უხეში სიჩუმე (სრულად)
მთელი სიჩქარით მიჰყავდა მანქანა და გვერდით მჯდომ მეგობარს გაცხარებული უყვებოდა რაღაცას.საჭე სწრაფად მოატრიალა და მოსახვევში შევარდა.ქვები და წვრილი კენჭები მიმოიფანტა და იქაურობა სწრაფად ამტვერდა.ბიჭმა ძლივს მოასწრო საჭის დამორჩილება და მანქანის გაჩერება,როდესაც მოსახვევში მდგარი გოგონა დაინახა.გოგონა თვალებგაფართოებული და ფერდაკარგული იდგა მანქანის წინ.ხელში ფერადი ყვავილები ჩაებღუჯა და აკანკალებულ თითებს გამეტებით უჭერდა.ლამაზი,მოკლე სარაფანა ეცვა და ნაზი სიო კაბის ბოლოებს არხევდა.საჭესთან მჯდარი ბიჭი არა ნაკლებ გაფითრებული და შეშინებული მიშტერებოდა მიტკლისფერ გოგონას.ეს უკანასკნელიც ძლივს მოეგო გონს და სწრაფად გადავიდა გზიდან,რათა მანქანას გავლა შესძლებოდა -კინაღამ გავიტანე ძლივს გასაგონად ამოთქვა და მანქანა დაძრა.სარკეში უყურებდა მიმავალს,რომელიც ძლივს მიბარბაცებდა -რა შიში ვჭამეთ გაიცინა გვერდით მჯდომმა და გაშტერებულ ძმაკაცს ხელი გაჰკრა.მანაც მაშინვე გახედა და ნერვიულად გაიღიმა. მაქსიმემ სწრაფად შეაყენა მანქანა ეზოში და მომლოდინე ბებია-ბაბუას გადაეხვია -ჩემი ბიჭები მოსულან წამოიყვირა ქალმა და ორივე ჩაიკრა გულში -თორნიკემ და ლუკამ მოგასწრეს ბიჭობო ძლიერად გადაეხვია ბაბუა მაქსიმეს და სახლში შეუძღვა.ზემოთხსენებული ლუკა დივანზე იყო გადაწოლილი და ფეხები მაგიდაზე შემოეწყო -სად ხართ ამდენ ხანს?!მოგვკლა მარომ მშიერი ამოიზმუვლა ლუკამ და სწრაფად წამოდგა ფეხზე.ხელების ფშვნეტით წავიდა სამზარეულოსკენ -თქვენი მშობლები არ აპირებენ ჩამოსვლას? სუფრასთან ისხდნენ და მარიამის უეგმრიელეს კერძებს მიირთმევდნენ -რავიცი რა მარიამ,შენი შვილია ანდრია,დაურეკე და ჰკითხე მობეზრებით აიქნია ხელი ლუკამ და კუბდირის ნაჭერი პირში ჩაიტენა -ვაიმე,ქრონიკულად მშიერია ეს ბიჭი თავი გააქნია ქალმა და თავზე გადაუსვა ხელი შვილიშვილს.მაქსიმემ აზუზუნებულ ტელეფონს დახედა და ფეხზე წამოდგა -ოჰ,მამიკოს ვახლავართ გაეცინა მამამისის მჟავე სახის წარმოდგენაზე -ნუ ცანცარებ!მიხვედით უკვე? -კი,მშვიდობით მოვედით ისევ გაიცინა ბიჭმა -ასე მალე რატომ ჩახვედით,მაქსიმე?!ხომ გთხოვე სწრაფად არ გევლო? მაშინვე გაიგონა დედის გაბრაზებული და ამავდროულად ანერვიულებული ხმა -დამშვიდდი რა დედაჩემო,დატკბით შენ და ანდრუშა მარტოობით -ჭკვიანად იყავით! ანდრიას ხმა უფრო გამკაცრებოდა და გაუხეშებოდა -კარგი რა მამა,ორი წლის ხო არ ვარ?! -მაქსიმე,მე მეთქვას შენთვის! -კარგი ხო,არ მოვწევთ გაიცინა და ხელი დანებების ნიშნად ასწია,თითქოს ანდრია ხედავდა ამას -არც ილოთოთ! -ანდრია,უკვე ა*რაკებ თვალები აატრიალა და მობეზრებით ამოიზუზუნა -ბევრს ნუ ლაპარაკობ!წავედი აწი ნენე მელოდება,მე კიდევ შენთან ვლაყბობ გაიცინა და ტელეფონი სწრაფად გათიშა -ცუღლუტები ჩაიბურტყუნა ღიმილით და ეზოს მოავლო თავლი.ძალიან უყვარდა იქაურობა,თითქმის იმ ეზოში გაზრდილი იყო.გული რომ იჯერა მთების ცქერით,სამზარეულოში შებრუნდა და თავის ადგილს დაუბრუნდა -ლილეა სტუმრად ჩამოსული უთხრა მარიამმა ბიჭებს -მერე არ უნდა ეთქვა?! გაბრაზდა ლუკა,მაგრამ თავისი თეფშიდან თავი არ აუწევია,დამშეული შეექცეოდა კერძებს.ლილე აფრასიძე ანდრიას დისშვილი გახლდათ.საოცრად ლამაზი,22 წლის,ენერგიული,სიცოცხლით სავსე გოგონა,რომელზეც ჯანო ლორთქიფანიძე ყურებამდე იყო შეყვარებული -სად არის ახლა? -მდინარეზე წავიდა,გოგონებმა გამოუარეს -ჩვენც წავიდეთ რაა ამოიწუწუნა თორნიკემ და ბიჭები ფეხზე წამოყარა.მარიამმა ოთახები უჩვენა მათ და ყველანი გაანაწილა.მზე საშინლად აჭერდა და ახალგაზრდების უმრავლესობა მდინარის ნაპირზე იყვნენ გახიზნულნი. მაქსიმემ თვალი მოავლო იქ მყოფებს და ქვაზე გაშოტილ დეიდაშვილს შეხედა,რომელიც ბიჭებში ჩაწოლილიყო -ამას მივახრჩობ ახლა! ამოიზმუვლა ლუკამ და ლილესკენ ქშენით წავიდა -აფრასიძე! ხმამაღლა დაუძახა და წამომხტარს წარბაწევით გადახედა -ვაიმე,ჩემი ლუკა ჩამოსულააა გოგონამ გამაყრუებლად დაიკივლა და შეახტა მონატრებულ ბიძაშვილს -ნუ მიბღვერ ბიჭო გაინაზა და ლოყები დაუკოცნა -ძაან აუშვი აფრები რაღაცა -ნუ მეძაბებით რაა დანარჩენებსაც გადაეხვია და იქვე მდგარ ჯანოს ტუჩაბზუებულმა შეხედა.ბიჭმა წელზე მოხვია ხელი და თითები მაგრად მოუჭირა მენჯებზე,გაღიმებული დაშჩერებოდა მონატრბულს.ლელე არ დაიბნა,ერთი აკოცა ლოყაზე და სწრაფად მოშორდა -ვაიმე,ჩემო ბიჭებო ისევ დაიყვირა და ხელები ერთმანეთს შემოჰკრა.ხან ერთს ეხუტებოდა,ხან მეორეს.ჯანომ ვეღარ გაუძლო მის სიცანცარეს და წყალში ჩავიდა.კარგად რომ გაგრილდნენ,იქვე ქვებზე ჩამოსხდნენ.მაქსიმე მშვიდად იდგა და ლილეს გამოხტომებზე იცინოდა.თვალი მოავლო გარემოს და გაშტერებულმა შეხედა,ხიდზე მდგარ გოგონას,რომელიც ლაღად იცინოდა.თვალები მოეხუჭა და ლამაზი,თეთრი კბილები გამოეჩინა -ლილე ის ვინაა? მაქსიმემ ხიდისკენ მიანიშნა გაქაფულ აფრასიძეს.მანაც თვალი გააყოლა თითს და მათკენ წამოსულ გოგონების ჯგუფს შეხედა -ოჰ,ეს ცაცო ნიგურიანი -აქამდე რატომ არ მინახავს? უფრო დიდი ინტერესით დააჩერდა მოკისკისეს,რომელიც უფრო და უფრო უახლოვდებოდათ -საქართველოში არ იყვნენ მხრები აიჩეჩა აფრასიძემ და პირგაღებულ მაქსიმეს გადახედა -რაიყო მოგეწონა? წარბები სასაცილოდ აუთაშამა და წვერზე მოუთათუნა ხელი -დღეს მანქანით კინაღამ გაიტანა სიცილით აღნიშნა ჯანომ.მაქიმემ ლილეს ხელი გაუკავა და წარბი აუწია -ჰოდა,მამამისი გაგიტანდა დედამიწიდან აფრასიძემ გადაიკისკისა და ფეხზე წამოხტა -ცაცო,მოდი ჩემთან უეცრად დაუძახა გაბადრულ გოგონას.მანაც სწრაფად მოატრიალა თავი და მასთან მივიდა -გამარჯობათ ხმადაბლა მიესალმა ყველას და მაქსიმეს თვალებს რომ წააწყდა,სუნთქვა შეეკრა.მზეზე აკიაფებულ მწვანე სფეროებს ჩაშტერებოდა და ეგონა ჭაობში იძირებოდა -გაიცანი,ესენი ჩემი ბიჭები არიან ჯანო,თორნიკე,ლუკა და ჩემი მაქსიკო სწრაფად დაიწყო ლილემ და სათითაოდ გააცნო ისინი -ეს კი ცაცოა -ძალიან სასიამოვნოა მაქსიმეს ყურს მისწვდა წკრიალა,ნაზი ხმა და უნებლიედ გაეღიმა -ჩვენთვისაც სასიამოვნოა გაუღიმა ლუკამ და ძმას გადახედა.ცაცოც მორცხვად იღიმოდა და ცდილობდა ბიჭის მწვანეებისთვის არ შეეხედა.მზეზე მეტად მწველი იყო მისი გამოხედვა.ცოტა ხანს იდგა მათთან,საშინელ უხერხულობას გრძნობდა.მეგობარმა გადაარჩინა,რომელიც ბოლო ხმაზე გაიძახოდა მის სახელს -მე დაგტოვებთ,ნახვამდის ისევ მოავლო თვალი იქ მყოფებს და სწრაფად გაეცალა მათ.დაბნეული მიაბიჯებდა და გრძნობდ,როგორ უხურდა სახე -მაქსიმე,რა გაშტერება გეტაკა ხელი გაკრა ლილემ და მანაც წარბებშეკრულმა ახედა -ასე რომ მიყურებ,ანდრია მახსენდება გაუცინა და კალთაში ჩამოუჯდა.მაქსიმე ვერ ივიწყებდა გოგონას მზემოკიდებულ,სიფრიფანა სხეულსა და აციმციმებულ ცისფერ თვალებს. საღამოსთვის ყველანი გამოწკეპილები,სოფლის ცენტრში იყვნენ,იქ სადაც ახალგაზრდების უმრავლესობა იკრიბებოდა.მაქსიმე ხეზე იყო მხრით მიყრდნობილი და იქვე ჩამომჯდარ ცაცოს უყურებდა,რომელიც თვალებს საყვარლად აცეცებდა და ყველანაირად ცდილობდა მისთვის არ შეეხედა.მოგვიანებით საბა შეუერთდათ,მათი თანასოფლელი.ბიჭი ყველას მიესალმა და ცაცოს გვერდით ჩამოჯდა.გოგონას თავზე აკოცა და მხარზე მოხვია ხელი.მაქსიმე წარბებშეკრული უყურებდა მათ,რაღაც სჭამდა და აწუხებდა შიგნიდან.არასდროს სჯეროდა ერთი ნახვით მოწონების,მით უმეტეს შეყვარების,მაგრამ თავს უცნაურად გრძნობდა.თვალი ლილესკნე გაექცა,რომელიც თვალებაჟუჟუნებული უყურებდა.სიცილის შესაკავებლად ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია და თავი დახარა,არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია.მთელი საღამოს განმავლობაში,ერთხელაც არ მოშორებია ცაცო საბას.მის გვერდით იჯდა და უცინოდა.არც ერთს არ აინტერესებდათ მათ ირგვლივ მყოფი საზოგადოება.საბას რომ დაურეკეს მხოლოდ მაშინ წამოდგა ბიჭი.ცაცომაც მას მიბაძა,ამდენი ჯდომისგან ფეხები დაბუჟებოდა.ცოტა გაიარ-გამოიარა და უნებლიედ მაქსიმეს გვერდით დადგა. ცდილობდა მისგან წამოსული სიმხურვალე დაეიგნორებინა.კარგად ახსოვდა,მისი მწვანეების შიკაშკაშე და ამავდროულად იდუმალი ბურუსი -ვაიმე,თიკო ისევ მოვიდა შენი ძაღლი მოულოდნელად წამოიკივლა და მაქსიმეს ზურგს უკან გახტა -ჩემსკენ მოდიის ისევ კიოდა და ბიჭის განიერ მხრებს მთელი ძალით ეკვროდა -იცის,რომ მეშინია და განძრახ აკეთებს -კარგი რა ცაცო,რისი გეშინია დასცინეს იქ მყოფებმა,რაზეც უფრო გაბრაზდა აკანკალებული გოგონა -ნუ იცინით!მომაშორე რა,თიკოო მაქსიმე გაოგნებული იდგა და არ იცოდა რა გაეკეთებინა.უზარმაზარი,თეთრი ძაღლი მათ წინ იჯდა და თათებს ილოკავდა.გოგონას წვრილ,გაყინულ თითებს მკლავებზე გრძნოდა და ხვდებოდა,ნელ-ნელა როგორ ეპარებოდა ღიმილი.ოდნავ მიტრიალდა მისკენ და ზევიდან დააჩერდა.მანაც უცებ ახედა და საცოდავად გაუღიმა -არ შეგეშინდეს დაბალი ხმით უთხრა,წელზე მოხვია გავარვარებული ხელი და წინ გადმოსვა.ძაღლი ფეხზე წამოდგა და მაქსიმემ გაიგონა კიდევაც ცაცოს კივილი -დამშვიდდი გოგო,კი არ შეგჭამს გეთამაშება უთხრა თიკომ სიცილით და ძაღლთან მივიდა,რათა ცაცოსთვის მოეშორებინა -შემჭამს აბა რას იზამს!შეხედე რამხელაა განწირული ხმით წიოდა და ბიჭის მკერდს მთელი ზურგით ეკვროდა -ნუ გეშინია! ყურს უკან გაიგონა მაქსიმეს ხრინწნარევი ხმა და ტანში სასიამოვნოდ გააჟრჟოლა.მაღლა აიხედა და მშვიდ,ჭაობისფერ თვალებს ჩააჩერდა.თოთქოს იმოქმედა მასზე.სხეული მოუდუნდა და მშვიდად სუნთქვა დაიწყო.რომ დამშვიდა ძაღლი უკვე გასცლოდათ და პატრონის ფეხებთან ჩამომჯდარიყო -ჯერ არავინ შეუჭამია და შენ რატო გეშინია ვერ გავიგე გონს თიკოს ხმამ მოიყვანა.დაუბღვირა მოცინარს და სწრაფად მოშორდა მაქსიმეს -მეშინია და მორჩა ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა და ხელებით კაბის ბოლოს ჩაეჭიდა.ზურგს უკან გრძნობდა მწველ მზერას.მაქსიმე ისევ ხეს იყო მიყრდნობილი და თვალს არ აშორებდა მას.თითქოს,ისევ გრძნობდა მის მკავებში სიფრიფანა სხეულს -ცაცო,წავიდეთ გოგონამ თავი სწრაფად მიატრიალა მომლოდინე საბასკენ -სად გეჩქარება? ინტერესით ჰკითხა ლილემ და ბიძაშვილს გადახედა,რომელიც წარბაწეული იდგა და თითებში სიგარეტის ღერს ათამაშებდა -ხვალ ადრე უნდა წავიდე,აბა ნახვამდის ყველას დაემშვიდობა და მასთან მისულ გოგონას ხელი მოხვია.ცაცოც ხელის აწევით დაემშვიდობადა იქ მყოფებს და ბიჭს გაჰყვა.მშვიდად მიდიოდნენ ჩაბნელებულ ბილიკზე.გოგონას საბას მხარზე მიედო თავი და მასზე ბოლომდე მინდიბილს თვალები დაეხუჭა.გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა,როდესაც გაჩერდნენ.უკვე ცაცოს ჭიშკრის წინ იდგნენ -ხვალ ისევ მივფრინავ დანანებით ამოთქვა საბამ და წარბებს ქვემოდან ახედა დაბნეულს -რაა?ხომ მითხარი ჯერ არ მივდივარო?ან ახლა მარტო რატომ მეუბნენი? ანერვიულდა ცაცო და ბიჭს შეაჩერდა თვალებში -რა ვქნა?ისევ დამირეკეს და უნდა წავიდე,მალე ჩამოვალ გპირდები გაუღიმა და ცხვირზე ნაზად დაჰკრა თითი -რომ ჩამოვალ,შენს საყვარელ ბელგიურ შოკოლადებს ჩამოგიტან გულში ჩაიკრა დაბღვერი და თავზე აკოცა -რად მინდა შოკოლადი? უფრო გაბრაზდა,მაგრამ უგემრიელესი ტკბილეულობა რომ გაახსენდა ბიჭს ახედა -ბევრი ჩამომიტანე იცოდე საყვარლად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა, ახარხარებულს.ისიც ეხვეოდა და თმებზე ეთამაშებოდა -დედი,სახლში ვარ დაიძახა,როგორც კი კარი გააღო და შესასვლელში გამოვარდნილი დაიკო ხელში აიყვანა -ჩემი ტკბილი დაწითლებული ლოყები დაუკოცნა და კიდევ უფრო დაუწითლა.ისიც კისკისებდა და ბუთქუნა ხელებს კისერზე ხვევდა -სად იკავი? -რა შენი საქმეა,ჭორიკანავ? სიცილით ჰკითხა და კიდევ ერთხელ აკოცა -მამამ მითქლა,რომ მოვა კითქეო პატარა ონავარმა სწრაფად დაფქვა მამის დანაბარები.ცაცოს გაეცინა და მასთან ერთად შევიდა მისაღებ ოთახში,სადაც დედ-მამა ელოდა -საღამო მშვიდობისა მათ გვერდით ჩამოჯდა და სახემოქუფრულ მამას ლოყაზე აკოცა.წარბაწეულმა გადახედა სანდრომ ქალიშვილს -ვინ მოგაცილა? ცაცოს გაეცინა მის დაბღვერილ სახეზე და საყვარელ მამიკოს თავი ჩამოადო მხარზე -საბამ,მითვალთვალებ მამა? -მიფრინავს ხვალ? სანდრომ ისე დააიგნორა შვილის ნათქვამი,თითქოს არც გაუგია -შენც იცოდი? ცაცომ თავი სწრაფად წამოსწია და გაოგნებული შეაჩერდა მამას,მანაც თავი დაუქნია -ვიცოდი -მე ამ საღამოს მარტო მითხრა ეწყინა გოგონას.ამღვრეული მზერით გახედა მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდებულ ტელევიზორს.ყველაზე ბოლო მან გაიგო საბას გაფრენის შესახებ -ჩვენც წავალთ ხვალ თბილისში,რაღაც საბუთებია მოსაგვარებელი.ნუციკო უნდა დაიტოვო -ოო,ნუცაც წაიყვანეთ რაა ცაცო აწუწუნდა,მაგრამ კარგად იცოდა, აზრი არ ჰქონდა.დაიკო დედას გადაუსვა კალთაში,მშობლებს დაემშვიდობა და ოთახში ავიდა.წყალი გადაივო,პენუარი ჩაიცვა და აივანზე,სარწეველა სკამში ჩაჯდა.ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაჰყურებდა და თავიდან ვერ იშორებდა მაქსიმეს მზერასა და შეხებას.სასიამივნო და ამავდროულად გაუგებარი ჟრუანტელი უვლიდა ტანში ბიჭის გახსენებაზე.არანაკლებ აფორიაქებული იყო მაქსიმე ნაკანი,რომელიც ეზოში თვალებდახუჭული იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.ისევ გრძნობდა გოგონას გამაბრუებელ სურნელს და ღიმილს ვერ იკავებდა -რა გესიზმრება ასეთი? ცალი თვალი გაახილა და დაინახა კიდეც თორნიკე,რომელიც გაკრეჭილი უყურებდა -გამყრელიძე,გამცილდი აქედან მანაც გაუცინა და გვერდით მჯდომს სიგარეტის კოლოფი გადააწოდა -მითხარი რა,ვისზე ფიქრობდი ორი წლის ბავშვივით ამოთქვა თორნიკემ და ყელი ისე გამოიღადრა,თითქოს დამსახურებულ ტკბილეულობას ითხოვდა -წადი ყავა მოადუღე და ვიჭორაოთ ხმა დაიწვრილა მაქსიმემ და ტუჩები მოპრუწკა -ოო,რა დეგენრატი ხარ ხარხარი დაიწყო თორნიკემ და კინაღამ დაიხრჩო,სიგარეტის კვამლი რომ გადასცდა -ამათ შეხედე რაა სახლიდან ლუკა მოდიოდა,რომელსაც ჯანო მოჰყვებოდა უკან -რას გამოიპარეთ უჩვენოდ? -საერთოდ მარტო ყოფნა მინდოდა,რას დამადექით თავზე? წარბები ასწია მაქსიმემ და ძმაკაცებს გადახედა -დეპრესიული საღამო გაქვს მაქსიკო? უფროს ძმას თავზე ხელი გადაუსვა ლუკამ.მანაც ხელი სწრაფად დაუკავა და ზურგს უკან გადაუგრიხა -რატომ არ ჩერდები? თავში რამდენჯერმე წამოარტყა და კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა -მეტკინაა,ბიჭოო დაიჭყავლა ლუკამ და მანაც მაშინვე გაუშვა -რა ცხოველი ხარ ნუუუ ლუკას სახე საცოდავად დაემანჭა ტკივლისგან.ნატკენ მაჯას გამეტებით იზელდა.მშვიდად ისხდნენ და ამ სიმშვიდით ტკბებოდნენ,სანამ ლილე არ გამოვიდა ქოთქოთით სახლიდან.მოკლე პენუარი ეცვა და ჯანო,რა თქმა უნდა,ყბაჩამოვარდნილი უყურებდა მთვარის შუქზე მომავალს -რას დამჯდარხართ აქ?გეთქვათ მაინც, რომ გამაგდეთ ოთახში ჯანოს და ლუკას შორის ჩაეკვეხა რასაც ჰქვია და ცალი ფეხი ლუკას მუხლს გადადო -ლილე,წესიერად დაჯექი! მაშინვე დაუბღვირა მაქსიმემ და წარბი იმხელაზე აუწია,კინაღამ დაეკარგა თმებში -სულ ჩემები არ ხართ?ვისი უნდა მცხვენოდეს ბუზღუნით გასწორდა და ჯანოს გადახედა,რომელიც გაფითრებული იჯდა და ცდილობდა მისთვის არ შეეხედა.გოგონამ ჩაიფხუკუნა და მისკენ კიდევ უფრო ახლოს მიიწია -წავედი მე,დავიძინე ფეხზე წამოდგა თორნიკე და სახლისკენ წავიდა.მას მიჰყვა მაქსიმეც,სწრაფად დაეწია და ხელკავი გამოსდო -დამელოდე ფისოო ხმა დაიწყვრილა და აჭყავლებულ ძმაკაცზე ისეთი ხარხარი დაიწყი,ლამის გააღვიძა მთელი სოფელი -ეჰ წავედი მეც,თორემ ჩამომეძინა მთქნარება დაიწყო ლუკამ და ისიც შევიდა სახლში.ლილე ჯანოს მოშტერებოდა,რომელიც ჩუმად იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.გოგონა ფეხზე წამოდგა და წინ ხელებგადაჯვარედინებული დაუდგა და აიძულა მისთვის შეეხედა.ჯანომაც მაშინვე ახედა ჩაწითლებული თვალებით.ერთხან ასე უყურა,მერე თვითონაც წამოდგა და ახლა უკვე ზემოდან დააჩერდა -დედა,რამსიმაღლე გაზრდილხარ ბიჭო ლილემ სიცილით უთხრა ლორთქიფანიძეს და ბიჭის სერიოზულ სახეზე თვითონაც დასერიოზულდა.ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ფრთხილად მიადო თავი მკერდზე.მალევე იგრძნო ჯანოს ხელები მხრებზე და გაეღიმა,არ შეეძლო ამ ბიჭს გულცივობა და რა ექნა -მაგ ლამაზ თვალებს ამოგთხრი,იმ თიკოს კიდევ რომ დაუწყო უაზრო არშიყი! აფრასიძემ მკაცრად გააფრთხილა მის თმებში სახეჩარგული ჯანო და უფრო კარგად მოკალათდა ბიჭის მკლავებში.ჯანოს ხმა არ ამოუღია,ჩუმად იდგა და ლილეს სიახლოვით ტკბებოდა -ენა გადაყლაპე? ვეღარ მოითმინა გოგონამ და წარბებშეკრულმა ახედა -აბა რა გითხრა?აღარ ვეარშიყები თაკოს თუ თიკოს თუ ვინცაა იმას თქო?! -დიახაც,უნდა მითხრა წამოიძახა ლილემ და მხრებში გასწორდა,თავი მაღლა ასწია და წამწამების ფახუნი დაიწყო -წავედი მე დავიძინე,შენ იდექი აქ და უაზროდ იეჭვიანე თუ გინდა ჯანო დაიხარა,ყელზე მიაკრო ცხელი თუჩები და ღრმად შეისუნთქა გოგონას სურნელი.თავისი დოზა რომ მიიღო,სწრაფად მოშორდა და სახლისკენ დაიძრა.ლილე ჩამომდნარი იდგა და უაზროდ იღიმოდა.გონს რომ მოვიდა,ლორთქიფანიძის კვალი არსად ჩანდა.მეორე დღეს ისევ მდინარეზე წავიდნენ გასაგრილებლად.მაქსიმეს სულ არ აინტერესებდა,არც მდინარე და არც გაგრილება,მარტო ცაცოს ნახვა უნდოდა.თავის თავს არ უტყდებოდა, მაგრამ გულის სიღრმეში იცოდა,რომ ასე იყო.იმედები გაუცრუვდა,ცაცო არ იყო იქ და არც შემდეგ მისულა.საღამოს მეგობარმა დაპატიჟათ მასთან სახლში.ყველანი იქ იყვნენ და სტაჟიანი ლოთებივით სვამდნენ.ლილემ მე ვისზე ნაკლები "ბრაძიაგა" ვარო და ისიც ბიჭებივით მიირთმევდა მათრობელა სითხეს.ჯანო წარბებშეკრული უყურებდა და თვალებს უბრიალებდა,მაგრამ ლილე ისე იქცეოდა ვითომ არაფერი.მაქსიმე აივანზე გასულიყო და სიგარეტს ეწეოდა.მოაჯირზე ჩამომჯდარი ცალ ფეხს ბავშვივით აქანავებდა.საოცარი სიმშვიდე იყო და გაღიმებული ათვარიელებდა გარემოს.მოპირდაპირე სახლის ჭიშკარი რომ გაიღო,დაბლა ჩაიხედა და დაინახა კიდეც პატარა გოგონა,რომელიც ეზოდან გამოვიდა.ერთხანს უყურა და რომ მიხვდა,გამოპარული იყო,კიბეები სწრაფად ჩაირბინა და გოგონას მიუახლოვდა -გამარჯობა მასთან ჩაიმუხლა და ლამაზ,ცისფერთვალება გოგონას გაუღიმა.პატარა შეშინებული იდგა და თვალებს საცოდავად აცეცებდა -აქ რას აკეთებ,პატარა ქალბატონო? -მეძინა და ლოცა გავიგვიძე მალტო ვიკავი და სემესინდა და ალ ვიცი ლა ვქნა ატიტინდა და მაქსიმეს შეთვალიერების შემდეგ, ფრთხილად მიუახლოვდა -სახლში არავინაა? -ცემი და იკო,მალა ველ ვიპოვეე თვალები აუწყლიანდა და თავი დახარა -კარგი არ ინერვიულო მაქსიმემ გოგონა ხელში აიყვანა და აწითლებულ ლოყაზე ნაზად აკოცა -შენს დას ვიპოვით კარი ფრთხილად შეაღო და სახლისკენ წავიდა.შიგნით მართლაც არავინ იყო,შესასვლელსა და მისაღებში შუქი ინთო მხოლოდ.მაქსიმე დივანზე ჩამოჯდა და გოგონა მუცელზე დაისვა -რა გქვია? -ნუციკო გაუცინა პატარამ და ბუთქუნა ხელები ოდნავ მოზრდილ წვერზე ჩამოუსვა -მე მაქსიმე ვარ მანაც გაიცინა და კიდევ ერთხელ აკოცა ფაფუკ ლოყაზე -მარტო შენ და შენი დაიკო ხართ სახლში? -ჰო,დედა და მამა წავიდნენ სადგაც და მალტო ვალთ მაქსიმე მას ეთამაშებოდა და ორივე ხმამაღლა იცინოდნენ.ნუცა პატარა ხელებს ლოყებზე უპარტყუნებდა.ნაკანი ყველანაირად ცდილობდა რამე არ ეტკინა მისთვის.ბიჭმა მხოლოდ მაშინ მოატრიალა თავი,როდესაც ოთახში შემოსული გაოგნებული ცაცო დაინახა.ჩაეღიმა და ფეხზე წამოდგა,ნუცა ისევ ხელში ეჭირა -აქ რას აკეთებ? გაოცებული უყურებდა მასზე მაღალ ბიჭს და მის მკაველბში გატრუნულ ნუცას -გიორგისთან ვიყავი და დავინახე, როგორ გამოვიდა შენი და სახლიდან ცაცოს კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები და დას გადახედა,რომელცას სახე მაქსიმეს კისერში ჩაემალა და მორცხვად აცეცებდა დიდ თვალებს -რას ქვია,სახლიდან გამოდიოდა? საწყალმა გოგომ ფერი დაკარგა და სავარძელს ჩამოეყრდნო -დამშვიდდი,ყველაფერი რიგზეა გაუღიმა მაქსიმემ და თვალებამღვრეულ ნუციკოს გახედა -მაპატიე ლაა,მალტო სემესინდა ტირილი დაიწყო გოგონამ და მაქსიმეს კიდევ უფრო აეკრო.ნაკანი თავზე ეფერებოდა და ამშვიდებდა.ცაცო მათ მიუახლოვდა და მაქსიმეს დაუდგა წინ -კარგი ნუ ტირი,აღარ მოიქცე ასე ხელში აიყვანა ატირებული დაიკო და გულში ჩაიკრა -მარტო რატომ დატოვე? მაქსიმემ ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და გოგონას დაჩერდა,მანაც ახედა წარბაწეულ ბიჭს -მეზობელმა დამიძახა,ცუდად ვარ და წნევა გამიზომეო.ნუცა დაძინებული დავტოვე,არ მეგონა ასე მალე თუ გაიღვიძებდა ანერვიულებული ლაპარაკობდა და ათრთოლებულ დას ეხვეოდა -მადლობა,რომ ყურადღება მიაქციე ჩუმად ამოთქვა და თვალი აარიდა ბიჭს.მაქსიმეს გაეღიმა,ახლოს მივიდა ცაცოსთან და ნუცასკენ დაიხარა.იმდენად ახლოს იდგნენ ერთმანეთთან,ცაცო გრძნობდა მისი სხეულის ტემპერატურასა და ცხელ ჰაერის,რომელიც მოშიშვლებულ კისერზე ეფრქვეოდა.ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და შეეცადა ღრმად არ ესუნთქა.მაქსიმემ ნუცას ლოყაზე აკოცა და ცხვირზე დაჰკრა თითი -ნახვამდის პატარა ქალბატონო გასწორდა და ახლა ცაცოს შეხედა,რომელიც ჩუმად იდგა და არ იცოდა თვალები სად წაეღო.მისკენ დაიხარა და ფრთხილად შეახო რბილ და ნაზ კანს გავარვარებული,ღვინისფერი ტუჩები.ხანგრძლივად და სასიამოვნოდ მიჰკვროდა ბიჭის ბაგეები ყბაზე სუნთქვაშეკრულ ცაცოს -დროებით,ცაცო უთხრა და სახლი სწრაფად დატოვა.გოგონა დაბარბაცდა და რომ არ წაქცეულიყო სავარძელს მიეყრდნო.მთელი სხეული უცახცახებდა.ცხელი ტუჩების კვალი ისევ შერჩენოდა სახეზე და მძაფრად გრძნობდა მის გამაბრუებელ არომატს.გონს ნუცას დაძახებამ მოიყვანა,რომელიც საჭმელს გამწარებული ითხოვდა.მთელი ღამე არც ერთს სძინებია.ცაცო ისევ აივანზე იჯდა.მაქსიმე ბებიის გვეერდით იყო გაშოტილი დივანზე და ფიქრებით სულ სხვაგან დაფრინავდა.მარიამი რაღაცას ესაუბრებოდა,მაგრამ მას ერთი სიტყვაც არ გაუგია -მისმენ ბიჭო?! მხარზე ხელი გაკრა ქალმა და მომღიმარ შვილიშვილს დააჩერდა -რაიყო,მარო? -რამდენი ხანია გელაპარაკები და საერთოდ არ მისმენდი? -შეყვარებულია ბიჭი,აცადე უცებ მთვრალი ლილე წამოადგათ თავზე და დაბღვერილ მაქსიმეს საყვარლად გაუცინა -რაო,მე არ უნდა ვიცოდე ეს ამბავი, მაქსიმე?! მკაცრად შეხედა მას და მკლავზე ისე უჩქმიტა,ლამის ააცალა კუნთოვანი სისტემა კანთან ერთად -ბოდავს რაღაცას,არ ეტყობა ლოთი და მეზღაპრე რომაა?! ლილეს კიდევ ერთხელ დაუბღვირა და კიბეებისკენ დაიძრა -შეხედე რა უტიფარია,მე ვარ ლოთი ბიჭო? აფრასიძე ისე ბუტბუტებდა,მის სიტყვებს ვერავინ არჩევდა -ღამე მშვიდობისა მაქსიმე ხელის აწევით დაემშვიდობა ყველას და საფეხურები დინჯი,ნელი ნაბიჯებით აიარა.შხაპის მიღების შემდეგ,ეზოში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.მშვიდი ღამე იყო,მაგრამ არა ლილესა და ჯანოსთვის.ლორთქიფანიძე ოთახში მიათრებდა ნასვამ ლილეს და თავისთვის რაღაცეებს ბურტყუნებდა -კიდევ ერთხელ დალევ და ჩაგახრჩობ სასმელში! ზევიდან დააჩერდა და ისე დაუბღვირა,მოღიღინე ლილე ჩადუმდა.გოგონა პირდაპირ სააბაზანოში შეიყვანა და დუშის ქვეშ დააყენა -აქ რა მინდა?! წარბები ასწია აფრასიძემ და მაშინვე იგრძნო გაყინული წყლის ჭავლი -ვაიმე,დეგენერატო ხელებს უმისამართოდ აქნევდა და ჯანოს ეჯაჯგურებოდა,საცოდავი ბიჭიც მთლიანად დასველდა.თხელი პერანგი მკვრივ სხეულზე მიჰკვროდა და უფრო გამოკვეთილად უჩანდა ნავარჯიშები სხეული -გონს მოხვალ! დაუღრინა და ოთახში გააბოდიალა.საწოლთან დააყენა და მაშინ მარტო შეამჩნია,გამჭირვალე მატერია,რომელიც ლილეს ტანზე მიტმასვნოდა -ჯანდაბა!გამოიცვალე და დაიძინე ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა,გრძნობდა როგორ უდუღდა სისხლი.ერთ ადგილას იყო მიყინული და თვალს ვერ აშორებდა ლილეს სხეულს.მოულოდნელად,თვალებში ჩააჩერდა გოგონას.წელზე მოხვია ხელი და მისკენ მისწია.სწრაფად აკოცა და სველ თმაში თითები ჩაავლო.ლილემ ამოიკვნესა და ბიჭის პერანგს დასწვდა,სწრაფად გადააძრო და შიშველ კანზე აასროლა თითები.ნეტარებით ამოიგმინა,იმდენად ესიამოვნა ჯანოს გაორმაგებულ გულისცემა -ამის გამო დავისჯები! ამოიხრიალა ბიჭმა და ისევ დაეძგერა მის დაბურცულ ბაგეებს.სწრაფად მოაშორა სველი მატერია და საწოლზე გადააწვინა.მხურვალე ტუჩებს მთელ სხეულზე დაატარებდა და ცდილობდა, არცერთი ნაწილი არ გამორჩენოდა.ნაზად უკოცნიდა სავსე მკერდსა და არომატულ ყელს.ლილემ ტუჩზე იკბინა ხმამაღლა რომ არ წამოეკვნესა და თმაში სწვდა ლორთქიფანიძეს.ჯანო თავს ვეღარ აკონტროლებდა,ჭკუიდან გადაჰყავდა გოგონას გამაბრუებელ და გასაგიჟებელ სხეულს.საცვალს გაუაზრებლად დასწვდა და გაიგო კიდევაც კარზე ფრთხილი კაკუნი.შეცბა და ფეხზე ისეთი სისწრაფით წამოხტა,კინაღამ იატაკზე გაიშოტა.ხან კარებს უყურებდა და ხან გაფითრებულ ლილეს -ლილე ბებო, გძინავს? მაშინვე გაიგონეს მარიამის ხმა.ჯანომ პერანგს ხელი დაავლო და სააბაზანოში შევარდა.ლილემ საწოლთან დადებული ხალათი მოიცვა და კარებისკენ დაიძრა.ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა ათრთოლებული სხეულის დასამორჩილებლად და ფრთხილად გამოაღო კარი,ბებიას ახედა და შეძლებისდაგვარად გაუღიმა -რა ხდება მარო? -ლილე,ცუდად ხომ არ ხარ?სულ ახურებული ხარ,სიცხე გაქვს? ლილე დაიბნა და აწითლებულ ლოყებზე აიფარა გაყინული თითები -კარგად ვარ,ცოტა ხომ დავილე და მორცხვად გაუცინა ქალს და თითებით ხალათს ჩააფრინდა -რამე გინდოდა? -ტელეფონი დაგრჩა ქვემოთ,მამაშენი რეკავდა მობილური მიაწოდა და მანაც გაუღიმა.ლილემ მადლობა გადაუხადა,ტკბილი ძილი უსურვა და კარი მიხურა.მთელი სხეული უცახცახებდა.სააბაზანოს კარებში გაჩხერილ ჯანოს უყურებდა,რომელიც არა ნაკლებ აფორიაქებული იდგა.არცერთი განძრეულა,ერთი ერთ კართან იდგა მეორე, მეორესთან.ლილემ უეცრად ხარხარი დაიწყო და პირზე სწრაფად აიფარა ხელი -რა გაცინებს გოგო?! დაუბღვირა ჯანომ და ოთახში შეაბიჯა -ვაიმე,გავიგუდები ახლა ისევ იცინოდა და ბიჭს ეყრდნობოდა, რომ არ წაქცეულიყო -ლილე! ისეთი ტონით დაუძახა, უცებ გაჩუმდა და გასწორდა.მხოლოდ ახლა მიხვდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო მარიამი რომ არ მოსულიყო.ლოყები საყვარლად აუწითლდა და თვალები აუციმციმდა -სჯობს,ჯერ ლუკას და მაქიმეს დაველაპარაკოთ მძიმედ დაიწყო ჯანომ და აწითლებულ ლილეს დააჩერდა.გოგონას ხმა არ ამოუღია,იმ წამს მოკვლა მოუნდა ჯანოსი,კიდევ რომ იკავებდა თავს და ოდნავადაც არ შეეძლო მისი ბიჯაშვილების დავიწყება -ლილე... -ჰო,ასე უფრო სწორი იქნება ჩუმად ამოთქვა და საწოლისკენ დაიძრა -ახლა წადი ჯანო არ განძრეულა,ისევ გოგონას უყურებდა -მაკოცე და წავალ ლილემ სწრაფად ახედა მომღიმარს,ოდნავ აიწია და სწრაფად აკოცა ლოყაზე -ასე არა ჯანო დაიხარა,წელზე მოხვია ხელი და ვნებიანად დააცხრა ბაგეებზე.მანამ ჰკოცნიდა,სანამ ჰაერის უკმარისობა არ იგრძნო -აი,ასე გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.ლილეს მთელი ღამე არ ეძინა.სხეულის ყველა ის ადგილი ეწვოდა, სადაც ჯანო ოდნავა მაინც შეეხო.გული სწრაფად უცემდა,არ იცოდა მომდევნო დღეები როგორი იქნებოდა. დილით კოკისპირულად წვიმდა.მარიამი სამზარეულოში იყო თორნიკესთან,ლუკასა და ირაკლისთან ერთად და ტორტს აცხობდა.ბიჭები ფქვილში იყვნენ ამოსვრილნი და მთელი ავეჯი გადაეთეთრებინათ.ლილე ოთახიდან არ გასულა,საწოლზე იწვა და მუსიკებს უსმენდა.მხარზე შეხება,რომ იგრძნო მოულოდნელობისაგან ისე შეცბა,ლამის გადავარდა საწოლიდან.თავი უცებ მიატრიალა და მომღიმარ მაქსიმეს შეხედა -შემეშინდა,რა უბედურებაა ასე დადგომა -რატომ არ ჩამოხვედი?მარიამმა თქვა, გუშინ ცუდად გამოიყურებოდაო მაქსიმე გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა -კარგად ვარ,უბრალოდ გადავიღალე მკერდზე მიადო თავი ბიძაშვილს და გაიტრუნა.ბიჭი თმაზე ეფერებოდა და დაბალ ხმაზე მღებოდა -ჯანოს არაფერი უთქვამს? ჩუმად ჰკითხა და საცოდავი სახით ახედა წარბაწეულ მაქსიმეს -რამე უნდა ეთქვა? -რავიცი მე...ისე გკითხე მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა -წამოდი,ჩავიდეთ მაქსიმეც წამოაგდო და პირველ სართულზე ჩავიდნენ.ჯანო მისაღებში იჯდა.ლილე რომ დაინახა, ღრმად ამოისუნთქა და ამოაყოლა კიდევაც გული.არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის.ლილე ბებიასთან შევიდა და ნანახით გაოცდა.ლუკა იატაკზე იყო გაშოტილი,თავზე თორნიკე ედგა,რომელიც ფქვილს აყრიდა -ღმერთო,შენ უშველე ამათ თავი გააქნია და მაცივრიდან რძე გადმოიღო,ჭიქაში ჩამოასხა და ლუკას დაადგა თავზე.გაუღიმა და თვალი ჩაუკრა,შემდეგ კი რძით სავსე ჭიქა თავზე დააცალა -ვაა,ყოჩაღ ლილე გაუცინა თორნიკემ და ფეხზე წამომდგარი ლუკა რომ დაინახა,სამზარეულოდან გიჟივით გავარდა -მიგახრჩობთ ლუკამ დაიჭყავლა და აკისკისებულ გოგონას აედევნა.ლილე სწრაფად გავარდა სამზარეულოდან და მისაღებში შევარდა კივილით -ვაიმე,აფრასიძე თუ დაგიჭირეე -ჩემგან რა გინდა?თორნიკემ დაიწყოო დაუკივლა და მაგიდას ოსტატურად აუარა გვერდი,მაგრამ ლორთქიფანიძეს ვეღარ ასცდა.შუბლით შეასკდა მის მკვრივ მკერდს და შებარბაცდა.ჯანომ ხელები მოხვია,რომ არ წაქცეულიყო -დამაბრალა ახლა მე დაიჭყავლა გასაქცევად მომზადებულმა თორნიკემ და ტუჩი საყვარლად აიბზუა -ოჰ,მადლობა ძმაო გაიცინა ლუკამ და აქოშინებული მივიდა მათთან.ჯანომ გახედა მათკენ წამოსულ თეთრ არსებას და გაეცინა -რას გავხარ შე ჩემა -მაგ ქალბატონის და იმ ვირის დამსახურებაა ჯერ ლილეს შეხედა,რომელიც ისევ ჯანოს მკლავებში იყო და შემდეგ თორნიკეს -ჯერ ამას მივხედავ,მერე იმას -ოო,რა გინდა?გაგაგრილე გაუცინა ლილემ და უფრო აეკრო ჯანოს,ლუკას გამომეტყველებაზე -თან მე რძიანი ნამცხვრები მიყვარს -მოშორდი მაგას დაუღრინა ლუკამ და თითი გამაფრთხილებლად დაუქნია -ლუკა,წადი მოწესრიგდი სალაპარაკო მაქვს თქვენთან ჯანო სწრაფად დასერიოზულდა და ლილემ იგრძნო,როგორ დაეჭიმა მთელი სხეული ბიჭს -რა ხდება?მშვიდობაა? თავი მაშინვე წამოსწია დივანზე გართხმულმა მაქსიმემ,რომელიც ტელეფონში იყო ჩამძვრალი და თითქოს,არ აინტერესებდა იქ მყოფები -იმედია იქნება ნერვიულად გაიცინა და ლილეს შეუშვა ხელები,ისიც სწრაფად მოშორდა და მაქსიმეს მიუჯდა გვერდით. ყველანი მისაღებში იყვნენ და ფეხზე მდგარ გაფითრებულ ჯანოს შეშჩერებოდნენ -დაიწყებ ამ წელიწადს? ნერვებმა უმტყუნა ლუკას და ისე წამოიძახა,ლილე შეცბა -ლილე მიყვარს! მტკიცედ განაცხადა ლორთქიფანიძემ და გაყინულ აფრასიძეს შეხედა -შეგეპარებინა მაინც... ამოიჩურჩულა გოგონამ და გაოგნებულ ოჯახის წევრებს მოავლო თვალი -რას ბოდავ? დაიყვირა ლუკამ და ფეხზე წამოხტა.ლილე დაიძაბა,მთელი სხეული აუთრთოლდა -არ ვბოდავ,ლუკა!ვთქვი,რომ ლილე მიყვარს! -რას ქვია,გიყვარს? ისევ უაზროდ გაჰყვიროდა აფოფრილი ლუკა -სიყვარული გითხრა რა არის? -ახლა გაგგლიჯავ შუაზე ლუკა ლორთქიფანიძისკენ გაიწია, მაგრამ მათ შორის ლილე ჩადგა -დაუბრუნდი შენს ადგილს! ფეხზე წამოდგა მაქსიმე და აფორაჯებული ძმა ძალით ჩამოსვა -ჯანო,ნორმალურად ამიხსნი რა ხდება?! -რა არის აქ ასახსნელი?! -ბიჭო,სულ გაგიჟდი შენ? იმხელა ხმაზე დაიყვირა ლუკამ,ლილე შეშისგან კინაღამ გონება დაკარგა -შენ კიდე ნუ ბღავი და დამშვიდდი! უთხრა მაქსიმემ და ისევ ჯანოს მიუბრუნდა -სიყვარულს არავინ გიშლით!უბრალდ მაინტერესებს რა,როგორ მოხდა -რას ჰქვია არავინ უშლის?მე ვუშლი! -ეს გაიყვანეთ ვინმემ გაიცინა მაქსიმემ და ფეხზე წამომხტარ,აწითლებულ ძმას შეხედა -გაცნობის დღიდან სიგიჟემდე მიყვარს და ეს ბავშვობიდან იწყება,მეტი არაფრის თქმასა და ახსნას ვაპირებ ჯანო ყველანაირად ცდილობდა მშვიდი ყოფილიყო -და შენ ქალბატონო? ახლა ლილეს მიუბრუნდა მაქსიმე.გოგონამ თავი დახარა და თავის აკანკალებულ,გალურჯებულ თითებს დააჩერდა -მეც მიყვარს ისე ჩუმად თქვა,თავად ძლივს გაიგონა.ლუკა ისევ ყვირილი დაიწყო.მაქსიმე გოგონასთან მივიდა და თავი ააწევინა -სიყვარულს მართლა არავინ გიშლით, მთავარია ჩემს თვალწინ არ იზასაოთ გაიცინა და ჩაეხუტა ატირებულს.ლილემ თვალები დახუჭა და მაშინვე ჩაიმალა მის განიერ მკლავებში -რა გატირებს? მაქსიმე ისევ იცინოდა და თავზე ეფერებოდა -გააფრინე ბიჭო?ასე მშვიდად როგორ ხარ? -აუ შენ რა გაა*რაკე თორნიკე მივიდა ჯანოსთან და მხარზე დაჰკრა ხელი -ამას ჩემმა მტერმა გაუძლო აქვითინებულ აფრასიძეზე ანიშნა და თანაგრძნობით გადახედა -ჩემო გოგო ფეხზე წამოხტა მარიამი და შვილიშვილი გულში ჩაიკრა -მამაშენი ერთმანეთზე გადაგვაბამს,მაგრამ ჯანოსნაირ სიძეს რომ მივუყვანთ,იმედია დამშვიდდება ქალი ჰკოცნიდა და სახეზე ეფერებოდა შვილიშვილს.ლუკამ ოთახი აღმუვლებულმა დატოვა,ყველამ მას გააყოლა თვალი -აუ,ეს რა ბუტიაა გაიცინა მაქსიმემ ძმაზე და კიდევ ერთხელ აკოცა ლილეს -დაველაპარაკები... ამოიჩურჩულა გოგონამ და ლუკას ოთახისკენ წავიდა.ბიჭი ღია ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა.კარის გაღებაზე თავი ოდნავ მიატრიალა და წარბაწეულმა შეხედა ლილეს -ლუკაა ამოიკნავლა გოგონამ და მიუახლოვდა.ჩაეხუტა და ზურგზე მიადო ლოყა -აქამდე რატომ არ თქვი? -მე თვითონაც არ ვიცოდი ნორმალურად მხრებიაი საწყლად აიჩეჩა და კისერზე აკოცა.ლუკა სწრაფად შემოტრიალდა და გოგონას დააჩერდა -რას ქვია,არ იცოდი?! -მეც ახალი გაგებული მაქვს,ჯანოსაც რომ ვუყვარვარ და... -შენ გიყვარს?! წინადადება არ დაასრულებინა ბიჭმა,თვალებში ჩააჩერდა აფრასიძე -უსაზღვროდ ლილეს გაეღიმა,არა კი არ გაეღიმა, სახე გაებადრა.ლუკამ ამოისუნთქა და წვერზე ჩამოისვა თითები -მივახრჩობ რამე რომ გაწყენინოს მკაცრად უთხრა და ცხვირზე დაკრა თითი -ჯერ მე მოვახრჩობ და მერე შენ გაიცინა ლილემ და ლოყაზე აკოცა ბიძაშვილს -რძის ამბავი არ დამვიწყებია წარბები აუთამაშა და მხარზე გადაიკიდა აფართხალებული.ლილე გამეტებით ურტყამდა ხელებს ზურგზე და შველას ითხოვდა,მაგრამ ლუკა არც კი შეტოკებულა.სამზარეულოში სწრაფად შეიყვანა და ჩამოსვა.ჯანო დახვდათ იქ,მაგიდასთან იდგა და წყალს სვამდა.ლუკამ ერთი შეუბღვირა და ლილე ჩამისვა.მაჯაში ჩაავლო ხელი და კარადასთან დააყენა -მე კაკაო მიყვარს გაუღიმა და მთელი შეკვრა კაკაო თავზე დააყარა.ლილემ კივილი დაიწყო.თვალებს გამეტებით იზელდა -შე დეგენერატოო ლუკამ მაცივრიდან რძე გადმოიღო და ახლა ის დაასხა თავზე.აფრასიძე ვერაფერს ხედავდა,თვალები კაკაოთი ჰქონდა სავსე -როგორ ვერ გიტან! ამოისისინა და ხელების ცეცება დაიწყო -გაგაგრილე,თანე ხომ გითხარი,მე კაკაო მიყვრს რძით ნიშნის მოგებით უთხრა ლუკამ და სამზარეულო დატოვა -ჯანო! დაიყვირა გოგონამ,როდესაც ბიჭის ხარხარი გაიგო.ჯანო მიუახლოვდა და ონკანთან მიიყვანა.სახე მობანა და გაუცინა -წადი დაიბანე,რას გავხარ ისევ იცინოდა და ოქროსფერ თმებში აზელილ რძესა და კაკაოს სახედამანჭული უყურებდა.ლილე ბუზღუნით ავიდა ოთახში.თვალები საშინლად ეწვოდა და ამისთვის ლუკა კარგად გამოლანძღა.მთელი დღე სიცილ-ხარხარში გაატარეს.მხოლოდ უმცროსი ნაკანი უბღვერდა ჯანოს.ბიჭი ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა, მშვიდად თამაშობდა კარტს.ცაცო და ნუციკო ისევ მარტოები იყვნენ.ცაცო ცდილობდა ნუცას არ მოეწყინა,ამიტომ ყველა სურვილს უსრულებდა.მთელი დღე თამაშობდნენ და ერთობოდნენ.საღამოსთვის პატარა ქალბატონი საღამურებში იყო გამოწყობილი,საწოლში იწვა და ცაცოს ელოდა.გოგონას ტელეფონი რომ ამღერდა ნუცა საწოლიდან წამოხტა და კომოდზე დადებულ ტელეფონს დასწვდა -გისმენთ საყვარლად უპასუხა და მობილური რომ არ დავარდნოდა ორივე ხელით დაიჭირა -ნუციკ,შენ ხარ? -ჰო,მე ვალ გაიცინა და საწოლზე ჩამოჯდა -ნუც,ბევრი დრო არ მაქვს,ცაცო სად არის? -დავუძაქებ უთხრა და მთელი ხმით დაიყვირა დის სახელი.ცაცო შეშინებული შევარდა ოთახში და გაკრეჭილ დას შეხედა -საბა გილეკავს გაუცინა და ტელეფონი გაუწოდა.ცაცომ შვებით ამოისუნთქა და გამოართვა -ჰო,საბა გისმენ -ცაცო,როგორ ხარ? გოგონამ გაიგონა ხმა,რომელიც ყოველ წუთს ენატრებოდა -კარგად,შენ? -მთავარია შენ ხარ კარგად!ცაცო,რამდენიმე კვირით მიწევს აქ დარჩენა,ისევ ვერ ჩამოვდივარ გოგონამ იგრძნო,როგორ ჩასწყდა გულში რაღაც,ხმა არ ამოუღია -ცაცო,აქ ხარ? -აქ ვარ... ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა -რომ ჩამოვალ სულ შენთა ვიქნები -ყოველთვის ასე მეუბნები -ნუ მიბრაზდები გაეღიმა ბიჭს ცაცოს ტონზე -მიყვარხარ და უკვე მენატრები.ახლა უნდა გავთიშო,ისევ დაგირეკავ -მეც მიყვარხარ უთხრა გოგონამ და ტელეფონი გათიშა.ნუცას შეხედა,რომელიც საბნიდან უყურებდა და უღიმოდა,თავადაც გაუღიმა.გამოიცვალა,გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა -ცაცო -რა იყო? -საბა გიკვალს? ცაცოს გაეცინა და ლოყაზე აკოცა -მიყვარს -მეც ნუცამაც გაიცინა და დაიკოს მკლავებში ჩაიმალა.საბა და ცაცო ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ.გოგონას უზომოდ უყვარდა და მის გარეშე თითქმის ვერ ძლებდა.საბა ძალიან მოსიყვარულე და თბილი იყო ყოვოლთვის,იშვიათად ჩხუბობდა და ბრაზობდა,მუდამ მშვიდი და გაწონასწორებული იყო.ვერ წარმოედგინა მისი ცხოვრება საბა ჯაფარიძის გარეშე. დილით აღარ წვიმდა,მზე აცხუნებდა და ათბობდა არემარეს.სანდრო და ქეთო უკვე სახლში იყვნენ.ცაცომ მძინარე დას აკოცა და ოთახი დატოვა.დედა სამზარეულოში იყო და სადილს ამზადებდა -გამარჯობა მოფუსფუსესთან მივიდა,ხელები მოხვია და ლოყაზე აკოცა -გამარჯობა,დედას სიხარულო -მამა სადაა? -ოთახში ავიდა,დაღლილი იყო გაუღიმა ქეთომ და ბოსტნეულის დაჭრა განაგრძო -შენც დაისვენე,მე გავაკეთებ დანა გამოართვა და სამზარეულოდან გაუშვა.შუადღისთვის მეგობრებმა გამოუარეს და მდინარეზე წავიდა.წყალი საკმაოდ ადიდებული იყო.თითქმის არავინ ცურავდა,მაგრამ ნაპირზე ისხდნენ და მზეს ეფიცხებოდნენ.ცაცომ თვალი მოკრა მაქსიმეს,რომელიც ლილეს ეხვეოდა და თავზე ჰკოცნიდა.ნაკანმა თავი რომ ასწია სწრაფად გაიხედა სხვა მხარეს.ლოყები აუწითლდა,ფაქტზე რომ წაასწრეს.იქვე იჯდა და თანასოფლელებს ესაუბრებოდა.საშინლად რომ დასცხა ფეხზე წამოდგა და მდინარისკენ წავიდა.მომცრო ზომის ქვაზე დადგა,მდინარისკენ გადაიწია და ხელი ცივ წყალში ჩაყო,შემდეგ კი კისერზე მოისვა გრილი მტევანი.საოცრად ესიამოვნა.თვალები დახუჭა და გაიღიმა.კიდევ ერთხელ აათამაშა თითები წყლის ქვეშ და ფეხზე წამოდგა.გააზრებაც ვერ მოასწო ისე სწაფად გადაგორდა ქვა,რომელზეც თვითონ იდგა.შებარბაცდა და წყალში გვერდულად ჩავარდა.ადიდებულმა მდინარემ სწრაფად წაიყვანა იმ მხარეს საითაც მთელი სიჩქარით მიდიოდა.გოგონამ ერთი დაიკივლა და ხელების უიმედო ფართხალი დაიწყო.ცურვა იცოდა,მაგრამ წყალი მასზე ძლიერი და ჩქარი აღმოჩნდა.მიყვებოდა მდინარის უმისამართო კალაპოტს და მთელი ძალით ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა მას.რამდენჯერმე ქვას შეეჯახა.გრძნობდა,როგორ სძვრებოდა კანი მუხლებზე.ყველანაირად ცდილობდა ნაპირისკენ გაეცურა.მკლავებს აქნევდა და რამე მოსაჭიდს ეძებდა,მაგრამ შუბლზე ჩამოყრილი,სველი თმა ხელს უშლიდა.უკვე საკმაოდ შორს წაეყვანა მდინარეს.გრძნობდა,როგორ კარგავდა ძალას და თავს ვეღარ იმაგრებდა წყლის ზემოთ.თვალბი მაგრად დახუჭა,სხეული სულ გათოშილი ჰქონდა,ვეღარაფერს გრძნობდა.მოულოდნელად ყრუ დგაფუნი გაიგონა და იგრძნო კიდევაც ძლიერი მკლავები მის წელზე.ყურებში მხოლოდ წყლის ბუყბუყი ესმოდა და დახშული ხმები, რომელიც ნაპირიდან მოდიოდა.თავი მოატრიალა და დაინახა კიდევაც მაქსიმეს მწვანეები.მის ძლიერ მკლავებს სწრაფად ჩაავლო თითები და ეცადა თავი ოდნავ აეწია,რადგან ცხვირში უსიამოვნოდ ესხმოდა წყალი.მაქსიმემ ერთი-ორჯერ ძლიერად გააქნია მკალვები და ცაცო ნაპირზე ასვა.გოგონა ქვიან მიწაზე გადაწვა და ხველა დაიწყო,ყელი საშინლად ეწვოდა.იგრძნო,როგორ მიუწვა გვერდით მაქსიმე და როგორ ცდილობდა აჩქარებული სუნთქვის დარეგურილებას.მთელი სხეული სტკიოდა,მუხლებსა და იდაყვებზე კანი სულ გადაყვლეფვოდა და საშინლად ეწვოდა.მაქსიმე წამოდგა და მას მიუახლოვდა -კარგად ხარ? მანაც სწრაფად ახედა და თავი დაუქნია.ბიჭმა მკლავები მოხვია და წამოდგომაში დაეხმარა.ცაცომ დაინახა მათკენ წამოსული რამდენიმე ადამიანი.შუბლი მაქსიმეს მკერდს მიადო და ტკივილისგან ამოიგმინა -როგორ ხართ? გოგონამ გაიგონა ლილეს ხმა და მას გახედა,ოდნავ გაუღიმა და თავი დაუქნია.მთელი სხეული უცახცახებდა,ტუჩები და თითები გალურჯებოდა.რამდენიმე ფრჩხილი ქვებს შეეწირათ -ეს მოიცვი ლილემ მოსაცმელი გაუწოდა,გასწორდა და მხრებზე მოხურებულ მატერიაში მკლავები გაჰყო.დაიფიცებდა,რომ მაქსიმესი იყო,მისი სურნელი იგრძნო.ცაცოს მკლავი ისევ ნაკანს ეჭირა და წარბებშეკრული დასჩერებოდა -მაქსიმე,შენ როგორ ხარ? ახლა ბიჭს მიუბრინდა აფრასიძე -კარგად! უპასუხა და ცაცოს მეორე ხელიც მოხვია,როცა მიხვდა, ფეხზე დგომა აღარ შეეძლო -სახლში წავიყვანოთ თქვა ერთ-ერთმა იქ მყოფმა.ცაცომ ფრთხილად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და იგრძნო კიდევაც საშინელი ტკივილი.თვალები აემღვრა და სიმწრით წამოიკვნესა.მაქსიმე მისკენ დაიხრა და სიფრიფანა სხეული სწრაფად ასწია.გოგონამ მოულოდნელობისაგან ამოიგმინა და ბიჭს ახედა,რომელიც მშვიდად მიაბიჯებდა.თავი მხარზე მიადო და თვალები დახუჭა.შუბლზე ბიჭის ცხელი ტუჩები რომ იგრძნო,სასიამოვნოდ გააჟრჟოლა.მაქსიმემ სახლის ჭიშკარი მშვიდად შეაღო და დაინახა ეზოში მჯდარი ცაცოს მშობლები.მათ დანახვაზე ორივე ფეხზე წამოდგა და მათკენ წავიდნენ -ცაცო დაიძახა ქეთომ და შვილისკენ გაიქცა.მაქსიმემ ფრთხილად ჩამოსვა და ათრთოლებულს გაუღიმა -რა დაგემართა? ქეთო უკვე ტიროდა და შვილის გადაყვლეფილ თითებს ეფერებოდა -მდინარეში ჩავვარდი ჩუმად ამოიხრიალა და თავი დახარა.მიახლოვებულ მამას დაეყრდნო,რომ არ წაქცეულიყო -მაქსიმემ გადამარჩინა ხელი ბიჭისკენ გაიშვირა,რომელიც ისევ მას უყურებდა.სანდრომ სწრაფად შეხედა -მადლობა,დავალებული ვარ! -რას ამბობთ,აბა მდინარეს ხო არ გავატანდი -მადლობა,რომ არ მიმატოვე ამოიჩურჩულა ცაცომ და უკითხავად წამოსული ცრემლი მოიწმინდა -რადგან ჩაგაბარეთ,მე დაგტოვებთ. -კიდევ ერთხელ,მადლობა სანდრომ თვალებში შეხედა ბიჭს და მაქსიმემ მაშინვე ამოიცნო ცაცოს ცისფერი სფეროები მამაკაცის თვალებში.თავი ოდნავ დაუკრა და სახლი დატოვა.ცაცომ თვალი გააყოლა მიმავალს და მამას სთხოვა,თავის ოთახში აეყვანა.მთელი დღე იწვა.ქეთომ ჭრილობები დაუმუშავა და საწოლში ჩაათბუნა.თბილ სითხეებს ასმევდა და განძრევის უფლებას არ აძლევდა.სკამზე გადაკიდებულ მაქსიმეს ჟაკეტს უყურებდა და სასიამოვნოდ უჟუოდა სხეული მისი სურნელის გახსენებაზე.მაქსიმე სახლში რომ შევიდა მარიამმა კივილი დაიწყო ბიჭის ჭრილობაზე,რომელიც ზურგზე ჰქონდა -რა პანიკა გაქ,არაფერი მჭირს! დაუბღვირა ბებიას და ოთახისკენ წავიდა.მარიამი უკან მისდებდა სამედიცინო ყუთით ხელში -წყლის გადავლებას მაცდი თუ შენ უნდა დამბანო? -რა უხეში ხარ! მარიამი ოთახიდან გამოვიდა და ლილეს ეცა -რა დაემართა მითხრი,თორემ გამისკდა გული -დამშვიდდი რა მარო გაუცინა ლუკამ და ლოყები დაუკოცნა -ცაცო ჩავარდა წყალში და ამანაც ივაჟკაცა ლილემაც გაიცინა და ჯანოს ჩამოუსკუპტა დივანზე -ვაიმე,ცაცო როგორ არის? -რავიცი,კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა დანანებით გადააქნია ლილემ თავი გოგონას გახსენებაზე.მაქსიმე ცივი წყლის ქვეშ იდგა და,რა თქმა უნდა,ცაცოზე ფიქრობდა.დაინახა ,როგორ წავიდა გოგონა მდინარისკენ და თვალის დახამხამებაში,როგორ აღმოჩნა წყალში.ისე შეეშინდა დაუფიქრებლად გადაჰყვა.შეეშინდა რამე არ დამართნოდა.თვითონ საერთოდ არ უგრძვნია ის ჭრილობა,რომელიც ქვაზე შეჯახებისას მიიღო,მხოლოდ ცაცოს ჩალურჯებულ მუხლებსა და მკლავებზე ფიქრობდა.თვითონაც ვერ ხვდებოდა ასე რატომ დარდობდა მასზე. მარიამმა მაინც თავისი გაიტანა.მაქსიმე მისაღებში,დივანზე გაგორებულიყო და ჭრილობებს უმუშავებდა.თორნიკე თავზე ედგა და თმებზე ექაჩებოდა.იცოდა,მარიამი ადგომის უფლებას არ მისცემდა და დიდ გულზე იყო -გამყრელიძე,ხელებს მიგამტვრევ! დაუსისინა და თვალების ბრიალით ახედა.თორნიკე იცინოდა და ხელებს მაინც არ აჩერებდა -იმენა,სოფლის გმირკაცი ხარ -ბებოს ბიჭი მარიამმა მხარზე აკოცა და ლოყაზე მოუთათუნა ხელი.მაქსიმე ფეხზე წამოხტა და ბებიას დაუბღვირა -რა ბავშვივით მექცევი,მარიამ?! წარბი აუწია და დივანზე გადაკიდებულ მაისურს დასწვდა -ნუ მიბღვერ და მამაშენს ნუ ემსგავსები ყველაფერში! -ლილე სად არის? მაქსიმეს ყურადღება არ მიუქცევია მისთვის ოთახს მოავლო თვალი -ეზოში არიან გვრიტები ხმა დაიწვრილა თორნიკემ და წამწამები სწრაფად ააფახუნა.მაქსიმემ თავი გააქნია და ეზოში გავიდა.ლილე ჯანოზე იყო აკრული და რაღაცას გამალებით უყვებოდა -ლილე ისე დაუძახა აფრასიძეს გული შეუქანდა.სწრაფად მოშორდა ჯანოს და ფეხზე წამოხტა.მაქსიმეს გახედა, რომელიც წარბაწეული უყურებდა -მოდი აქ ლილემ სწრაფად,დაუფიქრებლად მიირბინა მასთან და წინ აესვეტა,საყვარლად გაუღიმა და ერთ ადგილას რწევა დაიწყო -რა ხდება? -ცაცოს ტელეფონის ნომერი გაქვს? -გამისკდა გული შე დეგენერატო,მაქვს -მითხარი ლილემ სწრაფად უთხრა ნომერი და ცხვირაწეული გატრიალდა -ჰო და,იმას უთხარი ხელების ფათურს მოეშვას მკაცრად უთხრა და სახლში შებრუნდა. ცაცო თავის ტელეფონს გაკვირვებული დასჩერებოდა ,უცხო ნომერი ურეკავდა და დიდხანს ფიქრობდა ეპასუხა თუ არა.ბოლოს მაინც უპასუხა და გაიგო კიდევაც ნაკანის ხმა -რატომ არ მიპასუხე ამდენ ხანს?!მეგონა რამე გჭირდა ცაცოს ხმა არ ამოუღია საბანში ჩაძვრა და მორცხვად გაიღიმა -როგორ ხარ? -მადლობა,კარგად შენ? ამოიჩურჩულა,მაგრამ მაინც შესამჩნევი იყო მისი წკრიალა ხმის ტემბრი -მეც არამიშავს გაიცინა და გაჩუმდა.ხმა არც ცაცის ამიუღია.სიჩუმე ჩამოვარდა,მაქსიმეს ესმოდა გოგონას აჩქარებული სუნთქვა და უაზროდ იღიმოდა -მაქსიმე,მადლობა ბოლოს ძლივს ამიუჩურჩულა ცაცომ -არაფრის! -შენ რომ არა,ალბათ უკვე წყალს ვეყოლებოდი გამორიყული სიმწრით გაეცინა გოგონას,უფრო თავის თავს დასცინოდა -მთავარია იქ ვიყავი!ახლა გავთიშავ,ტკბილი ძილი -ნახვამდის და კიდევ ერთხელ მადლობა ცაცო ღიმილს ვერ იკავებდა.მაქსიმე მასზე დარდობდა და ეს ფაქტი მაზოხისტურად სიამოვნებდა.სანამ დაიძინებდა საბამაც დაურეკა და კარგად დატუქსა უყურადღებობისთვის.საბამ უთხრა,რომ რამდენიმე დღეში ჩამოვიდოდა,რა თქმა უნდა,ძალიან გაუხარდა.ყველაფრის მიუხედავად მთელი ღამე მაქსიმეზე ფიქრს ვერ წყვეტდა,სიზმრებშიც კი ეწვია ბიჭი.დილით კარგ ხასიათზე გაიღვიძა,მაგრამ განწყობა მალევე გაუფუჭდა როდესაც გაიგო,რომ თბილისში მიდიოდნენ.ქეთომ განძრევის უფლება არ მისცა,თვითონ ჩაულაგა ყველაფერი.სკამზე გადაკიდებულ მოსაცმელზე ჰკითხა ვისი იყო.მოატყუა უთხრა,საბასიო.ქეთოს აღარაფერი უკითხავს.შუადღისთვის უკვე სოფელი დატოვებული ჰქონდათ და დედაქალაქის გზას ედგნენ.ცაცოს ძალიან სწყდებოდა გული მაქსიმეზე,გაცნობაც კი ვერ მოასწრო ნორმალურად.მთელი გზა ბიჭზე ფიქრობდა და რომ იაზრებდა,ვეღარ ნახავდა,გული საშინლად სტკიოდა.ბევრჯერ აკრიბა ტექსტი მასთან მისაწერი,მაგრამ ვერცერთხელ გაბედა გაგზავნა.მაქსიმემ თანასოფლელებისგან გაიგო ცაცოს წასვლის ამბავი,მთელი ღამე თეთრად გაათენა,აივანზე იჯდა და ეწეოდა.თითქოს,გრძნობდა რომ მას ვეღარ ნახავდა.ხვდებოდა,რომ ზედმეტად დაინტერესდა ცაცოთი,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. თბილოსში დაბრუნების შემდეგ,ორივე მშვიდად აგრძელებდნენ ცხოვრებას.ცაცომ სწავლა განარძო.მაქსიმე ისევ მამას ეხმარებოდა ბიზნესებისა და კომპანიის მართვაში.ერთმანეთი მხოლოდ ძილის წინ ახსენდებოდათ,ისიც წამიერად.ცაცო ვერაფრით ივიწყებდა მის ჭაობისფერ თვალებს.თითქოს,ყველა ადამიანში ეძებდა მას,მაგრამ უშედეგოდ. აპრილი იწურებოდა ცაცო ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში იმყოფებოდა,კურსელის დაბადების დღეზე.საკმაოდ დამღლელი დღის ბოლოს,გადაწყვიტა ცოტა დაელია.ნაზად აყოლებდა სხეულს მშვიდ მუსიკას და მისთვის განკუთვნილ სასმელს მიირთმევდა.ყურადღებას არ აქცევდა გარშემო მყოფებს და ბოლომდე ცდილობდა სიამოვნება მიეღო იქ ყოფნით. თორნიკე გაცხარებული ყვებოდა რაღაც ისტორიას და მაქსიმეც იმხელა ხმაზე ხარხარებდა,ლამის კლუბში ჩართული მუსიკაც გადაფარა -აუ,დამაყრუა ამან გაიცინა ლუკამ და გვერდით მჯდომ ძმას გადახედა,მანაც სწრაფად წამოარტყა თავში ხელი.უკვე საკმაოდ ნასვამი იყო და დანისლული თვალებით შეხედა ძმას -ნუ ტლიკინებ და წადი სასმელი მოიტანე ფეხზე ძალით წამოაგდო და ხელი კრა -მიმტანიც გამხადა რაა ჩაიბუზღუნა ლუკამ და ბარისკენ წავიდა.მაქსიმემ სიცილით გააყოლა თვალი და სახე გაუქვავდა მოკისკისე ცაცოს დანახვაზე.არ ეჩვენებოდა,ნამდვილად ის იყო.ფეხზე წამოდგა,რაღაც მიაძახა თორნიკეს და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მისკენ.გოგონა ზურგით იდგა და ვიღაცას ესაუბრებოდა.მიუახლოვდა და მოშიშვლებულ ზურგზე თითები შეახო.ცაცო შეცბა და თავი სწრაფად მოატრიალა.გაოგნებული სახით უყურებდა მომღიმარ მაქსიმეს.თვალებს არ უჯერებდა.რამდენიმე წამი ასე გაოცებული იდგა,შემდეგ თავადაც გადაურბინა მთვრალმა ღიმილმა -შენ ძლივს ამოილუღლუღა მან -მე და შენ მაქსიმემ ნაზად მოხვია წელზე ხელი და სხეულზე აიკრო.ცაცომ მკერდზე მიადო შუბლი და ფილტვები მისი გამაბრუებელი სურნელით აივსო.ნაკანმა ლოყა გოგონას საფეთქელზე მიადო და მშვიდად,გამოზომილად დაიწყო სუნთქვა.ცაცო გაბრუებული და გათიშული ჩაესვენა მის ძლიერ მკლავებში,თვალები დახუჭა და ბოლომდე მიენდო ბიჭის სხეულს.მაქსიმემ თავი ააწევინა და აიძულა მისი მწვანეებისთვის შეეხედა -ახლა სიგიჟეს ვიზამ... ამოილუღლუღა და მაშინვე დააცხრა გოგონას გაპობილ ბაგეებს. მაქსიმე დილით ფანჯარაში შემოსულმა უსიამოვნო სინათლემ გააღვიძა.ფარდების გადაწევა დავიწყებოდა წინა ღამით.ფეხზე ზუზუნით წამოდგა.თავი საშინლად სტკიოდა,თვალებს ძლივს ახელდა.საწოლში მწოლიარე გოგონას გადახედა,რომელსაც ზურგი შეექცია და მშვიდად ეძინა.გაეღიმა და ოთახი დატოვა.პირდაპირ სააბაზანოში შევიდა.შხაპმა ცოტა აზრზე მოიყვანა,ყავა გაიმზადა და მისაღებ ოთახს მოავლო თვალი.ტანსაცმელი უწესრიგოდ ეყარა ირგვლივ.ცალყბად გაიღიმა და აზუზუნებულ ტელეფონს დახედა.ლუკა ურეკავდა,ახლა მასთან საუბრის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.დივანზე ჩამოჯდა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო.თავი ისევ საშინლად უჟუოდა. ცაცომ გვერდი იცვალა და გაიზმორა.სასიამოვნო ტკაცანი გაადინა მისმა ძვლებმა და გაეღიმა.თვალები ფრთხილად გაახილა და ოთახს მოავლო თვალი.თავი სწრაფად წამოსწია და მუქ კედლებს დააკვირდა.შიშმა აიტანა,როდესაც გააცნობიერა,რომ მის ოთახში არ იყო.საწოლიდან სწრაფად გადაფოფხდა და წამოდგომას აპირებდა საბანში ფეხი რომ აებლანდა და იატაკზე გაიშოლტა.საკუთარ ხელს დაეცა და სიმწრისგან ამოიგმინა,საშინლად ეტკინა.თავი მაშინ წამოსწია,როდესაც ვიღაც აესვეტა წინ.თვალი ნელა ააყოლა მის წინ მდგარ ობიექტს.სასოწარკვეთილებისა და გაოცებისაგან პირი დაეფჩინა და ბიჭს მიშტერებოდა,რომელიც არა ნაკლებ გაოგნებული დასცქეროდა -არა,არა,არა ამოიბურდღუნა და ფეხზე წამოდგომა სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა საბანში ისე იყო ახლართული.მამაკაცი მისკენ დაიხარა და ხელი შეაშველა -არ მომეკარო! დაისისინა და სწრაფად აიფარა თხელი მატერია აშკარად შიშველ სხეულზე.გული გამალებით უცემდა,თავბრუ დაეხვა და რომ არ წაქცეულიყო,საწოლის საზურგეს ჩამოეყრდნო.ბიჭი მიუახლოვდა და ძალით ჩამოაჯინა -არ მომეკარო მეთქი! გაუაზრებლად დაიყვირა და სწრაფად მოიშორა მისი ხელები -აქ...აქ...რა მინდაა?ეს...ეს... ბლუყუნებდა და გაყინულ თითებს სახეზე ისმევდა -დამშვიდდი გაიგონა ბიჭის სასოწარკვეთილი ხმა და ერჩივნა მიწა გასკდომოდა,ან აგური დასცემოდა თავში,რომელიც არსად ჩანდა.ერჩივნა,სიზმარში ყოფილიყო და ახლა მაქსიმე ნაკანის წინ არ მჯდარიყო,ათრთოლებული და შიშველი.ღრმად დაიწყო სუნთქვა,აშკარად ჰაერის უკმარისობა ჰქონდა.მკერდზე მიიჭირა ხელი და თვალები ძლიერად დახუჭა -კარგად ხარ? მაქსიმე მასთან ჩაიმუხლა და გაფითრებულ სახეზე შეახო თითები -შემომხედე თავი მაღლა ააწევინა.გოგონას ტუჩები სულ გალურჯებოდა და ადამიანის ფერი დაეკარგა -ეს როგორ მოხდა? ძლივს ამოიხრიალა და თვალებში ჩააჩერდა,მისი მწვანეები ახლა უფრო მუქი მოეჩვენა ვიდრე,ოდესმე -არ ვიცი ფეხზე წამოდგა მაქსიმე და ოდნავ მოზრდილ თმაში ნერვიულად შეიცურა თითები -ჯანდაბა,არაფერი მახსოვს ამოიგმინა და ოთახში სიარული დაიწყო.ცაცოს თავი დაეხარა და იატაკზე,თავის კაბაზე დაგდებულ ფურცელს დაშტერებოდა.ვერ მოითმინა და ხელში აიღო.ფრთხილად გაშალა და ამობეჭდილი პრინტის კითხვა დაიწყო -დავქორწიმდით... ძლივს ამოიჩურჩულა.ყურები დაუგუბდა,საერთოდ არაფერი ესმოდა.მხოლოდ ის იგრძნო,როგორ სწრაფად გამოგლიჯა მაქსიმემ თეთრი ქაღალდი ხელიდან -რას ქვია,დავქორწინდით?! ხმა გაყინვოდა.მანამ არ სჯეროდა სანამ,თავისი თვალით არ ნახა მისივე ხელმოწერა ქორწინების რეგისტრაციის ფურცელზე.ფერი დაკარგა,ვერაფერი თქვა.მარჯვენა ხელის არათითზე წამოცმულ ბეჭედს დააშტერდა,რომელიც ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ახლა შეამჩნია.ოქროს ნაკეთობა თითქოს თითს სწვავდა.გონზე ვერ მოსულიყო,ეგონა ყველაფერი ეჩვენებოდა ან ესიზმრებოდა -ვინ ჯანდაბამ მოგვცა უფლება მთვრალები დავქორწინებულიყაბით?! დაიყვირა და საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოს ფეხი ჰკრა.ცაცო ისევ გაქვავებული იჯდა და ბეჭედს აწვალებდა,რომელიც ხელისგულზე ედო.რამდენიმე წუთის,ან საათის განმავლობაში საშინელი სიჩუმე იყო ოთახში.კარზე ზარის ხმამ შეაკრთი ორივე.ცაცომ სწრაფად ასწია თავი და შეშინებულმა ახედა კედელთან აყუდებულს.მაქსიმემ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და გოგონასთან ახლოს მივიდა -აქ იყავი,გავიგებ ვინაა და მოვალ ხმადაბლა უთხრა და ოთახი სწრაფად დატოვა.შემოსასვლელში გავიდა და კარი მაშინვე გააღო,ამ გამაყრუებელ ხმას ვეღარ უძლებდა.თვალები აატრიალა ზღურბლზე მდგარი ლუკა რომ დაინახა -სად ხარ ამდენ ხანს?დამეღალა ჩემი ნატიფი თითები ლუკა მაშინვე აწუწუნდა და სახლში შესვლა სცადა,მაგრამ მაქსიმემ არ შეუშვა -რა გინდა? ლუკამ დაეჭვებით ახედა ძმას ,რომელიც დაბღვერილი შესცქეროდა -არ შემომიშვებ?! -მიპასუხე -ისე მოვედი შე ჩემა რა იყოო მაქსიმემ ღმრად ჩაისუნთქა ჰაერი და ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებია -სახლში წადი და მოვალ მეც -რა ხდება? -არაფერი!წადი და მოვალ კარი ცხვირწინ მიუხურა და გადატეკა.სახეზე ჩამოისვა ხელები და საძინებელში შებრუნდა.ცაცომ თავი ასწია და შეხედა -ახლა რა უნდა ვქნათ? ძლივს ამოთქვა და ფეხზე წამოდგა -არ ვიცი -როგორ არ იცი?ცოლად რომ მომიყვანე მაშინ არ ფიქრობდი არაფერზე?! -ხმას ნუ უწევ!შენ რომ მომყვებოდი მაშინ არ ფიქრობდი? იმხელა ხმაზე დაიყვირა ცაცომ ხმა ვეღარ ამოიღო,შეშინებული აცეცებდა ამღვრეულ თვალებს -სააბაზანოში მინდა შესვლა ამოიჩურჩულა და ტანზე მოხვეულ ნაჭერს ხელები ძლიერად ჩასჭიდა.მაქსიმემ კარადა გამოაღო,პირსახოცი,თავისი მაისური და სპორტული შარვალი გადმოიღო -კაბა მგონი გავხიე სიმწრით გაიცინა და ნივთები ცაცოს მიაწოდა.მანაც სწრაფად გამოართვა,მკერდზე მიიკრა და კარებში გასულს უკან აედევნა.ცხელი წყლის ქვეშ იდგა და საერთოდ ვერაფერზე ფიქრობდა.თავი საშინლად უჟუოდა,არ იცოდა რა უნდა ეთქვა მშობლებისთვის,ან საბასთვის.კანმა ჭკნობა რომ დაიწყო,წყალი გადაკეტა და იქვე დადებული პირსახოცი შემოიხვია.სარკის წინ დადგა და საკუთარ ანარეკლს დააკვირდა.ტუჩები დახეთქვოდა,ყელსა და მკერდეზე პატარა სიშავეები აჩნდა.სირცხვილისგან ლოყები აუწითლდა და სწრაფად გადაიცვა თხელი მკლავიანი მაისური.დიდხანს უყურებდა მინაზე დადებულ აბჭყვიალებულ ბეჭედს,ბოლოს ხელი დაავლო და არათითზე მოირგო.შარვალი იმდენად დიდი ჰქონდა სიარულის დროს ხელს უშლიდა და პატარა ბავშვივით მიბაჯბაჯებდა.მაქსიმეს ძებნა დაოწყო და მიაგნო კიდევაც,მისაღებ ოთახში,ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა.ოთახში სიჩუმე იყო,ცაცო დივანზე იჯდა და თავის ხელებს დასჩერებოდა.მაქსიმე ოთახში დადიოდა და ღრმად სუნთქავდა -შეგვიძლია ახლავე გავაწეროთ ხელი მძიმედ დაიწყო ბიჭმა და წინ ჩამოუჯდა გაფითრებულს.ცაცომ უცებ ასწია თავი და გაოგნებული შეაჩერდა -რაა?რას ქვია,ხელი გავაწეროთ?!ჩემს მშობლებს რა ვუთხრა? ბლუყუნი დაიწყო და ცრემლები სწრაფად მოიწმინდა -კარგი,მაშინ ვიყოთ ცოლ-ქმარი, შემდეგ რამეს მოვიფიქრებთ.როცა მოგინდება მაშინ გავშორდეთ,სხვა გზა მაინც არ გვაქვს ცაცო ტირილს ვერ წყვეტდა და ხმადაბლა ბურტყუნებდა რაღაცას.მაქსიმე მის გვერდით დაჯდა და ხელი მაგრად შემოხვია -დამშვიდდი,ვეცდები ყველაფერი კარგად იყოს თავზე აკოცა და ცრემლები შეუმშრალა -რაც მალე ვეტყვით მშობლებს,მით უკეთესია ფეხზე წამოდგა და ცაცოც წამოაყენა.გოგონა კიდევ უფრო გაფითრდა,თვალებგაფართოებული უყურებდა მას.მაქსიმეს გაეცინს და მხრებზე დაუსვა ხელები -ჯერ ჩემებთან მივიდეთ -ასე როგორ?როგორ მივადგეთ და როგორ ვუთხრათ რომ დვქორწინდით? -აბა,რეფერატები დავაგზავნოთ? მაქსიმე გაღიზიანდა,ცაცოს მოშორდა და გოგონას ნივთების შეგროვება დაიწყო,რომლებიც სავარაუდოდ დასჭირდებოდა.მამქანაში ისხდნენ და ნაკანების რეზიდენციისკენ მიემართებოდნენ.გზაში მაქსიმემ ლუკას დაურეკა და სთხოვა,ყველანი სახლში დახვედროდნენ.ცაცო ნერვიულობისგან კანკალებდა,ტუჩები სულ გალურჯებოდა.ვერასდროს წამოიდგენდა 22 წლის ასაკში თუ დაოჯახდებოდა,მით უმეტეს ასე.მანქანა უზარმაზარ ეზოში შევიდა და კიდევ უფრო დიდი სახლის წინ გაჩერდა.ცაცომ პირი დააღო და ბიჭს გადახედა -ყველგან რამხელა სახლი გაქვთ მაქსიმემ გაიცინა და მისკენ შეტრიალდა -არ ინერვიულო ლოყაზე ჩამოუსვა თბილი თითები და იქვე აკოცა.ცაცო ძლივს გადაფოფხდა მანქანიდან,ცალი ხელით ბიჭის შარვალი ეჭირა მეორე კი მის თითებში აეხლართა.კარი დამხმარე ქალმა გაუღოთ.მაქსიმეს ღიმილით მიესალმა და უთხრა,რომ მისი მშობლები ელოდებოდნენ.ბიჭმა ერთი ღრმად ჩაისუნთქა და აკანკალებულ გოგონას მხარზე მოხვია ხელი.მშვიდად შეაბიჯა მისაღებში,სადაც მისი ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ -ოჯახს ვახლავარ გაიცინა და დედას გადახედა,რომელიც დაბნეული უყურებდა წყვილს -ცაცო?აქ რას აკეთებ?! გოგონამ გაიგონა ლილეს ხმა და კიდევ უფრო გაფითრდა -მე... -მოთმინება ლილე,მოთმინება გაიციმა მაქსიმემ და ღიმილით მოავლო ოთახს თვალი -გაიცანით ჩემი ცოლი,ცაცო ნიგურიანი! გოგონას გაუღიმა და საფეთქელზე მიაკრო ტუჩები -ვაიმე,ანდრია არ ვარ კარგად წამოიკივლა ნენემ და სავარძელში ჩაესვენა.ანდრია წარბებშეკრული უყურებდა შვილსა და აწ უკვე პოტენციურ რძალს -რას ამბობ?ამიხსენი წესიერად რა ხდება! -რა ვერ გაიგე?ცოლი მოვიყვანე.არ მეგონა ასე თუ გეწყინებოდათ! -რას ამბობ,დედი?რას ქვია გვეწყინა?უბრალოდ მოულოდნელი იყო ნენე ფეხზე წამოხტა და მათთან მივიდა.შვილს მოეხვია და ცაცოს გადახედა,რომელიც ნერვიულობისგან სუნთქვას ძლივს ახერხებდა -ვაიმე,როგორი ლამაზი და საყვარელია ცაცოსაც ჩაეხუტა და დიდხანს არ გაუშვა ხელი -მაპატიე,ჩემო ძვირფასო,უბრალოდ არ მოველოდით ამას ქალი ისე უღიმოდა თავადაც ვერ შეიკავა ღიმილი -ვიცოდი,ვიცოდი ერთმანეთი გიყვარდათ! კივილით წამოხტა ლილე და ოროვეს ჩაეხუტა.მაქსიმეს ესაყვედურებოდა აქამდე რომ არ უთხრა.უფროსი ნაკანი ისევ იგივე ადგილას იდგა და წარბებშეკრული იყურებოდა -ანდრია,ვერ გაიგონე?ცოლი მოიყვანა შენმა უფროსმა ვაჟმა ნენე მიუახლობდა ქმარს და აციმციმებული თვალები შეანათა -მიხარია,თან ძალიან შვილთან მივიდა და მხარზე დაადო ხელი -ისე უნდა მოიქცე,როგორც ამ სიფრიფანა გოგონას შეეფერება გაუღიმა ორივეს და ატირებული ცოლი ჩაიკრა გულში -რას მოვესწარი წამოიძახა ლუკამ და ძმას შეახტა,მანაც უცებ ჰკრა ხელი და მოიშორა -ჩვენ რატომ არ გვითხარით? ინტერესით იკითხა თორნიკემ -მოულოდნელად გადავწყვიტეთ სწრაფად უპსუხა მაქსიმემ და ცაცოს გაყინული თითები მტევანში მოიქცია -მაქსიმე,გილოცავ! ჯანომ უთხრა და ლილეს მრავლისმეტყველი მზერით ახედა.გოგონამ თვალები დაუბრიალა და ისევ წყვილს მიუბრუნდა -როგორი ლამაზები ხართ ისევ წამოიყვირა და მაქსიმეს დაეჭყანა,რომელმაც თმები აუჩეჩა -სადილი მზად არის დამხმარე ქალი გამოვიდა სამზარეულოდან და ოთახს მოავლო თვალი -მაქსიმე,გილოცავ -მადლობა,დალი ბიჭმა გაუღიმა და თბილად გადაეხვია.უზარმაზარ სამზარეულოში ისხდნენ და მშვიდად სადილობდნენ.ცაცოს არაფერი გადასდიოდა ყელში,თავდახრილი იჯდა და თავის თითებს ჩაშტერებოდა -მაქსიმე,ბავშვი საერთოდ არაფერს ჭამს ბიჭმა ჯერ შეწუხებულ დედას გადახედა,შემდეგ კი ცაცოს -მისმა მშობლებმა არ იციან და ნერვიულობს გაიღიმა და თავზე აკოცა.ცაცომ თავი ასწია და საცოდავად გაუღიმა -არ ინერვიულო ჩემო ძვრფასო ნენემ თავზე გადაუსვა ხელი და თბილად გაუღიმა -როდის აპირებთ თქმას? იკითხა ანდრიამ და შვილს გადახედა -სავარაუდოდ,დღეს საღამოს -ყველაფერი კარგად იქნება! ნენემ კიდევ ერთხელ გაუღიმა რძალს და ჭამა განაგრძო. ცაცოს თავი საქარე მინაზე მიედო და ხეებს გასცქეროდა.საბას დაურეკა და სთხოვა,მათთან მისულიყო სახლში.საშინლად ნერვიულობდა,არ იციდა რა უნდა ეთქვა მამისთვის.ოცდა ორი წლის განმავლობაში ერთხელაც არ ჩაუდენია ისეთი რამ,რაც მას გააბრაზებდა ან იმედს გაუცრუვებდა.ახლა კი იცოდა გულს საშინლად ატკენდა.ტანზე ისევ მაქსიმეს ტანსაცმელი ეცვა,ისიცი ვერ მოიფიქრა,ლილესთვის ეთხოვა რამე -არ ინერვიულო! გამაფრთხილებელი ტონით უთხრა ამაქსიმემ.გაოცებულმა გადახედა ბიჭს და მშვიდად მჯდომს მიაჩერდა -როგორ არ ვინერვიულო?ყველას ვატყუებთ და -მოგვიწევს,ყველა მოვატყუოთ,პირველ რიგში კი საკუთარი თავები! ცაცომ ვეღარაფერი თქვა,გულის არეში საშინელ ტკივილს გრძნობდა.მანქანა მისი სახლის წინ რომ გააჩერა,მთელი სხეული აუკანკალდა.საშინელი მონატრება იგრძნო.თითქოს,მხოლოდ მაშინ გაიაზრა,რომ ამ სახლში კიდევ დიდხანს არ იცხოვრებდა,აღარ დაიძინებდა მის საყვარელ ოთახში,დაიკოს გვერდით.თვალები აემღვრა და ცრემლების დასამალად მანქანიდან სწრაფად გადავიდა.ნენე და ანდრია უკვე მათ მანქანასთან იდგნენ.მაქსიმე ხმის ამოუღებლად დაუგდგა გვეედით და ხელი წელზე მოხვია.ცაცომ მძიმედ გააღო ჭიშკარი და ეზოში შევიდა.საბა სახლის წინ იდგა და სიგარეტს ეწეოდა.სტუმრების დანახვაზე ნამწვი სწრაფად მოისროლა და ჯიქურ გაემართა მათკენ.მქსიმეს ხელს შეხედა,შემდეგ კი ცაცოს -ცაცო,რა ხდება არ ამიხსნი? ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა,გოგონა კიდევ უფრო დაიძაბა და რომ არ წაქცეულიყო მაქსიმეს დაეყრდნო -სახლში შევიდეთ,გთხოვ ამოიჩურჩულა და გვერდი აუარა მას.საბა მაქსიმეს მშობლებს მიესალმა და სახლში შესულ ცაცოს აედევნა.სანდრო და ქეთო მისაღებში ისხდნენ.მათ შესვლაზე ორივენი ფეხზე წამოდგა და სტუმრებს გაოგნებულები მიაჩერდნენ -გამარჯობათ ქეთომ გაიღიმა და შვილს გადახედა,რომელიც ფერდაკარგული იდგა და მაქსიმეს მხარს იყო აკრული -საღამო მშვიდობისა ანდრიამ სანდროს ჩამოართვა ხელი და დივანზე დაჯდა,ცოლთან ერთად -ცაცო,არ გაგვაცნობ სტუმრებს? -კი,გაიცანით ბატონი ანდრია და ქალბატონი ნენე ამოიბურტყუნა მან და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა -ესენი კი ჩემი მშობლები არიან ხელი მათკენ გაიშვირა,ისე რომ არც ერთისთვის შეუხედავს -ეს კი...მაქსიმეა -მე და ცაცო დავქორწინდით! უცებ განაცხადა მან თითქოს საამაყო რამ თქვა.ცაცო ისე სწრაფად მოშორდა, კინაღამ წაიქცა.სანდროს უყურებდა,რომელიც გაქვავებული იდგა -რას როშავ?! იმხელა ხმაზე დაიყვირა საბამ,მთელი სახლი შეირხა.ცაცომ ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.ქეთოც ტიროდა,რომელსაც ნენე ამშვიდებდა -ქორწინება როშვაა?! სარკასტულად გაიცინა მაქსიმემ და საბას ალმაცერად გადახედა -ახლა სახეს გაგიერთიანებ! ისევ დაიღრიალა ბიჭმა და მისკენ გაიწია,მაგრამ სანდრომ გააჩერა -ცაცო,აგვიხსენი რა ხდება მშვიდა უთხრა ქალიშვილს და მომლოდინედ შეაჩერდა -გვიყვარს ერთმანეთი ძლივს ამოისლუკუნა,გამწარებული იწმენდდა ცრემლებს -მერე,მამა დავიჯერო ისე დაგაშინე, რომ გეთქვა მოგკლავდი?! ხმა ჩავარდნოდა სანდროს,ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს.ცაცომ ვერაფერი უთხრა,ისევ ერთ ადგილას იყო მიყინული და ტიროდა.სანდრო ნელა მიუახლოვდა და ხელები მოხვია -ჩხუბს არ ვაპირებ,შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ შუბლზე აკოცა და თმაზე დაუსვა ხელი -უბრალოდ,არ მეგონა ჩუმად თუ გათხოვდებოდი -მაპატიე ამოიჩურჩულა ცაცომ და მამის მკლავებში ჩაიმალა -ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო მშვიდად თქვა ანდრიამ და მამა-შვილს გადახედა -მე საერთოდ არავინ ვარ?არავინ არაფერს მეკითხება? დაიღრინა საბამ და ათრთოლებულ ცაცოს შეხედა -საბა,დამშვიდდი! -სანდრო,რას მეუბნები ხვდები?როგორ დავმშვიდდე?ცაცო ამ ვიღაცას გაყვა ცოლად და როგორ დავმშვიდდე? ისევ გაჰყვიროდა და ხელებს უმისამართოდ აქნევდა -მაქსიმე მქვია "ამ ვიღაცას" -მაქსიმე გაჩერდი ფეხზე წამოდგა ანდრია და შვილს მკაცრად დახედა -ამას აღარაფერი ეშველება.უყვართ ერთმანეთი და დაოჯახდნენ! სანდრომ ქალიშვილს გაუღიმა და დივანზე ჩამოსვა.ქეთო მაშინვე მოეხვია და გულში ჩაიკრა -დედას პატარა ამოიტირა მან და ლოყები დაუკოცნა თავდახრილს -ასე უცებ როგორ გაიზარდე,დეე მათი შემხედვარე ნენეც ატირდა და ორივეს მოეხვია.ცაცოს აოცებდა ამ ქალის სისაყვარლე -დავმშვიდდეთ და ისე დავილაპარაკოთ განაცხადა სანდრომ და დივანზე დაჯდა -მანამდე ცაცო და საბა ისაუბრებენ,მარტოები სანდრომ ცოლს გადახედა,მანაც უსიტყოვდ შეუშვა შვილს ხელი.ცაცომ საბას ახედა და ბიჭის თაველბში აკიაფებულმა იმედგაცრიებამ გული მოუკლა.მძიმედ წავიდა მამის კაპინეტისაკენ.საბა ფანჯარასთან დადგა და განათებულ ეზოს გადახედა.თვითონ სავარძელში ჩაჯდა და თავი დახარა -რატომ დამიმალე?! -არ ვიცი... ამოიჩურჩულა გოგონამ და ისევ ატორდა -არ იცი გაეცინა საბას და სიგარეტს მოუკიდა -ჩუმად რატომ გათხოვდი არც ეგ იცი? -ასე რატომ მელაპრაკები? -როგორ ასე? შემოტრიალდა და მასთან ახლოს დადგა -უხეშად თავი ასწია და ბიჭს შეაჩერდა -არ მეგონა ასე თუ გავიგებდი შენს გათხოვებას!არ მეგონა თუ ჩემს ზურგს უკან გააკეთებდი ამას,არ მეგონა მე თუ არაფრად ჩამაგდებდი -მაპატიე,გთხოვ ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და კარებისკენ წავიდა -შევეცდები ჩუმად თქვა და ოთახი დატოვა.ცაცო მთელი ხმით ტიროდა,სხეულს ვერ იმორჩილებდა.დაბუჟებულ ხელებს გამეტებუთ ურტყამდა მაგიდის პრიალა ზედაპირს -დამშვიდდი დედიკო ქეთო გულში იკრავდა შვილს და თავზე ეფერებოდა.ცოტა რომ დამშვიდდა კაბინეტი დატოვა,ძალაგამოცლილი მისაღებში იჯდა "ქმრის" გვერდით და საერთოდ არაფერი ესმოდა.ანდრია და სანდრო მომავალ ქორწილზე საუბრობდნენ,რომელსაც მაქსიმე კატეგორიულად უარყოფდა -ცაცო,შენ რას იტყვი? სანდრომ შვილს შეხედა,რომელიც გაფითრებული იჯდა -ახლა არ მინდა ამაზე საუბარი ამოიბუტბუტა მან და დივნის საზურგეს მიადო თავი -მართალია ბავშვი,გვიანია და თან ამაზე ლაპარაკი ადრეა ნენემ ქმარს გადახედა,მანაც თავი დაუქნია -ჩვენ წავალთ ფეხზე წამოდგა ანდრია და სანდროს გაწვდილ ხელს თავისი შეაგება -მე დავრჩები ძლივს გასაგონად თქვა ცაცომ და მაქსიმეს შეხედა,რომელიც წარბებშეკრული დასჩერებოდა -დარჩი შვილო,დარჩი თავზე აკოცა ნენემ და ქმარს გაჰყვა უკან -გამაცილე ნენემ მის მიმართ ნათქვამი სიყვები რომ გაიგონა, ფეხზე წამოდგა და კარებისკენ წავიდა.მაქსიმე ცაცოს მშობლებს დაემშვიდობა და მანქანასთან მივიდა -როდის წამოხვალ სახლში? -არ ვიცი,ალბათ მალე -კარგად ხარ? ცაცომ ნაღვლიანად ახედა ბიჭს და გაუღიმა.მაქსიმეს თავის დასმულ არაადეკვატურ კითხვაზე გაეცინა -გაცივდები შედი აწი დაიხარა და ლოყაზე ნაზად აკოცა -როცა მზად იქნები დამირეკე და მოვალ,წაგიყვან გოგონამ თავი დაუქნია.მაქსიმე სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და მთელი სიჩქარით გადაიყვანა გზაზე.ცაცოს მთელი ღამე არ ეძინა.ცდილობდა საბას დაკავშირებოდა,მაგრამ უშედეგოდ,ტელეფონი გათიშული ჰქონდა.ვერ იჯერებდა,რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა.გამთენიისას ძლივს ჩაეძინა ,მაგრამ დიდხანს ძილი არავინ აცადა.თავზე ნუცა დაახტა და პაატარა ხელების ტყაპუნით გააღვიძა -ახლა შეგჭამ უცებ წამოხტა და ლოყები დაუკოცნა ახალგაღვიძებულს.ნუციკოც კისკისებდა და დას ეხვეოდა -ალ სემწამოო კიოდა და თმებს აპუტავდა.გოგონამ სახე დამანჭა და საწოლიდან წამოდგა,მთელი სხეული საშინლად სტკიოდა.დაიკო ხელში აიყვანა და ოთახი დატოვა.სამზარეულოში მყოფ მშობლებს შეუერთდა,რომლებიც საუზმობდნენ -დილა მშვიდობისა ორივეს აკოცა და სკამზე ჩამოჯდა -დილა მშვიდობისა,დედი ქეთო ემოციებს ვერ მალავდა და აწყლიანებული თვალებით უყურებდა შვილს.გოგონამ გაუღიმა და ხელზე აკოცა. მთელი დღე ოთახში იჯდა დაქალთან ერთად და ყველანაირად ცდილობდა, როგორმე საბას დაკავშირებოდა -არ მჯერა,რომ ასე გათხოვდი -ტასო,შენ მაინც ნუ მიმატებ,გთხოვ საცოდავად ამოთქვა და მუხლებზე დაადო თავი -ეგ მაქსიმე,გაბუნია ანკას შეყვარებული იყო.აი თუ გახსოვს,ჩვენს სკოლაში სწავლობდა.გაგიჟდება,რომ გაიგებს ცოლი მოიყვანა ტასო თმებზე ეთამაშებოდა მეგობარს და წარბაწეული დაჰყურებდა ზევიდან -მადარდე ახლა ეგ ამოიჩურჩულა და თვალები მაგრად დახუჭა -საბამ ისეთი სიტყვები მითხრა,მომკლა იქვე ამოიტირა და დახუჭული თვალებიდან წამოსული ცრემლები სწრაფად შეიმშრადა -დაწყნარდი რაა,აი ნახავ,ყველაფერი კარგად იქნება ტასოს გული სტკიოდა,ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა დაქალს და ვერაფრით ეხმარებოდა -მაქსიმემ შემოგთავაზა ხელის გაწერა? -მაშინვე,არც დაფიქრებულა ამოიბუტბუტა და თავი წამოსწია,ოთახში ვიღაც რომ შევიდა.ქეთო იყო.უთხრა,რომ მაქსიმე ელოდა.ცაცოს თვალები გაუფართოვდა და სწრაფად წამოხტა ფეხზე.დაბნეულმა გადახედა ჯერ დედას,შემდეგ კი ტასოს -არ ალოდინო,ჩანს რომ ეჩქარება ამოთქვა ქეთომ და ნელა გაიხურა ოთახოს კარი -რისთვის მოვიდა?! ცაცო გაფითრებული იდგა ოთახის ცენტში და გონს ვერ მოდიოდა -რა კითხვაა?!ქმარია და მოგაკითხა,აბა მეზობლის ცოლთან ხომ არ მივა ტასო ცაცოს მიუახლოვდა და აბურძგნულ თმებზე თითები დაუსვა -რას ამოისიე ეს თვალები ჩაიდუდღუნა და ძალით გააგდო ოთახიდან საცოდავად მომზირალი გოგონა.მაქსიმე მისაღებში,დივანზე იჯდა,ტელეფონს ჩაშჩერებოდა და ქვედა ტუჩს საყვარლად იწვალებდა.ცაცომ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და წინ აესვეტა წარბებშეკრულ ბიჭს.მაქსიმეს რამდენიმე წუთი კიდევ არ შეუმჩნევია ცხვირწინ ასვეტილი ცაცო.გამალებით აწკაპუნებდა თითებს განათებულ ეკრანზე -მაქსიმე ცაცომ ძლივს ამოიდგა ენა და ხმადაბლა წარმოთქვა ბიჭის სახელი.ნაკანმა სწრაფად წამოსწია თავი და ფეხზე წამოდგა.ცაცოსკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა -გამარჯობა ამოიბუტბუტა და მობილური ჯიბეში ჩაიჩურთნა -გამარჯობა,როგორ ხარ? -მე კარგად,შენ? ცაცომ მხრები აიჩეჩა და იქვე ჩამოჯდა.საშინლად დაძაბული და აღელვებული იყო.მაქსიმემ მხოლოდ მაშინ შეამჩნია,შესასვლელთან ატუზული გოგონა,რომელიც მომღიმარი შესციცინებდა.დაბნეულმა გადახედა ცაცოს და თვალებით მასზე ანიშნა -ეს ანასტასიაა ჩემი მეგობარი ამოთქვა გოგონამ და ნაძალადევად გაუღიმა დაბნეულს.მანაც მსუბუქად ჩამოართვა ხელი -მაქსიმე,ძალიან სასიამივნოა -ჩემთვისაც ძალიან სასიამოვოა ტასო თვალს არ აშორებდა ნაკანს,რომელიც უხერხულობისგან ერთ ადგილზე იყო აწურული -მე მეჩქარება,იმედია შემდეგში უფრო მეტი დრო გვექნება ერთმანეთის გასაცნობად ტასო კარებისკენ გარბოდა და ისე ბუტბუტებდა რაღაცეებს,მაქსიმე ინსტინქტურად უქნევდა თავს და უღიმოდა -რისთვის მოხვედი? მარტო რომ დარჩნენ,ცაცომ მაშინვე იკითხა -დროა მალევე მოვაგვაროთ ქორწილის ამბავი,ბევრი დრო არც მე არ მაქვს და დარწმუნებული ვარ,არც შენ -კარგი,როგორც გინდა გოგონამ თავი დახარა და თითების წვალება დაიწყო -ხვალ საღამოს ვახშამზე გელოდებით ჩვენთან მაქსიმე ფეხზე წამოდგა და ზევიდან დააჩერდა თვალებდაქაჩულ ცაცოს -სანერვიულო არაფერი გაქვს ხმადაბლა ამოთქვა და ნელა აკოცა თავზე,ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და უხმოდ დატოვა იქაურობა.ცაცო დიდხანს იჯდა დივნის კუთხეში და ათრთოლებულ სხეულს ვერაფერს უგვარებდა.მაქსიმე საოცრად მშვიდი და გაწონასწორებული მამაკაცი იყო და ცაცომ იცოდა,მის გვერდით სანერვიულო მართლაც არაფერი ექნებოდა.ქეთოს უთხრა,რომ მომდევნო ღამეს ვახშამზე ელოდნენ და მომზადებულიყვნენ,შემდეგ კი ოთახში შეიკეტა. ვერაფრით მოისვენა და მაინც წავიდა საბასთან.საბედნიეროდ ბიჭის სახლის გასაღები ჰქონდა და უპრობლემოდ შევიდა.საბა იქ არ დახვდა.უნდა დალოდებოდა,სხვა გზა არ ჰქონდა.საკმაოდ დიდხანს უცადა.ბოლოს მოთმინება რომ გადაეწურა წამოსვლას აპირებდა,კარებში რომ შეეჩეხა სახლში დაბრუნებულს.საბა წარბებშეკრული დაჰყურებდა კუთხეში ატუზულ ცაცოს -გაგახსენდი? ისეთი ცივი ხმა ჰქონდა,ცაცოს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა -საბა გთხოვ,უბრალოდ მომისმინე საცოდავად ამოიწრიპინა და ოთახში შესულს უკან აედევნა -საკმარისი მოვისმინე უკვე -არ მინდოდა ასე მომხდარიყო,უბრალოდ...უბრალოდ -უბრალოდ დამიკიდე და თავზე გადამიარე საბამ იმხელა ხმაზე დაიყვირა,ცაცო ერთ ადგილას შეხტა და ისედაც ათრთოლებული სხეული სულ აუკანკალდა.ვერაფერს ამბობდა,ან რა უნდა ეთქვა?!მთვრალი ვიღაც უცხოს გავყევი ცოლადო? -წადი სანამ სრულ ჭკუაზე ვარ! დაიღრინა საბამ და მკლავში ჩაავლო ხელი აზლუქუნებულს -გთხოვ,ასე ნუ მექცევი საბას საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება ცაცოს ტირილისთვის.ძალით გააგდო გოგონა სახლიდან და კარი ცხვირწინ მიუხურა.დიდხანს იდგა სადარბაზოში მხრებჩამოყრილი და ტიროდა.გული საშინლად სტკიოდა საბას ასეთ საქციელზე.იცოდა,მის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა.სახლში ძლივს მილასლასდა.საერთოდ არაფერი უთქვამს ოჯახის წევრებისთვის,პირდაპირ სააბაზანოში შევიდა და ცხელი წყლის ქვეშ დადგა.ცდილობდა,ყველაფერი გაეაზრებინა,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა და ვერაფრით კონცენტრირდებოდა. მთელი დღე დაბნეული დააბიჯებდა და მოახლოებულ ვახშამზე ფიქრობდა.საკუთარი თავი ეზიზღებოდა ასეთ ხათაბალაში რომ გაეხვა.ქეთო და სანდრო აღელვებულები დააბიჯებდნენ და საერთოდ არ შეუმჩნევიათ შვილის დაძაბული და გაფითრებული სახე.ცდილობდა ყურადღება რამეზე გადაეტანა და ნუციკოსთან თამაშში ირთობდა თავს -გაუშვი მაგას ხელი და წადი მოწესრიგდი,კაბა გაგიმზადე არარსებული ფიგურების ხატვაში გართულს თავზე დედა დაადგა და წყრომით დახედა შვილს,რომელიც ორი წლის ბავშვივით ერთობიდა საღებავებით -მივდივარ ჰოო ჩაიდუდღუნა და ოთახში გაფლატუნდა.საერთოდ არ ადარდებდა რას ჩაიცმევდა,ამიტომ არ გაუპროტესტებია ქეთოს შერჩეული კაბა და უხმოდ გაემზადა. ნაკანები ისე თბილად შეეგებნენ მათ,ცაცოს გულწრფელად გაეღიმა.უყურებდა მშვიდ,ჩამოყალიბებულ საქმროს და მაინც ნანობდა მომხდარს.ყველაფერი დაგეგმეს და გადაწყვიტეს,დიდი ქორწილი არ გადაეხადათ,რადგან ეს არც ცაცოს უნდოდა და არც მაქსიმეს.სულ რაღაც ორ კვირაში,ცაცო მაქსიმეს კანონიერი ცილის სტატუსით შევიდოდა ნაკანების ოჯახში.მაქსიმეს ხმა არ ამოუღია,არაფერი გაუპროტესტებია.ღრმად სუნთქავდა და ყოველს ხუთ წუთში სიგარეტის მოსაწევად გარბოდა.სანდრო და ქეთო ბედნიერები იყვენენ იმით,რომ უფროს შვილს ასეთ კარგ ოჯახში ათხოვებდნენ. ცაცოს ტასო ეხმარებოდა ყველაფერში.ძალიან სადა კაბა შეარჩია,რადგან არ სურდა ზედმეტად გადაპრანჭული ყოფილიყო.ქორწილის დღეს თითქოს ამინდიც გლოვობდა ცაცოსთან ერთად.წამითაც არ გადაუღია გაზაფხულის წვიმას.გოგონა ყველანაირად ცდილობდა არ შეემჩნია გულის ტკივილი და გაღიმებული ხვდებოდა თითოეულ სტუმარს.მეჯვარე ლილე იყო .გოგონა ისე ართობდა,თითქმის სულ დაავიწყა უხერხულობა.მაქსიმე საოცრად სიმპატიური იყო თეთრ პერანგში გამოწყობილი.მკლავებზე აეკეცა ქათქათა მატერია და კარგად მოუჩნდა დაძარღვული,ხორბლისფერი მკლავები -პირველ ცეკვას არ აპირებთ? თავზე ნენე წამოადგათ,რომელიც წარბაზიდული დარჩერებოდა შვილს.მაქსიმემ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და წელზე მოავლო ხელი ცოლს.ნაზად და ფაქიზად შეასრულეს დაისი.ცაცო იმდენად ლამაზი იყო,მაქსიმე მონუსხული შეშჩერებოდა მონარნარე სხეულს.გულწრფელად არ სურდა მელოდია დასრულებულიყო,მაგრამ თითქოსდა სპეციალურად მალე ჩადუმდა დარბაზი და მოულოდნელი,მქუხარე აპლოდისმენტები აგრიალდა.ნაკანმა მსუბუქად აკოცა ლოყაზე და თავიანთი ადგილისაკენ წაიყვანა ათრთოლებული.ხვდებოდა,ისევ ძალიან ღელავდა და ამას ვერაფრით შველოდა -შენი დაქალი ნერვებს მიშლის ამოისისინა თორნიკემ და გვერდით ჩამოუჯდა ლილესთან ლაპარაკში გართულ ცაცოს -რა მოხდა? -მაწვალებს,ყველას ეცეკვა და მე უარი მითხრა ცაცოს გაეღიმა თორნიკეს მეამიტურ სახეზე და წვერიან ლოყაზე თითები ჩამოუსვა -არაუშავს,შენი დროც მოვა გაუცინა და დაბღვერილს თვალი ჩაუკრა -მთელი კვირაა ჭკუიდან გადავყავარ ამ ვითომ,ძალით იაზვობით -ვაიმე,დამიჩაგრეს ჩემი თორნიკე? ლილე ბოლო ხმაზე კისკისებდა და წარბებშეკრულს კიდევ უფრო აბრაზებდა -ფუუ,ყველა ქალი დამპალია წამოიყვირა გამყრელიძემ და სწრაფად გაეცალა დედოფალსა და მის მეჯვარეს.ცაცო სევდიანი დაჰყურებდა თავის თითზე მორგებულ ბეჭედს და საბაზე ფიქრს ვერ იშორებდა თავიდან.ვერ გადაიტანდა მის დაკარგვას და მთელი ცხოვრება გაწამდებოდა.მარიამი და ირაკლი ისეთი ბედნიერები იყვნენ,ემოციებს ვერც ერთი ვერ იკავებდა და ხან ერთი იკრავდა გულში ცაცოს,ხან მეორე -არ ვიცეკვოთ,მამი? სანდროს ხმა რომ გაიგო,გაეღიმა.გაბადრული გაჰყვა მამას საცეკვაო მოედნისაკენ და თავი მკერდზე მიადო -ჩემო ფერია,რა მალე გაიზარდე...ახლაც კი მახსოვს სამშობიაროდან რომ გამოგიყვანეთ.ისეთი პატარა და ლამაზი იყავი.მამი გახოვდეს,სულ მეყვარები და ყოველთვის ჩემი პატარა ცაცო იქნები სანდრო მთელი ძალით იხუტებდა ატირებულ შვილს და თავადაც ვერ იკავებდა ცრემლებს -მიყვარხარ მა ამოიტირა ცაცომ და ძლიერად შემოხვია მკლავები მომღიმარ მამას.თითქოს ეს იყო ნიშანი,მეფე-დედოფალს იქაურობა რომ უნდა დაეტოვებინა.მაქსიმემ უხმოდ მოჰკიდა ხელი ცოლს და დარბაზიდან გაიყვანა.ყვარელში წავიდნენ,რადგან სახლი,რომელშიც მათ უნდა ეცხოვრათ მზად არ იყო,თან ცოტა ხნით მაინც იქ ხელს არავინ შეუშლიდათ.ქვეყანას დიდხანს ვერც ერთი ვერ დატოვებდა,ამიტომ ერჩივნათ სადმე ახლოს წასულიყვნენ.ცაცო საოცრად გადაღლილი იყო და ვერც კი მიხვდა ისე ჩაეძინა.მაქსიმე დაძაბული მართავდა საჭეს და წარმოდგენა არ ჰქონდა,რა იქნებიდა ამის შემდეგ.ყვარელშიც წვიმდა.ნაკანს უნდოდა ფრთხილად და ჩუმად გადმოეყვანა ცაცო მანქანიდან,მაგრამ არ გამოუვიდა,გოგონას მინც გაეღვიძა -ჩემით წამოვალ ამოთქვა მან და მსუბუქად გაუღიმა მაქსიმეს,რომელმაც სწრაფად მოახურა მხრებზე თავისი პიჯაკი.მანქანიდა ჩანთები წამოკრიბა და სასტუმროსკენ ჩქარი ნაბიჯით დაიძრნენ.რა თქმა უნდა,ელოდნენ ახლადშეუღლებულებს.ისე დაჰფოფინებდნენ თავს მიმღებში,ცაცოს ინგლისის დედოფალი ეგონა საკუთარი თავი.ოთახი იმდენად დიდი იყო,გოგონა გაოგნებული იყურებოდა.მადლობა გადაუხადა მომსახურე პერსონას და იქაურობას მოავლო თვალი.მაქსიმე ღია ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა.პერანგის ღილები სულ მთლად შეეხსნა და გარედან შემოსული მსუბუქი ქარი მის ბოლოებს არხევდა -მე სააბაზანოში შევალ ამოთქვა და სწრაფად დატოვა იქაურობა.დიდხანს იდგა ცხელი წყლის ქვეშ.თითქოს,გასვლას ვერ ბედავდა,აშინებდა მაქსიმესთან მარტო დარჩენა.მსუბუქმა კაკუნმა მოიყვანა გონს -ცაცო,ხომ კარგად ხარ? -კი,ახლავე გამოვალ სწრაფად გასძახა ქმარს და წყალი გადაკეტა.თავი მოიწესრიგა და ოთახში დაბრუნა.მაქსიმე წარბებაწეული დაჰყურებდა ლოყებახურებულს -თმა გაიშვრე და ისე დაიძინე ბიჭმა ძალიან ნაზად აკოცა ყბის ძვალზე და სააბაზანოში გაუჩინარდა.ცაცო გონებაგათიშული იდგა და ვერაფერს აღიქვამდა.რწმუნდებოდა,რომ მაქსიმეს გვერდით თავს აუცილებლად იგრძნობდა დაცულად და გვერდით ძლიერი საყრდენი პიროვნება ეგდა,მაგრამ საბას ვერაფრით ივიწყებდა,რაც შიგნიდან ჭამდა. საბანში გახვეული ელოდა როდის მიუწვებოდა მაქსიმე გვერდით,რომელიც ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა -ასე თუ გააგრძელებ,ფილტვის კიბოთი მოკვდები მაქსიმეს გაეცინა და ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა,მხუთავი აირისგან გაინთავისუფლა ფილტვები და ფანჯარა მიხურა.მაისური სრაფად გადაიძრო და გვერდით მიუწვა თვალებდამრგვალებულ ცაცოს.მისკენ მიიწია და ათრთოლებულს მკლავები შემოხვია -რა გაყინული ხარ ამოთქვა და ცაცოს ფეხებში ახლართა მისი გავარვარებული კიდურები.ცაცოს კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები და ძლივს ამოუშვა მოკანკალე სუნთქვა.ნაკანს მისჩერებოდა,რომელსაც თვალები დაეხუჭა და სახის ნაკვთები მოშვებოდა -ტასომ მითხრა,რომ ანკასთან დაშორება მოგიწია ჩემ გამო,ძალიან დიდი ბოდიში ძლივს ამოთქვა ცაცომ და ტუჩები ნერვიულობისგან სულ დაიჭამა -ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მაქსიმე არ განძრეულა,თვალებიც კი არ გაუხელია -არ ვიცი... -შენ ნანობ საბასთან დაშორებას? ისე მოულოდნელად ჰკითხა,ცაცო სულ მთლად დაიბნა.ძლივს გაუსწორა მზერა მაქსიმეს აკიაფებულ მწვანეებს -მე...მე და საბა...საბა არ ვყოფილვართ შეყვარებულები ძლივს ამოიხავლა და თვალები სწრაფად დახუჭა.საერთოდ არ სურდა მაქსიმეს მისი ცრემლები შეემჩნია -დაიძინე ამოიჩურჩულა ნაკანმა და ნაზად შეახო ტუჩები შუბლზე.ცაცოს მთელი სხეული უთრთოდა და ყველანაირად ცდილობდა ხმით არ ეტირა.ზურგი შეაქცია მაქსიმეს და გაყინული თითებით ჩააფრინდა ბალიშს.მთელი ღამე გრძნობდა ნაკანის სხეულიდან წამოსულ სიმხურვალეს და უცნაური შეგრძნება ეუფლებოდა. დილით მზის სხივებმა გააღვიძა.თავი უსიამოვნოდ წამოსწია და ოთახს მოავლო თვალი.მაქსიმე არსად ჩანდა.უკმაყოფილო სახით წამოდგა და ნელა დაიძრა ფანჯრისაკენ.ეტყობოდა რომ ყვარელში მშვენიერი ამინდი იყო.ფანჯარა გამოაღო და ფილტვები სუფთა,გრილი ჰაერით აივსო.მოულოდნელობისაგან შეკრთა წელზე ძლიერი ხელი რომ მოეხვია -დილა მშვიდობისა მაქსიმე დაიხარა და მოშიშვებულ მხარზე აკოცა.სპორტულებში გამოწყობილს ეტყობოდა,რომ დილით ვარჯიში მოესწრო -ნიკოტინი და ვარჯიში ძალიან უხდება ერთმანეთს ცაცომაც გაუღიმა და ფანჯარა მიხურა,მაქსიმემ მაისური რომ გადაიძრო.არ უნდოდა ცივი ჰაერი მოხვედროდა და იმ წამს საერთოდ არ უფიქრია იმაზე,რომ უნებლიედ ზრუნავდა ბიჭზე -წყალს გადავივლებ,მოემზადე და ვჭამოთ,თორემ კატასტროფულად მშია მაქსიმე სააბაზანოსკენ მიდიოდა და გზა და გზა იხდიდა.სწრაფად აარიდა მზერა და დაბნეული წავიდა აზუზუნებული მობილურისკენ. სასტუმროს რესტორნის ტერასაზე ისხდნენ და ყვარლის სილამაზით ტკბებოდნენ.მაქსიმემ ლამის გადაჭამა ყველაფერი.ცაცო ღიმილს ვერ იკავებდა და ჩაის ფინჯანით ცდილობდა ამის დამალვას -თბილისში როდის დავბრუნდებით? -როცა მოგინდება მხრები აიჩეჩა მაქსიმემ და კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოაძვრინა.ცაცო მონუსხული უყურებდა მის გრძელ,ულამაზეს თითებს.ნაკანს ტუჩებში მოექცია სიგარეტი და სანთებელის ანთებას ცდილობდა.წინ გადაიხარა,სწრაფად ააცალა ღერი და თავის თეფშზე დადო.მაქსიმე წარბაზიდული უყურებდა მომღიმარ ცოლს და მომხდარს ვერ იაზრებდა -ეცადე,მეტი სიცოცხლის უფლება მისცე საკუთარ თავს მაქსიმემ თავი ღიმილით გადააქნია და გარემოს მიავლო თვალი -რამდენიმე დღე ვიყოთ,შემდეგ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ,კიდევ ვერ გავაცდენ ლექციებს -რაზე სწავლობ? ნაკანმა სახე საცოდავად დამანჭა,რომ გაიაზრა საკუთარ ცოლზე არაფერი იცოდა -სამართალზე -აუფ...ძაღლი ცოლი მყავს? -რა უტაქტობაა წამოიყვირა ცაცომ და ანთებული თვალებით შეხედა მოხარხარეს -კარგი,ვხუმრობ ნუ მიბრიალებ მაგ თვალებს -საერთოდაც,რანაირი ხუმრობაა?მე პროკურორობას ვაპირებ და ჩემი ქმარი მილანძღავს პროფესიას -აუუუ,თან პროკურორობა გინდა?კარგი რააა,ხო შეიძლება დიზაინერობა გდომოდა,ან ელჩობა.რა უბედურებაა პროკურორობა -მაქსიმე,მაბრაზებ! ამოთქვა ცაცომ და მწარედ უჩქმიტა მკლავზე ბოლო ხმაზე აკაკანებულს.შერცხვა,ლამის ყველა მათ რომ უყურებდა -ჯერ ესერთი,რა პრობლემა გაქვს ჩემს მომავალ პროფესიასთან? -აუუ,არ მევასება ეს ძალით საჯარო მოხელეები -უნდა შეეგუო! -მხოლოდ შენთვის კიდევ ერთხელ გაიცინა და ყბაზე აკოცა დაბღვერილს -წამოდი,გავისეირნოთ ხელი მოხვია წელზე და ისე წამოაფრიალა თითქოს ბუმბული ყოფილიყო. ტბის პირას სეირნობდნენ და სიმშვიდით ტკბებოდნენ.საკამოდ ციოდა და ცაცოს ხელები მოსაცმლის ჯიბეებში ჩაეწყო -ახლა ნახავ შენი ქმრის სამსახიობო ნიჭს მოულოდნელად უჩურჩულა მაქსიმემ და წინ მომავალ შუა ხნის კაცზე მიუთითა.გოგონა გაოგნებული იყურებოდა და ვერ გაეგო რა ხდებოდა -მაქსიმე,შე ვირო,ასე უნდა დავიწყება წამოიყვირა კაცმა,რომელზეცი მაქსიმემ მიუთითა ცოტა ხნის წინ -შენ თავს რა დამავიწყებს,ზურა! მაქსიმემაც იმხელა ხმაზე წამოიყვირა ცაცოს თვალები შუბლზე აუვიდა.ბიჭი ისეთი სიძლიერით გადაეხვია ზემოთ ხსენებულ ზურას,ლამის გაგუდა -შე მამაძაღლო გაიცინა კაცმა და ლოყაზე მსუბუქად შემოსცხო მტევანი გაკრეჭილ ნაკანს -სად არის ერთი მამაშენი -მამაჩემს სად სცალია,ყვარელში საგრიალოდ -სულ აღარ ჩანს არსად -რა ენაღვლება,მე დამარბენინებს ყველა შეხვედრაზე თვითონ ზის კაბინეტში ხელი ჩაიქნია და საცოდავად მომზირალ ცაცოს მოეხვია -ზურა,გაიცანი ჩემი ცოლი ცაცო. ეს კი ზურაა,მამაჩემის მეგობარი გოგონამ მსუბუქად გაუღიმა კაცს და უხერხულად აეტუზა მაქსიმეს -დაკაცდი უკვე,შე საძაგელო?!სუ ნახევარი მეტრო მასხოვხარ ცაცოს სერიოზულად უკვირდა ამ კაცს საიდან ამოსდიოდა ასეთი ხმა -საღამოს დავსხდეთ,ავღნიშოთ -კი,კი აუცილებლად, დავლიოთ თითო ჭიქა ამოარახრახა ნაკანმა და ხელის ჩამორთმევით გასცილდა ზურას და სახედამანჭული ცაცოც თან გაიყოლა -ღმერთი,ყელი მეტკინა -შენ რაც იქ იყვირე -მაგარი აკლია,მთელი ბავშვობა ასე მლანძღავდა,მარცხვენდა გოგოებში ცაცოს ამის გაგონებაზე უნებლიედ აეწია წარბი და ისე ახედა ქმარს -აჰ,გარცხვენდა თურმე -წარმოიდგინე,გოგო ხარ,რომელიც ახალი შებმული მყავს და არსაიდან ზურა გადმოხტა -პირველ რიგში,იმ ხეზე არ შეგაბა ახლა და მეორე,შენ მე ვინ გგონივარ?! ცაცოს ისეთი ხმა ჰქონდა,მაქსიმეს გულიანად გაეცინა,ხელი გადახვია და ლოყაზე აკოცა დაბღვერილს.საღამომდე სეირნობდნენ.ცაცომ სანამ კანკალი არ დაიწყი მანამდე არ შესულან ნომერში. სრულ იდილიაში გაატარეს ის რამდენიმე დღე კახეთში.ნენე ყოველ საღამოს ურეკავდა მაქსიმეს და სთხოვდა,მალე დაბრუნებულიყვნენ.დილით ადრიანად დაადგნენ თავზე სამზარეულოში შეკრებილ ნაკანებს.ნენე ძლიერად ეხვეოდა ორივეს და მონატრებულებს ჰკოცნიდა -ოთახი გაგიმზადეთ,სანამ თქვენი სახლი დასრულდება,მანამდე აქედან ფეხს ვერ მოიცვლით! თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ქალმა და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა მომღიმარ რძალს.მშვიდად ისადილეს.ცაცოს ერთი სული ჰქონდა, სახლში როდის მივიდოდა და მონატრებულ ოჯახს ნახავდა.მაქსიმე უთქმელად მიუხვდა მოუსვენრობის მიზეზს და სახლში წაიყვანა -საღამოს გამოგივლი მისკენ გადაიწია და საფეთქელზე აკოცა -შენ არ შემოხვალ? -არა,საქმეები მაქვს გაუღიმა და მზერა აარიდა.ცაცო უხმოდ გადავიდა მანქანიდან.თავის ეზოში ფეხი რომ შედგა,ცრემლები ვერ შეიკავა.იქვე მოთამაშე ნუცას დაუძახა,რომელიც კივილით გაიქცა მისკენ.გულში სწრაფად ჩაიკრა დაიკო და იმდენი კოცნა,სანამ ძალით არ მოიშორა ატიტინებულმა -ის ბიწი სად ალის,სენი ქმალი?ლატომ ალ მოვიდა? -იმ ბიჭს არ სცალია,რომ ეცლება აუცილებლად მოვა ხელში აიყვანა და ისე შევიდა სახლში.ქეთომ იმდენი იტირა ცაცო რომ დაინახა,დაიღვარა ცრემლებად.საერთდო არ შორდებოდა მონატრებულ შვილს -ქეთო,აცადე ბავშვ ამოსუნთქვა სანდრო გაუწყრა ცოლს და გვერდით ჩამოუჯდა აცრემლებულ გოგონას -სად იცხოვრებთ? -ჯერ-ჯერობით მაქსიმეს მშობლების სახლში,შემდეგ ჩვენი სახლიც დასრულდება და იქ გადავალთ ცაცოს ეუცნაურა სიტყვა "ჩვენი".ბოლომდე გააზრებული არ ჰქონდა,რომ უკვე გათხოვილი ქალი იყო და მხოლოდ საკუთარ თავზე აღარ უნდა ეფიქრა და ეზრუნა -დედა,ისეთი კარგი ოჯახი ჰყავს მაქსიმეს.ვახშამზე დავპატიჟეთ,საოცრად განათლებულები და მშვიდები არიან -მიხარია ასე რომ ფიქრობთ ცაცოს გულწრფელად გაეღიმა ქეთოს სიტყვებზე და მის თმებზე მოთამაშე ნუცას აწითლებულ ლოყაზე აკოცა -მეც სენთან ელთად ლომ ვიკო ალ სეილება? -დედი,ცაცო უკვე გათხოვილია და მის ქმართან,მაქსიმესთან უნდა იცხოვროს -მეც მინდა მელე მასიმესთან ნუციკო ისეთი საყვარელი იყო ცაცო ღიმილს ვერ იკავებდა -მამი,შენ მაინც იყავი რა ჩემთან,თორემ სულ გავგიჟდები გაიცინა სანდრომ და კალთაში გადაისვა დაბღვერილი შვილი -საბას არ შეხმიანებიხართ? ძლივს ამოიხავლა ცაცომ და მშობლებს გადახედა -იყო კომპანიაში მოსული,არაფერი უკითხვას შენზე სანდროს ერჩივნა მომკვდარიყო,ვიდრე ასეთი ცაცოსთვის ეყურებინა -შეგირიგდება დე,არ ინერვიულო ქეთომ სწრაფად მოხვია ხელები ათრთოლებულს და თავზე აკოცა.ცაცო ბედნიერი იყო თავის ოჯახს რომ უყურებდა,მაგრამ გული საშინლად სტკიოდა საბას გამო.ყველაფერი უნდა ეცადა და მასთან იგვე ურთიერთობა უნდა აღედგინა.რამდენიმე ნივთი აიღი თავისი ოთახიდან,ისინი რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და წაღება ვერ მოესწრო.მაქსიმეს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა,რომ შეეძლო მისთვის მიეკითხა.ბიჭმა რამდენიმე წუთში გადმოურეკა -არ მცალია,ტაქსი გამოიძახე გოგონამ ხმა ვერ ამოიღო,სახეზე ღიმილშეყინული უყურებდა მომლოდინე მშობლებს -აქ დავრჩები მაშინ ძლივს ამოთქვა და ოთახი დატოვა -არა,სახლში მიდი! ისეთი კატეგორიული იყო ნაკანი,ცაცოს შიგნეულობა ჩაეწვა -სახლში რომ დავრჩე,რა მოხდება? -ცაცო,ვერ გაიგე რა გითხარი?!სახლში წადი დაუღრინა მაქსიმემ და გაუთიშა.ცაცოს სახე დაებრიცა და უნებლიედ აუცახცახდა ტუჩები.რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი დასამშვიდებლად და მშობლებთან დაბრუნდა,დასამშვიდობებლად. ტაქსიში იჯდა და ნერვიულობისგან თითები სულ დაემტვრია.არ იცოდა,როგორ უნდა მოქცეულიყო მაქსიმეს მშობლებთან მაშინ,როდესაც ნაკანი მის გვერდით არ იქნებოდა.მძიმედ შეაბიჯა სახლში და შესასვლელში მდგარ დამხმარე ქალს გაუღიმა,მანაც ღიმილით დაუკრა თავი და ხელში შეყინული პატარა ზურგჩანთა გამოართვა -მისაღებში არიან ცაცომ მადლობა გადაუხადა მას და მისაღებისკენ წავიდა.შესასვლელშივე ესმოდა ლილეს ხმა და შვებით ამოისუნთქა -მოვიდა ჩვენი გოგო ნენემ როგორც კი დაინახა იგი,ფეხზე წამოხტა და შეეგება.ცაცოს აოცებდა ამ ქალის დადებითი ენერგია,რომელსაც წამში აფრქვევდა მის გარშემო -როგორ ხარ,რძალო? ლილემ გადაკოცნა ჩადუმებული და გვერდით ჩამოისვა.მხოლოდ ისინი იყვნენ,ანდრია არსად ჩანდა -კარგად,ლილე შენ? -მე მშვენივრად,ციტა ჯანო მაწვალებს,მაგრამ მე უფრო ბევრს ვაწვალებ გადაიკისკისა ჯაფარიძემ და აიყოლია კიდევაც დაძაბული ცაცო -ვეუბნები,ცოდოა ის ბიჭი,გაგექცევა მეთქი და არ მიჯერებს -ეჰჰ,ბიცო სადღა უნდა გამექცეს,გავაბი უკვე უღელში ცაცო ძალიან ხალისობდა მათთან.სულ მთლად დაივიწყა უხერხულობა და ისე ერეოდა მათ დიალოგში,თითქის დიდი ხანია იცნობდა.გულიანად იცინოდა თავზე მაქსიმე რომ წამოადგა.მომღიმარმა ახედა ქმარს,რომელიც ლილეს უჩეჩავდა თმებს -მამა სად არის? -კაბინეტშია,ბევრი საქმე ჰქონდა მაქსიმემ უხმოდ დაუკრა თავი ნენეს და ისე გაშორდა მათ,ცაცოსთვის არც კი შეუხედავს.რაღაც ჩასწყდა გულში,თითქოს ეწყინა ბიჭის ასეთი გულგრილობა და ვერ შემჩნევა -ლილე,დარჩები დღეს? -არა ბიცო,უკვე მომაკითხა ჩემმა პრინცმა გოგონამ ორივე გადაკოცნა და მარტო დატოვა რძალ-დედამთილი.ცაცო უხერხულად აწურულიყო დივანზე და თვალები სად წაეღო არ იცოდა -პატარავ,თუ გინდა ოთახში ადი,ჩემი არ მოგერიდოს ნენეს მშვიდმა ღიმილმა ცაცოც გაათამამა და ფეხზე წამოდგა -ღამე მშვიდობისა -ღამე მშვიდობისა,ძვირფასო.თუ რაიმე დაგჭირდება დაგვიძახე,ან მე,ან დალის თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სწრაფად აუყვა უზარმაზარ ხის კიბეებს.საოცარი სიმშვიდე იყო სახლში.მათი ოთახი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა.თავისი ჩემოდნები იქვე დახვდა.ყველაფერს მოავლო თვალი და საჭირო ნივთები წამოკრიბა.ოთახში მდებარე სააბაზანოდი შევიდა.წყალი სწრაფად გადაივლო და თხელი ხალათის ამარა გააბიჯა საძინებელში.შიშისგან წამოიკივლა იქვე ატუზულ მაქსიმეს რომ მოჰკრა თვალი -შემაშინე ამოიჩურჩულა და სახლიდან წამოღებული ჩანთიდან სახის კრემი ამოიღო.ისევ სააბაზანოში უნდა შებრუნებულიყო,მაჯაზე გავარვარებული თითები რომ შემოეხვია.დაბნეულმა ახედა ნაკანს,რომელიც უსიტყვოდ დასჩერებოდა -მოხდა რამე? -დღეს ცოტა უხეშად მოგექეცი და მაპატიე ცაცო გაოგნებული იდგა და დამრგვალებული თვალებით უყურებდა მას -არაუშავს,არ ხარ ვალდებული მომიბოდიშო ამოიჩურჩულა და სწრაფად გასცილდა ბიჭს. საწოლზე იყო ჩამომჯდარი და უშედეგოდ ცდილობდა საბასთან დაკავშირებას.ცოტაც და გული გაუსკდებოდა.ვეღარ გაუძლებდა ამდენს.რაც თავი ახსოვს საბაც ახსოვდა.არასდროს მოშორებიან ერთმანეთს და არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ერთმანეთსი გარეშე და ახლა ცაცო სრულიად მარტო იყო ამ გაურკვევლობაში.ღრმად ამოისუნთქა და ამღვრეული თვალებით ახედა აივნის კართან მდგარ ქმარს -თუ უყვარხარ ასე არ უნდა გექცეოდეს სასხვათაშორისოდ თქვა მაქსიმემ ისე,რომ მისთვის არც შეუხედავს.ცაცომ სწრაფად შეიმშრალა ლოყებზე დაგორებული ცრემლები და საწოლში შეწვა.ზურგი აქცია ნაკანს.თითქოს ის ყოფილიყო რამეში დამნაშავე.მალევე იგრძნო ბიჭის ძლიერი მკლავები,რომელებმაც აიძულა გვერდი ეცვალა -სულ მცირე ერთი წელი მაინც მოგვიწევს ერთმანეთის ატანა.იცოდე,რაც არ უნდა მოხდეს,აღარასოდეს მაქციო ზურგი! ამოთქვა ყბებდაჭიმულმა და სწრაფად შეუშვა თითები.ცაცოს მთელი სხეული უთრთოდა,აწყლიანებული თვალებით შესცქეროდა მის მწვანეებს.სუნთქვა შეუკრა ნაკანის სიტყვებმა.თითქოს,მხოლოდ მაშინ მიხვდა,რომ აწი ყოველი დილა ნაკანით დაიწყებოდ და მისით დასრულდებოდა.მაქსიმემ შუქი ჩააქრო და უხმოდ დაიკავა თავისი ადგილი.ორივემ კარგად იცოდა,რომ ძალიან გაუჭირდებოდათ ერთმანეთთან ადაპტირება.იციდნენ,უნდა მოეტყუებიათ ყველა და ყველაფერი. დილით მაქსიმეს ბურდღუნმა გამოაღვიძა.თვალები ძლივს დააშორა ერთმანეთს.ბიჭი კარადაში გამალებით იქექებოდა და უაზროდ ჯუჯღუნებდა.ცაცო იდაყვებს დაეყრდნო და წელს ზემოთ შიშველი ქმარი აათვარიელა,ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თავს აიძულა უადგილო ფიქრები დაეიგნორებინა -დახმარება გჭირდება? ხმადაბლა ჰკითხა და ფეხზე წამოდგა -პერანგს ვერ ვპოულობ ამოისისინა მქსიმემ და მემილიონჯერ გადაათვარიელა გასუფთავებული და იდეალურად გაუთოვებული პერანგები -როგორ გამოიყურება? -აუუუ,თეთრია და შავი ღილები აქვს ამოიწუწუნა ბიჭმა და თავზე გადაისვა ხელი -ჯანდაბა,მაგვიანდება და ანდრია მომკლავს ცაცოს გაეცინა და ახლა თვითონ აიტუზა კარადის წინ.საოცარი სურნელი ტრიალებდა ოთახში.ძვირადღირებული სუნამოსა და მაქსიმეს დამახასიათებელი ამოუცნობი სურნელი.თავი სწრაფად გააქნია და პერანგებს მიუბრინდა.მალევე მიაგნო თეთრ,შავ ღილებიან მატერიას და ნაკანს აუფრიალა ცხვირწინ.ბიჭი გაოგნებული უყურებდა პოტენციურ მშველელს -მელე ჩაიცვი,თორემ დაგაგვიანდა გაუღიმა და თავად მოაცვა პერანგი.ღილებიც შეუკრა და საყელოც გაუსწორა -მადლობა ამოთქვა მაქსიმემ და შუბლზე სწრაფად აკოცა გაკრეჭილ ცოლს,შემდეგ კი ისეთი სისწრაფით გავარდა სახლიდან ცაცომ ხმამაღალი სიცილი ვერ შეიკავა.შაბათი იყო,ამიტომ თავისუფალი დრო ჰქონდა და შეეძლო თავისი ნივთები დაებინავებინა.პირველ რიგში,მოწესრიგდა და ოჯახის წევრების მონახულება გადაწყვიტა.სახლში არავინ იყო მასსა და დალის გარდა -ნენე კლინიკაში წავიდა,დაგიბარა აუცილებლად ჭამეო დალიმ გაუღიმა და მაგიდა სწრაფად გაუწყო. გოგონა თითქმის მთელი დღე ოთახში იყო.ტანსაცმელს ალაგებდა და თან გაბრაზებულ ტასოს ელაპარაკებოდა -ხვალ გნახავ აუცილებლად -არ მნახავ და საერთოდ დამივიწყე ცაცოს ეღიმებიდა დაქალის ბავშვურობაზე -ის ლილე ხო კარგად ნახე -ტასო,რა გჭირს?როდიდან გახდი ასეთი?კარგად იცი რა მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემთვის და ზედმეტად რატომ ნერვიულობ? -აბა ძალიან მომენატრე და რა ვქნა? -მეც ძალიან მომენატრე ამოთქვა და ცრემლები რომ შეეკავებინა რამდენიმეჯერ სწრაფად ააფახუნა თვალები. საღამომდე სიწყნარე იყო ნაკანების სახლში.ჯერ ნენე დაბრუნდა შინ,შემდეგ მაქსიმე და ანდრია,რომლებსაც სწრაფადვე მოჰყვათ ლუკა -სალამი რძალს გაიცინა ბიჭმა და სწრაფად მოეხვია გაღიმებულ ცაცოს -ხო არ გაბრაზებს მაქსიკო? წარბები აუთამაშა გოგონას და მხრებზე მოხვია ხელი -ლუკა,გამოეთრიე აქეთ დაუსისინა მაქსიმემ და ისეთი სახით შეხედა,ბიჭი სწრაფად გასცილდა ახითხითებულ ცაცოს -როგორ მატერორებს ხედავ?სულ არ ვეცოდები ამოთქვა ლუკამ და არარსებული ცრემლები შეიმშრალა -ნუ ხარ მასხარა ანდრიამაც გაიცინა და ცოლს მიუჯდა გვერდით,რომელიც სწრაფად მოეხვია -ჩემს გარეშე აქაურიბა გამოქვაბულია ცაცო ვეღარ იკავედა სიცილს ლუკას ტინგიცზე და პირზე ხელაფარებული იდგა შუა ოთახში -აუუუ,გაჩუმდი რაა ამოიწუწუნა მაქსიმემ და სიცილისგან გაწითლებულ ცაცოს აესვეტა წინ -როგორ ხარ? -კარგად მხრები აიჩეჩა გოგონამ და მკრთალად გაუღიმა -ხვალ ტასოს სანახავად უნდა გავიდე და იმედია პრობლემა არ იქნება -არანაირი,ხვალ მეც ბიჭებთან გავდივარ და გაგიყვან სადაც მეტყვი ცაცომ თავი დაუქნია ქმარს და სამზარეულოში შესულ ნენეს უკან გაჰყვა.დიდი ძალისხმევის შემდეგ,გოგონამ ძლივს დაითანხმა ნენე და თავადაც მიეხმარა მაგიდის გაწყობაში. მაქსიმემ ერთ-ერთ კაფეში დატოვა,იქ სადაც ტასო ელოდა.გოგონა იმდენად ბედნიერი იყო დაქალის ნახვით,საერთოდ არ მოშორებია და სუროსავით შემოხვეულიყო მასზე -აბა,როგორია ცოლის სტატუსი? -რავიცი,ჩვეულებრივი -ჩვეულებრივი რას ნიშნავს,ცაცო? ტასომ იმხელაზე ასწია ცალი წარბი,ცაცოს სერიოზულად შეეშინდა თმებში არ ჩაჰკარგვოდა -იდიალური ოჯახი ჰყავს მაქსიმეს,საერთოდ ვერ ვგრძნობ დაძაბულობასა და უხერხულობას -და თვითინ მაქსიმე როგორია? -რაღაცნაირი.საშინლად ცვალებადი ხასიათით,საშინლად მიმზიდველი,თითქოს მშვიდი,მაგრამ საოცრად ამაღელვებელი,გასაგიჟებელი მწვანეებით ცაცო ერთ ადგილს მიშტერებოდა და დაპროგრამებულივით აღწერდა მის თვალწინ წარმოდგენილ ნაკანს -თვალები გიბჭყვიალებს ტასომ გაიცინა და ლოყაზე აკოცა პირდაღებულ დაქალს.დიდხანს არ დარჩენილან კაფეში.სეირნობა არჩიეს.მშვიდად მიუყვებოდნენ ქუჩას და უამრავ რამეზე საუბრობდნენ -რაღაცას გეტყვი,ოღონდ არ აწიკვინდე ტასომ თვალები დაუქაჩა ინტერესით მომზირალ ცაცოს და მსუბუქად ჩაახველა -შენი ქორწილის შემდეგ,რამდენიმეჯერ შემთხვევით შევხვდით მე და თორნიკე ცაცოს წამოყვირება უნდოდა გაოცებისაგან,მაგრამ დაქალის თითებმა შეაჩერა,რომლებიც ტუჩებზე აჰკვროდა -მადროვე დავასრულო!მე და ჩემი გიჟპოეტა გიორგი ვიყავით ბარში და იქ შემხვდა.მომიკითხა,მერე გიორგისაც გადახედა წარბაწევით და გაგვშორდა.შენს თავს ვფიცავარ,მთელი საღამო მის მზერას ვგრძნობდი.ისე მაფორიაქებდა ერთ ადგილას ძლივს ვჩერდებოდი.მეორედ უნივერსიტეტთან შემხვდა,ლამაზ გოგოსთან ერთად იყო.შორიდან დამიქნია ხელი,არც კი მოსულა -ვაიმე,ტასო მიგაკლავ სადღაც.პირველ რიგში,რატომ არ ვიცოდი ავადმყოფი გიორგი ისევ თუ გამოჩნდა?!და თორნიკე ღმერთოო,როგორ ვერ მივხვდი,რომ მოეწონე ცაცომ მაინც ვერ დაიმორჩილა ხმის ტემბრი და იმხელაზე გაჰყვიროდა შუა ქუჩაში,ყველა მათ უყურებდა -გაჩუმდი გოგო ჩაისისინა ტასომ და ისე უჩქმიტა ხმა საერთოდ ჩააგდებინა -გიორგიც მოულოდნელად დაბრუნდა,მართლა გიჟი და ავადმყოფი კი არის,მაგრამ ცოდოა,ამდენი წელია ვუყვარვარ და თორნიკე კიდევ მართლა მოულოდნელობაა ჩემს ცხოვრებაში -ქორწილის ღამეს მეწუწუნებოდა,ტასო ყველას ეცეკვა ჩემს გარდაო,საეროდ არ მიმიქცევია ყურადღება ცაცო გაბადრული ბუტბუტებდა და ლამის დაფრინავდა კი არ დადიოდა -უხეში რომ არ იყოს,ვეცეკვებოდი ჩაიდუდღუნა ტასომ და ცხვირი მაღლა ასწია -არ უთხოვია,წამოდი ვიცეკვოთი,მიბრძანა.ვინ ვგონივარ ერთი -ჩემო ლამაზო,აგიდუღდა ჰორმონები? -აუუუ,ნუ ბოდიალობ რაა.თორნიკეს ნაირი მილიონი გამოჩნდება -კარგი,ვჩუმდები გაიცინა ცაცომ და დაბღვერილ დაქალს ლოყაზე აკოცა. სახლში რომ დაბრუნდა მაქსიმე არ დახვდა.ნენე და ანდრია ორივე კაბინეტებში იყვნენ შეკეტილნი და მუშაობდნენ,როგორც ყოველთვის.ოთახში ავიდა.თავადაც უნდა მომზადებულიყო უნივერსიტეტისათვის.დუშის ქვეშ იდგა და ცხელი წყლით ნებივრობდა,სააბაზანოს კარი რომ შეუღეს.შიშისგან ხმაც კი ვერ ამოიღო. დაბნეულმა და სულ მთლად აწითლებულმა ახედა წარბებაწეულ მაქსიმეს -უკვე ძალიან დიდი ხანია გირეკავენ და იქნებ საჩქაროა ამოთქვა ბიჭმა და ურცხვა აათვარიელად კედელზე ატუზული,გახევებული ცაცო -ახლავე გამოვალ ძლივს ამოიხავლა და იქვე დაკიდებულ პირსახოცს დასწვდა.სირცხვილისგან თვალიც კი ვერ გაუსწორა იქვე მჯდარ ქმარს.მობილური აიღო და შემოსული ზარები შეამოწმა.ტასოს ლამის აეფეთქებინა ის.მაშინვე გადაურეკა,შეეშინდა რამე სერიოზული არ ყოფილიყი -ვაიმეე,ცაცო გული მაქვს გახეთქვაზე -ნუ კივი და ნორმალურად ამიხსენი რა ხდება ცაცომ ტელეფონი უკან გასწია,თორემ აშკარად დაყრუვდებოდა -გიჟპოეტა უნდა მენახა შენ რომ დაგემშვიდობე და კაკრას ქუჩას კვეთდა გიორგი წინ არსაიდან თორნიკე რომ გადმომიხტა.ისეთი სახით დამყურებდა კინაღამ მოვკვდი იქვე.ცაცო,აღარ მჯერა მე ამდენი დამთხვევების ძლივს სუნთქავდა გოგონა,მაგრამ ისევ ბოლო ხმაზე გაჰკიოდა.ცაცოს ნაკანის შერცხვა,რომელსაც აშკარად ესმოდა ტასოს ლაპარაკი,ან ვინ ვერ გაიგონებდა ლამის ბგერითი ვიბრაციების გამო,მიწისძვრა მოახდიან -ნუ ყვირი მეთქი და დამშვიდდი.ახლა სად ხარ? -ჯანდაბაში,სახლში ავდივარ -რამე გითხრა? -ამ შუა ღამისას რას დადიხარ ქუჩაშიო.მერე უბოდიშოდ დამავლო ხელი და მისი ჯართისკენ წამიყვანა,სახლში მიგიყვანო.ისე გავლანძღე,ისე გავლანძღე ამის შემდეგ თუ კიდევ გამოჩნდა,ბიუსტს დავუდგამ საფლავზე ტასოს ისეთი ტონი ჰქონდა,თითქოს უკადრებელი აკადრესო -გაჩუმდი გოგო,რაებს ბოდავ!ყველგან როგორ უნდა გამოავლინო შენი ოფოფები,ცოტა ნაზად მოიქეცი -ვაიი,ნაზად მოქცევას ვანახებ მე მაგას.ვინ ეკითხებოდა,რომ მიმარბებინებდა?!ეს დებილი გიორგი კიდე უყურებდა დოყლაპიასავით ცაცოს სიცილი ვერ შეიკავა და გემრიელადაც გადაიკისკისა -ტასო,ახლა დამშვიდდი,გთხოვ.ხვალ გნახავ უნივერსიტეტში ამოილაპარაკა და ტელეფონი გვერდით გადადო.სავარძელში ჩამჯდარ მაქსიმეს გახედა,რომელიც ფურცლებს ჩაჰყურებდა,მაგრამ ტუჩის კუთხეში გაპარულმა ღიმილმა უღალატა -ძალიან საყვარელია ღიმილით ამოთქვა და ქვევიდან ახედა საცოდავად მომზირალ ცაცოს -თორნიკეს ხომ არაფერი უთქვამს? -მხოლოდ ის,რომ შენი მეგობარი ძალიან მოსწონს -რა შარში გაჰყო თავი ცაცომ გაიცინა და სველ თმაზე გადაისვა თითები -თმა გაიშრე და დაიძინე უთხრა მაქსიმემ და ისევ თავის ფურცლებს მიუბრუნდა.ცაცო იწვა და ისე უყურებდა სათვალემორგებულ ქმარს,რომელსაც წარბები შეეკრა და ფანქარი ტუჩებს შორის მოექცია.იმდენად სექსუალური იყო გოგონა თვალს ვერ აშორებდა,ქვედა ტუჩი სულ მთლად დაეჭამა.რამდენიმეჯერ ღრმად ამოისუნთქა ქმრის ყურადღება რომ მიებყრო,მაგრამ ამაოდ.ბოლოს გაბრაზდა და საწოლის გვერდით,ტუმბოზე დადებული სანათი გააქრო,ბალიშს შემოხვია მკლავები და თვალები დახუჭა.რამდენიმე წუთში საწოლი რომ დაიწია,ღიმილი ვერ შეიკავა და თავი სწრაფად გაატრიალა.მაქსიმეს გავარვარებულ მკლავს წელზე გრძნობდა და ამოსუნთქვას ძლივს ახერხებდა. ყველამ ერთად ისადილეს.ცაცო თვას ვერ სწყვეტდა სმოკინგში გამოწყობილ ქმარს,რომელიც ანდრიას რაღაცას უხსნიდა და ლუკას კომენტარებს მაქსიმალურად აიგნორებდა -მე შეხვედრაზე მაგვიანდება,უნივერსიტეტში ლუკა გაგიყვანს ნაკანმა ნაზად აკოცა ლოყაზე და სახლიც დატოვა.ცაცო მთელი გზა ბოლო ხმაზე კისკისებდა ლუკას ხუმრობებზე -საღამოს მაგარ რაღაცას მოგიყვები შენს ქმარზე,ოღონდ მასთან ერთად გაუცინა და მანქანა შენობის წინ შეაჩერს -მადლობა ცაცომ ლოყაზე აკოცა და სწრაფად გადახტა მანქანიდან. ტასო მთელი დღე გაუჩერებლად ლანძღავდა თორნიკეს,რაზეც ცაცო ღიმილს ვერ იკავებდა -თუ გაწუხებს,შემიძლია მაქსიმეს ვუთხრა და გპირდები,აღარასოდეს გაგეკარება გოგონა კარგად ხვდებოდა დაქალის აფორიაქების მიზეზს და ცოტა "შეფურცხუნება" გადაწყვიტა -არა,სულ მასეც არაა საქმე ტასო ისე გაინაზა ცაცოს სიცილი მთელ შენობას ესმოდა. ბოლო პერიოდში მაქსიმე ადრე გადიოდა სახლიდან და გვიან ბრუნდებოდა.ნაკანი ან სულ მუშაობდა,ან ეძინა.ცაცო ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა და სწავლას აგრძელებდა. ერთ ასეთ საღამოს ცაცო მაგიდასთან იჯდა და ეკონომიკის უაზრო საგანს ჩაშჩერებოდა.სახე საცოდავად დაემანჭა და ცოტა აკლდა ატირებამდე.მაქსიმე სიგარეტის მოსაწევად იდგა აივანზე და იქიდან აკვირდებოდა გაწამებულ ცოლს.გულმა ვერ გაუძლო ასეთის ყურებას და თავზე მალევე წამოადგა.ზურგს უკან დაუდგა.ხელები მის გარშემო, მაგიდაზე დააწყო და მარჯვენა ლოყა თავზე მიაყრდნო -რატომ გაქვს ნაწამები სახე?! სიცილით ჰკითხა ცაცოს,რომელმაც დასაკლავი კრავის თვალებით ახედა -საერთოდ ვერ ვხვდები რა საჭიროა ეკონომიკის საგანი ჩემთვის ამოიტირა გოგონამ და კიდევ ერთხელ ჩახედა უზარმაზარ წიგნს -კარგი,დამშვიდდი.მითხარი რა ვერ გაიგე და აგიხსნი -მაქსიმე,მთელი წიგნი ვერ გავიგე და არ მესმის -მთელ წიგნს ამ საღამოს ვერ აგიხსნი ბიჭმა ხმა ვერ დაიმორჩილა და ხმამაღალი სიცილი დაიწყო.ცაცო ამაზე სულ მთლად გაბრაზდა და მისი მოშორება სცადა,მაგრამ აქნეული ხელები ნაკანმა დაუკავა და პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა -კარგი,ახლა შევეცდები მარტივად აგიხსნა და თუ რამეს გაუგებრად ვიტყვი,აუცილებლად გამაჩერე იქვე სავარძელში ჩაეშვა,წიგნი მუხლებზე გადაიდო და სათვალე მოირგო.ცაცო პირღია უსმენდა ქმარს,რომელიც იმდენად მიმზიდველი იყო კინაღამ წამოდგა და წიგნის ადგილას თვითონ დაჯდა.თავი სწრაფად გააქნია ურცხვი ფიქრების გასაფანტად და ყველანაირად ეცადა საძულველ ეკონომიკაზე კონცენტრირებულიყო -ცაცო,მისმენ? მაქსიმემ თითები ცხვირწინ აუფრიალა მაგიდაზე ნიკაპჩამოყრდნობილ ცოლს,რომელიც მაშინვე გასწორდა -ჰო,გისმენ -თუ საკუთარ თავს არ დააძალე,ვერასდროს ვერაფერს ვერ გაიგებ ორი წლის ბავშვივით დატუქსა და ისევ ახსნა განაგრძო.ორ საათზე მეტი გაუნძრევლად ისხდნენ.ცაცოს უკვე ფიზიკურად აღარ შეეძლო ამდენის მოსმენა -გავიგე უკვე ყველაფერი,თან საშინლად დავიღალე ამოიწუწუნა და ფეხზე ძლივს წამოდგა.მისმა მალებმა სასიამივნო ტკაცანი გაიღო და ისიც მოდუნდა -იმედია მართლა გაიგე ამოთქვა მაქსიმემ და წიგნი მაგიდაზე გადადო.სათვალე მოიხსნა და ქვევიდან ახედა ცოლს -დრო რომ გექნება სახლი ვნახოთ,ცოტაც და დასრულდება რემონტი -რა საჭიროა აქედან გადასვლა? -ასე უფრო თავისუფლად ვიქნები ამოიჩურჩულა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა.ფანჯარასთან დადგა და ტუჩებში მოქცეულ სიგარეტს მოუკიდა.ცაცო სააბაზანოდან რომ გამივიდა მაქსიმე ოთახში არ დახვდა.იქაურობას მოავლო თვალი და დაინახა კიდევაც აივანზე გასული ნაკანი,რომელიც ტელეფინზე საუბრობდა.შუქი ჩააქრო და დასაძინებლად დაწვა.ძილბურანში იყო ცივი სხეული რომ მიუწვა გვერდით.უსიამოვნოდ შეიშმუშნა და ეცადა არ გამოფხიზლებულიყო.ისედაც გვიანი იყო და მერე გაუჭირდებოდა დაძინება. მხოლოდ დილით გაიგო რომ მაქსიმე რამდენიმე დღით გადიოდა ქალაქიდან.ეწყინა ბიჭმა ეს აქამდე რომ არ უთხრა,მაგრამ არ შეუმჩნევია.უხმოდ დაემშვიდობა ქმარს და მომღიმარ ნენეს თავადაც გაუღიმა.ის დღეები სახლში დაბრუნება და იქ დარჩენა გადაწყვიტა.ქეთო ძალიან ბედნიერი იყო,მაგრმა ამავდროულად ეუბნებოდა,რომ ქმრის სახლი ასე არ უნდა მიეტოვებინა,თუნდაც ის შინ არ ყოფილიყო -კარგი დედა,გავიგე ამოთქვა გოგონამ და ნუციკოს დაუკოცნა გემრიელი ლოყები -დიდქანს დალცი ლააა -ვნახოთ რამდენ ხანს იქნება ჩემი ქმარი უჩემოდ გაიცინა ცაცომ და დაბღვერილ ქეთოს თვალი ჩაუკრა.მეორე დილით ტასომ გამოუარა და მასთან ერთად წავიდა უნივერსოტეტში.მთელი დღე უცნაურად გრძნობდა თავს.თითქოს,რაღაც აწუხებდა შინაგანად.ლექციები რომ დაუსრულდა ტასოს უნდა შეხვედროდა,რომელიც ეზოში ელოდა.კურსელებს დაემშვიდობა და ღიმილით გააბიჯა შენობიდან.გული კინაღამ გაუსკდა იქვე მანქანაზე მიყრდნობილი საბა რომ დაინახა.აკანკალებული ხელით დაეყრდნო მოაჯირს და ძლივს გადადგა რამდენიმე ნაბიჯი -შენთან ლაპარაკი უნდა,გაყევი ყურში უჩურჩულა გვერდით ამომდგარმა ტასომ და სწრაფად წაიყვანა ბიჭისკენ.საბას არაფერი უთქვამს,უხმოდ დაიკავა თავისი ადგილი და ტასოს გაუღიმა,რომელმაც გაფითრებული ცაცო მანქანაში ჩასვა და საბას ხელი დაუქნია.სულ მთლად კანკალებდა და გაყინულ თითებს მუხლებზე დადებულ წიგნებს გამეტებით უჭერდა.მთელი გზა უხმოდ მგზავრობდნენ.საბამ მთაწმინდაზე აიყვანა.იქ სადაც,მთელი ბავშვობა ჰქონდათ გატარებული,სანამ საფრანგეთში წავიდოდნენ.ძლივს იკავებდა თავს მოთქმით რომ არ ეტირა -ვეღარ ავიტანე უშენობა სიჩუმე საბას ჩამწყდარმა ხმამ დაარღვია.ცაცომ ძლიერად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს და ამით შეეცადა ცრემლების შეკავებას -მთელი არსებით მიყვარხარ!ცაცო,ვერასდროს წარმოვიდგენდი თეთრ კაბაში გამოწყობილი სხვას თუ გაჰყვებოდი ცოლად და საკურთხეველთან ჩემ გვერდით არ იდგებოდი.იმ დღეს მინდოდა მომკვდარვიყავი შენი ფოტოები რომ ვნახე.ცაცო,მიყვარხარ მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრებაა და გეფიცები,ასე მგონია გული ამომაცალეს და ხელში დამაკავებინეს.მე ვერ გადავიტან უშენობას... ცაცო უკვე ტიროდო.კალთა სულ დასველებოდა მდუღარე ცრემლებით.თოთქოს,მხოლოდ მაშინ გაიაზრა,რომ საბა მისი მეგობარი არასდროს ყოფილა,ის ყოველთვის მეგობარზე მეტი იყო.ამას მარტო ახლა მიხვდა და მთელი შიგნეულობა აეწვა.ათრთოლებული თითებით იწმენდდა ცრემლებს და ტუჩს კბილებით იჭერდა ხმის შესაკავებლად -შენი თავი წამართვი.მე მხოლოდ ეს ვერ გაპატიე ცაცო ხმას ვერ იღებდა,ან რა უნდა ეთქვა,ცოტა ხანში მაქსიმეს გავშორდები და შენ მომიყვანე ცოლადო?!იჯდა გაყინული და საკუთარ თავს ვერ პატიობდა საბას დაკარგვას.შეკრთა ბიჭის თითები რომ იგრძნო მკლავზე.თვალები გაახილა და მომღიმარს გადახედა -მიყვარხარ და ვეღარ ვეგუები საკუთარ თავ ცაცოს გარეშე ამოიხავლა საბამ და გულში ჩაიკრა აზლუქინებული გოგონა.თითქოს,დრო გაჩერდაო იმდენ ხანს ისხდნენ ასე.ბიჭი მონოტორულად უსმევდა თითებს მის რბილ თმას და დრო და დრო თავზე ჰკოცნიდა -იმედია როდესმე მაპატიებ ძლივს ამოთქვა ცაცომ და ნაზად აკოცა ლოყაზე მზერაამღვრეულ ბიჭს -გულის სიღრმეში დიდი ხანია გაპატიე ცაცომ თვალები მაგრად დაუჭა საბას ტუჩები თავისაზზე რომ იგრძნო.იმ წამს საერთოდ ვერაფერზე ფიქრობდა.ვერც ნაკანზე,ვერც გათხოვილის სტატუსზე და ვერც საკუთარ ღირსებაზე.მხოლოდ საბას არომატულ ტუჩებსა და გახურებულ თითებს გრძნობდა,რომლების წელზე მჭიდროდ მოხვეოდა.ბიჭმა შუბლი ძლიერად მიაჭირა მის შუბლს და ღრმად ჩაისუნთქა ცაცოს სურნელი -ვიცი,გათხოვილი ხარ და ამას არ უნდა ვაკეთებდე,მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებ ამოიხავლა და კიდევ ერთხელ აკოცა ახურებულ გოგონას.ცაცოს მხოლოდ მაშინ შეახსენა თავი მის არა თითზე მორგებულმა საქორწინო ბეჭედმა და დენდარტყმულივით მოშორდა ბიჭს -სახლში წამიყვანე,გთხოვ ამოთქვა ათრთოლებული ხმით და ყველანაირად ეცადა გულისრევის შეგრძნება დაეიგნორებინა. სახლში მისვლისთანავე ოთახში შეიკეტია.მთელი არსებით სძულდა საკუთარი თავი.საბას შეხება,რომ ახსენდებოდა მთელი სხეული უცახცახებდა და გულ-მუცელი ეწვოდა.არ უნდოდა მაქსიმე ქალაქში დაბრუნებულიყო და ისევ მისი ცოლი ყოფილიყო.საკუთარ თავს იწყევლიდა,იმ დღეს ბარში რომ წავიდა მეგობრის დაბადების დღეზე.ნანობდა,მართლა გულით ნანობდა იმ ღამეს,მაგრამ სინანული ვერაფერს უშველიდა და ეს თავადაც კარგად იცოდა. მაქსიმე ოთხ დღეში დაბრუნდა.ცაცო უნივერსიტეტიდან პირდაპირ ნაკანების სახლში მივიდა.დალიმ უთხრა,რომ ბიჭს ეძინა.მასაც არ სურდა გაეღვიძებინა და ეზოში დაჯდა.იდეალური ამინდი იყო.მზე საოცრად ათბობდა იქაურიბას.ცაცოც მოწნულ სკამში იჯდა და სიმშვიდით ტკბებოდა.თავლები დაეხუჭა და ხის ფოთლებიდან მომზირალ მზის სხივებს ემალებოდა,რომლებიც სახეზე ეცემოდა.წარბები უკმაყოფილოდ შეკრა თბილი სხივები რომ დაუჩრდილეს და თვალები ნელა გაახილა.წინ მაქსიმე ედგა,რომელსაც თმა სასაცილოდ გასჩეჩვოდა და სახეზე ეტყობოდა გამოუძინებლობა -გამარჯობა ამოიჩურჩულა გოგონამ და ძალით გაუღიმა მის წინ ჩამომჯდარს -რატომ წახვედი სახლიდან? ნაკანის ზედმეტად მკაცრმა ტონმა შეაკრთო -არ მქონდა უფლება,ჩემს მშობლებთან მივსულიყავი? -ეგ არ მიგულისხმია და გადასხვაფერებას ნუ ცდილობ!დაუკითხავად რატომ წახვედი? ცაცო დაიბნა.არ იცოდა რა უნდა ეპასუხა და მზერა აარიდა ბიჭის ჩამუქებულ მწვანე თვალებს -შენ და საბა შერიგებულხართ,გილოცავ მაქსიმეს იმდენად ცივი და სარკასტული ხმა ჰქონდა,ცაცო შეცბა. იგრძნო როგორ დაეჭიმა მთელი სხეული -მეორეჯერ დაუკითხავად წასვლა არსად გაბედო! ამოისისინა ნაკანმა და სწრაფად გასცილდა სუნთქვაშეკრულ ცოლს.ცაცო ვერ ინძრეოდა.შეშინებული აცეცებდა დამრგვალებულ თვალებს და არ იცოდა როგორ უნდა ემართლა თავი მაქსიმესთან.თვალწინ საბა ედგა,რომელიც მთელი ამ დღეების მანძილზე გვერდიდან არ მოშორებია და ისევ ისე ეფერებოდა და ექცეოდა როგორც ადრე.გააჟრჟოლა.საკუთარი თავის შერცხვა ასე რომ იქცეოდა.მაქსიმე მაინც მისი კანონიერი ქმარი იყო და უფლება არ ჰქონდა ასე მოქცეულიყო.თავი უკანასკნელი კახპა ეგონდა.მანამ იჯდა უკანა ეზოში,სანამ მომღიმარი ნენე არ დაადგა თავზე.უკვე დაღამებულიყო.ვერც კი გაიგო დრო ისე ჩქარა გავიდა -ცაცო,ძვირფასო არ შეგცივდეს სახლში შემოდი ქალმა თავზე გადაუსვა ხელი გაფითრებულს და ღიმილით გაშორდა.მაქსიმე მისაღებში იჯდა და გვერდით ჩამომჯდარ ჯანოს რაღაცას უხსნიდა -სალამი რძალო -გამარჯობათ ამოთქვა გოგონამ და იქ მყოფებს მოავლო თვალი.ლილე რაღაცაზე ეჩხუბებოდა ლუკას და ისიც არ ასვენებდა.თორნიკეს გვერდით ჩამოჯდა და მაქსიმეს გადახედა.ბიჭს საერთოდ არ შეუმჩნევია ოთახში შესული ცოლი.ნერვიულობის დასაფარად გაკრეჭილ თორნიკესთან გააბა საუბარი ტასოზე,რომელიც ნერვულ სისტემას აგლეჯდა გამყრელიძეს.გვიან წავიდნენ სტუმრები.მაქსიმე უხმოდ ავიდა ოთახში.ცაცო დალის და ნენეს რომ მიეხმარა მაგიდის ალაგებაში უკან მიჰყვა ქმარს.ნაკანი საწოლთან იდგა წელს ზემოთ შიშველი და ტელეფონს ჩაშჩერებოდა ინტერესით.წამიერად შეხედა კარებთან ატუზულ ცაცოს და კომოდზე დადებულ პატარა შეკვრას გადასწვდა.გახსნა და შიგნიდან რამდენიმე ფოტოსურათი ამოაძვრინა.საწოლზე დაყარა და ცოლს გადახედა მწველი მზერით -ვიცი,ეს ქორწინება ფარსი და არაფრის მომცემია,მაგრამ ღალატი ყველაზე ამაზრზენი რამაა.მეზიზღება მოღალატე ადამიანები,მით უმეტეს ქალები მაქსიმეს იმდენად ზიზღნარევი და ცივი ხმა ჰქონდა,ცაცომ იგრძნო როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში და როგორ აეწვა მთელი სახე.ნელა მიუახლოვდა საწოლს და ფოტოებს დააჩერდა,რომლებზეც თავად და საბა იყვენ გამოსახულნი.ერთ-ერთ კაფეში იყო გადაღებული.საბას ცაცოზე ჰქონდა ხელი მოხვეული და ჰკოცნიდა.გოგონამ იგრძნო ჟანგის გულისამრევი გემო პირში და რომ არ წაქცეული იქვე ჩამოჯდა.მთელი სხეული უკანკალებდა -ხვალ ან ზეგ გადავალთ აქედან,სახლი არ დასრულებულა,მაგრამ საცხოვრებლად ივარგებს.არ მინდა ჩემმა ოჯახის წევრებმა ამ მასკარადს უყურონ.მერე კი,რამდენიმე თვეში შენ და საბა აუხსნით შენს მშობლებს სიტუაციას და გავშორდებით კბილებს შორის გამოსცრა ბიჭმა და სწრაფად დატოვა ოთახი.არ იცოდა რაზე უფრო გაბრაზდა,იმაზე სახლხი მასზე ზურგს უკან რომ იჭორავებდა,თუ იმაზე რომ ცაცო,თავისი ცაცო სხვის გვერდით უფრო ბედნიერი იყო ვიდრე მასთან.მთელი ღამე განათებულ ეზოში იჯდა და აჩქარებულ გულისცემას ვერაფრით იმშვიდებდა. ცაცო განძრევას ვერ ახერხებდა.გრძნობდა,როგორ უსველდებოდა ლოყები ცხელი ცრემლებით,მაგრამ დაბუჟებულ სხეულს ვერაფერს უხერხებდა.ცხოვრება თავზე ენგრეოდა და არაფერის გაკეთება არ შეეძლო.ამით მაქსიმეს ღირსებას საბოლოოდ გადაუსვა ხაზი,რაც გზის დასასრულს ნიშნავდა.თვალწინ ედგა ნაკანის აკიაფებული,ზიზღჩამდგარი ჭაობისფერი თვალები.არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.როგორ უნდა აეხსნა ეს ყველაფერი მისი ოჯახისთვის,ან თუნდაც საბასთვის.იმის იმედი მაინც ჰქონდა,რომ საბას მართლა გულწრფელად უყვარდა და ხელს არ ჰკრავდა,ზურგს არ შეაქცევდა. თენდებოდა მაქსიმე ოთახში რომ შებრუნდა.ცაცო ისევ ისე იჯდა,სულ მთლად გაფითრებული და გაყინული.ძლივს ახედა წარბაზიდულ ქმარს და ცრემლების ახალმა ტალღამაც არ დააყოვნა -დაიძინე,ამას აღარაფერი ეშველება -მე არ მინდოდა ასე გამოსულიყო...უბრალოდ -ნუ მიხსნი.არ ვაპირებ ეჭვიანი ქმარივით გსდიო კუდში და გავიგო რას აკეთებ!იცოდე,ოდნავ მაინც რომ გაჟონოს ამ ყველაფერმა და ჩემს ოჯახის წევრებს გული ეტკინოთ,მწარედ განანებ! მაქსიმემ ზურგი შეაქცია ცოლს და ვითომაც არაფერიო ისე დაიკავა თავისი ადგილი საწოლში.სინამდვილეში ახრჩობდა ცაცოს მოკლული მზერა და ის ფაქტი,რომ საბასთან ურთიერთობა არ უარყვია.გულით სჯეროდა,რომ ერთმანეთს მიეჩვეოდნენ და განქორწინება საჭირო არ გახდებოდა.მაგრამ იმ ფოტოებმა,რომლებიც ქალაქში არ ყოფნის დროს მიიღო,საბოლოოდ გაუქრო ყველაფრის იმედი. როგორც კი გათენდა მაქსიმემ გამოაცხადა,რომ გადადიოდნენ.ნენეს შოკი ჰქონდა.არ ესმოდა ასე მოულოდნელად რატომ გადაწყვიტეს წასვლა და შვილს ეხვერწებოდა კიდევ ცოტა ხნით დარჩენილიყვნენ,მაგრამ მაქსიმე კატეგორიული იყო. საღამოს ოჯახური ვახშამი გემართეს,სადაც,რა თქმა უნდა,ცაცოს მშობლებიც დაპატიჟებულები იყვნენ ტასოსთან ერთად -თუ გინდა საბაც მოვიდეს ცალყბად გაიღიმა მაქსიმემ და სარკიდან გახედა სპილოსძვლისფერ კაბაში გამოწყობილ ულამაზეს ცოლს.ცაცომ ვერაფერი უპასიხა.ნერვიულად დაისვა ახურებულ ლოყებზე თითები და ოთახი სწრაფად დატოვა. თორნიკეს მამა,გაბრიელი იმდენად მხიარული და ცანცარა იყო,ცაცო მიხვდა ლუკას სიტინგიცე ბიძასგან ერგო.საოცარი საღამო იყო.ცაცო ძალიან ხალისობდა ერთმანეთში მოკინკლავე თორნიკესა და ტასოზე,რომლებიც გვერდიგვერდ ისხდნენ -და ბავშვს როდის აპირებთ? ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ ლილეს დედამ ის შეკითხვა არ დასვა,რომელმაც დაშალა და დაანგრია მაქსიმე და ცაცო.გოგონამ ნერვიულად გაიღიმა და წარბებშეკრულ ქმარს ახედა,რომელიც ჭიქას გამეტებით უჭერდა თითებს -შვილის ყოლა არ გვინდა ძლივს ამოთქვა ნაკანმა.სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.ცაცომ ამღვრეული მზერით გადახედა მშობლებს,რომლებსაც ცოტა აკლდათ გულის შეტევამდე.არა ნაკლებ ცუდად გამოიყურებოდნენ ანდრია და ნენე -რას ქვია,შვილის ყოლა არ გინდათ? ანდრიას მუდამ მკაცრი,ძლიერი ხმის ტემბრი სადღაც დაჰკარგვოდა -არ გვინდა ახლა ამაზე საუბარი! -მაქსიმე რას ამბობ,თუ ხვდები? ნენე ტიროდა და ათრთოლებული თითებით იწმენდდა ლოყებზე დაგორებულ ცრემლებს -ცაცო,რა ხდება არ აგვიხსნი? სანდროს სასოწარკვეთილმა ხმამ კიდევ უფრო ააფორიაქა გოგონა.არ იციდა რა უნდა ეპასუხა მისთვი.ისიც კი არ ესმოდა,ეს რატომ თქვა მაქსიმემ -ბავშვისთვის ძალიან ადრეა,თან ჯერ არც ერთს არ გვცალია საამისოდ გოგონამ ძლივს ამოიხავლა და ქმარს ახედა,რომელას სახის ნაკვთები დასჭიმვოდა და ყელზე ცისფერი სისხლძარღვები მკვეთრად აჩნდა -ჯერ პატარები არიან,წინ აქვთ ყველაფერი.ბავშვიც იქნება და ბავშვებიც სიტუაცია გაბრიელმა განმუხტა,რომელმაც ღიმილით დაჰკრა მხარზე ხელი სახეწაშლილ ანდრიას.მისაღებში რომ გადაინაცვლეს ყველაფერი ჩამშვიდებული იყო.ცაცო ტასოსა და ლილეს შორის ჩამჯდარიყო და მათ საუბარს ისმენდა -ჯანოს ვეუბნები,მალე ვიქორწინოთ შვილები მინდა მეთქი,ეს კიდევ,როგორც ყოველთვის,მეწინააღმდეგება -ჰო,მეც მიყვარს ბავშვები ტასომ გაიღიმა და შეპარვით გადახედა მის წინ მდგარ თორნიკეს.ცაცომ ვეღარ გაუძლო.ატირებული წამოვარდა ფეხზე და კიბეებისკენ დისორიენტირებული წავიდა.ყველამ მას გააყოლა თვალი.მაქსიმემ ხელში დაჭერილი ჭიქა ლუკას შეაჩეჩა და უკან გაჰყვა ათრთოლებულ ცოლს.ოთახში საწოლთან იყო ჩამჯდარი და მოთქმით ტიროდა.მაქსიმეს გული მოეწურა ამის შემხედვარე.ნელა მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა -რა გატირებს? აიძულა ხელები მოეშორებინა სახიდან.ორი თითი ნაკაპქვეშ გამოსდო და თავი ააწევინა.ცაცოს თვალები სულ ჩასწითლებოდა -რატომ თქვი,რომ შვილები არ გვინდა? -არ მინდა ჩვენი შვილი გეზიზღებოდეს იმის გამო,რომ მამამისი არ გიყვარს ცაცომ სულ მთლად დაკარგა ფერი.აცახცახებული თითები ძლიერად გადააჭდო ერთმანეთს -ვერ ვხვდები ასე რატომ განიცადე.ცოტა მოითმინე და საყვარელი კაცისგან გააჩენ ბევრ შვილს მაქსიმეს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული მარჯვენა ლოყა რომ აეწვა.აკიაფებული თვალებით დახედა სახეწაშლილ ცაცოს,რომელსაც ადამიანის ფერი აღარ ედო -მე...მე მეგონა შევძლებდით ვყოფილიყავით ოჯახი,მაგრამ მწარედ შევცდი ამოიხავლა და ადგომა სცადა,მაგრამ მაქსიმეს ხელებმა არ მისცა ამის საშუალება,რომლებიც მკლავებზე ძლიერად ჩაშჭიდებოდა -აღარასოდეს გაბედო დამარტყა ამოსისინა ბიჭმა და კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეს სიბრაზის შესაკავებლად -მე შენ ის ს*რი ხომ არ გგონივარ?!როგორ ფიქრობ,წახვალ იმას ეზასავები და მეორე დღეს ჩემსგან გააჩენ შვილბს? -გაჩუმდი,გაჩუმდი ცაცო მთელი ძალით ცდილობდა ბიჭის ხელები მოეშორებინა,მაგრამ უშედეგოდ -მორჩი უაზრო ისტერიკას,მოწესრიგდი და ჩამოდი! მაქსიმე ცივად შეუშვა ხელები და სწრაფად დატოვა ოთახი. მათი მომავალი სახლი იმდენად ცივი და არაფრისმეტყველი იყო ცაცოს გული მოუკვდა.მზერაამღვრეული ათვარიელებდა იქაურობას და გრძნობდა,მოახლოვებილ უბედურებას.მაქსიმემ ერთ-ერთ ოთახში რომ შეიყვანა და უთხრა,ეს შენი საძინებელი იქნებაო,ერთიანად განადგურდა.ნაკანმა სრულ სიცარიელესა და სიმარტოვეში დატოვა.მხოლოდ ის უთხრა, რომ ან გვიან დაბრუნდებოდა,ან საერთოდ არა. გოგონამ ტასოს დაურეკა და სახლის მოწესრიგებაში სთხოვა დახმარება.ისიც მაშინვე მასთან გაჩნდა.მთელი დღე ცდილობდნენ იქაურობა როგორმე გაეცოცხლებინათ -ღირს საბა ამდენად? -ტასო,რას მეუბნები?საბა ჩემი ნაწილია,მის გარეშე ვერც კი ვისუნთქებ ცაცო შეკრთა.ვერ წარმოედგინა,რომ ტასო ვერ იაზრებდა საბა მისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო -სად არის ახლა შენი საბა?! -და აქ უნდა იყოს? -თუ მართლა უყვარხარ,არავის არ უნდა აძლევდეს შენი წყენინების უფლებას ამოთქვა ტასომ და სწრაფად დატოვა აცრემლებული დაქალი.ცაცომ წამითაც არ გაიაზრა მეგობრის სიტყვები.არ უნდოდა საბაზე ოდნავ მაინც ეფიქრა ცუდად. მაქსიმე მართლაც არ მივიდა იმ ღამეს მათ სახლში.ტასოც ვერ დარჩა მასთან და შეშინებული,ემოციებისგან გადაღლილი და აფორიაქებული იჯდა უზარმაზარ მისაღებში და ბოლომდე ელოდა არგამოჩენილ ქმარს. საშინელმა ზურგის ტკივილმა გააღვიძა.თავი უსიამოვნოდ უჟუოდა.ძლივს აზიდა დამძიმებული სხეული.მაქსიმე ისევ არ იყო მისული.ვეღარ დაელოდებოდა.უნივერსიტეტში აუცილებლად უნდა წასულიყო.გაემზადა და სწრაფად დატოვა იქაურიბა.მთელი დღე გამოფიტული დააბიჯებდა. მართლა გულით უნდოდა გვერდი აეარა საბასთვის,რომელსაც მისთვის მიეკითხა და ეზოში ელოდა,მაგრამ არ გამოუვიდა.ბიჭი ძლიერად გადაეხვია ათრთოლებულს და მანქანაში ჩასვა.ცაცოს ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს.თითქოს,მაქსიმეს გულგრილობამ უფრო მეტად მიაჯაჭვა ბავშვობის მეგობარს. დრო საოცრად ჩქარა გადიოდა.მაქსიმე და ცაცო თითქმის არ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.რა თქმა უნდა,სხვებთან ამას საერთოდ არ იმჩნევდნენ.ნაკანი იდეალურად ასრულებდა მოსიყვარულე ქმრის როლს,მაგრამ ორივემ კარგად იცოდა,ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.გოგონა დილით გამზადებული საუზმით ცდილობა მიებყრო მისი ყურადღება,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ერთ საღამოს ჩუმი კაკუნით შეაღო ნაკანის კაბინეტის კარი.ბიჭმა ერთი ამოხედა და ისევ ფურცლებს მიუბრუნდა.ცაცომ ძლიერად მოუჭირა თითები ხელში ჩაბღუჯულ წიგნს და ნელა დაიძრა მაგიდისკენ.იქვე სავარძელში ჩაჯდა და მომლოდინედ მიაჩერდა ქმარა -გინდა რამე? მაქსიმემ წარბაწევით გადახედა აწურულ ცაცოს -დამეხმარე გთხოვ,ისევ ვერ გავიგე ვერაფერი გოგონამ ეკონომიკის წიგნი მაგიდაზე დადო და ამღვრეული თვალები სწრაფად დახარა -რამდენიმე ტესტი მაქვს გასაკეთებელი და ვერ გავაკეთე -მითხარი რომლებია და გაგიკეთებ,ახსნის დრო არ მაქვს ცაცომ ძლიერად იკბინა ქვედა ტუჩზე რომ არ აქვითინებილიყო.მაქსიმეს გულგრილობა კლავდა.სწრაფად მოუნიშნა საკითხები და ოთახი დატოვა.იქვე დაეშვა და უხმოდ ატირდა.თითქოს საწუწუნო არაფერზე ჰქონდა.საბა მის გვერდოთ იყო და ოდნავადაც არ აგრძნობინებდა უიმისობას,მაგრამ მაქსიმეს ასეთი დამოკიდებულება აგიჟებდა.ძლივს დაიმშვიდა თავი და ეზოში გავიდა.უკვე მაისის თვე იყო და საღამოობით სასიამოვნოდ თბილოდა.თვალებდახუჭული იჯდა და ათრთოლებულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა. ტასომ გაამხიარულა,რომელმაც თითქოს იგრძნო დაქალის გასაჭირი და დაურეკა.ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ იჯდა და სევდაშეპარული ღიმილით უყურებდა გოროზად მომზირალ მთვარეს -წავედი მე,გიჟპოეტა მირეკავს -რით ვერ გადაგხარშა მაგ ბიჭმაც ცაცომ გაიცინა და მოქოთქოთე მეგობარს გაუთიშა.საკმაოდ შესცივდა ამიტომ,სახლში შებრუნდა.სამზარეულოდან სინათლე გომოდიოდა და იქითკენ წავიდა.მაქსიმე დახლთან იდგა და საცოდავად ცდილობა კარტოფილის გათლას -დაგეხმარები ცაცოს შეეცოდა სახედამანჭული ქმარი და ნელა გამოართვა ხელში გაშეშებული დანა -თუ გშიოდა,ვერ მითხარი? -ახლა მომშივდა ამოთქვა დაბნეულმა და ხელები სწრაფად გადაიბანა.ცაცოს წიგნი იქვე დაედო გადაშლილი და მაგიდას მიუჯდა -თუ არ გცალია შეეშვი,სხვას ვთხოვ ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა გოგონამ და მზერა აარიდა წარბებშეკრულს -რომ არ მეცალოს,არ გავაკეთებდი -ახსნისთვის არ გეცალა და მაგიტომ გითხარი მაქსიმეს გულწრფელად გაეღიმა ორი წლის ბავშვივით გაბუტულ ცოლზე.ხელზე იდაყვჩამოყრდნობილი უყურებდა სამზარეულოში მოფუსფუსეს და სასიამოვნოდ უჟუოდა სხეული.ცაცომ სწრაფად გაუმზადა მაგიდა და თავადაც იქვე ჩამოჯდა.მაქსიმეს ეტყობოდა,რომ საშინლად მოშიებოდა -არასდროს გიჭამია ჩემი გამზადებული საჭმელი მაქსიმეს ლუკმა გაეჭედა ყელში.საშინელი სასოწარკვეთილება იგრძნო ცოლის ხმაში და ეგონა თავში რამე მძიმე ჩაარტყესო.ვერაფერი თქვა,ან რა უნდა ეთქვა.საბასთან მალულ ურთიერთიბას ვერ გპატიობო?!ძლივს ამოისუნთქა და სწრაფად გადასწვდა წყლის ჭიქას -თუ მოგშივდება შეგიძლია მითხრა და გაგიმზადებ ამოიჩურჩულა გოგონამ და ოთახი დატოვა. მაქსიმე ყველანაირად ეცადა ჩუმად შესულიყო ცაცოს ოთახში,რომელსაც წესით უნდა სძინებოდა.ოდნავ შეაღო კარი და მწოლიარე ცოლს გადახედა.გოგონას ნაკვთები მოშვებოდა და მშვიდად სუნთქავდა.ნელა შეაბიჯა ოთახში და წიგნი იქვე დადგმულ მაგიდაზე ჩამოდო.დიდხანს იდგა ოთახში გახევებული და მძინარე ცაცოს უყურებდა,რომელიც ამოუხსნელ კომფორტს გრძნობდა ძლიში. შაბათი დღე იყო.ცაცოს გვიან გაეღვიძა და მთქნარებით ჩაიარა კიბეები.ეგონა სახლში მარტო იყო,მაგრამ სამზარეულოს მაგიდასთან აყურდებულმა ქმარმა გააკვირვა -გამარჯობა ამოთქვა დაბნეულმა და აბურდულ თმებზე სწრაფად გადაიტარა თითები.უკვე საკმაოდ ცხელოდა,რაც მაქსიმესაც დასტყობოდა.ნაკანს მაისური გაეხადა და მოკლე შორტით იდგა.გოგონამ გვერდი თვალებდახრილმა აუარა და მაცივრიდან ცივი წვენი გადმოიღო -მეგონა სახლში არ იქნებიდი -დასვენება გადავწყვიტე -მოვწესრიგდები და სადილს გავაზადებ ცაცომ მორცხვად დატოვა იქაურობა და ელვის სიჩქარით შევარდა საძინებელში.საოცრად ახარებდა და აბედნირებდა ქმრის სახლში ხილვა. გაზქურასთან იდგა და ბლინებს აცხობდა ფანჯრიდან რომ დაინახა ეზოში შემოსული საბა.გული კინაღამ გაუსკდა.სწრაფად გააქრო ცეცხლი და ბიჭს შეეგება -აქ რა გინდა? ამოთქვა დაბნეულმა და თვალების ცეცება დაიყო,რათა მაქსიმე დაენახა სამდე -შენ მოგაკითხე საბამ აკრული თმიდან ჩამოვარდნილი ლაკონი შეუსწორა და გაუღიმა -უნდა წახვიდე -რატომ? -სტუმარი გვყოლია ცაცოს მთელი სხეული გაეყინა ზურგს უკან მაქსიმეს ირინიული სიტყვები რომ გაიგონა.სწრაფად გადადგა უკან რამდენიმე ნაბიჯი და უნებლიედ აეკრო ქმრის გულ-მკერდს -უკვე მიდის ძლივს ამოიხავლა და საბას მუდარანარევი მზერით ახედა -რას ამბობ,სტუმარს ხომ არ გავაგდებთ,რას იფიქრებს ჩვენზე.შემობრძანდი მაქსიმე ღიმილით გაუძღვა სამზარეულოსკენ დაუპატიჟებელ საბას -საბა,წადი გთხოვ ცაცო ცოტაც და ატირდებოდა იმდენად დაბნეული იყო -რატომ?უკეთ გავიცნობთ მე და მაქსიმე ერთმანეთს ბიჭმა მაგიდასთან მიდგმული სკამი გამოსწია და ზედ ჩამოჯდა -მშვენიერ დროს მოხვედი.ცაცო ბლინებს აცხობდა მაქსიმემს იმდენად ცივი ღიმილი აეკრო სახეზე გოგონას გულწრფელად ეშინიდა მოსალოდნელი საუბრის.ათრთოლებული მიუბრუნდა თავის ბლინებს და ყველანაირად ეცადა ხელიდან არ გავარდნოდა რამე -სვანეთში რომ გნახე,არ მეგონა თუ დავნათესავდებოდით მაქსიმე წინ ჩამოუჯდა ცალყბად მომღიმარ საბას და თავადაც გაუღიმა -არც მე არ მეგონა ცაცოს ცოლად თუ მოიყვანდი.ხომ ხედავ,წარმოუდგენელი რაღაცეებიც ხდება ხოლმე -მაგაში არ შეგედავები!ცაცო,ჩემი ცოლია და ამით მე წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ -დატკბი ამ ბედნიერებით სანამ დრო გაქვს ცაცო ნელ-ნელა კიდევ უფრი იძაბებოდა.საშინლად უკანკალებდა მტევნები და თავს ვეღარ იმშვიდებდა.წარმოდგენა არ ჰქონდა მაქსიმე სახლში თუ იქნებიდა,ან საბას მასთან მისვლა მოუნდებიდა -მე მჯერა რომ სამუდამოდ ბედნიერი ვიქნები მის გვერდით ნაკანს საოცრად დამაჯერებელი ტონი ჰქონდა,რაც საბას საშინლად აღიზიანებდა.მათ შორის დაძაბულობა ჰაერშიც იგრძნობოდა.პირისპირ ისხდნენ და თვალებით ბურღავდნენ ერთამენს.ცაცომ გაუაზრებლად რომ წაავლო ხელი გახურებულ ტაფას მისმა კივილმა გაჰკვეთა ოთახი.ორივე სწრაფად წამოვარდა ფეხზე და აწკმუტუნებულ გოგონას დაადგნენ თავზე.ცაცო უკვე ცხარე ცრემლით ტიროდა და აწითლებულ თითებს სასოწარკვეთილი დაჰყურებდა.მაქსიმემ სწრაფად ჩაავლო ხელი მაჯაში და წყალს შეუგება მისი თითები.გოგონა ამაზე უფრო ატირდა და თავისუფალი ხელი გამეტებით მოუჭირა მაქსიმეს მაჯას -გთხოვ,ნუ ტირი ახლავე წაგიყვან საავადმყოფოში მაქსიმე საშინლად შეშინებული იყო და ვერაფერს იაზრებდა.თავალბი ისე დაუქაჩა მიახლოებულ საბას ბიჭს სერიოზულად შეეშინდა -ცაცო,პატარავ კარგად იქნები ამოთქვა საბამ და თავადაც შეუბღვირა ნაკანს,რომელიც გულში იკრავდა ატირებულ ცოლს -აქ დამელოდე მანქანის გასაღებს ავიღებ ამოთქვა ბიჭმა და სწრაფად გავარდა ოთახიდან.საბა ცაცოსთან ჩამუხლულიყო და ნაზად ჰკოცნიდა თავზე -ახლავე მოშორდი დაუღრინა ოთახში დაბრუნებულმა მაქსიმემ და ხელი ჰკრა დაბღვერილს -საბა,წადი ამოიჩურჩულა ძალაგამოცლილმა ცაცომ და ბოლომდე მიენდო ქმრის ძლიერ მკლავებს. დამწვრობა სერიოზული არ აღმოჩნდა.ნენე ცაცოს ედგა თავზე და ნაზად ეფერებოდა ლოყაზე -რამდენი გიტირია ამოთქვა ქალმა და ოთახში შესულ შვილს შეხედა -არ ინერვიულო დედი,მალე გაუვლის ტკივილი ლოყაზე აკოცა რძალს და ოთახი დატოვა.ნაკანი კარებთან იყო ატუზული და საცოდავი სახით მისჩერებოდა მხრებჩამოყრილს -სახლში როდის წავალთ? -ნენე რაღაც დანიშნულებას მოგვცემს და წავალთ. სახლში რომ დაბრუნდნენ ცაცო მაშინვე ოთახი ავიდა.თითები არ სტკიოდა,მაგრამ სულის ტკივილს ვერაფერს უხერხებდა.საშინლად ააფორიაქა საბას მისსა და მაქსიმეს სახლში ხილვამ.არ უნდოდა ნაკანი გაღიზიანებულიყო და რამე მომხდარიყო მათ შორის.ნამდვილად არ სურდა კონფლიქტის მიზეზი ყოფილიყო. ტასოსთან ერთად იჯდა კაფეში თავზე თორნიკე რომ წამოადგათ.ტასო ისე უცებ გაინაზა და გაიბადრა ცაცომ სიცილი ვერ შეიკავა -რა გაცინებს რძალო? გამყრელიძე გვერდით ჩამოუჯდა მოხითხითეს -არაფერი,შენი გამოჩენა გამიხარდა -მაქსიმე არ გვპატიჟებს თქვენთან,თორემ უფრო ხშირად გაგახარებდი -დაპატიჟება არ უნდა გჭირდებოდეს ცაცომ თავი დახარა და თავის თითებს დააჩერდა -რას მოვარდი ერთი გიჟივით? ტასომ სიტუაციის განეიტრალება სცადა და ტუჩაწეულმა გადახედა გაკრეჭილ გამყრელიძეს -ხვალ ყველას გვცალია,კალათბურთის სათამაშოდ მივდივართ და შენც წამოდი რაა თორნიკე იმდენად საყვარლად შეშჩერებოდა დაბნეულ გოგონას ცაცოს გული გაუთბა -აი,ცაცოც იქ იქნება და ლილეც ცაცო დაიბნა.მაქსიმეს საერთოდ არაფერი უთქვამს მისთვის ამ დღის შესახებ.ეწყინა.ცოტაც და ატირდებოდა -ვნახოთ,თუ მეცლება წამოვალ ტასომ ნიშნის მოგებით შეხედა დაბღვერილ ბიჭს და ყავის ფინჯანს შემოხვია თითები -ვიცი რომ წამოხვალ თორნიკემ სწრაფად აკოცა თავზე და ასევე სწრაფად გაშორდა აფორიაქებულს -გამაგიჟებს ეს მე.ან საიდან ჩნდება,ან სად გარბის!მისნმე გოგო? ტასომ სახესთან რომ აუფრიალა თითები მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა -გისმენ,გისმენ -რა გეტაკა? -მაქსიმეს არ უთქვამს ჩემთვის რომ ხვალ იკრიბებოდნენ ცაცოს თავადაც ეუცნაირა საკუთარი ხმა,იმდენად გამტყდარი და დაკარგული ეჩვენა -ალბათ დღეს უნდა გითხრას და ამ ოპოსუმმა დაასწრო გოგონას გულწრფელად გაეღიმა მეგობრის გულუბრყვილობაზე. სახლში რომ დაბრუნდა მაქსიმე მისაღებში დახვდა.ბიჭი დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.ცაცოს გაუკვირდა.ამდენი ხნის მანძილზე პირველად ნახა ტელევიზორი ჩართული.ხმადაბლა მიესალმა ქმარს და კიბეებისკენ დაიძრა.გრძნობდა როგორ გააყოლა ნაკანმა თვალი.სწრაფად გადაივლო წყალი და აივანზე დაჯდა.მშვიდი ღამე იყო.სადღაც ყრუდ ისმოდა ჭრიჭინების ხმა.ფეხები მოაჯირზე ჰქონდა ალაგებული და ნაზი სიოთი ტკბებოდა.ვერც კი იგრძნო ისე ჩასთვლიმა.ცოტაც და ალბათ სკამიდან გადმოვარდებოდა ტელეფონის ზარმა რომ შეაფხიზლა.რამდენიმე წამი გაოგნებული იჯდა და ვერ ხვდებოდა სად იყო.ძლივს მოეგო გონს და ფლატუნით შევიდა საძინებელში.საბა ურეკავდა.ღიმილით უპასუხა და ასევე ღიმილით გადაწვა საწოლზე.მთელი ღამე ბიჭს ესაუბრებოდა.ბოლოს ძალიან რომ მოაწვა ძილი დაემშვიდობა და ბედნიერი მოეხვია საკუთარ ბალიშს. უჩვეულოდ ადრე გაეღვიძა.ყელი საშინლად გამშრალი ჰქონდა.უკვე აუტანლად ცხელოდა.კიბეები თვალებდახუჭულმა ჩაირა და სამზარეულოში შევიდა.სულმოუთქმელად დალია რამდენიმე ჭიქა წყალი და ნეტარებით დაეშვა სკამზე.ფეხები მეორე სკამზე გადაალაგა და თავი უკან გადასწია.ისევ საშინლად ეძინებოდა,მაგრამ ახლა დაძინების საშუალებას აუტანელი სიცხე არ მისცემდა.ბურტყუნით წამოდგა და ასევე ბურტყუნით დატოვა იქაურობა.ფეხშიშველი მიაბიჯებდა და წინ საერთოდ არ იყურებოდა.ტკივილისაგან ამოიგმინა სახით მკვრივ სხეულს რომ შეასკდა.ნატკენ ცხვირზე თითები დაისვა და საცოდავი სახით ახედა წარბაზიდულ ქმარს -ბოდიში ჩაიბურტყუნა და გვერდის ავლა სცადა,მაგრამ მაქსიმე გაწევას ნამდვილად არ აპირებდა -მე გავდივარ -ჰო ვიცი,კალათბირთის სათამაშოთ არ იცოდა ეს რატომ თქვა.მწარედ იკბინა ენაზე და საკუთარი თავი დატუქსა.მაქსიმე წამით დაიბნა.ინტერესით მისჩერებოდა აწურულ ცოლს -თორნიკემ დაპატიჟა ტასო და იქიდან გავიგე ამოიბურტყუნა დამნაშავესავით და ნერვიულობისგან გაოფლილი ხელისგულები მაისურზე დაისვა -შენც წაგიყვანდი,მაგრამ ალბათ საბასთან ერთად გადიხარ მაქსიმემ ვითომაც არაფერიო ისე აიჩეჩა მხრები -არსად არ გავდივარ ისევ გაუაზრებლად წამოისროლა რაღაც და ახლა მართლა ცოცხლად დაიმარხავდა თავს -გაემზადე და წამოდი -იყოს,სახლში ვიქნები ამოიჩურჩულა და გვერდი სწრაფად აუარა -გელოდები ზურგს უკან გაიგონა ქმრის სიტყვები და უჩქარესად გაირა დარჩენილი მანძილი. მოკლე შორტსა და ბრეტელებიან მაისურში გამოწყობილ ცოლს წარბაწეული მისჩერებოდა მაქსიმე.გოგონას მზის სათვალე დაეკოსა თავზე და ფეხსაცმლის თასმებს გზაში იკრავდა. უხმოდ მივიდნენ დარბაზში.ცაცო ლილესა და ტასოს გვერდით ჩამოჯდა და მათთან ჭორაობა გააბა.ცოტა ხანში დანარჩენებიც შეუერთდნენ.ლუკას მეგობარი გოგო ჰყავდა წამოყვანილი,რომელიც ისე იგრიხებოდა გოგონებს სერიოზულად შეეშინდათ არ გადამტყდარიყო.მაქსიმეს მეჯვარეც მალევე გამოჩნდა ცოლსა და ოთხი წლის შვილთან ერთად.ლალიკო ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო და რა თქმა უნდა,მასთან კომუნიკაცია არც ერთს გასჭირვებიათ.მოწინააღმდეგე გუნდის წევრები რომ მოვიდნენ თამაში მალევე დაიწყეს.ცოცო მონუსხული უყურებდა მაქსიმეს,რომელიც ოსტატურად დაძვრებოდა მოთამაშეებს შორის.იმდენად მიმზიდველი ეჩვენა იმ წამს სიამოვნებისგან გააკანკალა.გონზე პატარა იოანემ მოიყვანა,რომელიც სადღაც წაყოლას სთხოვდა.ისიც გაღიმებული წამოდგა და ხელი ჩაჰკიდა გაბადრულ ბავშვს.იქვე დაგორებულ ბურთთან შეჩერდნენ.იოანემ მორცხვად აიღო ხელში და ცაცოს გაუწოდა -ვითამაშოთ ამოთქვა და გაღიმებულ ცაცოს გაეკრიჭა.იოანეს მალევე მოსწყინა ბურთით თამაში და დედასთან გაიქცა დაღლილი.ცაცომ ისევ თავისი ადგილი დაიკავა და გაოცებულმა გადახედა მასზე მიჩერებულ ლილეს -რა იყო? -შენ და მაქსიმეს რომ გკითხონ,ადრეა ბავშვისთვის არა და ორივე გიჟდებით ისე გინდათ ცაცომ იგრძნო როგორ აუხურდა მთელი სახე.მზერა სწრაფად აარიდა ლილეს და ათრთოლებულ თითებს დააჩერდა.საერთოდ აღარაფერი ესმოდა.ყელში უზარმაზარი ბურთი გასჩხერვოდა და სუნთქვას ძლივს ახერხებდა.გონს გამაყრუებელმა ყვირილმა მოიყვანა,რომელიც ექოსავით გავრცელდა მთელ დარბაზში.მაქსიმეს ხმა რომ იცნო შეშინებულმა ასწია თავი.ნაკანი ძირს იწვა და მოგუდული ღმუოდა.დაუფიქრებლად წამოვარდა ფეხზე და ისეთი სიჩქარით გაჩნდა მასთან ვერც კი გაიაზრა.მაქსიმე სულ გაფითრებული და სახეწაშლილი იწვა.ცაცო თვალებამღვრეული უყურებდა მის მარჯვენა ხელს,რომელიც საშინელ მდგომარეობაში იყო.თითები სულ დალეწვოდა და გალურჯებოდა -რა...რა...მაქსიმე...ხელი ძლივს ბურტყუნებდა და ცდილობდა გონება არ დაეკარგა.ჯანომ ფრთხილად წამოაყენა ფეხზე,ისე რომ ხელი მაქსიმალურად არ გაენძრია -საავადმყოფოში წავიყვან ამოთქვა ბიჭმა და მაქსიმეს აიძულა გეარა.ცაცო ვერც კი გრძნობდა ლუკას მკლავებს,რომლებსაც ავტოსადგომისაკენ მიჰყავდა. გათიშული იჯდა დერეფანში და ექიმის ელოდა.გული საშინლად აჩქარებოდა.გაყინულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა და მაქსიმეს არაადამიანურ სახეს ვერ ივიწყებდა.ლუკა ნერვიულად დააბიჯებდა მის წინ,რაც კიდევ უფრო აფორიაქებდა -ლუკა ექიმის ხმა რომ გაიგეს ორივე სწრაფად მისცვივდნენ მას -როგორ არის? ძლივს ამოიხავლა ცაცომ და რომ არ წაქცეულიყო ლუკას ჩამოეყრდნო -ხუთივე თითი მოტეხილი აქვს,ამასთანავე იდაყვის ძვალიც რამდენიმე ადგილასაა გატეხილი და ფეხი აქვს ნაღრძობი -მის ნახვას როდის შევძლებთ? -ახლა სძინავს,სჯობს დაისვენოს კაცმა თავი დაუკრა და მარტო დატოვა ისინი -იდიოტი ბურდულის ბრალია ამოისისინა ლუკამ და სკამზე ჩამოსვა ათრთოლებილი ცაცო -ვინ არის ბურდული? -ბოლოს რომ მოვიდა.ვერასდროს ეგუება იმ ფაქტს,რომ მაქსიმე მასზე უკეთესია.ხელი უბიძგა,თავი ვერ შეიმაგრა და საკუთარ ხელს დეცა -ლუკა,ხომ კარგად იქნება? ცაცო ცხარე ცრემლით ტიროდა და გაუაზრებლად უჭერდა თითებს ლუკას მაჯას. ნენე გაგიჟებული მივარდა საავადმყოფოში.ანდრია ძლივს ამშვიდებდა -მერამდენეჯერ უნდა დამართოთ საკუთარ თავს რაღაც ქალი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა და ჯავრს ლუკაზე იყრიდა -ნენე,დამშვიდდი ანდრიამ ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა ატირებული ცოლი -ძლიერია ხომ იცი -გული გამისკდება მალე. მაქსიმე გონს რომ მოვიდა პირველი ცაცოს შესთავაზეს მისი მონახულება,მაგრამ გოგონამ უარი თქვა.ვერ გაბედა და ამიტომ ნენე შეუშვა.ნერვიულობისაგან ტუჩები სულ მთლად დაეჭამა და გრძნობდა კიდევაც სისხლის გულისამრევ გემოს. -დღესვე გაწერენ პალატიდან გამოსილი ნენეს მშვიდმა სახემ ცაცოც დაამშვიდა. გოგონა აწყლიანებული თვალებით უყურებდა პალატიდან გამოსულ მაქსიმეს.ნაკანი ისევ გაფითრებული იყო.ხელზე თაბაშირი ედო და ძალაგამოცლილი მოაბიჯებდა.ცაცომ სწრაფად შეიმშრალა უნებლიედ გადმოგორებული ცრემლი და ძლივს გაუსწორა მზერა ქმარს -კარგად ვარ მკრთალად გაიღიმა მაქსიმემ და თავზე აკოცა აკანკალებულს -შემაშინე ამოიხავლა და წელზე ხელები სწრაფად მოხვია.მაქსიმეს მაზოხისტურად სიამოვნებდა ცაცოს ანერვიულებული თვალები. ნენემ ბევრი ეხვერწა მათთან წასულიყვენ,მაგრამ ცაცომაც და მაქსიმემაც დაარწმუნეს რომ სახლშიც კარგად იქნებოდნენ.მაქსიმეს გადაადგილება უჭირდა.ერთ მხარეს ლუკა ედგა,მეორეთი კი ყავარჯენს ეყრდნობოდა.ნაკანი პირდაპი საძინებელში შეიყვანეს.იმდენად გადაღლილი იყო მაშინვე ჩაეძინა.ცაცო წამითაც არ მოშორებია,თავთან ეჯდა და მის ყველა ამოსუნთქვას აკონტროლებდა. დილიდანვე დაადგათ თავზე თორნიკე,რომელსაც კუდად მიჰყვა ლუკაც -ჩემო სათუთო ბიჭო გამყრელიძე თმებზე ეთამაშებოდა დაბღვერილ მაქსიმეს და დრო და დრო შუბლზე ჰკოცნიდა -მომცილდი,თორემ მიგახრჩობ ამოისისინა მაქსიმემ და ხელი ჰკრა ახარხარებულ ძმაკაცს -ჯანომ რამე უნდა რომ წამოვიღოო? ლუკამ თავი შემოჰყო აივნიდან და იმხელა ხმაზე დაიჭყავლა,ცაცომ საცოდავად დამანჭა სახე -რა გაყვირებს შე გამოს*რებულო -აუუუ,გინდა თუ არა? -არაფერი არ მინდა! ჩაიდუდღუნა და გვერდის შეცვლას ეცადა,მაგრამ არ გამოუვიდა.ცაცო ოთახიდან გავიდა და მარტო დატოვა ისინი.ირაკლი და ლალიკოც აპირებდნენ მისვლას,ამიტომ რამე უნდა გაემზადებინა.სამზარეულოში იდგა თავზე ტასო და ლილე რომ წამოადგნენ -გინდა დახმარება? -ტასო,ისეთი ტონი გაქვს,რომც მინდოდეს ნამუსზე ამაგდებ და უარს მათქმევინებ -ხოდა,თუ არ გინდა რა გიყო გოგონამ ცხვირი მაღლა ასწია და აკისკისებულ ლილეს ჩამოუჯდა გვერდით -მე დაგეხმარები ცაცომ მადლიერი თვალებით გადახედა ლილეს და ხილის გარეცხვა და დაჭრა სთხოვა.მაგიდა ეზოში გააწყვეს.ცაცო მაქსიმეს გვერდით იჯდა და მომღიმარი შესცქეროდა იქ შეკრებილებს -მეორე კურსზე ვიყავით ანდრია და ნენე მივლინებით რომ წავიდნენ უნგრეთში.აუუ,ასე მგონი არაფერი გაგვხარებია.სახლი კლუბად ვაქციეთ.სამი დღე გადაბმულად ვსვამდით და ვერთობოდით.მაქსიკოს მაშინ მეოთხე კურსელი თეაკო ევასებოდა.ტყავიდან ძვრებოდა მისი ყურადღება რომ მიექცია თორნიკე გაქაფული ყვებოდა ისტორიას და ხელებს უმისამართოდ იქნევდა -აბუქებ გაიციმა მაქსიმემ და ხელი გადახვია სმენადქცეულ ცაცოს -რას აბუქებს,კინაღამ სახლი დაწვი მაგ გოგოს გამო და დაღუპე ანდრუშა სიცილში აჰყვა ლილეც,რომელიც ჯანოს აჰკვროდა მხარზე -მაცადე თუ შეიძლება მოყოლა გამყრელიძემ თითი საყვარლად გაფშიკა და ხმის ჩასაწმენდად მსუბუქად ჩაახველა -ამ გოგოს ძმა ჰყავდა რაგბისტი -მოჭიდავე შეუსწორა მაქსიმემ ღიმილით -რა მნიშვნელობა აქვს,კუნთები კი ეყარა ბატიბუტებივით.ძალით პატიოსანი გოგო იყო.აი,ვითომ უკარება და კაპასი.ეს ლენჩი დორბლებგადმოყრილი დასდევდა კუდში.დავპატიჟეთ ჩვენს ვითომ წვეულებაზე.აუ,ისეთი ამბავი იყო ერთმანეთს ძლივს ვცნობდით.მაქსიმეც უკვე მაგარი ნასვამი იყო და ძლივს დაბანცალებდა.თეაკო თურმე ძმასთან და ძმის ძმაკაცებთან ერთად მოსულა,ჩვენ რა ვიცოდით.ამან გაუბა ფლირტი და მოხდა საოცრება,დაიკერა ჩვენი პატიოსანი თეა.ააყუდა ამ ერთუჯრედიანმა კედელთან და ლამის გადაყლაპა ისე ჰკოცნიდა.ჩვენც მეტი რა გვინდოდა,ვამხნევებდით შორიდან.აუუ,შიშით თუ არ მოვკვდებოდი მაქსიმეს სილუეტი უზარმაზარმა სხეულამ რომ გადაფარა,არ მეგონა -მთლად მაგხელაც არ იყო -შენ მის მერე მეხსიერების პრობლემა გაქვს ალბათ ამოიხარხარა ლუკამ და წარბაწეულ ძმას თვალი ჩაუკრა -მაცდიიით? როლში შესული თორნიკე საცოდავად უმზერდა ყველას -განაგრძე ირაკლიმ "ნება დართო" დაესრულებინა ამბის მოყოლა -წამის მეასედში ჩამოშორდა მაქსიკო ნანატრი თეაკოს.ეს იმბეცილი გაეჭიმა,შენ ვინ ჯანდაბა ხარ და რა უფლებით მარცხვენ ნაშასთანო.ნაშაო და იმ ბიჭმა ისე ათრია ეს ჩვენი მაქსიკო,ორი დღე ვხიკავდით ეზოდან -ეგრე არ იყო -აბა როგორ იყო? ცაცომ ინტერესით გადახედა ცალყბად მომღიმარ ქმარს -ერთი-ორი მომარტყა და მეტი არაფერი -რა ერთი-ორი ბიჭო,მთელი კვირა თვალებიდან ვერ იხედებოდი სახე ისეთ დღეში გქონდა -ირაკლი,შენ მაინც რა გინდა?! -ასე იყო და რა ვქნა? -ანუ თეაკოს სიყვარული მწარედ დაგიჯდა ცაცო ქვევიდან უყურებდა მაქსიმეს,რომელმაც სწრაფად დახედა -ნეტა მართლა მყვარებოდა და ტყუილად არ ვებეგვე მის ძმას ხორცის ნაჭერივით ნაკანმა ნაზად აკოცა ლოყაზე აწითლებულს და სწრაფად გააჩუმა. ცაცო არ ელოდა ქეთოს იმ დროს მათთან გამოჩენას.ქალს თან ნუცაც ახლდა,რომელიც ტკიპასავით მიეკრო მონატრებულ დაიკოს.ქეთომ სიძე მოიკითხა დიდი სიყვარულით და ცაცოს სთხოვა,სალაპარაკოდ გაჰყოლოდა -ხომ მშვიდობაა? -კი დედი,ნუციკო უნდა დაიტოვო რამდენიმე დღით.ვიცი,მაქსიმეც შენი მისახედია,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს -რამე მოხდა?მამა სად არის? -სანდრო საფრანგეთში ხომ გაფრინდა რამდენიმე დღის წინ -ჰო,ჰო სულ დამავიწყდა.რა მოხდა არ მეტყვი? -ლიკა.ისევ ახალი ტრაგიკული განშორება სიყვარულთან ცაცომ სახე დამანჭა ახალგაზრდა დეიდის გახსენებაზე,რომელიც თითქმის ყოველ წელს ეხვეოდა სასიყვარულო დრამებში -ახლა რაღა მოხდა? -ისევ ეჩხუბა იმ ვიღაც პავლეს თუ ვინცაა.საშინელ დღეშია და მარტო ვერ დავტოვებ,ნუცასაც ვერ წავიყან და შენს იქით გზა არ მაქვს -დავიტოვებ -ყველა საჭირო ნივთი ჩანთაშია,ვეცდები მალე დავბრუნდე ქეთო ახალგაზრდებს დაემშვიდობა და სწრაფად დატოვა იქაურობა.ნუციკო მინდორზე იჯდა იოანესთან ერთად და მათ ირგვლივ დაყრილი სათამაშოებით თამაშობდა -ნუცა უნდა დავიტოვო და იმედია,პრობლემა არ იქნება -პრობლემა რატომ უნდა იყოს? -არ ვიცი -ცაცო,უაზრობებზე ნუ ფიქრობ მაქსიმემ თავი გააქნია და ჯანოს სთხივა ნუცაც და იოანეც მასთან მიეყვანა.ცაცო გაბადრული უყურებდა ბავშვებთან მოთამაშე მაქსიმს და ღიმილს ვერ იკავებდა.ნაკანი საოცრად ბედნიერი იყო ამ დროს და ცაცოს გულს უთბობდა ასეთის ხილვა.ნელ-ნელა დაიშალნენ.ტასომ იქაურობა მიალაგებინა დაქალს და თორნიკესთან ერთად დატოვა მათი სახლი.ცაცომ მაქსიმეს შეაკითხა ოთახში,რათა ნუცა წაეყვანა დასაძინებლად -ნუციკ,უნდა წავიდეთ გოგონამ გაუღიმა მაქსიმეს თმებზე მოთამაშე დაიკოს,რომელმაც თავი სწრაფად მიატრიალა მისკენ -აქ ლომ დავიძინო ალ სეილება? -მაქსიმეს შევაწუხებთ -არ შემაწუხებთ ამოთქვა თვალებდახუჭულმა ნაკანმა და კიდევ უფრო ძლიერად შემოხვია ხელი ნუცას -კარგი,რომ ჩაეძინება გავიყვან ცაცო ოთახიდან გასვლას აპირებდა ნუცას სიტყვები რომ დაეწია უკან -სენ მიდიქალ?დედა და მამა ელთან ლომ იძინებენ? გოგონა გაშრა.სირცხვილისაგან თვალები სად წაეღო არ იცოდა -მოვწესრიგდები და მოვალ ძლივს ამოთქვა და სწრაფად აარიდა მზერა მომღიმარ მაქსიმეს.მოკლე პენიუარით გამოეცხადა ცაცო ნაკანს.ბიჭი აციმციმებული თვალებით აკვირდებოდა ცოლს,რომელსაც უკვე დაეკავებინა კუთვნილი ადგილი.იგრძნო ცაცოსეული სურნელი,რომელმაც ნესტოები აუწვა და რეცეპტორები სასიამოვოდ გაუღიზიანა.საშინლად მონატრებოდა ცოლის სურნელი და ვერმოპოვებული სოთბო.ცაცომ სწრაფად გამოუცვალა ნუციკოს და თხელი ზეწრის ქვეშ შესვა -ძილინებისა ამოთქვა და ლოყაზე აკოცა დაიკოს.ნუცა მაქსიმესკენ რომ გადატრიალდა ცაცოს სიბრაზისგან წამოახურა -მიღალატე ხო? -ალაა,უბლალოდ მასიმეს კალგი სუნი აქს ნუცამ თავი იმართლა და ნაკანის კისერში ჩამალა სახე.ბიჭი უკვე გემრიელად იცინოდა -მაწყენინე ამოიბუტბუტა ცაცომ და თვალები დახუჭა.შეკრთა მაქსიმეს თითები რომ იგრძნო მკლავზე,რომლებმაც მისკენ დაქაჩა.გოგონა უნებლიედ მოეკრო ბიჭის მკვრივ მკერდს.დაბნეულმა ახედა ქმრის მწვანეების,რომლებიც საოცრად გამოიყურებოდა იმ წამს. უჩვეულოდ მშვიდად ეძინა ორივეს იმ ღამით.დილით ნუციკომ როგორც კი გაიღვიძა ცაცომ ოთახიდან გაიყვანა,რომ მაქსიმე არ შეეწუხებინათ.სამზარეულოში მაგიდაზე ჰყავდა დაიკო ჩამოსკუპებული და თვითონ სადილს ამზადებდა.გულიანად იცინოდა პატარას ფიქრებსა და საუბარზე -დედამ მითქლა ცაცოს მალე ეკოლება ცემნაილი ბავსვებიო -ნუციკ,ყველაფერი ისე არ არის როგორც დედასთან და მამასთან.მე და მაქსიმეს შეიძლება არ გვყავდეს შენნაირი წერტილები,მაგრამ ამით არაფერი დაშავდება ცაცო წინ დაუდგა დაიკოს და ლოყაზე მოეფერა დაბნეულს -ლატომ ალ გეკოლებათ? ნუცას თვალები დამრგვალობოდა და ხელებ სასაცილოდ შლიდა -გვეყოლება ნუციკო,არ ინერვიულო არსაიდან მაქსიმე გამოჩნდა ოთახში და ორივემ მას გახედა.ნაკანი ნელა დაიძრა მათკენ და სკამზე მოწყვეტით ჩამოჯდა.ყავარჯენი იქვე მიაყუდა და ნუცას გაუღიმა -მალთლა? -კი,მართლა მაქსიმემ ნუცა მისკენ მისწია და აწითლებულ ლოყაზე აკოცა -ძალიან ბევრი შვილი მინდა,ოღონდ ცაცოს არ ვუთხრათ ბიჭმა ვითომ ხმადაბლა უთხრა სმენად ქცეულს და კიდევ ერთხელ აკოცა.ცაცო აწურული იდგა გაზთან და ამღვრეული მზერით დასჩერებოდა კერძს. თორნიკე მაქსიმეს წვალების შანს ხელიდან გაუშვებდა?რა თქმა უნდა,არა.გამყრელიძე დილიდანვე მათთან იყო და მწყობრიდან გამოჰყავდა ნაკანი -ლუკაც მალე მოვა გაკრეჭილი ჩამოუჯდა გვერდით მაქსიმეს და წარბებშეკრულს თავზე გადაუსვა ხელი -ხელებს მიგამტვრევ! -ნუ ჯუჯღუნებ,ფისოოო -თორნიკე მომშორდი,თორემ გეფიცები დაგამიწებ -რა დღეში აქვს ამ ბიჭს ნერვები თორნიკე ახლა ცაცოს მიუჯდა გვერდით,რომელიც ნუცას აჭმევდა -რძალო,ჩემს სახელს ხომ დაარქმევ პირველ შვილს? ცაცომ დაბნეულმა ახედა გაბადრულს,შემდეგ კი მათზე მიჩერებულ ქმარს -არ ვიცი,შენს ძმაკაცს ჰკითხე -ოოო,ეგ ჩემი გულის გასახეთქად ფრიდონს დაარქმევს და ნაადრევად ჩამაწვენს სამარეში ცაცომ სიცილი ვერ შეიკავა თორნიკეს გამომეტყველებაზე და ხმამაღლა აკისკისდა -ჯანო და ლილე არ გეტყვიან უარს -მაგათ შევუთანხმდი უკვე,მაგრამ სათადარიგო გეგმა ხომ უნდა მქონდეს?ვაი და გოგო გაჩნდა პირველი -თორნიკე,გამოეთრიე აქეთ უკვე მაქსიმეც ვეღარ იკავებდა ღიმილს -ეს გამომართვი და სხვისი შვილების ნაცვლად,საკუთარზე იფიქრე ნუცა შეაჩეჩა ხელში და თავად სამზარეულოში შევიდა.მომღიმარი აცეცებდა თვალებს ფანჯრიდან.მზერას ვერ აშორდება ქმარს,რომელიც საოცრად ებყრობოდა ნუცას. ნუციკოს წასვლამ თითქოს დაადუმა იქაურობა.მაქსიმესა და ცაცოს შორის კვლავ აღიმართა უხილავი კედელი,რომელიც გადაულახავი აღმოჩნდა. მაქსიმემ გადაადგილება როგორც კი შეძლო,მაშინვე დაბრუნდა სამსახურში და კვლავინდებურად მუშაობა გააგრძელა.ერთ საღამოს ცაცო ოთახში იყო ნაკანმა რომ შეაკითხა და გამზადება სთხოვა -სად მივდივართ? -კომპანიის ერთ-ერთი მეწილის დაბადების დღეა და მიწვეულები ვართ.თუ მალე გაემზადები,უკეთესი იქნება მაქსიმემ ისე გაიხურა კარი წამითაც არ შეუხედავს ცოლისთვის. ცაცოს ზურმუხტისფერი, ზურგამოღებული,ტანზე გამოყვანილი კაბა ეცვა.მაქსიმეს მის წელზე შემოეხვია ლამაზი თითები და ისე მიაბიჯებდა მასპინძლისაკენ.ნორმალური წვეულება იყო.ზედმეტი ხმაურისა და პომპზურობის გარეშე.ცაცო ნაკანის გვერდით იდგა და მის საუბარს განცვიფრებული უსმენდა.თავზარი დაეცა ოთახში საბამ რომ შეაბიჯა.ბიჭს დამცინავი ღიმილი აეკრა სახეზე და ნელი ნაბიჯით მიიწევდა წყვილისკენ -საღამო მშვიდობისა საბა დაიხარა,ცაცოს ლოყაზე აკოცა და ალმაცერად გადახედა ერთიანად დაჭიმულ ნაკანს -აქ...აქ რა გინდა? ძლივს ამოიხავლა ცაცომ და ათრთოლებული თითები ღვინის ჭიქას გამეტებით მოუჭირა -სანდრომ მის ნაცვლად მე გამომიშვა -გასაგებია ჩაიბუტბუტა გოგონამ და ქმარს ახედა,რომელსაც ყელზე გამოკვეთილი ძარღვები ისე დაბერვოდა,ლამის გასკდებაო -მომენატრე საბამ ლოყაზე ჩამოსუვა თითები გაფითრებულს და ოდნავ მისკენ დაიხარა.გოგონამ სიმწრით წამოიკვნესა წელზე იმდენად მტკინვეულად მოეჭიდა მაქსიმეს თითები -მანძილი გაზარდე,თორემ მიგახრჩობ! ამოისისინა ნაკანმა და სხეულზე აიკრა ცაცოს სოფრიფანა სხეული -შენ ვერაფერს მიბრძანებ -საბა...სჯობს წახვიდე ცაცო მთელი ტანით გრძნობდა მაქსიმეს დაჭიმულ კუნთებს და საშინლად ღელავდა -დროებით,პატარავ საბამ თვალი ჩაუკრა გოგონას და ირონიული ღიმილით გაშორდა მათ.მთელი საღამო ცქმუტავდა ცაცო.ეშინოდა ისევ არ მისულიყო საბა მასთან და უარესად არ გაეღიზიანებინა მაქსიმე.ძალიან რომ დაიღალა ქმრის ძებნა დაიწყო,რომელიც სიგარეტის მოსაწევად იყო გასული.ნელი ნაბიჯით გადაკვეთა დარბაზი და ვიწრო დერეფანს დაუყვა -რა სიბნელეა,აქ რას არჩევენ ჩაიბურტყუნა და ხელების ცეცებით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.შიშისგან კივილის დაწყებას აპირებდა თეძოზე შეხება რომ იგრძნო,მაგრამ პირზე აფარებულმა თითებდა ამი საშუალება არ მისცა.თვალები ფართოდ გაახილა და შეეცადა რამე მაინც დაენახა.გაიგო როგორ გატკაცუნდა კარი და მიხვდა,ოთახში შეიყვანეს.ზურგს უკან გრძნობდა ცხელ სუნთქვას და შიშისგან ფეხები უკანკალებდა.სწრაფად ააკრეს კედელზე.ცაცო ძლივს ახერხებდა სუნთქვას -მე ვარ ყურს ნაცნობი ხმა რომ მისწვდა შვებით ამოიოხრა -როგორ შემაშინე გაბრაზებულმა გასცხო მხარზე ხელი მოხითხითე საბას და წყრომით ახედა -გული კინაღამ გამისკდა -კარგი,მაპატიე ბიჭმა ლოყაზე აკოცა და წელზე შეუცურა ხელი,მეორე კი კეფაზე გამოსდო -საბა,გამიშვი ამოთქვა თავლებმილულულმა და ხელისგულები მკერდზე მიაბჯინა ნახევარი ტანით მასზე აკრულს -საშინლად მომენატე -საბა...ამის დრო არ არის,მაქსიმე უნდა მოვძებდო და... -ცაცო,დედამიწა რომ დაინგრეს,ახლა ვერ გაგიშვებ საბა მის ყელში თავჩარგული ბუტბუტებდა და ნაზად ეხებოდა ბაგეებით მის ყელს -გთხოვ... ბიჭმა კვლავ ააფარა ტუჩებზე ხელი და დაადუმა -ცოტა ხნით გაჩუმდი ცაცო ამღვრეული მზერით უყურებდა მომღიმარს და გული საშინლად უფრიალებდა.საბას ბაგეები თავისაზზე რომ იგრძნო თვალები მაგრად დახუჭა.ძლიერად მოუჭირა თითები ბიჭის პერანგს და მისი მოშორება სცადა.საბას ორივე ხელით დაეჭირა მისი თავი და ვნებიანად უკოცნიდა ათრთოლებულ ტუჩებს.ყველანაირად ეცადა როგორმე მოეშორებინა მასზე აკრული,მაგრამ უშედეგოდ.თვალები სწრაფად გაახილა,როცა იგრძნო,რომ ოთახში ვიღაც შევიდა.სინათლე წამის მეასედში აინთო და ცაცო ნათლად ხედავდა მაქსიმეს აკიაფებულ თვალებს.საბა ოდნავ,როგორც კი მოდუნდა ცაცომ ისარგებლა და სწრაფად დაუსხლტა ხელიდან -ეს...მე...გეფიცები მაქსიმეს აესვეტა წინ და აკანკალებული თითები მაჯაზე ჩასჭიდა -უკანასკნელი კახპასავით იქცევი მაშინვე მოიშორა გოგონას თითები და გაღიმებულ საბას გახედა.ცაცოს გააჟრჟოლა მაქსიმეს არაადამიანურ,გამყინავ ხმაზე.ნაკანი საბას მიშტერებოდა გაცხოველებული.ერთხანს ასე უყურა,შემდეგ კი სწრაფად გავიდა იქიდან.მანქანაში ისედი დაძაბულობა იყო გოგონა სუნთქვას ძლივს ახერხებდა.მაქსიმე გამეტებით უჭერდა თითებს საჭეს და ყბებს ერთმანეთს აჭერდა სიბრაზის შესაკავებლად.ცაცო ძლივს ადგამდა ნაბიჯებს და სახლში შესულ მაქსიმეს უკან მიჰყვებოდა -ინანებ,ინანებ შენს საქციელს!ადუღებული გრძნობებით გაგიჟებული და არეული გადახვალ ჭკუიდან!იგივეს აუცილებლად განიცდი,რასაც მე ვგრძნობ! ამოიხავლა ნაკანმა და კიბეები ისე აიარა საერთოდ არ შეუხედავს ცოლისთვის.ცაცო იქვე ჩამოჯდა დივანზე და უხმოდ ატირდა.არც კი მიეცა იმის საშუალება,რომ აეხსნა რა მოხდა.მას საერთოდ არ უნდოდა საბას მისთვის ეკოცნა,მხოლოდ მაქსიმეს მოძებნა და სახში წამოსვლა უნდოდა.მთელი ღამე დივანზე იჯდა და აკანკალებულ სხეულს ვერ იმორჩილებდა. მაქსიმე?მაქსიმე ამღვრეული იჯდა აივანზე და სიგარეტს სიგარეზე ეწეოდა.დრო და დრო გამეტებით ურტყამდა ხელებს მოაჯირს და მოგუდული ღმუოდა.გულს უკლავდა ის ფაქტი რომ მისი ცოლი სხვის მკლავებში ნებივრობდა.საკუთარი გრძნობები ახრჩობდა,რომელიც საოცრად მტკივნეული იყო. ალბათ,ეს იყო გადამწყვეტი მათი ურთიერთობისა.მაქსიმე იმაზე უხეში და გულგრილი გახდა ვიდრე ოდესმე.სახში საერთოდ არ მიდიოდა,ან ისეთ დროს მიდიოდა ცაცოს უკვე რომ ეძინა.სხვებთან არ იმჩნევდა,მაგრამ ცაცო როგორც კი გვერდით მიუჯდებოდა,თვითონ ფეხზე წამოდგებოდა და ლაღად გააგრძელებდა საუბას. საბოლოოდ გატყდა ცაცო.მაქსიმეს ჯინაზე უფრი გააღრმავა საბასთან ურთიერთოდა.უკვე მის თვალწინ ესაუბრებოდა ბიჭს და უარესად ამწარებდა ნაკანს.ტასო ეუბნებოდა,რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ უკვე ღრმას ჰქონდა შეტოპილი.ყველანაირი ხერხით ცდილობდა,გაეღიზიანებინა და ეჭვიანობისგან შეეშალა ქმარი. არ ეგონა გული თუ არ გაუსკდებოდა, ერთ საღამოს მაქსიმეს საძინებელში ქალს რომ შეუვარდა.ნაკანი წელზე პირსახოცშემოხვეული აივანზე იდგა და სიგარეტს მშვიდად,აუღელვებლად ეწეოდა.გონს ვერ მოვიდა,ყურები დაგუბვოდა,გაფითრებული ჩაფრენოდა სახელურს და გრძნობდა,ამოსუნთქვას რომ ვერ ახერხებდა -რამე მოხდა? ნაკანმა უდარდელად შეაბიჯა ოთახში და ზევიდან დააჩერდა გალურჯებულ ცოლს -ეს...შენ...ჩვენს სახლში... -ჩვენი სახლი არ არსებობს მაქსიმეს სიტყვებმა საბოლოოდ დაშალა.სახლიდან ამღვრეული მზერით გავარდა.დალევა უნდოდა.უახლოეს კლუბში მივიდა და შესვლისთანავე უაზრო სმა დაიწყო.უკვე საკამოდ ნასვამი იყო თავზე თორნიკე რომ წამოადგა -რაო ცაცო,სად გვყავს ბედოვლათიო? ბიჭმა გემრიელად აკოცა ლოყაზე და გვერდით ჩამოუჯდა -თორნიკე,გყვარებია? ცაცოს სასოწარკვეთილმა ხმამ სწრაფად დაასერიოზულა გაბადრული გამყრელიძე -რასაც გეტყვი არავის უთხრა,მითუმეტეს ლუკას! თორნიკემ თავზე გადაისვა ხელისგული და კომფორტულად მოეწყო სკამზე -ტასოს რომ ვუყურებ,გული ისე მითრთის,მეშინია არ გასკდეს.საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ მასთან ერთად რომ ვარ.მართალია,სულ მეჩხუბება,მლანძღავს,მირტყამს, მაგრამ ერთს ამომხედავს და ყველაფერი მავიწყდება.მე არ ვიცი რა არის სიყვარული,მართლა არ ვიცი,დედას გეფიცები.მე ის ვიცი,რომ შენი დაქალის შეხება მაგიჟებს,ჭკუიდან მშლის.ოცდა ექვსი წლის ვარ და რას მმართებს ვერ გამიგია.მეც ხო ვიცი,მთელ გონებას ვუფორიაქებ და ვურევ ერთი კოცნით,მაგრამ თორნიკე ტასოს გვერდით სულ სხვაა.ასე მგონია ჩემი გამოგონილი ადამიანია და გაქრება.მგონია,მიმატობეს და დავრჩები სიცარიელე.თორნიკე ტასოს გარეშე გამყრელიძე იმდენად მეამიტი,ბავშვური იყო ცაცო გულწრფელად ტიროდა -რა გატირებს გამყრელიძემ სწრაფად ჩაიხუტა გულაჩუყებული ცაცო და თავზე აკოცა -არეულ გრძნობებზეც მითხარი რა რამე -ცაცო,რა მოხდა? -ავირიე,გული ერთს მეუბნება,გონება მეორეს.თორნიკეეეე,არ მინდა ასე ვიყო,მაწუხებს.გული მერევა საკუთარ თავზე ცაცო ხმით ტიროტა და მდუღარე ცრემლებს სრაფად იწმენდდა -მოდი,სახლში წავიდეთ -არ მინდა სახლში,იმ სახლში სადაც ჩემი მაქსიმე სხვასთან წევს თორნიკე გაშრა.გაოცებული უყურებდა გოგონას და თავში ათასი აზრი უტრიალებდა.მაქსიმეს მასზე უკეთ არავინ იცნობდა.კარგად იცოდა,ეზიზღებოდა ღალატი.მით უმეტეს თავად არასდროს უღალატებდა სხვას -რას ამბობ,ცაცო? -ჩემი ბრალია თუ მისი?ორივესი!ორივემ დავაშავეთ.არ მომცა უფლება ამეხსნა,ამეხსნა რომ საბა ძალით მკოცნიდა,არ მომცა უფლება ამეხსნა რას ვგრძნობ.გაცივდა,გაუხეშდა.მისი ბრალია,გული აიცრუა ჩემზე.თვითონ მოკლა ჩემში მაქსიმე გოგონამ თავი ბარის დახლზე ჩამოდო და ხმამაღლა ტირილი განაგრძო.თორნიკე დიდხანს მისჩერებოდა სივრცეს გაოგნებული,ბოლოს ძლივს მოვიდა გონს და სწრაფად ასწია დამძიმებული სხეული. მაქსიმე დივანზე იჯდა კარის გაღებს ხმა რომ გაიგო.წარბაწეული უყურებდა შემოსასვლელს და ყველანაირ სიტყვებს ამზადებდა ცაცოს დასამცირებლად.წარბები შეჭმუხნა თორნიკეს მკლავებში ჩაძინებულ ცოლს რომ ჰკიდა თვალი.გამყრელიძემ არც კი შეხედა მას ისე აიარა კიბეები და გოგონა ოთახში დააწვინა -სად იყო? თავზე სწრაფადვე წამოადგა დაბღვერილი მაქსიმე -შენი ცოლი სად იყო,მაგას მე მეკითხები? -თორნიკე! -კლუბში იყო,სვამდა მაქსიმე დადუმდა.ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.თორნიკემ დაუპატიჟებლად შეაჭრა სამზარეულოში და სასმლის ძებნა დაიწყო -მაქსიმე,რა ხდება თქვენს შორის?! გამყრელიძე იქვე ჩამოჯდა და ქვევიდან ახედა კართან გახევებულ მეგობარს -ეჭვიანი საყვარელივით ნუ მიყურებ -აჰ,ვინც გყავს ისინი არ გაკმაყოფილებენ და მეც მაგათ სიაში გინდა ჩამწერო? -თორნიკე,რა ჯანდაბა გინდა? ნაკანმა ხმა ვეღარ გააკონტროლა და უნებლიედ წამოიყვირა -ვინაა საბა,ან ვინ ჯანდაბასთან წევხარ? -ცაცომ გითხრა რამე? ფერდაკარგული მაქსიმე სკამამდე ძლივს მილასლასდა.გაყინული თითები სწრაფად ჩამოისვა სახეზე და სასმლით სავსე ჭიქა ხელიდან ააცალა თორნიკეს -რაღაცეები მებოდიალა,ვერაფერი გავიგე.შენ ამიხსენი -არაფერი მაქვს ასახსნელი ამოიხავლა მან და სწრაფად აარიდა მზერა დაბღვერილს -ნუ მებუტები ქალიშვილივით და მითხარ რა ხდება -რას ერევი ჩვენს საქმეში? -წარმოდგენა არ გაქვს რა მდგომარეობაში იყო შენი ცოლი და სანამ თავი გარტყემივნო მაგიდაზე ამოღერღე! -თორნიკე,წადი რა გთხოვ -გიყვარს? მაქსიმეს გაეღიმა,თავი დახარა და თავის ათრთოლებულ თითებს დააჩერდა -ტკივილამდე ამოიხავლა და კიდევ ერთი ჭიქა დალია.თორნიკე უხმოდ წამოდგა და ერთხან ზევიდან უყურა მეგობარას,შემდეგ კი ასევე უხმოდ დატოვა მათი სახლი. ცაცოს კატასტროფულმა თავის ტკივილმა გააღვიძა.ძლივს წამოფოფხდა საწოლიდან და დაცვარულ ყელზე ჩამოისვა თითები -რა დავლიე ასეთი ამოიკნავლა და სააბაზანოში შელასლასდა.საკუთარ თავს რომ მოჰკრა თვალი სარკეში გული კინაღამ გაუსკდა.საშინლად ცხელოდა.უკვე აუტანელი იყო თბილისისათვის დამახასიათებელი მშრალი ჰაერი და მაღალი ტემპერატურა.სველი თმა მხრებზე ჩამოეყარა და ბუზღუნით მიდიოდა სამზარეულოსკენ მაქსიმეს თითებმა რომ შეაჩერა,რომლებიც მის მაჯას შემოხვეოდა.დამრგვალებული თვალებით ახედა ორი თავით მაღალს -თორნიკეს რა უთხარი? ცაცო დაიბნა.ბევრი არაფერი ახსოვდა წინა ღამიდან -არ ვიცი,არ მახსოვს -გაიხსენე! გოგონა ცოტა ხანს ჩაფიქრებული იდგა და ყველანაირად ცდილობდა,რამე გაეხსენებინა -არ მახსოვს,თუ გამახსენდა გეტყვი ხელი გაინთავისუფლა და ცხვირაწეული დადგა მაცივართან. თავის გამზადებულ სალათს მიირთმევდა,აფორიაქებული დაქალი რომ შეუვარდა და თავზე წამოადგა -მოგსდევს ვინმე? ცაცომ ფანჯრიდან გაიხედა,იმის შესამოწმებლად მართლა მოსდევდა თუ არა ვინმე -სულ გაგიჟდა თორნიკე!შუა ღამით მომადგა და მეჩხუბებოდა,მიყვარხარო ტასო ოთახში დადიოდა და ხელებს სასაცილოდ ფშეკდა -გეჩხუბებოდა რას ნიშნავს? -ავადმყოფი!ასე მითხრა,შენ წყნარად საუბარი არ გესმისო გოგონამ თორნიკეს ხმას გააჯავრა,რაზეც სიცილი ვერ შეიკავა ცაცომ -და მე რა შუაში ვარ? -ნუ იცინი,თორემ ცოცხლად გაგატყავებ!რა შუაში ხარ და...არ ვიცი ტასომ სახე საცოდავად დამანჭა და სკამზე მოწყვეტით დაეცა -მარტო ხარ? -არა,ზემოთაა მაქსიმე -რა ვქნა?დავიბენი,ავფორიაქდი,თან მიხარია,თან მეშინია ცაცომ წარბები მაღლა აზიდა და ისე ახედა ამღვრეულ დაქალს -რისი გეშინია? -არ ვიცი -და თორნიკესთან ერთად რომ გაერკვა მაგაში,არ გინდა? ტასო გაჩუმდა.ნერვიულად აქანავებდა ფეხს და გაყინულ თითებს ერთმანეთში გრეხდა -წადი ცაცომ თავზე აკოცა და დაბნეული ტასო ღიმილით გააცილა. უკანა ეზოში,მოწნულ სკამზე იჯდა და წიგნს კითხულობდა,მზის სხივები ვიღაცის სხეულმა რომ დაუჩრდილა.თავი უკმაყოფილომ ასწია და წარბებშეკრულ ქმარს ახედა -გაბრიელის მშობლებთან მივდივართ გურიაში და გაემზადე -თუ გინდა არ წამოვალ,სახლში დავრჩები ცაცომ თვალი აარიდა დაბღვერილს და ისევ წიგნს ჩახედა -საჭიროა რომ წამოხვიდე! ჩაიბურტყუნა მაქსიმემ და სახლში შებრუნდა.ცაცოც მაშინვე წამოდგა და უკან მიჰყვა კიბეებისკენ წასულს -რამდენი ხნით მივდივართ? -რამდენიმე დღით ცაცომ ღია კარში თვალი მოჰკრა მაქსიმს ოთახში მიმოფანტულ ტანსაცმელს და სახე დამანჭა -მე ჩაგილაგებ ნივთებს ამოთქვა და პირველი ბიჭის ოთახში შევიდ.მაქსიმე იქვე,კართან დადგა ხელებგადაჯვარედინებული -ნენე და ანდრიაც მოდიან -ძალიან კარგი -თუ გინდა შენს მშობლებსაც უთხარი ცაცოს გულწრფელად გაეღიმა მაქსიმეს შეთავაზებაზე და მადლიერმა ახედა -მამა ისევ მივლინებითაა წასული,დედა კი მის დასთანაა -ის მაისურიც ჩადე რაა ცაცომ ახლად დაკეცილი მაი კარადიდან გამოაბრუნა და ჩანთაში ჩადო -მე თუ არ გინდა ნივთები დაგილაგო,დამლაგებელი დავიქირაოთ.კატასტროფულ მდგომარეობაშია შენი კარადა მაქსიმეს გაეცინა,თავზე გადაივა ხელისგული და სააბაზანოში შევიდა. ცაცოს ვერ გადაეწყვიტა ბევრი ტანსაცმელი წაეღო თუ არა.წარბებშეკრული იდგა ჩანთის წინ.ბოლოს რამდენიმე თბილი ზედა ამოაბრუნა და თავის ადგილას დააბრუნა.არ უნდოდა ზედმეტი რამე წაეღო.ფანაჯარასთან იდგა და ტასოს ემესიჯებოდა.გოგონა ისეთი აფორიაქებული იყო ცაცო სიცილს ვერ იკავებდა.თავი ღიმილით ასწია და კარში გაჩხელი ქმარს შეხედა -მოხდა რამე? -შეგიძლია დამეხმარო? ტელეფონი სწრაფად მიაგდო საწოლზე და მაქსიმესკენ დაიძრა -რა თქმა უნდა ნაკანმა თავი დაუქნია და თავისი ოთახისკენ წავიდა.პირდაპირ სააბაზანოში შევიდა და ცაცოს თმის საჭრელი მანქანა შეაჩეჩა ხელში -აქ დაჯექი წელზე წაავლო ხელი და ხელსაბანი ნიჟარის დახლზე ჩამოსვა,თვითონ კი პატარა სკამზე ჩამოჯდა -ვიწყებ მაქსიმეს გაეცინა და მაისური ერთი ხელის მოსმით გადაიძრო.ცაცომ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ნელა შეაცურა ნაკნის რბილ თმაში თითები.საპარსი ჩართო და დაუფიქრებლად გადაატარა მის თავზე.ფეხებს პატარა ბავშვივით ათამაშებდა და ქმრის უნაკლო თავის ფორმას ღიმილით აკვირდებოდა -წვერი არ გაიპარსო ენაზე მწარედ იკბინა ფიქრები ხმამაღლა რომ წამოაყრანტალა -კარგი მაქსიმემ გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.მისკენ მიტრიალდა და გოგონას უკან დაკიდებულ სარკეში ჩაიხედა.ცაცო ქვევიდან უყურებდა ქმარს,რომელიც იმდენად ახლოს იდგა მასთან სუნთქვას ძლივს ახერხებდა -მადლობა ნაკანმა ღიმილით ჩამოხედა და ძირს ჩამოსვა -არაფრის ძლივს ამოიბურტყუნა ცაცომ და გასასვლელისკენ დისორიენტირებული წავიდა -დილით ადრე გავალთ გასული არ იყო მაქსიმეს სიტყვები რომ დაეწია.თავი უხმოდ დაუქნია და ახურებული შევარდა ოთახში. ლილესთან ერთად მგზავრობდნენ,რადგან მან და ჯანომ იჩხუბეს.აფრასიძემ კატეგორიული უარი განაცხადა,მე ჯანოს მანქანაში არ ჩავუჯდებიო.მთელი გზა ისე ხალისობდნენ ცაცოს მუცლის კუნთები სტკიოდა სიცილისგან. სახლი ულამაზეს ეზოში იდგა.ისეთში,როგორიც გურიას შეეფერება.ღიმილით მიაბიჯებდა მინდორზე და იქვე მორბენალ კნუტს უყურებდა.თინი და ზურაბი იმაზე კარგები აღმოჩნდნენ ვიდრე მას წარმოედგინა.ტასოს თავს ევლებოდნენ,რაზეც თორნიკე გემრიელადაც დასცინოდა -თორნიკე ბებო,მაგიდა გარეთ გამოვდგათ ეგერ,ვენახის ძირში და იქ ვივახშმოთ -არის უფროსო გამყრელიძემ ძლიერად აკოცა ბებოს ლოყაზე და სიცილით შევარდა სახლში -ცაცო,ორი წამით ამოდი რაა მაქსიმე ფანჯარაში გადაყუდებულიყო წელს ზემოთ შიშველი და ცოლს წარბებშეკრული დასჩერებოდა -მოხდა რამე? -მაისურს ვერ ვპოულობ -ამოვალ ჰო გაიცინა და სწრაფად წავიდა მეორე სართულის კიბეებისკენ -რომელს ეძებ? -თეთრს წარწერებიანს ცაცომ მაშინვე ამოაძვრინა ჩანთიდან თეთრი,წარწერებიანი მაისური და ქმარს გაუწოდა -მადლობა ჩაიბურტყუნა მაქსიმემ და სწრაფად გადაიცვა. თინიმ,ნენემ და ელენემ არც ერთი გოგონა არ გააკარა საჭმელს.თქვენ ახალგაზრდები ხართ და გაერთეთო -ჰამაკში ჯდომით აწონებ თავს სადედამთილოს?ნწ,ნწ -ცაცო,მომშორდი ტასომ მოხითხითე დაქალს დაუბღვირა და ცხვირზე დაკოსილი სათვალე შეისწორა -ადექი რაა,მეც მინდა -მშვენივრად ვწევარ,აქედან ამდგომი არ ვარ -დამპალო ჩაიბურტყუნა ცაცომ და თმები მოქაჩა ნიშნისმოგებით მომღიმარ დაქალს -აქ მოდი მაქსიმემ ხელით ანიშნა მასთან მისულიყო,რომელიც მეორე ჰამაკში ჩამჯდარიყო.ცაცომ ენა გამოუყო ტასოს და ქმრისკენ ხტუნვა-ხტუნვით წავიდა.მაქსიმე ადგომას აპირებდა,მაგრამ გოგონამ შეაჩერა -შენც იყავი ჩაიჩურჩულა და გვერდით ფრთხილად მიუწვა.მაქსიმემ მარჯვენა ხელი ვერსად რომ ვერ წაიღო,ცაცოს გადახვია,რომელიც გაბადრული იწვა -რას წამომიწექით მხარ-თეძოზე? ცაცო ლამის ჩაძინებული იყო თავზე დაბღვერილი ლუკა რომ წამოადგათ -რა გინდა? -მეც მინდა ჰამაკიი -მაქსიმე,დავუთმოთ ცაცო ოდნავ წამოიწია,მაგრამ ნაკანმა ისევ უკან დააბრუნა -დავუთმოთ არა ის კიდევ!ლუკა მომწყდი თავიდან მაქსიმემ ისე დაურბიალა თავლები,ლუკა უკანმოუხედავად გავარდა -თქვენ მაინც დამაწვინეთ ახლა ტასოს და თორნიკეს წამოადგა,რაზეც ცაცომ ხმამაღალი სიცილი ვერ შეიკავა -ლილე,ზედმეტები მოგდის უკვე! ჯანო სახლიდან გამოსულ ლილეს მიჰყვებოდა უკან და როგორც ყოველთვის,ყოველგვარი ზედმეტი საუბრით ცდილობდა მის შემორიგებას -კიდევ მე მომდის ზედმეტები?შენ მაწყენინე და მე ვარ რამეში დამნაშავე? -ხმას ნუ უწევ!მარტონი არ ვართ და სირცხვილია.უკვე მილიონჯერ აგიხსენი სიტუაცია და ამდენი საუბარი არ უნდა მჭირდებოდეს! ჯანოს ხმა დასჭიმვოდა და კბილებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერდა,სიბრაზის შესაკავებლად -დამშვიდდი,ბიჭო რა დაძაბე თორნიკე სიცილით ჩადგა მათ შორის და დაბღვერილმა გადახედა ლუკას,რომელიც იქვე ჩამომჯდარიყო და მომღიმარი შესცქეროდა მოკინკლავე წყვილს -ნუ მიბღვერ აფრასიძემ სწრაფად დაიწყვრილა ხმა,თორნიკე ხელის კვრით მოიშორა და კისერზე ჩამოეკიდა წარბებშეკრულ ჯანოს -უიმეე,შერიგდით?არ შემარგოთ სიხარული! ლუკა ბუზღუნით წამოხტა ფეხზე და სახლში ხელების ქნევით შევარდა -თორნიკე,დაუბრუნდი შენს ადგილს ტასომ წარბაწევით ახედა ხეზე მიყრდნობილ გამყრელიძეს,რომელიც სიგარეტს ეწეოდა -მეც მომაწევინე მაქსიმე ოდნავ წამოიწია და თორნიკეს ნასროლი სიგარეტის კოლოფი დაიჭირა.ცაცო ქვევიდან უყურებდა ქმარს,რომელიც საოცარი მანერებით ეწეოდა სიგარეტს.უნებლიედ გაექცა ხელი მისი სახისკენ და ნაზად ჩამოუსვა თითები წვერმოზრდილ ლოყაზე.ნაკანმა სწრაფად ჩამოხედა და თვალებმოჭუტულს ინტერესით დააჩერდა -ძალიან ბევრს ეწევი -ლექცია უნდა წამიკითხო? ცაცომ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.ხელი არ ჩამოუწევი.გაუაზრებლად ეთამაშებიდა წვერზე -ნელ-ნელა შევამციროთ ღერების რაოდენობა -ცაცო,აღარაფერი ეშველება ამას და უაზროდ ნუ დახარჯავ დროს მაქსიმემ ძლიერად მოქაჩა ტუჩებშორის მოქცეული სიგარეტი და ღრმად შეისუნთქა მხუთავი აირი -შენ სცადე მაქსიმემ სიცილით დაჰკრა ხელი ცხვირზე და ჰამაკიდან ძალით წამოაგდო -ეს თემა აქ მოკვდა თვალი ჩაუკრა და გამზადებული სუფრისკენ წავიდა. ძალიან ცხელოდა.ლუკამ და თორნიკემ იმდენი იწუწუნეს ყველანი მდინარეზე აღმოჩნდნენ.ცაცომ ქვიან მიწაზე დააგო პირსახოცი და მაისურგახდილი ზედ გაწვა -წყალში არ ჩამოხვალ? მაქსიმე თავზე წამოსდგომოდა და წარბაწეული უყურებდა -ჯერ-ჯერობთ,არა მერე ვნახოთ სათვალე მოირგო და კომფორტულად მოეწყო.ნაკანი უხმოდ გასცილდა და გასაგრილებლად წავიდა -რამდენი ხალხია ტასომ ამოიწუწუნა და გვერდით მიუწვა მზეზე გშოტილ დაქალს -დედა როგორ ცხელა მაორე მხრიდან აქოთქოთებული ლილე ჩამოუჯდა,რომელსაც სახე საცოდავად მოჭმუხვნოდა -ჩადი წყალში -ვაიმე,ისეთი ცივია თითებიც ვერ ჩავყავი -მე წავედი,თორნიკე მიხმობს ტასომ ცხვირი მაღლა ასწია და გაბადრული წავიდა მომლოდინე გამყრელიძისკენ.მშვიდად იწვნენ მზის გულზე სანამ ცაცომ შემთხვევით არ წამოსწია თავი და მაქსიმე არ დალანდა,რომელსაც ვიღაც გოგოსთვის შემოეხვია წელზე ხელები და ცურვას ასწავლიდა.იგრძნო როგორ წამოწითლდა სიბრაზისგან.ფეხზე დაუფიქრებლად წამოვარდა და მდინარისკენ წავიდა.წყალი მართლაც ძალიან ცივი იყო,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია ამისთვის და მაქსიმალუარად დააიგნორა აკანკალებული სხეული.მდინარის შუაგულში დადგა და მოულოდნელად ჩაყვინდა.ჰო,ცაცომაც გამოავლინა ფარული სამსახიობო ნიჭი და უმაღლესი ოსტატობით დაიწყო "დახრჩობა".გაჰკიოდა და შველას სთხოვდა ქმარს.მკლავები რომ იგრძნო წელზე გაეღიმა,მაგრამ ღიმილი სახეზე შეახმა ლუკა რომ შერჩა -მაქსიმემ გამომაგზავნა,უშველეო ბიჭი გაკრეჭილი დასჩერებოდა გაწითლებულს.ლუკას ზურგს უკან კარგად ხედავდა ნაკამს,რომელიც ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა მას.მადლობაო მიაძახა ბიჭს და აკანკალებული ავიდან ნაპირზე -რაო,დაგვაიგნორა ქმარუკამო? ტასო ახითხითებული დასჩერებოდა დაქალს,რომელიც ცოტაც და აფეთქდებოდა -გაჩუმდი რა ჩაიდუდღუნა ცაცომ და ისევ ნაკანს გახედა,რომელოც წყლიდან ამოდიოდა და გვერდოთ ისევ ის გოგო ედგა.ბიჭმა თავი რამდენიმეჯრერ გააქნია თმებიდან წვეთების გასაფანტად.ცაცომ პირსახოცს დაავლო ხელი და მისკენ გავარდა.სწრაფად ჩამოეკიდა კისერზე და ისეთი ვნებით აკოცა,მაქსიმე ერთ ადგილას დაირწა.ძლივს მოიფიქრა ხელი შემოეხვია მასზე აკრულისთვსი.ცაცოს კეფაზე გამოედო თითები და სავსე ტუჩებს მონდომებით უკოცნიდა.მაქსიმეს ჩუმი გმინვა ამოხდა ცაცომ ქვედა ტუჩზე რომ გაჰკრა კბილი -არ გამიცივდე დაშტერებულ ქმარს გაუღიმა და თმაზე გადაუსვა ხელში შეყინული პირსახოცი.გაბადრული შემობრუნდა და კმაყოფილი წავიდა თავისი ადგილისკენ.მაქსიმემ საცოდავად გაუღიმა თანმხლებ გოგონას და დისორიენტირებული წავიდა ქვაზე ჩამომჯდარი ცაცოსკენ -რა გააკეთე? გოგონას გაეღიმა ქმრის ჩავარდნილ ხმაზე -რა გავაკეთე? -ცაცო! მაქსიმემ წარბები ისე შეკრა ცაცო სწრაფად დასერიოზულდა -არ მაქვს უფლება ქმარს ვაკოცო? -ნუ მეთამაშები! მკაცრად ჩაიდუდღუნა ნაკანმა და სწრაფად გასცილდა მომღიმარს. ცაცო ცეცხლწაკიდებული უყურებდა მოცინარ ქმარს,რომელსაც ხელი გადაეხვია მოუშორებელ ნანუკასთვის.გრძნობდა,როგორ უდუღდა შიგნეულობა.გაბრაზებული წამოვარდა ფეხზე,ტასოს დაუბარა,სახლში მივდივარო და ისეთი სიჩქარით დატოვა იქაურობა ლამის კენჭები აისხლიტა.თავისთვის ბუტბუტებდა და ცდილობდა სახლი არ არეოდა.ვიღაცის მკვრივ სეხულ რომ შეენარცხა,თავი უკმაყოფილომ ასწია და მომღიმარ,ქერა ბიჭს წარბაწევით შეაჩერდა -გამარჯობა უცნობმა ხელი შეაშველა,რომ არ წაქცეულიყო -სად გარბიხარ ასეთი გაბრაზებული? -გამატარე გენაცვალე თუ არ გინდა,გაგლანძღო ცაცომ თავი გაინთავისუფლა და გამყრელიძეების ეზოს ჭიშკარი შეგლიჯა.ოთახში დააბიჯებდა ბოლადენილი და არგამოჩენილ ქმარს ელოდა.ყველანი დაბრუნდნენ მდინარიდან და ცაცოს ეჭვიანობა ახრჩობდა.ყველანაირი აზრი უტრიალებდა თავში მაქსიმესა და ნანუკაზე.დაბღვერილი იჯდა ეზოში და თითებს ნერვიულად ხლართავდა ერთმანეთში.უკვე ჩამობნელებულიყო,მაგრამ ნაკანი ისევ არ ჩანდა.ლილეს ლაპარაკი შორიდან ესმოდა და ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა ეზოში მორბენალ ლუკას,რომელსაც თორნიკე მისდევდა მოსაკლავად,როგორც ეს უკანასკნელი იმუქრებოდა -დავტოვოთ ახალგაზრდები ზურაბი ფეხზე წამოდგა და ცოლს მოხვია ხელი,რათა მასაც დახმარებოდა წამოდგომაში -მშვიდი ღამე,ბავშვებო ნენემ თავზე აკოცა გაშტერებულ ცაცოს და სახლში შევიდა -აუ,მაგრად დავიღალე აქოშინებული ლუკა ლამის თავზე დააჯდა ლილეს,რომელმაც კივილი გააბა -ჯანოო,მომაშორეე -ლუკა,გამოდი აქეთ ლორთქიფანიძე,როგორც ყოველთვის,მშვიდი იყო და აუღელვებლად უყურებდა მათ -ოჰ,შენ თუ მითხარი,ახლავე წამოვფრინდები ფეხზე ლუკამ სარკასტულად გადახედა მეგობარს და ლილეს მოეხვია მთელი ძალით -რა დღეში ხარ?! არსაიდან მაქსიმე რომ გამიჩნდა და ლუკას თავში წაარტყა ხელი,ცაცომ სწრაფად ასწია თავი.მომღიმარ ქმარს უყურებდა,რომელმაც საერთოდ არ შეიმჩნია მომლოდინე ცაცო -სულ თავში ნუ მირტყამ,თორემ დავლენჩდი ამოთქვა ლუკამ და ძმას დაუბღვირა -სად იყავი ამდენ ხანს? -შენ რატომ მეეჭვიანები,თოკუნია? -ისე მაინტერესებს თორნიკემ მხრები საცოდავად აიჩეჩა და ლამის ჩამოძინებულ ტასოს აკოცა თავზე -დავიძინოთ რაა ამოიწუწუნა გოგონამ და ფეხზე ძალით წამოაგდო გამყრელიძე -ჰო,გვიანია უკვე ჯანომ ხელი დაავლო ლილეს და ისე გააქანა კიბეებისკენ,ლამის დალეწა გზაში -მე ეულმა რა ვქნაა? ლუკა წუწუნით მიაბიჯებდა და არარსებულ ცრემლებს იწმენდდა.უეცრად ჩამშვიდდა ეზო.ცაცო მინდორს ჩაშჩერებოდა და ფეხსაცმლის წვერით პატარა ყვავილებს აწვალებდა -შენ არ წამოხვალ? თავზე მაქსიმე წამოადგა,რომელმაც ყვავილები დაუჩრდილა -არა,აქ მინდა ჯდომა ხმადაბლა ამოთქვა ისე,რომ მისთვის არ შეუხედავს.მაქსიმე უხმოდ ჩამოუჯდა გვერდით პატარა სკამზე და მხარზე მიაყრდო თავი -მაშინ მეც აქ ვიჯდები ცაცომ იგრძნო,როგორ აუხურდა სხეული.ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და შეეცადა მსუბუქად ამოესუნთქა,მაგრამ არ გამოუვიდა -თუ გინდა ადი -შენც წამოდი მაშინ გოგონამ თავი მიატრიალა ნაკანისკენ და ზევიდან დახედა -იავნანა გიმღერო? -არა,პამპერსი გამომიცვალე მაქსიმემ წელზე შემოხვია გავარვარებული მკლავი და წამოდგომა აიძულა -მეგონა,ეგ საქმე ნანუკას ევალებოდა მაქსიმეს გაეღიმა.ართობდა ცაცოს ვერდამალული ეჭვიანობა -მაგას კიდევ უფრო დიდი საქმე ავალია თვალი ჩაუკრა და ოთახის კარები ჩუმი ტკაცანით მიხურა -უტიფარი ცაცომ ჩაიბურტყუნა და სწრაფად შევიდა სააბაზანოში გამოსაცვლელად.მაქსიმე ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა.საოცარი სიმშვიდე იყო,რაც ორივეზე მოქმედებდა -ფანჯარა დავხური? -არა,სიგრილე შემოვა ცაცომ მხრები აიჩეჩა და ფრთხილად შეწვა საწოლში.ბალიში ააფუმფულა და თხელი ზეწრიდან გამოაძვრინა ფეხები,თორემ ძალიან დასცხებოდა -ჩემს ბავშვობაში გველები დაძვრებოდნენ ხოლმე ამ ფანჯრიდან ვითომაც არაფერიო ისე აღნიშნა მაქსიმემ და მაისური სწრაფად გაიძრო -რაა?მითხარი,რომ მატყუებ ცაცოს ხმა სადღაც გაჰპარვოდა და ცოტა ხნის წინ ზეწრიდან გაყოფილი ფეხბი ისევ უკან დააბრუნა -არ გატყუებ ნაკანი გვერდით მიუწვა თვალებგაფათოებულს და მომღიმარმა მოხვია წელზე ხელი -ასე მშვიდად,როგორ მეუბნები მაგას? ცაცო უკვე წიკვინებდა ნერვიულობისა და აღელვებისაგან -ნუ გეშინია,მე აქ არ ვარ? -აჰ,დავმშვიდდი.ორივეს გვიკბენს და თუ სიკვდილია,ერთად მოვკვდეთ მაქსიმემ ხმამაღლა გადაიხარხარა და აწითლებულ ლოყაზე აკოცა ათრთოლებულს -ნუ გეშინია და დაიძინე,მოგატყუე ცაცომ ისე მწარედ უჩქმიტა მხარზე,ნაკანმა ხმა ვერ დაიმორჩილა და სასოწარკვეთილმა ამოიგმინა -ვირო ჩაიდუდღუნა და ზურგი აქცია აწკმუტუნებულ ქმარს.მაქსიმემ მოშიშვლებულ მხარზე მიაკრო გავარვარებული ტუჩები და შუბლი მიადო ხერხემალზე.ცაცომ ძლივს ამოისუნთქა.საოცარი შეგრძნება ეუფლებოდა,რასაც ვერაფრით ხსნიდა. დილით საშინელ სიმხურვალეს გრძნობდა.მაქსიმეს გამეტებით შემოეხვია მკლავები მისთვის და მშვიდად ეძინა.ეცადა ჩუმად და ფრთხილად წამომდგარიყო,რომ არ გაეღვიძებინა.მოწესრიგების შემდეგ,მოფუსფუსე ქალებს შეუერთდა,რომლებსაც სამზარეულოში მოეყარათ თავი -გილოცავ რძალო ქმრის დაბსდების დღეს ლილე ისე მოულოდნელად გდაუხტა წინ,დაიბნა.წარმოდგენა არ ჰქონდა,მაქსიმეს დაბადების დღე თუ იყო.ძლივს მოაბრუნა ენა ნენესთვის და ანდრიასთვის რომ მიელოცა.ნერვები მოეშალა საკუთარ თავზე.ცოტა ხანს მოუსვენრად იჯდა სამზარებულოში,მაგრამ რომ ვეღარ გაუძლო მაქსიმეს დაადგა თავზე.ნაკანი მუცელზე იწვა.ცალი ხელი საწოლის გარეთ გადაეგდო,მეორეთი ცაცოს ბალიშს მოხვეოდა.გოგონა იქვე თაროზე დადებულ წიგნს დასწვდა და ძირს "შემთხვევით" დააგდო.მაქსიმემ თავი უცებ წამოსწია და წარბებაწეულ ცოლს ახედა -ვაიმე,გაგაღვიძე?დიდი ბოდიში -არაუშავს ნაკანმა ამოიბუტბუტა და გვერდი იცვალა -რატომ არ მითხარი დაბადების დღე თუ გქონდა? ცაცო ნაწყენი ჩამოუჯდა და საცოდავი სახით გადახედა ქმარს -ლილემ გითხრა ხო? მაქსიმე საწოლის საზურგეს მიეყრდნო და იქვე დადებულ სიგარეტის კოლოფს გადასწვდა -რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია შენ არ მითხარი -ახლა ხომ იცი -ჰოდა,გილოცავ ცაცო ფეხზე წამოდგა და კარებისკენ ცხვირაწეულო წავიდა -მადლობა,ასე გულითადი მოლოცვაც არ იყო საჭირო მაქსიმეს გულიანად გაეცინა დაბღვერილ ცოლზე.მთელი დღე მოლოცვებს იღებდა.გაკრეჭილი დააბიჯებდა.ბავშვივით უხაროდა თავზე რომ დაჰფოფინებდა ყველა -მიბერდება ძმა ლუკა "აცრემლებული" მოეხვია მაქსიმეს და გულზე დაჰკრა მუშტი -ლუკა,დაგამიწებ ნაკანმა ჩაიბურტყუნა და ძლივს მოიშორა ტკიპარავით მიკრული ლუკა.ცოლს გახედა,რომელიც ალუბლის ხის ძირში ჩამომჯდარიყო და ტელეფონზე მომღიმარი საუბრობდა.ხასიათი გაუფიჭდა.მიხვდა საბა იქნებოდა -საღამოსთვის ყველაფერი იქნება, დედი -რა საჭიროა,ნენე?თხუთმეტი წლის კი არ ვხდები -ნუ წუწუნებ რაა,ქეიფი გვინდა ჩვენ,ხო ბიცო? ლილემ ხელი ჰკრა ბიძაშვილს და მომღიმარ ნენეს თავადაც გაუღიმა. მანამდე ფეხბურთის სათამაშოდ წავიდნენ იქვე მდებარე სტადიონზე,რომელიც ხეებში იყო ჩაფლული.გოგონები ხის გრძელ მორზე ჩამომსხდარიყვნენ და თამაშის დაწყებას ელოდნენ -ბრაზიანი სტუმარიც აქ ყოფილა ცაცო შეცბა,გვერდოთ ვიღაც რომ მიუჯდა.თავი მიატრიალა და ხელში ქერა,მომღიმარი ბიჭი შერჩა -გამარჯობა ჩაიბურტყუნა და ქმარს გახედა,რომელიც მათ მისჩერებოდა -ახლა უფრო ადამიანური სახე გაქვს -რა უტაქტო ხარ ცაცოს გულწყრფელად გაეღიმა ბიჭის გამომეტყველებაზე -მე ნიკა ვარ -ცაცო,სასიამოვოა ხელი შეაგება ნიკას გაწვდილ მტევანს -ლამაზი სახელია -ძალიან დიდი მადლობა -მართლა სად გარბოდი ისე გაცხარებული?ლამის ღობეზე გამაკარი ცაცომ სირცხვილისგან თავი დახარა და ხმადაბლა გაიცინა -გამაბრაზეს და სახლში ვბრუნდებოდი -ცუდი გაბრაზება გცოდნია ცაცომ მომღიმარმა ახედა ნაკანს,რომელიც თავზე წამოადგა მოცინარ წყვილს -ეს დამიკავე ბიჭმა ტელეფონი შეაჩეჩა ხელში და მას თეთრი,ფითქინა მაისურიც მიაყოლა,რომელიც მაშინვე გადაიძრო -ნიკუშ,ვიწყებთ ნიკამ თავი დაუქნია თანაგუნდელს და ისევ ცაცოს მიუბრუნდა -იმედია მიგულშემატკივრებ ნიკა ღიმილით გასცილდა ცაცოს,რომელიც მაქსიმეს მწველ მზერას გრძნობდა.ლამის პირღია უყურებდა ქმარს,რომელიც საოცრად თამაშობდა ფეხბურთსაც -ეს უნდა იყოს ეკონომისტი? ცაცოს უნებლიედ წამოსცდა აზრები და შეპარვით გადახედა მოხითხითე ლილეს -კალათბურთს თამაშობდა ოც წლამდე,მერე ტრავმა მიიღო და ვეღარ გააგრძელა -რა ქმარი მყავს ცაცომ თავი ძლივს მოთოკა წამოყვირებისგან მაქსიმემ გოლი რომ გაიტანა.ბრაზი ახრჩობდა მის უკან ჩამომსხდარი გოგონები ბოლო ხმაზე რომ გაჰკიოდნენ თავისი ქმრის სახელს.არასდროს უყვარდა სხვისი შეტყობინებების ქექვა,მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლო,მაქსიმეს ტელეფონმა გაუჩერებელი წკაპუნი რომ ატეხა.უამრავმა მეგობრობის თხოვნამ და შეტყობინებამ იმის შესახებ,რომ მაქსიმე იდეალურად თამაშობდა,ცაცო ლამის ააკივლა.ეჭვიანობისგან გრძნობდა,როგორ იბერებოდა -რამე მოხდა? ტასო გაოცებული უყურებდა ახურებულ დაქალს -არაფერი ძლივს ჩაიბურტყუნა და ისევ ქმარს გახედა.თამაშის დასრულების შემდეგ,ცაცო მაშინევ წამოვარდა ფეხზე და ნაკანთან მივარდა.უკვე მეორედ დააცხრა მის არომატულ ბაგეებს და ამით მიულოცა გამარჯვება -ჩემი ზიდანი ხარ! გაუცინა და მაისური სწრაფად გადააცვა.კმაყოფილს გაეღიმა თავისმა გეგმამ რომ გაამართლა და ყბამონგრეულ მანდილოსნებს რომ მოჰკრა თვალი. საღამოსთვის ეზოში ისხდნენ და მაქსიმეს დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.ცაცო ქმრის წინ ჩამომჯდარიყო და რატომღაც ცდილობდა დაეიგნორებინა.ნაკანი დაბღვერილი მისჩერებოდა ცაცოს,რომელიც მომღიმარი ესაუბრებოდა ნიკას -უკვე ოცდა ექვსი წლის ხარ დეე,დრო აღარ არის შვილის? -მეგონა,გასაგებად ავხსენი ყველაფერი მაქსიმემ დედას ახედა,რომელიც თავზე წამოსდგომოდა დანაღვლიანებული -ასე არ შეიძლება!მე და მამაშენი სულ არ გეცოდებით? -ახლაგაზრდები ხართ,ჯერ კიდევ შეგიძლიათ შვილის გაკეთება თუ ასე ძალიან გინდათ მაქსიმემ ხმამაღალი სიცილი დაიწყო ნენეს აწითლეულ ლოყებზე.ხელისგულზე აკოცა და წარბაწეული ანდრიასკენ გაუშვა. მთელი ღამის განმავლობაში ცაცოს ნიკუშა გვერდიდანაც კი არ მოშორებია.მაქსიმეს ბრაზი ახრჩობდა და თავს ძლივს იკავებდა შუაზე რომ არ გაეგლიჯა მოცინარი ბიჭი -არ აფეთქდე თორნიკე სიცილით გადაუდგა წინ დაბღვერილს და გადაფარა მოხითხითე წყვილი -რა ჯანდაბას უყვება ამდენს -კაი რა დაგემართა,ელაპარაკება კი არ ჭამს მაქსიმემ ისეთი სახით ახედა თორნიკეს,გამყრელიძე სასწრაფოდ გაეცალა.ეზოს ცენტრში დარგულ მსხლის ძირში იდგნენ და სიგარეტს ეწეოდნენ ნიკუშა რომ ამოუდგათ გვერდით.ბიჭი ისევ ცაცოს უყურებდა,რომელიც მაგიდის ალაგებაში ეხმარებოდა დანარჩენებს -ცაცო ძალიან მომწონს მაქსიმე ნიკას სიტყვებზე ისე დაიჭიმა,ლამის გაუწყდა ყველა ძარღვი.იგრძნო,როგორ აუდუღდა სისხლი -ჭკვიანი,მიმზიდველი და სექსუალურია ნაკანმა ვეღარ გაუძლო ბიჭის სიამოვნებისგან აწეულ ზედა ტუჩს და მთელი ძალით შემოსცხო შეკრული მუშტი.ისე დაიღმუვლა,ლამის მთელმა სოფელმა გაიგო.ნიკუშა შებარბაცდა,გატეხილ ცხვირზე თითები აიფარა და სიმწრით ამოიგმინა -ლაწირაკო,რამდენს ბედავ?!ჩემს ცოლზე ლაპარაკობს,ვიღაც გამვლელზე კი არა მაქსიმე ვერ მშვიდდებოდა.გააფთრებული ეცა საცოდავად მოქანავეს და მინდორზე დაანარცხა.კიდევ ერთხელ მოუქნია ხელი.ნუკუშამ თავის დაღწევა სცადა,რის გამოც მაქსიმესაც მოხვდა ერთი-ორჯერ.ნაკანს მეტი აღარ დასცალდა,ჯანომ სასწრაფოდ წამოაყენა ფეხზე და ისე უბიძგა ხელი,ლამის წაიქცა -ს*რი ჩაიდუდღუნა და შეშუპებული თითები სწრაფად გააქნია.ცაცო გაოგნებული და აკანკალებული გაქვავებულიყო ერთ ადგილას.ხან გამხეცებულ ქმარა უყურებდა,ხან მიწაზე გაშოტილ ნიკუშას -რა საქციელია შვილო ეს ნენე სახლიდან გამორბოდა და ყინულები მოჰქონდა.ნიკუშა უკვე წამომდგარიყო და ყველანაირად ცდილობდა არ წაქცეულიყო.ნენემ ყინულები მიაწოდა და გაუღიმა -სულ გადაირიე? ცაცომ ძლივს ამოიღო ხმა და საცოდავად აწურულ ნიკუშას მიუახლოვდა,რომელსაც თეთრი პერანგი სისხლით დასვროდა -სჯობს დავიშალოთ ლუკა ცაცოს გადაუდგა წინ და ფერდაკარგულ ნიკუშას მკლავზე ჩამოეკიდა -გაა*მევინე მაგას,თორემ შემომაკვდება! მაქსიმე ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან.კბილებს ისე აჭერდა ერთმანეთსზე,ღრჭიალის ხმა ყველას ესმოდა -ამას ჩვენ წავიყვანთ იქ მყოფებმა ნიკა ნელა წაიყვანს ჭიშკრისაკენ.ცაცო თვალს არ აშორებდა ქმარს -მაქსიმე,რა დაგემართა დედი?რას ერჩოდი საწყალ ბიჭს -ნენე,შემეშვი რა ნაკანი სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მეორე სართულის კიბეებისაკენ.ცაცოც დაუფიქრებლად მიჰყავ უკან.ისე მიიხურა ოთახის კარი,მაქსიმემ გაოგნებულმა გამოხედა -სულ გაგიჟდი ხომ?საერთოდ ვეღარ აკონტროლებ საკუთარ თავს? სწრაფად მიხურა ფანჯრები და მაისურგახდილ ქმას წინ დაუდგა -ნუ მიმატებ! -მეც მცემ? მაქსიმემ ისე დახედა გაცოფებულ ცოლს,თითქოს მართლა სცემსო -ახლა კარგად მომისმინე!შენ ხარ ჩემი ცოლი და არავის აქვს უფლება შენზე ისე იფიქრონ,როგორც სექსუალურ და მიმზიდველ ქალზე!არც შენ გაქვს უფლება ყოველ მეორეს ეტმასნებოდა! მაქსიმემ უკვე მეორდ გაუგო გემო ცაცოს მწარე თითებს.ახლა უკვე მარცხენა ლოყა ეწვოდა.თავი ოდნავ გადააქნია და აკიაფებული თვალებით დააჩერდა ათრთოლებულს -არც შენ გაქვს უფლება ასე მესაუბრო! ცაცოს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული,მაქსიმე გაყინულ ტუჩებზე რომ დააცხრა.ბიჭმა ძლიერად შემოხვია ხელები წელზე და მთელი სხეულით აიკრა.ვნებიანად უკოცნიდა ზედა ტუჩს და სიამოვნებისგან ზმუოდა.ცაცო ვეღარ სუნთქავდა.გაყინული თითები განიერ მხრებზე მოუჭირა და თვალები მაგრად დახუჭა -გეფიცები,თითებს დაგამტვრევ კიდევ ერთხელ რომ დამარტყამ! მაქსიმემ სწრაფად მოიშორა აკანკალებული სხეული და სააბაზანოსკენ წავიდა.დიდხანს იდგა ცაცო გაფითრებული და გაოგნებული,სანამ ნენემ არ შეაკითხა -სულ დამავიწყდა დახმარება,რომ დაგჭირდებოდათ სწრაფად მოეგო გონს და ახურებულ სახეზე თითები ჩამოისვა -რას ამბობ,ამდენი ქალი აქ ვართ და შენ რაღათ გვინდიხარ,უბრალოდ მაქსიმეს ამბის გასაგებად მოვედი -სააბაზანოშია,წესით მალე უნდა გამოვიდეს -კარგი,დილით დაველაპარაკები.დაისვენეთ ცაცომ თავი დაუქნია მომღიმარ ნენეს და დახურული ფანჯარა სწრაფად გამოაღო.ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს ვერ სუნთქავდა.ეცადა ღრმად ჩაესუნთქა სუფთა ჰაერი. ოთახში შესული ქმრისკენ სწრაფად შეტრიალდა.მაქსიმეს წელზე პირსახოცი შემოეხვია და სველ თმას ძაღლივით იბერტყდა.გოგონამ ვერ გაუძლო მის ყურებას.აფორიაქებული გავარდა ოთახიდან.ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა. ყველას ეძინა.მიჩუმებულ ეზოში, მინდორზე იჯდა და ვარსკვლავებით სავსე ცას გასცქეროდა.გრძნობდა მაქსიმეს მწველ მზერას,მაგრამ ჯიქურ არ იხედებოდა მისკენ -დაწოლას არ აპირებ? ნაკანმა ვეღარ გაუძლო ხის პატარა სკამზე ჯდომას,უკვე მუხლები და წელი სტკიოდა -არა ჩაიბურტყუნა და ცხვირი მაღლა ასწია -ბავშვობიდან მეზიზღება,როდესაც ჩემს პირადს ეხებიან!არ ვაპირებ ჩვარივით,უმოქმედოდ დავდგე და ვუსმინო,როგორ ან*რევენ ჩემს ცოლზე -ავადმყოფო ცაცო ფეხზე წამოვარდა და ქმარს მწარედ შემოსცხო მხარზე ხელი -სულ არ მჭირდება შენი დაცვა! მაქსიმემ სიგარეტის ნამწვი მოისროლა და ქვევიდან ახედა გაკაპასებულ ცოლს -წამოდი,დავწვეთ ფეხზე წამოდგა და მაჯაზე შემოხვია გახურებული თითები -არ მოვდივარ მე შენთან ერთად ცაცო გაჯიუტდა.მწარედ უჩქმიტა მკლავზე,მაგრამ მაქსიმე არ შეტოკებულა.სწრაფად დაავლო ხელი და მხარზე მოიგდო აფართხალებული ცაცო -დამსვი შე ვირო გოგონას ბოლო ხმაზე უნდოდა ყვირილი,მაგრამ გაახსენდა,რომ ყველას ეძინა.რომ ვერაფერი მოუხერხა ფერდზე უკბინა ამაყად მიმავალს.ნაკანმა ხმა ვერ დაიმორჩილა.მისმა განწირულმა ღნავილმა გაჰკვეთა ჰაერი.სწრაფად გაიარა დარჩენილი მანძილი და საწოლზე დაანარცხა კმაყოფილ ღიმილაკრული ცოლი -ფუ როგორ მეტკინა მაქსიმს სახე საცოდავად დამანჭვოდა და ნატკენ ადგილს მისჩერებოდა -ღირსი ხარ! -როგორ მინდა მაგრად გცემო ამოისისინა და ძალით გააძრო სააფანი მოფართხალეს -ცაცო,გაჩერდი,თორემ რამეს გატკენ! ისე დაიღრინა ცაცო მაშინვე გაჩერდა.დამრგვალებული თვალებით მისჩერებოდა ქმარს,რომელიც წარბაზიდული უყურებდა გოგონას სიმრგვალეებს.სწრაფად გაინთავისუფლა თავი და საწოლში შეწვა.აწითლებული სახე ბალიშში ჩამალ და ყველანაირად ეცადა მაქსიმეს სიცილი დაეიგნორებინა -მომწონს დამჯერე,რომ ხდები ნაკანმა ძლიერი მკლავი წელზე შემოხვია და მისკენ მისწია.მხარზე ნაზად აკოცა და ნახევარი ტანით აიკრო -მაქსიმე,გამიშვი ცაცო აფართხალდა,მაგრამ მალევე გააკავა მასზე ბევრად ძლიერმა მაქსიმემ -ჩშ,დაიძინე ყელში აკოცა გატრუნულ ცოლს და მომღიმარმა შემოხვია მეორე ხელიც. სიცივემ გააღვიძა.თვალები ძლივს დააშორა ერთმანეთს და ღია ფანჯარას გახედა.წვიმდა.აბურდულ თმაზე თითები გადაისვა და ხელების ცეცებით გადასაფარებლის ძებნა დაიწყო.მოულოდნელობსგან შეცბა და თავი სწრაფად წამოსწია.თვალები გაუფართოვდა და კინაღამ კივილი დაიწყო.მაქსიმეს თავი მის მუცელე ედო და ორივე ხელით წელზე შემოხვეოდა.მკერდის ნახევარი მოუჩანდა.სირცხვილისგან ვერც კი გაინძრა.აკანკალებულმა ამოისუნთქა და თვალები მაგრად დახუჭა.კანი დახორკვლოდა და უთრთოდა -მაქსიმე ჩუმად ამოიხვალა და ნელა შეეხო ქმრის მხარს -მაქსიმე,გაიღვიძე ოდნავ შეარხია და ყველანაირად ეცადა ყელში მოწოლილი სირცხვილი უკან დაებრუნებინა -რა გინდა გოგო,ამ დილა უთენია მაქსიმემ თავი წამოსწია და ცალთვალ გახელილმა ახედა -მომშორდი თუ შეიძლება! -ასეც ძალიან კომფორტულად ვარ ნაკანი პირვანდელ პოზიციას დაუბრინდა და უკეთ მოეწყო ცაცოს სხეულზე -ახლავე მომშორდი,სანამ კივილი დავიწყო! -აუუუ,რანაირი წიკვინი იცი რააა მაქსიმემ ამოიბურტყუნა და გვერდი იცვალა.თავის ბალიშს მოეხვია და ძილი განაგრძო.ცაცი ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში გაიძირწა.ინანა თბილი ტანსაცმელი რომ დატოვა.ძალიან სციოდა,მაგრამ არაფერი ჰქინდა წაღებული.მისაღებში იჯდა და ტასოს კალთაში ედო თავი -მათხოვე რა რამე გაყინულ მკლავებზე თითები დაისვა და კნუტის თვალებით ახედა დაქალს -რაც წამოვიღე,მაცვია და რა გათხოვო? -შენ ხომ ვერაფერში გამოგიყენებს რა კაცი ბუზღუნით წამოდგა და ოთახში აბრუნდა.თვალში მოხვდა მაქსიმს ჩანთა და გაახსენდა,ჟაკეტი რომ ჩაუდო ბიჭს.ნელა ამოაძვრინა შავი მოსაცმელი ჩანთიდან და სწრაფად მოიცვა.კმაყოფილმა ამოიზმუვლა. გამობრუნებას აპირებდა ჩანთაში ჩაყრილმა ფირცლებმა რომ მიიქცია მისი ყურადღება.მძინარე ქმარს გადახედა,რომელიც საწოლზე გაშოტილიყო გაუნძრევლად.ნელა დაიხარა და ფრთხილად ამოაძვრინა რამდენიმე ფურცელი იქიდან.გაოგნებული შეშჩერებოდა უბრალო ფანქრით დახატულ საკუთარ პორტრეტებს.გრძნობდა,როგორ უდუღდა მუცელში ყველაფერი.გაბადრული უყურებდა საკუთარ თავს.აოცებდა მაქსიმს ფარული ნიჭი.ვერასდრო წარმოედგინა ასეთი რამ.მოულოდნელობისაგან შეხტა,ნახატები რომ ააცალეს.თავზე მაქსიმე წამოსდგომოდა,რომელიც დაბღვერილი დასცქეროდა -მე...მე შემთხვევით ვნახე...ძალით არ მინდოდა -ნუ ბურტყუნებ რაა ნაკანმა ფურცლები თავის ადგილას დააბრუ და სააბაზანოსკენ წავიდა -რატომ არ მითხარი,რომ ხატავდი? ცაცო გაუაზრებლად აედევნა უკან და ელვის სისწრაფით გამოვარდა,შიშველი ქმარი რომ შერჩა ხელში -არ გიკითხავს -ძალიან კარგად ხატავ ძლივს ამოილუღლუღა და აწითლებული ლოყები სწრაფად ჩამალა მოსაცმელში -ყველგან რატომ ყოფ მაგ ცხვირს? -გეწყინა,რომ ვნახე? ცაცომ მაქსიმეს სიცილი გაიგონა და თავადაც გაეცინა -ცხრა წლის კი არ ვარ -ისე მიყურებდი,გეგონება კაცის მკვლელობა გამოგიაშკარავეო ცაცო ოთახში დადიოდა და თითებს ერთმანეთში ხლართავდა -არ მიყვარს ჩემს ნახატებს რომ ნახულობეს -რატომ?საოცრად ხატავ გაოცებულმა ახედა სააბაზანო კარებზე აყუდებულ ქმარს -არ მიყვარს და მორჩა! ცაცო გაჩუმდა.სახეზე აკრული ღიმილი სწრაფად ჩამოერეცხა და დაბღვერილი გავიდა ოთახიდან. ნენე მთელი დღე უბღვერდა მაქსიმეს,რომელსაც საერთოდ არ აინტერესებდა მისი აზრი ჰუმანურობასთან დაკავშირებით. მისაღებში დივანზე გაშოტილიყო და ისე ესაუბრებოდა ბიჭებს -მაქსიმე მაგარი ცუდი ბავშვი იყო ყოველთვის.მეთერთმეტე კლასში ქიმიის მასწავლებელი სცემა,რას ქვია მოწევის უფლებას არ მაძლევ გაკვეთილზე,მაშინ როდესაც შენ ცეცხლწაკიდებული ქილებით დარბიხარ ჰალსტუხწაჭერილიო -რამე კარგი მაინც მოყევით ჩემზე მაქსიმემ სიცილი დაიწყო თორნიკეს მონაყოლზე -კარგი და ბუნჩულა ჯანო იყო ლუკამ ხელი გადახვია დაბღვერილ ლორთქიფანიძეს და თავზე აკოცა -ბუნჩულა არა ის კიდე.ამის გამო დამსდევდნენ ათი წლით უფროსი კაცები -თორნიკე ნუ ბოდავ ჯანომ თვალები დაუბრიალა გაქაფულ გამყრელიძეს -რას ვბოდავ?ეს ჩვენი ბუნჩულა და ბულკი ჯანო მანქანით შეასკდა პარლამენტარის შვილს.ის ბიჭი კაიფში იყო და მამამისს არ აწყობდა სასამართლოში ჩივილი.პირველად სიტყვით სცადეს მოგვარება.სკოლაში დაგვადგნენ მაგარი ჩაფსკვნილი როჟები.ამან რა ჩემი ბრალი იყო,შუა გზაზე ეყენა მანქანაო.მერე,ფული შესთავაზეს.ამ ავადმყოფმა,ეგ ფული იცით სადაც უნდა გაიკეთოთო და სწორედ მანდ დაგვერხა ყველას.მერე მახსოვს,როგორ გავრბოდით და ისინიც აწყვეტილი კუროებივით,როგორ მოგვსდევდნენ.ისე მეშინოდა გაქცეულ ანტილოპას დავეწეოდი.აუუ,მართლა მაგარი დებილი იყო ჯანო,იდიოტი აგინებდა და უფრო აქეზებდა.ძლივს გავასწარით.იმ საღამოს გადავრჩით,მაგრამ ერთი თვე ქუჩაში ვეღარ გავდიოდით,ყველგან გვეძებდნენ.ბოლოს მოსწყინდათ ალბათ ჩვენი სდევნა და შეგვეშვნენ -შენც კარგი ცუღლუტი ყოფილხარ ლილე დაბღვერილ ჯანოს ჩაუჯდა კალთაში და ლოყზე ჩამოუსვა თითები -მაგრამ მაქსიმე მაინც ბუნტისთავი იყო რა -გააჩუმეთ ეს ვინმემ თორნიკე გაჩერებას,რომ არ აპირებდა მაქსიმემ ბალიში გაუქანა -რას მალავ? ცაცო წარბაწეული დაადგა თავზე მოხითხითე ქმარს -არაფერს არ ვმალავ წელზე გამოსდო ხელი და მუხლზე დაისვა გაოგნებული -გამიშვი ახლავე უშედეგოდ აფართხალდა,ნაკანი მჭიდროდ შემოხვეოდა -მოისვენე ყურს უკან უჩურჩულა და იქვე ნაზად აკოცა.ცაცოს მთელი სხეული აუკანკალდა სიამოვნებისგან.კრუტუნი რომ არ დაეწყო ტუჩზე იკბინა -მე რატომ დამჩაგრა დედა ბუნებამ და რატომ ვარ ეული მგელი? ლუკა სასოწარკვეთილი ჭყაოდა ოთახის ცენტრიდან -შენი დროც მოვა ლუკა,არ იდარდო ტასომ თვალი ჩაუკრა სასაცილოდ გაფხორილს -მაცადე ქალო,ჯერ უნდა ვიგრიალო -რამდენი გაკლია შე საცოდაო მაქსიმემ თავი დანანებით გააქნია და მოხითხითე ცოლს დახედა -ჩემი მოსაცმელი გიხდება,მაგრამ შიშველი უფრო ლამაზი ხარ ხმადაბლა უჩურჩულა და ხარხარი დაოწყო მის გამომეტყველებაზე.გოგონა სულ მთლად წამოწითლდა და აკიაფებული თვალებით ახედა ნაკანს -იდიოტო! მკლავზე უჩქმიტა და თავი გაინთავისუფლა -სად მიდიხარ? ტასომ ინტერესით ახედა წამომხტარ დაქალს -ჯანდაბაში ჩაიბურტყუნა და სწრაფად გავარდა ოთახიდან.მაქსიმე მომღიმარი უყურებდა მიმავალს და მაქსიმალურად აიგნორებდა დანარჩენების მზერას -ხვალ დავბრუნდეთ რაა,მომწყინდა უკვე აქ -რაო ლუკა,მოგენატრა აღვირახსნილი ცხოვრებაო? მაქსიმემ ძმას გადახედა,რომელიც ლამის ჩამძვრალიყო ტელეფონში -მომენატრა აბა,არაა?!მოიწყინა დედაქალაქმა უჩემოდ -ჰოო,მართლა დავბრუნდეთ მეც საქმეები მაქვს ჯანომ უკმაყოფილოდ მომზირალ ლილეს გადახედა -რა საქმეები? -ნაშოჩკები მოენატრა ლილემ ისეთი სახე მიიღო,თორნიკე ახარხარებული გადავარდა სკამიდან -ბოდავს,ხომ იცი! -გაბოდებთ მე თქვენ! აფრასიძე ფეხზე წამოხტა და ცხვირაწეული წავიდა საძინებლისკენ -აუუ,რა მაგრად გცემ! ჯანომ ბურტყუნით მიაძახა ლუკას და უკან მიჰყვა გაბრაზებულ შეყვარებულს -რას ერჩი ბიჭო,იმ საწყალს კიდე ლილეს წიოკი უნდა?! -გავერთეთ გამყრელიძემ თავალი ჩაუკრა ლუკას და ბედნიერი მოეხვია ტასოს,რომელმაც ვნებიანად აკოცა.ნაკანი მაშინვე გასცილდა იქაურობას.ცაცო ემბრიონის ფორმაში იწვა და ეძინა.გვერდით მიუწვა და ფრთხილად მოეხვია.გოგონა არ განძრეულა,მშვიდად ფშვინავდა.მომღიმარი უყურებდა მის სახეს და ხელებს ძლივს იკავებდა,რომ არ შეხებოდა.საკუთარ აჩქარებულ გულისცემას გრძნობდა -მაქსიმე,ანდრია გეძახის სიმშვიდე ნენემ დაუღვია,რომელიც გაბადრული შესცქეროდა წყვილს -გამოვალ ჩაიბურტყუნა და ფეხზე წამოდგა.ანდრია მისაღებში იჯდა და მობილურზე საუბრობდა.ხელით აიშნა მის წინ დამჯდარიყო.მხრები აიჩეჩა და ინტერესით მიაჩერდა მამას -სასტუმროს წილი დავკარგეთ და თითქმის ორი მილიონი განიავდა მაქსიმემ ფერი დაკარგა.ერთადერთხელ ანდო ანდრიამ ასეთი რთული საქმე და ისიც კრახით დასრულდა -რას ამბობ? ძლივს ამოიხავლა და აკანკალებული თითები თმებში შეიცურა -სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ,თორემ გავკოტრდებით -ჯანდაბა,როგორ მჯეროდა,რომ ყველაფერი კარგად იყო მაქსიმე ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს.საშინლად გრძნობდა თავს -ახალი პარტნიორები,მეწილეები და კომპანიები გვჭირდება.ადრეც გვქონია ასეთი კრიზისი და გამოვმძვრალვართ -ასე როგორ დავკარგეთ? -ჩვენზე მეტი თანხა დააბანდეს,მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს.მთავარია,როგორ გამოვასწორებთ ამ ყველაფერს მაქსიმე თავჩახრილი იჯდა და ყველა დაშვებულ და ვერგათვლილ შეცდომაზე ფიქრობდა.ისე დატოვა ანდრიამ ვერც კი გაიგო.თავბრუსხვევას გრძნობდა.ძლივს ახერხებდა სუნთქვას.თავი სწრაფად ასწრია მხარზე შეხება,რომ იგრძნო.ცაცო გაოგნებული დასჩერებოდა განადგურებულს -კარგად ხარ? ვერაფერი უთხრა.გაყინული მკლავები წელზე შემოხვია და შუბლი მუცელზე მიადო.ცაცო დაბნეული იდგა და არ იცოდა,რა უნდა გაეკეთებინა.თითები ნელა შეუცურა რბილ თმაში -ყველაფერს გამოასწორებ,მე მჯერა შენი -ჩემი ბრალია,მე ჩავფლავდი მაქსიმეს გატეხილმა ხმამ შეაკრთო.თავი წამოაწევინა და წვერიან ლოყაზე მოეფერა -მაქსიმე,ყველაზე ჭკვიანი და სექსუალური ბიზნესმენი და ეკონომისტი ხარ!არ გაქვს უფლება დანებდე და ანდრიას იმედები გაუცრუო.წამოდი დაიძინე და დასვენებულ გონებაზე უკეთ იფიქრებ მაქსიმე ღიმილს ვერ იკავებდა ცოლის მკაცრ,მომთხოვნ და ურყევ ხმაზე.მონასავით გაჰყვა ოთახისკენ წასულს. თინიმ და ზურაბმა სანამ მანქანები არ გაავსეს პროდუქტებით მანამდე ჭიშკარში არც ერთი გაუშვა -მე დავჯდები საჭესთან ცაცომ ქმრის დაღლილ სახეს რომ ჰკიდა თვალი გასაღები ხელიდან აართვა -მანქანა რომ დამიმტვრიო,ზედ მიგაკლავ! მაქსიმემ სიცილით დაიკავა მგზავრის ადგილი და დაბღვერილ ცოლს გადახედა.ლამის მთელი დღე გავიდა სანამ ცაცომ სავარძელი და საჭე მოირგო -იმედია სიჩქარის არ გეშინია გოგონამ კმაყოფილი ღიმილით გადახედა წარბებაწეულ მაქსიმეს და მანქამა სწრაფად მოსწყვიტა ადგილს.ნაკანი პირჩამოვარდნილი აკვირდებოდა ცაცოს მანევრებს.ოსტატურად უვლიდა გვერდს მიმავალ მანქანებს და ამავდროულად საოცრად ჩქარა ატარებდა -ნუ მიყურებ გაოგნებული ცაცოს გაეცინა მაქსიმეს სახეზე -მამამ მასწავლა ტარება.15 წლის რომ ვიყავი მისი აუდი მოვიპარე და ლამის მთელი მარსელი შემოვიარე.ისე დავაბრუნე თავის ადგილას,დღემდე არ იცის -შენ ჩემზე უარესი ყოფილხარ მაქსიმე ბოლო ხმაზე ხარხარებდა და გრძელ თითებს საქარე მინაზე ათამაშებდა -მეც ცუდი ბავშვი ვიყავი -გთხოვ,გზას უყურე მაქსიმეს სერიოზილად ეშინოდა გადაჭარბებული სიჩქარის -გეშინია? -არ მინდა აქ მოვკვდე ცაცო ღიმილს ვერ ფარავდა.საოცრად ართობდა ქმრის ასეთი რეაქცია. ქალაქში დაბრუნების შემდეგ მაქსიმე მაშინვე კომპანიაში წავიდა.სრული ქაოსი დახვდა ოფისში.ყველა დაბნეული და განერვიულებული იყო -მაგრად დაგვერხა!იმაზე მეტი დაიკარგა ვიდრე გვეგონა.ამას თან ემატება დანარჩენ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტები,რომლებიც წესით მზად უნდა ყოფილიყო და საერთოდ არაფერია გაკეთებული ჯანო ფურცლებით ხელში დააბიჯებდა კაბინეტში და დრო და დრო კომპიუტერში თავით შემძვრალ მაქსიმეს უყურებდა -ანდრია სად არის? -შეხვედრაზე წავიდა ბათუმში.ორი-სამი დღე ვერ ჩამოვალო -ასე მგონია სპეციალურად მიკეთებს.უნდა საბოლოოდ გამრიოს კომპანიის საქმეებში და შემატოვოს ყველაფერი მე.თვითონ კი ნენესთან ერთად მშვიდად იყოს მაქსიმე ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან დადგა,სიგარეტის მოსაწევად -ნუ წუწუნებ რა და გაანძრიე ტვინი,როგორ უნდა აღვადგინოთ ტ*აკში წასული სტატისტიკა და რეიტინგი! ძალიან დააგვიანდა სახლში მისვლა.ცაცოს დივანზე ეძინა.სიცხისგან ლოყები ასწითლებოდა და ხელები სასაცილოდ გადალაგა მუცელზე.ფრთხილად აიყვანა ხელში და აზმუვლებული საძინებლისკენ წაიყვანა -რა გეჩქარებოდა? -ბევრი საქმე იყო საწოლზე დააწვინა და შუბლზე აკოცა -დაგერეკა და გეთქვა -ცაცო,ისეთი დაღლილი ვარ,თვალებს ძლივს ვახელ და გთხოვ,შენც ნუ მიმატებ -კარგი ჰო,წადი წყალი გადაივლე -მშია ღიმილი ვერ შეიკავა ქმრის საცოდავ გამომეტყველებაზე და ფეხზე წამოდგა -გაგიმზადებ რამეს. მაქსიმეს ნახევრად ეძინა და ისე ჭამდა -რამე არის ახალი? -ჯერ-ჯერობით არა -ყველაფერი კარგად იქნება ცაცომ გულწრფელად გაუღიმა იმედგადაწურულ ნაკანს. თითქმის მთელი ორი კვირა ნორმალურად არ უნახავთ ერთმანეთი.ცაცო ოჯახთან დიდ დროს ატარებდა.ტასოს არ ეცალა მისთვის,რადგან თორნიკესთან ერთად დაბოდიალობდა.მშობლებთან იყო მაქსიმემ რომ დაურეკა და სასწრაფროდ სახში მისვლა სთხოვა.ისე შეეშინდა დაუფიქრებლად გავარდა.მაქსიმე ოთახში დახვდა,რომელიც კარადასთან იდგა და იქექებოდა -რა მოხდა? -უნდა მიშველო,ქვეყნიდან გასვლა მიწევს და ჩანთა უნდა გამიმზადო შვებით ამოისუნთქა,რომ გაიაზრა სერიოზული არაფერი ხდებოდა,მაგრამ მერე გააცნობიერა,რომ მარტო ყოფნა მოუწევდა.უხმოდ დაიწყო საჭირო ნივთების გადმოლაგება -რამდენი ხნით მიდიხარ? -არ ვიცი.წესით დიდი ხნით არა მაქსიმე ისე წავიდა, ნორმალურად დამშვიდობებაც ვერ მოახერხა.ცაცო მთელი დღე სახლში იჯდა და წიგნის კითხვით ირთობდა თავს,სანამ ქეთომ არ მიაკითხა -ნუცას გიტოვებ -დედა,ძიძაზე არ გიფიქრია? -მე და სანდრო რაღაც წვეულებაზე მივდივართ და დეიდაშენს არ სცალია და ეგ ძიძის ამბავი ვითომ არ გამიგია ცაცომ ბუზღუნით შეიტანა ნუცას ნივთები სახლში და გაკრეჭილი ბავშვი ხელში აიყვანა.ცოტა უშველა,თორემ მარტოობას ჭკუიდან გადაჰყავდა.გვიანი იყო,ნუცა უკვე დაძინებული ჰყავდა და თავადაც დაძინებას აპირებდა მისი მობილური რომ აზუზუნდა.გული აუჩქარდა მაქსიმეს ნომერი რომ დაინახა.ღიმილის შესაკავებლად ტუჩზე იკბინა და აივანზე გავიდა -ვერ დავიძინე მაქსიმეს ხმაზე ეტყობოდა,რომ ნასვამი იყო -ზღაპრები მოგიყვე? -არა,უბრალოდ მესაუბრე ცაცო იქვე ჩამოჯდა და ფეხები მოაჯირზე აალაგა -სად მოასწარი დალევა? -დღეს არ გვქონდა შეხვედრა ჩანიშნული,ამიტომ ბარში წავედით -დასალევად და საგრიალოდ წახვედი მანდ? მაქსიმეს ხმამაღლა გაეცინა ცოლის ტემბრზე -არ მაქვს უფლება? -თუ დალიე შეირგე,მე რაღას მაწუხებ -თუ გაწუხებ,გავთიშავ! ცაცო მაშინვე გაჩუმდა.ენაზე ისე მწარედ იკბინა სისხლის გულისამრევი გემოც კი იგრძნო -კარგი,წადი დაიძინე -მაქსიმე მე... -ძილინებისა ისევ იქ იჯდა მხრებჩამოყრილი და თვალებამღვრეული დასჩერებოდა დიდი ხნის ჩამქრალ ეკრანს.ლამის დაათენდა.ძალიან რომ მოაწვა ძილი მხოლოდ მაშინ შეფლატუნდა ოთახში. მაქსიმეს მივლინება ზედმეტად გაიწელა.იმ ღამის შემდეგ ერთხელაც არ შეხმიანებია ცაცოს.მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა და საშინლად არ უნდოა მაქსიმეს გარეშე ყოფილიყო.კარგად ნაცნობ ბარში იჯდა.მხოლოდ განტვირთვა უნდოდა.დალევას არ აპირებდა,მაგრამ გრძნობებს ვერ მოერია.ცხოვრებაში მესამედ ისეთი მთვრალი იყო,სკამზე ძლივს იჯდა.მომღიმარი შესცქეროდა საცოდავად აწურულ ბარმენს -შენ კარგი ბიჭი ჩანხარ ამოილუღლუღა და სასაცილოდ გაფშეკილი თითი ხვირწინ აუფრიალა -მე სახლში მგონიხარ და შენ აქ ლოთობ? გააჟრჟოლა ნაცნობი ხმა რომ მისწვდა ყურთასმენას.თავს ძალა დაატანა და ძლივსძლივობით შეტრიალდა.მაქსიმე წარბაწეული დაშჩერებოდა მზერაამღვრეულს -და შენ სად იყავი?სულ მარტო დამტოვე ძლივს ლუღლუღებდა და ყველანაირად ცდილობდა,არ წაქცეულიყო -წავიდეთ! მაქსიმემ ბარმენს ფული გადაუხადა და ერთ ადგილას მოქანავე გოგონას მკლავზე შემოხვია თითები.ისე წააპორწიალა,თითქოს ბუმბული ყოფილიყო -ამდენი რამ დაგალევინა?! ამოიბურდღუნა მანქანაში ძლივს რომ ჩასვა -მინდოდა და დავლიე,შენი რა საქმეა? -ღმორთო,გამძლეობა მომეცი სწრაფად დაძრა მანქანა და ცოლს გადახედა,რომელსაც სახე საცოდავად დამანჭვოდა -მალე მივალთ ამოთქვა და სიჩქარეს უმატა.სახლში ხელში აყვანილი შეიყვანა.პირდაპირ სააბაზანოში შესვა და გრილი წყლის ქვეშ დააყენა -ჯანდაბა,რა ცივია ცაცომ ფართხალი დაიწყო და მთელი ძალით ჩააფრინდა მაქსიმეს მკლავებს -მაქსიმე,შემცივდა წამოიკივლა და სწრაფად გაეხვია ქმრის გაწვდილ პირსახოცში -წამოდი,დაწექი ძალით გაიყვანა კედელთან აყუდებული და საწოლზე დასვა -იცოდე,ბოლო და უკანასკნელი იყოს! -და შენ რა გინდა?მე დავლევ თუ არა,რა შენი საქმეა?! მაქსიმემ სწრაფად გამსდო კეფაზე თითები და თავის აწევა აიძულა -კიდევ ერთხელ გაიმეორებ მაგ სიტვებს და საუკუთარ თავზე პასუხისმგებელი არ ვარ! ამოისისინა და გოგონას გალურჯებულ ტუჩებს დააჩერდა.ცდუნებას ვერ გაუძლო და სწრაფად დააცხრა მონატრებულ ბაგეებს.ცაცომ გაყინული თითები მკერდზე მიადო და სიამოვნებისგან ამოიზმუვლა.გრძნობდა ქმრის გავარვარებულ ტუჩებს კანზე და ეგონა მალე აფეთქდებოდა.თვალები მინაბა მაქსიმემ საწოლზე რომ გადააწვინა.სველი მატერია სხეულიდან სწრაფად მოშორდა.ძლივს ამოისუნთქა მაქსიმემ მკერდზე რომ აკოცა.ხმა ვერ დაიმორჩილა და ურცხვად წამოიყვირა ქმრის სახელი. მაქსიმე მომღიმარი უყურებდა მის მკლავებში მოქცეულ,მძინარე ცაცოს.ბევრი დრო არ ჰქონდა.სიკვდილი ერჩივნა ახლა მის დატოვებას,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.ნელა აკოცა ყვრიმალზე და სახლი დატოვა.ცაცოს რომ გაეღვიძა უკვე შუა დღე იყო.გემრიელად გაიზმორა და თავი ინტერესით წამოსწია ხელში ქაღალდი რომ მოხვდა.წამოჯდა და სწრაფად გაშალა.მომღიმარი უყურებდა საკუთარ პორტრეტს და გრძნობდა სიამოვნებისგან,როგორ უთრთოდა კანი "დაბადების დღეს გილოვა" ნახატის ბოლოს ულამაზესმა კალიგრაფიამ მიიქცია მისი ყურადღება.გააოცა იმ ფაქტმა,რომ მაქსიმემ მისი დაბადების დღე იცოდა.ტელეფონი სწრაფად აიღო,რათა მასთან დაერეკა.მდივანმა უპასუხა და უთხრა,რომ შეხვედრაზე იყო და როცა დასრულდებოდა,თავად დაურეკავდა.უამრავი მილოცვა მიიღო.ქეთომ ძალიან სთხოვა მათთან მისულიყო.ეზოში ისხდნენ და საუბრობდნენ.ბედნიერებისგან ღრუბლებში დაფრინავდა.მაქსიმემ დაურეკა და უთხრა,ადრე გავნთავისუფლდიო.ცაცომ სთხოვა,მისთვის გაეარა.გულაჩქარებული ელოდა როდის მივიდოდა.მანქანის ხმა რომ გაიგო,სწრაფად წამოდგა და შესახვედრად წავიდა.სახეზე აკრული ღიმილი გაუქრა,ხელში საბა რომ შერჩა,უზარმაზარი თაიგულით.საბა მაშინვე მიუახლოვდა და მოულოდნელად დააცხრა გაპობილ ბაგეებზე.დაიბნა,გაბრაზდა,არ ესიამოვნა.თავი სწრაფად გასწია და მომღიმარს ახედა -დაბადების დღეს გილოცავ,პრონცესა თაიგული ხელში შეაჩეჩა და ლოყაზე აკოცა -მადლობა ძალით გაუღიმა.შეტრიალებას აპირებდა იქვე,მანქანასთან მდგარი მაქსიმე რომ დაინახა.ნაკანს ფერი დაჰკარგვოდა.მთელი ტანით დაჭიმული იდგა და კარგად ხედავდა მის აკიაფებულ მწვანეებს.გული ჩაეწვა,ბიჭი უხმოდ რომ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.მაშინვე ტელეფონი აიღო და დარეკვა სცადა,მაგრამ უშედეგოდ.ატირებული შევარდა სახლში და თავის ნივთები წამოკრიბა -რა მოხდა,დედი? -არაფერი,სახლში უნდა წავიდე ჩაიბურტყუნა და გასვლას აპირებდა საბამ რომ შეაჩერა -სად მიდიხარ?ახლა მოვედი მე -უნდა წავიდე,მერე გნახავ -დარჩი დედი,ხომ თქვი მაქსიმე გამომივლისო ქეთო სწრაფად მიუახლოვდა შვილს და მხარზე მოხვია ხელი -ვერ გამოგივლიო -არაუშავს,ან მამა წაგიყვანს,ან საბა ცაცო დარჩა,სხვა გზა არ ჰქონდა.ვერ ისვენებდა.მაქსიმე ისევ არ პასუხობდა.გაუკვირდა ტასო და ლილე რომ მივიდნენ და გამზადება უბრძანეს.მხოლოდ მაშინ გაიგო, მაქსიმეს საღამოსთვის რესტორანი დაეჯავშნა.გული ისე უცემდა,ეშინოდა არ გასკდომოდა.საკუთარი თავი ეზიზღებოდა.რამდენიმე საათში ულამაზესი რესტორნის ტერასაზე გაშლილ სუფრასთან ისხდნენ.ყველა მისი საყვარელი ადამიანი იქ იყო,მაგრამ მაქსიმე არსად ჩანდა.მომღიმარი იღებდა მილოცვებს.ცალი თვალი შემოსასვლელისკენ ჰქონდა,გულის სიღრმეში სჯეროდა,რომ მაინც მივიდოდა.თორნიკეს დაავლო ხელი და საცეკვაოდ წაიყვანა -თვითონ სად არის? გამყრელიძეს გაეღიმა.ხელი შემოხვია და მსუბუქად დაატრიალა -ხომ იცი,არ მოვა -სად არის? ცაცოს ხმა გაებზარა და ამღვრეული მზერით ახედა წარბებაწეულს -არ ვიცი -იცი და მატყუებ! -გეფიცები არ ვიცი,დილის შემდეგ არ მინახავს.დამირეკა და კატეგორიულად გამაფრთხილა,რომ ყველაფერს იდეალურად უნდა ჩაეარა -ნენეს რა უთხარი? ცაცო ეჭვნარევი მზერით უყურებდა და ამით ცდილობდა რამე გაეგო -ნენემ არ იცის თუ დაბრუნდა -როგორ ვერ ვიტან და როგორ მეზიზღება! ამოისლუკუნა და შუბლი მხარზე მიაყრდნო მომღიმარს -ვიცი,რომ ყველაფერი იცი საცოდავად ამოიჩურჩულა და ლოყებზე დაგორებული ცრემლები შეიმშრალა -ცაცო,მე იმის გამო არ შემყვარებიხარ,რომ მაქსიმეს ცოლი ხარ!შენ ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი ადამიანი ხარ და ისე ნუ მიყურებ,თითქოს დამნაშავე იყო რამეში ცაცო ტიროდა და გამყრელიძის გულწრფელ სახეზე ღიმის ვერ იკავებდა.თორნიკეს ეხვეოდა.ისიც გულში იკრავდა ატირებულს.სახლში ლუკამ მიიყვანა.ესიკვდილებოდა დაცარიელებულ კედლებში შესვლა.ფეხსაცმელები მისაღებში გაიძრო და ნელა წავიდა კიბეებისკენ.შიშისგან წამოიკივლა წელზე უხეში შეხება,რომ იგრძნო.სწრაფად აანთო სინათლე და აკანკალებულმა ახედა მაქსიმეს,რომელსაც ადამიანის სახე დაეკარგა -გული გამიხეთქე ამოიჩურჩულა და რომ არ წაქცეულიყო კედელს მიეყრდნო -იმედია,ყველაფერი მოგეწონა -ამით ვერ გამოისყიდი ვერაფერს მაქსიმეს ხმამაღლა გაეცინა ცაცოს სიტყვებზე.რამდენიმე ნაბიჯი მისკენ გადადგა და წინ აესვეტა -მე მაქვს რამე გამოსასყიდი?! -რატომ არ მოხვედი? -და მეყურებინა უფასო სანახაობისთვის?მარაზმისთვის?ცირკისთვის?რაო,საბამ ვერ მოასწრო მოსვლა?მიზეზი რა გითხრა,ჯერ სხვისი ცოლი ხარო? მაქსიმეს იმდენად ამაზრზენი და ცივი ხმა ჰქონდა,ცაცო კანკალი აუვარდა.გულს უკლავდა მისი ასეთი დამოკიდებულება,მაშინ როდესაც ახსნის საშუალებაც კი არ მისცა -თუნდაც!შენ იქ უნდა ყოფილიყავი,ჩემს გვერდით! -აჰ,ქმარი ვარ და ჩემი მოვალეობა უნდა შემესრულებინა?არა,მადლობა დიდი.შენ შენს მოვალეობას ასრულებ?!იქცევი ისე,როგორც გათხოვილი ქალი?!მცემ პატივს?!არა,თავზე მახტები და შენივე მშობლების თვალწინ მღალატობ! ბოლო ხმაზე ღრიალებდა და ხელებს ძლივს იკავებდა რამე რომ არ დაელეწა -და როდემდე უნდა ვიყოთ ასე?ზურგს შემაქცევ,წახვალ,მერე გამლანძღავ და ამით მორჩება ყველაფერი?!ვეღარ ვიტან შენს გულგრილობას,დამღალა შენმა ასეთმა გცევებმა,დავიღალე არდამსახურებული ლანძღვით!დიახ,საბამ მაგრძნობინა სითბო,სიყვარული და გვერდშიდგომა.არ უნდა გიკვირდეს მას რომ ვირჩევ -მე რით ვერ დავიმსახურე შენი სიყვარული?რით ვერ დავიმსახურე პასუხი ჩემს გრძნობაზე? მაქსიმემ ხმა დაკარგა.უღონოდ ჩამოყარა მხრები და ამღვრეული მზერით დააჩერდა ერთ ადგილას გაყინულ ცოლს -უხეშმა სიჩუმემ დამღალა მაქსიმე ცაცომ ძლივს გასაგონად ამოიხავლა.იგრძნო,როგორ გაუცხელდა სხეული და კიდურები საგრძნობლად აუკანკალდა.საწოლამდე ძლივს მიფოფხდა.თვალს ვერ უსწორებდა ოთახის ცენტრში გახევებულ ქმარს -მითხარი ცაცო,რა გავაკეთე არასწორად?!რატომ ვერ შემიყვარე?მჯეროდა,გეფიცები დღეს დილამდე მჯეროდა,რომ განქორწინება საჭირო არ იქნებოდა და ამ შემთხვევითობას გამართლება ექნებოდა,მაგრამ შევცდი ცაცომ თავი სწრაფად ასწია და სახეში შეაცქერდა.თითები ძლიერად გადააჭდო ერთმანეთს და ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი -ვთქვით,რომ მანამდე ვიქნებოდით ერთად,სანამ საჭირო იქნებოდა.დროა,ერთმანეთს გავშორდეთ მაქსიმეს ეგონა თავში რაღაც მძიმე ჩაარტყესო.იგრძნო,როგორ გაეყინა თითები.იქვე დადგმულ სკამზე ჩამოჯდა და სასოწარკვეთილმა ახედა ცოლს -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ!ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება,ოროვე დავიტანჯებით. მაქსიმემ თავი ჩახარა და იატაკს დააშტერდა.საერთოდ ვერაფერზე ფიქრობდა გარდა ერთისა,განქორწინებაზე -არაკაცი არასდროს ვყოფილვარ ისეთი,როგორიც საბაა.ის ფოტოები,რომებზეც შენ და საბა ხართ თვითონ გამომიგზავნა.არასდროს მოვქცეულვა უკანასკნელი ნაბი*ვარივით,მაგრამ მირჩევნია სიმართლე იცოდე,ვიდრე შემდეგ დაიტანჯო ფეხზე მძიმედ წამოდგა.თავის კარადასთან დადგა და ერთ-ერთი უჯრიდან მეხსიერების ბარათი ამოიღო.ცაცოსთან მივიდა და კომოდზე დაუდო -სჯობს კარგად დაფიქრდე ამოთქვა და ოთახი დატოვა.ცაცო გაოგნებული იჯდა და თვალს არ აშორებდა მეხსიერების ბარათს.არ შეეძლო მისი ნახვა.ეშინოდა რამე ცუდი არ დახვედროდა.თავს აიძულა მაქსიმეს სიტყვებზე არ ეფიქრა.განქორწინდებოდა და თავისუფლად შეეძლებოდა ბედნიერი ყოფილიყო. მაქსიმე სახლში არ დახვდა.მოწესრიგდა და სახლიდან გასვლას აპირებდა ეზოში ნაკანი რომ გამოჩდა.უემოციო სახით ჩაუარა გვერდი და მიაძახა,რომ მალე შესულიყო.ცაცო გაოცებული უყურებდა მაგიდაზე დადებულ ფურცლებს -საბუთები მოგიტანე,შეგიძლია ახლავე მოაწერო ხელი,მაგრამ სჯობს,დაფიქრდე და გაანალიზო ყველაფერი.ერთ კვირას გაძლევ.ზუსტად ერთ კვირაში დავბრუნდები და პასუხი გქონდეს არ უყურებდა.ზურგით იდგა და ეწეოდა.ცაცოს თავბრუ დაეხვა.ვერ წარმოედგინა,რომ მაქსიმემ განქორწინების საბუთები თავად მიუტანა.დისორიენტირებული დივანზე ჩამოჯდა და აწყლიანებული თაველბით დააჩერდა ფურცლებზე მაქსიმეს ხელმოწერას -რას ამბობ?ეს...როგორ -შენც ეს არ გინდოდა?! მაქსიმე სწრაფად შეტრიალდა და აკიაფებული მწვანეები შეანათა -მინდოდა... -მოკლედ,ყველაფერი მზადაა.მე ჩემი სათქმელი ვთქვი.ისე ნუ მოიქცევი,რომ სანანებელი გქონდეს.დროა თვალები გაახილო და რეალობა დაინახო! ნაკანმა სწრაფად დატოვა იქაურობა. თითქმის სამი დღე სახლიდან არ გასულა.არც მაქსიმე გამოჩენილა.ტვინს უბურღავდა ბიჭის სიტყვები.ბოლოს ამოასხა და ფეხზე წამოვარდა.ოთახში ავარდა.ნოუთბუქი აიღო და სწრაფად დაუკავშირა მეხსიერების ბარათი.ერთ-ერთი ძვირადღირებული სასტუმროს ოთახში იყო გადაღებული.ცაცო შეცბა ნაცნობი ხმა რომ გაიგო.ოთახში მალევე გამოჩნდა წყვილი.საბას გვერდით ლამაზი,ქერა გოგონა აეკრო და მონდომებით უკოცნიდა სავსე მკერდს -არ მესმის რაზე გამიჭედე.კარგად იცი ცაცო არაფერს ნიშნავს ჩემთვის,სულ ცოტაც და ცოლად მოგიყვან,რაღაზე მეწუწუნები?! გაქვავდა.ვეღარ გაუძლო მეტის მოსმენას.ვერ წამოიდგენდა,რომ ეს საბა იყო.ადამიანის,რომელსაც ყველანაირად ენდობოდა და ეგონა,რომ გულწრფელად უყვარდა.აკივლდა,ატირდა,ისტერიკა ჰქომდა.ვერ მშვიდდებოდა.ლამის ყველაფერი დალეწა ოთახში.გულის საშინელ ტკივილს გრძნობდა და სუნთქვას ძლივს ახერხებდა.დაუფიქრებლად წავიდა საბას სახლში.გასაღები კინაღამ შეატეხა კარში ისე კანკალებდა.პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა.სასოწარკვეთილი მიეყრდნო კედელს საბა ქერაზე რომ იყო შემოხვეული და მშვიდად ეძინა.გოგონა გაოგნებული ყურებდა დაუპატიჟებელს სტუმარს.ფრთხილად შერხია მის გვერდით გაშოტილი საბა.ბიჭმაც ზმუილით ასწია თავი და ჯერ პარტნიორს გადახედა,შემდე კი გაფითრებულ ცაცოს -არაკაცი ხარ! ამოიხავლა გოგონამ და ბარბაცით გადაკვეთა ოთახი.ატირებული და გრძნობაარეული მიაბიჯებდა.სახლამდე ძლივს მიაღწია.არეულ ოთახში იჯდა და საკუთარ თავს წყევლიდა ვერდანახული სიმართილს გამო.ამას ვერ აპატიებდა.ასეთ გულის ტკივილს ვერ აპატიებდა.ეშინოდა რამე არ დამართნოდა და ტასოს დაურეკა.ისიც სასწრაფოდ მასთან გაჩნდა.გულში ჩაიკრა გაყინული და ეცადა ოდნავ მაინც დაემშვიდებინა -როგორ მჯეროდა მისი.როგორ მეგონა, რომ მართლა ვუყვარდი -მე გაგაფრთხილე,რომ საბა ამად არ ღირდა!ყოველთვის ვიცოდი რა ნაგავიც იყო,მაგრამ შენ არასდოს მისმენდი! -ტასო,რას მეუბნები? -არ ისმენდი მასზე ცუდს!საერთოდ არაფერი გქონიათ შენ და საბას და ამაზე მადლობა უნდა თქვა!ამაზრზენი და გულისამრევი ადამიანია!ყოველ ღამე ახალ-ახალ ქალებთან ერთად დადიოდა და შენ სიყვარულს გეფიცებოდა.დროა მაქსიმე დააფასო.ადამიანი,რომელმაც პირველივე დანახვისას მოგნუსხა.სწორედ მაშინ,კინაღამ რომ მოგკლა და ამავდროულად გიხსნა ყველაფერისგან!შემთხვევით არაფერი ხდება და დროა,ეს გაიაზრო! მარტო დატოვა არეულ ფიქრებთან ერთად.ვეღარ უძლებდა ამდენს.თითოეული წამი ახსენდებოდა მაქსიმეს გვერდით გატარებული და ხვდებოდა,რომ საბა არასდროს ყვარებია.ყოველთვის იცოდა,რომ შემთხვევით არაფერი ხდებოდა და ტასოს სიტყვებმა კიდევ უფრო დაარწმუნა ამაში.მთელი დღე ნაკანის კაბინეტში იჯდა და ცდილობდა,ყველაფერი კარგად გაეაზრებინა და გადაეხარშა.მეექვზე დღე იყო.ეზოში იჯდა და საღამოს ნიავით ტკბებოდა მისი მობილური რომ აწკრიალდა.მაქიმე იყო.დაუფიქრებლად უპასიხა.ხმა არც ერთს ამოუღია.ცაცოს ესმოდა მისი ღრმა სუნთქვა.იმ წამს დაიფიცებდა,რომ ასე ძალიან არავის ხმის გაგონება არ უნდოდა,ისე როგორც მაქსიმესი,მაგრამ ბიჭი ჯიუტად დუმდა.ვერც თვითონ ბედავდა ხმის ამოღებას.ან რა უნდა ეთქვა.ბოლოს ისევ ნაკანმა გათიშა.უაზრო ტირილი აუვარდა.რომ ვერ დამშვიდდა ტასოს გადაურეკა -დარეკა და ხმას არ იღებდა.მაწამებს,ამით მსჯის ზლუქუნებდა და შეკრულ მუშტებს მწარედ ირტყამდა აკანკალებულ მუხლზე -დაწყნარდი,გთხოვ!დამამშვიდებელი დალიე და დაიძინე.მოემზადე ხვალისთვის რა დაამშვიდებდა?გულამოვარდნილი დააბიჯებდა სახლში და მეორე დღეზე ფირქობა.მაგიდაზე დადებულ ხელუხლებელ ფურცლებს ზიზღით უყურებდა და გრძნობდა,როგორ უჭირდა სუნთქვა. ეგონა ნაწილებად დაიშლებოდა ეზოში შესული მონატრებული სილუეტი რომ დაინახა.მაქსიმე დინჯად მიდიოდა სახლისკენ,მაგრამ მასაც ეტყობოდა მღელვარება.ცაცო სამზარეულოში ელოდა გულაფანცქალებული.მაქსიმე უხმოდ ჩამოჯდა მის წინ და ქვევიდან ახედა აცრემლებულს.ორივეს ისე უნდოდა ერთმანეთს მოხვეოდნენ,აგიჟებდათ ეს გრძნობა -მაპატიე ყველაფერი ხმადაბლა ამოთქვა და ნელა გააცურა მისკენ შავი საქაღალდე.მაქსიმეს მწარედ გაეცინა.მძიმედ ასწია ხელი და სწრაფად გადაშალა დოკუმენტები.თვალები გაუფართოვდა ცაცოს ხელმოწერის ადგილას პატარა გული რომ დახვდა.აფორიაქებულმა ახედა ცოლს,რომელიც თავზე დასდგომოდა -შენ ხარ ჩემი შემთხვევითობა."არაფერია მარადიული,ამიტომ იყავი ჩემი არაფერი" მაქსიმე სწრაფად წამოვარდა ფეხზე და მონატრებულ ბაგეებზე დააცხრა.ჰკოცნიდა მთელი მონდომებით,სინაზითა და ემოციით.იმ საღამოს იყო გრძნობების აფეთქება.ორი მარადიულობა და შემთხვევით გადაჯაჭვული ორი სული. *** 7 წლის შემდეგ ცაცო მონდომებით აცმევდა ლურჯ ფორმას გაბადრულს შვილს -ბიძაშენი რაღაც სისულელეებს რომ მოგიყვება,არ მოუსმინო და არ დაუჯერო იცოდე პატარა ჩანთა ზურგზე მოაკიდა და თავზე აკოცა -ლუკა,მოდი მზად არის ბავშვი -ვაახ,ბიძას კაციი.იმენა გხატავს დინამოს ფორმა ლუკა სწრაფად გამოხტა სამზარეულოდან და ხელში აიყვანა გაბადრული ძმისშვილი -დამსვი,თორემ დამეკუჭა ფორმა ჩაიდუდღუნა პატარა კაცმა და სრაფად გაისწორა მოღრეცილი მაისური -წავედით? -მოიცადე,ტელეფონი მირეკავს და გაგაცილებთ ცაცო სწრაფად გავარდა ოთახში და ამღერებულ მობილურს დასწვდა.სახე გაუბრწყინდა ქმრის ნომერი რომ დაინახა -მიყვარხარ და მომენატრე ვერაფრის თქმა ვერ მოასწორ,მაშინვე ამოთქვა მაქსიმემ -მეც ხალიან მომენატრე.არ გამიგია მე ამხელა მივლინება.ხომ შეიძლება მალე დაბრუნდე? -გაჩუმდი,თორემ ახლავე გადმოვფრინდევი მაქსიმეს ისეთი ხმა ჰქონდა ცაცომ სიცილი ვერ შეიკავა -მამას კაცი სად არის? -ლუკას მიჰყავს სადღაც -ხომ გითხარი,ნუ ატან მაგას ბავშვს.დამიინვალიდებს ცაცო კისკისებდა და კარებში გასულ შვილს ხელს უქნევდა -ორივეს ძალიან მოგვენატრე და მალე დაბრუნდი იცოდე... მაქსიმე ვეღარ უძლებდა ამდენ ხანს ოჯახიდან შორს ყოფნას.მეორე დილითვე გადაფრინდა საქართველოშო.ეზოშივე ესმოდა ცოლის საუბარი და ვეღარ ითმენდა.სწრაფად დაფარა დარჩენილი მანძილი და მთელი ძალით მოეხვია მონატრებულს.ცაცო გონს ვერ მოსულიყო.დაბნეული უყურებდა ამღვრეულ მწვანეებს -იმედია არ მეჩვენები ამოიჩურჩულა და მკლავები სწრაფად შემოხვია კისერზე -ჯანდაბა,რომც გავკოტრდე მე თქვენი დამტოვებელი აღარ ვარ ცაცოს ყელში ბუტბუტებდა და ხარბად ისუნთქავდა მის სურნელს -ჩემი ლომი სად არის? -მოიყვანს მალე ლუკა -სად დააწოწილებს ბავშვს? მაქსიმეს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული სახლში შევარდნილი შვილი რომ მოეხვია.ხელში აიყვანა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში -მამი,როგორ მომენატრე მაა ჰკოცნიდა და თავზე ეფერებოდა -ოჰ,დაუბრუნდა ოჯახს უძღები შვილი ლუკა ძმას მოეხვია და ლოყაზე მოუთათუნა თითები.მაქსიმემ მხოლოდ ახლა შეამჩნია თავისი შვილის ფორმა.ინფაქტი კინაღამ მიიღო დინამოს ლოგო რომ ამოიცნო.ოდნავ დაბარბაცდა და სკამს ჩამოეყრდნო,რომ არ წაქცეულიყო -ეს რა აცვია ჩემს შვილს? ძლივს ამოიხავლა და ცოლს გადახედა -ფეხბურთზე შევიყვანე ბიძას ზიდანი ჯუნიორი ლუკა გაკრეჭილი დასჩერებოდა დაბნეულ ბავშვს -ცაცო,რას ბოდავს ეს ტვინნაკლული? -მართალს ამბობს ცაცომ საცოდავად ამოიზუზუნა და სახე დამანჭა ქმრის გამომეტყველებაზე -რამდენი ხანია? -რომ წახვედი იმ დღეს ჰქონდა პირველი ვარჯიში მაქსიმე ფერდაკარგული იდგა და ცდილობდა უჰაერობისგან არ გაგუდულიყო -სპეციალურად გამიკეთე ხო?იცოდი კალათბურთზე რომ მინდოდა მისი შეყვანა ამოიხავლა და ისეთი სახით გახედა ლუკას,ეს უკანასკნელი კივილით გავარდა ეზოში -ფეხბურთელის ფეხები აქვსო ჩემმა ძმაკაცმა ლუკა გაჰკიოდა და ცდილობდა როგორმე გაესწრო უკან ადევნებული გამწარებული ძმისთვის -დეე,მამამ თუ დაიჭირა ლუკა,რას უზამს? -დაამიწებს შვილო ცაცო მომღიმარი უყურებდა ეზოში მორბენალ კაცებს.იცოდა,ყველაზე კარგ შემთხვევითობაში გაჰყო თავი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.