დასასრულის დასაწყისი - 1
1 - "გადაკიდების" დასაწყისი. მე ნარკომანი ვარ. ვიყავი ვარ და ვიქნები. სიყვარულის ნარკოტიკი გაგიგიათ? ღიმილის ნარკოტიკი გაგიგიათ? გასინჯეთ. აუცილებლად გასინჯეთ და მიეცით უფლება ჩაგითრიოთ. 4 წლის ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ ბაღში დადიხარ. იძახი, რომ შეგიყვარდა გოგო, რომელიც მთელი ცხოვრება გეყვარება. ბავშვი-ო? აბა, ბავშვი? დღემდე მიყვარს. 23 წელი გავიდა და მიყვარს. & -ნენე, ჩამოვიდა. -ვინ ჩამოვიდა? -მიშო. -კარგი. გრძნობები, რომლებიც ერთმანეთში ირევა. წარსულში აფორიაქებული გრძნობები, რომელიც ჯერ-ჯერობით ვულკანივით მიძინებულიყო, გაუღვიძავს და ამოფრქვეულა. ღელვა, შიში, სიყვარული, მონატრება, იმედგაცრუება, ტკვილი, ბედნიერება, ღიმილი. ყველაფერი ერთმანეთში ირევა და ვერ უმკლავდები. გინდა დამშვიდდე, მაგრამ ცრემლები ამის საშუალებას არ გაძელვს. ტირი და იცლები. ტირი და შვებას გრძნობ. ტირი და ხვდები, რომ მოგენატრა. "მოგონებებზე უკეთესი არაფერია. და არც არაფერია მათზე უარესი." & სკოლაში ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე იყო. იყო განათლებული და საშინლად მწარე ენის პატრონი. რამე არ მოეწონებოდა? იტყოდა. არ დამალავდა საკუთარ აზრს. "ჩემი აზრი - ჩემი თავისუფლებაა." - მახსოვს ამ სიტყვებს როგორი სიამაყით ამბობდა. მე? გადაპარსული თმა. შავი სათვალე. კაი ზმანი. სიგარეტი. ნარკოტიკი. ქუჩა. საძმაკაცო. მანქანა. მიხვდით ხო? სკოლაში მაგვიანდება. ჯანდაბა! სწრაფად ვიცვამ, მანქანის გასაღებს ვიღებ და სახლიდან გავდივარ. სწრაფად მივდივარ. გუბეა გოგონაა ლურჯი კაბაა სიჩქარეა ტალახია და ხო ხვდებით, რა? მაგრამ არ გამჩერებია. გაბრაზებული სახე ჰქონდა. ნენე? მაინც ვერ ვუშველიდი და აზრი? სკოლაში 5 წუთის დაგვიანებით მივედი. & სკოლაში ვაგვიანებ. დამეძინა ადრე, რა მინდოდა? თავს ვიწესრიგებ. ლურჯ კაბას ვიცვამ თმას მაღლა ვიკრავ და სახლიდან გავდივარ. სკოლა 15 წუთის სავალზეა ჩემი სახლიდან, რადგან ავტობუსი 20 წუთში იქნება, ფეხით მივდივარ. გზასთან ახლოს ვდგავარ, მოულოდნელად მანქანამ, რომ ჩაიარა და მთელი ტალახი ჩემს ლამაზ, ყვავილებიან კაბაზე აღმოჩნდა. მანქანას გავხედე და ვინ იყო? მიშო. ჯანდაბა! მოვკლავ. გაღიზიანებული ვბრუნდები სახლში. ჩემი კაბა. განა რამე? უბრალო, ყვავილებიანი კაბაა, მაგრამ დედას ნაჩუქარი. მეორე დღეს, ჯერ კიდევ ვერ მომინელებია გუშინდელი დღე, რომელმაც ჩემი კაბა შეიწირა. სკოლაში შევდივარ და ჩემი კლასისკენ მივეშურები, გზად მიშო და მისი საძმაკაცო შემომხვდა, მაგრამ შევეცადე თავი გამეკონტროლებინა. ჯერ არა, ნენე! დასვენებაა. კლასს ვტოვებ და კაფეტერიისკენ მივდივარ. -აუ, გუშინ, რომ მოვდიოდი, ნენე იყო მგონი, რა. ბიჭო, გუშინ არ ყოფილა ხო სკოლაში? უეჭველი ეგ იქნებოდა. მანქანით, რომ მოვდიოდი, სულ ტალახში ამოვსვარე. - იცინოდა. კვდებოდა სიცილით. - რას ვუშველიდი? ამის წინკვინის თავი არ მაქვს-მეთქი და არც გამიჩერებია. - საშინლად გავბრაზდი. წიკვინი-ო? წყლის ბოთლს, რომელიც ხელში მეჭირა, თავსახური მოვხსენი და დიდი სიამოვნებით დავაცალე თავზე. სკამიდან ეგრევე წამოხტა. ჩემკენ მობრუნდა. განრისხებული თვალები ჰქონდა. ხელები მოემუშტა. -სხვა დროს ბოდიში მოიხადე. - ირონიული ღიმილით ვუთხარი. ზურგი ვაქციე და კლასისკენ გავემართე. "ჩემი ჭია გავიხარე". & რა ქნა, ტო? როგორ გაბედა? ლაწირაკი. თან ბოდიში-ო. თავი ძვლივს შევიკავე. მაგრამ როგორი საყვარელი თვალებით მიყურებდა? თვალები უბრწყინავდა "მოგიგე"-ო. ჩემს ფიქრებზე გამეცინა. თავი გავაქნიე ნერვებმოშლილმა თვალები დავხუჭე და დავიძინე. ესეც ახალი ისტორია. ველოდები თქვენს აზრს. იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.