შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერას ვერსად გაექცევი -5-


31-01-2016, 12:23
ავტორი ანიი
ნანახია 2 879

ანი ბართან მივიდა.
-რას ინებებთ? უთხრა ბარმენმა.
-ვისკი.
ანიმ ვისკი დალია და ბარმენს ჰკითხა:
- უკაცრავად, გავიგე გუშინ აქ გოგომ და ბიჭმა რაღაც განსაკუთრებული ცეკვა შეასრულეს;
-დიახ, მართალი ხართ მთელი ღამე მათზე საუბრობდნენ, ერთადერთი გამორჩეული წყვილი იყო გუშინ..
- და ხომ ვერ მეტყვით სახელებს, იცით მე ქორეოგრაფი ვარ და ვეძებ ახალგაზრდა მოცეკვავეებს. მოიტყუა ანიმ.
- უკაცრავად, მაგრამ კლიენტებთან საუბარი ასეთ თემაზე მეკრძალება.
- ვიცი უბრალოდ, მარტო სახელი და გვარი მინდა მეტი არაფერი. ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ანიმ ვისკი მოსვა და ბარმენს გამომწვევად ახედა.
-გოგო არ ვიცი ვინ იყო და მგონი არც არავინ იცის პირველად ნახეს აქ, ბიჭი ალექსანდრე არაბული იყო... ეეჰ საწყალი გოგო ვინ იცის გუშინ საწოლშიც მიიტყუა და მერე სადმე მიაგდო, როგორც ეხერხება..
ანი ერთ ადგილზე გაშრა, ვეღარ სუნთქავდა, თავბრუ ეხვეოდა, უნდოდა არაბული თავისი ხელით მოეკლა. უცბად გონს მოეგო და გააგრძელა
- ეგ ბიჭი ცნობილი..
-ცნობილი მექალთანეა, არ დააცადა ბარმენმა ანის სიტყვის დამთავრება. ანის ალმური აეკიდა და ჭიქა გამოცალა.
-არა არა ცნობილი ბიზნესმენის შვილიათქო მინდოდა მეთქვა. ანი უფრო მეტად ღელავდა.
-დიახ..
-კარგით მადლობა ინფორმაციისთვის, ანიმ ბიჭს თვალი ჩაუკრა, გაუღიმა, ფული დაუტოვა და ბარიდან გამოვიდა. მანქანაში გაბრაზებული ჩაჯდა და სწრაფად მიაქროლებდა მას. ყველა ემოცია ერთიანად მოაწვა.. როგორც ყოველთბის არც ახლა შემცდარა.. გადაწყვიტა აგარაკზე ასულიყო და ცხენით ეჯირითა.
ტყეში ცხენს სწრაფად მიაჭენებდა დაღლილი და თითქოსდა ყველა ემოციისგან დაცლილი აგარაკზე დაბრუნდა, სახლში შევიდა და მუხლებზე დაემხო. რა ემართებოდა ანას თვითონაც ვერ ხვდებოდა, ასეთი ძალაგამოცლილი, უემოციო არასდროს ყოფილა, მხოლოდ სიბრაზეს გრძნობდა. რატომ? რისთვის? ალექსანდრესთან უბრალო ცეკვის გამო ? და ის ზარები? არა ამის გამო ასე ვერ გაბრაზდებოდა. რაღაც სხვა იყო, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა..
- ალექსანდრე არაბული.. იმეორებდა თან მასთან ცეკვა ახსენდებოდა. ცნობილი მექალთანე.. ახლა მე ამირჩია... ჰგონია მახეში გამაბავს. ანი ფეხზე წამოდგა.
-თამაში უნდა? კი ბატონო, ჯერ არ იცის მე როგორი სახიფათო მოთამაშე ვარ.. არაბული გაგანადგურებ.
რატომ უნდა გაენადგურებინა ის? რის გამო? მხოლოდ ერთი ცეკვის გამო? იმის გამო რომ მისი საწოლში ჩაწვენა სურდა, როგორც სხვების? არა! არა! ანი სხვა არ იყო, სხვების მსგავსად მას ვერ მოექცეოდნენ.
ანიმ მობილური აიღო და მას დაურეკა.
-ალექსანდრე. უთხრა მშიდი ტემბრით
ალექსანდრეს ხმა არ ამოუღია.
-გუშინ კარგად ვიცეკვეთ არა? უთხრა ანიმ ირონიულად.
-კიი, შენ ისეთი გემრიელი ყოფილხარ..
ანიმ ეს რომ გაიგო გაწითლდა, უნდოდა ალექსანდრე დაეხრჩო..მაგრამ თითქოსდა მის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია.
- და შენი ქუდი არ დაგიბრუნო?
- მმმ ჩემთან შეხვედრა გინდა ფისუნიაა? გაიგო მისი ვნებიანი ხმა და გული აუჩქარდა.
-რატომააც არაა, უარს არ ვიტყოდი. აჰყვა ანა თამაშში,მაგრამ უფრო მწარდებოდა.
-მაშინ ერთ საათში სასტუმრო რედისონში გელოდები.. ოთახი N408.. ლამაზად ჩაიცვი და ქუდი არ დაგავიწყდეს.. უთხრა აგდებული ტონით,მაგრამ უზომოდ ვნებიანად.
-კარგიი დამელოდე მალე გნახავ უთხრა ანიმ ვნებიანად და ტელეფონი გაუთიშა.
-ფუუუ იდიოტი, მაგას მე ვინ ვგონივარ?? მაცადოს ჯერ კარგად არ მიცნობს.. თავში ავარდნილო არარაობა! ანი ბრაზობდა, თან წასასვლელად ემზადებოდა, მოკლე კაბა და მაღლები ჩაიცვა, ქუდს ხელი დაავლო და გზას გაუდგა..
........ ალექსანდრე........
-იუჰუუ ის გოგო დღეს ჩემი გახდება.
-ეე შენ და შენი გოგოები, როდის დაანებებ თავს? უთხრა თემომ
-ვის? ქალებს? არასდროს! ისედა საიდან გაიგო მე რო ვიყავი?
-ალბად ბარში იყო რაა და იკითხა.
-შეიძლება.
-და რომელია ეგ გოგო გამახსენე? იკოთხა ლაშამ
-აი ბათუმში რო დაინახა ზღვაში, დასაკერად რომ წავიდა და გაასწრო იმ გოგომ- უთხრა თემომ.
- ააა მერე არ დაიკიდე ეგ გოგო?
-არა, თქვა ალექსანდრემ
-როდის იყო ერთ გოგოს ესე დასდევდი? იკითხა ლადომ
- ეე შე*ემა შეუყვარდა რაა თქვა სტვენით ლაშამ. ალექსანდრემ ეს ყურად არ იღო და თქვა
-წავედი მეე თქვენ დარჩით თუ გინდათ და ხო ნუ დამირეკავთ ვატყობ ტკბილი საღამო მექნება. მანქანის გასაღები აიღო და სახლიდა გავიდა.
- ეე უეჭველი რაღაცას გრძობს უცნაურად იქცევა, ცხოვრებაში არავისთვის უდევნია და ამ გოგოზე გადაირია, თან ის რაღაც "ბედისწერას ვერ გაექცევიო" რომ ეუბნებოდა, მგონი გარეკა ტიპმა. თქვა თემომ სიცილით და სხვებიც აყვნენ.
.......................................
ანიმ გზაში მარის დაურეკა და მოკლედ მოუყვა რაღაცები:
-მაგას ჰგონია ანკესზე გამომაბა, ფუუ იდიოტი
- ვაიმეეე, საწყალიი როგორ ეტყობა რომ არ გიცნოობს..
- მაგას ჰგონია დღეს თავისას გაისწორებს და ხვალ მიმაგდებს, მაცადოს პირღიას დავტოვებ.
-რას აპირებ?
-ეგ მე ვიცი. წავედი ახლა მივედი..
ალექსანდრე უკვე ნომერში იყო, რომელიც ვარდებით იყო მორთული და სასიამოვნო სუნი ტრიალებდა. ანი მანქანიდან გადმოვიდა, სასტუმროში შევიდა და ოთახისკენ წავიდა. კარების წინ გაჩერდა, გაიფიქრა "ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო" და კარებზე დააკაკუნა.
-----------------
აბა რას იტყვით??



№1  offline წევრი Crystal

Dzalian kargia magram,patara tavebia erti amosuntkvit vkitxulob,girchev gazardo tavebi da upro saintereso gaxado:*

 


№2 სტუმარი M

dzalian kargia magram sjobs tavebi gazardo :-*

 


№3  offline წევრი ანიი

მიხარია რომ მოგწონთ love შემდეგში აუცილებლად შემოგთავაზებთ უფრო დიდ თავს love

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ცეცხლი აინთო თამაში დაიწყოოო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent