შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქანელა (თავი 4)


29-01-2021, 01:09
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 1 375

-განანებ -სტუმრებისგან მალულად უჩურჩულა, როცა ნიკოლოზის ბაგეებს ძლივს დააღწია თავი
-არ მითხრა, რომ არ მოგეწონა -გაიცინა და წყვილის შემხედვარე ბედნიერ სტუმრებს ასევე ღიმილით გახედა

დილის 5 საათი ხდებოდა, ნიკოლოზმა მანქანა სახლის ეზოში, რომ შეიყვანა, გვერდზე მჯდომი მარიამი თვალებს ძლივსღა ახელდა, ერთი სული ჰქონდა საწოლში როდის დაწვებოდა და დაიძინებდა
-მოვედით -გადახედა გვერდზე მჯდომს და მანქანის კარი გააღო
-როგორც იქნა -მანქანიდან გამოცვლილი მოკლე თეთრი კაბითა და დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით გადავიდა
-აქ ვიცხოვრებთ მე და შენ -მანქანის გასაღები დაცვას გაუწოდა და სახლის კარისკენ დაიძრა
-დიდი სახლია, ერთმანეთს თითქმის არ ვნახავთ
-ნუ ღელავ, შენი ნახვით თავს არ ვიკლავ
-რა დამთხვევააა
სახლში შევიდნენ და მარიამმა სასიამოვნო სურნელი მაშინვე იგრძნო, პირველი რაც შეამჩნია სახლის გაფორმება იყო მუქ ფერებში რაც ძალიან მყუდროს ხდიდა, შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს დიდი მისაღები ოთახი იყო, სადაც რბილი სავარძლები, ტელევიზორი და ბუხარი იყო, კარგი გემოვნება ჰქონია -თავისთვის ჩაილაპარაკა და კიბეებისკენ გაემართა
-სად იქნება ჩემი საძინებელი? -კიბის თავთან მდგომ ნიკოლოზს ჰკითხა
-ცალ-ცალკე დავიძინებთ რა თქმა უნდა, ამიტომ შენი ოთახი აქ იქნება -ხელით ერთ-ერთი კარისკენ ანიშნა
საძინებლის კარი შეაღო და დალაგებულ ოთახს თვალი მოავლო
-ლამაზია -ჩაილაპარაკა თავისთვის და ოთახში შევიდა
-ძილინებისა მარიამ -ნიკოლოზი დაემშვიდობა და დერეფნის ბოლოში გაუჩინარდა

დილით ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა, ნანა ურეკავდა, 11 საათი ხდებოდა, ნამძინარევმა ძლივს უპასუხა
-დედაა, როგორ ხარ?
-დილიდან შენზე ვფიქრობ მარიამ, როგორ ხარ?
-კარგად ვარ, მეძინა -თქვა და დაამთქნარა
მცირედი საუბრის შემდეგ ტელეფონი გაუთიშა, ძლივს მოემზადა და პირველ სართულზე ჩავიდა
-დილამშვიდობისა -სამზარეულოში მთნარებით შესული გაზქურასთან მდგარ ნიკოლოზს მიესალმა, რომელიც საუზმეს ამზადებდა 
-დილამშვიდობისა -უთხრა და მომზადებული კვერცხი თეფშზ გადაიღო -ცოტახანში ჩვენი მშობლები მოვლენ
-დედაჩემს ველაპარაკე და მსგავსი არაფერი უთქვამს
-ჩემი მშობლები გაუვლიან და ერთად მოვლენ
-ხვალიდან სამსახურში გავდივარ -უთხრა და ლუკმა დაღეჭა
-ასე მალე?
-კი, სხვა საქმე მაინც არაფერი მაქვს
-კარგი, რადგან ასეა, მეც აღარ გადავდებ საქმეს, კომპანიაში ხშირად გნახავ, ზაფხულში სადმე წავიდეთ დასასვენებლად, ვითომ თაფლობის თვეა
-კარგი, მაგრამ მანამდე კიდევ რამდენიმე თვეა, იქნებ მაგ დროისთვის ერთად საერთოდ აღარ ვიყოთ -მარიამი სკამიდან წამოდგა და სამზარეულო დატოვა, საძინებელში ავიდა ტანსაცმელი უნდა დაელაგებინა, არ იცოდა რამდენ ხანს მოუწევდა აქ ყოფნა, მაგრამ ტანსაცმელი ასე ჩალაგებული ვერ ექნებოდა, შუა დალაგების პროცესში იყო ნიკოლოზმა რომ დაუკაკუნა და მშობლების მოსვლა აცნობა
-ჩამოვა ახლავე -უკმაყოფილომ ჩაილაპარა -ყველამ ყველაფერი იცის რაღა საჭიროა თავის მოჩვენება თითქოს მართლა ცოლ-ქმარი ვართ

-გამარჯობა -მისაღებ ოთახში მყოფ მშობლებს და ერთ უცნობ ქალს მიესალმა
-მარიამ, გაიცანი ეს დედაჩემია ელენე, ქორწილში მოსვლა ვერ შეძლო და შენი გაცნობა ძალიან უნდოდა ამიტომ თან წამოგვყვა - წარუდგინა მაკამ ნიკოლოზის ბებია
-სასიამოვნოა ქალბატონო ელენე -გაუღიმა და მის წინ ჯდებოდა, ნიკოლოზმა თვალებით თავის გვერდზე ადგილზე რომ ანიშნა
-ძალიან მიხარია მარიამ შენი გაცნობა, ვიცი უხერხულია ქორწილის შემდეგ პირველ დილას წყვილთან მოსვლა, მაგრამ მაინტერსებდა ვინ იყო ჩემი ნიკოლოზის რჩეული ამიტომ მოვედით ასე მოულოდნელად
-არ ინერვიულოთ ქალბატონო ელენე, პირველი დილაა, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული -გაუღიმა და მის სახეს დააკვირდა, ნიკოლოზი ძალიან ჰგავდა
-როგორ, ეს ხომ ქორწილის შემდეგ პირველი დილაა -ელენე ცოტა დაიბნა
-ბებო, იმის თქმა სურდა, რომ თქვენი მიღება ყოველთვის სასიამოვნოა -ელენეს დაბნეულ მზერას შეხედა ნიკოლოზმა -გუშინდელი დღეს შემდეგ ძალიან დაღლილია და ამიტომ დაიბნა -მარიამს მხარზე ხელი დაადო და მაგრად მოუჭირა
-ნიკოლოზ შეგიძლია სამზარეულოში გამომყვე? –‘’ქმარს’’ ღიმილით გახედა -ახლავე დავბრუნდებით, ყავას მოვამზადებთ

სამზარეულოში შევიდნენ თუ არა მარიამმა კარები დახურა და დაელოდა ნიკოლოზის ახსნა-განმარტებას
-ბებიამ არაფერი არ იცის ჩვენს ხელშეკრულებაზე, ამიტომ თამაში მოგვიწევს
-რა?
-ხო, ისეთ ასაკშია ასეთ რაღაცაში ვერ გაგვიგებდა, ინერვიულებდა, ამიტომ არაფერს ვეუბნებით
-ანუ მის წინაშე ნამდვილი ცოლ-ქმარივით უნდა ვითამაშოთ?
-კი მარიამ და ჯობია არაფერი იეჭვოს, იმდენად მნიშვნელოვანი ადამიანია ის ჩემთვის, რომ რამე რომ დაემართოს ყველას და ყველაფერს გავანადგურებ -ნიკოლოზი ოდნავ აღელდა
-დამშვიდდი, ვერაფერს შეამჩნევს -კარადასთან მივიდა და ყავის მომზადება დაიწყო
-დაგეხმარები
სანამ ყავა ადუღდებოდა ერთმანეთის გვერდით იდგნენ და ხმას არც ერთი იღებდა
-მართლა ძალიან განიცდი იმ ამბავს, რომ ფიქტიურად დავქორწინდით ერთმანეთზე?
-არ მინდა ამაზე საუბარი, ნიკოლოზ -უთხრა და გზაქურის შებრუნდა, ლოცულობდა ყავა მალე მომზადებულიყო
-როდის დასრულდება ეს ყველაფერი არავინ ვიცით
-მე მაინც არავინ არაფერს მეუბნებით, ამიტომ ტყუილ გამხნევებას ნუ ეცდები, იმაზე არ ვწუხვარ შენს გვერდით რომ მიწევს ერთ სახლში ცხოვრება, პირიქით, ვფიქრობ კარგი ადამიანი ხარ და იმასაც ვხვდები, რომ უბრალოდ შენი სურვლი არ იყო ჩემზე დაქორწინება, სავარაუდოდ, მშობლების გამო, შენც ისეთივე მსხვერპლი ხარ, როგორიც მე, ამიტომ თავის დადანაშაულება, რომ მე რაღაცას განვიცდი ნუ ცდილობ, იმიტომ რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა არ ვაპირებ ჩემს მწუხარებაზე შენთან საუბარს
-კარგი, მიხარია, რომ მცირედი რამ მაინც მითხარი,სულ ჩუმად ყოფნას ნამდვილად ჯობია

მისაღებ ოთახში დაბრუნდნენ და სტუმრებს ყავა შესთავაზეს, მარიამი ნანასთან დაჯდა და მხარზე თავი დაადო, შვილს თავზე მოფერება დაუწყო, მაკამ სამსახურზე ჰკითხა და ცოტა ამაზე ისაუბრეს, მოსწონდა ნიკოლოზის მშობლები, მაგრამ ამას არ აღიარებდა რადგან არასწორ დროს და სიტუაციაში გაიცნო
-მარიამ, შენი ბეჭედი სად არის? -ბებიამ ვერ მოითმინა და დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ მაინც იკითხა
-ბებიაა, კიდევ კარგი შემახსენე -ნიკოლოზი წამოდგა და ანერიულებული მარიამისკენ წავიდა, რომელსაც არც ახსოვდა ბეჭედის არსებობა
-დილით სააბაზანოში დაგრჩა და დამავიწყდა, რომ მომეცა -ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და მარიამს თითზე მოარგო
-ხო, ცოტა მიუჩვეველი ვარ ბეჭდებს და გამჭირდა მთელი დღით ტარება -ღიმილით გახედა ყველას მეტი დაჯერებულობისთვის -მადლობა ნიკოლოზ
ბებიას ბედნიერი სახე ჰქონდა, მოსწონდა მარიამი, ნიკოლოზსა და მარიამს შორის არსებულ ჰარმონიას მხოლოდ ბებია თუ ამჩნევდა.
-გამიხარდა თქვენი გაცნობა -გადაკოცნა ელენე და სტუმრების გაცილება დაიწყო
-აუცილებლად გვესტუმრეთ, ბებია შეგიძლია დარჩე კიდევაც რამდენი ხნითაც მოგინდება -თქვა ნიკოლოზმა და მარიამ მხარზე ხელი გადახვია
-ხო, რამდენი ხნითაც გინდათ -ნაძალადევად გაუღიმა ელენეს და ნიკოლოზს შეუმჩნევლად ზურგზე ფრჩხილებით დაკაწრა

-სულ გაგიჟდი ხო -სტუმრების გაცილების შემდეგ, მაშინვე მიუბრუნდა მარიამი
-ეს იმიტომ გავაკეთე რამე რომ არ ეეჭვა
-ხო აბა რა -გაბრაზებული მეორე თავის ოთახში ავიდა და ტანსაცმლის დალაგება განაგრძო, საღამომდე იქიდან არ ჩამოსულა, სანამ მოწყენილობისგან არ გაგიჟდა. ნიკოლოზის ოთახისკენ აიღო გეზი, აინტერესებდა სად იყო, მაგრამ ოთახში შესულს არავინ დახვდა, ოთახი დალაგებული იყო, მხოლოდ რამდენიმე საბუთი იყო არეული სამუშაო მაგიდაზე, მაგიდას მიუახლოვდა და ვერ გადაწყვიტა იმ წამს მოსული იდეა განეხორციელებინა თუ არა. საბუთები გადაქექა, გადაათვალიერა და თავისი და ნიკოლოზის საქორწინო ხელშეკრულებას მიაგნო, რომლის გვერდზეც აბუთი იდო, სადაც მარიამის მამის კომპანია იყო დასახელებული და ძალიან ბევრი რიცხვები იყო აღბეჭდილი ბოლო წლების მიხედვით.
-აქ რას აკეთებ? -ჩაბნელებულ ოთახში კართან მდგომმა ნიკოლოზმა მარიამს მიმართა და მაგიდას სწრაფად მიუახლოვდა
-შემაშინე -მარიამმა საბუთები მაგიდაზე დაყარა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია
-კიდევ მე შეგაშინე? სხვის ოთახში რო არ უნდა შეხვიდე დაუკითხავად არ იცი? -ანერვიულებულმა ნიკოლოზმა ყველა საბუთი ერთად მოათავსა და მარიამს მიუბრუნდა
-მანდ რაღაცას მალავ, ისეთ რაღაცას რაც იცი რომ მაინტერესებს
-შენ არ გეხება მარიამ
-მე მეხება ნიკოლოზ
-დატოვე ოთახი ახლავე და შემდეგში დაუკითხავად აღარაფერს აღარ შეეხო
ასეთ ნიკოლოზს პირველად ხედავდა, მშვენივრად იცოდა იქ რაღაც მნიშვნელოვანი იყო
-როგორც მიბრძანებთ - ირონიულად გაუღიმა და ოთახი დატოვა, ცოტა დროა, რაც ნიკოლოზს იცნობს,მაგრამ ასეთი გაბრაზებული პირველად ნახა და ამან უფრო მეტად დაარწმუნა თავის აზრში.



დილით ადრე ადგაა, რამდენიმე დღის შემდეგ, სამსახურში ბრუნდებოდა და უხაროდა, უაზროდ რომ აღარ მოუწევდა დღეების გაყვანა. მოემზადა და სამზარეულოში ჩავიდა ყავის დასალევად, სანამ ყავა ადუღდებოდა, ფანჯარასთან იდგა და გარემოს ათვალიერებდა, ნელ-ნელა თბებოდა ამინდი, მზე უფრო მეტად გამოანათებდა მალე და ცხელი ზაფხულიც უამრავ ახალ ისტორიასთან ერთად მოვიდოდა, ხანდახან ეგონა, რომ სამუდამოდ მარტოსულობისთვის იყო განწირული, მარტოობისთვის კი არა მარტოსულობისთვის, ხშირად ძალიან უჭირდა ადამიანებთან კონტაქტი და რატომ აირჩია ადვოკატობა, სფერო სადაც მუდმივა კონტაქტი, ლაპარაკი და შეთანხმებებია საჭირო, მიზეზი ყოველთვის ის, იყო რომ გამხდარიყო მეტად კონტაქტური, არადა საშუალება რომ ჰქონოდა მთელი დღეები სახლში იქნებოდა, იქიდან იმუშავებდა და ათას რაღაცას გააკეთებდა, ერთდროულად ორი საწინააღმდეგო რამ უნდოდა, მისი სამსახური და ის რასაც აკეთებდა, ყველაფერი ძალდატანებითი იყო, არასოდეს გამოირჩეოდა არც ბრწყინვალე გონებით და ნიჭიერობით, რაც გააკეთა და რასაც მიაღწია მხოლოდ დიდი შრომის შედეგი იყო, მაგრამ იყო კი ბედნიერი? ამაზე ვერ გიპასუხებდათ, იმის გამო, რომ თავის ბედს გაქცეოდა და თავისი ჩაკეტილობა სანაგვეზე მოესროლა ისეთი პროფესია შეარჩია, რომელიც ამას ითხოვდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, კურსელები იქნებოდნენ თუ ცოტა უცხო წრე მაშინვე იკარგებოდა, რაც არ უნდა გაეკეთიბა ან რამდენჯერაც ეცადა, მუდმივად ბოლოს მაინც სადღაც კუთხეში მიყუჟული თავისთვის იჯდა და ასე აკვირდებოდა ყველას -ჩაიდანის ხმა გაიგო და ცხელი სითხე ჭიქაში დაისხა, ჭიქა ხელებში მოიქცია და კვლავ ფანჯარაში დაიწყო ყურება, საიდანაც ჯერმაინც ცივი ნიავი აღწევდა -ეთანმხებოდა იმ მოსაზრებას, რომ ყველა ადამიანს სჭირდებოდა საკუთარი სივრცე, სადაც ცოტახნით მაინც შეძლებდა განმარტოებას, მაგრამ თავის თავს ბევრად უფრო განსხვავებულად აღიქვამდა. ამიტომ ფიქრობდა, რომ ვინც ან რამდენი ადამიანიც არ უნდა ჰყოლოდა გარშემო ყოველთვის ბარიერი არსებობდა ყველასთან, რომელიც შესაძლოა რამდენიმე წუთით დამსხვრეულიყო. ყოველთვის შურდა აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანების, ეს იყო ერთადერთი პრობლემა, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში აბრკოლებდა და რომელიც ერთი ნაბიჯით უკან ხევდა.
-ერთად წავიდეთ სამსახურში -სამზარეულოში შესულმა ნიკოლოზმა ფიქრები შეაწყვეტინა, მარიამმა მაჯის საათზე დაიხედა და ნახევრად ცარიელი ჭიქა ნიჟარაში ჩადო
-წავიდეთ -მოსაცმელი აიღო და სახლი დატოვეს
შენობაში შესული მონატრებულ თანამშრომლებს მიესალმა, ყველამ ერთხმად მიულოცა დაქორწინება წყვილს. მარიამმი თავისი კაბინეტისკენ გაეშურა და სამუშაო ადგილას მოთავსდა, მთელი დღის განმავლობაში უამრავი საბუთი მოაწესრიგა, რამდენიმე პარტნიორ კომპანიას გაესაუბრა, უფროსს მოწესრიგებული საბუთები ჩააბარა და ზემდეტად დაღლილი კვლავ კაბინეტში დაბრუნდა
-დაასრულე? -ნიკოლოზმა ოთახში შემოიხედა
-კი ახლახანს მოვრჩი
-კარგი, მანქანას გამოიყვან და წავიდეთ, მაგრამ მანამდე ჩემებს გავუაროთ
მარიამმა თავი დაუქნია და მოსამზადებლად წამოდგა, როცა დახურული კარი კვლავ ვიღაცამ შემოხსნა
-გისმენთ -მარიამმა უცხო ადამიანს ჰკითხა
-შენ მარიამი ხარ ხო
-დიახ, მე ვარ -უცხო მამაკაცი ზემდეტად სპორტულ სტილში იყო გამოწყობილი, თავზე ქუდი ჰქონდა წამოფარებული, ხვდებოდა, რომ ეს კომპანიის თანამშრომელი არ იყო
-მიხარია,რომ მოვასწარი დღეს შენთან შეხვედრა
-ვინ ბრძანდებით? - დაბნეულმა ხელი ტელეფონისკენ წაიღო
-აბა აბა, ხელი გაუშვი ტელეფონს და ყურადღებით მომისმინე... შენს ძვირფასს მამიკოსა და ‘’ძალიან რომ გიყვარს’’ იმ კაცს გადასცემ, რომ ასეთი ხრიკებით ვერ შეძლებენ თავი დააღწიონ იმას, რაც ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი მამუკას ეტყვი, რომ მზად იყოს შემდეგი დარტყმისთვის და ამჯერად, შვილის გათხოვებითა და სხვა კომპანიასთან გაერთიანებით ვეღარ შეძლებს პრობლემის გადაჭრას, თანაც ფრთხილად იყოს ასეთმა თამაშმა შეიძლება ვინმე დააზარალოს...
სავარძელში მჯდომმა მარიამმა, კარებში გასულ შავებში გამოწყობილ მამაკაცს თვალი დერეფნის ბოლომდე გააყოლა, ახლა უარესად დაიბნა და შეეშინდა
-გელოდები მარიამ არ ჩამოდიხარ?
-ნიკოლოზ, აქ ვიღაც იყო -ხმა ძლივს ამოიღო და ენერგიაგამოცლილმა ძლივს გააგებინა სათქმელი
-მარიამ კარგად ხარ? -რამდენიმე წუთში კაბინეტში შესული ნიკოლოზი მარიამმა ძლივს დაინახა, მისი ხმა შორიდან ესმოდა და რამდენიმე წამში სრულიად სიბნელემ მოიცვა...



-იღვიძებს -თავზე მდგომმა ელენემ თავზე ხელი გადაუსვა მარიამს და სამზარეულოში მყოფებს დაუძახა
-მარიამმ -ოთახში შევარდნილი ნიკოლოზი საწოლთან ჩაიმუხლა და მის გამოფხიზლებას დაელოდაა
-რამოხდა? -თავზე ხელი დაიდო და ოთახში მყოფებს დაძაბული თვალებით შეხედა
-ახლა ამაზე არ იფიქრო, ჯერ გამოკეთდები და შემდეგ აგიხსნი ყველაფერს -უთხრა ნიკოლოზმა და ხელი შუბლზე მიადო ტემპერატურის გასასინჯად
-ნიკოლოზ, ვიღაც ბიჭი მახსოვს შავ ტანისამოსში ჩაცმული, რაღაცას მეუბნებოდა ჩვენს ....
-მარიამ, ახლა ამაზე არ იფიქრო -თვალებით ბებიაზე ანიშნა -სჯობს სახლში წავიდეთ
-ბებო, იქნებ აქ დარჩეთ, უკეთესად იქნება ჩვენთან ერთად -საუბარში ელენეც ჩაერთო
-ბებია მართალია ნიკოლოზ -ნიკოლოზის მამამ ხელი ზურგზე დაადო
-არა, გთხოვ წავიდეთ სახლში, არ გეწყინოთ, მაგრამ იქ ბევრად უკეთ ვიგრძნობ თავს
-მეც ასე ვფიქრობ -დაეთანხმა ნიკოლოზი
-კარგი, მაშინ მე გამოგყვებით, ნერვიულობას მირჩევნია თქვენთან ვიყო, თან ყოველწუთს უნდა დაგირეკოთ და ასე უფრო შეგაწუხებთ
-კარგი ბებია წამოდი -უთხრა ნიკოლოზმა და მარიამს წამოყენებაში დაეხმარა, რომელიც ძალიან სუსტად გრძნობდა თავს, ერთადერთი მშვიდ ადგილას ყოფნა და დაძინება უნდოდა.
სახლში მივიდნენ თუ არა, მარიამმა ელენეს ბოდიში მოუხადა და დასაძინებლად წავიდა
-მარიამ, სანამ ბებია აქ იქნება ერთად მოგვიწევს ძილი -დაეწია ნიკოლოზი და კარში შესული უკან გამოაბრუნა
-ახლა ამის დროა?
-ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, თანაც ხომ შევთანხმდით
-კარგი, ნიკოლოზ, ახლა ისე სუსტად ვარ ვერც კი შეგეკამათები
ნიკოლოზის საძინებელში შევიდა და პირდაპირ საწოლისკენ გაეშურა, საბანში ტანსაცმლიანად შეწვა
-ის რაც მოხდა მამაჩემს უკავშირდება ხო -ფანჯრისკენ მდგომ ნიკოლოზს მიმართა
-ახლა ამაზე არ იფიქრო გთხოვ -მიუახლოვდა და სიცხის დამწევი წამალი პირთან მიუტანა -ყველაფერი კარგად იქნება -დაიჩურჩულა და ნახევრადმძინარე მარიამს ოდნავ თმაზე მოეფერა, შემდეგ კი, ოთახის კარი გაიხურა და ტელეფონზე საუბრით სახლი დატოვა.


ვიცი, ძალიან დავაგვიანე ეს თავი, გამოცდების გამო მომიწია ძალიან დიდი შუალედი ამეღო. იმედი მაქვს მეყოლება კვლავ მკითხველი და მადლობა თქვენ თქვენი კომენტარებისა თუ ემოციებისათვის.
გპირდებით შემდეგ თავს ბევრად დიდს და მალე დავდებ.



№1 სტუმარი nino

აუ ასეთი ბებიები როგორ ვერ ვიტან დდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent