შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული ფერები 1


13-02-2021, 02:29
ავტორი Moon viewer forever
ნანახია 983

2000 წელს ერთ მდიდარ ცოლ-ქმარს ოცნება აუხდა და ამდენ ხნიანი ოცნების და ამდენი ექიმის გამოცვლის შემდეგ როგორც იქნა ნაყოფი ჩაისახა და დაიბადა ევა. არც ისე ნორმალური ბავშვი იყო, ვინაიდან არაფერს აკლებნენ ოცნებებიც არ ქონდა და ზედმეტად რეალისტი იყო, 2017 წლამდე ევას ცხოვრება სულ სხვანაირი იყო, დედ-მამას კერძო სკოლაში დაყავდთ დაცვას მიყავდა და მოყავდა, მეგობრებიც არ ყავდა, მშბლები ისე უფრთხილდებოდნენ თითქოს თხელი მინა იყო და ეშინოდათ არ გაბზარულიყო, არანორმალურობაში გადადიოდათ მისი დაცვა, მხოლოდ მისი მშობლები და ოჯახის ადვოკატი იყო მისთვის ნაცნობი, დანარჩენი უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი. 2017 წელს როცა ის 17-ის გახდა ყველაფერი თავიდან ბოლომდე შეიცვალა. სააბაზანოდან გამოდის, თმებს პირსახოცით იმშრალებს მოწყვეტით მდივანზე წვება და კომპიუტერში მუსიკებს რთავს, კარზე ზარის ხმა ისმის, ევა სიხარულით ჩარბის ქვემოთ და კარს მხიარულად აღებს იქამდე სანამ პოლიციას დაინახავს, სიცილი სახეზე აშრება და მორიდებით კითხულობს რა მოხდა.
- ევა ვართანოვი ბრძნდებით? -ხმაზე ეტყობა პოლიციელს რომ კარგი ამბავი არ აქვს.
- დიახ - შიშის მოლოდინში გაიყინა.
- თქვენი მშობლები საგზაო შემთხვევაში მოყვნენ და სამწუხაროდ..., ვწუხვარ - ახალგაზრდა ბიჭი წუხილით ხრის თავს. ევა თავის ქნევას იწყებს უაზროდ და უარყოფს. კარში ოჯახის ადვოკატი შემორბის რომელიც ევასთვის ბიძასავით იყო შემორბის განადგურებული თალებით, ევა ისევ უარყოფს.
-გეგა ბიძია უსმენ რასამბობს? დედაშენი და მამაშენი მოკვდნენო -მისკენ იშვერს ხელს და პანიცურად იცინის- ხუმრობთ ხო?? თან ბოლო წამამდე ელის რომ ეტყვიან ეს სიმართლე არ არისო მაგრამ გეგას მკვდარი თვალები სხვას ამბობს. ამაზე უკვე არანორმალურად იცინის - ისინი ხო არ წასულნან? ეს ბიჭი რეებს ბოდავს. -ახალბედა პოლიციელიც ვერ იკავებს თავს და კარს ოდნავ შორდება, ისე რომ გოგონა არ დაინახოს.
-დამშვიდდი ჩემო პატარავ, ისინი სულ შენთან იქნებიან, აი აქ - ამბობს და გულზე ადებს ორჯერ თითს.
- აქ არმინდა, აქ ვერ იქნებიან აქ აღარაა არაფერი სიცარიელედ დატომტოვეს და აქ ვერ იქნებიან, მე მინდა რომ ვხედავდე და ვეხებოდე მათ, მინდა ისევ მათი პრინცესა ვიყო და არა უპატრონო ლეკვი, და ვიღაც პოლიციელი მეუბნება ვწუხვარო , გესმისთ როგორ გესმით მე ხომ ისინი აღარ მყვანან, მამაჩემი ყველას მაშორებდა ვინც 2 მეტრის რადიუსით მომიახლოვდებოდა, ახლა ვინ დამიცავს ამ დამპალი სამყაროსგან, ახლა ვინ მეჩხუბება წელში მოხრილი რო ვიჯდები? ვინ გამაბრაზებს, მერე ვინ მიყიდის პატარა დათუნიებს და კართან ვინ დამიდებს, ვისთის ვიქნები ღირებული ამ დამპალ დედამიწაზეე, ვინც მიყვარდა იქიდან თუ არავინ დარჩა მე სიცოცხლე რაღად მინდააააა - მიწაზე დაეშვა და გულზე ხელის რტყმა დაიწყო.
- მშვიდად ჩემო პატარავ მე შენთან ვარ, მერ ვიქნები ის ვინც სიკვდილის უფლებას არასდროს არ მოგცემს გესმის?? - ცდილობს დაამშვიდოს მაგრამ ტყუილად. როგორც ბავშვობაში ახლაც თვალები გაუწითლდა მაგრამ ახლა სხვა დღეებისგან განსხვავებიით სისხლის ფრად ქონდა შეღებილი. თითქოს უცებ გადაუტრიალდა ყველაფერი დგება და მშვიდად მიდის ოთახში. პოლიციელიც და გიგაც ხვდებიან რომ კარგი არაფერი მოხდება.
-ბატონო, ვიცი ახლა ამის დრო არარის მაგრამ ხვალ ბავშვთა სახლში უნდა გადაიყვანონ რადგან სრულწლოვანი არ არის. მორიდებით ამბობს პოლიციელი და წასასვლელად ემზადება როდესაც ევას განწირული ყვირილი და ტირილი ერთად ისმის, მთელი სისწრაფით ორივე მისი ოთახისკენ მირბის პოლიოციელი კარს ამტვრევს და ოთახის აბაზანაში შედის იქ კი ვენებ გადახსნილი ევა ნახევრად გონება დაკარგული ტირის და თან თავის უკანა მხარეს კერელს ურტყამს და ნელ ნელა თვალებში შუქი უქრება.
დილით საავადმყოფოში იღვიძებს. ხმის ამოღებას ცდილობს მაგრამ უბრაკოდ ხავილი ამოსდის პირიდან.
- მშვიდად შენ არ ილაპარაკო, მე ვილაპარაკებ, ვიცი ძალიან ძნელია 1 კვირაა წამლებით გაძინებენ რომ რამე სისუკლელე არ გააკეთო, ისიც კი განიხილება რომ ბავშვთა სახლში კიარა ექიმების დაკვირვების ქვეშ იყო, ასე მეც მშვიდად ვიქნები.
- არ მინდა, მე გიჟი არ ვარრ. სხვა არჩევანი არ მაქ? - ძივს გასაგონად ხავის
- კი მაგრამ, არ ვიცი ეს მოგეწონება თუ არა, ბებიაშენი ერთერთ სოფელში ცხოვრობს, თუ გინდა წადი მე საბუთებს მოვაგვარებ.
- კარგი ასე იყოს - გიგა გაკვირვებული უყურებდა, თითქოს არც განიცდიდა მაგრამ თალებზე ყველაფერი ეტყობოდა ისევ წითელი ქონდა, გულში ჩამარხა ტკივილი და ასეთ უსულო სხეულს რომ შეხედავდი მართლა შეგეცოდება.
- ეგრე ნუ მიყურებ - წარბებს კრავს - შეცოდება არ მჭირდება.
- დამშვიდდი მარტო შენ არ განიცდი, მე და მამაშენი ძმებივით ვიყავით, კომპანიას მე მივხედავ იქამდე სანამ შენ შესაბამის გამოცდილებას არ მიიღებ.
- როდის წავალ სოფელში.
- ერთ კვირაში - ამბობს და გადის პალატიდან.
მთელი ერთ კვირა უბრალოდ ან საავადმყოფოს ჭერს უყურებდა ან კედლებს და იგივე სიმღერას უსმენდა რასაც იმ დღეს როცა ეს ამბავი გაიგო. ბარგი მოაქვთ საავადმყოფოში და დაცვას გაყავს უკანა გასასვლელით რადგან ჟურნალისტებმა არ დააფიქსირონ, მაგრამ უკანაც ხვდებათ რამოდენიმე ჟურნალისტი ფოტოებს უღებენ და კითხვებს უსვამენ განადგურებულ ევას.
- ქალბატონო ევა თუ შეიძლება კომენტარი გააკეთეთ. - ევა ჩერდება და და ისედი ირონიული და დამცინავი სახით უყურებს ამ ხალხის გროვას რომელიც ფულის გამო ლამის *რაკში შეუძვრნენ დედ-მამა მკვდარ გოგოს. ევას მანქანაში სვამენ და სოფლის გზაზე მიყავთ. გზაში განიხილავ რა შეუძლია გააკეთოს ამ ტკივილის დასასრულებლად მაგრამ არაფერი ახსენდება და ამაზე უფრო ეშლება ნერვები, გარედან მშვიდი ჩანდა მაგრამ შიგნიდან ყველაფერი მკვდარი იყო. სოფელში ჩავიდა და ბებიამისი რომელიც პირველად ნახა ისე უღიმოდა რომ მიხვდა რომ ის იყო ადამიანი რომელიც გაუგებდა, თურმე საიდან გამოყოლია თვალების გამაღიზიანებელი დაავადება, პატარა ტირილზეც რომ უწითლდება, ბებიამისსაც სისხლისფრად ქონდა თალები შეღებილი. ახლოს მივიდა და უცნაური შეგრძნება დაეუფლა, დედამისის სუნი ქონდა მის სახლს და მასაც, მივიდა და უბრალოდ ჩაეხუტა თითქოს დედამისი იყო და 2 წუთით საერთოდ დაავიწყდა რომ დედამისი ცივ კუბოში უნდა ჩაესვენებინათ 2 დღეში. მკაცრი ქალი ჩანდა მაგრამ კეთილი და ის ახლა ისეთი გულ მოკლული ჩანდა.
ევა თავის ოთახში სევიდა და უბრალოდ დაიძინა, მაშინ გაიღვიძა როცა თენთებოდა.
- დღეს სკოლაში არ ყოფილხარ მაგრამ ხვალ აუცილებლად წახვალ. - მკაცრად მაგრამ მაინც თბილად ამბობს.
- ახლა სწავლის ნერვები არ მაქ.
-ვიცი, მაგრამ ცხოვრებას 0-დან იწყებ ამიტომ მოგიწევს.
- კარგი ასე იყოს.- შეწინააღმდეგების ძალაც არ ქონდა. მთელი ღამე არ ეძინა ისევ ტკიოდა გული და იმ მომენტებს იხსენებდა რომელიც ასე უყვარდა. დილით 7 საათზე ნაცრისფერ სპორტულს იცმევს ყურსასმენებს იკეთებს და ჯერ ისევ ჩაბნელებულ ქუჩებში დასეირნობს, ტირილს ვერ იკავებს ღამით მითუმეტეს. უცებ მანქანის მოხრჭიალების ხმა ისმის, ცოტაც დაა ევას ააკაპოტებდა, ძლივს ძლივობით გვერდს უვლის გოგოს და მანქანას ჩერებს, გაბრაზებული ბიჭი მანქნიდან გადმოდის და გაბრაზებული მოდის ევასკენ.
- რაშვები არანორმალური ხარ?? რაიყო სიკვდილი გინდაა?? - ყურსასმენები ჩამოგლიჯა ყურებიდან და უყვიროდა გაბრაზებული გოგოს.
- ორივე ხო ცოცხლებივართ და რაგაყვირებს - არასასიამოვნოდ შეიჭმუხნა მის სმენას ასეთი ბოხი და მაღალი ხმა რომ მოესმა. თითქმის გათენებული იყო და ბიჭის სახეს კარგად არჩევდა, მაგრამ ახლა მის ტვინში სრული სიცარიელე იყო.ყურსასმენები ისევ გაუკეთა გვერდი აუარა და გზა განაგრძო, გაბრაზებულმა ბიჭმა ბეხით მანქანის საბურავს დაარტყა და ისევ საჭეს მიუჯდა.
ევა ისევ სახლში დაბრუნდა სადაც ბებიამისი დახვდა და ის სასიამოვნო სურნელი დედამისს ასე მწარედ რომ ახსენებდა. შეჭამე და სკოლაში წადი მეზობელი გოგო მოვა და გაჩვენებს გზას.
- დედაჩემი როგორი ბავშვი იყო? - მოულოდნელი კითხვა ისმის ევასგან.
- მშვიდი არ იყო, გიჟი იყო, ყველა ხეს ლაშქრავდა სულ ვეჩხუბებოდი ამის გამო. შენ როგორც ჩანს მე დამემგვანე ჯიუტი, სერიოზული და გრძნობებს არ გამოხატავ ხმამაღლა, ეგ კარგი არის მაგრამ თავისი მინუსები აქვს, ზედმეტი უნდობლობის გამო შენც მარტო არ დარჩე. დედაშენი ძალიან მიმდობი და სულელი იყო, ყოველთვის გულს ტკენდენ ჩემს პატარას. - ამ სიტყვებზე უბრალოდ დაიშალა ევა. - მიამიტი იყო და ყველაფრის სჯეროდა.
მაგრამ ის ისეთი კეთილი და კარგი იყოო, ყოველთვის გულს ტკენდნენ მაგრამ ჭკუას მაინც ვერ სწავლობდა ჩემი სულელი პატარა გოგო, ნეტავ არ გავბრაზებულიყავი რომ მას გაყვა, ნეტა მასთან ვყოფილიყავი სანამ მოკვდებოდა, ჩემი პატარა პრინესა იყო, იცი თეთრი კაბა როგორ უხდებოდა?? პატარა ანგელოზს გავდა, პატარა უდანაშაუნო ბავშვის სახე ქონდა ისეთი თითქოს გულს ვერ ატკენდი ისეთი პატარა იყო მარა ბევრჯერ გამიტეხეს ჩემი პატარა გოგოო. -ორივე ერთად ცხელი ცრემლებით ტიროდნენ.
- სულ მარიდებნენ ყველას, მაგრამ თან მეჩხუბებოდა ასეთი რეალისტი ნუ ხარო ცოტა უნდა იოცნებო კიდეცო, მაგრამ იმდენი არა რო გული გატკინონო, ჩემს წითელ თვალებზე სულ ტიროდა ალბათ სულ შენ ახსენდებოდი.
-კარგი მიდი სკოლისთვის მოემზადე, საუბარი შემდეგში გავაგრძელოთ.

კიდევ ერთი ჩემოდანი მოუტანეს, იმდენი თოჯინა იყო რომ ოთახი გაივსო, ყოველთვის როცა სადმე მიდიოდნენ სამსახურით ან რომელიმე დღესასწაულზე ან თუ ცუდ ხასიათზე იყო სულ ბარბის სათამაშოებს ჩქნიდა მამამისი ამით ეუბნებოდა ჩემი პრინცესა ხარო. ასევე კამერა იყონრომელშიც მთელი 17 წელი იყო ასახული. ოთახში ბებიამისი ამოვდა და უთხრა რომ წასვლის დროა და მეზობელიც მოვიდა, ერთად წადით. -ღიმილით ეუბნება, იქვე მიგდებულ ცრემლებით სველ მაიკას იღებს და გადის. ევაც ქვემოთ ჩადის და სკოლაში მეზობელ გოგოსთან ერთად მიუყვება გზას.
-იცი ბებიაშენი ძალიან მიყვარს, სერიოზულია მაგრამ კარგი ქალია.
- მე გუშინ გავიცანი. - უემოციოდ ამბობს და მის დაბნეულობაზე ეღიმება.
- ხო გავიგე რაც დაგემართა - სახე უსერიოზულდება ევას - ვწუხვარ.
- არ მინბდა ნუ წუხხარ.
- კარგი მაგრამ არ მოიწყინო ძალიან კარგი სკოლაა, ნუ ზოგი ძერსკი კი არს და ტვინს ჭამენ მაგრამ დაიკიდე ეგენი. - ბავშვურად ლაბარაკობს და ევას ამხიარულებს.
-ისედაც არ ვაპირებ შესამჩნევი ვიყო, უბრალოდ 1 წელს მალე მოვრჩები და წავალ. -სკოლამდე მივიდნენ, წინ ისევ ის მანქანა გაჩერდა დილით რომ კინაღამ გაიტანა, მანქნიდან გადმოდის და სათვალეს იხსნის, ისეთი სიმპატიურია 1 წუთით ევას ყურადღებასაც იპყრობს მაგრამ მალევე თვალს აშორებს.
- ოო ეს ჩვენი ხულიგანია, მამამისთან ცხოვრობდა ბრილიანტებში მაგრამ იჩხუბა და დედამისთან ჩამოვიდა. წარმომიდგენია რა კარგად ცხოვრობდა, შენ წარმოდგენა არც გინდა ალბათ მდიდარი იყავი და ხარ.
- ის რო მქონდეს რაც შენ გაქვს... - დანანებით ჩაილაპარაკა და გზა განაგრძო.
- მე რა მაქვს? - გულუბრყვილოდ კითხულობს. - მართლა მე რამაქვს ისეთი, ნახე რა ლამაზი ხარ პატარა ცხვირი დიდი ყუჩები შავი ლამაზი თვალები, უდიდესი წამწამები და საოცარი ტანი გაქვს.
- დედ-მამა - სევდა ერევა ხმაში ტირილს ვეღარ იკავებს ტუალეტში შედის და მთელი ტკივილით ტირის. წესრიგდება და კლასში შედის, მთელი ყურადღება მას ებყრობა რაც არც ისე სასიამოვნოა.
- ბავშვებო ახალი მოსწავლე გვყავს, ბოლო წელი ჩენთან ისწავლის, გაეცანი ბავშვებს ევა.
- როგორც ჩანს ჩვენი ახალი ნარკოტიკებზეა. - ერთერთ ბიჭი იძახის უკნიდან ევას წითელი თვალების გამო. ევა უბრალოდ თვალ არიდებს და სულ მოუთმენლად ელის როდის მოშორდება დაფას და როდის დაჯდება ადგილზე.
- ნიკო არარის სასაცილო, გაგვეცანი ერთი ორი სიტყვით ევა. - მასწავლებელი კორექტულად აკეტინებს ბიჭს და ევას უტრიალდება.
- ევაც ძალას იკრებს და ამ დროს კლასში დაუკაკუნებლად ის თმა არეული ბიჭი შემოდის ევას ყურადღება რომ მიიქცია, ევას დანახვაზე უცნაურად იღიმის.
-ბექა ისევ დააგვიანე.
- ჩემი ბრალი არ არის მანქანა გამიფუჭდა. - აგდებულად ეუბნება და ყველაზე ბოლო მერხზე ჯდება.
- ეგ წითელი პომადა მანქანამ დაგასვა? - მასწავლებლის სიტყვებზე ყველას ეცინება ერთ გოგოს გარდა და გაბრაზბას ძლივს იკავებს.
- ნატა ნუ ბრაზდები დედაჩემმა მაკოცა - დამცინავი ღიმილით იშორებს ტუჩის კუთხიდან პომადას და გოგოს "ამშვიდებს" მაგრამ საერთოდ არ ეტყობა რომ აინტერესებს მაგ გოგოს გაბრაზება.
- შეიძლება დავჯდე? - პირველად ამოიღო ხმა ევამ ზედმეტად სერიოზული ხმა ქონდა და მისმა სიტყვებმა ყვლას ყურადღება მიიპყრო.
- ჯერ თქვი ორი სიტყვა. - არ ეშვება მასწავლებელი და ევასაც სხვა გზას არ უტოვრბს.
- მას არავის არაინტერესებს არ ეტყობა როგორიცაა, თბილისელი ძეტკაა და თვს არც გვიყადრებს, თავი ჩენზე უკეთესი გონია. - ნატა გესლავს და მოგებული სახით ეუბნება "აქ მევარ ვინც ვარ და ჯობს არ გადამეყაროო"
- მართლაც აქ შენი თბილისელობა მაგრად გვკიდია.- მხარს უბამს დაქალიც
- ეგრე არაა არ იცნობთ და ნუ ლანძღავთ - ევას მეზობელმა ანამ ცადა მისი დაცვა მაგრამ ევას ნამდვილად ეკიდა ნატას სიტყვები.
- შენ ჩუმად იყავი - ბექა აჩუმებს ანას თითქოს სანახაობით ტკბებოდა ანაც მაშინვე ჩუმდება მარა თვალებით ანიშნებს ევას შენთნ ვარო
- ჯერ ერთი შენ ვინ მოგცა მაგის უფლება რომ ვინმე გააჩუმო, მერე მეორე ახლა თავს თქვენ იმცირებთ თორე მე ხაზი არ გამისვია ჩემს თბილისელობაზე, და თუ არ გაინტერესებთ ეგ უკვე თქვენი პრობლემაა მაგრად მაგას როგორ მოაგვარებთ - უემოციოდ აყალიბებს აზრს და აგრძელებს - არ ვაპირებდი ბევრ ლაპარაკს მაგრამ ბარემ ვიტყვი სათქმლს, ევა ვაღთანოვი, 17 წლის 1 წელი ვიქნები თქვენი კლასელი არ შემეხოთ და არ შეგეხებით, და ხოო მეგობრებს არ ვეძებ ამიტომ თქვენი სახელები. - იცის რომ დედამისს ეს სიტყვები არ მოეწონებოდა მაგრამ თავიდანვე თქვა რომ არ შეაწუხონ, ბოლო რიგში ბექა ჰორიზონტზე დაჯდა ფანჯარასთან.
- ოო პატარა გოგო რადღეშია ნახეეთ, ვფიქრობ დამშვიდებაში შემიძლია დავეხმარო. -ირონიულად იცინის და ნატას აღიზიანებს.
- მგონი ხაზი გავუსვი იმას რომ არ შემაწუხოთ. -სასხვათაშორისოდ თქვა და დაჯდა.
- დედაჩემისის სკოლაა და აქვს უფლება გააკეთოს ის რაც უნდა. - გამოყო თავი ნატამ.
- რაც უნდა ის გააკეთოს პროსტა ჩემგან შორს, პრობლემებს არ ვეძებ. - მინდა მალე მოვიშორო ეს ნატა და ყურსასმენები კავიკეთო.
- პრობლემებს არ ვეძეო? ამ დილით შენ არ აგაკაპოტე კიაღმ? - ამ სიტყვებზე ევა შეშდება, ნატას კი უფრო ძულდება ევა.
- წინ უნდა იყურო გოგონი სხვის ბიჭებს არ გადაუხტე. - ევამ ამოიხვნეშა მის სისულელეზე ნამდვილად არ ქონდა ამ ბავშვთან ჩუბის თვი.
- აუუ, რაზე მიწევს ლაპარაკიი , მისმინე დაკეცე და ჯიბეში შეინახე ფეხებზე . - ყურსასმენები გაიკეთა და ფანჯარას გახედა. ბექა ეშმაკურად უყურებდა ევას და ღიმილს ვერ იკავებდა მის სიტყვებზე, თან თვითონაც ინაღვლებოდა მის სევდიანობაზე. ნატამ შეამჩნია მისი მზერა როგორ მიიბყრო ევამ და უფრო მეტად შესძულდა ევა რომელიც მაგრდროს თავის სტიქიაში იყო და ყველა მაგრად ეკიდა.



№1 სტუმარი სტუმარი .....

ძალიან კარგია, მომწონს♥️
იმედია არ შეწყვეტ და ახალ თავს მალე დადებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent