შემიყვარებ! 21 თავი
ალექსანდრე თვალს ვერ წყვეტდა მარიანას, რომელიც თეთრ საქორწილო კაბაში გამოწყობილი ბრწყინავდა, მაგრამ მისი თვალები იმდენად ცარიელი იყო, იმდენად არაფრის მთქმელი, იმდენად ცივი, რომ ალექსანდრეს მალევე გადაუარა აღფრთოვანების პირველმა ტალღამ და მოიღუშა, მარიანა ყალბი ღიმილით უყურებდა სტუმრებს, რომელიც გულითადად ლოცავდნენ და ბედნიერებას უსურვებდნენ ქმართან ერთად. სიტყვა ქმარს კიდევ ვერ შეგუა მისი გონება და უჭირდა თავის ისე წარმოჩენა თითქოს ეს ყველაფერი მისთვის ბენიერი წუთებთან ასოცირდებოდა ქმართან ერთად. ანამ მარიამს ხელი ჩაავლო, როცა სტუმრებმა დაბლა ჩასვლა დაიწყეს და ოთახში შეიყვანა -მარიამ მარიანასთან ერთად არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი... მითხარი მართლა კარგადაა? საშინლად გამოყურებოდა -არვიცი რა გითხრა-მხრები აიჩეჩა მარიამმა-რამდენჯერაც ლაპარაკი დავიწყე მასთან ამ თემაზე უფლება არ მომცა რომ რამე მეთქვა... -ალექსანდრესთან როგორი ურთიერთობა აქვს? ძალიან ვღელავ მასზე -არვიცი-ისევ მხრები აიჩეჩა მარიამმა -ამ თემაზე არ დამლაპარაკებია -ცუდად გამოიყურება, ვხვდები რომ საშინლად განიცდის იმას რაც ხდებᲐ -ასეა, მაგრამ არ ვიცი მე რა გვაკეთო... როგორ მოვიქცე... ერთადერთი რაც მამშვიდებს ისაა რომ მართლა უყვარს ალექსანდრე -ჰო უყვარს, მაგრამ... ის რაც მოხდა... ალბათ ძალიან უჭირს ამ ყველაფერის გადატანა, მითუმეტეს რომ იცის გეგა და სოფო როგორ გაგიჟედნენ ამ ამბების გამო -წარმოდგენაც არ მინდა იმის თუ რა დაიმართეს -სახᲚში მთელი აღარაფერი არ დატოვეს, ერთმანეთს აბრალებდნენ ყველაფერს, მამამ კინაღამ დაარტყა დედას და ამაზე სულ გაგიჟდა სოფო, დღესაც არ ელაპარაკებიან ერთმანეთს... ბოლოს მე მომადგნენ და მე გადამიარეს -ქორწილში მათი მოსვლა გამორიცხულია არა? -რა მოსვლა მარიამ-მწარედ გაეცინა ანას -ის კი არა მე რომ სახᲚში მივალ არც კი ვიცი რას დამმართებენ -გოგონებო დროა ჩვენც წავიდეთ ყველა დაბლა ჩავიდა-მაიამ შეიხედა ოთახში და დები გაიყვანა. მანქანაში, ალექსანდრე დიდხანს უყურებდა გვერდით მჯდომი გოგონას შიშველ ზურგს და მთავგზააბნეულმა ცხელი ტუჩები რომ მიაწება მის მხარს მარიანა შეკრთა, გაბრაზებული სახით მიაჩერდა ბიჭს და იდნავ გვერდზე გაიწია -რას აკეთებ?-დაუღრინა გაღიზიანებული ტონით და საზურგეს მიეყრდნო, თან ხელში დაჭერილ თაიგულს თლილი თითები ძლიერად მოუჭირა, ალექსანდრემ არაფერი უპასუხა, უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები, მზერა აარიდა მარიანას ცივ თვალებს და ფანჯარა ჩამოსწია, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო ათრთოლებული თითებით და ნერვიულად მოუკიდა, მარიანას უნებურად მზერა მის პროფილზე მიეყინა და როცა ალექსანდრემ მისკენ მიიხედა დაღვრემილი სახით მაშინვე აარიდა მზერა. საჭესთან მჯდომი ბექა სარკიდან ადევნებდა თვალს ალექსანდრეს რომელიც სახე წაშლილი იჯდა მარიანას გვერდზე და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, თავადაც დაიძაბა ამ დაძაბულობით და სიგარეტი ამოიღო -ძალიან ხომ არ შეგაწუხებთ?-შეხედა გვერდით მჯდომ მარიანას მეჯვარეს რომელსაც გადაედო მათი უხასითობა -არა-უთხრა გოგონამ დაღვრემილი სახით. თამუნა მოღუშული სახით უყურებდა კახას რომელიც ძალიან ჩქარა ატარებდა მანქანას, დიდხანს ჩუმად იყო, მაგრამ ბოლოს ძალიან რომ მოუმატა სიჩქარეს ვეღარ მოითმინა და საყვედურით უთხრა -კახა ცოტა ნელა იარე გთხოვ-კახამ მაშინვე დააგდო სიჩქარე -კახა ცუდად გამოიყირები... თუ გინდა მე დავჯდები -არა არ მინდა-იაუარა კახამ -კახა იქნება არ ღირდა ამ ქორწილის გადახდა?-ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის მერე თამუნამ ქმარს -რა თქმა უნდა არ ღირდა -დაეთანხმა კახა -ბავშვებს ისედაც დაძაბული ურთიერთობა აქვთ... -ჰო თამუ მაგრამ...-დაიწყო კახამ -სხვა გვარად ვერ მოვიქცეოდით... -მგონი ჯობდა მოგვიანებით გაგვეკეთებინა ეს ქორწილი... -არა არავითარ შემთხვევაში, ხომ ნახე ის დარტყმული სამსახურში მოგვივარდა-შეხედა კახამ ცოლს -ხომ ნახე რეები გააკეთა, შენ ხომ მაინც ნახე -ჰო მაგრამ გეგას გამო არ ღირდა მგონი ასეთი რამის გაკეთება, მარიანა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, არ მეგონა ასე თუ განიცდიდა დღევანდელ დღეს -იმ დარტყმულმა ხომ გაიგე რაც თქვა-გაბრაზდა კახა-თქვენმა ბიჭმა თავისი გაისწორაო, მას ერთი ღამისთვის სჭირდებოდა ჩემი შვილიო, რა უნდა მექნა? -კახა ძალიან ვნერვიულობ, იმედია ეს ქორწილი მშვიდად ჩაივლის -იმედი მაქვს აქაც არ მოვარდება გეგა, თორემ მართლა ვეღარ შევიკავებ თავს -ახლა დაწყნარდება ალბათ-უთხრაბთამუნამ უკმაყოფილო ტონით ქმარს -იცი რა თამუ?-შეხედა კახამ ცოლს -სიმართლე გითხრა მეც იგივე რეაქცია მექნებოდა მსგავს რამეზე... გოგო რესტორნიდან წამოიყვანა, ყველამ ყველაფერი გაიგო და ამ ყველაფერს ისიც დაემატა რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე შეეხო! ასე არ უნდა მოქცეულიყო! ასე არ უნდა მოქცეოდა მარიანას! შეცდომა დაუშვა! -და ახლა ამ შეცდომის გამოსწორება ძვირად გვიჯდება ყველას და პირველ რიგში თავად მათ -ჰო ასეა-დაეთანხმა მოღუშული კახა ცოლს. ხელმოწერის ცერემონიალზე მარიანამ საბოლოოდ დაკარგა თავი, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თᲘთქოს აქ, თავად კი არა ვიღაც სხვა იდგა, სხვა სუსტი, დაუცველი, უსუსური გოგონა, თეთრ კაბაში გამოწყობილი რომელიც ხელს აწერდა იმ საბუთს რომლის მნიშვნელობა წესიერად გააზრებულიც კი არ ჰქონდა, მხოლოდ იმიტომ რომ სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა... სხვა გამოსავალი უბრალოდ ვერ ნახა, ან არ ნახა, რადგან შეეშინა, ძალიან შეეშინდა იმის რაც მოელოდა იმ შემთხვევაში თუ წინ აღუდგებოდა ალექსანდრეს, მისი ოჯახის და საკუთარი მშობლების სურვილს... ასე ერჩია, დამორჩილებოდა საკუთარ ბედს, მიჰყოლოდა ცხოვრების დინებას ვიდრე საპირისპირო მიმართულებით ეცურა, რადგან ზუსტად იცოდა ძალა არ ეყოფოდა დაპირისპირებოდა ყველას და ყველაფერს, როცა კალამი ხელში აიღო დაიხარა და ფურცელს დააკვირდა, თვალთ დაუბნელადა, რამდენიმე წამის განმავლობაში იგრძნო როგორ დაიშალა... როგორ დაიკარგა... ხელი მაინც მოაწერა გასწორდა და გაიღიმა, ვერც კი გააცნობიერა ეს როგორ მოახერხა, ან როგორ მოაწერა ხელი... ისეთი შეგრძნება დაეუფლა კვლავ, რომ აქ თავად კი არა ვიღაც სხვა იდგა და თავად შორიდან უყურებდა ამ სიყალბეს. ალექსანდრე თავს საშინლად გრძნობდა, რადგან მასზე ძალიან მოქმედებდა მარიანას სახეზე აღბეჭდილი თითოეული ემოცია, რომელიც კიდევ უფრო გამძაფრდა ხელმოწერის შემდეგ, იმდენად დაიძაბა მარიანას შემხედვარე რომ, როცა თავადაც ხელი მოაწერა და ტაში და სტვენა ატეხეს დამსწრე საზოგადოებამ მარიანას კოცნა ვერ გაბედა, რადგან მისი თვალებში ჩახედვამ ადგილზე გაყინა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა რომ ამ Ხელმოწერამ კიდევ უფრო დააშორა მასთან, დიდხანს ძალიან დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში და აზრზე მხოლოდ მაშინ მოვიდნენ ორივე როცა ბეჭდების გაცვლაზე მიდგა საქმე, მარიანას ცივი ღითების შეხებამ შეაკთო ალექსანდრე და როცა თავადაც გაუკეთა ბეჭედი გოგონას თლილ თითზე უცნაური გრძნობა დაეუფლა, ისევ თვალებში ჩააცქერდნენ ერთმანეთს და სანამ მარიანან აზრზე მოვიდოდა ალექსანდრემ საფეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები, გოგონას მაშინვე გააჟრჟოლა და არეული თვალებით შეხედა ქმარს, შემდევ კი მზერა მისი თვალებიდან საკუთარ ხელზე გადაიტანა, რომელსაც ქორწინების ნეჭედი უმშვენებდა, ცხვირი აეწვა, მაგრამ Მაქსიმალურად შეიკავა თავი და მოწოლილი ცრემლწბი უკან გააბრუნა, ძალიან დაიბნა, ზუსტად რას გრძნობდა და განიცდიდა ვეღარ აცნობიერებდა. მანქანაში, მთელი გზა ხმას არცერთი არ იღებდა, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა და უცნაური დაძაბულობა ყველას გადაედო მარიანასგან, Ალექსანდრე მთელი გზა სანამ რესტორანში მივიდოდნენ, მარიანას პროფილს არ აშორებდა თვალს, გოგონას წვავად მისი დაჟინებული მზერა მაგრამ განზრახ ჯიუტად არ იყურებოდა მისკენ -მარიანა-მოულოდნელად ჩაესმა ფიქრებში წასულ გოგონას ალექსანდრეს ხმა, შეკრთა და მისკენ მიიხედა, სუნთქვა შეეკრა როცა მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მიეფრქვია და თავგზააბნეულმა ბიჭმა კიდევ უფრო რომ მიუახლოვა სახე გულის ცემაც გაუჩერდა -კარგად ხარ?-ჰკითხა ჩავარდნილი ხმით ბიჭმა და მზერა მარიანას ტუჩებიდან მის თვალებზე გადაიტანა -კარგად ვარ-დაუჩურჩულა სუნთქვა არეულმა გოგონამ და თვალი გაუსწორა ალექსანდრეს დანისლულ სფეროებს, ალექსანდრე ძალიან ეცადა რომ არ შეხებოდა მაგრამ თავს ვერ მოერია და ხელის ზურგი ჩამოუსვა გაფითრებულ ლოყაზე -გაფითრებული ხარ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეკოცნა -კარგად ვარ-უთხრა დარწმუნებით მარიანამ და უკან დაიხია რადგან მისი სიახლოვე აბრუებდა -უკაცრავად ჩვენც აქ ვართ-გამხიარულდა ბექა როცა საეკიდან გამოხედა და ასე ახლოს დაინახა ისინი -გზას უყურე-უთხრა ალექსანდრემ ბრაზნარევი ტონით და ფანჯარა ჩასწია. რესტორანში უფრო ცუდად იგრძნო თავი მარიანამ, რადგან ყველას მზერა მისკენ იყო მომართული და მის თითოეულ მოძრაობას და ქცევას აკვირდებოდნენ -მარიანა სულ გაფითრდი-უთხრა მაკომ როცა მაგიდასთან დასხდნენ -ჰაერი არ მყოფნის ძაან დახუთულობაა აქ-უთხრა მარიანამ სევდიანი ხმით მეჯვარეს -გინდა ჰაერზე გავიდეთ?-შესთავაზა გოგონამ -არა გადამივლის-გაუღიმა მარიანამ და მისკენ მომზირალ სტუმრებს მოავლო თვალი-საშინელებაა, ყველა ჩვენ გვიყურებს -ნუ ნერვიულობ-გაუღიმა მაკომ-ისეთი ლამაზი ხარ აბა ვის უნდა უყურონ -ნეტა გავქრებოდე-უთხრა სიცილით მარიანამ და ალექსანდრემ მისკენ რომ მიიხედა დაიძაბა -უკეთ ხარ?-ჰკითხა დაძაბული ტონით -კიი-უთხრა დარწმუნებით გოგონამ -დალევთ რამეს? -რატომაც არა?-უთხრა მაკომ და ჭიქა გაუწოდა, ალექსანდრემ შამპანური დაუსხა მასაც და მარიანასაც, გოგონამ ცოტა მოსვა ტუჩები უკმაყოფილო სახით დაბრიცა -საშინელებაა-დაიჩურჩულა -არა რატომ?-შეიცხადა მაკომ და ჭიქა მოიყუდა, მარიანა ცოტა გაართო ფოტოების გადაღების მსურველი ხალხის ასვლამ მათ მაგიდასთან, უცნობი ხალხის ჩახუტებამ, ყალბმა გაღიმებამ, მიღებულმა ოქროს სამკაულებმა, თამადის უაზრო სადღეგრძელოებმა, მაგრამ მერე ამანაც დაღალა -ღმერთო ეს დღე არასდროს დასრულდება?-დაუჩურჩულა მაკოს რომელიც ძალიან გაართო ამ ყველაფერმა -მარიანა -გაეცინა მას -როგორმე უნდა გაუძლო -მარიანა როგორ ხარ ჩემო ლამაზო?-მაეიანა და ანა მოივიდნენ მასთან -კარგად-გაუღიმა დებს -კარგად როგორ ხარ?-შეიცხადა მარიამმა-ისევ ისე გაფითრებული ხარ -ჰო მაგრამ კარგად ვარ-შეიცხადა გოგონამ -ცოტა დავლიე და საშინლად არ მესიამოვნა, შეიძლება მაგის ბრალია -თუ რამე აქ ვართ-გაუღიმეს დებმა და მაგიდას დაუბრუნდნენ. ალექსანდრე ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და ძალიან გახალისდა, როცა ცეკვის მსურველმა წყვილებმა თამადის ნებართვის გარეშე დარბაზის ცენტრში დაიკავს ადგილი და ჩქარი მუსიკის ფონზე დაიწყეს უაზრო წრიალი, მათ შორის მათმა მეჯვარეებმა. ალექსანდრე ცოლს მიაჩერდა ჩაწითლებული, ამღვრეული თვალებით და მის პროფილს დააკვირდა, მაგიდასთან მარტო დარჩენილი წყვილი ნელ-ნელა დაიძაბა, მარიანამ იგრძნო ქმრის დაჟინებული მზერა და ინსტიქტურად შეხედა მას, მათი ამრეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა, სულ ცოტა ხანს შეძლეს ერთმანეთის ყურება და მალევე გაექცნენე ერთმანეთის დაძაბულ მზერას, მოულოდნელად ალექსანდრემ დაუჩურჩულა ცოლს -ვიცეკვოთ?-და მის პროფილს მიაჩერდა ამღვრეული თვალებით -არც იფიქრო-უთხრა მარიანამ ისე რომ მისკენ არ გაუხედია, ალექსანდრემ ხელი მიადო ქვედა ყბაზე და თავი თავისკენ მიატრიალებინა დაძაბულ გოგონას -გთხოვ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და თვალებში ჩააცქერდა ჩამუქებული სფეროებით -არ მინდა -უთხრა მარიანამ მშვიდი ტონით და როცა ალექსანდრემ ცივი თითები მის ყელს ჩააყოლა გააჟრჟოლა -მხოლოდ ერთხელ-უთხრა ჩავარდნილი ხმით -არ მინდა გთხოვ-უთხრა მარიანამ მშვიდი ტონით და მის მერას გაექცა -მარიანა-დაუღრინა ალექსანდრემ და მაგიდიდან ადგა გაღიზიანებული, ბექასთან მივიდა და რაღაც უთხრა, მან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მომღიმარი სახით და თვალი ჩაუკრა. სუფრასთან მჯდომი, ანა შეკრთა როცა ვიღაცამ ხელები შემოხვია ზურგს უკნიდან და თავზე აკოცა -მომენატრე-დაუჩურჩულა გიორგიმ და უფრო ძლიერად შემოაჭდო ძლიერი მკლავები -მეეც-უთხრა ანამ და მიმღიმარი სახით ახედა -ჩემი ალქაჯი-დაუჩურჩულა გიორგიმ ყურში და ცხვირზე აკოცა, ანას მაშინვე სუნთქვა შეეკრა -წამო ვიცეკვოთ-ფეხზე ააყენა დაძაბული გოგონა ხელი ჩაკიდა და მოცეკვავე წყვილებისკენ გაემართნენ, ერთმანეთის პირისპირ დადგნენ და თვალებში ჩააცქერდნენე ერთმანეთს, მოულოდნელად გიორგიმ წელზე შემოხვია ხელები და სხეულზე მიიკრო სუნთქვა აჩქარებული გოგონა , ანამაც მაშინვე კისერზე შემოაჭდო ცივი თითები და შუბლი მის შუბლს მიაბჯინა, თან თვალები დახუჭა და მუსიკის ნაზ ჰანგებს აჰყვა. მაგიდასთან მარტო დარჩენილ მარიანას ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა, თავი საშინლად იგრძნო, მარიამი მაგიდიდან ადგა და მისკენ წავიდა მაგრამ სწორედ ამ დროს ბექა მივიდა მარიანასთან და ხელი ჩაავლო მაჯაში -წამო ვიცეკვოთ-უთხრა აციმციმებული თვალებით -არ მინდა -უთხრა ჩავარდნილი ხმით გოგონამ -შანსი არაა უარი არ მიიღება-გაუცინა ბექამ და ფაქტიურად ძალით ააყენა სკამიდან -ბექა გთხოვ -შეეხვეწა მარიანა როცა მოცეკვავე წყვილებმა ცენტრში მოაქციეს ისინი -მარიანა-გაუღიმა ბექამ და წელზე შემოაჭდო მძიმე ხელები -ნუ მეწინააღმდეგები, ნახე ყველა ჩვენ გვიყურებს-უთხრა სიცილით და მუსიკას აჰყვა, შესაბამისად მარიანაც, რადგან გრძნობდა იქ მყოფი უამრავი, უცნობ-ნაცნობი ადამიანების დაჟინებულ და მწველ მზერას, ინსტიქტურად ალექსანდრეს ძებნა დაიწყო თვალებით და რომ ვერ შენიშნა ვერსად გული დაწყდა რატომღაც, ძალიან დაიბნა და დაიძაბა როცა დარბაზში შუქი ჩაქრა სრულიად მოულოდნელად და მხოლოლ ის ადგილი განათდა სადაც ის და ბექა ცეკვავდნენ -რა ხდება?-ჰკითხა Დაძაბული ტონით მომღიმარ ბიჭს რომელმაც მის კითხვას არ უპასუხა და მოულოდნელად ხელები გაუშვა უკან დაიხია და სიბნელეში გაუჩინარდა, მარიანა ისე დაიბნა მისი საქციელის გამო რომ ადგილზე გაშეშდა და სუნთქვა შეეკრა, შეკრთა როცა ვიღაცის შეხება იგრძნო ზურგს უკნიდან, საშინლად დაიძაბა როცა ეს ვიღაცა ზედმეტად მიეკრო მის სხეულს და ცხელი სუნთქვა კისერზე მიაფრქვია, გააჟრჟოლა როცა მისი ცივი თითები შეეხო მარიანას მხრებს და ნელ-ნელა ჩააყოლა მის მკლავებს და სანამ დაბნეული, დამფრთხალი და შეშინებული გოგონა აზრზე მოვიდოდა, ალექსანდრემ თავისკენ მიატრიალა, მაშინვე წელზე შეუცურა ხელები და სხეულზე მიიკრო სიფრიფანა სხეული, მარიანა გაოცებული მიაჩერდა მას და ვერაფერი გააკეთა, საერთოდ ვერაფერი, ალექსანდრე მუსიკას აჰყვა და მარიანაც ინსტიქტირად აჰყვა მის მოძრაობებს, ცოტა ხანას ასე იტრიალეს ერთ წერტილში, ბოლოს მარიანამ თავს მოერია,ინსტიქტურად ხელები კისერზე შემოაჭდო და თვალებში ჩააცქერდა სახე ალწილ ბიჭს. მარიანამ დიდხანს ვერ გაუძლო მის მწველ მზერას და მზერა აარიდა ალექსანდრს ამღვერულ თვალებს, გააჟრჟოლა როცა ალექსანდრე ცხირის წვერით შეეხო მის საფეთქელს -მარიანა-დაუჩურჩულა და კიდევ უფრო მეტად მიიკრო სხეულზე სიფრიფანა სხეული, გოგონა საშინლედ დაძაბა ამ ზედმეტმა სიახლოვემ და გულისცემა აუჩქარდა, ნელ-ნელა სუნთქვა აერია და სისხლი აუდუღდა ძარღვებში, ალექსქანდრემ იგრძნო როგორ იმოქმედა მისმა სიახლოვემ გოგონაზე და გაეღიმა, მაშინვე შუბლზე მიაწება ცხელი ტუჩები და ნელ-ნელა ჩამოაყოლა ცხელი ტუჩები მის სახეს თან ისე რომ ოდნავ, სულ ოდნავ ეხებოდა და მოულოდნელად მარიანას ცხელ, წითელ და ათრთოლებულ ტუჩებს მიაწება ვნებიანი ტუჩები, მარიანას მაშინვე სასიამოვნო გიჟურმა გრძნობამ დაურბინა მთელს სხეულში და უნებურად მის ვნებიან კოცნას კოცნით უპასუხა, როცა ამ ყველაფერს ხმაური მოჰყვა გონს მოვიდა, ალექსანდრეს ტუჩებს მოწყდა და დაბნეული ჩააცქერდა თვალებში -მიყვარხარ-დაუჩურჩულა ალექსანდრემ და ამჯერად საფეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები თავგზააბნეულმა ბიჭმა, როცა შუქი აინთო დარბაზში და ტაში, სტვენა და ხმაური მოჰყვა მათ ცეკვას საშინლად დაიბნა მარიანა ,შეშინებულამ მოავლო თვალი იქ მყოფ აჟიტირებულ ხალხს და ფერი დაკარგა-მარიანა-დაიძაბა მისი სახის შემხედვარე ბᲘჭი-კარგად ხარ? -სუფთა ჰაერზე უნდა გავიდე-უთხრა გოგონამ და როცა ალექსანდრემ ხელი გაუშვა მიტრიალდა, მაგრამ ალექსანდრემ თითები მის თითებში ახლართა და ისე გაიყვანა გარეთ დაბნეული გოგონა, მარიანა მოაჯირს დაეყრდნო ორივე ხელით და ღრმად შეისუნთქა სექტემბრის სუსხიანი ღამის, ცივი ჰაერი, ალექსანდრე ბეჭებით კედელს მიეყრდნო დასიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, ნერვიულად მოუკიდა და გააბოლა, თან ისე რომ მარიანას შიშველი ზურგისთვის თვალი არ მოუშორებია, გაახსენდა მისი ბანკეტის დღესაც ზუსტად ასე მოხდა, ამიტომ მზერა აარიდა და გაბრაზდა საკუთარ თავზე, რადგან მაშინ უფრო მეტი სიახლოვე იგრძნო მარიანასთან ვიდრე ახლა თავიაანთი ქორწილის დღეს, თუმცა ამ სინანულმა სულ რამდენიმე წამს გასტანა და როცა სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩააჭყლიტა მარიანას ზურგიდან მიუახლოვდა და ცივი თითები ააყოლა მის შიშველ ზურგს, გოგონას მაშინვე ჟრუანტელმა დაურბინა მთელს სხეულში და სანამ აზრზე მოვიდოდა, ალექსანდრე ხელებით მოაჯირს ჩაებღაუჭა და ხელებშორის მარიანა მოიმწყვდია -უკეთ ხარ?-ჰკითხა ჩავარდნილი ხმით და ცხელი ტუჩები მიაწება სიკერზე -ალექსანდრე-აღმოხდა სუნთქვა არეულ გოგონას და მისკენ მიიხედა, ალექსანდრეს გაუღიმა და ცხვირის წვერით შეეხო მის ყელს,მოულოდნელად მ შეხების ადგილას ცივი ტუჩები მიაწება და ნელ-ნელა ლავიწის ძვალს გააყოლა -გთხოვ-აღმოხდა მარიანას და მისკენ მიტრიალდა -რას მთხოვ?-თვალებში ჩააცქერდა სახე ალეწილი ბიჭი -ასე ნუ იქცევი-დაუჩურჩულა გოგონამ და მის მზერას გაექცა -როგორ ვიქცევი?-დაუჩურჩულა ყურში და გაეღიმა -ასე-დაუკონკრეტა მარიანამ და ცხვირი აეწვა მისი სუნამოს სიგარეტის და ალკოჰოლოს მძაფრი ნაზავით როცა ალექსანდრემ ზედმეტად მიუახლოვა სახე -ასე როგორ?-ჩაეკითხა ბიჭი -გეყოფა-გაბრაზდა მარიანა, რადგან ხვდებოდა რომ ნელ-ნელა მისი სიხლოვე აბრუებდა -მარიანა-გაბრაზდა ალექსანდრე, მოაჯირს ხელები გაუშვა და ოდნავ უკან დაიწია -უკეთ ხარ? -ასე თუ მოიქცევი უკეთ ვერ ვიქნები-დაუღრინა გოგონამ და შენობაში შევიდა, ალექსანდრე საშინლად გაბრაზდა და სკამს ფეხი მიჰკრა -რა ჯანდაბას აკეთებ?-გაუბრაზდა კახა -აუ არ დაიწყო ახლა-მოიღუშა ალექსანდრე და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან -მეტი აღარ დალიო-დაუღრინა კახამ შვილს -კარგი აღარ დავლევ-უთხრა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა და სიგარეტს მოუკიდა -ალექსანდრე ვიცი და მესმის რომ რთულ მდგომაროებაში ხარ, მაგრამ ის რაც ახლა ხდება მხოლოდ შენი სისულელეის ბრალია, ასე რომ უნდა შეეგუო ამას -ვერ ვეგუები იმას რომ მარიანა ასე მექცევა -დაიმსახურე-უთხრა კახამ და გაეცინა -თავს Ვერ ვიკავებ რომ არ შევეხო...-უთხრა ალექსანდრემ არეული ხმით მამას და მის მზერას გაექცა -ვიცი რომ რთულია, მაგრამ რაც მეტად გადადგავ მისკენ ნაბიჯებს მით მეტად დაშორდები მას -ეს როგორ გავიგო-გაღიზიანდა ალექსანდრე -დრო მიეცი... -უთხრა კახამ მომღიმარი სახით-წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ გულს ატკენ -გგონია რომ ჩემთან ყოფნას მოისურვებს მას მერე რაც მოხდა? -შენთან ყოფნა რომ არ სურდეს როგორ გგონია შენი ცილი გახდებოდა? ჰო ეს ყველაფერი ნაჩქარევად და გაუაზრებდად მოხდა, მე ვიტყოდი ძალდატანებითაც კი... მაგრამ მას უყვარხარ, ასე რომ არ იყოს აქ დღეს შენს გვერდზე უბრალოდ არ იქნებოდა... ვერ შეძლებდა... წავიდოდა... ის შენ მოგენდო... გააცნობიერე ეს... დაელოდე... -უᲧხრა კახამ და შენობაში შევიდა -ბიჭო რა ხდება მარიანა ძაან ცუდად გამოყურება-აივანზე გავიდა ბექა -აუ ახლა შენ არ ბურღო ტვინი რაა-გაბრაზდა ალექსანდრე -მოკვდები ამდენი მოწევით-უთხრა ლადომ რომელიც ბექასთან ერთად მიუახლოვდა და სიგარეტის ღერი თითებიდან ააცალა -ძაან ცუდად ვარ-თქვა ალექსანდრემ მოღუშული სახით -მარიანა ისევ გამირბის -დრო მიეცი, აზრზე მოვიდეს, ასე მოკლე დროში იმდენი რამ დაგატყდათ თავს... თან მისი მშობლებიც არ მოვიდნენ-უთხრა ბექამ -ჰო ალბათ ძალიან განიცდის...-დაეთანხმა ლადო-თან ეს ყველაფერი მხოლოდ შენი ბრალია -მიყვარს-თქვა ბრაზნარევი ტონით და ბიჭების სიცილზე თავადაცვგაეცინა -ურყევი არგუმეტია ვერაფერს იტყვი-უთხრა ბექამ და მხარზე ხელი დაარტყა. მარიანა მოწყენილი სახით იჯდა დებსშორის და სევდიანად იღიმოდა, ალექსანდრეს შეხებამ შეაკრთო რომელიც ზურგს უკნიდან მიუახლოდა ცოლს, დაიხარა და ყელზე მიაწება ცხელი ტუჩები, ანა გაოწია და ალექსანდრე მათშორის Დაჯდა სკამზე -ხომ არ მოიწყინეთ გოგონებო? -გაუღომა ცოლის დებს -ამის ხელში რა მოგვაწყენსს?-ანამ თავის გვერდᲘთ მჯდომ გიორგიზე მიუთითა რომელიც ძლივს ახეხებდა თვალების გახელას სასმლისგან გაბრუებული, ალექსანდრე მარიანას სკამის საზურგეს გახვია ხელი და გოგონას ჩამოშლილი თმის წვალება დაიწყო ცივი თითებით, თან ისე რომ სულ ოდნავ ეხებოდა გოგონას მხარს, მარიამი მომღიმარი სახით აკვირდებოდა მარიანას რეაქციას ალექსანდრეს ქცევაზე და ტუჩის კუთხეში შეპარულ ღიმილს ვერაფრით იშორებდა სახიდან, ალექსანდრე განზრახ ჯიუტად თვალს არ აშორებდა მარიანას პროფილს ცივ თვალებს და იქმადე დაძაბა მისმა მზერამ გოგონა, რომ Მარიანამაც ჯიუტად მიატრიალა თავი მისკენ და თვალებში ჩააცქერდა, დიდხანს მაინც ვერ აიტანა მისი დაჟინებული მზერა და შეხება და ფეხზე წამოდგა -გარეთ გავიდეთ?-მარიამიც ადგა და უკან მიჰყვა დას, ანაც წამოდგა და გრაციოზულათ გაჰყვა დებს გარეთ, ალექსანდრე კი საშინლად გაღიზიანდა მარიანას წასვლის გამო და დაძაბული მზერით მიაჩერდა მინას რომლის მიღმა კარგად ჩანდა გოგონების სახეები -მარიანა კარგად ხარ?-დაიძაბა მარიამი -არვიცი, თავს ცუდად ვგრძნობ -ნერვიულობ და მაგის ბრალია-ჩაეხუტა ანა-იმედია მალე დაიშლება ეს ლოთ ბანდა -ალექსანდრეს შეხება გაღიზიანებს?-გაუღიმა მარიამმა დას -ზუსტად მართალ ვერ ვხვდები რას ვგრძნობ -რას და იბნები და თვალები გიბრწყინდება-გაუცინა ანამ -მისმინე მარიანა-მარიამმა მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა დას- ახლა მართლა დაბნეული და შეშინებული ხარ და შენი მესმის, ისიც მესმის რომ ეს ქორწილი სრულიად უადგილო იყო ახლა შენთვის... ისიც მესმის რომ საკუთარ თავში გარკვევა გიჭირს და ვეღარ ხვდები ალექსანდრეს მიმართ რას გრძნობ... ისიც მესმის რომ მშობლების უარყოფამ საშინლად გატკინა გული, ისიც რომ შენი ქორწილი, თეთრი კაბა და საერთოდ ყველაფერი ეს... სხვანაირად წარმოგედგინა და ახლა საშინლად იმდგაცრუებული ხარ, მაგრამ გთხოვ ნუ შეგეშინდება... მე...რაც არუნდა გადაწყვიტო მხარს დაგიჭერ და გაგიგებ... ასე რომ კარგად დაფიქრდი, ყველაფერი გაიაზრე და ისე მიიღე გადაწყვეტილება ... თუ მასთან ყოფნა გინდა-მარიამმა ალექს გახედა რომელიც წამით არ აშორებდა მათ თვალს და ინსტიქტურად მარიანამაც ქმარს გახედა -თუ დარწმუნებული ხარ რომ გიყვარს და უყვარხარ... მასთან დარჩი... მაგრამ თუ ეჭვი გეპარება მასში ან საკუთარ თავში, თუ გააცნობიერებ რომ ეს ყველაფერი წამიერი სისსიუსტის გამო მოხდა და რეალურად არ გიყვარს, არ გინდა მასთან და არ გჭირდება... ნებისმიერ დროს შეგიძლია მასზე უარი თქვა, გესმის ჩემი? მე მხარს დაგიჭერ, დაგეხმარები... მაგრამ ამას ახლა ნუ გადაწყვეტ, დრო მიეცი მასაც და საკუთარ თავსაც... ცივი გონებით გადაწყვიტე შენი მომავალი... ეს ქორწილი ჩავთვალოთ რომ საფასურია იმის რაც თქვენ შორის მოხდა და ახლა უფრო მარტივად შეგიძლია გახდე მისი ან გაექცე მას, რადგან აწი ვერავინ შეძლებს თქვას რომ მან შეგაცდინა, მოგატყუა, გაგასულელა,გამოგიყენა... იმის რისიც ასე გეშინოდა! ახლა შენ მისი ცოლი ხარ და თამამად შგიძლია გაექცე ხალხის აზრს და იყო მისი, ან წახვიდე მისგან თავაწეული, კარგად დაფიქრდი რეალურად რას გრძნობ მის მიმართ და ეს შენს ყველა კითხვა გასცემს პასუხს -მიყვარს-აღმოხდა მარიანას და მზერა ალექსანდრედან მარიამზე გადაიტანა -ღმერთო ჩემო-გაეცინა ანას და თვალები აატრიალა-ამდენი ამისთვის გელაპარაკა? -უბრალოდ ძალიან მეშინია, არვიცი როგორ მოვიქცე -დრო... მხოლოდ დროს შეუძლია გასცეს შენს ყველა კითხვას პასუხი! ასე რომ მიეცი დროს დრო!-გაუღიმა მარიამმა დას და შუბლზე აკოცა თან სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა, მარიანას რომ გააჟრჟოლა ანამ ხელი ჩაკიდა დას -ნახე კანკალებს, ჩვენ შევალთ-გაუღიმა მარიამს და შიგნით შევიდნენ, მარიამი კარგა ხანს ისგა ერთ წერტილს მიშტერებული და ეცინებოდა მომხდარზე, რამდენი რამ ელაპარაკა მარიანას და მან მხოლოდ ერთი სიტყვით დაუსვა წერტილი ყველაფერს ერთი ,,მიყვარს", ფიქრმა წაიღო და შეკრთა როცა ვიღაცის ცხელი სუნთქვა იგრძნო კისერზე , ძალიან დაიძაბა, მაგრამ ნაცნობმა სურნელმა დააბნია და გაოცებული შეტრიალდა მასთან ზედმეტად ახლოს მდგომი ბიჭისკენ და გაოცებულს აღმოხდა -თორნიკე? -მომენატრე-გაუღიმა ბიჭმა და ლოყაზე აკოცა -შენ? აქ საიდან?-ჰკითხა გაოცებული ტონით დაბნეულმა გოგონამ -ჩვენი ოჯახები მეგობრობენ-აუხსნა ბიჭმა და თავადაც სიგარეტს მოუკიდა -აქამდე ვერ შეგამჩნიე -ახლა-ხანს მოვედი-გაუღიმა თორნიკემ და თვალებშინ ჩააცქერდა -გასაგებია-უთხრა მარიამმა არეული ხმით და მის მზერას გაექცა, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, მარიამმა იგრძნო სახეზე თორნუკეს დაჟინებული მზერა, ამიტომ ცოტა დაიძაბა მაგრამ თავს მოერია და თვალი გაუსწორა მის მწვანე ჩამუქებულ სფეროებ -სასამართლოზე რატომ არ მოხვედი?-ჰკითხა ისე რომ თვალი არ მოუშორებია მისი ალეწილი სახისთვის -ჩემი იქ ყოფნის აუცილებლობა ვერ დავინახე-უთხრა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა -ძალიან მინდოდა რომ მოსულიყავი-უთხრა მარიამმა ჩავარდნილი ხმით -მართლა?-შეიცხადა თორნიკემ -და რატომ? -მჭირდებოდა შენი იქ ყოფნა -უთხრა მარიამმა გაღიზიანებული ტონით -და რა სტატუსით მოვსულიყავი იქ... შენი და ლა შას სასამართლო პროცესზე?-სახელი დაშა დამარცვლით და ხაზგასმით წარმოსთქვა, მარიამმა არაფერი უპასუხა და მის თვალება გაექცა -უბრალოდ მინდოდა ჩემს გვერდზე ყოფილიყავი-უთხრა მარიამმა გამომწვევი ტონით და ზედმეტად მიუახლოვდა ბიჭს, თვალებში ჩააცქერდა და სიგარეტის ლურჯი კვამლი მისი სახისკენ გაუშვა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.