სიყვარული.. (სრულად)
ცუდად ვარ, სულ რაღაც ერთი კვირის წინ დავამთავრე ყველაფერი არ ვიცი რა დავარქვა ამ გრძნობას, სულ მასზე ვფიქრობ, ყველგან ის მელანდება, ვერავის ვეუბნები იმას რასაც განვიცდი. ვიცი მხოლოდ იმას მეტყვიან არ იყო შენი ღირსიო ეგეთ ადამიანს თავი არუნდა დაამცირებიოო... მიყვარს, მას კი მხოლოდ ერთი ღამისთვის ვუნდოდი, გული მიკვდება,თან მეტირება თუმცა ვფიქრობ იმაზეც რომ ესეთი ადამიანი ჩემ ცხოვრებაში არუნდა გამოჩენილიყო ალბათ ღმერთი მასწავლის იმას როგორ უნდა ავირჩიო ადამიანი როგორ უნდა მივხვდე იმას რომ ის ღირსეულია და არის ღირსი იმის რომ მე შევიყვარო. საბედნიეროდ მივხვდი დროზე ამ ყველაფერს და მე დავამთავრე ის რაც არც დაწყებულა. არ გავუჩენივარ ღმერთს იმისთვის, რომ გამომეცადა რა არის სიყვარული,როგორია როცა მუცელში პეპლები დაფრინავს, სამყარო კიდევ ვარდისფერ ფერებში ჩანს. მწამს რომ ნამდვილი სიყვარული ასჯერ კიარა ერხელ მოდის და ცხოვრების ბოლომდე მიგყვება. ყველაზე ცუდი ის არის რომ წლების მერეც ვერ ვიშორებ მასზე ფიქრს დღემდე სადღაც გულის რომელიღაც ნაწილში მიყვარს ის ადამიანი ვინმაც გული მომიკლა მისი საქციელით და იმ სიტყვებით რომ მას ჩემთან მხოლოდ გართობა უნდოდა. შორიდან ვგებულობდი მის ამბებს ვიცი რომ არავისვის შეუხედავს სერიოზულად და მაინც ვერ ვიგდებ თავიდან მასზე ფიქრს, ვიცი არასდროს დაბრუნდება რადგან სულერთია მისთვის მე რას ვგრძნობ, გულით მინდოდა რაღაც რომ გამოსულიყო მინდოდა გვეცადა თუმცა მას სხვა განზრახვა ქონდა. გადიოდა დღეები, კვირეები, წლები და მასზე ერთი წუთითაც არ შემიწყვიტავს ფიქრი, და მაინც რა არი სიყვარული? გრძნობაა რომელიც შენშია რომელიც ისე მოდის ვერ იაზრებ, დაუგეგმავია. ზუსტად ხუთი წლის მერე შემთვევით ქუჩაში შემხვდა, როცა დავინახე და ჩემსკენ დააპირა წამოსვლა გულმა შეწყვიტა წამით ფუნქცია: -როგორ ხარ მირა? -კარგად ალექს შენ? თუმცა ვერ გეტყვით რამდენად კარგად ვიყავი დღემდე მტკიოდა გული, დღემდე მახსოვდა ის სიტყვები რაც მან მითხრა როგორც დამამცირა, მინდოდა მეყვირა რატო გააკეთა ეს, რატომ დამინგრია ოცნების კოშკები , რატომ გააუფერულა ჩემი ცხოვრება თუმცა ვერ ვიაზრებდი რომ ის ჩემ წინ იდგა, როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი მონატრებულ სხეულს, მინდოდა მეთქვა სიცოცხლეზე მეტად რომ მიყვარ: -არამიშავს: ეტყობოდა რომ ნერვიულობდა, სახეზე ფერი შეეცვალა რამოდენიმე წუთი ხმას არ იღებდა, საბოლოოდ დაარღვია სიჩუმე: -ვიცი გვიანია ბოდიშის მოხდა, პატიება მინდა ვითხოვო შენგან ნია, ვიცი შევცდი, გვიან მაგრამ მივხდი იმასაც რომ გიყვარდი, მეც შემიყვარდი თუმცა ამას იმ დროს მივხვდი როცა გავიაზრე რა გავაკეთე როგორ გატკინე,ყოველთვის ვიცოდი რას აკეთებდი შორიდან ყველაფერს ვგებულობდი შენზე თუმცა დამაგვიანდა თან როგორ. შენ რომ უარყო შენი თვალები ამტკიცებს იმას თუ რამდენად გიყვარდი, ახლა არ ვიცი რას გრძნობ ჩემს მიმათ, შეიძლება მხოლოდ სიბრალულს და მეტს არაფერს. ხედავ შენც რომ დღემდე მარტო ვარ ვერავის ვიყვარებ არ შემიძლია შენი დავიწყება, სამწუხაროდ. ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეტირა ვერ წარმოდგენთ რამდენად რთული იყო ჩემთვის ეს რამდენად რთულია უთხრა ადამიანს ის რასაც სინამდვილეში ფიქრობ რაც მართლა გინდა რომ იცოდეს, მაგრამ ეს ვართ ადამიანები ვმალავთ ყველაფერს და ბოლოს გული გვტკივა. -რასაც ახლა შენ მეუბნები უკვე გვიანია და დიახ მართალი ხარ მე შენს მიმათ მხოლოდ სიბრალულს ვგრძნობ მეტს არაფერს. როგორ მინდოდა მეთქვა რომ დღემდე მიყვარს, როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი და მთელი ცხოვრება გვერდით მყოლოდა თუმდა ვერ გავბედე ეს, დღემდე მასზე ვფიქრობ, დღემდე მთელი გულით მიყვარს...მხოლოდ ეს სიყვები ამოვიდა პირიდან და უკანმოუხედავად დავტოვე მარტო, არ მშორდება ფიქრი იმაზე თავის დროზე რომ ეთქვა ეს სიტყვები რას გავაკეთებდი?დაუბრუნდებოდი,ვაპატიებდი იმ დამცირებას რაც ურთიერთობის დასაწყისში გააკეთა, ამას მხოლოდ სიყვარული თუ გაგაკეთებიებს, მხოლოდ სიყვარული თუ გაიძულებს აპატიო ადამიანს დამცირება, ღალატიც კი, სიყვარულია როცა მხოლოდ მას ხედავ ყველაგან, როცა ყველაფერი მის თავს გახსენებს, ჩემთვის ეს ამოუხსნელი გრძნობაა დღემდე. ვერ შევძელი მეთქვა რასაც სინამდვილეში ვფიქრობდი ვინ იცის იქნებ ახლა ერთად ვყოფილიყავით. არ ვიცი თუ შევძლებ ვინმეს შეყვარებას როგორც ახლა მიყვარს, იმედი მაქ გამოჩნდება ისეთი ადამიანი ვისაც ვენდობი, არ მატკენს და ჩემი საყრდენი წერტილი იქნება, ამას რომ ვწერ თვალებიდან თავისით მოდის თბილი სითხე როგორია დაივიწყო ის ადამიანი ვინც მთელი გულით გიყვარს. აქ არ გამოგვივიდა არაფერი იქნებ იქ, ზემოთ გამოვიდეს რამე. ბევრჯერ მიფიქრია , სულ ეგ მიტრიალებდა თავში ახლა უფრო მძაფრი გახდა ეს სურვილი, როცა დავინახე როგორ მოვიდა ჩემთან და პატიება მთხოვა ვიცი ამ საქციელს ვინანებ, მაგრამ არ შემეძლო ასე ადვილად მეპატიებია. უკვე იმდენად მქონდა სურვილი წავაულიყავი ამ ქვეყნიდან რომ გადავწყვიტე საბოლოოდ თავი მომეკლა აგარ მინდოდა ესეთი სიცოცხლე, ვერ შევეგუე იმას რომ ჩემი საყვარელი ადამიანი არასდროს აღარ მეყოლებოდა გვერდით. როცა უკვე დავაპირე ხიდიდა გადახტომა უცებ ვიღაცის ხელებმა დამიჭირა სრულიად უცხო ადამიანმა გადამარჩინა. რომ შევხედე რაღაცით ჩემ სიყვარულს გავდა მასაც ცისფერი დიდი თვალები ქონდა: -გოგონა რას აკეთებთ? ნუთუ შეიძლება ესეთი რაღაც თავში მოგივიდეთ და ასე უცებ დაასრულოთ სიცოცხლე? ხმა ვერ ამოვიღე ზუსტად ისეთივე ხმა ქონდა როგორც მას ძალიან გავდა თვალს ვერ ვაშორებდი. არაფერი მითქვამს არ მინდოდა ჩემი ცრემლები დაენახა და ისე წავედი უკან არც მომიხედავს, არც მას უცდია შევეჩერებიე. ამეკვიატა მასზე ფიქრია ესეთი მსგავსება როგორ შეიძლებოდა არც სახელი მიკითხავს არც ის ვიცოდი სას ცხოვრობდა, ზუსტად ერთი კვირა იყო გასული შემხვევით ჩემ სახლთან რომ გამოჩნდა ყველაზე გასაოცარი ის იყო რომ ყვავილები ეკავა ხელში და ჩემსკენ მოდიოდა: -გამარჯობა მირა. გამიკვირდა ჩემი სახელი საიდან იცოდა ან თუნდაც მისამართი როგორ გაიგო. -შეგიძლია ამიხსნა ჩემი სახელი საიდან იცი? ან სად ვცხოვრობდი როგორ გაიგე? -ერთი ის შემიძლია გითხრა რომ მე თუ ადამიანმა დამაინტერესა მასზე ხუთ წუთში შემიძლია ყველაფეის გაგება. არც ვიცოდი ამის მერე რა მეთვა უბრალოდ მის თვალებს ვუყურებდი და ვერაფერზე ვაზროვნებდი ყვავილები მომცა და თვითონ წავიდა. ყოველ დილით მხვდებოდა კარებთან წითელი ვარდი ბარათტან "დილამშვიდობის ფერიავ" დიტო. მხოლოდ ესე გავიგე რომ მას დიტო ერქვა სხვა არაფერი ვიცოდი მასზე, ესე გრძელდებოდა ერთი თვე მეც გადავიტანე ყურადღება მასზე შევძელი როგორღაც და დავინტერესდი მისით. იმატა მასზე ფიქრმაც მაშინ როცა გაქრა აღარ იყო ჩემს კარებთან ვარდები არც ის ვიცოდი სად უნდა მომეძებნა. მასზე ფიქრი არ მასვენებდა როგორი იდუმალი იყო ან რატო აკეთებდა ამას ან თუნდაც რაში აწყობდა ეს გაქრობა ვერ ვხვდებოდი ჩემს თავს რა ხდებოდა. ვფიქრობდი ყველაფერზე ერთად რაცარუნდა მომხდარიყო ჩემ ალექსს ვერავინ დამავიწყებდა ერთადერთი ადამიანი იყო ჩემ ცხოვრებში ვინც მთელი გულით შევიყვარე, თუმცა შევეგუე ჩემ ბედს, შევეგუე იმას რომ ის ჩემთან არადროს იქნებოდა, არასდროს. როდესაც უკვე გადამავიწყდა და აზრზეც არ ვიყავი რომ კიდევ გამოჩნდებოდა ისევ დამხვდა ერთი წლის მერე წითელი ვარდი იგივე წარწერით, ვერ გავიგე რა უნდოდა, რა განზრახვა ქონდა საერთოდ ამ ადამიანს, ერთ დღესაც შემთხვევით ქუჩაში დავინახე მანაც შემნიშნა და ჩემსკენ წამოვიდა. -როგორ ხარ მირა? -კარგად დიტო შენ? -არამიშავს? ვიცი ალბათ მკითხავ სად გავქრი გაინტერესებს ესე რატომ მოვიქეცი, ვიცოდი რომ სხვა გიყვარდა ისიც გავიგე ვინ არის ის ბიჭი მის გამო რომ იკლავდი თავს: ეს თქვა და მაშინვე ჩამეხუტა ისეთი თბილი იყო გულიც ისე უცემდა ვერ შევიკავე თავი და ავტირდი არ ვიცი რამდენხანს ვიყავით ესე გონს მხოლოდ მაშინ მოვედი როცა უკვე ჩემ სახლთან ვიდექით დამემშვიდობა და წავიდა. დილით მარტო ვარდი არა თვითონაც მხვდებოდა კარს რომ ვაღებდი, საოცარი ადამიანი იყო განსაკუთრებული თან ალექსის თავს რომ მახსენებდა უფრო მიხაროდა მისი დანახვა ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი გახდა სულ ერთად ვატარებდით დროს, ცოტახნით მაინც გადავიტანე სხვა რაღაცაზე ყურადღება ალბათ ურთიერთობა მჩირდებოდა რომ ეს დეპრესია დამეძლია, ნაწილობდივ შევძელი, მაგრამ ხომ იცით ნამდვილი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელია, სულ მახსოვდა მე ჩემი ალექსი უბრალო ისე აკვიატებოთ აღარ ვფქირობდი მასზე როგორც ადრე. წლების მერე გადავწყვითეთ რომ ოჯახი შეგვექმნა საბოლოოდ გავბედე და გადავდგი ეს ნაბიჯი, ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი გახდა თუმცა ვერ შევიყვარე ისე როგორც ალექსი. შეიძლება ეს მჭირდებოდა, რომ მყოლოდა ისეთი ადამიანი გვერდით ვისაც თვალდახუჭული ვენდობოდი. ერთ დღეს მომდის წერილი რომ დავხედე ალექსისგან იყო, ტირილით გავხსენი "ჩემ სიცოცხლეს მირა როგორ ხარ? ვიცი რომ კარგად ხარ, მე შენზე ყველაფერს ვგებულობ რომ გავიგე იკვე ოჯახი შექმენი დამიჯერე გულით გამიხარდა. დღემდე მიყვარხარ ვერ ამოგიგდე გულიდან მირა თუ შეგიძლია კიდევ ერთხელ გთხოვ მაპატიო ჩემი საქციელი ვიცი ამას გამართლება არ აქვს. ჩემზე არ ინერვიულო კარგად ვიქნები, მჯერა რომ შენ ახლაც გიყვარვარ ვგრძნობ ამას მირა. მიყვარხარ და ცხოვრების ბოლომდე მეყვარები ჩემო პატარა. აქ არაფერი გამოგვივიდა იქნებ იქ მაინც გაგვიმართლოს და ერთად ვიყოთ. სიყვარულით ალექსი" როგორცკი დავამთავრე კითხვა ისევ უზღვავად ვიგრძენი ის გრძნობა ის ფიქრი როგორც ადრე მივხვდი რომ ვერაფერი გადამატანიებდა ყურადღებას ვერ შემიცვლიდა ჩემ ალექსს ვერავინ დღემდე ძლიერ მიყვარს და სიკვდილამდე ესე ძლიერ მეყვარება. რამოდენიმე თვეში გავიგე რომ ორსულად ვიყავი ჩემთვის ისევ გახდა სამყარო ვარდისფერი, ვგრძნობდი როგორ იზრდებოდა ჩემში ახალი სიცოცხლე ველოდი როდის ჩავიკრავდი გულში, საოცრებაა როცა შენში ხდება ეს ყველაფერი როგორ ეზრდება პატარა ხელები, ფეხები როგორ უსმენ მის გულისცემას. საბოლოოდ შევძელი და გადავიტანე ფიქრი ჩემ პატარაზე მხოლოდ ის მაინტერესებდა მხოლოდ მას ველოდი მთელი გულით როდი შემეხებოდა თავისი პატარა თითებით. წლების მერე მასთან გამოჩნდა სხვა, რომ გავიგე ჩუმად ჩემთვის ავტირდი, დღემდე მიყვარს ვერავინ მაიძულებს ის დავივიწყო როგორი ცუდიც არუნდა იყოს ჩემ თვალში. არ ვიცი უყვარს თუ არა არც ის ვიცი რა მიზნით მოიყვანა, მაგრამ მინდა ბედნიერება ვუსურვო, მთელი გულით. იმედია მას არ ატკენს გულს როგორც მე მატკინა, ისიც გავიგე რომ მის შვილს მირა დაარქვა, არ ვიცი ეს რატომ გააკეთა თუმცა თქვენც მიხვდებით, დაარქვა მისი საყვარელი ადამიანის სახელი. ის დღე, მას მერე არსად შევხვედრივარ მხოლოდ შორიდან ვიგებ მის ამბებს ალბათ ისიც ესეა. მშვიდობით ჩემო სიყვარულო..... მხოლოდ ერთი რჩევა მინდა მოგცეთ: ნუ ატკენთ გულს, სანამ დროა, სანამ გვიანი არ არის გაუმხილეთ თქვენი გრძნობები ერთმანეთს, თუ ნამდვილად გიყვართ. სიყვარულით ნია ლალიაშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.