შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 34) +18


11-03-2021, 15:13
ავტორი Impermeable
ნანახია 2 294

თავი 34 ]

დავუდი

ტკბილ-მწარე

„ბევრი ყოფილა მზეთუნახავი, რომლის სავანეს ოცნებითაც ვერვინ შებედავს
მე კი ვტკბებოდი ნება-ნება მისი ალერსით“
იმრულ კაისი, ისლამამდელი პოეზია

აღმოსავლეთი ერთი დიდი ტკბილ-მწარე გამოცდილებების სკივრია. სწორედ ამაშია მისი მიზიდულობის ძალაც. ერთდროულად გიზიდავს და გაშინებს, თავისკენ გიხმობს და ხელს გკრავს, თავის კალთაში შეგიფარებს და დაუნდობლად მოგიძულებს. სწორედ ქართულ ენაში ვიპოვე ის ეპითეტი, რომელიც ყველაზე მეტად ასახავს ჩვენს მენტალობას, ყოფასა და ცხოვრებისეულ კრედოს და ეს ეპითეტი “ტკბილ-მწარეა”. ბედის ირონიაა, მაგრამ ერაყისგან შორსაც არ მშორდება ტკბილ-მწარობის ხვედრი. ორი თვეა, რაც მე და ლეა ერთად ვცხოვრობთ და ამ ორი თვის მანძილზე განშორებაც გამოვცადეთ, შერიგებაც და ემოციების ის უზღვავი ნაკადიც, რომლის შეგროვებასაც სხვა წყვილები წლებს ანდომებენ. რა ძნელია, როცა საყვარელი ქალი გყავს ასე ახლოს და ამავდროულად შორს. შენს გულ-მკერდზე ხვდებოდეს სიზმრების სამყაროს და შენ მისი სხეულის დაუფლების უფლება არ გქონდეს. ვიცი, რომ ალაჰსა ვსცოდავ, მაგრამ არ მაინტერესებს ჰარამია (ცოდვა) თუ არა ერთ არსად ყოფნა, არც არასდროს ვღელავდი ამ ნაწილზე, მთავარი დამაბრკოლებელი სხვა საკითხია. მე, ბაბილოვანის სამეფოს სახელგანთქმული ხელმწიფის დიდი დაუდ ფაშას მემკვიდრე; მე, რომლის ოჯახიც აქამომდე მთელს ერაყს პროგრესს აზიარებდა; მე, რომლის ოჯახშიც არავინ შეუღლებულა სიყვარულის გარეშე; მე, რომელიც ოჯახის წევრებისთვის არასოდეს ვიშურებდი უპირობო სიყვარულს; მე დღეს სწორედ ისინი ამიმხედრნენ, ვისიც მჯეროდა, ვისაც სულის ნაწილად ვთვლიდი. მაშინ, როცა ბავშვობიდანვე მიქადაგებდნენ, რომ ოჯახი წმიდათაწმიდაა და მხოლოდ ჭეშმარიტი სიყვარულით უნდა შემექმნა, დღეს ამ უდიდეს გრძნობას, თავად უპირისპირდებიან. და მე მეშინია, მეშინია, რომ ლეას ყურამდე ამან არ მიაღწიოს, მან ხომ ჩემს გამო ყველა და ყველაფერი დათმო, მეშინია, რომ ვერ გამიგებს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი თავის ამ გზით დასჯა და ქორწინებამდე არ მიკარება. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ ეს ქორწინება არ შედგეს, ამიტომ რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა დავითმინო, სანამ ყველაფერი არ მოგვარდება. თავთუხისფერ თმებზე ვეფერები ჩემს გულ-მკერდზე გადმოწოლილ ქალღმერთის სხეულს და გუშინდელი მოგონებების თითოეული წამის სამუდამოდ აღბეჭდვას ვცდილობ გონებაში. როგორ მიხარია, რომ ლეასთვის სასურველი ვარ, ეგოისტურად მიხარია, მიხარია, რომ ჩემთან შერწყმის სურვილი აქვს, გუშინ, როცა მისი ნატიფი თითები ჩემს ასოს შეეხო, მიუხედავად მცდელობისა, თავი დავკარგე. დაბერილი კერტები თითქოს თავისკენ მიხმობდნენ და თავადვე მთხოვდნენ მათი გემო შემეგრძნო, ოდნავ გადავუწიე პიჟამო მკერდიდან და ლეას რეაქციას დაველოდე. თვალები დაეხუჭა და თავი უკან გადაეგდო. საოცარი სანახავი იყო, ნამდვილი ქალღმერთი. მკერდი ხელში მოვიქციე და ნაზად შევახე ტუჩები კერტებზე. ლეას სხეული თრთოლვამ მოიცვა, გულისცემა გაუხშირდა, თითოეულ შეხებას თან აყოლებდა ჩუმ კვნესას, მკერდიდან მუცელზე გადავინაცვლე.ვცდილობდი, ჩემი შეხება რაც შეიძლება ნაზი ყოფილიყო, რომ არ დამეფრთხო. სათითაოდ ვეხებოდი მისი სხეულის თითოეულ სიმს და სუნთქვა შეკრული ველოდი სიმის ხმიანობის გაჟღერებას. ძალიან მიჭირდა ვნების მოთოკვა, და მაშინ, როდესაც სიმთა შორის უპირველესს, სხეულის ყველაზე ეროგენულ ზონას შევეხე, თითქოს სამყაროში ყველაზე მიუწვდომელი ყვავილი გაიშალა ჩემს თვალწინ. აქამდე არცერთ ქალთან განმიცდია მსგავსი შეგრძნებები, ს თითების სტიმულაცია ვერც წამომედგინა, რომ შეიძლება ყოფილიყო არა მხოლოდ სხვა სექსუალური მოქმედებების დასაწყისი არამედ თავადვე თვითმყოფადი სექსუალური აქტივობა, ხოლო საყვარელი ქალის ორგაზმის ხილვით გამოწვეული აღტკინება ათასჯერ აღემატებოდა აქამდე ჩემ მიერ განცდილ ყველა ორგაზმს ერთად აღებულს. და მერე მხოლოდ ალაჰმა უწყის, როგორ გამიჭირდა ლეასთან ჩვეულებრივი საუბრის გაბმა, ისე, რომ თითქოს არაფერი მომხდარა და მისთვის აღმოსავლური ქორწინების რიტუალების გაცნობა ისე, რომ არც ლეაში გამეღვივებინა თვითგვემა და სინანული. ამ სიტუაციაში ერთადერთი დამნაშავე მე ვიყავი, თითქოს არა დავუდი არამედ საკუთარი მდგომარეობით გათამამებული იმრუ ლ-კაისი მეფისწული ვიყო, რომლის სურვილების უსიტყვო აღსრულება ხდება, თითქოს მეც სიყვარულისადმიც უფრო თავისუფალი დამოკიდებულება მაქვს, რომლისთვისაც არ არის დამახასიათებელი სირღმისეულობა, ემოციურობა, მგრძნობელობა. აქცენტს გათამამებული მუდამ სატრფოს გარეგნობასა და სატრფიალო თავგადასავლების
აღწერაზე აკეთებდა, ნუთუ მეც მას დავემსგავსე? ხორციელი ვნებები შინაგან სამყაროსა და თმენაზე წინ დავაყენე?

ჩემი ერთადერთი იმედი ერაყში მერიემია. სწორედ ის მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ჩემს ოჯახს აზრს შეაცვლევინებს. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ვაიბერში შეტყობინება მოვიდა. ფრთხილად გადავაჩოჩე ლეას სხეული ჩემი სხეულიდან და ტელეფონის ასაღებად დავიძარი. ისე მშვიდად ეძინა, ისე უშფოთველად, აღარც ღამეული კოშმარები სტანჯავდა. თვალწინ დამიდგა დაჰაბში მისი შფოთვარე ძილი, როგორი უმწეო იყო, როგორი უსუსური. ვეღარ დავუშვებ იმავე მდგომარეობაში დაბრუნდეს, თუ საჭიროა მთელ ერაყს დავუპირისპირდები და ლეაზე უარს მაინც არ ვიტყვი. ის ჩემია, ჩემზე მონდობილი, თითქოს ხელში ბროლის თოჯინა დამაჭერინეს და უდაბნოს ქარაფის კიდეზე ისე უნდა გავიარო, რომ ფეხი არ დამისხლტეს და არ დაიმსხვრას.
შეტყობინება მერიემისგან იყო, ჩემებს საუბარი სურდათ. მას მერე, რაც ჩემს არჩევანს სკეპტიკურად შეხვდნენ, მერიემი იყო ჩვენი შუამავალი და სწორედ მისი საშუალებით ვკონტაქტობდით. ლეპტოპი ავიღე და კარი შეუმჩნევლად გავიხურე, არ მინდოდა ლეას საუბარი მოესმინა, ვერაფერს გაიგებდა, მაგრამ ხმის ტონზე აშკარად შეამჩნევდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, ამიტომ გადავწყვიტე, მანქანიდან მესაუბრა.
მამაჩემი ისევ მკაცრი მზერით მბურღავდა.
- სალამ ალეიქუმ (სალამი შენდა) - ცივად მივესალმე.
- მალეიქუმ ალ სალამ.- თავადაც მშრალად მომიგო.
- იმედია მშვიდობით ბრძანდებით თქვენც და დედაც. იფიქრეთ ჩემს წინადადებაზე? რამდენიმე დღეში ლეასთან ერთად დავბრუნდები. იმედი მაქვს, თქვენს დალოცვას მივიღებთ.
- ალაჰ, ისევ ის გოგო. შვილო განა ტრფობას გიშლით? მესმის, რომ მოხიბლული ხარ. ნამდვილად ლამაზი გურჯის ასულია, მაგრამ განა ჩვენს ოჯახს შეჰფერის ასეთი ცოლი? ჩამოიყვანე და გყავდეს, არავინ გიშლის მაგრამ ცოლად ჩვენი ლაილას დის მსგავსი ოჯახიშვილი შეგფერის.
- ანუ რას მთავაზობთ, ხარჭად დავისვა?- მთელი სხეული დამეჭიმა. საკუთარი მამა თვალებში მიყურებდა და ურცხვად მთავაზობდა საყვარელი ქალის საყვარლობას. - ალაჰმაც დასწყევლოს, თუ გსურთ ისევ თქვენი შვილი გერქვათ, მოგიწევთ ლეა ოჯახის წევრად მიიღოთ.
- მაგრამ ის.. - მამაჩემს საუბარი ამჯერად დედამ გააწყვეტინა. (არაბიოლოგიურმა დედამ - მეორე ცოლმა, რომელიც ბატონმა ალიმ დედაჩემის სიკვდილის შემდეგ შეირთო).
- რა ის..
- ის მუსლიმი არ არის. მართალია წიგნის რჯულის (ავტ: იგულისხმება ქრისტიანები და ებრაელები) წარმომადგენელია და შარიათი არ გიშლით ქორწინებას, მაგრამ არც ჩვენი შესაფერისი ოჯახიდანაა, ქალწულიც კი არ არის. თან ხმები მოგვივიდა ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში და პარალელურად მოუხიბლიხარ. არ მესმის დავუდ, შვილო, ასე როგორ მოგაჯადოვა ურჯულომ?
- შვილს ნუ მეძახი და გიკრძალავთ მეორედ ლეაზე ამ ტონით საუბარს. უკანასკნელად გაფრთხილებთ, ან მიიღებთ მას, როგორც ჩემი გულის თანამგზავრსა და საყვარელ ცოლს, ან ერაყში საერთოდ არ დავბრუნდები.
ის ის იყო გათიშვას ვაპირებდი, რომ ეკრანს მიღმა კარზე კაკუნი გაისმა და მორიდებით ნილაი შემოვიდა. არ მჯერა, როგორ გარბის დრო. დღითიდღე იცვლება და კიდევ უფრო მშვენიერი ხდება მისი სათნო სახე. მონატრებით აღსავსე დიდრონი მწვანე თვალები შემომანათა და აწყლიანებულმა მომიკითხა. მონატრებისგან ცრემლებს ძლივს იკავებდა. როგორ მინდოდა იქ ვყოფილიყავი, გულში ჩამეკრა და მისი ბავშვური სითბო შემეგრძნო. მეც თბილად მოვიკითხე და მალევე გავუთიშე. გავუთიშე და მთელი სიცხადით შევიგრძენი მარტივი ჭეშმარიტება.
ეს ბრძოლა არ იყო ბრძოლა მხოლოდ ჩვენ ორისთვის, ჩემი და ლეასთვის. ეს ბრძოლა სიყვარულისთვის იყო, ნილაისთვის, მერიემისთვის, და ყველა იმ ერაყელი გოგონასა და ბიჭისთვის, რომელიც სიყვარულით შეუღლებაზე ოცნებობდა და მე ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებდი. სახლში ავბრუნდი და ლეას შეუმჩნევლად მივუწექი. ხელები მუცელზე მოვხვიე და კიდევ ერთხელ შევისუნთქე საყვარელი ქალის ბუნებრივი სურნელი ზღვის ქაფის არომატი რომ დაჰკრავს. არა მხოლოდ აღმოსავლეთი, ჩემი ლეასადმი სიყვარულიც ჩანასახიდანვე ტკბილ-მწარე იყო. თითქოს ერთად ვაგემოვნებდით შირბახტს (აღმოსავლური სეზამი). შირბახტის გემოს მიჩვევა სჭირდება, სამაგიეროდ, ამის შემდეგ მას ყველა კერძში ჩაყრით. ლეაც ასე იქცა ჩემი ცხოვრების ყველაზე აუცილებელ სანელებლად. სწორედ მასში ვპოვე ადამიანი, რომელთან განშორება აღარასდროს მომინდება. მართალია მისი ნდობის მოპოვება ისეთივე რთულია, როგორც სეზამის ზედაპირის გარჩევა, თუმცა, მას მერე რაც მისი კეთილგანწყობა და სიყვარული მოვიპოვე, შევიგრძენი მთელი ის სინაზე, რომლის გაცემაც ამქვეყნად ხორცშესხმულ ქალღმერთს შეუძლია.

***

არაფერი სჯობს ამქვეყნად წინასაშობაო სამზადისში გართულ ლეას. თითქოს ყველა ის შობა, რომლის აღნიშვნაც ბავშვობაში ჩემი რწმენის გამო არ მეღირსა, ახლა ერთიანი ძალებით დამეტაკა და სადღესასწაულო მორევში ჩამითრია. მისი თვალები ყველა იმ ემოციას მაგრძნობინებდა, რომელიც ასე მაკლდა: ოცნებას, ბავშვობას და ჯადოსნური ღამის რწმენას. მიუხედავად ინტრიგისა, ვერც ანჟელამ შესძლო ჩვენთვის ამ საღამოს გაფუჭება. მაშინ, როცა ლეას მორიგი ეჭვიანობის თავდასხმის მოსაგერიებლად შინაგან ძალებს ვუხმობდი, სასიამოვნოდ გამაკვირვა და ჩემს მკლავებში სპარსული კნუტივით გაიტრუნა. ვეფერებოდი მის თმებს და ვგრძნობდი, რომ ბედნიერება ეს იყო და მას სახელად ლეა ერქვა. მე ყველაფერი მქონდა რაც ჯადოსნურ ღამეს სჭირდებოდა და ეს ყველაფერი ლეა იყო. მაგრამ ნეტავ ლეაც იმავეს ფიქრობდა? ფილმებში სულ იმას აჩვენებენ, რომ შობას ყველა საკუთარ ოჯახში ხვდება, რაოდენ ცუდი ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეთ საკუთარ ოჯახის წევრებთან. ფრთხილად შევაპარე ლეას კითხვა დედაზე, მაგრამ პასუხმა სასიამოვნოდ გამაკვირვა. ისევე როგორც ჩემთვის, ლეასთვისაც ახლა მე ვიყავი ოჯახი და ეს ოჯახი სრულყოფილი იყო. მე ვიყავი სახლი, რომელსაც თავს შტორმისგან შეაფარებდა, მთავარია საძირკველი მტკიცე მქონოდა, რომ მოსალოდნელი თავდასხმებისთვის გამეძლო. ისიც კარგად მესმოდა, რომ გურჯნი შობას არა 25 დეკემბერს არამედ 7 იანვარს აღნიშნავდნენ, იქნებ მომეხერხებინა კიდეც და ნამდვილი შობა მაინც გაეტარებინა ლეას დედასთან ერთად.

მეორე დილით ლეას ჩვეულებისამებრ კოცნით გამოვემშვიდობე და გეზი ლეას მშობლიური ბინისკენ ავიღე. მივუყვებოდი საბჭოთადროინდელი ალაგ-ალაგ ამომტვრეული სადარბაზოს კიბეებს და გული უფრო და უფრო სწრაფად მიცემდა. ვღელავდი, რა რეაქცია ექნებოდა ლეას დედას ჩემს ნახვაზე. კართან მდგარმა ერთი პირი მობრუნებაც კი დავაპირე, მაგრამ შინაგან სიმხდალეს როგორღაც ვსძლიე და სამჯერ მორიდებით დავაკაკუნე.
კარი გაიღო თუ არა წინ შემეჩეხა ჯერ გაოცებული, მერე კი მრისხანებით სავსე მზერა.
- შენ, შენ დაღუპე ჩემი შვილი, ანგელოზივით ოჯახი დაუნგრიე. აქ მოსვლას რა ნამუსით, რა პირით ბედავ, შენს გამო დავკარგე ერთადერთი შვილი და ლაფში ამოსვარე მისი სახელი.
- დამშვიდდით ქალბატონო, გთხოვთ მომისმინოთ. ყველაფერი ისე არ არის როგორც გგონიათ ან ერთი შეხედვით ჩანს. მართალია, ურთიერთობა არც ისე კარგად დავიწყეთ, მაგრამ ნება მომეცით ყველაფერი აგიხსნათ და სამომავლო გეგმების თაობაზეც გესაუბროთ, თქვენი, როგორც მშობლის დალოცვა ჩემთვისაც და ლეასთვისაც უმნიშვნელოვანესია.
შევამჩნიე ბოლო ფრაზაზე როგორ შეეცვალა სახე. უხმოდ დამითმო გზა და შინ შემიძღვა. ასეთი პატარა ოთახები აქამდე არ მენახა. ჭერი ორნახევარ მეტრს ძლივს აღწევდა. ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე მდებარე ეს მოკრძალებული საცხოვრებელი ისეთ განცდას მიჩენდა, რომ თითქოს თავი მერცხლის ბუდეში ამოვყავი. მიუხედავად სივიწროვისა და ძველი ნივთებისა, ბინის მეპატრონის გემოვნება აშკარად იგრძნობოდა ინტერიერში. სანამ ლეას დედა ჩაის მოსატანად გავიდა, დრო ვიხელთე და ოჯახური ალბომი დავათვალიერე. ბავშვობიდანვე ულამაზესი იყო ლეა, თითქოს დისნეის პრინცესები გაცოცხლდნენ ჯერ შავ-თეთრ, შემდეგ კი პოლაროიდის ფერად ფოტოებში. დიდრონი, მეტყველი მომწვანო-მოთაფლისფერო თვალები ბავშვური სიცელქით მიმზერდნენ. თუ ალაჰი ინებებს და მე და ლეას გოგონა გვეყოლება, ჩემი ერთადერთი ოცნება სწორედ ის იქნება, ლეას ჰგავდეს.
გამიკვირდა, მაგრამ ლეას დედა საკმაოდ მშვიდად მისმენდა. დეტალურად გამომკითხა ჩემი წარსული ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, არც სახელოვანი წინაპრები დამვიწყებია. თავი არა მომავალ სიდედრთან, არამედ პოტენციურ ინვესტორთან შეხვედრაზე მეგონა, ფაქტობრივად მთელი ჩემი ბიზნეს პორტფოლიო გავაცანი. მართალია, ლეას ქვეყნიდან წასვლის იდეას ცოტა შეშფოთებული შეხვდა, მაგრამ პირობა დავდე, რომ ხშირად ჩამოვიდოდით და არც ყურადღებას მოვაკლებდით, როგორც ადამიანურს ასევე მატერიალური კუთხით. ისიც შევთავაზე, რომ საცხოვრებლად ჩვენი წასვლის შემდეგ იმ აპარტამენტში გადასულიყო, სადაც ახლა მე და ლეა ვიყავით. დამხმარეს ავუყვანდით და აღარც მარტოსულად იგრძნობდა თავს. თავიდან იუარა, ხოლო შემდეგ დამთანხმდა, თუ ასე ჩვენ ვიქნებოდით უფრო მშვიდად. საკითხი ნაწილობრივ მოგვარებულიყო, ახლა მთავარი ლეასთვის ყველაფრის ახსნა და საკუთარ დედასთან ურთიერთობის აღდგენა იყო. ვიცოდი ამის გარეშე თავადვე განსტაჯავდა სინანული და თვითგვემა, რომ საკუთარ დედას ვერ პატიობდა.



№1 სტუმარი სტუმარი სალო

მეჩვენება თუ ლეას დედას ანგარება ამოძრავებს? არ მომწონს ეს ამბავი რაღაც

 


№2  offline წევრი Mary Alice In Wonderland

ვაჰ, რამდენი ხანია ვუყურრბ ამ ისტორიას და ვფიქრობ, მოდი დაველოდები დასრულებას - მეთქი. რამდენჯერ წამიცდა ხელი არ იცი :დდ ჰოდა ახლა გადავწყვიტე დამეკომენტარებინა და მეთქვა, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე თავიდან წავიკითხო. ამ ლოდინში კი მოვაგრობე ბლომად თავები. :დდდ

აბა, დროებით, წავედი მე, ჩავუჯდე ერთი რა ხდებაა, გავიგო :დდ ❤️❣️

 


№3  offline წევრი Impermeable

სტუმარი სალო
მეჩვენება თუ ლეას დედას ანგარება ამოძრავებს? არ მომწონს ეს ამბავი რაღაც

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები heart_eyes

Mary Alice In Wonderland
ვაჰ, რამდენი ხანია ვუყურრბ ამ ისტორიას და ვფიქრობ, მოდი დაველოდები დასრულებას - მეთქი. რამდენჯერ წამიცდა ხელი არ იცი :დდ ჰოდა ახლა გადავწყვიტე დამეკომენტარებინა და მეთქვა, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე თავიდან წავიკითხო. ამ ლოდინში კი მოვაგრობე ბლომად თავები. :დდდ

აბა, დროებით, წავედი მე, ჩავუჯდე ერთი რა ხდებაა, გავიგო :დდ ❤️❣️

ძალიან მიხარია რომ შემოგვიერთI. იმედია ისიამოვნებ ამ ისტორიის ლაბირინთებით და შენს მოსაზრებებსაც გამიზიარებ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent