დაუჯერებელიც კი არაა დაუჯერებელი (4 თავი)
- გამარჯობა მართა - შენ?! აქ რას აკეთებ. როგორ გაბედე აქ მოსვლა - გთხოვ შვილო, მომისმინე - შვილო?! როდის მერე გავხდი შენი შვილი?! - გთხოვ შემომიშვი, დავილაპარაკოთ - არა! არც კი იფიქრო, წლების წინ დაკარგე ჩემს სახლში შემოსვლის უფლება - მომისმინე- ხელი მკლავში ჩამჭიდა - ნუ მეხები! - მართა! რა ხდება? - არჩილ? შენ აქ რას აკეთებ?! ჩემს შვილთან რა საერთო გაქვს?! - შენი საქმე არ არის, ახლავე წადი ჩემი სახლიდან! - არსადაც არ წავალ სანამ არ ამიხსნი, არჩილ აბაშიძესთან რა საერთო გაქვს?! - ბატონო გიორგი, არ ვიცი თქვენსა და მართას შორის რა ხდება მაგრამ , ის გთხოვთ რომ წახვიდეთ . ჯობია დაუჯეროთ , როცა მზად იქნება მაშინ დაგელაპარაკებათ _ არ ვიცოდი გულით ამბობდა თუ უბრალოდ კიდევ რამის დაშავება უნდოდა ჩემთვის. გვერდი ამიარა და გარეთ გავიდა_ ბატონო გიორგი . გთხოვთ. მეც მივდიოდი, უბრალოდ მისი მდგომარეობის გასაგებად მოვედი. - და რატომ? ერთმანეთთან რა გაკავშირებთ? მართა?! მთელი ცხოვრება თვალს გადევნებდი და ის აქამდე არ ყოფილა შენს ცხოვრებაში? ახლა რას ხლართავთ? _ არჩილს მაისურში ხელი ჩაავლო და ხმამაღლა გაუმეორა - რა საერთო გაქვს ჩემს შვილთან? - უკვე გითხარი შენი საქმე არ არის - მართა შეეშვი - არა არჩილ!_ გაცოფებული ვიყავი არ ვიცოდი , ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი, არჩილთან მივედი ხელი ძლიერად ჩავჭიდე და ზიზღით ამოვსებული თვალებით გავხედე გიორგის -ეს რას ნიშნავს მართა? - შენ ხომ ზედმეტად ჭკვიანი და წარმოსადეგი ადამიანი ხარ 'მამიკო', რთული არ უნდა იყოს ამის გააზრება შენთვის. - არჩილ!_ არჩილს გახედა, მე ძლიერად მოვუჭირე ხელი, რომ არაფერი ეთქვა,მან გადმომხედა - დიახ ბატონო გიორგი! სწორად გაიგეთ. - იმედი მაქვს სიმართლეს ამბობთ! ეს რომ ტყუილი იყოს და თქვენ ჩემს სახელს ჩირქი მოსცხოთ, იცოდე არჩილ ! შენს კომპანიას მიწასთან გავასწორებ! შენ კი ქალბატონო მართა, ჩემი სახელის შებღალვისთვის მწარედ დაისჯები. არასდროს არ ყოფილა წესი და არც ახლა იქნება! შუა ღამეს გოგონას სახლში ბიჭი არ უნდა იმყოფებოდეს! დაემშვიდობეთ ერთმანეთს და დაიშალეთ! - შენ ვინ მოგცა ამის უფლება?! - ავთანდილ!_ თავის მძღოლს დაუძახა_ შავი საქაღალდე მომიტანე_ მძღოლმა თავი დაუქნია_ მე საშინლად გაბრაზებული ვიყავი, არ აქვს უფლება ჩემთან ასე მუქარის ტონით ისაუბროს - უკვე გკითხე რაღაც! - ინებეთ ბატონო -მადლობა. აი აიღე. გადაშალე და თავად დარწმუნდი რისი უფლება მაქვს და რისი არა!_ საქაღალდე გამომიწოდა, ეს .. ეს მეურვეობის საბუთები იყო, ჩემი მეურვე ის იყო. ჩემი სახლის მფლობელი, ყველაფერი მის სახეზე იყო გარდა ჩემი მანქანისა. - ეს რა ხუმრობაა?! ჩემი სახლი,ჩემი მეურვეობა , ყველაფერი ? ეს როგორ გააკეთე? ვინ მოგცა შენ ამის უფლება?! - კმარა! ზედმეტი არ გავიგო! სახლში შედი! შენ კიდევ შენს გზას დაადექი ახალგაზრდა ბატონო! და ჰო! კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ თქვენი ურთიერთობა ტყუილია? ორივე ინანებთ! _ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა , ვერც კი ვიაზრებდი რა ბოდა, როგორ მოახერხა ამდენი რაღაც გაეკეთებინა, როგორ შეიძლება ასეთი უგულო იყოს. - მართა სახლში შედი, მე წავალ - როგორ ? როგორ შეუძლია ასე მომექცეს? _ აცრემლებულმა გავხედე , არ ვიცი მისგან რას მოველოდი მაგრამ ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო რომ , მარტო არ ვყოფილიყავი, თუნდაც ეს ტირანი ყოფილიყო ჩემთან, ოღონდ მარტო ყოფნა არ მინდოდა - გთხოვ დამშვიდდი! - როგორ? როგორ დავმშვიდდე? ყველაფრის წართმევა უნდა? ჩემი თავისაც კი. - ჩუმად.. _ გულმკერდზე ამიკრა_ ვერავინ ვერაფერს ვერ წაგართმევს, არ იღელვო! _ მის გულმკერდზე მიყრდნობილი გულამოსკვნილი ვტიროდი, მხრებზე ხელი მომხვია და სახლში ნელი ნაბიჯებით შევედით, დივანზე დავსხედით, ხელი გამიშვა და თავი მაღლა ამაწევინა - ჩაის გაგიკეთებ ! - არ მინდა . მართლა. - მე არ მიკითხავს მართა._ სამზარეულოში გავიდა მე კი ვიჯექი და ჩემს უბედობაზე, ბედუკუღმართობასა და დარდ-ვარამზე ვფიქრობდი, ათასი შეკითხვა მაწუხებდა: რისთვის დაბრუნდა? რა უნდა? როგორ მოაწყო ყველაფერი ასე? ან რას ნიშნავს მისი მუქარები? ნუთუ არჩილის კომპანიას ზიანს მართლა მიაყენებს? ნუთუ მეც რამეს მავნებს? ღმერთო რას ვაკეთებ? ან რა უნდა გავაკეთო? თავი ლამისაა გამისკდეს.. -ჩაი!_ ფიქრებიდან მისმა მკაცრმა ტონმა გამომარკვია,თითქოს მიმიხვდა რაშიც იყო საქმე - მადლობა და ბოდიში რომ შეგაწუხე. - კარგი. დაივიწყე. ალბათ არც ამის დროა და არც სიტუაცია, მაგრამ უნდა გკითხო. - რატომ გავაცანი შენი თავი მამაჩემს როგორც ჩემი შეყვარებული? - ხო. - შენ რატომ მაიძულე მოვიქცეულიყავი ისე როგორც შენ შეყვარებული? შენც ხომ იგივე გააკეთე ? - მე საკმაოდ მსხვილი ბიზნესის მფლობელი ვარ და პატარა გოგოს გამოხტომების გამო ჩემს ბიზნესს საფრთხეს ვერ შევუქმნი! შენ ამას ვერ გაიგებ. - ვერ გავიგებ? შენ წარმოიდგინე უკვე გავიგე. წლების წინ წასული მამაჩემი ბრუნდება ყველა 'ჩემი საკუთრების' საბუთებით , რომელიც თურმე მას ეკუთვნის. ის ყოველივე ამის წართმევას გეგმავს. - მართა ეს ორი სხვადასხვა რამაა! - კარგი ერთი. სამაგიეროდ ჩემი და შენი საქციელი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩათვალე რომ ამით დღევანდელი დღის სამაგიერო მიიღე. ჩაისთვის ' ბოდიში'! ახლა კი წადი ჩემი სახლიდან თუ შეიძლება. -როგორც გინდა! - დიახ!_ კარი ძლიერად გაიხურა და წავიდა. მე კი იმდენად გამოფიტული და დაღლილი ვიყავი რომ , უბრალოდ , აი ასე უბრალოდ, ძილი მჭირდება ,იმაზე უფრო მეტად ვიდრე ჰაერი. ოთახში ავედი, მივხვდი რომ ჯერ კიდევ წვეულების გოგოს ფორმაში ვიყავი, გავიხადე ტანსაცმელი ,თმაც გავიშალე და საცვლების ამარა მივესვენე საწოლზე, როგორც ვფიქრობდი გადაღლილს დიდი დრო არ დამჭირვებია , მალევე ჩამეძინა.. ...7:38 მაღვიძარას ხმა მომესმა, თავს ძალა დავატანე და ავდექი, როგორც ყოველთვის რუტინას არ ჩამოვრჩი , სპორტულ ფორმაში გამოვეწყვე და სავარჯიშოდ გავედი. ფეხის ევამ შემაწუხა და 15 წუთში ისევ სახლში დავბრუნდი, მწვანე სალათი მოვიმზადე, ფორთოხლის წვენი მივირთვი , ცოტაც ტელეფონში ვბორიალობდი და ჰოპ , ზარი სამეგობროსგან - ჯერ დილა მშვიდობის! - დილა მშვიდობისა??? მაგრამ ჯერ? - საქალბატონევ ! ნინკასგან გავიგე რომ გუშინ წვეულების მერე ვერ იყავი ხასიათზე. - ხო არც კი დაგველოდეთ ისე წახვედით. - ხო , არ ვიყავი კარგად და ნინკას ვთხოვე წამოვსულიყავით. - და მარტო იყავი როცა ნინკა გაისტუმრე? -გასვიანო რა კითხვაა?!_მგონი შარში ვარ , ამათმა რაღაც იციან , მაგრამ საიდან? ნუთუ არჩილი? არაა.. არა.. ამას ნამდვილად ვერ იზამდა. მამაჩემი? არააა? არც კი ვიცი - მოტყუება არც კი გაბედო ! - მოტყუება? რატო უნდა მოგატყუოთ?! ამ დილას შარზე ხართ თქვენ! - რა შარზე გოგო! ის ტიპი .. ბოდიში ბატონი არჩილი უნდა მეთქვა, რას აკეთებდა შენთან გვიან ღამით? შენ არ იყავი მიწაში რომ ჩადე და ამოიღე?! ახლა რა გეტაკა რომ ეხვეოდი და ედღლიზებოდი ჰა?! - რა? რას ბოდიალობ ნინკა ?! სულ გარეკე! - გავრეკე ხო?! აი ნახე !_ ამის .... " სენსაცია!სენსაცია! ახლაგაზრდა ბიზნესმენი ბ. არჩილ აბაშიძე და როგორც გაირკვა ცნობილი ინებსტორისა და ბიზნესმენის ბ. გიორგი თოფურიას 'კონკია' ქალიშვილი! გუშინ ღამით ასეთ რომანტიულ გარემოში ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ეს გრძნობა ნამდვილია?! რამდენი ხანია ერთმანეთს ხვდებიან?! აქამდე რატომ არ იყო ცნობილი მათი ურთიერთობა?! რას ფიქრობენ ცნობილი მამები მათზე?! და თავად რას გვიმზადებენ აქ უკვე სკანდალური წყვილი მომავალში?! " , ღმერთო ეს.. ეს რა ჯანდაბაა?! ვინ ? როგორ? რა??? - რაო 'კონკია' ენა ჩაყლაპე?! - მართა არ აგვიხსნი რა ხდება?! არ გაგვარკვევ სიტუაციაში?! - ბავშვებო ! გეფიცებით ! ის სულაც არ არის რაც თქვენ იფიქრეთ. - მაშინ რა არის? - გუშინდელის შესახებ მოგიყვებოდათ უკვე ნინკა. მას მერე რაც სახლში მივედი ის _ უნდა მომეტყუებინა , სხვა გზა არ მქონდა_ მოვიდა დასალაპარაკებლად, ყველაფრის ასახსნელად და ამ დროს გამოჩნდა გი.. მამაჩემი.......... ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, გასვიანი გაბრაზდა და ისიც კი გადაწყვიტა არჩილი მაგრამ დაეჟეჟათ მაგრამ გადავაფიქრებინე, ახლა უბრალოდ ჩემი სახლის და საკუთარი თავის შენარჩუნება მინდოდა. მათთან საუბარი დავასრულე,ნინკმა და ვერამ აიჩემს გინდა თუ არა მოვდივართო . დავემშვიდობე დროებით და აბაზანისკენ გავემართე, ცხელი შხაპი ნამდვილად მიხსნიდა სტრესისგან, ცალკე იმაზე მეშლებოდა ნერვები თუ საიდან ,ვინ, როგორ გადაიღო ის ფოტოები. რა მიზანი ჰქონდათ, თან ეს ყველაფერი მანერვიულებდა , არ მინდოდა მამაჩემს თავისი სიტყვები მოქმედებად ექცია. ასე შიშველი ვიდექი ცხელი წყალის ქვეშ და ვფიქრობდი რომ არ მიშველა , უკვე მოუსვენრობას ბადებდა ჩემში, რომ იტყვიან საშხაპე ფიქრისთვის საუკეთესოაო მართალია, ტვინი ლამის ამიფეთქდა, გამოვედი აბაზანიდან პირსახოცის ამარა და კარზე ზარის ხმა.. ნუთუ ასე მალე მოვიდნენ ეს ალქაჯები. მე მთელი არსებით ვიყავი დარწმუნებული რომ ვერო და ნი იყვნენ, კიბეებზე ჩავირბინე და კარი გამოვაღე, არა. ეს რა სირცხვილია! - დილა მშვიდობის მართა._ ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე ამათვალიერა და ისიც კი შევამჩნიე 'კმაყოფილი წარბი ' როგორ აქაჩა ზემოთ. ღმერთო რა სირცხვილია არადა ხომ ვთქვი ასე მალე როგორ შეიძლება მოსულიყვნენ თქო !! ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა. - არჩილ აქ რას აკეთებ?! - ასეც ვფიქრობდი . სტატია რომ გენახა კაკ მინიმუმ აფეთქდებოდი! - იცი რას გეტყვი _ ამის თქმა და ჩემი ფეხის ასრიალება ერთი იყო.. თითქმის შიშველი ,პირსახოცის ამარა , რომელიც გამეხსნა და ძლივს დავიკავე , აღმოვჩნდი არჩილის მკლავებში. ახლა უფრო , ათმაგად უფრო შემრცხვა და მივხვდი რომ გავწითლდი. ღრმად ამოისუნთქა, ჩემს თითქმის' მზეზე გამოტანილ ' მკერდს ერთხელ თვალშეპარვით დახედა და ფეხზე მყარად დადგომაში დამეხმარა - წადი ჩაიცვი ! ასე უმოქმედოდ ვერ გიყურებ!_ ისევ ამოისუნთქა ღრმად და თავდახრილი შემოვიდა სახლში. მე კარი მივხურე და უკანმოუხედავად გავიქეცი ოთახში, ძალიან შერცხვენილი ვიყავი, არც კი დავფიქრებულვარ მისი სიტყვები' ასე უმოქმედოდ ვერ გიყურებ' რას ნიშნავდა, ერთი კი ვიცოდი ყველაფერთან ერთად შევრცხვი, ძალიან,ძალიან,ძალიან,ძალიან ძალიან შევირცხვინე თავი. აი მეგობრებო მაგალითი ჩემგან აიღეთ და როცა იფიქრებთ რომ ის მოვიდა ვინც თქვენ გინდათ , მე გამიხსენეთ და იგივე შეცდომა არ გაიმეოროთ!შორტი და წვრილმკლავიანი მაისური ჩავიცვი,ჩემს ფუშფუშა ჩუსწიკებში გავუყარე ფეხი და მიუხედავად იმისა ,რომ მრცხვენოდა და ჭირის დღესავით არ მინდოდა არჩილთან შეხვედრა, მაინც ჩავედი - ლამაზი სვირინგია. აქამდე არ შემიმჩნევია._ ჩემს გულმკერდს დავხედე და ტანში ახურება ვიგრძენი, მივხვდი რომ როცა პირსახოცი თითქმის ჩამომეხსნა მაშინ შეამჩნია და ჰო კიდევ , ვწუხვარ , სავარაუდოდ დამავიწყდა ჩემი ტატუიკოების ხსენება. სულ რაღაც სამი ტატუ მაქვს . ერთი მარცხენა მხარეს მკერდთან , ცოტა ზემოთ. მეორე მარჯვენა ბარძაყზე და მესამე 'საქორწილო' თითზე- ეს ტატუ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , პატარა ვარსკვლავი , დედაჩემს ძალიან უყვარდა ვარსკვლავები. ბარძაყზე წარწერა მაქვს ' ყოველი ცუდი დღე დასასრული კი არა ბედნიერი ცხოვრების დასაწყისია' და მესამე , ეს არის ორი 'ხაზოვანი' მტრედი , ერთმანეთზე გადაბმული, ანუ ვიღაცამ რომ შეხედოს ,რა აზრს ხედავო ? მაგრამ ამის აზრი ისაა რომ ოდესღაც აღარ ვიქნები 'ასე' და გამოჩნდება ადამიანი ვინც დარჩენის პირობას რომ მოცემს ,იქამდე არ დამტოვებს სანამ სიკვდილის ბოლო წამებს არ დავითვლი. მოდი მოვრჩეთ ამაზე საუბარს და ჩემ დივანზე მოკალათებულ არჩილს დავუბრუნდეთ. - მადლობა. აქ რას აკეთებ? - ახალი ამბები თუ წაიკითხე? - იმ სისულელეზე ამბობ რაც შენზე და ჩემზე დაწერეს? მაშინ კი წავიკითხე და უამრავი შეკითხვა მაქვს თუ ვინ , როგორ ან რანაირად, რისთვის გადაიღო და დაწერა ეს სისულელე. - სიმართლე გითხრა ეგ მეც მაინტერესებს და გავიგებ კიდეც! იმის სათქმელად მოვედი რომ სტატია ყველა ქსელიდან წავაშლივინე , სანერვიულო არ გაქვს! - მადლობას ელი? - იმისგან ვისთვისაც ეს სიტყვა უბრალოდ თავის შეცოდებაა? არა . რა თქმა უნდა არა. - იცი რას გეტყვი.._ ზარის ხმა კარზე!_ კარგით რა ?! შეიძლება ერთხელ მაინც არავინ შემაწყვეტინოს საუბარი?! უკვე ყელში ამოვიდა._ გაცოფებული მივვარდი კარს და უნებურად ავღრიალდი - რა?! ახლა რაღა მოხდა?! ქვეყანა იწვის თუ ეკონომიკა ინგრევა?! - უბრალოდ გამარჯობა - ჯანდაბა. ილია. მაპატიე დღეს არ ვარ ხასიათზე - მივხვდი შენ წარმოიდგინე. - გამარჯობა ძამიკო! - არჩ. ახალი ამბების გამო მოხვედი შენც? - კი და უკვე მივდივარ . ხელს არ შეგიშლით. - ჩვენ არ დაგვისრულებია იცოდე!_ გაბრაზებულმა მივაძახე - როგორც გინდა. - ილია. შემოდი . _ და უეცრად სამივე ჩვენგანის ტელეფონი აწკრიალდა - რა ხდება ე?- ტელეფონი ავიღე ' როგორც ვვარაუდობდით! მათი ურთიერთობა იმაზე უფრო ახლო და რეალურია ვიდრე ჩანს. ' კონკია' და პრინცი . დილის განწყობას მარტო კი არა უკვე უმცროს ძმა აბაშიძესთან ერთად ქმნიან. ჩვენ ისევ გვაქვს კითხვები , მაგრამ მჯერა რომ იმაზე მალე მივიღებთ პასუხებს ვიდრე ველით! " - თქვენ რა მეხუმრებით?! არჩილ! - ამათ დედას მო***ავ , არაკაცი ვიყო თუ არ შევუსრულო. _ გაცეცხლებული ჩაჯდა მანქანაში და მოწყდა აქაურობას - არჩილ! ფუ შენი. მართა მე წავალ რამე სისულელეს ჩაიდენს დარწმუნებული ვარ. - კარგი. და გამაგებინე ყველაფერი. კარგი._ ილიაც გიჟივით გავარდა და გზაზე მომავალი ნინკას მანქანა შევამჩნიე, კარი აღარ დამიხურავს დაველოდე როდის შემოვიდოდნენ. - რა ხდება ? ის ორი მანქანა შენი ეზოდან ასე აწყვეტილი რატო გამოვარდა._ ტელეფონი მივაწოდე და როგორც მე ისინიც გაოგნებულად გაცოფებულები დარჩნენ. - ამის დედაც! გოგო გაგიჟდი , პირსახოცის ამარა რას უვარდებოდი მკლავებში იმ ბიჭს?! - გაჩუმდი რა. დაეყარენით ორივე და ყველაფერს მოგიყვებით._ ასეც მოვიქეცი , ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე, ზოგან გაიცინეს ზოგან მოიღუშეს და ბოლოს მაინც გაცოფდნენ - ამ პაპარაცულ ფოტოებს ვინ აქვეყნებს ან რა წარწერებია : ' კონკია' , ' პრინცი' .. რა სისულელეა - არ ვიცი ვერო , აზრზე არ ვარ .. იმის გაფიქრებაც კი მზარავს ,მამაჩემი რას მოიმოქმედებს ამის შესახებ რომ გაიგებს, უბრალოდ კანკალი მიპყრობს - სიმართლე ხომ არაა . რა უნდა ქნას, ვერაფერსაც ვერ იზამს. - იცი რა? მისი მუქარები ისეთი გულწრფელი და სასტიკი იყო , რომ გეფიცები მირჩევნია დაიჯეროს რომ ეს ყველაფერი რეალურია . - გაგიჟდი? ის ბიჭი არც კი მოგწონს. ის უხეში, ველური - ტირანია - ხო მართა. სწორი პასუხია. და შენ სერიოზულად ფიქრობ ამ ყველაფერზე? - ხომ გითხარი, ხომ მოგიყევით. მამაჩემი ყველაფრის გამკეთებელია. - ასეთ შარში როგორ აღმოჩნდი მართუჩი_ ჩემკენ გადმოვიდა ვერო და ჩამეხუტა - არ ვიცი ვერო , არ ვიცი, იმდენად დავიღალე რომ.._ კარზე ისევ ზარი. ახლა გავგიჟდები, ოღონდ ეს მამაჩემი არ იყოს - ვინმეს ელოდები? - არა, მაგრამ იმედი მაქვს მამაჩემი არ არის. - მე გავაღებ შენ დაეტიე_ წამოდგომილს ხელი მხარზე დააჭირა ნინკამ და კარისკენ წავიდა - გამარჯობა. თქვენ მართა თოფურია ხართ? ესეც მეოთხე თავი, ვიცი პატარაა მაგრამ .. პრობლემების გამო ცოტა შევამცირე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.