თინეიჯერის დღიური (დღე4 )
დღევანდელი დღის შესაფერისი სიმღერა ვერ ვიპოვე ჩემო მკითხველო, სიმღერა, რომელიც მე გრძნობების გადმოცემაში, შენ კი ამ ემოციების აღქმაში დაგეხმარებოდა... დღეს გამოცდა მქონდა. წუხელ წამითაც არ მომიხუჭავს თვალი, მთელი ღამე კონსპექტებისა და წიგნების ზვინი მედო წინ და მთელი ძალით ვცდილობდი სრული მასალის გადამეორებას. გამოცდა ადრე დავასრულე და მთელი დღე თავისუფალი მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე ქალაში გამესეირნა, თან შესანიშნავი ამინდიც იყო. მოკლედ, მთელი გეგმები დავსახე, ჯერ წიგნების მაღაზიაში უნდა შემევლო, შემდეგ მასალა დამექსეროქსებინა მომავალი გამოცისთვის მოსამზადებლად, ჩემს საყვარელ ტკბილეულის მაღაზიაშიც მივსულიყავი და შოკოლადის ბურთები მეყიდა, რომელთაც ყავასთან საოცარი გემო აქვთ, ბოლოს თუ დრო დამრჩებოდა იქნებ ტანსაცმლის მაღაზიებშიც შევსულიყავი და გარდერობი განმეახლებინა. წიგნის მაღაზიიდან რომ გამოვედი და გზას ჩავუყევი, შორიდან ნაცნობი სახე დავინახე, ვიფიქრე მეჩვენებოდა. რაც უფრო მეტად მიახლოვდებოდა სახე მით მეტად ნაცნობი ხდებოდა ჩემთვის, ელი იყო- ჩემი ბავშვობის მეგობარი. გამიკვირდა მისი ნახვა, რადგან ქალაქში იყო ჩამოსული და არც კი მოუწერია ჩემთვის. მოკლედ მოგიყვებით ელიზე, რათა ყველაფერი მარტივად გასაგები იყოს ჩემო მკითხველო. ჩემი და ელის სახლი ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ჩვენ ტკბილად და ბედნიერად ვცხოვრობდით ქალაქგარეთ. ჩემი ბავშვობა მისით იწყება. როცა უკვე იმ ასაკში ვიყავი, რომ რაც ჩემ ირგვლივ ხდებოდა მამხსოვრდებოდა, ჩემს გონებაში გამუდმებით ელი იჭრებოდა. დროის ძალიან დიდ ნაწილს ერთად ვატარებდით. როცა რაღაც ისეთი მქონდა რაც მას არა, მაშინვე ელისთან მიმქონდა., როცა დედა სათამაშოს მყიდულობდა ყოველთვის ორს ვითხოვდი. 15 წლის ვიყავი, როცა ელის ოჯახი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. რთული დღეები იყო. თვალები გამუდმებით ელის ეძებდნენ. ელის ნივთები ერთად ჩავალაგეთ, ხელი მიკანკალებდა, როცა ყველაფერს ყუთში ვდებდი. ელის ნივთებთან ერთად იმ ყუთში ჩემს გრძნობებსაც ვდებდი, რომ როცა ამოალაგებდა, ეგრძნო ჩემი სიახლოვე. თვალები ცრემლით მქონდა სავსე, მაგრამ არ ვიმჩნევდი, რათა ელისთვის რთული გადასვლა კიდევ უფრო არ გამერთულებინა. როგორც გითხარი ჩემო მკითხველო მაშინ მე 15 წლის ვიყავი, ელი კი 17. დღესაც მახსოვს როგორ შემოვიდა წასვლის წინ, ხელები უკანკალებდა და ხმა უთრთოდა, მისი სიტყვები ყურში ახლაც ჩამესმის - ენი, ნუ გეშინია სიშორე ვერაფერს დაგვაკლებს, სულ ერთად ვიქნებით. რამდენიმე თვეს ვლაპარაკობდით, ვგრძნობდი რომ ჩემთან იყო, მაგრამ ამავე დროს შორს იყო ჩემგან. დრო გადიოდა და ელი სულ უფრო და უფრო მშორდებოდა. მას თავისუფალი დრო აღარ ჰქონდა, მე კი გამუდმებით ვურეკავდი, ხან სოციალური ქსელიდან ვცდილობდი ხმა მიმეწვდინა ხან კი მობილურიდან. ელიმ სოციალური ქსელი გააუქმა, მობილურზე როცა ვურეკავდი მეუბნებოდა, რომ თავისუფალ დროს თავად გადმოირეკავდა, მაგრამ თავისუფალი დრო მის ცხოვრებაში ალბათ არ ყოფილა. ასე და ამგვარად გავიდა 4 წელი. ელი იყო. მანაც მიცნო. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ჩამეხუტა, თითქოს ძალიან უცხო, მაგრამ ამავდროულად ძალიან ახლო იყო. მივდიოდით გვერდი-გვერდ და ჩვენ შორის გამეფებული სიჩუმის დარღვევას ვერცერთი ვბედავდით. ბოლო საუბარი მე დავიწყე; ენი: ინებ პარკში წავიდეთ ელი, ცოტა ხანს დავსხდეთ და ვისაუბროთ - ისე ვნერვიულობდი რომ საკუთარი გულისცემა მესმოდა ელი: კარგი ენი. პარკში სკამზე დავსხედით. ენი: ელი, როგორ ხარ? რა ამბებია შენკენ მომიყევი. ელი: ენი, კარგად ვარ. მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს. ენი: ჩვენს ცხოვრებაში სწორედ ის მოხდა ელი, რისიც შენი წასვლის დღიდან მეშინოდა. ელი: ოთხი წელი გავიდა ენი, ოთხი წელი. ამ ოთხმა წელმა შენ შენს გზაზე დაგაყენა, მე კი ჩემსაზე. გაიყარნენ ჩვენი გზები. მე მალე უნივერსიტეტს ვამთავრებ, უკვე საბაკალავრო ნაშრომზე ვმუშაობ, შენ ალბათ ჯერ კიდევ სტუდენტი ხარ. მე დავინიშნე კიდევ - ამ დროს ბეჭედისკენ მანიშნა თითით - ხვალ ჯვრისწერა მაქვს, სულ ესაა ჩემი ცხოვრება ენ. ენი: მიხარია ელი, მაგრამ რატომ? ელი: რა რატომ? ენი: რატომ ვიგებ მე ამას ყველაზე გვიან ელი? ელი: ხომ იცი,რომ ცხოვრებამ მოიტანა ის მდგომარობა, რომელშიც ახლა ვართ. ენი: ცხოვრებამ მოიტანა? ყოველდღე გწერდი ელი, გირეკავდი რომ აამდე არ მივსულიყავით, მაგრამ შენი მიზეზები არ მთავრდებოდა. გირეკავდი, როცა კარგად ვიყავი, რადგან შენზე მეტად რავის გაუხარდებოდ ჩემი კარგად ყოფნა, გირეკავდი, როცა ცუდად ვიყავი, რადგან შენსავით გვერდით არავინ დამიდგებოდა, გირეკავდი იმ იმედით, რომ ერთხელაც მომისმენდი, მჯეროდა,რომ არასდროს ვიცეოდი შენთვის ტვირთად. ერთმანეთს გავამხნევებდით სწორედ ისე როგორც მაში, როცა დავსხდებოდით და საათობით შეგვეძლო გვესაუბრა. ელი: ენი, ჩვენ გავიზარდეთ, აღარ ვართ იმ ასაკში, რომ საათობით ვისხდეთ და უაზრო რაღაცებზე ვისაუბროთ. ენი: უაზრო? ერთხელ მაინ დაგერეკა ელი, ერთხელ, მე მოგისმენდი, გეფიცები მოგისმენდი. ელი: ენი ბევრი დრო არ მაქვს, ჩემი საქმროსა და მეჯვარეებს უნდა შევხვდე და ჩხუბი არ მინდა გთხოვ. ენი: როგორც ყოველთვის დრო არ გაქვს. ელი:ენი ბავშვები აღარ ვართ, უაზრობებზე რომ ვიკამათოთ გესმის? ენი: ვცდილობ გაგიგო ელი ელი: ჯერ კიდევ ის ბავშვი ხარ, გაზრდა ვერ შეძელი, როცა საკუთარ გზას იპოვი უკეთ გამიგებ და იქნებ მაშინ მაინც გაიზარდო. ენი: წასვლის წინ რა სიტყვები მითხარი გახსოვს ელი? ელი: არა ენ, მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა ენი: მე კი მახსოვს, მახსოვს დღეც და ღამეც, ყოველ წამს, წუთსა და საათს ,, ენი მერე რა რომ სხვაგან გადავდივარ, ჩვენ სულ ერთად ვიქნებით, გახსოვდეს მანძილი ვერ დაგვაშორებს, სულ ასეთად დარჩი ენი, ასეთი სუფთა იყავი, არასოდეს შეიცვალო". ელი: მაშინ ბავშვები ვიყავით ენი და ცხოვრება მარტივი გვეგონა. ენი: მე ჩემი პირობა შევასრულე, არ შევცვლილვარ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ადამიანი იყო, ბევრიც წავიდა, შენ კი არასდროს დამვიწყებიხარ, არც სხვაში გამიცვლიხარ და არც კი მიცდია უშენობით გამოწვეული სიცარიელის შესავსებად ვინმე მომეძებნა. ელი: ვცდილობ გაგიგო ენი. ენი: გაგება არ მჭირდება, შენგან აღარაფერს ველი. ელი: ისევ ისე იბუტები ენ როგორც ბავშვობაში, როცა რაღაც არ მოგეწონებოდა და ცხვირს აიბზუებდი ხოლმე - გაეცინა. ენი: სათქმელი აღარფერი მაქვს ელი: დროა გაიზარდო, დროა ცხოვრება სხვა თვალით დაინახო. ენი: დღეს, როცა ერთმანეთს შევხვდით, რატომ არ მკითხე თუ როგორ ვარ? რატომ არ დაინტერესდი? ელი: რადგან ვიცი კარგად ხარ ენი. ენი: საერთოდ არ ვარ კარგად. ელი: ენი მორჩი სისულელეებს, ცხოვრებამ გაგვყარა და ნუღარ გავეკიდებით ერთმანეთს. ამ დროს ვიღაცები მოგვიახლოვდნენ. ელი წამოხტა და მიესალმა. მე ჯერ კიდევ ვიჯექი და მის სიტყვებზე ფიქრში აზრზე ვერ მოვედი. ელი: ენი ეს ჩემი საქმროა, ესენი კი ჩემი მეჯვარეები არიან ენი: სასიამოვნოა თქვენი გაცნობა - ძლივს ამოვილუღლუღე. ელი: ეს კი ენია, ოთხი წლის წინ ერთად მეზობლად ვცხოვრობდით - ასე წარუდგინა ჩემი თავი მათ. ,,მეზობელი''- ამ სიტყვამ გამანადგურა, ეს ბოლო დარტყმა იყო ელისგან. ტკივილი ბევრნაირი გამომიცდია, მაგრამ ეს ყველაზე საშინელი იყო. ჩემს იმწამინდელ მდგომარეობას სახელს ვერ ვუძებნიდი. ელი: ჩვენი წასვლის დროა ენი,მშვიდობით და ბედნიერებას გისურვებ ცხოვრებაში, ერთ დღესაც ისე გაიზრდები, რომ წვრილმანები აღარ დაგაინტერესებს ენ... ენი: წარმატებები ელი, შენც ბედნიერებას გისურვებ... ის მიდიოდა მე კიდევ ყელში გაჩხერილი ბურთი მახრჩობდა. ვუყურებდი, იქნებ მოეხედა უკან, როგორც ბავშვბაში იცოდა ხოლმე, სკოლისაკენ მიმავალს ფანჯრიდან რომ ვუყურებდი. მინდოდა მოეხედა, ძალიან მინდოდა. არ მოუხედავს... ვუყურებდი როგორ ეფარებოდა თვალს ნელ-ნელა. ერთხელ ბავშვობაში დავეცი და მუხლი ვიტკინე. ელიმ ეს რომ გაიგო, სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო. ქოშინით შემოვარდა და ჩემს საწოლთან მუხლებზე დაეცა. ,, ნუ ტირი ენი, ახლა გტკივა, მაგრამ მალე აღარ გეტკინება, ყველაფერი გაივლის და ამას ერთად სიცილით გავიხსენებთ, მეც მტიკვა ენი ზუსტად ისე როგორ შენ, ერთად გადავიტანთ" - ყურში ჩამესმოდა სიტყვები. ამჯერად შენ მატკინე ელი, დროთა განმავლობაში შეიძლება ტკივილი დამიამდეს, მაგრამ გავიხსენებ კი ამას სიცილით?! პარკში ვიჯექი, იგივე სკამი იყო ჩემო მკითხველო, ზუსტად იგივე, რომელზე მჯდომიც რამდენიმე დღის წინ ქალაქის ძველი იერის გახსენებას ვცდილობდი. ისევ მარტო ვიჯექი, როგორც მაშინ. ამჯერად ვტიროდი... თუ მაშინ ადამაინები ჩამივლიდნენ და არაფრისმთქმელ მზერას მესროდნენ მხოლოდ, ახლა მიყურებდნენ სიბრალულითა და ინტერესით სავსე თვალებით. ალბათ აინტერესებდათ რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რამაც ასე საჯაროდ ტირილი გამაბედინა. ბავშვობაში მე და ელი ბევრ რამეს ვგეგმავდით. ერთხელ ჩვენი ქორწილებიც კი დავგეგმეთ. ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ რომ ვინც პირველი გათხოვდებოდა, მის ქორწილში მეორე მეჯვარე იქნებოდა. ჩვენ ყველა ისტორია საერთო გვქონდა. მაშინ ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც ზღაპარში. მეორე დღეს ეკლესიაში წავედი, მინდოდა ელისთვის შორიდან მაინც მომეკრა თვალი. ულამაზესი იყო თეთრ კაბაში, მზესავით ანათებდა. შორიდან ვუყურებდი. ისეთი ბედნიერი იყო... მიხაროდა, გეფიცები ჩემო მკითხველო ძალიან მიხაროდა მისი ბედნიერება. როცა ადამიანი გიყვარს მას მთელი გულით უსურვებ ბედნიერებას და არ არის მნიშვნელოვანი ამ ბედნიერებას შენც გაგიზიარებს თუ არა. ელის არ დავუნახივარ... ვუყურებდი ცრემლიანი თვალებით... ეს ამბავი დაახლოებით სამი კვირის წინ მოხდა ჩემო მკითხველო. ამ დრომდე საკუთარ თავში ვეძებდი ძალას, რომ ეს ამბავი შენთვის მომეყოლა. ყოველთვის, როცა ვიღაც უბედურია ჩემ გარშემო საკუთარ თავს ვადანაშაულებ. არ ვიცი ეს დადებითი თვისებაა თუ უარყოფითი, შენ მითხარი ჩემო მკითხველო. მითხარი როგორი ვარ, ხომ გამიცანი, ხომ იცი რას ვგრძნობ და როგორ ვარ... არ ვიცი რა დაემართა ელის ასე რომ შეიცვალა. რატომ გაუცივდა გული ჩემ მიმართ... იქნებ ამას კითხულობ ელი, მაგრამ არა მგონია. თუმცა მაინც გეტყვი, რომ მთელი გულით გისურვებ ბედნიერებას, მე კი აღარასოდეს შეგაწუხებ უაზრობებითა და სისულელეებით. ამით დასრულდა ელი ჩვენი ისტორია, მეგონა უსასრულოები ვიყავით... შენ კი ჩემო მკითხველო გისურვებ ცხოვრებაში გყავდეს ისეთი ადამიანი ვისთანაც მუდმივად ბავშვად დარჩები, ვინც გაზრდას არ მოგთხოვს, ვინც დაასასებს ყველაფერს იმას რაც გადაგხდათ, წლების მერე კი სიბერეში ერთად დაჯდებით და გაიხსენებთ ახალგაზრდობას. თუკი ასეთ ადამიანს იპოვი, ხელიდან ნუ გაუშვებ, მაგარად ჩაეჭიდე და არც დროსა და არც მანძილს არ მისცე ნება წაგართვას ის. სიყვარული ყველაზე რთული რამაა. ძნელი მოსაპოვებელია და ადვლად უფასურდება, ერთხელ გაუფასურებული კი ფასს სამუდამოდ კარგავს. გიყვარდეთ ყველანაირი მიზეზის გარეშე, გიყვარდეთ უანგაროდ... ზოჯგერ უნდა დაიშალო რომ აყვავილდე... სიყვარლით, ენი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.