-კავილო.
გამარჯობა ძვირფასო მკითხველო! დიდო, პატარავ, ახალგაზრდავ თუ მოწიფილო! იმედია მოგეწონებათ, მე პირადად ამ ამბავზე მეტირება და არა იმიტომ რომ ეს ჩემი შექმნილია. არა! ეს რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული, აქ ცოტა გავარდისფერებული, მაშინ როცა ნაცრისცერია, მაგრამ მაინც მტკივნეული. მოკლედ, მე დავწერე და თვითონ განსაჯეთ.. ველი თქვენს კომენტარებს(კრიტიკულს თუ დადებითს.) წინასწარ მადლობა რომ დრო დამითმეთ! ****1**** -არა, არა, მარტო ვარ.... არა, არა ასე არ შეიძლება, არა, არა.... როგორ მცივა, თითები გამეყინა, ნეტავ აქ იყოს გამათბობდა, არა, არა, ნუ ხარ ეგოისტი! იქნებ მასაც სცივა, აა? ნეტავ ცივა? არა, ის თბილია არ ეცივება! - გოგონა კანკალებდა, ადგილზე ირხეოდა, ხანდახან ხელს თავშიწაიშინებდა და მერე კბილებს აკაწკაწებდა. -გოგონა, კარგად ხართ? - ორმოციოდე წლის სანდომიანი იერის ქალბატონი, მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. წამით გაშეშდა, ქალს თვალებში ჩახედა, იფიქრებდი გონზე მოვიდაო, მაგრამ ისევ გააგრძელა: -არა, არა, მარტო ვარ...! - ახლა თავის კანტურს და ფრჩხილების კვნეტას მოჰყვა. ქალი მაშინვე მიხვდა რომ საღ აზრზე არ იყო, ამიტომ დახმარება გამოიძახა და ისიც დაუყოვნებლივ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა არავინ ახლდა ქალს და ამიტომ თვითონ გაჰყვა. შეეცოდა, ახალგაზრდა გოგო და მარტო ვერ დატოვა. გზაში ტელეფონზე დაურეკეს და აცნობეს რომ მისი ქალიშვილი, საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაციას უკეთებდნენ. აღმოჩნდა რომ ისიც იმ საავადმყოფოში იყო, რომელშიც თითონ მიჰყავდა გოგონა. ****2**** მანქანების სიგ'ნალი იკლებდა ჭავჭავაძეს. ჭკუაზე აღარ იყო. აქეთ-იქით იხედებოდა და გაფაციცებით ეძებდა სასურველ სხეულს. რამე რომ დამართნოდა ან თავისთვის რამე დაეშავებინა რას იზავდა? მის გარეშე ვერ იცოცხლებდა, თავს არ იცოცხლენდა! -მას არაფერი დაემართება, კარგად იქნება! უკვე გიჟს გავდა, თვალები ჩასწითლებოდა და კორიდას ხარივით უელავდა, სხეული ლარივით დაჭიმვოდა და გახშირებულად სუნთქვდა, ქშინავდა. თავი მიატრიალ-მოატრიალა და თვალში წითელი პალტო მოხვდა, ზუსტად ისეთი მას რომ უყიდა. მისკენ დაიძრა: -ია?! - ჩახლეჩილი ხმით თქვა, რომელშიც იმედის ნაპერწკლები გამოს'ჭვიოდა. მხარზე ხელი შეახო, როგორც კი გოგონამ იგრძნო უკან მიიხედა, მამაკაცი შეათვალიერა და შეშინებულგაოცებული თვალები მიანათა. აშკარად ვერ ხვდებოდა, რა საერთო ჰქონდა მასთან. -მე.. მაპატიეთ, შემეშალა. - ამოიჩურჩულა, მოტრიალდა და გზა განგრძო. როცა ყელეფონი ამღერდა ,მაშინვე ამოიღო და უპასუხა: -ელდარ, ქუთაისის ცენტრალერ საავადმყოფოშია. ერთ-ერთმა ქალმა იპ... ტუ-ტუ. - ბატარეა დაუჯდა. -ფუ შენი, შ.....! - ფეხი საბურავს მიარტყა და ტელეფონი გაგულისებულმა ასფალტზე დაახეთქა. მანქანა მოაბრუნა და ადგილს მოსწყვიტა. -როგორაა? რა მოუვიდა საავადმყოფოში რა უნდა? ჯანდაბა, როგორ არ დავრჩი?! -გამწარებული ხან ტორპედოს ურტყავდა ხელს და ხან წვერზე ისმევდა. ****3**** ოლიმპიური სისწრაფით მივიდა საავადმყოფოში(რამდენიც გადაჭედილი გზების გავლის შემთხვევაში შეიძლება) და გარეთ მომლოდინე მეგობარიც შენიშნა, რომელიც მანქანას ზურგით მიყრდნობოდა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა. -რეზი, როგორაა, საავადმყოფოში რატოა?! გავგიჟდები, ამის დედა შე...! - ღრიალებდა ბოლო ენერგიით. -დამშვიდდი, შეტევა მისცა, ახლა სძინავს. აზრი არ აქვს შესვლას, არ შეგიშვებენ! -ერთი, მაგათი ......, ჩემი ცოლია და სულ ...... მკ'დია! - მხარზე მოჭერილი ხელი ერთი აქნებით მოიშორა და საავადმყოფოს მიმღებში შეაჭრა. -ია ადამიას სართული და ნომერი მინდა! - თქვა მშვიდი ხმით. -ერთი წუთით ახლავე. - მზერა კომპიუტერზე გადაიტანა და მოძებნა დაიწყო თან კითხვებს უსვამდა მამაკაცს. -თქვენ, ვინ ბრძანდებით მისი? - გაისმა მიმღების გოგონას ნაზი ხმა. -ჩემი ცოლია. -იცით, ბატონო ჯერ არ შეიძლება, მიღების საათები ოთხიდან იწყება. -არ მაინტერესებს: რა, რომელ საათზე ხდება! ჩემი ცოლი მარტოა და მე თუ ვერ და მინახავს, შეიძლება მორიგი შეტევა მოუვიდეს. ამიტომ სულ ფე'ხებზე თქვენი წესები, პალატა მითხარი! - გოგონამ ერთ ხანს უყურა, მერე საავადმყოფოს დირექტორთან გადარეკა და ნებართვის შემდეგ უთხრა: -თქვენი ცოლი, მესამე სართულზეა 23 პალატაში. ლიფტიდან მარჯვნივ. მანამდე კი თქვენი პირადობა მომაწიდეთ, მანახველთა სიაში უნდა გაგატაროთ. -ელდარმა, რეზი მანქანაში გაგზავნა პირადობისთვის და დაუყუვნებლივ მიაწოდა გოგონას. -ლიფტს არ დალოდებია, ეგრევე აირბინა კიბეები, ექთანს 23 პალატა ჰკითხა და ერთი ხელის მოძრაობით, შეაღო კარი, რომლოს შიგნით მის საყვარელ ქალს მშვიდად ეძინა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, სახეზე გამოვლილი ცხოვრებისეული ტკივილი. რა მძინარე და საღსალამათი დაიგულა, ამოისუნთქა ისევ იგრძნო ალვეოლებმა ჟანგმადის დიდი მარაგით ავსება. თითქოს ათამდე უჰარლობა და ვაკუუმი კლავდა. კარები გამოიხურა და იქვე ჩაიკეცა. თავი მუხლებზე დადო და ერთმანეთზე გადაჭდობილი თითები თავზე შემოიწყო.. -ელდარ? შვილო აქ რა გინდა? ხო მშვიდობაა? -გოგი?! - კაცი შეათვალიერა-ჩემი ცოლი წევს აქ. - თავით ოთახზე მიუთითა. -უი, რას ამბობ, ეს ლამაზი გოგონა შენი ცოლია?! შემიძლია რამით დაგეხმაროთ? მე გინეკოლოგი ვარ და თუ რამე შემიძლია?! -მხარზე დაკრა ხელი გოგიმ და ჩაიქირქილა. -ბატონო გოგი, მიშო ექიმს დახმარება სჭირდება, კრიტიკული პაციენტი შემოიყვანეს და შეიძლება რომელიმე დაიღუპოს. -ჯანდაბა, ახლავე! ელდარ მე გავედი და თუ რამე ქეთის სთხოვე. - ექთანზე მიუთითა. -მადლობა, წადი მიხედე საქმეს. -რამე გჭირდებათ?! - ჰკითხა ექთანმა. -არა, მაგრამ ჩემი ცოლი ,ვიღაცამ მოიყვანა და ვინაა წავიდა? -არა, არ წასულა. თქვენი მეუღლე რომ მოიყვანა, თანვე მეორე სასწრაფომ მისი შვილიც მოიყვანა. ისაა გოგი რომ გამოიძახეს საოპერაციოდ. -ორსულადაა? - ხმაჩამწყდარმა კითხა. ტკივილი რომელიც თითქოს მიმალულა გულის კუნჭულში, ისევ ამოუტივტივდა და გრძნობდა ისევ ისე ტკიოდა, როგორც ადრე, უბრალოდ მასთან ერთად სიცოცხლე ისწავლა. იმ ქალისთვის ვინც მისი ცხოვრების აზრი ათი წლის წინ გახდა. -დიახ. შეიძლება რომელიმე დაიღუპოს. - დანანებით ახედა ელდარს. -კიბეზე დაგორდა, ჯერ ექვსი თვისაა და... -ცოდოა არ ვიცი როგორ გადაიტანს, იქნებ მოხდეს სასწაული. -ია, მალე გაიღვიძებს?! -ერთ საათში, ალბათ ან მეტში. ძლიერი დამამშვიდებლები გავუჯეთეთ. -მინდა, ის ქალბატონი ვნახო! სადაა? -რეამინაციასთან იყო. -კარგი, მადლობა! - მადლობის ნიშნად თავი დაუკრა. ექთანს დაემშვიდობა და რეამინაციისკენ გასწია. ****4**** ქალი რეანიმაციასთან იდგა და ელოდა პასუხს, რაც მის ცხოვრებას ან გააბედნიერებდა ან საბოლოოდ დაანგრევდა. ელდარმა შეხედა მობუზულ ქალს, რომელსაც თვალებიდან ნიაღვარივით მოდიოდა სისხლის ცრებლები. ხედავდა, როგორ იშლებოდა ქალი და ხვდებოდა, რომ მისი ცრემლები რკინასაც დაშლიდა: მოლეკულებად და ატომებად. -გამარჯობა. - თქვა თბილი ხავერდოვანი ხმით. - ბოდიში, რომ გაწუხებთ, მაგრამ მადლობის გადასახდელად მოვედი. - როცა ქალი ვერ მიხვდა მადლობის მიზეზს, დაუკონკრეტა. - მე, იმ ქალის ქმარი ვარ, ვინც მოიყვანეთ. - ქალმა თავი დაუკრა, "მიღებულია" ს ნიშნად და ისევ ტირილი განაგრძო. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, ირგვლივ, მხოლოდ ქალის მტკივნეული გმივნა თუ გაისმოდა ჰაერში და ისე მჭახედ გაჭრიდა სივრცეს, ყველას ტაო აყრიდა. ვერავინ ბედავდა, ვერ უახლოვდებოდა. რით უნდა ენუგეშენებინათ არ იცოდნენ. ელდარი კვლავ მიუახლოვდა და დაიწყო, ის რაც 5 წელია გრიფიდ საიდუმლო გამხდარიყო ყველასთვის, რომ დაფიქრდა მისთვისაც. დაადო კლეტე და გახსნასაც არ დააპირებდა რომ არა იგივე რაც თვითონ გამოიარა, ახლა ქალიც იმავეს გადიოდა. იმავეს განიცდიდა. -19წლისები ვიყავით. - ქალმა ქვითისნს უკლო და გაკვირვებულმა გახედა. ახლა მხოლოდ ტირილი უნდოდა. კაცმა მის რეაქციას ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო: -გავიპარეთ. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და დღემდე გვიყვარს.- გაეღიმა. - არავის არ უნდოდა ჩვენი ერთად ყოფნა, მაგრამ მაინც ვერ შეგვიშალეს ხელი. გავიპარეთ, მაგრამ არ შევხებივარ, ვერ დავუშვებდი მისი სახელის შელახვას. ჯვარი დავიწერეთ. ეკლესიიდან რომ გამოვედით, ათი კაცი დამიდგა წინ და წამიყვანეს. ისე მცემეს ძვალ რბილი ერთმანეთში ამერია. მეუბნებოდა რომ უარი მეთქვა, თორე მომკლავდა, მაგრამ დღემდე ცოცხალი ვარ. ერთი თვე საავადმყოფოში ვიწექი. სახლიდან არ უშვება და ამიტო იპარებოდა. მისი ძმა ეხმარებოდა ხუთი წუთი შემოირბენდა და ისევ მიდიოდა. ბოლოს გაიგო რომ ისევ მხვდებოდა და ამერიკაში გაუშვა. მეც წავედი. ხელი მოვაწერეთ და უკვე ათი წელია ერთად ვართ. მამამისმა რომ გაიგო დავქორწინდით გულის შეტევა მოუვიდა და გადაიცვალა. ორი წელი იქ ვიყავით, თავს ვერ პატიობდა, ვერც მე მპატიობდა და თავსაც იდანაშაულებდა. ხუთი წელი შვილი არ გვყავდა. - შეჩერდა, ბოლო სიტყვებზე ხმა შეეცვალა. სახეზე ხელი ჩამოისვა. -რამდენჯერმე მოე'შალა. ბოლოს გაგვიჩნდა პატარა ბიჭი. ალექსი. იასმამის საპატივცემულოდ. ძალიან კარგი დედააა. ხანდახან ვეუბნებოდი რომ წავიყვანდი ალექსის და სხვას მივცემდი რომ ცოტა დრო მაინც დარჩენოდა ჩემთვის. სულ იცინოდა. იაზე და შვილზე უფრო ტკბილი, ამ ცხოვრებიდან არაფერი მიმიღია. მაგრამ როგორც ყოველთვის ცხოვრებამ ისევ გამწურა და ჩემი შვილი დაიღუპა. ბაღში მივდიოდი მის გამოსაყვანად ის ასფალტზე უგონოდ დაგდებული სრულად სისხლში ამოსვრილი დამხვდა. თავს იმის უფლება არ მვეცი რომ მეფიქრა რამე მოუვიდოდა. საავადმყოფიში წავიყვანე, მაგრამ უკვე ერთი სააშის გარდაცვლილი იყო ჩემი პატარა ვერ გავიაზრე, ვერ ვიგრძენი. თავს უფლება ვერ მივეცი რომ... ჯანდაბა... რომ მივსულიყავი ადრე ხომ იქნებოდა ცოცხალი. მაგრამ ვერ მივედი კომპანიაში ვიყავი, უფროსმა ბევრი სამუშაო მომცა. ია კი დედამისთან იყო. მე უნდა გამომეყვანა ვერ მივუსწარი. - ამოიხავლა და ცრემლი ჩამოუგირდა ღაწვზე, თავი ხელებში ჩარგო. -მე ვუთხარი იას, ვერ იჯერებდა, იჯდა ტიროდა ,მაგრამ მაინც არ ჯეროდა. მეც მტკიოდა, დანაშაული რომ მიმესწრო კი უფრო მიკლავდა გულს., ამას კი ზევიდან ის ემატებოდა მე საყვარელი ქალის შვილს ვერ მოვუფრთხილდი, საკუთარი სისხლი და ხორცი ვერ დავიცავი. - თავი აწია და ფილტვებიდან ჰაერი გამოაცარიელა. ამოისუნთქა. - ვერ გადაიტანა, შვილის დაკარგვა და სცადა. რამდენჯერმე. შეტევა ყოველ ერთ თვეში ზოგჯერ კი კვირაში უმეორდება. დღეს ისევ სამსახურში მომიწია წასვლა, მასთან მედდა იყო, მაგრამ ჩემს გარდა ყველასი ეშინია. დღეს თქვენ რომ არა, მე.. მას რომ რამე მოსვლოდა თავს ვერ ვაპატიებდი, ვერ ვიცოცხლრბს მის გარეშე. მადლობა რომ გადამირჩინეთ, ღმერთი კეთილ ადამიანს არ გასწირავ. - მხარზე ხელი დაადო. ამ დროს ექიმი გამოვიდა გარეთ. - ძალიან ვწუძვართ, პაციენტი დაკარგეთ. გოგონა გაჩნდა, მაგრამ მისი სიცოვხლეც საფრთხეშია. - ქალს ყურები დაუგუბდა, ვაკუუმში იგრძნო თავი, უჰაერობამ და ნერვიულობამ თავისი ჰქნეს და გონება დააკარგვინეს. ქალი ელდარის ხელებშიმიესვენა. ****5**** -ელდარ?!-თვალები შეშინებულმა გაახილა. -ია?! ჩემო ყვავილო. გოგორ ხარ, რამე გტკივა?! --არა, მციოდა. შენ არ იყავი. - ცრემლი ჩმოუგორდა ღაწვზე. - აქედან წავიდეთ, კარგი? აქაც სიცივეა. -წავიდეც ხვალ. - ამ დროს, კარებზე კაკუნი გაიმა. ვიღაცამ კარები შემოაღო. -ბოდიში, შეიძლება?! - შემოვიდა ქალი. დამწუხრებული, თვალებ დასუებული. თავიდან გოგონას შეეშინდა მერე გაეღიმა. -მე, თქვენ გიცნობთ. - ელდარს და ემას გაუკვირდათ. -მე? -ხო, თქვენ, ხომ ლიზის დედა ხართ? იქ საცდელთან რომ ვიდექი, გიცანით. ბოდიში, მე ავად ვარ და... -შენ, ლიზის იცნობ.? -ხო, რათქმა უნდა! ის ხომ ჩემი კურსელი იყო. ახლა როგორაა? -ის.. - დაფიქრდა იქნებ არ უნდა ეთქვა მისთვის ისევ რომ დაწყებოდა შეტევა? -ის აღარაა, ძვირფასო! -ვაიმე, არა., არა, არა, რატომ მტოვებს ყველა მარტო? არა! რატომ არ ვიმსახურებ არავის? -დამშვუდდი! - გულში ჩაიკრა გოგონა მამაკაცმა. -ნუ ღელავ, შეტევა არ მომდის. რა მოუვიდა? -მშობიარობას გადაყვა...-ამოოსლუკუნაქალმა. -ვაიმე. ბავშვი?-უცებ შეაცანა და გააკანკალა. - ბავშვი როგორაა? - თვალებში ცეცხლი აუელვდა,გაუფართოვდა მოლოფინით. -გდარჩა. - თქვა ცმაჩამწყდარმა ელდარმა.. ეშინოდა რომ ისევ ცუდად გახდებოდა. გოგონა ერთ ხანს ჩუმად იყო. მერე უცებ მორიდებით ამოილაპარაკა. -შეიძლება, რომ ვნახო? -კი, როგორ არა?! - ქალს გაეღიმა. გოგონას ბედნიერებისგან აეყლიანებულ და დარდისგან ფარდაკარგულ სახეზე. დერეფანი გაიარეს და მეოთხე სართულზე ახალშობილიც იხილეს. -როგორი პატარაა. - წვრილი თითები მინას მიადო. თითქოს ასე ეხებოდა მის პაწაწინა სხეულს. -ჰო... - გაეღიმა ელდარს და ცოლის სხეული მაგრად ჩაიკრა გულში. -შეიძლება, ვნახო ხოლმე?! -სევდიანად გახედა ემას. -კი, როგორ არა შვილო!-ექთანი მიუახლოვდათ. -შეგიძლიათ გაეწეროთ, უკვე კარგადაა ქალბატონი და აქ ყოფნა არავის უყვარს. გაეცინა ექთანს თავისივე სიტყვებზე. ****6**** ერთი თვის შემდეგ..... -ელდარ, წავიდეთ დღეს რა, ორი დღეა არ მიმახია... გთხოვ! - ხელი კისერზე მოიკიდა და თვალებში ჩახედა. უყურებდა ქალს რომელმაც დიდი ტანჯვა გამოიარა, შვილი დაკარგა, სუიციდიც ბევრჯერ სცადა, მის დასახმარებლად რა არ გააკეთა, მაგრამ ყველაფერი იმ პატარა ციცქნა არსებამ შეცვალა.. გაეღიმა მის ქცევაზე და ხელში აიტაცა დააფრიალა. -მიყვარხარ ყვავილო.. -დამსვი და წავედით! -კარგი. .... -მოხვედით? -ხო, მოვედით! -სადაა ჩემი ციცქნა? ლილია? -საძინებელშია ძინავს, შეიძლება გელაპარაკა სანამ მას ნახავ? - ემა თვალებში ჩააშტერდა. -ხო, როგორ არა?! -ია, მე უკვე აღარ შემიძლია ბავშვის მოვლა. - ამაზე იას თვალები გაუფართოვდა, ეგონა სხვას უნდა წაეყვანა და სუნთქვა გაურთულდა. ხვდებოდა, ამდენი ხნის მივიწყებული შეტევა, ისევ მოინახულებდა. -და მინდა რომ შენ იშვილო. -სუნთქვა შეეკრა, გული გაუჩერდა, თვალები აემღვრა, სისხლი გაეყინა. -რაა? მე... -შვილო, მე... არ გინდა? -მე, როგორ არ მინდა, მაგრამ.. თქვენ შვილიშვილი ხომ გინდათ? -კი, როგორ არა, არ მომიყვან ხოლმე? -შეხედა გაღიმებულმა, შავებში გამოწყობილმა ქალმა. -მე, ღმერთო.. - ცრემლები წამოუვიდა და ქალს ჩაეხუტა. -ლილიას ახალგაზრდა მშობლები უნდა, დედის და მამის სიყვარული, თქვენ კი ვიცი არაფერს მოაკლებთ. მე მალე მოვკვდები და სანდო ხელში მეყოლება, ჩემი გოგონა. -იას გაეცინა-რას ამბობ, რამდენი წლის ხარ? - გაიოცა. -სიმსივნე მაქვს, ლიზიმაც იცოდა. - გაეღიმა ლიზის გახსენებაზე. - 60 ჩემო ძვირფასო. -ვაიმე მე... ექიმები რას ამბობე. რომელი სტადიააა? -მეოთხე. ამიტომ იშვილეთ ჩემი ლამაზი გოგო და მეც მოსვენებული წავალ ჩემს შვილთან. ხოდა, გინდა რომ იშვილო? -მე, თნახმა ვარ! *****7***** -ელდარ, ვნერვიულობ! ხო ყველაფერი კარგად იქნება? ლილია, ჩვენი შვილი ხო იქნება?! -იქნება! მამამისზე მოვიძიე ინფირმაცია და ავარიაში მოყვა, ოჯახი არ ყავს. მე მოვინახულე და პარალიზებულია. გვთხოვა რომ ხანდახან მივიყვანოთ. -მეშინია, ისევ რამე რომ მოხდეს? -ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ! -მიყვარხარ! - უთხრა და ტუჩის კუთხეში აკოცა. - არ მეყო! - თქვა მამაკაცმა რაზეც იას გაეცინა და თვალი ჩაუკრა. -მალე მივალთ? -თუ არ... - გაიღიმა. -თუ არ დაგასაჩუქრებ, ვერა ხო? -ხო! - მისკენ გადაიწია, ბავშვს თვალებზე ხელი ააფარა და ლოყაზე აკოცა გაღიმებულმა. -რატოოოო? რა დაგიშავე? საღამოს მოგივლი! - წარბები ეშმაკურად აათამაშა. -ჩაჯექი მანქანაში....-ცოტა ხნით გაჩუმდა. -თუ დღეს იყოჩაღებ შეიძლება ღამე დასაჩუქრდე კიდევაც. -ლოყაზე კოცნით, ხო? - გაბრაზებულმა გადმოხედა ელდარმა გოგოს. -არა უკეთესი აზრ მაქ... - და გულიანად გაეცინა კაცის ათამაშებულ ჭინკებზე თვალებში რომ უხტოდნენ. - ბანქო ვითამაშოთ.... - სახე ისევ მოეღუშა ელდარს. - გახდაზე! - დააბოლოვა იამ და ტუჩზე იკბინა. -უყურებ ლილია? მაწვალებ დედაშენი. შვილო თუ რამე მოგინდა მიდი და აიღე! - უთხრა ტანსაცმელებიში გაფუთნულ ბავშვს და მერე იას შემოაჭდო წელზე ხელები. -თუ არ..გაკოცებ არსადაც არ მივდივარ. -გოგონას წითელ ტუჩებს დაეძგერა. -აი ასე! საღამოს გეგმა საღამოისთვის გადავდოთ თორე დაგვაგვიანდება. ....... -ახალ წელს გილოცავ ყვავილო! - მისი ტუჩები დააგემოვნა. -მეც გილოცავ, ჩემო ელვა და დარო! - ჩაეხუტა. ისე როგორც ფარს, საყრდენ კედელს, სიცივის დროს სითბოს, ტკივილის დროს ბედნიერებას. -ჩემი ყვავილი. - უჩურჩულა ყურში ვნებიენად. თვალებში ჩააჩერდა. ორივეს სუნთქვა გაუხშირდა, გული აუჩქარდა, ვნებით აინთნენ. ერთმანეთს სახიფათოდ ახლოს მიუახლოვდნენ. როცა ოთახში, დამაზანზარებელი, მბრძანებლური ყოვლის მპყრობელი ბავშვის ტირილის სხმა გაისმა. -ეს ბავშვი დამცინის. - სახე წაეშალა ვნებისგან აშლილს. იას გაეცინა და ბაშვის ოთახში გავიდა. მალე კი ლოყებწითელა გოგონა გამოიყვანა. -ჩემი ორი ყვავილი. - თვალებით მიეალერსა ორივეს. იამ ბავშვი მათთან ერთად, ხალიჩაზე დასვა. გოგონა დედ-მამას უღიმოდა და ორ კიჭს აჩენდა. მოულოდნელად რომ გაისმა ჰაერთი დამბურძგლავი და ემოციური თან მოჩლექით ნათქვამი პირველი სიტყვა: -კავილო.-ორივემ მის მიმართულებით გაიხედეს. გაოცებულ გაფითრებულებმა. ისეთი სახით მიაჩერდნენ ბავშმა ტირილი დაიწყო. ეგონა რამეზე გაუბრაზდნენ. -არა დე, არა. ნუ ტირი. - ხელში აიტვანა და გულზე მიიხუტა. უცებ ელდარი გონზე მოვიდა და ხარხარი დაიწყო. -მიდი მამას ყვავილო, კიდევ მითხარი. -გოგონა ორივეს უყურებდა, გაფართოებული თვალებით ვერ გაიგო უნდა ეტირა თუ გაეღიმა. მერე ისევ დაუფიქრებლად წამოისროლა. -მამას კავილო. - იას სიხარულის ცრემლები მოსდიოდა, ელდარი კი ისევ ხარხარებდა ბედნიერებისგან და ცოლ-შვილი ერთად აიტაცა ხელში. -ჩემო ყვავილებო, მიყვარხართ! -ჩვენც გვიყვარს ჩვენი მებაღე. - გაეღიმა იას. -კავილო. - ისევ წამოიძახა პატარამ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.