ნაცრისფერი {15}
დიდი ფანჯრების წყალობით განათებულ დიდ ოთახში ოვალური მაგიდის თავთან იჯდა, სავარძლის სახელურზე იდაყვით ეყრდნობოდა, ფეხი ფეხზე გადადებულს საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიედო და თანამშრომლების საუბარს ყურადღებით უსმენდა, მეორე ხელით კი კალამს ათამაშებდა. -ბატონო კონსტანტინე, ნახაზები მზად არის. - ოთახში შესულმა ელენემ შავი ფურცლების ქეისი წინ დაუდო პირველს და ისიც მაშინვე გასწორდა სავარძელზე. -მადლობა ელენე. - საქაღალდე მაშინვე გადაშალა და ახალი პროექტის ნახაზები დაკვირვებით გადაათვალიერა. - ბაღი არ მომწონს, ზედმეტად მოშიშვლებულია. ეკა, მცენარეების რაოდენობა გაზარდე და დღესვე გამომიგზავნე ახალი ვარიანტი. -კარგით. -ხვალ შეხვედრა 3 საათზე იქნება, ამიტომ დღესვე დაიწყეთ 3D ვერსიის შექმნა, ეს პროექტი ჩვენი უნდა გახდეს, ვიცი ასეც იქნება. ზალიკოსთან პარტნიორობით კიდევ უფრო მაღალ მწვერვალზე ავალთ და გზის სხვა მიმართულებებიც გაგვეხსნება. ეკა მჭირდება მთელი პროფესიონალიზმი გამოიყენო აღწერის დროს, როგორც გავიგე რთული და წუნია კაცია, ამიტომ თქვენი იმედი მაქვს. -ყველაფერი კარგად იქნება. - კონსტანტინეს მარჯვნივ მჯდომმა ცერა თითი აუწია პირველს, თან თვალი ჩაუკრა. -ბატონო კონსტანტინე, თორნიკე ბერიძე მოვიდა. -ჩემს კაბინეტში დამელოდოს. - მაშინვე გასცა პასუხი ელენეს, ისიც თავის ქნევით გაბრუნდა უკან. - საქმეს მიხედეთ, თუ რამე დაგჭირდებათ შემატყობინეთ. - ფეხზე წამომდგარმა იქვე დადებული ტელეფონი აიღო, შემდეგ ოთახიდან გავიდა და საკუთარი კაბინეტისკენ დაიძრა. როგორც კი შიგნით შევიდა მაშინვე მიესალმა ფეხზე მდგომ კაცს და საკუთარ სავარძელში ჩამდჯარმა თორნიკესაც დაჯდომისკენ მიანიშნა. -მოხარული ვარ შეხვედრა რომ მოახერხეთ. -რა თქმა უნდა. გისმენთ. -როგორც გითხარით აგარაკის გადაკეთება მინდა, ძველი სახლია, მაგრამ ბევრი მოგონებით სავსე. ერთი თვის წინ ერთ არქიტექტორს შევუთანხმდი, მაგრამ როგორც გავიგე ავარიაში მოყვა, მძიმედ დაშავდა და საქმის გაგრძელება ვეღარ მოვახერხეთ. სახლის ყველა ნახაზი აქ არის, მინდა ძველებური იერი დაჰკრავდეს, უკანა მხარეს დიდი ფართია, მინდა აუზი ჩაემატოს… დანარჩენი თქვენს ხელშია. -ნახაზებს გადავხედავ, შემდეგ ჩემს არქიტექტურის ჯგუფს დაველაპარაკები, მიახლოვებულ ვარიანტს შევქმნით და ამის შემდეგ დაგიკავშორდებით, თუ მოგეწონებათ მერე ვისაუბროთ ჩვენს თანამშრომლობაზე. -ძალიან კარგი, მაშინ დაგტოვებთ და მოგვიანებით შევხვდებით. -დროებით. - ფეხზე წამომდგარმა ხელი ჩამოართვა და გასასვლელი კარებისკენ დაძრულს უკან გაჰყვა. კარი როგორც კი გამოაღო კაცმა მაშინვე მოხვდა თვალში მათკენ მიმავალი ქალი და ნაცნობი სახის დანახვისას უნებურად გაეღიმა. -სესილია, როგორ ხართ? - მაშინვე ხელი ჩამოართვა ნაკანს, პირველმა კი წამსვე წარბები ასწია მათი ერთად დანახვისას. ჯერ ერთმანეთში ახლართულ ხელებს უყურებდა, შემდეგ სესილიას მომღიმარ სახეზე გადაიტანა მზერა, მისგან კი თორნიკეზე და კვლავ ხელებს დაუბრუნდა. -კარგად, თქვენ როგორ ხართ? არ მეგონა კიდევ თუ შევხვდებოდით. -მე კი არ მეგონა აქ თუ გნახავდით. -საოცარი დამთხვევაა. - კონსტანტინეს გამომეტყველება რომ დაინახა ქალმა მაშინვე უკან გასწია ხელი, თმები ყურს უკან გადაიწია ინსტიქტურად და პირველს თვალი ძლივს გაუსწორა. -ნამდვილად საოცარი… - ჩუმად ჩაილაპარაკა პირველმა, შემდეგ ჩაახველა და სესილიასკენ ნაბიჯები გადადგა. - ერთმანეთს იცნობთ? - ხელი მოხვია წელზე ნაკანს, თან ლოყაზე აკოცა, მეორე ხელი შარვლის ჯიბეში მოითავსა და დაბნეულ თორნიკეს ისე შეხედა. -სესილია ის ქალბატონია რომელზეც გიამბეთ, სამწუხაროდ ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა… ვწუხვარ თქვენი ავარიის გამო. -ღმერთის წყალობით კარგად ვარ, ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდა. ახლა კონსტანტინეს დამსახურებით შემიძლია საქმეს დავუბრუნდე… -მეგონა სხვა კომპანიაში მუშაობდით. -ასეც არის, უბრალოდ აქ მის სანახავად მოვედი. - ყურებამდე გაიღიმა, თან ქვემოდან ახედა პირველს და მის კმაყოფილ გამომეტყველებაზე კიდევ უფრო გაეღიმა. -გასაგებია, კარგი მე დაგტოვებთ. -მალე შევხვდებით. - თავი დაუქნია პირველმა, რამდენიმე წამი უყურეს ლიფტისკენ მიმავალ კაცს, შემდეგ კაბინეტში შებრუნდა სესილიასთან ერთად, კარები მიხურა და მის სხეულზე მიკრულ ქალს ორივე ხელი წელზე მოხვია. - აქ რას აკეთებ? ხომ გითხარი სახლიდან არ გამოსულიყავი. - წარბ შეკრულმა დახედა, ნაკანი კი კვლავ უღიმოდა, თან ბრჭყვიალა თვალებით შესცქეროდა. - სესილია… - თმები უკან გადაუწია მომღიმარ ქალს რომელიც ხმას არ იღებდა, მის სახეზე პირველსაც ეღიმებოდა და კბილებსაც კი იჭერდა ტუჩებზე რომ არ გასცინებოდა. -გისმენ? - სხეულზე კიდევ უფრო მიეკრა და ტუჩები წამოთ მიაკრო ყბაზე კაცს. -აქ რა გინდა? -მომენატრე. - კისერზე დაალაგა ხელები, ცხვირის წვერი ლოყაზე გაუსვა, შემდეგ ტუჩებზე და ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. -ანუ მოგენატრე. - ლოყაზე მიეფერა და იქვე ნაზად აკოცა. -ძალიან. - ტუჩებით ყელზე შეეხო, მისი სურნელის შეგრძნებისას თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, შემდეგ საფეთქელი ლოყაზე მიადო რამდენიმე წამით და ალერსით გაბრუებული კაცის ტუჩებამდეც მალევე მიაღწია. -მაინც არ მომწონს შენი გარეთ სიარული. - ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა მის ყურთან, თავი უკან გასწია და მისი მწვანე თვალების დანახვისას სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. -მალე მორჩები? - თმებში შეუცურა კაცს თითები, თან გადაღლილი ნაცრისფერი თვალები შეუთვალიერა. -კი, რამდენიმე საკითხს უნდა გადავხედო და მოვრჩები. -მაშინ აქ დაგელოდები. - მისი მკლავებიდან თავდახსნილმა პირდაპირ სავარძელისკენ აიღო გეზი, იქვე ჩამომჯდარმა ფეხი ფეხზე გადაიდო და ყავის მაგიდაზე დადებული ჟურნალიც აიღო. ცოტა ხანს უყურა სესილიას დოინჯ შემოეტყმულმა, შემდეგ მის მიერ აჩეჩილი თმები გადაისწორა და კარებისკენ დაიძრა. -ელენე, ერთი უშაქრო ჩაი და ჩემთვის ყავა შემოიტანე. -ახლავე. - თავი დაუქნია მომღიმარმა, კონსტანტინე კი უკან შებრუნდა, საკუთარი ადგილი დაიკავა, კალამი თითებს შორის მოიქცია, სკამი მაგიდისკენ მიასრიალა, თან სესილიას თვალს არ აშორებდა. -თორნიკეს სახლის დაპროექტება მე მინდოდა, ძალიან ლამაზი ადგილია და ძალიან ბევრი აზრი მქონდა გადაკეთებასთან დაკავშირებით. -სახლი ნახე? -იმ დღეს დილით შევხვდი, სახლი დავათვალიერე და სახლშიც მან მომიყვანა. -გინდა ეს საქმე აიღო? -როგორ? - მაშინვე შეხედა მაგიდაზე იდაყვებით დაყრდნობილ კაცს, მომღიმარი შესცქეროდა და მისი თვალების ყურებისას უკვე ხვდებოდა რასაც ეტყოდა. მაშინვე აატრიალა თვალები და პირველსაც ყურებამდე გაეღიმა რომ მიხვდა ქალს მისი ფიქრები ესმოდა. - რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე? -სესილია, სხვადასხვა კომპანიებს ვფლობ, რომლებიც სხვადასხვა თემას ეხება, შეგიძლია ჩემთან დაიწყო მუშოაბა, იმუშავებ არა ჩემთან, არამედ სხვადასხვა არქიტექტორებთან რომლებსაც განსხვაბებული საქმე ევალებათ. ჩემთან შეხება მხოლოდ ნამუშევრის წარდგენისას გექნება, ან მაშინ თუ რამე დაგჭირდება. თან ცოტა უცნაური იქნება სხვა კომპანიაში თუ იმუშავებ… სხვათაშორის ამ ყველაფერს დიდი პლიუსიც აქვს. -რა პლიუსი. -ნებისმიერ დროს შეძლებ ჩემს ნახვას, ჩემს სიახლოვეს იქნები და როცა მოგენატრები ერთი წუთიც არ დაგჭირდება ჩემს სანახავად. -თუ ასე ძალიან გინდა რომ შენთან ვიმუშაო… კარგი… - ელენეს შესვლისთანავე თქვა თან პირველს გადახედა. მაშინვე ჩაეცინა კონსტანტინეს, ელენეს მადლობა გადაუხადა მერე კი საბუთების მიტანა სთხოვა, რადგან უნდოდა სესილიას იქ დაეწყო მუშაობა. ყველაფრის შევსების შემდეგ ხელიც მოაწერინა ნაკანს, თან მის წუწუნს უსმენდა, ჩუმად ადევნებდა თვალს და შინაგანად უდიდეს ბედნიერებას გრძნობდა. -ხვალიდან დაიწყებ მუშაობას, თორნიკეს სახლს შენ ჩაუდგები სათავეში, ყველაფერს დააპროექტებ, მერე მე მაჩვენებ და ჩემი გადაწყვეტილების შემდეგ თორნიკეს დავურეკავთ. -აქაურიბას დამათვალიერებინებ? -ხვალ რომ მოვალთ ელენე დაგათვალიერებინებს, ახლა წავიდეთ, რაღაც უნდა გაჩვენო. - ფეხზე წამომდგარმა სკამზე გადაკიდებული კოსტუმი მოიცვა, ზემოდან მუქი ნაცრისფერი პალტო შემოიცვა და ჯერ ისევ სავარძელში მჯდომ სესილიას ხელი გაუწოდა. -რა უნდა მაჩვენო? -სურპრიზია. - აბრჭყვიალებულ თვალებში მომღიმარი უყურებდა, თან ელოდებოდა როდის მოკიდებდა ხელს ქალი, ბოლოს მისი წვრილი თითების მოჭერაც იგრძნო და ფეხზე მდგომ სესილიასთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა, ლიფტში შესულმა თითი ღილაკს მიაჭირა, კარების დაკეტვის შემდეგ მაშინვე სესილიას სახე მოიქცია ხელებში და მოულოდნელლბისგან დაბნეულ ქალს მონატრებული ტუჩები ხანგრძლივად დაუკოცნა. - დაღლილობას მიხსნი. -სახლში რომ დავბრუნდებით საერთოდ მოგიხსნი დაღლილობის შეგრძნებას. -საინტერესოდ ჟღერს. - თვალებ მოჭუტულმა შეათვალიერა, ხელი წელზე მოხვია და ლოყაზე აკოცა. - გაბრიელი სად არის? -ნინი იყო ჩვენთან, მერე ანდრო მოვიდა, სახლში რომ არ დახვდი წასვლას აპირებდა, მაგრამ ლუკამ და შენმა შვილმა აიტეხეს კინოში წასვლა, ნინიმ მარტო ვერ წაგიყვანთ, ამხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ ავიღებო და ანდროც მათ გაჰყვა. -ანუ ნინიმ და ანდრომ წაიყვანეს ბავშვები კინოში. - სესილიას ხელი მოაშორა, თითები თმებზე გადაისვა, თან ჩაიცინა. -არ გაბრაზდე ახლა ამაზე, ადრე თუ გვიან ერთად ყოფნას რომ მოინდომებენ ხომ მაინც შეეგუები. -ნუ მაფიქრებინებ რომ ჩემი არ გესმის. -მესმის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გაქვს, დამშვიდდი, არ იფიქრო მაგაზე, ისევ ჩემზე გადმოიტანე ყურადღება და იმ სურპრიზზე რომელიც მომიმზადე… დღეს რამე განსაკუთრებული დღეა? -არა, მაგრამ გახდება. -კოსტა რას... -წავიდეთ. - წინადადების თქმა არ დაამთავრებინა, ლიფტიდან გავიდა და სესილიაც გაიყოლა, თითები მის თითებში ჰქონდა ახლართული და მთავარი შემოსასვლელი კარგისკენ ისე მიიწევდა. უამრავი ხალხის მზერას გრძნობდა ნაკანი, მაგრამ კონსტანტინე ისე მშვიდად მიაბიჯებდა, ყველანაირი უარყოფითი შეგრძნება წამსვე უქრებოდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე დაძრა ავტომობილი და დიდი სიჩქარით გაიჭრა გზაზე. ეგონა სადმე უცნობ ადგილას წაიყვანდა, მაგრამ სახლში რომ მივიდნენ ცოტა გაუკვირდა კიდეც, გონებაში წარმოქმნილი ფიქრები მაშინვე უკან მოისროლა და მოთმინებით დაელოდა თუ რას აჩვენებდა კაცი. როგორც კი სახლში შევიდნენ ხელი ჩაკიდა სესილიას, კიბეებისკენ უსიტყვოდ დაიძრა, მესამე სართულზე ვიწრო კიბეებით ავიდა, და ერთადერთ კარებთან რამდენიმე წამით შეჩერდა. - თვალები დახუჭე. - მნათობი ნაცრისფერი სფეროები შეანათა ქალს და ისიც წამსვე მის ნებას დაჰყვა, კონსტანტინეს დახმარებით შიგნით შევიდა, დახუჭულ თვალებშიც კი შეაღწია ოთახში არსებულმა განათებამ, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ მუცელზე მოხვეული კონსტანტინეს ხელები იგრძნო, სხეულში მაშინვე დაუარა ჟრუანტელმა, ჭიანჭველებიც მაშინვე გავრცელდნენ მუცლიდან მთლიანს სხეულში და ნაკანიც სულ გაბრუვდა კაცის სიახლოვისგან. - ვგიჟდები რომ ვხედავ შენზე როგორ ვმოქმედებ. - კისერზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ყურთან აკოცა და ხმადაბლა, ჩურჩულით უბრძანა თვალების გახელა. მაშინვე დაინახა კედლებზე ჩამოკიდებული სურათები, ზედ აღბეჭდილი სხვადასხვა სხეულის ნაწილები. გაოცებული უყურებდა საკუთარ თავს, სახეს, თვალებს, თითებს, ტუჩებს და კიდევ სხვა ნაწილებად დაყოფილ ნახატებს. პირველად ხედავდა კონსტანტინეს მიერ შესრულებულ ნამუშევრებს და აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ამღვრეული თვალებით ათვალიერებდა თითოეულ მათგანს, საკუთარი თავის თვალიერებასთან ერთად ნელა შეტრიალდა კაცისკენ, ამღვრეული მწვანე თვალები შეანათა და ამ გამოხედვითაც აგრძნობინა ყველა ის გრძნობა რასაც იმ დროს განოცდიდა. - შენი წასვლის შემდეგ ხშირად ვხატავდი დეტალები რომ არ დამვიწყებოდა. - მომღიმარმა ჩაილაპარაკა, თან თმები ყურს უკან გადაუწია. მაშინვე გადმოუგორდა ცრემლი თვალიდან სესილიას, ისედაც ემოციურ ქალზე ეს ყველაფერი ზედმეტად მოქმედებდა და თავს ძლივს იკავებდა ხმით რომ არ ატირებულიყო. კაცის დიდ ხელში მოათავსა ლოყა, ხელის გულზე ნაზად და ხანგრძლივად მიაწება ტუჩები, შემდეგ ქვემოდან ახედა მწვანე ბრჭყვიალა თვალებით რომელშიც ბედნიერებასთან ერთად უდიდესი სიყვარული იკითხებოდა. - არ იტირო სესილია, ხომ იცი ვერ ვიტან როცა ტირი. - ცერა თითებით შეუმშრალა ცრემლები, შუბლზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ კეფაზე მიადო ხელი და მკერდზე მიიხუტა. - შემომხედე, დამშვიდდი კარგი? - მთლიანი სახე დაუკოცნა, დანამული ლოყები კიდევ ერთხელ შეუმშრალა და მშვიდი თვალებით მიაჩერდა, სესილიასაც გადასდო ეს სიმშვიდე და როგორც კი იგრძნო ქალს სხეული როგორ მოუდუნდა, მაშინვე მოშორდა, ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, ჩახველების შემდეგ მოულოდნელად ჩაიმუხლა, პატარა ოთხკუთხედ ყუთს თავი ახადა და ბეჭედის ბზინვარებამ მაშინვე მიიქცია სესილიას ყურადღება. თვალებ გაფართოებული, გაშეშებული შესცქეროდა პირველს, გრძნობა სხეულში ნელ-ნელა როგორ იკრიბებოდნენ ერთად უამრავი გრძნობები და ეს ყველაფერი სუნთქვას ავიწყებდა. - გაყვები ცოლად კაცს რომელსაც თავის ცხოვრებაში ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარხარ, შენს გარეშე დაკარგულ ბავშვს ჰგავს და შენი არ ყოფნისას სიცოცხლის სურვილი ეკარგება? - მშვიდად ჩაილაპარაკა, სახეზე ემოცია არ ეტყობოდა, არც მღელვარება, მაგრამ ნაკანი გრძნობდა როგორ სწრაფად უცემდა კაცს გული, რას განიცდიდა შინაგანად და მის მიმართ არსებული სიყვარული კიდევ უფრო უმძაფრდებოდა. -კი! - სახე გაბრწყინებულმა ჩაილაპარაკა, ფეხზე წამომდგარ კონსტანტინეს ტუჩებს უყოყმანოდ დაეტაკა, მკლავები კი მთელი ძალით შემოხვია კაცს. - ძალიან მიყვარხარ კონსტანტინე. - კაცის ყელში სახე ჩარგულმა ხმადაბლა თქვა, მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა და ხელები კიდევ უფრო მოუჭირა. ეშინოდა მისი სიზმარი არ ყოფილიყო ეს ყველაფერი, არ უნდოდა ის მომენტი დასრულებულიყო და ეგონა თუ ხელს გაუშვებდა, ყველაფერი გაქრებოდა. -სესა. - სხეულზე მიკრულ ქალს მომღიმარმა დახედა, ხელი თმაზე გადაუსვა, თავი უკან გასწოა და თვალებ დახუჭულს ზევიდან დახედა. -ხომ არ გაქრები? -არა. - გაეცინა სესილიას ფიქრებზე ნელა გასწია უკან, ბეჭედი თითზე წამოაცვა და მტევანზე ნაზად ეამბორა. -ძალიან ლამაზია. - ბეჭდიდან მზერა კონსტანტინეზე გადაიტანა, ხელები წელზე შემოხვია და ქვემოდან თვალებ გაბრწყინებული მიაჩერდა, თან მომღიმარი ათვალიერებდა მის სახეს. - არ მეგონა ასე კარგად თუ ხატავდი. -ხომ გითხარი რომ დაგხატავდი, უბრალოდ მაშინ სულ გვერდით მყავდი და დრო არ მქონდა. - შუბლზე მიაკრო ტუჩები, მერე კვლავ მკერდზე მიკრულს ნიკაპი თავზე ჩამოადო და დიდი ფანჯრებიდან გამოჩენილ ქალაქის ლამაზ ხედს გახედა. -ნეტავ შემეძლოს უშენოდ გატარებული დროის გაქრობა. - ყელზე გაუსვა ცხვირის წვერი, ხლელები კიდევ უფრო მოუჭირა, არ ჰყოფნიდა მისი სიახლივე, უფრო მეტი სურდა, უნდოდა მთლიანად მის კანქვეშ შემძვრალიყო და სამუდამოდ მისი მთლიანობა გამხდარიყო. გული კიდევ უფრო სწრაფად უცემდა, მის მიმართ არსებულ სიყვარულს კიდევ უფრო მეტად გრძნობდა, ყველა სიყვარულით უყვარდა და ეგონა ამხელა გრძნობებისგან ცოტაც და გული გაუსკდებოდა. -წინ კიდევ ბევრი დრო გვაქვს, განვლილ წლებზე ფიქრი აღარ ღირს, დავივიწყოთ. -არ მჯერა რომ შენთან დავიწყე მუშაობა. -ჩემი ნება რომ იყოს საერთოდ არ გამუშავებდი, მაგრამ შენს ნიჭიერებას უბრალოდ ვერ გავფლანგავთ. - თმები გადაუწია უკან, ცხვირის წვერზე აკოცა, მერე ლოყაზე და ტუჩებზეც გადავიდა. -წავიდეთ, აუქაურობას მერე უკეთ დავათვალიერებ. - ხელი წელზე მოხვია და გასასვლეკისკენ კონსტანტინესთან ერთად დაიძრა. საძინებელში შესვლისთანავე აბაზანისკენ აიღო გეზი სესილიამ, ჯაკუზის ასავსებად წყალი მოუშვა, მანამდე ნაპოვნი პატარა სანთლები იქვე ლამაზად დაალაგა, სათითაოდ აანთო, სანამ კონსტანტინე ტანსაცმელს იცვლიდან მისი კოლექციიდან ღვინის ბოთლის აღებაც მოახერხა, ორი ჭიქაც აღო და აბაზანაში შესულმა დახურული კარი ჩაუკეტავი დატოვა, სრულიად შიშველი ჩაწვა ქაფიან, სასიამოვნო არომატის მქონე წყალში და კონსტანტინეს შესვლას დაელოდა. -სესილია, რამდენი ხანია მანდ ხარ. - კარზე მიაკაკუნა, ხმა რომ არ გასცა ნაკანმა მაშინვე შეაღო კარი და იქ შექმნილი სიტუაცის დანახვისას ჯერ გაოცება გამოეხატა სახეზე, შემდეგ გაიღიმა. საცვლის ამარა ნელა დაიძრა ქალისკენ რომელიც წითელ სითხეს ნელა სვამდა, თან პირველს თვალს არ აშორებდა. აუჩქარებლად მოთავსდა სესილიას პირდაპირ, მისი მიწოდებული ღვინის ჭიქა აიღო და ქალის ჭიქას ნელა შეახო შუშის ზედაპირი. -ჩვენი ახალი ცხოვრების დასაწყისს გაუმარჯოს კონსტანტინე. -გაუმარჯოს. - ოდნავ გაიღიმა, ღვინო თითქმის ერთი მოყუდებით ჩაცალა, შემდეგ სანთლებს მიუდგა გვერდზე, ხელები ჯაკუზის გვერდებზე დაალაგა და სესილიას ჩაფიქრებული მიაშტერდა. იხსენებდა ყველა მის მოქმედებას, სიტყვას და უნებურად ეღიმებოდა. -რაზე იღიმი? -შენზე. - საკუთარ მუცელზე მოთავსებულ მის ტერფს თითები მოხვია, რამდენიმე წამით უმასაჟებდა ფეხის გულს, შემდეგ ნელი მოძრაობით თავისკენ მისწია, ხელები აატარა ფეხებზე, ქალის დახორკლილი კანიც მაშინვე შეამჩნია და კმაყოფილების შეგრძნებაც წამსვე მოედო. -მეგონა დაღლილი იყავი. -შენ რომ გხედავ ყველაფერი მავიწყდება. -მართლა? - მისკენ მიწეულმა სახე ახლოდან შეუთვალიერა პირველს, წვრილი თითები მკერდიდან მხრებზე გადაიტანა, შემდეგ კისრიდან ყბებზე გადავიდა, ცერი ტუჩებზე გადაატარა, მერე კი თვალებში ჩახედა. -მართლა. - თითები დაუკოცნა, კისერზე შეუცურა ხელი და მის ტუჩებს ნაზად შეეხო, ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, მერე კი სესილიაც აიყოლა კოცნაში. -მიყვარს თავს რომ იკავებ იმის შიშით რამე არ მატკინო, მაგრამ უკვე მტანჯავ კოსტა. - ხმამაღლა ამოიოხრა, პირველმა კი მტკივნეულად მოუჭირა თითები უკანალზე სწრაფად დააყენა ფეხზე და ქაფი სხეულიდან მოაშორა. ხელში აყვანილ სესილიასთან ერთად გავიდა საძინებელში, ქალი საწოლზე დააწვინა და მის ზემოდან მოქცეულმა თითებით განაგრძო მისი სხეულის შესწავლა. აუჩქარებლად დააცოცებდა ტუჩებს მის დანამულ სხეულზე, გრძნობა როგორ უვლიდა ჟრუანტელი ყოველი მისი მოქმედებისას და სველ სხეულზე არასასიამოვნოდ მოდებულ ცივი ჰაერიც კანს უხორკლავდა. კაცის ალერსით გაბრუებულს აზროვნების უნარი სრულიად დაეკარგა, ტანში დავლილი ტალღები კიდევ უფრო დიდ სურვილს უჩენდა, სხეულსაც ვეღარ იმორჩილებდა და ვერც პირველს ეწინააღმდეგებოდა. გაუაზრებლად წაიღო ხელი საკუთარი სასქესო ადგილისკენ, მაგრამ მაჯაში ჩავლებულმა ხელმა ორივე მტევანი თავს ზემოთ გაუკავა. ტუჩები მკერდზე მიაწება, შემდეგ მუცელზე გადავიდა და მალე კვლავ სესილიას ტუჩებს დაუბრუნდა, ქალის ერთი ფეხი საკუთარ მხარზე მოითავსა, იქვე აკოცა, მერე კი მის სხეულს შეუერთად და სესილიას პირიდან ამომავალ ხმაზე სხეულში სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა. მოსწონდა ის თუ რამხელა სიამოვნებას ანიჭებდა ქალს, ყველა მისი გრძნობის ამოკითხვისას თვითშეფასება კიდევ უფრო უმაღლდებოდა. საწოლზე მიწოლილს თავი კონსტანტინეს მკლავზე ჰქონდა მოთავსებული, თითები მის თითებში აეხლართა და თვალებ დახუჭული მის სიახლოვეს ისე შეიგრძნობდა. მისკენ გადაბრუნებული პირველი სახეზე ნაზად ეფერებოდა, თმებზე გადადიოდა, თან მის ნაკვთებს დაკვირვებით ათავლიერებდა. -კარგად ხარ? - ყბის ძვალზე გადაატარა ცერა თითი, უკვე იცოდა რასაც ეტყოდა სესილია და წინასწარ ეღიმებოდა. -შენ რომ ჩემთან ხარ ყოველთვის კარგად ვარ და სულ ამას ნუ მეკითხები. რა გაცინებს? - კონსტანტინეს ჩაცინებაზე მაშინვე გაახილა თვალები, წამსვე კბილებს შორის მოქცეული მისი ტუჩები მოხვდა და სხეულში დავლილმა ტალღამაც არ დააყოვნა. -ვიცოდი ამას რომ მეტყოდი. -ისინი მალე მოვლენ და ჯობია ავდგეთ… ისედაც ვეღარ ვაზროვნებ ჩემთან რომ ხარ. - ტუჩებზე უცებ აკოცა, შემდეგ წამოჯდა და მუცელში ნაგრძნობი ტკივილის გამო თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. ყველანაირად ეცადა კონსტანტინეს არ შეემჩნია, მაგრამ მის ოდნავ შეკრულ სუნთქვაზეც კი მიხვდა პირველი რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა. წამებში გაჩნდა მის წინ ჩამუხლული, ხელები ჩაკიდა ტკივილისგან სახე დამანჭულს და ქვემოდან ანერვიულებული მიაჩერდა. -სად გტკივა? - ორივე მტევანზე აკოცა, სესილიამ კი მაშინვე მიუთითა ნაიარევთან მდებარე წერტილზე, პირველმაც ყველა ადგილი დაუკოცნა სადაც შეიძლებოდა სტკენოდა, მერე კი მომღიმარს შუბლზე მიაკრო ტუჩები. - დაწექი წამალს მოგიტან. -არ მინდა, გამიარა უკვე. -სესილია! -მართლა, ზოგჯერ მტკივდება რამდენიმე წამით და მერე მივლის. -ზოგჯერ? და შენ არაფერს მეუბნები. -იმიტომ რომ პანიკდები კონსტანტინე. - თვალები აატრიალა, პირველმა კი წარბები შეკრა. - ნუ მიყურებ ეგრე, შენ ზედმეტად ნერვიულობ და არ მინდა ინერვიულო, ნეკნები მქონდა გატეხილი, ამას დრო სჭირდება ბოლომდე განსაკურნად, შეიძლება წლების შემდეგაც შემაწუხოს ისე როგორც ახლა მაწუხებს. ხომ თქვა ექიმმა რომ ყველაფერი კარგად მაქვს. -ჯანდაბა. - სახეზე ჩამოისვა ხელები, ფეხზე წამომდგარი გამოსაცვლელ ოთახში შევიდა, სწრაფად ჩაიცვა ტანზე, სესილიასთვისაც აიღო ტანსაცმელი და ისევ საწოლზე მჯდომისკენ ნელა დაიძრა. საცვალი თვითონ ამოაცვა, სპორტული შარვალიც და ფეხზე წამომდგარს ზემოთ აუწია. -ნუ ბრაზობ რა. - მაისურის ჩაცმის შემდეგ თვალებ ამღვრეული მიაჩერდა კაცს, ხელი ჩაკიდა და ლოყაზე ნაზად აკოცა. -არ ვბრაზობ. -კოსტა… -გავიდეთ მომშივდა, თან დაურეკე იმათ და ჰკითხე სად არიან აქამდე… მართლა კარგად ხარ? - წამით გაუთბა მზერა, სესილიას თანხმობის შემდეგ კი უკან მოუხედავად გავიდა საძინებლიდან. -მალე მოხვალთ?.. - ტელეფონით ხელში გაჰყვა უკან პირველს, სასადილო ოთახში მაგიდასთან მჯდომ კაცს შეხედა, შემდეგ იქვე მოსიარულე ქეთის, თან ნინის პასუხს ისმენდა. - კარგი გელოდებით. - ტელეფონი სწრაფად გათიშა, მერე კი ქეთის მისახმარებლდ სამზარეულოსკენ დაიძრა. - ისინიც მოვლენ მალე და თეფშები დავამატოთ. -მაშინ ესენიც აიღე, მე საჭმელს გამოვიტან. -კარგი. - თეფშები აუჩქარებლად დაალაგა მაგიდაზე, მალევე დანა-ჩანგალიც მოათავსა მის გვერდზე, წვენისთვის ჭიქებიც მიიტანა, მერე კი წარბშეკრულ კონსტანტინეს შეხედა რომელიც მის ყველა მოქმედებას თვალს ადევნებდა. - რა? -დაჯექი საკმარისია. - თავის გვერდზე მდგომ სკამზე ანიშნა, სესილიაც მის ნათქვამს დაჰყვა, არ უნდოდა კიდევ უფრო გაებრაზებინა გაჯიუტებით. ბოლო კერძი რომ მოათავსა მაგიდაზე ქეთიმ, ზუსტად მაშინ შეაღო კარები გაბრიელმა და მაშინვე სესილიასკენ დაიძრა. როგორ სწრაფადაც ჩაეხუტა, ისეთი სისწრაფითვე მოშორდა როგორც კი მიხვდა სესილია კოცნას არ შეწყვეტდა. მერე კონსტანტინეს მოხვია ხელები, ლოყაზე თავადვე აკოცა და მასაც მალე მოშორდა. -ხელები დაიბანეთ და მოდით. - ძმის შვილს თავზე აკოცა პირველმა, ისიც ლაპრაკში გართულ გაბრიელს გაჰყვა. ბავშვებიდან მზერა ერთად მდგომ წყვილზე გადაიტანა კონსტანტინემ, ძმის მზერით დაბნეული გოგო სწრაფი მოძრაობით მოშორდა ანდროს და სესილიას გვერდზე მოუჯდა. -მამაშენი სად არის? - სკამზე ჩამომჯდარმა ანდრომ მაშინვე იკითხა დავითი, კონსტანტინემ ტელეფონი გვერდზე გადადო და მთელი ყურადღება იქ მსხდომებისკენ მიმართა. -თავის ძმაკაცებთან ერთად წავიდა სვანეთში. -აუ ჩვენც რამდენი ხანია არ ვყოფილვართ. -მე საერთოდ არ ვარ ნამყოფი სვანეთში. - -ჰო მახსოვს რომ მითხარი. - უცებ გამოეპასუხა ანდრო ნინის, მაშინვე სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ უკან დაბრუნებულმა ბავშვებმა ეს სიჩუმე წამსვე გაფანტეს. -რას უყურეთ მა? -ახალი მულტფილმია რობოტებზე, მერე თუ გინდა ერთად ვუყუროთ. -ჩვენც წავიდეთ სვანეთში არ გინდა? რამდენი წელია არ ვყოფილვარ… - ხელი ჩაკიდა კონსტანტინეს, მაგრამ პირველს რეაქცია არ ჰქონია, ვეღარ ხვდებოდა სესილია გაბრაზებული იყო კაცი, თუ უბრალოდ თავის თავს უბრუნდებოდა და ამის გამო ცოტა იბნეოდა. -წავიდეთ. - თითებზე ცერით მიეფერა რამდენიმე წამით, მათზე მიშტერებულ შვილს თვალი ჩაუკრა, სესილიასაც ხელი შეუშვა და საჭმელი საკუთარ თეფშზე გადაიღო. -ვაიმე ეს რა ბეჭედი გიკეთია? - სესილიას გვერდზე მდჯომმა გაოცებულმა შეხედა ქალის მტევანს, სესილიასაც მერე გაახსენდა ლამაზი თვლებით მორთული ბეჭედი. - ნუთუ ჩემმა უგრძნობმა, უემოციო ძმამ ხელი გთხოვდა? ბეჭედი თვითონ გაგიკეთა თუ ყუთიანად მოგცა და შენ გაიკეთეო გითხრა. - ისე საუბრობდა სესილიაც გააცინა, პირველმა კი თვალები აატრიალა. -ჩემი კაცი ყველაზე მგრძნობიარე, ემოციური და რომანტოულია პატარა. ნუ ჩემთან. -მოიცადე, მართლა ხელი გთხოვა? -ჰო ნინი, ხელი ვთხოვე და როგორც ხედავ სესილიაც დამთანხმდა. -ისევ ძველი კონსტანტინე დაბრუნდა, არ გინდა ისევ ცუდად რომ გახდე? ან მეორე ბავშვი გააჩინე, წინა კვირებში სულ სხვანაირი იყო. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, მერე კი დაკვირვებით შეათვალიერა ბეჭედი. - არა გემოვნება რომ აქვს ამას ყოველთვის ვხედავდი. -რამდენს ლაპარაკობს. -ქორწილი როდის არის? - მილოცვების შემდეგ მხარზე მიარტყა ანდრომ ხელი, კონსტანტინემ კი მშვიდად განაგრძო ვახშმობა. -როცა იქნება გეტყვი, არ გამოგტოვებ ნუ გეშინია. -სესილია, შენ ხომ არ დააძალე, უკვე ვფიქრობ რომ ზეგავლენის ქვეშაა, როგორ შეიძლება ქორწინდებოდე და ასეთი სახით იჯდე. -ვფიქრობ შენც იცი რატომ არის ასე ანდრო. -ოდნავ გაუღიმა, კაცი კი ადგილზე გაშეშდა, თვალს ვეღარ აშორებდა სესილიას და მთელი ძალით ცდილობდა თვალი ნინისკენ არ გაჰპარვოდა. -კარგი. - მაგიდას გაუშტერა მზერა და თავი ოდნავ დააქნია, შემდეგ ფეხზე წამოდგა და ხმის ამოუღებლად კონსტანტინეს კაბინეტისკემ დაიძრა. გაურკვევლობაში მყოფი ნინი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, ხან კმაყოფილი სახით მჯდომ ძმას უყურებდა, ხან სესილიას და ვერაფრით იგებდა რა ხდებოდა. -ანუ სულ შერიგდით? - ჯერ კიდევ ეჭვებში მყოფმა ბავშვმა ინტერესით იკითხა, სესილია რომ დაეთანხმა ხმამაღლა ამოისუნთქა და ჭამა გააგრძელა. - ძლივს. -მამიდას პატარებიი, ვგიჟდები თქვენზე. - სიცილით შეხედა ძმისშვილებს, თან კოცნა გაუგზავნა, გაბრიელმა თვალი რომ ჩაუკრა სულ გაგიჟდა, ლოყაზე უჩქმიტა, მერე კი ბევრჯერ აკოცა. -აუუ, გაჩერდი. - შეწუხებულს მაშინვე შეეცვალა ხასიათი, სივიწროვის და არაკომფორტულობის შეგრძნებისას ორივე ხელით მიაწვა ნინის რომ მოეშორებინა, ისიც მეორე ძმის შვილს გადასწვდა. კონსტანტინე ჩაფიქრებული მიაჩერდა შვილს, მისი ასეთი აუტანტლობის შეგრძნება დიდად არ მოსწონდა, მის ასაკში ვერც თვითონ იტანდა ზედმეტ სიახლოვეს, მაგრამ გაბრიელს ეს გრძნობა ზედმეტად გამძაფრებული ჰქონდა. -ვიცი რასაც ფიქრობ, მაგრამ ამ წლების მანძილზე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ რაიმე ტრამვა არ მიეღო, რაც უფრო იზრდება უფრო ცივი ხდება ამ მხრივ, მე კიდევ მიტანს, მაგრამ უცხო ხალხზე ღიზიანდება. -შევატყე. -მეშინია რომ ზრდასთან ერთად უფრო ცივი და უკარება გახდება. -დაველაპრაკები არ ინერვიულო. ხომ იცი მოსწონს როცა ჩვენს შორის მსგავსებას ხედავს. - თვალი ჩაუკრა, თან მტევანზე აკოცა დასამშვიდებლად. -რამდენ ხანს უნდა ალოდინო. -სანამ არ დავამთავრებ ადგომას არ ვაპირებ. - მშვიდად ჩაილაპარაკა, სესილიამაც შეუშვა ხელი და ბაშვების მონაყოლის მოსმენა განაგრძო. როგორც შეეძლო იმდენ ხანს გაწელა ვახშმობა, შემდეგ ნელა წამოდგა ფეხზე და ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი მყარი ნაბიჯებით დაიძრა კაბინეტისკენ. შიგნით შესულს დიდ ფანჯარასთან მდგომი ანდრო დახვდა, ჩაფიქრებული იყურებოდა გარეთ, მისი შესვლა როგორც კი გაიგო თავი დახარა, კონსტანტინესკენ შებრუნდა რომელიც უკვე საკუთარ სავარძელში ჯდებოდა, ისიც მის წინ მოთავსდა და მეგობარს თვალი გაუსწორა. -ნინი მიყვარს. -ვიცი. -ვიცი რომ იცი… - ნერვიულად დაიწყო თითების წვალება, შემდეგ თმები აიჩეჩა და ამდენ ხანს ნაფიქრი სიტყვები გონებიდან საერთოდ გაუქრა. - ამდენი ხნის მანძილზე შენს გამოც ვიკავებდი თავს, მაგრამ უფრო იმიტომ რომ თვითონ რაღაცნაირი… განახვავებულია. ბავშვური, რომ ვუყურებ მინდება ლოყები გავუწელო და ვაწვალო. - თავის ნათქვამზე თვითონვე გაიცინა, თან ხელები სახეზე ჩამოისვა. - ვიცი იმასაც რომ ვუყვარვარ, უბრალოდ ყოველ ჯერზე ჩემი შეხებისას ისე კრთება და შეშდება მეშინია რომ უფრო მეტით დავაფრთხობ. ველოდებოდი რომ დროის გასვლასთან ერთად უფრო გაიზრდებოდა, ჩამოყალიბდებოდა და მერე უფრო ადვილად შევძლებდი ურთიერთობას. -გამოსი.რებული ხარ. -მადლობა. -პირველ რიგში იმაზე ვბრაზობ, ალბათ მწყინს კიდეც რომ მე, შენს ბავშვიბის მეგობარს დამიმალე შენი გრძნობების შესახებ, ეს სულ სხვა რამ არის, ჩემი და იქნება, ბიძაშვილი თუ უბრალოდ გამვლელი მაგას მნიშვნელობა არ აქვს. შენ უნდა გეთქვა თავიდანვე რასაც გრძნობდი და შენში არ უნდა ჩაგემარხა. სესილიას გამოჩენის დღიდან გიყვებოდი იმას რასაც განვიცდიდი, ან ვფიქრობდი, შენ კიდე იქამდე არაფერი მითხარი სანამ მე არ ამოვიღე ხმა. -დამიჯერე ადვილი არ არის შენს მეგობარს უთხრა რომ მისი და გიყვარს. -პირველ რიგში შენი მეგობარი ვარ! ვიყავი და ვიქნები! რითი იმართლებ თავს?! - ნერვებ მოშლილმა ხელის გული მაგიდის ზედაპირს გაუაზრებლდ დაარტყა და ხმის ტონსაც საგრძნობლად უმატა. - იმაზე ვბრაზობდი და ვბრაზობ რომ შენი გრძნობები დამიმალე და არა იმაზე რომ ჩემი არსაიდან გამოჩენილი და შეიყვარე. შენ მიცნობ და კარგად იცი შენი ბედნიერების გარდა სხვა არაფერი მიმდა, ვინმეს სიყვარულს როგორ დაგიშლი. ჰო შეიძლება ჩემი დაა, მაგრამ ერთხელ მაინც შეიყვარებდა ვინმეს, გაჰყვებოდა ცოლად და ვერც ვერაფერს ვიტყოდი, რადგან ოცდაოთხი წლის ქალის ცხოვრებაში ჩარევა არასწორი საქციელი მგონია, ძმა კიარა, სულ რომ მამა ვიყო. აი ის თუ როგორ მიმალვს ჩემი მეგობარი თავის გრძნიბებს, თან რომ ვერ მიმალავს, ეგ სხვა რამეა. -ანუ რას იძახი, არ ბრაზობ იმაზე შენი და რომ შემიყვარდა და იმაზე ბრაზობ როგორც მეგობარმა ჩემს ცხოვრებაში არსებული ქალი რომ დაგიმალე? -ჯანდაბა გინდა რომ დაგარტყა? -ანუ შენ პრობლემა არ გაქვს ნინისთან ერთად თუ ვიქნები? - წარბშეკრული კომსტანტინესკენ სწრაფად დაიძრა. -ვერ გაიგე რა გელაპარაკე? - ხელი დაუხვედრა მისკენ წასულ მეგობარს, უკვე იცოდა შემაწუხებელი ჩახუტებით შემოიფარგლებოდა და ნამდვილად არ სურდა შეყვარებული ანდროს თბილი ხვევნა-კოცნები. -შე ჩემა ვერ გეუბნებოდი, თან გახვედრებდი. ანუ მინდოდა რომ მიხვედრილიყავი და მერე თქმა უფრო გამიადვილდებოდა. - მაინც მოხვია ხელები, ლოყაზე აკოცა, მერე თავზე, თმებიც აუჩეჩა და წყობიდან გამოსულ კონსტანტინეს სწრაფადვე დაუსხლტა ხელიდან. -ვის აბოლებ, ნუ მეაფერსიტები და და.ახვიე აქედან სანამ არ მიცემიხარ. იქამდე არ დამენახო სანამ ბრაზი არ გადამივლის. -მიყვარხარ. - თვალი ჩაუკრა პირველს და კაბინეტის კარიც გაიხურა. იცოდა ადვილად ვერ გამოძვრებოდა კონსტანტინესთან, მის ჯიუტ ხასიათს კარგად იცნობდა, მართალიც იყო კონსტანტინე, იცოდა ცოტა დრო დასჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეურიგდებოდა. - სესილია, შენი ქმარი იმაზე ბრაზობს რომ არაფერი ვუთხარი, არა იმაზე რომ ნინი მიყვარს და თუ შეგიძლია დაამშვიდე. -კარგი. - დაბნეულმა სწრაფად გასცა პასუხი, ანდრომ დაბნეულ ნინის მოკიდა ხელი და ფეხზე წამომდგართან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა. -ნათლიას რა სჭირს? - გაკვირვებულმა შეხედა გაბრიელმა დედამისს, სესილიას ნაცვლად კი ლუკამ გასცა პასუხი. -მამიდა უყვარს მგონი და მაგიტომ წაიყვანა. -ჰო ერთმანეთი უყვართ პატარებო, ადექით ახლა და დასაძინებლად მოვემზადოთ. - ფეხზე წამომდგარმა ორივე ააყენა, ქეთის მადლობა გადაუხადა და მეორე სართულზე ბავშვებთან ერთად დაიძრა. -ბიცო პატარები არ ვართ. -მოფერებით გეძახით. - მომღიმარმა თმები აუჩეჩა, გაბრიელის ოთახში შესულებს საღამურები გაუმზადა და სანამ გამოიცვლიდნენ ოთავიდან გავიდა. ოთახში დაბრუნებისას დაინახა როგორ ასწავლიდა გაბრიელი ბიძაშვის ტანსაცმლის დაკეცვას, ლუკას წუწუნზე და შეკრულ წარბებზე გაეცინა, შიგნით შესულმა მაისურის დაკეცვა თვითონ ასწავლა და რომ მიხვდა ადვილი საქმე იყო წარბებიც გახსნა ბავშვმა. -ნახევარ საათში ამოვალ და თუ არ გეძინებათ ხვალ მთელი დღე სახლში მოგიწევთ ყოფნა. -კაი ხო. - მკლავები კისერზე მოხვია სესილიას, შემდეგ ლოყაზე აკოცა, მერე კი საწოლში შეწვა. ლუკას თვითონ დაუკოცნა ორივე ლოყა, ბოლოს საძინებლის კარი გაიხურა და კიბეებზე ჩასული საკუთრი ოთახისკენ დაიძრა. შიგნით შესულ ფანჯარასთან მდგომი კონსტანტინე დახვდა სიგარეტით ხელში, მშვიდად ეწეოდა ჩაფიქრებული. ნელა მიუახლოვდა კაცს, ხელები მუცელზე მოხვია, კისერზე მიაკრო ტუჩები და პირველიც მისკენ შებრუნდა. -ძალიან მიხარია გაბრიელს და ლუკას ასეთი კარგი ურთიერთობა რომ ჩამოუყალიბდათ. -კი, ნამდვილად. -რაზე ფიქრობ? -ანდროზე… დავწვეთ, დღეს მთელი დღეა დადიხარ. -ამაზე ხომ ვილაპარაკეთ უკვე. -ხომ იცი რომ ასეთი ვარ, ვერ ვისვენებ როცა ჩემს საყავრელ ადამიანს რაღაც კარგად ვერ აქვს. მითუმეტეს შენ. - ლოყაზე მიეფერა, შუბლზე ამბორის შემდეგ კი საწოლისკენ დაიძრა. -ხვალიდან დავიწყებ თორნიკეს სახლს ხო? - მაისური თვითონ მოაშორა, თან მწვანე ბრჭყვიალა თვალები შეანათა. -ჰო. -მომენატრა საქმის კეთება… ადრე შენზე ფიქრებს მუშაობით ვანაცვლებდი. -წარმომიდგენია რამდენს მუშაობდი. - საწოლზე გადაწოლილს ნახევარი სხეულით ზემოდან მოექცა, თმები უაკან გადაუწია და ტუჩები მხარზე მიაწება. -ბევრს, მაგრამ ვერც შენი დავიწყება შევძელი, ვერც გადაყვარება და ვერც შენზე ფიქრების მოშორება. -ვხედავ. - გვერდზე გადაწოლილმა თითები სახეზე ჩამოატარა, მერე ტუჩებზე და რამდენიმე წამით ნაზად შეახო თავისი ბაგეები ქალისას. - მოდი ჩემთან. - მკლავი თავქვეშ ამოუდო, მეორე ხელი ზურგზე მოხვია და მთელი სხეულით ტანზე მიიკრა. ქალის სურნელში გაბრუებულს სიმშვიდე წამსვე ედებოდა სხეულში, გული ჩვეულებრივთან შედარებით უფრო ნელა უცემდა, სრულ ნეტარებას შეიგრძნობდა და იმ დროს სესილიას გარდა სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.