შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარებ! 8 თავი

20-02-2021, 10:31
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 492

მარიამი და თორნიკე დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს ამღვრეულ თვალებში, ბოლოს ვეღარ გაუძლო მარიამმა მის დაჟინებულ, გამომწვევ მზერა და თვალი აარიდა
-თორნიკე მინდა რომ წახვიდე-უთხრა ჩავარდნილი ხმით დაძაბულმა გოგონამ
-მხოლოდ რამდენიმე წუთი...-აღმოხდა თავგზააბნეულ ბიჭს და მარიამის თვალებიდან მზერა მის ყელზე გადაიტანა სადაც სველი თმის წყლის წვეთები მონაცვლეობით ეცემოდა და სწრაფად მიიკვალავდა გზას ქვემოთ გულისკენ და მისი კაბის საკინძის Ქვეშ იკარგებოდა
-თორნკე-მარიამმა დაიჭირა მისი მზერა და გააღიზიანდა, დაბნეულმა ბიჭმა მაშინვე აარიდა მზერა მის სხეულს და თვალი მარიამის სველ, ბზინვარე ოქროსფერ თმას
გაუშტერა -გთხოვ წადი-უთხრა მარიამმა მკაცრი ტონით
-მარიამ მხოლოდ რამდენიმე წუთი
გთხოვ-კარის ჩარჩოს დაეყრდნო ცალი ხელით თორნიკე და გაუღიმა
-რა გინდა? -თვალებში ჩააცქერდა გაღიზიანებული გოგონა
-წინ რთული დღეები გელოდება-უთხრა ყოყმანით თორნიკე, მარიამმა კარი ფართოდ გააღო და ზურგი აქცია, თორნიკე სახლში შევიდა, კარი ფრთხილად მიხურა და მისაღებში შევიდა, სახლი მოათვალიერა და დაიბნა მარიამს თვალი რომ ვერ მოკრა
-ყავა შაქრით თუ უშაქროდ?-სამზარეულოს კარიდან გახედა მარიამმა მომღიმარი სახით და თორნიკეც მაშინვე მასთან გაჩნდა
-ყავას არ ვსვამ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და თავადაც გაეღიმა
-რასაც სვამ ეგ გვნებს-უთხრა მარიამმა მკაცრი ტონით და ელექტრო ჩაიდანს მიუბრუნდა და ორი ჭიქა ყავა გააკეთა, მოტრიალდა Და თორნიკეს გაუწოდა -დალიე ცოტა გამოფხიზლდები
-მთვრალი არ ვარ-გაბრაზდა თორნიკე და ჭიქა უკმაყოფილო სახით გამოართვა, ცოტა მოსვა და ისე დაბრიცა ტუჩები მარიამს სიცილი Უტყდა
-ამ უბედურებას ვერ დავლევ-უთხრა არეული სახით და ჭიქა მაგიდაზე დადო
-შაქარს ჩაგიყრი და დალიე-Ვერ ჩერდებოდა მარიამი მისი სახის შემხედვარე და გიჟივით იცინოდა
-კარგი-დაეთანხმა თორნიკე ყოყმანით და მარიამმა შაქარი რომ ჩაუყარა ჭიქა აიღო და ფრთხილად მოსვა, მარიმმი აივანზე გავიდა და თორნიკესც უკან მიყვა
-სიგარეტი გააქვს?-ჰკითხა კარგახნი ფიქრის მერე მარიამმა, მისკენ მიბრუნდა და თვალებში ჩააცქერდა ოდნავ გაოცებულ ბიჭს
-კი მაქვს-უთხრა არეული ხმით და შარვლის ჯიბიდან ამოიღო სიგარეტი და სანთებელა
-მადლობა-უთხრა მარიამმა და ერთი ღერი ამოიღო გაწვდილი კოლოფიდან და ნერვიულად მოუკიდა
-გამითავდა და ყიდვა მეზარება-უახსნა გოგონამ ჯერ კიდევ ცოტა გაოცებულ ბიჭს
-დაგიტოვებ -უთხრა თორნიკემ მომღიმარი სახით და მაგიდაზე დადო კოლოფი სანთებელასთან ერთად
-მადლობა-არ შეეწინააღმდეგა მარიამი
-მეგონა სეთი სიხშირით აღარ ეწეოდი... გავიგე რომ ადრე თავი დაგინებებია...-უთხრა თორნიკემ კარგა ხნის სიჩუმის მერე
-კარგად გამოგიძიებია ჩემი წარსული-გაეცინა მარიამს
-ჰო კიდევ ბევრი რამე ვიცი შენზე -უთხრა თორნიკემ და ყავა მოსვა არც ისე კმაყოფილი სახით
-თუ არ გინდა არ დალიო, ჩემს გამო თავს ნუ იწვალებ-უთხრა სიცილით მარიამმა
-შენს გამო უარესსაც ავიტან-არ დანებდა თორნიკე და კიდევ მოსვა ყავა
-კიდევ რა გაარკვიე ჩემზე?-ჰკითხა ინტერესით მარიამმა
-ბევრი რამ-უთხრა თორნიკემ მშვიდი ტონით
-მაინც?-ჩაეკითხა მარიამი
-ყველაფერი-მხრები აიჩეჩა თორნიკემ
-როცა დამიჭერენ საჩუქრებს გამომიგზავნი
ხოლმე?-ჰკითხა მარიამმა მომღიმარი სახით -უკვე იცი რომელი ყავა მიყვარს და სიგარეტი
-ამას არ დავუშვებ-გაბრაზდა თორნიკე და შუბლი შეჭმუხნა
-ის ყველაფერი უბრალოდ თამაშია-უთხრა მარიამმა მოღუშული სახით -მათ უნდათ რომ მამაჩემი გადააყენონ, ვიცი...-უთხრა მარიამმა და ზურგი აქცია თორნიკეს, არ უნდოდა მის თვალებზე მომდგარი ცრემლი დაენახა ბიჭს
-ყველაფერს გავაკეთებ შენი უდანაშაულობის დასამტკიცებლად-უთხრა თორნიკემ დარწმუნებით
-ამ ამბავს არა მარტო ჩემი და მამაჩემის...შეიძლება შენი კარიერაც შეეწიროს ხვდები?-უთხრა მარიამმა სევდიანი ხმით
-ჯერ არაფერია გარკვეული... შენი ჩვენება...იმდენად ზერელე და ბუნდოვანი იყო რომ ამით ვერაფერში დაგადანაშაულებენ
-ირაკლიმ დამირეკა დილით...-თქვა მარიამმა ჩავარდნილი ხმით -მითხრა რომ ამ საქმეში მამაჩემის ჩარევა სიტუაციას გაამწვავებს და ჯობია მშვიდად ვიყო და გამოძიებასთან ვითანამშრომლო... ასე რომ შენც ნუ ჩაერევი ამ ამბავში...მითუმეტეს რომ ჩემი არ გჯერა
-უფლებას არ მივცემ რომ ის გააკეთონ რაც უნდათ... უფლებას არ მივცემ რომ ცხოვრება გაგინადგურონ მხოლოდ, იმიტომ რომ მამაშენის მოშორება უნდათ...
-თორნიკე არ მინდა რომ ამ საქმეში ჩაერიოთ შენ და მამა...
-მარიამ სისულელეებს ნუ ლაპარაკობ
-შენ ჩემი არ გჯერა...-გაბრაზდა მარიამი და მისკენ შეტრიალდა-გუშინ კითხვებს რომ მისვამდი... მივხვდი... ვიგრძენი რომ ეჭვი შეგეპარა ჩემს სიმართლეში... მე... ვალდებული არ ხარ ჩემი გჯეროდეს... მაგრამ მე მართლა არ დავხმარებივარ გაქცევაში ლაშას...-აღმოხდა მარიამს და ხმა ჩაუწყდა, დიდხანს იდგა გარინდებული და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა, თორნიკე გაქვავებულივით იდგა და მარიამის შიშველ ზურგს უყურებდა რომელზეც დროდადრო კიდევ ეცემოდა სველი თმიდან ჩამოცურებული წყლის წვეთები, თორნიკემ რამდენიმე წამის განმავლობაში სრულიად დაკარგა თავი ზურგით მდგომ მარიამს მიუახლოვდა და მის შეშველ ზურგზე, უნებურად ᲐᲙანკალებული თითები წყლის წვეთისგან დატოვებულ ადგილს ააყოლა, მარიამს გააჟრჟოლა და დაბნეული თორნიკესკენ მიტრიალდა, მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა და დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს მწვანე ჩემუქებულ სფეროებში, მარიამი იმდენად დაძაბა თორნიკეს ზედმეტმა სიახლოვემ რომ ვერაფერი გააკეთა, თითქოს ადგილზე გაიყინა
-მარიამ-დაიჩურჩულა თორნიკემ მისი სახელი უცნაური ხმით და სახეზე შეახო თრთოლებული თითები -მე შენი მჯერა-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და Ხელი მის თმას ჩამოაყოლა, მარიამს სუნთქვა შეუწყდა და გულისცემა გაუჩერდა მისი ამგვარი ქცევის გამო, მოულოდნელად თორნიკემ უკან დაიხია მიტრიალდა და სახლიდან გიჟივით გავარდა, მარიამი ისე იყო მოხდარით გაოგნებული რომ კარგა ხანს აზრზე მოსვლას ვერ ახერხებდა.
სოფო წასასვლელად გამზადებულ გოგონებს კართან გადაეღობა
-შეიძლება გკითხოთ სად მიდიხართ?
-მარიამთან დედა, დღეს მეორეთ დაკითხეს ხომ იცი არა-აბუზღუნდა ანა
-უნდა ვნახოთ-უთხრა მარიანამ მკაცრი ტონით
-მე წაგიყვანთ-უთხრა სოფომ გოგონებს და მანქანის გასაღებს დაწვდა, გაოცებული დები ერთმანეთს მიაჩერდნენ და დედას უკან მიყვნენ.
მარიამს ძალიან გაუᲮარდა დები რომ ესტუმრნენ, ცოტა გახალისდა და ის დაძაბულობა რაც დაკითხვის დროს გადაიტანა საერთოდ მოეხსნა
-თორნიკემ დაგკითხა?-ჰკითხეს ინტერესით დებმა
-არა მეორემ, ზაზა ჰქვია მგონი-უთხრა მარიამმა
-თორნიკემ რატომ არა?-ეწყინათ დებს -აუ რა ძაან საყვარელია
-ღმერთო ჩემო-გაეცინა მარიამს და თავი მაღლა ასწია
-აუ იმან რატო არა?-ჩაეკითხნენ დები
-განყოფილების უფროსმა უფლება არ მისცა
-აუ დამპალი-დაიჯღანა ანა
-კაი აღარ გამახსენოთ დაკითხვა ისედაც ცუდად ვარ
-მარიამ ხომ იცი...მამა არ დაუშვებს, რომ შენ ამ საქმის გამო რამე პრობლემები შეგექმნას...
-ჰო ვიცი -უთხრა გოგონებს ჩავარდნილი ხმით მარიამმა
-იყო მოსული? გნახა?
-ჰო მთვრალი იყო ძაან, სახლშიც არ შემოვიდა, მითხრა რომ დამეხმარება ყველანაირად და წავიდა
-დაგეხმარება, არ დაუშვებს რომ ამ საქმეს შეეწიროს შენი თავისუფლება და მისი კარიერა
-ვარაფერს გახდება-თქვა მარიამმა მოღუშული სახით -ვიცე პრემიერი ირაკლი ჩაერია ამ საქმეში და უნდა რომ მე ვაღიარო დანაშაული, თითქოს გაქცევაში დავეხმარე ლაშას...
-დამპალი ნაბიჭვ.რი-დაიღრიანა ანამ
-უნდა რომ შენი საშუალებით მამას გადადგომა აიძულოს?-შეიცხადა მარიანამ
-ნეტა მასე მარტივად იყოს -დანაღვლიანდა მარიამი და ყავის ჭიქას დაწვდა კანკალებული
ხელით -მათ უნდათ რომ მე დანაშაული ვაღიარო, მამა კი იძულებით გადადგეს... რადგან მისმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა... მოკლეთ ჩემი საშუალებით უნდათ ბოლომდე გაანადგურონ... ხომ ხვდებით რა მოხდება მამას თუ ჩემს გამო მოუწვეს თანამდებობის დატოვება... საბოლოოდ გაანადგურებენ... შეიძლება დაიჭირონ კიდეც, ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული
-მარიამ არავითარ შემთხვევაში არ აღიარო, თუნდაც გარიგება შემოგთავაზონ-უთხრა გაცეცხლებულმა ანამ დას
-უკვე შემომთავაზეს თავისუფლება მამას და ჩემი კარიერის სანაცვლოდ-მწარედ გაეღიმა მარიამს
-რაა?-გაოგნდა ანა
-გურამმა მიმანიშნა-უთხრა მარიამმა დებს და ცრემლები გადმოუცურდა
-რავითარ შემთხვევაში ეს არ გააკეთო-ფეხზე წამოვარდა მარიანა -რა გულის ამრევები არიან ღმერთო
-ის კრეტინი ლაშა სადაა...ნეტა დაიჭირონ-გაცეცხლდა ანა
-თორნიკემ Მითხრა იმასაც დანაშაულს სტენიანო, მაგიტომ გაიქცა -ატირდა საბოლოოდ მარიამი
-მისი გაქცევის გამოა რომ ცხოვრება გენგრევა...
-ჰო მაგრამ-შეეწინააღმდეგა მარიამი დას
-რა მაგრამ-გაოცდა ანა -იმედი მაქვს არ ამართლებ იმ იდიოტს და უფრო მეტი არ დაგევასა-მისი სიტყვების გაგონებაზე მარიამს სიცილი აუტდა და რომ ვეღარ გაჩერდა მარიანასაც გაეცინა -იმედია Გამტაცებელი არ შეგიყვარდა! ის სინდრომი ხომ არ დაგემართა? ღმერთო გამოგაშტერა
საბოლოოდ... -თქვა დანანებით ანამ და თავადაც გაეცინა გოგონები რომ ვეღარ სულიერდებოდნენ სიცილისგან -მოიცა რა ჰქვია სტრაზბურგის თუ რაღაცის სინდრომი... ,,ქაღალდის სახლს" კიდევ ერთხელ უნდა ჩავუჯდე -თქვა სერიოზული ტონით და მარიამის გვერდზე დაჯდა.
-შენ ჯობია ის მითხრა გიოს ნახვა რატომ აგიკრძალათ დედამ-სხვა თემაზე გადაიტანა ლაპარაკი მარიამმა
-უიმე-უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები ანამ -ამ ქალბატონის გამო-მარიანასკენ გაიშვირა ხელი
-მე?-შეიცხადა მარიანამ
-დიახ შენს გამო! ალექსანდრე არ მოწონს სასიძოთ
დედას
-ღმერთო ჩემო სულ ორჯერ ვნახე ადამიანი-გაბრაზდა მარიანა და ფანჯრიდან დაიწყო ყურება ცარიელ ქუჩაში
-ჰო მაგრამ გეტყობა ზედმეტად რომ აღფრთოვანდი მისით
-ანა იცოდე მოგკლავ-გაბრაზდა მარიანა
-მე რა შუაში ვარ-გაოცდა ანა- სახეზე გაწერია შეყვარებული რომ ხარ მასზე
-ბევრ თურქულ სერიალს მაგიტომ არ უნდა უყურო დაო-გაეცინა მარიანას
-ანუ არ გევასება?-თვალები დააწვრილა ანამ
-თავი დამანებე
-აი მაგიტომ გადაირია სოფო, მიხვდა რომ ალექსანდრე დაგევასა და თან ძალიან
-გოგოებო-ხმა ამოიღო მარიამმა -ეს სასაცილო სულაც არაა, სოფოს მიზეზი აქვს რომ ინერვიულოს, თქვენ სკოლა ახლახანს დაამთავრეთ, უნდა რომ ისწავლოთ და დარწმუნებული ვარ საზღვარგარეთ წასვლაზეც დაგითანხმებთ...
-არა უკვე ვუთხარით რომ სწავლას საზღვარგარეთ არ გავაგრძელებთ-უთხრა ანამ
-ჰო საზღვარგარეთ არ წავალთ-დაეთანხმა დას მარიანა -არ გვინდა ქვეყნიდან წასვლა, მითუმეტეს მის ძმასთან და რძალთან ცხოვრება საფრანგეთში
-შეიძლება მომავალ წელს აზრი შეიცვალოთ...არაფერია გამორიცხული... მას უნდა რომ ისწავლოთ და კარიერა აიწყოთ... ამიტომ ეშინია ასე
-ვისწავლით... გიორგი ან ალექსანდრე რა შუა საერთოდ? სულ ასე იქცევა როცა მამაზეა გაბრაზებული...ჩვენ გვიჭედავს ხოლმე -აბუზღუნდა ანა
-მისმინეთ გოგონებო მარიანა შენ გინდა რომ კარდიოლოგი გახდე , ანა შენ კი ადვოკატი... ამისთვის კი საჭიროა ბევრი სწავლა, სწავლა და ისევ სწავლა... სხვაგვარად მიზანს ვერ მიაღწევთ... ცუდად არ გამიგოთ მაგრამ სოფოს შეხედეთ, პროფესია არ აქვს, მთლიანად გეგაზეა დამოკიდებული... ფინანსურად თუ ისე....და მაგიტომ ეშინია ასე ძალინ რომ მასავით თქვენც ისე სწავლის გარეშე არ დარჩეთ... ეშინია მასსავით არშემდგარ ქალებათ არ დარჩეთ... დედაჩემი აიღეთ, გეგა რომ გაშორდა არიცოდა რა ექნა, ძალიან შეეშინდა... პროფესია კი ჰქონდა მაგრამ არსად ჰქონდა ნამუშევარი და ძალინ შეეშინდა მარტოს ცხოვრების გაგრძელების... პროფესიით ვერც იმუშავა, ვერ შეძლო ექიმობა ...მაღაზიაში გამყიდველად დაიწყო მუშაობა, ოთხას ლარზე მუშაობდა... ამიტომ მასწავლა მე და ამიტომ ცდილობს სოფო რომ დაგიცვათ...
-მარიამ ეს კარძალვები სისულელეა, მას ჰგონია რომ გიოს და ალექს აღარ ვნახავთ მაგრამ უკვე სამჯერ ვნახეთ
-ღმერთო ანა მე რაზე გელაპარაკები და შენ რას მეუბნები-გაბრაზდა მარიამი -ანუ ბიჭებს ჩუმად ნახულობთ?-გაოცდა მარიამი
-ჰოო-აღიარა მარიანამ
-რატო?-წარბი აწკიპა მარიამმა და ჯერ ანას მიაჩერდა მერე მარიანას, გოგონებმა ხმა რომ არ ამოიღეს მარიამმა კითხვა გაუმეორა -რატომ ნახულობთ ბიჭებს თუ სოფო უმიზეზოდ ნერვიულობს ? აღარ შეხვდეთ ცოტა ხანს ასე რთულია ეს?
-არ შემიძლია-დაიწყო ანამ და გაჩუმდა
-რაა?-ჩაეკითხა მარიამი სახე აწითლებულ დას
-გიოს გარეშე-აღიარა ანამ-ძაან მენატრება ხოლმე
-ესე იგი სოფოს უმიზეზოდ არ აშინებს თქვენი სიახლოვე ბიჭებთან
-ჰო მაგრამ უბრალოდ ვნახეთ, ხუთი წუთით სულ ეს იყო...
-გოგოებო მგონი ორივე შეყვარებულები ხართ-დაუსვა დიაგნოზი მარიამმა დებს და გაეცინა მათი სახის შემხედვარე მარიამს.
სახლში დაბრუნებულ დებს ახალი პრობლემა დაატყდათ თავს, მოღუშული სახით დაჯდა სოფო გოგონების პირდაპირ დივანზე და მშვიდად დაიწყო საუბარი
-ბანკეტზე გუგა წაგიყვანთ
-ბანკეტზე საერთოდ არ წავალთ თუ გიო არ წაგვიყვანს-გაბრაზდა ანა
-მაშინ ნუ წახვალთ-მხრები აიჩეჩა სოფომ
-დედა -ხმა გაებზარა ანას
-დედა რა მნიშვნელობა აქვს ვინ
წაგვიყვანს?-გაოცდა მარიანა
-თუ არ აქვს... გუგა მოგაკითხავთ და ის წაგიყვანთ, როგორც ვიცი მასთანაც მშვენიერი ურთიერთობა გაქვთ-უპასუხა სოფომ და სამზარეულოში შეიკეტა.

№1 სტუმარი Mari

dzalian magaria ubralod patara tavebia magram mainc dzalian saintereso da dzalian kargi rodis dadeb shemdeg tavs?

№2  offline მოდერი ნეაკო

Mari
dzalian magaria ubralod patara tavebia magram mainc dzalian saintereso da dzalian kargi rodis dadeb shemdeg tavs?

მიხარია რომ მოგეწონათ, ხვალ დავდებ ახალ თავს

№3 სტუმარი ლიკუნა ზოიძე

არ ვიცოდი რეგისტრაციის გარეშე კომენტარის დაწერა თუ შეიძლებოდა, თორე აქამდე რა გამაჩერებდა. :დ
ნეაკო, ძალიან განსხვავებული და საინტერესო ისტორიები გაქვს. აღფრთოვანებული ვარ. ამ ისტორიაში ერთადერთი სოფო მიშლის ნერვებს, საშინდალ აუტანელი ქალია და იმედია მიიღებს თავისას. ერთი ის ვერ გავიგე შენ ვის გულშემატკივრობ, ლაშას თუ თორნიკეს :დ
ერთიც უნდა ვთქვა. მადლობა ნენეს და ელენეს, რომ იძულებითი ქორწინების გაგრძელებაზე დაგითანხმეს. და კიდევ მადლობა ნენეს იმისთვის, რომ michele morroneს პროტოტიპი გაპოვნინა. ზუსტი ასლია სანდროსი. მეც მინდოდა რომ გაგრძელებულიყო ისტორია,მაგრამ ჯერ ერთი არ ვიცოდი კომენტარის დაწერის უფლება თუ მქონდა და მეორეც, შენი არ იყოს შემეშინდა ხალხის რეაქციის, ისეთები წერეს მაშინ.
ხოდა მოკლედ, ელენე და ნენე კიდევ ერთხელ მადლობა, რომ თქვენ მაინც არ დაფრთხით და თამამდ გამოხატეთ აზრი.

№4  offline მოდერი ნეაკო

ლიკუნა ზოიძე

ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს თვითოეული მკითხველის აზრი.
რაც შეეხება ლაშას და თორნიკეს ჯერ კიდევ წინაა მათი ურთიერთობის დაძაბვა და მარიამის დაბნეულობა. ბოლოს გაირკვევა რა და როგორ, ჯერ არ გაგიმხელთ ვისთან დარჩება მარიამი :D
,,იძულებითი ქორწინება"-ს რაც შეეხება საკმაოდ რთული იყო ამ ისტორიის წერა და მერე კომენტარებთან გამკლავება... მართლა ძალიან გამიჭირდა ისტორიის დასრულება.
მეორე ნაწილის დაწერაზე ფიქროც ზედმეტი იყო ისეთი რეაქცია მოყვა ამ ისტორიას, მაგრამ ჩემდა გასაკვირად გულშემატკივრებიც ჰყავდა სანდროს და ნათიას წყვილს, თუმცა მაინც ვერ შევძელი უფრო გამეგრძელებინა ისტორია და ეს ორი ერთად დამეტოვა, არალოგიკურად მივიჩნიე ეს, მაგრამ ელენეს, ნენეს და კიდევ რამდენიმე გულშემატკივრის წყალობით ვრისკავ და ვფიქრობ მეორე ნაწილის დაწერაზე, თუმცა არ ვიცი რამდენად კარგი და შემდგარი ისტორია გამოვა...მიხარია ძალიან რომ თქვენც გამომეხმაურეთ, ჩემთვის ძალინ ბევრს ნᲘშნავს ეს, მადლობა კიდევ ერთხელ :)

№5 სტუმარი ინა

ნეაკო ვინც ვკითხულობთ შენს ისტორიებს ჩვენ გამო გარისკე და გააგრძელე ესე ❤️❤️❤️ მიხარია რომ ყოველდღე დებ თითქმის

№6 სტუმარი ლიკუნა ზოიძე

ნეაკო

მე ლაშაც მომწონს და თორნიკეც. დააშაოს რომელიმემ რამე თორე ავირიე სულ :D

სანდრო რომ ისევ ისეთი დარჩენილიყო როგორიც თავიდან იყო, მაშინ არ უნდა ყოფილიყვნენ ერთად.ძნელია ეგეთ ადამიანთან ცხოვრება, მაგრამ ბოლო თავში სულ სხვანაირი გახდა. სულ მქონდა შეგრძნება, რომ სინამდვილეშიც ეგეთი იყო, როგორიც ბოლო თავში და მართლაც, აღმოჩნდა რომ რაღაც ბიძგი სჭირდებოდა შესაცვლელად. თუ გულით გენდომება კარგიც გამოვა და შემდგარიც. უბრალოდ სულ ნუ ორჭოფობ რა. შენი განწყობა აუცილებლად აისახება მეორე ნაწილზე. ხო ხედავ გბალეშიკობენ,მეტი რაღა ქნან. :დ რადგან გადაწყვიტე დაწერა ნუღა ფიქრობ ცუდზე. უბრალოდ დაწერე, როგორც მაგალითად ამ იატორიას წერ, თავისუფლად და თაბდაჯერებულად. ის ფილმი 365 დღე მე ნანახი მქონდა და გუშინ ღამე კიდე თავიდან ვუყურე სანდროს ხათრით და დაჟე ის გოგოც ნათიას მივამსგავსე. აი თავიდან საძინებლის სცენა როა და რო ჩხუბობენ სუფთა ეგ წყვილია რა :D

შენობიტ რო გელაპარაკები იმედია არ გწყინს <3

№7  offline მოდერი ნეაკო

ინა
ნეაკო ვინც ვკითხულობთ შენს ისტორიებს ჩვენ გამო გარისკე და გააგრძელე ესე ❤️❤️❤️ მიხარია რომ ყოველდღე დებ თითქმის

ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის.
მეორე ნაწილს აუცილებლად დავწერ, რადგან ასე მიჭერთ მხარს მკითხველი :)

არა არ მწყინს რა თქმა უნდა, შენ როგორც გაგიᲮარᲓება ისე მომმართე :)
ამ ისტორიას რაც შეეხება მარიამს საკმაოდ გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ არჩევანს რაღაც მიზეზით გააკეთებს ამ ორს შორის და ეს ძალიან რთული გადასატანი იქნება მისთვის

იძულებით ქორწინებას რაც შეეხება ძალიან სასიამოვნოა თქვენი მხრიდან ასეთი მხარდაჭერა, ვეცდები რომ კარგი ისტორია გამოვიდეს და იმედები არ გაგიცრუოთ... მართალი ხართ იმაში რომ თავდაჯერებულად და თავისუფლად უნდა ვწერო, სხვაგვარად ვერ გამოვა ის რისი მოლოდინიცაა ამ ისტორიის მიმართ...
მოკლეთ ძალიან დიდ მადლობას გიხდით მხადაჭერისთვის, ძალიან სასიამოვნოა ასეთი სიტყვების მოსმენა, ძალას მმატებთ თქვენ ყველა რომ წერა განვაგრძო...
მადლობა :)

№8 სტუმარი სტუმარი ელენე

ლიკუნა ზოიძე
არ ვიცოდი რეგისტრაციის გარეშე კომენტარის დაწერა თუ შეიძლებოდა, თორე აქამდე რა გამაჩერებდა. :დ
ნეაკო, ძალიან განსხვავებული და საინტერესო ისტორიები გაქვს. აღფრთოვანებული ვარ. ამ ისტორიაში ერთადერთი სოფო მიშლის ნერვებს, საშინდალ აუტანელი ქალია და იმედია მიიღებს თავისას. ერთი ის ვერ გავიგე შენ ვის გულშემატკივრობ, ლაშას თუ თორნიკეს :დ
ერთიც უნდა ვთქვა. მადლობა ნენეს და ელენეს, რომ იძულებითი ქორწინების გაგრძელებაზე დაგითანხმეს. და კიდევ მადლობა ნენეს იმისთვის, რომ michele morroneს პროტოტიპი გაპოვნინა. ზუსტი ასლია სანდროსი. მეც მინდოდა რომ გაგრძელებულიყო ისტორია,მაგრამ ჯერ ერთი არ ვიცოდი კომენტარის დაწერის უფლება თუ მქონდა და მეორეც, შენი არ იყოს შემეშინდა ხალხის რეაქციის, ისეთები წერეს მაშინ.
ხოდა მოკლედ, ელენე და ნენე კიდევ ერთხელ მადლობა, რომ თქვენ მაინც არ დაფრთხით და თამამდ გამოხატეთ აზრი.

მადლობა ლიკუნა, გამახარა შენმა კომენტარმა heart_eyes მოგბაძავ და ნენეს მეც გადავუხდი დიდ მადლობას. მე არ მიყვარდა აქ წერა და სიტყვით გამოსვლა, არც ვაპირებდი საერთოდ, მაგრამ იმ ორომტრიალში რაც მაშინ "იძულებითი ქორწინების" კომენტარებში ხდებოდა ერთი ნენე იცავდა იმ ისტორიას თავისი ავტორიანად და ამან მეც ძალა მომცა ჩემი აზრი გამომეხატა. ზოგადად ვაფასებ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ უმრავლესობისგან განსხვავებული აზრი გამოხატონ და ჩაქოლვის არ შეეშინდეთ :დ

№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე

მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი მხარდაჭერისთვის, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს.
თქვენმა ასეთმა შემართებამ გადამაწყვეტინა დამეწერა მეორე ნაწილი იმ ისტორიის რომელსაც საკმაოდ დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.
მადლობა კიდევ ერთხელ :)

№10  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani

ახლა შემოვედი აქ ძალიან დაღლილი და როგორი ტკბილი კომენტარები დამხვდა relaxed მადლობა ყველას, ლიკუნას, ელენეს, ნეაკოს და იმ "ტირანს" ჩვენ რომ ვიცით smile გავხალისდი და გამოვცოცხლდი.

განსაკუთრებული მადლობა შენ, ელენეს, Alise- ს და ლიკუნას ასე აქტიურად რომ მეხმიანებით და მგულშემატკივრობთ, მართლა ძალიან მიხარია რომ ასე აქტიურობთ და მხარს მიჭერთ...მართლა ვერ წარმოვიდგენდი თუ იმ ისტორიით შევძლებდი იმას რომ მომეპოვებინა ვინმეს მხარდაჭერა... მოკლეთ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent