სასჯელი. თავი 4.
ბნელი, ღრმა და სევდიანი ღამეა, მაგრამ აქა იქ გამოანათებს ვარსკვლავი. ირგვლივ სიმშვიდეა ამ მშვიდ ღამეს ზოგჯერ ტყიდან ჭოტის ყვირილი თუ გააპობს. უძირო ოკეანის ფერი თავალებით სადღაც სიბნელეში იხედება და ფიქრობს სამყაროს გაექცეს, ბინაში შევიდა და ღიმილით გადახედა იატაკზე ერთად თევზებივით დაწოლილ მეგობრებს და თავისი კუთვნილი ადგილიც მიაგნო. მთელი დღის დაღლილს მალე ჩაეძინა და ისევ ის სიზმარი ნახა, ისევ ის გოგონა და მათ შორის უზარმაზარი კედელი. უნდოდა ეს კედელი წაექცია, მაგრამ ვერ შეძლო და სადღაც კიბე ნახა, კიბის საშუალებით შეძლო კედლის სიმაღლეზე ასვლა და გულმა რამოდენიმე დარტმა გამოტოვა როცა კედლის მეორე მხარეს გაღიმებული გოგონა დაინახა. -ვიცოდი, ვიცოდი რომ შეძლებდი. უთხრა, გაუღიმა და წავიდა. ძალიან ნელა მიდიოდა, მოულოდნელად შებრუნდა და მის თვალებში სიბრაზე დაინახა. -შენ სასჯელი უნდა მოიხადო, მძიმე იქნება შენი სასჯელი. უცებ გამოფხიზლდა, ადგა და ცივი წყალი შეისხა სახეზე. უკვე გათენებულიყო და მეგობრებს თვალი აარიდა, უხმოდ გავიდა ეზოში და ტყეს ნაპირ-ნაპირ დაყვა. -ვინ ხარ რომ ძილშიც არ მასვენებ. დრო გავიდა და დრომ მასწავლა უშენოდ ყოფნა, უშენობას კი მონატრება დავარქვი. არ ვიცი რატომ ვფიქრობ დაუსრულებლად შენზე და რატომ ვერ ვსვამ წერტილს, ალბად იმიტომ რომ შენზე ფიქრია დაუსრულებელი. იმ დილიდან დღემდე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბოროტი ზღაპარია ცხოვრება. დარწმუნებული ვარ იქ სადაც სიბნელეში შენ ხარ გიპოვი, შენს ადგილს ერთ დღეს ვიპოვი და ჩვენ ერთმანეთს სიყვარულის ხმა გვაპოვნინებს.ერთი საათი იხეტალა ტყეში და უკვე ბინასთან ახლოს იყო მისკენ მიმავალი ბაკო რომ დაინახა. -გიორგი სად დაიკარგე, ტელეფონი ბინაში დატოვე დედაშენი ვერ გიკავშირდება. -აქ ვარ სოკო დავკრიფე სულ ახალია, გიორგაძე სად არის. -გიორგიმ მწველავები მოიყვანა ნაწვიმარზე გაუჭირდათ ამოსვლა და ისინი თავის საქმეს აკეთებენ, მალე ხბოებს შევრეკავთ მათ ადგილზე. -დედამ გითხრა რა უნდოდა? -დაელაპარაკე შენთან უნდა საუბარი. -გიმენ დედა, ასე ადრე რატომ გიღვიძა ჩემმა დედიკომ. -ის მკითხე სახლში თუ ვარ და საერთოდ თუ მეძინა. -რა მოხდა, სად ხარ. -გიორგი მამაშენი საავადმყოფოშია. -რაააა, რატომ ან ახლა როგორ არის. -უნდა მოხვიდე შვილო, მდომარეობა ძალიან სერიოზულია. -მოვდივარ დედა, არ ინერვიულო გთხოვ მშვიდად იყო. ტელეფონი გათიშა ბაკოს შეხედა და უთხრა. -გიორგის გვერდით დარჩები? დედას გვერდით უნდა ვიყო ბაკო. -რა თქმა უნდა აქ ვიქნები, შენს ზარს დაველოდებით გვითხარი როგორ იქნებით. გიორგიმ თავი მოიწესრიგა ტელეფონი ჩართო და შორენას დაურეკა. -გიორგი გისმენ, მოდიხარ ქალაქში? -მოვდივარ, მაგრამ ზოგაგად მითხარი როგორია მამას მდგომარეობა. -მშვიდად იყავი და ნელა იარე, როცა მოხვალ აქ ვისაუბროთ. -კარგი, მალე ვიქნები ადგილზე. გიორგი ისე ნერვიულობდა რამდენიმე საათის გასავლელი გზა ორმოც წუთში გაიარა და საავადმყოფოში შესვლაზე პრობლემა შეექმნა. -ახალგაზრდავ ვერ გაგატარებ, გთხოვთ აქ დაელოდეთ. -ექიმი შორენა უნდა ვნახო მასთან ვარ, მელოდება უნდა შემიშვათ. -დაელოდეთ, ექიმს რთული პაციემნტი ჰყავს და ის თავად გიპოვით. გიორგიმ ვერც დედა ინახულა, ვერც შორენა და მის გამოჩენას სრული ერთი საათი ელოდა, როგორც იქნა გამოჩნდა. -შორენა ერთი საათია გელოდები, როგორ არის მამას მდგომარეობა. -წამომყევი, დედა გელოდება და დაითანხმე სახლში წაიყვანო. უხმოდ მიდიოდა ორივე და ერთ-ერთი პალატის კართან დედა დაინახა ის ისე დაპატარავებულ მოეჩვენა სიტყვის უთქმელად მოხვია ხელი და გულზე მიიკრა შეშინებული და აკანკალებული დედა. -დედა როგორ ხარ. -კარგად ვარ შვილო, მაგრამ...... -ძლიერი უნდა ვიყოთ. გიორგი შორენას მიუბრუნდა და უთხრა. -შორენა შეიძლება ვნახო? -შედი, მაგრამ ხუთი წუთი. პალატის კარი გააღო და უგონოდ მწოლიარე ემზარი სასუნთქ აპარატზეც შეერთებული მძიმედ სუნთქვდა. -ძალიან რთული იყო გიორგი მაგრამ მდგომარეობა სტაბილურამდე მივიყვანეთ. -გადარჩება? -მთავარია რომ გული ამუშავდა, ის თითქმის მკვდარი იყო როცა სასწრაფომ აქ მოიყვანა, მადლობა ღმერთს ვიღაცამ პირველადი დახმარება გაუწია დროულად და ეს ძალიან დაეხმარა. 24 საათის შემდეგ მან აპარატის გარეშე უნდა ისუნთქოს და შემდეგ ვისაუბროთ მის განკურნებაზე. -სხეულის სხვა ორგანოები წესრიგში არის? -არა, პრობლემა გვაქვს თავთან, მას თავი აქვს დარტყმული და ვნახოთ რას გვეტყვის ტომოგრაფია. -დაზუსტებით..................... -დაზუსტებით ჯერ დიაგნოზის დასმა არ შეგვიძლია, ანალიზების პასუხები არ გვაქვს ხელთ. -შორენა......................... -მომისმინე, არ არის იმის საჭიროება მითხრა რომ ჩემი იმედი გაქვს, მე აქ ვარ და ეს 24 სთ-იც აქ ვიქნები შენთან ერთად, შენს გვერდით. -შესაძლებელია გასული ვიქნე და გთხოვ თუ დაგჭირდე დამირეკე, ჩემი ტელეფონი სულ ჩართულია. -მას სიმშვიდე ჭირდება და ვფიქრობ აქ ყოფნა არ საჭიროებს აუცილებლობას, დედა წაიყვანე და წადით, შეხედე მის ფეხებს რა დღეში არიან მას დასვენება ჭირდება აუცილებლად. გიორგი წავიდა და 24 სთ-ის გასვლამდე დაბრუნდა, თითქოს საუკუნე გავიდა ლოდინში და დასრულდა 24სთ-იც, დაღლილობა საერთოდ დაავიწყდა როცა შორენას შეხედა იმედიანს და გაბრწყინებულს. -გიორგი, მამაშენმა შენი სახელი თქვა. -შევიდე? არც კი დაელოდა შორენას თანხმობას პალატაში შევიდა -გი, გი, გიორგი.................... -აქ ვარ მამა, მე აქ ვარ შენს გვერდით. -გიორგი მაპატიე........................ -რა უნდა გაპატიო მამა, მთავარი ისაა რომ კარგად ხარ. -ძალიან ბევრი რამ მინდა რომ გითხრა შვილო. -მერე, მერე მამა. -ახლა მომისმინე, შენ მართალი იყავი შვილო. -გიორგი ნუ გადავღლით, ის ჯერ კიდევ სუსტად არის. -კარგი მამა ჩვენ დრო კიდევ ბევრი გვაქვს ყველაფერზე ვისაუბროთ, ახლა დაისვენე. გიორგიმ კმაყოფილმა დატოვა პალატა და შორენას მადლობის აღსანიშნავად მოეხვია. -მადლობა მეგობარო, მადლობა შენს ხელებს, შენს გონებას და შენს ცოდნა ნიჭიერებას და ხომ ხედავ შენში არსებულ ყველა გრძნობას უხდი მადლობას. -გიორგი გცემ იცოდე. უთხრა შორენამ და თავადაც სიცილით მოეხვია მეგობარს, მაგრამ ვიღაცამ ჩაახველა და გიორგიმ გაოცებულმა შეხედა იქვე მდგარ უცხო მამაკაცს. -მაპატიეთ რომ შემოგეჭერით და მყუდროება დაგირღვიეთ, დეტექტივი მალხაზ ფერაძე. გიორგიმ დეტექტივთან ერთად გვერძე გავიდა და დეტექტივმა მას აუხსნა ყველაფერი და ის დააფიქრა მისმა სიტყვებმა. -გამოდის რაც მოხდა უბედური შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი მამას მტერი არ ყავს და ვის უნდა მისი სიკვდილი. -გამოდის რომ ყავს და ის ძალიან ახლოს არის თქვენს ოჯახთან. -ვერ ვხვდები ვინ უნდა იყოს, თქვენ გაქვთ ვინმეზე ეჭვი არის ეჭვმიტანილი? -ჯერ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვი, მაგრამ მინდა ამ ფოტოს დააკვირდე, გეცნობა ეს მამაკაცი? გიორგიმ დააკვირდა ფოტოს და თქვა. -არა, მას საერთოდ არ ვიცნობ. -პირველად ხედავ მის სახეს? -კი პირველად ვხედავ, რადგან აქამდე არასად შემხვედრია. -გიორგი მეგობრული თხოვნა მაქვს. -გისმენთ დეტექტივო. -დაიცავი უცხო პირებისგან მამა და მარტო არ დატოვოთ, არ იფიქოთ რომ აქ საავადმყოფოა და ის დაცულია, გთხოვთ ყურადღებით იყავით შესაძლებელია მკვლელი ახლაც სადმე იყოს ახლოში. -ბატონო მალხაზ დარწმუნებული ხართ, რომ ის რაც მოხდა მკვლელობის მცდელობა იყო და არა უბედური შემთხვევა? -დარწმუნებული ვარ გიორგი და იმედია დამნაშავეს მალე ვიპოვით. გიორგი ძალიან დააფიქრა დეტექტივის სიტყვებმა და შეხედა მისკენ დედა მოდიოდა. -დე, რატომ წამოდი ხომ გითხარი დაისვენეთქო. -თქვენ აქ ხართ და მე სახლში როგორ დავისვენო. საღამომდე დედასთან ერთად იყო საავადმყოფოში და საღამოს დედა დაითანხმა სახლში წაეყვანა, მაგრამ წასვლამდე შორენასთან შევიდა. -გთხოვ ჩემს მოსვლამდე მამა არ დატოვო მარტო და არც ვინმე შეუშვა მასთან. -რა მოხდა გიორგი. გაოცებული უცქერდა შორენა გიორგის და მიხვდა რომ დედასთან ერთად ის სხვას ვერაფერს ეტყოდა, მხოლოდ ჩუმად უთხრა. -დავბრუნდები და აგიხსნი. გიორგი წავიდა, შორენა კი ემზარისთან მივიდა და იქ გიორგის ელოდებოდა, მაგრამ ექთანმა მივიდა და უთრა. -მძიმე ავადმყოფი მოიყვანეს და რთული მდგომარეობაა, პაციენტი თქვენს ნახვას ითხოვს. შორენა დარწმუნდა რომ ემზარის პალატასთან არავინ იყო და გიორგის დაურეკა. -გიორგი რთული პაციენტი მყავს, გთხოვ იჩქარე თუმცა აქ სიმშვიდეა საეჭვოს ვერაფერს ვხედავ -გზაში ვარ, შორენა ათ წუთში მანდ ვარ. გიორგი ჩქარობდა, ემზარის კი თეთრ ხალათში გამოწყობილი მამაკაცი მიუახლოვდა ხელში შპრიცი ეკავა და ემზარის მკლავზე გაუკეთა. -სულ მალე ვეღარაფერს იტყვი, თუმცა იცოცხლებ რა სამწუხაროა შეეცდები თქვა რაც გინდა, მაგრამ ვერაფრის თქმას ვერ შეძლებ. მამაკაცი წავიდა, ემზარის გონებამ ნელა-ნელა გათიშვა დაიწყო და გიორგი როცა დაბრუნდა მამა უგუნო მდგომარეობაში დახვდა, დეტექტივს დაურეკა, მაგრამ თედოს ხმა გაიგონა. -უფროსო. -რა მოხდა, ვლაპარაკობ თედო. -უფროსო მკვლელობაა, ქალის გვამი გვაქვს. -გიორგი დაგირკავ აუცილებლად. მახომ ტელეფონი გათიშა და თედოს შეხედა -ორი მკვლელობის მცდელობა, ერთი გვამი და მკვლელი უხილავია. -ვინ არის გარდაცვლილი და ვინ იპოვა ის პირველად. -მოკლულია ქეთევან გამცემლიძე და ის ორსულია უფროსო, გვამი კი მეზობელმა იპოვა. -ის მეზობელი დაკითხეთ? -თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ მაინც გაგვცა დასმულ კითხვებზე პასუხი. დეტექტივმა ყველაფერი დაათვალიერა, ბიჭების ჩანაწეებიც წაიკითხა და მეზობელთან მივიდა. -თავს როგორ გრძნობთ ბებო, უკეთ ხართ? -უკეთ ვარ შვილო, მაგრამ ვერ ვიჯერებ რომ ქეთევანს ვინმემ ცუდად შეეხო ის ისეთი კარგი იყო ყველასთვის. -ხშირი კონტაქტი გქონდათ გარდაცვლილთან? -ყოველდღიური შეხვედრა გვქონდა დედა, წნევას მისინჯავდა და დღეს არ შემოვიდა, ვიფიქრე ორსული ქალი არის ალბად ჩაეძინა და ისვენებს არ შევაწუხებმეთქი, შუადღითაც რომ არ შემეხმიანა უცნაურად მომეჩვენა, მიჭირს სიარული, მაგრამ მაინც შევძელი მის კარებთან მისვლა. -კარი ღია დაგხვდათ? -კი კარი ღია იყო და ქეთევანს დაუძახე, შვილო ათასი მამაძაღლი დადის და კარი ღიად რატომ დატოვემეთქი, მაგრამ არ გამომეხმაურა კარი ჯოხით შევაღე და რას ვხედავ ქეთევანი ძირს იწვა შვილო. არ ვიცი ძალა რამ მომცა და როგორ მივედი მასთან ის სისხლში იწვა, შემდეგ ზაზას დაუძახე ქვემოთ და პოლიცია მან გამოიძახა. -თქვენი სახელი და გვარი ბებო. -ანუშკი ბებოს მეძახის ყველა, ისე არჩვაძის ქალი ვარ, ანა არჩვაძე შვილო 78 წლის. -მადლობა ბებო ვისთან ერთად ცხოვრობდა ქეთევანი. -მარტო ცხოვრობდა, ეს ბინა ბებიიდან დარჩა საცოდავს, მაგრამ მასთან ზოგჯერ ახალგაზრდა მამაკაცი მოდიოდა და ძალიან უხეშად ექცეოდა, რამდენჯერ უთხარი მიმართე პოლიციას და ჩამოიშორე მაგ არამზადათქო, მაგრამ მეშინიაო ამბობდა არ მაცოცხლებსო და აუსრულა ალბად კიდევაც, ნამდვილად მისი ხელით მოკვდა. -დაინახეთ იმ დღეს თუ იყო მოსული ან სახელი და გვარი თუ იცით იმ მამაკაცის. -ანზორი, მას ანზორი ჰქვია. -დარწმუნებული ხარ ბებო? -კი სწორად ამბობს შუშანა ბებო, ქეთევანის ბავშვის მამა ანზორ თურმანიძე არის -თქვენ ალბად..................... -მე ზაზა ვარ ებანოიძე და ანუშკი ბებოს ქვემოთ ვცხოვრობ. -კარგად იცნობდით ალბად ქეთევანს. -ქეთევანს რაც თვალი ამეხილა და ადამიანების ცნობა ვისწავლე მას შემდეგ ვიცნობ, ჩვენ ერთდ გავიზარდეთ. 22 წლის იყო საცოდავი ანზორი კი 44 წლის და არ უყვარდა ის ქეთევანს. -სიყვარული თუ არ ჰქონდათ რატომ ცხოვრობდა მასთან ის მამაკაცი. -მან ქეთევანზე ინფორმაცია შეაგროვა და როცა გაიგო მას არავინ ჰყავდა დაუახლოვდა, მაგრამ ქეთევანი მისგან შორს იჭერდა თავს. ერთ საღამოს კი აივნიდან შევიდა მასთან და მასზე იძალადა, ორი წელია რაც ქეთევანი შიშში ცხოვრობდა. -ბავშვის მამაც ის არის. -ის არის, ქეთევანი ძალიან სუფთა და არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომ არა ეს მამაკაცი მას უკეთესი მომავლის შექმნა შეეძლო ის სამოდელო სკოლაში სწავლობდა და წარმატებულიც იყო მის საქმეში. -ზაზა ამ ფოტოს დააკვირდი იქნებ გეცნობა ეს მამაკაცი. ზაზამ ფოტო გამოართვა მახოს და გაოცებულმა შეხედა მას. -ეს არის თურმანიძე, ეს არაკაცია ქეთევანის მკვლელი. -მადლობა, თედო ანზორ თურმანიძე 44 წლის უნდა ვიპოვოთ. თედოს დავალება მისცა მახომ და ზაზას მიუბრუნდა. -ზაზა............................. -მე ვიზრუნებ გარდაცვლილზე, მას არავინ ჰყავდა და მე მას როგორც ჩემი ოჯახის წევრს ისე გაუკეთებ ყველაფერს და რაც შეეხება ანუშკი ბებოს ჩემთან წავიყვან და მას სანამ არ დაიჭერთ ჩემთან მეყოლება, არ მივატოვებ უფროსო. -მადლობა ზაზა შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ. დეტექტივი ნიკასთან ერთად დაბრუნდა თავის სამუშაო ადგილზე და მალე თედოც დაბრუნდა. -ჩემო ლომო რით გამახარებ, იპოვე რამე? -ანზორ თურმანიძე ვაკეში ცხოვრობს და მას შავ-ბნელი წარსული აქვს, რამდენჯერმე არის ნასამართლევი. -იჯდა კიდეც? -ბოლოს 12 წელი იჯდა მკვლელობისთვის და სასჯელი მოიხადა ორი წლის უკან, თავისუფლებაზე გამოვიდა თუ არა დაქორწინდა და მას ორი მცირეწლოვანი ტყუპი ყავს. - ოჯახი ყავს და ქეთევანთან რა უნდოდა ცხოვრება დაუნგრია. -რა ვქნათ უფროსო მოვინახულოთ ოჯახი? -აუცილებლად უნდა გავიცნოთ ეს მამაკაცი, ჯერ-ჯერობით ნიკა წავა მასთან. -მივდივარ. ნიკა წავიდა თედოს მიცემულ მისამართზე და ის უზარმაზარ სახლთან გაჩერდა, კარზე დააკაკუნა და კარი მოსამსახურემ გაუღო. -ვინ გნებავთ, ვინ ბრძანდებით. ნიკამ საბუთი აჩვენა მის წინ მდგარ ქალბატონს და უთხრა. -პოლიციიდან ვარ, ოჯახის უფროსი უნდა ვნახო. -ბატონი ანზორი სახლში არ არის.......................... -მაგდა ვინ არის? ნიკამ ახალგაზრდა ქალის ხმა გაიგონა და დაინახა შიდა კიბეებიდან როგორ თავაწეულად და თავდაჯერებულად მოაბიჯებდა მისკენ მკვლელის მეუღლე. -პოლიციიდან არის ქალბატონო. -მე დაველაპარაკები, შენ ბავშვებთან ადი მარტო არ დატოვო ისინი. მაგდა წავიდა, ქალბატონი კი პოლიციელს წინ დაუდგა და შეუვალი ხმით იკითხა. -გისმენთ, რით შემიძლია თქვენი დახმარება. -თქვენ სამოდელო კომპანიას ფლობთ, ვცდები? -არა, არ სცდებით, მაქვს სამოდელო კომპანია სადაც უამრავი ახალგაზრდა გოგონაა დასაქმბული. -ქეთევან გამცემლიძე თქვენთან მუშაობდა, სწორად მახსოვს? -კი სწორად გახსოვთ, ქეთევანი ჩემი მოდელია და საკმაოდ წარმატებული, მაგრამ რამდენიმე თვეა ის აღარ მოსულა სააგენტოში. -ბოლოს როდის ნახეთ. -სამი კვირის წინ ვნახე შემთხვევით კლინიკაში და იქ გავიგე რომ ორსულობის მეხუთე თვეში იყო. რატომ ამდენი კითხვები, რას ნიშნავს ყოველივე ეს ბატონო პოლიციელო, რა ხდება. -ქალბატონო როზა ეს ფორმალობაა. -მაინც ვერ ვხვდები თქვენი დაკითხვის მიზეზი რაში მდებარეობს. -ქალბატონო როზა რადგან გაინტერესებთ რატომ გისვამთ ამდენ შეკიხვას გეტყვით, რომ დღეს დილით ქეთევან გამცემლიძე რომელიც ორსულობის მეხუთე თვეში იყო გარდაცვლილი იპოვეს. -რას ამბობთ ეს შეუძლებელია, ეს დაუჯერებელია. ნიკას მოეჩვენა რომ როზა ზედაპირულად შეწუხდა ქეთევანის უეცარი გარდაცვალებით და დაებადა კითხვა, რომელიც როზას დაუსვა და მისი სახის მიმიკებს დააკვირდა. -ქალბატონო როზა სად იმყოფებოდით გუშინ საღამოს 9 სთ-ზე. -მე, მე, მე სახლში სად უნდა ვყოფილიყავი ჩემს პატარა შვილებთან ერთად ვიყავი. -გასაგებია. თქვა ნიკამ რაღაც ჩაინიშნა უბის წიგნაკში და წავიდა უცნაური შეგრძნებით. საათს დახედა და შესვენების დროც დამდგარიყო რაღაც ფუნთუშეული იყიდა და მახოსთან მისული მდუმარედ იჯდა, მახომ უყურა და თედოს გახედა, თედომ კი მხრები აიჩეჩა არ ვიცი რა ჭირსო შემდეგ მაგიდაზე დადებული ჩანთა გახსნა და ნიკას შეხედა. -ბერიანიძე რა ხდება, როგორც ვიცი დავალებაზე იყავი წასული. -ვიყავი უფროსო. -მერე? -მერე ისეთი შეგრძნებით წამოვედი, ვფიქრობ. -ეს გადამრევს დღეს, რა შეგრძნებით წამოდი აღარ იტყვი და რას ფიქრობ? -ისეთი შეგრძნება მაქვს, უფროსო ან ის ქალი არის მკვლელი ან იცის ვინ მოკლა ქეთევანი და ხელს აფარებს მკვლელს. -ეს შენი ინტუიციაა თუ რამე...................... -არა უფროსო დამიჯერე ამას გულით ვგრძნობ ამჯერად. -მჯერა შენი ბერიანიძე და ახლავეს დააყენეთ სახლთან ვინმე რომ ვიცოდეთ ვინ შევა იმ სახლში და ვინ გამოვა სახლიდან, რაც შეეხება ანზორის ვიპოვით დიდი ხნით ვერ დაიმალება. -უფროსო შესვენების დროა არ წავიხემსოთ, მე მომშივდა. მახოს გაეცინა და ბიჭებთან ერთად თავადაც შეექცა გემრიელ ფუნთუშებს რაზედაც უარს ვერასოდეს ამბობდა და როცა კარგად დანაყრდებოდა იტყოდა. -დღეს თქვენი ბრალია დიატა რომ დავარღვიე და თქვენი ხათრით ვჭამე, ხვალიდან არაფერი მომაწოდოთ. -ხვალაც იგივე განმეორდება უფროსო და ასე რომ მორჩა დიეტა. -თედო ნერვებს მიშლი. -ჩუმად ვარ უფროსო. ყველას გამოუკეთდა ხასიათი და თედომ ნიკას შეხედა რომელიც ისევ ჩაფიქრებული იჯდა და უთხრა. -ძალიან უარყოფითი მუხტით დაბრუნდი ნიკა. -მეორე დაკითხვაზე მასთან შენ წახვალ და დარწმუნდები რომ არ ვცდები თედო. -24სთ-ის განმავლობაში უთვალთვალეთ სახლს და მის მეუღლეს, არ დავტოვებთ არაფერს გაურკვეველს დავადგენთ სიმართლეს, შესვენება დასრულდა. წვიმს, ფანჯრის მინებს ასკდებიან წვიმის წვეთები და ეს წვეთები ღაწვებზე დადენილ ცრემლებს ჰგავს. რამდენჯერმე გაახილა თვალი, მაგრამ ისევ დახუჭა. ხედავდა ყველაფერს და ყველაფერი ესმოდა, მაგრამ რა ხდება მას არ შეუძლია რამე თქვას და ასევე ვერ მოძრაობს. -ფეხები, ჩემს ფეხებს რა დაემართა რა მჭირს. ეგონა სიზმარში იყო, მაგრამ გრძნობდა რომ მას ვიღაც შეეხო, გვერდით გაიხედა და გიორგი დაინახა. -მამა, როგორ ხარ მამა. უნდოდა დაემშვიდებინა შვილი, მაგრამ პირი ვერ გააღო, ვერაფლის თქმა ვერ შეძლო. ვერ უთხრა გიორგის რომ თავს უცნაურად გრძნობდა და გიორგიმ მიხვდა რომ რაღაც აწუხებდა მამას და შორენას დაუძახა. -შორენა რამდენიმე წუთით შეიძლება გამომყვე? -გიორგი არ შემიძლია პაციენტი მყავს, მოვრჩები თუ არა ჩემს საქმეს მოვალ. გიორგი ელოდებოდა შორენას პალატასთან იდგა და ვერ შედიოდა მამასთან რადგან ის თვალებით ეკითხებოდა რა მჭირსო და გიორგის პასუხი არ ჰქონდა კითხვაზე. შორენაც გამოჩნდა და გიორგის უთხრა. -რა მოხდა, გაიღვიძა? -შორენა რაღაც უცნაური რამ ხდება, გუშინ რომ მოვედი მთხოვდა მისთვის მომესმინა მას რაღაცის თქმა უნდოდა რაღაც მნიშნელოვანი უნდა ეთქვა, ახლა ცდილობს დაილაპარაკოს და ვერ ლაპარაკობს. შორენა რა ხდება, რომელიმე მედიკამენტმა უკუ ჩვენება ხომ არ გამოიწვია. -შუძლებელია წამლისგან უკუ რექციამ სალაპარაკო მილი დაუკეტოს გიორგი. თქვა შორენამ და პალატაში ერთად შევიდნენ. -როგორ ხარ ძია ემზარი ჩემი ხმა გესმის? არანაირი რეაქცია, არც კი შერხეულა ის მხოლოდ ერთ წერტილს უცქერდა და გიორგიმ შეხედა თვალებიდან ცრემლი გადმოუვიდა. -შენ მართალი ხარ გიო რაღაც მოხდა, მაგრამ რა ეს ვერ გავიგე. -გუშინ ხომ არავინ მოსულა. -არა, მე გავედი მძიმე პაციენტი მოიყვანეს და სამ წუთში შენც დაბრუნდი. -უნდა გავიგოთ რა მოხდა, უნდა გამოიკვლიოთ რა დაემართა მამას შორენა. -დამშვიდდი, გავიგებთ. დაიწყო გამოკვლევა თავიდან, მაგრამ ყველაფერი წესრიგში იყო, სისხლი კი სუფთა. ბიზნესმენი ემზარი ბურჯანაძე ინვალიდის სავარძელში იჯდა და უკვე სახლის აივნიდან უცქერდა ეზოს სადაც მან არაჩვეულებრივი ყვავილები და დეკორატიული ხეები ოდესღაც თავის ხელით გააშენა. მას უყვარდა ბაღში მუშაობა და თავის მებაღესთან ერთად შექმნა თავის ეზოში საოცარი გარემო მშვენიერი ნაირ-ნაირი ყვავილებით თუ ნარგავებით. ათასნაირი კვლევების და მკურნალობის მიუხედავად ასე მოულოდნელად ინვალიდის ეტლში მყოფს ვერ ეგუებოდა გიორგი. -დედა ვაკანსია გამოვაქვეყნე მომვლელი უნდა ავიყვანოთ. -მე რას ვაკეთებ შვილო. -შენ ვერ შეძლებ მასთან მუშაობას და გადავწყვიტე ექთანი ავიყვანოთ რომ შეხება ჰქონდეს ავადმყოფთან, მასთან მხოლოდ მომვლელს ექნება კონტაქტი. -მოვედი გიო და მზად ვარ დაგეხმაროთ. -თეო შენ ხომ მუშაობ, ჩემს დახმარებას როგორ შეძლებ. -მე ვმუშაობ მართალია, მაგრამ ერთი კარგი გოგონა მოგიყვანეთ ექთანია და ამჟამად არ მუშაობს, ნახე გაესაუბრე და თუ მოგეწონება დარჩება თქვენთან. -მართლა, როგორ გამახარე და გოგონამ იცის როგორ უნდა მოუაროს ასეთ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს? -მას ბებია ყავდა ზუსტად ასეთ მდგომარეობაში და 5 წელი უვლიდა, მან ყველაფერი იცის რა და როგორ გააკეთოს, დაგეხმარებათ. -შენს მოყვანილ გოგონას გასაუბრება არ ჭირდება თეო. უთხრა გიორგიმ მეგობარს და გოგონას მიუბრუნდა. - -მე გიორგი მქვია. გიორგიმ გაუღიმა გოგონას და ხელი ჩამოართვა. -ნინო, მე ნინო მქვია. -ძალიან კარგი, წამომყევით მამას გაჩვენებთ. გიორგი ნინოსთან ერთად მივიდა მამასთან და უთხრა. -ყველაფერი აქ არის, ექიმის დანიშნულებაც აქ გაქვს და ამ დანიშნულებით უნდა მიიღოს წამლები, ჩემი თხოვნაა ყოველთვის მასთან იყო მან თავი მარტო არ უნდა იგრძნოს. -მესმის თქვენი განცდები მამის მიმართ, მეც ასე ვნერვიულობდი ბებოზე და თავიდან მეშინოდა არ ვატკინო რამე ის ხომ ვერ ამბობდა ვერაფერს. -კარგია, მიხარია რომ კარგად გაუგებთ ერთმანეთს, ახლა რაც შეეხება ხელფასს 800 ლარს გადაგიხდი, შაბათ-კვირას დაისვენებ. -და ვინ მიხედავს შაბათ-კვირას? -როგორმე მივხედავთ, შენ კი დასვენება გჭირდება. -როცა დამჭირდება გეტყვით და გავალ..................... -მაშინ ხელფასს მოგიმატებ და თუ ყველაფერი კარგად წავიდა კარგ საჩუქარს მიიღებ, ახლა კი პირადობა მომეცი რომ შენი საბუთები გავამზადოთ. გოგონა გულით მიუდგა საქმეს და ემზარის თავს დასტრიალებდა, რამდენიმე დღის შემდეგ დეტექტივიც ესტუმრა ემზარის და მხოლოდ რამოდენიმე მნიშვნელოვანი კითხვით შემოიფარგლა. -მობრძანდით დეტექტივო, მაგრამ.......................... -გიორგი უნდა ვნახო, მხოლოდ რამდენიმე კითხვა მაქვს რომლებიც არ მასვენებს. -მესმის მაგრამ.................. -არ გადავღლი, შენც წამოდი და თავად დაინტერესდები რას გვიპასუხებს. -რომ ვერ ამბობს როგორ გვიპასუხებს. -მე ვათქმევინებ მას ყველაფერს. -წამობრძანდით. გიორგი წინ გაუძღვა მახოს და გაოცებული დარჩა როცა მან ემზარის შეხედა. -რომ მეთქვა შესაძლებელი იყო არ დამიჯერებდი, ამიტომ საკუთარი თვალით ნახულს თავად გაანალიზებ თუ შეძლებს გიპასუხოს. მახო მიუახლოვდა ემზარის და ხელზე შეეხო, გაუჭირდა მაგრამ ძალა მოიკრიბა და დაელაპარაკა. -გამარჯობათ ბატონო ემზარი მე დეტექტივი ვარ და იმ დღის შემთხვევას ვიძიებ როცა თქვენ უბედური შემთხვევა შეგემთხვათ, ძალიან მაინტერესებს რაღაც დეტალები, ჩემი ხომ გესმით შეგიძლიათ ხელზე მომიჭიროთ ან თვალებით დამიდასტუროთ. ემზარიმ მახოს ხელზეც მოუჭირა ხელი და თვალებითაც დაუდასტურა რომ ესმოდა ყველაფერი. -მას ყველაფერი ესმის გიორგი. -კარგია, შემდეგი კითხვა დაუსვი. -გახსოვთ ის დღე როცა უბედური შემთხვევა მოხდა? -ისევ მიიღო თანხმობა, გიორგიც გაოცებული იყო და უხაროდა ეს პატარა წარმატება. -გახსოვთ ვინ აგედევნათ, თუ გახსოვთ და დარწმუნებული ხართ ვინ აგედევნათ ქალი იყო თუ მამაკაცი.გიორგიმ ორივე ხელი აწია და აჩვენა მამას, მახომ კი უთხრა რომელი ქალი იყო და რომელი მამაკაცი და ემზარიმ უთხრა რომ მამაკაცი იყო საჭესთან. -შეგიძლიათ მითხრათ ოდესმე მტერი გყოლიათ? ემზარის ჩაეცინა, ეს გიორგიმაც კარგად დაინახა და მამას დაეხმარა. -არ მგონია მამას მტერი ყავდეს, ეს შეუძლებელია. -გაქვთ ვინმეზე ეჭვი ვინც შეიძლება ამ ვითომ უბედური შემთხვევის უკან იდგეს? გიორგის გასაკვირად ემზარიმ თანხმობა მისცა დეტექტივს და სამივე დაიძაბა. -ბატონო ემზარი ვიზედაც ეჭვი გაქვთ ქალია თუ მამაკაცი. ემზარიმ ანიშნა რომ ის ქალი იყო და გიორგის შეხედა, გიორგიმ მამას თვალებში სინანული დაინახა, მისი თვალები შვილს ბოდიშს უხდიდა და პატიებას სთხოვდა. -გიორგი მამაშენმა მნიშვნელოვან კითხვებზე გვიპასუხა, დამეხმარე რომ გავიგოთ ვინ არის ის ქალი. ემზარიმ თავი შეაბრუნა და ისევ გარეთ გაიხედა, ეს იმის ნიშანი იყო რომ დაიღალა და მეტ შეკითხვას არ უპასუხებდა. -გასაგებია, დაიღალა და გთხოვთ ყურადღებით იყოთ, მასთან არავინ არ უნდა მივიდეს ოჯახის წევრის გარდა არავინ, რადგან მის ჯამრთლობაზე თქვენ მოგეთხოვებათ პასუხი. უთხრა მომვლელ ნინოს და წავიდა. გიორგიმ დეტექტივი გააცილა, სახლში შებრუნებულს კი ნონოს მკაცრად დაელაპარაკა. -ნინო მე სამი დღით არ ვიქნები და შესაძლებელია გამიგრძელდეს აქ ვერ მოსვლის დღეები, მხოლოდ მამა გევალება და მხოლოდ შენ უნდა იყო მასთან. მოუთმენლად გაილია დღეები, ოხრა აღმოხდა ზამთარსაც. ლილია დედას თვალებში შესცქეროდა, ექიმი თეონას თავდადებულობამ და უძილო ღამეებმა შედეგი გამოიღო. -ლილია როგორ ხართ, შეიძლება დღეს შემოგიაროთ? -მობრძანდით ექიმო თქვენი სტუმრობა ძალიან გაგვახარებს. -საღამოს 6 საათზე კარგი დრო არის, ხომ არ ძინავს ამ დროს ქალბატონ მარიამს. -შესანიშნავი დრო არის, გელოდებით. ლილიამ დედა სამზარეულოში გაიყვანა და გემრიელი ნუგბარი თავის ხელით მოამზადა და 6 სთ-ზე ექიმიც ესტუმრათ. -როგორ ხართ, ქალბატონო მარიამ თავს როგორ გრძნობთ ხომ არ უჩივით რამეს. -უკეთესობას ვგრძნობ ექიმო, მაგრამ ჩემი სხეული თითქოს მე არ მეკუთნის დამძიმებული მაქვს და ძალიან მიჭირს მისი ტარება. -ანალიზების პასუხი მოვიტანე, კარგი პასუხები გვაქვს. -მართლა, ღმერთმა დაგლოცოს შვილო. -თქვენი ორგანიზმი ჯამრთელია და მას ბრძოლა შეეძლო გამკლავებოდა ძლიერ მოშხამვას და გასაკვირი არაფერია რომ თავს ისევ სუსტად გრძნობთ. ახლა სისხლი ავიღოთ და ასე გადავამოწმოთ ყოველ კვირაში სისხლი, თუ რაიმე ცვლილებას შევამჩნევთ გვეცოდინება სად და როდის გაგვეპარა რამე ვირუსი. ექიმმა სისხლი აიღო, შემდეგ ყავაც მიირთვეს გემრიელი ტკბილეულით და კარზე ზარიც გაისმა, ლილიამ მარიამს შეხედა. -დედა ვინმეს ველოდებით, გასული რომ ვიყვი ვინმემ დარეკა? -არა, არავის დაურეკია და სტუმარი არ მივიღოთ თუ არ გაგვაფრთხილა მოვდივარო? ლილიამ კარი გააღო და კარში ქერა ქალბატონი იდგა ყალბი ღიმილით. -გისმენთ. -მარიამის სანახავად მოვედი, შეიძლება? -მობრძანდით, დედას ახლავეს გამოვიყვან. ლილიამ მარიამი მისაღებში გაიყვანა და იმავე ყალბი ღიმილით და თვალზე ცრემლით მოეხვია ქალბატონი მარიამს. -როგორ შეგვაშინე ჩემო მეგობარო. -მარინა როგორ ხარ, ძალიან გამახარე შენი მოსვლით. ქალებმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს, იმოგზაურეს მსოფლიოს გარშემო, ცოტა პოლიტიკასაც შეეხეს და ბოლოს თეონამ მარიამს მიუბრუნდა. -ჩემი წასვლის დრო არის, ისევ შემოვივლი, ლილია მნიშვნელოვანი არაფერია მხოლოდ ვიტამინებს ვამატებთ ძალების აღსადგენად. -კარგი ექიმო, როცა შეძლებ გვესტუმრე ჩვენ ყოველთვის გაგვახარებს თქვენი სტუმრობა, შემდეგ დედას მიუბრუნდა და უთხრა. -დედა აფთიაქში ჩავირბენ ამ ვიტამინსაც ვიყიდი და მალე მოვალ, მარტო არ ხარ და იმედიანად წავალ. -კარგი შვილო, არ იჩქარო მარინა აქ არის. ლილია თეონასთან ერთად წავიდა და თეონამ სახლიდან გასვლამდე რამდენჯერმე შეათვალიერა მარინა და ლილიას უთხრა. -არ მომეწონა ეს ქალი, რაღაცნაირი აურა დატოვა ჩემში. -სიმართლე გითხრა მეც იგივე მდგომარეობაში ვარ და სირბილით უნდა დავბრუნდე უკან. -კარგი, წადი მე კი ტელეფონით შეგეხმიანები. ლილია ჩქარობდა, მაგრამ აფთიაქში მასზე წინ კიდევ 6 ადამიანი იყო და როგორც იქნა მისი რიგიც დადგა იყიდა რაც უნდოდა და როგორც იქნა მიაღწია სახლამდე, ეგონა გზა გაიწელა და კიბეები სირბილით აიარა და მხოლოდ მაშინ დამშვიდდა როცა დედა დაინახა. -უკვე დაბრუნდი შვილო, რა კარგია მარინას ვერ ვთხოვე მინდა დავწვე ძალიან გადავიღალე. -რატომ არ მითხარი მე გაგიყვანდი და მოგეხმარებოდი დაწოლაში. ვითომ საყვედური უთხრა მარინამ მეგობარს და ლილიას შეხედა. -მადლობა რომ დედა მარტო არ დატოვეთ, მე მოვეხმარები დედას თუმცა ასე ადრე რატომ გეძინება ჯერ ხომ ადრეა წამლებიც არ მიგიღია. ლილიამ ახალი ნაყიდი ვიტამინები იქვე დაალაგა და დედას მოეხმარა საძინებელში გაიყვანა მარინასთან ბოდიშის მოხდით, მარინამ კი დრო გამოიყენა და ვიტამინის სიროფში რაღაც წვეთები ჩაამატა და შუმჩნევლად დააბრუნა თავის ადგილზე და ლილიას უთხრა. -ძალიან მიხარია რომ მარიამი კარგად არის, თუმცა ის მარიამი აღარაა მე რომ ვიცნობდი ძალიან დასუსტებულია, ამ ექიმს ენდობი? მე მყავს ძალიან კარგი ექიმი თუ თანახმა იქნები ნომერს მოგცემ და დაურეკე. -არა მადლობა, მე კმაყოფილი ვარ ჩვენი ექიმით ის ძალიან ყურადღებიანია და ძალიან დაკვირვებული. -კარგი როგორც გინდა მე ჩემი ვარაუდი ვთქვი, წავალ მეც უკვე გვიან არის და ისევ შემოვივლი მარიამის სანახავად. -კარგი იქნება თუ წინასწარ დამირეკავთ, შესაძლებელია დედა ისევ დავაწვინო კლინიკაში.არ ესიამოვნა მარინას ლილიას ნათქვამი და უხალისოდ დაეთანხმა. -კარგი ჩემო გოგო. ლილიამ წამლები მისცა მარიამს და მანაც დილამდე მშვიდად იძინა, რაც ლილიას არ მოეწონა და ექიმს დაურეკა. -გისმენ ლილია. -ექიმო დედას წამლების მიღების შემდეგ დილამდე ეძინა, ეს ნორმალურია? -ძილში გამოდის ავადმყოფი, მას სიმშვიდე ჭირდება და თავის დროზე წამალი. ძილმა უნდა დაამშვიდოს აშლილი ნერვიული სისტემა, ეს არ არ არის საშიში ლილია. -მართლა? მე კი ძალიან შემეშინდა და ვინერვიულე, ახლა კი დავმშვიდდი. ლილია მარიამის მოვლაზე გადაერთო და კომპანიაში მისვლას ვერ ახერხებდა ისე ხშირად, მისთვის მნიშვნელოვანი საბუთები მირიანს ან ლაშას მიჰქონდა სახლში ხელ მოსაწერად და დღეები ასე გადიოდა, გამოძიება კი ისევ ჩიხში შევიდა, გიორგი კი სიხარულით ანთებული მიიჩქაროდა იქ სადაც შეეძლო თავსუფლად ესუნთქა მთის სუფთა ჰაერი. კოკისპირულად წვიმდა რამდენიმე დღე და ასეთი ძლიერი წვიმა ყოველთვის იმ ჯადოსნურ ღამეს ახსენებდა. მიდიოდა წვიმაში და ხედავდა როგორ იცლებოდა ღრუბლები დაგუბებული სევდისგან, როგორც მოულოდნელად დაიწყო წვიმამ ასე მოულოდნელად შეწყდა და მალე ღრუბლები მზის სხივებმა მიყარ-მოყარა გმოჩნდა და სუსტად, მაგრამ მაინც დაანათა წვიმისგან გადარეცხილ მიწას თავისი სითბო, მიწამ სითბო იგრძნო და წვიმის სურნელს მიწის სურნელიც შეუერთდა. -ეს ვერ არის კარგად, ამ თავსხმა წვიმაში რამ მოიყვანა. გაოცებული უცქერდა გიორგი ჯერ კიდევ მანქანაში მყოფ გიორგის და მხოლოდ მაშინ გავიდა გარეთ როცა გიორგის ხმა გაიგონა. -გიორგი, ბაკო სად ხართ. -ჩვენ აქ ვართ, მაგრამ შენ ასეთ ამინდში აქ რატომ ამოდი. -ძალიან სიცივეებია ეს დღეები და ჩასაცმელი მოგიტანეთ, აბა როგორ ხართ. -ჩვენ კარგად ვართ, ძია ემზარი როგორ არის. -რა გითხრათ კარგად არის, მაგრამ თითქოს რაღაც ხდება მის თავს. ყველაფერი ესმის, ყველაფერს ხედავს, მაგრამ ვერ ლაპარაკობს, ვერ ინძრევა და მთელი სხეული პარალიზებული აქვს, ვგრძნობ ვიღაც დგას ამ ამბის უკან და ვერ ხვდება როგორ მიწვევს დაუნდობელ ბრძოლაში. აუტანელი ტკივილია ჩემთვის მამას რომელსაც ყოველ დილით ენერგიით სავსეს ვხედავდი დღეს პარალიზებულია და მისი ეს მდგომარეობა სიბოროტით ავსილმა ადამიანმა ჩაიდინა. -ზოგჯერ ვფიქრობ ცხოვრება ძალიან სასტიკია. თქვა გიორგიმ და გიორგის შეხედა. -სცდები გიო, ცხოვრება არ არის სასტიკი, ადამიანები ვართ დაუნდობლები და ძალიან სასტიკები. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება უფლის ნებით და ჩვენ ვალდებულები ვართ მივიღოთ მისგან სიმკაცრეც, მისი სიხარულიც და მისი ტკივილიც, მაგრამ ვიღაცა მეთამაშება. მე გადავწყვიტე ის ვინც მამა მოწამლა ავყვე მას თამაშში და გავყვე მის დადგენილ წესებს. ვიცი რომ ჯერ გზის კიდეზე დადის ფრთხილად, მაგრამ ვიცი გაუკვალავშიდაც გადავა ოდესმე და თავის კვალს იქ დატოვებს, სწორედ მაშინ დავხვდები წინ და გამიმკლავდეს. თქვა გიორგიმ და მეგობრებს შეხედა. -თქვენ როგორ ხართ, აქ რა ხდება. -აქ ყველაფერი კარგად არის, მხოლოდ რამდენიმე მწყემსი ავიყვანეთ სოფლიდან, რადგან მგელი შემოგვეჩვია. -ორმა მწყემსმა თავისი კავკასიური ნაგაზი მოიყვანა, ძალიან ავები არიან და მთავარი ისაა ფარაში არიან გაზრდილები. -მეც შევამჩნიე ორი უცხო ნაგაზი, მაგრამ მე რატომ არ დამიყეფა. -სუნით მიხვდა შვილო რომ აქაურობის პატრონი ხარ. უთხრა გიორგის ერთ-ერთმა მწყემსმა და გიორგიმ იმ მწყემსის თვალებში უზარმაზარი სითბო და სიყვარული დაინახა. -თუ მწყემსები დავიმატეთ თქვენ აღარ ხართ აქ საჭირო, ვფიქრობ ისინი მიხედავენ აქაურობას ჩვენ კი დრო და დრო მოვაკითხავთ რომ საკვები მოვაწოდოთ, მაგრამ აქ ერთი უფროსი გვჭირდება ვისაც ჩავანდობთ ყველაფერს და ის იქნება პასუხისმგებელი საქონელზე და ყველაფერზე. -ძია შალვა აიყვანე უფროსად, ძალიან დაკვირვებულია და საქმეც კარგად ესმის. უთხრა გიორგის ბაკომ ჩუმად და გიორგიმ მოხუცს გახედა, ყველა შეკრიბა ბაკომ და უფროსად შალვა დაინიშნა მას ჩაანდო ფერმა და უთხრა. -დღეიდან საპასუხისმგებლო საქმე დაგეკისრა ძია შალვა, არ შემიძლია სულ აქ ვიყო რადგან სახლში მამა მყავს რთულ მდგომარეობაში ამიტომ თქვენს იმედად ვტოვებ ყველას და ყველაფერს. მოხუცმა მადლობა გადაუხადა გიორგის ნდობისთვის და იმედიც მისცა. ბაკომ და გიორგიმ თავიანთი ბარგი შეკრეს და მონატრებული ქალაქისაკენ დაიძრნენ, ყველას მოენატრა ერთმანეთი და შეხვედრა დათქვეს, ბაკომ ემზარი და ცირა მოინახულა და ემზარის ისეთი მდგომარეობაში ნახვა მათ ხასიათზე აისახა, ბაკოს ცრემი მოერია და თქვა. -თითოეული ადამიანი მეზიზღება და მძულს თავისი სიბოროტით. -გულს მირევს ასეთი ადამიანები ვინც სხვის სიცოცხლეს არ აფასებს, უგრძნობები მათ შურდათ ემზარის და თუ ისინი ოდესმე ვიპოვეთ საკუთარი ხელით მოვისროლი იმ ნაგავსაყრელზე სადაც მათი ადგილია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს დღეს კი თავი მოიწესრიგეთ და განტვირთვის დღე გვაქვს, გავიდეთ. გოგოებს დაურეკეთ? -კი და ყველას გაუხარდა, რა კარგია ყველა ერთად ვიქნებითო. თქვა გიორგაძემ და მანქანისკენ წავიდა, ნახევარ საათში ყველა ერთმანეთს სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა და თეომ თქვა. -ორი გიორგი გვყავს და როგორ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა მოვიფიქროთ? -ერთი გვარით და მეორე სახელით ან გიორგი 1 და გიორგი 2 ასეც შეიძლება. თქვა ბაკომ და გაეცინა. -გენოსი გვყავს გუნდში როგორც აინშტაინი, მაგრამ ახლა ჩვენს გუნდ ერთი პიროვნება აკლია რა გითხრათ სად ვარო. -ცაბოლაშვილი ალბად თავის განსაკუთრებულ სიუჟეტის დასაწერად ისეთ ადგილზე ავიდა იქვე დარჩა ან ხეზეა ასული და ვეღარ ჩამოდის მაშველებს ელოდება. -ჩეზე ჭორაობთ? მეგობრებს გაბრაზებულმა გადახედა მარიმ და შემდეგ თავისი ჯადოსნური ღიმილით დააჯილდოვა ყველა. -სად იყავი, რატომ დააგვიანე. -რამდენიმე ღამე გადავაბი ამ სიუჟეტების დაწერის გამო, ძალიან უხეში და უჟმური უფროსი მყავს არაფერი მას არ მოსწონს და ახალი დავალება მომცა დღევანდელი ოლიგარქის ცხოვრება უნდა დამეწერა. -ოოოჰოოოოოჰო, შენ ძალიან რთული თემა გაქვს, დაწერე? -კიც დავწერე და კიც გადავიღე და ისე ვარ ყველაფერი მტკივა. ყველა წუთი და ყველა წამი წყლულივით მაქვს და თან ვიცი რომ დაღლის უფლება არ მაქვს, რადგან ეს სიუჟეტი ჩემი დისერტაციის წინ ხდება. -ცხოვრება უფრო და უფრო რთულდება მეგობრებო და რაც გავიზარდეთ ასაკში შევედით უფრო გაგვირთულდა ყველაფერი, მაგრამ უნდა შევეჭიდოთ სირთულეებს და წინ ვიაროთ არც ჩამოჯდომის დრო არ გვაქვს და არც დასვენების. ყოველ ჯერზე როცა სირთულეს წავაწყდებით მყარად უნდა დავდგეთ ფეხზე და წინ გავიხედოთ. როცა ძლიერი ხარ მტერი რომელიც ჩასაფრებული გვყავს და ჩვენს წაქცევას ელოდება ვერაფერს დაგვაკლებს. ახლა კი ყველაფერი გადავდოთ და დღევანდელი დღე ერთმანეთს მივუძღვნათ. გინდათ სადმე წავიდეთ? -აუ სად წავიდეთ? -გერგეთში მოთოვა, ახლა იქ ვისურვებდი ყოფნას. თქვა მარიმ. -მეც მინდა თოვლში ვითამაშო. თქვა შორენამ და ყველას საწყალი თვალებით გადახედა. -მეც მინდა თოვლში ვირბინოთ. შორენას არც ბაკო ჩამრჩა და ბიჭებმა თეონას გადახედეს, რადაგნ ისიც იტყოდა რაღაცას და კიდევაც თქვა. -ახლა ისეთ ხასიათზე ვარ გავწვებოდი თოვლში და დილამდე ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ჩემი ბედის ძებნით დავკავდებოდი. თეონამ თვალები დახუჭა და ოცნებებში გადაეშვა თითქოს მართლა თოვლში იყო გაწოლილი და თეთრ ფითქინა თოვლზე ნებივრობდა. -დედამიწა მოიარე ვერ იპოვე შენი შესადარი და ახლა ზეცაში იწყებ ძებნას? სიცილით თქვა ბაკომ და ყველა მას აყვა. -დააცაეთ ოცნებებში ცურვა, იქნებ იქ მაინც იპოვოს ბედის კაშკაშა ვარსკვლავი. არც გიორგი ჩამორჩა ბაკოს შემდეგ კი ადგა და თეონას სიცილით უთხრა. -ადექი გეყოფა ოცნება მივდივართ. თეონამ თვალები გაახილა და გიორგის გაოცებულმა უთხრა. -სად მივდივართ მშია ადამიანო -გერგეთი შორს არის, მაგრამ ახლოს წავიდეთ გოგნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშიც შევიდეთ ვილოცოთ, სანთლებიც ავანთოთ კარუგდებელში და წამოვიდეთ ან თეოს დავაცადოთ იქნებ ვარსკვლავებში იპოვოს მისი ბედის ვარსკვლავი. -იქნებ არ არის საჭირო ვარსკვლავებში ფრენა და დედამიწაზე დადის მისი ბედი, მაგრამ ის სულ მშიას გაიძახის და გვერძე არ იხედება რა ხდება მის ახლოს ვერ ამჩნევს ან არ იმჩნევს. თქვა ბაკომ და გიორგაძეს თვალი ჩაუკრა. -ნამიოკებით ნუ ლაპარაკობ შარია, თქვი რისი თქმაც გინდა. წამოენთო თეონა და ბაკოს თვალები დაუბრიალა. -მაგ თვალების ბრიალით გადარევ ადამიანს და შემდეგ თითქოს არაფერი ხდება ვერც ამჩნევ ვერაფერს ან ვერავის. -გიორგი დაადუმე ეს უკვე შარზეა. -ადექით, ადექით დროს ნუ ვკარგავთ. თქვა გიორგიმ და პირველმა დატოვა მეგობრები რადგან მათ იფიქრეს რომ გიორგი ხუმრობდა. -გიორგი შვილო მიდიხართ უკვე? რესტორნის უფროსი გაოცებული უყურებდა გიორგის. -მივდივართ, მაგრამ დაბვრუნდებით რამდენიმე საათში, ამიტომ შეკვეთას არ ვაუქმებ ძია თემური. -კარგი გელოდებით, მაგრამ იქნებ შეკვეთაში ცვლილება გინდათ შეიტანოთ. -არა, ძალიან მოშივებულები ვიქნებით და კიდევ დაამატეთ რამე გემრიელი, მაგალითად კუპატები კარგი მწარე სოუსით. -კარგი, დაბრუნდებით თუ არა მაგიდას გავშლით. გიორგი წავიდა და მას ბაკო წამოეწია. -წინ შენს გვერდით მე დამსვი, გიორგი და თეონა ერთად უნდა დავსვათ. -რა ხდება, რა ჩაიფიქრე. თქვა გიორგიმ და უკან მომავალ მეგობრებს ღიმილით გახედა. -ვერ ხვდება ეს ბოთე გიორგაძე როგორი თვალებით უყურებს, სადაცაა მე დავეთანხმო თეოს მაგივრად. გიორგი არ ელოდა ბაკოსგან ასეთ სიტყვებს და მისმა გულიანმა ხარხარმა გიორგი კარგად ახარხარა, გიორგის სიცილზე ყველა იცინოდა, მაგრამ რაზე ან ვისზე იცინოდნენ ეს არცერთმა არ იცოდა, ბაკო კი გიორგის გაბრაზებული უცქერდა, სიბრაზეში არ უნდოდა გამომემჟღავნებინა არადა ერთი გულიანი გაცინება მასაც ძალიან უნდოდა. -ვაიმეეეე, რამდენი ხანია ასე გულიანად არ მიცინია შენ გაიხარე ბაკო და ამიტომ დაგასაჩუქრებ ჩემს გვერდით დაბრძანდით, თქვენ კი ყველა უკან მოთავსდით. -ყველამ აქ უნდა დავსხდეთ? -რა გაოცებული მიყურებ. გიორგაძეს წაავლო ხელი და მანქანაში შეაგდო ბაკომ, მას კიკნაველიძე მიაყოლა, შემდეგ მარი და ბოლოს შორენა და კარებიც მაგრად მიხურა. -მე სულ მივეჭეჭკე კარებს მიიწით ცოტა. -კიკნაველიძე ორი კაცის ადგილი შენ დაიკავე შეისუნთქე და სხვები ნორმალურად დასხდებიან. უთხრა თეოს გიორგიმ და ბაკოს გადახედა. -მაგარია, იქნებ იგრძნოს ამ უგრძნობმა რამე. თეონა გიორგაძეს ეღურღულებოდა და ბაკო და გიორგი კი იცინოდნენ. -ხელი გაწი გიორგი. -სად წავიღო ხელი თეო. -გადახვიე თეოს და ხელი მის ადგილს თავად იპოვის. უთხრა ბაკომ და გიორგიმაც ხელი თეოს გადახვია, მაგრამ ვერ მოემგვანა თითებით თეოს მკერდს ეთამაშებოდა. -აქ რა უნდა შენს ხელს. -აბა სად წავიღო, მოვიჭრა? -აქ უადგილო ადგილად მედება. -ვიცი ვიგრძენი რბილად რომ შევეხე. -იდიოტო, უკან გადადე ხელი ახლავეს. -გადავდე, მოგეშვა გულზე? -კი, მაგრამ ეს ფეხიც მიწიე ცოტა კარგად რომ დავჯდე. -ღმერთო ასეთი კაპრიზი რომ ხარ მიტომ არავის არ მიყავხარ. -ნუ ჯავრობ შენ ჩემს..................... -თეონა გავაჩერებ მანქანას და მანქანიდან მარტო შემ გადაგაგდებ, დავიღალე უკვე. -რამ დაგღალა რულის ტრიალმა? -შენ დამღალე და შენმა წუწუნმა. -სულ არ ამოვიღებ ხმას მე თუ გღლით. თქვა და გაბუსულმა შეხედა ჯერ ბაკოს და მერე გიორგის, ვერც კი მიხვდა როგორ მიეკრა ნელა-ნელა გიორგაძის მკერდს, ბაკომაც დრო იხელთა ღიმილით გადახედა თვალდახუჭულ თეონას და ფოტოც კი გადაუღო. -ეს ისე ყოველი შემთხვევისთვის ჩემთან იყოს.თქვა და სიმღერის ხასიათზედაც მოვიდა. -დათოვლილი მთები, დათოვლილი გზები მეგობრები ერთად გულმხიარულები, წლები გასულა და თმებშიც დათოვლილა მეგობრები ერთად მუდამ თან ვყოფილვართ. სიმღერის ბოლო ფრაზა თეონამ დაასრულა, მაგრამ გიორგაძემ ყურში უჩურჩულა და მისმა ხმამ უცებ გააჩუმა. -უკაცრავად, იქნებ მიხვდე ამ მანქანაში შენს გარდა კიდევ ზის ხალხი და ცოტა იბრუნე გვერდი. თეონამ მკაცრად გახედა გიორგაძეს, მაგრამ მისი აწეული წარბი რომ დაინახა ვერაფერი თქვა, გიორგაძე კი უფრო გათამამდა და თეონას მხარზე გადაადო ხელი. -ჩამოსასვენებელი ადგილი ნახე? -არა, უბრალოდ ვერსად ვერ წავიღე და აქ გადმოვდე, რომ ცოტა დაბრუჟებამ გამიაროს. -შორენას ხმა არ ისმის, დაო ცოცხალი ხარ თუ მოკვდი უკვე. იკითხა გიორგიმ და სარკეში გახედა მეგობარს. -ცოცხალი ვარ, მაგრამ ერთიანად დაბუჟებული ვარ. -მარი შენი ცქრიალა ხმა გამაგონე რომ დავრწმუნდე ყველას სიცოცხლეში. ახლა ბაკურიმ გამოელაპარაკა მარის და თან უკან მიიხედა. -აბა გამოფხიზლდით, აქედან ფეხით უნდა წავიდეთ. კიკნაველიძე ეს ადგილი განსაკუთრებულია და აქ მდებარე ეკლესიას კარუგდებელი ჰქვია. აქ ლოცვა სასწაულთმოქმედია, აქ უშვილო წყვილებიც ლოცულობს რომ შვილი გაუჩნდეთ და დასაოჯახებელი წყვილებიც დადიან. ასე რომ ზეცაში ბოდიალს, დედამიწაზე ილოცე რომ ბედი გაგეხსნეს. გიორგიმ ბაკოს შეხედა და უთხრა. -სერიოზულობა არ გვაწყენს სალოცავში შევდივართ. -ნეტავ შენ თუ ესმის საერთოდ სიტყვა ,, სერიოზულობა'' რას ნიშნავს. -თეონა წინ წადი და ყველას ნუ კბენ. -სად გიკბინე მაჩვენე. -თეონა............. გიორგიმ თვალებ დაუბრიალა თეონას და ისიც შებრუნდა, სანთლები აანთეს, იოლცეს კიდეც და თითქოს მსუბუქი მხრებით დატოვეს სალოცავი. -გიორგი სად არის, ვერ ვხედავ. -აქ ვარ, ამოდით აქ ნახეთ რა საოცრებაა. მოესმათ გიორგის ხმა და შეხედეს გიორგი ერთ მაღლობზე ასულიყო, მის გარშემო კი დათოვლილი მიდამო თეთრად ქათქათებდა. მეგობრები მისკენ წავიდნენ და გიორგიმ თოვლის გუნდები დააწყო და ახლოს მოსულ მეგობრებს დაუშინა, თან ყვიროდა. -აბა მოდით და მომიახლოვდით, გაბედეთ და ჩემამდე მოდით. -გიორგი მე შენს გვერდით დავდგები. ყვიროდა შორენა და გიორგისკენ ცდილობდა წასვლას, მაგრამ გიორგი ყველას მიზანში ურტყამდა გუნდას, თეონას თავში მოხვდა და ისიც თოვლში წაიქცა. -თავში გამარტყო და დამარეტიანე, გიორგი მე კიდე დარტმა მინდა ისედაც რეტიანივით დავდივარ. -თავში აღარ გაარტყა, გიო ტრაკზე გაარტი ისედაც დიდი ჩემოდანი აქვს ძლივს დაათრევს. -ბაკო დაგადუმებ რომ ვეღარ ასარსალო ეს დასადუმებელი ენა, დამპალო. -გიორგი მომეშველე შენს გვერდით ვერ მომიახლოვდებიან. გიორგიმ ხელი შეაშველა მარის და სიცილით უთხრა. -ჩქარა გამოადგი ფეხი რომ დადიხარ სინაზე გაფენილი სარეცხივით. -კარგი რა, ჩქარა ვერ დავდივარ ნუ დამცინი. -მართლა მიკვირს როგორ ჩააბარე ჟურნალისტიკაზე. -ჩქარა რომ ვერ გაიქცა იმიტომ გაუტეხეს თავი მთავრობის სახლის წინ რეპორტაჟს რომ იღებდა და სისხლი რომ დაინახა ხელზე გული შეუწუხდა. თქვა თეონამ სიცილით და მოულოდნელად რომ არ ელოდა გუნდა სახეში მოარტყა ბაკოს, ბაკო ასეთ სივერაგეს არ ელოდა თეოსგან და გაიქცა. -მიშველეეეთ. -ვერავინ ვერ გიშველის, სად წახვალ ჩემს ხელში ხარ. -მიშველეეეთ, ძე ხორციელი არავინ ხართ ახლოში? -დაგეწიე უკვე. უთხრა ბაკომ და თეონა ჯერ თოვლში აგორიალა, ბევრიც აჭამა და შემდეგ რბილად დაჯდა ზემოდან და მეგობრებს გასძახა. -მოდით, მოდით ჩამოვისვენოთ. -ადექი ვირო წელი მეტკინა. როგორც იქნა თოვლში თამაშით გული იჯერეს და ნელა ნელა თოვლიანი ტანისამოსის წმენდით წავიდნენ მანქანისკენ, კარგად მოშივებულები იყვნენ რესტორანში რომ დაბრუნდნენ და მაგიდაც გაიწყო. -როგორ მომშივდააააა. -შენ აქედან წასვლამდე იძახდი მშიაო და დაჯექი გული არ წაგივიდეს, არ დაეცე მეტლახს გააფუჭებ და დიდ ზარალში ჩავარდებით. -მაგ მწარე ენას რატომ ვერ აჩუმებ რომ ასინსილებ. -ფრთხილად შხამის შხეფები არ მოგხვდეს თორემ მოგშხამავ. -ძია თემური აბა ყველაფერი გამოიტანე რაც კი გვაქვს.მადიანად შეექცა ყველა ვახშამს და უეცრად შორენამ თქვა. -ოხ გიორგი ცალქალამნიანმა აქაც გიპოვა. -საიდან გაიგო აქ რომ ვარ. გაუკვირდა გიორგის და ჭამა გააგრძელა, მაგიდას კი მირანდა მიუახლოვდა და თავისი წრიპინა ხმით გიორგის მიესალმა. -გამარჯობა გიორგი. თეონამ ვერ მოითმინა და მირანდას უთხრა. -მარტო გიორგის ხედავ აქ? -გამარჯობათ. თქვა უკმაყოფილოდ და თეონას შეუბღვირა. -შენს ზარს ველოდი და არ დამირეკე არ მომიკითხე. -არ მოგიკითხე? -ხო, იმ დღის შემდეგ ვფიქრობდი დამირეკავდი და რამეს ამიხსნიდი. -მე უნდა დაერეკა შენთვის? -უცნაურად რატომ გეჩვენება გიორგი იმდენ ხალხში შემარცხვინე. -ყველაფერი უჩემოდ დაგეგმე და კიდევ მე უნდა დამერეკა და ბოდიშიც უნდა მომეხადა შენთვის? შენ საერთოდ კაგად ხარ? -მე დავაშავე იმ დღეს, მაგრამ შენგან ზარს მაინც ველოდი. -მირანდა რატომ ელოდი ჩემგან ზარს, ავად იყავი? -არა. -საავადმყოფოში იწექი? -არა. -მომაკვდავი იყავი ან შენ ან დედაშენი? -არა, რას ამბობ გიორგი. -აბა რატომ უნდა დამერეკა და რატომ უნდა მომეკითხე, როგორ გგონია სამი კვირა საავადმყოფოში გავატარე და შენზე ვფიქრობდი რომ არ დაურეკო არ ინერვიულომეთქი. შენ? შენ ზრდილობის გამო მაინც არ გაგახსენდა დაგერეკა და მოგეკითხეთ თუ როგორ არის გიორგი მამა და მკურნალობა როგორ მიდისო. -მართალი ხარ, როგორ არის. -ძალიან კარგად და სულ მალე გაირკვევა სიმართლეს. -მართლა? როგორ გაირკვევა სიმართლე ის ხომ ვერ ლაპარაკობს. მირანდა გაოცებული და თვალებგაფართოებული უყურებდა გიორგის, გიორგი კი ძალაინ გააბრაზა მირანდას სიტყვებმა და უხეშად უთხრა. -ინფორმაციას ვინც გაწვდის გადაეცი რომ არაფერი დარჩება გაურკვეველითქო. -მე, მე ისე ვთქვი ვინ უნდა მომაწო..................... -წადი მირანდა, ძალიან გთხოვ წადი. გიორგის ხასიათი გაუფუჭდა და ფეხზე წამოდგა და ბაკოს უთხრა. -მანქანას გიტოვებ, გოგოები გაიყვანე სახლებში და თუ შეძლებ ჩემთან ამოდი, მე ტაქსით წავალ სახლში. -მე ყველას სახლამდე მივყვები, მაგრამ არაფერი გიჭამია. -არა უშავს, მადა გამიქრა. ზიზღით სავსე თვალებით შეხედა მირანდას და მეგობრებს დაუმშვიდობებლად დაშორდა ტაქსი გააჩერა და წავიდა, მის შეცდომას გვიან მიხვდა და ბაკოს დაურეკა. -ბაკო მაპატიე, ისე წამოვედი არავის დავემშვიდობე ამერია თავში ყველაფერი, ბოდიში მომიხადე ყველასთან. -არავის განუსჯიხარ მეგობარო, რადგან ყველამ კარგად ვიცით რა იყო შენი წასვლის მიზეზი. თავიდან გვეწყინა და გავბრაზდით, მაგრამ არა შენზე არამედ მირანდაზე რადგან დღევანდელი მისი მოქცევით მან ყველა ერთ დასკვნამდე მიგვიყვანა, გიორგი ეს გოგო ავადაა და მას შენ არ უყვარხარ, მას შენ აკვიატებული ყავხარ და მას შენი სახელი უფრო აინტერესებს და შენი ეკონომიური მდგომარეობა. გეფიცები თუ ასე არ იყოს, დაინახავ დრო თავად გვიჩვენებს მის ნამდვილ სახეს. -საუბედუროდ ასეა შენ მართალი ხარ, დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ის ავადაა და რა სამწუხაროა დედას რომ არ შეუძლია ეს დაინახოს რასაც მე ვხედავ მასში და ვამჩნევ. -დაინახავს, დრო მასაც აუხელს თვალებს. -კარგი ბაკო კიდევ ერთხელ ყველას ბოდიშს უხდი და იმედი მაქვს ერთ დღეს უშიშრად შევხვდებით ერთმანეთს, მაშინ როცა მირანდა ჩემს ცხოვრებაში აღარ იარსებებს. გიორგიმ ბაკოსთან საუბრის შემდეგ დეტექტივს დაურეკა და მასთან ისაუბრა. -გიორგი ვერაფერს გეტყვი, რამდენიმე დღე უნდა მომცე. -კარგი მახო მთავარია წინსვლა გვქონდეს საქმეში. -არის რაღაც, მაგრამ დაზუსტებით ჯერ ვერაფერს გეტყვი თან ეს არ არის სატელეფონო საუბარი. -მესმის, ერთ დღეს შემოგივლი ან სადმე დავსხდეთ და ვისაუბროთ. -გიორგი ცხოვრება რთულია, მაგრამ ღირს სიცოცხლე იმ ადამიანების გამო ვინც გიყვარს და უყვარხარ. -მართალია, სირთულეებს რომ დავძლევთ და გადავლახავთ ცხოვრებაც უფრო ლამაზი ხდება. -უფროსო სიახლეები გვაქვს. -გისმენ თედო, გიორგი უნდა გაგითიშო. -კარგი და გელოდები. მახომ ტელეფონი გათიშა და თედოს მიუბრუნდა. -კარგი ამბით დაბრუნდი? -კარგი ამბავი გვაქვს უფროსო, როზას სახლში დღეს დიდი მისვლა-მოსვლა არის. შუადღის 2 სთზე იმ სახლში რამდენიმე ქალბატონი შევიდა, მაგრამ დილამდე იქედან არავინ გამოსულა, შუაღამით რამდენიმე ცნობილი მამაკაცი მივიდა და მათმაც დილით დატოვეს ის სახლი. -შენი აზრით რა ხდება თედო იმ სახლში. -არ ვიცი რამდენად სწორია ჩემი ვერსია, მაგრამ ვფიქრობ როზას ბორდელის სახით აქვს გაკეთებული უკანონოდ და შავ ფულს აკეთებს. -მაშინ დროა ჩვენც ვესტუმროთ როზას ღამით, მოემზადეთ. მახო თავის რჩეულ ბიჭებთან ერთად წავიდა დანიშნულ ადგილზე და ნერვიულობდა, გვერდი აუარა სამარშუტო ტაქს რომელშიც ხალხი ერთმანეთზე იყო მიკრული და თვალმოჭუტულმა გახედა მძღოლს რომელიც კმაყოფილებას ვერ ფარავდა. ჩაეცინა მძღოლზე და სიჩქარეს მოუმატა, ჩქარობდა ადგილზე მისვლას. ცაზე თვითმფრინავმა თეთრი ხაზი დატოვა, უყურებს როგორ დაიკლაკნა ზოლი და როგორ გაიცრიცა შემდეგ კი გაქრა. ჯერ არ დაბნელებულა თუმცა ქუჩებში ლამპიონები ანთია უკვე და ნაღვლიანი ხმით თქვა. -ხვალ ქარი იქნება ამინდი შეიცვლება. -მოვედით უფროსო აქ უნდა გავჩერდეთ იქით ვერ წავალთ, შეგვამჩნევენ.მახომ მანქანის კარი ფრთხილად მიხურა და იქ მყოფ ბიჭებს მიუახლოვდა. -როგორ ხართ, დრო არის უკვე ვესტუმროთ? -ჯერ არა, სულ მცირე ერთი საათი უნდა მოვითმინოთ უფროსო, უკვე იწყებს მოსვლას სტუმრები ეს უკვე მეოთხე სტუმარი მოვიდა და მამაკაცები ცოტა მოგვიანებით მოდიან. -დაველოდოთ, მაგრამ სახლის უკანა მხრიდან უნდა დადგეს რამდენიმე პოლიციელი, რომ არავინ გაგვექცეს. -ეს ყველაფერი მოგვარებულია უკვე, ჩვენ წინა კართან მივალთ რამდენიმე კი უკან გავა და იქ დადგება. ნერვიულობდა, არ იმჩნევდა და გულში თქვა. -იქნებ არაფერია და ქარის წისქვილებს ვებრძვი. უეცრად გაშეშდა და სუნთქვა შეეკრა, გული დაიჭმუჭნა თითქოს აღარ სურდა სიცოცხლისთვის ბრძოლა. იდგა და თვალებ ჩასისხლიანებული უყურებდა როგორი ბედნიერი სახით ხელი-ხელ ჩაკიდებული მიყავდა შვილიშვილის ასაკის გოგონა ბობოლა ფულიან ბაბუებს -უფროსო რა დაგემართა ფერი არ გადევს სახეზე. -ძალიან ცუდად ვარ თედო. -გადავდოთ ოპერაცია, შევაჩერო? -ამათი დედები რომ მ........ნ შვილიშვილის ტოლა გოგოები როგორ ...........ღმერთო. არა, არაფერი არ გადაიდება ამათ გამო გავხდი ცუდად მეც ხომ მამა ვარ და მეც ხომ მყავს შვილი. ბიჭებო დროა და ეს ბებერი ტურები, ეს ბებერი ლეში ვინც აქ შევიდა თავიანთი ოცნებების ასასრულებლად არ დაზოგოთ. თედო წავიდა და კარზე ძლიერად დააბრაგუნა. -ვინ არის, რა ხდება. გაიგონა როზას ხმა და ცოტა უკან დაიხია და ხმამაღალი ხმით დაიყვირა. -პოლიციაა კარი გააღეთ. -ასეთ დროს აქ პოლიციას რა საქმე აქვს. -კარი გააღეთ თორემ კარს ჩამოვიღებთ. -ერთი წუთით, უნდოდა ყველა გაეფრთხილებინა, მაგრამ პოლიციამ კარი შეამტვრია და ხმაურით შეიჭრა სახლში. -ასე როგორ შემოდიხართ ჩემს სახლში, აქ პატარა ბავშვები არიან. მახომ ხელით მიწია როზა გვერძე და საძინებლის კარი გააღო, თედომ და ნიკამ შიშველი ხალხი გარეთ გამოყარა. -არ გაქვთ ასეთი მოქცევის უფლება.არ ცხრებოდა როზა. -ქალბატონო როზა ბორდელი გაქვთ სახლში........................ -აგიხსნით, ყველაფერს აგიხსნით. -რას ამიხსნი ისედაც ვხედავ ყველაფერს და ჩხრეკის ორდენი მაქვს, ეს რაც აქ ხდება და რასაც აკეთებ უკანონობაა. -უფროსო ეს უნდა ნახოთ.ერთ-ერთ საძინებელში გოგონა ბაწრით იყო დაბმული და ზურგი აწითლებული ჰქონდა, გოგონა ტირილისგან სულ ვეღარ ითქვამდა. -ეს რა არის ქალბატონო როზა ამ ყველაფერზე პასუხს ვინ აგებს. -ეს, ეს არც მე არ ვიცოდი. დაიბნა როზა და პოლიციამ იქ მყოფი მამაკაცი ხელ-ბორკილებით გაიყვანა, გოგონა კი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. უკვე წასვლას აპირებდნენ რომ ნიკამ ერთ- ერთი ოთახის კარი შეაღო და დაუსტვინა, თედომ მიხვდა რაღაც იპოვა ნიკამ და შეხედა როზამ როგორ შემოირტყა ხელები თავში. -უფროსო ვფიქრობ უნდა ნახო, საინტერესოა რასაც აქ ნახავ.ახალგაზრდები გაბანგული კაიფში და მაგიდაზე კოკაინის ფხვნილი მიყრილ-მოყრილი. მახომ ზიზღით შეხედა როზას და უთხრა. -ძალიან ცუდად არის თქვენი საქმე ქალბატონო როზა. -შეუძლებელია, ეს არ არის ჩემი. -მე მოვიტანე და შეუმჩნევლად აქ დავყარე. თქვა მახომ და ნიკას უთხრა. -ყველა გადაიყვანეთ, არავინ არ დატოვოთ და ესეც წაიყვანეთ ჩემს მოსვლამდე ცალკე ოთახში იყოს მე პირადად უნდა დავკითხო. თვალები დახუჭა და იგრძნო როგორ დაგროვდა მძიმე ოხშივარი ფილტვებში, უნდოდა ადაპტირება მოეხდინა იმ ყველაფერთან რაც ნახა, მაგრამ ეს ხომ რეალობა იყო დაშიფრული სიმართლე. საათები დაჭირდა აზრზე მოსასვლელად და როგორც იქნა როზასაც მიაკითხა, სკამი ხმაურით გამოსწია თვალებში უყურებდა ქალს და იქ სინანულის გრძნობას ვერ ხედავდა, იქ მხოლოდ კითხვები იყო. -რა უფლებით ამიყვანეთ, რატომ ვარ აქ. -ყველაფრის წაშლა შეიძლება, ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ გავა რამოდენიმე წელი და ისევ აქ მოხვალ იმავე დანაშაულით რომელი დანაშაულისთვისაც დღეს მოგიყვანეს. კარგი სამსახური გაქვთ სამოდელო სააგენტო და ამ მოდელებიდან თქვენ უამრავ ფულს აკეთებთ, ისინი დღისით და მზისით ოფისში მუშაობენ ღამით თქვენს სახლში თქვენს სტუმრებს პატივს სცემენ და ართობენ ბებერ ტურებს. ამ ყველაფერთან ერთად ქალბატონო როზა არც ნარკოტიკზე დაიხიეთ უკან და მისაყვედურეთ აქ როგორ შემოდიხარღთ ბავშვები არიანო, ეს ყველაფერი იმ პატარა ბავშვებზე როგორ ფიქრობთ, არ იმოქმედებს? -არასოდეს ვყოფილვარ ნარკოტიკით დაკავებული. -ჩვენს ხელთ არის 400გრ ნარკოტიკი რომელიც სულ რაღაც წუთების წინ თქვენი სახლის ერთ-ერთი საძინებიდან გამოვიტანეთ. -ეს პოლიციამ დადო ჩემს სახლში. -უნდა ხვდებოდე რას ამბობ, ეს არც გვჭირდებოდა გაგვეკეთებინა თქვენ ისედაც დაისჯებით უკანონო საქმიანობისთვის. -მაგრამ ნარკოტიკზე არა. -მეუღლე მოგაკითხავს და ადვოკატსაც აგიყვანს. -არ ვიცი სად არის, ის რამდენიმე დღეა სახლში არ მოსულა. -15 წელი ციხეში მოგიწევს ხეხო ტუალეტები თუ ჩვენთან არ ითანამშრომლებ. დაფიქრდი და რამდენიმე საათში ისევ გინახულებ. -არა, არ წახვიდე დაფიქრება არ მჭირდება. -ეს როგორ გავიგო, წინააღმდეგი ხარ ითანამშრომლო პოლიციასთან? -არა, მე თანახმა ვარ. -სიმართლეს მეტყვი ქეთევან გამცემლიძეზე რაც იცი და გაგიშვებ. -დღესვე გამიშვებ? -გაგიშვებ, მხოლოდ სიმართლე მინდა და არა ზღაპრები. -ქეთი ჩემთან მუშაობდა 4 წელი და ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა, მაგრამ.................. -მაგრამ თქვენი ქმარი განთავისუფლდა და ცხოვრება აურია, თქვენ კი გული სიძულვილით აგევსოთ. -არაფერი არ ვიცოდი, როცა მითხრა სააგენტოდან უნდა წავიდეო მე მიზეზი ვკითხე მან კი დაუფარავად მითხრა მიზეზი, ჩემი ქმარიც იქ იყო და სახეზე ფერი დაეკარგა, მივხვდი რომ ის რაღაცას მალავდა და დავიწყე თვალთვალი. -პირადად უთვალთვალებდით? -არა, ჩემი ერთი თანამშრომელი დავაყენე ამ საკითხზე და მალე დავადგინეთ მისი არეულობის მიზეზი და საიდუმლოს ფარდა ავხადე. -ვინ მოკლა ქეთევანი. -არ ვიცი. თქვა და თვალი აარიდა მახოს. -შემომხედე და ისე მითხარი ვინ მოკლა ქეთევან გამცემლიძე. თავს ვეღარ აკონტროლებდა მახო და როზას მისი რექციის შეეშინდა. -იმ ღამით მივედი მინდოდა დავლაპარაკებოდი როგორც ქალი ქალს და კართან მისული ანზორის ხმა გავიგონე, ის ყვიროდა და მგონი ცემდა კიდეც ქეთევანს. -ეს რატომ გააკეთე, გინდა ოჯახი დამინგრიო? -მე არ ვეხები შენს ოჯახს, არც ის ვიცი სად ცხოვრობ გთხოვ თავი დაგვანებე მე და ჩემს შვილს. -ახლა მეუბნები ასე, მერე მოხვალ და მოთხოვნებს წამომიყენებ. მინდოდა შევსულიყავი და ჩავრეულიყავი, მაგრამ უკან დავიხიე, მაგრამ შევამჩნიე კარი ღია იყო და დაუფიქრებლად შევედი ბინაში. -ეს ბავშვი არ უნდა დაიბადოს, გესმის? -მომისმინე, გთხოვ მომისმინე. -ხომ გითხარი თავის დროზე მოიშიორემეთქი, შენ კი მომატყუე მარტო ამის გამო უნდა დაისაჯო. -ის ხომ ჯერ სულ პატარა არის ვერ შევძლებ ის მოვკლა. -მე ოჯახი მაქვს და არც ეცადო დამირღვიო სიმშვიდე. -შენ დამირღვიე სიმშვიდე, შენ შემოიჭერი ჩემს სახლში, შენ ცხოვრება გამინადგურე. ყვიროდა და არ ვიცი საიდან და როგორ გაჩნდა დანა, მაგრამ მას ხელში ჰქონდა და უნდოდა ანზორისთვის დაერტა, მაგრამ ფეხი აუცდა და თავად დაეცა დანაზე. -დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი ასე იყო როგორც ყვები? -დარწმუნებული ვარ, იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე რაც მოხდა, ანზორი დაიბნა რომ შემხედა, მაგრამ ჩვენ უხმოდ წამოვედით იქედან და კარი ღია დავტოვეთ. -დანა წაღებულია და ექსპერიზის პასუხებს ველოდებით, სწორედ პასუხების მოსვლის დღეს გავიგებთ ვის ეკავა დანა ხელში, მანამდე კი ჩვენი სტუმარი იქნებით ქალბატონო როზა.თქვენი მეუღლე სად არის ან როგორ მდგომარეობაში არის მას შემდეგ. -იმ დღეს იქედან მე წამოვიყვანე ერთიანად კანკალებდა, მას შემდეგ არ ვიცი სად არის. -რატომ არ დაურეკეთ სასწრაფოს. -დავიბენი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. -რატომ პოლიციას არ შეატყობინეთ. -ცუდი უკვე მომხდარი იყო, მე კი სკანდალები და ხალხის მითქმა-მოთქმა არ მჭირდებოდა და ამ ყველაფრისგან მინდოდა არიდება. მინდოდა მოგვიანებით დაგველაპარაკა და ერთი ალიბი გვქონოდა, მაგრამ ის წავიდა და გაუჩინარდა. -დაგიჯერო? -პირობას დაარღვევ? -ყველაფერს გადავამოწმებ. თქვა მახომ და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ როზას აკანკალებულმა ხმამ შეაჩერა. -მეგონა სიტყვას შასრულებდი, მაგრამ თქვენ ხომ პოლიციელი ხარ. -უფროსო დანაზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდები გაირკვა ვისიც არის, პასუხი მივიღეთ. -მოდი ნიკა ძმაო ვინ არის დამნაშავე რა გვითხრა დანამ? -თავად ნახეთ უფროსო. მახომ ანალიზის ქაღალდი გაშალა და სასწრაფოდ ჩაიკითხა, შემდეგ კი როზას დაუდო წინ და უთხრა. -22 წლის გოგონას ცხოვრებბა შენმა ქმარმა დაუმახინჯა და შენ წაართვი. მთელ შენს სიცოცხლეს ციხეში გაატარებ და ამაზე მე პირადად ვიზრუნებ. მახომ დატოვა დასაკითხი ოთახი და გარეთ გასულმა თედოს უთხრა. -ერთი საათი იყოს და გაუშვით, ჩვენი ტაქსი იყოს გარეთ. -უფროსო ის მკვლელია და როგორ გავუშვათ. -გაუშვით, მან იცის ანზორი სადაც არის და თავად მიგვიყვანს მასთან და ორივეს ერთად დავიჭერთ. -აააა, გასაგებია უნდა უთვალთვალოთ და ტაქსიც ამიტომ მითხარი. -ბოლოს ყველას ამბობს სიმართლეს და ჩვენ ეს სიმართლე გვაინტერესებს მან იცის სადაც არის მისი ქმარი და ხელს აფარებს. -გასაგებია. -კიდევ მისი ტელეფონი აიყვანეთ მოსმენაზე, რამდენიმე საათში თედო და მზად იყავით. როზა ერთ საათში გაუშვა თედომ და უთხრა. -კიდევ იმავე დანაშაულზე დაგიჭერენ და მეორედ თავს ასე ადვილად ვერ დაიხსნით, ახლა კი წადი. როზამ იქვე მდგარ ტაქსს აუწია ხელი და წავიდა, მისი წასვლიდან ერთ საათში თედოს ზარს უპასუხა მახომ. -გისმენ თედო. -უფროსო როზას ნომერზე ზარი დაფიქსირდა. -მოუსმინეთ? -მისი ქმარია. -მისამართი გამომიგზავნე. -მარტო წახვალთ? -ამჯერად კი, ჩვენი ტაქსის მძღოლი ხომ იქ არის მეტი არ მჭირდება. მახომ მიიღო თუ არა მისამართი გაშლილი ბეჭებით შეაბიჯა სასტუმროს ვესტიბულში და თავის საბუთი წარადგინა, ასევე მოითხოვა შეხვედრა ანზორ თურმანიძესთან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და მას ნომერი მიასწავლეს, მახო ტაქსის მძღოლთან ერთად წავიდა და აღელვებული იდგა ანზორის ნომრთან, კარზე ფრთხილად დააკაკუნა და კარიც გაიღო. -გისმენთ, მე არავინ გამომიძახებია. -მე თავად გეახელით ბატონო ანზორ. უთხრა და თავისი საბუთი აჩვენა, ანზორი დაიბნა და უკან დაიხია. -არ გირჩევ გაქცევას რადგან სასტუმრო ალყაშია, ამიტომ მე აქედან მშვიდად წავალ თუ ჩვენ მშვიდი საუბარი გვექნება. -ვისაუბროთ, მაგრამ რა თემაზე. -იმ თემაზე რის გამოც აქ ზიხარ და გამოექეცი ყველას. -რა უნდა ვილაპარაკოთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. -არ გინდა, თავადაც იცი აქ რატომ ვარ და რატომ იმალები, მოდი ვისაუბროთ როგორც ნამდვილმა მამაკაცებმა. -არავის ვემალები და არავის გაურბივარ, გადავიღალე და მინდა დავისვენო. -გაურბიხარ პოლიცია რადგან არ გინდა ისევ დაბრუნდე ციხეში, ანზორ ჩვენ ყველაფერი ვიცით, ვიცით რომ თქვენ და თქვენმა მეუღლემ მოკალით ქეთევანი. -მე? მე მოვკალი ქეთევანი? ვინ გითხრათ ეს სისულელე, ეს ტყუილია. -თქვენმა მეუღლემ. -როზამ თქვა რომ მე მოვკალი ქეთევანი? სცდებით, დიდ შეცდომას გააკეთებთ თუ მას დაუჯერებთ. -არ მოგიკლიათ? -არა, რა თქმა უნდა. -დაამტკიცებთ თქვენს ნათქვამს? -დავამტკიცებ, იმ ღამით მე საავადმყოფოში ვიყავი, რადგან ნაღველმა მომცა შეტევა და ძლიერი ტკივილი მქონდა, ტკივილისაგან მეგონა მოვკვდებოდი. თქვენ თავად შეგიძლიათ გადაამოწმოთ საავადმყოფოს წიგნაკში და ექიმიც შემიძლია გითხრათ ვინ იყო იმ ღამით, თეონა ცინცაძე. -რომელ საათზე იყავით საავადმყოფოში. -იმ დღეს ვმუშაობდი ტკივილები კი 12სთ-სა და 20 წთ-ზე დამეწყო და თვალი რომ გავახილე უკვე საღამო იყო, მე კი საავადმყოფოს თეთრ პალატაში ვიწექი. -ეს ყველაფერი გადამოწმდება, მაგრამ ქეთევანის მკვლელობაში თქვენი მეუღლე რატომ გადებთ ხელს. -არ ვიცი, მართლა არ ვიცი. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ როზას სიტყვებში, მე მზად ვარ წამოგყვეთ განყოფილებაში. მახომ პირადად გადაამოწმა თურმანიძის ალიბი, ის მართალი აღმოჩნდა და ქეთევან გამცემლიძის მკვლელი როზა არის, მან თავად მოკლა დანით ქეთევანი რადგან ეჭვიანობდა. -უფროსო პრობლემა გვაქვს, როზა გაიქცა. -გაიქცა? გადაკეტეთ გზები და გააფრთხილეთ ყველა საგზაო პოლიცია. -უფროსო ჩემი შვილები? თედომ გაიგონა ანზორის შეკითხვა და თქვა. -ბავშვები დედასთან არ იყვნენ, ის მარტო წავიდა. -იცი სად უნდა წასულიყო, აქვს ისეთი ადგილი სადაც შეუძლია განმარტოვდეს. -არა, არაფერი არ ვიცი. გზები გაივსო პოლიციით, ყველა მოსახვევში პოლიცია იდგა, მახო ხვდებოდა და გრძნობდა კიდევაც რა დიდი ქარიშხალი ახლოვდებოდა, თავადაც ჩაერთო ძებნაში და თვალებმოჭუტული ათვალიერებდა მიმავალ ავტომობილებს, თანაშემწეებს კი განკარგულებებს აძლევდა. გული ჰქონდა გაყინული, მაგრამ ყველა წყენა დაავიწყდა, როცა ანზორი პატარა შვილებთან ერთად დაინახა. -ავტო საგზაო შემთხვევა, უფროსო სიგნალი მივიღეთ ავტომანქანა რომელსაც ჩვენ ვეძებთ ქალაქიდან გასვლის შემდეგ რამდენიმე კილომეტრში აფეთქდა. -ეს როგორ, ვინ თქვა რომ აფეთქდა. მახო გაოგნებული იდგა და შემდეგ ანზორის შეხედა, ანზორიმ კი მოახლეს გადასცა ბავშვები და პოლიციელებთან ერთად წავიდა. -ერთი ნაბიჯით გაასწრო პოლიციას და სიჩქარე ვერ გააკონტროლა, მან სიჩქარეს უმატა და უბედური შემთხვევაც მოხდა, როზა დაიღუპა. ცხოვრება არასოდეს ყოფილა ჭრელი, მას ყოველთვის თან ახლდა ცისარტყელას ლამაზი ფერები. სამყარო არეულია და ირგვლივ ცოცხლად ლპობაა ჭიქა ყავა, ცინიზნი საზოგადოებაში და დეპრესია. -მე მიმატოვეს და ამაოდ ვცდილობ გზის გაკვლევას, ძალიან უსუსური ვარ, ამიერიდან მარტო როგორ უნდა ვიყო. მუხლებზე დაეცა ანზორი და ატირდა, ის მორგში წაიყვანეს მიცვალებულის ამოსაცნობად, დამწვარი ხელი თავისი ნაყიდი ბეჭედით იცნო და გული ეტკინა, დამწვარი გარდაცვლილი ქალი მისი შვილების დედა იყო. გულთან ერთად სულიც ატკივდა, თვალები ცრემლით გაევსო მახოს შეხედა და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად რომ ის ნამდვილად როზა იყო, სახლში ფრთა ჩამოტეხილი დაბრუნდა, მოსამსახურემ კი რაღაც შეხვეული გადასცა და უთხრა. -ეს თქვენთვის არის. -ბავშვები, დაიძინა ბავშვებმა? -კი დაიძინეს უკვე და არც იციან მათ თავს რა ხდება. -კარგი ელეონორა მარტო მინდა ვიყო. მოსამსახურე გავიდა და ანზორი მარტო დარჩა, დაღლილი ჩაესვენა და მის წინ მაგიდაზე დადებულ ლურჯ ლამაზ კოლოფს უყურებდა. რამდენჯერმე გაწია ხელი და ისევ უკან აბრუნებდა, მაგრამ ბოლოს ხელის კანკალით გახსნა და კოლოფში ლამაზი ნაქსოვი სქელი ოქროს ყელსაბამი იყო წერილთან ერთად. როცა ამ წერილს ნახავ და წაიკითხავ ყველასგან და ყველაფრისგან შორს ვიქნები, მაგრამ გახსოვდეს შენი გამოჩენის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და არა უკეთესობისაკენ, უარესობისაკენ. მე შეგიყვარე და მიგიღე ისეთი როგორიც იყავი შენი პლის მინუსებით, შენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით შემ კი რა გააკეთე, მე გამყიდე და ჩემი დანაშაული შენად არ აღიარე. შენ გათელე ჩემი სიამაყე და ჩემი სახელი, ჩემი კარიერა გაანადგურე და ამ ყველაფრისათვის გადაიხდი''. წერილი მახოს წააკითხა და მან როზას ხელით დაწერილი წერილი საქმეს დაურთო ნივთ-მტკიცებად. საქაღალდე რომელიც ქეთევან გამცემლიძის გამოძიების საქმეებს ინახავდა დაიხურა, ანზორი გამართლდა, მაგრამ ის სხვა საქმეში იყო ეჭვმიტანილი და ამისათვის დააკავეს. -ანზორი უნდა დაეხმარო გამოძიებას და სიმართლე თქვა ვინ შეუკვეთა ვახო ტაბატაძის მკვლელობა, ვინ გადაგიხადა ემზარი ბურჯანაძის მკვლელობის მცდელობისთვის, მარიამ ტაბატაძის მოწამვლა და მათ ბინაში შესვლა. ალბად ხვდები როგორ სერიოზულად არის ყველაფერი. -უფროსო 15 წლის ასაკში მომისაჯეს 3 წელი და იცით რის გამო? პური მოვიპარე, მშიოდა უფროსო მე 15 წლის ბავშვი შიმშილის გამო დამსაჯეს. მოვიხადე სასჯელი და მუშაობა მაღაზიაში დავიწყე უკვე სრულწლოვანი ვიყავი, თვეები ვიმუშავე და შემდეგ მაღაზია გატეხეს გაიტანეს ძალიან ბევრი რამ, ის დანაშაულიც მე მომაწერეს და რატომ? მე ჩემი შიმშილისთვის ერთი პური ცხვირში ძმრად ამომადენინეს და ამჯერად უდანაშაულოს ხუთი წელი მომისაჯეს, მოვიხადე ხუთი წელიც და გამოვედი, ახლობლის დახმარებით ტაქსის მძღოლი გავხდი ორი წელი ვიმუშავე და ამ ორ წელიწადში რამდენ მგზავრს დარჩენია ჩანთა ჩემს მანქანაში ყველაფერი უკან დამიბრუნებია მათთვის, მაგრამ ისევ წამართვეს თავისუფლება და წარმოიდგინეთ ისევ უდანაშაულოდ ერთი წლით მოვხვდი ციხეში. ყველა პოლიციელი მიცნობდა და ყველამ იცოდა რომ მე უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ვიღაცისთვის ვიქეცი კარგ სარფიან სათამაშოდ. -ანზორ. -არ დამისრულებია, გთხოვ ბოლომდე მომისმინო. ერთი წლის შემდეგ უმუშევარი 27 წლის ჯიბე ცარიელი ახალგაზრდა ვიყავი და შემომთავაზეს ერთი მაღალჩინოსნის მოკვლა და თუ უდანაშაულოდ ვიჯექი ამჯერად დავთანხმდი და დავალება შევასრულე რაშიც დიდი თანხა გადამიხადეს და 12 წელიც მოვიხადე. 39 წლის ასაკში გავთავისუფლდი და რამოდენიმე თვეში როზა გავიცანი, ჩვენ სახლი ერთად შევარჩიეთ და ვიყიდეთ, დავქორწინდით. დაქორწინებიდან ორი წლის შემდეგ მარინა გავიცანი და ყველაფერი თავიდან დაიწყო. -მარინა? შენ გინდა მითხრა მკვლელობა ვინც დაგიკვეთა ქალი არის? -ქალია უფროსო და ის ორივე ოჯახს ძალიან კარგად იცნობს, მან იცის მათი სუსტი წერტილები და თუ არ შეაჩერებთ იმ ქალს ყველას მოკვლა აქვს განზრახული და საქმიდან სუფთად გამოდის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.