Tequila
-დალევთ რამეს?-ჰკითხა ბარმენმა სახეწაშლილ ქალს, რომელიც თვალებს აცეცებდა გარშემო. -ტეკილა... -ტეკილა? -დიახ,-ცივი და გამყინავი ლურჯი თვალები შეანათა ბარმენს. -ახლავე... უყურებდა, თუ როგორ ასხამდა ბარმენი გრძელ და წვრილ ჭიქაში მათრობელა სითხეს. ახლოს მიიტანა. ცერა და საჩვენებელ თითს შორის მარილი დაიყარა, ცოტა ლაიმის წვენი დააწვეთა. შემდეგ ენით და ტუჩებით ალოკა და ერთი ამოსუნთქვით დალია. სითხემ მომენტალურად, ყველა ორგანო მოიარა, სანამ კუჭამდე ჩავიდოდა. იგრძნო, როგორ სწრაფად იწყო სისხლმა მთელ სხეულში მოძრაობა და ერთიანად მოაწყდა შიგნიდან ყველანაირი გრძნობა. საბოლოოდ ტეკილამ კუჭამდე მიაღწია და აუწვა შიგნით ყველაფერი... -კიდევ დამისხი!-მომთხოვნი იყო მისი ტონი. -დარწმუნებული ხარ?-ეჭვნარევი მზერა მიაპყრო ბარმენმა, სანაცვლოდ, ისევ ცივი მზერა მიიღო,-კარგი, როგორც გენებოს. მთელი საღამო განვლო ბართან ჯდომით. სვამდა და სვამდა. მათრობელა სითხეს, შეუსვენებლად მიაწოდებდა მთელ სხეულს და საშინელ წვას გრძნობდა, მაგრამ სჭირდებოდა...სჭირდებოდა, რომ მოძალებული ემოციებისგან დაცლილიყო. შემდეგ იყო მუსიკა, სულის შემატოკებელი და წამლეკავი. ნელა და ზანტად წამოემართა ადგილიდან. იმდენად გაბრუებული იყო, მომენტში ფეხის სვლაც კი აერია, თუმცა წონასწორობა შეინარჩუნა. ხალხს შეერია და მუსიკას ააყოლა ფრიალა სხეული. საოცრად ჰაეროვანი და ნაზი იყო... ტანს რიტმულად აყოლებდა. თითქოს ერთი მთლიანობა იყო და მუსიკის ჰანგებს, მისი სხეული მთლიანად მოეცვა. ტეკილა უფრო ედებოდა მის სხეულს და ტემპერატურაც იმატებდა. ლამის ცეცხლიც კი მოედო და დაეწვა ყველა ორგანო. ჰაერის უკმარისობა იგრძნო და სასწრაფოდ გარეთ გავიდა. უზარმაზარ ვერანდაზე, ცოტა ხანს მხოლოდ ის იდგა, მაგრამ მალე გაანალიზა, რომ მარტო არ იყო...ვიღაცის მზერა, ერთიანად სწვავდა მოღებულ ზურგს, რომელიც სიცივისგან და სასმლის ტემპერატურისგან ერთიანად ცახცახებდა. -კიდევ დიდ ხანს უნდა მიყუროთ?-იკითხა, როდესაც უკვე გაუსაძლისი იყო ასეთი დაჟინებული მზერა. ვერ ხედავდა, მაგრამ მთელი სხეულით გრძნობდა და უფრო კრთებოდა. -თქვენს დამშვიდებას ველოდი,-უპასუხა მამაკაცმა და ხმის გაგონებამაც კი დააჟრიალა. დაბალი და ზედმეტად ბოხი ბარიტონის ხმამ, გააპო ჰაერი და ქალის ყურთა სმენას, ერთიანად მისწვდა. -თუ ასე დაჟინებით მომაშტერდებით, ვერც დავმშვიდდები. სიჩუმე ჩამოწვა. სამარისებური და აუტანელი სიჩუმე. ხელებიც უკანკალებდა უკვე. ვეღარ იმორჩილებდა სხეულს. ამ დროს მხრებზე ცივი შეხება იგრძნო. გაშეშდა. გაიყინა. შემობრუნება უნდოდა, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა. ხელები ურცხვად აგრძელებდნენ ქალის სხეულზე თამაშს. მოღებულ ზურგზეც კი გაიარეს და მთელ ხერხემალზე, წრფივად მიმოდიოდნენ. სუნთქვა გაუხშირდა. სასმელი, სიცივე და ეს შეხება, არანორმალურად აქცევდა. ვნებებს უღვიძებდა და გონებას ურევდა. ბოლოს საიდან მოიკრიბა ამხელა გამბედაობა, ვერც კი გაიგო, მაგრამ უთხრა: -გეყოფათ! -ნუთუ თქვენც ეს გინდათ? -დიახ, მინდა.-საკმაოდ არამტკიცე ხმა ჰქონდა, რაც მამაკაცს არ გამოჰპარვია. -იცით, თქვენი სხეულის ყველა ნაწილი საპირისპიროს მეუბნება და რომელს დავუჯერო?-მხარზე ცივი ტუჩები დაუტოვა. ქალის ავარვარებული სხეული სიცივის შეგრძნებამ, სრულიად შეშალა და ბაგეებს ყრუ კვნესა დასცდათ.-ხედავთ, გინდივართ. -ვიყვირებ... -სიამოვნებისგან?-აგრძელებდა ურცხვად ქალის სხეულის მთლიანად შეგრძნობას. -არა, ვიყვირებ, რომ მანიაკი ხართ და... -და რა? -და...-ისევ ვეღარ ამოიღო ხმა. თვალები დახუჭა და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ისევ გმინვა აღმოხდა. -წამომყევით...-უთხრა მამაკაცმა და თავისკენ შეამოაბრუნა ქალი. ერთმანეთს თვალებში ჩააცქერდნენ. თვალებში, სადაც ვნება, ცეცხლი და ცხოველური ჟინი ელავდა. ქალს ხელი ჩასჭიდა და ბარიდან გაიყვანა. მიჰყავდა დაცარიელებულ ქუჩებში, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა სად. ენდობოდა, მაგრამ რატომ? ის ხომ სრულიად უცხო იყო? იქნებ უნდოდა რომ შეეგრძნო მამაკაცის სხეული, რომელიც ურცხვად იცქირებოდა თხელი პერანგიდან? ფიქრებიდან მამაკაცის ხმამ გამოიყვანა. -მობრძანდით,-მიიპატიჟა პატარა, მაგრამ საოცრად მყუდრო ბინაში.-დალევთ რამეს? -ტეკილა...-მოკლედ უთხრა ქალმა, რომელიც ჯერ კიდევ სახლით იყო გატაცებული. -რა გქვიათ?-ჭიქა გაუწოდა მამაკაცმა. -ბიანკა. -მარკო,-გაუღიმა-ბიანკა,-მიუახლოვდა მამაკაცი. -დიახ,-ქვემოდან ამოხედა ერთი თავით მაღალ მამაკაცს. -როგორ მინდა თქვენი ორგანიზმის სიმხურვალე შევიგრძნო...-სახეზე ხელი ჩამოუსვა და ყურს უკან გადაუწია თმა. -ცივი ვარ. ხელებიც კი ცივი მაქვს.-ტეკილა აშკარად ურევდა გონებას. მამაკაცის სიახლოვე და ტეკილა, საშინლად აუტანელს ხდიდად სუნთქვასაც კი... -მე გაგათბობთ. -არ გაიყინებით? -გული ძალიან გამითბება. -ანუ, მოვიდე...-გაეღიმა ქალს. -მოდით. ძალიან ახლოს მოდით. -რამდენად ახლოს? -ერთი ორგანიზმი რომ ვიყოთ. -მაშ კარგი. მამაკაცი სავარჯელშ ჩაესვენა და უთხრა: -კალთაში ჩამიჯექით, ბიანკა. -ბატონო?-თვალები დააკვესა ქალმა. -არ ვიკბინები, ნუ ღელავთ. ყოველ შემთხვევაში, გავუძლებ და არ გიკბენთ,-ქვედა ტუჩზე გადაიტარა ენის წვერი და დაჟინებული მზერა მიაპყრო ქალს.-აქ მოდით,-ხელის მარტივი მოძრაობით მოათავსე ქალი თავის კალთაში. -სხვა გზა არც კი დამიტოვეთ,-უთხრა, როდესაც მამაკაცის მკლავებში აღმოჩნდა. -გესიამოვნებათ, მერწმუნეთ. -აბა, დაიპყრობთ ჩემს სულს თუ ასე უნდა მიყუროთ?-ვეღარ მოითმინდა და პირდაპი უთხრა. -დავიპყრობ,-მომთხოვნად წაეტანა ჯერ ქალის ყელს, შემდეგ კი ბაგეებს. ხელები მოხვია წელზე და თეძოებამდეც ჩავიდა. ძალიან მაგრად და მტკივნეულად მოუჭირა ხელი, რასაც ორივეს ყრუ გმინვა მოჰყვა. -მინდა გითხრათ, რომ უფრო შემცივდა და კანი დამეხორკლა. -თავადაც იცით, რომ ეს არის სიამოვნების საწყისი,-ისევ ღიმილი. ქალს უკვე აგიჟებდა მისი ყველა ქცევა. -მეც რომ გაკოცოთ, შეიძლება?-უთხრა ათრთოლებული ბაგეებით. -რა თმქა უნდა,-გაუღიმა-შეგიძლიათ, ცოტა იმოძრაოთ კიდეც. -ანუ?-ჰკითხა გამომცდელი მზერით. -ანუ ჩემს კალთაში იმოძრაოთ. -იქნებ გადავიდე კალთიდან... -ჩემი აზრით, არ გსურთ გადასვლა. იყავით აქ... ერთ ხანს უყურა ქალმა თვალებში. ნელ-ნელა მიუახლოვდა მამაკაცს სახესთან და ყურთან, ძალიან ნელა და ჩუმად ჩასჩურჩულა: -ვნებები დაიცხრეთ, მარკო. არ დაგწვათ საბოლოოდ,-ყურის ბიბილოს კბილებით წაეტანა. ცხელი სუნთქვა შეაფრქვია. სველი კოცნებით ჩაუყვა ყელამდე. შემდეგ მსხვილ და ვარდისფერ ბაგეებამდეც კი მიაღწია და შეუერთა მისი ტუჩები. რაღაც მომენტში, კალთაშიც კი გაიმოძრავა და იგრძნო მამაკაცის აჩქარებული გული და ათრთოლებული სხეული როგორ ითხოვდა უფრო მეტს. დაეჭიმა ხელები მამაკაცს და მალე ვენები დასკდებოდა, ისე აღაგზნო ქალის ამ ქმედებებმა... კმაყოფილების ღიმილმა მოიცვა მთელი სახე და სანამ მამაკაცი ამ ნირვანადან გამოვიდოდა, ხელიდან დაუსხლტა და მოხერხებულად გავიდა გარეთ. ცივმა ჰაერმაც კი ვერ დაუწყნარა წაშლილი სახე, გონება და ვნებები... -შეშლილი!-თავი გააქნია და ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას... ჰააიი, ჰააიიი:დდდდ ჰო ხართ კარგაად?:დდდდ მეც არა მიშავს:დდ რა ხდება ახლა:დდდ ძალიან გამეწელა იმის წერა, რაც გეგმაში მქონდა და ხომ უნდა გაგეჩხიროთ თვალში?!:დდდდ მართალია, კიი:დდ ამიტომ მოვფრინდიი:დდდდ მაგის ჩიტი ვარ ახლა რომ საუკუნეები არ გამოვჩნდეე??:დდდდდ ნურას უკაცრავად...ჰო და მოველ:დდდ მთლად ქარიშხალი არ არის, მაგრამ წამოჟინჟღლა:დდდდ იმედია ესეც მოგეწონებათ:დდდ მოგეწონოთ, რაა:დდ კარგი, ეს თქვენზე დამოკიდებული და ნუ, ჩემზეც... მოკლედ....ესე:დდდ პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.