დამალული {2}
თავი 2 -თომა გიბარებს.-მესმის სალომეს ძახილი.ნელა მივდივარ მისი კაბინეტისკენ. -შენთან შემითავაზე მაქვს,უფრო თხოვნა.-იწყებს პირდაპირ.-მინდა "ორი ქალაქის ზღაპარში" ითამაშო. -მაგრამ მე მაქვს საკმაო როლი.-მეღიმება.ის რა ხუმრობს? -არ გესმის.ეს შენთვის დიდი შესაძლებლობაა.შენი მომავლის ამით გადაწყდება.ნუთუ არ გინდა საზღვარგარეთ ცნობილ სცენებზე?შენ ხომ ასეთი შთამბეჭდავი ხარ. -ეს საშინლად მოულოდნელია თომა…-ვიწყებ ბუტბუტს.რათამაუნდა ეს წინადადება მომხიბვლელად ჟღერს მაგრამ მზად ვარ?შემიძლია? *** მოუსვენრობა მიპყობს.თავში ერთანად ყველასა და ყველაფერზე ფიქრს ვიწყებ,თან ილოსკენ თავს ვატრიალებ.რაღაც არასრულფასოვნების შეგრძნება მაქვს.ჩვენზე ვფიქრობ.ჩვენს მეგობრობაზე,შემდეგ ურთიერთობაზე,ქორწინების დღე.მოგონებები მიცოცხლდება,მაღიმება მათი გახსენებისას,მაგრამ თავში მოულოდნელად იჭრება ბატონი თომას სიტყვები.თავს ვაიძულებ,მასზე არ ვიფიქრო,მაგრამ საოცნებო არარსებული კარიერა თვალწინ მიდგება,სადაც მე შესანიშნავი ჩამოყალიბებული მსახიობი ვარ,მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე ვდგავარ.ახალგაზრდა,წარმატებული და სასურველი ვარ,მაგრამ გვერდით ილო არ მყავს.იმ წუთას თავი საშინლად ვიგრძენი,თითქოს შიგნეულობა ჩამწყდა,როცა მისი არარსებობა გავიზიარე,მაგრამ თავად ასე იყო?წელიწადში შინ ალბათ ერთ თვე იყო სულ.მაშინ მას არ აწუხებდა უჩემობა უცხო ქვეყნებში?ახალგზრდა ვარ.როცა დავოჯახდით,მაშინ არც ისე პატარა ვიყავი,მაგრამ გამოუცდელი.ისეთი შეგრძნება,მაქვს თითქოს განვითარება შევწყვიტე და იმ ადგილას გავჩერდი,სადაც ვიყავი.მართალი ი8ყო თომა.ამ როლს მივიღებდი და შემდეგ თავად გაირკვეოდა საიტაც წავიდოდა ჩემი ბედი.მანამდე თეატრსა და ინსტიტუტში სიარულს გავაგრძელებდი და იქნებ მიმეღწია კიდეც რამესთვის.ჩვენს ურთიერთობაში აშკარად რაღაც იძაბებოდა.უცხოებივით ვხვდებოდით დღის განმავლობაში ერთმანეთს,რაც ყოველდღიურობად გადაიქცა. შესაბამისი ლექტორის არ ყოფნის გამო მიმიკების პრაქტიკის ჩატარება მომიწია.გვან შემოვიდა კაბინებტში ნიკაც.ბოლო პერიოდში სადაც არ უნდა გამეხედა ყველაგნ ის იყო.ჩემს საყვარელ კაფეში,რეპეტიციებზე,ავტობუსისი გაჩერებებზეც კი.ვაღიარებ სასიამოვნო ადამიანი,მართლა.მისი ხედვა მიმზიდველი იყო,მაგრამ ვცდილობდი თავი გამეკონტორლებინა.არავისთვის არ მიმეცა ახალი ჭორის საბაბი.ან ვის რა ჰქონდა სათქმელი.ერთი რაღაც აშკარა იყო ,ნიკა ჩემს გონებაში აღწევდა და მიახლოვდებოდა.თაყვანისმცელიდან მეგობრობამდე?არ ვიცოდი რა ჰქონდა მას განზრახული,უბრალოდ ვცდილობდი მახეს არ წამოვგებოდი და ოჯახური კრიზისის პატარა გუნდა მანამ მომეგვარებინა,სანამ ზვავად გადაიქცეოდა. ჩვეულ რუტინას ვაგრძელებდი,თეატრიდან საღამოს თეთრი, მუხლებამდე სარაფნით და თხელი, ჯინსის ქურთუკით მივიჩქაროდი ილოს მანქანისკენ.თან ნერვებს ვიწყნარებდი,რადგან დილით უჩვეულოდ წავკამათდით რაღაც უაზრო საკითხზე.ეზოდან გამოვედი თუ არა ვიღაცის სხეულს შევეჯახე,რადგან თავდახრილი და ფიქრებში გართული დავაბიჯებდი.მხრებით მიჭერს უცნობი. -ტატიანა?-ჩემი სახელის გაგონებისას თავს ვწევ.მისი ანცი ღიმილის შემხედვარე უნებურად მეღიმება. -საღამო მშიდობისა,ნიკა.-მეც საპასუხოდ ვკოცნი ლოყაზე. -ყურადღება გმართებს.წაიქცეოდი,რომ არ დამეჭირე,-ისევ იღიმის.ქერა თმას იჩეჩს ხელით. -ჰო,მაპატიე,ცოტა დაბნეული ვარ.-უხერხულად ვისრეს სახეს.უკვე ვხედავ ილოს თეთრ მანქანას. -გვიანი რეპეტიცია?-მეკითხება გამგებიანად. -ნამდვილად.-სასიამოვნო,მაგრამ გამაღიზიანებელი მისი ყურადღება.გზის გაგრძელების საბაბს ვეძებ, რომ მაშინვე მესმის ილოს ხმა.ჩვენთან მოსულა უკვე. -ტატიანა.-ამბობს ღიმილით და მსუბუქად მკოცნის.გაოცებული ვარ მისი გამოჩენით.ძირითადად მხოლოდ მანქანაში მელოდება. -ილო,ეს ნიკაა.-ვამბობ უხერხულად.თვალს ვავლებ ჩემს წინ მდგომს.გაიცებით გაფართოებია ღია თვალები. -ნიკა,ეს ილოა.-მხარზე ხელს ვხვევ მას.-ჩემი ქმარი.-ვამბობ ბოლოს.ნიკა კიდევ უფრო ოცდება.გაოგნებული და ამავდროულად სევდიანი თვალებით გადმოაქვს მზერა ჩემზე.ნუთუ არ იცოდა? -ესეიგი,მეუღლე.-ამბობს გაურკვეველი ტონით.-სასიამოვნოა.-მისი ხმის ტემბრი კი შეცვლილია. -ჩემთვისაც,-ბოხი ხმით პასუხობს ილო.-ჩვენი წასვლის დროა,არა ძვირფასო?-დაბნეული ვუქნევ თავს ილოს.მას მივყვები.ბოლოჯერ ვატრიალებ თავს ჩვენს უკან მდგარი ბიჭისთვის.რა დაემართა? -ვინ იყო ის ბიჭი?-მისი ხმა ფიქრებიდან რეალობაში მაბრუნებს.წარბები შეუკრავს. -ვინ?-ვეკითხები უცოდველად.გაღიზიანება ჩემში მოულოდნელად იფურჩქნება. -თავს ნუ ისულელებ.-მეუბნება კრიჭაშეკრული,-ვინ იყო-მეთქი? -იცი,რომ ეჭვიან ადამინებს ვერ ვიტან,თან უმიზეზოდ.-ვიწყებ ნელა და ფანჯარას თავს ვადებ,საფეთქელს მიგრილებს მინა.-მოვალეობის ან რაიმე მსაგვასის გამო არა,ისე გეტყვი,რომ ერთ-ერთი მსახიობია. -ხელებს გიფათურებდა!-საჭეზე უკვე ხელსაც არტყავს.-როგორ არ მაქვს ეჭვიანობის საფუძველი?! -არ მენდობი?შენი აზრით ზურგს უკან გყალატობ?!ასეა ილო?-თავს ვერ ვიკავებ ისე ვუყვირი მეც.მანქანას უკვე სახლთან აჩერებს.კარს მიღებს და მკლავში ხელ ჩავლებული შევყავარ სახლში. -ხელი გამიშვი!-იდაყვს ვკრავ და მეც ვთავისუფლდები.-მსახიობი ვარ,ათასი ვინმეს მოუწია,რომ შემხებოდნენ.ახლა ეს რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი?-ჩანთას და პროდუქტებს კომოდზე ვყრი და მისკენ ვბრუნდები.ასე რამ გააბრაზა? -არავითარი გართულება არ მაქვს,უნდა იცოდნენ ვისი ხარ,და საერთოდ შენ გათხოვილი ხარ.არ მომწონს,რომ ყოველი მეორე შენ გკოცნის.-მაჯებში ძლიერად მავლებს ხელს და მიჭერს.რა ჯანდაბა ხდება.ამდენი ხნის მანძილზე მისთვის არაერთ როლზე ვთქვი უარი,რომ არ გაღიზიანებულიყო,ამის შესახებ არც მითქვამს,უბერალოდ ვიცოდი რომ მენდობოდა,მაგრამ არ მოსწონდა. -რას ნიშნავს გათხოვილი?-ნერვები მეშლება.ახლა კიდევ უნდა ვიჩხობოთ?როცა ისეთადაც ხვალ მიდის.-მე რა ნივთი ვარ? -ფემინისტივით საუბარს ნუ დაიწყებ.იცი რაც ვიგულისხმე! -არა არ ვიცი!მე დაოჯახებული ვარ,შენ კი ჩემი მეუღლე.ამდენი წელი რაიმე პატარა მიზეზიც კი არ ყოფილა საეჭვიანო.ახლა რა მოხდა? -სხვაგან გადაგყავს საუბარი ტანია!. -რას ვერ მპატიობ ილო?ჩვენ ხომ ყველაფერი გვაქ.მე ხომ არ წავსულვარ ათას ქვეყანაში გაურკვეველი ვადით,შენ ხომ უკან არ მომისვრიხარ?! -დაფიქრდი რას ამბობ!ამას ჩვენს გამო ვაკეთებ! -ან შენ წახვალ სასტუმროში ახლავე ან მე!-ვყვირი გამწარებული.მაჯებიდან მომავალი ტკივილი სხეულში ვრცელდება. -სასაცილოა,უბრალოდ სასაცილო.-მიგდებს პასუხს და კარს იჯახუნებს. -ყველაფერი მორჩა! *** ღამეა.მთვარეც კი ნისსლს მოუცავს.ლამპიონები უშედეგოდ ცდილობენ გაარღვიონ ბნელი,მაგრამ აბა რას გახდებიან?ფეხებს ნაცნობი კაფისკენ მივყავარ.შიგნით შესულს ტკბილი დარიჩინის სუნი მცემს და მაშინვე ვთბები.დახლისკენ ნელა მივდივარ და თან თითქმის ცარიელ დარბაზს ვათვალიერებ. -ამას ვის ვხედავ.-ცინიკური ღიმილით ჩნდება ჩემს წინ ნაცნობი ფიგურა. -ეს უკვე მომაბეზრებელია.-ღრმად ვოხრავ ნიკაზე დანახვაზე.თავისი ადგილისკენ მითითებს.წინააღმდეგობის გაწევის უნარი აქ მაქვს ისე მივყვები მაგიდისკენ. -მარტო ხარ?-მეკითხება და ჩემს ზურგს უკან გარემოს ათვალიერებს. -ჰო,-ვპასუხობ თავდახრილი.მაისურის სახელოების წინ ვქაჩავ,რომ ნაიარევი დაფაროს.-ილო...ჰმ.ილო არაა ქალაქში.-თითქოს რაიმე პასუხისმგებლობას ვგრძნობდე,ისე ვუხსნი.არ მინდა ახლა მასზე ფიქრი,როგორც იქნა ცოტა დავმშვიდდი, რათქმაუნდა ვიცი,რომ ეს დროებითია და მოგვიანებით ერთიანად ამოხეთქავს,მაგრამ ახლა არაუშავს.შეჯვეთას მალევე ვაძლევ. -იმედია ჩვენი წინა შეხვედრა არც ისე უხერხული იყო.-იწყებს მოულოდნელად.კითხვა ნარევი მზერით ვუყურებ.-არ ვიცოდი თუ… -დაოჯახებული,რომ ვარ?-ვამბობ ღიმილით.თავს მიქნევს მოწყვეტით. -რამდენი ხანია? -ოთხი წელი.-ვპასუხობ ხმადაბლა.ახლა რამეზე საუბარი თუ არ მინდა ეს ქორწინებაა. -გაიცებული ვარ,შენ ხომ ასეთი ახალგაზრდა ხარ.შვილი გყავთ?-რათქმაუნდა აინტერესებს,მაგრამ მისი საუბრის გამო გული ყელში მებჯინება.ვცდილობ არ შემეტყვეს აღელვება და მხიარული ტონითაც კი ვპასუხობ. -ჯერ არა.დაკმაყოფილდი ცნობისმოყვარე ინტრიგანო?-წარბებს ზემოთ ვწევ.ხვდება,რომ ამ თემაზე საუბარი აღარ მინდა და დროებით ისიც ჩუმდება.ჩემს ხელებში მოქცეულ ფინჯანს ვუყურებ.ჩაის ორთქლი სახეზე ნაზად მელამუნება. -წვიმს.-ამბიბს ხმადაბლა.თავს ვატრიალებ მინისკენ.შავი ციდან მთელი სიმძიმით ეცემიან ასფალტს წლის დიდი წვეთები.გული დამუთბა.თითქოს გარემოც თანამიგრძნობდა. -რა კარგია.-ჩუმად წყდება სიტყვები ჩემს ბაგეებს.გაკვირვებულ მზერას მავლებს,შემდეგ იღიმის. -გიყვარს? -ძალიან.სულ ბავშვობა მახსენდება.-ნელა ვსვავ ჩაის და მოგონებებში ვიძირები.წვიმა და მე განუყოფელი ვართ.ჩემი და ირაკლის წუწაობა,გაბრაზებული დედა,სკოლისკენ ქოლგით მორბენალები.მაშინაც წვიმდა,როცა ილო გავიაცანი.მისი გახსენებით ისევ ხასიათი წამიხდა. -დღეს რაღაც ვერ ხარ ხასიათზე.-ფიქრებიდან მარჯვენა მისი ხმა.თითებს მსუბუქად აბაკუნებს მაგიდაზე,ხოლო სახე ხელზე ჩამოუდია.-მოხდა რამე?-არვიცი რა ვუპასუხო,გულახდილი ვერ ვიქნები,სხვას ვერ გავრევ ოჯახის საქმეში,თუნდაც ახლა ემოციებისგან დაცლა მჭირდებოდეს. -ყველაფერი რიგზეა,უბრალოდ დავიღალე.-შემდეგ სიჩუმე წვება. -ჩემი წასვლის დროა.-ვამბობ ჩუმად.ისევ სევდიან მზერას მავლებს. *** გული მიჭკნება.ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ 25 წლის ასაკში ასეთ მდგომარეობაში ვიქნებოდი:ჩვენი სახლის დივანზე მწოლიარე და ფიქრებში ჩაფლული. ჩემი გული კვდება და ჭკნება.მთელ სხეულში ისმის მისი გახსენებით გამოწვეული ექო.ღმერთო,მარტო ჩემნაირი თუ შეძლებდა აეტანა ასეYი ურთიერთობა.ნუთუ ილოს აღარ დარჩა გრძნობები ჩემდამი?აქამდე,როგორ მოვედით,როცა ჯერ კიდევ თვეების უკან მისი სიყვარულით ვარსებობდი.ახლა რა უნდა ვქნა? განქორწინებისთბის სასამართლოში მივიდე?შორიდან დავიწვა მისი განადგურებით?იქნებ ზედმეტად ვამუქებ.იქნებ,ეს უკანასკნელი შემთხვევა იყო.მას შანსი აღარ მივსცე?არ მოვუსმინო? გული მიჭკნება.გავიდა ქორწინების გაზაფხულივით ტკბილი წლები,რომლის შესახებაც მაფრთცილებდნენ.ჯერ მამა,შემდეგ დედა.მეგობრები.ნუთუ ვნანობ მის ცოლობას?არც ისე პატარა ვიყავი,როცა ილოსთან ოჯახი შევქმენი.ჩვენ პიროვნულად ერთად გავიზარდეთ,ჩამოვყალიბდით.და ახლა რა?მისი სამსახური ჩვენი ქორწინების დამანგრეველი უნდა გამხდარიყო?მზად ვარ,ახლავე ავდგე,ვიპოვო და ბოდიში მოვუხადო.ასე,რომ მექნა მაპატიებდა?ბალიშს კბილებით ვაფრინდები,რომ ხმა ჩაახშოს და ვკივი.ცრემლები ლოყებს მისვავს,ჩუმად ვთრთი ზეწარის ქვეშ წვიმიანი ღამის ფონზე.შიშის ასეთი გადამეტებული დოზა არასდროს მიგრძვნია. ყურადღებას არ ვაქცევ სამზარეულოდან გამომავალი ფრთხილი ნაბიჯების ხმას,მაგრამ მე მაინც მიჭერენ.თბილ ხელს ვგრძნობ თავზე,შემდეგ კი ნიას ნამძინარევი ხმა მესმის -რამოხდა ტატა? ხმას ვერ ვიღებ,ან რა უნდა ვუპასუხო,მხოლოდ უფრო ვიძაბები ლოგინში. -რა გჭირს?აწიე თავი რა,გთხოვ. მისი ხელი კისერზე მეხვევა და თავს კალთაში მადებინებს.წელზე ვხვევ ხელებს და ვეკვრი. -აღარ შემიძლია ნია,ვეღარ ვუძლებ.-ნელა,ცახცახით ვამბობ,-სული მეწვის.-უეცრად მიტყდება ქავითინი. -ჩემი ტატიანა.-ძლიერად მხვევს ვიწრო მკლავებს მხრებზე.ვგრძნობ,რომ იცის ტირის.თმებზე მეცემა მისი ცრემლები. -ყველაფერი კარგად იქნება.აქ ვარ. -რა უნდა ვქნა?ნია მითხარი.-თავს ვწევ და ვუყურებ,მაგრამ ცრემლები გამოსახულებას მიბურავს.-ვაპატიო?თუ რა ჯანდაბა ვქნა. -დაფიქრება და ცოტა შესვენება გჭირდებათ.-ამბობს ნელა.ცერებს მისვავს თვალებზე და ცრემლებს მაშორებს.-შემდეგ იქნებ დალაგდეთ.მიხვდება ისიც თავის შეცდომას და მოვა. -აქამდე როგორ მოვედით…. -თუ ფიქრს დაიწყებ, რა მოხდებოდა ეს რომ მექნაო, ათასი წარსული გექნება და აღარანაირი მომავალი.რაც არის არის.ახლა ვერაფერს შეცვლი.აწიე თავი.-ყბაზე ხელს ძლიერად,მაგრამ ნაზად მხვევს.-მიეცი დროს უფლება ვიმკურნალოთ.მჯერა ასე მოხდება.თქვენ ხომ ილო და თათა ხართ. -ეჭვი მეპარება.კაშკაშა ფერები გაუფერულდა.გესმის ნია? -მომიყევი.დაე,გული მოიოხრო.-თმას უკან მიწევს და შუბლზე ხელის ზურგს მადებს.ვიცი,უნდა გაიგოს სიცხე მაქვს თუ არა. -ბედნიერი აღარ ვარ.სულ სხვაგანაა.რაც ვიცნობ,მისი ხმამაღალი ტონიც კი არ გამიგონია.ახლა კი..საშინლათ ვიკამათეთ.ეს,რომ დასასრული იყოს? -ნუ ბოდავ,ტატა.მიგვარდება ყველაფერი.გთხოვ ნუ განიცდი ასე საშინლად. -ნია.შენ იცი ჩემს ოცნებაზე.რისი ღირსიც უნდა გავმხდარიყავი ქორწინების შემდეგ,მანამდეც კი მინდოდა. -ამაზე ხომ ვისაუბრეთ,არა?-ამბობს გაკვირვებული. -შვილი არ უნდა ნია.-ვპასუხობ გულამოსკვნილი.-ვცდილობდი ეს პრობლემა არ გამხდარიყო,მაგრამ მუდამ თავად იწყებს მსჯელობას,როცა იცის,რომ ამით მტკენს.ეშინია ან მზად არ არის.არაფერს მიხსნის.მითხრა,რომ არ უნდა ვიჩქაროთ,ჯერ ადრეა,ახალგაზრდები ვართ.შემდეგ კი ისევ მიდის.-სახეს ისევ მის ფეხებზე ვდებ. -როგორ თუ არ უნდა,კარგი რა.მოვა და აგიხსნის ყველაფერს,ამჯერად. -იცი,რომ პატარა ფეხსაცმელებს ვყიდულობ შემდეგ კი ვყრი? რათქმაუნდა ვერაფერს გაიგებს,საერთოდ სახლში რატომ ბრუნდება.დარჩეს მის დამპალ სამსახურში, რომელიღაც ქვეყანაში და იყოს.არ მოვა.სიამაყეს ასე მართივად ვერ დათმობს. -ნუ ამბობ ეგრე გთხოვ.გაბრაზებული ხარ ახლა,გადაგივლის წყენა და დალაგდებით.-ჩემთან ერთად ტირის ნიაც. თავს ვერ ვიკავებ.ამდენი ხნის შენახულ ცრემლებს უფლებას ვაძლევ თავისუფლება შეიგრძნონ და ისიც ბილიკით მიჰყვებიან ლოყებს,ყელს,ლავიწებს.რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა,რამაც სული უარესად დამიმახინჯა.ხელებში ბავშვი მეწვინა.დიდი სიფრთხილით მეჭირა მისი ხოდა სხეული,თავზე ნიას ნაცვლად ილო იდგა,ადამიანი,რომელთანაც მთელი ჩემი სიცოცხლე მესახებოდა.ხელს თავს ის მისმევდა. თავი ავწიე მეგობრის კალთიდან და ბნელ მისაღებში თვალები მოვატარე.მზერა შემოსასვლელზე გამიჩერდა.თითქოს პატარა კისკისით შემორბოდა ოთახში და ბნელ ოთახში თანდათან მისი სიხალისე ანათებდა. -ტატიანა.-რეალობაში მაბრუნებს ნიას ხმა.სუნთქვა შემეკრა.ჩემი შვილი არ არსებობდა. *** ცელოფნებით ხელში მივდივარ სახლში.ჩემი გონება სხვაგან ქრის.ვფიქრობ რა იქნება როცა დღეს ღამით რეპეტიციაზე ნიკას ვნახავ.რას ვეტყვი ან საერთოდ გამოველაპარაკები თუ არა. ტელეფონზე ზარი მაკრთობს.ჩქარი ნაბიჯით მივდივარ უახლოეს სკამთან რომ ცელეფონები დავდო.ირაკლი შეუჩერებლივ რეკს. მის საყვედურებით ავსებას ვაპირებ,მაგრამ მეორე მხრიდან დაბალ ხმაზე გამომავალი ტირილი და სიჩუმე მაკრთობს.შიში მთელ სხეულს ედება.კანი მეხორკლება.ცუდი წინათგრძნობა მეუფლება. -ირაკლი,რა ხდება?მშვიდობაა?მიპასუხე! -უნდა მოხვიდე ტატიანა.-მესმის მისი გატეხილი ხმა.მოცელილივით ვარდები სკამზე.გაუცნობიერებლად მცვივა ცრემლები. * * * სარკეში ჩემს სხეულს ვუყურებ. შავი კაბა მთლიად მფარავს. მიყვარდა შავი ფერი.ცრემლებისგან დამწვარი ლოყები გაფითრებულ სახეზე მკვეთრათ ჩანს.თვალები ცარიელი მაქ.ტუჩები გათეთრებული. ...მაგრამ ყველაზე მეტად გული მტკივა. სული მეწვის.იატაკს სირბილი არყევს.კარში შემორბის პატარა ანანა და კაბაზე მეკიდება.იმედიანი თვალებით მიყურებს. -მამიდა,გეძებდი.-უნებურად მეღიმება.ის ყველაფერს ხვდება მაგრამ სიძლიერეს იჩენს. -ქვემოთ იყავი?-ვეკითხები ჩუმად.თითქოს ხმა მე არ მეკუთვნის.ახლა როგორ ვიცხოვრო.დანაშაულის გრძნობით როგორ ვისუნთქო. -ჰო,დეიდასთან.წამოხვალ?-პატარა თითებს მიჭერს.თავს ვუქნევ და ნელი ნაბიჯებით ჩავდივართ პირველ სართულზე.ოთახი სავსეა ადამიანით.ტირიან.ლოყებს იკაწრავენ სიმწრით.აივნის ერთ-ერთ ძელს ვეყრდნობი მხრით.ანო ხელს მიშვებს და დეიდამისკენ მირბის. ახლა რა უნდა ვქნა? ქარის თმას მიწეწს.უაზროდ ვიედები ღია შემოსასვლელი კარისკენ.შემომსვლელები თავს სევდიანი თვალებით მიქნევენ და მხარზე მეხებიან.ჩემი ცარიელი თვალები ისევ შემოსასვლეს უყურებენ.უამრავ მოზუზუნე ხმაში საკუთარი აზრებიც მიფრინდება. ახლა როგორ უნდა ვიცოცხლო? ხელის კანკალით ვიღებ ტელეფონს და ნაცნობ ნომერზე ვრეკ.ზარი გადის,ერთიც,ორიც და ალბათ სამი.ბოლოს იღებს ყურმილს. -გისმენ ტატიანა.-ხმას ვერ ვიღებ.აცახცახებულ ქვედა ტუჩს კბილებით ვიჭერ.-შენი სუნთქვა მესმის ტანია,ისაუბრე.-ამბობს მშვიდად. -დედა მომიკვდა.-ვამბობ ჩუმად.არ ვიცი,გაიგო თუ არა საერთოდ,რადგან ჩემი სიტყვების შემდეგ სიჩუმე წვება. -რას ამბობ?რა დაემართა ნათიას?-როგორც იქნა მოდის აზრზე. -დედა აღარ მყავს ილო.-ვიმეორებ კიდევ ერთხელ.თითქოს დაპროგრამებული ვით ვაჩერებ თვალებს ატმის ტოტზე. -ეს როგორ მოხდა? -ჩამოდი...რა,მჭირდები.-ვამბობ სასოწარკვეთილი.ფრჩხილები და კანი ამძრობია თითებზე. -ახლა,ასე უცებ ვერ მოვახერხებ.-მისმის ხმა,რაც საბოლოოა.ვეღარ ვიგებ რას ამბობს შემდეგ,რადგან კითხვაზე პასუხი უკვე მივიღე. გავიზარე,ჩვენს შორის უფსკრულია.უძირო სიღრმის.მას იმედი ვეღარ ამოავსებს.ვერც დრო.ჩემს გულში ამისგან დატოვებული ტკივილი მუდამ იარსებებს. ვიცოდი,რომ არ მოვიდოდა,მე კი მაინც ველოდი.ეს იყო სიყვარული? * * * ნია ჩემს ოთახში იბინადრებს.ლუკას ძალით ვაგდებ ტატოსა და ელენესთან ერთად. საღამოა.უკვე ბინდი ჩამოწვა.უამრავი ფიქრი ისე ერთანად და მოულოდნელად აღმონდა ჩემს გონებაში,ვერ გავიაზრე. ისევ ვუბრუნდები რეალურ სამყაროს.ახლა ფიზიკურადაც დაღლილი ვარ.პატარა ანო დეიდასთან წავიყვანე ჩემს მკლავებში მძინარე. ხალხი ეზოში ისევ ტრიალებს.არც კი აპირებენ მგონი წასვლას.ქვემოთ ჩუმად ჩავდივარ და მგლოვიარე ოთახში ფრთხილი ნაბიჯებით ვიპარები. კუბოს თვალს ვაშორებ.ვერ შევხედავ.მას ასეთს ვერ შევხედავ. დივნამდე ნელა მივდივარ და მამიდაჩემის გვერდით ვჯდები.თავს მის მხარს ვაყრდნობ,მისი თბილი სხეული ქალები ისევ ტირიან. დეიდაჩემს ვუყურებ,თითქოს აქაურობას არ ეკუთვნის.თვალი აქვს გაშტერებული სადღაც,სივრცეში.ნელა ვხვევ მხრებზე ხელს და ვანჯღრევ. -ქეთი,ადე რა დეიდა.-ისევ ვჩურჩულებ.ვნადგურდები.მისი ამ მდგომარეობაში ყურება მშლის.-გთხოვ წამომყევი.ხელს ვუჭერ და ძალით ამყავს ფეხზე.ვეჭიდები,რომ მყარად იდგეს.ნელა შემყავს ირაკლის ძველ ოთახში.საშინლად არეულია ყველაფერი,მაგრამ ახლა ამისთვის ვის სცხელა.ფრთხილად ვაწვენ საწოლზე.და გვერდით ვუჯდები.პლედს ვაფარებ მხრებზე.ცრემლები მცვივა.ვდგები და სამზარეულოში წყალს ვავსებ.ხელები მიკანკაებს. -აქ რას აკეთებ?-ვკრთები ხმის გაგონებისას და ჭიქა ხელიდან ნიჟარაში მივარდება.თავს ვაბრუნებ.ირაკლი კარის ჩარჩოს ეყრდნობა.ჭიქის წყლით ავსებას ვიწყებ ისევ. -ქეთისთვის წყალი მიმაქვს.-ვპასუხობ ჩემი ხავს მოდებული ხმით. მის პირდაპირ ვდგავარ.ირაკლი ყოველთვის სანდომი იყო.ძლიერი,ჩამოყალიბებული და თბილი.ჩემი უმფროსი ძმა.ჩემზე უმცროსი იყო,როცა ლიკა და ის დაოჯახდნენ.პატარა ანანას მამაცაა და დასაყრდნობი კაციც. -ირაკლი…-ვჩურჩულებ მხოლოდ და ჟაკეტის ხელის ზურგით ცრემლიან სახეს ვიწმენდ.არ ვიცი რა ვუთხრა.რა გავაკეთო.სრულიად არარაობად ვარ ქცეული.ირაკლი ოხრავს,მხოლოდ თავს მიქნევს და თბილი თვალებით მიყურებს. დეიდასთან წყალი მიმაქვს. * * * -გთხოვ შემოდი რა.ფეხზე ძვლივს დგახარ.-მკლავზე მქაჩავს ნია და მანქანას მაშორებს.დაკრძალვის საქმის გარკვევისას გვერდით მედგა. ღამის 2 საათია. წყვდიადს ანათებს ლამპიონები. წამით აივანზე ისევ ვჩერდები. სახლში შევდივარ. * * * წვიმს. ღმერთო,როგორ წვიმს. კუბოს ნელ-ნელა უშვებენ მიწაში. ანანა ფეხზე მეჭიდება,მე კი ხელებს ვხვევ და თან ქოლგას ვაფარებ მის პატარა სხეულს.მნიშვნელობა არ აქვს მე დავსველდები თუ არა. თითქოს ადგილს მივეყინე. თავს ვატრიალებ.ადამიანები დგანან და ყველას მზერა ერთ ადგილასაა მიყინული. ხალხი დაშლას იწყებს. -მამიდა წავიდეთ?-ნამტრირალევი ხმით მეკითხება ანო. -რა თქმა უნდა,ტკბილო.-ხელს ვკიდებ და მანქანამდე სწრაფად მიმყავს.უკანა კარს ვაღებ და ლიკას ვაბარებ მის თავს.გვერდით იჩოჩება. -ჩაჯექი სწრაფად.გაიყინები ტატა.-ამბობს მღელვარედ. -ფეხით წამოვალ.-ირაკლი თვალებს მიბრიალებ.ნუცა კი პირს აღებს რაღაცის სათქმელად. მე უბრალოდ თავს ვხრი და მათ ზურგს ვაქცევ. დანაშაულის გრძნობა მღრღნის. * * * -ერთი დავალებაც და მოვრჩებით.-ღიმილით ვუყურებ ძმისშვილს.დაღლილი თვალებით მიყურებს და ცდილობს გართობოსკენ მიბიძოს მისი ანცი თვალებით. -დავიღალე.-იწყებს ისევ წუწუნს. -ეგ სიტყვა არ გამაგონო.შენ და დაღლა?ეს ერთიც დავწეროთ და ხვალ კარგ ნიშანს რომ მიიღებ გულს გამიხარებ.-ისევ ეჭვნარევი მზერით მათვალიერებს.ვოხრავ.-შოკოლადებსაც გიყიდი. ახლა უკვე ენერგიაზე მოდის და მოტივირებული ამთავრებს დავალებებს. შემდეგ ვახშმის გაკეთებაში მეხმარება.სადაცაა მამა მალე დაბრუნდება.მის მარტო ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა.ახლა ის და ირაკლის ოჯახი ერთად იკვრება. თავს უცხოდ ვგრძნობ.ზედმეტად. იქნებ უკვე დროა უკან დაბრუნების?სახლში ჩაკეტილი როდემდე ვიქნები? საღამოს,ვახშამზე საჭმელს თეფშზე ჩანგლით ვქექ.ყელში ლუკმა არ გადამდის.ანანას ტიტინი ავსებს ოთახს.ირაკლი ღიმილით უყურებს. -დღეს რა გააკეთეთ შენ და ტანიამ?-მოულოდნელად ეკითხება მამა მას.ნელ-ნელა კონტაქტში შემოდის.ბოლო ერთი კვირაა სამსახურსაც დაუბრუნდა.რაც უფრო ცივდება ამინდი,მით უფრო თბება მისი ღიმილი. -დავალებები გავაკეთეთ და მე მის ლექციასაც დავესწარი.-ისევ ტიტინებს ანანა.ნუცა თავს ჩემსკენ აბრუნებს. -ძალიან გაგაბრაზა?დავალებების გაკეთება სულ ეზარება.-ამბობს უხერხულად. -არა,დღეს იყოჩაღა.-თვალს ვუკრავ პატარას და ისიც კისკისებს. -როდის მოვა ილო ძია?-მოულოდნელად იძახის წვრილი ხმით.პირღია ვატრიალებ თავს მისკენ და სევდიანი ვუყურებ. -მალე მოვა,მალე.-ამბობს ნუცა თავაზიანად და ვხედავ,როგორ უბრიალებს თვალებს შვილს. -მომენატრა,ბოლო დროს სულ მამიდა მოდის მარტო.-ისევ აგრძელებს ანანა.ღმერთო ჩემო.თავს ვხრი და ვგრძნობ როგორ მაწვება ცრემლები თვალებში.ძალას ვიკრებ და ფეხზე ვდგები ჩემს თეფშს ხელს ვავლებ. -მე დავასრულე.ღამე მშვიდობისა,-ვამბობ ხმადაბლა და ჩემთვის განკუთვნილ ოთახში ვიკეტები. მანქანის ფანჯარას თავს ვაყრდნობ და გარეთ წვიმიან გარემოს ვუყურებ.ისევ ისეთი მშვენიერია აქაურობა.უფრო ლამაზიც.თავს გვერდით ვატრიალებ და ცოტა ხნით საჭეზე ხელებჩაფრენილ ირაკლის ვუყურებ.ქუთუთოებს ძლიერად ვაჭერ ერთმანეთზე. -ჩვენ შორის ყველაფერი რიგზეა?-მესმის მისი ნელი ხმა.თვალებს არ ვახელ. -სხვაგვარად ოდესმე ყოფილა? -ვგრძნობ,რომ არ არის.-ისევ აგრძელებს ის. -ახლა ორივეს ჩვენი პრობლემები გვაქვს.მოსალოდნელიც იყო ასეთი ურთიერთობა.-ვპასუხობ ხმადაბლა.ფანჯარას წვიმის წვეთები ეცემიან.ღმერთო,რა მშენიერია აქაურობა. -შენი ძმა ვარ ტატიანა.მინდა იცოდე,რომ ჩემი იმედი გქონდეს. -რათქმაუნდა ვიცი. ისევ გზას ვაგრძელებთ.წვიმიან გზაზე მანქანა ნელა მიჰყავს ჩემი სახლისკენ -ჩემთვის რამის თქმა ხომ არ გინდა?-ისევ იწყებს საუბარს.თავი მტკივდება. -კონკრეტულად რა გაინტერესებს?-ვკითხობ მობეზრებით. -დიდი ხანია ახლო საუბარი არ გვქონია.-ამბობს და თავს აქნევს.-რათქმაუნდა ტრაგედია დაგვატყდა თავს მაგრამ მაინც,შენსკენ რა ხდება? -ძველებურადაა ყველფერი.იგივე გრაფიკი.სპექტაკლები,ლექციები და მერე სახლი და ილო.შიგადაშიგ მეგობრები. -არმეგონა თუ მუშაობას დაიწყებდი,მითუმეტეს ლექციების წაკითხვას.-აგრძელებს ცოტა ხნის შემდეგ.უკვე სახლთან ვართ.მანქანას აყენებს. -მეორე კურსიდან ვმუშაობ გასაკვირი რა არის,პატარა ხომ აღარ ვარ.ბოლოს და ბოლოს უკვე ოჯახი მყავს.-დიდიხნის შემდეგ ნათქამი სიტყვა პირში უცნაურ გემოს მიტოვებს.რანაირი ოჯახი გვაქვს მე და ილოს? -ჰო,რათქმაუნდა.იცი..-ღრმად სუნთქავს და თავ ჩემსკენ ატრიალებს.-რამდენჯელმე მოვედი შენს სპექტაკლზე. -მართლა?-გაკვირვებული ვტრიალდები მისკენ.ამ ხნის მანძილზე არცერთხელ უთქვამს.ჩემი მსახიობობის წინააღმდეგიც კი იყო. -მართლა,მართლა.შესანიშნავი მსახიობი ხარ.თაფლივით ხმა გაქვს,ტკბილი.ნუცა შენით აღფრთოვანებულია,- ღიმილით იხსენებს ცოლს. -ვფიქრობ,პაუზა ავიღო თეატრში.-ჩუმად ვახმოვანებ გულის წადილს.-არაფრის სურვილი არ მაქვს. -არც გაბედო!-ამბობს მაშინვე შეშფოთებული და ჩემს ხელებს მისაში იქცევს.-ვიცი,შენი პაუზა რამდენ ხანსაც ნიშნავს. -მაგრამ,ხომ გესმის… -ვიცი,რომ დედას შემდეგ ყველაფერი ძნელი,არა შეუძლებელი გახდება,მაგრამ შენ თეატრი გჭირდება.სცენაზე არ გასვლით და თავში ჩაკეტვით დედას დააბრუენებ?ახლა ძლიერები უნდა ვიყოთ ტანია.-ამბობს სევდიანი ღიმილით.მისადმი სიყვარული იცვავს ჩემს გულს.-შემდეგ ილოც ჩამოვა და კარგად მოხვდება ჩემგან! * * * სახლის კარს როგორც კი ვაღებ მაშინვე უკან გაქცევა მინდება. გაფუჭებული პროდუქტების სუნი ტრიალებს ირგვლივ. გამაყუჩებელს ვსვავ და სახლის ლაგებას ვიწყებ. მაშინ წასასვლელად ნორმალურად ჩალაგებაც კი ვერ მოვაწარი,მილაგებაზე ზედმეტია საუბარი.ვერავის ვერ შევაწუხებდი იმით,რომ აქაურობასთვის მიეხედათ,ყველას თავზესაყრელი საქმე აქვს. როგორც კი,ყველაფერს ვალაგებ მაშინვე ვსვავ ძილის წამალს და ლოგინზე ვარდები.უკვე გვიანია.ილოს ვწერ მხოლოდ ერთი სიტყვით,რომ სახლში დავბრუნდი.მისი საქციელით გამოწვეული იმედგაცრუება გულ კიდევ უფრო მტკენს.დედა გარდამეცვალა .ახლა ხომ,მაინც უნდა დაბრუნებულიყო მისი წყეული სამსახურიდან და გვერდში დამდგომოდა. ახლა ობოლი ვარ. ეს სიტყვები გულს მიხლეჩს.ახლა რა უნდა ვქნა?ისევ ასე დაველოდო ჩემი ქმრის დაბრუნებას?ლამის ვინანო ეს ქორწინება.მაშინ,იმ დღეს როცა ჩვენი გზები სამუდამოდ გადაიკვეთა,ერთმანეთს დავპირდით თანადგომას.ახლა სად იყო ილო?ახლა,როცა ასე ძალიან მჭირდებოდა,სად იყო? * * * საშინელი ყელის ტკივილი მაღვიძებს.ნორმალურადაც კი ვერ ვსუნთქავ.საწოლიდან ზანტად ვდგები და ჭიქა წყალს ვსვავ. შემდეგ კომოდის უჯრებში ვქექაობ,რომ რაიმე ანტიბიოტიკი ვიპოვო.სავარაუდოდ გავცივდი. ფანჯარასთან ვდგავარ.ზამთრის უღიმღიმო თბილისს ვუყურებ.მალე ახალი წელია. ნეტავ ახლა სხვები რას აკეთებენ?სძინავთ?თუ ჩემსავით დგანან მარტოსული ფიქრებით ფანჯრებთან და რეალობიდან გაქცევას სცდილობენ? დღეს მთვარე არ ჩანს.მისი სინათლე არ ეცემა ჩემს საყვარელ მიტოვებულ ქუჩებს და სახლებს. ორსახინი ადამინის ცხოვრება ძნელია.საშინლად აუტანელი.როცა ბოლოს ზედმეტად შეტოპავ გავიწყდება ვისთვის და რატომ არსებობდა ორივე ერთად და ცალცალკე.რაში დაგჭირდა.ან ახლა სხვები რომელს ხედავენ.მაგრამ,...მაგრამ მე დღემდე ვიცი მიზეზი,ისიც რომელ სახეს ხედავენ ჩემი გარშემომყოფები.იქნებ ამ ჩემი რეალური სახის დასამალად ავირჩიე მსახიობის კარიერა?მაყურებლის წინაშეც კი მატყუარა ვარ.. ახლა რა უნდა გავაკეთო?ბოდიში დედაჩემის მაგიერ ვის მოვუხადო?ვის ვუთხრა თუ როგორ ვწუხვარ და ვნანობ? იდაყვს რაფაზე ვდებ.კანკალი მიტანს. კარზე ზარია.ვერ ვიტყვი,რომ არ მეშინია.არცერთი მეგობარი ამ დროს მოსვლას არ განიზრახავდა.ილო კვირის ბოლომდე არ დაბრუნდება.უკვე პირველს გადაცდა.ნელა ვიხედები ჭუჭრუტანაში მაგრამ სიბნელის გარდა ვერაფერს ვხედავ.ზურგით ნელა ვეყრდნობი კარს და ღრმად ვსუნთქავ. -ვინ არის?-ოდნავ ხმამაღლა ვჩურჩულებ. -მე ვარ.-მაშინვე მესმის ნაცნობი თბილი ხმა.ვკრთები.ყველაზე მეტად მას არ ველოდი,მაგრამ ახლა რა ვქნა? რა ვქნა? რამდენიმე წუთი ღრმად ვსუნთქავ და აღელვებული გულის დაწყნარებას ვცდილობ.კარს ვაღებ.ჩემს პირდაპირ დგას და კედელს ეყრდნობა.სახლიდან გამავალი შუქის ფონზე იკვთება მხოლოდ მისი სხეული. -გამარჯობა.-ამბობს ის. -გამარჯობა.-ვპასუხობ მე. -არ შემომიშვებ?-ამბობს თვალებდახრილი.გვერდით ვიწევი და შიგნით ვუშვებ.დივანზე ოხვრით ეცემა.მის წინ მაგიდასთან სკამზე ვჯდები.ხელები მეხორკლება. -როგორ ხარ?-ამბობს ხმადაბლა.იდაყვებით მუხლებს ეყრდნობა. -კარგად,გმადლობ.შენ?-თვალმოუშორებლივ ვუყურებ.თმას იჩეჩს და ხელს სახეზე ისვავს. -არამიშავს. უხერხული სიჩუმე დგება.ის მიყურებს,მე-თვალს ვარიდებ.ვოხრავ. -არ ველოდი,შენს მოსვლას,-ვეუბნები ბოლოს. -რატომ?-უხერხულად აქვს აწურული განიერი მხრები. -ეს უცნაურია.სახლში ჩემი ქმარი,რომ ყოფილიყო?-ღად ვამბობ ჩემი შიშის მიზეზს. -ვიტყოდი,რომ უბრალოდ სადარბაზო შემეშალა. -არ უნდა მოსულიყავი.-ვპასუხობ თავდახრილი. -უბრალოდ ვიგრძენი რომ დაბრუნდი.არ გეძინა არა?-საზურგეს ეყრდნობა.ნუთუ არ ცივა იმ თხელ მაისურში? -არა.შეგცივდებოდა.ჩაი ან ყავა გაგიკეთო?-ძალიან მინდა უბრალოდ რამის გაკეთება,არ შემიძლია ასე უბრალოდ ვიჯდე მის პირისპირ უხერხულად. -სიამოვნებით.-ამბობს.ვდგები და სამზარეულოში გავდივარ.ისიც მომყვება.ვგრძნობ,როგორ დგას კედელთან.თვალებს მაგრად ვხუჭავ და ნიჟარას ვეყრდნობი. -ტატიანა.ძალიან გვიან გავიგე,მოსვლა ვერც კი მოავხერხე.მე...ყველაფრისთვის ვწუხვარ.ვიზიარებ.-მისი ხმა ავსებს ოთახს.ბევრჯელ მეორდება მისი სიტყვები ჩემს გუნებაში. -ჰო.-ვამბობ ხმადაბლა.გული ამოვარდნაზე მაქვს.თითქოს ყველა ჩასუნქვა ბოლო იყოს.თვალები ცრემლებით მევსება.ოთახში მხოლოდ ჩაის დუღილის ხმა ისმის.ნელა ვრთავ და ჭიქებში ვასხავ. ცბება.ჩემი სახის დანახვისას ცბება.მკლავში ხელს მკიდებს. -ამას რატომ აკეთებ?-პირველად მესმის მისი ასეთი მკაცრი ტონი. -რას ვაკეთებ?-ვეკითხები უაზრო მზერით. -შენს ნამდვილ ცხოვრებას რატო მალავ?სულ ნიღაბი რატო გფარავს?-ტონს უმაღლებს.მისი ხელიც მტკინვეულად მიჭერს. -არ გაქვს უფლება მეხებოდე.-ჭიქებს ხელს ვავლებ და მისაღებში გამაქვს.უკან სწრაფი ნაბიჯით მომყვება-.შენ რაში გადარდებს? -რაში მადარდებს?ამდენად სულელი ხარ?ადამიანის ემოციები არ უნდა მადარდებდეს?მითუმეტეს შენი? მაგიდაზე თავს ვდებ.ისედაც არ ვიყავი კარგად.ახლა საერთოდ სიკვდილი მინდა.სამუდამოდ გაუჩინარება.ცრემლები ლოყებიდან მაგიდაზე ცვივა და სველ კვალს ტოვებს. -ამით შენს თავს ანადგურებ,მიზეზი კი არ გაგაჩნია.-აგრძელებს ისევ. -მიზეზი არ გამაჩნია?-თავს ვწევ,უკვე სული მეხუთება.-წარმოდგენა არ გაქვს ჩემს ცხოვრებაზე.არც კი მიცნობ. -საშუალებას არ მაძლებ გაგიცნო.ყოველთვის უკან იხევ და…-ფანჯარასთან კედელს ზურგით ეყრდნობა. -მაინც რა გინდა რომ იცოდე?ის,რომ დედაჩემი ჩემგან გულმოკლული წავიდა ამ ქვეყნიდან?ის რომ ამის გამო სინდისი მქეჯნის?-ფეხზე ვდგები და მის პირისპირ ვდგები.-თუ,ის რომ ამდენ კომედიაში,დრამასა და თამაშში თავი დავკარგე?ის,რომ ვეღარ ვიგებ საერთოდ ვინ ვარ?-ხელებს დრამატულად ვიქნევ და თმებს ვიჩეჩ.ვიცი,ახლა ალბათ შეშლილს ვგავარ.მაგრამ ერთანად დაგროვილი გრძნობები ყელში ახლა მაწვება. სევდიანი თვალებით მიყურებს.ანდაც უფრო სწორი იქნება,რომ მის თვალებში სიბრალული ჩანს.ვეცოდები. -ყველა და ყველაფერი განსხვავებულია.ვერავინ შეავსებს იმ ტკივილს,რომელიც მაქრობს,მშლის და ადამიანურ სახეს მიკარგავს.დედაჩემმა მისი სიკვდილი თითქოს მაგალითად დამიტოვა.გესმის ეს შენ?რათქმაუნდა არა!იდეალური ცხოვრება გაქვს.შენი ერთარდეთი პრობლემა ისაა,რომ მშობლებს შენი უფრო უკეთ ყოფნა უნდათ!წარმოდგენა არ გაქვს რას ნიშნავს სხვის ხარჯზე იცხოვრო,მეგობრები გყავდეს მაგრამ მარტოსული იყო!-ლამის ვყვირი და ჩემს წინ მტკიცედ მდგომს მხრებში ვურტყავ.ეს ყველაფერი მან დაიწყო.მან გამომიწვია. ისევ ისე მიყურებს.ადგილიდან არ იძვრის.მე კი ხელები მტკივდება.სლუკუნით ვიკეცები იატაკზე.თავს ხელებში კივრგავ.ვტირი,გაჩერება არ შემიძლია.მთელი სხეულით ვკანკალებ.ილოსთან მინდა.მის თბილ ხელებში გახვევა და დაძინება.ამ კოშმარიდან თავის დაღწევა მინდა. არვიცი რამდენი დრო გადის.წუთი ან საათი მაგრამ მე ისევ იატაკზე მტირი.ის კედელთან დგას. -სულელო გოგო.გაცივდები.ადექი.-მესმის ბოლოს მისი ხმა.არ შემიძლია.ახლა არაფერი შემიძლია. -თავი დამანებე.გთხოვ.-ვჩურჩულებ ჩახლეჩილი ხმით. ჩემს წინ იხრება.მის თბილ ხელისგულებს ვგრძნობ ჩემს მხრებზე.თავს არ ვწევ. ღრმად სუნთქავს თითქოს კილომეტრები ერბინოს.ერთ ხელს მუხლებ ქვეშ მხვევს,მეორეს კი მხრებზე.ხელში მიყვანს.მე კი მოხრილი ვბორგავ.ლოგინში მაწვენს ფაქიზად და თბილ საბანს მახურებს.კედლისკენ ვბრუნდები.მუხლები მკერდთან მაქვს მიტანილი და ვკანკალებ.გონება მებინდება. -ჩემი სისუსტით სარგებლობ.-ვჩურჩულებ.სხვა არაფერი შემიძლია. -ცდები,მაგრამ ამავდროულად მართალი ხარ.შენი სისუსტეები ძლიერ მხარედ უნდა აქციო.ასე ვერავინ შეძლებს სიტყვებით ტკენას.-აგრძელებს ისევ ის. ღმერთო ამ მომენტში საშინლად მძულს.თავს ბალიშის ქვეშ ვყოფ და აწითლებული ლოყები წამით მიგრილდება. -აქ რატომ მოხვედი?.-ჩემი ხმის ტონებით კი ვალდებულება მიპასუხოს მაგრამ ბალიში ხმას ახრშობს.სულ ოდნავ ვწევ თავს ბალიშიდან. -არვიცი.გულმა აქეთ გამომიწია.ჩამოსული სულ,რომ არ დამხვედროდი კარის წინ გავათევდი ალბათ ღამეს.-ამბობს ის. -რატომ?რა მიზანი გაქვს?ჩემგან რა გინდა?მე ოჯახი მაქვს!გესმის ეს შენ? -რა მიზანი უნდა მქონდეს?ვიცოდი,რომ არავის გაიკარებდი.მე კი მინდოდა კიდავრწმუნებულიყავი,რომ თავს არაფერს აუტეხდი.-გაურკვეველი მზერით მათვალიერებს. -მეორედ აქ მოსული აღარ დაგინახო.ეს,რომ ვინმემ გაიგო.ღმერთო,მღუპავ?-ბალიშიდან თვალმოჭუტული ავყურებ. -ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ჯერ მეგობრები ვართ და მეგობრები ერთმანეთს გვერდში უდგანან,ნებისმიერ სიტუაციაში,მიუხედავად მათი ოჯახური სტატუსისა. -ნიკა,არ გაქვს უფლება შუაღამისას მომაკითხო და ისედაც აფორიაქებულს სულ მომისპო ნერვები შენი ფილოსოფიით.გაიგე ეს. -შენ რომ პანიკაში არ ჩავარდნილიყავი არც ნერვები მოგეშლებოდა.მე ხომ აქ შენთვის ვარ. -არავის დაუპატიჟებიხარ,შენი წასვლის დროა.-საბანს თავზე ვიხურებ და თვალებსა და ცხვირს მაისურის სახელოთი ვიწმენდ.გონება მებინდება. -არ მომიყვები? -რისი მოსმენა გინდა?-დამშვიდებული ვწევ სახეს და ბალიშს ზურგით ვეყრდნობი. -ნებისმიერი რამის,რაც კარგად გახსენდება.-ამბობს ჩვეულებრივად, მაგრამ ჩემთვის მისი სიტყვები საუკუნოდ გრძელდება. -ჩემს სიყვარულზე გაინტერესებს,ოჯახზე თუ.? -მაპატიე,ეს ალბათ პირადულია.-თვალებს ძირს ხრის.-არ უნდა მეთქვა. -მართალი ხარ,შენი საქმე არაა და უკვე ვიზიტის დამთავრების დროაა.-ვუღიმი ალმაცერად. -რა არასტუმართმიყვარე გოგო ყოფილხარ. *** ჩუმად შემოიპარა ოთახში.ძილ-ბურანში ვიყავი,როცა ვიგრძენი,როგორ მომეკრა ზურგზე.ოღონდ არ წასულიყო და მზად ვიყავი ყველაფერი მეპატიებია. *** -მსახიობები უბრალოდ დასრულდნენ საჭირო მომენტში,სწორ ადგილას.რეჟისორმა დაინახა ისინი.გამოიკვლია,რაღაც განსაკუთრებული მათში და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწვიტეს მათი ფილმში გადაღება. -და თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?-მეკითხება ერთერთი სტუდენტი.გონებას ვძაბავ მისი სახელის გახსენებისთვის.ლაშა.ლაშა ჰქვია. -სურვილი მქონდა,რომ მსახიობი გავმხდარიყავი და ნიჭი.თქვენს მსგავსად ვსწავლობდი,სიმართლე გითხრათ,რამე უცნაური შემთხვევა არც ყოფილა.თეატრში როლისთვის მივედი და პრაქტიკულად ის ჩემი მეორე სახლი გახდა.შესანიშნავი გრძნობაა,როცა ამას გაიაზრებ.არ მეთანხმებით?-ვამბობ თბილად და ოთახს თვალს ვატარებ.უმეტესობა მათგანს პატარა გამოცდილება უკვე აქვთ. -დიახ.მაგრამ...რამე შიში გქონდათ?სცენას და მაყურებლებს ვგულისხმობ.-ამბობს ჩუმად ნინო,მაგრამ მისი სიტყვები ჩემამდე გარკვევით მოდის.ვიღიმი. -იცით ძველი ბერძნები რას ფიქრობდნენ თავისუფლებასა და ხელოვნებაზე?პლატონის აზრით პოეტი მატყუარა იყო,რადგან ადამიანის გრძნობებზე,ემოციებზე თამაშობდა.მან იცოდე რა სჭირდებოდა მკითხველს თვითგვემისთვის და ამას აძლევდა.ვინ ეწინააღმდეგებოდა მას?-თვალს ვავლებ ოთახს. -ალბათ არისტოტელე.-ისევ ნინო მპასუხობს. -მართალი ხარ.არისტოტესლეს სწამდა,რომ პოეტები,ხელოვანები გადმოცემდნენ უკვდავ სულისკვეთებას თავიანთ ნაწარმოებებში ან თუნდაც დადგმებში.მას ეს მიაჩნდა თავისუფლებად.როდესაც სცენაზე დგახარ,შენ თამაშობ მოცემული პერსონაჟის როლს,მაგრამ ის შენ არ ხარ.ეს ერთმხრივ რათქმაუნდა მოტყუებაა მაყურებლის.მეორე მხრივ კი,მსახიობს შეუძლია აღმოაჩინოს საერთო ნიშნები მის პერსონაჟთან,თავისი გზით განავითაროს,შემატოს ემოცია,გააცოცხლოს და ასეთი ხერხით მიიტანოს მაყურებლებამდე.საკუთარ თავისა და მორგებულ პეროსნაჟის უნდა გჯეროს ასე შიშს დაძლევ,გახდები თავისუფალი და მაყურებელი შენ გიწამებს.როგორც საკუთარ ნაწილს ისე მიგიღებენ. სამსახურიდან გამოსული მაშინვე აივანს ვაფარებ თავს კოკისპირული წვიმასგან.ჩემს მანქანას რაღაც გაუფუჭდა,ამიტომ იძულებული ვარ ილოს ვთხოვო ჩემი ტრანსპორტირება.ახლაც მას ველოდები.წვიმიან და ნისლიან გზას თვალს ვავლებ. "ისინი ფიქრობენ,რომ თავისუფლებისკენ ბილეთი უფასოა და ნებისმიერი,რომელიც სულიერ სიმშვიდეს მიაღწევს თავისუფლებას ეზიარება." დღევანდელი ლექციის ბოლო სიტყვები ჩემს გონებაში მეორდება.რატომ დავამთავრე შეხვედრა ასე დრამატულად?მაგრამ ამავდროულად... რა ღირს ბილეთი თავისუფლებისკენ? რამდენად ძვირი დამიჯდება ეს ბილეთი? მე მხოლოდ ლექციებს ვკითხულობ,მათ თეორიეულ მასალას ვასწავლი.ასე ძალიან არ უნდა დამეძაბა მათი გონება.ტელეფონზე ზარი შემოდის.ილოა. -მოხვედი?-ვეკითხები ცოტა ხმამაღლა,რომ წვიმის ხმა გადავფარო. -მოპირდაპირე მხარეს ვარ გაჩერებული,-ამბობს სწრაფად. -კარგი,გადმოვალ,-წინ სიხარულით მივდივარ,თვალებს ხელს ვიდებ,რომ წვიმამ ხელი არ შემიშალოს.მხოლოდ მანქანების ნათურებს ვხედავ,ისეთი წვიმა და ბურუსია. -რა ხანია არ უწვიმია,ახლა რა ეტაკა.-როგორც კი ვხედავ,რომ გზა თავისუფალია მაშინვე ვიჭრები წინ და ვცდილობ ფრთხილად გადავიდე.უკვე დავინახე ილოც.მანქანის წინ ქოლგით ხელში მელოდება. -ილო!-ვუძახი გახარებული და ხელს ვუქნევ. სახეზე ყვითელ ნათებას ვგრძნობ.შემდეგ მანქანის საშინელ ხმას და ძლიერ ბიძგს ფერდში.სველ ასფალტზე ვარდები.თვალებში მიბნელდება. -ტატიანა!-მისი ხმა ბოლოა,რაც მესმის. *** ჰაერს ხარბად ვსუნთქავ.თითქოს ახალშობილი ვიყო და ამქვეყნიურ ჰაერს პირველად ვუშვებდე ფილტვებში. -ტანია?-ბუნდოვნად მოდის ჩემამდე ხმა.თვალებს ვაცეცებ თეთრ მაღალ ჭერზე.რა მოხდა? -ტანია?-ისმის კიდევ.ჩემი თვალები ბიჭის სახეზე ფოკუსირდნენ.რა მოხდა?-საუბარი შეგიძლია?როგორ ხარ? -რა...მოხდა?-ვამბობ ხრიწინით,ვცდილობ,ოდნავ დავახველო,რომ ხმა დამეწმინდოს. -ექიმს დავუძხებ.ახლავე მოვალ!-ამბობს მღელვარედ და მირბის.რას აკეთებს ილო?სად ვარ?თავს ოდნავ ვატრიალებ და მაშინვე მივლის ტკივილი კისერში.თეთრ ოთახს თვალს ვავლებ.წამლების მძაფრ სუნს ვგრზნობ,საავადმყოფოს თეთრი ტანსაცმელი მაცვია და ხელზეც კათეტერი მიკეთია.მოგონებები გაცოცხლებას იწყებს.მახსენდება წვიმიანი შუადღე,სველი ასფალტი,ყვითელი შუქი და ილოს გამგმირავი ხმა.ანუ ავარიაში მოვყევი?რა დრო გავიდა?ფანჯებში ჩამობნელებულა. ოთახში სწრაფად შემოდის საშუალო ასაკის კაცი,რომელსაც უკან ილო მოყვება. -გამარჯობა,მე გიორგი ვარ,თქვენი ექიმი.-ამბობს თბილად.უაზროდ ვუყურებ.მისი სიტყვებს ვერ ვიჭერ და სმენისგან მისხლტება.-თავს როგორ გრნობთ? -მტკივა.ყველაფერი.-ვამბობ ჩუმად და მოკლედ..ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს მუცელი გამიჭრეს და შიგნეულობა ამომაცალეს.ექიმი ორივე თვცალში რაღაცას მანათებს. -ეს დროებითია,მალე გაივლის.გახსოვთ რა მოხდა?-აგრძელებს და საწოლთან მოდგმულ იმ სკამზე ჯდება მანამდე ილო,რომ იკავებდა. -დიახ.რამდენი...რა დრო გავიდა?-ვამბობ უსუსურად.ენას ძვლივს ვაბრუნებ ისე უენერგიოდ ვარ. -სამი დღე იყავით გათიშული.შეგრძნებებს ნორმალურად აღიქვავთ?ზუსტად რა გტკივათ? -მუცელი და ზურგი.-ვამბობ ჩუმად. -ალბათ სჯობს ახლავე გითხრათ.მე ვწუხვარ.თქვენი ნაყოფის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა.სწრაფმა და ძლიერმა დარტყმამ… -რა?-გაუცნობიერებლად ვხავი ხმამაღლა.რას ამბობს?რა ეშლება.ნუთუ ისე დავზიანდი,რომ სმენაც დამიქვეითდა. -თქვენი შვილი…-ამბობს ექიმი ისევ და თანაგრძნობით მიყურებს.-რამდენიმე კვირის ორსული იყავით,სიმპტომებით ამას ჯერ ვერ მიხვდებოდით… მისი ხმა აღარ მესმის.ეს შეუძლებელია...ეს როგორ მოხდა?ეს შეუძლებელია...ვგრძნობ,რომ ჰაერი აღარ მყოფნის,ისე მიწროვდება სასუნთქი გზები. თავს ილოსკენ ვატრიალებ.გაშეშებული უძრავად დგას ფანჯრის წინ და მისი მზერის ღირსად არ მთვლის.ამიტომ იქცეოდა ასე?მას ხომ მამობა არ უნდოდა..ღმერთო!ასე რატომ მტანჯავ!მე ხომ ვცდილობდი ვყოფილიყავი კარგი.ამის ღირსი ვარ?მე დედა გავხდებოდი,მაგრამ მისი დაცვა ვერ შევძელი...ახლა რა უნდა მექნა?თვალებში მიბნელდება,სუნთქვაც მეკვრის. -მიშველეთ,-მხოლოდ ვახერხებ ვთქვა ხროტინით ერთარდეთი სიტყვა და გონებას ისევ ვკარგავ. *** სიცხე მაღვიძებს.ერთმანეთს შეწეპებულ თვალის უპეებს ძლივს ვაშორებ ერთმანეთს.რამდენჯელმე ვახამხამებ,რომ მოულოდნელმა სინათლემ ჩვეულებრივი მდგომარეობა დაიბრუნოს. შეგრძნებები მიბრუნდება.სხეული მიხურს.თითებზე ვგრძნობ შეხებას.თავს გვერდით ოდნავ ვატრიალებ.ილოს საწოლზე თავი დაუდებს და თითებს ნელა მისვავს. -ილო..-ვამბობ ხავსმოდებული ხმით,რომელიც თითქოს შორიდან მესმის. -ტანია,თავს როგორ გრძნობ?-ამბობს ისიც ხმადაბლა.შეშუპებულ სახეს ჩემსკენ ატრიალებს.ძალას ვიკრებ და ხელი ცახცახით მიმაქვს მის სახესთან.ყბის ძვალზე ვასვეებ ხელს.მის თვალებს ვუყურებ.სისველეს ვგრძნობ სახეზე. -დამშვიდდი,პატარავ.აქ ვარ.-ხელზე ხელს მადებს.ალბათ სიცხე მაქვს და იმიტომაც მიხურს სხეული.მეორე ხელს თავსა და სახეზე მისვავს. -ილო..ილო.ეს..სიმართლეა? სევდიანი თვალებით მიყურებს.მიჭირს მისი ემოციების გაგება.თავად კი სული მეწვის. -როგორც ჩანს კი.-ამბობს ღრმა ჩასუნთქვით.ჩემი ხელი მის სახეს შორდება და პალატის ხმელ საწოლზე მოწყვეტით ეცემა. -გული დაგწყდა მაინც? სახეს ვაშორებ.ვგრძნობ როგორ მეწვის ზურგი და ფერდები.ტკივილი ელვისებურად მივლის სხეულში. -რა?-ხდება გაკვირვებულს.თავს მისკენ ნელა მატრიალებინებს. -მუცელი,რომ მომეშალა… -ტატა,შოკში ხარ.ახლა ვერ აგყევბი,უბრალოდ დამშვიდდი.-ხელს თმებში იცურებს.მისი ეს ჩვევა მანიშნებს,რომ ნერვიულობს. -როგორ დავმშვიდდე.როგორ?ეს როგორ დაგვემართა? -დამშვიდდი.ისე დაგაძინებენ,გთხოვ.-ჩემსკენ იწევა და ფრთხილად მეხვევა.ვკრთები,მთელი სხეული დამძიმებული და ტრამვირებული მაქვს. -ახლა რა უნდა ვქნათ?-ვამბობ სლუკუნით.ძლიერად ვეკვრი მის სხეულს. -კიდევ გვეყოლება,თუ გენდომება...მე…-იწყებს ნელა მაგრამ ვაჩერებ. -არა.არ მინდა არასასურველი იყოს.მე შენთან მინდა ილო,შენ მიყვარხარ,თუ დარწმუნებული არ ხარ,არ მინდა ეს მოხდეს.ამას ავიტან,მართლა. -ნუ ამბობ ასე.ნუ.-მისი ცრემლი მეცემა.-ჩვენ ხომ ახლა შვილი მოგვიკვდა. ის ტირის.მეც.პირველად ვაჩვენებთ ტკივილს ერთმანეთს.აქამდე არც არაფერი გვქონდა სატირალი. -აქ არიან?-ვამბობ ბოლოს,როცა გულს ვიჯერებ ტკივილით. -ირაკლი დარჩა.ნიას მამაშენი გავაყოლე,ცოტა ხნის წინ.-ამბობს ნელა.-პოლიციაც გელოდება.ჩვენების მიცემა მოგიწევს. -არა.-ვამბობ კატეგორიულად.-ის საბრალო,რომელიც დამეჯახა გაუშვან,გთხოვ. -არვიცი.-ამბობს ოხვრით.-ამხელა ცოდვა… -გთხოვ ილო.ჩემი უყურადღებობის გამო სხვის ცოდვას ვერ დავიდებ.სხვას ვერ შევაწმენდ ხელებს.უკვე საკმარისად დავიტანჯეთ. თავს ხელს რიტმულად,თბილად მისვავს.ვცდილობ ოდნავ დავმშვიდდე,მაგრამ როგორ,როცა ჩემი შვილი არ არსებობდა.მასზე არავის ჰქონდა წარმოდგენა.თითქოს არც არასდროს უარსებია.ასეთი სიცარიელის გრძნობა,როცა უკვე საერთოდ აღარაფერს ვგრძნობდი და აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა,პირველად დამატყდა თავს. *** ის ისევ წავიდა.მე კი ჩვენს სახლში მოჩვენებად გადავიქეცი.ტკივილი დაუფლებოდა ჩემს სხეულს და გაქცევის საშუალებას არ მაძლევდა.ლოგინში წოლით და ფიქრით გადიოდა დღეები,კვირეები.ყველას თავს ვარიდებდი,ყველა მძულდა,არავის ატანა არ მქონდა.მხოლოდ ტკივილის გაყუჩებისკენ მივილტოდვი და ალკოჰოლით სავსე ბოთლებს თვალს შორიდან ვავლებდი.უბრალოდ თავს ვაიძულებდი,რომ ბოლო დონემდე არ დავცემულიყავი.ვერ ვჭამდი,ვერ ვმოძრაობდი და საათებს ბოდვასა და ზმანებებში ვატარებდი. ბოლოს როცა უკვე ირაკლისთვის ჩემი ასეთი მდგომარეობის ატანა შეუძლებელი გახდა,ძალით,ხელში აყვანილმა ჩამსვა მანქანაში და მასთან წამიყვანა.წინააღმდეგობაც კი ვერ გავუწვიე.არ მინდოდა მასთან.ეგოიატურად მშურდა მისი,რადგან მას ჰქონდა ის,რისი ღირსიც შეიძლება ვერასდროს გავმხადიყავი.არ მინდოდა ანანას დანახვა.ის ყოველთვის ჩემს დაკარგულ ნაწილს გამახსენდა,მაგრამ ეს ყოველივე ირაკლისთვის როგორ მეთქვა?ილოს გარდა არავინ იცოდა,რომ ოდესღაც მუცლით ჩემს იმედს და ყველა ოცნებას ვატარებდი.ვიცოდი,მასთან სახლში მისულს მამაც იქ დამხვდებოდა. ცხოვრებაში პირველად ვერ შევძელი როლის თამაში.მაშინ,როცა ჩემთვის გაკუთვნილ ოთახში ისევ უემოციოდ და თვალებგაშტერებული ვიწექი მამაჩემი ყველაფერს მიხვდა.ისე უბრალოდ გამომტეხა ვიფიქრე,საერთოდ რანაირი მსახიობი ვარ-მეთქი.მისგან წამოსულმა სითბომ გული უარესად დამიმძიმა.მამის ნაცნობ თბილ სხეულს ვეჯვროდი და ვქვითინებდი.იმ პატარას დავტიროდი,რომელსაც სიცოცხლის შანსი დაკარგა.სხეული გამიძლირა მისმა მხარდაჭერამ. -გახსოვს,რას ამბობდა დედაშენი?მიმტევებელი იყავიო.შენსთავს აპატიე ჯერ.-მეუბნება თბილად.საშინლად ბრაზდება,რომ ამ მდგომარეობაში ილომ კიდევ მიმატოვა.მამა წინააღმდეგი იყო ჩვენი ქორწინების,მაგრამ ტკბილი საუბრით და თავდაჯერებული ტონით მისი დათანხმება შევძელი.მისთვის ჯერ კიდევ პატარა ვიყავი,რომ ამხელა ტვირთი ამეკიდა მხრებზე.მე კი,ილოს სიყვარულით სავსე მზად ვიყავი მთები გადამედგა.დარწმუნებული ვარ,ილო ახლაც არ ეხატება გულზე და ამ ამბის გაგების შემდეგ საერთოდ ამოშლის გულიდან,იგივეს შეეცდება ჩემი გონებისთვის.. საღამოს,როცა უკვე ბინდია ჩამოწოლილი ნუცა ჩუმად იპარება ჩემს ოთახში და გვერდით მიწვება. -აქ ვარ.-ამბობს ის. *** ყველაფრის შემდეგ ყველაზე ძნელი ალბათ სცენაზე დაბრუნება იყო.ჩემზე იძალადეს ნიამ და მის მხარს აბმულმა ნუცამაც.ჩემი მართლა ესმოდათ,ჩამჩიჩინებდნენ,რომ სისუსტე სიძლიერად მექცია.ეკლესიაში საღამოობით მივდიოდი,სეირნობას ვიმიზეზებდი,მაგრამ საბოლოოდ ეკლესიაში ავღმოჩნდებოდი.აღსარების ჩაბარებით,სულიერ ცხოვრებასთან დაახლოვებით ორი თვის შემდეგ სცენაზე დავბრუნდი.ბოლომდე მზად არ ვყოფილვარ,მაგრამ მონატრებას გული გაეხვრიტა.ჩემი როლი პატარა დადგამში ხელუხლებელი დამხვდა.იცდნენ,როგორი რობოტი ვიყავი,შევძლებდი ყველასთან და ყველაფერზე შეგუებას. იმ საღამოს დასი პატარა ბარში წავედით,ყველა მხიალობდა.მე ბარის მაგიდაზე იდაყვებს ვაყრდნობ.ვყოყმანობ ვუპასუხო თუ არა,ნიკა ჩემს წინ მშვიდი სახით ზის.ყურმილს ვიღებ,ხმას-არა.მისი ღრმა სუნთქვა მესმის -ყველაფერი რიგზეა? -კი,მალე მოვალ სახლში. ნიკა თავს ჩემსკენ აბრუნებს. -თავს უცნაურად ვგრძნობ.-აგრძელებს ილო.მის ტონს უკანა ფონად რაღაც ხმა ადევს. -რას გულისხმობ?-მინდა მალე მოვრჩე მასთან საუბარს და ამ თამაშს თითქოს ურთიერთობაში ყველაფერი კარგად გვაქვს. -დაივიწყე.-მისი ხისტი ხმა წამით რბილდება.-მალე მოდი.მომენატრე. -ჰოო?-თავს ვერ ვიკავებ და გაწელილი სიტყვებით ვპასუხობ.ეს უცნაურია.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს უცხოს ვესაუბრები. -რათქმაუნდა.-ისევ თბილი ხმა აქვს. -მალე მოვალ,ილო.მერე ვისაუბროთ.-ტელეფონს მაგიდაზე ვდებ და თავს ვატრიალებ. -ნეტავ იწვიმებდეს.-ცას მუდარით ვუყურებ ფანჯრიდან. -მგონი ეგრეც მოხდება..-ჭიქას ხელში ათამაშაბეს ნიკა. -ნეტავ.-თავს დაბლა ვხრი,ვგრძნობ როგორ ედება ალკოჰოლი სხეულს და ახურებს. -გინდა გავაჯაზოთ?-ნიკა თავს სცენისკენ აქნევს,რომელიც სავსეა მოცაკვავე წყვილებით. -რატომაც არა.-ჭაქას მაგიდაზე ვდებ და მის გამოწვდილ ხელს ვეჭიდები. მაინც რა ეტაპზე ვიყავი ახლა?ფსიქოლოგთან სიარულს დავიწყებდი,როგორღაც უნდა გამომედევნა გონებიდან ის მაზოხისტური აზრები.თეატრიდანაც წამოვიდოდი,ვიცოდი უკვე ვეღარ ვგრძნობდი იმ ემოციას, რომელითაც ვცხოცხლობდი.პიესები,დადგმები თავად ტყუილი იყო.ყველა ერთად ვატყუებდით მაყურებელს.სცენაზე მდგომს შემეძლო ათასი ქალის სახე მომერგო.ვყოლიყო ღარიბი ან მდიდარი,მოახლე,ქალბატონი.ეს ყველაფერი მომხიბვლელი იყო,სწორედ ამან შემიტყუა მის მარწუხებში.ახლა კი პერსონაჟებს ვერ ვგრძნობდი.რა აზრი ჰქონდა მეკეთებინა ის რაც აღარ მსიამოვნებდა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.