შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუჯერებელიც კი არაა დაუჯერებელი (თავი 3)

2-03-2021, 13:22
ნანახია 2 019

ღმერთო ჩემო ის , შეუძლებელია.. არა გამორიცხულია..
- მართა შენ???
- შენ აქ? ახლა? რატომ მაინცდამაინც აქ და ახლა?
- უკაცრავად ყველაფერი რიგზეა ბატონო გიორგი?
- ის , ჩვენ... ყველაფერი რიგზეა დიახ.
- არა რა, მორჩა ყველშია უკვე ყველაფერი, დიდი მადლობა ყველა თქვენგანს , განსაკუთრებით შენ არჩილ! მაგრამ უკვე მეყო. კარგად ბრძანდებოდეთ.---- მთელი ძალით დავიქნიე ხელი , რომ არჩილი მომეშორებინა, იქვე მდგომ ნინკას ხელი დავავლე და რესტორნიდან გავათრიე
- ახლავე მანქანაში ჩაჯექი, სახლში მივდივართ
- სერიოზულად?! მეღადავები ხო?! ჯერ გამომათრიე რესტორნიდან ისე რომ არაფერი მათქმევინე, მერე იმ არჩილს თუ ვიღაც ჯანდაბას შემოყევი და მრავალი წლის შეყვარებულებივით იქცეოდით, როცა ერ5მანეთი კინაღამ აკუწეთ და ახლა ისევ გამომათრიე გარეთ და სახლში წასვლას მთხოვ!! შემდეგი ნაბიჯი რა არის მართა? გეკითხები? კლდიდან გადამაგდებ თუ მანქანით გადამივლის?! ამიხსენი!
- გაჩუმდი! გთხოვ ახლა გაჩუმდი . ყველაფერს აგიხსნი , ოღონდ ახლა დაქოქე მანქანა, და უბრალოდ წავიდეთ აქედან გთხოვ--- ვგრძნობდი ცრემლებმა უკითხავად როგორ დაიწყეს ჩემს ლოყებზე დენა, უკვე ცუდად , ძალიან ცუდად ვიყავი, ყელში თითქოს რაღაც ბურთი გამეჩხირა და ვერაფრით ვიშორებ, ნელ-ნელა მახრჩობს.
- რა? მართ მე...
- გთხოვ წავიდეთ, გთხოვ--- მორჩა ეს უკვე პიკი იყო , უმოწყალოდ ავქვითინდი..
- კარგი , კარგი მაპატიე უხეში ვიყავი, წავიდეთ...--- მანქანაში ჩავსხედით, ღვები შევიკარი და თავი რაც კი ძალა მქონდა მივაყრდენი საზურგეს.. აქამდე ჩემი ცხოვრება მხოლოდ კარგით შემოიფარგლებოდა. არასდროს ვყოფილვარ უმადური, ვაღიარებ ხშირად არ დავდივარ ტაძარში, თუმცა ლოცვა- ლოცვა ყველა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანისადმი, ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი რამაა, ყოველთვის იმას ვამბობდი და ვამბობ რომ განსაცდელი ისე არ მოვა თუ ამისი გადალახვა შენთვის შეუძლებელი იქნება , მაგრამ დღეს ? დღეს მომხდარი ყოველი მომენტი? ეს უბრალოდ დაუჯერებელი, შეუძლებელი,ალოგიკური არ ვიცი კიდევ რა ვუწოდო, მეგონა ადამიანი ვერასდროს 'დამაჩოქებდა' მაგრამ ასე მოხდა, არასდროს წარმომედგინა რომ ძველი წლები დაგეგმილ მომავალს ასე უბრალოდ გზაზე გადაეღობებოდნენ და წინ წასვლის უფლებას არ მისცემდნენ, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ის რაც ყველაზე მეტად მტკიოდა და ამასთანავე მინდოდა ასე მოულოდნელად დამატყდებოდა თავს.. უკვე აღარ შემეძლო: კივილი, ტირილი,ღრიალი , ყველაფერი ერთდროულად მინდოდა... იმასაც კი ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ერთი დიდი კოშმარია, მინდა რომ გავიღვიძო. არა! უნდა გამოიღვიძო მართა
- გაიღვიძე მართა, გაიღვიძე, გაიღვიძე, გაიღვიძე
- მართა გაჩერდი რას აკეთებ?!
ავტორი: აქედან მე გავაგრძელებ , მართას მოყოლის თავი საერთოდ არ გააჩნია. ბოლო ხმაზე ყვიროდა, ტიროდა და მანქანას ძლიერად ურტყამდა ხელებს, თავს აძალებდა რომ გამოეღვიძა, უკვე საკმარისად ეტკინა, სურდა რომ ამ კოშმარიდან მალევე გამოსულიყო, მაგრამ როგორც მოისმენთ ეს კოშმარი არ იყო, შეიძლება იყო , მაგრამ ის რეალურად ხდებოდა.ნინკამ მანქანა გააჩერა და მეგობრის დაწყნარებას ცდილობდა
- მართა , გეყოფა გთხოვ, რას აკეთებ? გაჩერდი
- არა ნი .მე.. მე უნდა გავიღვიძო, ასე აღარ შემიძლია, ეს კოშმარი უნდა დასრულდეს, გთხოვ დამეხმარე რომ გავიღვიძო- --- ტირილით,კივილით, მუდარით სავსე თვალებით უყურებდა, ხელებს ძლიერად უჭერდა მკლავებზე და ევედრებოდა რომ ეს კოშმარი დაესრულებინა, მაგრამ ამის ძალა ნამდვილად არ შესწევდა მას.
- მართა მისმინე, ჩემო სიცოცხლე შემომხედე, დაწყნარდი კარგი? ეს სიზმარი არ არის გესმის?! სრულიად რეალურ სამყაროში ხარ, ეს ყველაფერი რეალობაა, თუ არ მეტყვი რა მოხდა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მე ვერ დაგეთანხმები. ამას ხომ ხვდები. გთხოვ გული დაიმშვიდე და ამიხსენი, რამდენი დროც არ უნდა დაგჭირდეს, ამიხსენი რა ხდება შენს თავს? რამეს მიმალავ? ვერ მეუბნები? გეშინია? არჩილმა რამე დაგიშავა? გთხოვ მითხარი ყველაფერი,გევედრები.--- მართა ძლიერად ჩაეხუტა ნინკას და მთელი ძალით ცდილობდა დამშვიდებას, ამას დიდი დრო დასჭირდა, სადღაც შუა გზაში, სიბნელეში,ორი ახალგაზრდა გოგონა, იჯდა მანქანაში , სრულიად მარტო, ყველასა და ყველაფრისგან შორს. ღმერთმა იცის რამდენი საათი იყვნენ ასე - ერთმანეთზე ჩახუტებულები, ღმერთმა იცის რამდენ საათს აწყნარებდა მართას თავისი 'და'. ამ ყველაფერს, როგორც უკვე გითხარით,დიდი დრო დასჭირდა, სამაგიეროდ მართამ მოიკრიბა ძალა და ყველაფერი მოუყვა არჩილსა და მისი მუქარების შესახებ, თუმცა ერთი რაღაც გამორჩა, არა უფრო სწორად აპირებდა თქმას მაგრამ არ იცოდა საიდან დაეწყო.
მართა:
- არც კი ვიცი საიდან დავიწყო
- უბრალოდ ყველაფერი მომიყევი, არ აქვს მნიშვნელობა საიდან ან როგორ დაიწყებ.
- კარგი. მე და შენ ბავშვობიდან ერთად ვართ ხომ ასეა?
- კი.
- და შენ არასდროს გიკითხავს, ამდენი წელი გავიდა და არასდროს გიკითხავს მამაჩემის შესახებ.
- კი,რადგან ეს თემა შენთვის მტკივნეულია ეს ვიცი.
- ხო . თუმცა ყველაფერმა , ყველა ტკივილმა აზრი დაკარგა, გაინტერესებს რა მოხდა ? გაინტერესებდა ასე უეცრად და ემოციებით განადგურებულმა რატო გამოგაქციე რესტორნიდან?
- გთხოვ ნუ მივლი, პირდაპირ და გარკვევით ისაუბრე
- ხომ მოგიყევი არჩილის მუქარების და ვაფშე დღევანდელის შესახებ? და ისიც გითხარი რომ თავისი ახალი ინვესტორის გასაცნობად წამათრია თქო, მაგრამ არ მითქვამს ვინ იყო ის ინვესტორი... ის.. ის მამაჩემი იყო
- რა?!- ბოლო ხმაზე იკივლა--- კი მაგრამ აქამდე სად იყო? ან რატომ არ იყო ? ან .. ან .. ან რავიცი , ძალიან დავიბენი
- როცა 14 წლის გავხდი..
- მახსოვს ეგ დღე
- მაცადე მოგიყვე.როცა 14 წლის გავხდი, ყველაზე მეტად მამაჩემის გამოჩენას ველოდი, ყოველთვის მიხაროდა დაბადების დღეზე მის მიერ ნაჩუქარი , თუნდაც კანფეტი რომ მოეტანა, უსაზღვროდ მაბედნიერებდა ეს ყველაფერი, ამ დროს დედაჩემი სულ რაღაც 38 წლის იყო და უბრალოდ ტკბებოდა ერთადერთი შვილის ბედნიერებით, მე კი მოუსვენრად ველოდი მამაჩემის გამოჩენას... ეზოში გაშლილ სუფრასთან ყველა , მათ შორის შენც იყავი, მახსოვს დედაჩემმა ტელეფონი აიღო და ვიღაცას ესაუბრებოდა, მერე კი სახლში შევიდა , გახარებული სახე ქონდა , მივხვდი რომ მამაჩემი მოვიდა და მეც სახლში შევირბინე, დედაჩემის ყვირილის ხმა მესმოდა: " ეს როგორ გამიკეთე? მართას რა ვუთხრაო" , მე ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ნელ-ნელა კიბეებზე ავდიოდი რომ შუა გზაში მამაჩემი შემეჩეხა,ბარგით ხელში, არაფერი, საერთოდ არაფერი უთქვამს , ბებიაჩემის ( დედამისის) ნაქონი ყელსაბამი გამომიწოდა და უბრალოდ წავიდა, არც კი ვიცი, ვერ აღგიწერ როგორ ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ არც მინახავს და არც არაფერი მსმენია მასზე. როცა სრულწლოვანი გავხდი დედაჩემს მაშინ ვკითხე იმის შესახებ თუ რატომ დაგვტოვა , იქამდე ვერ ვბედავდი თქმას არ მინდოდა ჭრილობაზე მარილი მომეყარა ისე რომ მისი განკურნება არ შემძლებოდა.
- და რატომ ? რატომ მიგატოვათ?
- როგორც აღმოჩნდა სხვა უფრო მიმზიდველმა და მდიდარი ოჯახის შვილმა მოხიბლა, თურმე დიდ ხანს მალავდა ამ ამბავს, კვირები სახლში ისე მოდიოდა რომ ვერც კი ვნახულობდი, თურმე სხვა ქალთან იყოფდა იმ ბედნიერებას , რომელიც მე და დედაჩემს გვეკუთვნოდა.
- და ახლა?
-ახლა ის გამოჩნდა, ისეთი ამაყი იყო თითქოს არაფერი დაუშავებია არც სამყაროსთვის და არც მასში არსებული ადამიანებისთვის , ურცხვად მიყურებდა თვალებში, უბრალოდ არ მესმის ასეთი უსინდისო როგორ შეიძლება იყოს, უბრალოდ არ მესმის.
- და ახლა რა მოხდება?მანაც გიცნო, ალბათ შენთან დალაპარაკებას ეცდება? ხომ?
- ეგ არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი რომ ამდენი წლის მერე გამოჩნდა ,ისიც ალბათ შემთხვევით,წარმოდგენაც კი არ ქონდა რომ იქ ვიქნებოდი. და რომც სცადოს , უფლებას არ მივცემ მომიახლოვდეს და ჩემთან ლაპარაკი სცადოს.
- მისმინე იქნებ ჯობია ლაპარაკის უფლება მისცე, ყველაფერს აგიხსნის, ხომ ამბობდი ყველა ადამიანში რაღაც კარგი იმალება.
- ხო მაგრამ მასში ? არ ვიცი.. მოდი უბრალოდ წავიდეთ სახლში.
-კი მაგრამ...
- გთხოვ.
- კარგი.
სახლში მიმიყვანა, მანქანიდან გადმოვედით , კარი გავაღე და სახლში შევედი
- არა , დღეს არა
- რა? რას გულისხმობ? გგონია რომ ამ მდგომარეობაში მარტო დაგტოვებ?
- გთხოვ მინდა რომ მარტო დავრჩე, ცოტა ხნით მაინც.
- კარგი , როგორც გინდა.- ჩამეხუტა და წავიდა, მისაღებში შევედი და დივანზე ჩამოვჯექი, ისეთი დაღლილი და გამოფიტული ვიყავი,მინდოდა რაიმე მეჭამა, მაგრამ ამის თავიც კი არ მქონდა...
- ღმერთო როგორ დავიღალე.
- არ უნდა გაქცეულიყავი! გაგაფრთხილე!
- რა? ჯანდაბა, ჯანდაბა,ჯანდაბა--- შუქი ავანთე, ეს ..--- შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! როგორ შემოხვედი ჩემს სახლში? ხომ არ შეგახსენო რომ დაუკითხავად შეჭრა სხვის სახლში კანონით ისჯება!
-სამართლის მცოდნეც ყოფილხარ!-- ნელი ნაბიჯებით ჩემსკენ წამოვიდა მე კი უნებურად უკან დავიხიე
- ჩემს სახლში არაფერი გესაქმება. ახლავე წადი ,მგონი საკმარისი იყო რაც დღეს გააკეთე.
- საკმარისი?! --- კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და კედელთან მიმიმწყვდია, ამჯერად ხელი არ უხლია--- შენ წარმოიდგინაც კი არ გაქვს რას ნიშნავს სიტყვა 'საკმარისი'!
- შემეშვი მეთქი გით..
- ჩუმად! --- პირზე ძლიერად მომიჭირა ხელი და სახე ძალიან ახლოს მომიტანა, მისმა სიახლოვემ და ხელმა ჩემს პირთან , ორივემ ერთდროულად შემიკრა სუნთქვა
- მადამ თოფურია ხომ?! და იმ კაცთან რა გესაქმება? ნუთუ ახლაგაზრდა გოგონა შუახნის მამაკაცებზე ნადირობს?! გეკითხები საიდან იცნობ გიორგი თოფურიას?!
- რა? შენ ახლა ქუჩის ქალს შემადარე?! ამას როგორ ბედავ? ვინ ხარ შენ რომ რაიმეს მაძალებ ან ჩემგან პასუხს ითხოვ?! საერთოდ, არცერთ კითხვაზე არ ვაპირებ პასუხის გაცემას, გაეთრიე ჩემი სახლიდან ! ახლავე!--- ძლიერად ვკარი ხელი და ვეცადე სახლიდან გამეგდო, მაგრამ ამაოდ. მკლავებში იმაზე უფრო ძლიერად ჩამეჭიდა ვიდრე აქამდე, მთელი ძალით მიმაყრდო კედელს და გამხეცებული მეკითხებოდა ერთი და იგივეს
- ვინ არის შენთვის, გეკითხები ვინ არის?!
- არ ვაპირებ გიპასუხო! გაეთრიე ჩემი სახლიდან!--- ძლიერად მიმაჯახა კიდევ ერთხელ კედელს და იგივე გამიმეორა
- ბოლოჯერ გეკითხები- ვინ არის მეთქი?!
- მე კიდევ ათასჯერ გაგიმეორებ- გაეთრიე ჩემი სახლიდან! --- ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი ყელში მწვდა , სუნთქვა მიჭირდა, სახეზე ავწითლდი, არ მიშვებდა და იგივეს განაგრძობდა
- მიპასუხე!
- გამიშვი, ის.. ის მამაჩემია გასაგებია?! მამაჩემი!!-- ტირილი ვეღარ შევიკავე და იატაკზე მუხლებით დაცემული საშინლად ავტირდი--- ჩემგან რა გინდა არჩილ? გთხოვ უბრალოდ მიპასუხე? რამე დაგიშავე? ამის გამო მსჯი? გთხოვ მითხარი რა დაგიშავე?--- მაისურზე ჩავეჭიდე და თავი ფეხზე მივაყრდენი, ვერცერთ ჩემში არსებულ გრძნობას , ვერცერთ მათგანს ვაკონტროლებდი, მინდოდა გამეგო, ყველაფრის ფასად, რატომ მექცეოდა ასე? რა დავუშავე?ამჯერად ცალი ხელით მუშტს ვურტყამდი ცალი კი ისევ მის მაისურზე მქონდა
- რატო? მითხარი რატომ? ღმერთი არ გწამს?---- მკლავში ხელი ჩამჭიდა , ხელში ამიყვანა, მე კი მუშტებს გულმკერდზე ვუშენდიი რომ ყველაფერი ეთქვა, ყველაფერის მიზეზი აეხსნა, მაგრამ არა. დივანზე დამაწვინა
- დაწყნარდი! ძალიან იმპულსური ხარ!
- რა ? მე..--- კარზე ზარის ხმა, არც კი შეკრთა , არანაირი რეაქცია - მის სახეზე.
- სახე შეიმშრალე და გააღე კარი. --- როგოც მონამ, დებილმა, დეგენერატმა ,დავუქნიე თავი და უცბად აბაზანაში შევედი, პირი ჩამოვიბანე, გავიკშრალე, სრულიად წამიერად და კარისკენ გავიქეცი. აზრად არც კი მომსვლია ჯერ გამერკვია ვინ იყო და კარი მერე გამეღო. სეხელური ჩამოვწიე და კარი გავაღე
- გამარჯობა მართა...

ესეც მესამე თავი. იმედია მოგეწონათ.♥️

№1  offline წევრი 《Sunshine》

ხალხო არ არსებობბსსს ეხლა მამამისი მივიდა ვაიმე საწყალი გოგო რა დააშავა მალე დადე შემდეგი მოუთმენლად ველოდები <3

№2 სტუმარი სტუმარი თიკო

ვაიმე აი ერთი სული და გული მაქვს როდის იქმება მომდევნო თავი. ისეთი საინტერესოა, ისეთი. რაღაც სხვა რომ იმალება არჩილსა და მართას შორის, ისეთ ინტრიგას მიტოვებს. ასე მგონია ჭკუიდან გადავალ მომდევნო თავამდე. წარმატებები და მალე დადე გთხოვ.❤❤❤

《Sunshine》
ხალხო არ არსებობბსსს ეხლა მამამისი მივიდა ვაიმე საწყალი გოგო რა დააშავა მალე დადე შემდეგი მოუთმენლად ველოდები <3

აუცილებლადდდდ... არ გალოდინებთ ბევრს❤️

სტუმარი თიკო
ვაიმე აი ერთი სული და გული მაქვს როდის იქმება მომდევნო თავი. ისეთი საინტერესოა, ისეთი. რაღაც სხვა რომ იმალება არჩილსა და მართას შორის, ისეთ ინტრიგას მიტოვებს. ასე მგონია ჭკუიდან გადავალ მომდევნო თავამდე. წარმატებები და მალე დადე გთხოვ.❤❤❤

დიდი მადლობა ❤️ აუცილებლად

№4  offline წევრი OKI ME

აუუ არ მეყო და რა გავაკეთო ? მართლა არ მეყო, წინა თავები უფრო დიდები იყო მგონი :დდდ ვიცი, ვიცი, ჰო რომ უმადური მკითხველივით მომდის მაგრამ რა ვქნა? რა ჩემი ბრალია? აუ, მალე დადე რაა. ახალი თავი რომ დავინახე სახე გამებადრა მარა რათ გინდა, დავიწყე და ჰოპ ზესაინტერესო მომენტში დაამთავრე, გაწყვიტე (( :დდდ

მოკლედ, წარმატებები და ველი ახალ თავს უახლოეს მომავალში ❤️ ისე ძალიან საინტერესო თავი იყო. ამ არჩილის ვერ გავივე რა ძაან უხეშია, იმედია ახსნის რატომ არის ასეთი მართას მიმართ. ის კი ვიცი რომ რაღაცას გრძნობს მის მიმართ. ❤️❤️

Megioki

ნუ გეთანხმები, მართლა პატარა გამოვიდა , მიზეზსაც გეტყვი- ოჯახური 'დაკავებულობა' ვერ მოვახერხე უფრო მეტი შემომეთავაზებინა, მაგრამ შემდეგს ვეცდები რომ დიდი გამოვიდეს ♥️

№6  offline წევრი Chocolate from White Hell

დღეს წავიკითხე მეორე და მესამე თავი. მოდი, იცი რა ქენი? ეს არჩიბალდ ბანძუკიჩი მე მესროლე და თავს წავაძრობ დედალი ინდაურივით))))) როგორ გამანერვიანა და ამიწრიაპა სული...რამდენს ბედავს ამ ვიდით??(ნუ, ამ ვიდით გაბედავს, თუ გაბედავს, მაგრამ მაინც!!!)
თავი მართას პოტენციალნი ბიჭი ხომ არ ჰგონიიაა??(ჰგონია კი არა, არის....აფსუს!)
ან ეს გიორგი ბიძია სად გამოეკვეტა...??!!!!
დავეგდები და ნერვებს დავიგლეჯ მომდევნო თავამდე, კაქი??!!!!!
იქნებ ვინმემ ტაფაც მათხლიშოს-გამოფხიზლების ვარიანტში.
არა? კარგიიი(თ)!!!

გადავდებ ახლა ეიფორიებს და მოვალ შენამდე.
ქალბატონო, ქეთრინ.
მინდა გითხრათ, რომ ინწერესული სიუჟეტია, მართლა. არის ინტრიგაც..(მე რაც ძალიან მიყვარს). ასევე, იგრძნობა მუხტი. არ ვიცი, შესაძლოა მხოლოდ მე მეჩვენება და მეკრუნჩხება გული, მაგრამ რაცაა, ეგაა.
სიუჟეტი კარგად მიედინება და აქვს რაღავ ვნებიერი. შინაგანი ცეცხლი და ვაი-ვუი.

ორიოდე პაწაწუნა სიტყვით, პაწაწუნა ხარვეზებსაც მოგახსენებ, რაც გამემოკვეტა თვალიკოებში. ის დეფისები, გაორმაგებული რომ არის, ცოტა ძალიან უხეშია, რა. ზოგი გასამებულიც არის და ეს ვაფშე ნიმაგუობაა.
ერთი კანფეტკოა, ხომ?!
კიდევ...ღრამაწიკა არც მე გამომდის იდეალურად, მაგრამ რაღაცაე ვფორხილობ და შენც იმოქმედე, ოკუწი? კარგი ისტორიაა, სიუჟეტიც კარგია და ასეთმა შეცდომებმა რომ გააფუჭოს, საცოდაობაა.

იცოდე, გადევნებ თვალს და ისტორია არ ჩამიგდო, გაიგე, ბრატ?:დდდდ
წარმატებები და აბა შენ იცი. ველი და გელი ახალი თავით.
❤️❤️!

Chocolate from White Hell

კაი ჩემო ძმაო :დდდ ყველანაირად ვეცდები რომ გამოვასწორო ყოველივე ზემო თქმული.. აწი გავითვალისწინებ ძმაკაცი :დდდ♥️

№8  offline წევრი Chocolate from White Hell

_კატერინაააა_

შენ დაგენაცვალოს ჩემი თავჩო, ბრატჩო❤️❤️❤️❤️

ოკ.პკ. :დდდდდ დდდდდდდ ♥️

№10  offline წევრი _კატერინაააა_

ჩემო ძვირფასებო, რაღაც პრობლემების გამო დღეს ვეღარ ვახერხებ ატვირთვას, ძალიან ვწუხვარ , თუმცა ხვალ აუცილებლად ავტვირთავ ❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent