90's. 90- იანელი (6)
**** იასამნების სურნელი იფრქვეოდა გარშემო ,სურნელი რომელიც ღრმად მიმალულ სახლს მახსენებდა, დედას ,მამას და იკას, უფრო დედას, რადგან სიგიჟემდე უყვარდა იასამნები, მამაც ყოველ დღე ულამაზებდა დილას იასამნებით, სახლში მუდამ იფრქვეოდა ეს უნაზესი ყვავილების სურნელი , რომელიც იავნანასავით მარწევდა... ეხლაც ეს სუნი მომდის, ღრმად ვისუნთქავ იასამნით გაჟღენთილ ჟანგბადს ..... უეცარმა სიმსუბუქემ მომიცვა და სრულ ჰარმონიაში ფრთების გაშლის და გაფრენის სურვილი დამეუფლა, მოდუნებული სხეულის შეგძნება უბრძოლველად დავთმე... რამოდენიმე მცდელობის შემდეგ თვალები მძიმედ გავახილე .... ვაკვირდებოდი მის ულამაზეს , გაბრწყინებულ სახეს, როგორ მიღიმოდა მისი ზებუნებრივი ნაკვთები , - დედა ....მენატრები დედა...აღარ დამტოვო ...დარჩი ჩემთან ...-სიტყვების წარმოთქმის მაგივრად რაღაცას გაურკვევლად ვლუღლუღებდი , მაგრამ ....დედას ესმოდა ჩემი , სახეზე ნაზად მეხებოდნენ მისი სათუთი თითები , უსუსური , დაუცველი , ახალშობილი მის მკლავებში ვნებივრობდი... - ჩემი პატარა გოგო, ჩემო დახატულო , ჩემი ცელქი ... ვუსმენდი მის ალერსს და მეც ისევ და ისევ ველუღლუღებდი , თუ როგორ მიყვარდა , თუ როგორ მჭირდებოდა, - არ გამიშვა დე...დამიტოვე შენთან , გთხოვ, შენთან მინდა... - არა ჩემო პატარა , მე სულ შენთან ვარ , ვერ დარჩები ჩემთან ...უნდა იბრძოლო... - არაფრის გაგონება აღარ მინდოდა,აღარც ბძოლა , მხოლოდ დედა მინდოდა ,მისი სითბო და ალერსი , როგორ შეიძლებოდა აქედან წასვლის სურვილი გამჩენოდა.... ჩვენი იდუმალი სიყვარულის ეიფორია , არა ამქვეყნიურმა სინათლემ გაარღვია, ელვის სისწრაფით გაბრდღვნა ,ყველა სამყაროს კარები და ჩემს წინ ელვის სისწრაფით , მამაჩემი გაჩნდა, - ირმა არ გაუშვა! - მეხის გავარდნასავით გაისმა მამაჩემის ხმა , ის იდგა ჩემს წინ.. მისი მთელი არსებით და შეწინააღმდეგებასაც ვერ უბედავდი. - რას ამბობ ცოტნე ... ძვირფასო....მას ჯერ არ დაუმთავრებია ცხოვრება...ის ეხლა იწყებს...უნდა გავუშვათ. - შუბლზე ნაზად მეამბორა ... მამამ ჩემი პატარა თითები თავის ვებერთელა ხელებში მოიქცია , გულთან მიიტანა და ჩაიმუხლა, ჩემი პატარაობის აკვანი, ისევ ირწეოდა იქვე კუთხეში, დედა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა , მკერდიდან დანანებით მომიშორა, და აკვანში ჩამაწვინა.... მოწყვეტით ჩამოვარდი , თითქოს მაღალი საფეხურიდან , კიბიდან, დავეცი და მოულოდნელად წამიერმა სინათლის ტალღამ თვალი მომჭრა , ისტერიულად ვახამხამებდი თვალებს , რომლებიც ცდილობდნენ სინათლესთან შეგუებას , ყრუდ ჩამესმოდა ნაბიჯების ხმა, აფორიაქებული საუბრები, რაღაც წრიპინებდა საშინლად... შეშინებულმა თვალი მოვავლე არემარეს , თეთრი კედლები თვალს მჭრიდა მკვეთრ სინათლესთან ერთად , თეთრ ხალათიანი პერსონალი თავს მეხვია, გაკვირვებული და ბედნიერი სახეებით დაბოდნენ აქეთ- იქეთ , რამოდენიმე აპარატს მოვკარი თვალი და სავარაუდოდ მივხვდი აპარატზე ვიყავი შეერთებული , გაკვირვებული ვუყურებდი და ვფიქრობდი რა მოხდა , ან რა მინდოდა აქ , გაოცებული თვალებით იკას ვეძებდი . პალატის ღია კარებში ყველა გამვლელ- გამომვლელი ჩერდებოდა , კარებში უცნაურობის პიკს , მალოის გამოჩენამ მიაღწია, ჩემს დანახვაზე ხელიდან ყავის ჭიქა გაუვარდა და გაშეშებული მიყურებდა . **** მესამე დღეს შედარებით უკეთეს პალატაში გადამიყვანეს , დროის შეგრძნება დავკარგე , გარშემო ყვავილებით გადაჭედილ ოთახში პატარა სამოთხე შემიქმნეს, იასამნებს ტევა არ ჰქონდა ,გამუდმებით კარებისკენ ვიყურებოდი ,საკმარისი ძალა ჯერ არ მქონდა ფეხზე დასადგომად, საწოლის გვერდით თაროზე იკამ მობილური დამიტოვა და თვითონ ყავის დასალევად ჩავიდა, წამით არ მტოვებდა მარტო, ისე არ გავიდოდა თუ ვინმეს არ დატოვებდა პალატაში, მობილურს მთელი ძალის მოკრებვით გადავწვდი , საათს დავხედე ,ჯერ მხოლოდ შუადღის ოთხი ხდებოდა, ისევ დავაბრუნე თავის ადგილზე ,- რა დღეა დღეს! - გავიფიქრე ..... საშინელი თავის ტკივილი დამეწყო ,ისევ მობილური ავიღე რიცხვს დავხედე ოლგას დაბადების დღე ჩვიდმეტში იყო , დღეს კი ოთხი რიცხვია, - რა ჯანდაბაა?! რამდენი დღეა რაც აქ ვარ ...საკუთარ თავში პასუხს ვეძებდი, ვიხსენებდი რამდენი ხანი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი... თითქოს გუშინ მოხდა ეს საშინელი ავარია როგორ იქნება ოთხი? ისევ მოიმატა თავის ტკივილმა ,ჭერს მივაშტერდი თითქოს ესე უფრო გამახსენდებოდა, ისევ დავხედე , თვალებს არ უჯერებდი 2005 წელი წერია...არ არსებობს ! როგორ ერთი წელი გავიდა... წამოვიწიე ,ისტერიულად ავფორიაქდი, იკა შემოვიდა და შეშინებული სახით მისგან პასუხს ველოდებოდი... - იკა რა დღეა დღეს! მითხარი რომ ტელეფონმა აურია! გასასწორებელია?! - ქეთი დასვენება გჭირდება....- მობილური გამომართვა, სავარძელი ახლოს მოსწია და თავჩაქინდრულმა , თითქოს მსოფლიოს ყველა პრობლემა მის კისერზე იწვა.. - დავისვენე უკვე იკა ...მითხარი სიმართლე .. - ერთი წელია ესე ხარ ... - ესე... ანუ მე... - სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი , არ ვიცოდი რომელი კითხვით დამეწყო, იკა რომელიც ლეგენდა იყო ვაჟკაცობის , ყვებოდნენ რომ დედ- მამის დასაფლავებაზე ხელში ამიყვანა ,მათ სამარესთან იდგა , ესე გაქვავებული , ერთი ცრემლიც არ ჩამოვარდნია , იდგა ამაყად და მარტო...ალბათ იმიტომ რომ ,მე არ მენახა მისი ცრემლები, წამოდგა , საწოლთან ჩაიმუხლა , ისე როგორც მამა.... ჩემი ხელი აიღო გულზე დაიდო , მისი გულის ფეთქვას ხელისგულზე ვგრძნობდი , ეს ის შეგძნება როდესაც გგონია რომ ხელში საკუთარი ძმის გული გიჭირავს, და სიცოცხლეში პირველად .... ვხედავ მის ცრემლიან თვალებს... - მეგონა დაგკარკე...- აღმოხდა ნატანჯი ხმა.- ცრემლებმა ყელში დამახრჩო.... - მომიყევი იკა ,ყველაფერი მომიყევი. - ჰმ... როგორ გითხრა ,ერთი წელია აპარატზე ხარ შეერთებული ,გზიდან გადახვედი და სატვირთოს დაეჯახე , - ხმა ჩაეხლიჩა და მცირე პაუზის შემდეგ გააგრძელა... იმედი არ დამიკარგავს შენ თავს გეფიცები...ვიცოდი დამიბრუნდებოდი ... - ეს იასამნები ... - ხო ყოველ დილას მომქონდა, ზამთარში ვერ ვშოულობდი....- დანაღვლიანდა იკა და ოთახს თვალი მოავლო. - შენ ჩემი გმირი ხარ! მიყვარხარ... - გეძინება? - ისე რა ...ამ გადასხმას როდის მომხსნიან? - ჯერ არა , აქ მაინც დაემორჩილე! ექიმებს... - ხო კაი , მე თვალებს დავხუჭავ და შენ მომიყევი ყველაფერი. - რა გითხრა, როგორ ვნერვიულობდი ? როგორ იბრძოდი? რის გამო მე შენგან მაინტერესებს პასუხი! - უნდა მეჩხუბო? - არა , არა... რას ამბობ , - თმაზე ხელი გადამისვა ,-რახან დასრულდა ეს ყველაფერი რას დავეძებ არ გეჩხუბები. - ოლგა მოვა? - ხო მოვა ცოტა მძიმედ და არ გაიკვირვო... - ჩაიცინა იკამ. - რას ქვია მძიმედ? - ფეხმძიმედ არის... - სერიოზულად? ძაან მაგარია! ერთი სული მაქვს როდის მოვა... ექთანმა მითხრა რომ სულ გაკითხავდნენო...მადლობა უთხარი ბიჭებს. - შენ თვითონ უთხარი რომ წამოხტები აქედან.... - კარგი გოგოა ეს ექთანი , სულ ყურადღებას მაქცევს , - ხო კატი ჰქვია , მორიგე რომ არის მშვიდად ვარ... - აგვავსო შენმა ძმამ ყვავილებით და შოკოლადებითო... - ხო , შევეცადე.... - და კიდევ მითხრა რაღაც ,მაგრამ მეშინია არ გაგიჟდე! - რა ცუდია რამე? - არა არა ... ერთი ბიჭი ძალიან ხშირად გაკითხავსო ,ყვავილებით,.... ხან ეზოში რჩებაო... - ხო მალოი... - იცი და არ ბრაზობ? - გავიკვირვე ,იკასგან ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო... - ხო ვიცი , მანამდეც ვხვდებოდი რომ მოწონდი, რაც ავარიაში მოყევი სულ ჩემს გვერდით იყო , ყოველ დღე მოდიოდა , ელოდებოდა შენს გაღვიძებას ჩემთან ერთად , და ვხვდებოდი რომ შეუყვარდი ... ოლგამ პალატაში შემოანათა , ეს კიდევ ერთი იყო რაც ღიმილს დამიბრუნებდა, საოცრად უხდებოდა ორსულობა....კახამ ყვავილების თაიგული იკას მიაჩეჩა და ისე ჩამეხუტა რაღაცის შნური გამძვრა ხელიდან , კარდიოგრამის აპარატმა წივილი ატეხა , ექთანი და მალოი ერთად შემოცვივდნენ პალატაში ,მალოის სახეზე ფერი აღარ ედო , ოლგა კახას ეკამათებოდა - რას ებრდღვენი კახა , გაგიჟდი? - კაი ხო რა მოხდა ოლ , ნუ ეჩხუბები კარგათ ვარ,- მალოისკენ ისე თავისით გამირბოდა თვალი , ალბათ შესამჩნევიც იყო, აშკარად გულზე მოეშვა რომ დამინახა, ერთ ადგილას მოუსვენრად იდგა და თვალს არ მაცილებდა ,მაშინაც კი როდესაც იკას ესაუბრებოდა. **** საძინებლიდან ზოზინით გამოვედი, ყავა დავადგი , სიგარეტს დავუწყე ძებნა, გადავატრიალე მთელი სახლი და ერთი ღერიც ვერ ვიპოვე, - რას ეძებ , - თავს იკა დამადგა. - სიგარეტს! მომეცი რა... - აღარ ეწეოდი...და ვიფიქრე აღარ მოწევდი! - ეს შენი ახალი მიმდინარეობაა? შავი იუმორი ... - თაროზე დევს , მაღლა - სანთებელა გამომიწოდა და წასვლას აპირებდა, მოულოდნელად მობრუნდა... - დღეს შენს სანახავად მოვლენ.. - ვინ ? არაფერი არ გამიკეთებია, რატომ არ გამაფრთხილე?! - ლიკამ რაღაცეები გაამზადა და ოლგამაც , ცოტახანში მოიტანენ. - უი ლიკა...როგორაა ლიკა ? -კარგად , მოვა მალე ... - ისე როდემდე უნდა იყოთ ესე?! ხელს როდის სთხოვ ! - რა თხოვნა უნდა, ისედაც გამომყვება! - მხრები აიჩეჩა იკამ. - ღმერთო ჩემო რა უფანტაზიო ხარ! ***** სანამ ლიკა და ოლგა დაადგავდნენ საშველს და მოვიდოდნენ, ჩემს ოთახში გავედი , მუსიკები ჩავრთე რაღაც მშვიდი მინდოდა , რაღაც რაც ფიქრის .... ყველაფრის გადაწონის საშვალებას მომცემდა, ვიცოდი ,ვიაზრებდი რომ მე თავიდან დავიბადე... სრულიად ახალი ადამიანი , საკუთარ მე - სთან არავითარი საერთო აღარ მქონდა, ვერ ვხვდებოდი ამჩნევდა თუ არა იკაც თუ მხოლოდ მე ვამჩნევდი ამას , იქნებ ჩემს მდგომარეობას აბრალებდა... მაგრამ არა ! მე ხომ ვიცოდი, ეს მე ვიყავი მაშინ და ეს ჩემი ახალი ვერსიაა, საშინელი მაგრამ ხომ არის! სიყვარული... - ჰმ... ჩამეცინა ჩემთვის, ისე , უაზროდ, სარკესთან მივედი , საკუთარ თავს თვალი გაუსწორე , ხალათი შევიხსენი და საკუთარი თავი ცრემლმორეულმა შევათვალიერე, მაჯაზე და მხარზე ბინტს ხელი ფრთხილად გადაუსვი , ოდნავ ავწიე და კარგათ დავაკვირდი , -მთელი ცხოვრება ეს შრამი მექნება გავიფიქრე... ისევ შევიკარი , საკუთარ თავს გაუღიმე , - მაგრამ არ გამოჩნდება... დავაიმედე ჩემი მე ... აღარავის, არასოდეს აღარ მივცემდი უფლებას რომ ისე მოიქცეოდა როგორც გაგა და საერთოდ ამ სახელის გახსენებაც კი მაღიზიანებდა, კარებზე ზარმა გამომიყვანა ფიქრებიდან, სასწრაფოდ ჩაცმას შევუდექი, ცალი ხელით.... მეორე ხელის მოძრაობა ჯერ კიდევ მიჭირდა. როგორც იქნა ოლგა დავიმარტოხელე აივანზე, - მოწევა დაიწყე? - არც შემიწყვეტია, - უპასუხე ოლგას და ყურში ჩავჩურჩულე , - ოლ იმ ღამეს რაც მოხდა გაგაზე იცის იკამ? - არა არ იცის ... - კიდევ კარგი! მოკლავს! - ამოვისუნთქე. - შენ როგორ ხარ , წარმომიდგენია როგორც იქნები... - ხო როგორ ვარ და ისე თითქოს შენი დაბადების დღე რამოდენიმე დღის უკან იყო აქ კი ცხოვრება გაგრძელდა , მე კი სადღაც წარსულში გავიჭედე...არ მინდა ამაზე ლაპარაკი! უბრალოდ მინდა ეს ერთი წელი არ დაიკარგოს, ვიცი ვეღარ დავიბრუნებ ამ დროს.....-ამოვიხვნეშე და ცრემლიც თავისით ჩამოგორდა ლოყაზე, - ოლ დამეხმარე... ვერ შევძლებ მარტო , მომიყევი ყველაფერი მომიყევი , ჩემს არ ყოფნაში , რა ხდებოდა , შენზე და კახაზე... ამ პატარა-ზე... - მუცელზე ნაზად მოვეფერე... - ჩვენ ხო აი ... - კაი რა დაწვრილებით-მეთქი! - ხო ესე მოხდა , ერთად ვცხოვრობთ , ბავშვს ველოდებით, ქორწილი არ გვინდოდა შენს დაბრუნებას ველოდებოდით ... - მაპატიე ოლ ,შენს დაბადების დღეზე ... გავაფუჭე ყველაფერი... - არ გაგიფუჭებია შენ ! ეს გაგამ გააფუჭა! მეორედ აღარ გაიმეორო ეს სიტყვები! მთავარია აქ ხარ და ბედნიერი ვარ ამით .... -მინდოდა , უფრო ძალიან ჩავხუტებოდი მაგრამ, ვერ მოვიხელთე , მუცელი არ მიშვებდა,ორივეს სიცილი აგვიტყდა. - და მალოიზე იცი ხო? - ხო , მითხრეს და სხვათაშორის იკასგან გამიკვირდა რომ რეაქცია არ აქვს ისეთი როგორიც უნდა ჰქონოდა. - რას ელოდებოდი , მას შენთვის არაფერი დაუშავებია , უბრალოდ უყვარხარ. - საიდან მოიტანეთ რა! ნეტა როდის შეუყვარდი. - მანამდე მოწონდი და შემდეგ.. - შეუყვარდი! გავიგე! - ბრაზი მომეკიდა, სიყვარულის ხსენება აღარ მინდოდა. - მე მესმის შენი ქეთ, მაგრამ მინდა რომ იცოდე , ის შენთან ყოველ დღე დადიოდა , საავადმყოფოს ეზოში ღამეებს გითენებდა, რამდენჯერ მომადგა ცრემლი როდესაც შენთან მომავალი ყვავილებით ხელში დამინახავს. - ორსულად ხარ და ჰორმონები გაწვება! - გადაბჟირებას ცოტათი მაკლდა. - მართლა. კაი რა მალოის არ იცნობ? მაგისგან ესეთი საქციელი მართლაც გასაკვირია, - კი ნამდვილად , მალოი.... უხეშია - უხეშებსაც შეუძლიათ სიყვარული. - სიყვარულის ხსენება არ მინდა, ოღონდ მართლა. - ისე რა ირონიულია არა ? მალოი ქალთა რისხვას , ცნობილ ბაბნიკს შეუყვარდი ვინ წარმოიდგენდა თუ სიყვარული შეეძლო და ყვავილებით ბოდიალი . - ოლ შეცოდება და სიყვარული სხვადასხვა რამაა, ეს უფრო მიშლის ნერვებს და ვერ გავიგე იკამ ესე მშვიდად როგორ მიიღო ეს ფაქტი ? - როგორ და უფრო ტოლერანტული გახდა...ერთ დღეს მალოიმ უთხრა მიყვარსო ... სიყვარულის უფლება კი ყველას აქვს! - ჩემი არა! ვერ გავიგე მე ვიყავი კომაში თუ ყველა დანარჩენი! - წამოდი შევიდეთ , მოგიყვები კიდევ დრო წინ გვაქვს. მალოი დაგვიანებით მოვიდა, რატომღაც ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა, შეუმჩნევლად გავედი საძინებელში,სარკეში ჩემს თავს დავაკვირდი , ვერ გავიგე ვითომ გაუარა? არა ხომ ვთქვი ვეცოდებოდი! - მოჭრით გადავწყვიტე და სუფრას დავუბრუნდი. ბიჭები გადიოდნენ და გამოდიოდნენ, ყურადღების ცენტრში მალოი იყო ვერ ვხვდებოდი ჩემს სანახავად მოვიდნენ თუ მალოის, ისიც იჯდა ესე, ამაყად! სერიოზული და ზედაც არ მიყურებდა, - რატომ მიშლის ნერვებს მისი ესეთი საქციელი! არა რა ალბათ ისევ ვერ გამოვედი... ბიჭები აიშალნენ ღამით , ოლგაც წაიყვანა კახამ , მე და ლიკა დავრჩით, ვთხოვე დარჩენილიყო, დიდხანს ვისაუბრეთ ... მაგრამ მაინც უცნაურად მეჩვენებოდა მალოის საქციელი, იმ ღამით იკაც არ მოსულა. **** ერთი კვირა აღარ გამოჩენილა მალოი, მეც ვერ ვბედავდი მეკითხა ვინმესთვის სად იყო, თავი მეჭირა ისე თითქოს არც მაინტერესებდა, ლიკა და იკა ორი დღით ქალაქგარეთ წავიდნენ, არ გაიშვას ჩემი ძმის რომანტიკა! დაადგას იქნებ საშველი და მოიყვანოს ცოლად.... დიდის ამბით მეც მეპატიჟებოდა , თუ არის ეხლა ეს ბიჭი ნორმალური! ერთი დიდი მინუსი გამოყვა ამ ყველაფერს, მანქანასთან კაციშვილი არ მაკარებდა, არც მე ვიკლავდი თავს და საერთოდ ვაღიარებ ისე ვიყავი შეშინებული იკას გარდა მანქანაში ვერავის ვერ ვუჯდებოდი, სამ თვიანი კურსით დამამშვიდებლებზე შევჯექი, ექიმის რეკომენდაციით რათქმაუნდა.... გამოჩნდა მისი აღმატებულება მალოი ,მობილური აწკრიალდა და სიამაყით დავხედე! - გავახსენდი! მაგრამ არა ! რა საჭირო იყო მეპასუხა პირველივე ზარზე, შეტყობინებამ არ დააყოვნა... " როგორ ხარ ქეთ? " აი ესე უბრალოდ ,არ ვუპასუხებ, ან რა რომ ვუპასუხო! სანამ მე ჩემს თავს ვეკამათებოდი ამასობაში კარზე ზარმა დამირღვია სიმყუდროვე. - მალოი? იკა არაა სახლში... - - ვიცი , მითხრა , ისე გამოვიარე, არ მპასუხობდი, ვიფიქრე რამე ხომ არ გიჭირს, რაღაცეები წამოგიღე თან აქ იკამ რაღაც შემინახა და უნდა წავიღო. - შემოდი, ყავას დავადგავ, დალევ? - ხო იყოს! - ზერელედ მიპასუხა და სახლს თვალი გადაავლო.- მარტო ხარ? - არა მე და ის ! - ეშმაკურად ჩავიცინე. - ვინ ის ?! - ხმა გაებზარა. - რა იყო? - რატომ ვუთხარი არ ვიცი , ალბათ რეაქცია მაინტერესებდა. - ვინ? - არავინ ! გავიხუმრე... **** ერთი თვე გრძელდებოდა მალოის გამოჩენა აორთქლების საკითხი , უკვე ნერვები დამაწყდა და საბოლოოდ დავრწმუნდი რომ უბრალოდ ვეცოდებოდი, ალბათ თვითონ მოვლენაა ადამიანში როდესაც ვინმეს უყვარხარ მაინც რაღაცნაირად, ვიღაცის გრძნობებში არსებობა გხიბლავს, ეს მჭირს მეც და არა მარტო ეს , მალოი მართლაც ძალიან სიმპათიური მამაკაცი იყო , სერიოზული , დინჯი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში , მის მოხიბლვას არაერთი უშედეგოდ ცდილობდა, ეს ერთი წელი არ ვიცი მაგრამ მანამდეც ესეთი იყო, უბრალოდ არ ვაკვირდებოდი, მოვიდოდა ამაფორიაქებდა და წავიდოდა. დრო ვიხელთე და ლიკასთან მარტო როგორც კი დავრჩი დაკითხვა მოვუწყვე, - ქეთი იცი თუ რამე დაგჭირდება, ხომ იცი. - ვიცი ლიკა , მადლობა , მაგრამ კარგათ ვარ უკვე, ჩემზე აღარ ინერვიულოთ, ეხლა თქვენზე იფიქრეთ. - კაი რაა ... - შეიფერა. - ისეთი შეგრძნება მაქვს რაღაც გაწუხებს თითქოს , ჩემზე ხომ არ ხარ ნაწყენი... ფიქრებში გადავარდი, ვერ ვხვდებოდი, საიდან დამეწყო... - ქეთ ნაწყენი ხარ? - გამიმეორა ლიკამ - არა , არა შენ რა შუაში ხარ, უბრალოდ...არ უთხრა იკას კარგი? - არა გეფიცები არ ვეტყვი, შეგიძლია მენდო... სიგარეტი გავუწოდე , მეც ავიღე... - მალოიზე მაინტერესებს, ვერ ვხვდები ავირიე! - გეთქვა აქამდე ,გული გამისკდა! - არ ვიცი რა გკითხო , შენ...საერთოდ ყველამ ... უკეთესად იცით ჩემს გარდა ,ვერ ვხვდები ხან ვუყვარვარ , ხან არა! განა რამე! უბრალოდ მინდა ვიცოდე! - რა მიხვედრა უნდა უყვარხარ!თან კარგი ბიჭია ,არ ხარ მგონი ხო გულცივი მის მიმართ? - გულცივი კი ! მის მიმართ არა! - რა გავიგო გაფიცებ! - ჩაიცინა ნიშნის მოგებით. - რა ჭირს სულ გაქცევაზეა, ვერ ვხვდები. - არ იცი შენ? - გაიკვირვა. - რა ?! რამე სასწაული არ მითხრა! - არა ! არა... მეგონა იცოდი, - რა უნდა ვიცოდე ვერ ვიგებ , ნუ დამტანჯე რძალო...- რძალოზე ღიმილმა გადაურბინა სახეზე და სიგარეტი ენერგიულად ჩააქრო. - მალოი , როგორ გითხრა ,ხომ იცი მაგის ცხოვრება?დრომ მოუწია?! - რის დრომ ?! დაბერდა? - არა რა დაბერდა , მან მოაგვარა და ის... ხომ ხვდები... - სხაპასხუპით მიაყარა, თითქოს დაფასთან მყავდა გამოძახებული... მაინც და მაინც ეხლა შემოაბოტა იკამ და დავრჩი ესე გაღიმებული . მინდოდა ეხლა მე ეს ახალი წებო... დიდად არ განსხვავდებოდა იმ ცხოვრებისგან სადაც გაჭედილი ვიყავი, ამ გაგანია გერმანიაშიც რომ ეს მიმდინარეობა აქვთ ... მოსარჯულებლები არიან ! სათითაოდ ყველა! ჩემი ძმის ჩათვლით. რა მჭირს რა არის მაგნიტი ვარ ამ ცუდი ბიჭების თუ ... **** იკას დაბადების დღისთვის დილიდან რაღაცეებს ვამზადებდით მე და ლიკა , ლიკამ ჯერ კიდევ არ იცოდა რომ ჩემი რძალი გახდებოდა დღეს ოფიციალურად, დიდი მონდომებით შევარჩევინე იკას ბეჭედი და ბედნიერი დავფრინავდი. მალოი როგორც ყოველთვის ყველაზე ბოლო მოვიდა , ლიკას გადავხედე და ჩავჩურჩულე - მოვიდა რისხვა! - გააჩუმდი არ გაიგოს! - დარდი! - ნუ ბოროტობ... ზედმეტ სახელების შერქმევის ნიჭი გაქვს! აუ ნეტა შენს მობილურში ჩამახედა ნომრებზე რა სახელები გიწერია? - გადაიკისკისა გულიანად. - რა ვთქვი ეხლა ისეთი.... - გავიკვირვე და სუფრაზე ცხელი ხაჭაპური ჩავამატე. იჯდა ესე მისი აღმატებულება და მოურიდებლად თვალს არ მაშორებდა , რამოდენიმეჯერ გადავეყარეთ ერთმანეთს , თვალი ავარიდე და სამზარეულოში გავედი , თავხედურად გამომყვა და სკამზე დაჯდა ... - ისევ გაქვს კონაქტი იმასთან! - ვისთან ? - გავიკვირვე , ამ კითხვას ნამდვილად არ ველოდი. - ვის გამოც დაიმართე! რაც დაიმართე! - ხმა გაებზარა და პირველად დავინახე მისი ესეთი სახე. - იკამ იცის? - ავნერვიულდი. - არა ! მაგას მე მივხედავ ! მთავარია შენ ხარ კარგათ , ეხლა კი მე ვიცი! მე რაც გკითხე მაგაზე მიპასუხე! - რა გიპასუხო?! არ მაქვს კონტაქტი ან როდის უნდა მქონოდა. - არ ვიცი იქნებ ეხლა! იქნებ შერიგდით?! - ეჭვის თვალი შემავლო - და შენ როგორ ფიქრობ ვაპატიებდი? - გეკითხები მგონი. - რა გაინტერესებს პირდაპირ მკითხე! არ მესმის შენი. მომიახლოვდა , ერთი ნაბიჯი გვაშორებდა, ოდნავ დაიხარა, თვალებში ჩამხედა , ცდილობდა როგორმე ეთქვა - გიყვარს? - ნერვიულად სიგარეტის კოლოფი გახსნა და სიგარეტს მოუკიდა... - მიპასუხე ისევ გიყვარს?! - არა არ მიყვარს! დაწყნარდი?! - სწრაფად მოვწყდი ადგილს სანამ რამეს ისევ მკითხავდა , ლიკას გვერდით დავჯექი, - ფერი არ გადევს, - გადმილაპარაკა ლიკამ. - არაფერია .... - დაჭერობანას თამაშობთ? - ჩაიხითხითა ბოღმამ. - ერთ დღეს განახებდი სახელებს ჩემს მობილურში ... მაგრამ , აღარ განახებ. თავის ადგილს დაუბრუნდა მალოი, თვალებით მჭამდა და ქვედა ტუჩს ნერვიულად იკვნეტდა... მე როგორც ქვა ! სიამაყით თვალს ვარიდებდი მის მზერას ... დარწმუნებით ვიცოდი მისი ინტერესები, ის არაფერ შუაში არ იყო ამას ბოლომდე ვიაზრებდი, მაგრამ .... მოიტანა ესე ცხოვრებამ რომ მალოი შემრჩა ხელში და იდეალური შურისძიების გეგმის განხორციელება მასზე დავიწყე.... ესე უბრალოდ ვერ დავბრუნდებოდი ... გადარჩენილი მე .... ვიღაც ხომ უნდა დასჯილიყო... უცნაურია რომ ვერ იაზრებ ადამიანი, ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავს აყენებ ზიანს... ერთადერთი ადამიანი ვისაც შეძლება გულწრფელად ვუყვარდი , ჩემი წერა გახდებოდა.... დაუფიქრებლად გადავწყვიტე რომ მე და სიყვარული მორჩა... არასოდეს არ ღირს ვინმეს შეყვარება! მხოლოდ შურისძიება, და გაგასაც მივხედავ... ზუსტად მაშინ როდესაც ბედნიერების პიკზე იქნება! როდესაც ეგონება რომ მასზე ბედნიერი ადამიანი არ დადის მაშინ მოუღებ ბოლოს! ზუსტად მაშინ დავიწყებ ცხოვრებას... მანამდე კი არავითარი გრძნობები , არავითარი მალოი და საერთოდ ! ვუყვარდე რას მიშლის... სუფრის ბოლოდან მისი ყველაფრის მთქმელი მზერა დავიჭირე, ცინიკურად თვალი ავარიდე და მის წასვლამდე იგნორირების ფეირვერკი მოვუწყვე. **** ოლგასთან სახლში , პატარას განწირული ჩხავილი იკლებდა მთელ სამეზობლოს - ოლ ღამე თუ გძინავს ,- ვეცადე მთელი თანაგრძნობა ჩამექსოვა. - ხანდახან ,- მიპასუხა აშკარად გამოუძინებელმა და ლოლა გამომიწოდა.. - თუ გინდა დაიძინე , ვიქნები მე საღამომდე, იკა მაინც ბარგდება... და ხელის შეშლა არ მინდა. - დღეს გადადის? - ხო, ძლივს ნახეს ბინა , მეხვეწა , მარტო არ დაგტოვებო... ვერ შევაგნებინე ! არ მინდა ამ მულის სტატუსით , მარტო ჯობია იცხოვრონ. - ხო , მართალი ხარ, ჩვენც ცალკე რომ არ გადმოვსულიყავით გავგიჟდებოდი, კახას და... ტვინს ბურღავდა აშკარად არ მოვწონვარ. - შენ ? კაი რა! რა უნდა ! რატომ არ მოსწონხარ ვითომ?! - რუსი რათ გინდოდაო, ესე უთხრა ... - ქართველი რომ ყოფილიყავი ვითომ უკეთესი მული იქნებოდა? - სიცილს ვერ ვიკავებდი. - ხო , ალბათ! - დანაღვლიანდა ოლგა. - კაი რა არ გკიდია? მთავარია კახას უყვარხარ! ანგელოზი რომ იყო ყოველთვის მოიძებნება ვიღაც , ვისაც შენი ფრთების შრიალი არ მოეწონება! - ალბათ! კაი შენზე მომიყევი, რა ხდება? - რაზე რა ხდება? - ლოლა-ს ჩაეძინა და თავის პაწაწინა საწოლში ფრთხილად ჩავაწვინე. - არ ვიცი როგორ გკითხო .. არ მინდა გაგახსენო.. - გაგაზე? გასახსენებელი არაფერია ... - ანუ გახსოვს ხომ რაც მოხდა... - მახსოვს , სკლეროზი კი არ მაქ! - ხო კაი ნუ ბრაზობ! უბრალოდ ვიფიქრე რომ ... - რა შენც ფიქრობ რომ ისევ მიყვარს? იმის მერე რაც გააკეთა?! ნაბი*ვარი! მაგის გამო რამის მოვკვდი! - სიბრაზე , სინანულში გადამივიდა, - არა უფრო ჩემს გამო... მიამიტი რომ ვარ იმის გამო ! ვიყავი - ჩემივე ნაბოდიალები ჩავასწორე. - მოიცადე ნუ მომაყარე! ც ამიხსენი ! - გაირინდა ოლგა. - რა ც? - თავი მოვიკატუნე. - რა და შენც ესე ფიქრობ? და ვინ ფიქრობს კიდევ? - ინტრიგნულად დამაკვირდა სახის მიმიკებზე - რა ? რატომ გაჩუმდი , კაი რა მე ყველაფერს გიყვები...- გამინაწყენდა . - მალოი... - ამომხდა უკანასკნელი სუნთქვასავით და თვალები თეატრალურად გადავატრიალე. - მალოი რა ? ესე გითხრა? - მკითხა! გიყვარს - ო? არ გიმალავ არაფერს... დასამალი არაფერია, უბრალოდ მეც ვერ ვხვდები რა უნდა , ვერ ვხვდები, არ მიყვარს მე! - ხო მაგრამ გაინტერესებს? - ხო ნუ... შეიძლება... - წამით შევჩერდი.... - მაგრამ არაფერი არ მოხდება ! - გადაჭრით ვუპასუხე. - ვნახოთ... - რა უნდა ნახო ოლ? სერიოზულად ფიქრობ რომ მაგის ნერვი მაქ? არც გაბედოს ჩემი სიყვარული ! სიცოცხლეს გაუმწარებ ! რომც შემიყვარდეს... - გასწერვებულხარ შენ! - ატეხა კისკისი და ლოლამ ტირილი არ დააყოვნა. - აჰა! გააღვიძე ბავშვი ჭიხვინით. - თავი გავაქნიე და ხელით ვანიშნე მისულიყო . **** პირველი დილა გათენდა სრული ბედნიერების... მარტოობის ... იკამ დაადგა საშველი და გადაბარგდა, დილიდან ტვინი გაბურღა , ყოველ ნახევარ საათში რეკავდა და ნერვებს მაწყვიტავდა - იკა დამაცდი გათენებას თუ რას იზავ? ესე უნდა შემიკიკინო ეხლაა? - ხო კაი , თუ რამე დამირეკე , მანქანით არ გახვიდე ! - და მყავს მანქანა?! ნუ შემჭამე არსად არ მივდივარ დღეს! - კარგი ! ხო მოვრჩი! - ლიკას ხმა მომესმა - ქეთ გინდა დარჩი აქეთ? თვალები გადავატრიალე , აჰა ესეც აიყოლია... გავჩუმდი ვითომ ვერ გავივე. - დარჩები? - გაიმეორა ქეთიმ . - რომ დატკბეთ ერთმანეთით , სადმე გაისეირნოთ, ან რომანტიკა რამე! არ გინდათ? - გაუთიშე! ნერვებს მიშლის! - დაიძახა იკამ . - გაკოცეეთ .... - მივაძახე და გათიშვაც არ დავაყოვნე. ვიწრიალე მთელი დღე , გამოვყრუვდი და მობილური ავიღე , ვფიქრობდი სად წავსულიყავი ვისთან დამერეკა , ნომრებს ჩაუყევი მონდომებით , და ვბურტყუნებდი ჩემთვის : ოლგას ბავშვი ყავს , ვერ გამოვა ... ლიკა და იკას ძლივს დავახწიე თავი... მარია დასასვენებლად წავიდა მშობლებთან ერთად.... ამოვიხვნეშე უკვე თითქოს სეირნობით დაღლილმა და კარადა გამოვაღე , ერთი ხელის მოსმით ყველა ტანისამოსი საწოლზე დავყარე და მორგებას შევუდექი, იკაც აღარ დამიშლის და რასაც მინდა ჩავიცვამ, აშკარად განახლება სჭირდებოდა ჩემს გარდერობს... ლიკას ნაჩუქარი კაბა გადმოვიღე და სწრაფად გადავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი და ქუსლები შევუხამე და კიბეებზე ელვის სისწრაფით დავეშვი , თითქოს სადმე ვაგვიანებდი, რაც ცხოვრებაში არ მივლია მთელი ქალაქი ფეხით შემოვიარე , ბერლინის ცენტრალური ქუჩა გადავტკეპნე და ბუტიკებიდან გამოსულს ხელებში ტევა აღარ მქონდა , მაკდონალცში შევედი , ჩემი საყვარელი ნაყინი მაკფლორი ცხელი შოკოლადით შევუკვეთე და კუთხის მაგიდასთან მოვკალათდი, მობილური აწრიალდა ... მთელი ჩანთა გადავქექე .... - გისმენთ! - ქეთ მალოი მე ვარ, - გაისმა ნაცნობი ხმა! - მალოი ? ეს რა ნომრით რეკავ? - ნომერს დავხედე გადასამოწმებლად . - ჩაიწერე ჩემი ახალი ნომერია! თუ რამე ამ ნომერზე დამირეკე. - რამდენჯერ უნდა შეცვალო.... - მობეზრებული ტონი დავიჭირე . - როგორ ხარ? - კარგად შენ? - მეც კარგათ, სად ხარ რა ხმაურია ? - სხვაგან ვარ! - სად სხვაგან! - დაიძაბა. - ბუტიკებში გავიარე და ეხლა ნაყინზე შევჩერდი. - რითი გახვედი? - რა დაკითხვებს მიწყობ! გავბრაზდი. - რითი გახვედი მეთქი ! - შენღა მაკლდი! - გავთიშე და მობილური მაგიდაზე მივაგდე. არ გაჩერდა ამიკლო რეკვით - ვის უბედავ! - ცოტა არ იყოს ავწითლდი , მგონი ზედმეტად გავუთამამდი, - ხომ ვარ ღირსი გამცეს საკადრისი პასუხი! - გამიელვა ტვინში და ხმის ბორძიკით ვუპასუხე - გაითიშა... - მეკაიფები? სად ხარ გამოვალ. - არ გინდა ჩემით წავალ. - გაგიყვან რა ! იკასთან საქმე მაქვს და შენც წამოდი მერე სახლში დაგტოვებ... - მოდი ხო მოდი. - აგდებულად მივუგე . - ტონი გაასწორე! რა ჭირს ამ ბიჭს ! რას მეკაცება ! მგონი მიიღებს ეს ! მალოის მანქანის დანახვაზე ზოზინით წავედი, რამოდენიმე მანქანა მოადგა , მე მაინც ესე ნელ - ნელა გადავლასლასდი ,მინა ჩამოწია , ნამდვილად ამშვენებდა შავ ფერებში იმიჯი, სათვალეებიდან ვერ ვხედავდი მის გამოხედვას , მოდუნებული სიგარეტიანი ხელი კარებს გადმოაგდო , ისეთი სახით თითქოს სამყაროს განაგებდა , მეც თავხედურად უკანა კარები გამოვაღე , ახუნძლული პარკები შევყარე და უკანა სავარძელზე მოვთავსდი, მზის სათვალეები თმაზე აბადოკივით გადავიწიე . - ნელა იარე... - მბრძანებლური იერი დავიჭირე. - წინ გადმოჯექი! - ბრძანება გასცა ბოსმა . - არ მინდა!- გავჯიუტდი და ჩამეცინა. - გადმოდი მეთქი გოგო! - დაიძაბა და უკნიდანაც კი ჩანდა კისრის არტერია როგორ დაეჭიმა, ისეთი ბოხი ხმა ჰქონდა ყველა წარმოთქმულ სიტყვაზე ეჭიმებოდა კისრის არტერია და უფრო ნერვიული " ტიპის " შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვერასოდეს მიხვდები თბილად გესაუბრება თუ ჩხუბობს. - აქ ვიქნები რა! მასთან და საერთოდ არავისთან აღარასოდეს გამოვაჩენდი ჩემს სისუსტეს, ვერ ! არ მქონდა უფლება ისევ ის მიამიტი ! სუსტი ქეთი გავმხდარიყავი, შიში დამრჩა საშინელი , ავარიის შემდეგ მანქანაში წინ ჩაჯდომის შიში, მაგრამ ვერავისთან ვერ ვაღიარებდი ჩემი შიშების შესახებ, იმას რაზეც მხოლოდ საკუთარ თავთან ვფიქრობდი ძილის წინ , აი ის უფანტაზიო ხალხი ! დაწვებიან და სძინავთ უკვე! როგორ აკეთებენ ამას ! რანაირად.... მე სანამ დამეძინება ყველაფერს ვფიქრობ! რა უნდა გამეკეთებინა, რა გავაკეთე , რა უნდა მეთქვა , ვინ გამებრდღვნა , სიტუაციებს შეფასება და განვლილი ცხოვრების გადახედვა და შიშებზე ფიქრიც არ აყოვნებდა, თვეები გადიოდა და არაფერი იცვლებოდა , მანქანის დანახვაზე , გაგონებაზე სანამ დავიწყებდი ყველაფრის გახსენებას ექიმის მიერ გამოწერილი ტაბლეტებით ვიჭყიპებოდი, იკა ფიქრობდა წარმატებით ჩავამთავრე კურსი , მაგრამ რა ჩავამთავრე.... წინ გადაჯდომაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო, მალოის გავხედე , სარკეში მიყურებდა თუ არა და ჩუმად ამოვაცურე ჩანთიდან ერთი ტაბლეტი და ენის ქვეშ ჩავიდე , მოწყენილი სახით გადავათვალიერე ქუჩებში მოსიარულე ხალხი, ზოგიც ხელი - ხელ ჩაკიდებული მოძრაობდბენ , ზიზღით გავხედე . - ნელა რა გთხოვ.. - ამაზე ნელა ...ფეხით ვიაროთ მაშინ , - დამამშვიდა ვითომ. იკასთან ცოტახნით გავჩერდით , იკამ როგორც კი დაიწყო დამრიგებლური საუბარი , მაშინ მობრუნდა მალოიც, ნახევარ საათში მოვალო და ერთი საათი დამაყუდა... იკამ ისევ ცადა დავეტოვებინე, მაგრამ შანსი არ ჰქონდა. ვერ ვხვდებოდი აშკარად არ ჰქონდა მალოიზე ისეთი ისტერიული რეაქცია რასაც ველოდი, სხვა ძმაკაცს არ აპატიებდა დის სიყვარულს... ამას რა ჭირს! ჩუმად შევათვალიერე ორივე... სასიძოდ მოსწონს! გავიფიქრე და ფიქრებში იკას გავუბრაზდი. - არ დაიწყო ეხლა ! გვერდით დამიჯექი . - მოლბა... - უკანა სავარძელზე ისე დავჯექი არც მიმიქცევია ყურადღება რას ამბობდა . - ტაქსი კი არ ვარ! გადმოდი! - უკვე მბრძანებლური ხმა უფრო დაძაბა და ცოფიანს დაემსგავსა. - არ მინდა ! - მოჭრით ვუთხარი , იმის იმედით მიხვდებიდა რომ განხილვას არ ექვემდებარებოდა. მთელი გზა არც ერთი ხმას არ ვიღებდით. - მალოი , შეიძლება რაღაც გკითხო? ორ სავარძელს შუა თავი წამოვწიე და მხარზე ხელი ჩამოვადე... - მკითხე , მაგრამ წესივრად დაჯექი. - მალოის რატომ გეძახიან? სიგარეტს მოუკიდა სარკით გამომხედა და დადუმდა... - არ მეტყვი ? - არ მოვეშვი. - მალადოი ანუ .... - "პაგანიალა" ჩავილაპარაკე და სიცილი დავიწყე. - შენ სახელი გეგონა? - და იცი ეხლა ვხვდები ამდენი ხანია გიცნობ და ... სახელი რა გქვია არ ვიცი , - გულში ვფიქრობდი რამე სასწაული სახელი აქვს და მალავს ალბათ... - ვიცი რაც გაიფიქრე ... - რაა აბა ?! - არ გაგაწამებ ! გიორგი მქვია ... - რაა! და რატომ არ ამბობდი მალოის კი ჯობია! - გაოცება ვერ დავმალე. - არ გიკითხავს ... სახლს რომ მოუახლოვდით , თავი ისე ვიგრძენი მადლობის ნიშნად ყავა მაინც შემეთავაზებინა - აგატანინებ .... - არ დააყოვნა და მეც აღარ დამჭირდა ამოპატიჟება. პარკები დივანზე მივყარე და ყავის მომზადებას შევუდექი , სამზარეულოში მაგიდაზე ტკბილეული გადმოვაწყვე და ეხლა უკვე გიორგის პირისპირ მოვკალათდი , ცოტა ხნით ვიყავით ესე მდუმარედ... - და გიორგი რომ დაგიძახო? - სიჩუმე დავარღვიე... - შენ როგორც გინდა... სიგარეტი ორი თითით ამოვაცურე კოლოფიდან , მალოიმ სანთებელა გამომიწოდა.... - ხომ არ შეურიგდი... - დაბალი ,მაგრამ მაინც ხარვეზიანი ხმით დამეკითხა. - გაგას? ხომ გითხარი უკვე... - რაღაც მაინტერესებს და არ ვიცი როგორ გკითხო... - მკითხე ,მაგრამ ისევ იგივე არა ... - არა ... ნუ რა მნიშვნელობა აქვს ! დაივიწყე... - ვხვდებოდი რაც აინტერესებდა , უხერხულობის პიკი ჰქონდა ხმაში, მეც არ შევიმჩნიე რომ მივხვდი და ინტრიგა დავტოვე... რას ცდილობდა, რომ აზრი შემაცვლევინოს და ისევ ის მიამიტი გამხადოს? ვერ მოხდება არარსებულია, მის გვერდით მაქსიმალურად თავი უნდა დამეცვა და არასოდეს მიმეცა საშვალება ისე შემოგლიჯოს ჩემი გრძნობები როგორც გაგამ! მერე ადგება და გაანადგურებს ყველაფერს! - ხვალ რას აკეთებ? დილას რომ გამოგიარო .... სადმე წავიდეთ... - არა არ მცალია დილით.... - პაემანზე მეპატიჟება თუ ... - რატომ , მაშინ მოგვიანებით რომ გამოგიარო... - დილით ექიმთან მივდივარ... - მე წაგიყვან... - არა არ შეწუხდე , იკა წამიყვანს.. - არ ვწუხდები , იკას ვეტყვი და მე წაგიყვან... - არა არ მინდა , მარტო წავალ ... - რომელ საათზე მივიდეთ? - ანუ , გადაწყვიტე რომ მივდივართ? - ხო არაა? და იქიდან სადმე გავიაროთ. - კარგი , დილით 10 საათზე იქ უნდა ვიყო, ცოტა ადრე მოდი თუ შეძლებ და ... - შევეცდები... - მთელი ღამე არ მეძინა , ვფიქრობდი იქნებ სჯობს მარტო წავიდე... ექიმებში ჩემთან ერთად დაიწყებს სიარულს , მერე ის , ეს და ესე თუ გააგრძელა თავსაც შემომაყვარებს.... შვიდი საათიდან ვემზადებოდი , მაინც რაღაცნაირად მომწონდა ეს შეგძნება, ვღაცას რომ მოსწონხარ უყვარხარ და შენს გამო რომ თავი შეგაყვაროს ყველაფერს აკეთებს, უცნაურად მაგრამ , ხომ აკეთებს, თან თუ ეს მამაკაცი მალოია ხომ საერთოდ , ათასჯერ გადავამოწმე სარკეში ჩემი ჩაცმულობა და მობილურზე ზარმაც არ დააყოვნა, ადრე მოსვლა ვერ ... მაგრამ თავის დროზე მოვიდა... რაც საავადმყოფოდან გამოვედი ვცდილობდი ისეთი რამ არ ჩამეცვა სადაც მხარზე იარა გამომიჩნდებოდა, კისრის მოძრაობა არ მიჭირდა მაგრამ დაძაბული ვიყავი მაინც , თითქოს ვგრძნობდი მარჯვენა მხარეს კისერთან არსებულ პლატინას... ერთი საათი მოსაცდელში ვიჯექით, ნერვიულობით ქვედა ტუჩი შემომეკვნიტა, არც მალოისთვის დარჩა შეუმჩნეველი - ნერვიულობ? - მხარზე ხელი მომხვია... - ისე რა... - შევეცადე თავი დამეხწია .. - ნუ ფართხალებ სირცხვილია! - მგონი მოდის! ის კაცია ექიმი...აუ არ მინდა.. - ექიმი კაცია? გაგსინჯავს? თუ კონკრეტულად რაზე ? - ხო რა გჭირს? თქვენმა უდიდესობამ არ იცის რომ კაცებიც არიან ექიმები... - გამეცინა მის ძველმოდურ ხასიათზე. - გაგსინჯავსთქო? - ფეხზე წამოდგა. - გეტყოდი ეხლა მაგრამ , მეზარება შენი მოსმენა. - რას მეტყოდი?! მეც შემოვალ ! - პასუხიც არ მაცადა ! პირდაპირ ექიმისკენ წავიდა , ხელი ჩამოართვა და მანიშნა წავყოლოდი. ვნანობდი, ვინ მექაჩებოდა ენაზე ! რატომ ვუთხარი საერთოდ აქ რომ მოვდიოდი, ძლივს წამოვდექი, უკვე ვიცოდი წინ რაც მელოდებოდა, მარტო ეხლა აქ კი არა ! საერთოდ! ამას მგონი უკვე თავისი საკუთრება ვგონივარ! ექიმმა დიდხანს არ დააყოვნა და პირდაპირ დაიწყო : - ქალბატონო ანა , საკმაოდ კარგი მდგომარეობა გაქვთ! კისრის მდგომარეობაც დამაკომაყოფილებელია ! ხომ არ გაწუხებთ ტკივილები? - ხანდახან ,მარჯვენა მხარეს... - ფეხზე წამოდგა , მომიახლოვდა , - თუ შეიძლება მაისური ოდნავ დაბლა ჩამოიწიეთ... მალოის უხერხულად გადავხედე და მძიმედ ჩავისუნთქე, მას ჯერ ჩემი იარა არ ენახა... - არა რა გითხრათ , პლატინის განთავსება წარმატებულია , ტკივილებს რაც შეეხება სამწუხაროდ ... - ხელები გაშალა ექიმმა ჰენრიმ. თავი ჩავქინდრე.... ქვემოდან მალოისკენ გავაპარე თვალი , დათრგუნული ისმენდა ჩვენს საუბარს , შემდეგ თვითონაც ჩაერთო დიალოგში : - ექიმო ჰენრი , რეკომენდაცია თუ გაქვთ რამე, ტკივილების შემსუბუქების შანსი თუ არსებობს, თანხა პრობლემა არ იქნება! - წამოიწია საქმიანად. - არ გინდა მალოი ... წავიდეთ , - მუდარით შევხედე და ხელი ხელზე მოვუჭირე. - არა რას ბრძანებთ ბატონო... თქვენი სახელი? - სერგეი , - გაუღიმა მალოიმ. - თქვენ მეუღლე ხართ? მალოის თვალები გაუბრწყინდა , რაღაცის თქმას აპირებდა... - მეგობარია ! ექიმო ... დავასწარი და ბრაზით გადავხედე. - გასაგებია... ბატონო სერგეი თქვენს მეგობარს აქვს სამედიცინო დაზღვევა, ნამდვილად ზედმეტი თანხებით... შემიძლია გითხრათ რომ ... ვწუხვარ გამორიცხულია.... დროსთან ერთად, შეგუებით არა მაგრამ ნელ - ნელა შეძლებს გამკლავებას , პერიოდულად თავს შეახსენებს... ასე გეტყვით. - გასაგებია... - ჩაილაპარაკა მალოიმ და სავარძელს მოწყვეტით მიეყუდა... ეტყობოდა, ეს გამოხედვა ... ღმერთო როგორ არ მინდოდა ... ახლა შევეცოდე ნამდვილად... რანაირად ვიყო სწერვა ... ოხ რატომ წამოიყვანე! - საკუთარ თავს ვუჯავრდებოდი. - და რაც შეეხება წამლების კურსს... სანამ წინადადება დაასრულა ხანმოკლე პაუზის შემდეგ , ცივმა ოფლმა დამასხა, ოღონდ ეს არა! რა შარში ვარ! როგორც ვხედავ ისევ იღებთ დამამშვიდებლებს ... - თავი გააქნია , - სამი თვის უკან უნდა დაგესრულებინათ კურსი, ისევ გაქვთ გარკვეული შიშები ავტომობილებთან დაკავშირებით? მალოი წამოიწია, გაკვირვებულმა თუ უფრო თავზარდაცემულმა გადმომხედა , - დედაშევე*ი ... - ჩაილაპარაკა. - რა ბრძანეთ? - გაიკვირვა ექიმმა . - არა ! არაფერი განაგძეთ. - დაგიმატებთ კიდევ სამი თვე ... შეეცადეთ დოზა შეამციროთ ! მბრძანებლური ხმით წარმოსთქვა! - რამდენად ხშირად იღებთ? ხელები მოვისრისე ნერვიულობისგან, მალოის ნერვიულად ვუყურებდი და ვფიქრობდი მიწა გამისკდეს ეხლა, ნეტა ფეხქვეშ გამომეცალოს, ან ისევ კომაში ჩავარდე! ეს არ უნდა გაეგო... - უპასუხე! - გამოსცრა კბილებში. - დილით ... ძილის წინ... - მაგიდაზე დავალაგე ორივე ხელი და ნერვიულად მუშტები შევკარი... - ხანდახან დღისითაც... - მალოიმ დამბრდღვნა თვალებით , ცოფიანს დაემსგავსა , არ მინდოდა მისკენ გახედვა , მისი არტერიის ფეთქვას სხეულში ვგრძნობდი. - უფრო კონკრეტულად? - ჩაკირკიტდა ! - როდესაც ... როდესაც... დავიბენი ვერ ვამბობდი მის წინაშე... - გისმენთ... მე უბრალოდ დახმარებას ვცდილობ და თქვენ უნდა მითხრათ რომ ვიცოდე რა კურსით მივდივართ. მთელი გამბედაობა მოვიკრიბე : - როდესაც მანქანაში ვჯდები... - აჰა ვთქვი ! მორჩა ! კმაყოფილები ხართ?! გავიფიქრე და მალოის გამწარებული მზერა ვესროლე. სახე ნერვიულად მოისრისა , თვალი ამარიდა და თეთრ კედელს მიაშტერდა. - საჭესთან თუ დაჯექით მას შემდეგ? - არა ... ვერ... წინ ვერ ვჯდები ... - მცირე პაუზის შემდეგ გავაგრძელე... - საერთოდ ვერ ვჯდები წინ. - გასაგებია... - რაღაც ჩაინიშნა. განაახლა დანიშნულება , დავემშვიდობეთ და ჩქარი ნაბიჯებით გასასვლელისკენ წავედი, ისე თითქოს გავურბოდი, ნაბიჯ - ნაბიჯ დამეწია, ხელი ჩამკიდა - შეჩერდი.... - მეორე ხელით შუბლიდან თმა ნაზად გადამიწია , ცრემლიანი თვალები დავხარე და თავი გვერდით გადავწიე, - შემომხედე! - გიყურებ ! - თვალი ავარიდე . - შემომხედე- მეთქი! - ხო რა ! მიდი მითხარი ! სახეზე ხელი ნაზად ჩამომისვა..ეხლა ყველაზე მეტად მისი შეცოდება არ მინდოდა. - გაჩერდი! - თავი გადავაქნიე! - ქეთ... - მისმინე გთხოვ იკას არ უთხრა არაფერი! - რა დაუმალო?! ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს! მითუმეტეს იკასთვის! - კაი რა წეღან თქვი! - რა ვთქვი! -ბატონო სერგეი ! - წამოვენთე. - ეგ სხვაა! - არ გთხოვ ტყუილს ... უბრალოდ არ თქვა კაი! დაიფიცე რომ არ იტყვი! არ მოვეშვი. - დაიხარა წელზე ხელი მომხვია თავისკენ მიმიზიდა - შენ თავს გეფიცები , - ბაგეზე თვალებით დამაკვდა. - გეყოფა! - მკაცრად მივუგე. ხელი გამიშვა , რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია , ქურთუკის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო მოუკიდა , მეორე ხელში გადაიტანა და ისევ ხელი ჩამკიდა , ისე ძლიერად მიჭერდა მცდელობას რომ გაეშვა აზრი არ ჰქონდა . მანქანას მივუახლოვდით... წამით შევჩერდი .. - რამოხდა ? - გაიკვირვა. - არაფერი ... - ჩავილაპარაკე და მანქანის კარებს ავეყუდე სანამ გააღებდა... უკანა კარები გამოაღო, გაკვირვებულმა შევხედე. - დაჯექი რას ელოდები ... დანაღვლიანებული დავჯექი, სანამ დაძრავდა სარკიდან გამომხედა , თვალი ავარიდე , თავი მოწყენილმა გადააქნია .... ჩანთიდან წამალი მორიდებულად ამოვიღე .... ესე ნელა ჯერ არასოდეს არ უვლია... სავარძელზე გადავწექი, თვალები დავხუჭე , ერთადერთი იყო მალოი იკას შემდეგ ვისაც მანქანაშიც ჩაუჯდებოდი და ალბათ საკუთარ თავსაც ბრმად მივანდობდი, მაგრამ მაინც არაფერს ცვლიდა, მაინც უნდა მეწამებინა, თითქოს ამისთვის მომევლინა... - დავბრიდავ იმ ბო*იშვილს! - სიჩუმე დაარღვია! - ვიზე ამბობ? - თავი წამოვწიე. საჭეს მუშტი დაარტყა და არაადამიანურად ამოიგმინა. - მალოი , ეს მე მეხება! შენ ნუ ჩაერევი! - რა?! - ხო ! მე მივხედავ! არ მჭირდება დაცვა! - ეს კითხვა არ იყო ! ვთქვი და მორჩა! - გაჯიუტდა. - სად მიდიხარ! სახლს გავცდით! - ვიცი! მივალთ მალე... ცოტახანში მართლაც საოცარ ადგილზე მივედით, ჩემს წინ ულამაზესი ხედი გადაიშალა , მწვანე მინდორი, ყვავილები , ტბა... უცბად მინდორზე წამოწოლა მომინდა და ტბის ნაპირს მივუახლოვდი სანამ მალოი ნავს ქირაობდა... - ვაიმე ვერ შემოვალ! - მოდი გადმოდი ... ნუ გეშინია! - ხელი გამომიწოდა. - ცურვა არ ვიცი! - უკან დავიხიე. - მე ვიცი . მოდი.. როდესაც ტბის შუაგულში შევედით ნიჩბები ამოწია მალოიმ , - ეხლა ვილაპარაკოთ , ვეღარ გამექცევი... - რა?! წამოდი ნაპირზე გავიდეთ. - ცოტათი შემეშინდა. - რა იყო ჩემი გეშინია? - არ გამოეპარა. - რაზე ვილაპარაკოთ ? - ჩვენზე ! - ჩვენ არ არსებობს! - უარის ნიშნად საჩვენებელი თითი გავაქნიე. - ვნახოთ ! - ტუჩები ააწრუპუნა. - ვნახოთ! - სიგარეტი ამოვაცურე ჯიბიდან. - მაინც გატყდები! - ნუ ხარ დარწმუნებული, არ გესიამოვნება შედეგი. - შენ გამომტყუებ რაღაცას! - შენ? თვით აღმატებულებას? - გადავიხარხარე. წამოიჭიმა , ნავი ოდნავ შექანდა, მოაჯირებს ხელები ჩავჭიდე... - რას აკეთებ! დაჯექი! გადმოყირავდება! -ავღელდი. - შენ ჩემი ცოლი გახდები! - გადაჭრით თქვა და წარბი ზემოთ ასწია მეტი დამაჯერებლობისთვის. - რა?! არ გამაცინო! - დაიმახსოვრე ! გაგახსენებ ამ სიტყვებს ქორწილში! - ღმერთო ჩემო რა უფანტაზიო ხარ! თვალები გადავატრიალე. - რა! რა არ მოგწონს? - არ ვაპირებ არც სიყვარულს და არც გათხოვებას! ილუზიაში ხარ! - მე არ მიკითხავს რას აპირებ...მე ვთქვი ...გახდები... ესეგი გახდები ! მოვეშვი ... მის მოშტერებულ მზერას თვალი ავარიდე იმის ნიშნად რომ საუბარი შევწყვიტე. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია არცერთს, სანამ მანქანამდე მივიდოდით რამოდენიმეჯერ სცადა ხელის ჩაკიდება ... იმდენჯერვე გავაშვებინე. მოსაღამოვდა სახლთან მოსულს დღევანდელი დღის მერე ესე ვერ დავემშვიდობებოდი , ცოტახნით გაჩერებულ ავტომობილში ვისხედით , როდესაც მიხვდა გადასვლას ჯერ არ ვაპირებდი , ძრავა გამორთო... - მადლობა დღევანდელი დღისთვის... - როგორც იქნა ვთქვი. - გამოგივლი ამ დღეებში და სადმე წავიდეთ . - შემოტრიალდა და მეც მისი სავარძლისკენ მივიწიე , ხელი ჩამოვადე სავარძლის კიდეს. - ვნახოთ... გადმოვედი , სადარბაზოსკენ წავედი , ის ისევ იდგა , ძრავის ხმაც არ გამიგია , ელოდებოდა როდის შევიდოდი, მოულოდნელად შემოვტრიალდი , დაბურულ მინებში მისი სახე ვერ დავინახე... სწრაფად მივირბინე და დასჯილი ბავშვივით ავიტუზე მის კარებთან. მინა ჩამოსწია ... ამათვალიერა... - რამე დაგრჩა? ვიდექი ესე უსულოდ რამოდენიმე წამით ... - ქეთ ? კარგად ხარ? - გადმოსასვლელად მოემზადა, კარების გამოსაღებს დასწვდა ... ორივე ხელით მივაწექი ... გაოგნებულმა შემომხედა ... - რა გჭ... - წინადადება არ დავამთავრებინე , კარებს ხელები გავუშვი ორივე ხელები სახეზე შემოვალაგე, მისკენ დავიხარე , ნახევრად შევედი მანქანაში, როგორც კი მის თვალებში ამოვიკითხე რასაც ელოდა , მის ბაგეებზე შევაჩერე მზერა , რამოდენიმე წამი ესე ვიყავით , თვალები მინაბა და ტუჩები ოდნავ წამოწია, იმდენად ახლოს მივიწიე მის სუნთქვას საკუთარ ბაგეებზე ვგრძნობდი, ცოტაც და თავს ვეღარ გავაკონტროლებდი, რამოდენიმეჯერ სცადა, არც კოცნის საშვალებას ვაძლევდი და არც ხელებს ვუშვებდი , ტუჩები მოვარიდე მის საკოცნელად მომზადებულ ბაგეებს, მის კისერთან ჩავატარე სუნთქვა , ლოყაზე კოცნას ვაპირებდი, თავი უხერხულად გადაწია, მის კისერთან მოხვდა ჩემი ტუჩები , ნაზად შევახე ბაგეები მის ნიკაპ ქვეშ. შემოვბრუნდი და დავტოვე ესე გაოცებული , სწრაფი ნაბიჯებით ავირბინე ყველა კიბე , კარები ხელის კანკალით გავაღე, ფანჯარასთან მივირბინე, ფარდა ფრთხილად გავწიე , რამოდენიმე წამი ისევ იქ იდგა , ალბათ გააზრებას ცდილობდა... რამოდენიმეჯერ ფარები აანთო და ადგილს ელვის სისწრაფით მოწყდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.