შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა მჭირს


28-02-2020, 14:06
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 144

ის თუ რა მჭირს საშინელ დღეს, სულ არავინ ეს არ იცით,
მე და ჩემი მეორე მე ამას საშინლად განვიცდით.
ის თუ ჩემში დღეს რა ხდება, ამას ვერვინ ვერ მიხვდება,
რადგან ამ საშინელებას ვერ იფიქრებს, ვერ მიწვდება.

ის თუ მე რა დამემართა არის ძლიერ მწარე სევდა,
სიყვარული გამუდმებით ფურცლებივით წვრილად მხევდა.
ის რომ თურმე მონატრება არ ყოფილა დღეს საშველი,
ამას მივხვდი სწორედ მაშინ, რომ დამერქვა მე წამსვლელი.

ის თუ რატომ შევიცვალე, მე ამაზე არ მაქვს სიტყვა
და არ მინდა გამუდმებით ამ შეკითხვის მწარე კითხვა.
თუ გინდა გამარტყი ხელი, თუ გსურს შუბლი გამიხვრიტე,
მაგრამ გთხოვ, რომ დღეს ჩემს გარდა არავისთან არ მიხვიდე.

ის თუ ვინ ვარ, ამ კითხვაზე პასუხს ვერასდროს ვერ გაგცემთ,
ეს საშინლად დიდი სევდა ყურადღებას ვეღარ გაქცევთ.
დღეს ხომ ჩემი მეორე მე ჩემთან ერთად მარტო წვება,
ჩვენ ორისგან კვლავაც ყველა სამუდამოდ აქ გაქრება.

ის თუ რა მსურს მე არ გეტყვით, მეორე მე მას მოგითხრობთ,
მაგრამ თქვენ მე მხოლოდ თქვენსკენ ვერასოდეს ვერ მომიხმობთ.
დღეს ჩვენ ორნი მოგვიყვანა სისხლით სავსე, დასვრილ გემმა,
წამოვედით და დაგვეწყო საშინელი ჩვენ თვითგვემა.

ის თუ რა ვარ ღმერთმა იცის, მე ვერასდროს ვერ შემიცნობთ,
როდესაც მე დაგჭირდებით ტკბილ სიტყვებით გულს შემიმკობთ.
ჩვენ წავედით, არ მოვკვდებით, ჩვენ გავქრებით ამ მიწიდან,
ჩვენ გვიყვარდით სულ თქვენთან ვართ თქვენი ერთი ნაბიჯიდან.

ის თუ რა მჭირს საშინელ დღეს, სულ არავინ ეს არ იცით,
მე და ჩემი მეორე მე ამას საშინლად განვიცდით.
ის თუ ჩემში დღეს რა ხდება, ამას ვერვინ ვერ მიხვდება,
რადგან ამ საშინელებას ვერ იფიქრებს, ვერ მიწვდება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent