შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობები (სრულად)


3-03-2021, 23:20
ავტორი Anmaryda
ნანახია 12 980

[ ! სინამდვილეშ, ისტორია ეძღვნება მე-2 სკოლელ სილამაზეს გ.ლ.-ს, რომელიც ჩემს კლასს გვერდით უვლიდა ხოლმე ! ]


ნაწილი : ,,დასაწყისი’’
ყველაფერი ჩემი დაბადებით დაიწყო. ამაზე ბანალურ და რაღაცნაირ დასაწყისს არ მოელოდით ხო? არც მე, მაგრამ დასაწყისი ყოველთვის მიჭირს. დაახლოებით მემილიონედ წავშალე ძლივს აკოწიწებული სიტყვები , „Backspace’’ ღილაკით, ბოლოს უკვე აღარ შემეძლო და მარტივი წინადადების დაწერით ვიპოვნე გამოსავალი.
ხო ზოგადად ყველაფერი დაბადებით დაიწყო. არ მახსოვს როდის დავიბადე, გადმოცემის თანახმად მარტის სუსხიანი მე-13 დღეს. ნაკიანი წელიწადი იყო, დამრგვალებული 2000 წელი.
ძალიან საწყალი ბავშვი ვიყავი რაც თავი მახსოვს, ბევრს ავადმყოფობდი და უმეტესად ჩემი ცუცქნა სხეულის ანატომიის გამო ყველა დამცინოდა. მე-9 კლასამდე. მერე არვიცი რა მოხდა.
სკოლაში ძალიან ჩვეულებრივად ვსწავლობდი, ცოტა მეგობრები მყავდა და ხო შეყვარებული და მსგავსი ამბები არ ყოფილა.
არა, მოგატყუეთ იყო... მე-12 კლასში შემიყვარდა. ოღონდ ისე აიიი, უიმედოდ... 18 წლის ჰორმონებ ადუღებული ქეთა ნიჟარაძე, ეტრფის თავის ახლად მოსულ პედაგოგ დამიანე ლეთოდიანს.
დაგაინტერესათ ხო?
რაც არ უნდა იყოს პასუხი, ყველა შემთხვევაში მაინც უნდა მოვყვე და განვავრცო პირველი უიმედო სიყვარულის დრამა და ამბები.
21 სექტემბრის დილა მზიანი და თვალის მომჭრელად(ჯანდაბა, არ მახსოვს ეს სიტყვა ერთად იქერება თუ ცალ-ცლკე) ლამაზი გათენდა, ახლად დამდგარი შემოდგომის სურნელი ტრიალებდა მტვერიან ქალაქში. არ ვიცი, როგორ გავარჩიეე ეს სურნელი, მაგრამ ვამბობ რომ წელიწადის ყველა დროს, თბილისის მტვერს, ასფალტს და ბეტონის ფილებს სხვადასხვა სურნელი მოაქვთ. მიუხედავად ლამაზი დღისა, მე არალამაზ განწყობაზე ავბობღდი უსაყვარლესი საწოლიდან. აი სკოლა კი ახალი დაწყებული იყო, თუმცა მაინც უკვე მობეზრებულს ცოტა ძალიან მესიკვდილებოდა იმ წამს სახლიდან გასვლა. პირველი რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი და საუზმის გარეშე წავბრუტუნდი სკოლაში. კარიდან გავძახე დედაჩმს წავედი მე-თქო და კიბეებზე დავეშვი.
ნეტა 12 წელი როგორ გავძელი ამ ბნელით განათებულ შენობაში. ძალიან ცოტა კარგი ადამიანი შემხვედრია ამ კედელებში... აი როგორც უმეტესად საქართველოში, აქაც საბჭოელი მასწავლებლები, გატუტუცებლი მამიკოს შვილიკოები, მჩაგვრელი ბაბნიკები ჭარბობენ. მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები ატესტატი,რომ უნდათ იმისთვის რომ უნივერსიტეტში ჩააბარონ. კლასში რომ შევედი ზუზუნი და აურზაური დამხვდა.
-რა ხდება ირაკლი? -ჩემი მერხის გვერდით, მჯდომ დარასელიას ვკითხე, დარასელია ის იშვიათობაა, რომელ იშვიათობასთანაც მართლა ვმეგობრობ.
-ვიღაც ახალი მასწავლებელი გადმოვიდა სკოლაში და გოგოები აზუზუნდნენ ქეთა,
-ვააა და ვინაა ეგეთი?
-რავიცი, რაღაც პროგრამის მიხედვით, ვიღაც ახალმა უნდა გაწვრთნას დამამთავრებელი კლასის მოსწავლენი ისტორიაში... ახალი პროექტიაო რაღაც თუ გაინტერესებს აი ვინმეს კითხე, მე არ ვიცი, ჩემი გამჭირვებიაა მეძინება- გამიცინა დარასელიამ და მერხზე გაწვა
-და ვინააა მერე?
-რომელიღაც უნივერსიტეტის ლექტორი.. არ ვიცი-მეთქი ქეთა, გთხოვ ტვინის ბურღვის ოპერაციას ნუ ახორციელებ.
-დეგენერატი ხარ- წიგნები ამოვალაგეე და მალევე გადამავიწყდა ბატონი ახალი მასწავლებელი. ვინ უნდა ყოფილიყო? არავინ ალბათ ისეთი... როგორც ყოველთვის უმეტესად ხდება ხოლმე, ამჯერადაც ჩაიქნევს დირექტორი ამ პროგრამაზე ხელს. არაფერი გადის ბავშვებთანო იტყვის, არადა ბავშვებთან იმიტომ არ გადის არაფერი სტალინის დროინდელი მასწავლებლები, რომ გვასწავლიან, ჰომოფობები და დიდი ვერაფერი მოაზროვნენი. არა მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, უბრალოდ იდეოლოგია შეიცვალა, სწავლის სისტემაც და ეს შეუფერებელი პედაგოგები დიდ შავ ლაქას ტოვებენ გონებაში, საბოლოოდ განათლება 0. მხოლოდ დამცირებას თუ ასწავლიან ბავშვებს..’’ აი შე დებილოო შენაა, გაუნათლებელოო როგორ არ იცი დარვინის თეორია, მენდელევის სისტემის ყველა ელემენტი, ჩლუნგოოო შენაა, აი რაც მშობლები გყავდა ის აღგზარდეს...’’ და მსგავსი გაუფასურებული წინადადებებით.
რიგით მესამე გაკვეთილზე, ისტორია გვქონდა .. ისევ არაფერი, თუმცა აი კარში მასკავლებელი, რომ გამოჩნდა ლამის იატაკზე გავიშხლართე ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა, ისე შევხედე თავად შემრცხვა ჩემი თავის.
-გამარჯობა - მისი ბოხი, მაგრამ ხავერდოვანი ხმა რომ გავრცელდა საერთოდ ავირიე.
-დაჯექიი ქეთაა- ირაკლიმ დამქაჩა ხელზე და ოდნავ მოვფხიზლდი. მთელი გაკვეთილი სულ არ მისმენია რა ისაუბრა, არა ვუსმენდი მაგრამ შინაარსი ვერ გამოვიტანე. რაღაცეებს კითხულობდა, და გაცნობითი ხასიათის საუბრები იყო. იმდენად დაძაბული ვიჯექი ძვლები ამტკივდა.
-თქვენ გოგონაა, ახლა თქვენი ჯერია- ჩემსკენ რომ გამოიხედა, წარმოიდგინეთ რა მომივიდა... ძლივს ამოვიდგი ეს ჩასაგდები ხმა
-მე ქეთა ნიჟარაძე ვარ.
-კარგი ქეთა აბა მომიყევით ვინ გინდათ იყოთ მომავალში?-
-სოციალური მეცნიერებები მაინტერესებს, სავარაუდოდ ამ მიმართულებას გავყვები
-ოჰო, ეგ ჩემი სფეროა...- ისევ უემოციოდ ამოთქვა და ახლა ირაკლის კითხა. კიდევ კარგი მალე დასრულდა ეს გაკვეთილი, კლასიდან სუნთქვა გაჩერებული გამოვედი და საპირფარეშოში ჩავედი.
ხო, ალბათ ამ დღის შემდეგ დაიწყო ჩემი აურზაური. ვიბნეოდი იმაზე მეტად ვიდრე აქამდე. რაც დრო გადიოდა მით უფრო მოერგო კლასს, ყველა გაიცნო ასე თუ ისე და თავისი წესებიც გაავრცელა. საკმაოდ მკაცრი იყო და დისციპლინებულიც, ბავშვებიც იძულებულები იყვნენ არ დაერღვიათ წესრიგი, ჯიქურიძეს, კლასის ცნობილ ‘ყალთაბანდს’ უთხრა თუკი არ შეეშვები აურზაურის შექმნას მაღალ ქულას არ დავწერ და კლასში ჩარჩებიო, სხვა შემთხვევაში ეს უბრალო მუქარად გაჟღერდებოდა და ამაზეც ღლიცინს დაიწყებდა კლასი, თუმცა დამიანე იმდენად სერიოზული იყო და ისეთი ტონით თქვა აშკარად გაჭრა მისმა სიტყვებმა. ვინც გაკვეთილს ესწრებოდა, აუცილებლად ყველა, უსმენდა. ორი თვე ასე გაილია და ამ ორი თვის მანძილზე ეს დებიური აკვიატება მაშინებდა. ვის გაგაუგია მოსწავლე ასე ფიქრობდეს მასწავლებელზე? ან სად გაქრა ის ქეთა, არავინ რომ არ მოსწონდა? არ ვიცი, უბრალოდ ატრიალდა და ყველა ძალა იმ აპოლო დამიანესკენ იქნა მიმართული.

ზემოთ ავღნიშნე რომ ბავშვობაში ბევრს ავადმყოფობდი. ხოდა ეგ იმუნური სისუსტე არც ზრდასრულობაში გამქრალა. უკვე ნოემბრის ბოლო იყო, აი ზამთრის სიცივე მონაგონი იყო, ისე ყინავდა. დილით ძალიან ცუდ ხასიათზე წავედი სახლიდან, წინა დღის ინციდენტიც არ მაძლევდა მოსვენებას, ბატონ დამიანეს დერეფანში შევეჯახე, მისი ცივი მზერა ცუდად ჩამრჩა გონებაში. ქუჩას ფეხით გავუყევი, შუა გზაზე ვინანე და გადავწყვიტე ავტობუსს დავლოდებოდი, თანაც უცნაურად დამეხვა თავბრუ, იმდენად ცუდად გავხდი შფოთვებიც დამეწყო, ყველანაირად ვცდილობდი პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი, მარჯვენა ხელის კანკალს ვერაფრით ვწყვეტდი. ის ისიყო უკვე დედასთან უნდა დამერეკა, რომ ჩემს გვერდით მანქანა გაჩერდა, ყურადღება იმ წამს არ მიმიქცევია, თუმცაა ჩემს სმენის ორგანომდე მოღწეულმა, მასწავლებლის ხმამ მაიძულა მიმეხედა
-ქეთა- ფანჯარა ჩაწია, იმდენად ვიყავი გადართული ამ ჩემს ‘პანიკებზე’ ვის გაახსენდა პასუხი, ისიც არ მახსოვს რა მოვიმოქმედე, ან რა რეაგირება მოვახდინე მის პასუხზე, როცა შევფხიზლდი მასწავლებელი უკვე ჩემს გვერდით იყო და შეწუხებული სახით ცდილობდა გონზე მოვეყვანე. მე ნაწყვეტ-ნაწყვეტ მაძლევდა გონება ირგვლივ არსებული რეალობის აღქმის უნარს.
-ქეთა რა გჭირს??? გესმის ჩემი?
-მე... კარგად... კარგად ვარ- ხომ ვამბობ რომ გონება არ მიმუშავებდათქო, ეს პასუხი ამ მდგომარეობას მიაწერეთ.
-არ გეტყობა... წამოდექიი, ახლავეეეეე - ხელი ჩემს მკლავს ჩასჭიდა და მეც რობოტივით დავემორჩილე.
-...
-ექიმთან უნდა წავიდეთ, ცუდად გამოიყურები- კარი გამომიღო, გრძნობა სადღაც შუა გზაში დამიბრუნდა, ჩავთბი და დამიანეს სასიამოვნო სურნელში ჩავიკარგე, ხელის კანკალიც მორჩა, ოდნავ წამვიწიე, მაგრამ თვალებში დამიბნელდა და ისევ საზურგეს მივეყრდენი, არ ვიცოდი რა ჯანდაბა უნდა მექნა, უხერხულობისგან ცალკე ვხდებოდი ცუდად.
- ქეთა... რა გაწუხებს? რაიმე დაავადება ხომ არ გჭირს
-არა... ალბათ გავცივდი, იცით არ მინდა შეწუხდეთ, აჯობებს აქ დავრცები და დედა მომაკითხავს- ხო ეს სულელურად ჟღერდა, მაგრამ აბა თქვენ რას იტყოდით?? სხვის საქმეში ყველა ბრძენიაოო... ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე.
- ეგ აზრი თავიდან ამოიგდე, გგონია ასეთ მდგომარეობაშ ვინმეს დატოვება, ასეთ ამინდში თან ქუჩაში შემიძლია??
-კი მაგ..
-დამშვიდდი და ამაზე არ იფიქრო.- მობილური აიღო და სავარაუდოდ სკოლაში დარეკა, გაკვეთილის გადაადგილება სთხოვა დირექტორს. მე ისევ ამკანკალდა მარჯვენა ხელი... და მოკლედ ასე ცუდად ბოლოს როდის ვიყავი მართლა არ მახსოვს, ალბათ ყველაფერს ისიც დაემატა რომ დამიანესთან სულმ მარტო ასეთ მდგომარეობაშ ვიყავი, ამანაც გაართულა ყველაფერი.
- გცივა?
-არა...-
-აბა რატო კანკალებ?
-ასე.... ასეე ხდება ხოლმე, როცა ვღელავ... ან მეშინიააა- ამოვიკნავლეეე
-ნუ ღელავ, აი ძალიან მალე მივალთ- მისი თითები ჩემს ხელს მჭიდროდ შემოეხვია მარტო ხელი კი არა მემგონი მთელი სხეული ამიკანკალდა... შემრცხვა, იმ მდგომარეობაში ბოლომდე ვერ შევიგრძენი რა სასიამოვნო იყო მისი შეხება... ეს ჩვენი პირველი შეხება იყო..
საავადმყოფოში, რომ მივედით დაბალი სიცხე დამიდგინდა, ასევე შაქრის დონეც დაწულა, მოკლედ რამდენიმე გადასხმა და აზრზე მოვედი. დამიანე წასული იყო უკვე, დედა და მამა იყვნენ პალატაში რომ გამოვფხიზლდი, დედას ტირილისგან ჩაწითლებული ჰქონდა თვალები, მამა კიდე,როგორც ჩვევია ჩუმად იჯდა და მიყრებდა, მის მზერაში მილიონი ემოციის დაჭერა შეიძლება ხოლმე ასეთ მომენტებში, ახლაც იგივე.
-ვერ მიეჩვიეთ? რა გატირებდა დედა- ძალა მოვიკრიბე და სიცილით გავხედე ნანიკოს, დედაჩემს.
- როგორც ყოველთვის, ახლაც შეძელი აფორიაქება პატტარაქალბატონო- კოტიკომ, მამაჩემმა შუბლზე მაკოცა მერე გაიღიმა და ოთახიდან გავიდა.
-აი ეგაა კარგად რომ არ ჭამ- დედას ისევ ბებოსები დაეწყო და ისე აეტყველდა,როგორც ლია ბებო საუბრობს ხოლმე.(ლია დედაჩემის დედაა)
ცოტა გული დამწყდა დამიანე რომ არ დამხვდა, თუმცა მაინც უსაზღვროდ მიხაროდა მისი ყურადღება, მან დაურეკა დედას და მამას, შეიძლება არაფერი განსაკუთრებული ყველასთვის იგივე გაეკეთებინა, თუმცა მაინც ძალიან, ძალიან გამიხარდა მისი ყურადღება.
სკოლაში სამი დღე არ ვყოფილვარ, დამიანეს ერთი გაკვეთილი გავაცდინე. სიმართლე რომ ვთქვა მას შემდეგ რაც ის გამოჩნდა მხოლოდ მის გაკვეთილზე მინდოდა სიარული, რაღაც ახალი სტიმული იყო. მიუხედავად იმის,რომ ძალიან ვიბნეოდი მაინც.
ხუთშაბათს დავუბრუნდი სკოლას, ირაკლი და მაშო იყვნენ კლასში, მაშოსთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, მინდა დავაყოლო. ორი წელია რაც გადმოვიდა და მშვენიერი გოგოა. მოკლედ როგორცაა... გული ისევ ისე გაჩერდა, სუნთქვა ისევ ისე ამიჩქარდა და კლასში დამიანეც გამოჩნდა, ყველას მოგვესალმა და სიის ამოკითხვა დაიწყო, ჩემს სახელზე შეჩერდა, კლასი გადაათვალიერა და რომ დამინახა ძალიან შეუმჩნევლად გამიღიმა ვერ აღვწერ რა დამემართა... ლამის სული განვუტევე იქვე, იმ მერხზე გარდავიცვალე და უსასრულობაში გადავდგი ფეხი, თუ როგორცაა... გაკვეთილი მშვენივრად ჩატარდა, ასე რომ ვთქვათ დაინდო კლასი და მხოლოდ კითხვებით გამოიკითხა შემდეგ კი ახსნა დაიწყო, ჩემს ფიქრებზე შემრცხვა თუმცაა აი ისე იდგა და ისე სექსუალურად ხსნიდა საფრანგეთის რევოლუციას..... ეჰჰ.... მიდი და რამე არ გეფიქრა.
ისტორიის შემდეგ მათემატიკა გვქონდა, ვაღიარებ ხასიათი გამიმწარდა. ექვსი გაკვეთილი ჩავატარე და დაქანცული გამოვედი ამ დამპალი სკოლის შენობიდან.
-ქეთააა, როგორ ხარ?- გვერდიდან ამომიდგა ჩემი მასწავლებელი
-გმადლობთ კარგად... დიდი მადლობა, რომ დამეხმარეთ ... ძალიან ვწუხვარ ასე რომ შეწუხდით ჩემს გამო
- ყველა ასე მოიქცეოდა, არ იფიქრო მაგაზე, მთავარია კარგად ხარ- თვალი ჩამიკრა... -ახლა კი ნახვამდის, იცოდე გაკვეთილი არ ჩამიგდო
-კარგი- გავუცინე, ეზოს ჭიშკარში გზა დავუთმე, ამის გამო თვალებ დაწვრილებუულმ გამომხედა
-ქეთა, ჯელტმენობა უპირველეს ყოვლისა- ხელით მანიშნა გავსულიყავი. მის სახეზე გამეცინა, ეზოდან პირველი გავედი და ყურადღება აღარ მიმიქცვია ძვირფასი მასწავლებლისთვის.
*****
-სულ გააფრინა ამ ლალიმ, რა თემაა ესსს ? -შეწუხებული სახით გამომხედა ირაკლიმ, მის გამომეტყველებაზე კიდევ უფრო გულიანად გამეცინა
-ნუ დამცინი!
-ირაკლი რატო წუწუნებ? რა უნდა მაგ თემის დაწერას
-,,საიდან მოდის და სად მიდის სიყვარული’’
-სილამაზე უნიჭოდ ჩაანაცვლა- მაშომ გაიცინაა და ჩანთა მოიკიდა მხარზე- მე რეპეტიტორთან გავრბივარ, დროებით
-ჩვენც მოვდივართ ეზომდე, მაშკა დაგველოდე
-მეჩქარება!- ენა გამოუყო ირას, მერე კი კლასი დატოვა, როდისღაცა მეც მოვრჩი ჩალაგებას და ირაკლისთან ერთად გავედი გარეთ
-ისე შენ რატო არ ემზადები?
-ჩემი თავის გამოცდა მინდა ირაკლი და მაგიტო, მაინტერესებს ნედლი ცოდნა რამდენი მაქვს- ვაღიარებ მართლა ასეა, ნუ ხო კაი, ცოტა მეზარება კიდეც ახლა რეპეტიტორებთან ფულის შხლაპუნი და იმათი 12 წლის მასალის ერთ წელში კატასტროფული ტემპით თავში ტენა. ამიტომ ასე მშვიდად წყნარად, ჩემთვის მეცადინეობა ვამჯობინე.

ზამთრის არდადეგებზე, საახალწლოდ ჩემმა კლასმა მინი წვეულება მოაწყო. გადაწყვტეს ‘ჯიგარი’ მასწავლებლები დაეპატიჟათ მასწავლებეთა რიცხვში დამიანეც მოხვდა. დიდი წინაააღმდეგობების მიუხედავად მაინც დაპატიჟეს, პასუხი ზუსტი არ უთქვამს, როგორც მოგვახსენა ასევე ლექტორიც იყო და იმ დღეს სხვა გეგმები ჰქონდა. ნუ გოგოებმა ყურები კი ჩამოყარეს... სიმართლე რომ გითხრათ ძალიან ბევრი ეფლირტავებოდა დამის, კი იტყვით ვისზე რას ამბობო, მაგრამ აი მე სააერთოდაც ასე ღიად არ გაოვხატავ და მითუმეტეს არც მინდა ეს გამოხტომა შემეტყოს.
მოკლედ დიდი წუწუნის შემდეგ ამ ღონისძიებაზე მეც აღმოვჩნდი... ირაკლის და მაშოს თხოვნით. შუა მიმდინარეობის დროს დარბაზში დამიანე მასწავლებელიც შემოგვიერთდა. აი მაშინ შევწყვტე სინანული, რომელიც ამ სულელურ ღონისზიებაზე წამოსვლას შეეხებოდა. თეთრ პერანგში და კლასიკურ შარვალში, უნებურად შუბლზე ჩამოშლილი თმით კიდევ უფრო მომაჯადოებლად სიმპათიური იყო... აი მაშინ, ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ სერიოზულად იყო ჩემი საქმე და ძალიან ღრმად ჩავიძირე ამ შარში.ეს ყველაფერი... ეს ყველაფერი სისულელეაა 18 წლის გოგო მასზე 8 წლით უფროს მასწავლებელს ჰყვარობს, მის მიმართ გრძნობები აქვს აუხსნელი. ჯანდაბა ქეთა მართლა ჯანდაბა...
უტიფრად ვაპარებდი მისკენ მზერას, აი ფიზიკის მასწავლებელს რომ ეცეკვა ლამის გავსკდი ბოღმისგან. ირაკლისთან ცეკვა შევწყვიტე და დარბაზი დავტოვე. ჰაერი მესიამოვნა თუმცა ჩემს უკან მოყოლილი ადამიანის სიახლოვე არა...ილურიძე, ჯაბა ილურიძე ეხებოდა ჩემს მკლავს. დაბნეული მივტრიალდი თან მინოდა დისტანცია არ დამეკარგა
-ჯაბაა, რა ხდება?
-რატო გამოხვედი? უნდა მეთხოვა მეცეკვე-თქო- ხელი გავაშვებინე და უხერხული სიტუაცია,რომ არ შექმნიიყო გავიღიმე
-ჰაერზე გამოსვლა მომინდა
-მაგრად ცივა ტოო, წამოდი ვიცეკვოთ შიგნით
-არ მინდა, მადლობა ჯაბა ჯობია შენ შეხვიდე მე უნდა დავრეკო მაინც- ისევ მოვალეობის მოხდის მიზნით გავიღიმე, აი ჯაბა რომ წავიდა თვალები ავატრიალეე და როგორც მჩვევია ისევ ჩემ თავს დავუწყე საუბარი, უკმაყოფილო შეგრძნების გადასაფარად.
-რაზე მსჯელობთ?- ჩემს ხმას სხვა, ახალი ხმა შეერია. ჯერ გამიკვირდა ნუთუ ახალი ბიჭი ეგო გამიჩნდა-თქო, მაგრამ მერე შეხება რომ ვგრძენი თვალებ დაჭყეტილმა მივხედე გვერდით მდგომ დამიანეს.
-უ.. უკაცრავად...
-კაი ნუ იბნევი, არაფერია მესმის, ადრეც შემიმჩნევიხარ ასე, ძალიან საყვარელი ხარ- გამიცინა! ჯანდაბა დამიანე ლეთოდიანი ქეთა ნიჟარაძეს უცინის... და ხო კომპლიმენტსაც ეუბნება
-ახლაც იბნევი- ზედიზედ მეორედ გამიღიმა, მერე სიგარეტის კოლოფი მონახა ჯიბეში, ერთი ღერი ამოიღო და ტუჩებს შორის მოიქცია, აიი მემგონი მძნავს, დავალაგოთ ქრონოლოგიურად: დამიანე აპოლო ლეთოდიანი, ქეთა ნინოსა და კოტეს ასულ ლეთოდიანს უცინის, კომპლიმენტს ეუბნება, მერე კიდე უცინის, მერე კი მის წინ ეწევა.. ხელზე შეუმჩნევლად ვიჩქმიტე. რეალობაა, მეტიკინა.
- ძალიან არასასიამოვნო ვითარებაა, გამიკვირდა აქ რომ გნახე- არა აშკარად რაღაც ვერაა რიგზე
- ირაკლიმ და მაშომ მაიძულეს წამოსვლა,სიმართლე რომ გითხრათ.- გავიცინე მაგრამ ისე შმომხედა ეს სიცილი შემახმა სახეზე - ბოდიში, რამე მოხდა?
- იცი გარდა მასწავლებელისა და ლექტორისა ჩემი გატაცება ფოტოგრაფიაა- სიგარეტი თლილი თითებით ტუჩებს შორის მოიქცია და ღრმა ნაფაზი დაარტყა, იმ დროს... ჯანდაბა ისეთი სექსუალური იყო... რადროს ეგ იყო ნათქვამი უნდა გამეაზრებინა
- კარგია... მაგრამ მერე
-მერე ის რომ შემიძლია სილამაზეების აღქმა, ქეთა ძალიან ლამაზი ხარ...- მომიახლოვდა, თმა ყურთან გადამიწია - იმდენად ლამაზი რომ მაიძულებ ეს სიტყვები გითხრა!- კიდევ ჩაიცინა, პირი გამიშრა, ლამის გული გამიჩერდა, ვერ აღვწერ იმ შეგრძნებებს, აურზაური დატრიალდა, ბოლოს მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი... მისი ტუჩები ჩემს ტუჩებს ეხებოდა. ყველაფერი არარეალურს ჰგავდა, რეალური შეგრძნებებით. იქნებ ცუდად ვარ, იქნებ დამიანე უბრალოდ ჩემი ფანტაზიაა? იქნებ გავგიჟდი? იქნებ რამე მჭირს და ჰალუცინაციაა? მაგრამ ჰალუცინაცია ასეე დამმართებდა ვითომ? დაბნეული და გამოუცდელი ავყევი კოცნაში, ხო რა მექნა აბა?? გგონიათ ასე უბრალოდ ყოფნა ადვილია? ეს ჩვენი მეორე შეხება იყო... და ჯანდაბა! ახლა უფრო შარში ვარ... ისე გაქრა, მართლა ეჭვი შემეპარა მის არსებობაში. საერთოდ ვერ ვაზროვნებდი, სახლამდე გათიშული მივედი, გათიშული დავემშვიდობე მაშოს და ირაკლის, გათიშული გავატარე მთელი არდადეგები. სულ დამიანეს შეხება და მისი ტუჩების გემო ...

მეორე სემესტრიდან სკოლა დამიანემ დატოვა, პროგრამის თანახმად ასე იყო გადაწყვეტილი. ბოლო გამოსამშვიდობებელი გაკვეთილი ჩაატარა. გული მწყდებოდა, თან მცხვენოდა თან რავციი როგორც ხდება ხოლმე თავიდან ფეხებამდე არეული ვიყავი. ადვილიაა აბა, ეს ამხელა მასწავლებელი კაცი, რომელზეც აბოდებ, გკოცნის და ახლა გაკვეთილსაც გიტარებს...
იმ დღეს დამიანეს გაკვეთილი რომ დასრულდა ვიგრზენი, სკოლის შენობა ისევ ისე დაცარიელდა. მთელი დღე უხასიათოდ ვიჯექი და ვფიქრობდი. გაკვეთილები რომ დამთვარდა სახლისკენ ფეხით წავედი. დამიანე წამომეწია
-ქეთააა, ჩაჯექი!- ფანჯარა დაწიაა და მკაცრად ამოთქვა
-მეეე..
-ხო შენ. სწრაფად- მე დებილიც რობოტივით დავემორჩილე და მის გვერდთ მოვკლათდი... რა ჯანდაბა გაჯენდა ამ მანქანაშ ქეთა! თან ჩემი ექოც არ აპირებდა გაჩუმებას
-მომხდარზე უნდა დავილაპარაკოთ მე და შენ-
-... მომისმინეთ, რაც არ უნდა თქვათ მე უკვე დავივიწყე არ ღირს ნერვიულობად, მე უბრალოდ ახლა ჩავალ თქვენ მე აღარ მასწავლით , ერთმანეთს ვეღარც კი ვნახავთ, ასე რომ არ გვინდა ჩაღრმავება..
-გაჩუდი! უბრალოდ ახლა ცოტა წყნარ ადგილზე წავალთ, ასე საუბარს არ ვაპირებ- ირონიულად გამომხედა- ხო და არ მინდა შენი ხელის აკანკალების მიზეზი გავხდე, ნუ დაიძაბები და ნურც ნურაფრის შეგეშინდება, უბრალოდ ვისაუბრებთ. კარგი?
-კარგით...
-მოაშორე ეს თქვენობითი, ნერვები მეშლება!- როგორც ჩანს ეს მართლა გაშინაურდა.. ხო?

ნუ მანქანა თბილისის ზღვის მიმდებარე, წყნარ ტერიტორიაზე გაააჩერა, მერე ჩავიდა. მეც ჩავყევი,
-ვერ ვხვდები რა არის გასარჩევი მაგრამ სწრაფად გავარჩიოთ
-რამდენი ხანია რაც მიცნობ?
- 5 თვე...
-მერე?
-და რამდენი წლის ხარ?
-18-ის...
-მე 27... და ახლა 27 წლის ზრდასრული ადამიანი, მიზიდულობას რომ გრძნობს 5 თვის გაცნობილ, 9 წლით უმცროს ადამიანთამ ეგ ნორმალურია? თუ პედოფლია?
-ერთ თვეში 19 -ის ვხდები. თუ დაგამშვიდებს, გეტყვი-მისი სიტყვებისგან გათამამებულმა წარმოვთქვი
-ეგ არ დამამშვიდებს...
-აბა?
-უნდა მითხრა რომ შენც იგივე მიზიდულობას გრძნობ და ამ ყველაფერმა პედოფილიის სახე დაკარგოს- გაიცინა და თითები ჩემს თითებს შეახო...- სინდისი მქენჯნის.- გამეცინა, მართლა სასაცილო იყო და ცოტა არარეალურიც
-დამცინი?
-დამიანე მასწავლებელო, ანუ თქვენ გეშინიათ რომ პედოფილობაში დაგდებთ ბრალს?- იცით, ეს მემგონი მეწყინა...
-არა ის მძაბავს,რომ მსგავს სიტუაციას ვქმნი...
-თქვენ ჩემი მასწავლებელი ხართ- განგებ გავაოფიციალურე... ნუ ძალიან გავშინაურდი
-რა სისულელეა, მხოლოდ მოწვეული პედაგოგის როლი მოვირგე ცოტახნით.. ახლა ისევ არავინ ვარ, შენთვის
-როგორც მასწავლებელი ისე უფრო მომწონდი...- ზურგი ვაქციე- არ ვიცი რას ვგრძნობ,-დებილი ვარ მე მიზიდულობაზე ბევრად უფრო მეტს ვგრძნობდი, მაგრამ მეწყინა მისი დამოკიდებულება, თითქოს უფრო მეტს მოველოდი- უბრალოდ, დაივიწყე... ჩათვალე არაფერი მომხდარა, კოცნა უბრალო კოცნაა და მეც საკმაოდ დიდი ვარ... წავიდეთ მე ჩემი გზით შენ შენით
-...ქეთა -ჩაიცინა და მკლავში დამქაჩა
-არ ღირს ყველაფრის მეტად დასერიოზულება და ბევრი ფიქრი, აქედანაც ჩემით წავალ, არ მაქვს სურვილი შენთან მგზავრობის!- მკლავში დამქაჩა, დისტანცია დაირღვა. თვალები ჩემს თვალებს გაუსწორა, ისევ ჩაიღიმა მერე კი ჩემს ტუჩებს შეეხო... ისევ ისე... ისევ იგივე და უფრო მეტი, ერთმანეთში არეული განცდები დამეუფლა.
-მშვიდობით...- ამოიჩურჩულა და წავიდა. მე ტქსი გავაჩერე და ცრემლ მმორეული დავტოვე იქაურობა.
ამ დღის შემდეგ ჩემი დამიანე გაქრა... გაქრა ცხოვრებიდან თუმცა არა ფიქრებიდან და სიზმრებიდან.
ნაწილი : ,,კიდევ ერთი დასაწყისი ’’
უნივერსიტეტში ჩავაბარე, იქ მოვხვდი სადაც მინდოდა და იმ ფაკულტეტზე რაც მინდოა. უფრო მეტიც უკვე სრულად ადაპრირებული ვარ გარემოსთან, ერთი სემესტრიც დავასრულე და მეორეც დავიწყე.
ჩემს მე-20 დაბადების დღეზე უნივერსიტეტში მომიწია წასვლა. პირველი ლექცია მქონდა რამდენიმე საგანში. ყველაფერი ბანალურად მოგეჩვენებათ, ინდური ბოლივუდის სცენარიც შეიძლება უწოდოთ, მაგრამ დამიანე მასწავლებელი დამიანე ლექტორად მომევლინა, ჩემივე დაბადების დღეზე. მიყურებდა და ეცინებოდა... მეც გამეცინა თან ამდენი ხნის მონატრებამ ერთიანად იჩინა თავი. ჯადოა, ეს ყველაფერი ამოუხსნელი ამოცანა და სიგიჟეა, ორი კოცნით და თითქმის 60 ნახვით ასე ასისხლხორცებით მონარტრება... ძლივს დასრულდა ლექცია, ძლივს ვუსმინე. დასვენება და მაშინვე გამოვვარდი აუდიტორიიდან, დამიანეც უკან მომყვა. ავირიე გონს, რომ მოვედი საპირფარეშოს კედელზე აკრული მთელი გრძნობით მიკოცნიდა ტუჩებს. თითები მის თმებში ავხლართე ...
-იგივეაა- გამიცინა და მომეხვია,ჩემს თმაში ჩამალა სახე და ხელები წელზე შეაცურა- იმ ღამით,იმ ს*რობა ღონისძიებაზე შენს გამო მოვედი! იმისთვის,რომ მენახე და კოცნის სურვილი დამეოკებინა.
-უკვე 20 წლის ვარ... არ გიჩივლებ. გპირდები- კისერში ვაკოცე

სამი კოცნა სამასად გადაიქცა. გაუცხოება, რომელიც ისედაც არ არსებობდა , ლეგენდად იქცა. 60 შეხვედრა 6000 იქცა. ნაცნობობის 1 წელი, გაცილებით უფრო ხანგრძლივ პერიოდად გადაიწელა.
მე-12 კლასში მანანა მასწავლებელმა დავალება,რომ მოგვცა : ,,საიდან მოდის სიყვარული და სად მიდის?’’ მაშინ ფურცელზე, სრულიად არასერიოზულად დავწერე ,, სიყვარული ბეთლემის ქუჩიდან მოდის, აღმართს მოუყვება. სკოლის კარს აღებს და ჩემი გვერდის ავლით სამასწავლებლოში შედის’’ ეს ნაწერი რა თქმა უნდა დავხიე... არც მიფიქრია მანანასთვს მეჩვენებინა. უბრალოდ ცოდვა გამხელილი ჯობიაო და გითხარით.
ახლა მე და დამიანე, როგორც ჩვენ ისე მოვიხსენიებით. უნივერსიტეტი რომ დავასრულე უბრალოდ ავდექით და ერთად გადავედით საცხოვრებლად.
იდეაში ლამაზად, ცოტა ბანალურად დაიწყო ურთიერთობა, ასევე უცნაურადაც, მაგრამ არ იფიქროთ ასე გრძლდებოდა... ვჩხუბობდით ხოლმე, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც კი ვკამათობდით , მაგრამ ეს ჩხუბი, კამათი, მწარე სიტყვები, დღეს დივანზე იძინებ, მალევე მიეცემოდა ხოლმე დავიწყებას...

არსებობს დედამიწაზე ისეთი კითხვები,რომელზეც ერთი პასუხი არ არსებობს. სიყვარულიც ერთი ასეთი კითხვა.. რატომ მოდის? ან რა არის? კითხვებზე პასუხი ყველას სხვადასხვა აქვს.
ერთი ვიცი სიყვარული ახსნაა მიზიდულობის, შეგრძნებების, აჟიოტაჟის, სკლეროზის, ყველა უჩვეულო განცდის...
მიყვარხარ... როგორ შეიძლება ამდენი გრძნობა ერთ სიტყვაში გააერთიანო... ესეც სიგიჟეა.
კარგი ახლა კარზე ზარია ამიტომაც :
დასასრულის. ’’


999
-რას აკეთებ ამდენხანს? გავიყინეე კართან დგომით... - შუბლზე აკოცა და უკმაყოფილო სახით აათვალიერა.
-ვერ გავიგე ხმა, შემოდი არ გაცივდეე
-ყინავს... ძლივს ვიშოვნე საზამთრო... - კარში მდგომმა ტირილი დაიწყო და მაგრად მოეხვია საზამთროთი ხელ დამშვენებულ საყვარელ მამაკაცს.
-კარგად ხარ?
-მაპატიეე, ასე რომ შეგცივდა... ისიც მაპატიე საზამთრო რომ მომინდა... ისიც მაპატიე რომ ახლა აღარ მინდაა- ამოიტირა და ცრემლებისგან დანამულ ლოყებზე ხელი მოისვა...
-ამის გამო ტირი?- გაუცინ საზამთრო იქვე დადო და ტუჩები დაუკოცნა- რა სულელი ხარ?
-არ ბრაზობ?
- ეს ყველაფერი ჩემი დამსახურებაა, ამიტომ ვითბენ..- ხელი მოხვია და ოთახისკენ წავიდნენ- და რას აკეთებდი?
-ვწერდი...
-რას?
- ისე უბრალოდ... მოგონებებს
-იმედია ის დაწერე პირველი კოცნის დროს ჯერ კიდევ თქვენობით რომ მესაუბრებოდი...
-იიი და მეორე კოცნის დროს იმაზე რომ დარდობდი პედოფილი ვარო ეგეც დავწერე... გავბრაზდი სხვათაშორის,მაშინ... შეგეძლო უკეთესად აგეხსნა და არ აგახვევინებდი...
-ახლა მაგაზე უნდა გამიბრაზდე? წელი მეტკინა ამ დივანზე წოლით ქეთა.
-არაა, და ასე ნუ საუბრობ თითქოს გაჩმორებ... მკაცრი დამიანე უფრო მომწონდა მე
-ოდნავ რომ ვუწევ ხმას ტირი და მირჩევნია დაგმორჩილდე... ჯანდაბას ეს 3 თვეც, მორჩილი ქმარი ვიქნები- ხელები წელზე შემოხვია და ტუჩები დაუკოცნა
-იმ გრძნობებს ვგრძნობ, სიტყვა მიყვარხარში რომ უყრიან ხოლმე თავს...
****





იმედი მაქვს არ ვინანებ ატვირთვას. სიყვ : ავტორი.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აი ძალიან კარგი იყო.
თბილი, საყვარელი და თავისებური ^-^

ზედმეტი გაწელ გამოწელვების და უაზრო დრამების გარეშე ^-^
ძალიან მომეწონა ^-^

 


№2 სტუმარი Ana-maria

ძალიან კარგია. პატარა, მაგრამ ემოციებით სავსე.წარმატებები

 


№3  offline წევრი Anmaryda

ანი ანი
აი ძალიან კარგი იყო.
თბილი, საყვარელი და თავისებური ^-^

ზედმეტი გაწელ გამოწელვების და უაზრო დრამების გარეშე ^-^
ძალიან მომეწონა ^-^


მადლობა კომენტარისთვის და იმისთვის, რომ კითხულობ <3
ძალიან მიხარია <3

Ana-maria
ძალიან კარგია. პატარა, მაგრამ ემოციებით სავსე.წარმატებები


მადლობა კომენტარისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის მართლა tired_face მიხარია, რომ მოგეწონათ ...
--------------------
ა.დ

 


№4 სტუმარი Marimari

Martlac rom kargi iyo, patara magram sayvareli da sadiamovno:-) arc dzaan gawelili da sasiamovno wasakitxi:-)????

 


№5  offline წევრი Anmaryda

Marimari
Martlac rom kargi iyo, patara magram sayvareli da sadiamovno:-) arc dzaan gawelili da sasiamovno wasakitxi:-)????


ძალიან მიხარია რომ მოგწონთ <3
--------------------
ა.დ

 


№6 სტუმარი ნანე

ჩამაფიქრე იცი? უსაყვარლესი და ძალიან კეთილი ხარ. ბონუსად ეერაც შეგძლებია. მეტი რაღა გინდა❤️

 


№7  offline წევრი Anmaryda

ნანე
ჩამაფიქრე იცი? უსაყვარლესი და ძალიან კეთილი ხარ. ბონუსად ეერაც შეგძლებია. მეტი რაღა გინდა❤️


უცნობო, კეთილო ადამიანო, ცისხელა მადლობას გიგზავნი ამ სიტყვებისთვის heart_eyes
--------------------
ა.დ

 


№8 სტუმარი სტუმარი თიკო

პატარა მაგრამ ძალიან, ძალიან საყვარელი ისტორია იყო! ძალიან მომეწონა და წყვილიც შემიყვარდა.❤❤

 


№9  offline წევრი Anmaryda

სტუმარი თიკო
პატარა მაგრამ ძალიან, ძალიან საყვარელი ისტორია იყო! ძალიან მომეწონა და წყვილიც შემიყვარდა.❤❤


ვაიმე heart_eyes მართლა ძალიან ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობთ და მოგწონთ heart_eyes
--------------------
ა.დ

 


№10 სტუმარი სტუმარი Mmm

გისურვებთ რომ თქვენი რიალური ისტურიაც ასე ლამაზად დასრულებულიყოს....

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიამი

უსაყვარლესი თბილი ტკბილი და სასიამოვნო ისტორია იყო❤️❤️❤️ მე ვისურვებდი ასეთ ლამაზ ისტორიებს და თქვენ კი ბევრ მკითხველს.

 


№12  offline წევრი Anmaryda

სტუმარი Mmm
გისურვებთ რომ თქვენი რიალური ისტურიაც ასე ლამაზად დასრულებულიყოს....

ეგ ძალიან კარგი იქნებოდა bowtie დიდი მადლობა heart_eyes

სტუმარი მარიამი
უსაყვარლესი თბილი ტკბილი და სასიამოვნო ისტორია იყო❤️❤️❤️ მე ვისურვებდი ასეთ ლამაზ ისტორიებს და თქვენ კი ბევრ მკითხველს.


ძალიან დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes ძალიან გახარებული ვარ heart_eyes
--------------------
ა.დ

 


№13  offline წევრი likuu_s

ანუ, ახლა ვკითხულობდი და ისედ მნაწილამდე მივედი, რომ არ დამეწერა არ შემეძლო. ანუ, მართლა ძალიან ცუდია მასწავლებლები რომ ასეთები არიან და ასე რომ ილანძღებიან, მერე დაჟე ოჯახების და საგვარეულოს ლანძღვაზეც რომ გადადიან. ერთია ეგეთი ჩემთანაც, რამდენი წელიცაა მასწავლის, ერთი დღე არ გასულა ლანძღვის გარეშე და ანუ აი რატო არ იციან ნორმალური მოქცევა? როგორც იძახიან 20-25 წელი ბავშვებთან მუშაობენ და ანუ როგორ არ აგდებენ? პირადად ჩვენთან ყელში რო ამოგვივიდა ხმა ამოვიღეთ და დადგა ის საკითხი, რომ თუ დირექცია გაიგებდა მასწავლებლებს არ გააჩერებდა სკოლაში, ამას კი როგორც იცი ბევრი პრობლემა ახლავს თავს. და ანუ, აი თვითონ უწმნიან ამით საკუთარ თავს საფრთხეს, სხვა არაფერი... უბრალოდ ზუსტად ისე დაემთხვა და არ შემეძლო ჩემი აზრი არ გამომეთქვა ამასთან დაკავშირებით... გავაგრძელებ ავალ :დ❤️

ვაიმეე! აი, მართლა ძალიან მომეწონა! პატარაა, მაგრამ საყვარელი და გრძნობებით სავსე. ძალიან კარგი იყო, წარმატებები!<33

 


№14 სტუმარი სტუმარი Mmm

likuu_s
ანუ, ახლა ვკითხულობდი და ისედ მნაწილამდე მივედი, რომ არ დამეწერა არ შემეძლო. ანუ, მართლა ძალიან ცუდია მასწავლებლები რომ ასეთები არიან და ასე რომ ილანძღებიან, მერე დაჟე ოჯახების და საგვარეულოს ლანძღვაზეც რომ გადადიან. ერთია ეგეთი ჩემთანაც, რამდენი წელიცაა მასწავლის, ერთი დღე არ გასულა ლანძღვის გარეშე და ანუ აი რატო არ იციან ნორმალური მოქცევა? როგორც იძახიან 20-25 წელი ბავშვებთან მუშაობენ და ანუ როგორ არ აგდებენ? პირადად ჩვენთან ყელში რო ამოგვივიდა ხმა ამოვიღეთ და დადგა ის საკითხი, რომ თუ დირექცია გაიგებდა მასწავლებლებს არ გააჩერებდა სკოლაში, ამას კი როგორც იცი ბევრი პრობლემა ახლავს თავს. და ანუ, აი თვითონ უწმნიან ამით საკუთარ თავს საფრთხეს, სხვა არაფერი... უბრალოდ ზუსტად ისე დაემთხვა და არ შემეძლო ჩემი აზრი არ გამომეთქვა ამასთან დაკავშირებით... გავაგრძელებ ავალ :დ❤️

ვაიმეე! აი, მართლა ძალიან მომეწონა! პატარაა, მაგრამ საყვარელი და გრძნობებით სავსე. ძალიან კარგი იყო, წარმატებები!<33
მიკვირს ასეთი მასწავლებლების არსებობა.11 წლის წინ დავამთავრე სკოლა,მართლა რომ კომუნისტების დროინდელი მასწავლებლები მყავდა,მაგრამ არ მახსოვს არც ერთი მსგავსი რეპლიკა,შეურაცყიფა და მითუმეტეს ოჯახის წევრების ლანძღვა.ყველაზე მეტი მეტი ეთქვათ ,,უსირცხვილო" და ,,ზარმაცი''.დებილო,შტერო,უვიცო არც ერთ სკოლელს არ გვახსოვს მასწაებლისგან დაცეს ყველაფერი სოფლის სკოლაში ხდებოდა,სადაც სწავლაზე მეტად ერთმანეთთან ურთიერთობებს ექცეოდა ყურადღება....

 


№15  offline წევრი Anmaryda

likuu_s
ანუ, ახლა ვკითხულობდი და ისედ მნაწილამდე მივედი, რომ არ დამეწერა არ შემეძლო. ანუ, მართლა ძალიან ცუდია მასწავლებლები რომ ასეთები არიან და ასე რომ ილანძღებიან, მერე დაჟე ოჯახების და საგვარეულოს ლანძღვაზეც რომ გადადიან. ერთია ეგეთი ჩემთანაც, რამდენი წელიცაა მასწავლის, ერთი დღე არ გასულა ლანძღვის გარეშე და ანუ აი რატო არ იციან ნორმალური მოქცევა? როგორც იძახიან 20-25 წელი ბავშვებთან მუშაობენ და ანუ როგორ არ აგდებენ? პირადად ჩვენთან ყელში რო ამოგვივიდა ხმა ამოვიღეთ და დადგა ის საკითხი, რომ თუ დირექცია გაიგებდა მასწავლებლებს არ გააჩერებდა სკოლაში, ამას კი როგორც იცი ბევრი პრობლემა ახლავს თავს. და ანუ, აი თვითონ უწმნიან ამით საკუთარ თავს საფრთხეს, სხვა არაფერი... უბრალოდ ზუსტად ისე დაემთხვა და არ შემეძლო ჩემი აზრი არ გამომეთქვა ამასთან დაკავშირებით... გავაგრძელებ ავალ :დ❤️

ვაიმეე! აი, მართლა ძალიან მომეწონა! პატარაა, მაგრამ საყვარელი და გრძნობებით სავსე. ძალიან კარგი იყო, წარმატებები!<33



პირველ რიგში კარგია საინტერესო აზრი, რომ დააფიქსირე და პირადი გამოცდილება მოყევი heart_eyes სამწუხაროდ მსგავსი პრობლემა მხოლოდ ერთ ან ორ სკოლას კი არა, არამედ საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრს აქვს.

რაც შეეხება შეფასებას, მიხარია რომ მოგწონს heart_eyes
--------------------
ა.დ

 


№16 სტუმარი სტუმარი დიკო

-იმ გრძნობებს ვგრძნობ, სიტყვა მიყვარხარში რომ უყრიან ხოლმე თავს...????????????????????????????????????????????????????????????????

 


№17  offline წევრი Anmaryda

სტუმარი დიკო
-იმ გრძნობებს ვგრძნობ, სიტყვა მიყვარხარში რომ უყრიან ხოლმე თავს...????????????????????????????????????????????????????????????????

bowtie
--------------------
ა.დ

 


№18 სტუმარი ნა ნე

ძალიან კარგი იყო მართლა.. როგორც გავიგე ახალბედა მწერალი ხარ.. მართლა კარგად წერ და არ შეწყვიტო.. წარმატებები შენ ❤❤❤

 


№19  offline წევრი Anmaryda

ნა ნე
ძალიან კარგი იყო მართლა.. როგორც გავიგე ახალბედა მწერალი ხარ.. მართლა კარგად წერ და არ შეწყვიტო.. წარმატებები შენ ❤❤❤


კი, ახალბედა ვარ. სულ ორი ისტორია მაქვს აწყობილი smile ძალიან მიხარია ასე დადებითად რომ აფასებთ heart_eyes
--------------------
ა.დ

 


№20 სტუმარი Xa to

Dzaan sayvareli xar.siyvarulma asaki ar icis dro da statusi.is ise modis arc gvekitxeba.gaufrtxildit sayvarel adamianebs

 


№21  offline წევრი Anmaryda

Xa to
Dzaan sayvareli xar.siyvarulma asaki ar icis dro da statusi.is ise modis arc gvekitxeba.gaufrtxildit sayvarel adamianebs


ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა heart_eyes უზომოდ მიხარია ასეთი კომენტარები.
--------------------
ა.დ

 


№22 სტუმარი სტუმარი ნინი

აუ რა საყვარელი ისტორია იყო❣❣❣ ძალიან მომეწონა????????.

 


№23  offline წევრი Life is beautiful

მართლა მომეწონა. ძალიან რეალური. დრამების და გულისგაწვრილრბის გარეშე. ♥️ რბილი ტკბილი და სურნელივანი. ერთ პატარა ნაწყვეტში ჩატეული მთელი ცხოვრების აზრი❤️

 


№24  offline წევრი Anmaryda

სტუმარი ნინი
აუ რა საყვარელი ისტორია იყო❣❣❣ ძალიან მომეწონა????????.

heart_eyes heart_eyes heart_eyes

Life is beautiful
მართლა მომეწონა. ძალიან რეალური. დრამების და გულისგაწვრილრბის გარეშე. ♥️ რბილი ტკბილი და სურნელივანი. ერთ პატარა ნაწყვეტში ჩატეული მთელი ცხოვრების აზრი❤️

heart_eyes innocent
--------------------
ა.დ

 


№25 სტუმარი სტუმარი ნინო

არ წამიკითხავს მაგარმ ვიცი რომ კარგი არის❤. საიდან უნდა დავდო მოთხრობა?

 


№26  offline მოდერი abezara98

კარგი, პატარა და სასიამოვნო ისტორია იყო ^_^ წარმატებები ❤❤

 


№27  offline წევრი Anmaryda

abezara98
კარგი, პატარა და სასიამოვნო ისტორია იყო ^_^ წარმატებები ❤❤


დიდი მადლობა blush
--------------------
ა.დ

 


№28 სტუმარი სტუმარი ნინა

სიმშვიდემდე შეშლილს მაგონებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent