შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამ ლექსს მე ვუძღვნი მინდვრის ყვავილებს


30-09-2018, 15:26
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 580

დავწერე ისევ ლექსი ბებერი,
სამადლობელის წართქმა მინდოდა,
ბოდიშის მოხდით შემოგეჭერით,
იასამნებით სასვსე მინდორთან..

ო რა კარგი ხართ და რა ფერადი,
როგორ ამავსეთ ულევ ხალისით,
ჩემი ცხოვრება გასაფერადი,
შემომენანა, როგორც დაისი..

შემომეპარა თქვენი სურნელი,
თბილი სიტყვებით გამოვიბრუჟე,
ისე შეგხარით მუზა სულელი,
რომ რომც მინდოდეს ვეღარ ვიყუჩე..

ამ ლექსს თქვენ გიძღვნით, მინდვრის ყვავილებს,
სურნელოვანნი, ო, რა კარგი ხართ,
ჩემი საკურაც აიყვავილებს,
თქვენ გაახარეთ ვისი ვარდიც ხართ..

კარგია სითბო, მზისებრ მოსული,
და ახლა ქალის, თანაც ქალწულის,
აბა, შესდექი, ფიქრებს წასულო!
გადაგავიწყდა ვგონებ წარსული..

სითბო სიტყვების მიგულისხმია,
და სიტკბოება თაყვანისცემის,
რას არ იფიქრებს აქ სხვა ფლიდი და
მოდი და მერე ნუ განრისხდები..

პატივისცემა ქვეყნად უნაზესს,
უპირველესი კაცთა წესია,
მაშ გულისთქმათა რაღად უმზადებ,
იმას რაც ლექსს არ დაუთესია?!

ჰო.. ნუ ეზრახვი ავსულს უსახურს,
თქვენ კი, ლამაზნო, მუდამ იხარეთ,
დე მოუტევონ, გვალვას უკაცურს,
რომ შადრევნისკენ გადაიხარე..

დაათრობს ფიქრებს ყვავილთ სურნელი,
ფერად პეპლებში მთვარე ამოვა,
დავტკბები, მანამ განუკურნელი,
უხმო ჯალათი კლდიდან ამოვა..

ამ ლექსს მე ვუძღვნი მინდვრის ყვავილებს,
რომ კისკისებენ ხტიან, დარბიან,
მოვა შამანი, დრო და წაიღებს..
ხომ ხანმოკლეა და.. რა კარგია...



№1  offline წევრი luana

ძალიან მომეწონა, ყველა სიტყვა ვიგრძენი. მადლობა რომ ასე კარგად წერ, მადლობა რომ თავი მინდვრის ერთ-ერთ ყვავილად მაგრძნობინე.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

luana
ძალიან მომეწონა, ყველა სიტყვა ვიგრძენი. მადლობა რომ ასე კარგად წერ, მადლობა რომ თავი მინდვრის ერთ-ერთ ყვავილად მაგრძნობინე.


კარგი ადამიანები, მინდვრის ყვავილების მსგავსად, თუ არ მოუფრთხილდები, დაჭკნებიან blush

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

უცნაური მე
ლაზარეეე ახლა მგონი კი არა, მართლა შემიყვარდი ❤️ რა ვქნა ვერ შემოგაპარებ პირდაპირობა მირჩევნია :დდ
luana-ს თქმის არ იყოს მეც ერთ-ერთ ყვავილად მაგრძნობინე თავი და დიდი მადლობა შენ ამისთვის.
ზუსტად სამჯერ წავიკითხე და კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდები ალბათ ამ ლექსს..


ვისაც ყველაზე მეტად შევუყვარდები ის ყველაზე ლამაზ რაიმეს დამიწერს, მაგას რა სჯობს, თანაც სიტყვებს საქმე მირჩევნია blush ჰოდა ველი შეყვარებულებისგან ლექსებს, ჩანახატებს და რაც გულს გაუხარდება smile

 


№4  offline მოდერი bla.ell

ოჰ ლაზაზო როგორ მოყვარს ეს ფლორა და როგორი კარგი იყო შენი ლექსი❤❤❤ბევრს არ გავაგრძელებ ისეც იცი პირველივე ლექსიდან რომ გიწერ მგონი კომენტარებს და ყოველჯერზე ვხედავ როგორ იცვლები და როგორ სხვანაირად წერ❤❤❤❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

bla.ell
ოჰ ლაზაზო როგორ მოყვარს ეს ფლორა და როგორი კარგი იყო შენი ლექსი❤❤❤ბევრს არ გავაგრძელებ ისეც იცი პირველივე ლექსიდან რომ გიწერ მგონი კომენტარებს და ყოველჯერზე ვხედავ როგორ იცვლები და როგორ სხვანაირად წერ❤❤❤❤


მარად და მუდამ, საქართველოვ, შენ ხარ ჩემთანა,
ან ეს შეპარვით თაყვანცემა არ გშვენის განა?
და ჩემს ლექსებში, როგორც კორდში, მშვიდად გაწვები,
თავს დაგნათიან ოცნებები, როგორც ნაძვები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent