს საჩუქარი მიიღო ჩვენგან. - მოხუცი მათკენ გაემართა, გვანცას თვალები ცრემლით ჰქონდა უკვე სავსე. ალბეგმა შენგელია გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა. მერე ფერადი ნაჭერი გახსნა და იქედან ოქროს მსხვილი ცეფი ამოიღო, რომელზეც ქარვის თვალი იყო კულონად დამაგრებული. ცეფი ანტიკვარული იერის იყო.
დიდი მოწიწებით და სიფრთხილით გაუკეთა რძალს ალბეგმა საჩუქარი კისერზე. მერე კმაყოფილმა ისევ ჩაიკრა გვანცა გულში და თორნიკესაც გადაეხვია.
დარბაზში ტაშის ხმა გაისმა.

ჯერი დედოფლის მშობლებზე მიდგა.
მანანამ, როგორც სჩვევიათ დედებს, მრელვარებისგან ტირილი დაიწყო და ერთ სიტყვაც ვერ სთქვა მისალოცი.
მალხაზმა კი, ძალა მოიკრიბა და სიძე- დედოფალს მიუბრუნდა.
_ჩემო შვილებო, პირველ რიგში გაბედნიერებას გილოცავთ. როგორც ახლა გიყვართ ერთმანეთი, ისე გყვარებოდეთ სულ, სიცოცხლის ბოლომდე. როდესაც თორნიკე მოვიდა ჩვენთან - მალხაზი ხალხს მიუბრუნდა, - და გვითხრა, რომ გვანცას ხელი გვთხოვა, მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ჩვენი გვანცა გაიზარდა. ეს გოგო ჩემთვის ყველაფერია, მან დამიძახა პიველად მამა. მან მაგრძნობინა თავი პირველად მშობელად. მან მასწავლა შვილის სიყვარული... მასთან ერთან ცხენობანას ვთამაშობდი, მასთან ერთად წრეში ბურთიც მითამაშია, მისით უამრავი პრობლემა დაგვიძლევია მე და მანანას... მისი ცქრიალა ხმა გვავსებს ჩვენ, მისი სიცილი სიცოცხლეს გვმატებს... მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს დიდია და თავისი ოჯახი აქვს უკვე, ჩვენთვის მაინც ჩვენი პატარა გვანცულა იქნება... ასე არ არის მა? - მიუბრუნდა უკვე ატირებულ უმცროს შენგელიას მალხაზი. გვანცამ თავი დაუქნია დასტურის ნიშნად. მამამ თბილად გაუღომა შვილს და განაგრძო, - რაც შეეხება თორნიკეს, ჩემს სიძეს, - „სიძეს“ ხსენებაზე უფროს შენგელიას ჩაეცინა და ავალიანს გახედა, ისიც იღიმოდა, - მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი მასთან ძალიან ბედნიერი იქნება. ამაა ამბობს ჩემი გული და არა მხოლოდ ენა. გილოცავთ კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნას და მთელი თქვენი ცხოვრება სიყვარულის ზეიმი ყოფილიყოს. - ისევ გაისმა ტაშის ხმა ტარბაზში. - რაც შეეხება საჩუქარს, - მალაზმა პიჯაკის შიდა ჯიბიდან კონვერტი ამოიღო, - ბევრი ვიფიქრეთ მე და მანანამ და გადავწყვიტეთ, ხუთ დღიანი ტური, ეგვიპტეში, გვეჩუქებინა თქვენთვის. დარბაზში ტაშს შეძახილებიც მიემატა.
_ვაიმეეეე - შეიცხადა გვანცამ და სახეზე ხელები აიფარა. თორნიკე კი იღიმოდა.
მამა-შვილი ერთმანეთს გადაეხვივნენ. მალხაზი სახეს უკოცნიდა შვილს.


_ჩვენი ცეკვის დრო არ მოვიდა? - გადაულაპარაკა გვანცამ თორნიკეს.
_მოვიდა... მოვალ ახლავე, - უთხრა ავალიანმა და მუსიკოსებისკენ წავიდა. მათ რაღაც უთხრა. მუსიკოსებმა ერთმაეთს გადაულაპარაკეს, რამდენიმემ თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად, მერე სიძეს მიუბრუნდნენ და მასაც დაუკრეს თავი.
დარბაზში წყნარი მუსიკის ხმა გაისმა. თორნიკე გვანცას მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა. ხალხი ფეხზე დადგა და ისე იწყეთ თვალის დევნება სიძე-დედოფალზე.
წელზე ფრთხილად მოხვია ხელი და გულზე აიკრა გოგონა. განცდები იგივე დაეუფლათ როგორც მაშინ ჰქონდათ, როდესაც ჩრდილები ცეკვავდნენ.
იმდენად მოხდენილად ცეკვავდნენ, რომ იქ შეკრებილ ადამიანებს სუნთქვა შეკვროდათ და ისე უცქერდნენ მათ.
ცეკვის დასარულს ისევ აპლოდისმენტები გაისმა.

ქორწილმა მშვიდად და ემოციებით სავსემ ჩაიარა.

_გასაღები ხომ გაქვთ? - წასვლის წინ ჰკითხა დას ავალიანმა.
_კი, მაქვს, არაფერზე იდარდო. - უპასუხა ძმას ნენემ და გადაეხვია.


სასტუმრო ქორთიად მარიოტი უკვე ელოდა ახლადდაქორწინებულ წყვილს.
კარისკაცი ღიმილით დახვდა მათ და დაქორწინება მიულოცა.
ფოიეში სასტუმროს მსახური ბიჭი მიეგება და ჩანთა ჩამოართვა. მერე კი ოთახისკენ გაუძღვა.
მათი ოთახის კედლები მწიფე ატმისფერის იყო. ავეჯი ყავისფერი და პრიალა. მაგიდის სანათები ანათებდა ოთახს. საწოლზე თეთრი თეთრეული და სირმებიანი გადასაფარებელი იწონებდა თავს. გადასაფარებელზე კი, წითელი ვარდის ფურცლები მოებნიათ. საწოლის წინ, განიერ კომოდზე ტელევიზორი იდგა, მის გვერდით კი სინი, სადაც ბოთლით შამპანური, ორი, მაღალფეხიანი ჭიქა და ხილით დახუმძლული ვაზა იდგა.

უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.
_შენი დაბადები დღის აღნიშვნა ევიპტეში მოგვიწევს, - სიჩუმე დაარღვია ავალიანმა და პიჯაკი გაიძრო. იქვე მგარ სავარძელზე გადაკიდა.
_აჰამ... ხვალ საღამოს გვიწევს წასვლა... - ხმა უთრთოდა გვანცას. ნერვიულობისგან ხელები გაყინვოდა.
_წყალს გადავივლებ მე და ვიძინებ მერე. - თქვა უცებ თორნიკემ და პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო, თან აბაზანისკენ გაემართა.
გვანცამ ამოისუნთქა და ჩანთა გახსნა. საღამური ამოიღო და ავალიანის ბაზანიდან გამოსვლას დაელოდა. თვითონაც უნდოდა შხაპის მიღება.
თორნიკე მალე გამოვიდა აბაზანიდან. თმა და გულ-მკერდი სველი ჰქონდა. თეთრი პირსახოცი წელზე შემოეკრა და უდარდელად მოაბიჯებდა. შენგელიამ ხმაურით გადაყლაპა ნერყვი და მუხლები აუკანკალდა.
_შედი ახლა შენ. - უთხრა გაფითრებულ გოგოს და ტუჩის კუთხეში ღმილი შეეპარა.
გვანცა უხმოდ წამოდგა.
_გინდა კაბის გახდაში დაგეხმარები. ზონარებს შეგიხსნი. - დააწია კაცმა სიტყვა.
შენგელია შედგა. თავისით გაუჭირდებოდა კორსეტის ზონარების გახსნა, დახმარება ნამდვილად დასჭირდებოდა.
_კარგი, გახსენი... - უთხრა გაპარული ხმით.
მამაკაცი მიუახლოვდა. ზონარების გახსნა დაუწყო. გოგონას მისმა ახლოს ყოფნამ სუნთქვა გაუხშირა. კორსეტში გამომწყდეული მისი მაღალი მკერდი, სწრაფად ადიოდა და ჩადიოდა. გული გამალებით უცემდა. შენგელიას მრელვარება არ ეპარებოდა ავალიანს და ეს სიამოვნებას ჰგვრიდა მას. ამიტომ, ცდილობდა დრო ნელა გაეყვანა და აუჩქარებლად უხსნიდა კაბის ზონარებს. ცოტაც და გვანცას მოშიშვლებული ზურგიც გამოჩნდა. მამაკაცს სისხლი აუჩქროლდა. მუცელზე ხელი მოხვია გოგონას და გულზე აიკრა. მუცლიდან ხელი მკერდისკენ ააცურა. ორივეს ერთდროულად დაუარათ ჟრუანტელმა. შენგელიას თვალები მიენაბა. ძალა წაერთვა. თითქოს მთლიანად დაებუჟა მთელი სხეული. საკუთარი გულის ცემა და თორნიკეს სუნთქვა ჩაესმოდა ყურში. ავალიანი მის გედივით მოღერებულ კისერს დაწვდა და კოცნა დაუწყო. მერე გოგონა მისკენ მოაბრუნა და თვალებში ჩახედა. შიში და ვნება ერთდროულად იკითხებოდა გვანცას თვალებში. თორნიკემ კორსეტი გაბედულად შემოსხსნა მას და ზემოდან დახედა შენგელიას სავსე მკერდს. ათრთოლებული ხელი ზურგზე დაუსვა და თავისკე მიიზიდა. მათი გულ-მკერდი ერთმანეთს მიეკრა და ტუჩებმაც იპოვეს ერთმანეთი....
ვნება აშლილი სისხლი შხუილით მიედინებოდა ვენებში...
ალერსის მორევში თავდავიწყებით გადაეშვნენ და ერთმანეთით სუნთქავდნენ....



___________________________
ვაცადოთ ახლა ამათ პაწა.

მადლობა, აი მართლა მადლობა, მათ ვინც ხმას არ ირებს და ვინც იღებს...



№1 სტუმარი mari

მოუთბენლად ველოდი ახალ თავს love

 


№2 სტუმარი სტუმარი

მაგათ ბევრსაც კი ვაცლით, მარა შენ გვალოდინე პაწა რაააა

შენს მონატრებასაც ვასწრებთ უკვე

მარა მართლა მაგარი ხარ და მიყვარხარ შენ მე love

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააააან მაგარიააა ვაიმე როგორ გამახარეე <3 მალე დადე რააა

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორ ველოდიიი.... ძალიაბ მაგარი თავია მაგრამ პატარა ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ ველოდი რომ დიდი თავი იქნებოდა და ეს არ მეყო და რა ვქნა? ეს წყვილი მომწონს რაღაც საოცრად თორნიკე ნამდვილი მამაკაცია და ამას ყოველთვის აგრძნობიებს გვანცას და გვანცა კი ისევ ბავშვია და ეს სინთეზი არის რაღაც საოცრება... ვფიქრობ ამიტომაც არის ასეთი შეუდარებელი ეს წყვილი... და შეუდარებელი ხარ შენ ასეთ ისტორიას რომ ქმნი და პერსონაჟები ასე კარგად რომ გყავს წარმოჩენილი იმდენად სრულყოფილად აღწერ მოვლენებს და გმირებს რომ ასე მგონია მე მათ ვიცნობ და მოვლენების ეპიცენტრში ვარ... წარმატებები და ძალიან ნუ გვალოდინებ რა ძალიან გთხოვ...

 


№5  offline მოდერი წითური გოგონა

ველოდებოდი რამდენი ხანია და მეღირსა!
წავალ ახლა და დავნაყრდები! ^^
იმედია მომდევნო თავამდე გამყვება ეს გემრიელი გემო! love
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№6  offline მოდერი bibo

Male damtavreb minda tavidan bolomde wavikitxoooo ....ramodenime tavi wavikitxe dzan magariaaa...ar minda dausrulebelis wakitxvaaa.da gelodebi sulit da gulit rodis damtavreb ar gagitydes ravqna ar miyvars es banaluri dasasruli sikvdili dashorebaa da magito varideb tavs wakitxvas

 


№7  offline წევრი mani156

ლოდინაად ღირდა ნამდვილაად love როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ კეკე love

 


№8  offline ახალბედა მწერალი Keke27

ეს თავი რომ ავტვირთე თან გარეთ წავედი. სახლში დაბრუნებულს ჩემი უფროსი შვილი მომეგება გახარებული და მახარა: დე შენი სთორი ტოპ არისო. (ქართული კითხვა არ იცის კარგად და სიახლე ვეღარ წაიკითხა :დდ მთვარი კი გამაგებინა :დ)

დიდი მადლობა თქვენ ამისთვის და მადლობა კიდე ჩემი შვილის გახარებული ხმისთვის და გამომეტყველებისთვის. love
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№9 სტუმარი vendi))))

velodi velodi da movidaa:p :*

 


№10  offline მფლობელი goga27

Keke27
ეს თავი რომ ავტვირთე თან გარეთ წავედი. სახლში დაბრუნებულს ჩემი უფროსი შვილი მომეგება გახარებული და მახარა: დე შენი სთორი ტოპ არისო. (ქართული კითხვა არ იცის კარგად და სიახლე ვეღარ წაიკითხა :დდ მთვარი კი გამაგებინა :დ)

დიდი მადლობა თქვენ ამისთვის და მადლობა კიდე ჩემი შვილის გახარებული ხმისთვის და გამომეტყველებისთვის. love

საყვარელი wink love
--------------------
♥ 4Love.Ge

 


გოგაზე გამეცინა :დდდ <3
მოკლედ, ლოდინიც ღირს და თორნიკე ხომ ღირს და ღირს! :D <3 ავტორი 'მთლა' სასწაული.
მიყვარხართ შენ და პერსონაჟები!!!
პ.ს. ფბ გავაუქმე დროებით, თუ რამე და აქ მომწერე.

 


№12 სტუმარი თეა

სიხარულით ცას ვეწიე ეს ისტორია რომ დავინახე. მაგარი ხარ ძალიან.

 


№13  offline აქტიური მკითხველი lalita

უმაგრესი ხარ.

 


№14  offline ახალბედა მწერალი ერკე

Keke27
ეს თავი რომ ავტვირთე თან გარეთ წავედი. სახლში დაბრუნებულს ჩემი უფროსი შვილი მომეგება გახარებული და მახარა: დე შენი სთორი ტოპ არისო. (ქართული კითხვა არ იცის კარგად და სიახლე ვეღარ წაიკითხა :დდ მთვარი კი გამაგებინა :დ)

დიდი მადლობა თქვენ ამისთვის და მადლობა კიდე ჩემი შვილის გახარებული ხმისთვის და გამომეტყველებისთვის. love

რატომ არ ასწავლე ქართული კითხვა? :დდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№15 სტუმარი Nia

Jet xom ar agirseb dadebas da mere uazrod celav interesi damekarga...

 


№16  offline მფლობელი goga27

love ველოდებით შემდეგ თავს
--------------------
♥ 4Love.Ge

 


№17  offline წევრი sxivi

აი ძალიან ძალიან მაგარია :-*

 


№18  offline მოდერი bibo

Udzalianesi magari iyo yvela tavi wavikitxee exa magarinxar dzannn:* umagresi iyltoriaaa martlaa magaria tbiliii da ragac kargii tbilii da ravi umagresia raa :* :*

 


№19  offline წევრი სესილია

ყოველდღე ველოდი ახალა თავს :) მაგარია, წარმატებებიი, ველოდები შემდეგ თავს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent