მე ის რეალისტი ვარ
მე ის რეალისტი ვარ, რომელშიც შენ რომანტიკას ეძებს, მე კი არ შემიძლია მიყვარდეს ის ვინც ჩემგან გამორჩენას ელის.ნუ მთხოვ, რომ მჯეროდეს სიყვარულის, რადგან მე მინახავს ამ გრძნობისთვის დაღვრილი ცრემლი,ნუ მთხოვ, რომ მჯეროდეს სიყვარულის, რადგან მე მინახავს მის ლოდინში გაჭაღარავებული ადამიანები.ნუ მთხოვ, რომ მჯეროდეს სიყვარულის, რადგან მე მინახავს ღალატი, მინახავს ორგული ადამიანები, მინახავს ეგოისტები, ცინიკოსები, ნიღბიანები, ბოროტი მატყუარები. დანგრეული ოცნებებიც მინახავს, გატეხილი გულებიც, გაყინული სულებიც.ხოდა ნუ მთხოვ, რომ მჯეროდეს სიყვარულის, რომელიც არ არსებობს... ეს სამყარო, ცხოვრება, გრძნობები, ადამიანები, აზრები, ყველაფერი ილუზიაა და ვინ იცის ეგებ ერთ დღეს ჩვენ შევძლოთ და შევქმნათ ილუზია სახელად „ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი“
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.