შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქანელა (თავი 5)


25-02-2021, 04:19
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 1 279

მეორე დღის, დილით 10 საათზე გამოეღვიძა, საწოლიდან წამოდგა და პირველი რაც დაინახა, სავარძელში მძინარე ნიკოლოზი იყო
-ნიკოლოზ -მიუახლოვდა ჩურჩულით აღვიძებდა, ნიკოლოზი ოდნავ შეიშმუშნა და თვალები გაახილა -კარგად ხარ?
-კი, აქ ჩამეძინა როგორც ჩანს, შენ როგორ ხარ? -ჰკითხა და კარიდან კაკუნის ხმაც გაისმა
-ბებიაა, ჩქარა ადექი მაქედან, თორემ რამეს იეჭვებს
-არ მინდოდა ასე შემოჭრა, მაგრამ ნიკოლოზ მისაღებ ოთახში გელოდებიან
-ახლავე ჩამოვალ -უთხრა და თავზე ხელი გადაისვა
-ვინ არის მოსული? -ჰკითხა მარიამმა, მას შემდეგ რაც ბებიამ ოთახი დატოვა
-რაღაც საქმესთან დაკავშირებით ჩემი ნაცნობია მოსული
-და ეგ ნაცნობი ჩემთანააა კავშირში?
-მუდმივად მაგ თემაზე ნუ საუბრობ მარიამ
-დამცინი ხო? სხვა რაზე უნდა ვიფიქრო ნიკოლოზ? ჯერ კიდევ ვერავინ ვერ მიხვდით, რომ აქ მთავარი ფიგურა მე ვარ, მაგრამ ყველაფერი ჩემს გარეშე ხდება -დილიდანვე გაბრაზებულმა ოთახი დატოვა და სამზარეულოში ისე შევიდა სტუმარს არც კი მისალმებია, სამზარეულოში იყო ნერვებმოშლილი ყავის ადუღებას ელოდა, ტელეფონზე გიორგიმ რომ დაურეკა
-მარიამ როგორ ხარ?
-არამიშავს, შენ?
-მეც არამიშავს, დილით გავიგე გუშინდელი ამბავი, რა მოხდა?
-ახლა ამაზე საუბარი არ მინდა, მითუმეტეს, რომ მე არაფერი არ ვიცი, აღარ ვაპირებ ამის თქვენთან განხილვას
-კარგი დამშვიდდი -ღრმად ამოისუნთქა -იქნებ დღეს ჩვენთან გამოსულიყავი?
-მანდ სახლში ვერ მოვალ გიორგი, მამაჩვენის ნახვა არ მსურს -ტელეფონი გაუთიშა, ნერვები ეშლებოდა ასე რომ ‘’იყენებდნენ’’, ოღოდნ ეს გამოყენება ვითომდა მის სასიკეთოდ, რომ იყო
-მარიამ, დილიდან დაძაბულები ხართ შენ და ნიკოლოზი და რამე მოხდა? -სამზარეულოში ბებია შემოვიდა
-სერიოზული არაფერი, თქვენ არ ინერვიულოთ ამაზე -ქალს თბილად გაუღიმა და სკამზე ჩამოჯდა
-რაც არ უნდა იყოს თქვენი ურთიერთობაა და სხვა არავინ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ასე ხმის გაუცემლად არაფერი მოგვარდება -ბებიას უსმენდა და კართან მდგომი ნიკოლოზი შენიშნა
-იცით სინამდვილეში არის რაღაც -უთხრა და ბებიასგან ზურგით მდგომ ნიკოლოზს შეხედა -რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზმა ძალიან მაწყენინა, ისე ძალიან რომ სხვა ოთახში გადავედი დასაძინებლად
-რას მეუბნები შვილო, ასე როგორ შეიძლება, რა გაწყენინა? მითხარი და ნიკოლოზს დაველაპარაკები
-იცით ასე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ძალიან სისულელე გააკეთა -თავის შესაცოდებლად კიდევ უფრო დაასერიოზულა სახე თან გულში იცინოდა, როცა ნიკოლოზის სახეს უყურებდა -აი ნიკოლოზიც მოვიდა მე წავალ -უთხრა ბებიას და სამზარეულო დატოვა, გასვლისას ნიკოლოზს ჩაუარა
-ამას ძალიან კარგად ვიმახსოვრებ, ქალბატონო -უთხრა და სამზარეულოში შევიდა, უაზროდ ეჩვენებოდა მარიამის ასეთი ქცევა და ახლა სულ ტყუილად დარიგებების მოსმენა მოუწევდა


მარიამმა სახლი დატოვა და თავისი მშობლიური სახლისკენ აიღო გეზი, ფეხით უნდოდა გავლა, შორი იყო, მაგრამ რის გავლასაც შეძლებდა ივლიდა, გუშინდელზე ფიქრობდა, მაგრამ იმდენად არ ეშინოდა, როგორც ეს გარედან ჩანდა. ისე იცავდა ყველას მას, თითქოს ყოველწამს საფრთხე ემუქრებოდეს, მაშინ,როცა თავად წარმოდგენაც კი არ აქვს რეალურად რა ხდება, ეს აშინებდა და თან ათამამებდა. ამინდმა ნელ-ნელა იცვალა და აშკარა იყო წვიმას აპირებდა, უსაფრთხოების მიზნით გზის ტრანსპორტით გაგრძელება არჩია, რა დროსაც ტელეფონზე შეტყობინება მიუვიდა
-‘’რაც არ უნდა მოხდეს, სახლში არ დაბრუნდე’’ -ნიკოლოზი
შეტყობინება წაიკითხა და ხალხის ნაკადს ტრანსპორტში აყვა, ვერ ხვდებოდა რას გულისხმობდა ნიკოლოზი, მაგრამ გული უცნაურად აუჩქარდა და აღელდა, სახლთან მისული უკან გაბრუნდა, ასეთ რაიმეს ტყუილად არ მისწერდა, ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა, პოლიციის გამოძახებას აზრი არ ექნებოდა, ეს, რომ რამეში დახმარებოდა ნიკოლოზი მათ გამოიძახებდა და მას არ მოწერდა, შორიდანვე შენიშნა სახლის გარშემო მოძრავი უცხო ხალხი, ტაქსი ოდნავ მოშორებით გააჩერა და შორიდან მანქანას ამოფარებულმა დაიწყო თვალთვალი, პირველი რაც გაახსენდა ტელეფონს ხმა გაუთიშა და ოდნავ ჩამობნელებულ გარემოში ნელ-ნელა წინ წაიწია, მანქანიდან მანქანას ეფარებოდა, ხვდებოდა, რომ ეს ხალხი ნიკოლოზთან კი არა, მასთან იყვნენ მოსულები და მას ეძებდნენ, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ემოქმედა, მეზობლის სახლის ჭიშკარი გამოაღო და ეზოში შეიპარა, უკანა გასასვლელი გზა იცოდა და იმედი ჰქონდა იქ არავინ დახვდებოდა, თუმცა ერთი კაცი უკანა პერიმეტრს აკონტროლებდა, უარესად აღელდა, პოლიციაში დარეკვით შეიძლება ნიკოლოზისთვის უარესად ევნო, ამიტომ გიორგი გაახსენდა მაშინვე, ძმას საფრთხეში აგდებდა, მაგრამ ერთადერთ ნათელ წერტილს მასში ხედავდა
-გისმენ მარიამ
-გიორგი -იჩურჩულა როგორც შეეძლო
-მარიამ, რატომ ჩურჩულებ?
-ჩემი და ნიკოლოზის სახლთან ვიღაცეები არიან, სახლში ვერ შევდივარ, მგონი ნიკოლოზს რაღაცას ერჩიან, პოლიციას ვერ ვიძახებ, მიშველე გთხოვ
-მარიამ, რაც არ უნდა მოხდეს, დაიმალე და არავითარ შემთხვევაში არ გამოხვიდე, ახლავე მოვდივარ, ჩემი იმედი გქონდეს -მარიამმა უპასუხოდ გაუთიშა და ნამდვილი დეტექტივივით დააკვირდა გარემოს
-როგორმე სახლში უნდა შევიდე -ეს იყო ერთადერთი აზრი, რაზეც ფიქრობდა და რის განხორციელებასაც აპირებდა, ზუსტად ამ დროს ის კაცი, რომელიც უკან გარემოს ზვერავდა, ეზოში შებრუნდა და თვალს მოეფარა
-ახლა უნდა ვიმოქმედო -ჩაიჩურჩულა და სახლისკენ გაიქცა, ეზოში შესვლას აპირებდა ხმა რომ მოესმა
-არსად არ არის, ყველგან მოვძებნეთ -მარიამი საუბრის გაგონებისას შეყოვნდა და ბუჩქებთან ჩაიმალა, უკვე სახლის ღობესთან იყო და ბუჩქებიდან ერთმანეთში მოსაუბრე ორ მამაკაცსაც ხედავდა, სახლიდან კი, გაუგებარი ყვირილი ესმოდა, ბუჩქებში ყოფნისას მამაკაცების დიალოგიდან დარწმუნდა რომ ნამდვილად მის საძებნელად იყვნენ მოსულები, რამდენიმე წამში კი, გასროლის ხმაც კი გაიგო, რაზეც ეზოში მყოფი მამაკაცები სახლისკენ გაეშურნენ, შეშინებული არც კი დაფიქრებულა ისე გამოვიდა ბუჩქებიდან და უკანა ეზოდან სახლში შევიდა, სახლს გარედან რკინის კიბე ჰქონდა, რომელიც პირდაპირ მეორე სართულის აივანზე ადიოდა, შეშინებული ფრთხილად ავიდა კიბეზე და აივანზე გადავიდა, ოთახში სინათლე არ ენთო, ამიტომ ძალიან ჩუმად შეიპარა, ეს მისი საკუთარი ოთახი იყო, ნიკოლოზმა რომ გამოუყო ამ სახლში გადმობარგებისას, ოთახი ფრთხილად შეამოწმა და დარწმუნდა, რომ სრულებით მარტო იყო, აივნის კარები და ფანჯრები ჩაკეტა თავის დაზღვევის მიზნით, და შემდეგ ოთახის კართან მივიდა საიდანაც ძალიან ბევრი, ერთმანეთში დაპირისპირებული მამაკცების ხმა გაიგო და მათში ნიკოლოზის ხმაც ამოიცნო, რაზეც იმდენად გაუხარდა, სიხარული ძლივს შეიკავა, მისი ოთახი კიბის კიდესთან იყო, კიბიდან კი პირდაპირ მისაღები ოთახი ჩანდა, ამიტომ კარი ოდნავ გამოაღო და ცდილობდა ქვევით მიმდინარე მოვლენებს დაკვირვებოდა, თუმცა მხოლოდ ნიკოლოზი დაინახა, რომელიც სავარძელზე ხელებშეკრული იყო მიგდებული
-ხომ გითხარით აქ არ არის და ვერც იპოვით
-ვიპოვით აუცილებლად, შენ მაგაზე არ ინერვიულო, თუმცა გირჩევნია შენ თავად თქვა და ამით სიცოცხლეს შეინარჩუნებ
-ეს არც კი მოხდება, ამაზე ფიქრიც კი ზედმეტია -ნიკოლოზმა ჩაიცინა და სისხლი პირიდან გადმოაფურთხა
-მაშინ ასე მოვიქცევით... -უცნობი მამაკაცი, რომელიც აშკარად ამ ყველაფრის უფროსი იყო შეტრიალდა, იარაღი ამოიღო და კვლავ ნიკოლოზისკენ მიბრუნდა ოღონდ ამჯერად იარაღით, რომელსაც პირდაპირ სავარძელში მჯდომს უმიზნებდა -იმ გოგოს მამასთანაც ჩემი ხალხია მისული, ამიტომ მისი დახმარების იმედი არ გქონდეს, არც კი მესმის შენთვის უცხო ადამიანს რატომ აქვს ამხელა მნიშვნელობა, რომ მისთვის თავის განწირვა გიღირდეს
-ამას შენნაირი ვერასოდეს გაიგებ
-ოოუ, ვიღაცას შეუყვარდა საწყალი გოგო, არადა რა იცის, რომ მალე გამოვასალმებთ სიცოცხლეს
-მას ხელს ვერ ახლებთ -ნიკოლოზის ხმა მთელ სახლს მოედო
‘’გიორგი სად ხარ?’’ -საშინლად დაძაბულმა და შეშინებულმა ჩაიჩურჩულა
-მარიამს ვერაფერს დაუშავებთ, ერთადერთი დამნაშავე მამამისია, თქვენ მას უნდა გაუსწორდეთ და არა მარიამს
-ხომ იცი, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა მამამისს ჩემგან ერთი წინადადება, რომ მიეღო
-მარიამმი ამას არ დასთანხმდებოდა
-და შენ როგორ დაგთანხმდა? დავიჯერო შენზე ნაკლები ვარ რამით?
მარიამი ოდნავ გაღებული კარიდან ყურს უგდებდა და აცახცახებულს ორმაგად უჭირდა მოსმენილის გააზრება
-მის მოკვლას აპირებ? სერიოზულად? როდის შეიცვალე დაჩი? როდიდან ერჩი უდანაშაულო ადამიანებს? -ნიკოლოზმა ჰკითხა
-ეს შენი საქმე აღარაა, ახლა ყველაფერი  შეიცვალა და ყველაფერი სხვაგვარადაა -თქვა და მარიამმა გასროლის ხმა გაიგო, შეშინებულმა პირზე ხელი აიფარა და თვალები მაგრად დახუჭა, ნიკოლოზის კვნესის ხმა სადღაც შორიდან მოესმა
-ოო -ბოლო ხმაზე იღრიალა და კიბეზე ისეთი სისწრაფით დაეშვა იქ მყოფებმა ძლივს გაიზარეს, მამაკაცს მივარდა და საყელოზე მთელი ძალით დაეჯაჯგურა
-მარიააამ -ნიკოლოზმა იღრიალა და თავის განთავისუფლება მთელი ძალით სცადა, თუმცა ეზოდან შემოვარდნილმა ორმა მამაკაცმა მისი გაკავება დაიწყო, რა დროსაც მარიამმა ტუმბოზე დადებულ ქოთანს ხელი მოკიდა და დაჩის მიმართულებით ისროლა, ოთახის მეორე ბოლოსკენ გაიქცა და კედელთან მყოფმა მაიკის შიგნიდან დამალული იარაღი ამოიღო
-გაჩერდი  -ბოლო ხმაზე ღრიალებდა -არ მომიახლოვდე -მისკენ წამოსულ ერთ კაცს ფეხში ესროლა -შემდეგს თავში დაგახლი იცოდე
-დაიჭირეთ -იყვირა დაჩიმ და იარაღით ხელში მისკენ გამოექანა
-მარიამ გაიქეციი- იყვირა ნიკოლოზმა
-არ გაბედოთ მოახლოებაა -ჰაერში 2ჯერ გაისროლა და ოდნავ შეშინებული მამაკაცები შეყოვნდნენ, იარაღს დაჩის უმიზნებდა -ერთი ნაბიჯი და იცოდეთ თქვენი ბოსი აღარ იქნება ცოცხალი
აფექტურ მდგომარეობაში იყო და თავს ვერ აკონტროლებდა, ნიკოლოზის ტკივილნარევი ხმა სადღაც შორიდან ისმოდა
-მარიამ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ შენ მაგას ვერ შეძლებ, ასე, რომ ზედმეტი თამაშის გარეშე უბრალოდ დაუშვი იარაღი
-არ გაბედო მოახლოება -დაჩის წინ გადმოდგმულ ნაბიჯზე ანიშნა -შენ მხოლოდ მე მეძებდი, ახლავე გაუშვი ნიკოლოზი, მე აქ ვარ და მხოლოდ მე გჭირდებით
-მარიამ სისულელეებს მოეშვი, ამის უფლებას არ მოგცემ -ნიკოლოზი ოთახის მეორე მხრიდან ყვიროდა, მასთან თავზე მდგომი მამაკაცები კი პირზე ნაჭერს აკრავდნენ
-სანამ დროა დაუშვი იარაღი, თორემ შედეგებზე პასუხს არ ვაგებ
-მგონი ყველა ოდესღაც აუცილებლად აგებს თავის დანაშაულზე პასუხს არა?
-ძალიან ჭკვიანი გამხდარხარ -დაჩიმ ჩაიცინა და ნიკოლოზს გახედა - ისე ნუ იზავ, რომ შენივე ხელით გასწირო ადამიანის სიცოცხლე
-ნიკოლოზს ხელს არ ახლებთ -მარიამი მაშინვე მიხვდა დაჩის სიტყვებს
-ნიკოლოზი მეორე იქნება, მანამდე კი - გაჩუმდა და შემოსასვლელისკენ გაიხედა
-გიორგი?? -მარიამმა ძლივს თქვა მისი სახელი
-დიახ, გიორგი, შენი ძმა, აჰ, ნახევარძმა -ისე საზიზღრად ჩაიცინა, მარიამს ტანში ჟრუანტელმაც კი დაუარა -ახლა გავიგებთ რამდენად გიყვარს შენი ნახევარძმა
-მარიამ, ჩვენზე არ იფიქრო, მხოლოდ შენს სიცოცხლეზე იფიქრე -უთხრა მარიამს, შემდეგ კი დაჩის მიუბრუნდა -ის უნდა გაუშვა, მამაჩემი დაიჭირე, მე და ნიკოლოზიც აქ ვართ
-არა, გიორგიი, ამას არ გავაკეთებ, თქვენ არ დაგტოვებთ -იყვირა, გიორგი ნიკოლოზის გვერდით მიაგდეს და მასაც პირი აუკრეს
-შენ რა ადამიანი ხარ? -დაჩის მიუბრუნდა
-კიდევ მეკითხები რა ადამიანი ვარ?
-ჩემგან რა გინდა? -ნიკოლოზს და გიორგის უყურებდა და უიმედოდ მყოფმა ძლივს თქვა, მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ნიკოლოზზეც არანაკლებ ღელავდა
-მხოლოდ შენი თავი მჭირდება
-და მამაჩემი და ისინი? -ხელი სავარძელში მსხდომისკენ გაიშვირა
-მათ მაშინვე გავუშვებ -თვალებში უყურებდა დაჩის და მისი არ სჯეროდა არც ერთი წამით, მაგრამ რაღაც უნდა მოემექმედებინა, მაგრამ ვეღარც კი ფიქრობდა, მთელი ეს დრო კი, ჯერ ნიკოლოზი ახლა კი გიორგიც თავის გათავისუფლებას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ
-ჯერ გაუშვი და გპირდები, რომ შენთან ერთად წამოვალ
-აი,მესმის თავგანწირვა -გაიცინა და ბიჭებს მათი გათავისუფლება ანიშნა
-მაგრამ -მისკენ წამოსული დაჩი ისევ შეაყოვნა -ჯერ 100%ით უნდა დავრწმუნდე, რომ შენს სიტყვას შეასრულებ, თორემ ტყვიას შუბლში დაგაჭედებ
-რა საჭიროა ამდენი დრამა?
დაცვამ ნაცემ ნიკოლოზს და გიორგის ხელები გაუხსნა და სავარძლიდან ძალით წამოაყენეს
-გარეთ გაუშვით და ჭიშკარი ჩაკეტეთ
-არ მოგცემთ ჩემი დის წაყვანის უფლებას -გიორგი თავის გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ სულ ტყუილად, მამაკაცებმა გარეთ გაიყვანეს
-ნიკოლოზ -გონებაგათიშულმა ნიკოლოზმა დაბინდული თვალებით გამოხედა მარიამს -თავს გაუფრთხილდი, შენი იმედი მაქვს და მადლობა იმისთვის რაც ჩემთვის გააკეთე -ცრემლებმომდგარმა სწრაფად მოაშორა მზერა და კვლავ დაჩის გახედა, ნაცემი და ფეხში დაჭრილი ნიკოლოზიც გიორგისთან ერთად გარეთ დატოვეს, დაცვა სახლში დაბრუნდა, კედელთან ატუზულმა მარიამმა ოთახს თვალი მოავლო, რომელიც სავსე იყო შავ ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცებით
-ახლა კი დროა წავიდეთ -დაჩიმ მობეზრებულად თქვა -დავიღალე ამ ემოციებით -ჩაიცინა და მარიამს შეხედა, რომელსაც იარაღი ისევ ისე ძლიერად ეკავა, როგორც სულ თავიდან
-პატარა საქმე დარჩა -თქვა და წამის მეასედში ტყვია დაჩისკენ ისროლა, რომელსაც ძლიერი კვნესა და გაბრაზებული ხმა მოყვა, მარიამმა დაცვას თავი ვერ დააღწია, ეს ბოლო იმედი იყო, თუმცა გაქცევა ვერ მოახერხა...
თავზე რაღაც შავი ჩამოაფარეს და ძალით წაიყვანეს, შემდეგ კი გაითიშა...


***
თეთრი სინათლე თვალებს სჭრიდა, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა, არ ახსოვს აქ როგორ აღმოჩნდა ან ეს თეთრი კაბა საიდან ეცვა, მაგრამ წინ თითქოს ადამიანების ჯგუფს ხედავდა, ყველაფერი სითეთრეს მოეცვა, რამდენიმე წამით ისიც კი იფიქრა ღრუბლებში ხომ არ დავფრინავო, მაგრამ იატაკზე მყარად იდგა, რამაც მისი ფიქრები გაფანტა, ადამიანების ჯგუფს მიუახლოვდა თუ არა რამდენიმე მათგანი იცნო კიდევაც, მაგრამ არ ახსოვს ვინ იყვნენ და თანაც მიახლოვდა თუ არა თითქოს ყველა სადღაც დაიფანტა, რამდენიმეს გაეკიდა აინტერესებდა ეს რა ადგილი იყო, მაგრამ ვერც ერთს დაეწია, თითქოს ყველა ერთად გაქრაო, მაინც აგრძელებდა თეთრი ფერის იატაკზე ნაბიჯის გადადგმას, მომენტებში მიუახლოვდებოდა თითქოს ვიღაცას ან რაღაცას და შემდეგ ისევ ქრებოდა, შემდეგ კი თავის ტკივილი იგრძნო, თვალები ძლიერად დახუჭა, რადგან რაღაც სინათლე არ ეშვებოდა და პირდაპირ აიძულებდა გამოფხიზლებას, თვალები ოდნავ გაახილა და ძლივს გაარჩია ოთახში მდგარი სხვადასხვა ნივთები, ფანჯრიდანნ კი მზე საშინლად ჭრიდა თვალებს, გუშინდელი წვიმიანი ამინდის შემდეგ მზე არც ერთ სხივს არ იშურებდა დედამიწის გასათბობად.
-დილამშვიდობისა ქალბატონო -ოთახის მეორე მხრიდან ვიღაცის ხმა მოესმა და შეშინებული წამოხტა, გრძელ შავ კაბასა და მაისურში გამოწყობილი ოდნავ პუტკუნა ქალი შენიშნა, რომელსაც ხელში მტვრების საწმენდი ჯაგრისი ეჭირა
-სად ვარ? -ხმაჩამწყდარი ხმით იკითხა და ჩაახველა
-გუშინდელიდან მგონი არაფერი გახსოვთ, ბატონი დაჩი დაბლა სამზარეულოშია და თქვენს გაღვიძებას ელოდებოდა მგონი აჯობებს თუკი მას გაესაუბრებით
-დაჩი? დაჩის სახლში ვარ? -აღელვებულმა კვლავ ფანჯარას გახედა და შემდეგ გვერდზე აივნის კარებს, რომელიც ახლა შენიშნა და საიდანაც, გუშინდელი წვიმისგან დარჩენილი სიგრილე შემოდიოდა
-დიახ, თქვენი ტანსაცმელი დასვრილი იყო, ამიტომ გარდერობში სუფთა ტანსაცმელია, მე დაგტოვებთ, მოემზადეთ და შემდეგ დავალაგებ თქვენს ოთახს -ქალმა მარიამი ოთახში მარტო დატოვა, გათიშულმა ძლივს გაიხსენა გუშინდელი მომხდარი და შეშინებულმა ტირილი დაიწყო, ოთახს თვალი მოავლო, მაგრამ ტელეფონი ვერსად ვერ ნახა უნდოდა გიორგისთვის ან ნიკოლოზისთვის დაერეკა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სხეული ძლივს აათრია საწოლიდან და ძლივს წამოჯდა, ახლა თავი ძლიერად უნდა დაეჭირა, თუმცა კი ძალიან უჭირდა.
გარდერობიდან ტანსაცმელი გამოიღო და ჩაიცვა, თავი ოდნავ მოიწესრიგა და ოთახი დატოვა, დილით, რომ ოთახში დახვდა ის ქალი ვერსად ვერ ნახა, ამიტომ კიბეებზე დაეშვა და სახლის თვალიერება დაეწყო, ზედმეტად მდიდრულად გამოიყურებოდა ყველაფერი, რაც სიცივის და არაკომფორტულობის განცდას უტოვებდა
-როგორც იქნა გავიღვიძეთ ქალბატონო მარიამ -ზურგს უკან დაჩის ხმა მოესმა და მისკენ ნელა მიბრუნდა
-აქ რატომ ვარ? -კითხა და სავარძლისკენ მიმავალს თვალი გააყოლა
-ნუთუ არ გახსოვს, გუშინ თავადვე მითხარი, რომ შენი ფეხით გამომყვებოდი
-სად ვართ?
-მაგას უკვე ჯერჯერობით არ აქვს მნიშვნელობა
-გიორგი და ნიკოლოზი როგორ არიან? ან ცოცხალი რატომ ვარ, შენ ხო ჩემს მოკვლას აპირებდი? -ჰკითხა და მეტი გამბედაობისთვის მის გვერდით სავარძელში ჩამოჯდა
-შენ აქ ხარ, ისინი კი არ ვიცი, ალბათ შენ გეძებენ -გაეცინა და ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია ისე გააგრძელა -ალბათ კარგად არიან
-მანიაკი ხარ ხო, მითხარი რატომ ვარ ცოცხალი? -ფეხზე წამოდგა და სავარძელში მდგომს თავზე დაადგა
-დაჩიც ფეხზე წამოდგა და მარიამს ერთი თავით ზემოდან დახედა -ვიფიქრე და მივხვდი, რომ ცოცხალი უფრო მჭირდები
-მეზიზღები დაჩი -კბილებში გამოსცრა და კიბისკენ წავიდა
-შენს ადგილზე ფრთხილად ვიქნებოდი, უნდა იცოდე, რომ ნებისმიერ წუთს შემიძლია შენს საყვარელ ადამიანებს ვავნო
-რა თქმა უნდა, შენ მხოლოდ ეს შეგიძლია -ჩაიჩურჩულა და კარისკენ კოჭლობით მიმავალს შეხედა -ტყვია პირდაპირ შუბლში უნდა დამეჭედებინა -გაიფიქრა და კიბეზე წავიდა და იმ ოთახში შევიდა სადაც დილით გაიღვიძა, ოთახში არავინ არ დახვდა, თუმცა იმდენად მოეწონა ეს ოთახი რომ აქ დარჩენა არჩია, თეთრი კედლები და ავეჯი, ნაცრისფერი იატაკი და აქსესუარები, ვინტაჟური სტილის ფანჯრები და აივანი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდა, აივანზე გავიდა და თბილ ამინდში რამდენიმე საათი იქ დაჰყო, თავის ოჯახის წევრებზე ნერვიულობდა, მათ შორის მამამისზეც, რადგან იცოდა დაჩის ხალხი მასთანაც იყო გუშინ, თითქოს ხვდებოდა, რომ დაჩისგან იცავდნენ ოჯახის წევრები, მაგრამ არ უნდოდა ამის დაჯერება, რადგან ახლა სწორედ მის სახლში იმყოფებოდა, გარეთ რამდენიმე დაცვა თავიდანვე შენიშნა, მათთან გამოლაპარაკებას აზრი არ ექნებოდა, მაინც არაფერს ეტყოდნენ, ისიც კი არ იცოდა სად იყო, სახლში ტელეფონიც კი ვერ ნახა. ცოტახანში სამზარეულოში ჩავიდა, სადაც უამრავი სხვადასხვა კერძი დახვდა
-ღმერთო რა გემრიელია, ჭამისას რამდენიმე წუთით გადაავიწყდა კიდევაც რეალობა -დასვრილი ჭურჭელი გარეცხა და შემდეგ გარეთ გასვლა გადაწყვიტა, ნელნელა საღამოვდებოდა
-უკაცრავად -ერთ-ერთ დაცვის ბიჭს ანიშნა, რომელსაც თავისი აზრით ყველაზე მეტად გამოსტყუებდა ადგილსამყოფელს
-გისმენთ ქალბატონო -რამდენიმე წუთში ბიჭი მარიამთან გაჩნდა
-ძალიან ლამაზი ადგილია, თან მეცნობა, მაგრამ ვერ ვიხსენებ და იქნებ შენ მაინც მითხრა სად ვართ?
-ააამ, იცით ამის თქმის უფლება არ მაქვს -ბიჭს გვიან გაახსენდა თავისი ვალდებულება და მარიამმაც გაბრაზებულმა მალევე დატოვა წინა ეზო და სახლის უკან გადაინაცვლა
-აქ მე გავგიჟდები -თქვა თავისთვის და საქანელაზე ჩამოჯდა, რომელიც ხის ძალიან მაღალ ტოტზე იყო ჩამოკიდებული
-მობრძანდით, ბატონო დაჩი -მოესმა საუბრის და შემდეგ მანქანის ხმა წინა ეზოდან, მარიამმა თვალები აატრიალა და სხვა მხარეს გაიხედა, არ უნდოდა სადმე შეხვედროდა, ამიტომ მაქსიმალურად აპირებდა დროის გაწელვას, მაგრამ მალევე დაჩის ხმა მოესმა, რომელიც მისკენ იყო მიმართული
-15 წუთში ჩემს კაბინეტში გელოდები, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს -უთხრა და სახლში შევიდა
10წუთის შემდეგ საქანელადან წამოდგა და ოდნავ შეციებულმა თავისი დროებითი ოთახიდან თბილი მოსაცმელი აიღო -ხვდებოდა თბილისში არ იყვნენ, თორემ ასეთ დროს ნამდვილად არ შესცივდებოდა
-შემოდი -გაისმა კაბინეტიდან დაჩის ხმა და ნებართვის შემდეგ მარიამი ოთახში შევიდა
-ჩემთან საქმე გქონდა
-დაჯექი -ხელით სკამზე ანიშნა და მარიამიც ყოყმანით ჩამოჯდა -შენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს -დაჩის საბუთებიდან თავი აწია და ყველაფერი გვერდზე გადადო...
-დარწმუნებული ვარ მთელი დღე ან ტელეფონს ეძებდი ან ვინმეს მოტყუებას ცდილობდი, რომ ადგილსამყოფელი გაგეგო -ოდნავ გაეცინა და განაგრძო -ამიტომ შეგვიძლია დავზავდეთ
-რას გულისხმობ?
-ტელეფონს დავტოვებ სახლში, მაგრამ შენ ეს შენს სასარგებლოდ არ უნდა გამოიყენო, თორემ დარწმუნებული იყავი ამით შენ კი არა შენი ოჯახის წევრები დაზარალდებიან -ფეხზე წამოდგა და კედელში გაკეთებული კარადიდან ერთ-ერთი დოკუმენტი აიღო, შემდეგ კი მარიამის წინ სავარძელში ჩამოჯდა -დარწმუნებული ვარ მთელი ეს დრო შენ არაფერს გეუბნებოდნენ თუ რა ხდებოდაა, ყველაფერი აქ წერია,გამომართვიი -საბუთები გაუწოდა და მარიამმაც ყოყმანით გამოართვა -ოჯახის წევრებთან შეგიძლია დარეკო, თუმცა მათი ნახვა ან მეგობრებთან გასვლა და სამსახურში წასვლა, ან პოლიციაში დარეკვა და დახმარების თხოვნა ჩათვალე, რომ სავალალო შედეგით დასრულდება, მაგრამ ზუსტად რას ვგულისხმობ ამას მაგ საბუთებიდან გაიგებ
-და რატომ უნდა გენდო? -მარიამმა საუბარი შეაწყვეტინა -იქნებ აქ ისეთი რამ წერია რაც სიმართლე არაა?
-და შენი მოტყუება რაში მჭირდება? გგონია, რომ გაიქცე ვერ დაგიჭერ? ან ვინმეს მოკვლა გამიჭირდება? -დაჩი ისე უმზერდა მარიამს, რომ მარიამი მასში დარწმუნებული იყო
-და რატომ გინდა, რომ ყველაფერი შენგან გავიგო, თანაც საბუთებს მაძლევ, რატომ გინდა, რომ ის ინფორმაცია გავიგო, რასაც ჩემი ოჯახის წევრები რამდენიმე კვირააა რაც მიმალავდნენ?
-ჭკვიანი გოგო ხარ და სიმართლე თუ გეცოდინება, მით უფრო კარგად გაიაზრებ მოსალოდნელ საფრთხეს და სავალალო შედეგებს
-და ჩემგან რა გინდა?
-ძალიან ბევრ კითხვას სვავ უკვე, ის რისი ცოდნაც საჭიროა იცი
-შენ ამბობდი რომ ჩემს მოკვლას აპირებდი, მაგრამ ახლა აქ ვარ შენს სახლში, ცოცხალი და თან საბუთებს მაძლევ, რაც ყველაფერს ნათელს გახდის, ეს ყველაფერი ძალიან მაეჭვებს და შენს მიმართ ნდობას საერთოდ არ მიღვიძებს
-რაც გინდა ის იფიქრე, მაგრამ ვფიქრობ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ -უთხრა და კაბინეტი დატოვა, მარიამმა მუხლებზე დადებულ ლურჯ საქაღალდეს დახედა, ის რის გარკვევასაც ამდენ ხანს ცდილობდა ახლა წინ ედო და მხოლოდ გადაშლა სჭირდებოდა, მაგრამ გამბედაობა არ ეყო, იმდენად დარწმუნებით ელაპარაკებოდა დაჩი და იმდენად აეჭვებდა გიორგისა და ნიკოლოზის ქცევა, რომ იქ არსებული რეალობა აშინებდა, თავის ოთახში დაბრუნდა საქაღალდე საწოლზე დადო, ოთახში რამდენიმე წრე გაიარა და ბოლოს როგორც იქნა გადაშალა საქაღალდე და საბუთების კითხვა ყურადღებით დაიწყო. კითხვისას სხვადასხვა ემოცია ესახებოდა სახეზე
-ღმერთო ჩემო -ბოლოს ძლივს ამოილაპარაკა და ცრემლებს გასაქანი მისცა, შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გადაიკითხა ერთი კონკრეტული ადგილი და კვლავ დახურა, ფეხზე წამოდგა და თავის გაკონტროლებას ცდილობდა
-ასეთი რამ როგორ შეიძლება -თავის თავს ეკითხებოდა და ბოლოს საწოლში შეწვა, ემოციებისგან დაღლილს სხვა არაფერი გახსენებია, მხოლოდ წაკითხულის გააზრებას ცდილობდა და უფრო და უფრო მეტად აგიჟებდა მომხდარი...




დილით, ისევ მზის სხივებმა გააღვიძეს, ისიც კი გაიფიქრა ამ ოთახში მუქი ფერის ფარდა უნდა ჩამოვკიდოო, მაგრამ მეორე მემ, მაშინვე უთხრა ეს შენი ოთახი არააო. თვალები გაახილა და წინა დილისგან  განსხვავებით ოთახში არავინ დახვდა, წამოდგა თუ არა საწოლიდან, საწოლის კიდეზე დადებულ საქაღალდეს მოკრა თვალი, გუშინდელიდან ყველაფერი ახსოვდა, მაგრამ კვლავ გადაიკითხა, გარედან მანქანის ხმა მოესმა, თავად კი ადგა და მოემზადა, შემდეგ დაბლა ჩავიდა და კიბესთან შეფეთებულ დაჩის გვერდი აუარა, სამზარეულოში შევიდა სადაც ის ქალი დახვდა, სახელი ჰკითხა და მალევე შეძლო, მასთან საერთო ენის გამონახვა, ძალიან უნდოდა დაჩის კიდევ ერთხელ ნახვა, ასე ვითომ შემთხვევით, რომ მეორე მხრიდან შეეხედა მისთვის, თუმცა კი, ჯერ ისევ არ ენდობოდა. აღმოაჩინა, რომ ამ ქალს ლეილა ერქვა და მას მერე მუშაობს აქ, რაც დაჩი ჯერ კიდევ 2 წლის იყო, რამდენიმე სიტყვა დაჩიზე თქვა, დაჩისთან მიმართებაში თბილი და საუკეთესო ადამიანი, რომ იხმარა მარიამს ძალიან გაუკვირდა და უარის ნიშნად თავიც კი გააქნია, ზედმეტად არარეალური იყო დაჩი და სითბო ერთად, მიუხედავად გუშინდელისა.
-ლეილა, მე ისევ გავდივარ, შენ შეგიძლია მალევე წახვიდე თუ მარიამს რამე არ სჭირდება -თქვა და რამდენიმე წამით შეხედა მასზე მიშტერებულ მარიამს
-არა, მე არაფერი არ მჭირდება
-კარგი შვილო, ჩემს საქმეს დავასრულებ  და წავალ -გაუღიმა და დაჩიმაც სახლი დატოვა
მარიამს მასთან საუბარი  უნდოდა, მაგრამ ვერანაირად ვერ გამოიჭირა, საღამოობით უკანა ეზოში საქანელაზე ჯდებოდა და დრო გაჰყავდა, მის ხელთ იყო ტელეფონი, თუმცა ჯერ არავისთან დარეკვა არ უცდია, შემდეგ დედამსზე იფიქრა და ყველაზე მეტად შეეცოდა
-ალო -მოესმა ტელეფონში მისი ხმა
-დედა მე ვარ -უპასუხა, ამ უხილავი კავშირის გამო ცრემლი დაუკითხავად ჩამოუგორდა
-მარიამ -ტელეფონშიც კი იგრძნო თუ როგორ წამოფრინდა დედამისი
-დედა, მე კარგად ვარ, ყველაფერი რიგზე მაქვს, ზუსტად არ ვიცი სად ვარ,მაგრამ არ ინერვიულო
-მარიამ, როგორ არ ვინერვიულო, რამდენიმე დღეა ყველა შენ გეძებთ, მითხარი როგორ ხარ, სად ხარ? რატომ არ მოდიხარ ჩვენთან?
-დედა ჯერ არ დავბრუნდები და გთხოვ, აქ მართლა კარგად ვარ, არავინ არაფერს არ მიშავებს, უთხარი აღარ მომძებნონ, გპირდები მე მოვაგვარებ ყველაფერს და როცა დრო იქნება დავბრუნდები, თქვენ კი უბრალოდ დამელოდეთ, თორემ ყველაფერი შეიძლება გართულდეს და ძალიან ცუდად დასრულდეს
-ასე მშვიდად როგორ მელაპარაკები მარიამ, ვერც კი წარმოიდგენ როგორ ვათენებთ ყველა ღამეს შენს ძებნაში, ვერსად ვერ გპოულობთ
-ახლა უნდა წავიდე, გთხოვ ის გაითვალისწინე რაც გითხარი, მიყვარხარ -დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა, შემდეგ რამდენიმე წუთი იფიქრა და ტელეფონიდან კარტა ამოიღო და გადატეხა

ძალიან, რომ მოსაღამოვდა და აცივდა, სახლში დაბრუნდა და ტელევიზორის ყურება დაიწყო, 2 კვირა იყო გასული რაც აქ იყო და იმ საუბრის შემდეგ, როცა დაჩიმ საბუთები მისცა, მასთან საუბარი ვერ მოახერხა, ამიტომ გადაწყვირა ახლა დალოდებოდა და აუცილებლად დალაპარაკებოდა...
ოდნავ ჩაძინებულს რაღაც ხმაური მოესმა და მაშინვე თვალები გაახილა, შემოსასვლელში დაჩი დაინახა და დაელოდა როდის შემოვიდა
-რატომ არ გძინავს? -ჰკითხა დაჩიმ და დროის შესამოწმებლად საათს დახედა, რომელიც ღამის 3ის ნახევარს უჩვენებდა
-შენთან საუბარი მინდა
-ასეთ დროს?
-სხვა დროს ვერ ვახერხებ, რადგან სულ თავს მარიდებ
-კარგი -ოდნავ ამოიოხრა და მარიამის გვერდით სავარძელში მოთავსდა
-საბუთები წავიკითხე, თან არაერთხელ
-კარგიიი, მერე?
-არ ვიცოდი ასეთი რამ თუ შეიძლება მომხდარიყო
-რა თქმა უნდა, შენ საიდან გეცოდინებოდა?
-მამაჩემი და მამაშენი ახლო მეგობრები იყვნენ და შემდეგ, რამოხდა რამაც მათ შორის ისეთი დაპირისპირება გამოიწვია, რომ მტრებად იქცნენ?
-ეს ძალიან გრძელი ამბავია
-მაგრამ მინდა, რომ ვიცოდე
-კარგი -მარიამის მომლოდინე თვალებს შეხედა, რაც არ უნდა ყოფილიყო იმსახურებდა სიმართლის ცოდნას, ამოიოხრა და მოყოლა დაიწყო -დედაჩემი, რომელიც მამაჩემზე გიჟდებოდა, მასზე დაქორწინება გადაწყვიტა, მაშინ იმდენად ენდობოდნენ ჩვენი მამები ერთმანეთს, რომ მამაჩემმა თავისუფლად ანდო დედაჩემის თავი მამაშენს, რომ სადღაც წაეყვანა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მამაშენსაც დიდი ხნის განმავლობაში ყვარებია დედა და გზაში მისი გატაცება გადაწყვიტა, ამ დროს კი, დედა თურმე ბავშვზე იყო ორსულად, ეს მხოლოდ დედამ იცოდა, იმ საღამოს უნდა ეთქვა მამასთვის სიურპრიზი, რომ გაეკეთებინა, თუმცა მამაშენმა ის გაიტაცა და მასზე იძალადა -ხმაჩამწყდარმა თავი ხელებში ჩარგო, მარიამმა პირზე ხელი აიფარა, სუნთქვაც კი შეწყვიტა რამდენიმე წუთით, თითქოს წინააღმდეგ შემთხვევაში უარესად ამძიმებდა მომხდარსო
-დედამ შვილი დაკარგა, მუცელი მოეშალა, იქ კი სუიციდის მცდელობა ჰქონდა, როცა მამაშენმა ვენებგადაჭრილი ნახა იძულებული გახდა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო უკან, თავიდან ეცადა ყველაფერი დაემალა, მაგრამ ექიმმა ყველაფერი გაიგო და მამაჩემს მუცლის მოშლაზე და ძალადობის კვალზე, რომ უთხრა იქ დამთავრდა მათი ურთიერთობა, რამდენიმე წლით ციხეშიც კი იჯდა, თუმცა მალევე გამოუშვეს, მამა დედას მაქსიმალურად უფრთხილდებოდა, მასაც ისევე სტკიოდა როგორც დედას, შემდეგ რამდენიმე წელში ჩემზე დაფეხმძიმდა, მაგრამ დავიბადე თუ არა, გარდაიცვალა -დაჩიმ თხრობა დაასრულა და ერთ წერტილს უყურებდა -ახლა როცა შური უნდა მეძია შენ ნიკოლოზზე ძალით გაგათხოვეს, თუმცა შენი დაცვა მაინ ვერ შეძლეს, მე შენს მოკვლას ისედაც არ ვაპირებდი - სიჩუმემ დაისადგურა, მარიამმა მოწოლილი ემოციები ვერ შეიკავა და ოთახი სასწრაფოდ დატოვა, კარები მიხურა თუ არა იატაკზე დაჯდა, და მოწოლილ ცრემლებს გასაქანი მისცა. იცოდა რა საშინელი ადამიანიც იყო მამამისი, მაგრამ ასეთ რამეს ვერასოდეს ვერ იფიქრებდა, გული უარესად ეტკინა, როცა გაიაზრა, რომ პოტენციური მკვლელის შვილი იყო და დაჩი, რომელიც საშინელი ადამიანი ეგონა, რეალურად მკვლელის შვილს თავის სახლში ყოველდღე ხედავდა... და გიორგი? ნიკოლოზი? ნუთუ, მათ ყველაფერი იცოდნენ, ღმერთო ჩემო დაუშვებელიაა, ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო, ნუთ გიორგი, როცა ჩემი ქორწილის დღეს მამშვიდებდა ყველაფერი იცოდა, არა არა წარმოუდგენელია, ხელები სახეზე ჩამოისვა და მოწოლილი სიბრაზე, რომელიც შინაგანად ანგრევდა გარეთ გამოიტანა, და პირველი მაგიდაზე დაწყობილი ნივთები იატაკზე გადმოყარა და დაამსხვრია, -რა ადამიანი ხარ, საერთოდ, როგორ მიმალავდით ასეთ რამეს? გავგიჟდებიი -ბოლო ხმაზე იკივლა და შუა ოთახში იატაკზე ჩაიკეცა, ხელები იატაკს ურტყა, როცა მხრებში დაჩიმ ხელი მოკიდა და ფეხზე წამოაყენა
-და დედაჩემი, ნუთუ მანაც ყველაფერი იცოდააა -ჩურჩულებდა და სიბრაზესთან ერთად ყველაფერი კადრებად ახსენდებოდა -სიგიჟეა, ასეთი რაღაც
-დამშვიდდი მარიამ, ზურგიდან დაჩი ეკვროდა და მის გაკავებას ცდილობდა
-არა, მე მკვლელის შვილი ვარ, მამაჩემი მკვლელია თანაც 2 ადამიანის, პატარა ჯერ არ დაბადებული ბავშვის -ტიროდა, და ტკივილი ბოლომდე გამოჰქონდა გარეთ, არც ცდილობდა მის შიგნით დატოვებას, არც იმაზე ფიქრობდა, რომ დაჩი, რომელიც მასზე უარეს დღეში იყო მის დამშვიდებას ცდილობდა... დაჩიმ ცოტახანში საწოლზე დასვა და შედარებით დამშვიდებულს წყალი დაალევინა, მარიამი ჩუმად რაღაც გაურკვევლ სიტყვებს ბუტბუტებდა და მალევე მოეშვა, ემოციებისგან დაიღალა და გათიშულიღა იჯდა და ერთ ადგილს მიშტერებოდა, დაჩიმ საწოლზე მიაწვინა და საბანი მიაფარა, როცა დარწმუნდა, რომ ეძინა, ოთახი დატოვა და თავის ოთახში დაბრუნდა, ეს პერიოდი დაჩის გავლილი ჰქონდა და მარიამის ძალიან კარგად ესმოდა, ალბათ უარეს დღეშიც იყო, რადგან მამამისი მკვლელი იყო, თუმცა კი, ხვდებოდა ეს არც თავისი და არც მარიამის ბრალი არ იყო, მაგრამ რატომღაც მათ უწევდათ პასუხის გება...

დადააამ, ესეც მე5 თავი, წერის პროცესში რამდენჯერმე შევცვალე შინაარსი იმედი მაქვს მოგეწონებათ.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმეეეეეეე დაააჩი ძალიაააან მომეწონა ^-^

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა და იმდენი რამე მაინტერესებს. flushed ველოდები შემდეგ თავს relaxed relaxed

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მე არ მომეწონა დაჩის საქციელი შეეძლო გიორგიზე ეძია შური მამამისზე მარიამი ისედაც მიტოვებული ყავდა ესეთი ძლიერი ტკივილი რატომ უნდა მიეყენებინა მარიამისთვის ისედაც დატანჯული იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent