შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტიმელა (სრულად)


7-03-2021, 01:53
ავტორი tasusuna
ნანახია 12 393

ოთხ კედელში გამომწყვდეულ მართკუთხა საწოლზე სახეარეული,ძონძით მოსილი,უსულოდ ვდევარ და,
კანზე ამოცოცებულ მარტოობას მკლავებს ვხვევ.
სუნთქვებს შორის მომწყვდეული ინტერვალები ოთახის კედლებს ეკიდება და ბუდეს იკეთებს.
თეთრ,ბათქაშაქერცლილ ჭერზე მოცეკვავე ჭაღის ბროლები ცარიელ თვალებს მიჭრელებს და გარემოს მაცილებს.
სფეროში გაჭრილი სხეული მოძრავ ფიგურებში იჭედება და შეშდება.
თამბაქოს ღერში შეკეთებული ბალახის ბოლი ყელში მეჩხირება და ხველებისგან ფილტვები მეღლება.
დაბალზე ამღერებული მასეკელა თითო ნაპასს მიორკეცებს და შვების წარმოუდგენელ მორევში მაგდებს..
გახსნილი სუნთქვა უჰაერობას ედება და,
ის წუთამდელი შფოთვა რგოლებად გაშვებულ კვამლს მიყვება.
გრამებად ქცეულ სხეულს მიმართულებას ვუცვლი და,
სარკმლისკენ ვინაცვლებ.
საყვირის ნოტებზე აცეკვებული მარჯვენა მტევანი ჰაერში გამოკიდებულ მეობას ეკეკლუცება და ხალისს უბრუნებს.
სითბოში გახვეულ კანზე ეკლებად დავლილი ტაო წარმოუდგენელ სიამოვნებას მანიჭებს და,
გასაცოდავებულ არსებობას მცირედ მავიწყებს..
უკიდურესი სასოწარკვეთიდან,რადიკალურად შეცვლილი ფიქრები ერთმანეთში იხლართება და მწარე სუნში იკარგება..
გაბრუებული,ბოლში მოცურავე გონება ყველა სტრესს ბლოკავს და,
მთვარის შუქზე არეკლილ მტვერის ნაწილაკებს თითოდ ითვლის.
იისფრად აციალებული ღამე ხასიათის ორ მხარეს მიჯნავს და,
დროს მაძლევს,
მცირედ გავთავისუფლდე.
-სტიმელა!-შეძახილი კანზე მთელი ძალით მასკდება და მაშეშებს..
ტერფებიდან,მისხალ-მისხალ წამოსული ცახცახი მთლიანად მედება და ყელიდან ამოყოლილ ჰაერს ყველა გრძნობა ერევა.
ტუჩების ტყვეობაში მოქცეული თეთრი ღერი ყბის ყველა შეტოკებას აყოლებს ტანს და მის მათრობელა არომატში მკარგავს.
უღმერთო კივილი იოგებში მეკარგება და კანი მექავება,ისე მინდა კისრიდან ამოვუშვა ყველა განცდა..
სმენა თითო ბგერას იჭერს და რიგებად მილაგებს თვალწინ..
წარმოუდგენელი სანახაობა უკანასკნელ ადამიანურ უნარს მაცლის და სრულიად ინერტული,
თითო ნოტს მინდობილი,
ყველა სასტიკი სუნთქვისგან დაცლილი,
ჰაერში მონარნარე,
გამოკიდებულ სულს სხეულით ვეგებები.
უწონადობა ჰარმონიას მგვრის და წარმოუდგენლად მაგიჟებს..
უგანცდობისგან დასვენებული სახე ცხელი ცრემლებით მევსება და,
გული მიკვდება,
როგორ ყვება თითო ტკივილს,
თითო ცრემლი-შვებით..
ამოთქმული შრამები ფერად ბილიკებზე ლაგდებოდნენ და თავის იატორიებს თითოდ ამხელდნენ.
მის ჭრილობებს გვიმღეროდა საყვირიდან მასეკელაც და,
ისე ირეოდა ჩემში,
გულს მიჩერებდა.
თითებში ჩამწვარი ნამწვი ჰაერიდან,სარკმლისკენ მომზირალ სხეულისკენ მაბრუნებს და,
გაცრეცილი რიჟრაჟისგან შეშფოთებულ სახეს მიშლის.
უწონადობასა და,
უფიქრო ზმანებაში გათავისუფლებული სული იგივე ნაგავს უბრუნდება და,
იგივე ჭაობში ეფლობა.
-სტიმელა!-უკანასკნელ აკორდს ეგებება მზის პირველი სხივები.
აღარცერთი შვება აღარ მოაქვთ ბგერებს..
___
You met me at a very strange time in my life.

___
არვიცი რა არის,ალბათ-ბოდვა..
სტიმელა..
შფოთვა და ამოხეთქვა.
თავსაც ვეღაც ვეკუთნი..
ანასტასია



№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

ეს არის ეგზისტენციალური კრიზისი, გაუცხოვება სამყაროსთან, ან როგორც ლიტერატურაში მოიხსენიებენ, აბსურდის დრამა. ეს არის შეგრძნება, როდესაც თავს მარტოდ გრძნობ და შფოთავ უზარმაზარ და გადატვირთულ სივრცეში.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ქეთი იმერლიშვილი
ეს არის ეგზისტენციალური კრიზისი, გაუცხოვება სამყაროსთან, ან როგორც ლიტერატურაში მოიხსენიებენ, აბსურდის დრამა. ეს არის შეგრძნება, როდესაც თავს მარტოდ გრძნობ და შფოთავ უზარმაზარ და გადატვირთულ სივრცეში.

როგორ სწორად გაშიფრეთ,ქეთი...
შფოთვა უზარმაზად,გადატვირთულ სივრცეში..
თავის დაღწევის გზები არის?

 


№3  offline მოდერი Catherine Di Perso

ჯანდაბა. ვინ ხარ?!
შფოთვითი აშლილობა რომ გამიმწვავდა, მაინცდამაინც ახლა უნდა წამეკითხა ეს ნაწერი?!
ღმერთმანი, გამანადგურე.
უდაძაბულესი ვკითხულობდი თითოეულ სიტყვას. ვერ ჩავისუნთქე ჰაერი, სანამ ბოლომდე არ ჩავედი. ტრემორმა შემომიტია. ფორიაქი სხეულის ყველა წერტილს სინათლის სისწრაფით ეხეთქებოდა და სახე სიმჟავისგან დამემანჭა.
ადგილს ვერ ვპოულობ.
წამლის დალევა მაიძულე, გეფიცები.

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Catherine Di Perso
ჯანდაბა. ვინ ხარ?!
შფოთვითი აშლილობა რომ გამიმწვავდა, მაინცდამაინც ახლა უნდა წამეკითხა ეს ნაწერი?!
ღმერთმანი, გამანადგურე.
უდაძაბულესი ვკითხულობდი თითოეულ სიტყვას. ვერ ჩავისუნთქე ჰაერი, სანამ ბოლომდე არ ჩავედი. ტრემორმა შემომიტია. ფორიაქი სხეულის ყველა წერტილს სინათლის სისწრაფით ეხეთქებოდა და სახე სიმჟავისგან დამემანჭა.
ადგილს ვერ ვპოულობ.
წამლის დალევა მაიძულე, გეფიცები.

დოზის გადაჭარბება მოგსვლია?!
იმდენად კარგია ხანდახან როცა არაფერზე ფიქრობს გათიშული გონება,ხელი გამირბის,დოზაზე მეტი მივიღო..
ყველაფერი გაივლის,მარტო არ ვართ ❤️

 


№5  offline ახალბედა მწერალი K. I.

tasusuna
ქეთი იმერლიშვილი
ეს არის ეგზისტენციალური კრიზისი, გაუცხოვება სამყაროსთან, ან როგორც ლიტერატურაში მოიხსენიებენ, აბსურდის დრამა. ეს არის შეგრძნება, როდესაც თავს მარტოდ გრძნობ და შფოთავ უზარმაზარ და გადატვირთულ სივრცეში.

როგორ სწორად გაშიფრეთ,ქეთი...
შფოთვა უზარმაზად,გადატვირთულ სივრცეში..
თავის დაღწევის გზები არის?

ვერ დააღწევ! უბრალოდ ამ ყველაფრის მართვა უნდა ისწავლო და გააგრძელო ცხოვრება. სხვათაშორის, ზუსტად ამ თემაზე ვმუშაობ და უახლოეს დღეებში ჩემი ფილოსოფიური ნამუშევრით წარვდგები. ვიცი 4love.ge ცოტა სხვა შინაარსის ტექსტებს ეძებს, მაგრამ რაც მეწერინება, იმაზე ვიხარჯები...
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№6  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ქეთი იმერლიშვილი
tasusuna
ქეთი იმერლიშვილი
ეს არის ეგზისტენციალური კრიზისი, გაუცხოვება სამყაროსთან, ან როგორც ლიტერატურაში მოიხსენიებენ, აბსურდის დრამა. ეს არის შეგრძნება, როდესაც თავს მარტოდ გრძნობ და შფოთავ უზარმაზარ და გადატვირთულ სივრცეში.

როგორ სწორად გაშიფრეთ,ქეთი...
შფოთვა უზარმაზად,გადატვირთულ სივრცეში..
თავის დაღწევის გზები არის?

ვერ დააღწევ! უბრალოდ ამ ყველაფრის მართვა უნდა ისწავლო და გააგრძელო ცხოვრება. სხვათაშორის, ზუსტად ამ თემაზე ვმუშაობ და უახლოეს დღეებში ჩემი ფილოსოფიური ნამუშევრით წარვდგები. ვიცი 4love.ge ცოტა სხვა შინაარსის ტექსტებს ეძებს, მაგრამ რაც მეწერინება, იმაზე ვიხარჯები...

მოუთმენლად გელით ❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

არ ვიცი ეგოისტობაა თუ ბოროტება, როცა ვიცი ესე ცუდად მარტო მე არ ვარ,?

და ეს შვებას მანᲘჭებს...

 


№8  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მარიამი
არ ვიცი ეგოისტობაა თუ ბოროტება, როცა ვიცი ესე ცუდად მარტო მე არ ვარ,?

და ეს შვებას მანᲘჭებს...

მარტო არ ხარ.. ნუ გეშინია ❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიანა

გული გამიჩერდა ლამის,ამდენი ემოცია,ასეთი მძიმე,ზუსტად რომ გადმოსცე,დიდი ძალადა გამბედაობაა საჭირო...
ანასტასია,ბრავო! <3

 


№10  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მარიანა
გული გამიჩერდა ლამის,ამდენი ემოცია,ასეთი მძიმე,ზუსტად რომ გადმოსცე,დიდი ძალადა გამბედაობაა საჭირო...
ანასტასია,ბრავო! <3

მარიანა,❤️❤️❤️❤️უდიდესი მადლობა! ბწვრს ნიშნავს

 


№11  offline წევრი Tskrialashvili Mariami

როგორ ზუსტად არის აღწერილი ის გრძნობა, რომელსაც თვეებია ვატარებ.
და სახელი ვერ მოვუძებნე.
მაგრამ თურმე სახელი კი არა ეს სიტყვები უნდა წამეკითხა
და შემომეხვია.

რამდენი ადამიანის გრძნობა, სიტყვები გადმოეცი ანასტასია ♡

და ამდენი ადამიანებისთვის რამდენს ნიშნავ ♡♡

შენი გამოჩენა,
შენი ასეთი ჩანახატები,
არის გამოღვიძება.
გამოღვიძება იმ უსახელო შეგრძნებების, რომლებიც მხოლოდ ღამე იყრის თავს.

ჩემი გამორჩეული მწერალი ხარ შენ!
♡♡♡

 


№12  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Tskrialashvili Mariami
როგორ ზუსტად არის აღწერილი ის გრძნობა, რომელსაც თვეებია ვატარებ.
და სახელი ვერ მოვუძებნე.
მაგრამ თურმე სახელი კი არა ეს სიტყვები უნდა წამეკითხა
და შემომეხვია.

რამდენი ადამიანის გრძნობა, სიტყვები გადმოეცი ანასტასია ♡

და ამდენი ადამიანებისთვის რამდენს ნიშნავ ♡♡

შენი გამოჩენა,
შენი ასეთი ჩანახატები,
არის გამოღვიძება.
გამოღვიძება იმ უსახელო შეგრძნებების, რომლებიც მხოლოდ ღამე იყრის თავს.

ჩემი გამორჩეული მწერალი ხარ შენ!
♡♡♡

მარიამ,იცი როგორი ძვირფასიც ხარ ჩემთვის და,გული ისე მომეწურა, შენი კომენტარი რომ ვნახე, ვერ აღვწერ..
ნუ შეგეშინდება,თავს დაიძვრენ აუცილებლად ამ სიბნელიდან..
აუცილებლად გამოანათებ ძველებურად და,სუნთქვასაც აღიდგენ..
არ მისცე მას უფლება, შენში დიდხანსიყოს..
მოერიე მას,დაჩაბნე და დამიბრუნდი ძველებური!!! ❤️❤️❤️

Nuki-rocks
ისეთი რამეა რა,მოდის.. ჩაგავლებს და მერე ტკიპასავით გეკრობა. ავია, ზედმეტად ღრმა და ჩამთრევი. დასაწყისშივე უნდა ეცადოს,ალბათ,კაცი რომ არ დაიჩვიოს.
რა ვიცი,რა გითხრათ?!
წარმატებებს გისურვებთ და სიმშვიდეს ❤.

ის სურვილებია,რაც გვჭირდება ხოლმე ❤️❤️❤️❤️
მადლობა! მიხარია რომ გხედავ აქ ❤️❤️❤️

 


№13 სტუმარი ლანა გორგოძე

ძაან მაგარია ბრავო

 


№14  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ლანა გორგოძე
ძაან მაგარია ბრავო

როგორ მიხარია ????❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent